შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცას უყვარდი შენ (თავი 7)


7-02-2017, 10:18
ავტორი Baterfly
ნანახია 1 548

ისევ ის შიშის სურნელი ტრიალებდა ჩემს გარშემო,ისე როგორც მაშინ როცა ბნელ სარდაფში პირველად შევხვდი სანდროს,მაშინ ვიცოდი რისი მეშინოდა,ახლა კი არაფერი ვიცოდი, მან მე უფლება მომცა ბედნიერი ვყოფილიყავი, მე კი მთელი მონდომებით შევეცადე წარსულ ცხოვრებას დავბრუნებოდი,ცხოვრებას სანდრომდე...
ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,მას შემეგ რაც დედაჩემმა სიმართლე ამიხსნა და მომხდარის მეორე მხარე დამანახე,ვცდილობდი მათთვის მეპატიებინა,დრო ხომ ყველაფრის მკურნალია?ჰოდა ასეც მოხდა,მე მათ ვაპატიე,მიუხედავად ყველაფრისა ისინი ჩემი მშობლები იყვნენ.რაც შეეხება ლევანს ის არავის უნახავს,მას შემდეგ რაც პატიება მთხოვა და უარით გავისტუმრე.სკოლაში დაბრუნება ძალიან გამიჭირდა,უამრავი კითხვა აწუხებდათ ჩემს გარშემო ბავშვებს მე კი დუმილს ვამჯობინებდი.სანდროზე კი თითქმის ერთი წელი იყო რაც არაფერი მსმენოდა,არცერთხელ გამოჩენილა,მე ველოდი,ყოველ დღე ყოველ წამს,მეგონა კარებს შემოაღებდა და ისევ მისთვის ჩვეული სარკაზმით ამათვალიერებდა,მერე გულზე მიმიკრავდა და ნაზად მაკოცებდა...მაგრამ ეს ერთი წლის მანძილზე არ მომხდარა,ვცდილობდი დამევიწყებინა,აღარ მეფიქრა კაცზე რომელიც ასე დაუდევრად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,დღისით უფრო ვახერხებდი ამას,მაგრამ ღამით ეს შეუძლებელი იყო...თვალებს დავხუჭავდი თუ თვალწინ მისი შავი,ჭინკებჩამდგარი თვალები მესახებოდა,მეკი ის მძულდა,მთელი არსებით რადგან არსებობდა უჩემოდ.
* * *
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო,სასწავლო წელი იწურებოდა,მე და ჩემი რამდენიმე კლასელი სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდით,ბევრს ვიცინოდით ლაშას მონათხრობ ისტორიებზე,რომელსაც მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებდა,ასე უდარდელად მივაბიჯებდით როცა ჩვენს წინ მანქანა მკვეთრი მოძრაობით გაჩერდა და იქედან სანდრო გადმოვიდა..ისევ ისეთი იყო,როგორც მაშინ იმ განსხვავებით რომ ცოტა გამხდარიყო და წვერი მოეშვა,მისი შავი კუპრივით თვალები ჩემსას შეხვდა,ღიმილი სახეზე მიმეყინა,ჩემში ყველა გრძნობამ ერთად იფეთქა,მუცელში ტკივილი ვიგრძენი,ბევრად დიდი კი გულში,ვერ ვხვდებოდი აქამდე სად იყო?ან ახლა რატომ გამოჩნდა?ტირილი და გაქცევა მინდოდა,მაგრამ მე აღარ ვიყავი ის გამოცდელი ვიკა,მე მისი გაცნობის შემდეგ რადიკალურად შევიცვალე,რადგან მან გააღვიძა ჩემში ქალი.
გვერდის გავლა დავაპირე როცა ჩემთან მოირბინა და მკლავში მწვდა.მისმა შეხებამ გამახსენა როგორ მიყვარდა და რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა მისი შეხება ერთ დროს,ცინიკურად გავხედე მერე კი მზერა ჩვენი ხელებისკენ გადავიტანე,ვაპირებდ მეთქვა რა გინდათქო მაგრამ დამასწრო
-არაფერი მითხრა ვიკა,უბრალოდ გამომყევი.-მისი ხმის გაგონებაზე ტანში გამარჟჟოლა
-ნუ მეხები!-თვალები დავაკვესე და ხელი მკვეთრი მოძრაობით გავინთავისუფლე მისი მარწუხებიდან,დაიბნა არ მოელოდა ჩემგან ასეთ მოქცევას,ის ისევ იმ მორჩილ გოგონას იცნობდა,მაგრამ ცდებოდა,მე აღარ ვიყავი ის ვისაც ის იცნობდა
-ვიკა,ძალიან გთხოვ-არ ეშვებოდა მუდარას,ჩემი თანმხლებლი კი გაოცებული გვიყურებდნენ
-რამე ხდება ვიკა?-იკითხა გაოცებულმა ლაშამ
-არაფერი ლაშ,შეგიძლია წახვიდე მე კარგად ვარ-ოდნავ გავუღიმე და ჯიბრიანად მივაჩერდი სანდროს რომელსაც სახეზე მრისხანება აღბეჭვდოდა
-დარწმუნებული ხარ?
-კი ლაშა,ხომ გითხარი კარგად ვარ ეს უბრალოდ ადამიანია წარსულიდან-ხელით სანდროზე ვანიშნე.
-კარგი-მორჩილად დამიკრა თავი,ვუყურებდი როგორ მიიმალნენ ქუჩის ბოლოში ჩემი მეგობრები.მერე სანდროსკენ მივბრუნდი,ხელები ერთმანეთში ჩავხლართე და კითხვით სავსე მზერა მივაბყარი
-წამოდი მანქანაში ვილაპარაკოთ.
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ ჩავუჯდე ადამიანს მანქანაში რომელმაც ერთ დროს გამიტაცა,მერე კი ჩემი მოკვლა არაერთხელ სცადა?ან რაიმე დაგვრჩა სალაპარაკო?-სარკაზმს არ ვუშურებდი და ვტკბებოდი იმის ცქერით თუ როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება სიბრაზიდან სინანულისკენ
-შენ აღარ გიყვარვარ..-დაასკვნა ბოლოს და თვალებში ჩამაშტერდა,თითქოს იქ სურდა პასუხის ამოკითხვა,აღარ შემეძლო მეყურებინა მისთვის,მუთუმეტეს მაშინ როცა ასეტი სევდიანი თვალებით მიყურებდა,მინდოდა მივსულიყავი ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ მე ისევ მიყვარდა,მაგრამ არ შემეძლო,ვიცოდი ამას არანაირი აზრი არ ქონდა,არ ღირდა ძველი ჭრილობების განახლება
-რატომ გამოჩნდი ამდენი ხნის შემდეგ?-თითქოს მისი სიტყვები არ გამეგოს
-ვეღარ გავუძელი..
-რას?-მოჩვენებითად გავიცინე
-უშენობას...-არ ვიცი რატომ მაგრამ გულწრფელი მომეჩვენა,მანქანას მიყრდნობოდა ხელები კი ჩემსავით გადაეხლართა ერთმანეთში
-მართლა?ამას რას მოვესწარი სანდრიკ!-მთელი ზიზღი ჩავაქსოვე ისე გავუღიმე და ხელები გავშალე
-ვიკა გთხოვ...ასე ნუ მექცევი-მუდარა შეერია ხმაში
-მართლა?როგორ ნუ გექცევი? შენ როგორ მომექეცი?ცხოვრება დამინგრიე,მთელი ჩემი ოცნების კოშკები თავზე დამემსხვრა რაც შენ გაგიცანი,მერე თავი შემაყვარე,გამიზნულად... ფინალი მაინც გადასარევი იყო,შენ მე მიმატოვე
-მე შენ არ მიმიტოვებიხარ ვიკა!-სწრაფად გასწორდა,თვალები კი ბრაზისგან აენთო
-ვიქტორია,ვიკა მხოლოდ მეგობრებისთვის!-მკაცრად გაიჟღერა ჩემმა ხმამ,გამახსენდა ჩვენი ძველი საუბარი როცა სანდრომ დამიყვირა ჩვენ მეგობრები არ ვართო-აბა რა გააკეთე?
-მე ვიცი წესი:თუ გიყვარს ნება მიეცი წავიდეს.-დანანებით ჩაიღიმა
ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა,სუნთქვა გამიჩერდა,ახლა სანდრო სიყვარულს მიხსნიდა,უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,ჩემს წინ იდგა ჩემი საყვარელი მამაკაცი და მეუბნებოდა რომ ვუყვარდი.მაგრამ ჩემი ბედნიერება რამდენიმე წამს გაგრძელდა რადგან მალე გონს მოვეგე მივხვდი,მანს შურისძიება კვლავ წყუროდა და ეს ყოველივე დამთავრებული თამაშის გაგრძელება იყო,ამიტომ სწრაფად მოვთოკე ემოციები და არაფრისმთქმელი მზერა მივანათე
-მაგ წესში ისიც წერია ერთი წლით გაუშვიო?-სარკაზმი არ დავიშურე-მე მეგონა მართლა გინდოდა ჩემი ბედნიერება სანდრო
-მინდა,გეფიცები ვიქტორია,მართალია მე არ ვარ შენი მეგობარი,მე ბევრად მეტი მინდა ვიყო შენთვის,მინდა ისევ ისე გიყვარდე რომ ბრმად მენდობოდე
-რატომ?ისევ ისე რომ გამასულელო არა?რომ ასე მარტივად დაასრული დაწყებული საქმე ხო?-უკვე ყვირილზე გადავედი
-არა.ეს არც მიფიქრია,მე არ გამოვჩნდებოდი შენს ცხოვრებაში რომ ვიცოდე არ გჭირდები
-და რა იცი რომ მჭირდები?
-მე შენი ყოველი ამოსუნთქვა ვიცი,გთხოვ ამჯერად მენდე
-მე ბევრჯერ გენდე სანდრო,ამიტომ ბევრჯერ მეტკინა გული
-ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება
-არ შემიძლია გენდო...
სწრაფად შევბრუნდი სწრაფი ნაბიჯით გავუდექი გზას,შეუმჩნევლად მოვიწმინდე ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი,მივდიოდი არ ვიცოდი სად,რატომ გამოჩნდა?რატომ ამირია ისევ ცხოვრება?მე სულ ცოტა დრო მჭირდებოდა მის დასავიწყებლად,კიდევ ცოტა...
უკან არ მომიხედავს მაგრამ ვგრძნობდი მის სიახლოვეს,გავიგე როგორ სწრაფად მოწყდა ადგილს მანქანა,მიუხედავად იმისა რომ იქ აღარ იდგა სანდრო და მისი მანქანა,მან დიდი კვალი დატოვა ჩემში,მან ისევ დაიდო ბუდე ჩემს გულში,ისევ მოახერხა ჩემი გასულელება მაგრამ ამჯერად ბევრად ძლიერი აღმოვჩნდი იმდენად ძლიერი რომ არ მივეცი ნება ისევ მის ჭკუაზე ვეტარებინე. გული კვნესოდა,ტკიოდა,წუხდა,მხოლოდ იმიტომ რომ მას თავდავიწყებით უყვარდა კაცი რომელიც გოგონას გრძნობებზე თამაშობდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu ra sevdiani tavi iyoooo...

 


№2  offline წევრი Baterfly

shedzlebisdagvarad...^^^&&&

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent