ვერ შეგელევი მეოთხე თავი (+18)
- ტაისია, ჩემო საყვარელო, ჩემო ერთადერთო, გთხოვ მაპატიე, საშუალება მომეცი აგიხსნა ყველაფერი, ძალიან მომენატრე.- საოცარი სისწრაფით მიაყოლა სიტყვები ერთმანეთს, ბოლოს გაჩუმდა და ჩემს პაუხს დაელოდა. - გიორგი მომი....- სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ისე გამომტაცა ტელეფონი ანდრიამ , რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძაბული და ბრაზისაგან შეშლილი სახით მიყურებდა. - მომისმინე, გიორგი ხარ თუ ვინ არ მაინტერესებს ჩემამდე ვინ იყო ტაისიას ცხოვრებაში, ახლა ის უკვე ჩემია, ჩემს საკუთრებაშია მისი გულიც, სულიც და სხეულიც, ის ჩემი ცოლია, ჩემი ც ო ლ ი! გასაგებიაა?- ბოლო სიტყვები დამარცვლით უთხრა და ტელეფონი კედელზე შემოანარცხა. რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, უცებ ჩემსკენ შემობრუნდა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა, მე სადამდეც შემეძლო უკან ვიხევდი, ბოლოს კედელს ავეკარი და შეშინებული თვალებით მივაჩერდი მის ეშმაკურად მომღიმარ სახეს, უცებ მისი ერთი ხელი ჩემს წელზე აღმოჩნდა, მეორე ნაზად შემიცურა თმებში და თავისკენ მიმიზიდა. ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მისი მზერა ჩემს ტუჩებთან გაჩერდა, ვნებამორეულს ჩემდაუნებურად თვალები დამეხჭა, თუმცა მოულოდნელად მისმა ტუჩებმა მიმართულება შეიცვალა და ჩემს ყურთან გაჩერდა: - მგონი ყველაფერი გასაგებია, თუ გინდა შენც გაგიმეორებ, მაგრამ ვფიქრობ აღარ უნდა იყოს საჭირო იმის ახსნა, რომ ჩემი ხარ და არ ვაპირებ შენი თავის სხვისთვის განაწილებას, თუმცა შენი რეაქციებიდან გამომდინარე არც შენ არ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ, მეტიც ვხვდები რომ ყოველ ჩემს დანახვასა და შეხებაზე ჭკვა გეკეტება. - ეს თქვა, ლოყაზე ნაზად შემახო ტუჩები, და სააბაზანოსკენ წავიდა, კართან შეჩერდა, ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა: - ვფიქრობ ასე უფრო მიმზიდველი ხარ, მაგრამ თუ არ გინდა მთლიანად ჩემს მფლობელობაში გადმოხვიდე ჩაიცვი, თანაც მშობლებთან მივდივართ სტუმრად, ძალიან აინტერესებთ, როგორი რძალი ჰყავთ. დანარჩენს გზაში აგიხსნი.- ეს თქვა ეშმაკურად ჩაიცინა, თვალი ჩამიკრა და მიიმალა. ნახევარ საათში ორივე მზად ვიყავით. ანდრიას მშობლების სახლი ერთი საათის სავალზე იყო. ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდნენ, მოვეწონებოდი თუ არა. ჩემმა ,,მეუღლემ’’ მოკლედ მიამბო თავისი ოჯახის შესახებ. მას მშობლების გარდა ბებოც ჰყოლია, მამამისი, ნიკოლოზ გასვიანი, ერთ-ერთიუმსხვილესი პარფიუმერული კომპანიის გენერალური დირექტორი ყოფილა, დედა, ქეთევან მაყაშვილი, უბრალოდ ოჯახის დიასახლისი, საოცრად კარგი დედა და მეუღლე. ანდრია ისე თბილად ლაპარაკობდა თავის ოჯახზე მივხვდი რომ უზომოდ უყვარდა ოჯახის თითოეული წევრი და რომ სანერვიულო არაფერი არ მქონდა, რადგან ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ხალხი უნდა ყოფილიყო. მანქანა თეთრი, უშველებელი სახლის წინ გაჩერდა, ანდრიამ კარი გამიღო, მანქანიდან გადმოვედი და ხელჩაკიდებულები გავუყევით ბილიკს, რომელსაც სახლის კარამდე მივყავდით. კარი მოსამსახურემ გააღო და მომღიმარი სახით შეგვიპატიჟა. ყველანი მისაღებში ისხდნენ და გაბრწყინებული სახით შემოგვცქეროდნენ, შვილის დანახვით გაბედნიერებული მშობლები მაშინვე მას გადაეხვივნენ და რონესაც ჩემსკენ მობრუნდნენ ანდრიამ ჩემი თავი წარუდგინა მათ: - გაიცანით, ტაისია ბარათაშვილი, ჩემი ცოლი.- ეს სიტყვა იმდენად მესიამოვნა მთელი სხეული სიამოვნებისაგან გამითბა. - საოცრად ლამაზია!- თქვა ჩემმა ,,დედამთილმა’’ და გულში ჩამიკრა. - გეთანხმები, ჩემო საყვარელო, მართლაც ულამაზესია, ვიცოდი რომ კარგი გემოვნება გქონდა მაგრამ ასეთიი.... - თქვა მომღიმარმა ნიკოლოზმა. ასპარეზზე ამჯერად ბებო გამოვიდა. - დამანახეთ ჩემი შვილიშვილი, ვაიმეე! ბებოს სიცოცხლე, შენ შემოგევლოს შენი სექსუალური ბებია.- გამობაჯბაჯდა ოთახიდან ბებო და ანდრიას მოეხვია, მისი სიტყვებზე ყველას გაგვეცინა. - შენ ისევ ისეთ ფორმაში ხარ ნატაშკა, რით ვერ დაბერდი გოგოო! - უთხრა მომღიმარმა შვილიშვილმა ბებოს. როდესაც შვილიშვილთან საუბარი დაასრულა მე მომიბრუნდა, დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები ჩემი დანახვისას და შეჰკივლა. - დედაა! ეს ვინ მოგიყვანია ბიჭო, ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს გავს, მოდი ბებია ჩაკეხუტო.- მაგრად ჩამიკრა გულში და საუბარი განაგრძო: - ერთი ეს მითხარი ამ უჟმურს როგორ გამოყევი ცოლად? მართალია ცხონებული ბაბუამისივით ზესიმპათიურია მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ასეთ გოგოს თუ მოიყვანდა ცოლად. დღე ძალიან მხიარულად გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ, მათ ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუყევი, თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში.ჩემი ახალი ოჯახის წევრები იმდენად თბილები და კარგები იყვნენ სულ რამდენიმე საათში თავი ძალიან შემაყვარეს. როდესაც მოსაღამოვდა ოთახში მოსამსახურე შემოვიდა და თქვა, რომ ვახშამი მზად იყო და შეგვეძლო სუფრას მივსხდომოდით. მაგიდა სავსე იყო ნაირ-ნაირი და ჩემთვის სრულიად უცხო საკვებით. ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილი დავიკავეთ, მე ანდრიას გვერდით მომიწია დაჯდომა, და გემრიელად შევექეცით ვახშამს. ბებოს დაჟინებული თხოვნის შემდეგ რაღაც ფრანგული კერძის დაგემოვნება გადავწყვიტე, თუმცა მართალი გითხრათ რატომღაც პირველივე შეხედვისას ამ კერძის მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა, უბრალოდ არ მინდოდა ბებოსთვის მეწყენინებინა. პირველივე ლუკმის ჩადებისას წამომაზიდა სწრაფად ავიფარე ხელი პირზე და საპირფარეშოში გავვარდი. როდესაც გამოვედი ანდრია კედელზე აყუდებული დამხვდა და შეშინებული თვალებით მომჩერდა. - კარგად ხარ? - კი არ ინერვიულო, უბრალოდ ეს საჭმელი საშინლად არ მომეწონა. გავუღიმე და სუფრისკენ გავემართეთ. ყველა მე მომჩერებოდა აინტერესებდათ თუ როგორ ვიყავი. დუმილი ბებომ დაარღვია. - არ მეგონა ასეთი ყოჩაღიც თუ იყავი გენაცვალოს ბებო, ამაშიც ცხონებულ ბაბუაშენს გავხარ. - არა ბებო ეს ის არ არის რაც შენ გგონია, მაგრამ მერწმუნე ეგეც მალე იქნება. თქვა მომღიმარმა ანდრიამ და ვნებიანი თვალებით შემომედა, მე ერთიანად ავწითლდი სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი თავი სად წამეღო. - მიდით, მიდით! იყოჩაღეთ იქნებ მალე შვილთაშვილებსაც მომასწროთ.- თქვა ბებომ და ეშმაკური ღიმილით შეგვავლო თვალი ორივეს. - ხომ გაიგონე ბებომ რაც გვითხრა, მოხუცია და უნდა დავუჯერთ, ამიტომ დროის დაკარგვა არ ღირს, მგონი ჯობს დღესვე შევუდგეთ საქმეს.- ჩამჩურჩულა ანდრიამ ვნებამორეული ხმით. ვახშამი განვაგრძეთ, უცებ ანდრლიას ხელი ჩემს ფეხს შეეხო და ნელი მძრაობით ამოსრიალდა ზემოთ. მე ერთიანად ჩამომცხა, მორცხვად შევიშმუშნე და ცივად მოვიშორე ხელი, გვერძე რომ გავიხედე ანდრიას კმაყოფილ და მომღიმარ სახეს წავაწყდი. ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული, ჩემი ქმარი წამოდგა და თქვა: - ჩვენ წავალთ, დღეს ძალიან დავიღალეთ, ცოტას დავისვენებთ.-ხელი ჩამკიდა და სკამიდან წამომაყენა. ყველას დავემშვიდობეთ და როდესაც ჩვენი ოთახისაკენ მივდიოდით ბებომ უკნიდან მოგვაძახა. - მიდით ბაჭიებო! მიდით! იმუშავეთ, ღვთის წყალობით კიდევ ერთი გასვიანი შემატეთ გვარს. კიბეებს ფეხის კანკალით მივუყვებოდი, ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ღელვარება, ვიცოდი ამჯერად ვეღარ გადავურჩებოდი. ჩვენი ოთახი თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა, ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო. უცბათ თვალი ტაროზე განლაგებულ ფოტოებს მოვკარი, რომრლზეც ანდრიას პატარაობა იყო ასახული. თვალიერებაშ გართულს ვერც კი გავიგე როგორ მომიახლოვდა, უკნიდან ამეკრა, ხელები მუცელზე შემომხვია და კისერში ცხელი კოცნა დამიტოვა. საოცარი სისწრაფით შემატრიალა თავისკენ და ტუჩება მოწყურებულივით დამაცხრა. მივხვდი რომ ეს ბოლო წვეთი იყო მეთის მოთმენა აღარ შემეძლო, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. მაგრამ უეცრად ზარი ტელეფონზე, ახლა უკვე მეორედ, წამიერად ვფხიზლდებით ორივე და ამქვეყნიურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. ანდრია გამწარებული იგინება, და ტელეფონს გაბრაზებული ხმით პასუხობს. - არ გრცხვენიაა? ჩამოხვედი და ძმაკაცები არც კი გაგხსენებია. -ტელეფონში ბიჭის ხმა გაისმა. - ლუკა ტოო ვერ მოვიცალე, ორი დღეა რაც ჩამოვედი, ხვალ ვაპირებდი თქვენს ნახვას. - თავი გამართლა ანდრიამ. - აუ ანდრიუშ მე და ზურა ბარში ვართ და მოდი რა არ გაგვიტეხო ძაან მოგვემატრე ტოო.- უთხრა მუდარით ლუკამ. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად მან მაინც შეძლო ანდრიას დათანხმება. სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს, მართალია ძალიანაც არ ესიამოვნა, მაგრამ მეგობრებს ვერ გაუტეხა. წასვლისას კიდევ ერთხელ მაკოცა და მითხრა. - დროებით ჩემო პატარა! ორ საათში სახლში ვარ ბიჭებს ვნახავ და მოვალ, იცოდე არ დაიძინო! - კარი გაიხურა ანდრიამ და მეც ამოვისუნთქე. ........................... ბავშვებოო, ძალიან დიდი ბოდიში რაა, ამას დაგვიანება უკვე აღარ ჰქვია, მაგრამ ხომ იცით გამოცდების ამბები, ასეთია სტუდენტობა რას ვიზამთ. გპირდებით შემდეგს აღარ დავაგვიანებ. ძალიან მიყვარხართ ყველაა. გაკოცეეეთ! :* <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.