შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათვალე (8)


9-02-2017, 22:22
ავტორი სალი-სალი
ნანახია 1 445

8

-რალამაზი დღეა რანათელი მზეაა იმიტომ რომ დღეს საბუნასს დაბადების დღეაა.გახარებულები ვმღეროდით სადღესასწაულო სიმღერას და საბას ტორტს ვაგებებდით.ბევრი არ ვყოფილვართ სულ რაღაც 8 ადამიანი, აქედან ოთხი მე საბა ლაზარე და ლალიკო ვიყავით, ჩვენს გარდა კიდევ 2 ბიჭი და 2 გოგო იყო.მათი სახელები ჯერ არვიცოდი და არც მაინტერესებდა.ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მაეჭვებდა ლაზარეს საქციელი იყო, ერთ ერთ გოგოსს ისე ეტმასნებოდა რომ მის თითოეულ ქცევაზე გული მერეოდა.ქართული მამაპაპური სუფრა იყო გაშლილი, თამადა კი რომელიღაც ბიჭი იყო რომლის სახელიც დამვიწყებია. მე და ლალიკო ერთად ვიჯექით საბა და ლაზარე ერთად დანარჩენები კი გვერდიგვერდ დაწყვილდნენ.
-აბა ერთი ამას შეხედე.ლაზარეზე მიმანიშნა ლალიკომ.ვიღაც გოგოზე იყო აკრული და რაღაცაზე იცინოდნენ.
-რაც უნდა ის უქნია.თავი გავაქნიე და ტელეფონი ამოვიღე.
-თან შენსკენ რომ აპაებს თვალს.
-არმაინტერესებს.
-ნახე ახლაც შენსკენ გამოიხედა.
-მორჩი ლალიკო.ხმამაღლა შევუღრინე დაქალს და ჩემს დაყვირებაზე ყველამ მე გამომხედა.
-კარგი არ დაგაძალებ დალევას.სიტოაციის გამსამუხტად ახარხარდა ლალიკო.
-აბა აქ რახდება?.გვერდით მომიჯდა საბა და ხელი მხარზე გადამხვია.
-არაფერი უბრალოდ ანასტასიას ვუთხარი დალიეთქო ისკი არსვავს.
-ხოდა თუარუნდა ნუ დალევს.მალევე ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, ეკრანს რომ დავხედე ანდრონიკე იყო, სწრაფად წამოვფრინდი ფეხზე და აივანზე გავედი.-გისმენ.
-სადხარ?.უხეშად ჩამყვირა ტელეფონში.
-დღეს საბას დაბადებისდღეა და ავღნიშნავთ.
-ვისი დაბადებისდღეა?.განა ვერ გაიგო უბრალოდ შანსი მომცა რომ მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გამეცა.
-საბასი!.
-შენ გოგო ნორმალური თუხარ?!.ბოლო ხმაზე შეჰყვირა.-რა საბა რის საბა! ახლავე წამოეთრიე სახლში!.
-შემეშვი! საბა ჩემი მეგობარია და ამ დღეს მის გვერდით უნდა ვიყო.
-შენი დედამოვ**ან შე ბ**ო.მისმა სიტყვებმა გამამწარა, გამაცოფა. მეგონა წინ რომ მდგარიყო ავდგებოდი და რაც კი ხელში პირველი მომხვდებოდა იმას ვესროდი, იმდენს ვურტყავდი რომ ცოცხალს აღარ დავტოებდი.თვალზე ცრემლები წამომივიდა, ამსიტყვების ღირსი არ ვიყავი, მე ამ ყველაფრის ღირსი არასოდეს ვიყავი.ტელეფონი სწრაფად გავთიშე, ცრემლები მოვიწმინდე და ხალხთან დავბრუნდი.ლაზარემ ჩემსკენ ერთხელ გამოაპარა თვალი და აწითლებული თვალები რომ დაინახა გაოცებული მომაშტერდა.
-იტირე?.ლაზარეს სათქმელი საბამ მკითხა.
-არა თვალები ამეწვა და.ტყუილში მართლაც რომ იდეალური ვარ.
-მერე რამე წვეთები არ გაქვს?.
-არა არმჭირდება გადამივლის.სასტიკად ვიუარე და თავი კვლავ ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა.მთელი ორი საათი უაზროდ ვიჯექი და ყალბი ღიმილით ვიღიმოდი. საბა კი ამჩნევდა რაშიც იყო საქმე თუმცა ეს მხოლოდ მე და ლაზარეს გვეხებოდა.გული მიკვდებოდა ვიღაც ზედმეტად ვულგარულ გოგოსთან ერთად დავინახე,თავს ძლივს ვთოკავდი რამე რომ არ მეთქვა. ლალიკოც მათ საქციელზე გულიანად ილანძღებოდა და ეს უფრო მაღიზიანებდა. თანდათან ვფეთქდებოდი, ალბათ მულტფილმში რომ ვყოფილიყავი ბოლი ამივიდოდა სახეზე კი პამიდორივით ვიქნებოდი აწითლებული.დავინახე ცალი ხელი მხარზე რომ გადახვია ცალი კი ფეხებშორის შეუცურა. მთვრალი იყო თანაც ძალიან.ტუჩები მისი ყელისკენ წაიღო და ვნებიანად აკოცა.ღმერთო ესუკვე მეტისმეტია. გულგახეთქილმა ხელი კოსტუმს და ჩანთას დავტაცე და ფეხზე წამოვდექი.
-სად მიდიხარ ანასტასია?.უნკიან მომაძზახა საბამ.
-ზაზუ მარტოა სახლში, ალბათ მეზობლებს გააღიზიანებს თავისი საქციელით, წავალ მივხედავ.ოჰ ესეც ნამიოკი.არცკივიცოდი, არმინდოდა თუმცა გულმა ვეღარ მომითმინა და ნამიოკივით გამომივიდა.
-გაგიყვან.
-არმინდა ჩემით წავალ,ნახვამდის კარგად გაერთეთ.თვალცრემლიანმა მივაძახე და სახლიდან სირბილით გავიქეცი.ფეხით გავლა ნამდვილად არ მაწყენდა თუმცა მარშუტმა გამოიარა და მეც იმწუთასვე შევხტი.მთელი გზა ის ფაქტი მედგა თვალწინ როდესაც ლაზარე იმ გოგოს ხელებს უფათურებდა.გულში ეკალივით მერჭობოდა და მთელს ტანში მიძვრებოდა. მარწუხებმა თითქოს მთელი სხეული მოიცვა და გამმომფიტა. ამბობენ რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო მაგრამ არამგონია ამან გამაძლიეროს, ვატყობ ეს იქნება ჩემი სიკვდილის მიზეზი.სახლში დაღლილი მივედი, ზაზუ ჩემს დანახვაზე სირბილით გამოიქცა და ფეხებში დამიწყო ძრომიალი.მეც ფუმფულა და თბილი სხეული ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი.მერეღა გამახსენდა კარი რომ არ ჩამიკეტავს და ზაზუსთან ერთად გავემართე შემოსასვლელისკან როცა კარი გაიღო და ანდრონიკე შემოვიდა.გაბრაზებული იყო, კარი ძლიერად მიიჯახუნა, ძაღლი ხელიდან გამომგლიჯა და გვერდით მოისროლა.გამგელებული მოდიოდა ჩემსკენ მეკი შეშინებული უკან-უკან მივიწევდი.
-ხომგითხარი იმ ახვ**თან აღარ დაგინახოთქო.ხმამაღლა შეჰყვირა და მოქნეული ხელი სახეში გამარტყა.უეცრად ძირს დავარდი, იმის საშვალებაც კი არ მომცა რომ თავი მემართლებინა,წიხლი პირდაპირ მუცელში ჩამარტყა და ასე გააგრძელა იქამდე სანამ ფართხალლი არ შვწყვიტე.ყრუ ტკივილი მივლიდა ტანში და ცხოვრების სურვიილს მიკარგავდა.ადამიანს აღარ ვგავდი, ცხვირიდან ტუჩიდან პირიდან სისხლი მდიოდა, თმები სულ დაგლეჯილი მქონდა რტყმევისგან მუცელში ჭრილობები მქონდა და იქიდანაც სისხლი მომდიოდა.ფაქტიურად მკვდარი ვიყავი.გონება დავკარგე,გავვითიშე, შავმა ფონმა იმწუთასვე დაისადგურა ჩემს ირგვლივ და სადღაც უფსკრულში, უსასრულობაში ჩამმარხა.თვალი რომ გავახილე დღე იყო,ვერ ვმოძრაობდი, სუნთქვაც მიჭირდა. ისევ ისე უგონოდ ვეგდე იატაკზე,ერთადრთი რაც დავინახე ზაზუს სახე იყო. დამტრიალებდა და ჩემს სახეს მილოკავდა.ერთადერთი ხელი გავამოძრავე.სწრაფად დავწვდი ძირს დაგდებულ დალეწილ ტელეფონს და გაუცნობიერებლად დავრეკე ლალიკოსთან.ზარი გადიოდა, ბოლოს დაგუდული ხმა მომხვდა ყურში.
-ხო გოგო სადხარ აქამდე?.ხმამაღლა დაიწყო საუბარი თუმცა ხმა ვერ ამოვიღე.-ანასტასია რას მეღადავები ახლა,ხმა ამოიღე.კვლავ ვერ გავეცი პასუხი, ასე მეგონა ენა არ მქონდა.-ანასტასია ხომ კარგად ხარ?.ბოლოს შეშფოტებული ტონით დამიწყო ლაპარაკი.-ანასტასია რახდება?.ახლაღა გავიგე საბას ხმა.მისი ხმის გაგონებისას ტირილი ამივარდა.თითქოს გული ამიჩუყდა.-ახლავე მოვდივართ.ხმამაღლა შეჰყვირა და ტელეფონი გათიშა.მეც იმის მერე არაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე კარის ხმა გავიგე.სახლში შემოვარდნენ საბა ლალიკო და ლაზარე.
-ანასტასია.ხმამაღლა შესძახა ლაზარემ და ჩემთან მოვარდა.-ანასტასია ეს რაგიქნეს, შემომხედე მითხარი რამე.აშკარად შეშინებული იყო.ჩემი თავი მის კალთაში ჩადო და თმებზე ფერება დამიწყო.-ხმა ამოიღე მითხარი რამე.გავითიშე.
რომ გავიღვიძე მთელი სხეულის ტკივილმა იჩინა თავი, ვერ ვმოძრაობდი, მაჯები, კუნთები, განსაკუთრებით კი მუცლის არე, სულ მტკიოდა. თეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა და ამატკივა. ბურუსისფრად იყო ყველაფერი ირგვლივ მოცული. არვიცი ეს ჩემი ცუდად ყოფნის თუ სათვალის გარეშე ყოფნის ბრალი იყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავდი ნორმალურად. გონებამ სწრაფად დაიწყო წინადღეს მომხვდარის გადახარშვა და გული ჩამეწვა. სუნთქვაშეკრული ვუჭერდი ხელს უცხო მატერიას და ასე ვიმსუბუქებდი აუტანელ, სულიერ და ხორციელ ტკივილს. მეგონა მძიმე მასამ გადამიარა და მიწასთან გამაწორა. ახლა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ავად ვარ. იქნებ ახლა მაინც დამანებოს ანდრონიკემ თავი, იქნებ ახლა მაინც შემიზიზღოს ასეთი უმანკო და საშინელი შესახედი. თავი ძლივსძლივობით გადავწიე მარჯვნივ და ვიგრძენი როგორ ამეწვა ყელი სიმშრალისგან.
-წყალი.ხრინწიანი ხმით ამოვიოხრე და ვიგრძენი როგორ მოვარდა ვიღაც ჩემთან და თბილი ხელები შემახო გაყინულ სხეულზე. ლალიკო იყო. მის შეხებას ყველასგან ვარჩევ, წყალი დამალევინა და სახეზე სათვალე მომარგო, იცოდა რომ ყველაზე მეტად უსათვალობა მაღიზიანებდა. ახლა უფრო გაწმენდილად დავინახე ყველაფერი, თუმცა მაინც წაკრავდა ისევ ის ბურუსისფერი.ცივმა წყალმა ყელამდე რომ ჩააღწია აი მაშინ იყო მთელი ერთი სასიკვდილო ტკივილი, თუმცა წყურვილი იმდენად ძლიერი იყო რომ ერთი ჭიქა სულმოუღქმენლად ჩავცალე.
-საუბარი შეგიძლია?.მითხრა ხმაგამტყდარმა.
-სადვარ?.წამლების სუნი იმდენად შემაწუხებელი იყო რომ მივხვდი საავადმყოფოში რომ ვიყავი, ამისდამიუხედავად მაინც ვკითხე რადგან ყველაზე მეტად სწორედ რომ საავადმყოფოს ვერ ვიტან და ჩემს ერთ ნაწილს მაინც სჯეროდა იმის რომ სახლში ვიწექი და ისე ვიყავი უბრალოდ დაღლილი.
-საავადმყოფოში.იმდენად გამაღიზიანებელია ჩემთვისს ეს სიიტყვა რომ თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ტოლფასი აღმოჩნდა.
-ვაიმე თავი.ხელი თავისკენ წავიღე და მაჯაში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რომ დავიხედე კათეტერი მოვლანდე. ისე საშინლად მქონდა ვენაში ჩათხრილი რომ თითის გამოძრავებაზეც კი მტკიოდა.
-ექიმს დავუძახებ.სწრაფად გავიდა გარეთ და მერეღა დავიწყე ოთახის შეთვალიერება. თეთრი კედლები, თეთრი ჭერი, თეთრი იატაკი, სამოთხეა თუ პალატა. საწოლი საშინლად მოუხერხებელი იყო თუ მე ვაზვიადებ არვიცი, დიდი ტყავის ყავისფერი მდივანი, მარჯვენა კედელზე კი მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მარცხენა კუთხეში დიდი პალმის ყვავილი იდგა აი ჩემს გვერდებზე რა ამბები იყო მაგას ვერც კი ვხვდები. უამრავ აპარატზე ვიყავი შეეერთებული, ეს პულსს მისინჯავდა, ის წნევას, გადასხმის აპარატი, ცხვირში კიდევ ალბათ ჟანგბადის მომაწოდებელი მილი. ერთი ხელისმოსმით მივიძრე ცხვირში მოთავსებული მოწყობილობა და თავი წამოვწიე. ხელები სულ დალურჯებული მქონდა, მუცელი კი შეხვეული,ნეტავ სარკე დამანახა.სწრაფად გადავწვდი ჩემს გვერდით ტუმბოზე მოთავსებულ ლალიკოს ჩანთას, იმ ხელით რომელიც ჯერჯერობით თავისუფალი მქონდა და სარკე ამოვქექე. შეშინებულმა მივიტანე სახესთან და შევკივლე.თვალი დალურჯებული, ტუჩი გახეთქილი, სახეზე კიდევ უამრავი პატარა ნაიარევი, აქედან რომელიმე შრამად დამრჩება ალბათ, ანკიდევ ყველა. შეშინებული ვუყურებდი ჩემს სახეს და ცრემლებად ვიღვრებოდი. გული საშინლად მტკიოდა, სული მეყინებოდა. ჩემს ხმამაღალ ტირილზე საბა ლალიკო და ლაზარე შემოვიდნენ. ლალიკომ იმწამსვე გამომაცალა ხელიდან სარკე .
-რასაკეთებ ანასტასია?!.დაღლილმა თუმცა მაინც მხნედ მყოფმა შემომძახა და სარკე ჩანთაში ჩამალა.
-ნუმიყურებთ.სახეზე ცალი ხელი ავიფარე და ტირილს ვუმატე.
-გაგიჟდი გოგო? რასქვია ნუგიყურებთ.სახედან ხელები მომაცილებია საბამ და გამაკავა.
-რას დავემსგავსე.
-დაწყნარდი ანასტასია, გაგივლის ეგ არაფერია, არგახსოვს? მეც სულ ასეთ სიტოაციაში ვიყავი მაგრამ ახლა ეხედე ჩემს სახეს.უნდოდა გავემხნევებინე თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ ამის თავი არ ჰქონდა.
-დავიღალე დასვენება მინდა.მოვიმიზეზე უაზრო მიზეზი.
-კარგი გავალთ მაშინ და თუ რამეა აქ ვართ.
-კარგით.თავი დავუკარი და თვალები დავხუჭე. მწველ მზერას ვგრძნობდი აკუწულ სხეულზე და ეს ყველაფერი უფრო მიწვავდა ნაიარევებს. ვიცოდი რომ ლაზარე არ იყო წასული, პალატაში იდგა და ჩემი ასეთი უსუსურობით გული ეწვოდა. გასაოცარია საიდან ვიცოდი ეს ყველაფერი თუმცა ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, ვგრძნობდი.
-ვინიყო?.მისი ბარიტონი მეხისგავარდნასავით აღმოჩნდა ჩემთვის. სული შემეკვრა როცა მონატრებული ხმა გავიგე, ის სანატრელი და საყვარელი ხმა რომელიც დღემდე გონებას მაკარგვინებს.
-არვიცი.თავი გავაქნიე და თვალებში შევხედე.
-იცი.ახლოს მოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ხელზე დამადო.
-მართლა არვიცი.ვიუარე და ცრემლები გადმოვყარე.
-მევიცი.
-რაიცი?.
-ანდრონიკე იყო.მისი სახელის გაგონებისგან უცნაური შეგრძნება დამეუფლა, შიში ვნება, სიძულვილი, ხიბლი. ერთმანეთში ისე აირია რომ საბოლოოდ გული მომიშხამა.
-რასისულელეა.ირონიულად ჩავიღიმე.
-მაგას მე მოვაგვარებ.
-მაცადე, პალატიდან გამოვიდე.
-რომ გამოხვალ ყველაფერი მოგვარებული დაგხვდება.
-მოგკლავს.ქვედა ყბა ამიკანკალდა, ცხელმა მარილიანმა წყალმა ისევ სწრაფად გაიკვალეს გზა თვალიდან ბაკებამდე.
-ის ვერაფერს მიზავს.ახლა მას ჩაეღიმა.
-მეშინია, რამე რომ დაგიშავოს.
-მშვიდად იყავი, მე მალე დავბრუნდები.ფეხზე ადგომა სცადა მაგრამ მაჯაში ხელი წავავლე და ოდნავ მოვქაჩე.
-გთხოვ მარტო ნუ დამტოვებ.საცოდავად ამოვიკნავლე და ხელი რაც ძალა და ღონე მქონდა მოვუჭირე.
-მე შენ მარტო არასოდეს დაგტოვებ.გვერდით მომიწვა, თავი ამაწევინა მის გულზე დამადებინა და შუბლზე სველი კოცნა დამიტოვა.-შენ ოღონდ შემომხედე და მთელს ცხოვრებას შენ მოგიძღვნი.

საავადმყოფოდან რომ გამომწერეს ჩემს სახლში წამიყვანეს. ნაიარევებმა შეხორცება მალევე დამიწყეს, უბრალოდ ყრუ ტკივილები მაწუხებდა მთელს ორგანიზმში. ექიმმა რაღაც მალამოები გამომიწერა და ჩვეული თბილი მზერით გამიშვა ჩემს გზაზე. სახლში რომ შევედი ყველაფერი მილაგებული დამხვდა, აღარც იმ ჭიქის ნამსხვრევები და აღარც ჩემი სისხლი ყავისფერ ხალიჩაზე. თითქოს შვება ვიგრძენი როცა სისუფთავის სურნელმა დაიწყო ოთახში ტრიალი. როგორც გავიგე ანდრონიკე გამქრალიყო, არცმიკვირს ალბათ შეეშინდა არ ჩაეშვა. ესეც ჩემი მხდალი ქურდი, მართალია ის 20 ლარიანი დამიბრუნა მაგრამ ცხოვრება მომპარა თან კი ბედნიერი წუთები ხელთ გააყოლა. მხოლოდ დიდი დანაკარგი დამიტოვა და უკვალოდ გაუჩინარდა. ლაზარეს რაც შეეხება მუდამ გვერდში მედგა, ჩემს სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად, ყოველდღე მივლიდა, სითბოს და მზრუნველობას არ მაკლებდა, ყოველთვის სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა.
-ანასტასია, 2 დღით სოფელში მივდივარ, აუცილებელი საქმე მაქვს, დედაჩემი ავად გახდა.დასჯილი ბავშვივით დაიწყო ლაპარაკი. მის დანახვაზე ჩამეცინა.
-წადი, მე ჩემს თავს მივხეავ.თბილად გავუღიმე.
-ტას ხომ გესმის, მარტო არ დაგტოვებდი უბრალოდ.
-ლაზარე, წადი, მე არაფერი მიჭირს.
-კარგი მაშინ სჯობს ახლა წავიდე.
-კარგი მიდი, გზამშვიდობისა.თბილლად გადავეხვიე და ლოყაზე მსუბუქად ვეამბორე.მანაც მთელი არსებით მომიძღვნა ჩემთვის დამშოკველი ჩახუტება და ისე დამტოვა.
საღამოს ტელევიზორთან გადავინაცვლე და ფილმის ყურება დავიწყე. სასინლად მოწყენილი ვიყავი თან სასუსნავებიც მომინდა, ამიტომ ავდექი და მარკეტში ჩავდი. მაღაზიიდან გამოსულს ანდრონიკეს მანქანა დავინახე და სწრაფი ნაბიჯებით ავუყევი გზას. სახლში რომ შევედი შვებით ამოვისუნთქე და კერი სგულსგულოდ გადავკეტე. მისაღებში რომ შევედი გავშრი. ფანჯარასთან იყო აზუტული და კასტეტს ხელში ათამაშებდა.
-აქრაგინდა?.სწრაფად მივაყარე და ცელოფანი მაგიდაზე დავდე.
-ერთს გეტყვი.ახლოს მოვიდა, კასტეტი ლოყაზე ოდნავ მომაჭრა და კედელზე ამაკრო.-რამეს იტყვი და დაგხოცავთ შენც და შენს ლაზარესაც გასაგებია?!.
-არა! ყველაფერს ვიტყვი და ამაში შენ ხელს ვერ შემიშლი, არშეგრჩება ეგ საქციელი.
-რატო კუსა?.ტანში სულ ეკლებმა დამაყარა.-მე შენ რომ მიყვარხარ მაგიტომ ვქენი ასე, ვერავიტანე ის ახ*არი რომ დავინახე შენს გვერდით! და ახლაც აქ რომ ცხოვრობს! მეორედ აღარ დაგინახო მასთან.
-ეგ რა სიყვარულია! გამაგებინე! ვინც გიყვარს ყველას სცემ?!.
-მაპატიე! გეფიცები არმინდოდა მაშინ შენზე ხელი ამეწია! გეფიცები ლომკაში ვიყავი! თორემ ხომიცი როგორ მიყვარხარ, ანა ხომიცი?.ტირილი დაიწყო და თავი ჩემს კისერში ჩარგო.-შენს გარეშე ვკვდები! გეფიცები შენარიცი შენს გამო რეები გადავიტანე!.ბუტბუტებდა თავისთვის და თან ტიროდა.
-გული მატკინე! სხეული მატკინე! ყველანაირად მომკალი!.
-ამას ნუ ამბობ გთხოვ ნუ! ჩუ ნუღარ იმეორებ.ტუჩებზე საჩვენებელი თითი მომადო.-მიყვარხარ, ვერადაგთმობ.
-შენ უკვე დამთმე ახლაკი წადი აქედან.ხელი კარისკენ გავიშვირე და ისიც თავდახრით წავიდა.კართან სწრაფად მივედი კვლავვ გადავკეტე და ძირს ჩავიმუხლე.ისტერიკული ტირილი ამივარდა.თავს ვერ ვაკონტროლებდი, უბრალოდ იმ მომენტში ძალიან მინდოდა ტირილი.

დილას კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. ზლოზინით წავედი და რომ გავაღე ლადო დავინახე.გაოცებულიი შევყურებდი მას და გამშრალი ვიდექი, ვერვმოძრაობდი.
-ანასტასია შეიძლება გელაპარაკო?.
-კი როგორ არა.უკან დავიხიე, ისიც შემოვიდა და მისაღებში გაემართა.-ხდება რამე?.
-ანდრონიკეზე უნდა გელაპარაკო.
-მან გამოგზავნა?.
-არა ანსტასია გეფიცები მას არ გამოვუგზავნივარ.
-კარგი რახდება მითხარი.
-ის ძალიან ცუდადაა, ადრე სანამ გაგიცნობდა და ის ამბავი მოხვდებოდა, გამოუსწორებელი ქურდი იყო, არცეხლაა მთლად კანონდაცველი მაგრამ მაშინ ნარკომანი ქურდი და რაც მთავარია მკვლელი იყო, ახლაკი როცა შენ გამოჩნდი, გეფიცები ანასტასია შეიცვალა, აღარ დადიოდა ხალხის გასაქურდად, ნარკოტიკებს თავი გაანება, იცი პროსტო რეებს აკეთებდა? მაშინ ლაურამ რომ დაუწყო ჩხუბი, ანდრონიკე არ იყო დამნაშავე, სხვა იყო შეპარული მაგათ სახლში და ანდრონიკე ეგონათ, ის ამბავიც ვიცი შენ რომ გცემა მაგრამ მაგ მომენტში ლომკაში იყო, არუნდოდა გაკეთება მაგრამ ხოიცი რა ბიჭების ამბავი, მეც და მაგასაც დაგვაძალეს, გთხოვ ნუ აქცევ ზურგს, შენ მისთვის ღუზახარ, მხოლოდ შენ შეგიძლია ამოათრიო ამ სიბინძურედან, შენხარ ერთადერთი ნათელი წერტილი, არგეგონოს რომ მაგან გამომგზავნა, არც ის უთხრა მე რომ ვიყავი აქ, თორემ მომკლავს.
-ლადო მესმის შენი, მეგობრისთვის აკეთებ ამას მაგრამ მე რავქნა? ხვდები მაინც მაშინ რა გამიკეთა? იცი რამდენჯერ იყო ნორმალურ სიტოაციაში და რამდენჯერ მცემა? მაშინ არიყო ლომკაში, მე ის არმიყვარს ლადო, ვერვიქნები ისეთ ადამიანთან ვინც ასეთი ტკივილი მომაყენა.
-შენ არგინდა მისი დახმარება.გაბაზებულმა ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა წასასვლელად.
-ლადო მომისმინე, მე ისედაც ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ ყველააფრისდამიუხედავად შევძელი და ფეხზე წამოვდექი, ახლა აქ ვდგავარ და მაინც მეცოდება ანდრონიკე, მანკი შემიცოდა? გეკითხები შემიცოდა? როცა ცუდად ვიყავი მაშინ რომ მისთვის ტკივილი მიმეყენებინა გაამართლებდი ჩემს საქციელს? პირიქით მთელი სამეგობრო თავს მომაჭამდით, შენრაგგონია რახან ლომკაში არვარ მე არ მაქვს ხოლმე ის პერიოდი როცა ყველა და ყველაფერი მანადგუებს? მაგრამ იცი რა არის? მე იმდენი შეგნება მაინც მაქვს რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს არ ვატკინო, მასკი ამის შნო არ გააჩნია! მაპატიე მაგრამ აღარ ვაპირებ ცხოვრება კვლავ დავინგრიო!.


დაგვიანებისთვის ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ვერანაირად მოვახერხე დამეწერა, დრო ფაქტიურად არ მქნდა. ახლა აქტიურად შევეცდები ეს ბოლო თავები მალე დავდო.. თქვენი კომენტარები რომ ვნახე გავნათდი, არმეგონა თუ ასეთი განხილვის ობიექტი გახდდებოდა ანასტასია. მესმის სულელი გოგონაა თუმცა უნდა ვაღიარო ასეთები ბლომად არიან რეალურად მეკი უბრალოდ არმინდა ისტორია მთლად ედემის ბაღში მოწყეტილ ორ ფორთოხალზე დავწერო:დდდ მოკლედ მიყვარხართ ყველანი ძალიან ძალიან მადლობა რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი ლილიანი

ვაშაააა როგორც იქნააა მოეგო ეს გოოგოო გოოონს ისე გამიხარდა სალი ახლოს რომ მყავდე დაგახრჩობდი ისე ჩაგეხუტებოდი აუ ბოლოში რა კარგად უთხრაა აუ ლამის შევიშალე ის დეგენერატი მასთან რომ მივიდა იმის მერე რაც გაუკეთა არა რაც გაუკეთა მაგაზე აღარაფერს ვამბობ ეს არაა სიყვარული ეს უკვე საშინელებაა შანსი არ იყო მეპატიებინა მსგავსი საქციელი უეჭველი მოვკლავდი არა პატიება როგორ თხოვა საერთოდ მაგ გარეწარმაა უხ არაფერი არ ამართლებს საერთოდ არაფერი მასეთები უნდა დარჩნენ მარტო და ვსო აი ანასტასია რომ შეურიგდეს რაღაცას ვიამ უეჭველი ლაზუკებბი ჭირდება ახლა მაგას უყვარს და შეიგნოს ნუ იქცევა შტერი ბავშვივით კიდევ კარგი გამოასწორე კარგად უთხრა ლადოს მომეწონა იმედი მაქ ასე გააგრძელებს და ამოშლის ანდრონიკეს მისი ცხოვრებიდან ამის შემდეგ რომისევ დაგრჩება რაიმე გრძნობა უკვე ზღაპარია ეს ასე რომ არ შეუბრუნო გრძნობები ანდრონიკეს მიმართ ისე კარგი იქნება მაინც თუ გამოასწორებ ოღონდ ანასტასიას არ მმიაკარო რა მეცოდება ეს გოგო აბა შენ იცი წწარმატებები

 


№2  offline წევრი სალი-სალი

ლილიანი
ვაშაააა როგორც იქნააა მოეგო ეს გოოგოო გოოონს ისე გამიხარდა სალი ახლოს რომ მყავდე დაგახრჩობდი ისე ჩაგეხუტებოდი აუ ბოლოში რა კარგად უთხრაა აუ ლამის შევიშალე ის დეგენერატი მასთან რომ მივიდა იმის მერე რაც გაუკეთა არა რაც გაუკეთა მაგაზე აღარაფერს ვამბობ ეს არაა სიყვარული ეს უკვე საშინელებაა შანსი არ იყო მეპატიებინა მსგავსი საქციელი უეჭველი მოვკლავდი არა პატიება როგორ თხოვა საერთოდ მაგ გარეწარმაა უხ არაფერი არ ამართლებს საერთოდ არაფერი მასეთები უნდა დარჩნენ მარტო და ვსო აი ანასტასია რომ შეურიგდეს რაღაცას ვიამ უეჭველი ლაზუკებბი ჭირდება ახლა მაგას უყვარს და შეიგნოს ნუ იქცევა შტერი ბავშვივით კიდევ კარგი გამოასწორე კარგად უთხრა ლადოს მომეწონა იმედი მაქ ასე გააგრძელებს და ამოშლის ანდრონიკეს მისი ცხოვრებიდან ამის შემდეგ რომისევ დაგრჩება რაიმე გრძნობა უკვე ზღაპარია ეს ასე რომ არ შეუბრუნო გრძნობები ანდრონიკეს მიმართ ისე კარგი იქნება მაინც თუ გამოასწორებ ოღონდ ანასტასიას არ მმიაკარო რა მეცოდება ეს გოგო აბა შენ იცი წწარმატებები

ვაიჰმეეე გული როგორ გამითბე ნეტა იცოდეე <3 გვერდით რომ მყავდე მეც ისე ძალიან ჩაგეხუტებოდი რომ ხელს არ გაგიშვებდი არაასდროს ჩემო შოკოლადო <3

 


№3 სტუმარი nini

kai ra agar unda dado axli tavi iset momentze daamtavre ro ravi ra (male dade ra axali tavi gtxov)

 


№4 სტუმარი Guest ნინუცა

ადმინ რატო გადაგვაგდეეე? ძაან მაგარი ისტორიააა და უბრალოდ არ მესმის რატომ აღარ აგრძელებ?!

 


№5 სტუმარი სტუმარი Ucxo

Rato ar amtavreb? Kai istoriaa dzaan mara rom ar amtavreb zdalian cudia ese mkitxvelebs dakargav.es motxroba shens motxrobebshi ert erti favoritia

 


№6  offline წევრი goddess

აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent