შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.-ეს ღამე უსასრულოა... (14)


6-02-2017, 22:02
ავტორი DevilGirl
ნანახია 2 652

"ბედნიერება წარმავალია"
თითოეული წამით უნდა დატკბე რადგან ვერ გაიგებ რას გიმზადებს ცხოვრება. ტკივილი სხვადასხვანაირი სახის არსებობს თუმცა გულის გატეხვისგან მოყენებულ ტკივილს ვერანაირი ტკივილი ვერ აღემატება.
თავი 14-ეს ღამე უსასრულოა...
ვლაპარაკობთ ისე, თითქოს კედლის იქით ჩემთვის საძულველი ორეული არ ყოფილიყოს. გარეგნულად არაფერს ვიმჩნევ , მაგრამ შინაგანად ზღვათა ღელვა მჭამს, მანადგურებს , თითქოს სძაგია ნერვიულობისგან ძალა გამომეცალოს და აქვე ჩავიკეცო ცხოვრების დაღისგან მოყენებული ტკივილის გამო. ტვალეტში მინდება და მეც არ ვაყოვნებ:
-მალე დავბრუნდები.-ვუღიმი მკრთალად და ტვალეტისკენ მივდივარ. შევდივარ და ჩემ ბედზე იქ ბრძანდება "ჩემი საუკეთესო დაქალი" ნიტაც. ისეთი ნივიჟუ ჩავურტყი და კაბინაში შესვლა დავაპირე, რომ მიკვირს პასპორტი არ შეამოწმა ნამდვილად ის იყო თუ არა. ძალიან ჩვეულებრივი სახით , თითქოს იქ არ მდგარიყვეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ისე ავუარე გვერდი მისმა სიტყვებმა , რომ შემაჩერეს:
-ნინი...
-უი ნიტა ვერ შეგამჩნიე. როგორ ხარ?-გაუკვირდა ჩემი ჩვეულებრივი მიმართვა
-კარგად შენ?
-რავიცი აბა . კიდევ იყენებ დაქალებს და ახევ შეყვარებულებს თუ შეეშვი ეხლა?
-ნინი მე...მე ვიცი , რომ ყველაზე დიდი სისულელე იყო წერილის დატოვება , ვიცი, მართლა ვიცი ვერასდროს მაპატიებ და სულ გაბრაზებული იქნები ჩემზე, მაგრამ ხომ გითხარი როდესაც სიყვარული გეწვევა მიხვდები , რომ მის გამო ყველანაირ რისკზე წახვალ.
-ნიტა მეწვია უკვე უდიდესი სიყვარული. აქ ქმართან მარიამთან და მარიამის საქმროსთან ერთად ვარ. ახლა მარიამია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადრე თუ შენ იყავი. საქმრო თუ გუგა იყო ახლა ალექსანდრეა ჩემი საქმრო. ადრე თუ უბედური ვიყავი ახლა მსოფლიოში ჩემზე ბედნიერს ვერ ნახავ, მაგრამ სანამ მე ალექსანდრეს გავიცნობდი მარიამს , რომ შეყვარებოდა ის და მერე მე მაშინ არ დავუშვებდი ალექსანდრეს და მარიამის დაშორებას, მაგრამ საბედნიეროდ მარიამს თორნიკე უყვარს მე კი სანდრო. გავიგე , რომ სიყვარულისთვის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი , მაგრამ დაქალს მაინც ვერ გავწირავდი როგორც არ უნდა მყვარებოდა. შენზე და გუგაზე არც კი გავბრაზებულვარ და მეტიც გაპატიეთ კიდეც.
-ნინი ვიცი , რომ მაშინ მაინც გაბრაზდი...
-არა ნიტა ნუ მაწყვეტინებ! მაშინ არ გავბრაზებულვარ და არც ახლა ვბრაზობ. მე მაშინ უბრალოდ იმედგაცრუება ვიგრძენი და მეტი არაფერი. არ მინევიულია , რომ სიყვარული დავკარგე რადგან როგორც აღმოჩნდა გუგა ჩემი ღირსი არ ყოფილა აი თქვენ ორნი კი იდეალურად შეეფერებით ერთმანეთს. გულების გატეხვა კარგად გამოგდით. რა გეგონა გნახავდი და თმებით გითრევდი? მაგ დონეზე არასდროს არ დავეცემი. შენ მე ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენე არადა იცოდი რაც მქონდა განვლილი და მაინც არ დამინდე. გუგასგან ველოდი, სავსებით ველოდი, მაგრამ შენ ყველაზე მეტად გენდობოდი და არ გეპატიება ეს! კიდევ კარგი მარიამი მყავდა და მყავს გვერდში ის მაინც ვიცი , რომ სანდროს არ დაავლებს ხელს და არ გაიქცევიან იმიტომ, რომ ორივეს ძალიან ვუყვარვარ თქვენ ორისგან განსხვავებით. რა სიცარიელეც შენ დამიტოვე მარიამმა ასმაგად ამომივსო და შენზე 10000-ჯერ მეტად შემაყვარა თავი. გუგასგან დაცარიელებული გული კი ამომივსო ბიჭმა , რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებს რაც გუგას არ გამოსდიოდა და არც არავის ამ ქვეყნად . მეწვია სიყვარული როგორც შენ თქვი. მყავს ალექსანდრე და მისგან ვისწავლე, რომ პატიება უნდა შევძლო. იცი რატომ გპატიობ? იმიტომ, რომ პატიება ძლიერის თვისებაა, იმიტომ, რომ ალექსანდრე მყავს და ყველა გრძნობა რასაც თქვენ ორის მიმართ ვგრძნობდი ნულამდე ჩამოვიდა. ზიზღსაც კი აღარ იწვევთ ჩემში. არაფერს იწვევთ უნდობლობის გარდა . მიხარია თუ ისევ გიყვართ ერთმანეთი და ერთად ხართ. ყველაფრის მიუხედავად მაინც მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი და კარგია თუ იპოვნე შენი თავი. მე 22 წლის განმავლობაში პირველად ბედნიერი ვარ და ამას არ ჩავიშხამებ. ალექსანდრეს კი კარგად იცნობ შენი ყოფილი ყოფილა. კარგია , რომ მას შევხვდი თორემ ისევ ისეთი ზიზღის გრძნობა მექნებოდა შენს მიმართ როგორც აქამდე. გუგას მარტივად ვაპატიე რადგან თავიდანვე ვიცოდი არ ვუყვარდი. შენც გაპატიე , მაგრამ ნდობა მაინც აღარ იქნება.შენგან მოყენებული ტკივილი კი ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა დამავიწყეს ამიტომ ახლა აქედან გავალთ და არაფერს შევიმჩნევთ. შენ შენი გზით წახვალ მე ჩემით და ასე უბრალოდ თითქოს არც არაფერი მომხდარა ქმრებს და მეგობრებს დავუბრუნდებით. უბრალოდ იცოდე სინდისი დაიმშვიდე გაპატიე ნიტა. სამუდამოდ გაპატიე და მორჩი იმაზე ფიქრს , რომ ვიღაცას აწყენინე და ყოველთვის ცოდვაში იცხოვრებ. ბედნიერება მეწვია და მივხვდი შევძლებ პატიებას.-ნიტა გაოცებული მიყურებდა. არ მოელოდა ასეთ სითამამეს რადგან მას ყოველთვის ყველაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ ის პატარა სულელი გოგო გაქრა მარიამის გაცნობის შემდეგ. იარაღით ჩავიდა მარიამი და ამოხოცა ბავშვობის საშინელი წლები. შემდეგ ალექსანდრე ჩავიდა და ნაპერწკალი გამიჩინა... ბოლოს ნიტამ თავი დახარა მე კი გამოვედი ტვალეტიდან და ამაყად წავედი ჩემებისკენ. სანამ მივიდოდი გუგა დამხვდა ჩემ გვერდით და კითხვა დამისვა:
-სიყვარული გეწვია?
-კი.-დამაბნია მისმა კითხვამ.
-მერე...გვაპატიებ?-გამეღიმა მის კითხვაზე. ხო , აი ასე სულელურად გამეღიმა და იცით რატომ იმიტომ, რომ მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი სრულიად არაფერს უბრალოდ ბედნიერებას ვუსურვებდი. მაინც რა გამიკეთა სანდრომ ასეთი , რომ თავისი თავის გარდა ყველა ბიჭი დამავიწყა ? არვიცი, არვიცი...გეუბნებით მგონი ეშმაკს მიყიდა სული აი მურმანმა, რომ ჰქნა ოღონდ ამან სხვა პირობაზე...ოოო სად წავედი მე
-უკვე გაპატიეთ.-გავუღიმე მე. მანაც გამიღიმა:
-პირველად ვხედავ შენს თვალებში ასეთ ბედნიერებას , მის გამოა ხო?
-რათქმაუნდა მის გამოა.-ისევ გავუღიმე და ჩემებისკენ წავედი ვერ ვხვდები თუ ღმერთმა ადამიანებს ჯვარცმა აპატია მე რა უფლება მაქვს ღალატი არ ვაპატიო? მითუმეტეს მინდა , რომ ვაპატიო და იცით რატომ მინდა? ორივეს ეტყობოდა თვალებში როგორ ნანობდნენ ჩემს გულის ტკენას. ყველაზე მეტად კი მათ თვალებში სიყვარული ჩანდა.როდესაც ამხელა სიყვარული დავინახე მათ თვალებში მივხვდი , რომ ვერ დავუშვებდი ენანათ თავიანთი საქციელი და უბედურები ყოფილიყვნენ. შეცდომებს ყველა ვუშვებთო ამბობენ და მართალიცაა. შეცდომებს ყველა ვუშვებთ მთავარია გამოვასწოროთ მათ კი უბრალოდ თვალებში ჩავხედე და ყველანაირი მწუხარება და სევდა გამიქრა ბედნიერები , რომ დავინახე რადგან ეს ორი ადამიანი მაინც ნიშნავს რაღაცას ჩემთვის. ბევრს ნიშნავს. მე არ მესმის როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი რომელიც ერთ დროს გაბედნიერებდა. ხოდა ვერც დავივიწყებ, მაგრამ სიყვარულით ჩემი ბიჭის გარდა არავინ მეყვარება. გუგამ დამკარგა და სხვამ მიპოვნა. "მთავარია ნაპოვნს გავუფრთხილდეთ თორემ დაკარგულს ყოველთვის პოულობს ვიღაც". არვიცი რას იფიქრებთ ჩემზე , არვიცი რამდენად სწორედ მოვიქეცი ,მაგრამ ჩემთვის ამაზე სწორი საქციელი არ არსებობს.
-სად ხარ ამდენი ხანი? გავგიჟდი კინაღამ.-შეშინებულმა ჩამიკრა გულში სანდრომ.
-ტვალეტში ვიყავი.-არ მინდოდა სიმართლის თქმა და არც ის , რომ ვაპატიე , მაგრამ თვალებში ჩამხედა და გაეღიმა:
-ორივეს აპატიე არა?
-რათქმაუნდა ვაპატიე.
-მაგარი გოგო ხარ!-პატარა ბავშვივით შემაქო და ისევ ჩამეხუტა.
-შეიძლება ჩემს ქმართან ვიცეკვო?-შევთავაზე ანთებულ თვალებიან სანდროს.
-რათქმაუნდა. -ხელი ჩავკიდე და ჩანჩქერთან ძალიან ახლოს დავდექით. ცარიელ ეზოში ვიდექით მხოლოდ ჩვენ ორნი და ვცეკვავდით. მის კისერში მქონდა თავი ჩაფლული და ჩემს საყვარელ სურნელს ვისუნთქავდი...ოოო როგორ მიყვაარს ეს სურნელი ჭკუას მაკარგვინებს. წელზე ხელები შემომიცურა და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. იცით როგორი შეგრძნებაა? სასწაული. არ გეტყვით ბანალურ ტექსტს რას ვგრძნობ როდესაც მეხება და ჩემთან ახლოსაა. მე ამას ჩემი სიტყვებით აგიხსნით აი ასე: ახლოს თუ არის ჩემთან აი გვერდითაც , რომ მეჯდეს ვიბნევი საოცრად, უფრო სწორედ ვნერვიულობ , რომ რაიმე ისეთი არ დამცდეს რითაც ჩემს გრძნობებში გამოვუტყდები. როდესაც მასზე ვფიქრობ უაზროდ მეღიმება ნებისმიერ დროს. მაკვრივებს მისი ყოველი საქციელი. მის ყოველ ქცევას ვაკვირდები ვიცი რა უყვარს და რა არა. მისი სურნელი თავბრუს მახვევს და "მაჭედინებს" . ყველგან მისი სურნელი მელანდება. 10000 კაცში ვგრძნობ მის მოახლოებას და გული "მიფრიალებს" . მის დანახვაზე თვალებში სიხარულის ნაპერწკლები ჩნდებიან ერთადერთი ადამიანი ვისი დანახვაც ჩემს თვალებში ყველა გრძნობას იწვევს. მისი თვალების დანახვა მამშვიდებს და მინდება უსასრულოდ ვიჯდე და ვუყურო, მინდა დრო გაჩერდეს და თვალების დაუხამხამებლად ვუყურო საყვარელ თვალებს. ხანდახან მისი ყურებისას ვეთიშები სამყაროს და მისი ხმაც კი აღარ მესმის რას მეუბნება უბრალოდ ვუყურებ სანამ დრო მაქვს. როდესაც ჩემზე ზრუნავს მგონია, რომ სიხარულისგან გული გამისკდება სადაცაა. მის ორიგინალურობაზე ვაფრენ. მასთან ტიპიური გიჟი ვხდები.ერთადერთი ადამიანია ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია შემიცვალოს ხასიათი. მაბედნიერებს...აი ასე , უბრალოდ და მარტივად მაბედნიერებს, იმითაც კი მაბედნიერებს როდესაც ვუყურებ. ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს ყველაფერი და მუდამ შემეძლოს მის თვალებში ჭეშმარიტების პოვნა. ისეთია სხვას ვერავის ვადარებ. მას უამრავი ნაკლი აქვს...უამრავი ყველა ხედავს მის ნაკლებს, მაგრამ მე მის ვერცერთ ნაკლს ვერ ვხედავ, ხო , ასეა როცა გიყვარს .... როცა გიყვარს მის ვერცერთ ნაკლს ვეღარ ხედავ. გებინდება გონება და მხოლოდ კარგს ხედავ. ჩემთვის ის მხოლოდ კარგია და არცერთი ნაკლი არ გააჩნია სხვებისთვის კი უაზროდ ბევრი ნაკლი აქვს. მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცი. როგორ? ვაკვირდები და ისე. ისე კარგად გავიცანი, რომ არ შემეძლო ასე მოკლე დროში თუ მოვახერხებდი. მასთან მავიწყდება ყველა პრობლემა რაც მომავალში მელოდება და აწმყოთი ვტკბები. ჩემი ჯადოქარია...მხოლოდ ჩემი. ჯადოქარი და დედოფალი როგორც თვითონ მეძახის.აი ახლა მივხვდი რისი მეშინია...ერთადერთის რისიც მეშინია ეს მისი დაკარგვაა. ერთ დღეს გავიღვიძებ და აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო. სიცოცხლე ბრძოლაა. ბრძოლობ ისევ და ისევ იმის იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება სამომავლოდ...მაგრამ ნუთუ იქნება? ხანდახან რთულია გააკეთო არჩევანი. ხანდახან რთულია გადმოსცე შენი გრძნობები თუ არ იცი რას გიპასუხებენ. შიში...ყველაზე ცუდი რამ არის ამ ქვეყანაზე. -ვცეკვავთ და ყველა ის გრძნობა რაც მის მიმართ ამ 2 თვეში განმიცდია თვალწინ მიდგება. ასე მგონია ვკვდები და ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მიდგება თვალწინ. ვეხუტები და მინდა ეს ჩახუტება სამუდამო იყოს, რომ შემეძლოს შევაჩერებდი დროს სამუდამოდ შევაჩერებდი და დავრჩებოდი ასე ჩახუტებული, მხოლოდ გრძნობებს მივცემდი გაღრმავების უფლებას. იმის გამო, რომ შეიძლება სანდროს არ ვუყვარდე არ ვაიძულებ თავს გადავიყვარო ის, ან აზრი , რომ ვაიძულო? მაინც ვერ გადავიყვარებ.
-ნინი რისი გეშინია?-ყურში ჩამჩურჩულა ცეკვის დროს სანდრომ, ძალიან ხმადაბლა. იმ ხმით ჩამჩურჩულა , რომ მაგიჟებს.
-რატომ ფიქრობ, რომ რამის მეშინია?
-არ ვფიქრობ, რომ ამ წამს გეშინია რამის. უბრალოდ გეკითხები ზოგადად რისი გეშინია?
-უგრძნობლობის.
-ანუ შენ გეშინია, რომ ოდესღაც ვეღარ იგრძნობ სიყვარულს, ტკივილს, ბედნიერებას, სევდას....
-ხო. მეშინია, რომ ცხოვრების სიმწარისგან მოყენებული დაღი გამანადგურებს.
-თუ გაგანადგურებს მე შენს გვერდით ვიქნები.-სველი კოცნა დამიტოვა ყელში. მსი სიტყვებზე ამოვიოხრე
-ოდესღაც შენც წახვალ და მე მაინც მარტო დავრჩები...უგრძნობი.
-არ წავალ.
-წახვალ. უმარტივესად წახვალ , თითქოს არც არაფერი ყოფილა. ყველაფერს დაივიწყებ და შენ წახვალ. შეიძლება საქართველოდან არ წახვიდე უბრალოდ 6 წლის მერე თუ უფრო ადრე არ მოხერხდა შენ წახვალ. მეც წავალ და ოცნებას ავისრულებ.
-როდის იქნები ყველაზე ბედნიერი?
-სულელურად მოგეჩვენება ისეთი მარტივი და ამავდროულად რთულია ჩემი ოცნება.
-მაინც?
-ბედნიერი მაშინ ვიქნები როდესაც ჩემი შვილი დამიძახებს დე მამა მოვიდა-ო. კიდევ მაშინ ვიქნები უბედნიერესი როდესაც დავინახავ როგორ ეხუტებიან ჩემი შვილები ერთმანეთს. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიქნები.
-და რატომ არის ეს ყველაფერი რთული?
-ცხოვრება ხომ რთულია? მარტივს არც არაფერს ველოდი , მაგრამ რატომ შემხვდა მაინცდამაინც მე ამდენი? არაუშავს ეგეც გაივლის. -გავუღიმე და მაგიდისკენ წავედით.:
-წავიდეთ ნესტან და დარეჯან? -ღიმილით კითხა სანდრომ.
-ცოტაღა აკლიათ და ქე იქნებიან მასე.-ავყევი სანდროს.
-შეკრეს ცოლ-ქმარმა დუეტი რა!-აბუზღუნდა მარიამო.
-ენა გოგო!-მე.
-თორემ?
-თორემ ქმარს ვეტყვი და შენ ქმარს ამერიკაში გადააფრენს!-გამახსენდა მე და მარიამი , რომ ვამბობდით ხოლმე პატარაობაში მე , რომ ქმარი მეყოლება შენსას მოერევა და ამერიკაში გადააფრენსო და აი. გამეცინა , რომ გამახსენდა.
-ისე რას ჟღურტულებდით?-კითხა დაინტერესებულმა სანდრომ.
-ქორწილს. აბა ნინიმ როგორ მაჯობა?! ბავშვობიდან ამბობდა მე არ დავქორწინდები კარიერისტი ვარო და უყურე ეხლა! ჩემს ქორწილს ვგეგმავდით არადა სულ და კი გამიფრინდა ეს ქალბატონი.
-მაცალე , რომ გაფრენა? ქმართანაც შენ მაკითხავ ყოველდღე ვერ მოგიშორე ვახ!
-საერთოდ აღარ მოვალ თუ გინდა და ნიტა მოვიდეს ხოლმე.
-ეხლა წავალ იცოდე და დავპატიჟებ მართლა ნიტას ხომ იცი არ გამიჭირდება!-ნიშნისმოგებით ავუწიე წარბი რაზეც სანდრომ "სახლში მივალთ!" მზერით შემომხედა:
-ნიტას?
-კარგი ქმარო ისევ შენ გამო თორემ ხომ იცი არა?
-ვიცი, ვიცი.-მომეხვია ისევ და კაკრას მანქანამდეც მივაღწიეთ.
-აუ იცით როგორი საღამოა?-უცბად დავსვი კითხვა.
-როგორი?-თორნიკე.
-აი ეხლა სახლში , რომ წავიდეთ ყველაზე სისულელე იქნება ალბათ. აი როგორ გითხრათ.....ლისისკენ ლამაზი ადგილია, რომ არის მთელი საქართველო ჩანს იქ წავიდეთ რა და ვილაპარაკოთ.
-მართალი ხარ ნინ.-დამეთანხმა მარიამი და წავედით "ლისისკენ , რომ ლამაზი ადგილია და მთელი საქართველო ჩანს" ადგილისკენ (უკეთესად ვეღარ აგიხსენით). იცით როგორი ღამეა? ყველაზე ლამაზი. ღამე , რომელიც უამრავ სევდას იტევს, ღამე რომელიც უამრავ ტკივილს იტევს, ღამე რომელიც უამრავ ცრემლს იტევს, ღამე რომელსაც შეუძლია დაიტიოს ბედნიერებაც , მაგრამ ახლა ყველას მხოლოდ საუბარი გვჭირდება...საუბარი ან უბრალო დუმილი და მუსიკის მოსმენა , რომელიც ყველა დარდს და ფიქრებს გონებაში აღგვიდგენს. ლამპიონებით განათებული თბილისი....ულამაზესი ცა, დიდი, დიდი სავსე მთვარე, უამრავი ვარსკვლავი და შავი ღრუბლები რომლებიც მთვარეს ეფარება და უფრო იდუმალს აჩენს მას, უფრო საინტერესოს ასეთი ლამაზი ცა ჯერ არ მინახავს(წარმოიდგინეთ) , მიხვეულ-მოხვეული გზებით მივდივართ, მინაზე მაქვს თავი მიდებული თორნიკე და მარიამის მსგავსად, და მუსიკა რომელზეც ვგიჟდები " Lucie From Paris'" ამ სიტუაციას ძალიან უხდება ეს მუსიკა. არანაირი სიტყვები უბრალოდ მელოდია... სიმშვიდე , ჩახუტებული წყვილი უკნიდან. და სასიამოვნო დუმილი პირველად ცხოვრებაში. დუმილის დარღვევა ყოველთვის გვინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დუმილი გვინდა და მეტი არაფერი ეს ყველას გვეტყობა (დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი) ....... გზა უსასრულოა.....გრძელი გზა არმაზისხევიდან თბილისამდე...შემდეგ თბილისიდან ლისამდე. ყველანაირი პრობლემა ქრება და მხოლოდ აწმყო ჩნდება , მხოლოდ ულამაზესი ქუჩები ულამაზესი ნათებით, ულამაზესი ცა რომელიც თავისი სილამაზით დაგატყვევებს და მოგნუსხავს, საოცრად მშვიდი სიმღერა რომელიც ამ ულამაზეს გარემოს ერწყმის და არცერთი უაზროდ დაკარგული წამი და წუთი ამ დროს....ეს ღამე ყველაფერს იტევს...ეს ღამე დუმილსაც იტევს ... არაფერი გვახსოვს. ფანჯრები ჩამოწეული გვაქვს ... ახლა უკვე თავი მიდევს ჩამოწეულ მინაზე და გრილი სიო მიწეწავს თმებს რომლებიც სხეულის, თითქმის ყველა ნაწილს ხვდება უკვე...მე არასდროს მინახავს ღამე უფრო ლამაზი....მე არასდროს მინახავს ღამე ასეთი ჩუმი და ამდენის მთქმელი....მე არასდროს მესმოდა მთვარის ისე როგორც ახლა....მე არასდროს მინდოდა ყოფილიყო გზა უსასრულო ისე როგორც ახლა....მე არასდროს მდომებია შეჩერებულიყო წამი ისე როგორც ახლა.....მე არასდროს მინახავს ღამე ასეთი...აი ასეთი....სიყვარულით აღსავსე. დუმილი ყველანაირ სიყვარულს გამოხატავს. ამ დუმილით ყველაფერი ნათქვამია. გონებაში ღრმად ვიბეჭდავ თითოეულ წამს რადგან მეშინია, რომ სამყარო ოდესღაც დაკარგავს ფერებს და ეს ყველაფერიც წამიერად დასრულდება...აღარ ვიქნებით მე , სანდრო, თორნიკე და მარიამო. აღარ მეყოლება ბიჭი , რომელიც საოცრად შემიყვარდა 2 თვეში, აღარ მეყოლება გოგო , რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და აღარ მეყოლება ის ძმა ამდენი ხანი , რომ შევნატროდი. ან იქნებ ეს მართლაც უსასრულოა? ალბათ უსასრულოა...იცით რატომ? ვერ გაწირავს ღმერთი სამყაროს ფერების დაკარგვისთვის...ვერ შეწყდება მუდმივი სიყვარული რომელიც წესია...ხალხი ფიქრობს , რომ 21 საუკუნეში გაცვდა სიტყვა "მიყვარხარ", მაგრამ მე ვფიქრობ , რომ ადამიანების უმეტესობამ 21 საუკუნეში სიტყვა "მიყვარხარ" -ს დიდი ფასი მიანიჭა და დააფასა. 21 - საუკუნის სიყვარული ყოველთვის ჭეშმარიტი არ არის...უმეტესად ფარსია , მაგრამ არსებობს სიყვარული, რომელიც ზეცაში დაიგეგმა და მას ვერავინ დაშლის...უკვე თბილისის ქუჩებს გავყურებ და ვხვდები...ეს ღამე უსასრულოა....



№1 სტუმარი A

Vau.... monusxuli var.... dzalian magari tavia. Ase ganagrdze warmmatebebi....

 


№2  offline წევრი anuki15

ძალიან მომწონს <3

 


№3  offline წევრი DevilGirl

A
Vau.... monusxuli var.... dzalian magari tavia. Ase ganagrdze warmmatebebi....

მიხარია თუ მოვახერხე შენი მონუსხვა :დ მადლობა ჩემო საყვარელო <3

anuki15
ძალიან მომწონს <3

მადლობა ანუკი <3 <3 <3 heart_eyes

 


№4 სტუმარი kusa13

ra sicocxle tavi iyoo...tkbili...tbilii... ux ahen genacvale me ❤❤ didi tabi iyo da momewona ❤❤❤ moutmenlad velodebi shemdeg tavs da imasac rodis gamoutydebian siyvarulshii ❤

 


№5  offline წევრი DevilGirl

kusa13
ra sicocxle tavi iyoo...tkbili...tbilii... ux ahen genacvale me ❤❤ didi tabi iyo da momewona ❤❤❤ moutmenlad velodebi shemdeg tavs da imasac rodis gamoutydebian siyvarulshii ❤

მადლობა ჩემო საყვარელო <3 სულ რაღაც 1 ან 2 თავი დამრჩა თუ კიდევ რამე არ მოვიფიქრე და არ განავგრძე , მაგრამ ვფიქრობ რამე დაძაბული , რომ ჩავრთო ამ კარგ სიტუაციას სულ გავაფუჭებ ამიტომ 1-2 თავში დავასრულებ და მერე უკვე ძალიან მაგარ ისტორიას ვიწყებ. <3

 


№6  offline წევრი LSD

Ess bolo sami tavi dges wavikitxee da bodishi roverdavwere komentarebii bolo tavebzee ( sofelshivikavidaa:D) martlaa dzaan mikvars es istoriaaa es osri wivili xoo saertods daa shen xoo vabshee ❤️❤️ Ess tavi aii dzaan tbili tkbili ikoo rogorc sheen bevri emociaa grdznobaa ❤️❤️Lamis vitiree imdenad momewonaa es tavii ❤️❤️ Mec mindaa aseti sikvarulii rogorcc am orsaakvss ❤️❤️ Racsheexeba 21 saukunis sikvarulss vfikrob dzaan cota darchaa vinc icis namdvili sikvarulis fasii ❤️❤️ Dzaan shors roargadavuxvioo mokledd dzaan sakvareli istoriaaa ❤️❤️ Aii isetia meromikvars iumoric eitboc sikvarulicc ❤️❤️ Dzaan armindaa amistoriis dasrulebaa magaram kvelaferss xoo dasasruli akvss ara?? ❤️❤️ Gelii shemdegi tavitt aba shenici kargad daasrulee ❤️❤️ Racsheexebaa axal istoriaas romlis dawkebasac apirebb agar mindaa raa ess heppy endebii:D (nuu es shenigadasawkvetiaa raa❤️❤️) geli axali tavit daa male axali istoriit❤️❤️

 


№7  offline წევრი DevilGirl

LSD
Ess bolo sami tavi dges wavikitxee da bodishi roverdavwere komentarebii bolo tavebzee ( sofelshivikavidaa:D) martlaa dzaan mikvars es istoriaaa es osri wivili xoo saertods daa shen xoo vabshee ❤️❤️ Ess tavi aii dzaan tbili tkbili ikoo rogorc sheen bevri emociaa grdznobaa ❤️❤️Lamis vitiree imdenad momewonaa es tavii ❤️❤️ Mec mindaa aseti sikvarulii rogorcc am orsaakvss ❤️❤️ Racsheexeba 21 saukunis sikvarulss vfikrob dzaan cota darchaa vinc icis namdvili sikvarulis fasii ❤️❤️ Dzaan shors roargadavuxvioo mokledd dzaan sakvareli istoriaaa ❤️❤️ Aii isetia meromikvars iumoric eitboc sikvarulicc ❤️❤️ Dzaan armindaa amistoriis dasrulebaa magaram kvelaferss xoo dasasruli akvss ara?? ❤️❤️ Gelii shemdegi tavitt aba shenici kargad daasrulee ❤️❤️ Racsheexebaa axal istoriaas romlis dawkebasac apirebb agar mindaa raa ess heppy endebii:D (nuu es shenigadasawkvetiaa raa❤️❤️) geli axali tavit daa male axali istoriit❤️❤️

ვაიმე მადლობა ჩემო საყვარელოოო <3 შემდეგი ისტორია ჰეფი ენდი არ იქნება. არადა იმდენად მაგარი იქნება , რომ ყველას ჰეფი ენდი მოუნდება, მაგრამ არამგონია შემდეგი ჰეფი ენდი იყოს. მე უბრალოდ ჰეფი ენდები მიყვარს და არვიცი რამდენად კარგი გამომივა ისტორია ცუდი დასასრულით ნუ ცუდი რა მწარე დასასრულით რადგან რამდენი ისტორიაც დამიწერია ყველა ჰეფი ენდია, თუმცა ყველაზე მაგარ და ოდნავ უცნაურ დრამას შემოგთავაზებთ მე <3 იუმორი თავისთავად იქნება და ემოციები ხომ იქნება და იქნება ისეთია. ვფიქრობ ძალიან ორიგინალური გამომივა. <3 ამ ისტორიის ბოლო თავში გეტყვით რა ერქმევა იმ ისტორიას შემდეგ , რომ დავდებ და ასე, რომ ვაქებ <3

 


№8 სტუმარი skira

kvelaze magari tavia dzaan shemikvardi ukve ❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი DevilGirl

skira
kvelaze magari tavia dzaan shemikvardi ukve ❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent