შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის დღესასწაული-4


6-02-2017, 22:25
ავტორი შადი
ნანახია 1 548

როცა გიყვარს საკუთარ ტკივილზე აუტანელი საყვარელი ადამიანის ტკივილია.იმდენად დიდი იყო მოულოდნელობა ნანახის და აღქმა,რომ მუხლები მომეკვეთა და იატაკზე მოწყვეტით დავეცი,მუხლისთავებზე მჭიდროდ მოვიჭირე თიტები,მინოდა მეც მტკენოდა,მინდოდა მეც მეგრძნო ის ტანჯვა ,რასაც ის განიცდიდა.ცრემლებმა უმალ გამოიკვლიეს გზა ღაწვებზე,მდინარესავით ჩამოედინებოდა,წყალუხვი მდინარესავით,რომ შიგნით ჩავმხვრჩვალიყავი,ჩემს განცდები,ემოციებში და ტანჯვაში.სახე გაფითრებული შევცქეროდი ჩემს თავს სარკეში და ვხედავდი,რომ იმდენადდიდი იყო ემოციური შოკი,რომ სახეზე არანაირი ემოცია თუ ჰგანცდა არ მეწერა,უბრალოდ იმ წამს დავცარიელდი.ცოტა ხნის მერე გაჭირვებით ავზიდე ტომარასავით დამძიმებული სხეული და შიშით გავაპარე თვალები ფანჯრისკენ,თითქოს ველოდი,რომ ის რაც პირველად დავინახე სიხარულის და ემოციებისგან დაბინდული თვალთა აღქმა იყო და ახლა ყველაფერს ნათლად დავინახავდი,მაგრამ შევცდი,ფადი ბამბუკის სკამზე მოკალათებულიყო და მტკივანი ფეხი მოაჯირის შემაღლებულ რიკულზე შემოედო.შემაბარბაცა,ერთბაშად ღებინების შეგრძნება და სიბნელე მომაწვა ყელსა და თვალში,კანკალით ჩამოვუსვი მინას ხელი,თითქოს მას მოვეფერე ასე ნანატრ თმებზე და ლოყაზე.
-რატომ?როგორ?ვინ?სად?-გონება ქაოსმა მოიცვა,მალევე მინდოდა გამეგო მისი ამბავი,მაგრამ აბა როგორ შევძლებდი ამას.ჩვენთან თითქოს დემოკრატიაა,მაგრამ სინამდვილეში პატრიარქატია გამეფებული,აქ სიტყვას მამაკაცი იწყებს და წერტილ და მძიმესაც ის სვამს.
იცით,რას გავს ედომია?
ადამიანს,რომელსაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს,ერთი საგარეო-ძვირფასი,ხარისხიანი და ლამაზი,ხოლო მეორე-ძველი,გაცრეცილი და დალაქავებული.როცა საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება ედომია იცმევს ძვირფასს ტანსაცმელს,რომ გარეშე მყოფზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს,ხოლო,როცა საქმე საშინაო პოლიტიკას და ყოფას ეხება ედომია იმოსება გაცრეცილი,დალაქავებული და ძველი ტანსაცმლით,თითქოს სახლში შემოსვლისას იხდის პალტოს და საკიდზე კიდებს ახალს და იცმევს ძველს.სწორედ ეს ორსახოვნება ღუპავს აქაურებს,ანადგურებს და ფიტავს.
ამ და კიდევ უამრავი წვრილმანის გარდა მე უბრალოდ არ შემიძ₾ია ხელში დავიჭირო ტკბილეული ან თაიგული,მის კარზე მივაკაკუნო და თუნდაც , როგორც კეთილმოსურნე მეზობელმა მოვიკითხო მისი ჯამრთელობა.ეს იმიტომ,რომ მე ქალი ვარ.
სწორედ ამიტომ გამეფანტა ხელიდან ეს წლები,რომლებიც ფადის გარეშემ ჩაირა.რამდენჯერ მინატრია მთები გადამეტრიალებინა,ყველა უფსკრუსა და გამოქვაბულში შემეჭყიტა,ფეხით მომევლო ყველა კუთხე კუნჭული და მეპოვნა,მაგრამ ჩვენთან ხომ ქალს არაფერში არ შეუძლია ინიციატორი იყოს,პასუხისმგებლობა რამე საქმეში საკუთარ თავზე აიღოს და თუ მაინც გადაწყვეტს ამის კეთებას მან ნებართვა მისი ოჯახის უხუცესი მამაკაციდან უნდა აიღოს.აბა მე როგორ ამეღო ნებართვა მამისგან?რა უნდა მომეყვანა არგუმენტად თუ რატომ მივდიოდი?რატომ მინდოდა ფადის პოვნა?თვითნებოდა ,ხომ მძიმე ცოდვაა და მეოთხე დადასტურებულ ფაქტზე სიკვდილით ისჯება?
ჩემს თავს არ ვდარდობდი,განა ჰქონდა აზრი მას ძვირფასი მამაკაცის გარეშე?მაგამ ჩემს უკან ჩემი ოჯახი იდგა.
ახლა კი ვუყურებ მას და ამდენი წლის ნაგროვები ემოციები ყელში ბურთივით მეჩხირება,შინაგანად ვდუღვა და ვერ ვხვდები რომელი ემოციაა მართებული ახლა და განა ასეთ დროს ემოციებს გააჩნია მართებულობა?
ის ზის მშვიდად,თვალებდახუჭული,თავი ოდნავ უკან გადაეწია და სახელს დილის მზეს აფიცხებდა.ძალიან ლამაზი იყო ჩემი ფადი.სწორი ცხვირი,ოდნავ წამოწეული ყვრიმალები,საშუალო ზომის ტუჩები,ხორბლისფერი კანი,თმა ყოველთვის მარჯვნივ საგულდაგულოდ გადავარცხნილი.იჯდა თვალებ მილულული და მზეს უღიმოდა.
რეალობაში ჩემს ოტახში გრიგალივით შემოჭრილმა ძმისშვილებმა დამაბრუნეს.თითქოს ღმა ძილიდან გამოვედი,მსუბუქად შევარხიე თავი და გაღიმებული დავაცქერდი ორი კიკინებიან გოგონას.
-მამიდა დრეს შენ წაგვიყვანე რა სკოლაში-განაბული თვალებით ამომაცქერდა ორივე.
-რათქმაუნდა ჩემო ბეღურებო,ჩავიცმევ და ჩამოვალ კარგი?
-კარგი-მიპასუხეს და სირბილით დაეშვნენ კიბეზე.
5 წუთში მზად ვიყავი,სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიეე ჩემი თავი,მხარზე ჩანთა გადავიკიდე და მეც დავუყევი კიბეებს.მისაღებიდან ლაპარაკის ხმა შემომესმა,დედა და მამა რაღაცას განიხილავდნენ.
-გარო გაიგე ფადის ამბავი?-დაზაფრული ხმით ლაპარაკობდა დედაჩემი და თან ცალი ხელი ლოყაზე მიედო.
-მე კი არა მთელმა უბანმა გაიგო-მამა ისევ გაზეთს ჩაჰკირკიტებდა,თავი არც აუღია ისე ამოსძახა.
-როგორ მენანება ასეთი ვაჟკაცი გასაძევებლად-დედა ისევ იმ პოზაში იდგა და თავს აქანავებდა.
-და რატომ უნდა გააძეონ ფეხი,რომ არ აქვს?-როგორც იქნა მოწყვიტა თვალი გაზეთს.
-მაგიტომ არა მაგრამ მასეთს ვინ გაყვება ცოლად?ვის უნდა უფეხო ქმარი ან სიძე?
-იპოვის მის შესაფერისს,ხომ არიან გოგონები,რომლებსაც წელს ბოლო შანსი აქვს?ჰოდა იმათგან შესთავაზოს ,რომელიმეც თავის თავსაც გადაარჩენს და კიდევ ერთ სიცოცხლეს.
-გაროოო...-დედაჩემი ახლა მიხვდა თუ რა ხდებოდა-გაროო....
-რა გეტაკა ქალო,რა არი ესთერ?-გულმოსულმა გაზეთი გვერდითა სავარძლისკენ მოიქნია.
-ჩვენი ლალე...
-რა ამბობ?-მამა ვერ მიხვდა,დედა რას ამბობდა,მაგრამ მე მივხვდი,წამიერად მივხვდი ყველაფერს რაც დედას გულში ედო,კიბის მოაჯირს ორივე ხელით ჩავაფრინდი და სმენად ვიქეცი.
-გარო ლალესთვის წელს ბოლო წელია-თითქოს ახლა გაახსენდათ,რომ მარტში 25 წელი მისრულდებოდა და მთვარის დღესასწაული აპრილში იყო.ანუ მანამდე ორი თვე იყო დარჩენილი.
მამა თითქოს ბურანიგან გამოვიდა,უხმოდ უყურა დედას,მერე ნერვიულად მოიქექა კეფა,თავი გადააქნია და ისევ დედას მიუბრუნდა:
-მე არ მინდა ასეთი სიძე.....ინვალიდი
-და შენი შვილის სიცოცხლე ხომ გინდა?
-და იქნებ იყვნენ სხვა მთხოვნელები?
-ვინ გარო ვინ?ყველას უარით ისტუმრებს,შენც ხომ ხედავ შარშან და შარშანწინ არავინ მოსულა,აღარავის უნდა,განწირულია,ეს ბოლო შანსია-დედა სასოწარკვეთილი თავისი იდეით აღფრთოვანებული მამაჩემის დარწმუნებას მთელი მონდომებით ცდილობდა და რა იცოდნენ,რომ ეს სწორედ ის იყო,რასაც ამდენი წლებია ველოდი,ვნატრობდი და ვოცნებობდი.საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.ბედნიერების ტალღამ ცუნამივით დამიარა მთელს მკერდსა და მუცელში,კიდე უფრო მაგრამ ჩავებღაუჭე მოაჯირს და სმენად ვიქეცი.ახლა ჩემი მომავალი წყდებოდა,სიკვდილ-სიცოცხლის საქმე.
-ხო მაგრამ....ვთქვათ კაი იყოს მასე,იქნებ ბიჭი არ გვთხოვს ხელს?
-დაველაპარაკები დედამისს,ვიცი ,რომ იმისთვისაც ბოლო წელია
-არ ვიცი დამაბნიე ესთერ,ჯუდოსაც დავეკითხოთ,მანაც უნდა იცოდეს,არა მგონია კარგი აზრი იყოს,ლალე არ დათანხმდება.
-რაზე ლაპარაკობთ,რაზე არ დათანხმდება ლალე?-ოთახში ჯუდო შემოვიდა წინ გოგონები მოუძღოდნენ ჩანთაგადაკიდებულები.
დედამ რეკორდულად მცირე დროში მოახსენა სიტუაცია ჩემს ძმას და ახლა ჩემი ორივე მშობელი თვალებდაფართოებულნი მოლოდინით სავსე ჯუდოს პასუხს ელოდნენ,მათ შორის მეც კიბეზე,ცალი ხელით,მოაჯირზე ჩაფრენილი და ცალი ხელით მკერდზე მიჭერილი ხელით.
-არაა...არ არსებობს ლალე არ დაგთანხმდებათ-დარწმუნებით თქვა და საკიდიდან კოსტუმი ჩამოხსნა.
-დავთანხმდები-ამოვიკნავლე,აკანკალებული ვიდექი კიდეზე და სასოწარკვეთილი შევცქროდი ჩემი ოჯახის წევრებს.
-გაიგონე?-მამამ თითით ,რაღაც მოხაზა ჰაერში და კითხვით სავსე მზერით დამაკვირდა.
-კი-დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ჩავიდუდღუნე,ჩემს ხმას ვერ ვცნობდი.
-დაიკო კარგად დაფიქრდი,მხოლოდ იმიტომ,რომ ბოლო წელია ნუ შეშინდები და ნუ გარისკავ,მოვიდეს მთარის დღესასწაული,იქნებ უკეთესმა ბიჭმა გთხოვოს ხელი და თუ არა მერე ვიფიქროთ ამ ვარიანტზე-როგორი თანამგრძნობი და მძრუნველი მყავს.
-მაგიტომ არა,თუ მოხდება მე თანახმა ვარ-ჩემივე ხმა გუგუნით მიგრუხუნებდა ყურებში,თითქოს ჩემში არსებული მეორე მე ლაპარაკობდა ასე გაბედულად.ეს ჩემი შანსი იყო,ჩემი ბედნიერების შანსი.
-კარგი-შვებით ამოისუნთქა დედამ-მაშინ მის ოჯახს მე დაველაპარაკები ამ დღეებში და თუ ისინიც და ბიჭიც თანახმა იქნებიან მთვარის დღესასწაულზე შენს ხელს ითხოვს.
მონოტორულად დავუქნიე თავი,მოულოდნელი სტრესის და ემოციისგან ყელიდან ხმა აღარ ამომდიოდა,ძალა აღარ მყოფნიდა,მინდოდა სიხარულისაგან მეხტუნა,მეკივლა,მეტირა,მემღერა,ყველაფერი გამეკეთებინა ,რომ დავცლილიყავი,მაგრამ.... ეს ხომ გაცრეცილი და დალაქავებული ტანსაცმელივითაა?უმნიშვნელოდ გავიღიმე,ძმისშვილებს ხელი მოვკიდე და ეზოში გავედი.
მთელი გზა ათას რამეებზე მეტიტინებოდნენ გოგოები,მაგრამ ჩემი გონება მხოლოდ ამ დილანდელ ამბავს დასტრიალებდა.ერთი დღისთვის საკმაოდ ბევრი იყო ჩემთვის.მივიყვანე თუ არა ისევ უკან გამოვბრუნდი,სასწრაფოდ ზოი უნდა მენახა,უნდა დავცლილიყავი ამ ემოციებისგან,თორე წამლეკავდა.სწრაფად მივაბიჯებდი მისი სახლისკენ,რაც კი შემეძლო,ლამის მივრბოდი.
შევედი თუ არა მაჯაში ხელი წავავლე და მისი საძინებლისკენ წავათრიე.
-ნელა გადარეულო,ამხელა მუცელს ვერ ხედავ?-სიცილით მისაყვედურა.ზოი მეორე ბავშვზე იყო ორსულად.
-სასწრაფო საქმე მაქვს-სწრაფად მივაყარე და საძინებლის კარი მჭიდროდ მივხურე.
ზოი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელით მანიშნა მეც მის წინ ჩამომჯდარიყავი.მაგრამ მე ისეთ დღეში ვიყავი ახლა ჯაჭვით თუ დამაბამდნენ ერთ ადგილზე,თორე ისე რა მომასვენებდა?
-ჰე ამოთქვი,თავბრუ დამესხა-ვეღარ გაუძლო ჩემს წინდა უკან ბოლთის ცემას და სიჩუმეს.
-ფადი ჩამოვიდა-ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე ,თითქოს მთელი დღის ნაგროვები ემოცია შინაგანი ტყვეობიდან გავათავისუფლე.
-გავიგე-ვგრძნობდი ჩემი ბედნიერებით ზოიც ბედნიერი იყო.
-მას ფეხი არა აქვს-ჩემდაუნებურად ავტირდი და ტუჩებზე ხელი ავიფარე.
-ვიცი საყვარელო-ისიც დავასევდიანე.
-ის განწირულია,არავინ გაყვება....ჩემებს უნდათ,რომ ჩემი თავი შესთავაზონ,ჩემთვისაც ბოლო შანსია და მისთვისც,ბოლო ორი წელია მტხოვნელი არ მყოლია და პანიკაში არიან.
-რას ამბობ?-ზამბარასავით წამოხტა ლოგინიდან და წინ დამიდგა,ჩემი ხელები მის მტევნებში მოიქცია და მოლოდინით სავსე თვალები შემომანათა-შენ რა უთხარი?
-დავთანხმდი,თუ ფატი დათანხმდება-მეტი აღარ შემეძლო,მეგობარს მთელი ძალით გადავეხვიე და მის მკერდზე გულიანად ავტირდი,მჭიდროდ შემომხვია ხელები,რისი საშალებაც მისმა ღიპუცამ მისცა და ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.ეს ნახევრად მოპოვებული ბედნიერების ცრემლები იყო.ეს იმედის ცრემლები იყო,ჯერ კიდევ არ ახდენილი ოცნებების.
სახლში შვიდი ხდებოდა,რომ დავბრუნდი.ზოისთან ლაპარაკმა დამცალა,განმმუხტა,დამამშვიდა.კარი მალიკამ გამიღო.
-სად ხარ მულიკო აქამდე,ტკბილი ფლავი გავაკეთე და არავის დავაკარებინე თითი,შენ გელოდებით-მხარზე მომხვია ხელი და კარი ზურგს უკან მიხურა.აი ასეთი იყო ჩემი რძალი.რძალზე მეტად და უფრო შეფერის მას,თბილი და მზრუნველი.
-ზოისთან ვიყავი-ლოყაზე ვაკოცე.
-როგორაა ეგ გაბერილი დაგორავს ხომ?
-ისეთი საყვარელია-გონებაში ისევ წარმოვიდგინე ზოი და გამეღიმა.
სამზარეულოში მხოლოდ ჯუდო და ბავშვები იყვნენ.
-დედა და მამა სად არიან?-გამიკვირდა,რომ არ დამხვდენ სახლში სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო.
-ხომ იცი როგორი სულსწრაფია დედა,ნავეებთან წავიდა-მომახსენა ჯუდომ და მის მარჯვნივ სკამი გამოსწია,რომ დავმჯდარიყავი.
-ასე მალე?-გაოცება ვერ დავფარე.
-არავის გაგვიგონა-თავი იმართლა-დაჯექი მოდი,თორე უკვე ნერწვით გამოვიძღე კუჭი შენს ლოდინში.
ფლავი მართლა გემრიელი იყო მაგრამ ჩემი ფიქრები სულ სხვაგან დაფრინავდნენ.მალიმალ კარისკენ ვიყურებოდი.ვივახშმეთ,ტელევიზორის წინ გადავინაცვლეთ.ჩემი მშობლები კი არა და არ ჩანდნენ.
როგორც შემდეგში გავიგე სიტუაცია სწორედ ასე განვითარდა იმ საღამოს ნავეების ოჯახში:
....
ტკბილეულით ხელდამშვენებული ესთერისა და გაროს დანახვა მწვანე სახლის ბინადართატვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო,თუმცა კართან მოსული მეზობლები თავაზიანად შეიპატიჟა სახლში კირამ.
მისაღებში ტელევიზორის წინ კი მისი ქმარშვილი მოკალათებულიყო,ჯონი,ფადი და 17 წლის სელვი.სტუმრების დანახვისას ყველა ფეხზე წამოდგა,ფადის გაუჭირდა მაგრამ ისიც .
მამაკაცებმა წესისამებრ ერთმანეთის მხარს ეამბორნენ.
-რა საპატიო სტუმარები მყავხართ,დღეს ღვინო დაგვილევია და ეგაა-მხიარულად შეძახა ჯონიმ და მსუბუქად შემოჰკრა გაროს მზრებზე ხელი-იმედია კარგ ამბავზე ხართ მოსულები?
-რათქმაუნდა,რათქმაუნდა,გაიგეთ ფადის ამბავი,მტელმა ოჯახმა მივიტანეთ გულთან,გვინდოდა პირადად მოგვენახულებინეთ,გარომმ მთელს ოჯახს მოავლო თვალი.
-გაიხარეთ მადლობა,პირველები ხართ სამეზობლოდან ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა და დაგვაფასა,თორე ზურგს უკან ვიცი უკვე მთელმა ქალაქმა იცის ფადის ამბავი.
-როგორ ხარ შვილო?-სევდიანი ხმით მიუბრუნდა ესთერი ფადის.
-მადლობთ ესთერი დეიდა,ახლა უკეთ ვარ-თავაზიანად დაუკრა თავი და გაუღიმა.
-რა მოხდა შვილო,რატომ დაგემართა ეს უბედურება?-ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კლავდა.
-უბედური შემთვევა იყო-მოკლედ უპასუხა ფადიმ,შეკითვას აშკარად აარიდა თავი.
-სტუმრად იყო დაზიანებული ფარდულის კედელი გადმოინგრა და შიგ მოყვა-სამაგიეროდ დედამ გაანათლა,თუმცა ნამდვილი რეალური მიზეზი სულ სხვა ,რამ იყო,რომელსაც ოჯახი ასე საგულდაგულოდ მალავდა და მოგვიანებით გავიგე.
ფადის აშკარად უკმაყოფილება დაეტყო სახეზე,თუმცა ამ თემაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა.ცოტა ხანში სუფრას შემოუსხდნენ ყველანი,მასპინძლებიც და სტუმრებიც.ბევრ რამეზე ისაურეს გარდა მისვლის მიზეზისა.ვერა და ვერ დაიწყო გარომ ქორწინებაზე საუბარი.
ფადი უხმოდ იჯდა,მამის მარჯვნივ და საერთო დისკუსიაში არ ერთვებოდა,თითქოს არ ეკუთვნოდა აქაურობას ,ამ პრობლემებს,ამ ყოველდღიურობას.
-ჩემო კარგო ადამიანო მე და ჩემი ცოლი თქვენთან და თქვენს ოჯახთან მეტად დელიკატურ საკითხზე სასაუბროდ ვართ მოსულები-როგორც იქნა გაბედა და წამოიწყო საუბარი გარომ-ჩვენს ქალიშვილს წელს 25 წელი უსრულდება,სხვადასხვა მიზეზთა გამო ისე მოხდა,რომ ვერ დაოჯახდა,არადა იცით ,რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი-კაცმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მთელ ოჯახს,ფადი ცარიელ თეფშზე ჩანგალს მსუბუქად აწკარუნებდა-თქვენთან წინადადებით ვართ მოსული,არ მინდა უტაქტობაში და სიტავხდედეში ჩამითვალოთ,მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით,რომ თქვენი ვაჟისთვისაც ბოლო წელია,მითუმეტეს ახლა უნარშეზღუდულია და იმის შანსი,რომ რომელიმე გოგო თანხმობას ეტყვის ნულის ტოლია,ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის და კეთილდღეობისათვის,დავაქორწინოთ ისინი ერთმანეთზე-როგორც იქნა ბოლომდე თქვა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა.
-არა-სიწყნარეში მეხის გავარდნასავით გაისმა ფადის ხმა,მხრებში გაშლილს თავი მაღლა აეზიდა და ჩანგალს მთელი ძალით უჭერდა თითებს.
-ფადი შვილო,რაც არუნდა მწარე მოსასმენი იყოს გარო მართალს ამბობს,იქნებ დაფიქრდე და პასუხი მერე უთხრა-ჯონი სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა.
-არა-ახლა უფრო კაცრი და შეუვალი იყო მისი სიტყვები,თაფლისფერ ირისებს მთელი გუგა დაეფარა,ცხადად ამხელდა მისი პატრონის განწყობას.
-ვიცი ეს მოულოდნელია,თუ სხვა გყავს შერჩეული ვისი პასუხის იმედიც გაქვს მეტს აღარ გთხოვთ,მაგრამ თუ არა,მაშინ გევედრები,გემუდარები,ნუ მოასწრებ ნურც შენს მშობლებს და ნურც ჩვეენ ჩვენი შვილების უბედურებას და სიკვდილს.შეილძება ისეთი არაა როგორიც გინდა ,მაგრამ ჩვენი გოგონა ლამაზია,მეოჯახე,ხელსაქმეც იცის-ესტერი უკვე თავს ვერარ აკონტროლებდა და ხმა აუკანკალდა და ტირილი დაიწყო-გევედრები,წარმოიდგინე შენი დაიკო,ომ ამ დრეში იყოს და ვიმემმის გადარჩენაზე უარი თქვას,არა...არ იფიქროთ ცუდს ვუსურევ,პირიქით,ღმერთმა ქნას პირველივე დრესასწაულზე ეპოვნოს გუისწორი,მაგრამ გთხოვ ცოტა ხნით წარმოიდგინე ჩვენი ოჯახის უბედურება,შენი ოჯახისიც წამოიდგინე სვილო,გჰთხოვ ნაჩქარევად არ გვიპასუხო,დაფიქრდი,შენ გადაწყვეტილებას შეუძლია,ორი სიცოხლე და ორი ოჯახი იხსნად სიკვდილისაგან და ტანჯვისაგან,თუ ვინმე არ გყავს ხტოვ დაფიქრდე ჩემს გოგონაზე,დღესვე ნუ გვიპასუხებ,დაგელოდებით.
ფადის ხმა აღარ ამოუღია,მშვიდი მაგრამ მრისხანე თვალები მოავლო ჩაჩუმებულ სუფრას,ყველა მას შესცქეროდა.
-ღამე მშვიდობისა-ფეხზე წამოდგა ,ყველას თავი დაუკრა და ოთაახიდან გავიდა.
აი ასე ჩაიარა იმ საღამომ ნავეების ოჯახში.როგორც დედამ და მამამ თქვა ყველა თანახმა იყო,მხოლოდ ფადის საბოლოო პასუხი არ ვიცოდით ჯერ.
მთელი ღამე მუხლმოყრილმა ლოცვაში გავაატრე,უფალს არ ვთხოვდი ფადის,მე უბრალოდ მის ბედნიერებას ვთხოვდი.
-ისე იყოს,როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ უფალო,თუ არ ვეყვარები და ჩემთან ბედნიერი იქნება დაე უარი თქვას.გთხოვ დაეხმარე,რომ სწორი გააწყვეტილება მიიღოს,განა ჩემთვის,არამედ მისთვის.გთხოვ უფალო,როგორ უკეტესია მისთვის ისე მოხდეს ყველაფერი.
მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი გათენებამდე,ცრემლით მუხლმოყრილი,მანამ,სანამ დილის ცხრა საათზე დედას ხმა არ შემომესმა დაბლიდან.
-ლალე,ჩამოდი ჩემო გოგო,დღეს ბედნიერი დღე გაგითენდა ფადი თანახმაა...



№1  offline წევრი TaTuLi♥A

ძალიაან კარგიააა მალე დადე რა შემდეგი თავიიი

 


№2  offline მოდერი შადი

TaTuLi♥A
ძალიაან კარგიააა მალე დადე რა შემდეგი თავიიი

მადლობა❤ ვეცდები

 


№3  offline წევრი doriane

ველოდები მოუთმენლად საყვარელო kissing_heart

 


№4  offline მოდერი შადი

doriane
ველოდები მოუთმენლად საყვარელო kissing_heart

❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გრამატიკული შეცდომები გაქვს ბევრი.
ასეც ველოდი რომ ფადი უარს იტყოდა.
ვფიქრობ ლალეს მსობლებს არ უნდა შეეთავაზებინათ.პირიქით რომ მომხდარიყო უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ სხვა სიტუაცია უნდა ყოფილიყო.
შენი ნებაა როგორ წაიყვან ისტორიას, მაგრამ ცოტა სხვა რამეს ველოდი.
არ იფიქრო რომ ეს ცუდია, უბრალოდ მე სხვა რამე წარმოვიდგინე.

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

დღეს წავიკითხე ყველა და ძალიან მომეწონა.უკვე ერთისული მაქვს როდის დადებ ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი შადი

ლორელაი
გრამატიკული შეცდომები გაქვს ბევრი.
ასეც ველოდი რომ ფადი უარს იტყოდა.
ვფიქრობ ლალეს მსობლებს არ უნდა შეეთავაზებინათ.პირიქით რომ მომხდარიყო უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ სხვა სიტუაცია უნდა ყოფილიყო.
შენი ნებაა როგორ წაიყვან ისტორიას, მაგრამ ცოტა სხვა რამეს ველოდი.
არ იფიქრო რომ ეს ცუდია, უბრალოდ მე სხვა რამე წარმოვიდგინე.

მესმის შენი ❤ და ყველა ზოგადსდ მკითხველის,რადგან როცა მრც ვკითხულობ ისტორიას ჩემებური ვერსიით განვითარება წარმომიდგენია ხოლმე,მაგრამ ხშირად ავტორი სხვანაირად ავითარებს სიუჟეტს,ეს კი მისი არჩევანია,ყველა განსხვავებულად უყურებს❤
მადლობა ,რომ კითხულობ და სწორი შენიშვნებიც არ გენანება
რაც შეეხება გრამატიკას,ეს თავი კლავიატურაზე ავკრიფე და იფრო მეტი შეხდომა მომივიდა ვიდრე ტელეფონში ვწერ ხოლმე.
La-Na
დღეს წავიკითხე ყველა და ძალიან მომეწონა.უკვე ერთისული მაქვს როდის დადებ ახალ თავს

მიხარია თუ მოგეწონა ❤

 


№8  offline წევრი ჭირვეული

არ მინდა სხვა ისტორიებს დაემსგავსოს..

 


№9  offline მოდერი შადი

Chirveuli
არ მინდა სხვა ისტორიებს დაემსგავსოს..

მაინც რა მხრივს? რომ გავითვალისწინო

 


№10 სტუმარი Guest ნინა

სად წადიიიი?..

 


№11 სტუმარი Nene

Zalian momwons es istoria da bevri gvalodino raaaa

 


№12  offline მოდერი შადი

Nene
Zalian momwons es istoria da bevri gvalodino raaaa

დევს ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent