მთვარის დღესასწაული-2
ზოგჯერ შეგრძნება მქონდა,რომ რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით მეტად მგუდავდა და მარწუხებს მიჭერდა ყელზე ეს წესები და ტრადიციები. ახლაც კი სუნთქვა მიჭირს ,როცა ვიხსენებ ფადის პირველ მთვარის დღესასწაულს.ჯუდოსთვისაც პირველი იყო.თუმცა ამას ნაკლებად განვიცდიდი,ვიცოდით ვინც უყვარდა და ვის ხელსაც ითხოვდა.აი ფადი კი…..მთელი დღე მე და ზოი ჩემს ოთახში საწოლზე ფეხმორთხმული ვიჯექით და უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს კარგა ხანს.ხან ხელისგულებს ჩამოვაყრდნობდი თავს და სასოწარკვეთილი თვალებით მივცქეროდი მეგობარს,ხან კი აკანკალებულ ხელებს ბარძაყებსა და მუხლისთავებზე სწრაფი მოძრაობით გადავისმევდი. -დამშვიდდი ლალე-თანაგრძნობით მომიჭირა ხელი თითებზე. - არ შემიძლია- დაბნეული უმისამართოდ ვაცეცებდი თვალებს. -შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ?შემოუძახე ახლა თავს და გამოფხიზლდი თუ გინდა დედაშენმა და მამაშენმა ასეთი დაგინახონ,რომ დაბრუნდებიან? - მოდი წავიდეთ- უცებ წამოვიყვირე და საწოლიდან წამოვფრინდი. - გაგიჟდი?-მკლავში მწვდა- იქ ჩვენი მისვლა არ შეიძლება,დაგვსჯიან. - გული გამისკდება ზოი- ცრემლებმა თავისით გამოიკვალეს გზა ჩემს ღაწვებზე- აირჩევს ან არ აირჩევს ჩემთვის მაინც ტანჯვა იქნება. - დამშვიდდი,იქნებ არ აირჩიოს- თავადაც ხვდებოდა ,რომ ფუჭად მაიმედებდა. მთელი საღამო მისი ფანჯრების ცქერაში გავიყვანე.სუნთქვა შეკრული,მინაზე აკანკალებული ხელები მივადე და ველოდი ,როდის აინთებოდა შუქი. ღამის 10 საათი სრულდებოდა,რომ დაბრუნდა.ფანჯრები ფართოდ გამოაღო,შუქი ჩააქრო და გაუხდელად გადაწვა საწოლზე. დღეს მეტის იმედი აღარ უნდა მქონოდა,ემოციურად გამოფიტულს იქვე ფანჯრის რაფაზე თავი ჩამოვდე და დამეძინა. ჰო თქვენთვის ერთი მთავარი სამოქალაქო წესის თქმა დამავიწყდა- 10 საათიდან დილის 7- მდე კომენდატის საათი მოქმედებს.ამ დროს ქვეყანა არსებობას წყვეტს,ერთბაშად ქვავდება და იყინება, თითქოს კვების წყაროდან გამოთიშეს.ფანჯრიდან გახედვის მეშინოდა ყოველთის ამ საათებში,შიში მიპყრობდა,მზაფრავდა მომაკვდავი ქუჩები.თუ ვინმე გაბედავდა გასვლას და ამის მოწმე ვინმე აღმოჩნდებოდა სასჯელი 30 დღით პატიმრობა იყო.ეს კი დამერწმუნებით სულაც არაა სახარბიელო მდგომარეობა. მეორე დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე,ჩემს ძამიკოს მალიკასთვის ხელი უთხოვია,ამ დილით კი დადებითი პასუხი მიიღო.სახლი სიხარულმა და ბედნიერებამ მოიცვა.მალიკა ყველას მოგვწონდა სახლში. ინტერესით ვკვდებოდი,ისე მინდოდა გამეგო თუ რა და როგორ ხდებოდა მთვარის დღესასწაულზე მაგრამ,ეს ხელმიუწვდომელი და ამოუცნობი რჩებოდა მათთვის ვინც შესაფერისი ასაკის არ იყო,ანუ მე.თუმცა სამი წლის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი,ამას მოგვიანებით,ქვემოთ მოგიყვებით. -როგორ მიხარია ძამიკო შენი ამბავი- დავინახე თუ არა მაშინვე მისკენ გავექანე და ყელზე ჩამოვეკიდე,უზომოდ მიყვარდა ჩემი ჯუდო.დედა სულ აღნიშნავს,რომ მე ყველაფერში უზომო ვარ- სიყვარულში,სიხარულში,ტირილში და ა.შ. - ჩემი გიჟი დაიკო- მხიარულად შემომძახა და ორი თითი ცხვირზე მომიჭირა,მერე კი მკლავები შემომხვია და გულში მჭიდროდ ჩამიკრა. -ამ წლის მთვარის დღესასწაულის ყველაზე ლამაზი წყვილი იქნებით- ისევ მის მკერდზე მიყრდნობილი ზემოთ ავცქეროდი,მინდოდა მისი ყველა ემოცია დამენახა,ისეთი ბედნიერი იყო ,სიხარულს ასხივებდა. - ვნახოთ- მშვიდად თქვა და დივანზე ჩამოჯდა,მეც თან გამიყოლა. - რატომ ვნახოთ,სხვა ბიჭებმაც გააკეთეს გუშინ არჩევანი? - კითხვის დასმისთანავე გულმა გამალებით იწყო ცემა,კბილები ერთმანეთს მაგრამ დავაჭირე,რომ ჩემი ემოციური მღელვარება და კანკალი ჯუდოს არ შეემჩნია. - რათქმაუნდა- არხეინად თქვა და ყავა მოსვა. - მე ვიცნობ,რომელიმეს?- ხმა სულ გამეპარა,ტირილნარევი ხმით ამოვილუღლუღე. - შენ?- წამით ჩაფიქრდა,თვალები ოდნავ მოჭუტა,გონებაში ალბათ ყველა ის მამაკაცი გაიხსენა ვინც გუშინ იყო- არა შენ არ იცნობ მგონი არცერთს. - აი ჩვენი მეზობელი,რომ არის პარალელულ ქუჩაზე,ჩვენი სახლის უკან- ხმის კანკალით დავიწყე. - ვინ ფადი?- წამეშველა - ჰო ფადი,მგონი იმასაც წელს შეუსრულდა 20 წელი,ისიც იქნებოდა. - კი,კი,როგორ არა ისიც იყო- გემრიელად გადაუშვა სტომაქში არომატული სითხე და ნებისად მილულა თვალები,აშკარად ვერ ამჩნევს ჩემს ემოციებს,კიდევ კარგი,თორემ დავიღუპებოდი. - და….მან არ აირჩია…?- როგორც იქნა ამოვთქვი. - ფადიმ?ვინ უნდა აერჩია,საერთოდ გაიხედა გოგოებისკენ?- გაეღიმა და ფეხზე წამოდგა- რა ცნობისმოყვარე ხარ ლალე,წავედი სამსახურში მაგვიანდება- თმები მსუბუქად ამიჩეჩა და სამზარეულოდან გავიდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი დივანზე ისევ იმ პოზაში და სახეზე ერთდროულად უამრავი ემოცია მეწერა- დაბნეულობა,სიხარული,ტკივილი,გაკვირვება.მხოლოდ დედის ხმამ დამაბრუნა რეალობაში,უაზროდ დავუქნიე თავი და ფრატუნით ავედი ჩემს ოთახაში.სარკეს ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,ორივე ლოყა ხელისგულებში მოვიქციე,რამოდენიმე ხანი ასე მივშტერებოდი ჩემს გამოსახულებას,მერე კი…. ცრემლები წამომივიდა.ბედნიერი ვიყავი,უიმედოდ,უპასუხოდ ,მაგრამ მაინც ბედნიერი. ტკბილად მახსენდება ჩემი ძმის ქორწილი,ამის წერისას ჯერ მომინდა,რომ ყველა საქორწილო წესჩვეულება დამეწერა ჯუდოსა და მალიკას ქორწილის მიხედვით მაგრამ მერე გადავიფიქრე,მგონი ეს ყველაფერი ჩემი ქორწილის მიხედვით,რომ გადმოქცეთ უფრო საინტერესო იქნება,ეს დღე კი ჩემს ცხოვრებაში ამ დღიდან 10 წლის შემდეგ დადგა.თუმცა არ გასულა ეს ათი წელი სწრაფად,ეს იყო მტკივნეული 9 წელი,პირველი სამი წელი იმედით ვიტანჯებოდი,იმ იმედით,რომ მეც შემისრულდებოდა18 წელი და იქნებ მე ავერჩიე,რადგან ყოველი მთვარის დღესასწაული მისი არჩევნის გარეშე მთავრდებოდა,ხოლო მომდევნო 7 წელი უფრო მტკივნეული,უიმედო და მტანჯველი იყო,რადგან მე უკვე დავდიოდი ამ დღესასწაულზე,ისიც,მაგრამ ფადი არც სხვას ირჩევდა და არც მე.ყველაზე დიდი დარტყმა ჩემმა პირველმა დღესასწაულმა მომაყენა.ისე ვემზადებოდი,ისეთი იმედებით სავსე წავედი… საგანგებოდ გამომპრანჭა დედამ,მეცვა ტრადიციული გრძელი კაბა მუქი მწვანე ფერის,მაღალი წელით და თეძოდან დაშვებული.ზემოთ კი თეთრი პერანგი გრძელი მკლავით და მაღალი მანჟეტით,მკერდზე სამი ღილით შეკრული.ოდნავ ხვეული წაბლისფერ თმაში პატარა ყვავილები ჩავიმაგრე და გავიშალე. -ფერიას გავხარ ჩემო ლამაზო- დედა ბედნიერი და თვალცრემლიანი მათვალიერებდა,მამა კი ჩუმად იდგა, თუმცა ვიცოდი ისიც იგივეს ფიქრობდა. მხოლოდ მე,მამა და დედა წავედით,ამ დროისთვის ჯუდოს და მალიკას უკვე ორი გოგონა ჰყავდათ და ბავშვებით ვერ წამოვიდოდნენ. ქალაქის ცენტრში იყო საკმაოდ დიდი შენობა,რომელსაც უზარმაზარი კედლები ჰქონდა გარსს შემორტმული,ამ კედლებში კი სხვადასხვა ზომის და ფორმის ფანჯრები იყო ამოჭრილი,ერთი შეხედვით გეგონებოდათ ,რომ ვიღაცამ ეს ყველაფერი ბრმად გააკეთა,მაგრამ თუ ცოტა ყურადღებას დაუთმობდი შეამჩნევდი,რონ ყველა დეტალი უნიკალური,განსაკუთრებული და ლამაზი იყო.ყოველთვის მაინტერესებდა შიგნით შემეჭყიტა მაგრამ ეს 18 წლამდე აკრძალული მქონდა.და აი ეს დღეც დადგა.ხარბად ვათვალიერებდი არემარეს.სასიამოვნო მზიანი დღე იყო.ამ შენობის კარი გულის ფორმის იყო.რა სიმბოლურია. -შვილო ხანდახან ძირსაც დაიხედე არაფერს დაეჯახო- მამაჩემმა ღიმილით გადმომილაპარაკა და ხელკავი გამომდო,რომ არ წავქცეულიყავი.შიგნიდან სასიამოვნო ჰანგები ისმოდა,ვიოლინასა და პიანინოს ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდნენ.ყველაფერი ბრწყინავდა ირგვლივ,შიგნითა სივრცი არ იყო გადახურული,სამაგიეროთ სიმწვანეში იყო ჩაფლული,ფაქტიურად ხელოვნური ბაღნარი ყოფილა აქ გაშენებული,ხეების ჩრდილ ქვეშ ძელსკამები მოჩუწურთმებული საზურგეებით,ცოცხალი ორკესტრი შემაღლებულ ადგილზე ისხდნენ,ყველა კუთხიდან დაინახავდი მათ.ერთ მხარეს სამ მწკრივად ჩალაგებული მაგიდები იდგა,უამრავი ნაირნაირი ტკბილეულით თუ კერძით დახუნძლული,ნებისმიერს შეეძლო მისულიყო და აეღო ის ,რაც მოესურვებოდა.იქვე იყო პატარა მაგიდები სკამებით,ზოგი მაგიდა ორ კაციანი იყო ზოგიც ოთხიანი ან მეტი.,ჩემები გზადაგზა ნაცნობებს ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ.მეც უკვე სახლში კარგად ნამეცადინები ყველას თავაზიანად ვესალმებოდი და თავს ვუკრავდი,ესენი ხომ,როგორც დედა იტყოდა ჩემი პოტენციური სადედამთილო და სამამათილონი იყვნენ. ზოგ მამაკაცს უკვე აერჩია გოგონა,ისხდენ,მაგიდასთან,ან ძელსკამზე,ან სეირნობდნენ.ჯერ კიდევ ასარჩევი გოგონები ან მშობლების გვერდით იყვნენ ან ნაცნობ გოგონებთან ერთად,ასე იყვნენ ბიჭებიც.ზოი დღეს არ იყო,ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა,ასე,რომ მე მშობლების გვერდით ვარჩიე ყოფნა. დავჯექით თუ არა მაშინვე ფადის დავუწყე თვალებით ძებნა.ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა.მე შანსი მქონდა ავერჩიე მას ვინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.დავინახე კიდეც,დახლზე მიყრდნობილი სხვა მამაკაცს მშვიდად ,ესაუბრებოდა.ეს მისი სტილი იყო.მე ხომ მას ზედმიწევნით ვიცნობდი.მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი და თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა,მის სიმაღლეს და ტანადობას კიდევ უფრო კვეთავდა. სიხარულისაგან შინაგანად ავდუღდი,ასეთი,რამ მხოლოდ მისი დანახვისას მემართებოდა,მაგიდაზე მდგარ წყლიან ჭიქას ხელი დავავლე და ერთიანად დავლიე ამოუსუნთქვად. -ლალე ცოტა ნაზად და მოკრძალებულად,უამრავი თვალი გიყურებს-ღიმილით გადმომილაპარაკა დედამ და გვედით მაგიდაზე მსხდომ ოჯახს,რომლებიც გაოცებულნი მიყურებდნენ თავაზიანად გაუღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.