შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის,რაც არ მეკუთვნოდა (3 თავი)


9-02-2017, 19:52
ავტორი Ioana
ნანახია 1 854

შაბათია,ჩემს ოთახში ვზივარ ფუმფულა ხალათში გახვეული და შავად მოქუფრულ ცას ავჰყურებ.წვიმის წვეთები ფანჯრის მინას სწრაფი ტემპით ეხათქუნება და ზლაზვნით მიიწევს "უფსკრულისკენ".თვალგაშტერებული მივჩერებივარ ამ სანახაობას და ვცდილობ,ის ათასობით მოწოლილი ფიქრი გავფანტო გონებიდან,რომელიც სულს მიფორიაქებს.ოცი წლის მანძილზე მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თურმე ადამინის ბედი წამებში წყდება.აი ასე,წლების მანძილზე საკუთარი ოფლის ფასად შრომობ,ცდილობ ყველაფერი დაალაგო,გახდე ის პიროვნება რომელიც მუდამ გინდოდა ყოფილიყავი,მაგრამ უცებ ზუსტად ერთ წამში მოვარდება ქარიშხალი და ყველაფერს აგირევს,ერთმანეთში აზილავს და ასე აბურდულს დაგიტოვებს,რომ ყველაფერი ხელახლა გადააფასო,ყველაფერს ახალი ადგილი მიუჩინო.შენი ცხოვრების იერარქია დაარღვიო და ის რაც ადრე პირამიდის საძირკველი იყო,ახლა მწვერვალად აქციო და პირიქით.ჩემს ყოველდღიურ რუტინაში შემოჭრილ ამ ქარიშხალს კი გეგა ერქვა.სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა ჩემი ცხოვრების ასარევად,ერთი წამი კი იმისთვის რომ თავი დამეკარგა.ცივ საწოლზე გულაღმა ვეხეთქები და ვცდილობ გონებით ვიფიქრო,ნუთუ რთულია იმის გააზრებ რომ ჯერ მხოლოდ ოცი წლის,მეორე კურსის სტუდენტი ვარ,გეგა კი სიმპათიური ოცდაათ წლამდე მამაკაცია,რომლის არათითსაც გამუდმებით ამშვენებს ოქროსფერი კალიცო.ამ სიტყვის ხსენებაზე გული ორმაგად სწრაფი ტემპით იწყებს ძგერას,შემდეგ თვალზე მოწოლილ ცხელ სითხეს ვგრძნობ და გამუდმებით ვიმეორებ ორ სიტყვას: "არ შეგეფერება!".ნუთუ სიყვრაულმა იცის ვინაა შენი ტოლი და სწორი,რა არის შენი შესაფერისი და რა არა.მერე ვხვდები რომ ისეთ ეტაპზე ვარ,რომ ჯანსაღად აზროვნება მიჭირს,ამიტომ ვცდილობ გონება გავთიშო,თუმცა უშედეგოდ.მოულოდნელად დედაჩემის ნაზი ხმა ჩამესმის: "ელენე,ჩემო ლამაზო,მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეს,სხვის უბედურებაზე აგებული შენი ბედნიერება მყარი არასდროს იქნება.ერთ დღესაც მოვარდნილი ტალღა დაგინგრევს და გააცამტვრებს,რადგან საძირკველი მყარი არ ექნება."გაკვირვებული ვატრიალებ თვალებს დედაჩემის დანახვის იმედით,თუმცა შემდეგ ვხვდები რომ ეს გონებაში ჩარჩენი ხმა და ის დარიგებაა,რომელსაც დედა მუდამ მიმეორებდა.ალბათ,ჯერ კიდევ ათი წლის წინ უგრძნობდა გული,რომ ოდესღაც სხვისი ბედნიერების დარღვევა მომიწევდა.


კვირას მზიანი დილა გათენდა,თითქოს გუშინდელმა ღრუბელმა წაიღოვო ყველა ჩემი დარდი და წუხილი.სრულ ჰარმონიას და სიმშვიდეს ვგრძნობდი,გული სიხარულით მიცემდა,იანვრისთვის ზედმეტად მწველი მზე კი ორმაგად მიხანგრძლივებდა ამ ბედნიერებას.შუადღისთვის ტანისამოსი გავამზადე და გეზი ავიღე დარბაზისკენ.დღეს მარიამი არ მუშაობდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა.თითქოს წუხელ ჩემში დიდი გარდატეხა მომხდარიყო და გეგას არსებობა აღარც მახსოვდა.

-ქალბატონ ელენას სალამი-გაკრეჭილი გიორგი შემეგება კიბეებზე და ტრენაჟორებისკენ გამიძღვა.
-ასეთივე გრანდიოზული სალამი გიორგის-გავეკრიჭე და მეგორბულად დავკარი მხარზე ხელი .
მე და გიორგიმ ცოტა ვიჭორავეთ,რადგან ჯერ არც ხალხი იყო მოსული და არც უფროსობა ჩანდა,რომ დავესაჯეთ ჩვენი "უზნეობისთვის".ცოტა ინფორმაცია ვაჟბატონს დავცანცლე და როგორც მივხვდი ჩემს დაქალზეა შეყვარებული.მეც მეტი რა მინდოდა სულ მარიამზე ველაპარაკებოდი.შემდეგ ქვევით დაუძახეს და მანაც დამტოვა.ზედა დარბაზში ფაქტიურად მარტო ვიყავი,ამიტომ ყურსასმენებში მუსიკას ბოლომდე ავუწიე და ცეკვა-ცეკვით დავიწყე ვარჯიში.იმდენად ვიყავი ჩემს სტიქიაში წასული,რომ არ შემიმჩნევია გეგა როდის მოვიდა.მისი არსებობა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი,მუსიკა რომ შემთხვევით გამომერთო და ვიღაცის საუბარი გავიგე.ხმის ტემბრით ვიცანი და მივხვდი ვინც იქნებოდა,ამიტომ გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და ვარჯიში განვაგრძე.მაგრამ მოულოდნელად მის ხმას ქალის ხავერდოვანი სიცილი რომ დაერთო,მომენტალურად შევხტი და თვალები მათკენ გავაპარე.ვაჟბატონი სპორტულ ფორმაში გამოწყობილიყო,ყველის ვაჭარივით უკრეჭდა ამ ქალს და მარჯვენა ხელს მის მკლავზე ახახუნებდა.მაგრამ რა მიკვირს,გვერდით მგონი ქაღმერთი ედგა,გეგაზე ოდნავ დაბალი იყო,სპორტულ ტანსაცმელში გამოკვეთილად ჩანდა მისი სხეულის სიმდიდრე.გრძელი ფეხები,აწეული საჯდომი,მრგვალი მკერდი და შესაშური პროფილი.შავი თმა მაღლა ცხენის კუდად შეეკრა და ბოლოები თითქმის საჯდომამდე სწვდებოდა.ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნეს და ორივემ აქეთ გამოიხედა,გეგას ირონიულად გაეღიმა და სანამ ამ ქალღმერთის ღიმილსაც დავინახავდი თავი სწრაფად გავაბრუნე და საქამე განვაგრძე.მაგრამ განგმირავად ჩამესმოდა მათი საუბარი და ამ ქალის კისკისი.ყოველგვარ ემოციურ პიკს მივაღწიე,ქალღმერთის არათითზეც რომ კალიცო შევნიშნე.ჩემი თვალები მხოლოდ ამ ბზინვარ წერტილს მიშტერებოდა და ვგრძნობდი როგორ დამიარა ცივმა ტალღამ,ნარკოზის შეშვებას ჰგავდა ორგანიზმში.ყველა ძარღვი გამეყინა,ერთ ადგილს მივეწებე,გული სწაფად მიცემდა,მაგრამ ძარღვებში სიცივეს ვგრძნობდი.წამიერად ეს ყინულივით ტალღა აბობოქრდა და თავის ტვინს მიაწყდა.მერე ღრმად ამოვისნთქე და მივხვდი რომ მთელი ეს პერიოდი სუნთქვაშეკრული ვიდექი.აზრები ელვის სისწრაფიდ იეროდა ტვინში,"ნუთუ ეს არის მისი ცოლი","რა თქმა უნდა,მისი ცოლია,როგორ ხალისობენ","რა გეგონა ელენე,სხვის ადგილს დაიკავებდი?","ამ სილამაზესთან შედარბით ხომ არარაობა ვარ".ათასობით იდიოტური აზრი მერეოდა გონებაში და მძულდა ჩემი თავი,რომ მათ შორის ჩადგომა აზრად გავივლე.მერე დავინახე,გეგა როგორ ასწავლიდა ერთ-ერთი ტრენაჟორის გამოყენებას,როგორ ეხებოდა მისი გრძელი თითები ქალის მოტიტვლებულ მხრებს და რა ნაზად უყურებდა,თითქოს მუზეუმის ექსპონატი იყო.ვეღარ შევძელი მათი ყურება,იმედგაცრუება ყელში მწვდა და საჰაერო გზები გადამიკეტა.მერე ვიგრძენი ხელებში ძალის გამოცლა და ათ კილოიანი გირი მოულოდნელად გამივარდა ხელიდან და მარჯვენა ფეხზე დამეცა.ამდენი ემოცია ვეღარ ავიტანე და ხმამაღლა ამოვიჩხავლე,თითქოს ეს ფეხის ტკივილით გამოწვეული ყვირილი იყო.არა და ეს მთელი ემოციების გამონთავისუფლებას უფრო გავდა.თვალებზე მოწოლილმა სითხემ მხედველობა დამიბინდი და ის იყო ტკივილისგან დაღლილი ძირს უნდა დავცემულიყავი,რომ ვიღაცამ ხელი შემაშველა.მაგრად ჩამჭიდა ხელი,თითქოს უფლებას არ მაძლევდა ამ მორევს ბოლომდე ჩავეტანე.ხელში ამიყვანა და მაშინვე ვიგრძენი მისი სურნელი,მივხვდი რომ გეგა მიჭერდა,შემდეგ მისი ხმაც გავიგონე:
-ელენე,გესმის ჩემი?
-მეე ... მტკივა-ჩხავილს ჰგავდა ჩემი წარმოთქმული სიტყვები,თვალებზე ჯერ კიდევ ბურუსი გადაწოლილიყო.
-ელენე ცოტაც მოითმინე და ექიმთან მალე მივალთ-მის ნატიფ თითებს სახეზე ვგრძნობდი და გული უფრო მიჩუყდებოდა.მერე ის საშინელი ხმა გავიგე.
-გეგა,საყვარელო,როგორ არის?
-არ ვიცი თათია,მგონი ფეხი მოიტეხა,მალე ატარე მანაქანა-მერე უკვე აღარ მახსოვს,რადგან ბინდი ჩამოწვა და აღარაფერი მესმოდა.

თვალი რომ გავახილე მხოლოდ თეთრ ხალათში ჩაცმული ხნიერი მამაკაცი დავინახე,რომელიც თბილად მიღიმოდა.
-აბა პაციენტი როგორ გვყავს?
-მგონი უკეთ ვარ ბატონო..
-ოთარი მქვია შვილო.
-დიახ,ბატონო ოთარ,მაგრამ თავი მტკივა ცოტათი.
-არაუშავს,ეს მიღებული სტრესის ბრალია.თავის ტკვილიც მალე გაივლის,რაც შეეხება თქვენს ფეხს,გადარჩით რომ არ გაგიტეხათ ძვალი.მხოლოდ დასიებული გაქვთ და ნაღრძობი,ერთი კვირა სახლში იწვებით,შემდეგ კონტროლზე მოხვალთ და გადავწყვეტ სიარული უკვე შეგეძლებათ თუ არა-ექიმს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული კარები რომ გაიღო და გეგა შემოვიდა.ხელში პარკები ეჭირა და ცოტა ანერვიულებული ჩანდა.ეგოისტურად გამიხარდა რომ ჩემზე ღელავდა და მისთვის სულ ერთი არ ვიყავი.
-ბატონო ოთარ,როგორ არის ელენე?
-გეგა,შვილო,ყველაფერი რიგზეა,შეგიძლიათ დღესვე წაიყვანოთ სახლში,გამოწერილი მაზები კი აუცილებლა იყიდეთ.
-კი კი,ყველაფერი ვუყიდე უკვე და აუცილებლად დავიცავთ რეჟიმს-ისე ლაპარაკობდა თითქოს მისი ცოლი ის ქალღმერთი კი არა მე ვყოფილიყავი.ექიმმა კიდევ ერთხელ გამიღიმა და კარს უკან გაუჩინარდა.
-როგორ ხარ?
-უკეთ,აღარ მტკივა ფეხი.
-სხვის ყურებას ჯობია შენ თავს მიხედო ხოლმე-ირონიულად მომიგდო ორი სიტყვა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.მთელი სხეული დამეწვა,მეგონა მდუღარე წყალში ჩამსვეს და კანს მითუთქავდნენ.მერე ვიგრძენი როგორ ამიწთლდა სახე და მომინდა დედამიწიდან გავმქრალიყავი.კუნთების გროვა კი ჩემზე ძალიან ხალისობდა.
-რატომ გაწითლდი? მგონი პალატაში ნორმალური ტემპერატურაა-სარკაზმის პიკს აღწევდა მისი ყოველი წარმოთქმული სიტყვა.
-ერთი დიდი გველი მგესლავს და სიმწრისგან ვწითლდები ალბათ!
-მე კიდე მგონია რომ სურვილისგან იწვი-წარბები ირონიულად ამითამაშა.
-იცოდით,რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა,სიბრიყვის პირველი ნიშანია?-ახლა მე დავწინაურდი და თავმომწონედ გავუღიმე.
-მადლობ რომ ჩემი ინტელექტის ამაღლებაზე ზრუნავ,მაგრამ უმჯობესი იქნებოდა სხვა რაღაცეებში აგვემაღლებინა ერთად ინტელექტი!-სანამ ამ ყველაფერს გავიაზრებდი და პასუხს დავუბრუნებდი,ზემოხსენებული ქალღმერთი შემოვიდა პალატაში.
-აბა როგორ ხართ?-ისე მზურნველად მკითხა,ალბათ არ იცის რომ მის ქმარს ვეტრფი.
-მადლობ,კარგად-რასაც ქვია მივუგდე ეს ორი სიტყვა,მერე მივხვდი რომ ჩემი მხრიდან უტაქტობა იქნებოდა და გავუღიმე.
-ძალიან კარგი,ისე გვანერვიულე ორივეე!გეგას საერთოდ ფერი აღარ ედო-სიცილით მომახსენა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ქალის სრულყოფილებაში.
-თათია საკმარისია-შეუღრინა გეგამ.
-ალბათ,ინერვიულა.სპორტ დარბაზის სახელზე ზრუნავს,რომ გაიგებდნენ ვინმე მანდ ვარჯიშს შეეწირაო,ხომ დაუვარდებოდა რეიტინგი-სწრაფად მივაყარე გაცეცხლებულმა.
-კარგით საკმარისია,თათია ჩვენ გავიდეთ,ელენე მოემზადება და დავტოვებთ სახლში-ისე მკაცრი ხმით თქვა რომ,თათია უცებ წამოხტა ფეხზე.ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე ჩაკიდა ამ ქალღმერთს ხელი და კარებს უკან გაუჩინარდნენ.ამ სანახაობის შემყურეს ტირილი მომინდა,მინდოდა მებღავლა ბოლო ხმაზე.მაგრამ მერე მივხვდი რომ არღირდა იმის გამო ტირილი,რაც ჩემი არასდროს ყოფილა და არც იქნებოდა.ექთანი ჩაცმაში დამეხმარა,შემდეგ ეტლით მიმიყვანეს გეგას მანქანამდე.უკან სიდენიაზე ვიჯექი და მთელი გზა ვადევდნები მათ ყვალყურს,თუ როგორი ბედნიერები იყვნენ და რამდენად ზედმეტი და არასაჭირო ადამიანი ვიყავი მათთვის.გეგამ სახლამდე მიმიყვანა,მიუხედავად იმისა რომ ექიმმა ფეხით სიარული ამიკრძალა,მანქანა გაჩერდა თუ არა კარები გავაღე.ამ დახუთულ სივრცეში ყოფნა აღარ შემეძლო,ყველაფერს გეგას სუნი ასდიოდა,ის იყო ფეხი უნდა გადამედგა მანქანიდან რომ თათიამ შეკივლა.
-ღმერთო რას აკეთებ? შენ რა გაგიჟდი?-ისეთი სახით გამომხედა,მეგონა გამომიჭირა თავის ქმარს რომ ვეფლირტავებოდი-ექიმმა არ იაროვო და შენ ფეხით აპირებ კიბეებზე ასვლას? გეგა ახლავე გადადი და სანამ საწოლამდე არ მიიყვან და არ ჩააწვენ,აქ არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა-ისე მკაცრად თქვა,რომ პროტესტის გამოთქმის სურვილი დამაკარგინა.გეგამ სწრაფად ამიტაცა ხელში,თითქოს ბუმბული ვიყავი.თავიდან შევეცადე არ შევხებოდი,რომ მისი სხეულის სიმხურვალე არ მეგრძნო.მაგრამ რომ მივხვდი,შესაძლოა ხელიდან გავვარდნოდი,სწრაფად მოვხვიე კისერზე ხელები.
-შემეხე ნუ გერიდება,თუ ჰორმონებს ვერ გააკონტროლებ არაუშავს,საწოლი სულმოუთქმელად გველოდება-ზემოდან დამყურებდა,თან გემრიელად მიღიმოდა.მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და ხელების ქვეშ მის კანს ვგრძნობდი.მისი ეს ნათქვამი უბრალოდ გავატარე,რადგან ემოციებისგან დაღლილს ჩხუბის თავი აღარ მქონდა.გეგამ მართლა საწოლამდე მიმიყვანა,ჩამაწვინა,საბანიც გადამაფარა და შუბლზე ისე ნაზად მაკოცა,რომ გული ერთი წამით გამიჩერდა.
-ჭკვიანად იყავი ელენე,თავს გაუფრთხილდი და თუ რამე დაგჭირდება აუცილებლად დამირეკე-ხმა კიდევ უფრო დაბოხებული და ამღვრეული ქონდა.ადგა და ზურგი მაქცია,უცებ მომინდა მისთვის მეთქვა თუ როგორი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამინი იყო ჩემს ცხოვრებაში.
-გეეეეგაა-მისი სახელი ნათქვამი არ მქონდა რომ მოულოდნელად მოტრიალდა და მისი შავი თვალები პირდაპირ ჩემსას შეეჩეხა.ამ თვალების სიღრმემ და სითბომ ისე ჩამითრიეს რომ მოხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოვახერხე.
-ყველაფრისთვის მადლობა!
გეგამ მკრთალად გამიღიმა,ზურგი მაქცია და კარებს იქით გაუჩინარდა.მე კი ჩემს არეულ გრძნობებთან და ნატკენ ფეხთან ერთად დავრჩი სრულებით მარტო.


პ.ს. ჩემო მკითხველებო,პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ,რომ დავიგვიანე.გამოცდების გამო ვერ მოვახერხე ახალი თავის დაწერა.რაც შეეხება წინა თავის კომენტარებს,თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა მინდა გითხრათ თბილი სიტყვებისთვის <3 <3 ძალიან მიხარიხართ![left][/left]



№1  offline წევრი mia15

Momwoms da velodebi,shemdeg tavs.

 


№2 სტუმარი lile

Kargiaa shemdegss velodebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent