შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.-წარსულის ლანდები. (13)


5-02-2017, 22:13
ავტორი DevilGirl
ნანახია 2 290

"ბოლოს მაინც ყველა მიდის..."
თავი 13-წარსულის ლანდები.
ჩვეულებრივი დილა გათენდა ხოდა მე ,მარიამმა, სანდრომ და თორნიკემ გადავწყვიტეთ...კარგი ხო ვის ვატყუებ ნეტავ ეხლა მეც მეგრელი აფერისტკა არ ვიყო რა! არაჩვეულებრივი დილა გათენდა რატომღაც, ხოდა მე , მარიამმა, თორნიკემ და სანდრომ გადავწყვიტეთ....ოოო მართლა და მართლა ვერ გატყუებთ რა! ცუდი დილა გათენდა. კარგი ხო სრულ სიმართლეს გეტყვით ახლა. ე.ი ჩვეულებრივი-არაჩვეულებრივი-ცუდი დილა გათენდა. ხოდა მე , მარიამმა, სანდრომ და თორნიკემ გადავწყვიტეთ რესტორანში წასვლა. უბრალოდ არ გვინდოდა სახლში ჯდომა და იმიტომ. შაბათი საღამოა ხოდა არ მუშაობენ თორნიკე და სანდრო.
-ნინი ჩაცმას არ დაიწყებ?-აბუზღუნდა სანდრო.
-ნეტა შენა რა, სად გეჩქარება ნა*ა გელოდება იქ და მე არ ვიცი?
-ოოოო გეყო რა ეხლა ენის გალესვა, ჩაიცვი რად უნდა 3 საათი ჩაცმას.
-გოგო, რომ გახდები გეტყვი.-თვალი ჩავუკარი და ოთახში შევვარდი. - მოვედი შენი მაჩო უნდა დაგიპყრო.-დემონსტრაციულად გამოვაღე კარადა, ნუ ეხლა , რომ გითხრათ გამოვაღე თქო მოგატყუებთ გამო...ოო რა ხშირად გატყუებთ არა დღეს? ხოდა სად ვიყავი ? ხო კარადა კი არ გამოვაღე გამოვგლიჯე თქო. გამოვგლიჯე და ნიკაპზე ხელი დაფიქრების ნიშნად მივიდე აი ისე წერეთელმა , რომ იცოდა თუ ჭავჭავაძემ არ მახსოვს. წერეთელმა იცოდა აკაკიმ მგონია. ხოდა შევვარდი პირდაპირი მნიშვნელობით კარადაში. ე.ი აქ გვაქვს წითელი კაბა, თეთრი კაბა, ფერადი კაბა, ლურჯი კაბა, ნაცრისფერი კაბა, შავი კაბა.....მმმმ.....შავი კაბა რაღაც მადის აღმძვრელად მიმზერს. ოხ რა პირქუში კაბააა! ისე რომელი საუკუნეა კაბაც კი სვანეთის კოშკებივით პირქუშად მიმზერს. როგორც ჩემი მეზობელი ნანული იტყოდა "ეს რა ნახა ჩემმა დასაფსობმა თვალებმა"! ეჰ ნეტავ რა მეშველება მე! ნწ , ნწ! ჩემი მშველელი არ არსებობს. ხოდა სად გავჩერდი. გამოვიღე შავი გრძელი კაბა, ფეხთან ჩახსნილი, მკერდზე ამოღებული....უი ეს ხო მეცვა წინაზე, რომ ვიყავით რესტორანში! ამიტომ ისევ თავით შევხტი კარადაში და ეხლა შინდისფერ კაბას დავაკვირდი მოდი დამიპყრეო , რომ მეუბნებოდა. "მოვდივარ გეჟოოო" ვუთხარი და დავავლე ხელი. ე.ი ეხლა აღგიწერთ როგორ გამოვიყურები:შინდისფერი, მუქი, მუქი მოკლე კაბა, შავი მაღლები(შავი ჩემი სტიქიაა და რა ვქნა? ) , როგორც ყოველთვის არც ახლა ვღალატობ ჩემი თავის მიერ დაკანონებულ წესს და ისევ და ისევ მუქ შინდისფერ პომადას ვისვამ, რომელიც როგორც ვამბობთ ხოლმე ქართველები "აკვდება" ამ კაბას, ისევ და ისევ შავი ჩანთა და დადადადადდადაააამ! მაზადაა ვაარ, უი შავი წენი გამომრჩა და პუდრი. ტონალურს როგორც ვთქვი ან ვთქვი თუ არა არ მახსოვს არ ვხმარობ ისეთი სახის კანი მაქვს. მოკლედ მაგარ ფერზე ვარ რა! ზამთარ-ზაფხულ ზაგარი მაქვს ასე ვთქვათ.
-აუ ნინი ეხლა კერავ კაბას?
-აი ამ წამს დავიწყე შეკერვა .
-ვისთან?
-სარა ჯესიკა პარკერთანნნნნ.-გავძახე და გამოვედი კიდეც.
-ოჰ ინება ძლივს და გამოვ....-თვალები დაახამხამა მე კი ვითომ ვერ მივხვდი რამ გააკვირვა ისე ავაფახულე წამწამები.
-ჰა ეხლა ბიჭო აღიარე კარგად გამოვიყურები!
-ვაღიარებ ! ეხლა წამოდი.
-აღიარებ და ჯანდაბა შენ!-ვუთხარი და მანქანისკენ ავიღე გეზი. ჩავხტი და ეხლა თორნიკე და მარიამისკენ ავიღეთ გეზი. ისინიც ჩახტნენ და წევეით სადღაც ჯანდაბაში. ხო, ხო, ჯანდაბაში მეგონა მე ქალაქს , რომ გავცდით:
-მარიამ მგონი გიტაცებენ.
-რა იცი , რომ შენ არ გიტაცებთ?-ალექსანდრე.
-რავი გვერდით მიზიხარ და ამას პლუს ჩემი ქმარი ხარ ძვირფასო! აი ბეჭედიც!-დემონსტრაციულად ავაფარე თვალებზე ხელი.
-ღმერთო შენ მომეცი ამ ალქაჯის გაძლება.
-ეს ალქაჯი შენი ცოლია და გზას უყურე ნუ დამაშტერდი მე!
-კი, კი შენ. შენ დაშტერებას მირჩევნია ჩვენ მეზობელ 91 წლის ლამარას დავაშტერდე.
-ხოდა ლამარასთან დაიძინე დღეს, ლამარამ გაგათბოს და ლამარამ გადმოგცეს სითბო!-მივაყარე და სანდროს შეშინებულ მზერაზე ავხარხარდი.
-რა?
-დღეს არაფერს არ მიიღებ კოცნასაც კი !
-წეღან განა ლამარა ვიგულისხმე კაცო...მე მინდოდა მეთქვა ლამარა შენთან ახლოსაც ვერ მოვა თქო და...
-ეგ მონაჩმახი ვერ გიშველის ჩემო საყვარელო ქმარუკა!-ჩვენ კამათზე თორნიკე და მარიამი იგუდებოდნენ სიცილით. არმაზისხევში ვართ. ულამაზესი რესტორანია. ეზოში შევედით და ეზოს მაგიდებისკენ დავიძარით. ხალხს გიჟები ვეგონეთ ამ ყინვაში ყველა შიგნით იჯდა, მაგრამ გარეთ ისეთი ლამაზი წყარო იყო ფერადი , რომ შიგნით რა დაგვაჯენდა.
-აუ ცივა აააქ.-ვთქვი და გამაკანკალა.
-გაგათბობდი, მაგრამ დღეს არაო და რას ვიზამთ.-ვითომ საწყლად თქვა სანდრომ.
-ეჰ ვინც შენ არ გიცნოოობს...
-მორჩით ეხლა ერთმანეთის ჭამას და ნამდვილ საჭმელზე იფიქრეთ რას შეჭამთ.
-ისე მე ნინის ჭამა მირჩევნია.-ეშმაკურად გამომხედა სანდრომ.
-არც კი იფიქრო!-მის სახეზე სიცილი მომინდა, მაგრამ შევიკავე და წყაროსთან ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდაზე დავჯექი. შევუკვეთეთ საჭმელი და სრულ იდილიაში მიდიოდა საღამო. როგორც ყოველთვის მე და სანდრო ვჭამდით ერთმანეთს საჭმლის ნაცვლად , მარიამი და თორნიკე კიდევ ჩურჩულებდნენ რაღაცეებს. შემოსასვლელიდან სიცილი მოგვესმა და იქით გავიხედეთ...ოღონდ ის არ დამენახა რაც იქ დავინახე:
-ნიტა...-გაოცებულს აღმოხდა სანდროს.
-გუგა...-მეც არანაკლებ გავიოცე.-სანდრო ნიტას იცნობ?
-ჩემი ყოფილი იყო...მერე ვიღაც ბიჭთან ერთად წავიდა...
-აქამდე ვერ ვხვდებოდი რა იყო ბედის ირონია და ახლა კიდევ...-ამოვიხავლე.
-ეს ის გუგა და ნიტაა ნინი?-ალექსანდრე. მარიამი ისეთი მზერით უყურებდა იმ ორს მეგონა მიახრჩობდა, აი ისე მისი თვალებიდან რაღაც არსებები გადმოვიდოდნენ და მიაკლავდნენ იქვე ერთმანეთზე "მოსიყვარულე" წყვილს.
-ამათ აქ რა უნდათ?-ცეცხლს აფრქვევს მარიამი.
-წავიდეთ გინდათ?-თორნიკე.
-სწორედ ამათ ჯიბრზე არ წავალ.-ძალიან მშვიდად ვთქვი და ჭამას დავუბრუნდი...
-დარწმუნებულები ხართ?-მარიამი.
-სრულიად.-ღიმილით შემომხედა ალექსანდრემ და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა მასთან.

აბა რას იტყვით? იმ შეფასებების მერე რაც დაწერეთ უნამუსო ვიქნებოდი შემეწყვიტა წერა! ალბათ 2 ან 3 თავი დამრჩა კიდევ და დავასრულებ. მერე რაღაც საოცრად ორიგინალურ და გასაოცარ ისტორიას ვიწყებ ისიც იძულებით ქორწინებაზეა ხომ იცით ჩემი სტიქიაა ეს იძულებითი ქორწინება და რა ვქნა :დ მიყვარხართ ტკბილო შოკოლადებო <3



№1  offline წევრი D-I-A-N-A

ჩემი გოგო <3 . მჯეროდა შენი , ვიცოდი რომ არ გაგვწირავდი .:დდ ხო და ახალ ისტორიას რომ დადებ აუცილებლად წავიკითხავ <3 მიყვარხარ<3

 


№2 სტუმარი A

მადლობა საყვარელო რომ გაითვალისწინე თხოვნა და არ შეწყვიტე. შენ ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ და მალე ველოდები შემდეგ თავს. მერე კი ახალ ისტორიას.... გელი მთელი გულისყურით. სულ წარმატებები....

 


№3  offline წევრი anuki15

ველოდები მოუთმენლად ამ ისტორიასაც და ახალსაც heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი DevilGirl

D-I-A-N-A
ჩემი გოგო <3 . მჯეროდა შენი , ვიცოდი რომ არ გაგვწირავდი .:დდ ხო და ახალ ისტორიას რომ დადებ აუცილებლად წავიკითხავ <3 მიყვარხარ<3

მეც მიყვარხარ ჩემო საუკეთესო. არა ქვა კი არა გული მაქვს და როგორ უნდა გამეწირეთ?! :D

A
მადლობა საყვარელო რომ გაითვალისწინე თხოვნა და არ შეწყვიტე. შენ ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ და მალე ველოდები შემდეგ თავს. მერე კი ახალ ისტორიას.... გელი მთელი გულისყურით. სულ წარმატებები....

მადლობა ჩემო საყვარელო. <3 ამდენი თხოვნების შემდეგ ვერ გავბედე შემეწყვიტა , ის უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო ახლა კი ვიცი, რომ ბოლომდე დავწერ <3

anuki15
ველოდები მოუთმენლად ამ ისტორიასაც და ახალსაც heart_eyes heart_eyes

მადლობა ანუკი . <3

 


№5 სტუმარი

ძაან გამიხარდა რომ არ შეწყვიტე და გააგრძელე <3 ძაან მაგარია მალე დადე.. და ჰო ბოლო თავში ახალი მოთხრობის სახელი დაწერე და წავიკითხავ აუცილებლად <3

 


№6 სტუმარი Ana

Momwons dzalian es motxroba <3 gaagdzele ar shewyvitoo <3

 


№7  offline წევრი marikuna (1)

Au male dzn magaria

 


№8  offline წევრი HappyForever

vaime ra kargi gogo xar rogor gamixarda ro gaagrdzele shemikvardi ise kargad wer

 


№9  offline წევრი DevilGirl

ძაან გამიხარდა რომ არ შეწყვიტე და გააგრძელე <3 ძაან მაგარია მალე დადე.. და ჰო ბოლო თავში ახალი მოთხრობის სახელი დაწერე და წავიკითხავ აუცილებლად <3

მადლობა ჩემო საყვარელო. დავწერ აუცილებლად სახელს შემდეგ თავშივე.

Ana
Momwons dzalian es motxroba <3 gaagdzele ar shewyvitoo <3

მადლობა ჩემო ძვირფასო. არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ... <3

marikuna (1)
Au male dzn magaria

მიხაარია თუ მოგწონს . მადლობა დიდი , დიდი ჩემო საყვარელო <3

HappyForever
vaime ra kargi gogo xar rogor gamixarda ro gaagrdzele shemikvardi ise kargad wer

მადლობა ჩემო საყვარელო. მეც ძალიან შემაყვარე თავი შენი კომენტარებით. <3

 


№10 სტუმარი kusa13

vaimee ra moitmens :( ra tavi ikoo :* cota disi tavebi dade xolme raa da daatbe sandrosa da ninis urtiertoba isec kaia ro kinklaoben mara sitbic minda ragacnairad :/ <3 <3 <3

 


№11  offline წევრი DevilGirl

kusa13
vaimee ra moitmens :( ra tavi ikoo :* cota disi tavebi dade xolme raa da daatbe sandrosa da ninis urtiertoba isec kaia ro kinklaoben mara sitbic minda ragacnairad :/ <3 <3 <3

უფრო დიდ თავებს ყველანაირად ვცდილობ ,მაგრამ ყოველდღე ისეთი დაღლილი ვბრუნდები სახლში მეტი არ შეიძლება. ღამის 11 საათზე მოვდივარ. ყველაფერს , რომ ვრჩები 12ა ხოლმე უკვე და მერე ვიწყებ წერას. გათიშული მეტის დადებას და დაწერას ვეღარც ვახერხებ. კარგია , რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent