შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდი, ეგო, სუპერეგო. (3)


9-02-2017, 01:12
ავტორი kaatoo
ნანახია 1 650

2 თავი
***
სოფია პატარა ქალაქის ძველ და ლამაზ უბანში ცხოვრობს. მისი მშობლები მარიამი და დავითი ყველაზე წესიერი და პატივსაცემი ხალხია მთელს გორში. სოფია კი მათი ერთადერთი ქალიშვილია, დახვეწილი მანერებით და ასეთივე დახვეწილი გარეგნობით. სოფია უნივერსიტეტში სწავლობს სამედიცინოზე. ეს პროფესია მშობლების არჩევანი იყო.
შეუძლებელია ნახოთ სოფია და არ მოიხიბლოთ მისი ქცევით, თავშეკავებულობით. ზედმეტი არაფერი მოუვა, არც ზედმეტად ისაუბრებს და თავს მოგაწყენს, არც რომელიმე ემოციას გამოხატავს გადამეტებულად, ყველაფერში ნაზია. უამრავი ბიჭის გული ეკუთნის მას, ღამღამობით სერენადებს უმღერიან, ძვირადღირებული საჩუქრები და თაგულები ხომ მისი ყოველდღიურობა, მაგრამ სოფიას გული თავისუფალია.
***
დილით ადრე გაიღვიძა სოფიამ , ლექციები აქვს.
-ძვირფასო , გაიღვიძე?
-დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის, გილოცავ დაბადებისდღეს ,ჩემო ლამაზო .
-მადლობა დედა
-მეც გილოცავ შვილო მრავალს დაესწარი , სულ ბედნიერი გვყავდე მთავარია.
-მადლობა მამა
-ძვირფასო, უნივერსიტეში ტაქსებით დადიხარ, ეს არ მოწონს.
-მე ეს არ მაწუხებს და არც შენ იდარდო.
-ვიცი ძვირფასო, ამას არ ვგულისხმობ. მინდა შენი მანქანით იარო. ამიტომ ჩემი საჩუქარი, ჩემს სურვილს დაემთხვა.
-რა?
-გარეთ გადი.
ეზოში თეთრი მინიკუპერი იდგა. სოფია ბედნიერი თვალებით უყურებდა მანქანას, შემდეგ მამას ჩაეხუტა.
-მადლობა მამა, ძალიან გამახარე.
-ვიცოდი , რომ გინდოდა.
-გავისეირნოთ?
-კარგი აბა წავიდეთ.
ახლო მიდამოებში რამდენიმე წრე გააკეთა, შემდეგ სახლში დაბრუნდა.
-კარგი შვილო არ დაგაგვიანდეს ლექციებზე წადი ახლა, ფრთხილად იარე.
-ნუ ნერვიულობ მამა, ნელა ვივლი.
სოფიას არ ჩვეოდა გადაჭარბებით რაიმე ემოციის გამოხატვა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი იყო. თეთრი პერანგი მუხლს ქვემოთ კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. კლასიკური ქალის მაგალითი გახლდათ, მუდმივად ასდიოდა ძვირადღირებული პარფიუმის სურნელი. მაკიაჟიც მუდმივად ქონდა, მაგრამ მსუბუქი და დახვეწილი. ნაზედ იღიმოდა და მიდიოდა , გული აჩქარებული ქონდა.
მოულოდნელად შეძახილმა დააფრთხო მისი ბედნიერება.
-222 გადააყენე მანქანა.
სოფია აღელდა, სახეზე სიწითლემ გადაუარა.
-გამარჯობათ, პატრულ ინსპექტორი , გიორგი დავითაია, შენ?
-დიახ, რა მოხდა?
-ბელა აქ რას აკეთებ?
-გეშლებათ, მე ბელა არ ვარ.
-დამცინი? აქ რა გინდა?
-უკაცრავად გეშლებათ.
-არა არ მეშელება. თუ ასეა საბუთები მაჩვენე.
სოფიამ პირადობა და მართვის მოწმობა მიაწოდა, შემდეგი მონაცემებით, სოფია გრუზინსკი დაბადებული 1996 წლის 2 დეკემბერს.
-აი ხომ ხედავთ, არ ვარ ბელა.
-ეს დამთხვევა ვერ იქნება. გილოცავ დაბადებისდღეს მართლა
-მადლობა, ძალიან მეჩქარება, უნივერსიტეტში მაგვიანდება. თუ შეიძლება, რომ წავიდე?
-შეგიძლია, კარგი არაფერი წადი თავისუფალი ხარ.
სოფია ამ შემთხვევამ დააფიქრა, იმ მომენტში შეშინებული იყო, მაგრამ მერე გააცნობიერა, რომ ვიღაცაში აერიათ თანაც ისე, რომ სანამ საბუთები არ ნახეს ვერ დაიჯერეს , რომ სოფია ის ვიღაც არ იყო. გაახსენდა წლების წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბათუმში ვიღცა ზუსტად ასე დაჟინებით მიმართავდა რაღაც სახელით, მაგრამ ახლა არ ახსოვს იგივე სახელი იყო თუ სხვა. შესაძლებელია ვიღაც ძალიან გავს, ორეულები ხომ არსებობენ. უნივერსიტეტში ლექციებს, რომ მორჩა მეგობრებმა კაფეში შეიყვანეს, მაგრამ სოფია მალევე წამოვიდა, რადგან სახლში სტუმრები ეყოლებოდა, ამ დღეს ყოველთვის თავშეყრაა ხოლმე მათ ოჯახში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent