იდი, ეგო, სუპერეგო. (2)
20 წლის შემდეგ..... 1 თავი. *** -სახელი? -იზაბელა. -გვარი? -მარიამიძე. -დაბადების წელი? -1996 წელი. -ლოკაცია? -დამცინი? -რატომ? ეე რატომ აურიე? -აბა რა ლოკაცია? ადამიანზე ეგ არ ითქმის გაიგებენ ახალ ტერმინს და. -კარგი რა, სულ ტყუილად აურია, შეგეძლო გეპასუხა. -ეხლა ჩემი ჯერია. -ჯერ შენი დაკითხვა არ დამისრულებია. -ეხლა აზრი არ აქვს, მე რომ მოვჩები თავიდან დავიწყოთ. -კაი მიდი. -სახელი, გვრაი. -გიორგი დავითაია. -დაბადების წელი? -1991 -ადგილი. -თბილისი. -დანაშაული? -უდანაშაულო ვარ. -შეყვარებული გყავს? -არა, რაღაც მაგდაგვარი. -კონკრეტულად. -არის ერთი გოგო. -მოიცადე იმას შეხდე. -რა ხდება. -მოიცა, 221 გადააყენე მანქანა. -რა მოხდა ბელა? -ნასვამია. -რა იცი? -დიდიხანია ვაკვირდები. შევამოწმებ. -კაი მიდი. რამდენიმე წუთში იზაბელა მანქანაში დაბრუნდა, გამარჯვებული სახით. -როგორ ახერხებ ამას? -რას გულისხმობ? -ყოველთვის მიზანში არტყავ. -მე ყველაფერში ასე ვარ. -მაინც? კიდევ რაში ხარ ასე? -მაგალიად მეწყვილის შერჩევაში. -გაგიმართლა. -ყველას არ უმართლებს. -ისე მაინტერესებს, როგორი ხარ ჩვეულებრივ ფორმაში ყოველდღიურად. -მესტუმრე და ნახავ. -რომელი საათია? -ცოტაღა დაგვრჩა იზაბელა დამწყები პატრულია, თუმცა საკმაოდ მონდომებული. ღამის მორიგეობიდან სახლში მისული მაშინვე იძინებს ხოლმე. შუადღისკენ იღვიძებს წყალს ივლებს და მშობლებთან ატარებს დარჩენილ დროს. -როგორ ხარ შვილო? გაუღვიძე? წვნიანი მოგიმზადე. -რა კარგია, მადლობა დე. მამა სადაა? -მოვა მალე, სამსახურშია მაგარმ წამოვიდოდა უკვე. -ძალიან კარგი. -აბა როგორ მიდის საქმები? ისე ვნერვიულობ, მთელი ღამე არ მძინავს, შენ რომ მორიგე ხარ. -რა? დედა ხომ შევთანხმდით. ასე ვერ ვიმუშავებ თუ შენ აქ ღამეს ათენებ. -ვნერვიულობ შვილო, ჩემო ლამაზო. ძალიან ვნერვიულობ, აბა რამდენი გადარეულია. -კარგი რა დედა დამიჯერე არაფერია სანერვიულო. -ის შენი მეწყვილე, როგორი ბიჭია? -კარგი ბიჭია. -არ გეპრანჭებაა? -დედაა, ვმეგობრობთ ჩვენ -თუ არც გაგეპრანჭებაა. -კარზე ზარია, მამა მოვიდა ალბათ. ლელა კარის გასაღებად გაემართო, მოხდენილი, მაღალი ქალი იყო. უკან , რომ მობრუნდა თან მეუღლე ზაზა ახლდა. ორი მეტრის სიმაღლის კაცი. ბელა საშუალო სიმაღლის იყო 1.70, მაგრამ მშობლებთან შედარებით დაბალი. იზაბელას მშობლები შვილზე გიჟდებოდნენ, მასზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ყველაფერს აძლევდნენ რაც შეეძლოთ და არჩევანის უფლებაც მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ მათი ერთადერთი, ნანატრი ქალიშვილი პოლიციელი ყოფილიყო, ბელამ მაინც პოლიციის აკადემიაში ისწავლა. -როგორ ხარ ბელა? -კარგად მა, შენ როგორ ხარ? -მომენატრე. -მეც. რა ხდება სამახურში? -მშვიდობაა, შენთან რა ხდება საკითხავი ეგაა. -არაფერი მამა, რა მოხდება, ჩემთანაც მშვიდობაა. -ბელა ტელეფონი გირეკავს. საძინებლისაკენ გაემართა ბელა. ტელეფონზე გიორგი რეკავდა. -გისმენ, უკვე მოგენატრე? -ხო ვეღარ გავძელი უშენოდ. -რა ხდება? -მივლინებები გვექნება. -რა მივლინებები? სად? -მე უკვე შევარჩიე. გორში მივდივარ. რამდენიმე ჩამონათვალია კიდევ არჩევანის უფლებას არ ვიცი მოგცემენ თუ არა მიდი სამასხურში. -რამდენიხნით? მე შენთან ერთად არ წამოვალ? -არა მეწყვილეებს გვაცილებენ. ერთი კვირით. -რა ქალაქებია კიდე? -ხაშური, ბათუმი და ქუთაისი. ბელას უკმაყოფილება დაეტყო, მისი იმიჯის მიუხედავად ძალიან იყო მშობლებზე დამოკიდებული, მარტო ერთიკვირის გატარება უცხო ქალაქში არცთუ საინტერესოდ ჟღერდა. ბელას მშობლებისთვის ამის ახსნა კიდევ უფრო აფრთხობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.