შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი ( 6- 20 თავი)


5-02-2017, 19:40
ავტორი CRAZY GILR
ნანახია 2 838

*** 6 თავი
რომ გამეღვიძა უკვე 21 საათი იყო.
– ‘ მარია რას ვაპირებთ? ‘– მივწერე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ამასობაში პასუხიც მოვიდა.
– ‘ გოგო თითქმის ყველას ეზარება, თან გვიანი და უბრალოდ ჩემთან შევიკრიბოთ.’
– ‘ კაი ჩამოვალ მალე’
მოვემზადე და სამზარეულოში გავედი.
– გაიღვიძე დე?
– ხო, მალე მარიასთან უნდა ჩავიდე. მაჭამე რა რამე?
მაგიდაზე ნამცხვარით სავსე ლანგარი დამიდო.
– ვა ეს საიდან?
– ნანა დეიდამ გამოგიგზავნა.
– ვგიჟდები მაგ ქალზე!
– უყვარხარ დე და შენი იმედი აქვს ხო იცი?
– კი ვიცი... დრო რომ მოვა შეძლებისდაგვარად დავეხმარები.
ნანა დეიდას ქმარი 6 წლის წინ მოუკვდა ავტოავარიაში. მარქანა მდინარეში გადაიჩეხა, გვამი ვერავინ იპოვა. საფლავიც კი არა აქვთ, რომ მივიდნენ და ილოცონ. ორი შვილი დარჩა, ორი ბიჭი. ერთი ქალაქშია სწავლობს და თან მუშაობს. მეორე კი აქ სწავლობს სკოლაში. ამჟამად, ისიც თბილისშია წასული ძმასთან. ცოტა უჭირთ. საოცარი ქალია ნანა! ამდენი ტკივილის შემდეგ ისევ იბრძვის შვილებისთვის და ისევ ასეთი ტკბილი ქალია. ვცდილობთ ჩვენც დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია.
– კაი დე წავედი მე.
– კაი, დე ჭკვიანად.
ორ წუთში მარიასთან ვიყავი. ყველა აქ იყვნენ, გარდა ანისა. ყველას მივესალმე და მარიას მივუჯექი გვერდით.
– ანი სადაა?
– სახლშია, მუხლი აქვს გადატყავებული და უარი თქვა წამოსვლაზე. (ლუკა)
– რა? რა მოუვიდა?– უცბად ისე წამოვფრინდი ვერც კი შევამჩნიე.
– ველოსიბედიდან ჩამოვარდა (მარია)
– როდის მოასწრო?
– რომ მოვედით მერე. ანიმ გავისეირნებო. ლევანიმ იპოვა ძირს რომ ეგდო, გონებაც დაკარგული ჰქონდა. მადლობა ღმერთს, მოტეხილობა არ აქვს (მარია)
– არ გინდა ჩავიდეთ და ვნახოთ?
– კი ჩავიდეთ
ბიჭები გიორგისთან დავტოვეთ, მე და მარიამ ანის მივაკითხეთ. რასაც ჰქვია, შევუვარდით ოთახში. ანი საწოლზე მწოლიარე დაგვხვდა. გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. რამოდენიმე წამი ასე იყო, მერე კი გაანალიზა და წამოფრინდა.
– ვაიმე გიჟებო! ასე გვიან რა გინდათ აქ?! – თქვა და მიგვიხუტა.
– დაზიანების მიუხედავად რაღაც კარგ ხასიათზე მეჩვენები.
– გოგო, ლევანიმ მოიყვანა ხელში აყვანილი! – ანიმ თვალები დაუბრიალა მარიას.
– ოქეიი გასაგებია– ყველას გაგვეცინა.
ერთი საათი ასე ვჭორაობდით. შიგადაშიგ ლევანიზეც ვეხუმრებოდით და ვაწითლებდით. მე და მარია ბოლომდე ვიცინოდით, ანიც აგვყვებოდა ხოლმე. ვიცოდით რომ არ გაგვიბრაზდებოდა ჩვენი ანი. მე და მარია ერთად წამოვედით.

– მაგარი ბედნიერია ანი! (მარია)
– აუუ კიი... ძაან საყვარლებია არიან ეს და ლევანი.
– ისე მაინც როგორ გამოგვაპარეს?!
– აბა გოგო! თან როგორ მსახიობობდნენ, ჩვენც რო ვერ შევამჩნიეთ.
– ნუ შევამჩნიეთ თუ არ შევამჩნიეთ, ერთად არიან და ძაან მაგარი წყვილია!
– კაი წავედი მე, გვიანია. ალბათ, ბიჭებიც დაიშლებოდნენ.
– პაკა, მოგწერ დილით.
– ოქეი– ლოყაზე ვაკოცე და სახლისკენ გადავუხვიე.
მთელი ჩვენი შეხვედრის განმავლობაში გაბროს ხმა არ ამოუღია. არც ჩემზე მოპყრობილ მის თვალებს ვხედავდი და ვამჩნევდი.
„ როგორი ადამიანია ვერ ვხვდები. თითქოსდა მასში ორი ადამიანი ცხოვრობდესო. ერთი ის, რომელიც ანაკლიაში თბილად მექცეოდა, მეორე კი ის რომელმაც ლაშქრობაზე ზურგი მაქცია“
სახლში შევაბიჯე და მშობლებს ვაცნობე რომ მოვედი. ოთახში შევედი. არ მეძინებოდა, ამიტომ ფილმის არჩევა დავიწყე. ამჯერად, დრამების ხასიათზე არ ვიყავი და საშინელებათა ჟანრი ავირჩიე. „ზარი VS წყევლა“ ჩავრთე და წამოვწექი. დიდად არ მეშინოდა ასეთი ფილმების ყურების დროს. უცბად, ტელეფონის ხმა გაისმა. ვაღიარებ, შემეშინდა. შემეშინდა? გული კინაღამ საგულიდან ამომივარდა!
ფილმი დავასტოპე და ტელეს დავხედე. მესიჯი იყო მარიასგან.
- ‘გძინავს სეს?’
- ‘არა ფილმს ვუყურებ.’
- ‘რა ჯანრი?’
- ‘საშინელებათა ჟანრს’
- ‘ აუ მეც მინდა’
- ‘ამო ჩემთან და დარჩი’
- ‘კაი ამოვალ მალე’
ათ წუთში მარია ჩემს ოთახში იყო.
– მოდი მომისკუპდი.
მარიასთან ერთად გავაგრძელე ყურება. ერთი– ორჯერ ისე შევაშინე, ძლივს შემოვირიგე. ვიცოდი, რომ მაინც არ მიწყენდა. ნახევარი ფილმის გასვლის შემდეგ ჩაეძინა, როგორც ყოველთვის. მეც აღარ მსურდა ყურება, თან რაღაც მომაბეზრებელი იყო უკვე ფილმიც. კომპი გამოვრთე და მარიას მივუწექი. ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა გაბროს შესახებ მაგრამ ვყოყმანობდი. არ გეგონოთ ეს იმიტომ რომ არ ვენდობოდი ან რამე მასეთი, არა. უბრალოდ ვიცოდი რომ შემდეგ ისიც ინერვიულებდა. თან მინდოდა ამაზე მარტო მე მენერვიულა. არ მინდოდა ჩემი პრობლემები მისთვისაც მომეხვია თავს. მალევე ჩამეძინა.

ასე გავიდა ორი კვირა. ხან ტბაზე გავდიოდით, ხან „ჩვენს ადგილას“ ვიკრიბებოდით. ერთხელ ანაკლიის აკვაპარკშიც მოვასწარით წასვლა. წინ ისევ ორი კვირა იყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში გაბრო არაფერს აკეთებდა. ვიყავით ჩვეულებრივად, მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები კონტაქტი გვქონდა როგორიც ჩემ და ლევანს შორის იყო. ჩვენთან ერთად დადიოდა, საუბრობდა, თამაშობდა, მაგრამ ჩემთან დიალოგი არ ჰქონია.მაგრამ, ზოგჯერ მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა. ყოველ ღამე ანაკლიის ამბავს ვიხსენებდი, შემდეგ კი ლაშქრობის დიალოგს.თვალები ცრემლებით მევსებოდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ მის ქცევას ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებდი. თავს უფლებას არ ვაძლევდი ცრემლი გადმომეგდო მის გამო. ვცდილობდი სრულიად დამევიწყებინა მაგრამ მეორე მე მეუბნებოდა რომ ამას ვერ შევძლებდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს გრძნობა გულში უნდა დამენარხა.
აგვისტოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. საშინლად ცხელოდა. როგორც ყოველთვის ადგომისთანავე მარიას მივწერე. ხო მართლა, ანი და ლევანი– უსაყვარლესი წყვილი. უფრო დაახლოვდნენ. როდესაც ერთმანეთის ხედავდნენ თვალები ენთებოდათ სითბოთი და სიყვარულით. თეთრი შურით გვშურდა მათი. მე, მარიამ და ანიმ საერთო ჩათი შევქმენით.
– აბა რას შვრებით გოგოებო? რა გეგმები გვაქვს დღეს?
– აუ გოგო რა ვიცი, რამე ახალი მინდა და ვერაფერი მომიფიქრებია. (ანი)
– მარიას ძინავს კიდე?
– აქა ვაარ (მარია)
– ოქეი გოგოებო. მოდი იცი რა ვქნათ, საღამოს ისე სტადიონზე წავიდეთ ოღონდ რეზის მანქანით, არ მაქ ფეხის ჩასვლის თავი. ცოტა ვითამაშოთ. წასვლამდე ჯოკერი შევუბეროთ „ნიზლავზე“. ვინც წააგებს გზაზე პირველ შემხვედრს აუხსნის სიყვარულს. აბა რას ფიქრობთ?
– აუ კაიიაა(მარია)
– გოგო რო წავაგო მერე ლევანი? (ანი)
– კაი რა, გაგიგებს ლევანი
– არ ითამაშო თუ გინდა, ნუ მაინც გაგიგებს ლევანი მარა... (მარია)
– ხო მე არ ვითამაშებ ასე ჯობია. (ანი)
– კაი აბა დღეს ორისთვის ვიკრიბებით (მარია)
– ოქეიი...
მშობლები ვნახე, წავეჭორავე, მოვემზადე და მარიასთან ჩავედი. ყველა აქ იყო, გარდა გაბროსი. ცოტა ხანში ისიც მობრძანდა. ჯოკერის თამაში დავიწყეთ წყვილებად. მე და რეზი, გაბროსა და მარიას წინაშე.
– ვაიმე, რეზი ნუ იხიშტები!
– დამაცა გოგო, მოვიგებთ!
რის მოგება, დიდი სხვაობით წავაგეთ.
დავადექით გზას სტადიონისაკენ. ამჯერად მანქანით. პირობა დავდეთ რომ მარია და გაბრო გვეტყოდნენ ჩვენი სიყვარულის ახსნის ობიექტებს.
პირველი რეზი იყო. გაბროს უნდა მიეთითებინა. და ვისზე მიუთითა? ერთ მსუქან გოგოზე, ნუ გოგოზე რა ქალზე. ჯერ მე მკითხეს გათხოვილი თუ იყო, დიდად მეც არ ვიცნობდი მაგრამ ვიცოდი რომ საქმრო არ ჰყავდა. მიუახლოვდა რეზი, ხმას ვერ იღებდა ის გოგო კი უყურებდა ამ გამოშტერებულს.
„აჰა რეზი, ხო იხიშტებოდი აბა ჰე შენ იცი“ ვფიქრობდი და თან ჩუმად ვუმზერდი სიცილის თანხლებით. აუხსნა! არის! მოიცა ასე სწრაფად?! ეეე... მე ცოტა წვალება მინდოდა.
– აბა სესილი! აჰა ბიჭი, ახლა შენ იცი (მარია)
მაღალ, გამხდარ და ყავისფერთვალება ბიჭზე მიმითითა. ცუდი შესახედაობის არ ამოურჩევია, უხ მარია, იცოდა რომ ვინმე მახინჯთან გამიადვილდებოდა და ყველაზე საყვარელი აირჩია. მარა როგორ გამიხარდა! ნიკუშა! ჩემი ნიკუშა! პატარაობიდანვე ვიცნობ. ერთი წლით დიდია ჩემზე. ვაიმე, სიყვარული უნდა ავუხსნა? არა აქამდეც მითქვამს მიყვარხარ–თქო, მარა და–ძმურად ვგულისხმობდი, ახლა კი ბგერები არ ამომდიოდა ყელიდან. ვიდექი მის წინ გაშეშებული.
– სესი,კარგად ხარ? (ნიკუშა)
– ა... კი ... კი კარგად ვარ.
– ისე რამდენი ხანია არ მინახიხარ. რას შვრები როგორ ხარ?
– რავი ძველებურად– ძლივს გასაგუნად ვჩურჩულებდი. უკვირდა, მე ასეთი ხმაურიანი ასე რატომ ვლაპარაკობდი.
– სესი, აშკარად რაღაც მოხდა. არაფერს მეტყვი?
– აუ ნიკუშ...– ვერ ვამბობდი ამ სიტყვას. რაღაც უნდა მექნა. უცბად, თვალი მოვკარი კუთხეში დაყრილ ქვიშას,– წამომყევი ერთი წუთი– უსიტყვოდ გამომყვა. ჯოხი ავიღე და ქვიშაზე დავიწყე წერა. „სიცოცხლეს მირჩევნიხარ, მიყვარხარ!“ რომ შევხედე დაბნეული თვალებით მიყურებდა. შტერი, აქამდეც ხომ მითქვამს, ახლა რა გაუკვირდა ნეტა.ისევ წერა დავიწყე. „ჯოკერი წავაგე და“
– ვაიმე, და ამიტომ ნერვიულობდი ტო...– ისტერიკული სიცილი აუტყდა. მეც ვერ შევიკავე თავი მისი შემყურე. ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვუბერავდით. ჩემები გაკვირვებულები გვიყურებდნენ.
– მოდი სულელო ჩამეხუტე– მითხრა და მომეხვია. ვგიჟდებოდი მაგ ბიჭზე. თითქმის ერთად გავიზარდეთ. დედასაც უყვარდა და ენდობოდა.ერთი პერიოდი დადიოდა ჭორი რომ შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ მერე ყველამ შეიგნო რომ უბრალოდ და– ძმასავით ვიყავით. ჩემებისკენ გავაპარე თვალი. ყველა იცინოდა. სინამდვილეში გაბროს რეაქცია მაინტერესებდა. წარბშეკრული იდგა და ეჭვიანი თვალებით გვიყურებდა.“ არის ეჭვიანობს. იეჭვიანოს, ცოტა მანაც იწვალოს მე რომ მაწვალებს მისი ორნაირი ხასიათით“
– წამო ჩემებს გაგაცნობ. – ყველა გავაცანი, გაბრომ მხოლოდ ხელი ჩამოართვა. მთელი საღამო ჩვენთან იყო ნიკუშა. ვგრძნობდი როგორ გვიყურებდა გაბრო როცა ნიკუშა მეხუტებოდა.
ღამის თორმეტი იყო რომ დავიშალეთ. ისევ მანქანით ვბრუნდებოდით. ოც წუთში სახლში ვიყავით. ბოლოს ისე მოხდა რომ მხოლოდ მე და გაბრო შემოვრჩით. არ მინდოდა ჩემი დაძაბულობა შეემჩნია ამიტომ საუბარი წამოვიწყე.
– ლამაზი დღე იყო!
– ხო, ძაან კარგად გაერთე შეყვარებულთან– ეს ისეთი გაღიზიანებული ტონით თქვა, თავიდან ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენათქო, მაგრამ მერე მის სახეს შევხედე. წარბებშეკრული გაქყურებდა სივრცეს. ლოყაზე ძარღვი გამობერილი ჰქონდა. სხვა დროს ალბათ, მომეწონებოდა ეს მაგრამ ახლა ამის თავი მქონდა?!
– უკაცრავად?– გაკვირვებული შევბრუნდი მისკენ და მის თვალებს მივაშტერდი.
– რა ასე არაა?– ვხვდებოდი რომ გაბრაზებული იყო– ხალხის წინაშე ისე ეხუტებოდი თითქოს შენი შეყვარებული იყოს, თუმცა ასეა და...
– ის ჩემი შეყვარებული არ არის! – ჩემმა ხმამ მე თვითონაც შემაშინა.
– არ არის? რას იტყუები ტოო? შესამჩნევი იყო ძაან.– თან გაღიზიანებული და თან ირონიული ხმით მიპასუხა.
– არ არის– მეთქი, ვერ გაიგე?! შენ რა მერე? ვისაც მინდა იმას ჩავეხუტები და სადაც მინდა. და საერთოდ რატომ გიხსნი რამეს?!– ეს ბოლო უფრო ჩემს თავს შევუყვირე.
– მაინცდამაინც პირდაპირ უნდა გითხრა?! ვერ ხვდები რას ვგრძნობ?!
– რაა?.. რა უნდა მივხვდე?! არ როგორ უნდა მივხვდე, წარბშეკრული და ირონიული გამოხედვითა და ღიმილით?! – მივაძახე და სახლისკენ გამოვიქეცი. მინდოდა უკან მიმეხედა და მისი სახე დამენახა მაგრამ არ შემეძლო. ცრემლები თავისით იკვლევდა გზას ჩემს სახეზე, ჩუმად ვქვითინებდი, რომ მშობლებს არ გაეგოთ. ოთახში შევაღწიე და კარებთან ჩავიკეცე. თავს ვერ ვიმშვიდებდი, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა გაბროსთვის, მინდოდა კითხვებზე პასუხი მომეთხოვა. მახსენდებოდა მისი თვალები, ტუჩები და ნაიარევი წარბთან. მგონი, მხოლოდ ამ საღამოს შევამჩნიე ნაიარევი მის სახეზე. როგორ უხდებოდა!.. თავს ვიკავებდი რომ რამე არ დამელეწა. ძლივს დავმშვიდდი. დავშვიდდი?.. ჰმ... არა ეს დამშვიდება არ იყო. უბრალოდ, მოვახერხე რომ საწოლზე გადავწოლილიყავი. ცოტა ხანში შევმჩნიე როგორ შემოიხედა დედამ ოთახში და როცა დარწმუნდა რომ მეძინა ისევ გავიდა. ცრემლები შემშრობოდა. ვფიქრობდი... ვფიქრობდი რა იქნებოდა ხვალ. ისევ არაფრად ჩამაგდებდა გაბრო? მე მხოლოდ ერთ კითხვაზე მქონდა პასუხი. მიყვარდა?.. კი , მიყვარდა... მიყვარდა... ორი კვირის წინ შემიყვარდა მაგრამ არ ვაღიარე... „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“– განა ასე არაა? კი ასეა... და აი ვაღიარე... ვაღიარე რომ მიყვარდა!
*** 7 თავი
ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე ისევ არ იყო გათენებული. საათს დავხედე, ღამის ორი საათი იყო. ტელეს დავხედე, მესიჯი იყო უცნობი ნომრიდან. პირველი გაბრო ამომიტივტივდა გონებაში.
– ‘ შენი სახლის გვერდზე, ბუჩქნართან გელოდები’
რამოდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი ტელეფონს.
„ ასე გვიან რა უნდა? ისევ უნდა მეჩხუბოს? „
წამითაც არ გამკრია გონებაში კითხვა– შეიძლება მისი ნდობა? ვენდობოდი, რატომღაც ჩემს თავზე მეტად ვენდობოდი. მაგრამ, მაინც ვყოყმანობდი. მეშნოდა... მეშინოდა ისევ გული არ მტკენოდა. მაგრამ, თან გული იქით მიმიძღვოდა. ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე ჩაცმული მქონდა შორტი და მაისური. ჟაკეტი შემოვიხვიე და სახლიდან ჩუმად გავედი. აღმართს ავუყევი ბუჩქნარისაკენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო სწრაფად მიცემდე გული. შორიდანვე ვიცანი ზურგით მდგომი გაბრო. მივუახლოვდი. როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოემართა, უნებლიედ ორი ნაბიჯით უკან დავიწიე. თვალებში შემომხედა. მისი თვალები... ოჰ... ამჯერად მის წყლიან თვალებს გაემუქებინა თვალის გუგა.
– სესილი...ჩემი გეშინია?..– მის ხმაში სინანული, სითბო, დარდი– ყველაფერი იგრძნობოდა.
– მე... არა, უბრალოდ...– არ ვიცოდი რა მეთქვა. არ მინდოდა ჩემი გრძნობები გამემხილა.უფრო მომიახლოვდა. შუბლი თავზე მომადო და თვალები მილულა. გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. მეგონა ჩვენს გარდა დედამიწაზე არავინ იყო. ბანალურია არა? არა, ჩემთვის ეს ბედნიერება იყო... უსაზღვრო ბედნიერება. მაგრამ მეშინოდა... ბედნიერების გამოხატვის მეშინოდა.– რას აკეთებ?... გაბრო... გთხოვ, გამიშვი...– ვცდილობდი გავთავისუფლებულიყავი მაგრამ ერთი ხელი წელზე შემომხვია და უფრო ახლოს მიმიკრო.
– გთხოვ, ჩემი ნუ გეშინია. და... მაპატიე... მაპატიე რომ გულს გტკენდი.
– გაპატიებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ხვალ ისევ ისე მომექცევი– ვჩურჩულებდი და ვცდილობდი თვალებში არსებული სითხისთვის გზა გადამეკეტა.
– არა... ვერ მოგექცევი. არ შემიძლია... არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა როცა ასე ახლოს ხარ– თვალებში შემომხედა. მე რას ვგრძნობდი? არ ვიცი. რამოდენიმე გრძნობამ ისე გამიარა ვერ მივხვდი რომელი იყო რეალური და რომელი ჩემი წარმოსახვის შედეგი.
– გაბ...– არ დამამთავრებინა, ჩვენს შორის მანძილი უკვალოდ გაქრა. ისე ნაზად მკოცნიდა... მისი ტუჩები თბილი და ტკბილი იყო. მინდოდა ეს წამი საუკუნედ გაწელილიყო. არ ავყევი, არ კი არა ვერ ავყევი. გაბრუებული ვიდექი და ჩემს სხეულში მისგან წამოსულ სითბოს ვატარებდი.მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როცა ჩემმა ტუჩებმა სიგრილე იგრძნეს.
– უბრალოდ მაპატიე– ყურთან ჩამჩურჩულა, იქვე სველი კოცნა დამიტოვა და გაქრა.
დილით რომ გავიღვიძე უკვე თორმეტი იყო. პირველი წამიდანვე წინა საღამო გამახსენდა. „ რა იქნება ახლა?“ აი ჩემი პირველი კითხვა, რომელზედაც პასუხი ისევ არ ვიცოდი. კიდევ რამდენი კითხვა იყო ასეთი, რომელზედაც პასუხი ისე და ისევ არ ვიცოდი. ჩემი პირველი კოცნა... სხვა გარემოში და სხვა მდგომარეობაში ველოდი ამას. „ მაინც რატომ გააკეთა ეს?“
გადავწყვიტე რომ უნდა დავლაპარაკებოდი, პასუხები უნდა გამეგო ჩემს კითხვებზე.
ტელეს დავხედე. ოდნავ გამიკვირდა აქამდე მარიას რომ არ ჰქონდა მოწერილი.
გამოვიცვალე და გადავწყვიტე პირდაპირ ჩავსულიყავი მასთან.მშობლები მოვიკითხე, გავაფრთხილე რომ მივდიოდი და მარიას ჩავაკითხე.
– გამარჯობა, ბაბუ.
– გაგიმარჯოს, გენაცვალე.
– მარია სახლშია ხო?
– კი ოთახშია ანისთან ერთად მოწყენილი.
– მოწყენილი?
– ხო, ბიჭები წასულან ამ დილით. მონახულება ძლივს მოასწრეს.
რა დამემართა? არ ვიცი. ერთბაშად იმდენი რამ ვიგრძენი... არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცოდი. ვიდექი გაშეშებული და მოსმენილის გაანალიზებას ვცდილობდი.
„ წავიდა... ასე წავიდა... კი მაგრამ... ასე...“
ვერც კი გავაცნობიერე, უკვე ჩემს სახლთან ვიყავი, ოთახში ჩუმად შევიპარე და ჩავიკეცე.
„ არა... არა ასე არ წავიდოდა. არ წავიდოდა... ასე რატომ დამტოვა? როგორ?“
ვტიროდი, გულამომჯდარი ვტიროდი. ვცდილობდი ხმა არ ამომეღო რომ დედას არ გაეგონა. რა ვიგრძენი? იმედგაცრუაბა, ტკივილი, ტანჯვა, სიყვარული... ხო სიყვარული... უიღბლო სიყვარული.
დაახლოებით ნახევარი საათი ვტიროდი, მერე კი კედლის ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული. ვფიქრობდი, განა უბრალო გატაცებისას ასე უხარიათ, ასე განიცდიან, ასე სტკივათ? არა. ეს გატაცება არაა. დავრწმუნდი... დავრწმუნდი რომ უსაზღვოდ მიყვარს! მიყვარს და მეყვარება!
*** 8 თავი
ივნისის ერთი ჩვეულებრივი დღე. ტანსაცმელს ჩემოდანში ვალაგებ და თან ვითვლი რამე ხომ არ მრჩება. თბილისში მივდივარ.
- ესეც ასე, ბარგის ჩალაგებაც დასრულებულია.- ვამბობ და ვფიქრობ თბილისზე, იქაურ ცხოვრებაზე. წარმოუდგენლად მიმაჩნია, სოფლის ასეთი ცხოვრების შემდეგ როგორ უნდა მიეჩვიო იმ ცხოვრებას. მაგრამ ეს შესაძლებელია. მიჭირს... მიჭირს აქაურობის ისევ დატოვება, ჩემი მშობლების, ნათესავების, ჩემთვის სასიამოვნო ადგილების მიტოვება.- ზაფხული... - ისევ ის მახსენდება. ისევ მახსენებს თავს ზაფხულის მოგონებები, სიხარული, ბედნიერება, შემდეგ კი ისევ დარდი, მწუხარება, სევდა. უკვე 8 წელი გავიდა მას შემდეგ რაც გაბრო მოულოდნელად გაუჩინარდა. გაუჩინარდა და ჩემს გულში უზარმაზარი ცარიელი ადგილი დატოვა. არც მარიასაგან, არც რეზისგან არაფერი მსმენია მასზე. ალბათ, იციან რამე მასზე, მაგრამ არ ვეკითხები. არ მინდა გული უფრო მეტად მეტკინოს. გამიხარდება ბედნიერი რომ იყოს, მაგრამ მაინც მეტკინება.
მან მე შემცვალა, სრულიად შემცვალა. ჩემში ცვლილებას ყველა ამჩნევს, მშობლები რაღაცას ეჭვობნენ,მაგრამ შემდეგ ჩემს მძიმე რუტინას დააბრალეს. უფრო ჩაკეტილი გავხდი. უფრო მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. მხოლოდ ჩემი მიზნისკენ სწრაფვა არ შეფერხებულა. საკუთარ თავს არ მივეცი უფლება რომ ეს გამეკეთებინა. ჩემი წარმატებული მომავალი ჩემთვის პირველ ადგილზე იყო და არის. წინ და წინ მივდიოდი, ყველას ვაკვირვებდი ჩემი შესაძლებლობებით, ვწვალობდი, ვიტანჯებოდი კიდეც, შედეგად, მე მივაღწიე ჩემს მიზანს. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი გავხდი. ჩემი თავით ვამაყობდი, ამაყობნენ. მხოლოდ ერთი რამ მიშლიდა სრული ბედნიერებისთვის- გაბრო... მონატრება... სევდა... ვცდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი გონებიდან ამომეგდო მასთან დაკავშირებული მოგონებები, დამევიწყებინა ის, მაგრამ ვერ შევძელი. რვა წელი... მთელი რვა წელი გავიდა მას შემდეგ და მე ისევ ისე მიყვარს, უფრო ძლიერადაც კი.ნეტა სად არის? როგორ არის? რას აკეთებს? ვუყვარვარ?
ისევ კითხები პასუხების გარეშე.

*** 9 თავი
ორი კვირაა გასული რაც დავბრუნდი თბილისში. ჩვეულებრივი დღეა ივლისისა. ღამე ისევ საავადმყოფოში გავატარე. რთული გრაფიკი მაქვს. ღამით საავადმყოფოში ვრჩები, ჩემთვის განკუთვნილ კაბინეტში ვიძინებ. ჩემი ხუთოთახიანი ბინის აქტიური სტუმარი არ ვარ. საავადმყოფოდან მხოლოდ შაბათ საღამოს გავდივარ. ყველა საჭირო ნივთს ჩემი სახლის დამლაგებელი ნათელა მიგზავნის.
შაბათის საღამოა. საავადმყოფოდან გამოვდივარ და ჩემს მოტოციკლეტს ქუჩაში მივაქროლებ. მოტოციკლეტი, ეს ჩემი სიმდიდრეა. პატარეობიდანვე მინდოდა მყოლოდა, და როგორც კი გამოჩნდა შანსი არ გავუშვი ხელიდან. გრილი საღამოა. ქალაქი დაცარიელდა, ყველა სადღაც არის წასული დასასვენებლად. ჩემს კაფეში შევდივარ. „ჩემი კაფე“- ეს არის ადგილი სადაც ყველაფერი მყუდრო და სასიამოვნოა. როცა რამე მაწუხებს ყოველთვის აქ მოვდივარ, ეს კი ხშირად ხდება. უფრო სწორად ყოველ შაბათს. არცერთი შაბათი არ გავა წუხილის გარეშე, არც სხვა საღამოები. ყოველ ღამე როცა მარტო ვარ ვტირი, უკვე შემშრალი ცრემლებით ვტირი. ვიხსენებ, მას ვიხსენებ. თუმცა, მას გახსენება არ სჭირდება. ის ყოველთვის მახსოვს, ყოველთვის ჩემს გულშია. მხოლოდ ჩემი სამუშაო მიქარწ....ბს დარდს და სევდას. გაბრო... ჩემს გულში ისე სწრაფად და მოულოდნელად შემოიჭრა რომ ვერც კი გავიაზრე.
ორადგილიან მაგიდასთან ჩამოვჯექი და ცივი ყავა შევუკვეთე. მალევე მოვიდა. აქაურობა საოცრად მყუდრო იყო, ყველაფერი გემოვნებიანი და სასიამოვნო.
მაგიდაზე ტელეფონი განათდა. მარია რეკავდა. უკვე ერთი თვე იყო არ მენახა.
- ალო, მარიაა... როგორ მომენატრეე!
- რა არი გოგო ეს, დაგვივიწყე ყველა!
- კაი რა დაგივიწყეთ გოგო, შეუძლებელია თქვენი დავიწყება!
- არ უნდა შევხვდეთ ერთი?! აი, ძაან გთხოვ, დღეს ვიკრიბებით და მოდი რა ჩვენთან.
- არ ვიცი მარია, საშინლად დაღლილი ვარ. ახლა გამოვედი საავადმყოფოდან.
- შეგიწირავს შენ ეს საავადმყოფო!- მხოლოდ გავიცინე- მოდი რა, ყველას გვენატრები.
- ვინები იქნებით?- არ ვიცი ეს ისე უბრალოდ ვიკითხე თუ მაინტერესებდა გაბროც იქ იქნებოდა თუ არა.
- შენ ვისაც იცნობ ისინი რა და კიდე ერთი-ორი. ძაან გთხოოვ...- გაიწელა მარია ტელეფონში.
- კაი, კაი მოვალ. რომელისთვის?
- აუ რა კარგი ხაარ!.. თერთმეტისთვის გამოგივლით მე და რეზი და მზად დაგვხვდი.
- კაი შეხვედრამდე. გკოცნი- ტელეფონი გავთიშე, ანგარიში გადავიხადე და სახლისკენ გავაქროლე მოტო.
უკვე ათის ნახევარი იყო, უნდა მეჩქარა. სახლში მალევე მივედი. ჩემს ოთახში შევედი და გარდერობი გადავატრიალე. ბოლოს შავი, სადა კაბა ავირჩიე, მუხლებამდე სიგრძის და ზურგზე ამოჭრილი, ასევე შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. მაკიაჟი გავიკეთე, თმები ავიწიე, მშობლებს დაველაპარაკე, ამასობაში თერთმეტიც მოვიდა, ფანჯარაში გავიხედე. რეზის მანქანა უკვე აქ იყო. ბინა ჩავკეტე და კიბეები ჩავირბინე, მანქანასთან მივედი. მარიას და რეზის მივესალმე და რესტორნისკენ გავწიეთ.
- რა ლამაზი ხარ, სესიი! (მარია)
- ამას მე მეუბნები?! შენს თავს შეხედე, მზეთუნახავო!
- აუ თქვენ თუ დღეს არ გაკონტროლეთ ვიღაცა მოგიტაცებთ ტოო (რეზი)
- რა სიმპატიჩნი ხარ რეზიი!
- მოვედით! (მარია)
- მოვედით... - ჩუმად ამოვილუღლუღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ისიც არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა აქ გაბროს ნახვა. რა რეაქცია ექნებოდა მას ჩემ დანახვაზე?
რესტორანში შევაბიჯეთ. მარიას გავყევი უკან, რომელიც იმ სუფრისკენ მიიწევდა სადაც ანი, ლევანი, ლუკა და კიდევ ორი ბიჭი იჯდა. გაბრო არ ჩანდა.
- პრივეტებიი... (მარია)
რეზი ძმაკაცებს გადაეხვია, მე ანი გადავკოცნე და ლევანს მივესალმე. ეს ორი ისევ ერთად არიან. უმაგრესი წყვილი!
- გაიცანით სესილი, ჩვენი ჭკუის კოლოფი!- ჩემი თავი გააცნო რეზიმ. - სესი ეს ნიკაა, ეს კი სანდრო- თავი დავუკარი და გავუღიმე. შევამჩნიე რომ ერთ-ერთმა, როგორც მახსოვს სანდრომ,“ხარბად“ შემომხედა,მაგრამ არ შევიმჩნიე, ანისა და მარიას შუა ჩავჯექი და ანისთან გავაბი საუბარი. მის და ლევანის ამბებს მიყვებოდა. ლევანის ხსენებაზე თვალები ისე ენთებოდა, რომ მეც ვბედნიერდებოდი.
„ ნეტა გაბრო თუ მოვა?“ ვფიქრობდი და თან შემოსასვლელისკენ ჩუმად ვიხედებოდი.გავიდა ერთი საათი, უკვე საათ ნახევარი, მაგრამ არ გამოჩნდა. ყველა ერთობოდა, ჩემს გარდა. ყველა ცეკვავდა, სვამდა. თუმცა, მეც ხომ ვსვამდი. ვსვამდი და მოზღვავებულ ცრემლებს ვმალავდი. როგორ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი რომ მეტირა, მეტირა და გული მომეოხა. ბართან ვიჯექი. მალევე დავუბრუნდი მაგიდას, მას შემდეგ რაც უცხო ბიჭის არასასიამოვნო მზერა დავიჭირე.
- აუ მხოლოდ გაბრო გვაკლია რაა (ლევანი)
- რატო არ მოვიდა ტოო? (ნიკა)
- აზრზე არა ვარ- მხოლოდ მე შევამჩნიე ლევანის ამ სიტყვებში ეჭვიანი თვალები. არა, მხოლოდ მე არა. რეზიმ თავის გადაქნევით ანიშნა აივანზე გამოდიო. რეზი გავიდა, რამოდენიმე წამში კი ლევანიც გაჰყვა. ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ.მივხვდი რომ ეს საუბარი გაბროს ეხებოდა. მივუახლოვდი და მივაყურადე.
- ასე რამ შეცვალა ტოო? (რეზი)
- არ ვიცი ძმაო... არ ვიცი... (ლევანი)
- ადრე რა მხიარული და ბაბნიკი იყო, ახლა კი ჩვენც იშვიათად გვხვდება. რა ხდება ნეტა? რამე პრობლემა ხომ არა აქვს საქმეში? რამე ხო არ იცი?
- არა, ვფიქრობ პრობლემა გოგოს ეხება. იქნებ პირადულში აქვს რამე პრობლემა (ლევანი)
- რაც არ უნდა იყოს ცუდ გზაზეა. მეშინია მალე წამლებზე არ დაჯდეს ტოო. (რეზი)
მაშინვე მივხვდი რა იგულისხმებოდა წამლებში, თუმცა ამას ვინ ვერ მიხვდებოდა. „გაბრო... გაბრო ნარკოტიკებზე?! არა შეუძლებელია. ამას არ დავუშვებ. ნეტა რა მოხდა? რამ შეცვალა? მე ხომ არ მეხება ეს საქმე? იქნებ... არა! ასე რომ ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში მომძებნიდა. მომძებნიდა არა, საერთოდ არ დამტოვებდა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ მოიქცა ასე? რატომ მომექცა ასე? ალბათ, მისთვის უბრალო გატაცება იყო, ამას მიხვდა და წამოვიდა. მაგრამ მე ხომ მიყვარდა, მიყვარდა და მიყვარს. ამიტომ ვერ დავუშვებ რომ საკუთარ თავს ასე მოექცეს. გაბრო... ჩემი გაბრო...“
ფიქრით გართული უკვე რესტორნის გარეთ ვიდექი. ვინანე რომ მოტოციკლით არ წამოვედი.ტაქსი გავაჩერე და მარიას მივწერე რომ თავი ამტკივდა და წამოვედი. სახლში შესული, მესიჯი მოვიდა.
- ‘მომწერე სახლში რომ მიხვალ’ (მარია)
- ‘სახლში ვარ’
- ‘კაი ხვალ შეგეხმიანები’
ტელეფონი გავთიშე და აბაზანაში შევედი. ხვალ მთელი დღე თავისუფალი ვიყავი. დირექტორმა ამ კვირის შედეგიანი მუშაობის სანაცვლოდ ერთი დღით გამიშვა, ცოტა დაისვენე და დაბრუნდიო. მაგარი უფროსი მყავს. არც ლექციები მქონდა უნივერსიტეტში. აქამდე არ მითქვამს რომ სამედიცინოს სტუდენტებს ვასწავლი. ეს საქმიანობა მაბედნიერებს. შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და კომპიუტერს მივუჯექი ცივი ყავის თანხლებით. ფილმი ჩავრთე, მაგრამ არ ვუყურებდი. ლევანისა და რეზის საუბარს ვუსმენდი გონებაში. „გაბრო ლამისაა წამლებზე დაჯდესო. არა ამას არ გააკეთებს. ნეტა ესე რატომ იქცევა? „
მინდოდა გამეგო რა სჭირდა, რატომ მომექცა ასე მე? საკუთარ თავს ამას რატომ უკეთებს?
მქონდა ერთი საშუალება, რომლითაც გავიგებდი ყველაფერს გაბროს შესახებ. მის ტელეფონის ნომერს, საცხოვრებელ ადგილს და ცხოვრებისეულ მოვლენებს. მაგრამ, აქამდე თავს ვიკავებდი. არ მინდოდა გული მტკენოდა, მეშინოდა. მაგრამ, ახლა უფრო მეტად მტკივა მისი მდგომარეობა ამიტომ გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს საშუალება. ჩემი ბავშვობის მეგობარი- მას ყველაფრის გაგება შეეძლო მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე. ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
- გისმენთ- როგორც ყოველთვის საქმიანი ხმით მიპასუხა.
- უკვე ვეღარ მცნობ?
- სესილიი... როგორ უნდა გიცნო, გადაიკარგე შენ სულ შენს სამსახურში!
- მართალი ხარ და ბოდიში. ყველა დავივიწყე. თავს ვერ გავიმართლებ. რას შვრები? რავა ხარ?
- რავი ჩვეულებრივად, შენგან მივიწყებული.
- კაი არ გადამაყოლო რა ადრინდელივით- ყოველთვის როცა რამე წყინდა ჩემგან, იბუტებოდა და დღეები მჭირდებოდა შემოსარიგებლად. კაი იყო ბავშვობა!
- ხო კაი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ!
- კი, კი ვიცი და მეც მიყვარხარ!
- შენ რას შვრები?
- აუ ბექა, უნდა დამეხმარო.
- მოხდა რამე?- მის ხმაში აფორიაქება შევნიშნე.
- არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ ერთ ტიპზე მინდა ინფორმაცია რომ მომაწოდო.
- არაა პრობლემა. მითხარი სახელი და გვარი და ერთ საათში მოგაწვდი ინფორმაციას.
- გაბრო ავალიანი.
- კაი ერთ საათში იქნება. რამე ისეთი ხომ არ ხდება სესი? ხო იცი შეგიძლია მენდო.
- არა ბექა, მადლობა ყურადღებისთვის. სინამდვილეში ჩემს მეგობარს სჭირდება და ვეხმარები- ვიცრუე თავის გამოსაძვრენად
- კაი წავედი ახლა მე და მერე სადმე შევხვდეთ.
- კაი მაგრამ ხო იცი ჩემი განრიგი.
- კი ვიცი და როცა გეცლება მაშინ შემეხმიანე, მე ყოველთვის მცალია შენთვის.
- ვაიმე მიყვარხარ ბექუშ!
- მეც სესუნა, და წავედი ახლა ნუ მაცდენ- მოჩვენებითი სიბრაზით დამემშვიდობა. ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივაგდე.ყველაფერი მაინტერესებდა მასზე. თან მეშინოდა, მეშინოდა რამე ისეთი არ გამეგო რაც გულს მატკენდა. ერთი საათი საშინლად გაიწელა მაგრამ მაინც მოვიდა ნანატრი დრო. ტელეფონი განათდა, მივვარდი და ბექასგან დამხვდა მესიჯი.
- დავალება შესრულებულია
- ძაან დიდი მადლობა- მივწერე და ფაილი გავხსენი.
„ გაბრო ავალიანი. 29 წლის. ოჯახი არ ჰყავს- ამ მომენტში რასაც ჰქვია ამოვისუნთქე, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედე თვალები გამიშტერდა- მშობლები მოუკლეს როცა ცხრამეტი წლის იყო, და - სალომე ავალიანი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. არის ეჭვი რო ეს მკვლელობა იყო. გაბრო ავალიანი არის მამის მეირ დატოვებული კომპანიის მფლობელი. საეჭვო წარსული არ აქვს. „
კიდევ ეწერა მისი ზუსტი მისამართი,ტელეფონის ნომერი და სხვა დეტალები მაგრამ ეს აღარ მაინტერესებდა. მთელი ოჯახი ამოუხოცეს. ამდენი ტკივილი გადაიტანა.
ვფიქრობდი და ვხვდებოდი რომ უფორ მეტად მიყვარს, იმაზე უფრო მეტად ვიდრე ოდესმე.

*** 10 თავი
ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეკრების შემდეგ. უფრო სწორად რომ ვთქვათ ერთი კვირა გავიდა გაბროს მისამართის გაგების შემდეგ. მთელ დღეებსა და ღამეებს საავადმყოფოში ვატარებდი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ჩემი საფიქრალი მავიწყდება და მთლიანად სხვა ადამიანების დახმარებაზე ვარ კონცენტრირებული. მხოლოდ ღამით, დასაძინებლად მომზადებულს მახსენებდა თავს ჩემი ფიქრები. ვფიქრობდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მე მიყვარდა გაბორ, მაგრამ არ ვიცოდი და არ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ან საერთოდ გრძნობს რამეს. არ ვიცოდი და არ ვიცი შევძლებ თუ არა მის დახმარებას,მაგრამ გადავწყვიტე რომ მაინც მივიდე მასთან. არ ვიცი რა რექცია ექნება, რას იფიქრებს. არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ მისი ნახვა მინდა. მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. მაგრამ, უკვე ვიცი რომ ეს ასე არაა. მხოლოდ, მისი ნახვა მინდა, მხოლოდ ნახვა...
მოტოციკლეტი ორსართულიან, უზარმაზარ თეთრი სახლის წინ გავაჩერე. ნუთუ აქ მარტო ცხოვრობს? ამხელა სახლში.
ზარი დავრეკე და დაველოდე, კარი როგორც მივხვდი მსახურმა გამიღო. საშუალო ასაკის ქალი იყო.
- რა გნებავთ შვილო?- ძალიან ტკბილი და თბილი ხმა ჰქონდა.
- გაბროს ნახვა მინდა, როგორც ვიცი აქ ცხოვრობს. - ქალმა ინტერესიანი მზერა მომაპყრო- მე მისი შორეული მეგობარი ვარ.
- აჰ... შემოდით, ბოდიშით კარში რომ დაგაყუდეთ. ოთახშია გაბრო ახლავე დავუძახებ.
- არ არის საჭირო, მე ავაკითხავ.
- კარგი. კიბეებზე რომ ახვალ მარცნივ პირველი კარები.- თავი დავუკარი და კიბეებზე სვლა დავიწყე.
გული ამოვარდნაზე მქონდა. მისი ოთახის კარებთან შევჩერდი, მაგრამ მაინც შესვლა გადავწყვიტე. კარებზე დავაკაკუნე, მაგრამ პასუხი არ დამიბრუნდა. ისევ დავაკაკუნე... ისევ უპასუხოდ. კარები ღია აღმოჩნდა. ნელა შევაღე და ნელა მოვავლე თვალი ოთახს. არავინ იყო. ბალიშები მიწაზე ეყარა, სამუშაო მაგიდა არეული იყო. სააბაზანოს კარი ოდნავ ღია იყო, რაღაც ხმა ისმოდა. იქ იყო, მის ზურგს ვხედავდი, გული საგულეში ვეღარ ეტეოდა. კარი ნელა შევაღე, ვერ შეამჩნია. რაღაცას მთელი გულით ცდილობდა, მისი სიტყვების მიხედვით კი ვერ ახერხებდა. მის ხელებს ვერ ვხედავდი. მაგრამ, როცა მივუახლოვდი დავინახე... დავინახე ის რისიც მთელი კვირა მეშინოდა. ხელზე ზოლტი ჰქონდა მოჭერილი, მეორე ხელში კი ნემსი ეჭირა. დამინახა... გადართოებული თვალებით მიყურებდა. გული მეტკინა... მეტკინა მისი ჩასისხლიანებული თვალების დანახვისას. უცბად მივუახლოვდი, ნემსი გამოვართვი, უნიტაზში ჩავაგდე და ჩავრეცხე. მეშინოდა... მეშინოდა რომ ამაზე დამოკიდებული იქნებოდა, მიყვირებდა, დამარტყამდა. კარგად ვიცოდი ნარკოდამოკიდებულების ქცევები. მეშინოდა... მაგრამ ვიცოდი რომ ეს მისთვის უკეთესი იყო, ამიტომ გავბედე. - სესილი...- ჩაიჩურჩულა და ჩემსკენ გამოემართა. ადგილზე ვიყავი მიწებებული, არაფერი შემეძლო. მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ვგრძნობდი მისი გულის გამოტოვებულ ფეთქვას, მის ღრმა და ნერვიულ სუნთქვას. მეც შემოვხვიე ხელები და სახე მის ყელში ჩავრგე. მონატრებული სურნელი... გრილი და ამავდროულად ტკბილი სურნელი. ნელ-ნელა ჩავიკეცეთ. მის გვერდით ჩამოვჯექი, მიმიხუტა და თმებზე მოფერება დაიწყო.
- აქ არ უნდა მოსულიყავი- მითხრა და თავზე მაკოცა.
- მეც არ ვიცი ღირდა თუ არა აქ მოსვლა- ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე- როდის დაიწყე?
- ეს პირველი იყო.- გახარებულმა და ამავდროულად ეჭვშეპარულმა შევხედე თვალებში- მართლა. დიდი ხანია მაქვს. თავს ვიკავებდი, მაგრამ დღეს რთული დღე მქონდა და ვეღარ მოვითმინე.ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა- ისევ თავზე მაკოცა.
- გაბრო... 8 წლის წინ...
- ჩშშ... არ გვინდა ამაზე ლაპარაკი
-მე მინდა!
- სესილი... გთხოვ მხოლოდ ჩამეხუტე. ოდესღაც მიხვდები ასე რატომ მოვიქეცი. ახლაც არ შეიძლება შენი ჩემთან ყოფნა, მაგრამ არ შემიძლია ვერ გაგიშვებ, როცა ასე ახლოს ხარ. - ხელი მომკიდა და მის კალთაში მომათავსა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მისი თვალები ისევ ისეთი ღრმა იყო როგორც მაშინ, უფრო მეტადაც. უფრო მუქიც კი მომეჩვენა. ლოყაზე მომეფერა, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამატარა და ჩემსკენ გამოიწია. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ძალიან ნაზად შეეხო. რამოდენიმე წამი ვერაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მალე გამოვფხიზლდი. მისი ბაგეების მოძრაობას ჩემიც შევუხამე. თმებში თითები შემიცურა და მომეფერა. ღრმას ვსუნთქავდით. რამოდენი წეთის შემდეგ უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტეთ. უბრალოდ?.. არა ეს ჩემთვის საუკეთესო წამები იყო. მთელი ღამე არცერთს მოგვეკარა ძილი. მთელი ღამე ვიჯექით და ერთმანეთს ნაზად ვეფერებოდით.

*** 11 თავი
ორი დღე გავიდა ჩემი და გაბროს შეხვედრის შემდეგ. გუშინ ისევ შევხვდი. როცა ჩემთანაა მეჩვენება რომ სინდისის გრძნობა აწუხებს. მუდამ ჩაფიქრებულია. პრობლემები აქვს, ეს ვიცი მაგრამ რა პრობლემები-ეს არა. მინდა დავეხმარო. რამოდენიმეჯერ ვკითხე რა აწუხებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
დღეს ლევანის დაბადების დღეა. ყველა დაგვპატიჟა რესტორანში. ძველი სამეგობრო და მისი რამოდენიმე ძმაკაცი ვიქნებით. ისევ ის ნიკა და სანდრო. ზუსტად, ვიცი, რომ გაბროც იქნება. დღეს არ შემხმიანებია. მეჩვენება რომ თავს მარიდებს. ასე აღარ შემიძლია. დღეს უნდა გავიგო ამის მიზეზი.
მე და მარია შევხვდით საყიდლებზე გასავლელად. ანის ლევანი მოჰყვებოდა ამიტომ ვარჩიეთ წყვილი მარტო დაგვეტოვა და ცალკე წავსულიყავით.
- აი აზრზე არა ვარ რა ვიყიდო. რაღაცა ხო უნდა მქონდეს არა ჩაფიქრებული, მე კი არაფერი ვიცი- შეწუხებული სახით გადმომძახა მარიამ ჩარჩოს მეორე მხრიდან.
- კაი არაუშავს, დრო გვაქ. მთელი „ისთ ფოინთის“ შემოვლა რომ მოგვიწიოს მაინც ვიყიდით რამე კარგს.- ორივეს ჩაგვეცინა. ჩვენს გვერდით მდგომ გოგონასაც ჩაეღიმა ჩემს ნათქვამზე. გადავწყვიტე გამეცნო.
- გამარჯობა
- გამარჯობა- დარცხვენილი ხმით მითხრა გოგონამ. პატარა იყო, ალბათ, 19 წლის.
- კაბას ყიდულობ?
- კი
- არ გინდა ერთმანეთს დავეხმაროთ?
- კარგი
მარიაც გავაცანი და დავიწყეთ მაღაზიების ერთად შემოვლა. თავიდან მორცხვობდა მაგრამ მერე შეგვეჩვია და ისე იქცეოდა თითქოსდა დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. ძალიან მომწონდა ეს გოგო!
- მარტო რატომ ხარ?
- დაქალის დაბადების დღეზე ვარ დღეს მიპატიჟებული. დაქალი მისი მშობლების გამო ვერ გამომყვა ამიტომ მარტო წამოვედი. - აქ თავი დახარა და ისევ დაიმორცხვა- იმ დაბადების დღეზე ერთი ბიჭი იქნება, რომელიც ძალიან მომწონს- თქვა და ისევ თავი დახარა.
- ოპაა... კაი ამბები ყოფილაა...- თქვა მარიამ და ტაში შემოჰკრა- შენ ჩემთან შეგახვედრა ბედმა! წამოდი ისე უნდა გაგალამაზოთ რომ იმ ბიჭმა მთელი დღე თვალი ვერ მოგწყვიტოს. შეგიძლია ის ბიჭი დამიხასიათო?
გოგონამ ბიჭის ხასიათი და გარეგნობა დაგვიხასიათა. ისე ამ გოგოს სალომე ერქვა. როცა მისი სახელი გავიგე გაბრო და მისი გარდაცვლილი და გამხსენდა, და ხასიათი მომექუფრა. მაგრამ ესენი ისეთი საყვარლები იყვნენ, მეც ვერ მოვიწყინე.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ავარჩიეთ საუკეთესო კაბები.
მე წითელი, აბრეშუმის კაბა, წელზე ამოღებულით, შავი მაღალქუსლიანებიც მივაყოლე. მარიამ შავი ბოლომდე ჩაშვებული კაბა, გვერდზე ჭრილით. ძალიან ლამაზი იყო, მაღაზიაში პეპელასავით დაფარფატებდა, ყველა გამვლელი მას უყურებდა და იღიმოდა. სალომეს მისი თვალების ფერი, ლურჯი კაბა ავურჩიეთ. მუხლამდე სიგრძის, მხრებზე ლამაზად ჰქონდა გადაფენილი და მისი გამოკვეთილი ლავიწები ძალიან ლამაზი იყო. დეკოლტის გამო შეგვეწინააღმდეგა, მაგრამ ხვდებოდით რომ ძალიან მოსწონდა და არ მოვეშვით. უბრალოდ რცხვენოდა, რა მოხდა, თავიდან მეც ასე ვიყავი.
ყველაფერი მოვაგვარეთ მაღაზიაში და სახლებისკენ გავეშურეთ. სალომეს თბილად დავემშვიდობეთ და ტელეფონის ნომერი გამოვართვით. საღამოც მალე მოვიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გაბროს არ შევხმიანებივარ. ვიცოდი რომ რესტორანში იქნებოდა და ცოტა ვნერვიულობდი კიდეც. კაბა მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმა ზურგზე ტალღებად გავიშალე. ისევ ისეთი გრძელი ყავისფერი თმა მქონდა. მარიას დავურეკე, მე და რეზი ვერ ვახერხებთ, ადრე მოგვიწია გამოსვლა და გაბრო მოგაკითხავს მანქანითო. მალე გაბროს შეტყობინებაც მივიღე, ფანჯრიდან გადავიხედე, მანქანას იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. კარები გამოვიკეტე და კიბეები სწრაფად ჩავიარე. სადარბაზოდან რომ გავედი გაბროს კვამლში გარეული და გაოცებული თვალები შევნიშნე, ალბათ ჩემი ნაკვთების გამო. წარსულში პუტკუნა ვიყავი, მაგრამ შემდეგ უფრო დავქალდი და ნაკვთებიც უფრო დამიმშვენდა. ეს ალბათ უფრო ვარჯიშის შედეგი იყო.
უხმოდ გამიღო კარები და უბრალოდ გამიღიმა. მაგრამ ეს ჩემთვის ღვთაებრივი გაღიმება იყო. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა, ისევ ისე საყვარლად როგორც მაშინ. გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. გზა უხმოდ გავიარეთ. მის სახის ნაკვთებს ვაკვირდებოდი. ისევ ის ნაიარები, წარბთან. ნაიარევთან მოფერება მინდოდა. ჩემთვის არ შეუხედია. მხოლოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა, მივხვდი ეს ჩემი დაჟინებული მზერის გამო იყო ამიტომ საჩქაროდ მოვაშორე მზერა და ფანჯრიდან გავიხედე. მალევე მივაღწიეთ რესტორანს. კარებს ვაღებდი როცა ხელით შემაჩერა. გადავიდა, მანქანას შემოუარა და კარები გამიღო. ნელა გადმოვედი. რესტორანს ავხედე და აივანზე მდგომების მზერაც შევამჩნიე. გაბრო სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და რესტორნისკენ მიბიძგა.
- რას აკეთებ?!
- ჩუმად და ცოტა უფრო სწრაფად. - ვიცოდი შეწინააღმდეგება უშედეგო იქნებოდა ამიტომ მის ნებას დავყევი და რესტორანში შევაბიჯეთ. ყველამ ჩვენ შემოგვხედა. გაბროს ხელი გავაშვებინე და მარიას და ანის გვერდით ჩამოვჯექი. ყველას მივესალმე, ლევანს მივესალმე და საჩუქარიც გადავეცი. ანი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. რამოდენიმე წუთის მერე მარიამის პწკენა ვიგრძენი ხელზე.
- აუუ, გოგო მტკივა!
- ბოდიში, არ მინდოდა ასე მაგრად. იქეთა სუფრაზე გაიხედე. - მეც ჩუმად გავაპარე მზერა და სალომე შევამჩნიე რომელიც მაგიდასთან თავჩახრილი იჯდა. შემდეგ კი მის პირდაპირ მჯდარი ბიჭი შევამჩნიე, რომელიც როგორც მივხვდი ის ბიჭი იყო. სალომეს ზედაც არ უყურებდა, ვიღაც გოგოსთვის გადაეხვია ხელი და ყელზე კოცნიდა. ისე, ის გოგო ბოზს კი გავდა ჩაცმულობით და ქცევებით. მარიას ვანიშნე გამომყოლოდა. აივანისკენ ავიღეთ გეზი. შევნიშნე როგორ გაგვაყოლა გაბრომ მზერა. აივანზე გავედი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
- რას აკეთებ?
- სალომეს ვურეკავ.- მარიას ხმა აღარ ამოუღია. სალომეს ნომერი ავკრიფე და დავურეკე.- სალომე რესტორნის აივანზე გამოდი. უბრალოდ დამთანხმდა და მალევე გამოვიდა. გაშტერებული შემოგვხედა.
- სალომე რა ლამაზი ხაარ (მარია)
- მადლობა- დარცხვენით მიუბრუნდა სალომე
- არ გაქცევს ხომ ყურადღებას?
- არა- თქვა და თავი ჩახარა- ჩემი კაბაც დიდად არ მოსწონებია.
- სალომე მისმინე, ასეთი ბიჭები ძალიან ბევრი მინახავს, და ძალიან კარგად ვიცი როგორები არიან. უბრალოდ გოგოსთან გართობა უნდათ და ვსიო. დამიჯერე, მას შენ ვერ შეცვლი. გთხოვ დაივიწყე ეს ბიჭი.
- ვიცი სესილი, ვიცი. შეიძლება ოდესმე გამოიხედოს ჩემკენაც მაგრამ გვიანი იქნება. გადავწყვიტე რომ ფეხებზე დავიკიდო. აღარ მაინტერესებს ეს ბიჭი. უკვე მივხვდი როგორიცაა, და ჩემს გემოვნებაში არ ჯდება- გაიცინა და თვალი ჩაგვიკრა გოგოებს.
- მაგარი გოგო ხარ შენ!- თქვა მარიამ და მიეხუტა. მეც შევუერთდი და ვიდექით ცოტა ხანი ასე მიხუტებულები.
მალევე დავუბრუნდით მაგიდას. ვუყურებდი როგორ ერთობოდა სალომე დაქალებთან ერთად და მიხაროდა, მთელი გულით მიხაროდა.
ოპააა... რეზის მზერაც დაფიქსირებულია! არის! მოეწონაა... მარიას ვანიშნე რეზისკენ. ჯერ მას შეხედა მერე მის მზერას გააყოლა თვალი და გაფართოებული თვალებით გადმომხედა. მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე.
- ე წამო გავაცნოთ ვითომ შემთხვევით
- არა! თუ მოსწონს იმოქმედოს თვითონ- ვუპასუხე და ჩავიცინე. მარიამ უბრალოდ თავი დამიქნია. ცეკვებიც დაიწყოო. ბუ ეხლა, სანდროს ვინ დაასწრებდა, როგორც კი „Papito“ ჩაირთო საცეკვაოდ გამიწვია. გაბროს მზერა შევშნიშნე. ამან უფრო წამაქეზა და თამამი მოძრაობები დავიწყე. მალევე რეზი და სალომე დავინახე ერთმანეთს ეცეკვებოდნენ. მხოლოდ გავიღიმე და მარიასკენ გავაპარე მზერა. მანაც ეშმაკურად გამიღიმა.ვამჩნევდი სანდროს მზერას და ვიცოდი რას ფიქრობდა მაგრამ ფეხებზე მეკიდა. ზედმეტს ვერ გამიბედავდა. მაგრამ... გაბედა. ხელი წელიდან ნელ-ნელა უფრო ქვევით ჩაქონდა. თავიდან მოვითმინე, იმედი მქონდა რომ შეწყვეტდა მაგრამ როცა შევამჩნიე რომ ამას არ აპირებდა, შეჩერება გადავწყვიტე.
- ბოდიში უნდა გავიდე- ვუთხარი და ხელის გაშვებინებას შევეცადე, მაგრამ უფრო მაგრად მომკიდა.
- ცეკვა დავასრულოთ- მითხრა და მისკენ მიბიძგა.
- არ მინდა, გამიშვი!- უეცრად ჩვენს გვერდით გაბრო გაჩნდა. სანდროს მტკიცე და მკაცრი მზერა შეახვედრა. სანდრომაც ნელ-ნელა გამიშვა.
- წამოდი- მკლავზე მტაცა ხელი გაბრომ და გასასვლელისკენ მიბიძგა.
- გამიშვი რას აკეთებ- ვეცადე მკაცრად მეთქვა.
- მანქანაში ჩადექი
- ვინ ხარ შენ რომ მიბრძანებ
- ჩაჯექი-მეთქი!- მის ნებას დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი. მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
- სად მივდივართ?- გაკვირვებული თვალებით შევხედე და პასუხს დაველოდე.
- ხმა არ ამოიღო!
- როგორ იქცევი?!- უკვე მეც ვყვიროდი
- მე როგორ ვიქცევი? შენ საქციელებს აკვირდები საერთოდ?!
- და შენი რა საქმეა მე ვაკვირდები თუ არა?! გააჩერე მანქანა!
- არა!
- გააჩერე- მეთქი!- რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე.
- გაჩერდი!- ხელი საჭეს მიარტყა და ბოხი ხმით დამიყვირა.
- გაბრო...- ხმაჩახლეჩილი ხმით ამოვთქვი.
- სესილი უბრალოდ გაჩუმდი!- ამჯერად უფრო წყნარი ხმით მიპასუხა და სიჩქარეს უმატა. რამოდენიმე წუთში მთაწმინდაზე ვიყავით.ხმას არცერთი ვიღებდით. უბრალოდ წინ ხედს გავყურებდით.
- სესილი... მაპატიე რომ ხმას ავუწიე...
- არაფერია...- პაუზის შემდეგ დაიწყო.
- როცა ცხრამეტის ვიყავი მშობლები მომიკლეს. ჩემი ოჯახის მტრებმა, უფრო სწორად მამაჩემის მტრებმა...
- გაბრო...- მინდოდა შემეჩერებინა მაგრამ შემაწყვეტინა.
- არა სესილი, უნდა იცოდე... - პაუზის შემდეგ გააგრძელა- მშობლების დაღუპვის შემდეგ მხოლოდ მე და ჩემი და- სალომე დავრჩით. ვიცოდი რომ მტრები არ შეჩერდებოდნენ. ერთი წლის შემდეგ სოფელში ბაბუაჩემთან სასწრაფო ჩასვლა მომიწია. მითხრეს რომ ცუდად იყო. სალომესთვის აღარ მითქვამს, ვიცოდი რომ ინერვიულებდა. ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ბაბუას რომ მივაკითხე ჯანმრთელი იყო. მაშინვე თბილისისკენ გამოვიქეცი. სალომე... - ხმა ჩაეხრინწა- სალომე... სააბაზანოში ვიპოვე. მაჯა ჰქონდა გადაჭრილი სარკის ნამსხვრევით. იმ ველურებს ჩემი და... სალომე... მათ გააპატიურეს, იხმარეს შემდეგ კი უმწეოდ მიაგდეს. ჩემთვის ტკივილის მისანიჭებლად იხმარეს. მან ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. სალომემ... ჩემმა პატარა სალომემ... - თავი ჩახარა და ერთიოდე ცრემლმაც გაიკვლია გზა მის სახეზე.
- გაბრო...
- დამასრულებინე. ამის შემდეგ ყველას ვინც მიყვარდა საფრთხე დაემუქრა. ყველას ჩამოვშორდი.მხოლოდ ბაბუა იყო ჩემთვის განუყრელი, მაგრამ ორი წლის წინ მანაც მიმატოვა. ვეღარ გაუძლო დარდს. ჩემი მტრები კი ისევ არ ჩერდებიან. რისთვის დაიწყო ეს ბრძოლა? მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა. ერთად შემოჰქონდათ ჩაი და ყავა საქართველოში, მაგრამ მერე მამაჩემმა აღმოაჩინა რომ მის მეგობარს ნარკოტიკიც შემოჰქონდა ამ პროდუქტთან ერთად. უჩივლა, დაამტკიცა და ყველა ციხეში ჩასვა. იმ კაცის საძმომ კი მამაჩემს მტრობა გამოუცხადა. ეს ყველაფერი მხოლოდ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ გავიგე, მის მიერ დატოვებული წერილიდან. ამ მტრობამ ყველა შეიწირა, ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. სესილი... - ჩემი სახელი ძალიან ფრთხილად წარმოთქვა, თითქოს ეშინოდა არ გატყდესო. თვალებში შემომხედა, მის თვალებში უდიდესი სევდა და ტკივილი ამოვიკითხე, ასევე სიყვარული, სითბო და ვნება.- არ მინდა შენც იგივე დაგემართოს. ამიტომ მიგატოვე, ამიტომ გამოვიქეცი შენგან. მაპატიე... მაპატიე რომ ტკივილი მოგაყენე. მაპატიე...
არაფრის თქმა შემეძლო. მხოლოდ თავი დავხარე რომ თვალზე მომდგარი ცრემლი შემეკავებინა მალულად.
- გაბრო...
- ჩშშ... - ტუჩემზე თითი მომადო და ხელის ერთი მოძრაობით მუხლებზე შემისვა.
თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ღრმად სუნთქვდა, ჩემმა გულმა რამდენიმე ფეთქვა გამოტოვა.
- გაბრო... ცუდს ყოველთვის რაიმე საუკეთესო მოსდევს. ყველაფერი ღმერთის ნებაა. შენი ბრალი არ არის სალომეს სიკვდილი, ეს ღმერთმა გადაწყვიტა ასე, და ჩვენ მას ვერ შევეწინააღმდეგებით. თავს ნუ იდანაშაულებ. ყოველთვის იცოდე რომ ყველაფერს გააჩნია მიზანი. მთავარია, ჩვენ დავინახოთ ის.- თვალებში ვუყურებდი და ვამჩნევდი იქ არსებულ უფსკრულს, რომელშიც შესაძლოა გადაიჩეხო. მაგრამ, მე მზად ვიყავი ეს გამეკეთებინა, მისთვის.
- სესილი...- რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ შევაჩერე. ჩვენს შორის მანძილი გავაქრე და ნელა ვაკოცე. თვითონაც ამყვა. თითები თმაში შემიცურა და მომეფერა. ნელ-ნელა ყელზე გადავიდა. თავი უკან გადავწიე და მის ტუჩებს გზა გავუთავისუფლე. მაგრამ შეწყვიტა. ღრმად ამოისუნთქა.
- გადაჯექი- შევშფოთდი მაგრამ მაინც მორჩილად გადავჯექი და კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. მანქანა დაძრა და როგორც მე მივხვდი,ჩემი სახლისაკენ დაიწყო სვლა. ხმა არცერთმა ამოვიღეთ. სადარბაზოსთან გააჩერა. მოულოდნელად. საჭეს ხელი მიარტყა, თან ისე ძლიერად რომ მის მაგივრადაც მე მეტკინა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! არ შემიძლია... არ შემიძლია შენი საფრთხეში ჩაგდება. სესილი...- თქვა და ჩემკენ მოაბტუნა თავი- ერთად ვერ ვიქნებით. მაპატიე.
თვალებში შემოხედვას ვერ ბედავდა. წინ იყურებოდა ჩაფიქრებული და სევდიანი თვალებით.ხმის ამოღება არ შემეძლო. ყელში გაჩხერილი ბურთი ამის საშუალებას არ მაძლევდა.კიდევ ერთხელ მტოვებდა, კიდევ ერთხელ მაყენებდა ტკივილს.უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და სადარბაზოში შევედი. ცრემლებმაც გაიკვლიეს გზა. უხმოდ ვტიროდი.მანქანა არ იძვროდა. ბინაში შევედი. როგორც კი შუქი ავანთე მანქანის საბურავების ხმა გაისმა. ფანჯრიდან გადავიხედე და მანქანაც მიეფარა თვალს. ფანჯარასთან ჩავიკეცე და ისტერიკული ტირილი მოვრთე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. მინდოდა მეყვირა, ხმის ჩახლეჩვამდე მეყვირა. მთელი ღამე ასე ვიყავი. მიწაზე ვიჯექი და ყველა მოგონებას ვიხსენებდი რაც გაბროსთან იყო კავშირში. ვიხსენებდი საშინელ და საუკეთესო მოგონებებს. ხან ღიმილი გამიპობდა ბაგეებს, ხან კი ქვითინი. მხოლოდ გამთენიისას ვესტუმრე საძინებელს.

*** 12 თავი

რომ გავიღვიძე უკვე ათი საათი იყო. გამთენიისას ჩამძინებია. უფროსთან დავრეკე და შესვენება ავიღე. ვფიქრობდი გაბროზე, ჩვენს პრობლემებზე. ვწყევლიდი იმ კაცს რომელმაც ეს მტრობა წამოიწყო. მაგრამ გაბროზეც გაბრაზებული ვიყავი, რა ვერ გაიგო რომ მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა, ყველაფრის სანაცვლოდ. მისი ნახვა მინდოდა. დავურეკე მაგრამ გამორთული ჰქონდა. სახლში მივაკითხე, მაგრამ არ დამხვდა. სახლის დამლაგებელმა მითხრა რომ გუშინდელი ღამის შემდეგ არ მისულა სახლში. უკვე მასზე ვნერვიულობდი. გზად მაღაზიებში გავლა ვამჯობინე სახლში მისვლას. რომ დავამთავრე უკვე დაბნელებული იყო. ბინაში შევედი და შუქი ავანთე. რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვიღაც. გაბრო ამომიტივტივდა მაგრამ გამახსენდა რომ ფიგურას თმა გქონდა წამოზრდილი, ამიტომ შეუძლებელი იყო ის ყოფილიყო. შემეშინდა... ძალიან შემეშინდა. შესვლა ჩვეულებრივად გავაგრძელე. ჩანთა მოვათავსე ფეხზე გავიხადე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი ვინ იქნდებოდა. ნაცნობი რომ ყოფილიყო არამგონია ასე დამალულიყო. თვალს იმ კუთხისკენ ვაპარებდი სადაც გაუჩინარდა. ვიცოდი რომ ისევ იქ იყო. მალულად ტელეფონი ავიღე და გაბროს დავურეკე. ტელეფონი უხმოზე დავაყენე,რომ გაბროს ხმა არ გაეგო, ზარი კი „სპიკერზე“ და იქვე თაროზე დავდე. იმედი მქონდა რომ აიღებდა და თუ რამე მოხდებოდა გაიგებდა.ნელა გავაგრძელე სვლა. მსახიობობა ბავშვობოდან გამომდიოდა. ვითომ იმ წამს შევნიშნე და დავუძახე.
- ვინ ბრძანდებით?
- მეგობარი.- ხმა ძალიან ცივი და უხეში ჰქონდა, მაგრამ მის ხმაში რაღაც იყო კიდევ შემაძრწუნებელი.ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა. უკვე გარეგნობასაც ვამჩნევდი. მაღალი, მხრებგაშლილი, სახის ლამაზი ნაკვთები ჰქონდა ,მაგრამ მისი თვალები სუძულვილს და არასასიამოვნო გრძნობებს გამოხატავდა. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
- გაბრო რა იქნა? შენც მიგატოვა? რა საშინელებაა...- ამ ყველაფერს ირონიულად და დამცინავად წარმოთქვამდა. მუხლები მეკვეთებოდა. შემეშინდა რომ გაბროს მეტოქე იქნებოდა. იმედი მქონდა რომ გაბრო ტელეფონს აიღებდა და გაიგებდა ყველაფერს. საკმარისად რომ მომიახლოვს და თვალებში შემომხედა, სალომეს ამბავი გამახსენდა. გაუპატიურება... სიკვდილი... შეურაცყოფა... მეც შემეშინდა იგივეს გადატანის. ტელეფონისგან მოშორებით ვიყავი, ამიტომ მისკენ გავიქეცი. ახლოს ვიყავი როცა დამიჭირა და იატაკზე დამაგდო. ხელი საშინლად მეტკინა. მოტეხილი თუ არა გაბზარული მაინც უეჭველი მექნებოდა. ნელა მიახლოვდებოდა. საშინლად მეშინოდა. უკვე ვხვდებოდი რასაც აპირებდა. გაბროს იმედი მქონდა. ჩაიმუხლა და ქამრის გახსა დაიწყო. მინდოდა მეთხოვა რომ შეჩერებულიყო, მინდოდა მეყვირა. მაგრამ არ შემეძლო. ხმა არ ამომდიოდა. წარმოვიდგინე დანგრეული ცხოვრება, ტკივილი... აუტანელი ტკივილი...
უკვე ყელზე მკოცნიდა. ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ვერაფერს გავხდი. არაფერი შემეძლო. ტელეფონს რომ შევხედე ჩამქრალი იყო. საბოლოოდ ამომუწურა იმედი. ვიფიქრე რომ არ აიღო, ან გათიშული ჰქონდა. ზედა შემომახია. სხეულს მიკოცნიდა მისი საზიზღარი ბაგეებით. ცოტა აკლდა საწადელის ასრულებამდე. უკვე გონებას ვკარგავდი როცა ვიღაცამ კარები შემოანგრია და ყვირილი დაიწყო. გაბრო... აწყლიანებული თვალების გამო ბუნდოვნად ვხედავდი. კაცი მომაშორა და იატაკზე მიაგდო. მისკენ გადაიხარა და იარაღი შუბლზე მიადო. მის თვალებში მხოლოდ საშინელი ზიზღი დავინახე. კაცი კი არაფრისმთქმელი სახით შეხყურებდა და არაფერს ამბობდა.ვიცოდი რომ თავისუფლად შეეძლო ესროლა. მან ხომ და გაუუპატიურა. მეშინოდა... მეშინოდა რომ ამას გააკეთებდა. ის მკვლელი გახდებოდა. იქნებ იყო კიდეც. იქნებ უკვე მოკლული ჰყავს ადამიანი. მაგრამ... ჩემს თვალწინ ამას ვერ გადავიტანდი.
- გაბრო...- თითქმის ჩურჩულით ამოვილუღლუღე.მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა და მომიახლოვდა. თითქოსდა მხოლოდ ახლა შემამჩნიაო. კარებში მისი ბიჭები შემოვიდნენ და გაიყვანეს მიწაზე დაგდებული კაცი. მხოლოდ მე და გაბრო დავრჩით. გაბრო თვალებში მიყურებდა მისი აწყლიანებული თვალებით. თვალებით რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ ჩემი იყო... ჩემი... ჩემი გაბრო.
უბრალოდ ჩავეხუტე, უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს სათქმელს, ტკივილს... მის მკლავებში დავკარგე გონება.


*** 13 თავი

თვალები გავახილე და ჩემი ოთახი ვიცანი. ყველაფერი გამახსენდა, ყოველი წამი. მეტკინა... მინდოდა იმ ველურის სიბინძურე მომეშორებინა. შხაპის ქვეშ დავდექი. ვითვლიდი რამდენჯერ გავიქაფე სხეული, მერე თვლა შევწყვიტე. საბოლოოდ გამოვედი მაგრამ ჩემს გულზე არსებული ყინული მაინც ვერ დადნა. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შევათვალიერე. ჩალურჯებული და უღიმღამო თვალები... იმ მხიარულ სესილის აღარ გავდა ეს გამოსახულება. აღარ არსებობდა მის თვალებში ფერადი სხივი. უკვე თენდებოდა. სარკეში ჩემს უკან მდგომი გაბრო დავინახე. წყლიანი და სევდიანი თვალებით. უკნიდან მომიახლოვდა და ჩამეხუტა.სახე ჩემს ხელში ჩარგო. მივტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
- აღარ დამტოვო, იდიოტო.- ჩაეღიმა. სევდიანად ჩაეღიმა...
- აღარასოდეს!
მხოლოდ ეს მჭირდებოდა. მხოლოდ გაბრო.
- გაღმერთებ სესილი!
- მიყვარხარ გაბრო!
სანამ საბოლოოდ გათენდებოდა, ერთმანეთს ვეფერებოდით. უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს ჩვენს გრძობებს.
ის კაცი... არამგონია ციხისთვის მიებარებინა, მაშინ გამოძიებაც ჩატარდებოდა და ყველა გაიგებდა ამ ამბავს. გაბრო კი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებდა. შეიძლება მოკლა, არ მაინტერესებდა, არაფერი მაინტერესებდა. გაბრო ჩემთან იყო, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ის მიყვარდა, ისეთი როგორიც იყო. მკვლელი... არანორმალური... ამ ყველაფერს არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, მე ის მიყვარდა ისეთი როგორიც იყო.

*** 14 თავი

გაბრო არ მიშვებდა საავადმყოფოში მაგრამ გავუძალიანდი და მაინც წამოვედი. მხოლოდ აქ შემიძლია მომხდარზე არ ვიფიქრო. მთელი გონებით ჩემს საქმეს შევუდექი. გადავიკითხე რამდენიმე ანკეტა, ოპერაციაც მქონდა დანიშნული. საქმეს გადავხედე და მოვემზადე ოპერაციის ჩასატარებლად. სამი საათი გაგრძელდა. ბოლოს დაქანცული გამოვედი. როგორც კი კაბინეტში შევედი ტელეფონის ხმა შემომესმა. გაბრო რეკავდა.
- საავადმყოფოს წინ მიდგას მანქანა და გამოდი.
- კარგი ახლავე.
ხალათი გავიხადე და საავადმყოფოდან გავედი. მანქანა დავინახე და მასში მჯდომი გაბროც. ჩავჯექი და გაბროს გავხედე.
- რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ სადღაც უნდა წაგიყვანო.
- გაბრო საქმეები მაქ საავადყოფოში.
- საავადმყოფოს პონტში ყველაფერი მოგვარებულია.
- კარგი- ვიცოდი რომ ტყუილა გავკაპასდებოდი და დავემორჩილე. ალბათ, უფროსს დაელაპარაკა, არ გაუჭირდებოდა.
- მაინც სად მივდივართ?
- მოითმინე სესილია- მითხრა და გაიღიმა. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა. საშინლად მომინდა მეკოცნა ჩაჩხვლეტილზე, და ვაკოცე კიდეც. გადავიხარე და ვაკოცე. შეკრთა მაგრამ გამოერკვა და გამიღიმა.სახე მის სახესთან ახლოს მქონდა.
- სესილია როდიდან მეძახი?
- დღეიდან!- მითხრა და თვალებში საოცარი სითბოთი შემომხედა.
- კარგი- ისევ ადგილს დავუბრუნდი- მეც დღეიდან დაგიძახებ გაბრუნიას!- ვიცოდი რომ არ მოეწონებოდა. როგორც ხდება ხოლმე, ბიჭებს არ მოსწონთ მსგავსი მოსაფერებელი სახელები.
- არა
- მაშინ მეც არა- ვუთხარი და ჯიქურ მივაშტერდი. მხოლოდ ჩაიცინა და თავი გადააქნია.
- კარგი სესილი, მოვედით- მესიამოვნა ჩემი რომ გავიტანე და ღიმილით გავიხედე მინიდან. ვერტალიოტი!
- ვერტალიოტით ვიფრენთ?
- დიახ!
- აუ რა მაგ...- აღარ დამაცადა და ტუჩებზე დამეწაფა. მიკოცნიდა ბაგეებს და მეჩურჩულებოდა.
- მაგიჟებ სესილი... - ამოიჩურჩულა ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია ჩემი ტუჩებიდან.- გაგრძელება იქნება... ახლა კი გადავიდეთ.- წამოვწითლდი. შეამჩნია და ჩაიცინა. ასეა, ოდნავი რამ და ეგრევე ვწითლდები. კარები გამოღო, გადმოვედი და ერთად მივუახლოვდით ვერტალიოტს. პილოტს რაღაც გადასცა და კარები გამიღო. მაშინვე ჩავჯექი, გვერდით მომიჯდა და შემათვალიერა. რაღაც აინტერესებდა მივხვდი.
- რა იყო?
- იმედია ფრენის არ გეშინია.
- არა ვგიჟდები- აღფრთოვანებულმა შევძახე. პილოტმა ღიმილით გადმომხედა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი.
- გიჟი ხარ!
- არც შენ ხარ ნაკლები- ნიშნისმოგებით გადავხედე გაბროს. მხოლოდ გამიღიმა და „ყურსასმენები“ გამომიწონდა. დავიმაგრე და აფრენის მოლოდინით გავირინდე. ავფრინდით! გაბროს მზერა ვიგრძენი. მისკენ გავიხედე და გავუღიმე. ისევ ფანჯარას მივუბრუნდი, მაგრამ მის მზერას ისევ ვგრძობდი. თვალს არ მაშორებდა. მალე ერთი კორპუსის სახურავზე დავჯექით. გაბროს გავხედე. ისევ მე მიყურებდა.
- რამდენ სართულიანია?
- 20
- რაა?
- სიმაღლის გეშინია?- მითხრა ისეთი ხმით რომ როგორც მივხვდი ჩემი გამოწვევა სურდა.
- არა!
- მაშინ წავედით.
კარები გააღო და ჩამოსვლაში დამეხმარა. როგორც კი გადავედი დიდ „პუფს“ მოვკარი თვალი.გაბროს აღფრთოვანებული მზერა ვსტყორცნე. მზერა მოვაშორე და თბილის გადავხედე. ულამაზესი იყო. ანძა და ეშმაკის ბორბალი ახლოს ჩანდა. ვერტალიოტი მალევე აფრინდა.კიდეზე გავედი და ღიმილით გადავხედე საყვარელ ქალაქს. მართალია აქ არ გავზრდილვარ მაგრამ მაინც რაღაც გასაკუთრებულად მიყვარდა ეს ქალაქი. ვერცერთი სხვა მსოფლიოს ქალაქი შეცვლიდა ჩემში მის ადგილს.გაბრო მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა. თვალები დავხუჭე და ღიმილით შევტრიალდი მისკენ. ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე. კოცნა დავუტოვე. შეკრთა. თვალებში ჩავხედე. ჩემს საყვარელ თვალებში... გამიღიმა და ჩვენს შორის მანძილი გააქრო. მთელი გრძნობით მკოცნიდა. ცდილობდა ნაზად მომპყრობოდა და გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ ბოლოს ძალიან მაგრად მიმიკრა და მთელი ვნებით დამიკოცნა ბაგეები. ვუსმენდი მის გახშირებულს სუნთქვასა და გულისცემას. შეწყვიტა და შუბლი მომადო. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და სიამოვნებას მანიჭებდა. მისი ხელები ჩემს ზურგზე დასრილებდნენ და თითებით მეფერებოდნენ. თვალებში შემომხედა და გამიღიმა. ვგიჟდებოდი მის არაამქვეყნიულ ღიმილზე! როგორ უჩნდებოდა ჩხვეტა ლოყაზე და როგორ უციმციმებდა თვალები. მხოლოდ დღეს შევნიშნე რომ შეცვლილიყო. გარეგნულად არა. ისევ ისეთი იყო. მხოლოდ სიმარლეში გაზრდილიყო, ასევე უფრო დაკუნთული იყო. მაგრამ შინაგანად იყო შეცვლილი. უფრო დაკაცებულიყო. სერიოზულობა მაშინაც არ აკლდა მაგრამ ახლა სხვანაირად სერიოზულობდა. თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი მათში რაიმე ამომეკითხა. მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე, გარდა იმისა რომ მათში სითბო და ვნება იყო თვალსაჩინო. და... სევდაც ...
- დავჯდეთ. - პუფი ძალიან დიდი იყო ამიტომ თავისუფლად მოვთავსდით.
- ბოდიში
- რაა? რისთვის?...- მართლა ვერ ვხვდებოდი რისთვის მიხდიდა ბოდიშს.
- ალბათ, უფრო გაგიხარდებოდა მაგიდა მათზე მოთავსებული ღვინითა და სანთლებით, მაგრამ მე და რომანტიკა ვერავართ ერთად კარგად.
- აუფ. მე და რომანტიკა ხო რას ამბობ, შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე.
- არა! ვერ დავუშვებ რომ ჩემს გარდა ვინმე გიყვარდეს! - მოჩვენებითი სიბრაზით წარმოთქვა.მის ნათქვამზე ჩამეცინა. თავი ისევ მკერდზე დავადე და მისი გულის ფეთქვის მოსმენა დავიწყე. აჩქარებული ჰქონდა... ისე როგორც მე...
- გაბრო- ვუთხარი და თვალებში ჩავხედე- მართლა მომწონს ეს ყველაფერი. მადლობა... - თვალები დავხუჭე და ტუჩები ოდნავ შევახე. საკმარისი გამოდგა რომ ამოქმედებულიყო. უფრო მაგრად ჩამეხუტა და ბაგეები დამიკოცნა. ამ წამს მსოფლიში ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. შენობის სახურავზე ვიჯექი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ერთად და ტუჩებს ვუგემოვნებდი. მეტი რაღაა საჭირო ბედნიერებისთვის? არც არაფერი!..
- მიყვარხარ სესილი დადეშქელიანო!
- მიყვარხარ გაბრო ავალიანო!
მთელი საღამო ხან ერთმანეთს ვუცქერდით, ხან ჩახუტებულები ვეფერებოდით ერთმანეთს, ვკოცნიდით და მოკლედ რომ ვთქვათ ნეტარებაში ვიყავით.მინდოდა ეს საღამო საუკუნედ გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ საღამომაც ჩაიარა. დილით გაბროს სახლში გამომეღვიძა, მის ოთახში...

*** 15 თავი

იქ ჩამძინებია. გაბრომ კი გაუღვიძებლად წამომიყვანა.
- სულ ხელშიაყვანილი მოგყავდი?
- რავი მანქანით არ გამჭირვებია, თან იმდენად მძიმეც არა ხარ.
- ცუდი ბიჭი ხარ!
- მაშინ შენც ცუდი გოგო გამოდიხარ, რადგან მე შემიყვარე. - მითხრა და თვალებში შემომანათა მისი თბილი მზერა.
- და რა იცი რომ მიყვარხარ?! - სერიოზული სახე მივიღე და ცოტა გაკვირვებულიც. ნუ მე ხო ცნობილი ვარ სამეგობროში როგორც მსახიობი. ბევრჯერ მომიტყუებია ადამიანები რომ ცუდად გავმხდარვარ და ამით არასასიამოვნო სიტუაციიდან გამოვმძვარვარ. სახე გაუშეშდა და თვალებში თბილი სხივი გაუქრა.
- მოემზადე და მე გაგიყვან საავადმყოფოში.- ცივი ტონით მითხრა, არ ვიცი რა დამემართა. გავოგნდდი! არ მეგონა ეს თუ ასე იმოქმედებდა მასზე. და საერთოდ, სერიოზულად თუ მიიღებდა ამას. მაგრამ, მაინც ვეცადე სიტუაციის განმუხტვას და ჩავიცინე.
- არა! - სიცილი შევწყვიტე და მტკიცე ხმით ვუპასუხე. ნელა შემოტრიალდა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ჯიქურ მომაშტერდა.
- არა არ წამოვალ ასე!
- ასე როგორ?- ისევ ისეთი ცივი ტონი ჰქონდა.
- აი ასე!- ამოიოხრა და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა.ჩვენს შორის 1 მეტრიც არ იყო დაშორება.
- რა გინდა?- ისევ ისეთი ტონი. ახლა გავგიჟდები!
- ჯერ რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ- ეს თითქმის ბრძანება იყო რომ საუბარი უნდა დამეწყო.
- კარგი, გეტყვი- თვალები ავარიდე, დაბლა დავიხედე და ისევ თვალებში შევხედე ამაყად- დებილი ხარ!
- მე კი არა შენ ხარ დებილი!
- რაა?- ვერ მივხვდი რა იგულისხმა. უფრო მომიახლოვდა, ჩვენს შორის მცირე მანძილი იყო. მზერა არ მოუშორებია ჩემი თვალებისთვის, მხოლოდ მაშინ როცა ირონიულად ჩაიცინა, თავი გადააქნია და ისევ ირონიული მზერა მტყორცნა. უცებ დასერიოზულდა, ოდნავ მიჯიკა და კედელს მიმაჯახა. ერთი ხელი თმებში შემიცურა, მეორე კი წელზე მომხვა და ველური კოცნა დაიწყო. მეც ავყევი და კისერზე შემოვხვიე ხელები. ხელი ნელა ჩააცურა და მაგრად მომიჭირა. თავით კედელზე ვიყავი მიყუდებული, წელსქვემოთ კი მთლიანად მასზე ვიყავი მიკრული.კოცნა მოულოდნელად შეწყვიტა და ტუჩები ყურისკენ გააცურა, მისი კოცნის კვალი სასიამოვნოდ მეწვოდა.
- ამას ვერასოდეს დავიჯერებდი!- ჩამჩურჩულა და ბიბილო კბილებს შორის მოიქცია. დაუფიქრებლად ამოვიკვნესე. მაგრამ ამით ცოტა შემრცხვა. ვერ ვხედავდი მაგრამ მივხვდი რომ იღიმოდა.
- მაშინ უნდა მოვემზადო.- ჩემი სიწითლის დასაფარავად ამოვიჩურჩულე. ყურთან სველი კოცნა დამიტოვა და კარებისკენ წავიდა.
- მანქანაში დაგელოდები- უკანმოუხედავად მითხრა და კარიდან გავიდა. მის ხმიდან მივხვდი რომ იღიმებოდა. სააბაზანოში შევედი და ჩემი ბრწყინავი თვალების დანახვისას ყურებამდე გამეღიმა. ბედნიერი ვიყავი, უზომოდ ბედნიერი! სწრაფად მოვემზადე და მანქანამდეც მივაღწიე. სწრაფად ჩავჯექი. გზაში არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ვამჩნევდი როგორ გადმომხედავდა გვერდულად, მაგრამ მხოლოდ ძლივსშესამჩნევად ვიღიმოდი. მინდოდა შემეხედა, მაგრამ თავს ვიჭერდი. საავადმყოფოსთან გააჩერა და ჩემსკენ გამოიხედა.
- საღამოს გამოგივლი და სახლში გაგიყვან. იქედან კი რესტორანში.
- რესტორანში?
- ხო. რეზიმ დამირეკა საღამოს ვიკრიბებით ძველი სამეგობრო და გელოდებიო. მარიმ არ დაგირეკა?
- არა არ დაურეკია მარიას. ალბათ, დღეს დამირეკავს.
- კაი მიდი მაშინ და გამოგივლი საღამოს- შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. მეც გავიღიმე და გადმოვედი.
დღემ დამღლელად ჩაიარა. ორი ოპერაცია მქონდა. ორივე რთული. შუადღისას მარიამაც დამირეკა და მაცნობა შეკრებაზე. ისეთი რეაქცია მივიღე თითქოსდა აქამდე არ ვიცოდი. მინდა რომ ამ საღამოს მარია ჩემთან წამოვიყვანო და გაბროსთან ურთიერთობაზე ვუთხრა. ვიცი რომ გაბრაზდება, აქამდე რას ელოდებოდი, რატომ არ მითხარიო. ვაიმე რა მელოდება წინ! მაგრამ ვიცი რომ გაუხარდება. შეიძლება ჩემზე მეტადაც.
საავადმყოფოდან გამოვედი თუ არა მუხლებთან შავმა “BMWm6 coupe” გააჩერა. მინები ჩაბურული ჰქონდა, ამიტომ მძღოლს ვერ ვხედავდი. მხოლოდ, მაშინ გამოვფხიზლდი როცა მანქანიდან გაბრო გადმოვიდა.
- აბა, როგორ მოგწონს შენი ახალი მანქანა?
- რაა? ეგ ჩემია?
- არა, ეს არა. აი ის- მითხრა და თავი მარცხნივ გაიქნია. უკან ზუსტად იგივე ოღონდ წითელი მანქანა იდგა, გვერდზე შავი ზოლით. გაოგნებული ვუყურებდი, გაბრო კი მის შავ მანქანას აყუდებულიყო და სიგარეტის კვამლის მიღმა სასიამოვნოდ იღიმოდა. მისკენ ჯერკიდევ გაოგნებულმა გავიხედე.
- გაბრო...- ძლივს ამოვილუღლუღე და ჩემი „წითურისკენ“ გავწიე. ოჰ, აი სახელიც ჩემი მანქანისა. „წითური“- მომწონს!
მანქანასთან მისული ვიყავი როცა ხურგზე მისი ხელები შემეხო. გამოვფხიზლდი და ირგვლივ ჩამვლელი ხალხი შევნიშნე, რომლებიც მოგვშტერებოდნენ. უმეტესობა მანქანებისა და ჩვენ დანახვაზე ხვდებოდნენ რაც ხდებოდა და გვიღიმოდნენ. გაბროსკენ შევტრიალდი და ყურებამდე გავეკრიჭე.
- მადლობა- ვუთხარი და კისერზე მოვეხვიე, ნუ უფრო ჩამოვეკიდე. ყელზე მაკოცა და დამატრიალა.
- სესილი, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, შენს გამო მთელ სამყაროს შევეწინააღმდეგები, ბუნების კანონებსაც უყოყმანოდ დავარღვევ. შეუძლებელს შევძლებ შენთვის.მიყვარხარ! ჩემი საოცნებო ქალი ხარ!- ეს იყო სიტყვები რომლის მოსმენაც მთელი ცხოვრები მინდოდა. მინდოდა ჩემ საყვარელ კაცს ჩემთვის ეთქვა რომ უზომოდ ვუყვარდი და ჩემს გამო ყველაფერს შეძლებდა, შეუძლებელსაც კი!
- ბავშვობაში ბედნიერ წყვილებს რომ ვხედავდი ჩემს საოცნებო კაცსაც წარმოვიდგენდი ხოლმე. იცი... შენ საოცნებო კაცზე უფრო მეტი ხარ, ღმერთმა ის ბედნიერი ოცნება ამიხდინა რომლის ოცნებას ვერც კი ვიფიქრებდი. მიყვარხარ გაბრო ავალიანო! არაამქვეყნიური სიყვარულით მიყვარხარ! არც კი ვიცოდი თუ ასეთი სიყვარული შემეძლო. - თვალებში ვუყურებდი და მათში ბედნიერებას ვხედავდი, სიხარულს, სითბოს, სიყვარულს... ისე მჭიდროდ მეხვეოდა რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა, უფრო სწორად, ჰაერით სუნთქვა მიჭირდა. ამ წამს მე მისით ვსუნთქავდი, მისით ვცოცხლობდი და მისით ვბედნიერდებოდი.
- მაბედნიერებ ქალბატონო სესილი!- თვალებში შემომხედა და ჩემი საყვარელი ღიმილით მითხრა.
- არ გამიფრინდეთ პატონო გაბრო, ფრთები ამისთვის კი არ უბოძებია ღმერთს თქვენთვის! - ორივეს გაგვეცინა.
- დიახაც გავფრინდები! - შუბლი ჩემსას მიადო- ოღონდ მხოლოდ შენთან ერთად ქალბატონო სესილი. - მისი თითები სახეზე მეფერებონა მეორე ხელით კი მასზე ვყავდი აკრული. ვამჩნევდი ხალხის მზერას, მაგრამ არ მაინტერესებდა. ცხოვრებაში პირველად არ მაინტერესებდა რას იტყოდა ჩემზე ხალხი. ყოველთვის ვნერვიულობდი ამაზე, ახლა კი რას ვაკეთებ, მათ წინაშე ბიჭზე ვარ აკრული და ლამისაა ვაკოცო. იქნებდა ვინმე ნათესავმა მნახოს ან ჩემმა მოშურნემ და ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს ეს ყოველივე, ხომ იცით პატარაა ქვეყანა. მაგრამ არა, მე არ ვნანობდი ამ ყველაფერს, არ მაინტერესებდა სხვა არაფერი გარდა გაბროსი. და აი... ამ ხალხის წინაშე ჩემი ფიქრებიც სისრულეში მოვიყვანე და გაბროს ბაგეებს დავეწაფე. არ ელოდა, ვიცი რომ არ ელოდა ხალხის წინაშე ჩემს ასეთ მოქმედებას, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მხოლოდ ამის გამო იკავებდა ისიც თავს. ჩემმა მოქმედებამ ანიშნა რომ არ მაინტერესბედა ეს ყოველივე და ისიც დაეწაფა ჩემს ბაგეებს. ერთი-ორჯერ დავუკოცნეთ ერთმანეთს ტუჩები და სამყაროს დავუბრუნდით.
- გვერჩქარება!
- იმედია პრობლემა არ იქნება თუ ჩემი მანქანით გამოგყვები უკან- ვთქვი და დაველოდე მის პასუხს. მომღიმარი თვალებით შემყურებდა, ვიფიქრე რომ არ დამთანხმდებოდა, ამოტომ სიბრალულით სავსე თვალებით შევხედე და ყელზე ხელით თხოვნის გამომხატველი მოძრაობა გავაკეთე, რაზეც გულიანად ჩაეცინა.
- კარგი.
- იეეს. ჰერი ჰერიი ჩემი სახლისკენ! - წამოვიყვირე და ხელები ავწიე.
მაშინვე მანქანაქში ჩავჯექი და სალონი მოვათვალიერე.
- საუკეთესოა!- წამოვიძახე და გაბროს გამოხედვაც მივიღე. გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და თავისი „შავტუხასკენ“ წავიდა მისთვის დამახასიათებელი დინჯი ნაბიჯებით. მის სიარულზეც კი ვგიჟდებოდი!
სახლისაკენ დავიძარით. გაბრო ნელა დადიოდა. და ვიცი რომ ამას ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებდა. იცოდა რომ ნელა სიარული მაბრაზებდა. ხელსაყრელი შემთვევა და ჰოპ!.. გადავასწარიი! სიჩქარეს ვუმატე. გაბრომაც მოუმატა სიჩქარეს და მალე დამეწია. ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ის იყო.
- შეანელე! - მისი ხმა მომთხოვნი და თითქმის ბრძანებლურიც იყო.
- კაი რა!
- ჩქარა!- ეს უფრო მკაცრი იყო. ლამის ყვიროდა. შემეშინდა უფრო არ გაბრაზებულიყო და დავმორჩილდი.
- ოოოო... აჰა !- ავბუზღუნდი და ტელეფონი გავთიშე. ისევ შეანელა. ფანჯრიდან ხელი გადმოწია და ცერა თითი აწია იმის ნიშნად რომ ყმაყოფილი იყო. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მაინც გამეცინა. ზუსტად ვიცოდი რომ ახლა ლოყა ეჩხვლიტებოდა.სახლამდეც მივაღწიეთ.
- პირველი მე შევდივარ სააბაზანოში.- თვალი ჩავუკარი და სააბაზანოში შევვარდი. მაგრამ კარის დაკეტვა ვერ მოვასწარი. სააბაზანოში შემომივარდა და კედელზე ამაკრო.
- ერთად მივიღოთ შხაპი, უფრო ადრეც ვიქნებით მზად. - ვითომ უდარდელად მითხრა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
- რაღაც მეეჭვება უფრო ადრე მოვრჩეთ ბანაობას- ვუთხარი და ეშმაკურად გავუღიმე- ახლა კი გადი, დავაგვიანე... - დასრულებული არ მქონდა, რომ ჩემს ბაგეები დააგემოვნა. მეც ავყევი და კისერზე მოვხვიე ხელები. ოდნავ ამწია, ფეხები წელზე შემოვხვიე. ხელი თმაში შემიცურა და მოფერება დაიწყო. აი ეს არის ჩემი სუსტი წერტილი! ვგიჟდები როცა მისი თითები ჩემს თმებს ეხება. ველურად მკოცნიდა, ნელ-ნელა ყურისკენ გადაიწია. მისი სველი კოცნის კვალი მეწვოდა. ყურთან შეჩერდა.
- გაგრძელება იქნება!- სველი კოცნა დამიტოვა და კარებში გაუჩინარდა. ცოტა ხანი ასე ვიდექი გაღიმებული, მოპირდაპირე კედელზე სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ გამოსახულებას და ვხედავდი ჩემს თვალებში მოცეკვავე ჭინკებს, მომხიარულეებს. გამვფხიზლდი და შხაპი მივიღე. ოთახში პირსახოცშემოხვეული გავედი. არ მეგონა თუ გაბრო აქ იქნებოდა. მეგონა სხვა ოთახში დამელოდებოდა მაგრამ არა, დივანზე იჯდა. ჩემს დანახვაზე ადგა, თავიდან ფეხებამდე შემთვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- სააბაზანო თავისუფალია- უდარდელად ვუთხარი და კარადის კარი გავაღე. უსიტყვოდ წავიდა სააბაზანოსკენ. თვალი გავაყოლე და თან მეცინებოდა მის რეაქციაზე. სანამ გამოვიდოდა წითელი ზურგზე ამოღებული კაბაც მოვირგე და მისაღებში გავედი. მალე ისიც გამოვიდა, მაგრამ არა ჩაცმული. პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. „საზიზღარი! სპეციალურად აკეთებს ამას“. წეღან მე მეცინებოდა მის რეაქციაზე მაგრამ ამ წუთას მეც იგივე სიტუაციაში ვიყავი. მისი სხეულის დანახვაზე ნერწვი ძლივსძიობით გადავყლაპე და თვალი მოვაშორე. უფრო მიახლოვდებოდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე რომ მის წინაშე მუხლები არ მომკვეთოდა. მომიახლოვდა და გამიღიმა. შებრუნდა და ოთახის კარში შევიდა.“ საზიზღარი“ მართალა მეგონა რომ მაკოცებდა ან რაიმე მსგავსი. სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.მალე რესტორნის გზას გავუდექით, ოღონდ მხოლოდ მისი „შავტუხათი“. გაბრო შავ შარვალსა და თეთრ საროჩკაში საოცრად სიმპატიური იყო. ნელა გავხედავდი და გავიღიმებდი ხოლმე. მხოლოდ ოდნავშესამჩნევად ეღიმებოდა. რესტორნამდეც მივაღწიეთ. გაბროს ისე დაამუხრუჭა მგონი მთელმა რესტორანმა გაიგო ჩვენი მოსვლა. გაბრომ კარები გამიღო, გადავედი თუ არა წელზე ხელი შემომხვია და ყურთან მომიაახლოვა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები- ყურთან მაკოცა და რესტორნისკენ მიბიძგა. ვხედავდი მრავალ წყვილ თვალებს, რომლებიც ჩვენ მოგვშტერებოდნენ. ამყველაფერს მხოლოდ მეცინებოდა.გაბრო მიხვდა ჩემი ჩაცინების მიზეზს და თვალი ჩამიკრა. რესტორანშიც შევაბიჯეთ.

*** 16 თავი

ისევ ჩვენ გვიყურებდა ყველა.
- მისვია რამე?- გაბროს გავხედე ეჭვნარევი და მხიარული თვალებით.
- კი... სილამაზე.- მითხრა და გამიღიმა. ჩვენებისკენ გავწიეთ. ანიმ და მარიამ რასაც ქვია დამახრჩვეს.
- სესიიი... - სამივე ერთმანეთს ვეხუტებოდით. ამხელა გოგოები პატარა ბავშვებივით ვიცინოდით ყველაფერზე. სუფრასთან გაბრო ჩემს პირდაპირ იჯდა და ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს ჩვენი მზერა. „უბრალოდ“ ლოყა ეჩხვლიტებოდა.
- აუ სეს უფრო ხშირად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს? (ანი)
- აუ ბოდიში რომ ვერ გხვდებოდით რა, ხო იცით ჩემი განრიგი. ავანაზღაურებ- გავიკრიჭე და ლოყა დავუკოცნე ორივეს.ბიჭებს გავხედე, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.
„ რაღაც კარგი სახეები არ აქვთ. “ რეზიმ შემნიშნა და საუბარი შეწყვიტა. გაბრომ მე გადმომხედა, ეშმაკური მზერა ჰქონდა. ნელ-ნელა ადგა. მივხვდი რასაც აპირებდა და თავი გავაქნიე. დამინახა მაგრამ მაინც ჩემკენ წამოვიდა. ჩემს წინ დადგა. ნელა ავდექი. ხელი წელზე მომხვია. უკვე ჩვენები ყველა ჩვენ გვიყურებდნენ. ერთი მხრიდან მთლიანად მასზე ვიყავი აკრული. გაკვირვებულები გვიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მრცხვენოდა... ცუდი არაფერი არ გაგვიკეთებია და ზუსტად ვიცოდი რომ გაეხარდებოდა ოთხივეს მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.ისიც ვიცოდი რომ მარია და ანი გაბრაზდებოდნენ რომ არ ვუთხარი.
- გვინდა რაღაც გითხრათ. მე და სესილი...- თქვა და მე შემომხედა, თითქოსდა ნებართვის აღება უნდოდაო, მაგრამ ახლა რა აზრი ჰქონდა უარის თქმას. თავი დავუქნიე. გამიღიმა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა.- ერთად ვართ.
- რაა?- რამოდენიმე ხმამ წამოიძახა, მგონი რეზი და ანი იყვნენ. მარია და ლევანი კი უბრალოდ გაშტერებულები გვიყურებდნენ. რამოდენიმე წამი გავიდა ასე. შემდეგ მარია ადგა და წინ დოინჯშემოყრილი და გაბრაზებული სახით დამიდგა.
- ამას მიმალავდი ქალბატონო?!
- ბოდიში რა- ჩუმად ვუთხარი და მუდარით შევხედე.
- რა ბოდიში გოგო!- კივილი მორთეს და ერთდროულად მომვარდნენ ანი და მარია. მეხუტებოდნენ და თან კიოდნენ. ესენი სულ კივიან, ცოტა და ეგრევე კივილს მორთავენ ხოლმე.
გაბრო ბიჭებისკენ წავიდა და თითოეულს მოეხვია. შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ და ჩამეხუტნენ. აი ბიოლოგიური ძმები იყვნენ ესენი ჩემი. რეზისთან ისე ვიყავი როგორც ჩემ დასთან. ლევანი უფრო თავშეკავებული ტიპი იყო, მაგრამ აი დასავით ვყავდი. მართალია, ბოლო დროს ჩამოვშორდი ამ სასტავს, მაგრამ მაშინ გაბროს გამო არ შემეძლო მათთან ყოფნა. ყოველთვის როცა მათთან ვიყავი საერთო მოგონებები მახსენებდა თავს, რომელიც ასევე გაბროსაც ეხებოდა და ეს ყველაფერი გულს მტკენდა.
- უხ, შენ ვინ ყოფილხარ!- თქვა და გაბროს გაჰკრა მუჯლუგუნი რეზიმ.
- აბა შენსავით შინაბერა ხომ არ იქნება ტო - ლევანის წამოძახილზე ყველას გაგვეცინა.
- და მე რომ არა ვარ შინაბერა?- რეზის თქმის შინაარსი ყველა მაშინვე გავიფიქრეთ და კითხვით სავსე მზერა მივაპყარით- არის რა ერთი გოგო
- ვაა- ყველამ ერთდროულად წამოვიძახეთ და რეზის დაკითხვა მოვუწყვეთ. მოსწონს თურმე მაგრამ იმ გოგოს გრძნობები არ იცის.
- მე მღალატობ რეზიი...- მარიამ გაბრაზებული სახე მიიღო და ტუჩები გამობურცა.
- შენ მუდამ ჩემს გულში ხარ ფერია!- მაგარი საყვარლები იყვნენ ეს „და-ძმა“ . საღამო მხიარულად გავატარეთ და მოსაზრებაც გამოვთქვით რომ ოქტომბერში სადმე ერთად წავიდოდით რამოდენიმე დღე. სიგარეტის კვამლისა და სასმელების სუნისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა და რესტორნის აივანზე გავედი. აქედან თბილისი ძალიან ლამაზად ჩანდა. გაბროს სუნამოს სუნი მეცა, ნელა შემოვტრიალდი, წინ ოდნავ ნასვამი გაბრო მედგა. ასეთ მდგომარეობაში თვალებში ჭინკები უთამაშებდა.
- რატომ არ მითხარი თქმას თუ აპირებდი?- მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და ისევ შევტრიალდი. გვერდზე დამიდგა და მოაჯირს დაეყრდნო.
- მეც არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავაკეთებდი.- მშვიდად მითხრა და თბილისს გახედა.
- მერე გეკითხა და ერთად გადაგვეწყვიტა.
- გეწყინა?- არ იმჩნევდა მაგრამ მის ხმაში წყენაც იგრძნობოდა.
- არა... უბრალოდ მოულოდნელი იყო. - ცოტა ხანს ისევ სიჩუმე იყო, ორივე ჰორიზონტს გავყურებდით და ხმას არ ვიღებდით. ისევ მე გავარღვიე სიჩუმე- ახლა რა იქნება გაბრო?
- რას გულისხმობ?- შემოტრიალდა და თვალებში მომაშტერდა.
- აწი რას ვაპირებთ?.. უბრალოდ ჩვენი საერთო მომავალი მაინტერესებს.
- და რა გინდა რომ მოხდეს?
- არ ვიცი... - მივხვდი რომ ჩემი პასუხი არასწორად გაიგო და სწრაფად დავამატე- რაც არ უნდა იყოს, მთავარია შენ იყო ჩემთან.- მისკენ შევბრუნდი, წელზე ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე.
ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა.
- არასდროს მიმატოვო გაბრო... რაც არ უნდა მოხდეს.მპირდები?
- გპირდები - მისი მჯეროდა მაგრამ მის ხმაში იყო რაღაც კიდევ... რაღაც სევდიანი... რაღაც აჩერებდა და ართმევდა მისი სიტყვებში რწმენას.მეშინოდა... ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებას გაბროს გარეშე. მის გარეშე ვერ გავძლებდი,ადამიანები ხომ უჰაეროდ ვერ ძლებენ.
*** 17 თავი
ერთი თვე გავიდა. მე და გაბრო ისევ ისე ვართ. ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. უამრავი კითხვა მაქვს ჩევნს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვეკითხები. მასთან ხმას არ ვიღებ, მასთან ყველაფერი მავიწყდება. მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა. ვიცი რომ გაბრო არ მიმატოვებს და ამის იმედი მაქვს.

აი გათენდა კიდეც. ჩემდაგასაკვირად მაშინვე გამეღვიძა. მოვემზადე და კომპიუტერს მივუჯექი. ჯერ რვის ნახევარი იყო, ლექცია კი ათზე მქონდა. საავამყოფოში იქედან წავიდოდი. გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში ჩემი მოტოციკლეტით გავსულიყავი. მთელი ეს დრო გაბროს ნაჩუქარი მანქანით დავდიოდი, არც მანამდე მივსულვარ საავადმყოფოში ან ანივერსიტეტში მოტოთი. ან ტაქსი ან საზოგადროებრივი ტრანსპორტი. სიმართლე რომ გითხრათ არც კი ვფიქრობდი მანქანის ყიდვას. საერთოდ არ მაწუხებდა ასე სიანული. დღის ბოლოს მოტოთი ვსეირნობდი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება.
საათ ნახევარი ხან კომპიუტერს ვუყურებდი და ხან ტელევიზორს. გაბროს ამ დილით არ დაურეკია, რაც მიკვირდა. ყოველ დილით მირეკავდა. უკვე ცხრა საათი იყო, ამ დროისთვის ყოველთვის მეღვიძა, ეს მანაც იცოდა და მირეკავდა. აჰა, აჟღერდა ტელეფონი. გაბადრულმა ტელეფონს ვწვდი და ნაცნობი ნომრის დანახვისას გული ამიფრთხიალდა.
- გისმენ
- რას შვრები?
- რავი არაფერს. შენ?
- არ გინდა დღეს გავისეირნოთ?
- მმმ... კი რატომაც არა. ოღონდ დღეს ოპერაციები მაქვს და არ ვიცი როდიდან მეცლება.
- კაი დამირეკე და მოგაკითხავ.
- არა. არ მომაკითხო.
- რა?რატო?-
- იცი? დღეს გადავწყვიტე მოტოთი წავიდე სამსახურში.
- რაა?- ჩაეცინა. დამპალი!
- ოოო... მადლობა გამხნევებისთვის.
- კაი რა გამხნევება.
- აუუ, მეც არ ვიცი ღირს თუ არა.
- კაი რატო არა. მაინცდამაინც ასაკოვანივით უნდა გეცვას სამსახურის გამო?!
- მოიცა რა? ანუ მე სამსახურში ასაკოვანივით მაცვია?!
- არა ეს არ მიგულისხმია - ჩაეცინა - სიმართლე რომ გითხრა ეს მხოლოდ გასამხნევებლად გითხარი- ისევ ჩაეცინა. ჩაჩხვლეტილი ლოყა დამიდგა თვალწინ და ისევ გამეღიმა. ვაიმეე!.. მინახია ჩაჩხვლეტილი ლოყა ხშირად, მაგრამ მისი მაგიჟებს!
- კაი საღამომდე. უნდა მოვემზადო.
- არ გადაყირავდე მოტოზე!
- მოგკლავ იცოდე!
- ხო კაი ბოდიში- სიცილით დააყოლა.
- გაბრო, საღამოს რაღაცაზე მინდა დალაპარაკება.
- მეც
- რაზე?
- შენ რაზე?
- ჯერ შენ
- შენ მითხარი პირველი
- მე გკითხე პირველი
- შენ წამოიწყე და დააყოლე ბარემაც
- ოოო... ხო კაი საღამოს გავიგებთ ორივეს.
- კაი, საღამომდე- სიცილით დამემშვიდობა. ბავშვურობა რომ არ გავურიოთ არა რა! გავიცინე და ტელეფონზე ლელას ნომერი ავკრიფე.

- კაი ასე უნდა ყველას დავიწყება?!- წამოვიყვირე როგორც კი ყურმილი აიღო.

- აუ მაპატიე რა ფისუნაა..

- ხო კაი ოღონდ ნუ მეძახი რა ამ ფისუნაას

- აუ რა არ მოგწონს?!

- ხო კაიი. რას შვრები როდის ჩამოდიხარ?- ჩემი და უკვე ოთხი თვეა რაც გერმიანიაშია წასული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით. ბიზნესვუმენია გოგო.

- ერთ კვირაში ფისუნა. დამხვდები აეროპორტში?

- დაგხვდები აბა რას ვიზამ. რა ხდება იქითკენ?- ეშმაკური ხმით ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.

- ოხ ფისუნიაა

- კაი რა მითხარი და ჩამოარაკრაკე დროზე!- გავიცინე და წარბები ავათამაშე. ძაან დაინახავდა რა სესილი!

- ოოო... არაფერი. ისევ ისე ვართ. ხან მეჩხუბება, ხან მეხუტება და გაშეშებული მტოვებს. უფ... არ ვიცი რა... არაფერი არ ვიცი უკვე...- იოანე ლელას ბიზნეს პარტნიორია. ვიცი რომ უყვარს ჩემი და, მაგრამ არ უტყდება. შეიძლება იტქვას რომ მისი გაგიჟება უნდა. ალბათ, გგონიათ რომ იოანეს ვიცნობ და მან მითხრა ეს ყველაფერი. არა, ეს მე გავარკვიე. პირველად ლელას სამსახურში ვნახე, ეგრევე შევნიშნე რომ მოსწონდა ლელა. როგორ შეიძლება მაღალი, ჩამოსხმული, ლამაზი ნაკვთების გოგო არ მოგეწონოს! მე ეს მხოლოდ ნახვისგან არსებულ სიმპათიას მივაწერე. მაგრამ როცა გავიგე რომ ერთად უნდა წასულიყვნენ, გავარკვიე და გავიგე რომ ეს ყველაფერი იმ ვაჟბატონს ჩაუწყვია. რათქმა უნდა, ლელას არფერს ვეუბნები ამის შესახებ.

- გამიგიჟა რა ამ ბიჭმა გოგო!

- აუ სესიი... რამე მირჩიე რა?!

- გიყვარს?- ჩემმა ასეთმა პირდაპირმა კითხვამ ცოტა დააბნია მგონი ლელა. შეყოვნდდა და მხოლოდ შემდეგ მიპასუხა

- არ ვიცი- ჩუმად ამოიჩურჩულა მაგრამ მაინც კარგად გავიგე მისი ჩაფიქრებული ხმა.

- მოგწონს?

- არ ვიცი

- მაშინ რა იცი!- აღშფოთებულა წამოვიძახე და პასუხს დაველოდე.

- აუ არ ვიცი სესი, მართლა არაფერი ვიცი. ვაღიარებ რომ მასთან რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. მისი საყვედურიც კი მსიამოვნებს, გესმის? მასთან მარტო რომ ვარ ვკანკალებ, მაგრამ არ შიშისგან. არა. რაღაც სხვაა. სულ სხვა. მინდა რომ შევეწინააღმდეგო როცა მეხუტება, მაგრამ ძალა არ მაქვს. მუხლები მიკანკალებს და მის შეხებაზე ვკრთთი. არ ვიცი... არ მინდა ასე დაუფიქრებლად ვთქვა რომ მიყვარს.

- ვაიმე ლელა! წამით გათიშე შენი ჭკუამახვილი გონება და გულს მოუსმინე, გაიგე?! არ გონება და არც სხვა რამე გეტყვის რამე სწორს, გარდა გულისა. გულს მოუსმინე და გაიგებ... გაიგებ გიყვარს თუ არა.

- მაგრამ მეშინია, მისი გასართობი არ ვიყო. ხომ იცი როგორი სახელიც აქვს თბილისში. გოგოების ცვენაა მასზე, და ყველამ კარგად იცის როგორი ბაბნიკია.

- გოგო სხვისას რა უნდა გაიგო, როცა შენი ვერ გაგიგია!

- ხო მგონი მართალი ხარ.

- კი,კი მართალი ვარ. ლელა... ბაბნიკებიც იცვლებიან.

- რა მტკიცედ ამბობ, თითქოს ეს გამოცდილი გქონდეს.- თქვა და ჩაიცინა. მან არაფერი არ იცის გაბროზე. ვიცი ცუდად ვიქცევი, ის ყველაფერს მეუბნება მე კი ვდუმვარ. უბრალოდ ჩავიცინე. მახსოვს როგორი ბაბნიკი იყო გაბრო წარსულში, ის გოგოც მახსოვს პლაჟზე, ნომრები რომ გაცვალეს. როგორ ვეჭვიანობდი. ახლა რომ მახსენდება მეცინება.

- კაი ლელა უნდა გავიდე. ლექცია მაქვს სტუდენტებთან ათზე და უნდა მოვემზადო.

- კაი სეს აბა შენ იცი.

- უი ისე ლელა დღეს პირველად მივდივარ სამსახურებში მოტოციკლით.

- აუ ფრთხილად რა ძაან გთხოვ.

- კაი კაი. რომ ჩამოხვალ არ გინდა სვანეთში ჩავიდეთ, მალე მოთოვს კიდეც იქ.

- აუ კი რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, მრცხვენია უკვე.

- ხოდა გადაწყვეტილია. კაი წავედი და გკოცნი.

- მეც გკოცნი

ტელე საწოლზე მივაგდე და გარდერობის ოთახში შევედი. რადგან მოტოთი მივდივარ კაბას ვერ ჩავიცმევდი.
შავი „კონბინიზონი“, შავი ტყავის ქურთუკი და ასევე შავი მარალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ქუსლებით უკვე ნატარები მქონდა მოტო, ამიტომ პრობლემა არ იყო. მოტოზე შევჯექი და უნივერსიტეტისკენ გავეშურე. მოტოციკლს მახსიმალურზე მივაქროლებდი რა იყო დასაშვები და ხალხის მზერაზე გულში მეცინებოდა. ნუ ხო ვაღიაროთ სასიამოვნოა ასეთ მოტოზე ქალის დანახვა. თავსახური მეკეთა მაგრამ ჩემი გრძელი და ჩამოშლილი თმები მაინც შრიალებდა. უნივერსიტეტის ეზომდეც მივაღწიე და ეგრევე შევნიშნე სტუდენტების პირდაღებული სახეები. მგონი არავინ იცოდა რომ მოტო მყავდა. თავსახური მოვიხადე და თმა გავისწორე, ნელა გადმოვედი, ჩანთა ავირე და კარებისკენ წავედი. გაკვირვებულ სახეებს არ ვიმჩნევდი და წინ ამაყად მივაბიჯებდი. პატარაობაში ასეთ მომენტში დავიწვებოდი მაგრამ ახლა არა. დროთა განმავლობაში გავიაზრე რომ ხალხის აზრი მეორეხარისხოვანი იყო.
უნივერსიტეტში შევაბიჯე და იმ აუდიტორიისკენ გავეშურე სადაც ჩემი ლექცია ტარდებოდა. ჯერ ხუთი წუთით ადრე იყო მაგრამ მაინც იქ მერჩივნა. მაგიდასთან დავჯექი და აუდიტორიას გადავხედე. არავინ იყო, გარდა ერთი გოგონისა რომელიც წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ჩემი შემოსვლა ვერ შეემჩნია. აქამდეც შემიმჩნევია ეს გოგო. მაშინაც ასე კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. დროთა განმავლობაში ვიფიქრე რომ სწავლით დაინტერესებული არ იყო. წერით დავალებებსაც იშვიათად ვავალებდი სტუდენტებს, ამიტომ ამაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი. ლექციაზე ხმაამოურებლად იჯდა ყოველთვის. ამიტომ ცოტა გამიკვიდა ასე გულმოდგინედ რომ კითხულობდა რაღაცას.ჩავახეველე რომ ყურადღება მიმექცია. გამომხედა და თვალები გაუშტერედა. სტუდენტებთან ძალიან მკაცრი ვიყავი ლექციებზე, მაგრამ ლექციების გარეთ მათი თანატოლი ვიყავი. სტუდენტების უმეტესობას ძალიან ვუყვარდი. მაგრამ ამ გოგოს უფრო შეშინებული თვალები ჰქონდა.
- რას აკეთებ?
- მე... მე... უბრალოდ თქვენს მიერ მოცემულ თემაზე... დამატებით ინფორმაციას ვკითხულობდი.
- მე დამატებითი ინფორმაცია არ მითხოვია- ვუთხარი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი მას.
- ვიცი... უბრალოდ დამაინტერესა.- ამის თქმა ცოტა გაუჭირდა.
- დღეს წინა რიგში დაჯდები.- გაშტერებული შემომხედა- გადმოდი.- ცოტა უფრო თბილი ხმით ვუთხარი და ჩემს წინ სკამზე მივუთითე.ნელა წინ გადმოვიდა.
- შენი სახელი?
- ანასტასია... ანასტასია არაბული.
- კარგი.
ლექციაც დაიწყო. მთელი ლექციის განმავლობაში შიგადაშიგ კითხვებს ვუსმევდი, რომლებზეს ძალიან ადვილად მპასუხობდა და გაკვირვებულს მტოვებდა. გაუვლელი პროგრამაც კი იცოდა, სრულყოფილად არ მაგრამ მაინც.
ლექცია დასრულდა. კარებში გადიოდა როცა დავუძახე და ახლოს მოსვლა ვთხოვე.
- აქამდე რატომ იყავი ჩუმად ლექციებზე?
- მმმ... იცით...- მივხვდი რომ ეუხერხულებოდა.
- არ მითხრა რომ გრცხვენოდა.- ხმისამოუღებლად დამიქნია თავი და დახარა. ძალიან ლამაზი იყო. გამხდარი, ცისფერი თვალებით, სწორი თმით, წითელი ტუჩებით და ძალიან მუქი შავი თმით. იდეალური იყო!
- არასდროს შეგრცხვეს შენი ნიჭის გამოვლენის, არასოდეს!- თავი დამიქნია უხმოდ. - კარგი შეგიძლია წახვიდე, და შემდეგზე ისევ აქ იჯდები.
- კარგით.
უნივერსიტეტიდან გამოვედი და საავადმყოფოსკენ გავწიე. ისევ წყვილი მოშტერებული თვალები. აჰჰ... მომაბეზრებელი იყო უკვე!
ოპერაციები წარმატებულად ჩავატარე. უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა გაბროს დავურეკე და ვუთხარი რომ თავისუფალი ვარ. მოტოციკლთთან ვიდექი როცა გვერდით ტაქსი გაჩერდა და იქიდან გაბრო გადმოვიდა.
- შენ და ტაქსი?- გაკვირვებული ღიმილით მივუდექი გვერდზე.
- ლამის მე დავაჭირე გაზს მის მაგივრად- გაღიზიანებული იყო. ავკისკისდი და სანამ არ გავჩერდი გაღიმებული თვალებით მიყურებდა. ცოტა ხანში გავჩერდი და უხერხულად შევიშმუშნე. ამაზე გაეცინა, მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ასე ვიდექით სანამ არ გამოვფხიზლდით.
- მოიცა შენც ჩემი მოტოციკლით აპირებ წამოსვლას?
- კი ოღონდ სიკვდილისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ მე ვჯდები წინ.- მითხრა და მოტოციკლეტისკენ წამიყვანა.
- ცუდი ბიჭი ხარ!- კისკისი დავიწყე. მანაც გაიცინა და თავზე მაკოცა.მოტოციკლეტზე მოვთავსდით და გზას გავუდექით.
- სად მივდივართ?
- ჩვენ ადგილისკენ.
- სახურავზე?
- კი
- ისე ვერტალიოტით?
- კი- კმაყოფილს ჩამეღიმა. ზურგიდან დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
- ვაიმე გაბრო, მოუმატე სიჩქარეს!
- არა.
- კაი რაა...
- ხო კაი ამ ერთხელ.
სიჩქარეს მოუმატა. მსიამოვნებდა ადრენალინი. ქუჩები უფრო ცარიელი იყო. ქარი თმას მიწეწავდა და სახეზე მელამუნებოდა. აღარაფერი მახსოვდა. მალე მივედით ვერტალიოტამდე. ისევ იგივე გზა გადავიარეთ და „ჩვენს სახურავზეც“ ავედით. ისევ ერთი დიდი პუფი იდო. აქამდეც ხომ იყო ასეთი მომენტი, მაგრამ მაინც ისე მიხაროდა. 28 წლის ქალი სახურავზე დავრბოდი და ვხტუნაობდი. მგონი გავგიჟდი!
- მოდი აბა გამომეკიდე- გამომწვევი თვალებით მივაშტერდი.
- მართლა გინდა რომ გამოგეკიდო?- ეშმაკური მზერითა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ დინჯი ნაბიჯებით. ვერაფერი ვთქვი, ვერ ვერაფერი მოვიმოქმედე. აი ხო გეუბნებოდით არა, გავგიჟდი მე! წეღან ასე ვეტლიკინებოდი და ახლა მიყუჩებული და დაძაბული ვუყურებდი თვალებში. ოჰ, თვალები! ჩემი ნაცრისფერი თვალები! უკვე ჩემს წინ იდგა და გაღიმებული თვალებით მიყურებდა. უნდოდა ჩემს რეაქციაზე გაცინებოდა, თავს იკავებდა მაგრამ მისი თვალები მაინც მოცინარი იყო.
- აღარ მინდა!- უცბად ვუპასუხე და პუფისკენ მივტრიალდი, მაგრამ დამიჭირა და ხელები მომხვია.
- გვიანია ქალბატონო!- ხელში ამიტაცა და ზურგზე მომიგდო.
- აუ გაბროო... დამსვიი...- ვწიოდი და ხელებს ზურგზე ვარტყამდი მაგრამ ამაოდ. პუფზე დამაგდო და ზემოდან მომექცა. თვალებში ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ხელი თმაში შემიცურა და უფაქიზესად შეახო ტუჩემი ჩემს ბაგეებს. მისი თბილი სუთქვა სახეზე მელამუნებოდა. მუცელში პეპლების მაგივრად მთელი ფაუნა მოგზაურობდა. სამყაროს გამოვეთიშე... იმ სამყაროში გადავეშვი, სადაც მხოლოდ მე და გაბრო ვიყავით და არავინ სხვა, არანაირი პრობლემები, არანაირი ყალბი გრძნობები. ნელნელა უმატა კოცნას. რიგრიგობით მიკოცნიდა ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩემს. ხელები კისერზე შემოვხვიე, უფრო მეტად ამიკრო, ფეხები წელზე შემოვხვიე და მეც უფრო ვუმატე კოცნას. კოცნა შეწყვიტა და თვალებში ეშმაკურად შემომხედა. გავუცინე და ისევ მისი ტუჩებისკენ დავიძარი, მაგრამ ისევ უკან დაიხია. თვალებში დაბნეულმა შევხედე.
- რა გინდა სესილი?- მგონი ცოტა ისიც იყო დაბნეული. მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჰქონდა ჩატეხილი.
- მხოლოდ შენთან ყოფნა- ამოვიჩუჩულე და ისევ გავაგრძელეთ ერთმანეთის მიალერსება.

18 თავი

ისევ ვერაფერი ვუთხარი წინა საღამოს. დალაპარაკება მინდოდა მაგრამ ისევ ვერაფერი ვთქვი, ისევ ისეთი სიმყუდროვე იყო რომ მენანებოდა უაზრო ბგერების მიმოსაფანტად. არა მორჩა, დღეს უნდა დაველაპარაკო.
- გაბრო დღეს შევხვდეთ კარგი? სალაპარაკო მაქვს.
- კარგი, მეც მინდა შენთან ლაპარაკი, წინა საღამოს ვერ გითხარი.- ვიცოდი რომ ჩემსავით იყო და ჩამეღიმა.
- კარგი საღამოს შევხვდეთ კაფეში, კარგი?
- კარგი გამოგივლი მანქანით.
- მიყვარხარ!
- მეც!
და საუბარი შევწყვიტეთ.
ისევ ლექციები, ისევ ჩემი გაოცებული სახე და თავჩახრილი არაბული. ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს!
ისევ საავადყოფო. რამოდენიმე ადვილი ოპერაცია და გაბროს ზარი. ჯერ კიდევ კომპანიაში იყო. მითხრა რომ ერთი საათით დააგვიანდებოდა. გადავწყვიტე სურპრიზად მივსულიყავი მასთან. ტაქსიში ჩავჯექი და კომპანიისკენ წავედით. მალევე მივედი და მისი კაბინეტისკენ წავედი.
- გაბრო ოთახშია?
- დიახ, მის მოადგილესთან ერთადაა. შეგიძლიათ შეხვიდეთ.
- მადლობა- გავუღიმე და მისი კაბინეტის კარებისკენ წავედი. კარები შევაღე და...
გაბროს ხელები ვიღაც გოგოს მკლავებზე ჰქონდა მოჭერილი და კოცნიდა. მის სახეს ვერ ვხედავდი რადგან ზურგიდან იდგა. გაინტერესებთ რა ვიგრძენი? თითქოს ფეხქვეშ მიწა აღარ არსებობდაო და ლამისაა ჩავქვესკნელდებოდი. გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი, ჩემს ლოყებზე უკითხავად დასეირნობდნენ ცრემლები. მაღალ მოკლე კაბაში ჩაცმულ გოგოს ჰქოცნიდა, ჩემი გაბრო... კოცნა იმაზე სწრაფად შეწყდა ვიდრე მე მეგონდა მოხდებოდა. მეგონა დამინახეს მაგრამ არა, ეს უბრალოდ მათი გადაწყვეტილება ყოფილა. როგორც კი შეწყვიტეს გოგომ დამინახა და უბრალოდ ცალყბად ჩაიღიმა. ამაზე გაბრო შემოტრიალდა და თვალებგაშტერებულმა შემომხედა.
- სესილი...- ისევ ისე მდიოდა ცრემლი, ისევ ისე მჩხვლეტდა რაღაც გულს. მინდოდა შორს გავქცეულიყავი, აქედან შორს, მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ. მუხლები მეკვეთებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ ძირს არ დავვარდნილიყავი. მაგრამ ძალა მალევე დამიბრუნდა, კარები გამოვიხურე და გასასვლელისკენ გავიქეცი. ტაქსი გავაჩერე და შიგ ჩავჯექი. მესმოდა... მესმოდა ჩემთვის ასე ძვირფასი ხმა, რომელიც მე მეძახდა მაგრამ არ შემეძლო გაჩერება, უბრალოდ არ შემეძლო. ტაქსის მძღოლს წყნეთში არსებული ჩემი სახლის მისამართი მივეცი. ეს სახლი მაშინ ვიყიდე როცა უკვე საკუთარი დანაზოგი გამაჩნდა. დატვირთულ დღეებში აქ მივდიოდი და ვისვენებდი. ამ სახლზე არავინ არაფერი იცოდა. მთელი გზა ვტიროდი, უხმოდ ვტიროდი. მხოლოდ ცრემლები მდიოდა, რომელთა მოწმენდასაც კი ვერ ვახერხებდი. გზას ვუთმობდი ჩემი ყელისკენ. მალე ჩავედით. ტაქსს გადავუხადე და სახლში შევედი. საბედნიეროდ აქაც მქონდა რაღაც ნივთები. საწოლზე დავემხე და ქვითინი დავიწყე, მაგრამ მალევე დავწყნარდი. ყავა გავიკეთე და მისაღებში სავარძელზე დავჯექი რომელიც მინის კედელთან იდგა. უკვე საკმაოდ ბნელოდა, გარეთ კი საშინელი ქარი იყო და წვიმდა. თითქოს ამინდიც იზიარებდა ჩემს ხასიათს და ფიქრებს. ვფიქრობდი თითოეულ დეტალზე და ჩემს თვალებს არ ვუჯერებდი. არ მჯეროდა რომ ეს რეალობა იყო და არა კოშმარი, არ მჯეროდა და არ მინდოდა რომ რეალობა ყოფილიყო.
ვინ იყო ის გოგო? ნუთუ მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ჰყავდა სხვა? არა, არ მჯერა რომ ჩემთან მხოლოდ ერთობოდა. არ მჯერა, ვერ დავიჯერებ! უნდა დავლოდებოდი როცა მომსდევდა? უნდა მომეთხოვა და მომესმინა მისი ახსნა-განმარტებისთვის. შეიძლება ყველაფერი ისე არ არის როგორც მგონია. უბრალოდ, არ შემეძლო იქ ყოფნა.
მაგრამ... მაგრამ, მაინც, თითქოსდა ისე არ მტკენია ეს ყველაფერი როგორც მოველოდი. რატომ?.. ნუთუ... ნუთუ ჩემი გაბროს მიმართ სიყვარული შენელდა, ნუთუ შესუსტდა?! გაბროს გაუჩინარების წლებში უფრო მეტად ვიტანჯებოდი როცა წარმოვიდგენდი რომ მას სხვა ეხებოდა, სხვა უკოცნიდა ნაიარევს მის სახეზე. და ახლა... ახლა რატომ არ მტკივა ასე? არა... არ მინდა რომ გაბრო გადამიყვარდეს. ამბობენ რომ გულს ვერ უბრძანებ შეყვარების დროს. ნუთუ გადაყვარების დროსაც ასეა?! იქნებ ჩემი და გაბროს სიყვარული არ არის ისეთი ძლიერი როგორიც ჩვენ გვეგონა რომ იყო?

უკვე ღამის ოთხი საათი იყო როცა გამოვფხიზლდი. ტელეფონს დავხედე. ვიცოდი რომ დანარეკები იქნებოდა. გაბროს 12 დანარეკი დამხვდა. „ ალბათ, მეძებს”
უეცრად ტელეფონი განათდა, რეკავდა მაგრამ უცნობი ნომერი იყო.
- ჯანდაბას...- ფეხზე დავდექი ფანჯარასთან და ტელეფონს ვუპასუხე.
გაბრო არ იყო! უეცრად ოთახში ტელეფონის იატაკზე დავარდნის ხმა გაისმა, ცარიელი ხელი ისევ ყურთან მქონდა იგივე მდგომარეობაში თვალები კი ერთ წერტილზე მქონდა გაშტერებული. სამყარო გაქრა, ყველა გაქრა, სამყარო თავზე დამექცა... „ გაბრო... ჩემი გაბრო...“

19 თავი

მანქანით თბილისისკენ მივდიოდი.
„ გაბრო... გთხოვ არ დამტავო... გაბრო...“
ვქვითინებდი და ცრემლიანი თვალებით ძლივს ვხედავდი გზას. თბილისში შევედი და საავადმყოფოსკენ გავაქანე მანქანა. ათ წუთში იქ ვიყავი. სწარფად შევვარდი საავადმყოფოში. მისაღებში მჯდომ გოგონას მივმართე.
- გაბრო ავალიანი...- ისევ ვქვითინებდი ამიტომ ვეღარაფერი ვთქვი. გოგომ დერეფანზე მანიშნა. მაშინვე იქეთ წავედი. სწორედ იმ წამს გამოვიდა ექიმიც.
- თქვენ ნათესავი ხართ?
ხმა არ მქონდა ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე.
- საოპერაციოდ გადაგვყავს.მძიმე მდგომარეობა.- თვალები გამიშტერდა. წამიც და ისევ ავქვითინდი.
- დამშვიდდით ახლა თქვენი გვერდში დგომა სჭირდება.
- რა... რა დაემართა?- ძლივს ამოვილუღლუღე და ექიმს გავხედე.
- როგორც ვიცი ავარია იყო. ბოდიშით უნდა მოვემზადო.- მითხრა და გამშორდა.
„ავარია?! ჩემი ბრალია!.. ჩემი ბრალია... მე... მე რომ არ წავსულიყავი... არა... არა... გაბრო არ მიმატოვებს. არა!“
კედელთან ჩავიკეცე და მწარედ ავტირდი. ყველაზე მზარე გრძნობა, ყველაზე მტკინვეული იცით რა არის? შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი რომ სიკვდილს ებრძვის და შენ ვერაფერს აკეთებ, საკუთარი გულისცემას რომ გაღიზიანებს, გინდა სუნთქვა შეწყვიტო და მხოლოდ მაშინ განაგრძო თუ ისიც გააგრძელებს. ყველაზე მტკინვეულია როცა შენს გამო საყვარელი ადამიანი იტანჯება...
უკვე ორი საათი გავიდა, მაგრამ საოპერაციოდან ისევ არაფერი გამიგია.
ვფიქრობდი თუ რა იქნებოდა მისი ვერ გადარჩენის შემთხვევაში. რა მოხდებოდა?... მეც მასთან ერთად მოვკვდებოდი! მის გარეშე წარმოუდგენელი მეჩვენება ჩემი სიცოცხლე.
მეზიზღება საკუთარი თავი! მეზიზღება რომ საათების წინ ჩემს სიყვარულში ეჭვი შემეპარა. მიყვარს! უზომოდ მიყვარს! ათჯერ უფრო მეტად მიყვარს ვიდნე 9 წლის წინ მიყვარდა.
ასეა ეს ყველაფერი მოწყობილი. ადამიანს ვერ ვაფასებთ, მანამ სანამ მისი დაკარგვის შიში არ შეგიპყრობს. მეშინია... მეშინია მისი დაკარგვის მეშინია, ყველაზე მეტად.
ის... ის მოვიდა. დერეფნის ბოლოში დგას და ტკივილიანი თვალებით მიყურებს. ნუთუ მასაც ისე უყვარს გაბრო როგორც მე?! ისე სტკივა როგორც მე?! არა არ შემიძლია აქ მასთან ერთად ყოფნა.
გარეთ გავვარდი და კუთხეში კიბეებზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი. რამოდენიმე წუთში მხარზე ხელი ვიგრძენი. ავხედე და გვერდზე გავხტი. ის მიყურებდა, ტკივილიანი თვალებით.
„ნეტა ეს ტკივილიანი თვალები რას გამოხატავს?“
მოულოდნელად აქვითინდა და ჩამოჯდა. გაშტერებული ვუყურებდი არ ვიცოდი რა მექნა.
- ბოდიში რა... მაპატიე. ვიცი ძნელია მაგრამ მაპატიე ძაან გთხოვ. ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია... მე რომ გავჩერებულიყავი... ეს არ მოხდებოდა- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა და თან ცრემლებს იწმენდდა- გაბრო მომწონდა, შეიძლება მიყვარდა კიდეც... მინდოდა მე ვყვარებოდი. მერე გავიგე რომ შენ მასთან იყავი. გეფიცები მეწინააღმდეგებოდა იმ მომენტში. მეუბნებოდა რომ უყვარდი, სიგიჟემდე უყვარდი და მე არასდროს შემიყვარებდა. შემდეგ... შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე და ვიფიქრე შენ იქნებოდი. თქვენი დაშორება მინდოდა, სწრაფად ვაკოცე და სწორედ ამდროს შემოხვედი. ვიცი ეგოისტი გგონივარ... უფრო სწორად-ეგოისტი ვარ... მაგრამ გეფიცები იმ წუთში არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. გაბრო მეწინააღმდეგებოდა... მაგრამა არ გავჩერდი. ხომ ვერ დამაგდებდა ან დამარტყამდა არა?! გაბრო აქამდე არ დაეშვებოდა. გული გატკინე... მასაც ვატკინე... ძალიან ვატკინე. თავი მძულს. ჩემი ბრალია... - ვუსმენდი და უხმოდ ვტიროდი. უკვე მეც მძულდა თავი რომ ღალატში დავადანაშაულე.- ვიცი რომ ვერ მაპატიებ... ან როგორ უნდა მაპატიო. ჩემს გამო შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგო. ამას მეც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს. არა... მე აქ არ უნდა ვიყო... მაგრამ, როგორ უნდა წავიდე ასე როდესაც ყველაფერი რაც ხდება ჩემი ბრალია?!
არ ვიცოდი რა მეთქვა. თავიდან მეგონა თამაშობდა,მაგრამ მერე დავრწმუნდი რომ ასე არ იყო. გულწრფელი იყო... ყველაფერს გულიდან ამბობდა... მინდოდა მივსულიყავი და დამემშვიდებინა მაგრამ არ შემეძლო. ეს ხომ მართლაც მისი ბრალი იყო. მაგრამ არც მე ვიყავი უდანაშაულო. გაბროში ეჭვი შემეპარა, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მეც ვატკინე გაბროს, მეც ძალიან ვატკინე.
ნელა მივუახლოვდი და ოდნავ მოშორებით ჩამოვჯექი.
- ჩემი ბრალიცაა. არ უნდა შემეპარა მასში ეჭვი. მეც ვატკინე. გაბრო ძლიერია, გადაიტანს... აუცილებლად გადაიტანს...
- იღბლიანი ხარ რომ ასეთ ადამიანს უყვარხარ. გაბრო საუკეთესოა.
- გიყვავრს?
- რაა? - მოულოდნელი იყო ეს კითხვა მისთვის.
- გიყვარს?
- არ ვიცი.
- როგორ თუ არ იცი!- ასეთმა პასუხმა გამაცოფა. მეგონა უყვარდა და ამით დაბრმავებულმა გააკეთა ეს ყველაფერი. ახლა კი მეუბნება რომ არ იცის უყვარს თუ არა.
- მგონი არა.
- მაშინ ეს ყველაფერი რატომ გააკეთე? რატომ მიპასუხე!
- არ ვიცი- ჩაიჩურჩულა და აქვითინდა.
არ შემეძლო რამის თქმა. უხმოდ შევედი საავადმყოფოში. შიეძლება ცუდად მოვიქეცი ბოლოს რომ უფრო ვატკინე, მაგრამ არ შემეძლო არც თავის მოთოკვა და არც დამშვიდება. ოპერაცია ისევ გრძელდებოდა. არავინ გამოსულა შემდეგი ერთი საათის განმავლობაში, მეც ვიჯექი სკამზე და ერთ წერტილს მივშტერებოდი. ველოდებოდი... ველოდებოდი იმ ამბავს რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებას გადაწყვეტდა.
ის გოგო აღარ გამოჩენილა. იმ გოგოსაც ვადანაშაულებდი, მაგრამ ჩემს თავს მაინც ვერ გავურბოდი. მე რომ იქ ძლიერი ვყოფილიყავი და არ გავქცეულიყავი ასე არ მოხდებოდა.
ოპერაცია 3 საათ ნახევარი გაგრძელდა.
- რა ხდება?- ექიმი როგორც კი გამოვიდა მივვარდი.
- ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ის ისევ კომაშია. არ ვიცი როდის გამოვა ამ მდგომარეობიდან, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
უხმოდ დავუქნიე თავი და კედელს ავეყუდე მუხელბი რომ არ მომკვეთოდა.
„ რომ ვერ გამოვიდეს? რომ ვერ შეძლოს? არა! არ მიმატოვებს. ასე ვერ გამწირავს. „
- სესი!- შემოსასვლელიდან მარია და ანი მორბოდნენ.
მათკენ გავიქეცი და ორივეს ერთად ჩავეხუტე.
- გაბრო... ჩემი ბრალია... ყველაფერი...- ვქვითინებდი და ძლივს გასაგონად ვჩუჩულებდი.
- კარგი დამშვლიდდი. გაბრო ძლიერია. გადარჩება. აუცილებლად. (ანი)
- მხოლოდ ახლა გვითხრეს ბიჭებმა. დამთავრდა ოპერაცია? (მარია )- ორივეს ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყვნენ.
- კი. კომაშია. არ იციან როდის გამოვა. ან საერთოდ თუ გამოვა...- ეს ბოლო დიდი ტკივილით ამოვთქვი.
- გამოვა. აუცილებლად გამოვა სესი. (მარია)
- მე გავალ ბიჭებს შევატყობინებ. - ანი გარეთ გავიდა.
- სად არიან ბიჭები?
- იცი სესი... მოდი ჯერ დაჯექი- სკამებზე ჩამოვჯექით და მარიას მივაშტერდი.
- იცი... ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. სამუხრუჭე მილი იყო გადაჭრილი.
- რაა?- შევკივლე და ფეხზე წამოვვარდი. ეს მკვლელობა იყო, ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა. ცრემლებმა დაუკითხავად დამინამეს ისედან დანამული ლოყები.
- დამშვიდდი და დაჯექი. ბიჭები მიხედავენ ამ საქმეს.
- მარია ჩემი ბრალია. მე რომ არ გამოვქცეულიყავი არ ჩაჯდებოდა იმ წყეულ მანქანაში...- თავი მარიას მხარზე მქონდა დადებული და ვქვითინებდი.
- სესი რა მოხდა?- ჩუმად და შეპარვით მკითხა. არ უნდოდა ამით ეტკინა.
- ახლა არ მარია... ახლა არა...
- კარგი დამშვიდდი.

*** 20 თავი

- გაბრო... ორი კვირა... ორი კვირაა რაც ვიტანჯები. გთხოვ... გთხოვ. გაიღვიძე და ისევ შემომანათე ნაცრისფერი თვალები. გთხოვ! ვიტანჯები. შენს გარეშე ვიტანჯები. ვეღარ ვსუნთქავ. მაპატიე და გაახილე თვალები. მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა. ჩემი ბრალია... მე რომ... ვიცი რომ ჩემი გესმის და მთელი კვირები მისმენდი. არ მიმატოვო რა... ვერ გადავიტან, გეფიცები ვერ გადავიტან...- ხელში მქონდა მოქცეული მისი უსიცოცხლო ხელი და ჩემი ცრემლები ნამავდა მის ლამაზ თითებს. ვერ ვუყურებ... ვერ ვუყურებ ასეთ უსიცოცხლო გაბროს. პალატიდან გამოვედი და კაფეტერიაში ჩავედი. ყავით ხელში ამოსულს, პალატასთან რეზი და ლევანი დამხვდენენ. ამ ორ კვირაში ბევრჯერ მოსულან, ჩემზე ნაკლებად არც ისინი ნერვიულობდნენ. ინტერესიანი თვალებით შემომხედეს, მე მხოლოდ თავი გავაქნიე და მათი უიმედო სახეებს მივაცქერდი. სამივე ხმისამოუღებლად ვიჯექით. ბოლოს რეზიმ გაარღვია სიჩუმე.
- სესი...- გვერდით ჩამომიჯდა და მიმიხუტა.
- არ წავა ხო?! რეზი, ხომ არ წავა?! არ დამტოვებს. ის ძლიერია... მენატრება რეზი... მენატრება და მტკივა...- აკრული ვყავდი, მე კი ვქვითინებდი და სიტყვებს ძლივს ვამბობდი.
- დაგვიბრუნდება სესი, აუცილებლად დაბრუნდება.
ლევანი შორიდან გვიცქერდა ტკივილიანი თვალებით. დაახლოებით, ერთი საათი ისინიც აქ იყვნენ, შემდეგ კი ისევ მარტო დავრჩი. სრულიად მარტო და მხოლოდ გაბროს მოსვლას ველოდებოდი. ექიმმა მითხრა რომ დღეს სავარაუდოდ ვერ გაიღვიძებდა, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და გამომეცვალა. უკვე ბინდდებოდა როცა საავადმყოფოდან გამოვედი. ზამთრის სუსხმა ოდნავ გამომაფხლიზლა და უფრო მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით გაბრო არ იყო. უფრო მეტად მეტკინა გული. ტკივილმა მთელი გული თავის მარწუხებში მოაქცია. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი მივეცი.

ამწამს, ჩემთვის სახლი ჯოჯოხეთი იყო. მახსენდებოდა როგორ ვტიროდი აქ გაბროს მონატრებით, როგორ ვიხსენებდი მწარე მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებებს. შემდეგ როგორ ვიღიმოდი როცა გაბრო დამირეკავდა ან მომწერდა. შემდეგ კი გაბროსთან გატარებულ დროზე ვფიქრობდი. ახლა კი... ყველა მოგონება, აწ მყოფი ტკბილი მოგონებებიც სევდის მომტანია. იქნებ მომავალში არ იყოს ასე და ამ ყველაფრის გახსენებაზე გამეღიმოს მაშინ როცა ჩემს ოჯახს ეზოში მოთამაშეებს გავხედავ, მათ მოცინარ სახეებს და ჩაჩხვლეტილ ლოყებს.

საჭირო ნივთები ავიღე და სახლიდან გამოვედი. უკვე ორი საათი იყო გასული. სადარბაზოდან გამოსულს შევამჩნიე რომ ტელეფონი დამრჩენოდა.
ტელეფონის ასაღებად ავბრუნდი. სამი გამოტოვებული ზარი, მაგრამ უცნობისგან.
„ვითომ სხვაგან მოხვდნენ?! მაგრამ სამჯერ?! კარგი, ვნახოთ“
ამოვიოხრე და ნომერზე გადავრეკე. სამი ზუმერის შემდეგ „უცნობმა“ აიღო.
- ალო, თქვენგან სამი ზარი შემოვიდა. რომელი ხართ?
- მე ვერ ვდგები და იკადრებთ ჩემს ნახვას?!
- გაბრო... - ძლივს ამოვიჩურჩულე. სუნთქვაც კი მესმოდა და ვცნობდი.როგორ მომნატრებოდა ეს ხმა. ხავერდოვანი, ბოხი და ძალიან, ძალიან მამაკაცური. ვგრძნობდი რომ ეღიმებოდა.
- მენატრები!- მისი ხმა ძალიან სევდიანი და გულწრფელი იყო.ტელეფონი გავთიშე. ვიღას ახსოვდა აღებული ნივთები, ყველაფერი იქვე მივყარე, სახლში საჩქაროდ ჩავკეტე და ტაქსით საავადმყოფოსკენ გავეშურე. გზაში ვცქმუტავდი და ეს არც ტაქსის მძღოლს გამორჩენია.
- რამე შეგემთხვა შვილო? ვერ ჩერდები.- ძალიან დაღლილი ხმა ჰქონდა. უკვე გაჭაღარავებული თმა, სანდომიანი მზერა და თბილი ღიმილი.
- ჩემთვის საყვარელი ადამინი ახლახან გამოვიდა კომიდან.- გახარებულმა ლამის შევკივლე.
- გილოცავ შვილო. მეც მქონია ასეთი შემთხვევა და ვიცი როგორი განცდაა.
- თქვენ საიდან?
- ჩემი ცოლი...- მის ხმაში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა. ეტყობოდა რომ ძალიან უყვარდა ის.- კომაში ჩავარდა ავტოავარიის შემდეგ.
- მიხარია რომ გამოჯანმრთელდა.
- არა... ის არ გამოჯანმრთელებულა.- მკვდარია. ვინანე რომ რამე ვკითხე.
- ბოდიშით რომ გაგახსენეთ.
- არაუშავს შვილო. სწორედ მაგ დროიდან დავიწყე ტაქსისტობა, ცოტა გულიც გადავაყოლე და ცოტა ფულსაც ვშოულობ.
- შვილი გყავთ?
- კი ერთი გოგო. ნინი.
- რამხელაა?
- ცამეტი წლისაა- მეგონა უფრო დიდი შვილი ეყოლებოდა. ანუ მარტო არჩენს ოჯახს ტაქსისტობით. შემეცოდა.
- მოვედით. აბა შენ იცი შვილო, დააფასე ძვირფასი ადამინები.
- შეიძლება ერთი თხოვნა შემისრულოთ.
- გისმენ შვილო- ჩემსკენ შემოტრილდა და გამიღიმა. ჩანთიდან ხუთასლარიანი ამოვიღე და გავუწოდე. ცოტა შეშფოთდა.
- გთხოვთ აიღეთ.
- არა შვილო ვერ ავიღებ.
- გთხოვთ. იცოდეთ თავს ცუდად ვიგრძნობ.
- კარგი... შენ არ იცი როგორ გაახარებ ჩემს შვილს.
- მადლობა- გავუღიმე და გადმოვედი. საკუთარი საქციელით ნასიამოვნები ვიყავი.
საავადმყოფოში შევვარდი და გაბროს პალატისკენ გავიქეცი. კარებთან ექიმი შემხვდა.
- გილოცავთ. ძალიან გაგიმართლათ.
- შეიძლება შევიდე?
- დიახ შებრძანდით.- გავუღიმე და პალატის კარები შევაღე.
გაბრო საწოლზე იყო ჩამომჯდარი და ბალიშს ეყუდებუდა უკან. აი, მეგონა რომ მხოლოდ ახლა დავბრუნდი სამყაროში, თითქოს აქამდე მოსიარულე გვამი ვიყავი ახლა კი სული ისევ მე დამიბრუნდა, თითქოსდა სუნთქვა მხოლოდ ახლა დავიწყე. კარებთან ვიდექი და სიხარულისგან ვერც ვინძრეოდი, ცრემლები კი უკვე გზას იკვლევდნენ ჩემს სახეზე. გაბრო კი ოდნავ დაბნეული მიყურებდა.
- ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე?- ცოტა სევდიანი და ჩახლეჩილი ხმით მკითხა. ვერაფერი ვთქვი, მხოლოდ სწრაფად მივედი მასთან და მთელი ძალით ჩავეხუტე. ერთი ხელის მოძრაობით მუხლებზე შემისვა.
- არ გტკივა?- ისე ვკითხე რომ სახე არ ამომიღია მისი ყელიდან.
- არა.
ეს დიალოგი იყო მხოლოდ საჭირო. სიტყვები... სიტყვები ხომ ფარსია. მათგან ვერაფერს ვერ გაიგებ. ვერაფერს ვერ გაიგებ გულწრფელს რომ არა შინაგანი ხმა და თვალები. ჩვენ ასე ვლაპარაკობდით, უხმოდ, ხმაურის გარეშე. ჩვენთვის ახლა სიტყვები მხოლოდ ფუჭი ხმაურის გამომწვევი იყო.
გაბრო ძლიერად მიკრავდა გულში, მე კი უფრო მეტად ვგრძნობდი თუ როგორ მაკლდა მთელი ეს დღეები.
- მეც მომენატრე- მის მოცინარ თვალებს ჩავხედე, მის ნაცრისფერ და ღრმა თვალებს, პირველივე შეხვედრიდან რომ უფსკრულში გადასაგდებად მიმეტებს. მახსენდება ყველა ის მოგონება რომელიც გაბროსთან მაკავშირებს და მეღიმება.
გაბრო ჩემს ბაგეებს უახლოვდება.მენატრება... ძალიან მენატრება მისი ტუჩების გემო. ისე ნაზად მკოცნის მგონია ნაყინი ვარ და ლამისაა დავდნები.
ნელ-ნელა უფრო ხშირ კოცნაზე გადავდივართ. ბოლოს უკვე ველურად ვკოცნით ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება. შემდეგ შუბლზე მკოცნის და ისევ მის ყელში ვრგავ სახეს.
- მაპატიე რა
- რა უნდა გაპატიო?
- მე რომ არ გავქცეულიყავი, შენ იმ მანქანაში არ ჩაჯდებოდი და ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა.
- შენ რომ არ გაქცეულიყავი, სავარაუდოდ ერთად ჩავჯდებოდით იმ მანქანაში, შენს დაკარგვას კი ვერ გადავიტანდი.
- და გგონია მე გადავიტანდი შენს დაკარგვას?!- თვალებში ვუყურებ, რომლებიც საოცარ სიყვარულს და სითბოს გადმომცემენ. ცალი ხელით სახეზე მეფერება, მეორე კი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული.
- შენ ჩემზე ძლიერი ხარ სესილი.
- არა... არ ვარ!
- ხარ- ნიკაპზე მომადო თითები და თავი ამაწევინა.
- მიყვარხარ! სიგიჟემდე გაბრო... სიგიჟემდე მიყვარხარ!
- გაღმერთებ სესილი!

საიტზე გარკვეული რაოდენობის თავები წაიშალა. ამიოტმ ამ თავებს ერთად ვდებ/ ოცდამეერთეც მალე იქნება. <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვგიჟდები ვგიჟდები ამ ისტორიაზე.

ძალიან მაგარი სიყვარული აქვთ.მალე დადე რა ახალი თავი,ასე არ დააგვიანო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი khatia khatia

კარგიი იყოოოო ძAაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№3  offline წევრი khatia khatia

კაი თავიი იყოოო heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent