შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 19


5-02-2017, 21:15
ავტორი katiusha
ნანახია 4 152

თამუნა ენას არ აჩერებდა. ხან დაემუქრა დათას , ხან შეეხვეწა მანქანა გააჩერეო, მაგრამ ბიჭს არაფერი ესმოდა. მხოლოდ უღიმოდა და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მუსიკას აუწია რომ მისი ხმა ჩაეხშო. თამუნამ გამორთო. მაგრამ მან ისევ ჩართო და მეტიც აჰყვა კიდეც. გოგოს სხვა გზა არ დარჩენოდა, ბედს დამორჩილდა და გაბუტული მოკალათდა სავარძელში.
-რატომ იქცევი ასე? ჰკითხა დამთბარი ხმით მერე
-შენც ასე მექცეოდი როცა გთხოვდი რომ გაჩერებულიყავი. არ შეისმინე და არ გაიგე.
-კარგი რაა უბრალო გართობის გამო ასე უნდა მოიქცე?
-ეს უბრალო გართობა არ იყო და შენ კარგად ხვდები.
-აბა რა იყო?
-ამას შენ უნდა მეუბნებოდე. რატომ იქცეოდი ასე. დათამ მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.
-შენ ამას უბრალო გართობას ეძახი? კაცი ჭკუიდან გადამიყვანე.
-მერედა ვინ გითხრა გადადიო. არ უთმობდა თამუნა.
-მე ეს არ მინდოდა. მე მინდოდა შენთან უბრალოდ ნორმალური ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ შენ არ მოისვენე. ხან რას მოიგონებდი ხან რას.საბოლოოდ კი იმას მიაღწიე რომ შენი ოინების გამო ვერ ვძლებ.ამიტომაც ხარ ახლა აქ.
-რა ჩემი ბრალია თუ შენ სუსტი ხარ და ვერ გაუძელი ჩემს გამოცდებს.
-მე შენს გამოცდებზე გასაძლები არაფერი მქონდა გესმის გოგო?-უყვირა დათამ. თამუნა კიდევ უფრო მოიკუნტა შიშისგან და თავი გვერდით მიატრიალა რომ თვალს მომდგარი ცრელმები დათას არ დაენახა.
-ოღონდ არ იტირო რაა. ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს.წამში შეიცვალა ბიჭი
-რა ჩემი ბრალია თუ ამდენი ხანი ჩემთან ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ გაძლო რამდენი ხანიც შენ. თავიდან ამას საკუთარ უჟმურ ხასიათს ვაბრალებდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო. უბრლაოდ მათ ეშინოდათ ჩემი. მე ხომ წარმატებული, ჩამოყალიბებული, შემდგარი ქალი ვიყავი საკუთარი შემოსავლით და პროფესიით, კარგი სამსახურით. მივხვდი რომ მათ უბრალოდ ეშინოდათ ჩემი რომ ჩემი იმედები არ გაემართლებინათ, ამიტომ მიდიოდნენ ჩემგან და არა ჩემი უხასიათობის გამო.
-მე არ მეშინია შენი. მე არ მეშინია იმის როგორიც ხარ შენ. დათამ ნიკაპში მოჰკიდა ხელი თამუნას, სახე აუწია და თვალებში ჩააშტერდა.-პირიქით შენ ერთადერთი ქალი ხარ ვინც ასე მიზიდავს და ჩემს ნერვებზე უკრავს. გაუღიმა მან
თამუნა ლოყაზე მიეფერა.
-რას აკეთებ?
-ვამოწმებ ნამდვილი ხარ თუ არა
-შეშლილო.-ჩაეღიმა დათას
-შენც არანაკლები ხარ ჩემზე. ის მაინც მითხარი სად მივდივართ ან აქ რატომ მომიყვანე?
-მენდობი?
-ჩემს მოტაცებას თუ არ აპირებ გენდობი.
-ჯერ არ ვაპირებ.-გაეღიმა დათას და მანქანა დაქოქა.-ახლა ისეთ ადგილზე წავალთ. რის შესახებაც რეზომაც არაფერი არ იცის.
ცოტა ხანს ცენტრალურ გზაზე იარეს, მერე კი ტყეში გადაუხვიეს. თამუნას ერთი კი შეეშინდა მითუმეტეს რომ ჩამობნელდა. მაგრამ არ შეიმჩნია. მერე ხეები დამთავრდა და გაშლილ მინდორში გავიდნენ. უამრავი მანქანა დაინახა და მანქანებზე მეტი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები.
-ეს რა არის?სად ვართ?
-დრიფტზე მოგიყვანე ჩემო კარგო. ეს მანქანებით რბოლაა და დღეს ჩემი გამოსვლაა
-მეხუმრები?
-არა. ახლა ნახავ ადრენალინის მოზღვავებას. რა მაგარი რამეა. დღეს ჩემი მეწყვილე შენ იქნები.
-არა დათა მეშინია.
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.. დათამ მანქანა გააჩერა და გადავიდა. იქთ წავიდა სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო შეკრებილი. თამუნამ იქაურობას მოავლო თვალი და ახალგაზრდები სშათვალიერა. გოგოებს საკმაოდ გამომწვევად ეცვათ, შეიძლება ითქვას ვულგარულადაც. თმა სხვადასხვა ფერზე შეეღებათ, ძირითადად წითელი, ლურჯი და შავი სჭარბობდა. ასევე პირსინგები უმშვენებდათ ტანს ზოგს წარბზე, ზოგს ცხვირზე, ტუჩზე და ჭიპზე. თითქმის ყველას მუქი ფერის პომადები ესვათ და სხვადასხვა ზომის ჯაჭვები დაეკიდათ კისერზე.
იქით გაიხედა სადაც დაათა იდგა. მამაკაცები ლაპარაკობდნენ, მერე ფულიც შეამჩნია. დათამ რამდენიმე მსხვილი კუპიურა მიაწოდა მას და უკან გამობრუნდა. უეცრად მას გოგო აედევნა. არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან. თამუნამ ფანჯარას ჩაუწია რომ მათი საუბარი გაეგო.
-დღეს მე ვიქნები შენი მეწყვილე საყვარელო.-უთხრა მან და ბიჭს ტანზე აეტმასნა.
-არა არ იქნები უთხრა დათამ და მისი მოშორება სცადა. თამუნას ბრაზისგან აენთო თვალები. მანქანაში მაკრატელს დაუწყო ძებნა,მაგრამ მის მაგივრად დანა შერჩა.
-მე შენ გაჩვენებ სეირს. თავისი გრძელი ჯინსის შარვალი რაც შეიძლება მოკლედ გადაჭრა. მაისური გაიხადა. ისიც დაამოკლა და ჭიპს ზემოთ შეიკრა. თმა გაიშალა ცალ მხარეს ჩამოიყარა. წითელი პომდა წაისვა და მანქანიდან გადავიდა.
-მას უკვე ჰყავს მეწყვილე.-თქვა უცებ.
მის ხმაზე ორივემ მოიხედა, დათას თვალები შუბლზე აუვიდა როცა თამუნა დაინახა. მანქანის კაპოტზე იყო დაყრდნობილი ცალი ხელით, მეორე ხელით კი თმის ბოლოებს ნერვულად აწვალებდა.
-ეს ვინ არის?-
-მისი გოგო ვარ. უთხრა და მისკენ წავიდა, დათას მკლავში გაუყარა ხელი და გვერდით ამოუდგა. -რამე პრობლმაა?
-არა არაფერი. მოუჭრა დაბნეულმა გოგომ.-ამაზე მეტი ვერავინ ნახე ?შეხედე რას გავს. გაეცინა მას
-შენ მე მიწვევ?გაბრაზდა თამუნა და მისკენ გაიწია. მაგრამ დათამ შეაჩერა, წელზე მოჰკიდა ხელი და მანქანისკენ წამოიყვანა.
-ასეთი რამე არ შეიძლება დამშვიდდი რა დღეში ხარ.
-მან გამომიწვია.
დათას ჩაეცინა.
-ერთი-ორჯერ რომ მოგიყვანო აქ მერე ვეღარ დაგიმორჩილებ, ჩაჯექი მანქანაში, რბოლა იწყება.
დათამ ჯერ თამუნას შეუკრა კარგად ღვედი. მერე თვითონ და სტარტზე დადგა. თამუნამ გვერდით მანქანში ის გოგო დანახა. რომელმაც ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა. სანამ გონზე მოვიდა დათამ პედალს მიაჭირა და მანქანა ელვის სისწრაფით დაძრა ადგილიდან.
-რა მაგარია შეჰყვირა მან.-მიდი დათა, მოუმატე სიჩქარეს.
-ყურადღებას მიფანტავ, ცოტა ხანს გაჩუმდი.
თამუნა გაიტრუნა და სპიდომეტრს გახედა. ისრები ორასს უჩვენებდა და უფრო მოიმატებდა ალბათ. საოცარი შეგრძნება დაეუფლა. ადრენალინი მოაწვა და ყურები დაუგუბდა, გულმა სწრფად დაიწყო ძგერა. მალე მოსახვევში შევიდნენ და უკან მობრუნდნენ. მდევარი შორს იყო მათგან. უცნაური, აქამდე უცნობი შეგრძნება დაუფლა როცა დათამ ფინიში გადაკვეთა. მუხრუჭს დააჭირა ფეხი და მანქანა წამებში გააქვავა ადგილზე. იქიდან გადმოვიდნენ. ყველა მათკენ წამოვიდა გამარჯევებას ულოცავდნენ. თამუნა გახარებული ისე იყო კისერზე მოეხვია და ჩაეხუტა ბიჭს. რომელმაც ჯერ იუხერხულა, მერე კი წელზე მოხვია ხელები და მიიხუტა.
-ბრავო. ძალიან მაგარი იყო. მოესმა ტაშის ხმა უკან ორივეს. ხალხი შუაზე გაიყო და ის გოგო გამოჩნდა. მას მიახლოვდა და წითელი ნაჭერი დათას ფეხებთან დააგდო. თამუნა ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს .ვინც იცოდა მათ გაოცების შეძახილები აღმოხდათ,
-დათა... დათა... ყვიროდნენ ისინი.
-არა. მოკლედ მოუჭრა დათამ და ნაჭერი უკან გადაუგდო.
-გეშინია?-არ ეშვებოდა ის, აშკარად იწვევდა.
-არ მეშინია. მაგრამ ის ახალია. ...
-რა ხდება დათა?-ამიხსენი ჩააცივდა თამუნა.
-არაფერი, ჩაჯექი მანქანაში მივდივართ..
-შეხედეთ ხალხო შეეშინდა, მანქანაში ჯდება და მიდის?ესაა თქვენი ჩემპიონი?გოგომ ხელები გაშალა და ყველას გასაგონად დაიძახა, დათამ თამუნას დაჭერა ვერ მოასწრო, ხელიდან დაუსხლტა და მისკენ გაექანა. ხელი მაგრად მომუშტა და პირდაპირ სახეში დაარტყა. ის ჯერ დაიბნა, მაგრამ მერე გონს მოვიდა და პასუხი დაუბრუნა. თამუნა შებორძიკდა და ისევ გაიწია მისკენ, მაგრამ მოჩხუბრები დააშოშმინეს.
-რას აკეთებთ აქ?რა მუშტიკრივი გაგვიმართეთ?-იყვირა უფროსმა და შუაში ჩადგა.-დროზე გადაწყვითეთ რბოლა იქნება თუ არა?
-იქნება.-უპასუხა თამუნამ დათას მაგივრად.
-რას აკეთებ? მანქანისკენ წაათრია დათამ.-შენ ხომ არაფერი არ იცი?
-მისი გეშინია?-
-მისი კი არ მეშინია. შენი დაშავების მეშინია.
-მე რა შუაში ვარ?-დაიბნა თამუნა.
-იმ შუაში ხარ რომ გზის ბოლოს შენ დადგები და მანქანა შენს ირგვლივ უნდა მოვატრიალოთ. ამ დროს დიდი საფრთხე არსებობს რომ რომელიმემ საჭე ვერ დავიმორჩილოთ და დაზიანდე. ეს განსაკუთებულ შემთხვევებში ხდება და ასეთი გამოწვევა დღეს მივიღე. ასე რომ მისი კი არა შენი დაშავების მეშინია. -დათას სახეზე შიში აღებეჭდა. არანაკლებად შეშინდა თამუნაც, მაგრამ უკან აღარ დაიხია.
-ყველაფერი კარგად იქნება. ლოყაზე მოეფერა.
დათამ კისერზე ის წითელი ნაწერი მოახვია და მერე შუბლზე აკოცა.
-შენთვის მოვიგებ ამ რბოლას და შენც კარგად იქნები.. თამუნას ცუდი შეგრძნება დაეუფლა, ისეთი თითქოს ბიჭს ბოლოჯერ ხედევდა, თითქოს ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ცუდი ის იყო რომ თავის თავზე კი არა , მასზე უფრო დარდობდა. მერე ის წაიყვნეს და გზის ბოლოს დააყენეს. ერთიანად კანკალებდა. შორიდან ხედავდა დათას მანქანას. დაინახა როგორ დაიძრნენ ადგილიდან, როგორ სწრაფად მიდიოდნენ. გოგო მალევე ჩამოიტოვა, მაგრამ ის დაეწია და უკნიდან სახიფათო მანევრების გაკეთება დაიწყო, რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას მითუფრო მკვეთრად ხედავდა რომ დათა საფრთხეში იყო. მას რომ გაუსწორდნენ გოგომ ბოლოჯერ მიარტყა დათას მანქანას გვერდიდან, დათამ საჭე გვერდით წაიღო რომ თამუნასთვის აერიდებინა დაჯახება. სპეციალურად გაკეთებულ კედელს დაეჯახა და ჰაერში აფრინდა.
-დათააა,-დაიღრიალა თამუნამ და მისკენ გაიქცა.
*****************

სოფო ნერვიულობდა რომ მისი მეგობარი სახლში მოსვლას აგვიანებდა, უკვე თერთმეტი ხდებოდა და ის არ ჩანდა. მითუმეტეს მარომ უთხრა რომ მარტო გავიდაო და უფრო აიტანა შიშმა. მერამდენედ ურეკავდა ტელეფონზე, ზარი გადიოდა მაგრამ არავინ პასუხობდა. დროდადრო გარეთ გადიოდა და გზას გაჰყურებდა, ამოდ,ის არ ჩანდა. მოსაძებნადაც ვერ მიდიოდა. ან სად წასულიყო?სად ენახა.
მერე ზეზვას დაურეკა, ჰკითხა ხომ არ იცოდა სად იყო. ბიჭმა არაო განუცხადა, იქნებ რეზოს დაურეკო ან დათას და ჰკითხოო. დამელოდეო უთხრა ბიჭმა და ისიც ელოდა. რამდენიმე წუთში ზეზვამ დაურეკა და უთხრა რომ დათასთან ერთად არისო. ცოტა დაწყნარდა რომ მარტო არ იყო, მაგრამ გული უგრძნობდა მათი შეხვედრაც არ დასრულდებოდა კარგად. დასაძინებლად დაწვა, როდის როდის ჩაეძინა. სამაგიეროდ დილით რომ გაიღვიძა თამუნას გვერდით საწოლში მშვიდად ეძინა. არ უნდოდა გაეღვიძებინა და ფრთხილად გაიპარა გარეთ. ყავას სვავდა აივანზე როცა თამუნა თვალების ფშვნეტით გამოვიდა, გვერდით მიუჯდა და მის ყავას დასწვდა.
-სად იყავი გუშინ.
-არსად.-მოკლედ მოუჭრა მან
-შენ მე სულელი გგონივარ?
-არა.
-აბა მაშინ მითხარი სად იყავი?ან რომელ საათზე მოხვედი.
-ოო კაი რააა, თავის არიდება სცადა თამუნამ. სულ არ უნდოდა ეთქვა რომ გათენებამდე საავადმყოფოში იყო დათას გვერდით, რომელსაც ხელი ჰქონდა მოტეხილი, ტვინის შერყევა და მსუბუქი დაჟეჟილობები.
-ვიცი რომ დათასთან ერთად წახვედი, მშვიდობაა?
-მოკლედ ვერაფერს დამალავ კაცი,-ჩაიბურტყნა მან
-თამო კარგი რაა, მე მატყუებ?შენ მეგობარს.
-ხო კარგი კარგი, დათასთან ერთად ვიყავი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ამჯერადაც ვიჩხუბეთ, მერე მანქანიდნ გადმოვხტი და ფეხით წამოვედი.
-გაგიჟდი? შენ ეს თბილისი ხომ არ გგონია?საშიშია აქაურობა ღამით. თან ფეხით სიარული.
-ფეხით არ მოვსულვარ. შემხვედრმა მანქანამ წამომიყვანა და მომიყვანა.
-ეგეც საშიშია გოგო, რა იცი ვინ არის მძღოლი. იქნებ მანიაკია, იქნებ საშიშია...შეშფოთდა სოფო
-ნუ დაიწყე ეხლა შენებურად. შემშვი რაა, თავი მტკივა ისედაც. შენსკენ რა ხდება?
-ხვალ მაღაზიას ვხსნით, და პატარა წვეულებსაც ვაწყობთ.
-ძალიან მაგარია. ესეგი ხვალ ვქეიფობთ?
-კიი,-გაეღიმა სოფოს.თან ჩემებიც იქნებიან
-ძალიან მიხარა სოფო გიოს რომ დაელაპარაკე და შეურიგდი, თუმცა თქვენ არასოდეს გიჩხუბიათ.
-ხო თამო, საოცარი ადამინია, ისიც და მაიკოც, პატარა ხომ მაგიჟებს. საოცარი ბავშვია
-ხო შენ გგავს. გაეცინა თამუნას.-როდის მიდიხარ თბილისში?მეც წამოგყვები საქმე მაქვს.
-რა საქმე გაქვს ასეთი ადამიანო რომ არ მეუბნები?
-ისეთი არაფერია.
-თამო მე ხომ შენი მეგობარი ვარ, მითხარი რა ხდება?-შეეხვეწა სოფო.
-შენ რომ ვინმეს ჩააცივდები. კარგი გეტყვი. დათამ მაკოცა და ამიტომ დავაგვიანე მოსვლა. ვსეირნობდი. მარტო ყოფნა მინდოდა. მერე მან მომიყვანა სახლამდე. იცრუა კიდევ ერთხელ.
-მეხუმრები?თქვენ ერთანეთს აკოცეთ?რა მაგარია.
-რა არის მაგარი?კარგი რა სოფო, ვერ ვიტან მაგ ბიჭს. თამუნამ თავი მოაჩვენა რომ მართლა ვერ იტანდა, წამოდგა და ოთახში გაუჩინარდა, რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი აერიდებინა.
**************
როცა საყვარელი ადამიანები საფრთხის ქვეშ დადგებიან სწორედ მაშინ ვხვდებით მათ ფასს. სწორედ მაშინ გვიწევს მათზე ნერვიულობა და განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე.
მართალია დათა თამუნასთვის საყვარელი ადამიანი არ იყო. მაგრამ მიანც რაღაც უცნაურს გრძნობდა მის მიმართ და მასზე დარდობდა. იმ დღესაც მიუხედავად იმისა რომ სოფო მაღაზიას ხსნიდა და მისი დახმარება ძალიან სჭირდებოდა მაინც მოახერხა დათასთან საავდმყოფოში შევლა და მისი მონახულება. ბიჭს ეძინა. ფრთხილობდა არ უნდოდა გაეღვიძებინა, ფრთხილად დააწყო ხილი და პროდუქტები მაგიდაზე. ყვავილები ლარნაკში ჩააწყო და თაროზე რომ უნდა შემოედო სკამს წამოედო.
-ყვავილებს მე უნდა გჩუქნიდე, შენ კი არა. ბიჭს გადახედა. თვალები ეხუჭა, მაგრამ როგორც ჩანს არ ეძინა.
-მეგონა გეძინა
-არ მძინავს, თვალებს ვასვენებ, სინათლე თვალს მჭრის. დათა საბოლოოდ გამოფხიზლდა.
-თუ გინდა ფარდებს გადავწევ.
-არა იყოს. არ შეწუხდე.
-არ ვწუხდები. თამუნა ფარდები ჩამოაფარა და დათას საწოლზე ჩამოუჯდა. საწოლი მაღალი იყო და ფეხები ჰაერში დარჩა. შეათამაშა და ჩაეღიმა.
-რა გაცინებს?
-არაფერი. ისე. რაღაც გამახსენდა.
-მე იცი რა გამახსენდა. იმ გოგოს როგორ უთხარი მისი გოგო ვარო.
-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-მართლა ასე რომ იყოს?
-ამაზე ლაპარაკი არ გვინდ კარგი. უბრალოდ ვიხუმრე.
-კარგი როდის იყო შენ სიმართლეს ამბობდი. ეწყინა დათას. ისე რომ შემოგხედე სასაცილოდ გამოყურებოდი, საიდან მოიფიქრე?
-ყველას ისე ეცვა რომ შემრცხვა. თავი ოთხმოცი წლის მოხუცი მეგონა.
-რა გინდოდა ის გოგო რატომ გამოიწვიე?
-რავიცი აბა რა მინდოდა, ეგ რომ ვიცოდე.
-გადარეული ხარ. აფთარივით ეცი იმ გოგოს. ან საიდან მოიტანე რომ უნდა დაგერტყა, როდის იყო საქმე მუშტებით წყდებოდა.
-ნერვები მომეშალა რომ გამოგიწვია და შენ უარი თქვი.
-უარი იმიტომ ვთქვი რომ შენი საფრთხეში ჩაგდება არ მინდოდა, მაგრამ შენ ხომ ადამიანს არაფერს დააცდი.
-კარგი რაც იყო იყო, არ ინერვიულო, შენთვის არ შეიძლება ტვინის შერყევა გაქვს .
-მეჩვენება თუ ჩემზე ზრუნავ?
-არ გეჩვენება ვზრუნავ.
-როგორც ექიმი თუ...
-როგორც ექიმიც და როგორც მეგობარიც...
-მე რომ შენთან მეგობრობა არ მინდა.
-არაა?-მოიღუშა თამო და თვალი აარიდა.
-მე შენთან სხვა რამე მინდა, მე შენ მომწონხარ და მინდა მე და შენ მომავალი გვქონდეს ერთად, დათამ ხელზე ხელი მოჰკიდა და თითებზე თითები გადაუსვა. გოგომ მოხედა და თბილად გაუღიმა.
-მომეჩვენა თუ იმ გოგოსთან რამე გქონდა და ამიტომ გამოგიწვია?-საუბარი გადაიტანა მან.
--აჰაა.ესეგი იეჭვიანე და მაგიტომ ეცი ასე?-გაეცინა დათას და მიხვდა რომ გოგოს საუბრის თემის შეცვლა უნდოდა.
-არ მიეჭვიანია მაგრამ ნერვები მომეშალა
-მოკლედ ასე, იმ გოგოსთან რაღაც მქონდა უფრო სწორად ადრე ჩემი მეწყვილე იყო,რამდენჯერმე ერთად გავერთეთ და ეს იყო მხოლოდ, მას არაფერს დავპირებივარ და არც ოცნების კოშკები აგვიგია ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მეტიც დიდი ხანია არ მინახია.
-დათა მე არ მინდა შენი გასართობი ვიყო...
-მე ეს არ მითქვამს შენთვის. მე გითხარი რომ მინდა მომავალი გვქონდეს ერთად თქო.
-ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.მაპატიე ახლა უნდა წავიდე. სოფო დღეს მაღაზიას ხსნის მე კი გამოვეპარე.
-ხომ არავისთვის გითქვამს რამე?
-არა ეს მე და შენი პატარა საიდუმლოა. გაეცინა თამუნას.
-იმედია მალე გამოვჯანმრთელდები, თორემ რეზო ცოდოა. მალე სასტუმროს ვხსნით და ბევრი საქმე გვაქვს, ყველაფერი მას დააწვება კისერზე.
-მთავარია გამოჯანმრთელდე.
-თამოო ძალიან ლამაზად გამოიყურები. გიხდება ეს ლურჯი კაბა. იმედია იქ ვინმე უცხო მამაკაცი არ იქნება და არ გაგეპრანჭება. თორემ მაგრად მივბეგვავ.
-დამშვიდდი არავინ არ იქნება უცხო. გაეცინა თამუნას. -წავედი აბა დროებით. ხვალ ისევ მოვალ. ლოყაზე აკოცა და მარტო დატოვა ბიჭი.


სოფო მაღაზიში უკანასკნელ შტრიხებს ასწორებდა და ბოლო დარიგებებს აძლევდა გოგოებს. ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა. განსაკუთრებით იმაზე ნერვიულობდა რომ რეზო ამ დღეს მასთან ერთად არ იქნებოდა. შემოსასვლელში იდგა და გზას გაჰყურებდა. დროდადრო საათს დახედავდა. ლამაზად გამოიყურებოდა. სპეციალურად ამდღისთვის ნაყიდი წითელი კაბა ეცვა. მუხლამდე სწვდებოდა. ზურგი ოდნავ ჰქონდა ამოღებული, ზომიერი დეკოლტე. წელში გამოყვანილი. მის ტანს უფრო გამოკვეთილს ხდიდა. ამავე ფერის მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა. მსუბუქი მაკიაჯი გაეკეთებინა. თმა უკან ცხენის კუდივთ შეეკრა, მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა. მალე გიო და მაიკო გამოჩნდნენ პატარ სოფოსთან ერთად, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. ფერიას ჰგავდა. ხელში წითელი ვარდი ეჭირა. მივიდა სოფოს მიუტანა, მიაწოდა და ენის მოჩლექით უთხრა:-ეს შენ სოფო.
-რამდენჯერ გითხარი მამიდა უნდა დაუძახო თქო,- გაუჯავრდა მაიკო.
-ნუ ეჩხუბები რაც უნდა ის დამიძახოს. გაეცინა სოფოს, ვარდი გამოართვა, ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა.
მერე ზეზვა და კესოც გამოჩნდნენ. ზეზვას ბუშტები მოჰქონდა. მიესალმა და კედელზე მათი დამაგრება დაიწყო. კესომ ტორტი და ტკბილეულობა მაგიდაზე დაალაგა, რომელიც ამ დღსთვის მოაწყვეს შესასვლელში. მერე თამუნა გამოჩნდა შამპანურის ბოთლები მოჰქონდა.
-სად ხარ აქამდე?-უსაყვედურა სოფომ
-ხომ გითხარი საქმე მაქვს -თქო.-უპასუხა მან და სასმელი მაგიდაზე დააწყო.
-მგონი ყველა აქ ვართ, დროა დავიწყოთ.
-მართალი ხარ გიო, ისედაც დავაგვიანეთ. სოფო მათ წინ დადგა და პირველი სიტყვა წარმოთქვა.
-ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო მომავალო თანამშრომლებო, დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ცოტას ვნერვიულობ და თუ რამე შემეშლება იმედია მაპატიებთ. რამდენიმე წლის უკან ვინმეს რომ ეთქვა მედიცინას თავს დაანებებ და ამ სფეროში დაიწყებ მოღვაწეობასო ხმამაღლა გავიცინებდი. დღეს კი ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. მე მიხარია რომ თქვენთან ერთად ვიწყებ ამ საქმეს,იმედი მაქვს რომ ერთად წარმატებით ვიმუშავებთ და მეტიც ეს იქნება დასაწყისი ჩვენი მომავალი წარმატებისა. ერთად კიდევ არა ერთ ახალ მაღაზიას შევმატებთ, რომლებიც ისეთივე წარმატებულები იქნებიან როგორც ეს და როგორც ჩვენ.
ყველამ აბლოდისმენტებით დააჯილდოვა. მერე თამუნამ მაკრატელი მიაწოდა. ლენტი გაჭრა და მცირე ფეიერვერკიც იყო. შიგნით შევიდნენ.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს მაღაზიაში ჩემო კარგებო.
-ასე არ გამოვა სოფო. საღეგრძელოც უნდა ვთქვათ. გიომ სასმელი ყველას ჩამოუსხა და ჭიქები ჩამოურიგა
-ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს მომავალ წარმატებას.-თქვა სოფომ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა, მერე მაგიდაზე დააბრუნა. მყუდროება ტაშის ხმამ დაურღვია.
-ასე ასე. როგორც ვხედავ უჩემოდაც კარგად ხართ.
სოფომ იქით გაიხედა და ფერი დაკარგა.
-რეზიი.-დაიჩურჩულა მან და შებორძიკდა. გიომ ხელი შეაშველა.
-ეს თუ ის არაკაცია ახლა მაგრად მივბეგვავ,-უჩურჩულა დას.
-არა გიო. ვიცნობ, ის არაა.
-გილოცავ მაღაზიის გახსნას. მოუახლოვდა და წინ დაუდგა რეზი.
-მადლობა. თვალები დახაა სოფომ.
დაძაბულობა თამუნამ განმუხტა. მუსიკა ჩართო და საცეკვაოდ წაიყვანა დანარჩენები. მარტო დატოვა ისინი.
-როგორც ჩანს უჩემოდ კარგად ხარ.
-არ გინდა რეზი გთხოოვ. შეევედრა სოფო.
-რა არ მინდა? თვალები დაუბრიალა გაცეცხლებულმა ბიჭმა. -მე უშენოდ ვიტანჯები, ვდარდობ რომ გაწყენინე შენ კი ერთობი და მეტიც საკუთარ ბიზნეს გეგმებს აწყობ. რატომ სოფო რატომ? ბიჭმა მხრებზე მოჰკიდა ხელი და შუბლი შუბლზე მიადო.
-მეტკინა რეზი,- დაიკვნესა გოგომ
-რატომ არ ფიქრობ რომ მეც მტკივა?მეც მტკივა სოფო. შენი ყველა განცდა, შენი ყველა ტკივილი მეც მტკივა. ბიჭის თვალებში სევდა იკითხებოდა. სოფომ ვეღარ გაძლო და თვალები დახარა.
-რატომ არ მიყურებ თვალებში? რატომ ვერ მისწორებ თვალს? იმიტომ ხომ არა რომ დამნაშავე ხარ? ხო ყველაზე მეტად შენი უნდობლობა მტკივა,ეს მკლავს ყველაზე მეტად.
-წამოდი კაბინეტში შევიდეთ, სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს.
-არ მაინტერესებს, გვიყურონ. ხმა გაიმკაცრა ბიჭმა.
-რა გინდა რეზო?რატომ გინდა დღევანდელი დღე და დღევანდელი სიხარული ჩამახამო?
-შენ მართლა ვერ ხვდები ვერაფერს? ხელები გაუშვა მან და განზე გაიწია.
-წამოდი იქ ვილაპარაკოთ. სოფომ ხელი მოჰკიდა და წინ გაუძღვა, კაბინეტის კარი გააღო, პირველი ის შეუშვა. მერე თვითომ მიჰყვა და კარი ფრთხილად მიხურა.
-აქ ვილაპარაკოთ, უფრო მშვიდად ვიქნებით.
-რომელ სიმშვიდეზე მელაპარაკები სოფო?სადღაა ჩემი სიმშვიდე?უშენოდ ჩემთვის არაფერი აღარაა.
-რეზი შენ მთვრალი ხარ?
-არა, არ ვარ. მხოლო ორი ჭიქა ვისკი დავლიე რომ აქ მოვსულიყავი.
-შეგეძლო ისედაც მოსულიყავი.
-რამდენჯერ მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ გავბედე. უკან ვიხევდი იმიტომ რომ მე არაფერში არ ვარ დამნაშავე. ყველაფერი შენი ბრალია, რომ არა ის უაზრო ეჭვიანობა...
-ვიცი ჩემი ბრალია, ზედმეტი მომივიდა. ბოლოსდაბოლოს უნდა მომესმინა მაინც, მე კი დაგადანაშაულე რაღაც სისულელეში, დავადე თავი და გავიქეცი.
-ესეც კარგია რომ ხვდები,-ირონია გაურია რეზომ და მის წინ სავარძელში ჩაჯდა.
-რა ვქნა რეზი ეჭვიანობამ დამაბრმავა. მითუმეტეს რომ წარსულში მწარე გაკვეთილი მივიღე, საკუთარ თავს და სიამაყეს ვერ ვაჯობე რომ მოვსულიყავი და შენთვის ბოდიში მომეხადა.
-ხო ძალიან რთული იყო. ამჯერად შესარიგებლად სერენადა აღარ გიშველის. ამჯერად ძალინ მაწყენინე. უიარაღოდ მომკალი. სწორედ ეს სიამაყე დაგღუპავს შენ. როგორ ფიქრობ მე რომ საყვარელი მყოლოდა ან ქალთან გაგულავება მდომოდა მას ჩემს სასტუმროში მივიყვანდი??იქ სადაც შენ ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დამდგომოდი ან ნებისმიერ შენს ნაცნობს დავენახე? ამას აქ კი არა ისეთ ადგილზე გავაკეთებდი რომ შენ ვერასოდეს გაიგებდი.
-დამნაშავე ვარ. უაზოდ არ უნდა მეეჭვიანა .რა გავაკეთო რომ მაპატიო?
-არაფერი უკვე ვეღარაფერს გააკეთებ. რეზო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. კარში გადიოდა როცა ზურგს უკან მოესმა.
-ვგიჯდები შენზე რეზო ბექაურო. ჭკუიდან გადავდივარ ისე მიზიდავ, ახლა რომ არ გაკოცო შეიძლება შევიშალო. რეზოს ჩაეღიმა და სწაფად მოტრიალდა. ჩქარი ნაბიჯებით გადაკვეთა ოთახი. მასთან მივიდა. სკამის სახელურებს დაყრდნო, ისე რომ გოგოს წასასვლელი ჩაუკეტა და ვნებიანად დაახცრა მის ტუჩებს. ეს ბოდიშზე მეტი იყო. ეს ყველაფერი იყო. ეს ის იყო რაზეც რეზი ოცნებობდა,რომ გოგოსაც იგივე ეგრძნო რასაც ის გრძნობდა, ახლა საბლოოდ დარწმუნდა ამაში. სოფო სავარძლიდან წამოაყენა. თვითონ ჩაჯდა. მუხლებზე დაისვა და კოცნა განაგრძო, სოფოც უფრო მომთხოვნი ხდებოდა. კისერზე ხელები მოხვია, მერე მის ზურგზე ჩაასრიალა. ბიჭმა ერთ ხანს შეაჩერა და თვალებში ჩახედა. გოგომ გაუღიმა და ისევ დააცხრა მის ტუჩებს. რეზო კისრისკენ გაუყვა გზას, წელზე ჩააცურა ხელი. ვნებისგან სოფოს კანი დაეხორკლა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. თავს ვერ აკონტროლებდა. მამაკაცის პერანგის ღილებს წაეტანა და უნდა შეეხსნა. როცა რეზომ შეაჩერა.
-არა სოფო არა. ახლა არა.
-რა ხდება?
-ეს არა. არ შეიძლება, შეიძლება ვინმე შემოვიდეს და სირცხვილია.
-მართალი ხარ. ცუდად ვიქცევი. ცუდად არ იფიქრი გთხოვ... ოოო, როგორ მცხვენია. თავი დახარა გოგომ და გაწითლადა.
-ნუ გრცხვენია სოფო. ორივემ ვიცით ეს რატომაც გვემართება და რა ძნელია ამასთან გამკლავება.
-იცი რეზო უშენოდ გატარებული ყოველი საათი, ყოველი წუთი საშინელება იყო ჩენთვის, თითქოს დრო გაჩერდა გაიყინა. სუნთქვა მიჭირდა. დღესაც ყველაზე მეტად შენ მაკლდი. უშენოდ მე არაფერი ვარ. უშენოდ ის არ ვარ, ვინც უნდა ვიყო. შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ.
-ასეთი სიტყვები თუ იცოდი აქამდე რატომ არ მითხარი?-ჩაეცინა რეზოს.
-იმიტომ რომ ამას მაშინ მივხვდი, როცა გავიაზრე რომ ჩემი უაზრო ეჭვიანობის გამო შეიძლება დამეკარგე.
რეზო გოგოს თმაზე ეფერებოდა და მისი სიახლოვით ტკებებოდა
-დღეს ძალიან ლამაზი ხარ. ასე გამოპრანჭულს პირველად გხედავ. გიხდება.
-ხო ეტყობა გული მიგრძნობდა რომ მოხვიდოდი.
-რომ არ მოვსულიყავი შორიდან მაინც შეგავლებდი თვალს. შენ ხომ ჩემი სინათლე ხარ.-წამოდი ახლა გავიდეთ თორემ სირცვილია, უფროსი მათთან რომ არ არის.-გაეცინა რეზოს და გოგოს კიდევ ერთხელ აკოცა.
ხელიხელ ჩაკიდებულები დაბრუნდნენ. მათ არყოფნაში რამდენიმე სადღეგრძელო დაელიათ და ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ. პირველმა თამუნამ შეამჩნია და მათკენ წამოვიდა.
-იმედია შერიგდით.
-კიი,- გაეცინა სოფოს და მკერდზე აეკრა ბიჭს.
-ასე რაა, აღარ იჩხუბოთ. წამოდი ახლა გავერთოთ.
-რეზი მანამდე მოდი ჩემი ოჯახი წევრებს გაგაცნობ. სოფომ ხელი ჩაჰკიდა და მათკენ წაიყვანა.
-იცნობდეთ ერთმანეთს. ეს გიოა ჩემი ძმა, ჩემი რძალი მაიკო, ეს კი მათი ქალიშვილია პატარა სოფო. ეს რეზია ჩემი.. სოფო დაიბნა შესაბამისი სიტყვა ვერ მოძებნა.
-მისი მეგობარი,ჯერჯერობით,- შეეშველა რეზო.
-შენ ჩემი მამიდა გიყვარს?-წამოიძახა პატარამ
სოფო გაწითლდა და დაიბნა. მერე ყველას სიცილი აუტყდა.
-შენ გიყვარს შენი მამიდა?-დაუბრუნა კითხვა რეზიმ.
-მე ძალიან მიყვარს. ბევრი სათამაშოები მიყიდა. აი ძალიან ბევრი.
-მაინც რამდენი?-ჩააცივდა რეზო, თან ეცინებოდა.
-აი ამდენი.-ბავშმა ორივე ხელის თითები გაშალა და რეზოს დაანახა.
-თუ არ გააბრაზებ მამიდას კიდევ ბევრს გიყიდის. უთხრა მაიკომ და ბავშვი გააჩუმა.-სოფო უკვე გვინია. ჩვენ წავალთ, ეძინება უკვე.
-კარგი ჩემო ძვირფასებო. აბა დროებით. ხვალ გელოდები სამსახურში. გაუღიმა სოფომ და გადაკოცნა. დაემშვიდობა და ყველა ნელ-ნელა გააცილა. ბოლოს ის, რეზი და თამუნა დარჩნენ.
-ესეც ასეე, ახალი მაღაზიაც გავხსენით. ძალიან დავიღალე. სკამზე ჩამოჯდა თამუნა.
-ჩვენი წასვლის დროა, არ წავიდეთ?
-წავიდეთ სოფო, შენი მანქანა დატოვე და ჩემი მანქანით წავიდეთ.
-იცი რაა გვრიტებო, მე უკან დაბრუნება მეზარება, თან ხვალ ისევ აქ უნდა ჩამოვიდე, ამიტომ თქვენ წადით, მე კი ჩემს სახლში დავრჩები.
-კი მაგრამ რა საქმე გაქვს ასეთი რომ არ მეუბები უკვე მერამდენე დღეა,-გაუკვირდა სოფოს.
-ეგ საქმე შემთხვევით დათა ხომ არ არის?რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა ისიც რამდენიმე დღეა.
თამუნა წვენს სვავდა,როცა ეს გაიგო, გადასცდა და ხველა აუტყდა.
-აი ხედავ შენი მეგობრის ხსენებაზე რა მემართება?თქვენ კი მეუბნებით რომ დათასთან რაღაც მაკავშირებს. გაძვრებოდა რომელიმე საყვარელთან და ერთობა ალბათ.
-ხო, პრინციპში არც ეგაა გამორიცხული.-გაეცინა რეზოს. აბა წავედით?
-წავედით, მაგრამ საჭესთან მე დავჯდები, შენ ნასვამი ხარ.
-ხედავ რეზი უკვე უფროსობს.-გაეცინა თამუნასაც
-ხო და ამის წინააღმდეგი არ ვარ. მთავარია არ იეჭვიანოს და აღარ გამებუტოს. თორემ იცოდე დამკარგავ, ეს საბოლოო იქნება?
-კარგი გპირდები,-გაუღიმა სოფომ და ბიჭს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა



№1 სტუმარი cicia

როგორ მიყვარს მე ეს ორივე წყვილი heart_eyes

 


№2  offline წევრი katiusha

რაღაცნაირად მეც მიყვარს ჩემი ყველა პერსონაჟი :)

 


№3 სტუმარი kusa13

sitkbo iyoo es tavi da meti arafeti raa... ar mindoda ro dasrulebuliyo... dzalian kargia yochaag <3 <3

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

აუ რაკაი იყო მალე დადე რა ვკვდები ისე მაინტერრსებს რა მოხდება შემდეგ თავებში მაგარიხარ ძაან ♥♥♥

 


№5 სტუმარი Guest მარი

ახალი თავი მალე დადე რააა ❤

 


№6  offline წევრი katiusha

Xval iqneba axali tavi

 


№7 სტუმარი Guest mziko

Axaltavs male dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent