შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 5)


5-02-2017, 01:05
ავტორი Baterfly
ნანახია 1 493

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,ვერაფრით შევძელი დაძინება,სულ სანდროზე ლევანზე და ელენეზე ვფიქრობდი,მაინტერესებდა სად გაიცნო ლევანმა ელენე,ან როგორ შეძლო ასე სასტიკად მოქცეოდა მას.მზის ამოსვლას დავასწარი,სასწრაფოდ წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში გავედი,სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი,ტირილისა და ნერვიულობისგან თვალები ჩამწითლებოდა,ტუჩები დამსიებოდა,თმები გამწეწვოდა.როდის შევიცვალე ასე? სულ რაღაც სამი კვირის წინ ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ვიყავი,ჩემს ოცნებები ფერადი და ნათელი იყო,დღეს კი გონება საშინელი ფიქრებით დამიმძიმდა.როდის დატრიალდა ყველაფერი უკუღმა? ხელი ავიქნიე რომ უსიამოვნო ფიქრები თავიდან მომეშორებინა.მე თვითონ გამიკვირდა როცა სახლის ყველა კარი ღია იყო,სანდრო კი არსად ჩანდა.ეს შესანიშნავი შანსი იყო რომ გავქცეოდი კაცს რომელიც ადრე თუ გვიან მაინც მომკლავდა,მაგრამ საპირისპიროდ მოვიქეცი,რამაც მე გამაკვირვა,კარები მოვხურე და სახლის თვალიერება დავიწყე.სახლი მყუდრო იყო,საკმაოდ კეთილმოწყობილი და ნათელი,ვერ ვხვდებოდი ასეთ სახლს ამ ტყეში რა უნდოდა? ირგვლივ ლამაზი ეზო ერტყა სახლს,ნაირ-ნაირი ყვავილებით,მიუხედავად იმისა რომ ამ დროს ძალიან ცოტა ყვავილი ყვაოდა მაინც ძალიან ლამაზი იყო.
ჩემი ყურადღება კედელზე მყოფმა თარომ მიიპყრო,რომელიც სავსე იყო განსხვავებული ღვინის ბოთლებით.სანდრო ამ ბოლო დროს ხშირად სვამდა,თუმცა "ბოლო დროს" ხმამაღალი ნათქვამი იყო.იქვე თაროზე ლეპტოპი იყო,წამითაც კი არ მიფიქრია გამეხსნა და შეტყობინება დამეტოვებინა ვინმესთვის,თანაც დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ტყეში ინტერნეტი არ იქნებოდა.სრულიად გაუაზრებლად,თაროდან ღვინის ბოთლი გადმოვიღე და გავხსენი.ჭიქის ძებნა არც დამიწყია პირდაპირ ბოთლი პირთან მივიტანე,ჯერ მხოლოდ გემო გავუგე,ერთს,მეორე მოყვა,მეორეს მესამე...ვგრძნობდი როგორ შეუერთდა წითელი სითხე სისხლს,სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,რამდენიმე წუთში კი აღარაფერი მახსოვდა,არც ჩემი ძვირფასი ბიძაშვილი,არც ჩემი მშობლები,ჩემი პატარა დაიკოც კი,ისიც კი არ მახსოვდა სად ვიყავი დ ვისთან ერთად.
სავარძელში ვიჯექი,სასმლის ბოთლი ხელში მეჭირა და ბოლო ხმაზე ვყვებოდი სიმღერას რომელიც ლეპტოპში აღმოვაჩინე,როცა კარები აიღო და მკაცრი გამომეტყველებით გეგა შემოვიდა,გაოგნებული მიყურებდა,მზერას ხან ჩემზე გადმოიტანდა,ხან ღვინის ბოთლზე და ხანაც ლეპტოპზე.
- შენ რა დალიე? იმხელაზე დამიღრიალა ლამის გული გამისკდა,მაგრამ ამჯერად გაცილებით თამამი ვიყავი,სასმელის გამო
- სულ ცოტა! თითებით ცოტა მოვხაზე და გულუბრყვილოდ მივაჩერდი როცა სიმღერა გამორთო - რატომ გამორთე? ვუსმენდი! გავაპროტესტე მისი ქმედება
-ახლავე შეწყვიტე სმა! კბილებში გამოსცრა და ჩემსკენ დაიძრა,მივხვდი რასაც აპირებდა ამიტომ ფეხზე წამოვდექი და ხელი ზუგსუკან "დავმალე" რომლითაც ბათლი მეჭირა. - არ გაბედო და არ შემეხო!
- ახლავე მომეცი ბოთლი! დამიღრიალა გაცოფებულმა
-არა!
-ვიკა ნუ ჭირვეულობ,იცოდე ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი!
- ო ღმერთო,შენ პირველად ახსენე ჩემი სახელე,რით დავიმსახურე ასეთი პატივი? ის ისე ახლოს იდგა ჩემთან რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მცემდა
- რაც უფრო გამაღიზიანებ მით მალე დადგება შენი აღსასრულის დღე!
მისი შანტაჟი უკვე მაღიზიანებდა,ირონიულად ავათვალიერე,პირველად დავინახე მის ჯიბეში ფისტოლეტი,არ ვიცი რა დამემართა ოდნავ გადავიხარე,ფიბიდან ამოვაცალე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე,მთვრალი ვიყავი მაგრამ არ ისე რომ რაიმე ნივთი ვერ დამეჭირა,მამაკაცი გაკვირვებული მიყურებდა აზრზე ვერ მოვიდა ისე ამოვაცალე იარაღი და დავუმიზნე,ჩემი გამბედაობის მიკვირდა.
- იქნებ დაგასწრო სანდრექს! მოგკლა და მერე თავისუფლად წავალ აქედან,ამაში ხელს ვერავინ შემიშლის.
- შენ ამას არ გააკეთებ! ორონიულად ჩაიღიმა
- ვითომ რატომ?
- ეგ მეც მაინტერესებს! შენ გგონია კარები შემთხვევით დამრჩა ღია? მე შანსი მოგეცი რომელიც ვერ ან არ გამოიყენე!
დაბნეული მივაჩერდი,ანუ რა გამოდიოდა? რომ მას უნდოდა წავსულიყავი? გული გამითბა მაგრამ წამსვე დავაიგნორე მოწოლილი ემოციები,და ამჯერად იარაღი შუბლზე მივიდე,რადგან არ შემეძლო მისთვის მესროლა,ჩემმა ოჯახმა მისი საყვარელი ქალი გაანადგურა მე კი მისი მოკვლით დავაგვირგვინებდი ლევანის დაწყებულ საქმეს.ჩემს ქმედებაზე ძარღვები დაებერა და ნერვიულად მომაჩერდა
- რასაკეთებ გაგიჟდი? ოთახი მისმა ყვირილმა გააყრუა
-რატომ? რას ვაკეთებ ისეთს? ვცდილობ საქმე გაგიადვილო,ჩემი სიკვდილი ორივეს გვაწყობს,შენ რადგან შენს წადილს აისრულებ დავისვენებ,აღარ შემიძლია ასე ცხოვრება,შიში სინდისიქენჯნა,იმედგაცრუება და ტკივილი მღრღნის შიგნიდან მჭამს,წარმოიდგინე რა უცებ შეიძლება დასრულდეს ყველაფერი,ეს ამ ამბის ყველაზე ლოგიკური დასასრული იქნება.გაუჩერებლად ვლაქლაქებდი,სანდრო რომ წამში ჩემთან გაჩნდა,ხელი მაძაში ჩამავლო იარაღი წამართვა,მოისროლა მისკენ მიმიზიდა და გულში ძლიერად მიმიხუტა.ღონემიხდილმა თავი პირველად ვიგრძენი უსაფრთხოთ,სრულიად მოვეშვი და ბედს მივენდე
- იცი უბედური ვარ ვლუხლუღებდი,მის მკერძე მიხუტებული
- ჩემს გამო...-დაასკვნა ბოლოს
- ჩემი ბედის გამო, რა იქნებოდა სხვა სიტუაციაში გაგვეცნო ერთმანეთი?ან ის არ მომხდარიყო რაც მოხდა
- ამაზე მეც ბევრი მიფიქრია.
ხელი მხრებში ჩამავლო და ნელა მომიშორა სხეულიდან,ნაზად ჩამაშტერდა თვალებში
- წადი დაიძინე. - მორჩილად გავემართე ჩემი ოთახისკენ,როცა ჩემს სმენას სანდროს სიტყვები მისწვდა
- არ გაბედო და მეორედ არ დამემუქრო მოკვლით! ძალიან ცდები თუ გგონია ამით შემაშინებ,პირიქით ძალიან დამავალებ ვიკა.
მორჩილად დავუქნიე თავი და ის იყო ოთახში უნდა შევსულიყავი რომ თავბრუ დამეხვა და იქვე ჩავიკეცე,მამაკაცი სწრაფად მომვარდა ხელი წელზე ძლიერად მომხვია და საწოლამდე მიმაცილა.
-მარტო დამტოვებ? იმედგაცრუებული მივჩერებოდი კარებთან მდგომს
არაფერი მიპასუხა,არც ადგილიდან დაძრულა
- არ წახვიდე გთხოვ,მეშინია მარტოობის
- რატომ არ წახვედი? იგი ახლოს მოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა,ვგრძნობდი მის მწველ მზერას
-არ ვიცი,იქნებ არ დამიჯერო მაგრამ,მე არ შემიძლია სახლში დაბრუნება,ისინი ისეთი უცხოები გახდნენ ჩემთვის.
სასმელი ახლა უფრო მომკიდებოდა,ამიტომ გულწრფელი ვიყავი და არ ვფიქრობდი რას ვამბობდი - მიუხედავად იმისა რომ ვიცი შენი გეგმების შესახებ მე შენთან დავრჩები
- რატომ გააკეთებ ამას?
- იმიტომ რომ ამჟამად შენზე ახლობელი არავინ მყავს
შევამჩნიე ღიმილმა როგორ გაუპო ბაგე,სულ სხვანაირი იყო ღიმილის დროს თითქოს მისი სევდა სადღაც იფანტებოდა,არაფერი უთქვამს ნელა გადმოიხარა ჩემსკენ ლოყაზე ნაზად მაკოცა და ოთახი დატოვა.
მე კი კიდევ დიდხანს მიხურდა ლოყა,მთელ სხეულში კი სითბო მეღვრებოდა.
* * *
ადრე გამეღვიძა,მაგრამ წამითაც არ მიფიქრია თბილი საწოლიდან ავმდგარიყავი,საწოლში ვნებივრობდი და გუშინ ნანახ სასიამოვნო სიზმარს ვიხსენებდი,ისეტი ლამაზი სიზმარი ვნახე ეჭვი ვერავინ შეძლებდა ჩემს წყობიდან გამოყვანას.
გარშემო ისეთი სილამაზე იყო,ნაირნაირი ყვავილები,მწვანე ბალახი ცისფერი ცა...მე კი ვიდექი მინდვრის შუაგულში,ულამაზესი თეთრი კაბითა და თაიგულით ხელში და ველოდებოდი მას,იმ ერთადერთს,რომელიც ჩემკენ მოემართებოდა,მამაკაცის სილუეტი ბუნდოვანი იყო,თანდათან კი ნათლად ვარჩევდი,ჩემსკენ უსიმპატიურესი ბექა მოემართებოდა. ძალიან გამიკვირდა სიზმარში ბექას ხილვა მაგრამ იმდენად ლამაზი და სასიამოვნო იყო ეს ყოველივე გულწრფელი ღიმილი გადამეფინა სახეზე

......

დღეები ისე სწრაფად მისდევდნენ ერთმანეთს ვერც კი გავიგე როგორ გავიდა ერთი თვე მას შემდეგ რაც სანდრომ გამიტაცა.ყოველ ღამე მესიზმრებოდა ჩემი მშობლები და პატარა დაიკო ნია,ყოველ ღამე ვასველებდი ბალიშს ცრემლებით.გულის სიღრმეში მინდოდა მენახა ისინი,მაგრამ არ შემეძლო ისე დამეჭირა თავი თითქოს ამ ერთი თვის მანძილზე არაფერი შეცვლილიყოს.
რაც შეგვეხება მე და სანდროს,ყველაფერი ძველებურად რჩებოდა,თითქოს მის რაღაც ნაწილს ვებრალებოდი და ცდილობდა უხეშად არ მომქცეოდა მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი ჩემდამი სიძულვილი რომ არ შეეძლო სხვაგვარად მომქცეოდა.
* * *
-მივდივართ! - თავი შემოყო ოთახში სადრომ და ისე "მახარა" ახალი ამბავი
-კი მაგრამ სად?
-უკან ვბურდებით
-სად?როდის?
-ამდენ კითხვას ნუ მისვამ! ახლავე მივდივართ! - სწრაფად შემოიჭრა ოთახში მაჯაში ხელი ჩამავლო,სახლი დამატოვებინე და ლამის ჩამტენა მანქანაში
-შენ თქვ უკან ვბრუნდებითო,რას გულისხმობდი სანდრო? - ინტერესით მივაჩერდი როცა მანქანა ადგილიდან მოსწყდა.
-ბევრ ნუ ლაპარაკობ ვიკა!კბილებსი გამოსცრა,აშკარა იყო ძალიან ნერვიულობდა
-კი მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე?სად მივდივარ და რატომ!
-გაჩუმდი გოგო! - დამიღრიალა გაცოფებულმა და ხელი საჭეს ძლიერად დაარტყა,ძალიან შემეშინდა,ღამით სად უნდა მივყავდე?თანაც ასე განერვიულებულს?! "უნდა მომკლას" დავასკვენ გონებაში და მოსალოდნელი სიკვდილისთვის "თეორიულად" მოვემზადე.როდესმე გამოგიცდიათ რა ძნელია ელოდო სიკვდილს? მითუმეტეს თუ ის თქვენთან ასე ახლოსაა,სიცივეს და სიკვდილს ვგრძნობდი მმთელს სხეულში,ვიცოდი ეს ამბავი კარგა არ დასრულდებოდა.
ჩემი მოლოდინი გამარტლდა როცა სანდრომ მანქანა ტყის შუაგულში გააჩერა
-გადმოდი! ზიზღით ამათვალიერა,მის ბრძანებას უსიტყვოდ დავემორჩილე,მანქანიდან გადმოვედი,რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,შემდეგ მის პირდაპირ დავდექი თვალცრემლიანი.მის თვალებს ვხედავდი მიუხედავად სიბნელისა მთვარის შუქი ირეკლებოდა მის შავ თვალებში,ცრემლები ვეღარ შევიკავე როცა იარაღი დამიმიზნა და არაფრისმთქმელი მზერა შემავლო
-გთხოვ! - ამოვილუღლუღე სასოწარკვეთილმა,კანკალმა ერთი-ორად იმატა.ვიცოდი ჩემი ბოლო მაინც ეს იქნებოდა და მითები იმის შესახებ რომ სანდოში იყო რაღაც ადამიანური,საპნის ბუშტივით გასკდა
-ნუ მთხოვ! ნუ მთხოვ გაიგე? დამიღრიალა და ცალი ხელი ნერვიულად გადაისვა თმაზე -ისედაც მიჭირს ამის გაკეთება!ძნელა მოკლა ბავშვი,მითუმეტეს თუ იგი გთხოვს შებრალებას
-ოჰ,ეს დიდი შეღავათია! -სარკაზმი,ხომ სწორედ იმედგადაწურულთა ერთადერთი თავდაცვის საშუალებაა
-ეს სწორედ მაშინ უნდა გამეკეთებინა,სწორედ იმ დღეს როცა სკოლიდან მომავალი მანქანაში "ჩაგტენე",სწორედ იმ დღეს უნდა დამესრულებინა ეს ფარსი,ეს შეთხზული
ისტორია თითქოს შენი სიკვდილი ჯერ არ მაწყობდა,სინამდვილეში კი ამის ძალა არ მეყო,ვერ მოვკალი ის ვისმა ოჯახმაც ცხოვრება დამიმახინჯა,შურისძიებაც კი ვერ შევძელი - ირონიულად ჩაიცინა და ისევ მე მომაჩერდა,წარმოვიდგინე როგორი სანახავი ვიქნებოდი,გაწეწილი თმებითა და ჩაწითლებული თვალებით
-მე არ მინდა სიკვდილი! -თითქოს საკუთარ თავს ვსაყვედურობდი
-არც მე მინდა შენი სიკვდილი ვიკა! ეს უბრალოდ მისიაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა შევასრულო,რაც უფრო გავაჭიანურებ მით უფრო მტკივნეული იქნება შედეგები
გაოცებული ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა,ამიტომ ვცდილობდი მაქსიმალურად დამეკმაყოფილებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა ,სიკვდილის წინ მაინც.
-არ მინდა კიდევ ერთხელ დავიტანჯო!
-და შენ გგონია თუ მომკლავ ასე უბრალოდ დასრულდება ეს ამბავი?გგონია შეძლებ ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება? სინდისის ქენჯნა არასდროს მოგასვენებს,როცა დაგეძინება ჩემს თვალებს დაინახავ,სწორედ ისეთს როგორსაც ახლა უყურებ,უიმედოს და გაყინულს - მისი აღიარებით გათამამებულმა,გადავწყვიტე პირში მიმეხალა ყველაფერი რასაც ვფიქრობდი,ისე რომ ყურადღება არ მიმიქცევია არც იმ იარაღისთვის რომელსაც მე მიმიზნებდა იგი და არც იმ მიზეზისთვის რისთვისაც აქ ვიმყოფებოდი
-მე უკვე გითხარი,როგორც კი შენ მოგკლავ თავსაც მოვიკლავთქო
მის სიტყვებზე მწარედ გამეცინა და ირონიულად გადავაგდე თავი გვერძე
-ეს არ არის ასე მარტივი! შენ გინდა იმის გამო იძიო შური ვინც მკვდარია,და ამისთვის კლავ მას ვისაც ჯერ არაფერი უნახავს ცხოვრებაში,თანაც მას ვისაც არაფერი დაუსავებია,ასე რომ მიდი მესროლე,მირჩევნია ახლავე დამთავრდეს ჩემი ტანჯვა ვიდრე კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდეს -მივახალე თან ჩემი სითამამის მიკვირდა,როგორ მივდიოდი ასეთ რისკზე?მაგრამ მხოლოდ იმას ვამბობდი რასაც ვფიქრობდი.
ვხედავდი როგორ უკანკალებდა ხელი.
-ჯანდაბა! არ შემიძლია! დაიღრიალა,იარახი დაუშვა და საბურავს ფეხი ძლიერად დაარტყა.
ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი,ისე უცებ შეიცვალა ყველაფერი,იმდენი რამ მოხდა ასე უცებ,სანდრომ ჩემი მოკვლა სცადა,თანაც გამომიტყდა რომ ამის გაკეთება არ შეეძლო,კულმინაცია კი გასაგიჟებელი იყო მე ცოცხალი ვიყავი.
- სანდრო! -ამოვიკნავლე,დაძაბულობა მოხსნილი მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე,ემოციებში ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი რას ვაკეთები,ის კი იდგა გახევებული და თვალს არ აცილებდა ჩემს ქმედებას,მესმოდა მისი გახშირებული გულისცემა,რაც მეტად მაფორიაქებდა.
- აქ არიან! -ბურუსიდან მისმა სიტყვებმა გამომიყვანა
- ვინ? -გაოცებულმა ავხედე
- პოლიცია! აქ არიან,გაიგეს ჩვენი ადგილსამყოფელი,ამიტომ ვცქარობდი დამემთავრებინა ყველაფერი...
-მაგრამ შენ ეს არ გააკეთე... - ჩემს მზერაში ყველაფერი იკითხებოდა,მისი მზერა კი მთლიანად ბურუს მოეცვა,სწრაფად დაავლო ხელი იარაღს...
იარაღის ხმა....რასაც ჩემი განწირული კივილი მოჰყვა მერე აღარაფერი მახსოვს...



№1 სტუმარი Guest Emili

Shemovediii Tu Ara am istorias davuwye modzeebna rogorc yoveltvis saocariii tavia veli shemdeeeegs

 


№2  offline წევრი Baterfly

Guest Emili
Shemovediii Tu Ara am istorias davuwye modzeebna rogorc yoveltvis saocariii tavia veli shemdeeeegs

maxareb^^: *

Salo_salome777
Raqeni gogo esss :-( rato gawyvite eset saintereso adhilzeee:-) istoria kargia da gaagrdzele

vecade didi yofiliyo^^^* aucileblad♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent