ანგელოზი - თავი 4
-თიკა სცენების გამართვას მოეშვი და დაწყნარდი -დავწყნარდე? როგორ დავწყნარდე როდესაც ჩემი ქმარი ვიღაც პაციენტთან მღალატობს? -ჩემი ბრალია ყველაფერი. ლუკა არაფერ შუაშია ნინას მისუსტებულ ხმაზე გული მომიკვდა. თავს დამნაშავედ გრძნობს -გოგონი შენ ვაფშე ჩუ რაა. კიბოთი სარგებლობ და ქმარს მართმევ. -თიკა ზედმეტები მოგდის. ნინას ასე ნუ ელაპარაკები გასაგებია? -უჰჰ ბოდიში რომ შენ საყვარელს უხეშად დაველაპარაკე. რამოდენიმე თვეში მოკვდება ეს შენი ნინა და მერე რა უნდა ქნა? ისევ ჩემთან მოცუცქდები? თუ ვინმე ახალ მომაკვდავს მოძებნი? უკვე ჭკუიდან გადავდიოდი. არ მინდოდა ქალზე ხელი ამეწია. არ მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა რასაც შემდეგ ვინანებდი. ნინას შევხედე სახეზე ფერი არ ედო. -გთხოვთ ლუკას აპატიეთ, ჩემი ბრალია მე ვთხოვე მანაც როგორც მომაკვდავს უკანასკნელი სურვილი შემისრულა -აუუ თავს ნუ მაცოდებ რაა. მე ლუკა არ გეგონო. ხარ და მეტი არაფერი. მომაკვდავია თურმე გოგო. თუ კვდები სექსი რა ჯანდაბად გინდა? ყველაფერი ერთ წამში მოხდა. ხელი მოვიქნიე და თიკას სახეში გავარტყი. ვინანე მაგრამ გვიანი იყო უკვე -მაგარია 11 წელია ცოლ-ქმარი ვართ შენ კი ვიღაც მომაკვდავ ბოზთან მცემ. ხომ იცი რომ ბედნიერები არ იქნებით? ხომ იცი რომ ღმერთი ორივეს დაგსჯით? -თიკა წადი, წადი სანამ უარესი არ გავაკეთე ქუსლების კაკუნით გავიდა ოთახიდან და კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. ვიცი, ვიცი რომ დამნაშავე ვარ. ვიცი რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი თიკას. ნინა შეშინებული იჯდა საწოლის კუთხეში და ტიროდა. როგორ შემაყვარა თავი ამ 2 დღეში. ჩემი პატარა გოგო. მასთან მივედი და ხელები მოვხვიე. -მაპატიე ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე შენი და თიკას ურთიერთობა. -ჩუუ პატარავ, შენ არაფერ შუაში ხარ, მე შენ აგირჩიე -არა ლუკა,წადი და თიკას ბოდიში მოუხადე. წადი გთხოვ ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გავედი. არა შანსი არაა თიკას აღარ შევურიგდები. ორი ოპერაცია მქონდა დანიშნული, ამიტომ მომზადება დავიწყე. საოპერაციოში პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნა. ვერ შევძელი გადარჩენა და ამას საკუთარ თავს ვაბრალებდი -გარდაცვალების დრო 14:56. ჯანდაბა ამას. ჯანდაბა. მე რომ ყურადღებით ვყოფილიყავი შეიძლება არ მომკვდარიყო. ნამდვილი მკვლელი ვარ. მკვლელი ვარ. როგორ შეიძლება ერთ დღეში ამდენი რამ მოხდეს? ძალიან დავიღალე უკვე ძალიან. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ოხ ეს ქალი როგორ ურევენ ტვინს კაცებს -ლუკა ექიმო სწრაფად 128 პალატაში გოგონას გული გაუჩერდა 128, 128 ეს ხომ...... ეხ ხომ ნინას პალატა იყო. გიჟივით გავიქეცი და რეანიმაცია დავიწყე. გული არ მუშაობდა -ნინაა! ნინა გთხოვ, მიდი არ დანებდე გთხოვ!! -ლუკა ექიმო აზრი არ აქვს. -არაა, არა ნინა არ მოკვდება. შეუძლებელია. არაა ისევ ვაგრძელებდი მაგრამ აზრი არ ქონდა. -ექიმო სიკვდილის დრო უნდა დააფიქსიროთ -ამის დედა ვატირე. გარდაცვალების დრო 15:02 პალატიდან გიჟივით გამოვარდი. ჩემი ნინა, ჩემი პატარა გოგო. ისე მოკვდა ვერც ვუთხარი როგორ მიყვარდა. ვერ მოვასწარი. ჩემი ბრალია მისი სიკვდილი. მხოლოდ ჩემი ბრალია, სხვა არავის. საავადმყობოდან ისე წამოვედი არაფერი არ მახსოვდა. მანქანით სადღაც მივდიოდი მაგრამ არ ვიცი სად. გული ისე მტკიოდა გეგონება ამომგლიჯეს. როდესაც მანქანა გავაჩერე მერე მივხვდი სადაც ვიყავი. ეს მონასტერი იყო. მონასტერი სადაც მამას პატარაობაში დავყავდი. *****10 წლის შემდეგ***** მონასტრის ეზოში ვიჯექი და ჩემს წარსულზე ვფიქრობდი. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ჩემი 9 წლის ბიჭი იყო. იმ დღეს თიკა საავადმყოფოში იმის სათქმელად მოვიდა რომ ფეხმძიმედ იყო. არ შევრიგებულვართ. თიკა მეორედ გათხოვდა. ერთ-ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ყველა ადამიანს თავისი ანგელოზი ყავსო. ჩემი ანგელოზი იცით ვინ არის? მართალი ხართ ნინა. ჩემი პატარა და უსუსური გოგო. ისე მალე გაირვინე 10 წელმა ვერც მივხვდი. ერთ რჩევას მოგცემთ არასდროს გადადოთ ის რისი გაკეთებაც დღეს გინდათ. ავტორი: ვიცი რომ ძალიან მალე დავასრულე მაგრამ ახალ მოთხრობას ვწერ და დრო არ მყოფნის. ისიც ვიცი რომ ასეთი დასასრული არ გინდოდათ. მოკლედ დიდი მადლობა ვინც კითხულობდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.