ლექტორი (5)
- მზად ხარ? - ჰო, გელოდებით! - მობეზრებულად ვხავივარ ტელეფონში და თმებს ვისწორებ, მალევე ისმის ჩემს კარებზე კაკუნი და ფლატუნით გავდივარ კარებთან. - აბა მზად ვარო? - მაღლებს ჩავიცვამ და მზად ვარ ანჩ! - თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და გვერდზე ვიწევი რომ შემოვიდნენ. - შენ მიხედავ თუ მე მივხედო? - ჩაფიქრებული ლუღლუღებს დიკო და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს. - ორივემ, შენ თმა, მე მაკიაჟი - გაბრაზებული კბილებში ცრის ანჩო. - რა.. არც გაბედოთ… ნერვებს ნუ მიშ… - ჩუ ჩუ, დავაი მალე სააბაზანოში! საბოლოოდ მაინც მაიძულებენ რომ ჩემს მიერ ძლივს გაკეთებული მაკიაჟი ჩამოვიშორო და თმებიც დავიბანო. ჰო, მერე, ორივე თავზე დამტრიალებს გიჟებივით და ცდილობენ როგორმე ადამიანს დამამსგავსონ, ცოცხალი თავით არ მახედებენ სარკეში, უკვე ვეღარც ვითმენ მინდა სწრაფად ვნახო რას დამამსგავსეს. გაბრაზებული უკვე ღრენაზე გადავდივარ სარკისკენ რომ მატრიალებენ და გაოცებისგან ყბა მივარდება, საოცარი მაკიაჟი და მაღლა აქაჩული თმები სრულიად მცვლის და ჩემს წინ დახვეწილი გოგო იქმნება, არც კი მჯერა რომ ეს მე ვარ, სარკისკენ მიმაქვს ხელი დასარწმუნებლად. - ნუთუ ეს… - ლამისაა ცრემლები წამსკდეს ემოციისგან, არ მჯერა. - ეს ანგელოზი შენ ხარ ქალბატონო, წავედით! - მხიარულად კისკისებენ გოგოები და მე ჯერ კიდევ გაოგნებული ვიცვამ მაღლებს. კიდევ ერთხელ ვავლებ საკუთარ გამოსახულებას თვალს და ბედნიერებისგან მეღიმება. საოცარი გრძნობაა! *** ამაყად მივაბიჯებ გოგოებს შორის, თავაწეული, საკუთარი თავის მიმართ კმაყოფილება სავარაუდოდ დიდი ასოებით მაწერია სახეზე. გოგოები ერთმანეთს უყურებენ და თვალს უკრავენ, იციან წინ როგორი მხიარული საღამოც ელით. მშვიდად შევდივარ უზარმაზარ დარბაზში და იმ წამსვე ყველას ყურადღება ჩემსკენ არის მომართული. - დეა? - გაოცებისგან ხდება ჭორიკანას და ჩემსკენ მოდის სწრაფი ნაბიჯებით - ეს შენ ხარ? - მე ვარ, თაკო - მსუბუქად ვკოცნი ლოყაზე და ღიღინით ვუვლი გვერდს. გოგოები სიცილით მომყვებიან. - ნეტა შენი პრინცი სად არის? - რავიცი, რას გაიგებ - უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს - ჩემი არა, მაგრამ ერთის პრინცი კი მოდის ჩვენკენ, გაღიმებული! - სიცილით ვამატებ და დემნას გაგიმარჯოს ნიშნად შამპანიურის ჭიქას ვუწევ, ისიც თავს მიკრავს და დიკოს თავს მართმევს. - წავალ მე, გოგოებს ვნახავ - სწრაფად ამატებს ანკა და ზუსტად იქეთ მხარეს ვიხედები, საითაც თვითონ იხედებოდა. სუნთქვა მეკვრის, გაოცებისგან, დანიელი მხრებში გამართული, ამაყად მოაბიჯებს დარბაზში, შავი სმოკინგი იმდენად უხდება რომ წამით თვალებიც მებინდება, მშვიდად ესალმება ირგვლივ მყოფ საზოგადოებას და მისი თვალისმომჭრელი ღიმილით იღიმის. რამე მჭირდება რომ დავინიავო, თორემ მალე ორთქლი ამივა ისე ჩამოცხა. საერთოდ ვერ მამჩნევს, აქეთ ვდგავარ, მისგან მოშორებით. იქვე უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დგება და გაცხარებით ესაუბრება რაღაცაზე, შიგადაშიგ შუბლს იჭმუხნის ან იღიმის. თითქოს დაჟინებულ მზერას გრძნობსო, უცებ იხედება ჩემკენ და ოდნავი გაკვირვება ესახება სახეზე, მერე ნერვიულად ისწორებს თმებს და ღრმად სუნთქავს. ეს იმდენად ნათლად ჩანს რომ მეღიმება და თვალს ვარიდებ, როგორც ყოველთვის დაბარებულივით ჩნდება ლეო და გვერდით მიდგება. - არც კი მჯერა რომ ასეთი ლამაზი ხარ! - აღშფოთებით ამბობს და ლოყაზე მკოცნის მსუბუქად, მკრთალად ვუღიმი და მკლავზე ხელს ვისვამ უსიამოვნო შეგრძნების დასაფარად. - მადლობა - თვალს ვავლებ და არც თვითონ გამოიყურება ცუდად, მაგრამ დანიელთან ახლოსაც ვერ მივა. - შენც კარგად გამოიყურები! - ყოყმანით ვეუბნები მაგრამ ისეა გართული ჩემს დათვალიერებაში არამგონია მიხვდეს ჩემს ტონს. - შენისთანა ქალისგან ასეთი კომპლიმენტი ზედმეტად სასიამოვნოა! - უფრო იბადრება ის, ჩემს ტვინში კი საშინელი გაღიზიანების განგაში ტყდება, სახე მერყევა. - გამარჯობა ლევან! გამარჯობა დეა! - ეგრევე მიტოკდება ნერვი, როგორც კი საუბარში გვერევა დანიელი და ორივეს გვიღიმის, აფირისტულად, არადა კარგად ვხედავ მის სახეზე გამოხატულ უზარმაზარ უკმაყოფილებას და იმ მზერასაც ვამჩნევ ლეოს რომ ათვალიერებს აგდებულად. - გამარჯობათ ბატონო დანიელ, როგორ ბრძანდებით? - თავაზიანობა არ ავიწყდება ლეოს. - კარგად ლევან, მადლობა, შეიძლება ორი წუთით მოგსტაცო დეა? - მის სახელს განსაკუთრებით გამოჰყოფს, მეცინება, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ. - დიახ, რა თქმა უნდა - იბნევა ლეო და სწრაფად გვშორდება. დანიელი უხეშად მავლებს მკლავში ხელს და მოფარებული ადგილისკენ მივყავარ. - დეა! - გისმენ, დანიელ - უემოციოდ ვეუბნები და თვალებში ვუყურებ, რომლების ისე უელავს მეეჭვება დღეს ლეო მთელი წავიდეს სახლში. - ბატონო? - მხოლოდ უნივერსიტეტში ხარ - მისკენ ოდნავ ვიწევი და სუნთქვას სახეზე ვაფრქვევ. იბნევა, ვგრძნობ როგორ ებინდება თვალები და ამით ვსარგებლობ, მოხერხებულად ვუსხლტები ხელიდან და ჩემი გოგოებისკენ მივდივარ. ზურგს უკან ჩუმი მაგრამ გასაგები გმინვა მესმის და ტუჩის კუთხეში მითამაშებს ღიმილი. *** საღამო მშვიდად მიმდინარეობს, ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ დანიელს, ისიც გაბრაზებული მიყურებს და შემდეგ ვითომ უდარდელ გამომეტყველებას კერავს, ხარხარი მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ. ყოველ გამოხედვაზე სწერვულ გამომეტყველებას ვუკერავ, რაც უფრო აბრაზებს და მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს. ვინ იცის მერამდენე ღვინის ჭიქას ვწვდები ჩემს წინ კატო რომ ჩნდება, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება ისე მიყურებს, ლამისაა ცოფები დამიყაროს. ეგრევე ვხვდები რაც ხდება, უეჭველი გამოგვიჭირა, სირცხვილისგან თვალები მიგუბდება, შიგნიდან სინდისის გრძნობა ერთიანად მძიძგნის და თვალებს ვერ ვუსწორებ. - დეა არა? - მკვახედ მეკითხება და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. - დიახ, დეა! - ვცდილობ არ გავტყდე, მაგრამ რაც მეტ ბგერას ვამბობ, უფრო და უფრო მებზარება ხმა. - წამომყევი! - მკაცრად მეუბნება და გაურკვეველი მიმართულებით მიდის, მშვიდად მივყვები უკან, აღელვებას და ისტერიკებს აზრი არ აქვს, ეს საუბარი ისედაც გარდაუვალი იყო. სადღაც ბნელ ოთახში შევდივართ, ხელს სწრაფად ავლებს ჩამრთველს და სინათლეც ინთება, პირისპირ ვდგავართ, ის მტრული მზერით მიყურებს, მე დარცხვენილი სად წავიდე არ ვიცი. - დეა, შენ ხვდები მაინც რას აკეთებ? - რაზე ამბობთ … - ვლუღლუღებ, არადა მშვენივრად ვიცი რასაც გულისხმობს. - დეა, არ ხარ შენ სულელი გოგო, როგორც გავიგე ზედმეტად ჭკვიანიც კი ხარ! გიღირს ასეთი ურთიერთობა? - ჩემკენ იხრება და გამომცდელად მიყურებს - ნუთუ ვერ ხვდები, შენ რეპუტაცია შეგელახება, დანიელს სამსახური აღარ ექნება, დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? - მე.. - დამიჯერე არ ღირს, დანიელი მაინც მე მომიყვანს ცოლად, ადრე თუ გვიან მიხვდება რომ მხოლოდ მე ვუყვარვარ, მეც მიყვარს, რატომ ცდილობ ჩვენს შორის ჩადგომას?! - მე არ მინდოდა.. - არ გინდოდა, სტანდარტული ფრაზა, არ უნდოდა! - თვალებს ატრიალებს და მშვიდად ჯდება იქვე მდგომ ტახტზე. - მომისმინე, ჯობია, ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაამთავროთ ეს ფარსი! - ჩვენ არც არაფერი.. - კარგად ვიცი რა გქონდათ და რა არა, ვინმე სხვა ნახე, დანიელი ჩემია და შენ მე მას ვერ წამართმევ გასაგებია?! - გაბრაზებული ცრის კბილებიდან. - გასაგებია - უსუსურად ვგრძნობ თავს - მაგრამ მე დანიელმა… - შენ დანიელმა, შენ მოგატყუა, ხუთი თითივით ვიცნობ დეა მას, ხუთი თითივით! სისულელეა ასეთი ურთიერთობა, ჯობია დაშორდეთ! თვალები ცრემლებით მევსება და მხრები მიცახცახებს, აშკარად ვეცოდები რადგან უეცრად მეხვევა და ცდილობს დამამშვიდოს. - შენ ძალიან კარგი გოგო ხარ დეა, არ ინერვიულო, ყველაფერი დალაგდება, ვერავინ ვერაფერს გაიგებს! - კმაყოფილი მიღიმის და ოთახიდან გავყავარ - არაფერი შეიმჩნიო დანიელთან, თორემ ძალიან გაბრაზდება, კარგი? მორჩილი ბავშვივით ვუქნევ თავს, ასე მგონია ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ ამ დედამიწაზე, წამის წინ ყველანაირი ოცნება ჩამომიშალეს თვალწინ. *** ვინ იცის, მერამდენე ჭიქას ვწვდები და ვსვამ, უკვე მიორდება ყველაფერი, გამწარებული დავყურებ ჭიქაში არსებულ სითხეს და მწარედ მეღიმება, რა საცოდაობაა! რა სისულელეა! ყველაფერი აბსურდია, მომატყუა, გამომიყენა, მაინც მას მოიყვანს ცოლად, მართალია კატო, მართალია! გამწარებული ვახეთქებ ჭიქას მაგიდაზე, ხელებში მაფშვნება და სისხლი წვეთ-წვეთობით მოჟონავს შეკრული მუჭიდან, ტკივილს კი არა, არსებობასაც ვეღარ ვგრძნობ, ერთადერთი ჩემს მუცელში აბუყბუყებული ბოღმაა, რომელიც ერთიანად მითრევს შავი უფსკრულისკენ, სცენას ზურგით ვუდგავარ, ვერავინ მხედავს, ცრემლები გამომშრალი და გამოლეული მაქვს. მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ და ვხტები, დანიელია. მეტი ვინ იქნება?! მატყუარა… არამზადა… დანიელი! გაბრაზებისგან ვგრძნობ როგორ მეჭიმება თითოეული ნერვი, ჩემი სახის დანახვისას კრთება და გაოცებული მიმზერს, შემდეგ ხელს ხედავს და გაოცება შეშფოთებაში გადასდის. ყველასგან შეუმჩნევლად მავლებს ხელს და გასასვლელისკენ მივყავარ, არა, ყველასგან შეუმჩნევლად რატომ? კატო დამინახავდა, ალბათ ძალიან გაბრაზდა. მანქანაში ძალით მტენის და გაურკვეველი მიმართულებით მიდის, ჯერ ხმას არ ვიღებ, მერე ერთიანად ვიძაბები და ჯიქურ ვაშტერდები სახეზე. - სად მივდივართ? - ჩემთან სახლში! - შენთან სახლში, კიდე რა დაგრჩა გასაკეთებელი? იქნებ ქალიშვილობაც უნდა ჩაგაბარო? - თავს ვერ ვიკავებ და ხმაგატეხილი ვამბობ. - დეა.. - ხო დეა, იძახე ახლა დეა, ტყუილი იმედები, ტყუილი ოცნებები და ყველაფერი შენი სიტყვების ბრალია, რა გინდოდა? გერჩოდი? ერთხელ დაგეჯახე და ამირიე თავგზა, ვცდილობდი ყველანაირად რომ მოგშორებოდი, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდი, რა გინდა მითხარი რა?! - უკვე კივილზე გადავედი და ხელები მხარზე დავუშინე, ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, მტკიოდა ყოველი წამი და შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას. - დეა, მივალთ და ვილაპარაკოთ! - მივალთ და ვილაპარაკოთ! - გამოვაჯავრე და აქამდე შეკრული სისხლიანი ხელი გავშალე. - მივალთ და დაგიმუშავებ, ნუ ნერვიულობ რა - ხმა გაუტყდა დანიელს, ჩამეცინა, ვნერვიულობ ძალიან, დაღვრილ სისხლზე! როგორც კი მივედით ეგრევე შემოურბინა მანქანას, კარი გამიღო და ის ის იყო გადმოსვლას ვაპირებდი, მუცლებ ქვეშ რომ ამომდო ერთი ხელი, მეორე წელზე მომხვია და ხელში ამიყვანა. ალბათ სინდისი აწუხებს. შუბლი შევჭმუხნე მე, გული მეტკინა, მისგან ასეთი ყურადღება არ უნდა წამოსულიყო. ფრთხილად შემიყვანა მისაღებში და იქვე ტახტზე ჩამომსვა, სადღაც გაირბინა და მალევე დაბრუნდა ყუთით ხელში. - არ მინდა დანიელ! - გამტყდარმა ჩავიჩურჩულე და ხელი უკან წავიღე, მაგრამ მაჯაში მწვდა და მისკენ დამქაჩა. - არ მინდა მეთქი! - დავუმარცვლე გამწარებულმა. - გაჩუმდი - არც თვითონ დამაკლო გაბრაზებული ტონი და ფრთხილად დამადო სპირტიანი ბამბა. - გთხოვ, არ მინდა. - გაჩუმდი, მეთქი! - აუწია ტონს მოთმინება დაკარგულმა და ფრთხილად შემიბერა სული. ამეწვა.. მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც გული. უხმოდ ველოდებოდი როდის დაამთავრებდა პროცედურას, ხელი გადამიხვია და ტუჩებთან მიიტანა, გავოცდი და პირი რაღაცის სათქმელად დავაღე, მაგრამ ვიგრძენი როგორ მქონდა ჩაწყვეტილი ხმა, მისი ცხელი ტუჩებით სათითაოდ დამიკოცნა თითები და ვიგრძენი როგორ მომიდუნდა, აქამდე სიმივით დაჭიმული სხეული. - ეს დალიე! - წყალი და ხელი გულზე დადებული პატარა აბი გამომიწოდა. - ეს რა არის? - დამამშვიდებელია, ნუ ღელავ! - გამიღიმა და ძალით დამალევინა, დავიჭყანე. რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექით, მე მას ვუყურებდი, ის ჩემს დაზიანებულ ხელს არ აცილებდა თვალს, მერე ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა თვალები და ჩემდა უნებურად გადავეშვი სიზმრების სამყაროში. *** დილით ერთიანად დამშვიდებულს გამომეღვიძა, წამოვჯექი და როგორც კი უცხო ოთახში ამოვყავი თავი ეგრევე ტანსაცმელზე დავიხედე, აშკარად დანიელის მაისური მაცვია, ინსტიქტურად გვერდზე გავიხედე და არც შემცდარვარ, ჩემს გვერდით მშვიდად სუნთქავდა, ერთი ორი შეიშმუშნა, მერე ხელები აამოძრავა და ისე უცებ მომხვია წელზე და მიმიზიდა თავისკენ ვერც მივხვდი, სუნთქვა შემეკრა და თვალებიც არ დამიხამხამებია ისე ვიწექი რამდენიმე წუთი. - ისუნთქე დეა - მისი ხმა უფრო ხავერდოვანი მომეჩვენა დილით და მის სიტყვებს დავემორჩილე, ღრმად ამოვისუნთქე და მის მკლავებში გავინაბე. - აქ რა მინდა? - ძალიან მთვრალი იყავი და არაფრით არ გამომიშვი, ამიტომ წამოგიყვანე - უდარდელად ამოილაპარაკა და ცხვირი კისერზე გამიხახუნა, შემაჟრჟოლა. - რა… - გვიან გავიაზრე მისი ნათქვამი - რა სისულელეა! შეუძლებელია! - კარგი, გეხუმრები, ნუ დაპანიკდი, ავდგეთ ახლა და ვჭამოთ, მერე სახლში მიგიყვან, ხელი გტკივა? - უცებ წამოჯდა და დამაკვირდა შეხვეულ ხელზე. - არა! - უხეშად გამოვგლიჯე და წამოვჯექი. - დეა, გეყოფა! - მომისმინე დანიელ, ამით ყველაფერი მთავრდება, ეს ბოლოა რაც მე და შენ ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან გასაგებია?! - რატომ ასე მკაცრად? - ეგ ჩემი გადასაწყვეტია, მივხვდი რომ აღარაფერს ვგრძნობ შენს მიმ… რას აკეთებ? - ძლივს ამოვიხავლე შიშველ მკლავზე ხელი რომ ამისვა და ეგრევე დავბუსუსდი. - შენ მეუბნები რომ აღარაფერს გრძნობ? - ირონიული ღიმილით ჩამაშტერდა თვალებში და ცხვირით ისევ კისერზე გამეხახუნა, შევხტი და ლოგინიდან წამოვდექი. - მისმინე, ნუ მაბნევ, გეუბნები რომ ეგრეა.. მართლა… მივხვდი - ხმა საგრძნობლად ამიკანკალა თვითონაც რომ ჩემნაირად წამოიწია და ჩემკენ დაიძრა - დანიელ არ გინდა მოახლოვება გთხოვ, უბრალოდ შორს დადექი და მე ჩემსას გეტყვი, გეს.. - ვერც მოვასწარი სიტყვის დასრულება ისე შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს და მსუბუქი კვნესაც აღმომხდა. ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სხეულში ლავა და ერთიანად დამეწვა თითოეული უჯრედი, მისი ტუჩები იმდენად ტკბილი და ცხელი აღმოჩნდა რომ ვგრძნობდი როგორ მიწვავდა ორივე ბაგეს, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი, რაც მეტს მკოცნიდა უფრო მეტს მთხოვდა ორგანიზმი, თითქოს რაღაც ამოუცნობი მიზიდულობის ძალით მიიწევდა მისკენ და ერთიანად ვმორჩილდებოდი მის ნება სურვილს. - და ნი ელ გთ ხ ოვ ! - ძლივს გამოვფხიზლდი, ხელები გულმკერდზე მივაბჯინე და ვცადე უკან დამეხია მაგრამ ამაოდ. - კარგი - ხელები შემიშვა და უკან დაიხია ღიმილით - დილის დოზა მიღებული მაქვს, სანამ წავალთ საღამოსასაც მოგპარავ! - თვალი ჩამიკრა და ღიღინით გაემართა კარებისკენ - აბაზანა იქეთ არის - ხელით მიმანიშნა - რომ მოწესრიგდები ჩამო, ქვემოთ დაგელოდები სამზარეულოში! *** ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე, იქაურობას ვზვერავ და ფეხაკრეფით მივდივარ სამზარეულოსკენ, კარის ჩარჩოს ვეყრდნობი და მონუსხული ვუყურებ დახლთან მდგომ წინსაფარიან მოფუსფუსე დანიელს, მეღიმება უაზროდ, როგორ ცდილობს კვერცხის შეწვას და არ გამოსდის, დაბალ ხმაზე იგინება და ცხვირს ჭმუხნის, ღიმილი ხმამაღალ სიცილში გადამდის და გაოცებული იყურება ჩემკენ. - კარგი რა დეა, მე აქ ვცდილობ შენთვის შენ კიდევ - გაბუტული ბავშვივით იხსნის წინსაფარს და დახლზე აგდებს. - კარგი ნუ ბრაზდები, მოდი მე თვითონ გავაკეთებ ხო? - ქვემოდან ვუყურებ თვალების ფახულით, ჯერ ტუჩის კუთხეში უხტის ღიმილი, მერე თვალები უბრწყინდება და ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს. გამხიარულებული ვუდგები საქმიანობას და იქვე სკამზე მჯდომის მწვავე მზერისგან გაქცევას ვცდილობ, თორემ ყველაფერი ხელიდან მივარდება ანერვიულებულს. მაგიდიდან ფრთხილად ვდგები და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს დანიელს, ისიც ჯიუტად მიყურებს თვალებში. - წაგიყვან - მშრალად მეუბნება და თვითონაც დგება მაგიდიდან, ფეხდაფეხ მომყვება, პალტოს მისი ხელით მაცვამს და გარეთ უხმოდ გამოვდივართ. მთელი გზა ხმას არ იღებს, მშვიდად გადავდივარ მანქანიდან და თვალცრემლიანი შევდივარ სადარბაზოში, სწრაფად მივრბივარ კიბეებზე და ხელის კანკალით ვარგებ გასაღებს. როგორ მეზიზღება.. სახლში გამეფებული სიჩუმე ეგრევე მთელი ძალით მეხეთქება სხეულზე და უფრო მიწვავს, ტკივილისგან გადაგლესილ უჯრედებს. ფეხს ძლივს ვითრევ რომ შიგნით შევიდე, როგორ არ მინდა არავის დანახვა. პალტოს იქვე ვაგდებ, ფეხსაცმელებსაც ვყრი და ნელა მივდივარ საძინებლისკენ. მოულოდნელობისგან ადგილზე ვხტები და თვალები მიფართოვდება. - ეს, ეს რა არის? - ძლივს ამოვიხავლე და უზარმაზარ ვარდების კონას ფრთხილად შევეხე. “მოგწონს?” ტელეფონი აზუზუნდა ეგრევე და ფრთხილად დავხედე ტელეფონს, “პედოფილი” გამეღიმა. “ვერც კი წარმოიდგენ როგორ შეცვალე ჩემი დღე” “ასეც ვიცოდი, დაიძინე დაღლილი იქნები, საღამოს ვილაპარაკოთ” ვიღიმი, მაგიდიდან ყვავილებს ვიღებ და ლარნაკში ვაწყობ, შემდეგ შხაპს ვიღებ და მშვიდად ვეშვები სიზმრების სამყაროში. საღამოს გვიან მეღვიძება, ღიმილით გავდივარ აივანზე და პლედს ვიხურავ, იქვე სავარძელში ვჯდები და უჩვეულოდ ლამაზ ცას გავყურებ, ახლა ოცნების დრო არ არის, ან ვინ შემარჩინა ოცნება? ვინ მაპატია? ერთიანად ამოძირკვეს ყველაფერი ჩემი სხეულიდან, როგორ მჯეროდა.. როგორ მწამდა… მხოლოდ იმედგაცრუება, სიცარიელე შემორჩა ჩემს სხეულს, მინდოდა მეგრძნო, მინდოდა ყველაფერი მისთვის მიმეძღვნა მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, ის ვინც ჩემი არ არის, ვერასდროს იქნება ჩემი. გუშინდელ მის მოქმედებებს რომ ვიხსენებ, სახეზე ღიმილი მეფინება, მაინც რა მზრუნველია?! მე ხომ არაფერს ვნიშნავ, მისთვის ცარიელი ადგილი ვარ. კატო, რა იქნებოდა მასზე ადრე რომ შევხვედროდი? მასზე ადრე რომ გამეცნო, ახლა ხომ ვიქნებოდით ერთად. მაგრამ სად გავიცნობდი, მე სოფელში, ის თბილისში მცხოვრები. “რატომ არ გძინავს?” მესიჯის ზუზუნზე ვხტები და გულზე ხელს ვიდებ აფორიაქებული. “შემაშინე!” “მოკლედ, რა მშიშარა ხარ რა” “ხო რას ვიზამთ, კარგად არ მაქვს დაცდილი ეს შეშინებები” “ვერ მივხვდი რა იგულისხმე დეა” “არაფერი, არაფერი, იმედგაცრუებული ვარ” “ყველაფერი გაივლის და ბედნიერი დღეები მოვა, აი ნახავ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!” “მპირდები?” “გპირდები, არაფრის არ შეგეშინდეს, დამიჯერე სანამ მე ვარსებობ შენ ყოველთვის გეყოლება ადამიანი ვისაც შეგეძლება რომ მიწერო და დახმარება თხოვო” “მადლობა რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ!” ჩემო თბილებო დიდი მადლობა თითოეულ თვქენგანს ასეთი კომენტარებისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებთ! ესეც დაპირებული თავი, ცოტ-ცოტა და მივალთ ჩემს საყვარელ ნაწილამდე, აი ქალბატონი კატოც გამოჩნდა :დ <3 შემდეგ თავებზე ცოტა ვღელავ, იმედი მაქვს ცუდად არ მიიღებთ ჩემს გადაწყვეტილებებს :დ ძალიან მიყვარხართ! <3 ხვალ საღამოს დაიდება შემდეგი თავი, იმედი მაქვს მოგეწონათ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის! ჩემი სტიმული ხართ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.