შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური(თავი-5)


8-02-2017, 16:37
ავტორი ninuca16
ნანახია 1 467

ტირილი მინდება,მაგრამ ვერ ვიტირებ ამჟამინდელი სიტუაციის გამო. ახლა რომ ვუფიქრდები როგორ დავაწვები ჩემს მშობლებს კისერზე,ისედაც ასეთ ვითარებაში ვართ.მაგრამ ამაზე ფიქრში უფრო მალე გავა დრო და ვერ შევიგრძნობ ბედნიერებას.ეს წუთები,ეს დღეები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ უფრო ბედნირები ვიყოთ.
სიყვარულით ქეთა!
მოსაღამოვდა,რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ტასო უნდა გამოეწყოს პირველი პაემნისთვის. გაწამაწიაშია,პირდაპირი მნიშვნელობით.ძალიან ნერვიულობს და ერთ ალიაქოთშია,გადმოალაგა სამივეს გარდერობი და დაახლოებით როგორც ელენემ დაითვალა უკვე 19 ჯერ ჩაიცვა და გაიხადა.დაახლოებით ასე ორი საათის შემდეგ აირჩია კაბა. თქვენ წარმოიდგინეთ,ლუკა ქვევით უცდიდა 15 წუთი მაინც. და აი ჩვენი ტასოც,მუხლებს ოდნავ ქვევით,მაღალ წელიანი ქვედაბოლო წვრილი ცისფერი,მოიასამნისფერო ყვავილებით გაფორმებული,ფეხზე All Star-ები და შავი ფერის ტოპი. ჩვენ ქვევით ვიყავით და ლუკასთან ერთად ვუცდიდით,თუ როდის ჩამოვიდოდა ქვედა სართულზე. ლუკას კი შერეული:წითელი,თეთრი და ლურჯი ვარდები ეჭირა ხელში,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა.. ტასოს ჩამოსვლისას თვალები ’’აუჟუჟუნდა’’ და სახეზე მკრთალი სიწითლე შეეპარა.ორი ნაბიჯი გადადგა კიბეებზე მომავალი ტასო მალე ჩამოვიდა,ყვავილები გამოართვა და ჩაეხუტა ტასოს. შემდეგ კი წავიდნენ სასეირნოდ.
დავრჩით მე და ელენე.
ქეთა:ეჰ,ჩემო ელე გაგვიფრინდა გოგო(გავიხუმრე)
ელენე:კარგ ბედში ჩავარდა ჩვენი ტასო(ელენეც ამყვა) სხვა რა დაგვრჩენოდა,ჩვენც ვხუმრობდით.
ელენე:აუ ნეტა ეხლა რას აკეთებენ?
ქეთა:აუ ხოო რა მეტიჩრები ვართ. ალბათ კარგ დროს ატარებენ.
ელენე:ხოო,რომ მოვა გამოვკითხოთ ყველაფერი
გულის რევის გრძნობა მაქვს მთელი დღეა,უკვე აღარ შემიძლია. იმედია ვერაფერს მიხვდებიან ტასო და ელენე.
მე და ელენემ არ ვიცოდით რა გვეკეთებინა,ავუწიეთ სიმღერებს ბოლომდე და შევძვერით ინტერნეტში.დაჩისგან გამოგზავნილი მეგობრობის შეტყობინება დამხვდა და დავეთანხმე.როგორც კი მიუვიდა ჩემი თანხმობა მომწერა. თითქოს ჩასაფრებული იყო,იმ წამსვე მომწერა, ელენეს გავხედე,გაცისკროვნებული სახით სანდროს წერდა. ალბათ გგონიათ,რომ ჩვენ სამი შეიძლება ერთად დავრჩეთ,მაგრამ ასე ვერ მოხდება.დარწმუნებული ვარ ტასო და ლუკა,ელენე და სანდრო ერთად იქნებიან. რაც შემეხება მე,არ მინდა დაჩისთან ურთიერთობა და ზოგადად სერიოზული ურთიერთობა და არა იმიტომ,რომ კიბო მაქვს.არამედ აქამდეც ამ აზრზე ვიყავი. უბრალოდ ახლა მითუმეტეს არ არის მაგის დრო. დაჩის ვერაფერს დაუწუნებ,კარგი ოჯახიდანაა,ზრდილობიანია,სიმპატიური თანაც ძალიან,ამავდროულად განათლებულიც მაგრამ.. ყოველთვის ასე ვახასიათებდი ბიჭს,რომელიც შესაძლო იქნებოდა შემყვარებოდა,ახლა კი..?!
ახლა კი დავუბრუნდეთ მიმოწერას.
დაჩი:ქეთა,რას შვრები აბა,როგორ ხარ?
ქეთა:უკეთესად მადლობა
დაჩი:რისი მადლობა,რას აკეთებ ახლა?
ქეთა:სიმღერებს ვუსმენთ მე და ელენე,შენ?
დაჩი:მე არაფერს,შენ გწერ. ქეთა არ ვიცი რამდენად მიხვდი ან არ მიხვდი,ეხლა კი ვიცი რომ ძალიან სულელურ რაღაცეებს გწერ მაგრამ მინდა იცოდე,მომწონხარ!
ქეთა:არ მინდოდა ამ სიტყვების გაგება,ვეჭვობდი რომ ამას ცოტა მერე მაინც მეტყოდი.სიმართლე რომ გითხრა,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც ვერსად გავექცეოდი.ცუდად კი არ გამიგო,უბრალოდ მე მეგობრობა მინდა შენთან. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ,უბრალოდ მინდა რომ ვიმეგობროთ.
დაჩი: თუ გინდა შემიძლია სასაცილოც ვიყო, მოსაწყენიც, სევდიანიც, ჭკვიანიც და მამაციც, როგორიც გინდა ისეთი ვიქნები, უბრალოდ მითხარი რა გინდა და შენთვის ისეთი გავხდები.
ლიზა: რა სულელი ხარ.
დაჩი:ეგეთიც შემიძლია ვიყო.
ქეთა:დაჩიიიი..
დაჩი:გავედი ახლა მე,ფრთხილად იყავი და თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს დამირეკე ან მომწერე.
გადავინაცვლოთ ელენესკენ.
ქეთა:რა ხდება ელეე?
ელენე: რაღა აღარ (იცინოდა)
ქეთა:არ მომიყვები?
ელენე:კი მოიცა,სანდროს მივწერ ბოლო SMS-ს და მოგიყვები.
-ხო და არ ვიცი საიდან დავიწყო,მგონი ღრმად შევტოპეთ. გუშინ არ შემოგესმათ რამე ხმა? 
ქეთა:არა,რატომ მეკითხები?!
ელენე:სადღაც 1 საათი იყო დაწყებული,ვიღაც კენჭებს ისროდა ფანჯარაზე და გამომეღვიძა.რომ გადავიხედე სანდრო შემრჩა ხელში ჩასვლა მთხოვა და ჩავედი,შემდეგ კი ჩვენი სახლის ეზოში ვიჯექით ცოტახნით. ვლაპარაკობდით,ვლაპარაკობდით და ბოლოს მოაყოლა ძალიან მომწონხარო და იმედია შენც მოგწონვარო არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი,მაგრამ მეც მაშინვე ვუთხარი მომწონხართქო. სულელი ვარ,მაგრამ ახლა ოდნავ ატუტუცებული) შემდეგ უნდა შევსულიყავი სახლში,შემცივდა,მაგრამ მთხოვა ცოტახანს კიდეც დავრჩენილიყავი.დავთანხმდი,კარგი მაშინ რამეს მაინც გამოვიტან თორე ძაან ცივათქო და თავისი ჟაკეტი გაიხადა და თავისი ხელით შემფუთნა სულ ესაა..
ქეთა:ვაიმე,რა საყვარელია ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი,მართლა კარგი ბიჭია. თუმცა გოგო ჯობია(გავიხუმრე).
ელენე: ხო აპა(იცინის),შენ რას შვრები დაჩისთან?
ქეთა:ეხლა მწერდა,მითხრა რომ მოვწონვარ,მაგრამ მეგობრობა შევთავაზე.ურთიერთობაზე უარი ვუთხარი.
ელენე:რა ბოროტი ხარ(გაიხუმრა),რატო კი მარა?! ძალიან მაგარი ბიჭია. ისე რომ დაფიქრებულიყავი არა?
ქეთა: არა ელე,არ მინდა რა! ასე მირჩევნია მარტო ყოფნა. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებ მერე ვიფიქრებ
ელენე:შენი გადასაწყვეტია
შემდეგ კი,მალევე მოვიდა ჩვენი ტასუნიაც.გახარებული და მომღიმარი შემოვიდა.კარები მიხურა და ზურგით მიეყრდნო,ხელში ბუშტები და ხელჩანთა ეჭირა.აიტუზა კარებთან, მარცხნივ,შემდეგ კი მარჯვნივ აქნევდა ხელებს ბედნიერი სახით.
ელენე:ტასუნიააა,რა ბედნიერი ხარ,ახლა ამ ბედნიერ ნოტაციაზე რომ არ მოგაყოლოთ რა მოხდა,რა ილაპარაკეთ და ა.შ როგორ შეიძლება ისე?
ტასო:ამომასუნთქეთ მაინც(გაიხუმრა) და შეუდგა მოყოლას.
და აი ტასოს და ლუკას პაემანი.
ტასო:მადლობა ვარდებისთვის ლუკა,ძალიან ლამაზია.
ლუკა:რისი მადლობა,კაი რა. უნდა გამოგიტყდე,რომ ძალიან ლამაზი ხარ ტასო.
ტასო:მადლობა^^ სად მივდივართ?
ლუკა:გახსოვს ვარდების ბაღი? იქ წავიდეთ.
ტასო:ვაიმე,კიი როგორ არა^^ რა კარგი მოგონებები გვაკავშირებს.
ლუკა:ხო,ძალიან. გახსოვს შადრევანში რომ ჩავედით? მერე პოლიციამ რომ ამოგვყარა(იცინის).
ტასო:ვაიმე რა სულელები ვიყავით^^ და ბუშტებს რომ მართმევდი ხოლმე გახსოვს? წამართმევდი ხოლმე და დამარბენინებდი,არ მოგცემ არ მოგცემო
ლუკა:მახსოვს როგორ არ მახსოვს.ყველაფერი მახსოვს ტასო.
პარკში მივედით..
ლუკა:ბამბის ნაყინი ისევ გიყვარს?
ტასო:კი,რატომ მეკითხები?
ლუკა:წამოდი..
ტასო:სად მიგყავარ?
ბამბის ნაყინის მაგიდასთან მიმიყვანა და ვარდისფერი ფერის აიღო.
ლუკა:აბა,ისევ ვარდისფერი?
ტასო:კიი ისევ ვარდისფერი.(ჩამეცინა) როგორ გახსოვს? უაზრო კითხვაა,მაგრამ.
ლუკა:როგორ არ შეიძლება მახსოვდეს ჩემთვის საყვარელი ადამიანის შესახებ.
ტასო:რას გულისხმობ?
ლუკა:ბუშტები? ისევ სპანჯბობის?
ტასო:ლუკააა..
გამყიდველთან მიირბინა და სპანჯბობის ბურთით მოვიდა.
ტასო:მადლობა ლუკა,მაგრამ რატომ იქცევი ასე?
ლუკა:გახსოვს ტასო,როცა მითხარი რომ გიყვარდი?
ტასო:მახსოვს,მაგრამ მოდი ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. ეს ბავშვობაში დარჩა.
ლუკა:არა მინდა რომ ვილაპარაკოთ ამაზე.
ტასო:თუ ასე გინდა რა გაეწყობა,ის გახსოვს მერე ტირილი რომ დაიწყე ქალაჩუნასავით?
ლუკა:მახსოვს.მაგრამ გეშლება რაღაც. ტირილი დავიწყე,იმიტომ რომ გულგრილი არ ვიყავი შენს მიმართ და უფრო მეტიც,მიყვარდი.იმ დღის მერე კი არ გამოჩენილხარ.
ტასო:მეე..
ლუკა:არაფერი თქვა.მე მაშინაც მქონდა გრძნობები შენს მიმართ და ახლაც მაქვს ტასო. მეგონა რომ უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო მაშინდელი მდგომარეობა,მაგრამ თურმე შევცდი. ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვარ. პირველი დანახვისთანავე ამომიტივტივდა ბავშვობის მოგონებები,შენი ღიმილი,როგორ მახსოვს შენი ბავშვური კისკისი.. ისევ გრძნობ რაიმეს ჩემს მიმართ ტასო?
ტასო: იმ ამბის მერე დიდი დრო გავიდა ლუკა,ახლა ნამდვილად ვერ გიპასუხებ ამაზე. უნდა დავფიქრდე.
ლუკა: იფიქრე იფიქრე,რადგან ფიქრში არსებობს სიყვარული..
ესეც მე5-ე თავი^^



№1  offline წევრი anuki15

ლუკა და ტასო... ელენე და სანდრო ძაან საყვარლები არიან <3 ნეტა დაჩიც მოსწონდეს ქეთას <3

 


№2 სტუმარი Guest ანა15

გასაოცარია ^_^

 


№3  offline წევრი ninuca16

anuki15
ლუკა და ტასო... ელენე და სანდრო ძაან საყვარლები არიან <3 ნეტა დაჩიც მოსწონდეს ქეთას <3

heart_eyes მიხარია რომ მოგწონს

Guest ანა15
გასაოცარია ^_^

მადლობა ანა heart_eyes kissing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent