შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მოდის,სიყვარული ქრება (თავი 1)


8-02-2017, 22:29
ავტორი chveni tbilisi
ნანახია 1 356

და მერე მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა,თბილისის ყველა უბანში მათზე ლაპარაკოდნენ,ყველა ჟურნალი მათი სურათებით იყო აჭრელებული.
თიკა მაისურაძე:გარეგნობით შავგრემანი,საშვალო სიმაღლის,თაფლისფერი თვალებით.დათო(მამამისი) მთელ ქალაქში მესამე კაცი იყო,სალო(დედამისი) ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს მეპატრონე.თიკა მათთვის ერთადერთი შვილი იყო,ამიტომ რაც კი საუკეთესო იყო ყველაფერი მას
საუკეთესო სასწავლებელი-თიკას
საუკეთესო ტანისამოსი-თიკას
საუკეთესო ტელეფონი-თიკას
************
დათო და სალო ყოველთვის გადამეტებულად ზრუნავდნენ ჩემზე,ეს არასდროს მომწონდა.როგორ შეიძლება,რომ მეგობართან წასვლის დროსაც დაცვით ვიარო ან რამე მსგავსი.თუ რამე დამჭირდება,ჩემს პირად ექიმს მაშინვე აქ გააჩენენ.მახსოვს ნია ლიკლიკაძის დაბადების დღეზე,ლუკა თაბაგრმა ძალით წამიყვანა.ის არ მითქვამს რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა ბიჭები არიან.ლუკა თაბაგარი და ნიკუშა გაგუა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან,სკოლიდან ერთად ვართ.ლუკა დილის თერთმეტ საათზე ჩემთან იყო.სალომ შემოაცილა ოთახში,თაბაგარი სირბილით შემოვარდა.ლოგინზე წამოვჯექი და ცალი თვალი გავახილე.
-აქამდე ძილი ვის გაუგია გოგო?
სავარძელში ჩაესვენა ლუკა და გაიკრიჭა.
-მოიცა რა,რამე მოხდა?
დავეჯღანე.
-როგორ თუ რა ხდება?ლიკლიკაძის დაბადების დღისთვის რას აპირებ?!
გაოგნებული სახით მიყურებდა.
-უხასიათოდ ვარ,ალბათ არ წამოვალ
-ახლა მითხარი რომ ეს არ გამიგია და მომესმა!
თაბაგარს ისეთი გამომეტყველება ქონდა,უარის შემთხვევაში ტრავმატოლოგიურში მოხვედრა არ ამცდებოდა.
-წამოვალ,ექვსისთვის გამომიარე რა
-ვიცოდი,ვიცოდი!
სახე მაშინვე გაებადრა.ლუკას წასვლის შემდეგ ტელეფონი გადავამოწმე,ხუთი გამოტოვებული ზარი იყო ნიასგან.სასაუზმოდ მოვემზადე და დაბლა ჩავედი,მაგიდასთან სალო იჯდა,როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.
-როგორც იქნა,შენი ადგომა გვეღირსა!რას აპირებ დღეს?
-ლიკლიკაძესთან მივდივარ ექვსისთვის
-უი,მიულოცე ჩემგანაც.რა უნდა ჩაიცვა?
-არ ვიცი,ალბათ შენი დახმარება დამჭირდება
-ის შავი დეკოლტე ჩაიცვი,შეუდარებელი ხარ!
-ხო ეგ მეც ვიფიქრე
გავუღიმე და მაღლა დასვლა დავაპირე.
-თიკა!არავითარი ჯინსები და კედები.
-დედა!
-ონიანმა მოგიკითხა
თემა შეცვალა.ანდრია ონიანს ბავშობიდან ვუყვარვარ,თავიდან ვმეგობრობდით მაგრამ,ახლა მისი საქციელების გამო ვერ ვიტან.მახსოვს,როგორ ცემა ვიღაც ბიჭი ბანკეტზე.თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ჩემს ოთახში ავედი.შხაპი მივიღე და მოვემზადე.ლუკას ზარს ველოდებოდი,ექვსს ათი რომ აკლდა თაბაგარი ჩემთან იყო.კიბეებზე სწრაფად ჩავედი
-როგორ გამოვიყურები ლუკ?
დავბზრიალდი და ჩავეხუტე.
-შეუდარებელი ხარ,როგორც ყოველთვის!
-დაცვას ვეტყვი,წაგიყვანთ
სალო ჩაერია ლარაკში.
-დედა კარგი რა!
-არავითარი კარგი რა,ესე უფრო მშვიდად ვიქნები.
მასთან კამათის თავი არ მქონდა,არც ლუკას უთქვია რამე.ხასიათზე არ ვიყავი,თაბაგარი მთელი გზა ახალ ჭორებს მიყვებოდა.
-ონიანზე გაიგე?
-არა,რა მოხდა?
-ყველა მაგაზე ლაპარაკობს,მე და თიკა ერთად ვართ და ჯერ არ ვამხელთო.
სიცილისგან თავი მძლივს შევიკავე და თვალებით დაცვისაკენ ვანიშნე.მე და თაბაგარი სცილისგან გავლურჯდით.
-არ მიკვირს,ონიანისგან არ იყო გასაკვირი.
-ვიცოდი,ეგ პირველი მე მეცოდინებოდა!
მთელი გზა ვიცინოდით.ლიკლიკაძეს სახლთან რამოდენიმე მანქანა იდგა,მე და ლუკა მანქანიდან გადავედით.უკნიდან ნაცნობი ხმა მოგვესმა.
-ვაა რა ხალხი!
-ჩემი ნიკუშაა
გაგუა მანქანასთან ატუზული იდგა და გვიყურებდა.



№1 სტუმარი გიკი გოგო

საშვალ-არა,საშუალო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent