შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე(სრულად)


8-02-2017, 22:28
ავტორი Duci
ნანახია 4 384

-სიყვარული რა არის? -ერთი დიდი ზღვა არის, შეხვალ ვეღარ გამოხვალ, ეს ოხერი ღრმა არის

საოცრად რთულია იმ სიყვარულის ისტორიის მოყოლა,რომელსაც მე ვაპირებ.სიტყვები არ მყოფნის,თუმცა მინდა ყველამ გაიგოთ და ყველამ ისე ახლოს მიიტანით გულთან,როგორც მე.ჩემთვის სულის შემძვრელი და მგონია რომ არა მარტო ჩემთვის თქვენთვისაც საინტერესო იქნება.მწერალი არ ვარ და არც პრეტენზია მაქვს იმის რომ კარგად ვწერ,უბრალოდ ეს პირველია და მკაცრად ნუ განმსჯით[

ჯანმრთელობა!!არაფერი არ არსებობს ქვეყნად მისი ფასი.მეტნაკლებად თითქოს ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს ეს,თუმცა დამიჯერეთ მეგობრებო,ღმერთმა დაგიფაროთ,მაგრამ სანამ რამე მნიშვნელოვანი საფრთხე არ დაემუქრება თქვენს ჯნმრთელობას,მანამ ამას თქვენ ბოლომდე ვერ გაითავისებთ. ყველაფერი მაშინ რთულდება ხოლმე,როცა საფრთხე ჩვენ კი არა საყვარელ ადამიანს ემუქრება.ამან შეიძლება ჭკუოდან გადაგიყვანოს,როცა გინდა და ვერაფერს შვები.... რთული პერიოდი იყო მაშინ საქართველოში.ყველამ კარგად ვიცით და აღარ მოგაბეზტებთ თავს ამისი აღწერით, უბრალოდ მოკლედ გეტყვით 90იანი წლენი იყო,უშუქობა და ა.შ. თუმცა სიყვარულისთვის დროს რა მნიშვნელიბა აქვს.ის უბრალოდ მაშინ მოდის,როცა უფალი ამას საჭიროდ თვლის და ჩემი აზრით,ამით გარკვეულ წილად გამოცდას გვიწყობს.დანარჩენი,ღირსი ვართ თუ არა ამ გრძნობის,უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.


-საწყალი გოგო რამდენი იწვალა
-საწყალი ბავშვი ასე პატარა უდედოდ რომ დარჩა
-საცოდავი ნიკუშა ასე ახალგაზრდა რომ დაქვრივდა
-რა სჭირდა ნეტა??
-კიბო ჰქონდა მგონი
-არა არა რაღაც სხვა ჰქონდა,ისიც განუკურნებელი -თურმე -წამალი არ არსებობსო


-ვიზიარებ ძმაო,ხო იცი ყველას დაგვწყდა გული
-ვიცი,ალექს,ვიცი მადლობა ძმაო
-ხო იცი თუ რამე დაგჭირდეს შენთან ვარ -არაფერი მინდა ალექს შენგან საბას მიმიხედე,ნათლია ხარ,შენ უყვარხარ დაგიჯერებს,ერთს გთხოვ შენ აუხსენი რაც მოხდა.მე მიჭირს ძალა არ მაქვს მაგისი
-ჰო საბასთვის ყველაფრის ახსნა რთული იქნება.მე მივხედავ არ იდარდო

***
გოგოები ვისხედით სახლში,ყავას ვსვამდით,ვჭორაობდით,თინა ბებო შემოვიდა:
-როგორ ხართ გოგოებო?
-კარგად თინაბებო,თქვენ?
-ვერ ვასწავლე ამ გოგოს ბებო დაუძახე ნატას,ბებერ ქალს რო დამსგავსებია ისეა გამხდარი და ჩამომჭკნარი.
-როგორ მიყვარხარ თინიკო
-ა,უყურე ახლა ამ ცხვირმოუხოცავს რაღაცა უნდა მთხოვოს და მამზადებს
-ბებო ჩაუხედე ერთი ნუცას ჭიქაში,ჩვენ ვერ გავათხოვეთ და იქნებ შენ უშველო-კვდებოდა ნია სიცილით -თინა ბებო მკითხაობთ??
-არა ბებო გატყუებს ეს მასხარა,ბავშვობაში დიდი წარმოსახვის უნარი მქონდა,დაქალებს ვატყუებდი ხოლმე რაღაცებს,ისინიც იჯერებდნენ და რამე მსგავსი თუ აუხდებოდათ გახარებულები მორბოდნენ ჩემთან.ამას წინათ ჩემი დაქალი მოვიდა და მოუყვა,მერე ამ მაიმუნ ბავშვსაც სიმართლე ეგონა და დამსდევს ახლა გინდა თუ არა მიმკითხავეო
-ოო კარგი ბებო რაა ცოტა ესეც მოგეტყუებინა
-მე მიკეთებ ამას ნიაა-შეწუხებული სახე მივიღე თითქოს რამე სერიოზული დაეშავებინოს
-კაი რა ნუციკო ხო იცი როგორ მიყვარხარ-ჩემი შერიგება სცადა ნიამ
-ბატო,ხო იცი მეც რო ძალიან მიყვარხარ
-რათ უნდა ამ ულამაზეს გოგოს შენი დახმარება ნახე რა ჭიქა აქ ერთ დღეში,ერთ საათში თუ ერთ კვირაში აიცილებლად გაიცნობ შენ სბედოს დროს ვერ ვარჩევ ზუსტად-სიცილით მითხრა თინა ბებომ,რა თქმა უნდა ხუმრობდა და ჩვენც ბევრი ვიცინეთ


გვიან წამოვედი ნიაკოსგან.ზურამ გამომაცილა, ნიას ძმამ.კაი ბიჭი იყო ზურა სიმპატიური,ჭკვიანი,მხიარული,დიდი და შავი თვალები ჰქონდა,ჭკუას კარგვდნენ გოგოები მასზე.სულ მაცინებდა ხოლმე,ახლაც მუცელი მტკიოდა სიცილისგან,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მის უბანს არ ვიყავით გაცილებილები.გზაზე პატარა სკვერთან სამი ბიჭი დავლანდე.მომენტალურად დავსერიოზულდი,შემეშინდა.ზურამ ერთი გამიღიმა და მანიშნა ნუ გეშინიაო.
-ზურას გაუმარჯოს
-პრივეტ ნიკუშ როგორ ხარ-სამივე გადკოცნა ზურამ
-ზურიკო ეს ლამაზი გოგო ვინაა
-გიუშ ეს ნუცაა ნიაკოს დაქალი
-სასიამოვნოა-მითხრა ე.წ. გიომ და ხელზე მეამბორა,მერე კი ზურას გახედა შეკრულუ შუბლით-გიუშასთვის შენ მოგხვდება
-კაი ერთი-იცინოდა ზურა-ხო ნუციკო ეს გიოა,ნიკა და ალექსა გაიცანი
-ამ სილამაზეს გვიმლვდი ბიჭო-ალექსამ ასე ვთქვათ კომპლიმენტით მოთხრა,მე გამეღიმა და ავწითლდი,მადლობა ღმერთს ღამე იყო და ვერ შეამჩნევდნენ
-საით მიდიხართ-იკითხა ნიკუშამ
-ნუცას ვაცილებ სახლში
-ჩვენც წამოვალთ-სიტყვის თქმა არ დააცადა ნიკამ ზურას





***
-საით ალექს
-გიუშ ნათელასთან ავდივარ,ნუცას დედასთან საბაა და ნიკამ მთხოვა შენ მიხედეო
-გამოგყვე??
-არა გიო ნიკასთან დარჩი მარტო არ დატოვო მე ნიაკოს ავუყვან ბავშვს
-გამარჯობა ნათელა დეიდა,ვიზიარებ ნუციკოს ამბავს
-მოდი შვილი მადლობა-განადგუეებული იყო საცოდავი ქალი აბა რა იქნებოდა ახალგაზრდა შვილი დაეღუპა,ერთადერთი
-საბას წასაყვანად მოვედი
-ოთახშია შვილი გელოდება
-ნათელა დეიდა სხვა რამე ხომ არ გჭირდებათ,გაგიყვანთ ნიკასთან თუ გნებავთ
-არა შვილო გია მომაკითხავს


რთულია ძალიან რთულია ამ პატრა არსებას გააგებინო რო დედა აღარ ჰყავს,ვეღარ ნახავს და ვერ ჩაიხუტებს.ამ ენაწყლიან ბიჭს ახლა ისე უჭირდა საუბრის დაწყება როგორც არასდოს..
-საბუ შენ ხო დიდი ბიჭი ხარ უკვე
-ჰო ნათლი ნახე ამდენის ვარ უკვე -ოთხი თითი გაუშალა და ეშმაკური თვალებით მიაჩერდა ნათლიას
-საბუ ხო იცი დედა ცუდად რო იყო
ბოლოს მართლა ძალიან ცუდად იყო ნუცა.
ლოგინად ჩავარდა.
აღარ ესმოდა..
ვეღარ ლაპარაკბდა.
დასუსტდა.
ჯერ ჟესტიკულაციით ელქპრაკებოდა ნიკუშას.
მერე ესეც აღარ შეეძლო.
დ მერე......

-ჰო ვიცი მარა შენ ხო მითხარიი ნათლი კარგად იქნებაო-გული კიდევ ურო დაუმძიმა ბავშვის იპტიმიზმით სვსე ხმამ
-ჰო გიტხარი და ახლა უკვე კარგადა,იცი ზეცაშია ანგელოზებთან და ახლა იქდან გიყურებს,გიცინის იც რა მხიარული და ლამზია
-მე რომ ვერ ვხედავ-ცაშიიყურებოდა პატარა
-შენ ვეღარ ნახავ საბუნ ის დაგინახვს დ დაგიცავს იქიდან
-მე რო ჩემთან მინდა იყოს ძალიან რო მომენატრება რა ვქნა-ცრემლი ჩამოუგორდა პატარას
-ჩვენც მოგვენატრება პატარა,მრა დედიკო აქ რომ იყო ხო გახსოვს როგორ ცდად ყო იქ ეხლა ბედნიერია და კიდევ უფრო ბედნიერი იქნება შენ თუ აღარ იტირებ,ჭკვიანი და განათლებული ბიჭი გაიზრდები.დედიკო კი რო მოგენატრება აქ შენ გულში იქნება და გაიხსენე ხოლმე როგორ გეფერებოდა-იმ დღეეს იტირა მხოლოდ სბამ იმისს მერე აღარ.


***

კაი მეგობრები ჰყავდა ზურას.
სამივე ერთმანეტზე სიმპატიურები,ჭკვიანები და მხიარულები.
თუმცა ჩემი ზურიკო ყველას ჯობდა.
ნიკა თვალს არ მაშორებდა.
მოვეწონე.
მეც მომეწონა.
თინა ბებოს სიტყვები გამახსენდა ერთ საათშიო ბიჭს გაიცნობო.
დამთხვევა იყო ალბათ.

ერთადერთი დაქალი მყავდა ნიაკო.
თბილი გოგო იყო,სულ სიყვარულს და პოზიტივს ასხივებდა.
მასთან გატარებული ყოველი დღე დაუვიწყარი იყო.
ოჯახი ჰყავდა ისეთი ყველანი რომ ერთი ნახვით შეგაყარებდნენ თავს.
თუმცა ზედმეტად მეტიჩარა და ენატლიკინა გოგოა,რაც მოაიდგება პირზე ყველაფერს ტიტინებს.
ამასთანავე ძალზედ ჭკვინი და სექსუალურია.
აი ისეთი მადის აღმძვრელი,გოგოებსაც რო პირი რჩებოდათ ღია მის დანახვაზე.
ყველას უყვარდა.მე განსაკუთრებით.


რაღაც სიზმარს ვხედავდი.
გაურკვევლობა იყო.ყველაფერი ნისლით იყო მოცული.
გარდა იმისა,რომ ვტიროდი სიზმარში,არაფერი არ მახსოვს.
ცუდი წინათგრძნობით გამომეღვიძა.თვალები მქონდა სველი.
ძილში მიტირია.
საათს დავხედე,8საათი იყო.ეგრევე ნიას დავურეკე,დაბადების დღე ჰქონდა.

-გილოცავ ჩემო ფერია
-ნუცაააა მოგკლააავ
-გაგაღვიძე პატარა?
-არაა ნუციკო რვა საათია რა დამაძინებს-გაბრაზებული ხმით მითხრა ნიამ
-კაი რა დუცი-ასე ვეძახდით ხლმე ერთმანეთს,პატარაობაში ნია ნუცას ვერ მეძახდა,დუცი ხარო,მე გავბრაზდი დ თუ კაია შენ ხარ დუცითქო.ამის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს
-მე მოსალოად დგირეკე
-მადლბა დუც-მალევ მოლბანიაკო
-აბა რას ვაპირებთ დღეს
-აეგდე და გამო ჩემთან,ბევრს არავის ველოდები მარაშენი დახმარება მჭირდება
-კაი მოწსრიგდები და წამოვალ
-ნუციკო ოღონდ დარჩი რა
-კაი სიხარულო
გავემზადე და ერთ საათში უკცე ნიაკოს სმზარეულოში ვისხედით და გემრიელობებს ვაკეთებდით.



***
საბუნა დამშვიდდა თუ არა ნიაკოს ავუყვანე.ტირილისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა. ჩაწითლებული თვალები ჰქქონდა ნაკოს.
-ალექს მიშველე გული მტკივა,სული მეხუთება ალექს
-დამშვიდდი პატარავ არ შიძლება შენი ნერვიულობა
-ალექს არ შემიძლია,ვკვდები ნუცას გარეშე-ცრემლებს ვერ ერეოდა ნია
-ნიაკო მისმინე-ბოლო ძალები მოიკრიფა ალექსმა-მესმის შენი დაქალი დაკარგე,დაზე მეტდ რომ გიყვარდა ეგეთი,მაგრამ ახლა ჩვენი პატარასთვის და სბუნასთვის უნდა გაძლიერდე.შენ სჭირდები დედობა ნუცას ნაცვლად შენ უნდა გაუწიო.
-უთხარი უკვე?
-ჰო
-შენ მოგიკვდი ჩემო პატარა,როგორ დაგტნჯა აამ ცხოვრებამ,ასეთი პატარა,როგორ გაგიმეტა ბედმა უდედობისთვის-თავზე ეფერებოდა და კოცნიდა პატარა ანგელოზს
-უნდა გენახა რა დღეში ჩავარდა,იქ უნდოდა წასვლა,მარა ვიფიქრე დამშვიდდება და მერე ჯობს მიყვანათქო
-ბოლო დღეს მივიყვანოთ,უკანასკნელად გმოესლმოს დედას,ახლა ცოდოა,ზედმეტი სტრესი იქნება მისთვის იმდენი დაღონებული და მომტირალი ხალხის ნახვა.



***





თხუთმეტიოდე კაცი ვიყვით ნიაკოს დაბადების დღეზე.
ბევრი დავლიეთ.
კარგად გავერთეთ.
ზუკას ძმაკაცები განსკუთრებულად ერთობოდნენ.
სადღეგრძელოებს ამბობდნენ,გაგიჟდებდით.
აი ისეთებს,გრძელებს მაგრამ სასიამოვოდ მოსასმენებს.
ლექსებს მხატვრულად რომ კითხულობდნენ.
ნიკუშა გიტრაზე უკრვდა.
ალექსი ფანდურზე.
საოცარი ხმა ჰქონდათ.
ნიაკო პიანინოს ააჟღერებდა ხოლმე.
დიდი ბედნიერება იყო მათთან ერთად დროს ტარება,თუმცა იშვიათად ვახერხებდით ხოლმე ამას.ამიტომც არ ვიცნობდი ზურას მეგორებს.
სამზარეულოდან ყვის ფინჯნები გამომქონდა ყური რომ მოვკარი სიყვაულის სადღეგრძელოს ნიკა რომ ამბობდა.
თვალებში მიყურებდა და მთელ გრძნობას აქსოვდა ლექსში.
-გაზაფხულის წიმა მოდის
თუ ყვავილთა ფანტელია
ყვავილებში დამეკარგა გზა.
ვარდები და გვირილები
ვერ დავთვალე რამდენია
ყვავილების გადავცურე ზღვა.
გაზაფხული მოსულა
გაზაფხულით ვკიაფობთ
მეც შენსვით გამოვიბამ ფრთებს.
ოცნებების კვალდაკვალ
ცხრა მთა გადავიარე
შევეგებოთ ამომავალ მზეს.
გაზაფხულის წვიმა მოდის
თუ ყვავილთა ფანტელია
ცხრათვალება იღიმება მზე.
სივარული დაგებედოთ
სიყარულის ქარი ქროდეს
გაზაფხულის ამ ბედნიენიერ დღეს.

ჩაამთავრა თუ არა ლექსი გულში სითბო ჩამეღვარა.
იმ დღეს დმებედა ნიკუშა,თუ მე დავებედე მას,რ მნიშვნელობა აქვს.
მეორე ლექსიც მოაყოლა.
არ ვიცი რად ხარ ასეთი კარგი,
ან შენზე ფიქრი რტომ დავიწყე,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების დარგი,
როგორ მიყვახარ მე ვერ აგიღწერ.

გიოს ჯერიც დადგა.
რად არის რომ ყველა ლამაზს დაეძებს?
რად არის რომ ყველა ლამაზს ნებდება?
ულამზომ ნეტ რა დააშავა?!
სიყვარული ნუთუ მას არ ერგება?!

ლექსო ნიაკოს თვალებით ბურღავდა,რაღაც ქიმია აკავშირებდა ამ ორს.ფეხზე წამოდგა და გაილექსა.
მე არ მიტაცებს ყველას ეშხი და სილამაზე,
პეპელასავით არ ვეტრფი ყველას,
მე ერთი მიყვარს,ერთი მომწოს ამ ქვეყანაზე
და მისი ეშხით სამარეში ღიმილით ჩავალ.

მე დამბურძგლა.
ნია ტიროდა.
ყველა გაისუსა ბიჭებმა სიმღერა რომ დაიწყეს.


დიდი დრო არ იყო გასული ნიაკოს დაბადების დღიდან ტელეფონზე უცხო ზარი რომ შემოვიდა.
-ბატონო-ციტა ოფიციალური ხმით ვუპასუხე
-ნუცა,ნიკა ვარ
-რომელი ნიკაა-თავი გავისულელე ვითომ ვერ ვიცანი
-ზუკას მეგობარი-გაეღიმა
-აა ჰო ნიკუშ გისმენ
-აქეთ ვიყავი შენ სახლთან და ვიფიქრე ვნაავთქო თუ გცალია,რა თქმა უნდა
-ნიკუშ-შეწუხებული ხმით ვთქვი მე-ბოდიში სტუმრები მყავს და ვერ გამოვალ
-კარგ არაუშავს,სხა დროს იყოს
-კარგად
უცნაურად გამაბედნიერა ამ ერთმა ზარმა.
გული უცნაურად ბგაბუგობდა
კიდევ ერთხელ რო ეთხოვა ალბათ დუფიქრებლად გავიდოდი მოვეხვეოდი.



***


გვიანი იყო,ტირილისგან დაღლილი ჭირისუფლები სახლებში ბრუნდებლდნენ.
ნიკუშა და გიო ღამეს ათევდნენ.
ვერ გაძლო სასმელის გარეშე ნიკამ.
ნუცას საყვარელი და მისივე გაკეთებლი საოცრად არომტული საშობაო ლიქიორი გდმოიღო.
სულ ორი ბოთლი ჰქონდა დარჩენილი.
ერთი გახსნა.
ერთიც საგულდგულოდ შეინახა.
ზამთარივით ცივი იყო ნუცა.
ასეთივე ცივი იყო ლიქიორი.
საოცრად ტკბილი, მაგრამ მათრობელა.
ჭიქებიც გადმოიღო.
-ნათელში იყოს მისი სული-მხოლოდ ეს თქვა ნიკამ და გადაკრა.ნუცასავით ტკიბილი გემო ჰქონდა.ბოლოში მწადებდა.
ასე ჩაამწარა ნუცამაც ყველაფერი.
-ნათელში იყოს.-გადაკრა გიომაც
ორივე ლაკონრობით გამოირჩეოდა ამ საღამოს.
ანდაც რა იყო სათქმმელი.
-როგორ გავძლო მს გარეშე გიუშ.-შეზარხოშებულმა ნიკმ ამოინავლა
-უნდა გაძლო ძმაო,საბას გამო,ჩვენც გვიჭირს მის გარეშე,დასვით გვყავდა,ჩვენი ანგელოზი იყო,ჩვენი ბედნიერება,პირველი რძალი იყო ჩვენთვის.
-ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო.მეშინია გიო საბა არ შემზიზღდეს.
-რას ამბობ ძმაო,საბა ჩვენი ანგელოზია რატომ მბობ მაგას
-საბას გამო იწვალა ამდენი ნუცამ,ხუთი წელი წამებაში გაატარა,არ შეიძლებოდა მისთვის ბავშის გაჩენა.
მისი გამოხედვა აქვს საბას,ნუცაავით იღიმის და არ შემიძლია მისი ყურება
-გაივლის ძმაო,ნუცამ საბა შენს გამო გააჩინა,შენ რომ გაებედნიერებინე.მიიღე მის საჩუქარი,უკანასკნლი საჩუქარი.საბას ახლა მამობა და დედობაც შენ უნდა გაუწიო,ცოდოა ბავშვი დედა დაკარგა და მამასაც ნუ დაუკარგავ.შენ ხარ მისი იმედი და ის უნდა იყოს შენი იმედი,მისთვის უნდა იცოცხლო.


თავჩაქინდრული იდგა ნიკა ნუცას სასახლესთან.
ობოლი ცრემლი სდიოდა.
მისთვის ლოცულობდა.
და სბასთვის.
გული სტკიოდა.
ჰაერი არ ყოფნიდა.
ჯერ კიდევ ჰქონდ ნუცას შარფს მისი სუნი.
აბრუებდ ნიკას ირგვლივ დაწყობილი ყვავილები.
რთული იყო მისი ამ მდგომარეობაში ყურება.
ნუცას შეხედვაზე გული უჩერდებოდა.
ნელდებოდა მისი ძგერა მაგრამ უეცრად ისე ძლიერდებოდა მისი ბიძგები ნიკას ეგონა მიწისძვაა და მაზანზარბსო.
ლამაზი იყო ნუცა,ულამაზესი.
სიკვდილმაც კი ვერაფერი დააკლო.
მხოლოდ ცოტა გამხდარი იყო.
ფერიასავით იწვა სასახლეში და ცრემლი სდიოდა.
ნუცაც ტიროდა ნიკასთან ერთად და ბუნებაც.


უნვერსიტეტში მივდიოდი გზაზე ნიკა რო შემხვდა.
მარტო იყო მანქანით.
გამიკვირა ბიჭები სულ ერთად დადიოდნენ ხოლმე.
-ნუცა როგორ ხარ.-მანქანა გააჩერა და გადმოვიდა
-კარგად შენ როგორ ხარ
-ვარ რა ბიჭებთან მიდივარ გაგიყოლებ სად მიდიხარ შენ
-არა მადლობა ჩემით გავალ არ შეგაწუხებ-დაციმორცხვე მე
-რას ქვია მაწუხებ არ გტცხვენია?!-გამოღიმა.სწორედ ეს მომწომდა მასში არ ვგრძნობდი მასთან თავს შეზღუდულად,თვითონ სულ გახსნილი იყო და ლაღი,მასთან ერთად მეც ასეთი ვხდებოდი.
მანქანის კარი გამოაღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი.
-მადლობა
-მუდამ თქვნს გვერდით მიგულე- გამიღიმა და კარები მომიხურა
ოო რა ღიმილი ჰქონდა საოცარი,მომაჯადოებელი.
შეხედავდი და მისი თვალები ეშმაკურად მოციმციმე ცალკე გაჯადოებდა და ღიმილი კი ამ ქვეყნიერებისგან გთიშავდა.
ბევრი ვილაპარაკეთ გზაში,ძალიან ბევრი მაცინა.
იმდენი ანეგდოტი მომიყვა და თან ისე ყვებოდა სულ რომ სასაცილო არ ყოფილიო გაგეცინებოდა.
სწორედ ამან მომაჯადოვა.
გიკვირთ ალბათ რა იყო ამაში ეგეთი გადასარევიო.
მეც მიკვირდა ჩემი ასაკის გოგოებს უფრო დასტოინი ბიჭები მოსწონდათ,კაი ბიჭები,მოძველო ტიპები,შეკრული შუბლით დ მუდამ დაძაბულები რომ დადიოდნენ.
მე კიდე პირიქით მისი ეს უბრალოება მხიბლავდა.
სულ ცდილოდა გავემხიალებინე .
ყველასთან ასეთი იყო კეთილი და მხიაული.
ყველას უყვარდა ვინც იცნობდა.
სოცრად ჭკვიანი და განათლებული იყო
მუშაობდა მამისის საწარმოში.
დირექტორი იყო ბიჭი მარა ამას მასზე გავლენა არასდროს მოუხდენია.
თანამშრომლებთან მეგობრობდა მაგრამ თუ საჭირო იყო მკაცრადაც ელაპარაკებოდა მათ.
-რომელ საათზე ამთვებ ლექციებს?-ინტერესით სავსე თვალები მომანათა
-4ზე-აუფიქრებლად ვუპასუხე მე
-გამოგივლი და აქ დაგელოდები
-არ არის საჭირო
-ასეთ სილამაზეს მარტო სიარულის უფლებას ვერ მოგცემ,ვნმემ რო მომტაცოს შენი თავი რა ვქნა მერე მე-დაღონებული სახე უნდოდა რომ მიეღო მგრამ არ გმოუვიდა.მე გამეცინა და გავწთლდი.
არ ვიცი ჩემი სიწითლე კომპლიმენტმა გამოიწია თუ სიცილმა,მგრამ ვარდსაც კი შეშურდებოდა ჩემი სიწითლე.
-რა სყვარელი ხარ როცა წითლდები
-გეყო უფრო ვწითლდები ხო ხედავ-თავი ჩავხარე მე
-კარგი გადადი ახლა თორემ დაგაგვიანდება-უეცრად ლოყაზე მაკოცა და კარი გამიღო.
გაბრუებული გადმოვედი მანქანიდან,ვერ გავიაზრე რა მოხდა.
ვერაფერი მოვისმინე ლექციაზე.
სულ მასზე ვფიქრობდი და უაზროდ მეღიმებოდა.
მერე ირგვლივ ვათვალიერებდი ბვშვეს ხომ არავინ მიყურებდა ვინმეს გიჟი არ ვეგნოთქო.


ოთხის ნახევარი იყო მესიჯი რომ მომივიდა ტელეფონზე პოსტზე ვარ დ გელოდებიო.
ისე გამეღიმა პირი ლამის გამეხა.
-ლექტორს ვთხოვე და ადრე გამომიშვა.-კითხვის დასმა არ ვაცადე ნიკუშას
-რა გეჩქარებოდა მჯარიყავი ლექციაზე
-მომერიდა,რამდენი ხანი უნდა დამლოდებოდი
-ნუ იგონებ ეხლა მიზეზებს,აღიარე ისე გინდოდა ჩემი ნახვა გულმა ვეღარ მოგითმინა-ცხვრზე დამკრა თითი
-კარგი შევალ და ნახევარ საათში გამოვალ აქ ლოდინი თუ გსიამოვნებს-დაივაგნორე მისი ნათქვამი,გაბუტულმა შევხედე დ მანქანის კარბს დავეჯაჯგურე.
-კარგი ნუ ბუტიაობ,არ გინა აღიარება და ნუ გინდა მოვა დრო და შენით იტყვი მაგას.
-რა სისულელეა-გაბუხულმა ვთქვი
-შენ რა ბრაზინი ყოფილხარ.მაგრამ ვიცი როგრც უნდა შემოგირიგო.
-..........-ხმა არ გამიცია.მანქანა დაძრა.აი ხმა კი მაშინ ამოვიღე სულ სხვა მხარეს რომ წაიყვანა მანქანამდა სახლისკენ არა.
-სად მივივართ
-შენს შერიგებას ვცდილობ
-სახლში წამიყვანე აღგარ ვარ გაბრაზებული-შიშით ვუპასუხე
-მართლა?მე კიდე ოცნება მინდოდა ამეხდინა შენთვის
-რა ოცნება,საიდან იცი შენ ჩემ ოცნებებზე-გავიკვირვე მაგრამ უცბად ჩემმა რაჭულმა ტვინმა წითლად აანთო სამი ასობგერა ნია,რა თქმა უნდა ეს ტუტუცი გოგო ეტყოდა
-ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება
აღარაფერი მითქვამს.
ხრიოკ ადგილას გააჩერა მანქანა,დიდი სტადიონივით იყო.
--აქ რა გვინდა?-ვერ ვიხსენებდი ჩემი ოცნბებიდან ვერცერთს რომელიც მსგვს ადგილს უკავშირდებოდა.
მანქაიდან გადავიდა.
მეც გდავედი.
-ტარება უნდა გასწავლო.
გამეცინა
-რაა?რატო? როგორ?--მივყარე დუფიქრებლად კითხვები
-ტარება უნ გასწავლოთქო,როგრ და დაჯდები საჭესთან მე გვერდით მოგჯდები აგიხსნი რაც უნდა ქნა,რატო და მე რომ დავთვრები შენ მიმიყვანო სახლში.

-მე მაინც და მაინც რატომ? სხვას ასწავლე და ის წაგიყვანს ან როდის იყო ჩვენ ერთად სადმე ვხვდებოდეთ სუფრასთან ნიას გარდა.
-ნუც ჭკვიანი გოგო ხარ და ხვდები ალბათ რომ მომწონხარ და შენთან სამომავლო გეგმები მაქ და ეს ეტყუილად არ ვჩნდებოდი ხოლმე,მიდი დაჯექი თორე დაგვაღამდება და ვერ მოვასწრებთ
დაჰიპნოზებული წავედი მანქანისკენ.
არ უყვარდა ჩახუჭუჭებული საუბარი ნიკას,პირდაპირ გეტყოდა სთქმელს.


კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი.ჯერ დაქოქვა მასწავლა მერე პირველში ჩაგდება.დამუხრუჭებას და მანქანის დაძვრას მასწავლიდა მინდორზე ახალი წყვილი რომ გამოჩნდა.
საჭესთან გოგო დაჯდა.
ისიც ახლა სწავლობდა ალბათ.
მესიჯი მოივიდა ნიკას და ტელეფონში იყურებოდა გაღიმებული.
საოცრად მომინდა გამეგო ვინ სწერდა და მის ტელეფონში ვიჭყიტებოდი უცბად წინიდან ბიძგი რომ ვიგრძენი.
შეშინებულმა თვალები დავხუჭე.
დაფეთებული მეცა ნიკა
-კარგად ხარ ნია??-შეშინებულმა მკითხა

თავი დავუქნიე და თვალები გავახილე ნიკას სიცილი რომ გავიგე.
კითხბის ნიშნით სავსე თვალებით შევხედე.
-ამხელა სტადიონია და მაინც და მაინც აქეთ როგორ წამოხვედი ან იმან როგორ არ გადაუხვია რო დაგინახა ეჯახებოდი-კვდებოდა სიცილით ნიკა.მე ჯერ კიდევ შეშინებული ხმას ვერ ვიღებდი
მანქანიდან გადავიდა და მეორე მანქანასთან მივიდა.ის ბიჭიც იცინოდა.შეთანხმდნენ რომ თავად მიხედავდნენ თავიანთ მანქანებს.

-არა რა ერთი წუთით მოგაცილე თვალი და მანქანა დამიმტვრიე.-ისაყვედურა ნიკამ სიცილნარევი ხმით
-ბოდიში ვერც კი გავიგე რა მოხდა მამას გავაკეთებინებ მანქანას-თავბედს ვიწყევლიდი რა დებილი ვარ ასეთი რამე როგორ დამემართა,ახლა მთელი ცხოვრება ამაზე დამცინებენ.ამ ეჭვიანობას რა ვუთხარი თორე ამის ყბაში როგორ ჩავიგდებდი თავს.

-არა არა მე თვითონ მივხედავ ამას არ უთხრა შენებს თუ გინდა არ ანერვიულო ტყუილად არაფერია არც შენ აღარ იდარდო.
მესიამოვნა მისი მზრუნველობა.სახლამდე მიმიყვანა.
-სახლში რომ ახვალ მომწერე
-კარგი-თავი დავუქნიე და გადმოვედი მანქანიდან.




სასახლეთან იდგა ნიკა და იხსენებდა ამ ყველაფერს.
ღიმილი შეეპარა მის ცრემლიან თვალებს.თუმცა მალევე ისევ დაუნაღვლიანდა სახე.



-ნუცა სად დადიხარ გოგო ამ შუა ღამეს ამიხსენი.ნორმალური ხარ შენ??-გაგიჟებული დამხვდა დედაჩემი.
-დედა ნიაკომ გამომიარა უნიში და ვსეირნიბდით,დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგეთ მაპატიე რა -უცბად ვიცრუე და აღარაფერი რომ არ ეთქვა გემრნელად ვაკოცე.
ოთახში შევიკეტე და დაპირებული მესიჯ ივაფრინე ნიკასთან.
გვიანობამდე ვმესიჯობდით.ემოციებისგან დაღლილს ისე ჩამეძინა ვერც კი დავემშვიდობე.



***



-ნუცა მოიცადე სად მიდიხარ მარტო გვტოვებ?? არ წახვიდე გთხოვ-მემუდარებოდა ნიკა.მე კი ვტიროდი
და მხოლოდ იმას გავიძახდი უნდა წავიდე ნიკა მაპატეთქო.
კიდევ თვალცრემლიანს გამომეღვიძა.
თავი მისკდებოდა ტკივიკისგან.
შუბლი და გულმკერდი დაცვარული მქონდა ოფლისგან.
გულისრევის შეგრძნება მქონდა.
საწოლიდან წამოვდექი,საათს გავხედე ისევ დილის რვა საათია.
სამზარეულოში ბარბაცით გავედი.საშინლად მეხვეოდა თავბრუ.ყავას სვამდა მამა,დავიხარე რომ მეკოცნა.უცბად თავში თითქოს წნევა მომაწვა,უცბად დაიბინდა ყველაფერი,ყურები მიწუოდა,სუნთქვა მიჭირდა. თითქოს ვისუნთქავდი ჰაერს და არ აღწევდა ფილტვებამდე.ცოტა ჩადიოდა და ისიც არ მყოფნიდა.სიბნელემ მომიცვა. შემეშინდა.გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობდი.მერე საიდანღაც დედას განწირული კივილი ჩამესმა.მერე რაღაც საშინელი სუნი მეცა.
ცხვირი ამწვა.
ყველა სასუნთქი რეცეპტორი მეწვოდა.
მერე ფილტვებიც გაიჟღინთა მწარე ჰაერით.
ძლივს გავახილე ჯერ ერთი თვალი,ისიც ნახევრად.
საწყალი დედა დასიებული სახით მეჯდა ფეხებთან და მიმასაჟებდა.მამა თავზე მეფერებოდა.ხელი ავიქნიე და ნიშადურინი ბამბა მოვაშორებინე ცხვირიდან.
-გონს მოვიდა-გახარებილმა თქვა მამამ.
-დედიკო როგორ შეგვაშინე.რა დაგემართა შვილო
-არ ვიცი დედა
-უჭმელობის ბრალია სულ მაგას გეჩხუბები ორი ლუკმით მეტი რომ ჭამო ასეთ დღეში აღარ იქნები.-მოყვა ისევ ჩემ ჭამასთან დაკავშირებლ ლექციებს ნათელა.
-დაანებე ნათელა ამ ლექციებს თავი.ამდენ მკითხაობას წაიყვანე ბავშვი ექიმთან და ის გეტყვის და გაიგებთ რა ხდება მერამდენედ დაემართა უჯვე ასე დავიჯერო სულ მშიერი დადიხარ შვილო?-ცოტა მკაცრი ხმით მკითხა მამამ.
-არა მა ვჭამ ხოლმე გეფიცები უბრალოდ შიმშილს ვერ ვგრძნობ ხან და ხან ალბათ მაგისი ბრალია არაა საჭირო ექიმები-შემაჟრჟოლა როგორც კი ის დამტვრეული,წამლების,სიძველის და ნესტის სუნში გაჟღენთილი კლინიკა გამახსენდა.
-ხმა არ გავიგო შენი დღესვე აიღებ ანალიზებს.-მკაცრად განაფრთხილა მამამ.ნელ-ნელა გავემზადეთ მე და დედა და წავედით.კლინიკაში მისულს ყვავებივით დაგვაცხრა ექიმები.ნიაკოს დედასთან მივედით,ნატასთან.ერთერთი საუკეათესო ქირურგი იყო მაშინ თბილისში.იმან დაგვაკვალიანა სად უნდა აგვეღო ანალიზები და ვისთან უნდა გაგვეარა კონსულტცია.
მეორე დღეს დედა წავიდა ანალიზის პასუხების გამოსატანად.
მე ვერ გავყევი გამოცდა მქონდა.
სახლში მისულმა დედას მისაღებში მოვკარი თვალი.
უკნიდან მივეპარე და ლოყაზე ვაკოცე.
სისველე ვიგრძენი.
ცუდად მენიშნა.
მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა,მხოლოდ სამი და ამ სამმა სიტყვამ დამინგრია ყველაფერი:
-რუსეთში მივდივართ გამოკვლევებზე.



***



ისე უცბად შემოიჭრა ნიკა ჩემში და იმდენი ემოციით ამავსო მეგონა მიწაზე კი არ დავდიოდი დავფრინავდი.მასზე ფიქრისას გული უცნაურად იწყებდა ძგერას.როცა ჩემ სიახლოვეს იყო ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.ასე იცის სიყვარულმა დაუკითხავად შემოგეჭრება და ისაკუთრებს შენი სხეულის თითოეულ უჯრედს.როცა მისი შეხება შენთვის წყალივითაა,როდესაც მისი სუნთქვა ყელში გელამუნება და სასიამოვნო სითბო გეღვრება სხეულში თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,მისი არარიტმული გულის ცემა კი იავნანასავით სასიამოვნოდ ჩაგესმის ყურში.ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს,როდესაც იცი და თავად გრძნობ ამას მასაც იგივე განცდები და შეგრძნება აქვს შენთან სიახლოვისას.გინდა რომ სულ ასე იყოთ ჩახუტებულები,გარე სამყაროს მოწყდეთ და აი ასეთ ბედნიერ წამზე გაშეშდეთ სამუდამოდ.


ნიაკომ დამირეკა ამოდიო.თინა ბებომ გამიღო კარი.
-როგორ ხართ თინა ბებო?
-კარგად შვილო შენ??-თბილად მომიკითხა და გულში ჩამიკრა.
-რა უჭირს ამას ბებია აუხდა შენი წინასწარმეტყველება და გამოუჩნდა კავალერი მე ვიკითხო თორე... ყველას უმკითხავე და მე არ ამხდენია მარტო რა დავაშავე ასეთი ნუთუ სამუდამო მარტოობისთვის ვარ განწირული-ვითომ დამწუხრებულმა თქვა ნიამ.მე ჩავეხუტე და დამშვიდების ნაცვლად გვერდში ვუჩმიტე ზედმეტი ტლიკინისთვის.
-რას ბურტყუნებ შე მოსასპობო ნუ იწყევლი თავს და ჩვენც ნუ გვწყევლი თუ ქალი ხარ.გათხოვდები აბა რა ბებია თორე რა გაგიძლებს შენ სახლში და თანაც გაუთხოვარს ახლა ხო გიჟი ხარ და მერე სულ გააფრენ-დასცინა თინა ბებომ
-მაცადეთ თქვენ გავთხოვდები და თუ არ მოგანატროთ თავი ნახავთ-კუშტად გადახედა ბებიამისს,მე სიცილისთვის გემრიელად მომცხო და მისაღებისკენ მიბიძგა.თინა ბებომ დაგვტოვა საჭორაო გექნებათ და ხელს არ შეგიშლითო.ძაან მაგარი ქალი იყო დაქალივით გვყავდა.
-ამოღერღავ ეხლა როგორ დაამტვრიე ის მანქანა თუ ამოგქაჩო სიტყვები
-აუუ რა დამპალი ბიჭია მეგონა არ ჩამიშვებდა-გავბრაზდი მე
-შენებმა რო არ გაიგეს მაგასაც დასჯერდი გირჩევნია
-შენ სად ნახე ნიკა ქალბატონო
-თემა ნუ გადაგაქ შენ სად ვნახავდი აქ იყო მობრძანებული და ზურას უყვებოდა მე შემთხვევით მოვკარი ყური აბა შენგან ვერაფერს ვიგებ და-მოისაწყლა გოგომ თავი

ყავას ვსვამდით მე და ნიაკო მესიჯი რომ მომივიდა ტელეფონზე:
გული ამ თითებს აღარ აჩერებს,
ნომერს ავკრებ და თავს შეგახსენებ,
ახლა დამესიზმრე,ნაზად მომელანდე,
რას უნდა ნიშნავდეს?
ალბათ მომენატრე.

-აუუ რა საყვარელი ბიჭია ნიკაა
-ნიაკო სხვისი მესიჯების კითხვა უზრდელობაა
-კაი რა ნუცა რაა შენ სხვა ხარ
-მომწყდი თავიდან
-ვგიჟდები შენზე

ამაფორიაქა მისმა მესიჯმა საერთოდ აღარ ვუსმენდი ნიაკოს ტიტინს
-მეც მომენატრე-მხოლოდ ამ სიტყვებით შემოვიფარგლე,ზუსტად ათ წამში გადმომირეკა
-არ იყო საჭირო ვეფხისტყაოსნის მოწერა-გამეღადავა ნიკა
-მე მაპატიეთ თქვენისთანა მჭერმეტყველი რო არ ვარ-წავუსწერვე მე
-ეეჰ ნუციკო-ამოიოხრა
-რა?
-პატარა ბავშვივით იქცევი
-შენც მეყოფი დიდივით რო იქცევი
-სახლში ხარ?-თემა გადაიტანა მიხვდა რო ამყოლოდა ვიჩხუბებდით
-არა ნიაკოსთან
-ხუთ წუთში დაბლა იყავი მოვალ
-კარგი
პატარა გოგოსავით ავცანცარდი რო გავიგე უნდა მენახა,თვალს არ ვაშორებდი საათს და წამებს ვითვლიდი.უსასრულოდ გაიწელა ეს ხუთი წუთი.მეცხრე ცაზე ვიყავი აკბათ ჩემ ოცნებებში ნიაკომ რო მიჩმიტა მკლავზე
-შენ გოგო ნორმალური ხარ??
-აბა არ მისმენდი მოვიდა ნიკა აიკლო უბანი ჩადი ჩქარა
დამთავრებული არ ჰქონდა ნიას წინადადება თავპირისმტვრევით კიბეებზე რო ჩავრბოდი თან თავბედს ვიწყევლიდი რამ გამომაშტერა ასეთქო.

მანქანასთან იდგა მიყუდებული და მელოდებოდა.დამინახა თუ არა გაეღიმა,მეც გამებადრა სახე.მისი შორიდან დანახვაც კი ჩემში ერთდროულად მამშვიდებდა და მაგიჟებდა.მის თვალებს ვუყურებდი და მასში ვიძირებოდი,ვატყობდი ისიც ამ დღეში იყო.
-ჩემი ბუტია როგორ მომენატრა-ისე ძლიერად მომეხვია ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს-რა არის გოგო რას გავხარ ძვლები შემერჭო-დამტუქსა უცბად-ცოტა უნდა მოგასუქო უფრო გემრიელი ჩასახუტებელი იქნები.
გვერდში მივკარი მუჯლუგუნი ჩემი წყენა რომ გამომეხატა
-მეც მომენატრე-გავინაზე უცბად.-წავიდეთ თორე ცუდად უმზერენ მეზობლები ჩვენ ხვევნა-კოცნას -მანქანისკენ დავიძარი.
ჯენტლმენურად გამიღო კარი.
-სად მივდივართ?-მანქანაში მოთავსების შემდეგ ვკითხე
-მცხეთაში,გავცდეთ ცოტა თბილისს.
-ძალიან მიყვარს მცხეთა,მივუახლოვდები თუ არა სვეტიცხოველს ეგრევე სიმშვიდე მეუფლება.ღმერთთან სიახლოვეს ვგრძნობ.მგონია აქ ყველაფრისგან დაცული ვარ.სიკეთით არის აქაურობა მოცული მიყვარს,როცა ჩამავალი მზის ქვეშ ამაყად დგას სვეტიცხოველი.თითქოს თავისი სიდიადით,სილამაზით და იმ მადლით,რომელიც ასე უხვადაა იქ იფარავს ყველას განსაცდელისა და ბოროტებისგან.ღმერთის ძალას და მადლს შეიგრძნობს ყველა მორწმუნე ქრისტიანი.

ჩაფიქრებული იჯდა ნიკა საჭესთან და ისმენდა ჩემს მონოლოგს სვეტიცხოველთან დაკავშირებით.მშვიდობით მოვილოცეთ სვეტიცხოველიც,სამთავროც და ჯვრის მონასტერშიც ვიყავით ასულები.საოცრად დამშვიდებული და ბუნების ყურებით მონუსხულები დავბრუნდით თბილისში.კიდევ უფრო შემიყვარდა ნიკა,ვგრძნობდი რომ ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდებოდა.


***

იმ დღესვე დაიწყო მამამ სბუთების გამზადება.მარტო ნიაკოს გაფრთხილება მოვასწარი მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდებითქო.დავუბარე ნიკას შენ გააგებინემეთქი.
ათასნაირი გამოკვლევა ჩამიტარეს.ყველანაირი რაც კი არსებობდა,სისხლიც ამიღეს და ტომოგრამაც გადამიღეს.
დიაგნოზი დაუდგენელია.
არავინ იცოდა მისი სახელი.
ასე გვითხრეს ეს მხოლოდ მილიონში ხუთ კაცს თუ ექნებაო.
რაღა მაინც და მაინც მე მოვხვდი იმ ხუთ კაცში.
ყველამ ვიცით რომ ადამიანის საციცოცხლო ფგუნქციები თავის და ნაწილიბრივ ზურგის ტვინშია მოქცეული.
მათ ფუნქციოჯირებაში ასევე ნერვები ასრულებენ დიდ როლს.
სულ პატარა ნერვის დაზიანებამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
ხოდა ამ პაწაწუნა მაგრამ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ნერვებზე მეზრდებოდა გაურკვეველი წარმომავლობის გამონაზარდები,ხორცმეტების მსგავსი,რიმელიც თიშავდა იმ ნერვს რომელზეც წარმოიქმნებოდა.
საშიში და საგანგაშო ის იყო,რომ ოპერაციით შეიძლებოდა მათი მოკვეთა,მაგრამ ეს მათ გამრავლებას და სწრაფად ზრდას უწყობდა ხელს.ერთის ადგილზე ორი იზედებოდა მის ნაცვლად.
ვერაფრით ვერ დამეხმარებოდნენ.
ერთადერთი რაც შეეძლოთ წამლები დაენიშნათ,რიმლებიც ამ უცხო სხეულების წარმოქმნას და გაზრდას გაახანგრძლივებდა ანუ უფრო ნელა გაიზრდებოდნენ.
სიცოცხლეს ვერ შემინარჩუნებდნენ ცოტა მეტ სიცოცხლის დროს მაძლევდნენ უბრალოდ ეს წამლები.

-სად წავიდა ნუცა,ამის დედა შ..... რატო წავიდა დებილია ეგ გოგო??-გამწარებული იყო ნიკა.ყელში უჭერდა სიბრაზე,სიმწრისგან თვალები ეწვოდა,ყელი დაეჭიმა და დაეძარღვა.მზად იყი იმ წუთას ყველაფერი დაელეწა.მთელი ძალით მიარტყა მანქანას ფეხი.
-ნიკა დამშვიდდი მეც არაფერი ვიცი მამამისმა წაიყვანა დამშვიდობებაც ვერ მოვასწსრი-ამშვიდებდა ნია.
სწრაფად ჩაჯდა მანქანაში ყურადღება არ მიუქცევია ნიას მუდარისთვის არ წასულიყო.



არავინ იცის სად და როგორ გაარკვია ნიკამ ნუცას სამყოფელი.თუმცა რა გასაკვირია ეს ხომ თბილისია,ნათქვამია ფული ჯოჯიხეთსაც ანათებსო,თბილისი ჯოჯიხეთი არაა,მაგრამ მსგავსი რამ აქაც ხდება.ფაქტი კი ერთია ნიკამ ნუცას მოსკოვში ჩააკითხა.
გაოცებული იდგა შუა ქუჩაში ნუცა და თვალებში უყურებდა მას.
-აქ რას აკეთებ??-ჩამწყდარი ხმით იკითხა ნუცამ
-მადლობა მე კარგად ვარ,ცოცხალი ვარ როგორც ხედავ-ცინიკურად უპასუხა ნიკამ-მარტო ეგ გაქ სათქმელი??-სიბრაზეში გადაუვიდა ხმა.
-გთხოვ ახლა არ გინდა-თვალები აუწყლიანდა ნუცას.
წამში მოლბა ნიკაც.ასეთი იყო რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო საყვარელი ქალის დანახვისთანავე ყველა ბრაზი უქრებოდა.
-მოდი ჩემთან-წამის მეასედში ჩაიკრა გულში და მთელი მონატრება ჩააქსოვა ამ ჩახუტებაში.
-მითხარი რა მოხდა რატო წამოხვედი თბილისიდან ასე უცბად??
-გთხოვ ახლა არა მერე ვილაპარაკოთ.ხვალ ვაპირებდით დაბრუნებას.-თავი მკერდზე დაადო ნიკას და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.


-დედა ასე აღარ შემიძლია ნიკას უნდა ვუთხრა სიმართლე
-არ გაბედო და სანამ ცოლად არ მოგიყვანს არაფერი არ უთხრა-მკაცრად გადახედა შვილს ქალბატონმა ნათელამ
-ჰო,მაგრამ დედა ვერ მოვატყუებ.ჯერ ხელიც არ უთხოვია რა ქორწილზეა ლაპარკი
-შვილო მინდა ბედნიერი იყო.მართალია შენთვის ჯერ არ უთხოვია მაგრამ მამაშენთან იყო,შენზე ულაპარაკიათ.
-რაა?როდის მე რომ არაფერი ვიცი.კონკრეტულად რაზე ისაუბრეს??
-მეც არაფერი ვიცი შვილო ცოცხალი თავით არ მეუბნება.მგონი შენი ხელი თხოვა.შვილო ნიკას ისე უყვარხარ ცოლად აუცილებლად მოგიყვანს სიმართლე რომც იცოდეს მაინც,მაგრამ ქორწილში ვერ იქნება ისეთი ბედნიერი როცა ეცოდინება შენ ავად ხარ.აცადე ბიჭს იყოს ბედნიერი შენთან ერთად,თუნდაც ცოტა ხნით,მისი შემხედვარე შენც ბედნიერი იქნები.
ყველა მხრიდან მიუდგა ქალბატონი ნათელა შვილს და მაინც დაარწმუნა საიდუმლოდ შეენახათ ყველაფერი.



ლექციაზე ვიჯექი და ლექტორს მთელი ყურადღებით ვუსმენდი უცბად სალექციოს კარი რომ გაიღო და კარს მიღმა ნიკას მივკარი თვალი.
ყველა ჩემმა კურსელმა გამოაძვრინა მერხების ქვეშ საგულდაგუკოდ დამალული ვარდები.
სისხლივით წითელი ვარდები იყო.
მე რომ მიყვარდა ზუსტად ისეთი.
ყველამ სათითაოდ მაკოცა ლოყაზე და მეუბნებიდნენ:
-ყველაზე მაგარ ბიჭს უყვარხარ
-როგორ უხდებით ერთმანეთს
-ბედნიერებას გისურვებთ
და კიდევ უამრავი თბილი სიტყვა მოგვიძღვნეს,ყველა ჩემი კურსელის თვალებში ბედნიერებას ვხედავდი და არც ერთში შურს ან რამე მსგავს ბოროტულს.
მე გაოცებული ვიყურებოდი და მიხაროდა,რომ ასეთ ადამიანს ვუყვარდი და ჩემს ბედნიერებას ყველა ჩემი მეგობარი რომ იზიარებდა.

ბოლო ვარდი ნიამ მომიტანა,ეგ როგორ გამოტოვებდა ამ სანახაობას.
ფეხზე წამივდექი და ნიკასკენ წავედი ამ უზარმაზარი თაიგულით ხელში.
-ნუცა-ისეთი თბილი,სასიამივნო,მელოდიური და სიყვრულით გაჟღენთილი ბგერებით წარმოთქვა ჩემი სახელი,სხეულზე ტაომ დამაყარა.
-ახლა იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის,მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,შენი თვალები მაბნევენ თითქოს მათში ვიძირები და სიამოვნბით გავატარებდი მთელ ცოვრებას ამ თვლაებში ჩაძირული-უცბად ჩაიმუხლა ნიკა და გააგრძელა-მოკლედ მინდა ჩემი ცოლი გახდე-იმედით სვსე თვალები მომანათა და ჩემ პასუხს დაელოდა
-თანახმა ხარ?
თანახმა ვარ-ამ ორ სიტყვას მთელი ჩემი ემოცია და ძალა ჩავაქსოვე



მაშინ იშვიათად ხდებოდა მსგავსი რომანტიული ამბები.ძირითადად ყველა ბიჭი იტაცებდა გოგოს ან იპარებოდნენ.მთელ თბილისს მოედო ეს ამბავი.სტატიაც კი დაიწერა ერთ-ერთ გაზეთში.

იმ დღესვე გამაცნო ნიკამ თავისი ოჯახი.რამდენიმე დღეში კი ჩემთან მოვიდნენ და ოფიციალურად დამნიშნეს.

ქორწილის თარიღიც დავთქვით.თვეზე მეტი იყო იქამდე და ამიტომ გადავწყვიტე ნიკასთვის სიმართლე მეთქვა,ვიფიქრე იქამდე გადახარშავსთქო.

როგორც ყოველთვის ნიკამ მომაკითხა უნიში,ვუთხარი სალაპარაკი მაქვს შენთან და სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთთქო.
სვეტიცხოველში წამიყვანა ისევ.

ტაძრიდან გამოვედით და ჩემივე თხოვნით ტაძრის უკანა მხარეს პატარა ხის სკამზე დავსხედით.
-რაზე გინდოდა ჩემო პატარა ლაპარაკი?
-ნიკა გთხოვ მომისმინე და ყურადღებით და დასკვნები მერე გამოიტანე.-ბოლო ძალები მოვიკრბე და საუბარი გავაგრძელე-სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარხარ ხო იცი,შენზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ არ გამაჩნია.მინდოდა ამის შესახებ უფრო ადრეც დაგლპარაკებოდი,მაგრამ რაღაც გარემოებები მაკავებდნენ.ახლაც ბოლო ძალებს ვიკრებ მინდა ქორწილამდე კარგად დაფიქრდე.იქნებ აღარც მოგინდეს ჩემი ცოლად მოყვანა-შიში ამოვიკითხე მის თვალებში და უცბად გული დამემდუღრა,ბოლო იმედსღა ვებღაუჭებოდი,რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ არ დავაცადე-ნიკა მე ავად ვარ,უკურნებელი სენი მჭირს ოღონდ ეს კიბო არაა.მაშინ მოსკოვში რომ ვიყავი მაგიტომ წავედი იქ გავიკეთე ყველანაირი გამოკვლევა-ხმა გამიწყდა,ვტიროდი და ნიკას თვალზეც ცრემლი რომ შევნიშნე გულში რაღაც ჩამწყდა.ცოტა ხანი ჩუმად ვქვითინებდი.ნიკა იჯდა და ჰორიზონტს უყურებდა,როგორ მინდოდა მცოდნოდა რას ფიქრობდა იმ წამს.როგორღაც მოვახერხე და მოვუყევი ჩემი დაავადების შესახებ
-არ მინდა რომ ჩემს გამო იტანჯო,მაპატიე რომ აქამდე ვერ გითხარი.მაშინვე უნდა მეთქვა მოსკოვში რომ ჩამოხვედი მაშინ ესეთი მტკივნეული არ იქნებოდა შენთვის-ამდენმა ემოციამ ალბათ გადამტვირთა და გული წამივიდა.ისევ გაშავდა ყველაფერი,ცივმა წყალმა მომიყვანა გონს.გაფითრებული ნიკა იყო ჩემ თავთან ჩაცუცქული,მე ვიწექი იმ ხის სკამზე.


როგორც კი დამინახა გონს მოსული გულში ჩამიკრა და თავზე მეფერებოდა.მე ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი.
-არასდროს,არასდროს იფიქრო იმაზე რომ მე შენ მიგატოვებ,რუსეთში კი არა იმ ღამით პირველად როცა გნახე მაშინაც რომ მცოდნოდა ავად იყავი,უკან არ დავიხევდი და იმავეს გავიმეორებდი.ქორწილი ისეთი იქნება შენ როგორიც გინდოდა არც თარიღი არ შეიცვლება,უბრალოდ დღესვე გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად.ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.ერთი წამის გატარება აღარ მინდა უშენოდ.
მისმა სიმტკიცემ გამაოცა,იმაში ეჭვი არ მეპარებოდა რომ არ მიმატოვებდა,მაგრამ ამდენს ნამდვილად არ მოველოდი.

ნიკას სურვილისმებრ გადავედი მასთან საცხოვრებლად.დედაჩემმა და მამაჩემმა ბევრი იბუზღუნეს მაგრამ ნიკამ დაარწმუნა ორივე.ნიკას მშობლებმა სიმართლე იცოდნენ,სანამ მე ჩემს ნივთებს ვამზადებდი ნიკამ მოაგვარა თავის მშობლებთან ყველაფერი.მათგან ერთხელაც კი არ მიგრძვნია რონ ზედმეტი ვიყავი მათ ოჯახში,არც ჩემ ავადმყოფობასთან დაკავშირებით დასცდენიათ ზედმეტი სიტყვა.როგორც შვილი ისე მიმიღეს და მე უბედნიერესი წლები გავატარე იმ ოჯახში.

ყოველი დღე მისი კოცნით და ღიმილით იწყებოდა.არც ერთხელ არ გვიჩხუბია.იდეალური ბიჭი იყო ნიკა და ყოველთვის იმას ვფიქრობდი,რომ მისი ღირსი არ ვიყავი.


ნანატრი ქორწილის დღეც დადგა.დიდი ქორწილი გვქონდა.
კაბა უბრლო და სადა მეცვა,უბრალოდ მაქმანებით გაწყობილი,რაც ოდნავ მდიდრულ შესახესაობას აძლევდა.გრძელი თმა მქონდა და ნიკას თხოვნით არ შემიკრავს.
ჯვარი რა თქმა უნდა სვეტიცხოველში დავიწერეთ.
ეს ის დღე იყო როდესაც მეც და ნიკამაც დავივიწყეთ.
დაღლილობა როგორც კი შემატყო კატეგორიულად მომთხოვა ნიკამ სახლში წავსულიყავით.

მეც დავთანხმდი,რადგან უკვე გვიანი იყო და სტუმრები ჯერ არ აპირებდნენ დაშლას.
ქორწილის მეორე დღეც საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ყველასთვის,როდესაც ნიკას ბედნიერებით სავსე თვალებს ვხედავდი ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.


***



დაკრძალვის დღე,ეს ის დღეა რომელიც ყველა ადმიანისთვის მტკივნეული დღეა,თუნდაც ამ დღეს შენ საყვარელ ადამიანს არ ასაფლავებდე და უბრალი ნაცნობი იყოს.თუ უგულო ადამიანი არ ხარ ჭირისუფლის გასაჭირს გულთან შენც მიიტან.
ეს ის დღეა,როდესაც უნდა გააცნობიერო ამ ადამიანს ვეღარ ნახავ.იმ დღეებში,სანამ სახლში გყავს დასვენებული,შეგიძლია უყურო მას,შეეხო მიცვალებულს,მაგრამ დაკრძალვის მერე მასზე მხოლოდ მოგონებები გვრჩება და მეტი არაფერი.
ყველა ადამიანის გარდაცვალება გულდასაწყვეტია,მაგრამ როდესაც ახალგაზრდა იღუპება უფრო მეტად გვწყდება გული.ალბათ იმიტომ,რომ ჯერ არაფერი უნახავს.ბევრისთვის არ მიუღწევია.მაგრამ ხომ გაგიგიათ უფალს საუკეთესოები თავისთვის უნდაო,მე კიდევ მგონია,უფალს ასეთი ახალგაზრდები თავისთან იმიტომ მიჰყავს,რომ უფრო დიდ განსაცდელს აარიდოს თავისი შვილი.რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ვერასდროს ჩავწვდებით უფლის ჩანაფიქრს უბრალო მოკვდავები.არც უნდა ვეცადოთ ამას,უბრალოდ უნდა მივიღოთ ისე,როგორც ხდება,მაინც ვერაფერს შევცვლით ჩვენი ძალებით,ისღა დაგვრჩენია მათზე ვილოცოთ ვისაც ეს აღარ შეუძლია,იქნებ ამით მაინც დავეხმაროთ მათ სულებს.პირველად მაშინ გავიგე რას ნიშნავდა სიკვდილი 8წლის ასაკში ბაბუ,რომ დამეღუპა მისი გარდაცვალების ღამეს გვერდით ვეწექი.საოცრად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის,მიუხედავად იმისა რომ ვტიროდი და განვიცდიდი,ბოლომდე ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა.ვისაც ეს ჯერ არ განგიცდიათ ღმერთმა დიდ ხანს არ განგაცდევინოთ.ეს არის უსასრულო მონატრების ზღვა,რომელიც დღითი დღე იზრდება და შენც იძირები მასში.მაგრამ ეს ზღვა ყველაზე მეტად მაშინ იზრდება საყვარელი ადამიანი სიზმრად როცა მოგევლინება.იმედი რომ გაქვს მიუახლოვდები და ჩაეხუტები,მაგრამ ის სულ უფრო და უფრო გშორდება.
ძალიან მტკივნეულია სიკვდილი.
მას შემდეგ შიში დამჩემმდა საყვარელი ადამიანის დაკარგვისა.ხშირად ვფიქრობდი ბავშვობაში მათი დაკარგვა როგორ მატკენდა გულს,მერე გული მიჩუყდებოდა და ცხარე ცრემლით მიტირია,ეს ბავშვობაში.ბევრისგან გამიგია მსგავსი რამ,ალბათ თქვენც დაგმართნიათ.
ალბათ იმიტომ,რომ ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ,ნებისმიერი გარდაცვლილზე მწყდება გული.
მინდა გაგაგებინოთ რა ცეცხლი ტრიალებდა ნიკას გულში როდესაც ნუცას ასაფლავებდა,მაგრამ ეს ჩემ ძალებს აღემატება.ეს იყი სტიქია ქარი,წვიმა,ცეცხლი,ჭექა-ქუხილი და ყველაფერი ერთად.

ყველა მოგონება,კარგი თუ ცუდი,ერთად წარმოუდგა თვალწინ.
ფილმის კადრებივით გაირბინა იმ ექვსმა წელმა.
თითქოს ზღაპარი იყოო.
ფერიას კი ჰგავდა ნუცა,მიცვალებულიც კი ამაყად იწვა,თითქოს სძინავს და პრინცს ელოდება რომ გააღვიძოს.
ქორწილის დღეს რომ კაბა ეცვა ის ჩააცვეს სასახლეში ჩაწვენისას.ნუცას თხოვნა იყო ეს.მხოლოდ მისი თმის სამაგრი შეინახა ნიკამ.ვერ გაიმეტა საფლავისთვის.


საშინელი უსუსურობის შეგრძნწბა ჰქონდა ნიკას შვილის აწყლიანებულ თვალებს რომ ხედავდა,მაგრამ სიამაყით ივსებოდა როცა ატყობდა როგორ იკავებდა საბუნა ცრეემლებს და ცდილობდა მამაკაცურად აეტანა ეს ტკივილი.


ბოლოჯერ მივიდა დედის სასახლესთან საბა,დაიხარა,ლოყა,შუბლი და თვალები დაუკოცნა,უკანასკნელი ცრემლი ჩამოუგორდა,დედის გულზე დაეცა და საფლავში გაატანა.

ყურთან დაუჩურჩულა:დედიკო,ჩემო საყვარელო დედიკო,იმედია ახლა მაინც გესმის ჩემი.ძალიან მომენატრები,გთხოვ სულ ნუ დამტოვებ,ხომ შემპირდი სიზმარში გესტუმებიო,ხშირად მოდი ხოლმე რა.მამიკოსთანაც მოდი ხოლმე,იცი როგორ ენატრები უკვე.ძალიან დგვაკლდები.მე სულ მემახსოვეები და მამასაც,მაგრამ ერთს გთხოვ, შენნაირი ანგელოზი გამოუგზავნე მას.
შენი შემცვლელი არავინ იქნება,მაგრამ მამას დასჭირდება რომ ჩემ გაზრდაში დაეხმაროს.

დიდი კაცივით ფიქრობდა საბა.მისი ჩურჩული არავის გაუგია მამამისის გარდა,როდესაც საბას წამოსაყენებლად მივიდა.
კიდწვ უფრო მეტად დაუმძიმდა გული.უნდოდა ეყვირა და მთელი ემოციები გამოეშვა გარეთ,მაგრამ ისე იყო დაუძლურებული ამის ძალაც არ შესწევდა.
საბუკა წამოაყენა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით.




***


ქორწილის მერე მალევე დაფეხმძიმდა ნუცა.სამწუხაროდ მუცელი მოეშალა.მკაცრად გააფრთხილა ექიმმა არ შეიძლება შენი მშობიარობაო.გაგირთულდება დაავადებაო.
ნიკა შეგუებული იყო ამას.
ერჩივნა ნუცა ჰყოლოდა გვერდით,ისიც გადაწყვიტა ბავშვი აეყვანათ.
მაშინ რთული იყო და დიდ ხანს გრძელდებოდა პროცესი.
საქმეს ნუცას ავადმყოფობა ართულებდა და უარი უთხრეს.
სამჯერ სცადა ნიკამ ბავშვის აყვანა.
სამჯერვე უარი იყო.
ფულმაც კი ვერ გაანათა ჯოჯოხეთი.

ძალიან დამწუხრა ნიკა ამ ფაქტმა და ცდილობდა ნუცასთან არ შეემჩნია.
ნუცას რას გამოაპარებდა.
მეორეჯერ დაფეხმძიმდა ნუცა.
არავისთვის უთქვამს.არც ნიათვის.
გაუმართლა ტოქსიკოზი რომ არ ჰქონდა.
მუცელიც პატარა ჰქონდა და არ ეტყობოდა.
ხან რისი სურვილი აღვიძებდა,ხან რისი მაგრამ თავს იკავებდა.მერე შვილს ებუტბუტებოდა:
დე მოითმინე ცოტაც,ორ თვეში მამასაც ვეტყვით სიმართლეს და მერე ყველაფერს შეგვისრულებს.ხვალ ჩვენით ვიყიდოთ რაც გვინდა.

პატარაც თითქოს ხვდებოდა დედის გასაჭირს და წყნარდებოდა.
მუცლის დამალვა შეუძლებელი რომ გახდა,ყველა ოჯახის წევრი შეკრიბა და გამოაცხასა:
-ფეხმძიმედ ვარ და არ ვაპირებ აბორტის გაკეთებას,მე ამ ბავშვს გავაჩენ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.ნიკა,ეს იქნება ჩემი საჩუქარი შენთვის,ის საჩუქარი რითაც ვალს გადაგიხდი შენ,იმ ვალს რომლითაც იმ დღეს დმავალდებულე ცოლად როცა მომიყვანე.ნუ შემეწინააღმდეგებით ნურცერთი.თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე ამას მაინც ვიზამ.გთხოვთ როგორც მომაკვდავს ნუ მიყურებთ.ადრე თუ გვიან ეს დაავადება ბოლოს მომიღებს,ისე ნუ გამიშვებთ ამ ქვეყნიდან დედობის სიტკბო რომ ვერ შევიგრძნო.ვიცი ვეგოისტობ და ჩემ თავზე ვფიქრობ,მაგრამ ვიცი ნიკას როგორ უნდა შვილი ჰყავდეს და არ შემიძლია ეს ოცნება არ ავუხდინო.მან ხომ ყველა ჩემი ოცნება აახდინა.
მდინარესავით სდიოდა ცრემლები ნუცას,ყველა ტიროდა მასთან ერთად.ნიკა ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და ამშვიდებდა.
მალე გაიარა ცხრა თვემ.
პატარა საბაც გაჩნდა.
ნუცას დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად საკეისრო გაუკეთეს.
პირველი წელი კარგად იყო.
საბას პირველი დაბადების დღეც აღნიშნეს.სიხარული შემოიტანა ამ პატარა არსებამ ოჯახში.
მერე დაეწყო ნუცას გართულებები.
ჯერ მარცხენა მხარე წაერთვა.
ოპერაცია გაუკეთეს.
ცოტა მომჯობინდა,ერთი წელი არაუშვდა.ყველა ხელს უწყობდა.
ცდილობდნენ ზედმეტად არ დაეტვირთათ.
საბაც იზრდებოდა ლაპარაკიც ისწავლა,სიარულიც.
თითქოს გრძნობდა დედას ავად ყოფნას და გვერდიდან არ სცილდებოდა.სულ მას ეფერებოდა.მარტო მასთან ერთად თამაშობდა.დედის და მამის შუაში ეძინა მუდამ და ხან ერთს ეხვეიდა ძილში ხან მეორეს.
მერე იყო ნიას და ალექსის ქორწილი.ბოლოს მანდ იყო კარგად ნუცა.
ოთხი წლის იყო საბა ისევ რომ გაუმეორდა შეტევა ნუცას.
ისევ მარცხენა მხარე წაერთვა.
ოპერაციაც აღარ შველოდა.მაინც ყველგან დაჰყავდა ხელით.
ყველაზე ხშირად ნიასთან და ალექსისთან ადიოდნენ.
ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ მაშინ ნია და ალექსი თექვსმეტსართულიან კორპუსში. ესენი მეთოთხმეტეზე ცხოვრობდნენ.
ვინ მოსთვლის რამდენჯერ აუყვანია ნუცა ხელით უშუქობის ჟამს მეთოთხმეტე სართულამდე.
რამდენჯერ უთხოვია ნუცას სახლში დავრჩებიო,მაგრამ ნიკას მაინც მიჰყავდა.
თვითონ ეხმარებოდა ჩაცმაში.
მაკიაჟის გაკეთებაში.
თვითონ ბანდა და უშრობდა თმას,ამ ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებდა.
მერე მარჯვენა მხარეც გაეთიშა.
სულ იწვა.
ახლა ყოველ დღე მოდიოდნენ ნუცას და ნიკას მეგობრები.
მარტო ერთი წამით არ ტოვებდნენ.
ნია სულ თავთან ეჯდა.
ამხიარულებდა,რაც მუდამ გამოსდიოდა ამ გოგოს.
საბას ხშირად ელაპარაკებოდა ნუცა და ეუბნებოდა მალე დაგტოვებ და აბა შენ იცი დიდი კაცივით მოიქეცი და მამიკოს მიხედეო.მე იქიდან დაგლოცავ და დაგიფარავო.
პატარა ყურადღებით უსმენდა დედას.
ნიკა არავისთან ლაპარაკობდა ამაზე.
არავის აჩვენებდა როგორ უჭირდა ნუცას ამ მდგომარეობაში ნახვა.
თუმცა ყველამ კარგად იცოდა როგორ ცუდად იყო იგი.
მერე სმენა დაუქვეითდა ნუცას.
აღარ ესმოდა საბას წარმოთქმული ლექსები და ცდილიბდა,პირის ჟესტიკულაციი მიმხვსარიყო რას ამბობდა საბუკა.
თვალებში უყურებდა ნიკას და ცდილობდა დაემშვიდებინა.სთხოვდა დაიცალე ჩემთან მაინც მაგ ემოციისგან,ახლა მაინც არ მესმის რას ამბობო.ნიკაც იცლებოდა.ყველაფერს ვერა მაგრამ ნაწილს მაინც ხვდებოდა რას ამბობდა ნიკა,ცრემლებს იკავებდა რაც შეეძლო და მერე ღამით ტიროდა ჩუმად.
მერე ლაპარაკიც აღარ შეეძლო.
ვერავინ იგებდა რა უნდოდა ნუცას საბას გარდა.
თვალებში ჩახედავდა დედას და ამბობდა:
-დედას წყალი უნდა
-ტუალეტში უნდა დედას
-მამას ნახვა უნდა
-ნიაკო ენატრება
-შია დედას
კიდევ უამრვი რამ.
საოცრება იყი ამ ორი არსების ასეთი კავშირი.
ვერავნ ხვდებოდა როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს.
მე კი ამ სასწაულს უფალს ვუკავშირებ.


ბევრი კიცხავდა ნუცას ამ საქციელს:ბავშვი და მთელი ოჯახი ასე როგორ გაამწარაო,არ უნდა გაეჩინაო,თავი ძალით მოიკლაო.
მე კი მის ადგილას იგივეს გავიმეორებდი,რომ მცოდნოდა ჩემ შვილს სხვა განსაცდელი არ ექნებოდა გარდა ჩემი დაკარგვისა.
მაგრამ რას ვიზამთ რომ ვერაგია ეს ცხოვრება და 10პროცენტში ეს დაავადება დედიდან თურმე შვილზეც გადადის და ამ ათ პროვენტში საბაც შევიდა.

***


საბა ნიას გადასცა და ახლა თვითონ დაეწაფა ნუცას გაყინულ მაგრამ უტკბილეს ტუჩებს უკანასკნელად.
მანაც უკანასკნელი ცრემლი გაატანა.
უკანასკნელად უჩურჩუკა ყურთან ნუცას საყვარელი ლექსი:
"რა გამაჩნია ამ ქვეყანაზე,
ან კი რა იყი ამ ქვეყნად ჩემი,
ერთი პატარა გული გამაჩნდა
და ისიც კი შენ მოგიძღვენი.''

ის დღეც უკანასკნელად გაიხსენა,როცა სიყვარული აუხსნა ნუცას და ღამით მისგან მესიჯი მიიღო:
"თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე,რომელიც არასდროს ამოიწურება,სიყვარულის გადაუხდელობის შემთხვევაში გაგეთიშებათ გული,რომელსაც მე ასე ვუფრთხილდები."

-სიყვარულით სიყვარული გადაგიხადე ნუცა,შენ ჩემ გულს უფრთხილდებოდი საკუთარის ფასად,შენი სიცოცხლე ამოიწურა სამწუხაროდ,მაგრამ ჩვენი სიყვარული არ ამოწურულა,არც ამოიწურება და მე ამას ყოველ დღე საბას თვალებში დავინახავ.

უკანასკნელად დაუკოცნა ნამიანი თბალებიც და საბასთან ჩახუტებული წამოვიდა სასაფლაოდან.
სვეტიცხოველში ნუცას საყვარელ ადგილას წაიყვანა საბა.
მთელი დღე იქ გაატარეს მამაოსთან საუბარში.
ცოტა დამშვიდდა.
არ უნდოდა შინ დაბრუნება ნიკას,იცოდა იქ მისი სიყვარული აღარ დახვდებოდა და იმ სიცარიელეს ვერ შეუვსებდა ნუცამ რომ დაუტოვა.

მეგობრობა

ეს ის ერთ-ერთი ფენომენია რომლის ახსნა მე მიჭირს.სწორადაა ნათქვამი
მეგობრობა ესაა ორი ადამიანის ურთიერთობა,რომელთა სული ერთიანდება სხეული კი არა(სიტყვა სიტყვით ვერ ვიხსენებ შინაარსი კი ასეთი აქ მაგ გამოთქმას არ გამკიცხოთ ამის გამო)
ჩვენ დროში ცოტა რთულია ადამიანს მეგობარი უწოდო.ყველას უყვარხარ სანამ შენგან რაიმეს მიღების შანსი აქვთ.მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი,გაგიჭირდეს და გვერდით როცა გაიხედავ ან აღარავინ იდგება,ან ის ერთი მთელი ცხოვრება მუდამ შენთან რომ იყო.
თითქოს ამბობენ რომ გაუფასურდა ყველაფერიო,მეგობრობაცო,სიყვარულიცო,მე კი ვფიქრობ რომ ყველასთვის ასე არაა.მეგობრობა გააუფასურდა იმ ხალისთვის ვინც არ იციან ამის მნიშვნელობა.როგორ შეიძლება ადამიანს შენს გულის ნადებს უზიარებდე,ისიც ანალოგიურს აკეთებდეს,ლხინში,ბედნიერებაში მასთან იყო და გასაჭირში მიატოვო.ეს ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ყოველთვის მიამიტი ვიყავი და ყველა ვინც დამიახლოვდებოდა ყველას ვენდობოდი,ყველა ჩემი მეგობარი მეგონა.ადრე უფასო მეგონა ურთიერთობები ახლა ვატყობ ეს სიწმინდე მატერიალური გახდა. უფალმა თქვა მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.
გიფიქრიათ რას იზამდით ასეთ დროს?? თქვენ თავად ხართ ისეთი მეგობრები სხვას რომ არ შეეპაროს თქვენში ეჭვი? საბედნიეროდ მე მყავს ასეთი მეგობარი ვინც მუდამ გვერდით მიდგას,იმედი მაქვს თქვენც.
და ბოლოს მეგობრობა მარტო ლხინსა თუ ჭირში ერთად ყოფნა არაა ეს ბევეად მეტია,მისი ტკივილი ისე უნდა გტკიოდეს როგორც საკუთარი,სიხარული კი ათჯერ მეტად უნდა გიხაროდეს.ესაა მეგობრობა და არა ის ყოველ დღე სხვა და სხვა ბარებში სიარული,გართობა და დღე და ღამე ტელეფონზე ჭორაობა.


***


ძალიან უჭირდათ ნუცას გარეშე ყველას.
ნია ფეხმძიმედ იყო,ამდენ ნერვიუკობას ვერ გაუძლო
მუცელი ლამის მოეშალა.
წოლოთი რეჟიმი დაუნიშნეს.
გაუსაძლისი იყო ნუცას მონატრება ყველასთვის.
მაგრამ ყველაზე მეტად ნიკას შემდეგ ნიას უჭირდა.თითქოს თავისი თავის ერთი ნახევარი დაკარგა.
საუკეთესო მრჩეველი,დაც იყო მისი და დაზე მეტიც.
ამ ორმა ერთად ბევრი გადაიტანეს.
ერთმანეთის გარეშე საათიც ვერ ძლებდნენ,ახლა ნიას კიდე უსასრულოდ უნდა გაეძლო.
თითქოს ფეხ ქვეშ მიწა გამოეცლაო.


ზურას მეორე დასვით ჰყავდა.
ნია და ნუცა ხომ ერთად იზრდებოდნენ.
მუდამ აქცევდა ყურადღებას ნუცასაც.
ეზოში თუ ვინმე აწყწნინებდა ზურა იყო მისი დამცველი.
ნუცასაც მუდამ ჰქონდა მისი იმედი
არასდროს უგრძვნა რომ და-ძმა არ ჰყავდა.ეს ორი ავსებდნენ ამ სიცარიელეს
ზურა ნიკას ბაღიდან ეძმაკაცება.
ახლა ყველაზე მეტად ნიკა აღელვებს,იცის როგორი გულჩათხრობილიცაა.
ზედმეტად არავის მოახვევს თავის გულის ნადებს და დარდს.
მას უნდა დაუდგეს გვერდით.
იქნებ როგორმე შეუმსუბუქოს ტკივილი.


გიოს და ნუცას სხვა ურთიერთობა ჰქონდათ.
მოკლე დროში გახდა ნუცა გიოს საუკეთესო მეგობარი.
ახლაც გიოს ცოლი რომ მოჰყავს ნუცას დამსახურებაა.
ნუცას რჩევებს ითვალისწინებდა მუდამ.მერე ბიჭებისას და ბოლოს სამივე ძმაკაცი ეჭვიანობდა ნუცაზე.
ზოგჯერ ისეთ რამეებსაც უყვებოდა ბიჭებმაც რომ არ იცოდნენ.
ყველა გოგოს ვინც მოეწონებოდა ჯერ მას აცნობდა,მის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და თუ დადებით პასუხს მიიღებდა მერე აცნობდა ბიჭებს.
იცოდა ნუცა იყო მხოლოდ ასეთი და სხვა ვერც ვერავინ გახდებოდა მისი შემცვლელი.
ვერც ნია.
ნუცა იყო ასეთი ყველასთან საერთო ენას რომ აუცილებლად გამოძებნიდა.
მისი თვალებიდან მუდამ ნდობა გამოსჭვიოდა.


ალექსი სულ სხვა შემთხვევა იყო.
გაცნობის დღიდანვე მიხვდა ნუცა იქნებოდა მისი მშველელი ნიას ჯიუტი ხასიათი რომ გაეტეხა.
მაშინ პირველად რომ დაინახა,მხოლოდ მან ამოიკითხა ნუცას თვალებში ის სიხარულის სხივი ნიკას გაცნობამ რომ გამოიწვია.
შეამჩნია როგორ აუთრთოლდა სხეული.ნუცა არ იმჩნევდა მაგრამ ალექსი ზედმეტად დაკვირვებული იყო.ვერაფერს გამოაპარებდი.
ანგელოზივით მოევლინა მას და ნიას.
მისი წყალობით მოხდა ბევრი რამ.
მასაც დასავით უყვარდა უსაყვარლესი პიროვნება.



თინა ბებო უნდა გენახათ ნუცას დაკრძალვაზე როგორ ტიროდა.
თითქოს საკუთარი შვილი ჩააწვინა საფლავშიო.
თუმცა მისი გაზრდილი იყო ნახევრად და როგორ არ დასწყდებოდა გული.
ენანებოდა ამ სილამაზის მიწისთვის მიბარება.
სამჯერ შეუწუხდა გული,კაპლებით ძლივს მოიყვანეს გონს.
დაემხო ნუცას სასახლეზე და მანამ არ ადგა სანამ ცრემლი არ გაუშრა.
ვერავინ ამშვიდებდა.
ლამის უკან გაჰყვა ნუცას.
ჩემი გოგო დავკარგეო,ჩემი მეორე იმედი ზუკას და ნიას შემდეგო. ასე მოთქვამდა თინა ბებო.



მშობლის ტკივილი სულ სხვაა.
მშობელს ყველაზე მეტად უყვარს შვილი.დედას ყოველთვის ათჯერ მეტად სტკივა შვილის ტკივილი.
მხოლოდ ის თუ იგებდა სიცოცხლის ბოლო დღეებში როგორ წუხდა თავის შვილზე ნუცა.
ცრემლი არ უშრებოდა.
თვალებიდან არ ამოსდიოდა შვილის გაწამებული სახე ბოლო წამწბში.
თითქოს დანა ჩაასესო და ესც არ იკამრეს ამ დანას ხან წაღმა ატრიალებენ ხან უკუღმაო ასეთი შეგრძნება ჰქონდა.ერთადერთ შვილს აცილებდა იმ ქვეყნად და თან ატანდა თავის ნაწილსაც.პირველად მაშინ მოკვდა შვილის ავადმყოფიბა რომ გაიგო,მეორედ კი ხელებში როცა ჩააკვდა ნუცა.
მის თვალწინ დალია სული.
მშობელი დედის ხელებში.
დედის გულზე იპოვა დაბადების პირველ წამებში სიმშვიდე და დედის გულზევე დალია სული.

-შვილები უნდა აცილებდნენ მშობლებს საიქიოს და მე როგორ უნდა გაცილებდე 24წლის გოგოსო,შვილს მარტო როგორ ტოვებო,შენ ქმარს რატო აქვრივებ ახალგაზრდა ბიჭსო რა ნამუსოთ დაგვტოვეო
ასე აცილებდა შვილს.
საცოდაობა იყო ამისი ყურება.



ნიკას...
ნიკას ყოველი ნუცას გარეშე ჩასუნთქული ჰაერი ფილტვებს უმძიმებდა.
თითქოს ვეღარ სუნთქავდა.
ჰაერის უკმარისობას გრძნობდა.
ხვდებოდა მალე დაკარგავდა გონს,
ჯიბიდან ნუცას ყელსახვევი ამოიღო,
ცხვირთან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა.
უცებ გაიჟღინთა ნუცას სურნელით ფილტვები.
იგრძნო როგორ მოედო მთელ სხეულს სითბო.
გააკანკალა.
გულიც მოულბა.
გაუორმაგდა გულის ცემა.
გონება კი მთლიანად ნუცამ მოიცვა.

მერე საბა გაახსენდა.
ისევ დაუმძიმდა გული.
აღარც ნუცას სურნელი შველოდა.
იცოდა შვილისთვის მაგალითი უნდა მიეცა,მის გამო უნდა ყოფილიო ძლიერი.
სასმელის დალევაზე წამითაც არ უფიქრია,ნუცას მისცა პირობა არ გაეკარებოდა სანამ არ დარწმუნდებოდა რომ ალკოჰოლზე დმოკიდებული არ გახდებოდა.



საბასთვის დედა ყველაფერი იყო,
ცხოვრების აზრიდან დაწყებული,
საუკეთესო მეგობრით და დედით დამთავრებული.
იცოდა უდედოდ გაუჭირდებოდა,იმასაც ხვდებოდა მამას უფრი მეტად რომ უჭირდა და ამიტომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი სიძლიერე ეჩვენებინა მამისთვის.
არასდროს დაივიწყებდა დედის მადლიერებით სავსე თვალებს მის ყველა სურვილს რომ ხვდებოდა შვილი, არც ის აწყლიანებული თვალები დაავიწყდება სიცოცხლის ბოლო წუთებში უკანასკნელი კოცნა რომ დაუტოვა შუბლზე.
თითქოს ორივე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას.
ამიტომაც დაუძახა ბებიამისს სასწრაფოდ და თვითონ ოთახი დატოვა,უნდოდა დედა ბედნიერი დახსომებოდა,მაგრამ მუდამ აცრემლებული,დაღონებული და ლოგინად ჩავარდნილი ახსოვდა
ამას კიდე ვეღარ გადაიტანდა, გარდაცვალების წუთებს ვეღარ უყურებდა.
დედა ბედნიერი ბოლოს მაშინ ახსოვს ნიამ რომ უთხრა ვთხოვდებიო და მერე ორსულიბის შესახებ რომ უთხრა უკვე ცუდად იყო და მხოკოდ გაღიმება შეძლო.არავინ იცის ეს რამდენად მტკივნეული იყო მისთვის,მხოლოდ საბა მიხვდა ამას.საოცარი ბავშვია,უჭკვიანესი ბევრი ბავშვი ამდენს ამ ასაკში ვერ გააანალიზებდა,თუ რა ხდებოდა მის თავს.



***


წლები გადიოდა საბა გაიზარდა.
ნიკამ თავისი ბიზნესი გააგრძელა.
გიოს და თავის მეუღლეს იანას ტყუპები ეყოლათ.
ნიას და ალექსის გოგო ჰყვდათ პატარა ნუცა.
ზუკა ჰყავდათ მხოლოდ კენტად,ერთი გოგო კი მოსწონდა მაგრამ სერიოზული ჯერ არაფერი იყო.
თინა ბებო მალევე დაიღუპა ნუცას შემდეგ.


***


2007 წელი იყო საბა 12 წლის იყო სკოლაში ჩხუბის გამო ექომთან რომ მოხვდა და ნიკა დაიბარა სასწრაფოდ.
ნიკამ ექიმის რჩევა გაითვალისწინა და თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ანალიზები გაუკეთა.
სასიამოვნო ექიმი შეხვდათ

დეა ექიმი.
ახალგაზრდა,ლამაზი,ჭკვიანი,განათლებული,მშვიდი და გაწონასწორებული იყო.მუდამ იღიმოდა და ყველა პაციენტს უყვარდა.
ანალიზების პასუხები როცა მიიღო ნიკა და საბა კაბინეტში დაიბარა.
მისალმების და გაცნიბის შემდეგ პაციენტის ანამნეზის შეკრებაზე გადავიდა.დაწვრიკებით გამოკითხა ბავშვს რა დაავადებები ჰქონდა გადატანილი,რატომ,მკურნალობის რა პროცედურები ჰქონდათ გავლილი.ცოგა კი გაუკვირდა მარტო მამა რო მოჰყვა შვილს იფიქრა მამამ რა უნდა იცოდესო,მაგრამ სასურველი და ამომწურავი პასუხების შემდეგ გაოცდა ნიკამ ყელაფერი დაწვრილებით რომ მოუყვა.
შემდეგ ოჯახის ანამნეზის შეკრებაზე გადავიდა.განსაკუთრებით მისი ყურადღება დედის დაავადებამ მიიპყრო.
საბამ კაბინეტი უხმოდ დატოვა.არ შეეძლო მასზე საუბარი და არც მოსმენის სურვილი ჰქონდა.
ახლა კი გახდა ნათელი დეასთვის რატომ მოჰყვა მხოლოდ მამა საბას და გაუხარდა რომ მან შვილზე ამდენი რამ იცოდა.გულში სასიამივნო ნაპერწკალმა გაჰკრა.
-ძალიან ვაფასებ თქვენნაირ მშობლებს,ბევრ მამას ამისი მეოთხედიც არ ეცოდინებოდა.
-მადლობა,მე უბრალოდ მისით ვსუნთქავ და მისთვის ვცოცხლობ.ის ერთადერთი საგანძურია რაც მეუღლემ დამიტოვა,სიცოცხლეზე მეტად ვუფრთხილდები მის უკანასკნელ სურვილს.მხოლოდ საბამ შემაძლებინა ის ტკივილი გადამეტანა რაც გულზე დღემდე დაღად მადევს სახელად ნუცა.-უცნაურად გაიხსნა ამდენი წლის შემდეგ ნიკა უცხოსთან,თანაც ექიმთან.მაგრამ სასიამოვნოდ დაიცალა ემოციებისგან.
ექიმს ხვალინდელ ვიზიტზე შეუთანხმდა და დაემშვიდობა.


დატოვა თუ არა კაბინეტი ნიკამ,დეამ სასწრაფო კონსილიუმი მოიწვია.მთელი დღე გაგრძელდა სჯა-ბაასი,საბოლოოდ გადაწყვიტეს დამატებითი გამოკვლევები ჩაეტარებინათ.
წინასწარ კი ვარაუდობდნენ რომ დედის დაავადება გადაეცა მემკვიდრეობით საბას.
მეორე დღეს დბარებულ პაციენტებს აცნობა დეამ რომ დამატებითი გამოკვლევები იყო საჭირო.
ტომოგრამაზე ჰყავდათ საბა შეყვანილი დეამ რომ აუხსნა ნიკას რაშიც იყი საქმე.
ნიკას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა ოღონდ ის არ მოესმინა რაც მის შვილს ჭირდა.
-ნუ ღელავთ,უფრო პატარა ასაკში რომ გამოგვევლინა დაავადება კარგი იქნებოდა მაგრამ არც ახლაა გვიან,ჩვენ თავს არ დავზოგავთ მისი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს ვიზამთ,თუმცა ხომ იცით ასპროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ ამისას.-ამშვიდებდა დეა.
-ვიცი,ვიცი.გთხოვთ არაფერი დაიშუროთ ექიმო.შვილი გადამირჩინეთ ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხივრებაში.
საოცრად აღელდა ნიკა.გული თითქოს უჩერდებოდა ისე ნელა მუშაობდა,ექიმის ხმა აღარ ესმოდა.თვალთ დაუბნელდა და სკამზე ჩამოჯდა.
ნუცას სახე დაუდგა თვალწინ.
გაახსენდა რამდენი იწვალეს,ექიმს ექიმზე ცვლიდნენ,ხან რომელ ქალაქში და ხან რომელში დადიოდნენ თუმცა უშედეგოდ.
ტანში გააცია.
ცივმა ოფლმა დაასხა,როცა გაიაზრა რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ხელებში თავი ჩარგო და ისე ამოიხვნეშა თითქოს უნდოდა მთელი დრდი ამ ჰაერს ამოეტანა,მაგრამ აბა ეს რას უშველიდა.

არ იცოდა როგორ აეხსნა შვილისთვის რაც მის თავს ხდებოდა.
დეამ შესთავაზა ვეტყვიო ექიმი ვარ და ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობააო.მაშინვე მკაცრი უარი განუცხადა ნიკამ არ არის საჭირო მეთვითონ მოვაგვარებო.

მთელი დღე დასჭირდა საბას გამოკვლევებს.
კიდევ ერთი კონსილიუმი გამართა დეამ.მწვავე სჯა-ბაასი ჰქონდათ ექიმებს.
ზოგი რას ამტკიცრბდა,ზოგიც რას.
მხოლოდ დეა ფიქრობდა რომ საბას საზღვარგარეთ უნდა ემკურნალა,სხვები ამტკიებდნენ ოპერაცია უნდა გავუკეთოთო.
საბოლოოდ გადაწყვიტეს ნიკას აერჩია მკურნალიბას აქ გააგრძელებდა თუ საზღვარგარეთ.
რა თქმა უნდა,ნიკამ არჩია გერმანიაში წაეყვანა შვილი და იქ ემკურნალათ,განა იმიტომ რომ ქართველ ექიმებს არ ენდობოდა.უბრალოდ იქ მსგავს შემთხვევასთან გამოცდილება ჰქონდათ და ეს იყო მიზეზი.


კლინიკიდან გამოსულები მანქანაში სხდებოდნენ ნიკა და საბა,დეა რომ დაეწია:
-ბატონო ნიკა თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ დაწვრილებით,თუ დრო გაქვთ,რა თქმა უნდა.
-დიახ,იცით მე და საბა სასადილოდ მივდივართ და წამობრძანდით თქვენც.მეც მაქვს რაღაც კითხვები.
მანქანაში დაძაბულობა იგრძნობოდა.თითქოს ჰაერი იყო დამძიმებული.ფანჯრის ჩამოწევამ არ უშველა დეას.ვერ ბედავდა საუბრის წამოწყებას.უხერხული სიტუაცია საბამ დაარღვია,თუმცა თავისი კითხვით უფრო დაამძომა ატმოსფერო:
-დეა ექიმო,მამა არაფერს მეუბნება თქვენ მაინც მითხარით რა მჭირს??-ინტერესით სავსე თვალები მიანათა საბამ.
სარკეში ნიკას აწყლიანებულ და ჩასისხლიანებულ თვალებს რომ მოჰკრა თვალი დეამ,დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა.უცბად შეებრალა ეს უჭკვიანესი ბიჭი ამ დაავადებისთვის.ავადმყოფ ბავშვებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა დეას,მაგრამ საბა რაღაც განსაკუთრებულად შეუყვარდა დანახვისთანავე.საოცრად ჭკვიანი და სევდიანი გამოხედვა ჰქონდა საბას.გულში გაიფიქრა ღმერთო რატომ ხდებიან ასეთი პატარები ავადო,ან ისეთ დაავადებას და განსაცდელს რატონ უგზავნი რომელიც უკურნებელიაო.უფლის გადაწყვეტილებას ვინ ჩასწვდება,ვერც ვერავინ.
სწრაფად დაამუხრუჭა ნიკამ და ჩახლეჩილი ხმით თქვა :
-მოვედით

ღმერთს მადლობა შესწირა დეამ რომ ახლა გადარჩა სიმართლის თქმას.სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და წინ წასულ საბას აედევნა.
ექიმებისთვისაც რთულია ასეთ თემებზე საუბარი,მათ უწევთ სიმართლე უთხრან პაციენტებს და ეს ისე უნდა გააკეთონ რომ პაციენტს არც იმედები გადაუწურონ,მაგრამ არც ტყუილი იმედები მისცენ მათ,ზედმეტი ემოციაც არ უნდა ეტყობოდეთ,თუმცა არც უემოციოდ და ცივად არ უნდა მიაჯახონ სიმართლეს.თითოეული პაციენტის ტკივილი მათაც ტკივათ და განიცდიან.ყველაზე რთული კი ისეთი პაციენტის ექიმობაა როგორიც საბაა:პატარა,საყვარელი და უჭკვიანესი ბიჭი,ცხოვრებსგან დატანჯული,დედით ობოლი და უკურნებელი სენით,თითქოს არ ამყოფინა ბედმა ის ტანჯვა რაც აქამდე გადაიტანა ესეც რომ დაუმატა.


ერთ მშვდ და ულამაზეს კაფეში დასხდნენ.ნიკამ შეკვეთა მისცა მიმტანს.სანამ საბა ხელებს იბანდა ნიკამ მოასწრო დეასთვის ეთხივა რომ ბავშვისთვის სიმართლე არ ეთქვა.
დეა მიხვდა ამას ისევ საბას გამო აკეთებდა,ბავშვი ზედმეტად რომ არ დაეზაფრა და მისი ისედაც მძიმე ფსიქიკა კიდევ უფრო,რომ არ დაემძიმებინა.
-ბატონო ნიკა,გავიგე გერმანიაში მიგყავთ საბა
-გთხოვ,შენობით ვისაუბროთ ასე ორივესთვის მარტივი იქნება.დიახ,მიმყავს ვფიქრობ ასე უფრო უკეთესი იქნება მისთვის.
-იცით,გეთანხმებით.მაინტერესებს რომელ ქალაქში აპირებთ მკურნალობის გაგრძელებას,კლინიკა თუ იცით სადაც გინდათ მიიყვანოთ საბა ან იქნებ ექიმიც გყავთ უკვე მოძიებული??
-დიახ,მეგობრის დედა მუშაობს მიუნხენის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ის დამეხმარება.
-იცით,მეც მიუნხენში ვცხოვრობდი.ცოტა კი მეუხერხულება მაგრამ მინდა გთხოვოთ,რომ ნება დამრთოთ წამოვიდე როგორც საბას ექიმი.იქ კარგ ექიმებს ვიცნობ იმათაც დავუკავშირდეთ დაგვეხმარებიან აუცილებლად.
ნიკა არ მოელოდა მსგავს შემითავაზებას,დაიბნა.დეა ისეათი წრფელი თვალებით უყურებდა ეჭვიც არ შეპარვია რომ დახმარების დიდი სურვილი ჰქონდა.
დეა,ხომ ხვდები რომ ამას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს.მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ თქვენ ნამდვილად გინდათ წამოსვლა.
-დიახ,რა თქმა უნდა მინდა
-მერე თქვენი ოჯახის დატოვება რომ მოგიწევთ დიდი ხნით?
-მე ოჯახი არ მყავს,ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე-თავი ჩახარა დეამ,არ უნდოდა სიბრალული ამოეკითხა ნიკას თვალებში.
-მაპატიეთ თუ..
-არაფერია -გააწყვეტინა სიტყვა ნიკას.

ნიკამ სახლამდე მიაცილა დეა,საბაც ბებია-ბაბუას ჩააბარა.თვითონ კი დარდის გადასაყოლებლად წავიდა მეგობრებთან.
ალექსისთან ავიდა.
ყველაფერი მოუყვა.
გაგიჟდა გადაირია,იქით ნიაკო ტიროდა,აქეთ ლექსო სცემდა ნერვუულად ბოლთას.
გული სტკიოდათ სამივეს.
გულის გადასაყოლებლად ამოსული კიდევ უფრო დაღონდა.
სული სტკიოდა ნიკას,სული.
ყველა ნუცასგან მინიჭებული ჭრილობა განუახლდა და გაუმძადრდა.
მეორე დღესვე დაიწყო საბუთების გამზადება ნიკამ და ერთ კვირაში უკვე თვითმფრინავში ისხდნენ ნიკა,საბა და დეა.

მიუნხენში ჩაფრენილებს ნიას დედა დახვდათ,ნატამ დეა არაფრის დიდებით არ გაუშვა სასტუმროში და თავისთან მიიპატიჟა.
კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს დეა და საბუნა.
ჩაფრენიდან მეორე დღესვე წაიყვანეს საბა გამოკვლევებზე.სისხლის ანალიზი უნდა აეღოთ საბასთვის შეშინებულმა,რომ ყვირილი დაიწყო.
არც ქალბატონი ნატო გაიკარა.მერე იძულებულები გახდნენ დეასთვის დაეძახათ იქნებ ის დაგვეხმაროსო.
მართალია დეა იმ კლინიკაში აღარ მუშაობდა და არ ჰქონდა უფლება მსგავსი რამ გაეკეთებნა,თუმცა მთავარი ექიმი მოხიბლული იყო დეიკოთი და ნება დართო თუ ბავშვი საშუალებას მისცემდა ანალიზები მას აეღო.
დეა დაწვრილებით უხსნიდა საბას რატომ სჭირდებოდათ მისი სისხლი:
-პატარა ვაჟკაცო შენ სისხლში ეხლა სხვადასხვა პაწაწუნა ელემენტები მოძრაობს ლეიკოციტები,ერითროციტები,თრომბოციტები და კიდევ ბევრი სხვა ნივთიერება რომელსაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ,ძალკან ძალიან პატარები არიან.ამიტომ ამ მოწყობილობების (ლაბორატორიაში შეიყვანა და თან ათვალიერებინებდა) საშუალებით უნდა დავათვალოეროთ.შენ კი სულ სულ ცოტა სისხლი უნდა გაიმეტო ჩვენთვის.
შეშინებული თვალებით ახედა საბამ
-გპირდები საერთოდ არ გეტკინება
-შენ გამიკეთებ ნემსს??
-ჰო,მე აგიღებ სისხლს და თუყველაფრრს დამიჯერებ ნაყინის საჭმელადაც წაგიყვან
-მაშინ თანახმა ვარ
მართლა არ ტენია პატარა ჩხველტა საბუნას,ეს იყო და ამის მერე სულ უჯერებდა მას.
ნიკა გაოცებული იყო იმით როგორ უგებდა ეს ორი ერთმანეთს.
სულ მოკლე დროში დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.

სისხლის ანალიზის გარდა სხვა გამოკვლევებიც გაუკეთეს,ტომოგრამაც გადაუღეს.
დეამ პირობა შეასრულა და სანამ ნიკა და ნატა ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ დეამ ნაყინის საჭმელად წაიყვანა თან ქალაქს ათვალიერებინებდა.
ერთი სანაყინე იცოდა მიუნხენის ერთ-ერთ ულამაზეს მოედანთან(marienplatz)სადაც მთელ ქუჩაზე ჩაყოლებულია უამრვი მაღაზია თუ სწრაფი კვების ობიექტი.ყველა ტურისტის საყვარელი ადგილია.ამ ქუჩის ბოლოში ვიწრო ქუჩაზე ჩაუხვიეს და იქ იყო ის უგემრიელესი სანაყინე.
გემრიელადაც მიირთვეს და კარგადაც გაერთნენ.

უკან დაბრუნებულებს ცუდი ამბავი დახვდათ.
სასწრაფო საოპერაციო იყო საბა.
სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ დეა ჰყავდა გვერდით საბუნას,მარტო მასთან იყო მშვიდად.
ოპერაციმ კარგად ჩაიარა.საბა უკეთ იქნებოდა.
მთელი ეს დრო ნიკასთან ერთად იჯდა დეა და ელოდებოდა როდის დამთავრდებოდა იპერაცია.
რთული ოპერაცია იყკ და დიდ დროს მოითხოვდა,თუმცა კდევ უფრო გართულდა შესაბამისად დროც ბევრი დასჭირდათ ექიმებს.
გაოცებული იყო ნიკას სიმტკიცით,ნერვიულობდა მაგრამ გარეგნულად არ ეტყობოდა,ამას მარტო მის თვალებში ჩამდგარი სევდა მეტყველებდა.

საბას პალატაში იჯდა ნიკა და ელოდებოდა მის გაღვიძებას.
ოდნავ შეირხა საბა,ძლივს დააშორა თვალები ერთმანეთს.
-მა-ძლივს ამოიჩურჩულა საბამ
-ჰო მა,აქ ვარ,შენთან ვარ,რამე ხომ არ გაწუხებს-შიშით ჰკითხა შვილს
-არა მა,დეაკო სადაა-ინტერესით იკითხა ბავშვმა
-ვინ?-არასდროს უხსენებია დეა დეაკოთი საბას და ცოტა დაიბნა ნიკა
-დეაკო მა
-ექიმს ესაუბრება მალე მოვა
-მა დედა ვნახე სიზმარში-ექოსავით ჩაესმოდა ეს ოთხი სიტყვა ნიკას,ნუცას დაკრძალვის შემდეგ მასზე იშვიათად ლაპარაკობდნენ,თითქოს ეშინოდა ის ტკივილები არ გაღვიძებოდა,ახლა კი ისევ გაეხსნა ყველა ჭრილობა,გულზე თითქოს ლოდი დააწვა,სული ეხუთებოდა ამ პალატაში
-ასე მითხრა დეაც შენი და მამას მფარველი ანგელოზიაო როგორც მეო,ის არ მიგატოვებთ არასდროსო,მა პატარა და მინდა მყავეს ისეთი დედასაც რომ ჰგავდეს და დეასაც-გაოცებულ დარჩა ნიკა,მოუნდა გაქცეულიყო,შორს წასულიყო აქედან.ვერ წარმოედგინა ნუცას ადგილს სხვა თუ დაიკავებდა ვინმე,მისი გული ხომ მხოლოდ მას ეკუთვნოდა.შვილის სიტყვებმა დააფიქრა,გული აუჩქარდა,ცივმა ოფლმა დაასხა,პალატიდან გავიდა და ექიმთან მოსაუბრე დეას უყურებდა შორიდან,მიხვდა რომ რაღაც ლტოლვას გრძნობდა დეას მიმათ.ისევ უკან შებრუნდა როგორც კი დეამ ანიშნა მალე მოვალთო.

მალევე გაიღო პალატის კარი დეა და საბას ექიმი შემოვიდენ.
დაამშვიდეს ნიკა,ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არისო.
გვერდიდან არ მოშორებია არც ნიკას და არც საბას დეა.
ნიკა და დეაც დამეგობრდნენ.
მიეჩვია ნიკა დეასთან ყოფნას.
დეაც მიეჩვია ნიკას.
იმდენად დაუახლოვდენ ერთმანეთს რომ თვალებში ჩახედვისას ხვდებოდნენ რა აწუხებდათ,რა უხაროდათ.
თითქოს შეისისხლხორცეს ერთმანეთი
ნიკა ხვდებოდა გრძნობაა,რომ უჩნდებოდა დეას მიმართ,თავიდან თავს არწმნებდა რომ არ უნდა შეყვარებოდა მაგრამ საბას დაჟინებულმა თხოვნამ რომ დეა უნდოდა დედამისი ყოფილიყო,მიუხედავად იმისა რომ, არ იყო დეას გრძნობებში დარწმუნებული,მისცა თავის თავს შანსი.

უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა დეაზე,ხვდებოდა რომ შეუყვადა ეს სიფრიფანა გოგო.
მისი ლამაზი ზღვისფერი თვალები აგიჟებდა.
მიხვდა რომ ცხოვრებამ ცოტა დაინდო სულ არ გაიმეტა და მის ცხოვრებაში ახალი ნათელი წერტიი გამოჩნდა.
მზის სხივი ასე უწოდებდა მას.



მკურნალობის გეგმა დუნიშნეს საბას.
ოპერაციიდან ორ კვირაში გამოწერეს.
კიდე ერთი კვრა დარჩნენ გერმანიაში.
თბილისში დბრუნებულებს დააკლდათ ერთმანეთი ნიკას და დეას.
ხშირად ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს.
საბას კი ხშიად ურეკადა დეა.

ერთ დღესაც ვერ გაუძლო მინატრებას ნიკამ და კლინიკაში მივიდა დეასთან.
არ ელოდა მის ნახვას შეშფოთებული წამოხტა ფეხზე
-ნიკა საბა ხომ კარგადაა
-კი,კი ყველაფერი კარგადაა-მშვიდად ამოისუნთქა დეამ და ახლა უკვე ღიმილით მოიკითხა
-როგორ ხარ ხომ ყველაფერი კარგადაა?რამ შეგაწუხა?
-უშენობამ-მხოლოდ ეს უთხრა და მის უძირო თვალებს ჩააშტერდა,ელოდა რომ იქ ამოიკითხავდა დეას რეაქციას,პასუხმაც არ დააყოვნა დ მის თვალებში გაჩენილმა ჭინკებმა ნიკას იმედი გააღვივა.
დეა დიბნა-რამ?-ეგონ მოესმა დ კდევ ერთხელ ჩაეკითხა
-უშენობამ დეა,ძალიან მენატრები უშენოდ სუთქვა მიჭრს.
ღიმილმა გადაურბინა სახეზე დეას,ასეთ პირდაპირობას არ ელოდა ნიკასგნ,ეგონა კიდევ დიდ ხანს მოუწევდა ცდა,მთელი ეს დროც არ აწუხებდა,ხვდებოდა მამაკაცს დრო რომ სჭირდენოდა თავის თავში და გრძნობბში გასარკვევად.
ნიკაც და დეაც ხვდებოდნენ რომ ლაპარაკი ზედმეტი იყო,მოწყურებულები დაეწაფნენ ერთმანეთის ტუჩებს.
ყველას გაეხარდა მათი ამბავი.
განსაკუთრებით ნიკას ოჯახის წევრებს.
ნიკას მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც ასე თუ ისე იცნობდნენ დეას.
ყველას მოსწონდა. მალე შეაყვარა მათ თავი,მხოლოდ გიოს არ ეტყობოდა სიხარული დეიკოს გაცნბისას.
განა ცუდად ექცეოდა,უბრალოდ ეჭვიანობდა ეგონა ნუცას ადგილს დაიკავებდა,მის საუკეთესო მეგობრის.
ეგონა ყველა დაივწყებდა,მიუხედავად იმისა რომ ნუცაზე თითქმის არც ლაპარაკობდნენ,ყველა გრძნობდა რომ მათ გულებში არსებობდა ის,ყველა შეკრებაზე იყო მომენტი როდესაც ნუცა ახსედებოდათ და იმ მომენყში ყველა ჩუმდებოდა,მათ თვალებში სევდა ისადგურებდა,ყველას თვალწინ უდგებოდა ის მხიარული,ლამაზი და საყვარელი გოგო,ცდილობდნენ ნიკას თავი ცუდად არ ეგრძნო,სიტუაციას რგორც ყოველთვს გიო ასწორებდა მათი ბავშვობის რომელიმე სასაცილო ისტრიას იხსენებდა.


დეას და ნიკას ნიშნობის დღე იყო.
ყველა მხიარულობდა,ყველაზე გახარებული კი საბა იყო.
გვერდიან არ შორდებოდა დეას,ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
გიო იყო რაღაც მოწყენილი,აივანზე გავიდა.
დეაც გაჰყვა უკან.
-ვიცი რაც გაწუხებს-მშვიდად დაუდგა გვერდით გიოს და ჩაილაპარაკა.
-ნუ წუხხარ პრობლემა ჩემშია და ეს თქვენ არ გეხებათ
-მინდა იცოდე რომ მისი ადგილის დაკავებას არ ვაპირებ,მე და ნიკამ ვისაუბრეთ ამაზე დ ვიცი შენ და ნუცას რომ ახლო ურთიერთობა გქონდათ,მესმის რომ ეჭვიანბ,გთხოვ უბრალოდ შანსი მომცე,ეს ჩემთვის მტკივნეულია როცა მიყურებ და ჩემში ნუცას შემცვლელს ხედავ.
-მაპატე,არ მინდოდა შენთვის მეწყენინებინა,განზრახ არ გამიკეთებია,უბრალდ მიჭირს შეგუება ცოტა დრო მჭირდება.ნიკას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,კარგი გოგო ხარ კეთილი,ჭკვიანი,ისეთი ნიკას რომ სჭირდება და დაეხმარება ამ გაჭირვებაში,მე უბრალდ ნუცა მენატრება.ის პრველი რძალი იყო ჩვენში,საბა პრველი ბავშვი,ნუცამ გვასწავლა ყველას ბევრი რამ.შენმა გამოჩენამ ის გამახსენა,გულახდილი საუბრები მენატრება მასთან.იცი ხშირად ავდივარ მის საფლავზე,ბიჭებმა არ იციან.მე და ნუცას ბევრი საიდმლო გვქონდა იქ კი გულს ვიოხებ მასთან საურისას ასე მგონია ახლოსაა ჩემთან.
ცრემლი მოსდიოდა დეას,თავი ვერ შეიკავა გიომ მისი ცრემლები რომ შენიშნა და გულში ჩაიკრა.
-მაპატიე დღეს არ უდა მელაპარაკა ამაზე,დღეს თქვნი ნიშნობაა უბედნიერესი უნდა იყო.
-არაფერია,შენ რა შუაში ხარ მე დავიწყე ამაზე საუბარი,მადლბ გულახდილობისთვს,ცოტა დავმშიდდი.იმედი მაქვს აღარ დაგვჭირდება ამაზე საუბარი.
-რა ხდება აქ,ბიჭო ჯერ ცოლად არ მომიყვანია და ეხუტები,ცოლად რო მოვიყვან მერე წარმომიდგენა რას იზამ,არ მაეჭვიანო-მხიარულად გადაეხვია ორივეს ნიკა.
მისგან შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრელები.
მხიაულად გაატარეს ის დღე.



მალე ქორწილც ჰქონდათ.
პატარა და ვიწრო წრეში.
ჯვარი მცხეთაში ჯვის მონასტერში დაწერეს.
მოკლდე და სადა კაბა ეცვა დეას.
ნიკაც სიმპატიურად გამოიყურებოდა.
მათი შემხედვარე ყველას ბედნიერებისგან ჰქონდათ თვალები გაცისკროვენული.
მთელი საღამო აცეკვებდა დეას გიო,მოსვენებას არ აძლევდა.
მერე სიძე დედოფალმაც იცეკვეს,ისეთი ჰაეროვანი იყო თითქოს მიწაზე ფეხს არ აბიჯებდნენ და დაფრინავდნნენ.
უნებლიედ ნიკას თვალწინ თავისი პირველი ქორწილი უდგებოდა,ნუცა ელანდებოდა,ფიქრები ძველი მოგონებებისკენ გაურბოდა,მაგრამ როგორც კი მოღიმარ დეას მოკრავდა თვალს,რეალობაში ბრუნდებოდა და დეას მომღიმარ ტუჩებში კოცნიდა.
***
გაიგეთ საბას მამას ცოლი რომ მოუყვანია?
-ჰო გოგო,საბას ექიმი ყოფილა
-ისე ლამაზიაო საბას უთქვამს ბავშვებთან
-კაი რა,ეს ახლა თორემ მერე როგორც ყველა დედინაცვალი თავის კლანჭებს გამოაჩენს.
ჭორაობდნენ საბას კლასელების მშობლები,თუმცა რა იცოდნენ იქვე მათ გვერდით დეა რომ იდგა და მისდუნებურად ისმენდა მათ საუბარს.
ნებისმიერს მის ადგილას შეეძლო იქ ჩხუბი და აყალმაყალი აეტეხა,დეამ კი სულ სხვა ტაქტიკა არჩია.

საბას დააპტიჟებინა მთელი კლასი სახლში.
გემრიელობები და ბევრი ტკბილეულობა გაუკეთა ბავშვებს.
მშობლები რომლებმაც შვილებს მოაკითხეს წასაყვანად შინ შემოიპატიჟა.
ყველას გაუცრუა იმედები ვინც ბოროტ დედინაცვალს ელოდებოდა.
საბა კი უზომოდ გახარბბული იყო.მისი სიხარული კი დეას აბედნიერებდა.
მათი შემხედვარე ნიკა ღმერთს მადლობას სწირავდა რომ მის ცოვრებაში დეა გამოაჩინა და ანგელოზად მოევლინა. სიყვარული ენით აღუწერელი გრძნობაა.
ხანდახან იმდენად დიდია ემოციების მოჭარბება,რომ გინდა მთელ მსოფლიოს გაააგებინო როგორ გიყვარს,ზღვასავით დიდი გეჩვენება,გიზიდავს,ნელ-ნელა გიტყუებს და გააზრებასაც ვერ ასწრებ ისე იძირები მასში.მაგრამ ამაზეც და კიდევ,იმ ყვეელა ტკივილზეც თანახმა ხარ, რაც შეიძლება ამ გრძნობამ მოგიტანოს,ოღონდ არასდროს განელდეს ეს შეგრძნება,ოღონდ ზღასავით დაუსრულებელი იყოს.
ყველაზე სათუთი გრძნობაა და როგორც თვალის ჩინს ვუფრთხილდებით,მასაც ასე უნდა გავუფრთხილდეთ.
ეს ხომ გრძნობაა რომელსაც ყველა გრძნობს ბრმაც,ყრუც,მუნჯიც,პატარა ჩვილი ბავშვიც კი, რომელსაც ჯერ ვერ გაუაზრებია დედის მუცლიდან რატომ გამოიქცა,იქ ხომ ყველაზე კომფორტულად და დაცულად გრძნობდა თავს.
ეს ხომ გრძნობაა,რომელიც ყველანაირ გრძნობას მოიცავს სითბოს,სიხარულს,ბედნიერებას,ტკივილს , ხანდახან იმედის გაცრუებასაც და კიდევ უამრავ სხვას.
ხანდახან კი ვეგოიტობთ და არავისთან არ გვინდება ამ გრძნობის გაზიარება.
ის ხომ ჩვენია,ჩვენ გვეკუთვნის და ისე ვერასდროს ვერავინ ვერ განიცდის ამ გრძნობას როგორც ჩვენ.
ვერც ვერავინ გაიგებს მას და ისე ვერ გაითავისებს როგორც ჩვენ.
***

ცხრა თვის შემდეგ დეას და ნიკას პატარა ელისაბედი ეყოლათ.
დედასავით ლამაზი და თვალებ ბრიალა გოგო იყო.
ყველაზე ბედნიერი ამ საოცრების მოვლენით,რა თქმა უნდა, საბა იყო.
-მა ზუსტად ისეთია მე რომ მინდოდა,როგორი სათუთი და დაუცველია.
-ჰო,მა, შენ უნდა დაიცვა ის ყველასგან და ყელაფრისგან-ყელში ბურთი მოაწვა ამას რომ ამბობდა,უდოდა თავი პირველ შვილს,პირველ ვაჯკაცს დიდ ხანს და ბედნიერად ეცხოვრა,მიუხედავად იმისა რომ იცოდა ეს ასე არ იქნებოდა,ამ ფაქტს ვერ ეგუობოდა,ანდაც როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი შვილის დაკარგვას.
მშობლები არასდროს არ ანსხვავებენ შვილებს ერთმანეთისგან.
ყველა შვილი ერთნაირად უყვართ ორი ჰყავთ,სამი თუ ათი,მაგრამ ვისაც დედობა და მამობა არ განუცდია ისინი ვერ მიხვდებიან იმას რომ პირველი შვილის სიყვარული სხვანაირია,რაღაც განსაკუთრებული თუმცა ვერ ვამბობთ როგორი,პირველად ხომ მან გვასწავლა რას ნიშნავს იყო დედა ან მამა,პირველად შვილის სიყვარული ხომ მან განგვაცდევინა,პირველად ხომ მან დაგვარწმუნა რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით მისი გაჩენა რომ გადავწყვიტეთ და პირველად ხომ მან გვატკინა ყველაზე სასიამოვნოდ,მშობიარობისას ხომ ქალები ყველაზე დიდ ტკივილს უძლებენ რომელიც ადამიანის ყველა ძვლის ერთდროულად გადატეხვას უტოლდება,რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ უძლებს,თუმცა ის გრძნობის გასაგებად ღირს გარისკო შენი ცხოვრება რასაც ის პატარა სასწაული გაგრძნობინებს.
სახელი საბამ შეარჩია და მშობლებიც გახარებულები იყვნენ საბას გადაწყვეტილებით.
დეეასთვის საბას დედა არასდროს დაუძახებია,ყოველთვის დეათი მიმართავდა.ამის პრეტენზია დეას არ ჰქონია მთავარია ბავშვისგან იმ სითბოს გრძნობდა რომელიც მშობლის მიმართ აქვთ ბავშვებს.
პატარა ელისაბედი რომ წამოიზარდა სირბილიც რომ დაიწყო და ტიკტიკიც,კიდევ ფეხმძიმედ დაჩა დეა ახლა უკვე ტყუპებზე.სქესები რომ გაიგეს ნიკა ყველაზე ბედნიერი იყო პატარა გოგო და ბიჭი რომ ეყოლებოდა.
ამასობაში საბამ უნივერსიტეტში ჩააბარა,ოთხივე საგანში უმაღლეის ქულებით,არცერთ საგანში ერთი შეცდომაც არ ჰქონია,ეს ხომ საოცრებაა ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა,თუმცა მართლა ასე იყო მეგობრებო.ეს ბავშვი უჭკვიანესი იყო.რა თქმა უნდა გრანტიც აიღო და საუკეთეო უნივერიტეტშიც ჩაირიცხა.დეიკოსავით ექიმი იქნებოდა.

***

საბამ რომ უთხრა ნიკას შეყვარებული მყავსო.მაშინ უნდოდა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა ან დაყრუებულიყო და ვერ გაეგონა.ვერაფრით ვერ დაუშვებდა საბას შეყვარებულიც ისე დატანჯულიო როგორც წლების წინ თვითონ იტანჯებოდა.
ალბათ ათი წლის სიცოცხლედ დაუჯდა ნიკას საბათვის ყველაფრის ახსნა.
რა თქმა უნდა გაუჭირდა მაგრამ გაგებით მოეკიდა ყველაფერს.
შეეგუა იმ ფაქტს რომ ჯობდა თავისი სიყვარული დაეთმო,თუმცა თათიამ(საბა შეყვარებულმა) არაფრით დატოვა საბა.
ბევრ ეცადნენ გადაეფიქრებინათ თათიასთვის თავისი მშობლებიც,საბას მშობლებიც და მეგობრებიც, მან კი ყველას განუცხადა
-მე საბა ისეთი მიყვარს როგორიც არის,თუნდაც ერთი დღე მომიწიოს მასთან ბედნიერად გატარებამ მზად ვარ ამისთვის.
საბას სიხარულის ნაპერწკლები ჩაუდგა თვალებში,ნიკას კი იმედი და სიამაყის შეგრძნება მომავალი სარძლოსი.
თვითონაც ხომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა ნუცასთან,სწორედ ეს არგუმენტი მოუყვანა თათიამაც და ნიკამ საპასუხოდ ვეღარაფერი უთხრა.
ეს საბასთვისაც დიდი სტიმული იყო.სანამ შეძლებოდა იმკურნალებდა და თათიას გაბედნიერებისთვის ყველაფერს იზამდა.
***


მერე???
მერე იყო თათიას და საბას პარიზში საცხოვრებად გადასვლა.
საბა იქ თან მუშაობდა,თან მკურნალობდა.
მერე თათიას პირველი ფემძიმობა მოეშალა,მეორეჯერ კი მათაც ტყუპები შეეძინათ გოგო-ბიჭი.
გოგოს ნუცა,ბიჭს კი ნიკოლოზი დაარქვეს.
თუმმცა ბავშვები ორივე ჯანმრთელები იყვნენ და მამის დაავადება არ გადაჰყვათ.
მერე...
მერე დაიწყო საბასთვის ყველაზე ცუდი პერიოდი.
ნუცა და ნიკოლოზი ამ დროს უკვე დიდები იყვნენ
ნუცასავით მასაც დაეწყო ჯერ მოძრაობის შეზღუდვით,შემდეგ კი ისე დასრულდა როგორც ყველა ელოდა.
საბას დარდი გაჰყვა თავისი შვილების მუდამ იმას იძახდა რომ არ უნდოდა შვილებს ის განეცადათ რაც თვითონ გადაიტანა პატარაობაში თუმცა მუდამ მადლობელი იქნებოდა მათი რომ მამობის გრძნობა განაცდევინეს.რომ მისი ცხოვრება მიუხედავად ბევრი ტანჯვისა ბედნიერებითაც სავსე იყო.
კიდევ ერთი დარტყმა მიიღო ნიკამ,კიდევ ერთხელ მოუკვდა გული,ვეღარ უძლწბდა ამ ტკივიკს,სულ გაუთეთრდა თმა.თითქოს ერთიანად მოტეხა ამდენმა ტკივილმა.
ეს ტკივილი მხოლოდ მაშინ უყუჩდებოდა როცა პატარა ნუცას ეფერებოდა,თავის შვილიშვილში პირველ სიყვარულს ხედავდა.მხოლოდ ამას ვერავინ ამჩნევდა და არც ამბობდა არ უნდოდა დეას შეემჩნია რამე და გული ტკენოდა.
ყველასთვის მტკივნეული დრო დადგა.
ვერაფრით ანუგეშებდნენ ნიკას და ვერც ერთმანეთს.უბრალოდ იდგნენ ერთად,ერთმანეთისს გვერდით თავჩახრილები.თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო,ყველა ტკივილი დაუბრუნდათ.
მაგრამ რაღაც სასწაული მოხდა თითქოს საბა იღიმოდა,თითქოს ბედნიერი იყო.ეს ალექსიმ შეამჩნია და ყველას დაანახა,თითქოს მთელი ტკივილი მოეშვათ გულიდან,ყველა მიხვდა,რომ საბამ დედას შეხვდა,მაგრამ ამაზე არავის არაფერი უთქვამს,არასდროს უსაუბრიათ.თავს ამაზე ფიქრით იმშვიდებდნენ,როგორც იქნა ორმა გატანჯულმა სულმა იპოვა ერთმანეთი.

დასასრული



გაუფრთხილდით ერთმანეთს,თქვენი სიყვარული დაიცავით,ნურაფრის გამო დაიხევთ უკან და დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ.გიყვარდეთ ყველა ისეთი როგორიც არის და ნუ ეცდებით შეცვალოთ ერთმანეთი.დატკბით ცხოვრების თითოეული წუთით,ის ხომ.ასეთი ხანმოკლეა.



№1 სტუმარი Guest Someone

Dzaliaan kargiaaa!! Ragacc minda rom ggkitxoo:)) am saitze ertxel cavikitxe istoriaa biznesmenze da mis mdzivanze romelic rogorc dacvas iseti roli akvs:) ar maxsovvs detalebii magramm iknebb vinme damexmaroott povnashii :)

 


№2  offline წევრი Duci

Guest Someone
Dzaliaan kargiaaa!! Ragacc minda rom ggkitxoo:)) am saitze ertxel cavikitxe istoriaa biznesmenze da mis mdzivanze romelic rogorc dacvas iseti roli akvs:) ar maxsovvs detalebii magramm iknebb vinme damexmaroott povnashii :)

Madloba :) samwuxarod ar vici eg istoria :(

 


№3 სტუმარი kati

kargi Ra.es mindida axla me?movkvdi tirilit.guli metkina.

Da tqvens angarishze darchenilia chemi cremlebi.

 


№4  offline წევრი Duci

kati
kargi Ra.es mindida axla me?movkvdi tirilit.guli metkina.

Momiteve :)

 


№5 სტუმარი kati

cudad AR gamigo.iseti realuri iyo,titqos mec mattan ertad ganvicade yvelaferi.

 


№6  offline წევრი Duci

kati
cudad AR gamigo.iseti realuri iyo,titqos mec mattan ertad ganvicade yvelaferi.

Cudad arc gamigia,pirikit mixaria tu ise gadmoveci rom axlos movida shentan.madloba :)

Duci
kati
cudad AR gamigo.iseti realuri iyo,titqos mec mattan ertad ganvicade yvelaferi.

Cudad arc gamigia,pirikit mixaria tu ise gadmoveci rom axlos movida shentan.madloba :)

Cremlebi rogor dagibruno ar vici :d

 


№7 სტუმარი kati

es ubralod xatovan gamotqmad gamoviyene satauridan gamimdinare.

 


№8  offline წევრი ლილიანი

აიი რამდენი ვიტირე რაა რა იყოო ეს ძალიან ემოციური იყოო ნიკა ნუცააა აუუ მერე საბაა ძალიან შემეცოდა ნიკა კიდევ კარგი დეა ყავს ცოტას შეუმმსუბუქებს დარდს ძაან აუჰ მართლა რამმდენი ვიტირე რაა ეს ისტორია ნამდვილია თუ ნამდვილია გადავირევი მართლა წერის ნიჭი არ მაქო კი არაა ძაან მაგრად გადმოეცი გრძნობები საერთოდ ჩემი ატირება ძნელია ახლა კიდე რამდენი ვიტირე ძალიან შემეცოდა რაა უჰ რამე მხიარული უნდა წავიკითხო თორე ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან კარგი ხარ ძალიან მომეწონა

 


№9 სტუმარი Guest ნინი

ასეთი დიდი ლამაზი დ. საოცარი სიყვარული უნდა ქონდეს ყველაა ❣ძალიან ძნწლია საყარელი ადამიანის დაკაგვა და არავის ვუსურვებ ამას ❤ძალიამ ბევრი ვიტირე და მოხიბლული და მონუსხული ვარ საოცრა ამ ისტორიით❣

 


№10 სტუმარი Guest ნათია

Matire am shuagamisas...egoisti var vet shevegue nikad da deas urtiertobas

 


№11  offline წევრი Duci

ლილიანი
აიი რამდენი ვიტირე რაა რა იყოო ეს ძალიან ემოციური იყოო ნიკა ნუცააა აუუ მერე საბაა ძალიან შემეცოდა ნიკა კიდევ კარგი დეა ყავს ცოტას შეუმმსუბუქებს დარდს ძაან აუჰ მართლა რამმდენი ვიტირე რაა ეს ისტორია ნამდვილია თუ ნამდვილია გადავირევი მართლა წერის ნიჭი არ მაქო კი არაა ძაან მაგრად გადმოეცი გრძნობები საერთოდ ჩემი ატირება ძნელია ახლა კიდე რამდენი ვიტირე ძალიან შემეცოდა რაა უჰ რამე მხიარული უნდა წავიკითხო თორე ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან კარგი ხარ ძალიან მომეწონა

ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის,ჩემთვის ბევრს ნიშნავს მართლა,ისტორიის რაღაც მონაკვეთები ნამდვილია დანარჩენი ფანტაზია :D

Guest ნინი
ასეთი დიდი ლამაზი დ. საოცარი სიყვარული უნდა ქონდეს ყველაა ❣ძალიან ძნწლია საყარელი ადამიანის დაკაგვა და არავის ვუსურვებ ამას ❤ძალიამ ბევრი ვიტირე და მოხიბლული და მონუსხული ვარ საოცრა ამ ისტორიით❣

ძალიან დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგეწონათ ❤️

Guest ნათია
Matire am shuagamisas...egoisti var vet shevegue nikad da deas urtiertobas

ბოდიში არ მინდოდა ცუდ ხასიათზდე დამეყენებინეთ. უღმესი მადლობა აზრის გამოხატვისთვის :)

 


№12  offline წევრი ლილიანი

[quote=Duci][quote=ლილიანი]აიი რამდენი ვიტირე რაა რა იყოო ეს ძალიან ემოციური იყოო ნიკა ნუცააა აუუ მერე საბაა ძალიან შემეცოდა ნიკა კიდევ კარგი დეა ყავს ცოტას შეუმმსუბუქებს დარდს ძაან აუჰ მართლა რამმდენი ვიტირე რაა ეს ისტორია ნამდვილია თუ ნამდვილია გადავირევი მართლა წერის ნიჭი არ მაქო კი არაა ძაან მაგრად გადმოეცი გრძნობები საერთოდ ჩემი ატირება ძნელია ახლა კიდე რამდენი ვიტირე ძალიან შემეცოდა რაა უჰ რამე მხიარული უნდა წავიკითხო თორე ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან კარგი ხარ ძალიან მომეწონა[/quote]
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის,ჩემთვის ბევრს ნიშნავს მართლა,ისტორიის რაღაც მონაკვეთები ნამდვილია დანარჩენი ფანტაზია :D

რომელია სინამდვილე?

 


№13  offline წევრი Duci

[quote=ლილიანი][quote=Duci][quote=ლილიანი]აიი რამდენი ვიტირე რაა რა იყოო ეს ძალიან ემოციური იყოო ნიკა ნუცააა აუუ მერე საბაა ძალიან შემეცოდა ნიკა კიდევ კარგი დეა ყავს ცოტას შეუმმსუბუქებს დარდს ძაან აუჰ მართლა რამმდენი ვიტირე რაა ეს ისტორია ნამდვილია თუ ნამდვილია გადავირევი მართლა წერის ნიჭი არ მაქო კი არაა ძაან მაგრად გადმოეცი გრძნობები საერთოდ ჩემი ატირება ძნელია ახლა კიდე რამდენი ვიტირე ძალიან შემეცოდა რაა უჰ რამე მხიარული უნდა წავიკითხო თორე ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან კარგი ხარ ძალიან მომეწონა[/quote]
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის,ჩემთვის ბევრს ნიშნავს მართლა,ისტორიის რაღაც მონაკვეთები ნამდვილია დანარჩენი ფანტაზია :D

რომელია სინამდვილე?[/quote]
[quote=ლილიანი][quote=Duci][quote=ლილიანი]აიი რამდენი ვიტირე რაა რა იყოო ეს ძალიან ემოციური იყოო ნიკა ნუცააა აუუ მერე საბაა ძალიან შემეცოდა ნიკა კიდევ კარგი დეა ყავს ცოტას შეუმმსუბუქებს დარდს ძაან აუჰ მართლა რამმდენი ვიტირე რაა ეს ისტორია ნამდვილია თუ ნამდვილია გადავირევი მართლა წერის ნიჭი არ მაქო კი არაა ძაან მაგრად გადმოეცი გრძნობები საერთოდ ჩემი ატირება ძნელია ახლა კიდე რამდენი ვიტირე ძალიან შემეცოდა რაა უჰ რამე მხიარული უნდა წავიკითხო თორე ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან კარგი ხარ ძალიან მომეწონა[/quote]
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის,ჩემთვის ბევრს ნიშნავს მართლა,ისტორიის რაღაც მონაკვეთები ნამდვილია დანარჩენი ფანტაზია :D

რომელია სინამდვილე?[/quote]
მაგას ჩემთვის დავიტოვებ თუ ძალიან არგეწყინება ☺️

 


№14  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Vitire bevri vitire saba dzalian shemiyvarda da gioc rogor miyvars namdvili megobrebi namdviliad kargi istoria iyo barvo
--------------------
M.D

 


№15  offline წევრი Duci

mtirala var
Vitire bevri vitire saba dzalian shemiyvarda da gioc rogor miyvars namdvili megobrebi namdviliad kargi istoria iyo barvo

როგორ გამაბედნიერე ამ სიტყვებით ვერ აგიღწერ,უბრალოდ დიდი მადლობა

 


№16  offline წევრი ლილიტიი

არანაირი ემოციები და გრძნობები არ მიგრძვნია მე პირადად.
მაკლდა ის გაცნობის პერიოდი ნიკასი და ნუცასი
მათი სიყვარული მაკლდა
დიალოგები მაკლდა
ყველაფერი დამაკლდა.
არც ყვარებიათ თითქოს ერთმანეთი.
დეა და ნიკასთანაც იგივე მოხდა, თითქოს უბრალოდ საყრდენი იპოვა ნიკამ და ვსიო.
ძალიან არარეალური იყო და რაც მთავარია ყვლანაირი ემოციით დაწერილი.
წარმატებები

 


№17  offline წევრი Duci

ლილიტიი
არანაირი ემოციები და გრძნობები არ მიგრძვნია მე პირადად.
მაკლდა ის გაცნობის პერიოდი ნიკასი და ნუცასი
მათი სიყვარული მაკლდა
დიალოგები მაკლდა
ყველაფერი დამაკლდა.
არც ყვარებიათ თითქოს ერთმანეთი.
დეა და ნიკასთანაც იგივე მოხდა, თითქოს უბრალოდ საყრდენი იპოვა ნიკამ და ვსიო.
ძალიან არარეალური იყო და რაც მთავარია ყვლანაირი ემოციით დაწერილი.
წარმატებები

მადლობა გავითვალისწინებ შენიშვნებს :)

 


№18  offline წევრი ucnobi_18

აი ძლიან კარგი იყოო ძალიან ემოციებისგან აი არვიიცი არც კივიცი რა დავწეეო უბრალოდ შეუდარებელი იყო და მორჩა❤

 


№19  offline წევრი Duci

ucnobi_18
აი ძლიან კარგი იყოო ძალიან ემოციებისგან აი არვიიცი არც კივიცი რა დავწეეო უბრალოდ შეუდარებელი იყო და მორჩა❤

უღრმესი მადლობა

 


№20  offline წევრი Chasing liberty

ვაი გული

 


№21  offline წევრი Duci

ნინი პირველი
ვაი გული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent