შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black Widow_შავი ქვრივი #5


9-02-2017, 17:48
ავტორი kookie127
ნანახია 1 779

-რა მოხდა?_გაგიჟებული შემორბის ოთახში სებასტიანი.
შუბლიდან ოფლს ვიწმენდ და ვცდილობ რაღაც ვთქვა.
-მოჩვენება...მე...გრძელთმიანი..._
გაუაზრებლად ვბრუტყუნებ, ის კი მოდის და მხრებზე ხელს მადებს.
-რა მოხდა ვივიან გარკვევით მითხარი._თვალებში მიყურებს.
-არ ვიცი სებასტიან. ოთახში შუქი არ აინთო, შემოვედი და ვიფიქრე ფარდებს გადავწევდი და ტელეფონის ფანარი ჩავრთე. შუქზე მოძრავი საგანი დავინახე რომელი ადამიანს გავდა, მაგრამ ვიფიქრე რომ მომეჩვენა. ფარდები, რომ გადავწიე კუთხეში ვიღაც იდგა....თავიდან შენ მეგონე, მაგრამ მგონი გოგო იყო....გრძელი თმები ჰქონდა._ძლივს ვლუღლუღებ და ღრმად ვსუნთქავ, რადგან ჰაერი არ მყოფნის.
-გრძელი თმებიო?.....ჯონათან! რა ჯანდაბა მოხდა აქ!_ღრიალებს ბოლო ხმაზე სებასტიანი და ისედაც შეშინებული საბანში კომბოსტოსავით ვეხვევი და ვკანკალებ. შეიძლება გაგეცინოთ კიდეც, იმ ვითომ "მოჩვენების" არ შემშინებია და ამის ყვირილზე კნუტივით მოვიკეცე. უბრალოდ არ ველოდი.... თანაც ამ სახლში შემოსვლისთანავე თითქოს შეიცვალა, უფრო დამძიმდა მის გარშემო ჰაერი.
შეშინებული ჭერისკენ ვიყურები, არ მინდა მის მზერას შევეფეთო. ვგრძნობ როგორ დგება და ამ დროს ოთახში საოცარი არსება შემოდის.
არ ვიცი როგორ აღვწერო, რადგან სრულყოფილებაა. მაღალია, თუმცა მინგიუზე მაღალი არა. გრძელი ქერა თმები აქვს, რომლებიც მხრებზე ეყრება. ის უბრალოდ ლამაზია და ალბათ ბევრ გოგოსაც შეშურდებოდა მისი სილამაზის.
ოთახში ნელი ნაბიჯით შემოდის. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და თავი დაბლა აქვს ჩახრილი. ნელა წევს თავს და ჯერ სებასტიანს უყურებს ცინიკური ღიმილით სახეზე და შემდეგ მე. ვშეშდები და საკუთარი გულისცემაც კი მესმის. მინდა თვალები მოვაშორო, მაგრამ არ გამომდის. თითქოს რაღაც ძალით მაკავებს და ვერ ვეწინააღმდეგები.
-შეეშვი ამ თამაშებს ჯონათან._წინ მეღობება სებასტიანი და მეც "ჰიპნოზის" მდგომარეობიდან გამოვდივარ.
-კარგი რაა, უბრალოდ ცოტა გავერთე._თავის მართლებას იწყებს ლამაზმანი.
-კარგად იცოდი ამ გართობას რაც შეიძლებოდა მოყოლოდა და არ მითხრა რომ..._ბოლო სიტყვებს ვეღარ ვგებულობ, რადგან სებასტიანი მასთან ძალიან აცლოს მიდის, საყელოში ექაჩება და რარაცას ეჩურჩულება.
-ვივიან_ისევ მე მიბრუნდება.-დაიძინე და ნურაფრის შეგეშინდება, ხვალ ყველაფერს ავხდით ფარდას._ ისევ მშვიდდება.
-ხვალ უკეთ გაგიცნობ ლამაზო._თვალს მიკრავს სტუმარი და ოთახიდან გადის. სებასტიანიც ნაბიჯს დგამს, მაგრამ ალბათ მიხვდა როგორ ვკანკალებ და ჩემთან იხრება.
-ასე რატომ გეშინია... არაფერი მოხდება._თმას ყურს უკან მიწევს და იქვე მკოცნის.
-შეგიძლია აქ დარჩე?_გაუაზრებლად ვისვრი სიტყვებს და შემდეგ თავადაც ვნანობ.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?_ჩემსკენ იხრება და იმდენად ახლოს მოდის, რომ საწოლზე ვეკრობი
-მე..მე უბრალოდ გაუაზრებლად ვთქვი ეს._თავს ვიმართლებ და უხერხულად ვიღიმი.
-შენთვისვე ჯობს, რომ ახლა მარტო იყო._თვალებს არ მაშორებს, შემდეგ კი უცებ დგება და ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს. მერე საყელოს ისწორებს და ჩქარი ნაბიჯით გადის ოთახიდან.
*რა დაემართა? მომეჩვენა თუ წამის მეასედებში რადიკალურად შეიცვალა?.....არა აქ რაღაც არაა წესრიგში, მაგრამ ახლა ჯობს დავიძინო.* თხელ საბანში ვეხვევი და სიზმრების სამყაროში ვეშვები.
დილით მზის სხივები მაღვიძებენ. საწოლში ვიწელები და ბალიშიდან თავს ვწევ. გააზრებას ვერ ვასწრებ თუ როგორ ჩნება სებასტიანი ჩემს წინ. მოულოდნელობისგან ვკივი და საბანს ვიფარებ(მე ხომ გამჭვირვაკე პერანგი მეცვა მხოლოდ.)
-რამ შეგაშინა ძვირფასო? მანდ რას მალავ?_ისევ ეს ირონიული ღიმილი. ჩემსკენ მოიწევს და ისევ იმავეს იმეორებს რაც გუშინ გააკეთა.
-არ დაიღალე?_თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ ვის ვატყუებ?! ვკანკალებ იმის მოლოდინში თუ რას იზამს. საბანს თვალის დახამხამებაში ოთახის ბოლოში აგდებს და მეც ხელებს მკერდზე ვიფარებ.
-აქ რას მალავთ ქალბატონო ვივიან?_ისევ ეშმაკურად იღიმის და ტანზე მეკრობა. შემდეგ დგება და ფანჯრებისკენ ბრუნდება.
-ნახევარ საათში დაბლა გელოდები საუზმეზე._ ამას ამბობს და კარისკენ მიდის.
-აჰ და კიდიევ ერთი, ძალიან ლამაზი საცვალი გაცვია._ამატებს და თვალის დახამხამებაში ქრება ოთახიდან.
ცოტა ხანი მისი თავხედი საქციელისგან გაოგნებული ვზივარ საწოლში, შემდეგ კი მალე ვემზადები და დაბლა, მისაღებ ოთახში ჩავდივარ. მოსამსახურეს მარცხენა კარში გავყავარ და გრძელი მაგიდის თავში სებასტიანს ვხედავ. ყავის ფინჯანს მაგიდაზე დებს და თვალებს ჩემსკენ აპარებს.
-დაჯექი._მითითებს და მის მოპირდაპირედ, მაგიდის მეორე ბოლოში ვჯდები. საჭმელს საოცარი სურნელი ასდის და მეც ჭამას ვიწყებ.
-დილამშვიდობის ძვირფასო ოჯახო._მესმის ახალგაზრდა მამაკაცის ხმა. მიხედვასაც ვერ ვასწრებ, რომ მის სუნთქვას უკვე კისერთან ვგრძნობ და ტანში ჟრუანტელი მივლის.
-აქ არავის დაუპატიჟებიხარ._ცრის სებასტიანი კბილებიდან. მე კი ვცდილობ გამოვიცნო ვინაა ეს „დაუპატიჟებელი“ სტუმარი. უცნობი სებასტიანთან თვალის დახამხამებაში ჩნდება და ძალიან ჩუმად ყურთან ეუბნება. სწორედ ახლა ვხედავ იმ გრძელთმიანს და ვცდილობ სახელიც გავიხსენო.
-რატომ ძმაო?..._ეშმაკურად იღიმის და თვალებს არ მაშორებს.
-ძმა?....ძმები ხართ?სებასტიან, აქამდე რატომ არ მითხარი!_ხმამაღლა ვამბობ და მაგიდიდან ვდგები.
-ვივიანი სასიამოვნოა._მის წინ ვდგები, რომელიც ასევე ჩემს შესახვედრად გამოემართა.
-ჯონათანი._თავს მიკრავს და ხელზე მკოცნის. ღმერთო ამ ძმებს მართლა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ? მისი შეხებისთანავე ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე.
სებასტიანმა ომახიანად ჩაახველა.
-გეყოფათ ეს გაცნობის უაზრო ცერემონია. ჯონათან როგორც ხედავ აქ მხოლოდ ორ კაცზეა საუზმე გათვლილი და ზედმეტი ხარ. ნება მომეცი ჩემს ცოლთან ერთად ყოფნით დავტკბე._მე მიყურებს და ისევ იმ ირონიულ ღიმილს ირგებს.
"გგონია თამაშში არ აგყვებით ბატონო კიმ?" ვივლებ გონებაში და ჯონათანს ვუბრუნდები.
-მე კი მოხარული ვიქნებოდი თუ ჩვენთან ერთად ისაუზმებდით, თანაც ახლა ხომ ოჯახი ვართ._ მხარზე ხელს ვადებ და ვუღიმი. ვგრძნობ სებასტიანის გარშემო როგორ იზრდება შავი აურა.
"ჰმ, ესეც ასე საყვარელო მეუღლევ."
-ესე იგი თქვენ ძმები ხართ?_ჯონათანს გავხედე რომელიც მხიარულად დაჯდა მაგიდის ერთ მხარეს.
-კი მაგრამ ნახევარ ძმები, სხვადასხვა დედა გვყავს._არხეინად მპასუხობს და არისტოკრატივით იწყებს შემწვარი კვერცხის დაჭრას. ცოტა არ იყოს მის საქციელზე მეცინება და შემდეგ ვამჩნევ, რომ სებასტიანიც ასე იქცევა.
-აი თურმე რატომ არ გავხართ ერთმანეთს. ისე...ჯონათან გუშინ თქვენ იყავით ჩემს ოთახში? მგონი რომ გავიღვიძე თქვენ იყავით ჩემზე ზემოდან მოქცეული. ცოტა არ იყოს შემეშინდა._ამ სიტყვებს ყოველგვარი სერიოზულობის გარეშე ვამბობ და სებასტიანს ლუკმა სცდება.
-საყვარელო კარგად ხარ?_შეწუხებული თვალებით ვუყურებ ის კი წყლის ჭიქას იღებს და წყალს სვამს, თან გაცეცხლებული მიყურებს.
-იმედგაცრუებული ვარ...._იწყებს ჯონათანი და ორივე მისკენ ვიხედებით.
-ასეთი კარგი გოგო თუ გყავდა რატომ არ მითხარი! საოცრად უხდებით ერთმანეთს!_აღტაცებული ბავშივით იღიმის და დგება.
-ახლა კი მაპატიეთ, საქმეები არ იცდიან. თანაც ალბათ ჯობს ორი მოჟღურტულე ჩიტი მარტო დაგტოვოთ._ორივეს გვიღიმის, თავს გვიკრავს და კარისკენ მიდის. მანამდე კი ჩემთან ჩერდება.
-ვივიან, ძალიან გთხოვ ეს თქვენობითი ფორმა არ გვინდა კარგი?!_მხარზე ხელს მადებს და მიღიმის.
-კარგი ჯონათან._მეც ღიმილითვე ვპასუხობ და ის ოთახიდან გადის.
-ხომ არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს?_მეხის გავარდნასავით ისმის სებასტიანის ხმა.
-სალარაკო? რასთან დაკავშირებით?!_აუღელვებლად ვიწყებ.
-ხომ არ გგონია, რომ ჯენოათანთან ძალიან არხეინად ხარ, როცა გუშინ შენმა კივილმა სეულამდე ჩააღწია!_ვერ იკავებს ბრაზს და თვალები ცეცხლის ენებივით უელავს.
-აჰ მინგიუ...არ მითხრა რომ ეჭვიანობ._ღიმილს ვერ ვიკავებ და თვალებს დაბლა ვხრი.
-გგონია ეს თამაშია? ჯონათანთან გიკრძალავ ასე ახლოს ყოფნას გასაგებია?_მეტად იღრინება და ლამისაა ცეცხლი წაეკიდოს.
-ღმერთო ჩემო! და შენ რა უფლებით მიკრძალავ რაიმეს!_ახლა მეც ვბრაზდები და მაგიდაზე ხელს მკაცრად ვარტყამ.
-შენ ჩემი ცოლი ხარ!_ახლა ის არტყამს მუშტს მაგიდაზე, თან დგება და მეც შიშისგან ვხტები.
-ცოლი რომელიც მხოლოდ მიზეზების გამო მოიყვანე! შენ არ გაქვს უფლება რაიმე მიბრძანო!_ამ სიტყვებს ვამთავრებ თუ არა ჩქარი ნაბიჯით მოდის ჩემთან და მკლავში ხელს ძლიერად მკიდებს.
-შენ....ჩემი საკუთრება ხარ გასაგებია?!_თვალებში მიყურებს და მისი მზერა ფეხებში ძალას მაცლის.
ყველაფერი შავდება....



№1 სტუმარი lalka

kargi iyo mara zalian nu agvianeb ra da tan patara tavebs deb.

 


№2  offline წევრი Violeta_ia

მომწონს ჯონათანი,მინგიუც heart_eyes მიყვარს ეს ისტორია,უცნაურია,მისტიკურიც ჩანს და კაი წასაკითხია. მადლობა,რომ მეხუთე თავი ცოტა დიდი მოცულობის იყო და გემრიელად ჩავიკითხე.

 


№3  offline წევრი kookie127

Violeta_ia
მომწონს ჯონათანი,მინგიუც heart_eyes მიყვარს ეს ისტორია,უცნაურია,მისტიკურიც ჩანს და კაი წასაკითხია. მადლობა,რომ მეხუთე თავი ცოტა დიდი მოცულობის იყო და გემრიელად ჩავიკითხე.

შემდეგშI იქნება უკეთესი...უკეთესი :დდდ laughing

 


№4  offline წევრი Violeta_ia

kookie127
Violeta_ia
მომწონს ჯონათანი,მინგიუც heart_eyes მიყვარს ეს ისტორია,უცნაურია,მისტიკურიც ჩანს და კაი წასაკითხია. მადლობა,რომ მეხუთე თავი ცოტა დიდი მოცულობის იყო და გემრიელად ჩავიკითხე.

შემდეგშI იქნება უკეთესი...უკეთესი :დდდ laughing

რა კარგი გოგო ხარ,შენ ხომ არ იცი ❤❤

 


№5  offline წევრი kookie127

Violeta_ia
kookie127
Violeta_ia
მომწონს ჯონათანი,მინგიუც heart_eyes მიყვარს ეს ისტორია,უცნაურია,მისტიკურიც ჩანს და კაი წასაკითხია. მადლობა,რომ მეხუთე თავი ცოტა დიდი მოცულობის იყო და გემრიელად ჩავიკითხე.

შემდეგშI იქნება უკეთესი...უკეთესი :დდდ laughing

რა კარგი გოგო ხარ,შენ ხომ არ იცი ❤❤

უნდა გავწითლდე ახლა >< სენპაის ვბაძავ და ვცდილობ კარგი ვიყო laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent