დღიური(თავი-2)
22 ივნისი-ზაფხულის არდადეგები თავისუფლად გამომიცხადებია! რა ბედნირებაა ცოტახანი აღარანაირი საკონტროლოები,პროექტები და ა.შ და რაც ყველაზე მეტად მახარებს,მასწავლებლებს ვეღარ ვნახავ ცოტახანი მაინც გუშინ,გამოცდის ბოლო დღე იყო და გადავწყვიტეთ აღგვეღნიშნა მე-12ე კლასში გადასვლა ^.^ რამოდენიმე ბავშვი ჩაიჭრა და მათ კი არა,მეც ძალიან დამწყდა გული. სანამ გამოცდებს დავამთავრებდით,ვგეგმავდით რომ წავსულიყავით დასასვენებლად სადმე ჩვენ სამნი. უი არ მითქვამს გოგოების სახელები:ელენე და ტასო. ელენეს იდეა იყო,რომ როგორმე მოგვება თავი ამ გეგმისთვის,ეგ არც იყო ძნელი უბრალოდ მთავარი მშობლების თანხმობა იყო. ამიტომ როდესაც ეს იდეა მათ გავაცანით,ტასოს მშობლებმა შემოგვთავაზეს მათ აგარაკზე,წყნეთში ასვლა.. გადარეკეს მშობლებმა ერთმანეთთან,გაგვიმზადეს პროდუქტები,თან ისიც მოგვაძახეს აბა თქვენ რისი გამკეთებლები ხარ-თო))) აქ კიი! მე და ელენემ ვერ მოვითმინეთ და ავუჯანყდით აი ტასოსი კი რა მოგახსენოთ აბა?! ტასოს ჭამა უყვარს კიი,მაგრამ მარტო კვერცხის შეწვა იცის)) აი მე და ელენე კი ძალიან კარგი გურმანები ვართ,არ გეგონოთ რომ თავს ვიქებ)) მოკლედ,ჩავბარგდით და 24რიცხვში დავთქვით წასვლა,ტასოს მამის მანქანით ავედით,დავალაგეთ იქაურობა და ტასომ,ჩვენს სამს შორის ყავის მეტად მოყვარულმა ყავა გააკეთა და შევუდექით ჭორაობას..)) ტასო:რა კარგი მშობლები გვყავს არა გოგოებო? ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად რომ ვატარებ ზაფხულის არდადეგებს. გახსოვთ?! ბავშვობაში რომ ვოცნებობდით მარტო,ერთად სადმე წავსულიყავით,ახდა ეს ოცნებაც.. ვისურვებდი,რომ ასე ასრულებულიყოს ყველა ჩვენი ოცნება^^ ელენე:მე მხოლოდ ერთს გეტყვით,თქვენ ორნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ,თქვენ ალამაზებთ ჩემს ცხოვრებას და უფრო მეტად გიჟურს ხდის ვიდრე არის. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა როგორი გიჟურია და უფრო მეტად როგორი იქნება)) ვამაყობ თქვენით! მე კი,მართალია არ ვარ ძალიან ემოციური მაგრამ მეტი რაღა უნდა მეთქვა,როცა ყველაფერი რასაც ვგრძნობ მათ მიმართ ითქვა.უბრალოდ ავდექი და ჩავეხუტე.. შემდეგ სამივე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ჩვენს ტრიალ ტრიალს დაბლა დავარდნა მოყვა,გაგვიმართლა რომ ახლოს იყო საწოლი და საწოლზე დავვარდით ესეც შენი საწოლი,ელენემ დაიწყო ’’ღუტუნი“და მერე არც ჩვენ დავაკელით. რა იქნებოდა ჩვენი ჭორაობა და არა მარტო ჩვენი,საერთოდ გოგოების საუბარი ბიჭებზეც რომ არ გვეჭორავა და დავიწყყეთ... ტასო:რომ იცოდეთ აქ კარგი ბიჭები სეირნობენ)))) რათქმაუნდა ხუმრობით თქვა. ქეთა(მე):ხოო? გავურიგოთ მერე ვინმე ელენეს)) ელენე:ოოფ,რატომ მე?! ქეთას გავურიგოთ. ქეთა:მეე?! და საერთოდ იქნებ ტასოს? ხო მართლა ტასო,რა ხდება ნიკასთან? ტასო:ნერვები მეშლება მის საქციელზე,რავიცი. ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას სურათების და პოსტების და-LIKE ებით,განა მომწერს.ხო და ასე! არც მე მივწერ. ხო გასაგები რომ იყოს თქვენთვის,ნიკამ ჩვენი მეგობრის დაბადებისდღეზე გაიცნო ტასო,გვიან მიხვდა რომ მოსწონდა შემდეგ კი როგორღაც გამოუტყდა გრძნობებში.. ტასომ კი ურთიერთობის ისე დატოვება ისურვა როგორიც აქამდე ჰქონდათ,მეგობრული. გამოცდების წინა პერიოდი იყო,ნიკა კი გამუდმებით ყოველდღიურად წერდა და ცოტა არ იყოს მომაბეზრებელიც აღმოჩნდა მისთვის ეს ყველაფერი. ახლა კი ერთმანეთზე არიან მგონი გადაკიდებულები) ნერვები ეშლებათ ორივეს,არც ერთი რომ არ დგამს ასეთი პასუხის შემდეგ პირველ ნაბიჯს. ტასო:მოკლედ,არ მივწერ რა,მინდა თვითონ გადმოდგას ნაბიჯი პირველმა და საერთოდ რა ნაბიჯზე ვლაპარაკობ მე ხო ის არც კი მომწონს. მე და ელენემ ერთმანეთს შევხედეთ გაღიმებულებმა,ტასომ ჩვენი რეაქცია დააფიქსირა და დაიწყო .. რაა?! არ გჯერათ? კარგით რაა.. ქეთა:ტასო დაწყნარდი.ჩვენ მსგავსი არაფერი გვითქვამს.. შენ თვითონ ლაპარაკობ ახლა ამაზე)) ტასო:ხო და გოგოებო არ გინდათ გავისეირნოთ? ელენე:ოხ შეცვალა გოგომ საუბრის თემა))) შემდეგ კი სამივეს ერთად აგვიტყდა სიცილი))) ქეთა:გავემზადოთ მაშინ უკვე რაა.. გავემზადეთ სამივე,მაგრამ როგორც ყოველთვის.. ტასო:ქეთა მალე გოგო მალეე))! ელენე: ე გოგო მალე,მაღირსე ამ წელიწადს წაუ-იმერულებდა ხოლმე სულ და დღემდე ასეა ელენე იმერელია,ტასო კი კახელი)) ორივეს ეტყობა,რომ ერთი სუფთა იმერელია,მეორე კი კახელი))) ძალიან ლამაზია წყნეთის ბუნება და ჰაერი ხომ.. თქვენც იცით..! შემდეგ ტასომ მოგვიყვა,ბავშვობაში აქ რომ ჩამოდიოდა ხოლმე,რას აკეთებდა და ვისთან ერთად ატარებდა ზაფხულს. ტასო: აუ,ზაფხულში აქ რომ ჩამოვდიოდი ხოლმე,ჩემს მეზობლად იყო ერთი სიმპატიური ბიჭი და ძაან მომწონდა ხოლმე. ეს ბიჭი კიდე ბევრ გოგოს მოსწონდა ხოლმე და რადგან ადრე პუტკუნა ვიყავი,ვფიქრობდი რომ არ მოვწონდი.მხოლოდ კარგი მეგობრები ვიყავით,მოიცა რა ერქვა.. აამ,ხო ლუკა. ლუკა დევდარიანი^^ რამოდენიმე დღეში კი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი,ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მეთქვა რომ მიყვარდა,ბავშვური ჭკუით. ავდექი მეც და ვუთხარი ყველაფერი,მან კი ტირილი დაიწყო. ყველაფერს ველოდი,მაგრამ ამას ნამდვილად არა)))იმ დღის მერე არ მინახავს. ელენე:ოჰოო,ისე რომ შეგხვდეს გინდა? ტასო: კი,მაგრამ იმ ამბის შემდეგ თვალებში ვერ შევხედავ მგონი,შეიძლება ვერც ვიცნო.ამდენი წელია არ მინახავს,ალბათ არც კი ვახსოვარ. ქეთა:კარგი რა ნუ ხარ შენ ყოველთვის ასეთი პესიმისტი ტასო. ჩემი აზრით ისევ ახსოვხარ,შეუძლებელია ბავშბობის მეგობრის ასე დავიწყება,თან თავისი ამბავიც ემახსოვრება ტირილი რომ დაიწყო)) ესეც დღევანდელი დღის ჩანაწერი,დროებით. სიყვარულით ქეთა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.