ერთხელ სვანეთში! -2-
-არ მჯერა. - აღტაცებული ვუყურებდი ჩემს წინ გადაშლილ სანახაობას და თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა. -დაიჯერე ქეთუს, ჩვენ აქ ვართ. - ჩემზე არანაკლებ გაოცებული ნატა მომიდგა გვერდით და ხელი გადამხვია. -რა სილამაზეა. - ისევ თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე და დიდზე გავიღიმე. მიყვარდა. აქაურობა მიყვარდა. თავისი თითოეული პატარა ნაწილით. ბალახით დაწყებული, ხალხით დამთავრებული. ვიღაც იტყვის გაგიჟდაო და მართლაც ასეა. მე, სვანეთმა გამაგიჟა! -წამოდით. - მასწავლებელმა ხელი დაგვიქნია და ბავშვებიც იქით წავიდნენ. მე კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ასე გაშტერებული, რომ არა თომა და მისი ძლიერი მკლავი. -წამოდი, თორე ვიღაცას მოეწონები და ცოლად დაგიტოვებს. - სიცილით მითხრა და ხელი გადამხვია. -ნეტა. - მეც სიცილით ვუპასუხე და მისი გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისრ განვაგრძე საუბარი. - ვინ გიყვარს? - ჩემს კითხვაზე დაიბნა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ქუდრობაში გამოიჭირესო. მთლიანად გაწითლდა სახეზე და თავი ძირს ჩახარა. -ვინ... ვინ უნდა მიყვარდეს? - დაბნეულმა ამოიბლუყუნა, რამაც ძალიან გამახალისა. -შენ გგონია რამეს გამომაპარებ? - თავი გავაქნიე თავდაჯერებულმა და თვალებში შევხედე. - მომისმინე, შეგიძლია მენდო. ვინმე ისეთია, ვისაც ვიცნობ? იქნებ დაგეხმარო. - ამაზე თავი დამიქნია და გამიღიმა. -იცნობ კი, თან კარგად. - ბოლო სიტყვებზე ისევ დაბლა დახარა თავი და ამ დროს გავჩერდი. -სერიოზულად? - მიხვდა რაზეც ვეკითხებოდი, ამიტომ მაშინვე თავი დამიქნია და დამნაშავესავით ისევ დაბლა ჩახარა. -მიყვარს რა. დიდი ხანია, მაგრამ ახლა მივხვდი. ნატა მიყვარს, ქეთა. - ბოლო სიტყვებზე თავი ვერ შეიკავა და ცოტა ხმამაღლა წამოიძახა. -კარგი, დაწყნარდი. ზუსტად იცი? ანუ იმას ვგულისხმობ, რომ დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში?- ისე სასაცილოდ დამიქნია თავი, რომ გამეცინა. აღარაფერი უთქვამს. არც მე შემიწყენია მისთვუს თავი. რაღაც აუცილებლად უმდა მომეფიქრებინა, რომ ეს ორი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, ერთად ყოფილიყო. უბრალოდ, ერთი პრობლემა იყო. დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ნატას თომა მოსწონდა. რადგან აქამდე ეს არ შემიმჩნევია. ან ზედმეტად კარგად ახერხებდა, ჩემი შტერი მეგობარი, გრძნობების დამალვას. -სად ხარ აქამდე? - პატარა სახლის წინ იდგა ნატა და ჩანთა ედო ფეხებთან. -თომას ველაპარაკებოდი. - თომას ხსენებისას მის სახეს დავაკვირდი, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე. საერთოდ ვერაფერი. -რაო? - ღიმილით მკითხა და სახლში შევიდა. -არაფერი ისეთი. შეყვარებულია და მაგაზე მალაპარაკებოდა. - აი აქ რაღაც შევნიშნე. ხელები მომუჭა და რღმად ამოისუნთქა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი სახე შეინარჩუნა და ღიმილით გამომხედა. -ვა, ვინაა ის იღბლიანი? - ცინიზმი იგრძნობოდა მის ხმაში. ესეიგი, რაღაც ხდებოდა! -ერთია რა. საყვარელი გოგოა ძალიან. - ამან კიდეც უფრო გააღიზიანა, მაგრამ თავი მოთოკა და ზედმეტი არაფერი უთქვამს. -საინტერესოა, აქამდე არავინ უხსენებია. - მხრები აიჩეჩა და სხვა ბავშვებთან გავიდა. უკვე ნახევარი დღე იყო გასული. ჩვენ კი, მთელი დღე სახლში სხვადასხვა საქმის კეთებას მოვუნდით. მიუხედავად იმისა, რომ 30 ადამიანი ვიყავით, დრო მაინც ძალიან გაიწელა. მართალია, აქ დარჩენას 4 დღით ვაპირებდით, მაგრამ მაინც ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი აქედან და როდის შევივსებდი ფილტვებს, სვანეთის სხვანაირი, ძალიან სუფთა ჰაერით. -დავიღალე რა. - ძალიან დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე და თვალები დავხუჭე. ამან, ჩემი დამრიგებელი აშკარად გააღიზიანა. -ამ პატარა გოგოებს, გათხოვება კი გინდათ, მაგრამ ფიზიკურ შრომას რომ არ ხართ მიჩვეულები, მაგიტო გენგრევათ ოჯახები თავზე. - ამაზე ერთი ჩავიცინე და თვალები გავახილე. -ბოდიში, მთელი დღე სამზარეულოში ტრიალი თუ არ შემიძლია. - იმდენად ირონიულად ვუთხარი, რომ ქალი ადგა და ოთახიდან გავიდა. ამაზე ჩავიფხუკუნე. ამ ფხუკუნში ნატაც ამყვა და საბოლოოდ, ერთი კარგი ,,ჭიხვინი'' მოვრთეთ. -კაი გაჩუმდი. - თითქმის დაწყნარებულმა ვუთხარი ნატას, მაგრამ ისე იცინოდა და ისეთ ხმაზე, რომ ისევ თავიდან ამივარდა სიცილი. დაახლოებით 20 წუთი ერთმანეთს ვამშვიდებდით. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. ჩვენს გიჟურ საქციელებს მიჩვეულები კი იყვნენ, მაგრამ ეს ნამეტანი გიჟური იყო. -რას გვიყურებთ? ჩაიცვით ახლა და გავედით გარეთ, თუ არადა მარტო წავალ და იქნებით თქვენ სახლში. - ისე ვუთხარი, თითქოს პატარა ბავშვები ყოფილიყვნენ. მათაც თავი დამიქნიეს შტერებივით და ოთახებში გაცვივდნენ. -ნაგიჟრები. - თედოც იქნე იყო, თავი უკან გადმოწია და ნატას ისე შეხედა, ჩემი დაქალი დებილი, რომ არ ყოფილიყო, მაშინვე მიხვდებოდა თედოს გრძნობებს მისდამი. -გავედი, ჩავიცვამ და ჩამოვალ. - მე უბრალოდ თავი დავუქნიე და აწითლებულ ნატას თავის ქნევით გავაყოლე თვალი. -მოსწონხარ. - საკუთარ თავში დარწმუნებულმა წამოვიძახე და თედოსკენ გავიქეცი. -ზუსტად იცი? - წარბი ასწია, რაზეც გამეცინა და თავი დავუქნიე. -დაზუსტებით! - ისევ თავი დავუქნიე. - ძაან მაგარი წყვილი იქნებით. - თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი. - წავედი ჩავიცვა და გავიდეთ. - თედომ თავი დამიქნია ისე, რომ არც შემოუხედავს. გამორთულ ტელევიზორს გაშტერებული უყურებდა და მის წინ გადაშლილ სივრცეს უღიმოდა. -არაფერი გეშველება. - სიცილით ვუთხარი და ოთახში შევედი. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის პირველი რიცხვები იყო, მოგეხსენებათ, სვანეთში მაინც ციოდა. ამიტომ ოთახში შესულმა ყველაზე თბილი ჟაკეტი გადმოვიღე, წამოღებული ტანსაცმლიდან, რადგან არ მინდოდა, რომ სიცივის გამო სახლში მალევე დავბრუნებულიყავი. ჯინსის შარვალი, ზევიდან მოკლემკლავიანი მაიკა და ჟაკეტი შემოვიცვი. ფეხზე ქონვერსის კედები ამოვიცვი, ხოლო თმა ზევით ავიწიე და ცხენის კუდად შევიკარი. -მე მზად ვარ. - ნატას შევხედე, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აერჩია, თუ რა ჩაეცვა. -ნეტა ვიცოდე,ვჯს ეპრანჭები. - სიცილით ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი. -ვის.. ვის უნდა ვეპრანჭებოდე? - მისმა დაბნეულმა სახემ გამახალისა და ბოლო ხმაზე ავხარხარდი. -მე რას მატყუებ? - ახლა უკვე სერიოზული სახით ვუთხარი და ცალი წარბი ავუწიე ზემოთ. -ო, შენი ეგ სახე არ მიყვარს. - თავი გააქნია და ჩაიღიმა. - ერთი ბიჭი მომწონს. - სახე აუწითლდა და თავი დაბლა ჩახარა. ასეთ ნატას პირველად ვხედავდი და ბედნიერი ვიყავი. როგორც ჩანს, ვიღაცამ, ანუ თედომ, მისი მორჯულება შეძლო. -ვიცი. - მოკლედ მოვუჭერი და გაოცებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ოთახიდან გასვლა დავაპირე, როცა რაღაც ამოიბლუყუნა. -თედო მომწონს. - ხმაზე აშკარად ეტყობოდა, რომ სადაცაა ტირილს დაიწყებდა. უცბათ შევტრიალდი მისკენ და ცრემლიანი თვალების დანახვისას,შიგნიდან რაღაც ჩამწყდა. -არ იდარდო მაგაზე. ეგ საქმე მე მომანდე. - მაგრად მოვხვიე ხელები და ასე ვაგრძნობინე, რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. -წავედით, ჰო? - მისი ხასიათის უეცარი ცვლილება ყოველთვის მაბნევდა. გაღიმებულს უბრალოდ თავი დავუქნიე და გარეთ გავედი მასთან ერთად. ბავშვები უკვე მისაღებში იყვნნ შეკრებილები. მხოლოდ ჩვენ გველოდნენ, ამიტომ გავედით თუ არა, მაშინვე ეზოში გავედით. ამ ჰაერმა ჩემზე აშკარად კარგად იმოქმედა. კიდევ უფრო შემიყვარდა სვანეთი! -წავიდეთ, დავლაშქროთ სვანეთის მთები. - ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა, მარიშამ, მაგრამ მე პჯრდამირი მნიშვნელობით, სვანეთის მთელის დალაშქვრაზეც არ ვიტყოდი უარს! -------------- [b]ვიცი დიდიც არაა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ. ცუდ პერიოდში მიწევს დაწერა, მაგრამ იმდენად მინდა ამ მოთხრობის წერა, რომ ახლა ვერ გავჩერდები. იმედია მოგეწონებათ. შემდეგი თავიც მალე იქნება და სწორედ იმ თავიდან დაიწყება, დაუვიწყარი ამბები! ველი თქვენს შეფასებებს. სიყვარულით, თქვენი სოფიკო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.