შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური(თავი-3)


6-02-2017, 17:36
ავტორი ninuca16
ნანახია 1 391

23-ივნისი Hey))დილამშვიდობისა რეიჩელ..
გუშინდელი დღე ჩვეულებრივ დამთავრდა,ტასოს ეგონა რომ ძვნელი ნაცნობი გადაეყრებოდა,მაგრამ არ გამართლდა მისი მოლოდინები.ჩვენი დილა ყავით იწყება.ეს რამოდენიმე დღეა რაღაც ვერ ვარ კარგად,მაგრამ არაფერს ვამბობ.თავბრუ მეხვევა,ირგვლივ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ და ადგილზე ვირყევი,მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ რამოდენიმე წუთს გრძელდება. ახლა ცუდად ყოფნის დრო არაა და ამიტომ არც არაფერს ვიმჩნევ.მშობლები დღეში რამოდენიმეჯერ გვირეკავენ და გვკითხულობენ,ყოველ მათ ზარზე სიცილს ვიწყებთ,რეფლექსურად.
ელენე: დღეს რას ვგეგმავთ გოგოებო?
ტასო: დღეს პარკში გავიდეთ,მოგეწონებათ.
ელენე: მაშ კარგი.. აუ მოდით რა სიმღერები ჩავრთოთ და რამე გემრიელობა გავაკეთოთ.
ქეთა:კარგი იდეაა,ეე პიცა გავაკეთოთ არ გინდათ?
ტასო:კარგი,მაშინ მე სიმღერებს ავარჩევ
ელენემ ჩაიცინა და გამომხედა,ყველაფერი მისახვედრი იყო.ტასოს არ ეხერხება ასეთი რაღაცეების გაკეთება და ამიტომ ხუმრობით რაღათქმაუნდა სულ დავცინით)))
ტასო:მე პოპკორნს გავაკეთებ,თქვენ პიცას მიხედეთ.ხო და პოპკორნი როგორ კეთდება? რა სჭირდება?
ელენე:ტასუნააა მიდი სიმღერები ჩართე თან და დავიწყოთ კეთება.
ქეთა:აუ პოპკორნი არ გვააქვს((
ტასო:კაი გავალ მაშინ მაღაზიაში.
ელენე:ახლოსაა?
ტასო:კი როგორც მახსოვს
ქეთა:სამივე წავიდეთ მაშინ და თუ რამე დაგვჭირდა გვეცოდინება გზა.
გზად გავედით,ირგვლივ მარტო ბავშვების ჟრიამული ისმოდა.დახუჭობანას თამაშობდნენ,გამეღიმა მათი შემყურე. გამახსენდა ყველაფერი,თვალწინ დამიდგა როგორ ვთამაშობდით ბავშვები დახუჭობანას.ერთი ოინი ვიცოდით ხოლმე მე და ანუკამ,ანა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,მაგრამ ახლა უბრალო მეგობრობით შემოვიფარგლებით.ხო და ერთნაირი ფეხსაცმელი გვქონდა,მხოლოდ ფერებში იყო განსხვავება,ამიტომ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც,რომ თამაშის დროს გაგვეცვალა ერთმანეთში. თამაშის დაწყებამდე კი სპეციალურად ვეუბნებოდით ხოლმე,კარგად დაკვირვებოდნენ,რომ მერე არ არეოდათ.შემდეგ კი თუ დაინახავდნენ რომელიმეს მათი სახელის წარმოთქმისას იწყებოდა კამათი,მე ქეთა არ ვარ დშეცდომააო და თავიდან იხუჭებოდა საწყალი ბავშვი.რა ცუდია,ეს ყველაფერი ასე მალე რომ მთავრდება.ჩვენ ბოლო თაობა ვიყავით თინეიჯერების ვინც თამაშობდა ორ დროშობანას,დახუჭობანას,წრეში ბურთს და კიდევ სხვა თამაშებს. ახლა რაღათ უნდათ ეს ყველაფერი როცა Iphone ებია მოდაში.ყოველ წელს ერთი მეორის მიყოლებით იცვლიან,პირველ კლასელებს iphone 5 და 6 უჭირავთ.განა კი ეს არის ბავშვობა? ვამაყობ,რომ მე ასეთი ბავშვობა არ მქონია,თუმცა ეს ჯერ კიდევ ცალკე თემაა.
შევდივართ მაღაზიაში და გვხვდება დაახლოებით 3-4 ბიჭი,სიმართლე გითხრათ არ დავკვირვებივარ.მხოლოდ ერთხელ შევხედე. როგორც ჩანს მათი ყურადღება მივიქციეთ,როგორც კი მაღაზიაში ფეხი შევადგით მოგვაშტერდნენ. ერთმანეთს გადავუჩურჩულეთ,ჩვენ ხომ არაფერი გამოგვეპარება და თავები დავხარეთ,ყურადღებაც არ მიგვიქცევია მათთვის. ბიჭებმა კი ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი,როგორ ვერ ვიტან მათ ასეთ საქციელს! სულელები
ტასო:ვაიმე,როგორ მეცნობა ეს ხმა.
ელენე:შეხედე იქნებ გეცნოს რომელიმე.
ტასო:ოოფ,არ მინდა რა.
ქეთა:კარგით რა,მითომც აქ არ არიან.ყურადრებას ნუ მიაქცევთ.
ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა.როგორც ჩანს მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ და ჩვენ გვიცდიდნენ. უნდა გადაგვეხადა,რომ ერთ-ერთი ჩაგვეკვეტა,ჩემგან აიღეთო გამყიდველს უთხრა და გაგვიცინა.მადლობა გადავუხადეთ და გამოსვლისას გამოგვყვნენ.
-გოგოებო,მე სანდრო მქვიატასო:ოოფ,არა არ მინდა,მერე მათ ყურადრებას მივიქცევ,ვაი და თქვან რამე,ისე იქცევიან.
. საღამოს რაღაც ფართი გვაქვს,გუშინ ჩამოვედით და გვინდა რომ თქვენც დაგპატიჟოთ და მოხარული ვიქნები თუ მოხვალთ.
ერთმანეთს გადავხედეთ,პასუხი უკვე სამივესთვის ნათელი იყო და ბოლოს ტასომ უპასუხა.
მე ტასო მქვია,მადლობა დაპატიჟებისთვის,მაგრამ ვერ შეგპირდებით რომ აუცილებლად მოვალთ.სად გაქვთ ისე წვეულება.
-თუ იცით დევდარიანების სახლი,ან იქნებ ლუკა დევდარიანს იცნობდეთ. მის სახლში იქნება.
-ტასო:ანიტა ლოლაძეს შვილის,ლუკა დევდარიანზე გაქვს საუბარი?
-ხო იცნობ?
-არა,არ ვიცნობ. გაგონილი მაქვს უბრალოდ.
-კარგით გოგოებო,უნდა დაგტოვოთ ახლა.გამიხარდება თუ მოხვალთ.
დაგვემშვიდობა და გაუყვა თავის გზას სადაც ძმაკაცები ელოდებოდნენ. ტასოს თვალები გადმოფრქვეოდა,მისი წამიერი სახე ისეთი იყო,თითქოს და ცუდი ამბავი გაიგე ნათესავზეო. არადა ეს ხომ არაფერ კავშირშია ამ ამბავში.უბრალოდ გაკვირვებული იყო,არ მოელოდა თავის ბავშვობის სიყვარულს თუ ოდესმე კიდევ გადაეყრებოდა.ბავშვური გატაცება იყო როგორც თავად ამბობს..
ელენე:ტასო,რა სახე გაქვს?! ეს ის ლუკა შენ რომ მოგვიყევი?
ტასო:ჰო ელენე.. ეს ის ლუკაა.
ელენე:რა ვქნათ? წავიდეთ წვეულებაზე?
ტასო:აუ არ ვიცი გოგოებო,მართლა რა! არ ვიცი მინდა თუ არა ლუკას ნახვა. მომენატრა,მაგრამ იმის მერე რაც მოხდა უბრალოდ მრცხვენიასავით რა.
ქეთა:ტასუნა,ეს ძალიან ადრე იყო,ძალიან. თან პატარები იყავით.
ტასო:იქნებ ახსოვს რაც მოხდა?
ქეთა:და რა მერე? ამაში რას ხედავ ისეთს.ამაზე უარესებიც შემთხვევიათ და ნუ დამოკმპლექსდი ეხლა!
ელენე:მართალია ქეთა ტასო,გინდაც ახსოვდეს მერე რა? ახსოვდეს ბატონო.. გაიხსენებს და ორივე ბევრს იცინებთ ამაზე დაწრმუნებული ვარ.
ტასო:კარგი,წავიდეთ მაშ. გავერთოთ^^
ელენე:ასე არ ჯობია? პოზიტიურად განეწყვე ახლა^^
შევუდექით პიცის კეთებას,გავიხსენეთ ბავშვობაში გადამხდარი სასაცილო ისტორიები და ამასობაში ჩვენი პიცაც გამოცხვა. ტასომ კი როგორც მოხდა,ისწავლა პოპკორნის მოხალვა ისე,რომ რამე არ დაეწვა და თავადაც არ დაიწვა ხელი.უნდა გენახათ,როგორ უხაროდა^^ მოვძებნეთ კომედიური ფილმი და ჩავუსხედით.რამოდენიმე საათის შემდეგ კი წვეულების დროც მოვიდა. გადმოვალაგეთ რაც კი გვქონდა გარდერობიდან და შევუდექით არჩევას.სამივე ერთი და იმავეს გავიძახოდით-აუ რა ჩავიცვა? 1 საათიანი წუწუნის შემდეგ,როგორც მოხდა ავარჩიეთ თუ რას ჩავიცვამდით. ტასომ გადაწყვიტა წელში გამოყვანილი,მუხლებამდე გაშლილი კაბა ჩაეცხვა.ელენემ კი შავი კლასიკური კომბინიზონი აარჩია,თეთრ ALL STAR-ებზე.მე კი,გახსოვთ 90-იან წლებში მაღალ წელიანი შარვლები რომ იყო,ე.გ „მაკარონკა“-შარვლები,ხოდა სწორედ ასეთი შავი მაკარონკა შარვალი და ტოპით გამოვეწყვე და ელენეს ანალოგიურად All Star-ებით.გავეშურეთ დევდარიანების სახლისაკენ. შემდეგ კარზე ზარი დავრეკეთ და ლუკა შეგვრჩა ხელში.სწორედ მან გაგვიღო კარები.ტასო ადგილზევე გაშრა,მგონი რაღაც იგრძნო,რაღაც შემორჩა ბავშვობის მოგონებებიდან.. ხელი მივარტყი როცა დავინახე რომ ენა ჩაუვარდა და გამოფხიზლდა.მინდა გითხრათ,რომ ლუკაც ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით უყურებდა.. თვალი მოჭუტა ოდნავ და აკვირდებოდა.შევედით სახლში და სანდრო მოგვესალმა.
სანდრო:ძალიან გამახარეთ თქვენი მოსვლით გოგოებო.არ გიცნობთ და იქნებ გავიცნოთ ერთმანეთი.
ელენე:მე ელენე მქვია,ელენე თაბაგარი.
ქეთა: მე ქეთა ბურდული ვარ.
ტასო კი ირგვლივ ათვალიერებდა ვიღაცას,ის ვიღაცა კი ალბათ მიხვდით ვინც იქნებოდა,ლუკა დევდარიანი. ამიტომ მევე ვუთხარი მასზე.
ეს კი ტასო ამირეჯიბია სანდრო)))
სანდრო: სასიამოვნოა ძალიან,თან როგორი თავადური გვარები გქონიათ(გაიცინა),აი თურმე საიდან ასეთი სილამაზე და ეშხი.
ელენე: მადლობა სანდრო ასეთი კომპლიმენტისთვის,შენ რა გვარი ხარ?
სანდრო:მე მოდებაძე ვარ.რას შვრებით გოგოებო თქვენ,სად სწავლობთ ან საიდან ხართ?
და აი ისევ ელენე)))
ელენე:ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ,აქ კი დასასვენებლად ვართ,ტასომ დაგვპატიჟა თავის აგარაკზე.ჰო და კიდევ,უკვე მე-12ე კლასელები ვართ)))ისეთი ნერვიულობით ჩავაბარეთ გამოცდები რომ ყველგან ავღნიშნავ სიხარულით)))
სანდრო:ძალიან კარგი.მოდით მაგიდასკენ გადავინაცვლოთ,იქნებ სასმელით და ჩიფსებით გაგიმასპინძლდეთ.
ელენე:კარგი,მე თანახმა ვარ.
ცოტახნით გამოვიყვანე ელენე,რომ დავლაპარაკებოდი.
სანდრო:ბოდიში სანდრო,ელენეს დაველაპარაკები ორიოდე წუთით.
ელენე:რა იყო ქეთა?
ქეთა:რაღაც ვერაა მაინც და მაინც ხასიათზე ტასო,მე ტასოს მივხედავ შენ კი თუ პრობლემა არ იქნება სანდროსთან ერთად გაერთე.
ელენე: კარგი,არ არის პრობლემა.მაშინ გამაგებინე და თუ ვერ იქნება ხასიათზე მალევე წავიდეთ.ახლა კი წავედი,სანდრო გვიყურებს და რამე არ იფიქროს.
ქეთა:რა უნდა იფიქროს?
ელენე:რავი,ჩემზე ჭორაობენო და მსგავი რამ რა.
ქეთა:ოხ ელეე.. რა სულელი მყავხარ^^წადი ახლა,წადი.
ტასო,ჩვენგან ოდნავ მოშორებით იდგა და ეტყობოდა რომ მოწყენილი იყო
ქეთა:ტასუნა,რა გჭირს? არ ხარ ხასიათზე? თუ გინდა წავიდეთ.
ტასო:არა ქეთ,კარგად ვარ.ვიყოთ ჯერ. ლუკასთვის არ მოგიკრავს თვალი?
ქეთა:უი,არაა.სანდრო გავიცანით და არ შემიმჩნევია. რა იყო,რატომ ეძებ?
ტასო:არა ისე..
ქეთა:ისე? და შენ ფიქრობ,რომ მე რამეს გამომაპარებ?
ტასო:ოუფ,რავი ქეთა. მინდა რომ შემამჩნიოს და იქნებ მიცნოს კიდეც. მინდა რომ მიცნოს.
ქეთა:აჰაა,აი თურმე რაშია საქმე,მოგეწონა ლუკა?
ტასო:ხო,მომეწონა რა,ისევ ისეთი სიმპატიურია.(ჩაიცინა)
ამ დროს კი,ჩაირთო ნელი,კლასიკური მუსიკა და იქ შეკრებილები საცეკვაოდ გამოიწივნენ ცენტრში.
პირი ღია დაგვრჩა,როდესაც დავინახეთ მოცეკვავეებს შორის სანდრო და ელენეც იყვნენ.მაგრამ გაგვიხარდა^^ როგორ უხდებოდნენ ერთამნეთს.და აი ორივემ ერთად წარმოთქვეს ზუსტად ეს წინადადება.დიახ,წარმოთქვეს. გავიხედე და გვერძე ლუკა მდგარიყო,ტასომ და ლუკამ ერთდროულად წარმოთქვეს,თავის მიტრიალებაც ვერ მოვასწარი,რომ ლუკამ ტასო დაპატიჟა საცეკვაოდ.ტასოც დასთანხმდა. მე კი ბედნიერი სახით შევყურებდი ელენესა და ტასოს.მაგრამ ვინ დამაცადა..
მე-3 თავის დასასრული! მეოთხე თავი დაიდება ხვალ,იმედია მოგწონთ^^



№1  offline წევრი anuki15

ვაიმეე ძალიან მომწონს მართლა heart_eyes heart_eyes იმედია ტასოს და ლუკას ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლებაა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ninuca16

anuki15
ვაიმეე ძალიან მომწონს მართლა heart_eyes heart_eyes იმედია ტასოს და ლუკას ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლებაა heart_eyes heart_eyes

მადლობა ანუკიი heart_eyes მიხარია რომ მოგწონს <33 ვნახოთ რა იქნება :))

 


№3 სტუმარი Guest ანა15

როგორი საინტერესო ხდება უფრო და უფრო ^_^ კარგიაა ძალიან!

 


№4  offline წევრი ninuca16

Guest ანა15
როგორი საინტერესო ხდება უფრო და უფრო ^_^ კარგიაა ძალიან!

მად
მადლობა ანაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent