შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?.. (3)


9-02-2017, 13:51
ავტორი lile-eli
ნანახია 3 126

-რას ამბობს, დილამდე მოგისმენო?..
ცეცხლი იგულისხმა სიუმ, უკვე კარგად ნასვამი და თამამი იყო, თუმცა სითამამე არც ფხიზელს არ აკლია, თუ რამე უნდა არ მგონია რამეს მოერიდოს, სწორედ მისი ეს ძილერი და თავდაჯერებული გამომეტყველება, მომწონს, ფრთხილია, იცის რა უნდა და როგორ მიიღოს, მისი მზრუნველი გამოხედვა კი, ძალაა რომელმაც აქამდე მომიყვანა..
-არ ვიცი. ვუპასუხე მე
-რაზე საუბრობთ?
-ჩამომიჯდა გვერდით, ცეცხლს შეშა დაუმატა..
-ყველაფერზე.. გამეღიმა
-ლამაზი თმა გქონია დარატომ არ იშლი ხოლმე?
-მადლობა.
-არ შეიკრა, შეიძლება მე გაგისწორო?
-ხელით გამიშალა ნაწნავი და თმა გაყო ნახევარი უკან დატოვა ნახევარი გვერდზე გადმომიყარა, ამას ისე ნაზად აკეთებდა, გულში სითბო მეღვრებოდა, ცდილობდა თვალებში შეეხედა და მე თავი ავარიდე..
-ნაწყენი ხარ, ჩემზე? (გიგი)
-ასე რატომ ფიქრობ?
ამჯერად ვერ მოვითმინე და თვალებში შევხედე, თვითონაც თვალებში მიყურებდა, თითქოს ცდილობდა დამენახა, რომ გულწრფელი იყო, ან მე მინდოდა ასე მეფიქრა..
-წესით ბევრი მიზეზი გაქვს.
-ვერ მიგიხვდი?..
ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რას გულისხმობდა და რის თქმას ცდილობდა..
-კარგი მე გეტყვი: ჯერ ნინი, მისი აქ წამოსვლა დაგეგმილი არ იყო, უხერხულობისთვის ბოდიშს გიხდი.. მერე თემო, ვიცი ძალიან ცდილობს გაგაბრაზოს, თუმცა ბოროტი არა არის. აქედან, რომ ჩავალთ, ორივს დაველაპარაკები პირობას გაძლევ თემო აღარ შეგაწუხებს და ჩვენ.. ჩვენს ურთიერთობას სახელი არ დავარქვათ?
-ჯერ ნინის დაელაპარაკე და მერე დავარქვათ!. თემოს ყურადღებას ნუ მიაქცევ, თვითონ გავუმკლავდები..
-ელი ესეიგი გინდა სახელი ერქვას ამ ურთიერთობას?
- როცა ყველაფერი გარკვეულია და თავისი ხაელი ჰქვია უფრო მარტივია ცხოვრება!
- ნინის უკვე ველაპარაკე, მაგრამ ალბათ მეორედაც მომიწვეს მასთან საუბარი.
-იყოს მეორედაც...
-ძალიან მომწონხართ, ერთად როცა ხართ...
დიტო ხმაურით ჩამოგვიჯდა, დანარჩენებიც შემოუსხდნენ ცეცხლს, უნდა ვაღიარო მესიამოვნა, მაგრამ მოვიცდი.. მანქანის მუსიკები ჩართეს ყველანაირი მუსიკა გაჟღერდა იმღერეს, იცეკვეს, ნინი და გიო ისე კარგად ცეკვავდა არავის ცეკვის სურვილი არ გამოუთქვამს, გამთენისას დავიშალეთ, ყველამ კარგად დალია სასმელი, დილით გოგონები გავაღვიძე და ერთი ძალიან ბანალური იდეა შევთავაზე, კბილის პასტის მაკიაჟი ბიჭებს. ნინიმ თქვა:

- ძალიან ძველი იდეაა და სხვა მოვიფიქროთ..
ვერაფერი მოიფიქრეს და მარიმ უთხრა:
- „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, მე მოვდივარ ელი!
- კარგი მეც წამოვალ, ოღონდ გიგის მე წაუსვამ!
გავბრაზდი, იმის ხაზ გასმა რომ „გიგი მისია,“ უკვე მესამე დღეა ვიტან, აი გამოვაჩინე ბრჭყალები, მეც ისეთივე ეგოისტი ქალი ვარ, როგორიც ხვა დანარჩენი, გავიფიქრე და ვუთხარი:
-თემოს და საბას მე ვპასტავ დანარჩენი თქვენ გაინაწილეთ!
შევიპარე საბას ოთახში ისეთი გათიშულები იყვნენ, ვერაფერი გაიგეს, ახლა თემოს და სიუს ოთახის ჯერი დადგა, თემოს და დემეს წავუსვით და ნინიმ დაიყვირა..
-ვაიმე გიგი არ არის, სად არის?
მიარიმ სასწრაფოდ გამოაგდო ოთახიდან ნინი, მეც გამოვიქეცი და ყავისკენ გავეშურე, თან გამიხარდა სიუ რომ არ იწვა, გავიფიქრე ნეტა სად არის.. სამზარეულოში დიასახლისს-ჟუჟუნა დეიდას ესაუბრებოდა:
-მამას თქვენი თაფლი ძალიან უყვარს, გაუხარდება. (გიგი)
-გიგი, მამა მომიკითხე დიდი სიყვარულით.
მამაზე ისე თბილად საუბრობს გიგი.. ამ ადამიანში არის ის რაც მართლა შეიძლება მოგეწონოს ჯერ როგორც ადამიანს და მერე როგორც ქალს.. თაფლის ქილა შეფუთა..
-კარგი ჟუჟუნა დეიდა გადავცემ. ელი მოდი..
ჩემი ფეხის ხმაზე შემობრუნდა და მისი საფირმო ღიმილით მომესალმა, გოგოებიც შემომიერთდნენ, მივესალმე ორივეს..
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა გოგონებო. ყავისთვის წყალი მზად არის.
მოგვმართა ჟუჟუნა დეიდამ
-აუ რა კარგია...
გოგნებმა გაიხარეს, სახლიდან ყვირილის ხმა მოისმა, მე თემოს ხმის გარჩევას ვცდილობდი, რადგან მისი გაბრაზება ყველაზე მეტად მინდოდა..
-ეს ვინ მაკადრა ტო! ვინ გაბედა!
ყვირილით გამოვიდა გარეთ და წყლისკენ წავიდა, სამზარეულოს ეზოდან კარგად ჩანდა ყველა და ისმოდა მათი, ბუზღუნი..
-ოჰ აკადრეს და გაუბედეს ბიჭს!
ჩავილაპარაკე და გოგოებმა ყველამ ერთად დაიწყეს სიცილი.
-გიგი რას გადარჩი? ნინი გაპასტვას გიპირებდა.
მარიმ გაარკვია სიტუაციაში.. სიუმ მე გამომხედა და ისე იკითხა, დამაკვირდა მეწყინა თუ არა..
-მე რატომ რამე დაგიშავეთ? (გიგი)
-არა, ელის იდეა იყო, თემოს და საბას სამაგიერო გადაუხადა.. (ნინი)
ნინიმ თავი გაიმართლა, ყვირილით გამოვარდა საბა..
-ელი სად ხარ! ეგ შენი შემოქმედება იქნება?!
-აქ ვარ, მოვდივარ.
წავედი ყავის ჭიქით საბასთან, თემოც და დიტოც მოვიდნენ, დამიწყეს საყვედური თუ რა ბოროტი ვარ, და სამაგიეროს, რომ უნდა ველოდო..
- რატომ გამიკეთე ტო? (თემო)
- ხომ გითხარი მომერიდეთქო?!..
- იცოდე მიფრდხილდი!
-რატო ბრაზობ ცოტა მოგეხმარე, ხომ მაინც უნდა დაგებანა?
-ნახე შენ რა მოგივა!..
-აუ მეშინია... ტუჩები გამოვწიე ბავშვივით. თემო გაფრთხილებას და მუქარას ვისმენდი.. სიუც შემოგვიერთდა და თემოს მიმართა:
-თემო მორჩი რა!
-ამ ყავას თუ დამალევინებ არ გაგიბრაზდები..
სიუს ნათქვამზე მოლბა, ძალიან გამიკვირდა.
-უკვე დავიწყე დალევა..
-არაუშავს.
გამომართვა, სიუს გაეცინა:
-ყავის წილში გიზი ყველა..
-ამით თუ გამოვისყიდი ასე იყოს..
-წამოდით შატილი ერთხელ კიდე დავათვალიეროთ, თან სამიზნეებს ვისროლოთ, თუ ხალხი არ იქნება და დავიძრათ თბილისისკენ...
დიტომ და სიუმ შეგვაგროვეს და გამოგვიცხადეს ყოველივე, ავედით შატილზე ისევ, ჩვენი ზურგჩანთებით, წ....ბით და ძირითადი ნივთებით, რადგან მოვიარეთ მიმდებარე ტერიტორია, სამიზნეები დაალაგეს და რიგ-რიგობით ბიჭები სამიზნეს ესროდნენ, რათქმა უნდა კარგად გაართვეს თავი, გოგონებიც ახმაურდნენ სროლაზე, დიტო მონდომებით გვიხსნის როგორ უნდა დავიჭიროთ იარაღი, მაგრამ ისეთი მძიმე იყო ყველას გაუჭირდა დაჭერა, საბამ სალოს დააჭერინა და სამიზნეს მოხვდა.. მარიმაც ყოჩაღად გაართვა თავი, ნინის არაფერი გამოუვივიდა, მე უარი ვთქვი სროლაზე, მეშინია ასეთი თამაშის, თემომ ეს შანსიც არ გაუშვა ხელიდან და დამცინა, ამიტომ ერთი ვისროლე და უშედეგოდ, იმდენი იცინა თემომ, დიტოს ვთხოვე ერთხელ კიდე ვისვრი და უაირი მითხრა ტყვიები აღარ მაქვსო, თემომ დამცინა:
-რამდენიც არ უნდა ეცადო აზრი არ აქვს ლამაზო!..
-თუ ვისვრი და სამიზნეს მოვარტყამ რას იზამ?..
-მიდი ჩემი გოგო არ დაუთმო!.
საბამ შემაგულიანა, თან მე ხომ გულის სიღრმეში სიუსთვის ვცდილობდი დამემტკიცებინა, რაღაც, მაგრამ რა მეც არ ვიცი.. აი ესეც ერთი ქალური სისულელე..
-შენ რაც გინდა! აი ტყვიები ხუთიდან ერთასც თუ გაარტყამ მოგება შენი იყოს..
-ჩაალაგე და გამართე!
მივაწოდე თემოს, მანაც გამართა იარაღი და მომაწოდა, საბამ ყველაფერი თავიდან ამიხსნა, ძალიან მოვინდომე, მაგრამ ისევ უშედეგოდ გავისროლე, თემოსაც გაუხარდა, გადაიხარხარა და დამცინა...
-ერთი შენნაირი უნდა გვყავდეს და ქვეყანაში დაცვა არავის დასჭირდება “სუპერ სნაიპერი“ ხარ!..
საკუთარ თავზე გავბრაზდი ამას როგორ დავაცინინო თავი, სიბრაზისაგან ვერ მოვზომე და იარაღი, რომელიც პირველად მეჭირა ხელში, სათამაშოსავით თავიდან “გადავტენე” სამიზნე ჩამოვაგდე.. დიტომ ჩაილაპარაკა:
-გასვანდა!..
დანარჩენზეც იგივე გავაკეთე, ოთხივე სამიზნე, “10-ში” არა, მაგარამ ჩამოვაგდე და ეგ უკვე მოგებად მეთვლებოდა, თემოს იარაღი გავუწოდე და ვუთხარი..
-მე რაც მინდა ხომ?.. უბრალოდ გაჩუმდი, მეტი არაფერი!..
-ჩემი გოგო ხარ! ამიტომ მყვარხარ. ჯიუტო!
საბა ჩამეხუტადა ხელში ამიყვანა და მაკოცა..
-არ ვარ ჯიუტი.
-კარგი ნუ ბრაზობ. ჯიუტოო!..
-საბა..
ხმაურით ავლაგდით და წამოვედით, გოგონები დაწინაურდნენ, ჩვენც გზას გავუყევით, მარი უკან დაბრუნდა და გიგის ესაუბრებოდა რაღაცას, გაიქცნენ, დიტომ მომაძახა ჩქარა იარეთო, შემაღლებულ ადგილს რომ გავცდით სახლთან ახლოს სანამ ხიდზე გადავიდოდით იქვე მიწაზე ნინი იყო დაცემული, გიგი და დიტო მეძახდნენ მალე მივსულიყავი..
-რა სჭირს?
-ფუტკარმა უკბინა და ცუდად გახდა, მე გიგის დავუძახე.. მიხსნიდა მარი
-აეროზოლი სად გაქვს?
ყვიროდა გიგი, ნინის ჩანთიდან ყრიდა ნივთებს..
-ნაკბენი სად აქვს? დანა გაქვთ ვინმეს?
-მე მაქვს, აი აეროზოლიც..
ორივე მომაწოდა გიგიმ.
-ხო ეგ მომეცი. ახლოს არ მოხვიდეთ ჰაერი სჭირდება!
აეროზოლი მივაღებინეთ, ნინის სუნთქვა მაინც უძნელდებოდა ჰაერი არ ყოფნიდა. მე და საბამ ფეხები მაღალზე დავულაგეთ.. ნინისთან კონტაქტს ვცდილობდი..
-ნინი, ნინი, გკითხავ რაღაცას და დადებითი პასუხის შემთხვევაში ერთხელ დახუჭე თვალი, არას შემთხვევაში ორჯერ. გესმის ხომ რაც გითხარი?
სტანდარტულ საუბარსა და კითხვაზე თვალი შესაბამისად დამიხამხამა.
-დიტო მოდი შენ და გიგიმ დანით ნექტარი უნდა ამოუღოთ!
-როგორ? დაიბნა დიტო
-ნაკბენთან დანა გადაატარეთ, რამდენჯერმე...
გიგის ავუხსენი. დიტო დაბნეული ცდილობდა მიხმარებოდა გიგის, ამიტომ საბა მიეხმარა..
-ნინი! ნინი! ელი გონებას კარგავს! სუნთქვა უჭირს!
ყვიროდა დიტო..
-ამოვიღე ნექტარი. გული რატომ ერევა?..
გიგიმ შეშინებულმა შემომხედა.
-ანაფილაქცია იწყება! ვუპასუხე.
-ეგ რა ჯანდაბას ნიშნავს? გიგი გაოცებულმა მკითხა.
-ელი ვენაში შეხვალ? საბამ მოსაცმელის გაჭრა დაიწყო დანით..
-უნდა შევიდე, თორემ დროს ვკარგავთ, გვერდზე დააწვინე, ქამარი მინდა და მკლავზე გადაუჭირეთ რა..
მე კი მანამდე ჩემი ჩანთიდან პატარა აფთიაქის ჩანთა ამოვიღე, რომელიც ყველგან დამაქვს, სპირიტით ხელები დავიბანე, ამპულა გავხსენი “დექსამეტაზონი”, ბიჭები ნინისთან კონტაქს არ წყვეტდნენ, ვენაში შევედი, ქამარი მოვხსენი და წამალი შევიყვანე, ვენით წამალი 5 წუთში იმოქმედებდა, კუნთიდან კი 1 საათი დასჭირდებოდა, დრო კი აღარ გვქონდა, ნინის აეროზოლი კიდევ მივეცი, სუნთქვის გაუმჯობესება რომ დაიწყო, მოვეშვი ჩამოვჯექი ნინის გვერდით, შინაგანად ვკანკალებდი და ყურადღების გადატანისთვის წინ ჩამოშლილ თმას მკლავით ვისწორებდი, ვცდილობდი ხელი არ დამსვროდა..
-ნუ გეშინია, კარგად იქნები.. ვუთხარი ნინის
-ვსიო, მორჩა? გაოგნებულმა მკითხა დიტომ..
-არა, ჯერ არა. ნინი უნდა წაიყვანოთ უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გადასხმას და წამლებს გაუკეთებენ.. ჩვენ, კი ჩავალაგებთ ნივთებს და დაგეწევით.
-მაგარი ხარ რა..
-დიტო ადექი და ნინი მანქაში გადავიყვანოთ!
ხელი გავუწოდე და წამოვაყენე, მან მიმიხუტა თავზე მაკაოცა.. ყველაფერი ავკრიფე გოგონებიც მომეხმარნენ, ნინი მანქანასთან სიუმ მიიყვანა ხელში აყვანილი.. სავარძელი გავასწორეთ და იქ მოვათავსეთ “ფუტკრის მსხვერპლი..” რომ ჩავდიოდი ხელზე, ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა შენ არ დარჩე, გამომყევიო.. დავიბენი, რადგან მის დამოკიდებულებას თუ გავითვაისწინებდი ჩემი ყურადღება არ უნდა სდომებოდა. აქამდე ყურადღებას არ ვამახვილებდი, მისი კომენტარები და უხეში წამოძახებები კი მაღიზიანებდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, თუმცა სულ ცდილობდა ეგრძნობინებინა რომ თვითონ “გიგის გოგო” იყო!. ახლა კი ისე დავიძაბე, თავი უხერხულად ვიგრძენი, გოგო რომელიც მეტოქედ აღმიქვამს, მთხოვს მას გავყვე, არადა როცა მოვდიოდით, მისაყვედურა გიგის მანქანაში, რატომ ვიჯექი.. ახლა დავფიქრდი რა ცუდ სიტუაციაში იყო მთელი ეს დღეები, შემეცოდა ასეთ მდგომარეობაში, ჩავარდა იმიტომ, რომ გიგისთან ყოფილიყო, სამაგიეროდ გიგი მასთან “დალაპარაკებას” აპირებს. ცუდად მოვიქეცი არ უნდა დავმჯდარიყავი ამ მანქანაში საბასთვის უნდა მეთქვა და ამ გოგოს ასე ძალიან არ ვატკენდი გულს.. მოკლედ მე თემო და გიგიმ “ბარისახოში” ჩავიყვანეთ ნინი, იქ ყველაფერი გაუკეთეს ექიმებმა, რაც აუცილებელი იყო, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებდი, რადგან ნინი არ მიშვებდა გარეთ.. სანიტარი შემოვიდა პალატაში და გარეთ გამომიშვეს.. გიგი მარტო იდგა ძალიან ნერვიულობდა, შემეცოდა ალბათ ისიც იგივეს განიცდიდა, რასაც მე თავს ისიც დამნაშავედ გრძნობდა.. მისკენ წავედი, მანაც დამინახა და ერთმანეთ მივუახოვდით..
-თემო სად არის?
-დიტოს უნდა დახვდეს და მალე მოვლენ. შენ როგორ ხარ?
-კარგად. უკვე საშიში არაფერია. თბილისში, რომ ჩავალთ, მის ექიმთან მიიყვანეთ აუცილებლად.
-“რეანომობილი” გზაშია და ისიც მოვა.
-ძალიან კარგი.
-ელი, მადლობა.
ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და ხელზე მაკოცა..
-რისთვის?
-რამდენ “შარში” გაგხვიე, შეიძლება ჩემი ნახვის სურვილი აღარც გაიჩნდეს..
-ეს ჯერ მეორეა..
-კიდევ ელოდები?..
-ვნახოთ..
გაეცინა და ჩამიხუტა თმაზე ისე ნაზად გადამისვა ხელი და მაკოცა თავზე, ავტომატურად წელზე მოვხვიე.. იმ წუთების დიდი ხნით გაგრძელების სუვილი გამიჩნდა.. თუმცა თემომ, საბა და დნარჩენები მოიყვანა. ძალიან გვიანი იყო როცა “რეანომობილი” ჩამოვიდა, გიგი ნინის გაჰყვა, ჩვენ დიტომ წამოგვიყვანა, მთელი გზა მისი სუნამოს სუნი მითბობდა გულს, მისი ჩახუტება კი პატარა ფრაგმენტივით ხშირად მიმეორდებოდა გონებაში და მეღიმებოდა. დიტოს დაჟინებულმა მზერამ სარკიდან დამაბნია და გვერდზე გავიხედე, მან კი გემრიელად იცინა.. დიტომ ჩამოგვარიგა ჩვენი სამეგობრო, თემომ კი სიუს სამეგობრო.. ნინი “მედიკლაბში” რამდენიმე დღე დატოვეს.. მეც გადავწყვიტე მენახა, საბას და დიტოს შევუთანხმდი, რომ გასაუბრების შემდეგ გამოევლოთ (მასაჟისტ-რეაბილიტოლოგად მინდოდა დავიწყო მუშაობა და “ვაჟაზე” დამიბარე ერთ-ერთ კლინიკაში).. მომაკითხეს ჩემმა ტრიომ. დიტომ ჩემს ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება კლასიკურად მეცვა, ქვედაბოლოს იშვიათად ვიცვამ და ალბათ იმიტომ.. მივედით ნინის სანახავად.. კართან დაველოდე ტრიოს, ცოტა ჩამომრჩნენ.. კარი ოდნავ ღია იყო და ნინის საუბარი მომესმა:
-მაგარი ბანძი გოგოა, “ბრენდი” კი აცვია, მაგრამ ალბათ საბა აცმევს.. მართალია გადამარჩინა, მაგარამ იმ სოფლის საავადმყოფოში არ უნდა მივეყვანე, მას რა დარდი ჰქონდა გიგიმ რომ დაუჯერა იმაზე ვბრაზობ..
ჩემები მომიახლოვდნენ და ხელითვანიშნე გაჩერებულიყვნენ.. მათაც მოსმენა დაიწყეს..
-იცი რა მგონია? მან კარგი გოგოს როლი ითამაშა, ყველას, რომ მასზე ელაპარაკა.. ცხენზეც კი დაჯდა ისეთი “სოფლელია”!..
დიტოს სახე შეეშალა და შესვლა დააპირა, მე გავაჩერე.. საბა ძალიან გაბრაზდა და უკან გაბრუნდა, სალო უკან გაჰყვა..
-გიგის რა მოსწონს ვერ გავიგე.. ისე აცვია გეგონება სარბენად მიდის ხოლმე.. “ბრენდი” კი აცვია, მაგრამ ალბათ საბა ყიდულობს..
დიტო ვეღარ დავაკავე კარი ისე უხეშად გააღო, ნინი მიხვდა, რომ გავიგეთ რაც თქვა.. რა უცნაურია ცხოვრება, არასოდეს მაინტერესებდა სხვისი აზრი, მაგრამ ახალა კარს უკან ვიდექი და ვისმენდი თუ როგორ მახასიათებდნენ, თან ისე წარმატებით “მლანძღავდა” “ჩემი ყოფილი პაციენტი”, რომელიც ორი დღის წინ ხელს არ მიშვებდა, თითქოს მე გავუკეთე ყველაფერი, რაც დაემართა.. ალბათ ნინის მეგობრები ასეც ფიქრობდნენ, რადგან მე გიგის და ნინის შორის ვიდექი.. ნინი გრძნობდა და ისინიც მე დამადანაშაულებენ..
-ყოჩაღ ნინი. გამარჯობა ყველას, ნინი შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ, მე რატომ არ ვიცოდი?..
-იქნებ მომიკითხო ჯერ..
-ნინი როგორ ხარ?
ძლივს შევიკავე თავი, ნერვიულობა, რომ არ შემემჩნია და ოთახში შევედი..
-აქ უკეთესად.
-ნინი ყვავილები არ მოგართვით, რადგან ალერგიული ხარ და არ იმსახურებ!.
-დიტო არ ღირს, ამ თემაზე საუბარი.. ნინი, შენს სანახავად მოვედი, იმედია კარგად იქნები, მე მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი, ნახვამდის..
-კარგად ნიიიი...
ისე განერვიულებული წამოვედი მუხლები აღარ მემორჩილებოდა და შეიძლება ითქვას გავრბოდი ვიდრე მივდიოდი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს, რადგან კიბეზე ჩასვლა გამიჭირდა, ლიფტს აღარ დაველოდე.. დიტომ კიბის დასასრულს ხელი მომკიდა და გამაჩერა..
-ელი კარგი რა.. მაგ გოგოს საუბარს რას უსმენ..
-შენ რატომ მოუსმინე?..
-შენ ესეთ რაღაცეებს არ აქცევ ხოლმე ყურადღებას..
-საწყენია, როცა სიკეთე ისჯება, მინიმუმ რომ არ ფასდება.. კარგი ახლა რა მნიშვნელობა აქვს..
გარეთ გამოვედი, დიტოც გამომყვა, რადგან მისი მანქანით ვიყავით მოსული და მანქანაში საბა და სალო ისხდნენ. დიტომ დამიძახა, აშკარად არ უნდოდა საბას გაეგო და ისევ შემაჩერა:
-ელი, ხომ იცი მე რას ვფიქრობ შენზე?..
-ვიცი.
-ხო და ვიღაც “ბარბის”, რომელიც “ბრენდის ხამია” ყურადღებას ნუ მიაქცევ რა გთხოვ..
... უცებ სიუს მანქანა მოვიდა, რომელიც დიტოს მანქანის უკან გაჩერდა, ჩვენ ყურადღება იქეთ გადავიტანეთ, გამიკვირდა ეს მანქანაც ამისია შავი BMW M5?.. საბასგან ვიცი, რომ ეს მანქანა ძალიან მაგარია... ხშირად უყურებს და მეც “მაიძულებს” ვუყურო, ვიდეო რგოლებს თუ როგორი სისწრაფით დადის.. ნიკა და სიუ შემოგვიერთდნენ, მივესალმეთ ერთმანეთს, ჩემებიც გადმოვიდნენ მანქანიდან, სიუს დაჟინებულმა მზერამ შემაწუხა და თვალებში შევხედე, ალბათ ნინიზე გაბრაზებულმა მისთვი მინდოდა საყვედური მეთქვა თვალებით, მაგრამ მან გამიღიმა და თვი ვერ შევიკავე მეც გამეღიმა, საკმარისია შემომხედოს, გამიღიმოს და გაბრაზებამ უკვე გადამიარია.. მემგონი პრინციპულობას ვკარგავ..
-გიგი, ჩვენ წავალთ.. საბა აჩქარდა, აშკარად შეგვამჩნია.. ისე იღიმოდა
-ნახვამდის..
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დიტომ სახში მიგვიყვანა, ცოტა ხნით ჩვენთან გაჩერდა ისაუბრეს ბიჭებმა, დიტო მუსიკებს არჩევდა, საბას რჩევას ეკითხებოდა, მათი ახალი ბარის გახსნისთვის, სადაც დაკვრას აპირებს. მე და სალომ სადილი მოვამზადეთ ბევრიც ვიცინეთ, სალო ნინის აჯავრებდა, ანასტასიაც შემოგვიერდა, სალომეს დედამ მოიყვანა, ისიც დავპატიჟეთ სადილზე, სიძეს და შვილს მიეფერა, მე და დიტოს მინიშნება მოგვცა, თურმე საბას და სალოს მსგავსად ჩვენც კარგი წყვილი ვიქნებით, ამაზეც ბევრი ვიცინეთ.. დამასწრესო დიტომ იწუწუნა.. სასიამოვნო საღამოც გამოგვივიდა.. წასვლისას დიტომ ნატო დეიდას მე გავიყვანო, გასვლისას მიჩურჩულა
-ხომ არ დაფიქრდები რაც გვითხრეს... ერთი ვიღაც გავაბრაზოთ?..
სმს მომივიდა და პასუხი არ გამიცია..
-,,ძალიან ლამაზი ხარ, დღეს კი განსაკუთრებით”
-„მადლობა.“
-ოჰო, ყურადღებასაც აღარ მაქცევ ხო..
თვალი ჩამიკრა დიტომ, დავემშვიდობეთ ორივეს.. ისევ მომივიდა სმს
-,,სამსახურის შემდეგ გავისეირნოთ”?
-კარგი..
-“შეხვედრამდე”..
-ხვალამდე.
პირველად ცხოვრებაში ვიღაცის დახმარება დამჭირდა, თუ რა ჩამეცვა სამსახურში.. სალოს ვკითხე ჩუმად, საბას არ მინდოდა გაეგო.. არ ვიცი რატომ, ალბათ კითხვების დასმის მეშინია.. როგორც იქნა გათენდა.. გამოვეწყვე ლამაზი ყოველდღიური სამოსით, “კედები”, “ბალეტკებით” შევცვალე.. სამსახურში ძალიან ბევრი ხალხი იყო დროც მალე გავიდა, თუმცა „ისტორიები იყო დასალაგებელი, შევყევით საქმეს.. სმს მომივიდა:
-,,აქ ვარ. გამოხვალ?”
-ათი წუთი მჭირდება და მოვრჩები, შემოდი.
-არა. აქ დაგელობი.
ერთ-ერთი ისტორია დაიკარგა და ვერაფრით ვიპოვეთ, საათზე დავიხედე რამდენჯერმე და მკითხეს გოგოებმა გაგვიანდებაო? Uარი ვუთხარი, ვცდილობ ავახსნევინო თანამშრომელს სად დადო როცა გაამზადა საბუთები.. უჯრაში ჩავდეო ამტკიცებდა, მენეჯერი უკვე შენიშვნიდან საყვედურზე გადავიდა, მე კი უჯრა მთლიანად გამოვიღე კომოდიდან და ისტორიაც ვიპოვე.. ზედა უჯრამ გადააგდო.. მენეჯერმა მაინც მეტი ყურადღება მოგვთხოვა, თუმცა თხუთმეტი წუთი იყო გასული უკვე და ბოდიშის მოხდით დავემშვიდობე მაგვიანდება მელოდებიან, გამომიშვეს გოგონებმა, საქმე თითქმის მორჩა..
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
გადავკოცნე ის სუნამო ესხა ისევ.. ისე ლამაზად იყო ჩაცმული, ჩემი ჩაცმულობის შემრცხვა.. დავსხედით მანქანაში.. დაღლილი იყო ან მოწყენილი, არ ვიცი..
-ბოდიში რომ გალოდინე, ისტორიას ვეძებდით და მენეჯერი ცუდ ხასიათზე იყო... ვერ ვთხოვდი ვერაფერს..
-გშია? გამიღიმა და მკითხა
-კი
-მეც, ვაჭამოთ და გავისეირნოთ..
-კარგი.
-მაკდონალდსზე რას იტყვი? Aქვეა მანქანიდან შევუკვეთოთ, თან დროს არ დავკარგავთ...
-შორს მივდივართ?
-შორს და ბევრი საქმე გვაქვს.. მივედით მაკდონალსის ეზოში
-რას მიირთმევთ?
-გენდობი..
შეკვეთა გააკეთა, ყავა მოგვიანებით დაამატა, ეგ ძალიან მინდოდა.. გზა გავაგრძელეთ, ქალაქიდან გავედით.. ცდილობდა ნელა ევლო, თუმცა ძალიან ჩქარა მართავდა მანქანას.. ჯვარზე ავედით.. ულამაზესი ხედით ტკბობა დავიწყე, სილამაზეს ნიავი კიდე უფრო სასიამოვნოს ხდიდია.. შემაღლებულ ადგილას დავდექი კიდევ უფრო დიდი მინდოდა ვყოფილიყავი, უფო მაღლიდან დამეხედა სამყაროს იმ მონაკვეთისთვის, რომელიც ჩემს წინ პატარა ატმის ყვავილივით ლამაზი და სასიამოვნო იყო, როგორც მისი ყვავილობა ბაღში.. ისე გავერთე, სულ დამავიწყდა მარტო რომ არ ვიყავი, სიუ მიყურებდა და..
-რად გინდა იმაზე დიდი გახდე, ვიდრე ხარ, შენ ისედაც კარგად ხედავ სილამაზეს..
მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა, მანიშნა, რომ ჩამოვსულიყავი..
-ძალიან ლამაზია, რამდენჯერაც მოხვალ, ყოველი მოსვლისთვის ახალს ინახავს..
-ახლა ვჭამოთ, ძალიან მშია..
ჭამის დროს დავფიქრდი, რაც მითხრა გიგიმ.. ჩემი აზრები უკვე მეორედ წაიკითხა.. იმასც ხვდება რომ რესტორნები და ოფიციალური რაღაცეები არ მყვარს. ნუთუ ყოველთვის კითხულობს ჩემს აზრებს?.. ნეტა ასე მეტყობა ყველაფერი.. დავიძაბე.. გაუაზრებლად ჭამას თავი დავანებე და ყურება დავუწყე..
-რამე მოხდა?
-ჩემი აზრები უკვე მეორედ წაიკითხე, თუ ყოველთვის კითხულობს?..
გემრიელად იცინა, ისე დაუფიქრებლად ვკითხე, რასაც ვფიქრობდი, შემრცხვა, სახე გამიხურდა სირცხვილისგან, შევბრუნდი არ მინდოდა დაენახა, როგორ გავწითლდი.. მიხვდა და ბოდიში მომიხადა.. სიცილს განაგრძობდა..
-ბოდიში, არ გეწყინოს..
გადამხვია ხელი და თავზე მაკოცა, კიდევ გაეცინა
-მორჩი!..
-კარგი, კარგი.. ჭამე თორემ მშია და მე შევჭამ.
-ყურადღების გადატანა სცადა..
-ჭამე მე აღარ მინდა. გავუწოდე
-მარტო მე არა ორივემ.
შაურმის მაგავარი-“როლი”გავიყავით ორივემ რიგ-რიგობით, შეიძლება ითქვას მე ვაჭამე, “კოლაც” მივაყოლეთ, მითხრა კიდევ ერთ ადგილზე უნდა წავიდეთ სანამ დაბნელდება და ყავა გზაში დავლიოთო.. გზა გავაგრძელეთ, მუსიკის ტემპს თითები ავაყოლე და გულში ვმღეროდი, რამდენჯერმე შემომხედა და მივხვდი ჩემს ხელებს უყურებდა, შევხედე გაეღიმა და ხელზე მაკოცა.. ჩემი ხელი დაიტოვა..
-აი აქ გააჩერე ნაგავს ჩავყრი..
-თბილისის ზღვაზე აღმოვჩნდით, სადაც საგამოცდო ელემენტებით იყო მოწყობილი,როგორცჩანს მანდ ავტომანქანის ტარებას სწავლობენ..გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან მოვიდა ჩემთან და მითხრა:
-გადმოდი საჭესთან უნდა დაგსვა!
-არა! ამას ვერ შევძლებ..
-გთხოვ გადმოდი..
გადავედი, მაგრამ ისე ვკანკალებდი, ასე მეგონა დავეცემოდი.. ხელებით დამიჭირა..
-ელი შემომხედე! მე გვერდით დავჯდები, აგიხსნი ყველაფერს ძალიან მარტივია..
-არ შემიძლია..
-ელი გთხოვ.. მენდობი?
-მეშინია..
-ერთხელ ვცადოთ თუ არ გამოგივა აღარ გთხოვ..
დამიყოლია, ალბათ იმიტომ ჩვენი პირველი შეხვერდა იყო და არ მინდოდა წყენოდა.. დავჯექი საჭესთან ისე მონდომებით მიხსნიდა, კითხვა ამეკვიატა, ასე რატომ უნდა ავტომანქანის მართვა ვისწავლო?.. დავძარი მანქანა ძალიან ფრთხილად და ნელა, თან მიხსნიდა და მკარნახობდა რა უნდა გამეკეთებინა, მოკლედ.. ისიც გამახსენდა მამა როგორ მასწავლიდა ხოლმე.. ადრე კარგადაც ვიცოდი.. გამახსენდა ძველი, ახალიც მალე ვისწავლე.. თურმე არც ისე საშისი ყოფილა.. მოვეშვი ცოტა საჭესაც გავუთამამდი, “რვიანებშიც” ვიარე, “გარაჟშიც” დავაყენე.. ბევრი ვიხუმრეთ, ბევრიც ვიცინეთ.. გავაჩერე მანქანა და გადავედი, სიამაყის შეგრძნება დამეუფლა.. BMW M5-ს ვმართავდი, გავიფიქრე საბა გაგიჟდება.. გადმოვიდა მომიახლოვდა..
-რატომ მოიწყინე?
-არ მოვიწყინე. მიკვირს, რომ შევძელი..
-ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ!
ხელი გადამხვია და მანქანასთან მივედით, ჩამოჯდა მანქანის წინა ნაწილზე, ჩემი ხელები დაიჭრა, კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა, ხელებზე მაკოცა, ვერ მოვითმინე და ვკითხე:
-რატომ გინდა, რომ მართვა ვისწავლო?
-გეტყვი.. ოღონდ მერე..
ტელეფონმა დაურეკა, დიტო იყო, ტელეფონი მაღალ ხმაზე ჩართო
-როგორ ჩაიარა შეხვედრამ? დაფასდა გუშინდელი ღამის თევა?..
-კარგად.
-ესიგი ეგ საქმე გამოვა? სად ხარ მერე, მოვკვდი ნერვიულობით.
-მოგწერე.. მალე მოვალ.
-თუ აღნიშნავთ არ იჩქარო..
-არა. ელისთან ერთად ვარ და მოვალ.
-რაა? ყოჩაღ თქვენ!.. მაგარიააა, კარგი წავედი და ეკლებს დავიცლი..
-კარგი.
- შეხვედრაზე იყავი?
-რაღაც მაგის მსგავსი.
-მე მეგონა ჩემთვის ჩაიცვი ასე..
-ცუღლუტო!
ნიკაპზე მიჩქმიტა.. შემეცოდა მთელი დღე შეხვედრაზე იყო, ჩემთან მოვიდა და ამდენი ხანი მიტანს, ჩემი სისულელით, თან დიტომ თქვა მთელი ღამე გაათენეს..
-წავიდეთ!
-არა ცოტახანს კიდევ ვიყოთ.. ვიმღეროთ?
-არა წავიდეთ, დაისვენე და სხვა დროს შევხვდეთ.
-დიტო მოიცდის, მე არ დავღლილვარ.. თუ შეხვედრას მინიშნავ?..
-დიახ სეხვედრას გინიშნავ!.. წავიდეთ უკვე გვიანია.. (ხელი მხარზე ვკარი და დავჯექი მანქანაში)
დაძრა მანქანა და დაამუხრუჭა, გამომხედა ღიმილით..
-არც იფიქრო! შეშინებულმა წარმოვთქვი
-რატომაც არა! გიგი
გადავიდა მანქანიდან გააღო ჩემი კარი, დაეყრდნო და გამომიცხადა:
-მე არსად არ მეჩქარება, წამიყვან? წამოვალ!
-გთხოვ..
ველოდე რამდეიმე წუთი, ვიფიქრე გადაიფიქრებს, თვალებით მელაპარაკებოდა და მიღიმოდა, შეშინება გადაწყვიტა:
-ელი წვიმას აპირებს და აქედან თუ არ გავალთ, ჩავეფლობით, მოგიწევს აქ დარჩე..
-მერე წავიდეთ! რა საჭიროა ამდენი გამოცდა!
..გაბრაზება შემეტყო..
-რა გამოცდა?! რა შუაშია გამოცდა?! მინდა მეტი გამბედაობა გქონდეს მეტი არაფერი.
ძალიან ვაწყენინე დაჯდა მანქანაში, მთელი გზა ხმა არ ამოუღია.. არც მე, თუმცა გავნერვიულდი მთელი დღე გავაფუჭე, სახში მიმიყვანა ნაძალადევად გამიღიმა და მკითა:
-კარგი საღამო იყო?
-ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მადლობა.
გადავკოცნე და გადავედი მანქანიდან.. ხელი დამიქნია.
-კარგად.
-ნახვამდის.
წავიდა.. გული ჩამწყდა, მუხლები მომეკვეთა, ასე რომ მოვიქეცი მერე ვნანობდი.. ისე ვნერვიულობდი სახში ძლივს შევედი.. სალო და ანასტასია მარტო იყვნენ, საბა სამსახურში იყო.. საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა, სალომ შემატყო რომ ცუდად ვიყავი..
-რა გჭირს?
-არაფერი დავიღალე და დავწვები რა..
-კარგი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent