შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 4)


4-02-2017, 20:19
ავტორი Baterfly
ნანახია 1 627

მოსვენება სულ დავკარგე,სანდროს სიტყვებმა გამანადგურა,ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ სრულიად უმიზეზოდ ვიყავი აქ,ვიღაცაში ვეშლებოდი,სხვა ვერაფერს ვფიქრობდი,რა კავშირში უნდა ყოფილიყო ჩემი ოჯახი სანდროს დამსხვრეულ ოცნებებთან? ეს ყველაზე ლოგიკური იყო.სხვა რომ არაფერი ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მაწყობდა.საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,უნდა გამეგო სიმართლე,"ან დღეს ან არასდროს,რაც მოსახდენია ისედაც მოხდება" გავიფიქრე აფორიაქებულმა და მეორე ოთახში გავედი სადაც სანდრო მეგულებოდა,სავარძელში იჯდა,ხელში სასმლის ბოთლი ეჭირა,თანაც თითები ისე შემოეჭდო თითქოს დახრჩობას უპირებსო და იატაკს სევდიანად დაშტერებოდა
-სანდრო... ჩემი ხმა ვერ ვიცანი ისე ვკანკალებდი,შიში დავაიგნორე მივედი და მის წინ მდგომ სავარძელში ჩავესვენე,მან ნელა ააყოლა ჩემს სხეულს მზერა,რამდენიმე წამში კი მისი თვალები ჩემსას შეხვდა.გამაჟრჟოლა როცა მის,გაყინულ არაფრის მთქმელ მზერას გადავაწყდი.
-ვინ მოგცა უფლება,უკითხავად დაგეტოვებინა შენი ოთახი? - ხმისთვის არ აუწევია მაგრამ იმხელა ზიზღი იგრძნობოდა მის ხმაში მერჩივნა ეყვირა
-მე უბრალოდ...მინდა სიმართლე გავიგო.
-მართლა? და რომელი სიმართლე? -სარკასტულად შენიშნა
-ეს ჯერ კიდევ საკითხავია,რა არის სიმართლე,მე მხოლოდ შენი მოსაზრება მაინტერესებს. - ჩემი სითამამის მე თვითონ მიკვირდა,ვცდილობდი ჩემი ნერვიულობა მისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.მეგონა ჩემი სიტყვების შემდეგ საშინელ რამეს მიპასუხებდა ან მოიმოქმედებდა,მაგრამ შევცდი მან მხოლოდ ცალყბად გამიღიმა
-არაფრით განსხვავდები დანარჩენებისგან!შენც მათნაირი მატყუარა,თავმოყვარე ხარ! თუმცა რა გასაკვირია მთელი შენი ოჯახი ხომ ასეთია?
- შენ არ გაქვს უფლება ჩემს ოჯახზე ასე ილაპარაკო! -ფეხზე წამოვდექი გაცეცხლებული
- და მათ ქონდათ უფლება ასე მომქცეოდნენ? ისიც გიჟივით წამოხტა სავარძლიდან და ჩემს წინ აისვეტა
- იცი რა?! არ ვაპირებ შენს სისულელეებს ვუსმინო,ნამდვილი ფსიქოპატი ხარ,შენც კი არ იცი რა გინდა! - ხელი ისე ავიქნიე თითქოს სულელური აზრები გავფანტეო, ის იყო შებრუნებას და მეორე ოთახში გასვლას ვაპირებდი,რომ ხელი მაჯაში წამოვლო და მთელი ძალით შემატრიალა მისკენ,ვგრძნობდი როგორ დაეჭიმა სხეული,თვალები აენთო,ასეთი გაცოფებული ჯერ არ მენახა,შიშმა ერთი ორად იმატა.
-მეორედ არ გაბედო და მომხდარს სისულელე არ უწოდო! -კბილებში გამოსცრა ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია - გასაგებია?
- გასაგებია..ამოვილუღლუღე ასოწარკვეთლმა რადგან მივხვდი სისულელე წამოვროშე. - მაგრამ მე მაქვს უფლება ვიცოდი,რომელი ცოდვისთვის ვისჯები,არ მინდა სიკვდილი,მითუმეტეს აქ საყვარელი ადამიანებისგან შორს. - თვალები ცრემლით ამევსო.
-მასაც უნდოდა სიცოცხლე,ის ისეთი მხიარული იყო,სიცოცხლით სავსე,მან მისი ურიცხვი თაყვანისმცემლებიდან მე ამარჩია,ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის.მისით ვცოცხლობდი,ერთმანეთისთვის ვარსებობდით...სანამ...-აქ სანდრო შეჩერდა ღრმად ამოისუნთქა,ხელი შემიშვა და სავარძელში ჩაესვენა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია,არ ვიცოდი რატომ გადაწყვიტა ჩემთვის მოეყოლა მომხდარი.ყველაფერი კი სასმელს მივაწერე.შერხევას ვერ ვბედავდი არ მინდოდა დამეფრთხო და თხრობა შეეწყვიტა
-მას არასდროს უღალატია ჩემთვის,არასდროს! მე კი სულელს მასში ეჭვი შემეპარა,სიამაყეს ვერ გადავაბიჯე, მის ტანჯვას ვუყურებდი,ვუყურებდი როგორ ცდილობდა ძველი ცხოვრება დაებრუნებინა,დაევიწყებინა წარსული,მაგრამ ორივემ ვიცოდით,ეს შეუძლებელი იყო, არაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე.რამდენიმე თვის შემდეგ როცა სიმართლე გავიგე,მივხვდი რომ ჩემი გულგრილობა მას კლავდა პატიება ვთხოვე,ვეუბნებოდი რომ შეგვეძლო ყველაფერი თავიდან დაგვეწყო,ყოველ ღამე როცა კოშმარები აღვიძებდა მის გვერდით ვიყავი და ვცდილობდი დამემშვიდებინა.მეგონა ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ცხრა თვე იყო,ვაპირებდი მისი შვილი ისე მიმეღო როგორც საკუთარი,იმხელა იყო ჩვენი სიყვარული არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რომ ის ბავშვი ძალადობის ნაყოფი იყო,რომ ეს ბავშვი ყოველთვის გამახსენებდა შენმა ძვირფასმა ბიძაშვილმა და მისმა ძმაკაცებმა როგორ გააუპატიურეს,ცემეს და დაამცირეს ელენე!
-ლევანი? - სასოწარკვეთილმა წამოვიკივლე,მოსმენილი ნამდვილად დაუჯერებელი იყო!სანდროს და ელენეს უბედურების მიზეზი ჩემი საყვარელი ბიძაშვილი ლევანი იყო!ეს დაუჯერებლად ჟღერდა,ამას ვერ დავიჯერებდი.მერჩინა მოვმკვდარიყავი და ახლა აქ არ ვდგარიყავი,სრულიად გაფითრებული,იმ კაცის წინ ვისაც ასე მოექცნენ,თან ვინ? ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი ოჯახის წევრი.ვიგრძენი როგორ მოაწვა სისხლი ტვინს,ყველაფერი აირი,სამყარო დატრიალდა,ვერ შევძელი თვალზე მომდგარი ცრემლისა და ყელში მოწოლილი ბურთის უკუგდება და მწარედ ავტირდი,ყველაფერს ვხენებდი იმ დღიდან მოყოლებული რაც სანდრომ გამიტაცა,სანდროს სიტყვები "მე მათ არ ვგავარ""ვიღაცას ვუყვარდი მე".ალბათ მიწაზე გავიშოტებოდი სანდროს ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე.გონს რომ მოვეგე ჩემს საწოლზე ვიწექი ის კი კედელს მიყრდნობოდა და ნერვიულად მიყურებდა,წამით გავიაზრე მომხდარი და მივხვდი რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი არ იყო.
-ჩემი ოჯახი რაშუაშია? თუ დამნაშავე მხოლოდ ლევანია,მე რატომ მრევთ ამ საქმეში? -ხავს მოვებღაუჭე რომ როგორმე გამემართლებინა ოჯახი და მხოლოდ ჩემი უნამუსო ბიძაშვილის გამო მთელი ოჯახს არ მოცხებოდა ჩირქი
- მათ ყველაფერი იცოდნენ! და ხელი დააფარეს იმ ნაბიჭვრებს! ყველა ელენეს ამტყუნებდა,ცილს წამებდნენ,შენი ბიძაშვილის ძმაკაცები მომხდარიდან ორ წელში ავარიაში მოყვნენ ,ორივე ადგილზე გარდაიცვალა,შენი ბიძაშვილი კი უვნებლად გამოძვრა,იცი შენმა ძვირფასმა მშობლებმა რა გააკეთეს?ელენეს უჩივლეს! სასაცილოა არა? იცი რა თქვეს?თვითმარქვიაა,ჩვენი ოჯახის უცნობმა მტრებმა დაიქირავეს, ცილს წამებს მთელს ჩვენს ოჯახს რათა რეპუტაცია შეგვილახოსო.პოლიტიკას მიაწერეს ესეც.ყველაფერი გააკეთეს რომ როგორმე თავი დაეძვრინათ.მეც კი შემეპარა თავიდან მასში ეჭვი! მხოლოდ მე ვიცოდი როგორ სტკიოდა! მე ყველა მისი სიზმარი ვიცოდი,მხოლოდ ჩემი იმედი ქონდა და კინაღამ მეც ვუღალატე!მთელი შენი ოჯახია დამნაშავე,შენ კი ჩემი იარაღი ხარ,შურისძიების იარაღი,იცი რამდენი წელია ამ მომენტს ველი? შენი სიკვდილი ყველასთვის დიდი ტკივილი იქნება,შენი საყვარელი ბიძაშვილისთვისაც რათმაუნდა,ყველანი დაისჯებიან. -სევდიანად გაიღიმა.
ჩემში სრული გარდატეხა მოხდა,ვერასდრეს წარმოვიდგენდი ჩემს ოჯახს თუ შეეძლო ასე მოქცეოდნენ უდანაშაულო გოგონას,რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ქონდა.სრული გაუცხოება ვიგრძენი.ჩემი ოჯახი სრულიად უცხო გახდა ჩემთვის,თან გული მტკიოდა იმედი რომ გამიცრუეს,მე მათ ვაიდიალებდი.ცრემლები ვერ აღწერდნენ იმას რასაც ვგრძნობდი,სრული გაუცხოება,თითქოს მათ არც კი ვიცნობდი,მათ კისერზე იყო ორი ადამიანის სიცოცხლე.გაგიკვირდებათ ალბათ მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანი ახლა ჩემთვის სანდრო იყო,რომელმაც ამდენი გადაიტანა,მხოლოდ ახლა მესმოდა მისი.და არცერთი წამით არ ვამტყუნებდი მიუხედავად იმისა რომ ჩემი მოკვლა ქონდა გადაწყვეტილი,ამის გამართლებაც კი შემეძლო.
-მე არ შემიძლია მოგკლა და მერე მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება,ჯერ შენ მოგკლავ და იმ პირობას ავასრულებ რომელიც სამი წლის წინ ელენეს და "ჩვენს" ბავშვს მივეცი დაკრძალვის დღეს,შემდეგ კი თავს მოვიკლავ,მე იქ მელოდებიან! სევდიანად გადააქნია თავი,კედელს ძლიერად მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-ღმერთო სანდრო მაპატიე!- გიჟივით წამოვხტი საწოლიდან,მასთან მივირბინე,მინდოდა ჩავხუტებოდი და როგორმე ტკივილი შემემსუბუქებინა მისთვის,მაგრამ ვერ გავბედე-ყველას სახელით გთხოვ პატიებას! გარკვეულ წილათ ჩემს თავსაც ვიდანაშაულებდი რადგან ჩემს ცხვირ წინ ასეტი ამბები ხდებოდა მე კი არაფერი ვიცოდი.
-ცოტა დაგაგვიანდა! ირონია არ დაიშურა - იცი?! გულის სიღრმეში ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ,შენ არ უნდა აგო პასუხი შენი ოჯახის შეცდომებზე,მაგრამ მთელი ჩემი გულით მძულს შენი ოჯახი,სრული შემადგენლობით,მთელი თქვენი მოდგმა მძულს!
მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში ვამართლებდი მას,მაინც საშინლად მტკენდა გულს მისი სიტყვები,მისი ასეთი ზიზღი ჩემდამი და ჩემი ბუნდოვანი და ჯერაც გაურკვეველი მომავალი!



№1 სტუმარი Guest Emili

Mteli dgea velodebodii da mmmm Ra kaia Mara Cota didi tavebi ro iyos upro kai iqneba

 


№2  offline წევრი Baterfly

Guest Emili
Mteli dgea velodebodii da mmmm Ra kaia Mara Cota didi tavebi ro iyos upro kai iqneba

ვიქნები ეგოისტი და გეტყვი,რომ მიხარია შენი მოლოდინი:დ ვიცი და ვწუხვარ მაგრამ ყოველ 24 საათში ვდებ და მეპატიება :დდდ

 


№3 სტუმარი Guest Darina

Mtkiva Sandros tkivili dzalian kargia Sandro ukve miyvars

 


№4 სტუმარი ni

imedia male dadeb shemdeg tavebs

 


№5  offline წევრი Baterfly

Guest Darina
Mtkiva Sandros tkivili dzalian kargia Sandro ukve miyvars

მეც მიყვარს სანდრო:დ

ni
imedia male dadeb shemdeg tavebs

აუცილებლად^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent