შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (სრულად)


9-02-2017, 22:25
ავტორი murachashvili
ნანახია 13 952

თვალები

ავტომობილი მიექანება ჟინვალ გესისკენ, მისი მგზავრები გადაღლილი სახით გადაჰყურებენ სიმწვანეში ჩაფლულ წყალს, ნუთუ შეიძლება ადამიანს ასეთი სილამაზის დანახვისას გული არ აუჩუყდეს?! თუმცა უცნაურია, მგზავრები თითქოს ვერც კი ამჩნევენ ბუნების ამ საოცრებას, მიკვირს და მაღიზიანებს მათი ინერტული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვაჟა-ფშაველა სწორედ ამ ბუნებამ შობა. ავტომობილში უკან მოხუცი მანდილოსანი ზის, ლამაზი, ქართული სილამაზის სახით, ალბათ სწორედ ასეთ ქალბატონებს აღწერდნენ მწერლები, როცა ამბობდნენ ბანოვანისა და დიდებულის შეხედულება აქვთო. თმები უკან ქონდა გადაწეული, მაღალი შუბლი და მკაცრი გამოხედვა, ყურადღებით თუ დააკვირდებოდი რამდენად ლამაზი სახეც ქონდა, იმდენად იდუმალი ნაღველიც ახლდა. ვუმზერდი და რატომღაც მის შემხედვარეს რიდი და მოწიწება მეუფლებოდა. ავტომობილმა ჟინვალთან გადაუხვია და ფშავის ხეობისკენ დაიძრა. ქალბატონმა ნაღვლიანი მზერით ჯერ მგზავრებს შეხედა, დიდხან ჩასცქეროდა წყალს, მზერა გადაიტანა მწვანით შემოსილი ტყისკენ და ისე ამოიოხრა თითქოს დიდი ნაღველი და დარდი გააყოლა. უცნაურია რა უნდა ასეთ მომხიბვლელ და ლამაზ ქალბატონს აქ, ამ ტყეში?
ერთ - ერთ მივარდნილ სოფელთან მძღოლს ავტომობილის გაჩერება სთხოვა, მსუბუქი ტყავის შავი ჩანთა საბარგულიდან ამოაღებინა და სოფლის მიმართულებით წავიდა (თუმცა იქ სოფელი თუ იყო არც ვიცოდი).
- იქ დასახლება არის?- ვკითხე მძღოლს, როცა მანდილოსანი ხეების ჩრდილში მიეფარა.
- კი, აგარაკები აქვთ აშენებული, თუმცა ხალხი ნაკლებად დადის.
- ამდენი წლებია ამ ხეობას ვსტუმრობ და მანდ თუ დასახლება იყო არც ვიცოდი.
რატომღაც თვალებიდან იმ ასაკოვანი ქალბატონის სახე არ გამომდიოდა, თითქოს სადღაც ვნახე წლების წინ და ვერ იქნა და ვერ აღვიდგინე სად.
- როცა დრო მექნება აუცილებლად უნდა მოვინახულო.
რამოდენიმე დღეში კვლავ თბილისში ვბრუნდებოდი, ბედად მძღოლი იგივე შემხვდა და ჩემი პირობაც გამახსენდა. როცა აგარაკებისკენ გადასახვევს გავცდით რატომღაც იმ ლამაზი ქალბატონის ნახვა მომინდა.
- გააჩერეთ ავტომობილი! - გავძახე მძღოლს,
- აქ?! – გაოცებულმა მკითხა მან _ თქვენ ხომ თბილისში მობრძანდებოდით ბატონო დავით?
- კი, მაგრამ აქ საქმე მაქვს და ახლა გამახსენდა.
მძღოლს არაფერი უთქვამს, ალბათ იფიქრა ამ ტყეში რა საქმე უნდა ჰქონდესო, მაგრამ კითხვისგან თავი შეიკავა, მეც რომ არ გადამეფიქრა რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი ავტომობილიდან და ტყისკენ მიმავალ გზას დავადექი.


ტევრში შევედი, თუ არა ულამაზესი სანახაობა გადაიშალა თვალწინ, პატარა დასახლება თითქოს შუაგულ ტყეში ჩაძირულიყო, ამ ლამაზ ბუნებასთან ერთად დაიბადა და მისი ნაწილი გამხდარიყო. მივაბიჯებდი და წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მეპოვა ის იდუმალი ქალბატონი, უკვე სასაცილოდ მეჩვენებოდა ჩემი ახირება, თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი, ის რომ არა ამ სილამაზეს ხომ ვერც ვნახავდი?! ასე ვსეირნობდი და ბუნების მშვენიერებით ვტკბებოდი. არაგვზე დაკიდული ბეწვის ხიდი დავინახე და იქვე მდინარეში ბავშვები შევნიშნე, რომლებმაც შორიდანვე შემამჩნიერს და ინტერესით მაკვირდებოდნენ უცხო სტუმარს, მივუახლოვდი და მივესალმე. ერთ-ერთ ყველაზე მოზრდილს ვკითხე, ხომ არ იცნობდა ჩემს “იდუმალ ქალბატონს”, ბავშვი ყურადღებით დამაკვირდა, ალბათ ფიქრობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის პასუხი, რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ მითხრა:
- თქვენ დეიდა თამარზე მეკითხებით, იგი ცოტა მოშორებით, სოფლის ბოლოში, მურყნიანებში ცხოვრობს.
- გაიზარდე დიდი ბიჭი!
ისე გამიხარდა ბავშვის ნათქვამი, რომ მაშინვე მითითებული მიმართულებით გავემართე, თუმცა არც დავფიქრებულვარ რას ვეტყოდი მას, რა მინდოდა ან რას ვეძებდი.
მურყნიანებში მისვლას დიდი დრო არ დაჭირდა, ქალბატონი თამარი შორიდანვე შევამჩნიე, ეზოში დარგულ შავი ვარდებს რწყავდა, არა ეს ქალი აქაური არ იქნებოდა, ეზოსაც ეტყობოდა, პატრონის სიმკაცრე და აკურატულობა, ხეები ერთიმეორის გასწვრივ ისე იყო დარგული, თითქოს ხაზის სისწორეზე ჩაემწკრივებინოს გენერალს, სწორდიო დაუძახია და ასე გაჯგიმულები დაუტოვია სამხედროებივით, შესასვლელ გზაზე გვერდზე ყვავილები ქონდა ჩამწკრივებული, ძირითადად ვარდები (ან სად ნახა ასეთი ფერის?).
- გამარჯობათ. - შორიდანვე მივესალმე ქალბატონს.
ქალი წელში გაიმართა, შემომხედა:
- გაგიმარჯოს! - მშრალად მიპასუხა და კვლავ ყვავილებს მიაჩერდა, თითქოს მაგრძნობინა რომ დაუპატიჟებელ სტუმართან სალაპარაკო არაფერი ქონდა.
- შეიძლება შემოვიდე? - ვკითხე მე.
ქალს გაოცება შეეტყო სახეზე: - კი ბატონო, მობრძანდით.
- უტაქტობაში ნუ ჩამომართმევთ, აქაური ბრძანდებით?
- არა, რამდენიმე დღით გამოვექეცი თბილისის სიცხეს.
- ააა... გასაგებია.....
- რა არის გასაგები?!
- არაფერი... – დავიბენი მე, მართლაც რა იყო გასაგები?! - მე მწერალი დავით გამრეკელი გახლავართ... - გავეცანი მას - ბინის დაქირავება მინდოდა რამდენიმე დღით, ვინმეს ხომ ვერ მიმასწავლიდით?
- რა გითხრათ, არა მგონია აქ ვინმე ოთახს ან სახლს აქირავებდეს, როგორც წესი ამ სოფელს ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა არც არავინ სტუმრობს. მარტო თქვენ ბრძანდებით, თუ გახლავთ ვინმე?
- მხოლოდ მე,…… მოთხრობას ვწერ და განმარტოებულ ადგილს ვეძებ…..
ქალბატონს გაეღიმა: - კეთილი, ბატონო დავით, და რას წერთ ამ მთებში თუ საიდუმლო არ არის ?! – მისმა ოდნავ ცინიკურმა ტონმა გამაღიზიანა.
- ჩვენ Fფშავის ხეობას ვიკვლევთ, ხევსურეთში არქეოლოგიური გათხრებიც გვაქვს წამოწყებული.
- საიდუმლოებების ამოხსნას ვერ დაგპირდებით, თუმცა შემიძლია ჩემთან ერთი ოთახი დაგითმოთ, ერთი პირობით, თუ ზედმეტი სიწყნარე არ მოგბეზრდებათ.…
გამეღიმა: _ რას ბრძანებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, მე სწორედაც რომ წყნარ ადგილს ვეძებდი, მწერალს შეიძლება სიწყნარე აწუხებდეს? ამისთვის თქვენი სახლი ზედმიწევნით მისაღებია.
ჩემი სახლის მეპატრონე, საკმაოდ სიტყვაძვირი ქალბატონი აღმოჩნდა, როგორც დამპირდა, ნამდვილად წყნარი გარემო გახლდათ გარშემო, მთელი დღის განმავლობაში თითქმის ვერ ვხედავდი, თუმცა ვამჩნევდი, რომ ყოველ დილით, ყვავილებისგან თაიგულს აკეთებდა და სადღაც მიდიოდა.
რა უნდა მეკეთებინა? დავდიოდი და გარემოს ვათვალიერებდი, სოფელი ხალხმრავლობით არ გამოიჩეოდა. ალაგ-ალაგ თუ შეამჩნევდი შემთხვევით გამვლელს. ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს ტყის ნაპირს ავუყევი, საიდანაც ბილიკით სოფლის სასაფლაოსკენ გადავუხვიე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ჩემი სახლის მეპატრონე იქ დავინახე. ერთ-ერთ საფლავთან იჯდა და მიწას ჩასჩერებოდა, ახლოს მისვლა ვერ გავბედე, თუმცა ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ისე მაინტერესებდა ვინ იყო გარდაცვლილი და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან.

თავი მეორე
ქალბატონი თამარი იქ კარგახანს გაჩერდა, იქვე ვიდექი და შორიდან ვუმზედი, როცა წავიდა, ახლოს მივედი და საფლავს დავხედე, ძველი სასაფლაო გახლდათ, უბრალო საფლავის ქვით, რომელზეც არც სურათი იყო გამოსახული, არც წარწერა, არანაირი მინიშნება. ვერ მივხვდი ვისი საფლავი იყო. უცნობის საფლავმა ძალიან დამაინტერესა.
სახლში დაბრუნებულს ქალბატონი თამარი ეზოში დამხვდა, როგორც წესი კვლავ ვარდებს უვლიდა, მივესალმე, შემომხედა და სალამზე არ მიპასუხა. იქვე დადგმულ სავარძელში მოვკალათდი და ვუმზერდი, სპეციალური მაკრატლით ვარდები დაკრიფა და ვაზაში ჩააწყო.
- ალბათ, გეშიებათ? - მკითხა მე, მისმა ყურადღებამ გამაოცა, როგორც წესი არ მიმჩნევდა, სადილის გამზადება დიწყო თან მელაპარაკებოდა: - დაგინახეთ დღეს სასაფლაოზე რომ ბრძანდებოდით. – ისე მითხრა რომ ჩემსკენ არც კი გამოუხედავს, უნებურად შემრცხვა, თითქოს სხვის პირადულში შევიჭერი.
- ვიფიქრე მოხვიდოდით, შევცდი.
- მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. - თითქოს თავი ვიმართლე.
მან სადილი და სალათა მაგიდაზე დააწყო, წინ დამიჯდა და თვალებში ჩამხედა.
- მითხარით რა გაინტერესებთ და მოგიყვებით.
- ცუდად ნუ ჩამომართმევთ, სასაფლაოზე შემთხვევით მოვხვდი, თქვენ არ გითვალთვალებდით.
- სიუჟეტს ეძებთ მოთხრობისთვის?
- დიახ.
- მე გიამბობთ ერთ ისტორიას და რამდენად გამოგადგებათ, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩემი წინაპრები წარმოშობით აქაურები იყვნენ. დიდი ბებია ხევსური მყავდა, ჩვენი სოფელი ზევით მთებში იყო, ბავშვობაში ერთხელ ვარ ნამყოფი. მეწყერის გამო, აღნიშნული ადგილი ავარიულ ზონად გამოცხადდა და ჩემს ოჯახს სანაცვლოდ აქ შემოსთავაზეს დასახლება. უარის თქმას აზრი არ ქონდა და ჩემებიც დაეთანხმნენ, მით უმეტეს როცა აქ დასახლებული ნათესავებიც აღმოვაჩინეთ. როგორც წესი, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ბიძაშვილებთან ერთად ჩამოვდიოდი, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ბევრად უფრო ხალისიანები, მთელი დღე არ ვჩერდებოდით, აქაურობა ძალიან გვიყვარდა, ერთად-ერთი ადგილი სადაც თავისუფლად ვიყავით, არავინ გვზუდავდა. მთელი Dდღე დავრბოდით, მდინარეზე ვბანაობდით, როგორც Dდღევანდელი ბავშვები. ამ დროს ალბათ ვიქნებოდით ათ წლამდე, მალე დიდი ბებია და დიდი ბაბუა გარდაგვეცვალა და ჩვენც აღარ ჩამოვდიოდით.
ასევე გავიდა წლები, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, მოგეხსენებათ სამოქალაქო ომმა მძიმე დაღი დაასვა თბილისს, ყველას უჭირდა ცხოვრება, სამაჩაბლოს არეულობამაც ხომ თავისი კვალი დატოვა, ჩაშავდა და ჩამუქდა თბილისი, გაღიმებული სახის დანახვა გვიკვირდა.
უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი, ძლიერი ემოციის ფონზე, წნევა დამივარდა, მითხრეს, რომ მაღალი მთის ჰაერი მომიხდებოდა, სწორედ ამ დროს აქაური ნათესავი, ფიქრია იმყოფებოდა ჩემთან სტუმრად. მე და ის გოგონა ვმეგობრობდით. როცა გაიგო ექიმების ნათქვამი, თავისთან დამპატიჟა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შედეგად ჩემი მშობლებიც დაითანხმა ორი კვირით მასთან გაშვებაზე. მკაცრი მშობლები მყავდა, თან ასეთ არეულ პერიოდში მარტოს არსად მიშვებდნენ. როცა დაინახეს, რომ ცუდად ვიყავი, დაეთანხმნენ და დასასვენებლად გამომიშვეს.
კარგად მახსოვს ამდენი წლების შემდეგ აქ ჩემი ჩამოსვლა. ყველას ძალიან უხაროდათ ჩემი ნახვა, ისინი ხუთი და - ძმანი იყვნენ, თითქმის თანატოლები, თითო-თოთო წელი სხვაობით და მშვენივრადაც ვერთობოდით.
ფიქრია არ მშორდებოდა, მუდმივად ჩემზე ზრუნავდა, მეც მალე დამეტყო მთის ჰაერი, დამიბრუნდა ფერი. ღამით ეზოში ცეცხლს ვანთებდით და როცა შრომით დაღლილი ოჯახის წევრები ისვენებდნენ, მე და ფიქრია გვიანობამდე ცეცხთან ვიჯექით. ვსაუბრობდით, ამდენ ლაპარაკში ბევრჯერ თავზეც დაგვათენდა. ფიქრია შეყვარებული გახლდათ, ყვებოდა მისი სიყვარულის შესახებ და ჩვენც დრო როგორ გადიოდა ვერ ვგრძნობდით.
იმ ღამითაც ასე ვიჯექით, როდესაც მამაკაცის ხმა გავიგონეთ, ფიქრია გახარებული წამოხტა ადგილიდან:
- ეს ნამდვილად გიორგია, ჩემი ბიძაშვილი. - და კარებისკენ გაიქცა. ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ, თუმცა ფიქრიას სიცილი მესმოდა.
- რაღას ელოდები, შემოდი და გაიცანი!… - გავიგონე მისი სიტყვები და დავინახე მამაკაცთან ერთად როგორ შემოვიდა ეზოში. მართალია ბნელოდა, მაგრამ შორიდანაც შეამჩნევდი, რომ სტუმარი საკმაოდ მაღალი ტანის გახლდათ, რატომღაც სამხედრო ფორმა ეცვა, შავი მაისურიდან სპორტული აგებულობის ტანი მოუჩანდა.
- ბიჭებმა მითხრეს ფიქრიას სტუმარი ყავსო. - მომმართა მე – მართალია გვიანია, მაგრამ იმდენი გაქეს, რომ გაცნობა მომინდა, თუმცა არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდით.
შემრცხვა, უცნობისგან ასეთ სიტყვებს არ ველოდი. გავწითლდი და გამიხარდა, რომ სიბნელეში სტუმარი ჩემს გაწითლებას ვერ შეამჩნევდა.
უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ ლამაზი ბიჭი იყო, შავი თმითა და ლურჯი თვალებით, იქვე ჩაიმუხლა კოცონთან და მე მომაჩერდა. დიდხანს მაკვირდებოდა, თვალი ავარიდე, გიორგიმ მიყურა, მიყურა, შემდეგ წამოდგა და ფიქრიას მიმართა:
- შენს სტუმარს ზედმეტად ლამაზი თვალები აქვს, იმაზე ლამაზიც კი ვიდრე უნდა ქონდეს.…
ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ისე ელაპარაკებოდა თითქოს იქ არ ვიყავი და ვერ მხედავდა. კი მაგრამ ნუთუ მარტო თვალები მაქვს კარგი? ნეტავ რას მიწუნებს? - ვფიქრობდი მე.
ბიჭს აღარაფერი უთქვამს, დაგვემშვიდობა და წავიდა.
- მგონი ზედმეტად მოეწონე. – მითხრა ფიქრიამ მისი წასვლის შემდეგ - ასეთი დაღონებული ჯერ არ მინახავს!.
არაფერი ვუპასუხე, თუმცა გავიფიქრე, უცნაური მოწონება სცოდნია მეთქი.

რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ჩვენი ღამის სტუმარი არ გამოჩენილა, თუმცა მისი დისა და ძმის გაცნობა მოვახერხე, ძალიან თბილად მიმიღეს, აღმოჩნდა რომ ჩვენს ბავშვობაში ერთმანეთს ვიცნობდით.
რამდენიმე დღეში, ფიქრიამ მითხრა, რომ ჩვენი ამდენი წლის შემდეგ შეხვედრის აღსანიშნავად, ეკა (ასე ერქვა გიორგის დას) თავისთან გვეპატიჟებოდა, ხინკალზე ქეიფის იდეამ საკმაოდ მომხიბლა და სიამოვნებით დავეთანხმე.
მათი სახლი სოფლის განაპირას, გორაკზე იყო აშენებული, ორსართულიანი, დიდი აივნით. მთელი სოფელი ხელისგულივით მოჩანდა, სახლის გარშემო ბაღი ქონდათ, ხეხილით, ძირითადად ატამსა და ვაშლის ხეებს შეამჩნევდით. ეზოში რომ შევედით ატმის სუნი იფრქვეოდა, იქვე საკმაოდ ავი ძაღლი ყავდათ დაბმული, მისი ბუთხუზა თავით თუ ვიმსჯელებდით, ალბათ მეცხვარე იქნებოდა. თუმცა მე ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვეოდი, ცხოველი თანდათან უფრო ანჩხლდებოდა უცხო სტუმრების დანახვაზე, საბედნიეროდ დაბმული გახლდათ და ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
- რამხელა ძაღლი ყოლიათ?
- კი, მხოლოდ გიორგის უჯერებს და როცა ის არ არის აბამენ. ასეთი გიჟი ძაღლი სოფელში არავის ყავს, თუმცა დათვებთან კარგად იბრძვის!. – მიპასუხა ფიქრიამ.
გამეცინა: _ იმედია ჩვენ დათვად არ გვთვლის.
როგორც იქნა სახლში შევედით და ძაღლიც დაწყნარდა, ეკას წინსაფარი აეფარებინა და ხინკლისთვის ცომს ზელდა, ფიქრიამაც მას მიბაძა და სამზარეულოში შეუერთდა.
- გიორგი სად არის? – მოიკითხა მან ბიძაშვილი.
- რა გითხრა, იმ დღეს რომ შემოირბინა ნახევარი საათით, აღარც გვინახავს, ხომ იცი მაგის ამბავი, სად დადის რას გაიგებ. რაც ომიდან ჩამოვიდა, ვეღარ ვცნობთ.
- ომში იყო? – გამიკვირდა მე.
- კი, სამაჩაბლოში იბრძოდა.
გარედან ძაღლის წკმუტუნის ხმა შემოგვესმა, ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ გაექანა პატრონისკენ კუდის ქიცინითა და წკავწკავით, თუმცა ყელზე გამობმულმა თოკმა, მალევე შეახსება, რომ დაბმული იყო.
- დაგაბეს?! ეტყობა ბევრს ცუღლუტობდი!… - გვესმოდა გიორგის ხმა.
- რაღა გვიჭის, როგორც იქნა გამოჩნდა. - გაიცინა ეკამ.
ვხედავდით როგორ შემოიტანა ეზოში ჩანთები, შემდეგ ძაღლთან მივიდა და აუშვა.
- წადი და ირბინე!
ძაღლი კუდის ქიცინით მოყვებოდა პატრონს, ჩანთებით დატვირთული გიორგი კიბეებზე ამოვიდა და სახლში შემოვიდა. ჩვენს დანახვას ნამდვილად არ ელოდა.
- გამარჯობათ. – ღიმილით მოგვესალმა - არ მეგონა ჩემთან თუ გნახავდით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა.
- სახლში შენ არ მოდიხარ, და სტუმრების საკითხსაც ვერ გითანხმებ... – უსაყვედურა დამ.
- შენ თუ ყოველ მოსვლაზე ასეთ სტუმარს დამახვედრებ, გპირდები, რომ ყოველდღე სახლში ვიქნები... - ღიმილით შემომხედა გიორგიმ, თავი დავხარე, რატომღაც შემრცხვა.
ვიდრე ფიქრია და ეკა ხინკალს ამზადებდნენ, ჩვენ სასადილო ოთახში ველოდებოდით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, იგი იჯდა და მაკვირდებოდა, ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა მისი მზერა. უცებ დუმილი დაარღვია და მკითხა:
- თამუნა, რამდენი წლის ხარ?
- 16.
- პატარა ყოფილხარ.
მისი ნათქვამი მეწყინა.
- პატარა? და შენ რამდენი წლის ხარ?
- 26.
სიმართლე გითხრათ მისი ასაკი მართლაც დიდად მომეჩვენა, გულში ვიფიქრე: “თითქმის მამაჩემის ხნის ყოფილა მეთქი”.
- მოგწონს ჩვენი სოფელი?
- კი, აქაურობა ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი ბიძაშვილებთან ერთად.
- მართლა?! მე არ მახსოვხარ.
- ბავშვები იზრდებან და იცვლებიან..
- ეგეც მართალია.. - გაიცინა მან – თამუნა, რამე რომ იყოს აქ იცხოვრებდი?
მისმა კითხვამ დამაბნია: -აქ?! არა მგონია, აქ ორ კვირაზე მეტხანს ვერ გავჩერდები. –ვიუარე მე.
- რატომ? – გაუკვირდა და მივხვდი რომ ეწყინა ჩემი ნათქვამი.
- საწყენად არ მითქვამს, აქაურობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე ჩემი მშობლებისგან შორს ვერ ვჩერდები.
- თუ ძალიან შეგიყვარდა?
მისი კითხვა გამიკვირდა: - მე შემიყვარდეს? არამგონია!… მითუმეტეს - აქ.
- რატომ? გგონია ვერავის შეიყვარებ?
- მე სიყვარულზე არ ვფიქრობ, ჯერ ვსწავლობ, რაღაცას მინდა მივაღწიო ცხოვრებაში. აქ რომ წამოვიდე, მაშინ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვა და ამდენი შრომა წყალში ჩავყარო.
- მერე ასეთ მსხვერპლს საყვარელი ადამიანისთვის ვერ გაიღებ?
- ფიქრობ, საყვარელმა ადამიანმა ასეთი მსხვერპლი უნდა მთხოვოს?!
იგი ჩაფიქრდა. ჩემი ნათქვამი არ მოეწონა.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე, ბევრს ვმეცადინეობდი წლების განმავლობაში, ვიცოდი რომ “პატრონი” არ მეყოლებოდა და უნივერსიტეტში თავი ჩემით უნდა გამეტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩავაბარე, როგორ ფიქრობ შეიძლება ამდენი შრომა დაივიწყო და რაღაც რომანტიულ გრძნობას შესწირო?
- მე ვფიქრობ რომ შეიძლება.
- არა მგონია, სულ მალე მომბეზრდება მთებიც, ლამაზი ბუნებაც და ჩემი ოცნებები გამახსენდება, მაშინვე მათ დანგრევაში “საყვარელ ადამიანს” დავადანაშაულებ, მით უმეტეს აქ, როცა ნორმალურად არც შუქია, არც ტელევიაზია. აქ აქაური ვერ ჩერდება, არამც თუ თბილისელი, არა მგონია იმ საყვარელ ადამიანს ისევ მოვეწონო, ჩემი პრეტენზიებით.
- ჩემი ცოლი რომ ყოფილიყავი, მე არ მოგაწყენდი.…
- შენი ცოლი?! – ხმამაღლა გამეცინა მე - არამგონია ოდესმე შენი ცოლი გავხდე.
- რატომ? ასე პირდაპირ რატომ მეუბნები უარს, ჯერ ხომ არ მიცნობ?
- არ გიცნობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენი ცოლი არასოდეს გავხდები.
იგი საკმაოდ გააცხარა ჩემმა ნათქვამმა.
- ასე გგონია? და თუ გეტყვი, რომ Dეს Dდღესვე მოხდება?
- დღესვე? ხუმრობა გყვარებია.
- ძალიან რომ შეგეხვეწო?! – ისეთმა სასოწარკვეთილმა შემომხედა, რომ დავიბენი, ხუმრობდა თუ მართალს მეუბნებოდა ვეღარ მივხვდი.
- ცოლობას მეორედ ნანახ ადამიანს არ თხოვენ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე გნახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამდენი წლები სწორედ შენ გეძებდი. გთხოვ, უარს ნუ მეტყვი!. – მემუდარებოდა ის.
- ბოდიში, გიორგი, მაგრამ შენგან განსხვავებით მე ასეთი მეოცნებე არ ვარ. ოჯახი ხუმრობა არ არის.
- არც მე ვხუმრობ! – ხმაში გაღიზიანება შეეტყო –წინა შეხვედრისას გითხარი, რომ ლამაზი თვალები გაქვს, ზედმეტად ლამაზიც კი.… ერთი რამ არ მითქვამს, სამაჩაბლოში ვიბრძოდი. ბრძოლის დროს დამჭრეს. როგორც მითხრეს, რამდენიმე დღის განმავლობაში უგონოდ ვიყავი, გონზე გორის გოსპიტალში მოვედი, მახსოვდა როგორ მოგვაქციეს ოსებმა ალყაში, სკოლას შევაფარეთ თავი. ყველა მხრიდან გვესროდნენ. ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები და ვერ ვეხმარებოდი, ისტერიულად ერთი ფანჯრიდან მეორესთან გავრბოდი და ყველა მხრიდან ვისროდი, რათა არ მიმხვდარიყვნენ, რომ მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი. სწორედ ამ დროს მომხვდა მკერდში ტყვია, მწვავე ტკივილმა დამიარა და გონებაც დავკარგე. თუმცა რატომღაც თვალები მახსოვს, თითქოს გოგონას ვხედავდი, გრძელი წაბლისფერი თმებითა და ულამაზესი თვალებით. ეს სახება მესიზმრებოდა, მაგრამ იმდენად რეალური იყო, რომ ცხადი მეგონა. გონზე მოსულს მითხრეს რომ, თითქმის ერთი კვირა გათიშული ვიყავი. მე ის გოგონა არ გამომდიოდა თვალებიდან, გული დამწყდა, როცა გავიაზრე, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა როცა შენ გნახე, მივხვდი, რომ ჩემი ზმანება სულაც არ ოყო მოჩვენება, ის ქალი შენ იყავი და მე სწორედ შენს გადამარჩინე.
მისმა ნათქვამმა გამაოცა, ხმა ვერ ამოვიღე. როგორ შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანს მოვჩვენებოდი?.
– შენ ჩემი ბედისწერა ხარ. ვიცი რომ შენს გარეშე, მაინც ვერ ვიცოცხლებ, ასე ყოფილა დადგენილი. ამისთვის დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო. ძალიან დიდხანს გელოდი იმისთვის რომ გაგიშვა.
- ამას შენ ვერ გადაწყვეტ, მე არ მინდა შენთან ყოფნა და ვერც მაიძულებ!
- გაიძულებ, არ გაგიშვებ! – ისე კატეგორიული ტონით მითხრა, რომ სიბრაზისაგან ფეხზე წამოვდექი.
- გამიშვებ!.
- არ გაგიშვებ და ვერც წახვალ რომც გინდოდეს.
- ვითომ რატომ? – ცინიკურად ვკითხე, თან ცოტა არ იყოს შემეშინდა, მის მზერაში იყო რაღაც არაბუნებრივი, ცოტა არ იყოს ავადმყოფური.
- რომც გაგიშვა, გარეთ ძაღლი არ გაგატარებს.
- ძაღლით მაშინებ?!
- კი არ გაშინებ, გეუბნები რომ ვერ წახვალ.
ჩვენს ხმამაღალ საუბარზე ფიქრია და ეკაც შემოვიდნენ, თუმცა კამათში ჩარევა ვერ გაბედეს.
- რატომ ჩხუბობთ? – როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა ფიქრიამ.
- შენს ბიძაშვილს ცუდი ხუმრობა ყვარებია.
- მე არ ვხუმრობ, ნებით თუ ძალით შენ მაიც აქ დარჩები! - ჯიუტად და უტიფრად იმეორებდა ის.
- აბა ვნახოთ! – მე კარებისკენ გავემართე, სიბრაზისგან ვცახცახებდი, გიორგი წინ გადამიდგა.
- არ წახვიდე! გაჩერდი!
- გაიწიე, ძალით ვერ დამაკავებ!. – თითქმის ვუბრძანე მე.
- ძაღლი დაგგლეჯს!
- შენთან ყოფნას, ძაღლისგან დაგლეჯა მირჩევნია.
კარები გავხსენი და აივანზე გავედი, ძაღლი იქვე დარბოდა, მე რომ დამინახა, გაჩერდა და მომაჩერდა. ეზოს მიმართულებით დავიძარი, ძაღლი - ჩემსკენ. ნელ-ნელა მივდიოდი და ცხოველიც ძუნძულით მიახლოვდებოდა. მისი ჩუმი ღრენა მესმოდა, რომ გითხრათ არ მეშინოდაო, მოგატყუებთ, ძალიან მეშინოდა. უკან მოვიხედე და დავინახე გიორგი და გოგოები.
- გააჩერე! – ეხვეწებოდა ფიქრია, მაგრამ იგი ხმას არ იღებდა. მის შემხედვარეს ბრაზი კიდევ უფრო მომერია, გზა გავაგრძელე. ძაღლი ღრენით მომიახლოვდა, გავჩერდი.
- „რაც იქნება, იქნება, უკან დასახევი მაიც არ მაქვს“... - გავიფიქრე და თვალები მაგრად დავხუჭე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ძაღლმა დამსუნა და სათამაშოდ ფეხებში გამიგორდა. გაოგნებული ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ძაღლი ფეხებთან გორავდა და წკმუტუნებდა. უკან მივიხედე, გიორგი აღარ მიყურებდა, მუხლებზე დავარდნილიყო და პატარა ბავშვივით ტიროდა.

მესამე თავი

სახლში წამოვედი, ფიქრიაც მალევე მოვიდა. ვიცი აინტერესებდა რა მოხდა ჩემსა და გიორგის შორის, მაგრამ არ მკითხა, მეც არაფერი მითქვამს. გიორგის უტიფრობით იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რომ ფიქრიასაც კი გავებუტე. დღემდე ვერ მივხვდი რა მოუვიდა მაშინ ძაღლს, რატომ მოიქცა ასე. იმაზეც ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, მართლაც რომ დავთანხმებოდი ცოლობაზე, თუმცა წარსულის დაბრუნება მაინც შეუძლებელი იყო, იქნება მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წასულიყო, თუმცა ამისი თქმა დანამდვილებით ძნელია.
ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა, გიორგი არ გამოჩენილა. მეც მაინცდამაინც არ მქონია მისი ნახვის სურვილი.
ალბათ, გექნებათ ნანახახი, სოფლის თავში, რომ ბეწვის ხიდია, მაშინ ეგ ხიდი საკმაოდ სავალალოდ გამოიყურებოდა, ფიცრები ალაგ-ალაგ იყო დაკრული და უშველებელ ღრიჭოებში არაგვი მოჩანდა. იქაური მაცხოვრებლები ისე იყვნენ მიჩვეული, რომ ამ ხიდზე (თუ ხიდის ნარჩენზე) თავისუფლად გადადიოდნენ, ჩვენ: მე, ფიქრია და მისი ძმები იქვე ვიჯექით და “ჯოკერს” ვთამაშობდით სურვილების შესრულებაზე. საუბედუროდ სწორედ მე წავაგე. ბიჭებმა სიცილით გამომიცხადეს, რომ ხიდზე უნდა გადავსულიყავი. მეშინოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ხიდზე ავედი, მოაჯირებს კარგად მოვეჭიდე და ფიცრებზე ნელ-ნელა დავიწყე მოძრაობა, თითქმის შუა ხიდამდე მივედი, ვცდილობდი დაბლა არ დამეხედა. უცებ ხიდზე ბიჭებიც ამოვიდნენ და ხტუნაობა დაიწყეს. შემეშინდა, მინდა ვაღიარო, რომ ასე არასოდეს შემშინებია, წონასწორობას ვეღარ ვიკავებდი, ისინი კი იცინოდნენ და ჩემს რეაქციაზე ხალისობდნენ, თავბრუ მეხვეოდა და ვგრძნობდი წინასწორობას ვკარგავდი, სწორედ ამ დროს გიორგის ხმა გავიგე:
- გადაირიეთ?! რას შვრებით?! – ბიჭებმა ხტუნაობა შეწყვიტეს, მაგრამ ხიდი მაინც ირწეოდა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მოაჯირებს ხელს ვერ ვუშვებდი, ჩავცქეროდი შავ მდინარეს და თავბრუ უფრო მესხმოდა.
- ხელი მომკიდე! - მითხრა მოახლოებულმა გიორგიმ, მისი გამოჩენა იმდენად გამიხარდა, რომ წყენა დამავიწყდა.
- არ შემიძლია, თავბრუ მესხმის და ხელს ვერ ვუშვებ. – გიორგიმ თვითონ ჩამჭიდა ხელი და ხიდიდან ნელ-ნელა ჩამომიყვანა.
- რამე რომ მოსვლოდა?! – შეუღრინა მან ბიჭებს. ისინი დამნაშავე ბავშვებივით თავდახრილნი იდგნენ. გიორგი ხელს არ მიშვებდა, თავბრუს ხვევამ გადამიარა თუ არა, ისევ გამახსენდა გაბუტული რომ ვიყავი და ხელი სწრაფად გავინთავისუფლე. ჩაეღიმა.
- პატიება მინდოდა მეთხოვა. იმ Dდღეს გავცხარდი.
- გასაგებია, ეტყობა ძაღლთანაც მაგიტომ ჩამიშვი მარტო?!- ცინიკურად ვეკითხები მე.
- შენ სიკვდილი დაამარცხე და ვიცოდი რომ ძაღლსაც აჯობებდი!. – იგი ჩემს პასუხს არ დალოდებია, შებრუნდა და წავიდა.

გიორგი ყოველ საღამოს მოდიოდა ფიქრიასთან, ბავშვები ვერთობოდით, ხან კარტს ვთამაშობით, ხან ბამბიქტონს, შეიძლება ვინმე იქაური ახალგაზრდაც შემოგვმატებოდა, გიორგი გართობაში არ ერეოდა, იჯდა ჩუმად და ჩვენს გართობას აკვირდებოდა. ზოგჯერ მის დაჟინებულ მზერას ვიგრძნობდი, თუმცა თქმით არაფერს ამბობდა. შემდეგ უხმოდ ადგებოდა და მიდიოდა, მისი ასეთი ქცევა ყველას გვიკვირდა, ვერ ვხვდებოდით რას დარდობდა, თუმცა დასკვნა უკვე გაკეთებული მქონდა: - „გიჟი იყო“.

ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, საუბარი ცხენებზე ჩამოვარდა.
- ცხენზე ჯდომა იცი? – მკითხა ფიქრიას მეზობელმა ნიკომ.
- არა. თუმცა ცხენები ძალიან მიყვარს.
- გინდა გასწავლო?
- რა თქმა უნდა! - მისი შემოთავაზება ნამდვილად გამიხარდა.
- მაშინ ხვალ ცხენებს ვიშოვი და ვისეირნოთ.
რა მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო, მეორე დღეს ცხენით ნიკოს ნაცვლად გიორგი მოვიდა, სიმართლე გითხრათ მისი დანახვა დიდად არ მესიამოვნა, თუმცა იმდენად მინდოდა ცხენზე ჯდომა, რომ ცდუნებაზე უარი ვერ ვთქვი.
- ბოლოსდაბოლოს რა მნიშვნელობა აქვს, ნიკო იქნება თუ გიორგი, მთავარია ცხენზე ჯდომა ვისწავლო. – გავიფიქრე მე.
შინდისფერი ლამაზი ულაყი იყო, ამაყად კისერ აწეული დააბიჯებდა, ლაგამი გიორგის ეკავა და წინ მიგვიძღოდა, უნაგირზე მქონდა ხელები მოჭერილი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა. ბავშვობის ოცნება მისრულდებოდა, ცხენზე ვიჯექი. იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ იქვე მყოფ ახალგაზრდებს როგორ მოვშორდით ვერც ვიგრძენი, როცა უკან მოვიხედე, ისინი ოდნავღა მოჩანდნენ.
- უკან მოვბრუნდეთ!.
- რატომ, ჩემთან დარჩენის ხომ არ გეშინია? – მის კითხვაში ირონია ვიგრძენი.
- არა, მაგრამ დაბრუნება მინდა.
- გავიაროთ კიდევ, ცოტა…..
ხმას არ ვიღებდით არც ერთი.
- კარგი იქნებოდა ამ გზას დასასრული რომ არ ქონდეს. – ამოიოხრა მან და მე შემომხედა. ხმას არ ვიღებდი, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ვინმემ, რომ შემოგვხედოს ზღაპრის გმირებს ვგევართ. – როგორც იქნა დავარღვიე დუმილი.
- ვართ კიდევაც, უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ.
- ბედნიერი კაცი ხარ, ზღაპრების გჯერა!…- მხიარულად ვიცინოდი მე.
- არა, ზრაპრების არა, სასწაულების – კი. შენ რომ ჩემი ცხოვრება გაგევლო, შენც დაიჯერებდი.
შემობრუნდა, ისეთი სერიოზული სახე ქონდა, რომ ღიმილი სახეზე შემეყინა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
- ცხენზე ჯდომაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მამაჩემი იყო წინააღმდეგი და ცხენოსნობაზე არ მატარა, შენი წყალობით კი ეს ოცნება ამისრულდა.
- თუ ჩემთან დარჩები, სხვა ოცნებებსაც აგისრულებ. – იმდენად ნაღვლიანი ტონით მითხრა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- ჩვენ, ზედმეტად განსხვავებულები ვართ, მე ცოტა – გიჟი, შენ ...... - გავჩუმდი, ვერ მოვიფიქრე რას შემედარებინა – ძალიან სხვადასხვა. გავა დრო და შენც მიხვდები.
- ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება, მაშინ კომიდან, რომ გამოვედი, მეგონა ჩემი ზმანება, უბრალოდ ოცნება იყავი. წარმოსახვით შექმნილი არსება, ამიტომ არც გეძებდი, აზრადაც არ გამივლია, რომ სადღაც ჩემი ოცნება დააბიჯებდა, ბედისწერამ შენით მოგიყვანა ჩემამდე. ძალიან გამიჭირდება უშენოდ. შეიძლება ჩემთან არ დარჩე, ამას ვერ გაიძულებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ჩემთვის წამება იქნება. უშენობა ძნელი იყო, მომავალში – სატანჯველი იქნება. აღარასოდეს გეტყვი, ვინ ხარ ჩემთვის, ალბათ ვერც ვერავის ვეტყვი, გიჟად ჩამთვლიან, რადგან სხვაზე მეც ასე ვიტყოდი. ვიცი, რომ არ გჯერა. ვერც გაიძულებ.
მინდა გითხრათ, რომ პირობა შეასრულა. ამ დღიდან მოყოლებული სიყვარულზე სიტყვაც არ დაუძრავს.

ფშავშვი დასასვენებლად თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი ოჯახთან ან ბიძაშვილებთან ერთად, ვერ გეტყვით, რომ გიორგის ვნახულობდი, თანდათან იმ ზაფხულის ამბები მივიწყებასაც მიეცა. სტუდენტი ვიყავი, ახალი სამეგობრო, ახალი თაყვანისმცემლები, თავისთავად ჩემს ცხოვრებაში გიორგის ადგილი აღარ დარჩა. ფიქრიას როცა ვნახულობდი, ერთი ორი სიტყვით თუ ახსენებდა ბიძაშვილს.
ჩვენს გვერდზე ახალი მეზობლები დასახლდნენ, ორი თითქმის ჩემი ასაკის გოგონა ყავდათ. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. საკმაოდ ბევრნი ვიყავით და მშვენივრად ვერთობოდით. ყოველ საღამოს ცეცხლის დანთება და კოცონზე სიმინდის ტაროების შეწვა ტრადიციად გვექცა, ვხალისობდით, დავდიოდით ლაშქრობებზე. ფიქრია გათხოვდა და გიორგისთან დამაკავშირებელი ძაფიც თითქმის სულ გაწყდა.
ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა: - ჩამოდი მდინარეზე ვართ საბანაოდ და შენ გელოდებითო.
სასწრაფოდ წამოვავლე ხელი შორტებსა და საბანაო კოსტუმს და მეც მათთან გავიქეცი, ის იყო ეზოდან უნდა გამოვსულიყავი, რომ კარებში გიორგი დავინახე.
- გამარჯობა, თამარ!…
- გაგიმარჯოს. – ამდენი წლების შემდეგ უნდა ვაღიარო, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, ძველი წყენაც კარგახნის დავიწყებული მქონდა – მიხარია შენი ნახვა.
- ეტყობა მიდიოდი, მე კი შენთან მოვედი სტუმრად.
- გოგოებმა დამირეკეს მდინარეზე გელოდებითო, მაგრამ არ არის პრობლემა, დავრჩები, მობრძანდი..
- არ არის აუცილებელი, ფიქრიას წერილი ჩამოგიტანე, გუშინ ვსტუმრობდი და რომ ვუთხარი, სოფელშია დასასვენებლად მეთქი, გამომატანა.…
გამიკვირდა, ნეტა ჩემი აქ ყოფნა, როდისღა გაიგო მეთქი, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გავბედე.
– ყოველ საღამოს მოვდივარ და გხედავთ შენ და შენი მეგობრები როგორ ერთობით. შორიდან გიყურებთ და ახლოს მოსვლას კი ვერ ვბედავ. – ეს სიტყვები ისე მითხრა, რომ ტანზე დამბურძგლა, მის ხმაში ისეთი სევდა იყო, გამიკვირდა.
- ვერ ბედავ? რატომ?!
- არ ვიცი, თქვენ ერთნი ხართ, მე კი - სრულიაც უცხო!…
- მგონი რაღაცას ამძაფრებ,… თუ ჩვენთან ყოფნის სურვილი გაქვს, მოდი საღამოს, გავერთობით!…
მან მე შემომხედა, ცოტა ხანს მაკვირდებოდა, ჩემს ნათქვამზე არაფერი მიპასუხა. ჩუმად მივდიოდით ორივენი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გუშინ ვნახე და წლების დაშორება არ არსებობდა.

მეოთხე თავი
- თამრო, არ თხოვდები? – მკითხა უცებ მე.
- არა, ჩემი პრინცი ჯერ არ გამოჩენილა.… - ხუმრობა ვცადე.
- ზოგჯერ პრინცი შეიძლება ახლოს იყოს და ვერ ამჩნევდე, უბრალო მწყემსი გეგონოს, მთავარია გომბეშოში პრინცის შემჩნევა შეძლო.
- დღევანდელ ცხოვრებაში აღარ არიან გომბეშოდ გადაცმული პრინცები, გომბეშო - გომბეშოა, პრინცი კი - პრინცი, სამწუხაროდ აღარც პრინცესები არსებობენ.
- ჩემთვის ისევ არსებობენ, მთავარია გჯეროდეს.. – ჯიუტად მიპასუხა მე.
- რა ვიცი, ღმერთმა ქნას, ეტყობა მე არ შემხვედრია.… შენ ცოლი არ მოგყავს?
- არა,… არავინ მომყვება…- გაეცინა მას. მეც გამეღიმა. – ალბათ შენც პრინცესას ელი.
- რა ვქნა? ვინც მომწონს, მას - არ მოვწონვარ, ვისაც მე მოვწონვარ, მე არ მომწონს.…
- დიდ გაურკვევლობაში ყოფილხარ!. - გამეცინა მე.
- ასე გამოდის. ვინმემ რომ მოგიტაცოს, რას იზავ?! – უცებ დასერიოზულდა. მისი კითხვა მეხამუშა.
- არა მგონია, ვინმეს უნდოდეს ცოლი, რომელსაც არ ეყვარება.
- მას თუ საკუთარ თავზე მეტად ეყვარები?
- თუ ვეყვარები, არც ასეთი ტკივილისთვის გამიმეტებს.
- იქნებ მერე შეგიყვარდეს?
- მერე?! - გამიკვირდა მე - როდის მერე?! როგორ ფიქრობ, შეიძლება იმ კაცის შეყვარება, მასთან ყოფნას ძალით რომ მაიძულებს? მე სხვაგვარად ვფიქრობ, ნებისმიერ კაცს შეუძლია ქალს შეაყვაროს თავი.
- მართლა?!
- რა თქმა უნდა, ქალს ბევრი არ ჭირდება:… ყურადღება, ყვავილები, სუნამო.… თუ სწორად მოიქცევა ნებისმიერ ქალს შეიძლება შეუყვარდეს კაცი, რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ.… ძალადობა სულაც არ ჭირდება და თუ იმდენად უნიათოა, რომ თავი ვერ შეაყვარა, მაშინ არც ასეთ ოჯახს ექნება ფასი.
იგი გაჩუმდა, ცოტახანს დუმდა.
- შეიძლება მართალიც იყო,… არაა გამორიცხული, მაგრამ არის ზოგიერთი ქალი, რომელიც მაგ კრიტერიუმში არ ჯდება.
- ეგ გამონაკლისია, თუმცა როგორ ფიქრობ, თუ ასე ვერ “შეაბი”, ძალით დაგნებდება?!
- არ ვიცი, იქნებ მართალიც იყო.. მე უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებდა, მოტაცებაზე რას ფიქრობდი.
- ყველაფერი მარტივადაა, თუ მომიტაცებს, ესე იგი ის ადამიანი არ მიყვარს, მე კი თუ არ მიყვარს, მასთან ცხოვრებას ვერავინ მაიძულებს. მაინც არ გავჩერდები, თუ ასეთი ტკივილისთვის გამიმეტებს, მაშინ მეც - ბოლომდე გავიმეტებ, როგორც შევძლებ ცხოვრებას გავუმწარებ. ან რად უნდა ცოლი, თუ გვერდში წოლისას ქალმა სხვაზე იფიქრა?
- ზოგი რისკავს.
- ასეთ რისკს ვერ გავამართლებ, ყველაფერს რომ თავი დაანებო, უჩხუბარი ოჯახი არ არსებობს, როგორ ფიქრობ ცოლი ქმარს მაგას არ გაუხსენებს? ხომ ეტყვის, ძალით მომიყვანეო?
- იქნებ არ ჩხუბობენ?! – გაეცინა მას.
- უჩხუბარი ცოლ-ქმარი არ არსებობს. - ისევ ჯუტად ვიმეორებდი მე.
- ალბათ მართალი ხარ, მაშინ ჩემი საშველი არ ყოფილა! – ამოიოხრა მან. მისი ხმის ტონზე ხალისიანად გამეცინა.
- შენ რა გჭირს სამაგისო? გაფიცებ, ვინ გიყვარს ასეთი? გიწუნებს?
ეტყობა ამ კითხვას არ ელოდებოდა, დიდხანს მიყურა, ხმა არ ამოუღია. ამოიოხრა და სულ გაჩუმდა.
- მე მგონი რაღაცა გაწყენინე და ვერ მივხვდი. – ვუთხარი მისი სიჩუმით შეწუხებულმა.
- არა, ვფიქრობდი. დასანანია, მე და შენ კარგი წყვილი ვიქნებოდით.
მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა: - კი ვიქნებოდით. - დავეთანხმე მე - ერთმანეთს 5 წელიწადში ერთხელ ვნახავდით. შენ იქეიფებდი ძმაკაცებში და მე ვიქნებოდი ძროხებსა და ღორებს შორის.
- რატომ, გგონია უინტერესო ცხოვრება გვექნებოდა?! არა მგონია. ერთად კარგად ვიქნებოდით. მე არ მოგაწყენდი.
- არ ვიცი, რატომღაც მაგა საკითხზე არ დავფიქრებულვარ. შენ ხომ არც კი მიცნობ, რა იცი ჩემი ცხოვრების შესახებ, იქნებ ვინმე მიყვარს კიდევაც?
- ვინმე? მართლა?! – შეცბა იგი.
- არა, არ მიყვარს. მაგრამ არც შენ მიყვარხარ.
- თუ სწორად მოვიქცევი?! – ჩემი ნათქვამი შემახსენა.
- მე ეგ ზოგადად გითხარი, ჩემი თავი არ მიგულისხმია. – ვიცინოდი მე – ჩვენგან კარგი მეგობრები გამოვიდოდა, ცოლისა და ქმრისა კი რა გითხრა. მე მაინც მგონია, რომ ჩემისთანა ქალი არ გამოგადგება, აქაურ მძიმე ცხოვრებას, აქ გაზრდილი ვერ უძლებს, მით უმეტეს მე.
- მე რომ წამოვიდე?
გამეღიმა: – წამოსვლა რომ გდომებოდა, აქამდე წამოხვიდოდი. შენ აქ გინდა ცხოვრება.
- თუ მეცოდინება, რომ ჩემთან იქნები, სადაც მთხოვ იქ წამოვალ.
- მე არაფერს არ გთხოვ და არც დაგპირდები. არ მიყვარხარ და ეს იცი. დღეს გამოჩნდი, გავა წლები... შემდეგ მოხვალ ან არ მოხვალ. ჩემგან, ნუ ითხოვ იმას რასაც თვითონაც ვერ შეასრულებ. ვერ უარვყოფ, აღარ ვჩხუბობთ, ეტყობა “გავიზარდე”, მაგრამ ის რომ წყნარად ვლაპარაკობთ, არ ნიშნავს, რომ მიყვარხარ.
- ეს შენ გგონია, რომ წლები არ გნახულობდი. შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი, შენს მეგობარს ვიცნობ.. ბევრჯერ ჩამოვსულვარ თბილისში, მიტრიალია შენთან ახლოს.
- რას აკეთებდი, ახლა ვიგებ. ჩემთვის ეს წლები დაკარგული იყავი. მოსვლა არ ამიკრძალავს შენთვის, ეგ შენი პრობლემა იყო და არა ჩემი.
- ვერ მოვიდოდი. ვიცოდი, რომ ზუსტად ისე მეტკინებოდა, როგორც ახლა მტკივა. – ისეთი ხმით თქვა, რომ შემეცოდა.
- რა გითხრა? ჩემი ბრალი არაა, თუ ჩვენთან ყოფნა გინდა, მოდი! ყოველ საღამოს კოცონს ვანთებთ და ვერთობით, ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები. მეტს კი ნუ მომთხოვ.
- გეხვეწები, არ მიმატოვო. გთხოვ!
- შენთან არც ვყოფილვარ და როგორ მიგატოვებ?! – ძალიან შემეცოდა, ამ სიტყვებს რომ ვეუბნებოდი. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ ახლა ამ შეცოდების, თუ სინანულის გამოხატვა შეიძლება სანანებელი გამხდომოდა. უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებდა მისი სიტყვების მოსმენა, თითქოს ამდენი ხნის უყურადღებობით შელახული თავმოყვარეობა დავიკმაყოფილე. ჩემი თითოეული სიტყვა, ვგრძნობდი როგორ ტკივილს აყენებდა, მინდოდა სხვა რამ მეთქვა, თუნდაც ის, რომ ამდენი წლები ველოდი მის გამოჩენას, ყოველ ზაფხულს იმედი მქონდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. ის არ ჩანდა, ახლა კი, ახლა იქნებ არც იყო გვიანი, მაგრამ არ ვიცი რას ვგრძნობდი. დავიბენი, რატომღაც ვარჩიე ეფიქრა, რომ მის სიყვარულს შანსი არ ქონდა, ეს განზრახ არ ჩამიდენია, მაგრამ არც ჩემი სიტყვების უკან წაღება არ მინდოდა.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო მდინარეზე მალე ჩავედით და გიორგი წავიდა.
იმ საღამოს კი ჩვენთან მოვიდა, ჩემს მეგობრებთან გაშინაურება არ გაუჭირდა, იქაურ ადგილებს ჩვენზე ბევრად უკეთესად იცნობდა, მათაც მეტი რა უნდოდათ, ხან სათევზაოდ დადიოდნენ და ხან saლაშქროდ.

გოგოებს შევატყვე, რომ მოეწონათ, უნდა ვაღიარო, რომ არც გიორგის ეტყობოდა მათ მიმართ გულგრილობა. ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ვერ გეტყვით ეს რა გრძნობა იყო, ეჭვიანობა თუ შებღალული თავმოყვარეობა. თუმცა ვცდილობდი, რომ უგუნებობა შესამჩნევი არ ყოფილიყო, მით უმეტეს გიორგისთვის.
- შენი მეგობარი თიკა, რამდენი წლისაა? – მკითხა მან ერთ საღამოს, როცა კოცონის გარშემო ვიყავით შეკრებილები.
- 24-ის. რატომ მეკითხები?
- ისე, დამაინტერესდა. – სიტყვის ბანზე აგდება სცადა -ცოტას ეჭვიანობ?
გამეღიმა: - არა, თიკაზე არასოდეს ვიეჭვიანებ, ვიცი რა ტიპიცაა.
- ჩემზე?
- ეჭვიანობენ ახლობლებზე, შეიძლება დაქალზეც... - სიტყვის ბანზე აგდება ვცადე.
- მე კი მომეჩვენა, რომ ეჭვიანობდი, და თანაც მაგრად. – იღიმებოდა და იმდენად კმაყოფილი სახე, ქონდა, რომ მივხვდი ამ ყველაფერს ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდა. გავცხარდი, ვერ მოვიფიქრე რა მეპასუხა და ისევ გაჩუმება ვარჩიე. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ემოციის აყოლით შეიძლება თავიც გამეყიდა - იცი ზოგჯერ რას ვფიქრობ? ჩემთან მარტო დარჩენის გეშიანია!. - ჯიუტად აგრძელებდა გიორგი.
- მე?! – გამიკვირდა.
- კი, შენ. თითქოს მერიდები, ცდილობ შენს მეგობრებს ვეკონტაქტო. ოღონდ ვერ ვიგებ, რატომ? კი, ბატონო, შენ თუ ასე გირჩევნია, მე არ შეგეწინააღმდეგები.
- არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობ. შენი ნამდვილად არ მეშინია. გეჩვენება. – ვიუარე მე.
ჩაეღიმა: – კარგი, იყოს შენებურად. მაინც ვერ ვხვდები, ყველაფერს რატომ ართულებ?!
არაფერი ვუპასუხე.
ჩვენი ურთიერთობა ჯიუტი ბავშვების თამაშს დაემსგავსა. აღარ ვჩხუბობდით, მაგრამ ვერც დავზავდით. ერთმანეთის უპირატესობების აღიარება გვიჭირდა, ჩვენს ურთიერთობას ერთი თავისებურება ახასიათებდა, მისი მხრიდან მუდმივად უსაზღვრო მოწიწებას ვგრძნობდი. თითქოს მისთვის ქალი კი არა, პატარა თოთო ბავშვი ვიყავი. მისი მზრუნველობის შემყურეს მეღიმებოდა, ეს იმდენად ჩვეულ ამბად მიმაჩნდა, რომ როცა გოგოებმა მკითხეს: - რა არის, ასეთ დიდ ყურადღებას რატომ გაქცევსო? – გამიკვირდა.
- ასე არ უნდა იქცეოდეს?. რა არის ამაში განსაკუთრებული?!

მივეჩვიე მუდმივად მის გვერდით ყოფნას და თუ არ ჩანდა, თვალში რაღაც მაკლდა, გამოჩნდებოდა თუ არა მეც შინაგანად ვმშვიდდებოდი. მაგრამ ამის იქით არ მივდიოდით. სიყვარულზე ხმას აღარ იღებდა. გარეგნულად კარგ მეგობრებს ვგავდით.
- რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, თუ დამეთანხმებით. - გვითხრა ერთხელ მან – არაგვის შესართავთან “მეჯომარდეთა” ჯგუფია. აქვთ ნავები, ცხენები, კვადროციკლები. სტარტს ჩარგლიდან იღებენ, მოუყვებიან არაგვის ხეობას და ჟინვალ გესის შესართავთან სრულდება, თუ თანახმა იქნებით, შეგვიძლია კრუიზი დავგეგმოთ არაგვის ხეობაში.

მისი წინადადება ყველამ აიტაცა. შამფურების მზადება დაიწყეს, ბუნებაში ხომ მწვადიც მოუნდებოდათ. ჩუმად ვიჯექი და სამზადისში არ ვერეოდი, მაინტერესებდა გიორგი რას გეგმავდა, თუმცა მის სტრატეგიას ვერ მივხვდი, რამდენიმე გოგოსთან ერთად თხილის ხის ტოტებისგან შამფურებს ამზადებდა და მხიარულად იცინოდა. გოგონებთან მის ფლირტაობასა და ხუმრობებზე, უნდა ვაღიარო გავბრაზდი კიდეც. ვუმზერდი და სიბრაზე უფრო და უფრო მემატებოდა. მივხვდი, რომ ამ პიკნიკზე წასვლა, სასიმოვნო დროისტარებას არ მპირდებოდა. რამდენიმეჯერ გამომხედა, ჩუმად მაკვირდებოდა და შევნიშნე, რომ ჩემი რეაქციით ძალიან კმაყოფილი იყო.
- ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე რა შუაში ვარ?! მოსწონთ და მოსწონდეთ… სიკეთეში მოიხმაროთ, მე მაინც არ მომწონს. – ვამბობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ მეგობრები საძაგლად მღალატობდნენ, ხომ იცოდნენ რომ გიორგის მოვწონდი, მას მაინც არ უნდა გაპრანჭვოდნენ. ან გიორგის ქცევას რა ერქვა? კაცმა რომ კითხოს ვუყვარვარ, ამ დროს კი ჩემი თანდასწრებით, სხვებს ეარშიყება?!”- სადილისთვის ხახვს ვჭრიდი და თან ვფიქრობდი, იმდენად შემეცოდა თავი, რომ თვალებიდან ცრემლებიც კი წამომცვივდა.
- რა გატირებს?! – მოულოდნელად მკითხა გიორგიმ, რომელიც უკნიდან ისე დამდგომოდა თავზე, რომ ვერ დავინახე.
- მწარე ხახვია. – დავაბრალე ჩემი ცრემლები ხახვს.
- ააა, ისეთი სახე გქონდა ვიფიქრე ვინმემ გააბრაზა მეთქი. – ეს ისეთი უწყინარი ტონით მითხრა, რომ გავვოცდი, ბოლოსდაბოლოს უტიფრობასაც ხომ უნდა ქონოდა ზღვარი.
არაფერი ვუპასუხე: - „ალბათ ასეც უნდა იყოს!“ - ვფიქრობდი მე. – „მაგრამ რატომ მტკივა ასე?! ნუთუ ნორმალურია, მამაკაცს ქალი უყვარდეს და მის წინ სხვას ეკეკლუცებოდეს“.
ისიც კი გავიფიქრე, რომ ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა. მის კმაყოფილ სახეს ვუმზერდი და ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი. ყველაფერმა იმდენად გამაბრაზა, რომ ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, საერთოდ არ წავიდოდი ამ უაზრო პიკნიკზე, მით უმეტეს რომ ცურვა არ ვიცოდი. შემდეგ ვიფიქრე, რომ ამით შეიძლება ჩემი გრძნობები გამეყიდა, რითიც ძალიან დიდ სიამოვნებას მივანიჭებდი “ზოგიერთს” და გადავიფიქრე.
ასე იყო თუ ისე, გართობის განწყობა ნამდვილად არ მქონდა. მეჯომარდეთა ჯგუფი ჩარგლიდან ეშვებოდა და ჟინვალ გესამდე ჩადიოდნენ, ულამაზესი იყო ფშავის ხეობა, არაგვზე გაჭიმული ბეწვის ხიდებით, ნაპირებზე ბავშვები ბანაობდნენ და ნავების დანახვაზე გახარებულები ხელს გვიქნევდნენ.
საღამოს წყლის ნაპირზე კოცონი დავანთეთ. თბილი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვნათოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ავწევდი ხელს და ვარსკვლავს მოვწყვეტდი. ბიჭები სამწვადეს ამზადენდნენ, გოგოები ხილს რეცხდნენ. მე წყლის ნაპირზე ვსეირნობდი. ძალიან მიყვარდა დაგუბებული ჟინვალის ყურება, მთების სიმწვანე წყალში იკარგებოდა, ლივლივებდა წყალი, ლივლივებდა და ისეთ გრძნობას ტოვებდა, რომ გარშემო მხოლოდ წყალი იყო, წყალი და მე.
Dდღემდე ასე ვარ, შემიძლია უსასრულოდ ვუმზირო წყალს. გამოვერიდე მეგობრებს და ნაპირზე ჩამოვჯექი, სასიამოვნო სიმშვიდემ მომიცვა. ვიჯექი ასე წყნარად. უცებ სიცილის ხმა მომესმა. გვერდით გავიხედე, გიორგი და თიკო მოდიოდნენ, დარწმუნებულნი რომ მათ გარდა არავინ იყო, გოგონა ეხუტებობა, გიორგი სახეზე ეფერებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ და ეალერსებოდნენ.
შემრცხვა, თითქოს სხვის პირად ცხოვრებაში შევძვერი, იქ სადაც ჩემი ადგილი არ იყო. ისინი მე ვერ მხედავდნენ, ისე იყვნენ ერთმანეთის ალერსით გაბრუებული, რომ ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევიათ, ვერ აგიღწერთ ჩემს რეაქციას. გავვოგნდი. მათი უზნეობით გავღიზიანდი. აქამდე მჯეროდა, რომ გიორგი გოგონებს მხოლოდ იმიტომ ეფლირტავებოდა, რომ მე გავეღიზიანებინე. ახლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიღალატეს. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ჩუმად წამოვდექი და მათ გამოვერიდე.
ძნელია ზუსტად იმ ემოციის გამოხატვა რას ვგრძნობდი, შეურაცყოფილიც ვიყავი, მოტყუებულიც, თითქოს მეგობარმაც მიღალატა, უცებ ჩემში რაღაც “მოკვდა”, ამ მდგომარეობას ერქვა ტკივილიც, წყენაც. ცეცხლთან ჩამოვჯექი და თვალებიდან ცრემლებიც წამომცვივდა.

მეხუთე თავი
- რა გჭირს? - მკითხა ჩემმა დეიდაშვილმა.
- არაფერი, კვამლმა შემაწუხა და თვალები დამწვა.
- კვამმლმა? კვამლი რომ არ არის?! – გაოცდა ის.
- რავიცი, კი დამწვა. - იხტიბარი არ გავიტეხე. მივხვდი, რომ ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს. გიორგი და თიკო მალევე გამოჩნდნენ.
- აი, თურმე ვინ ყოფილან “კვამლი”. - გაეცინა კახას და თავით მათზე მანიშნა.
- გაჩერდი, Gგთხოვ.. - შევეხვეწე მე - მერე მოგიყვები ყველაფერს, ახლა ამის ადგილი არ არის.
- გაწყენინა რამე? – წამოიფოფრა უცებ - გვერდების დანგრევა ხომ არ უნდა?
მის ნათქვამზე გამეღიმა. – არ არის საჭირო! ეგ არაფერ შუაშია. მე ვარ “შტერი”. დავიჯერე რაღაცეები და დამავიწყდა, რომ სიტყვებს კი არა ფაქტებს უნდა უყურო.
მათი კეკლუცისა და ბედნიერი სახეების ყურება იმდენად მაღიზიანებდა, რომ ავდექი და კარავში შევედი. მთელი საღამო აღარც გამოვსულვარ, გვიან ღამით მესმოდა როგორ დაიშალნენ ახალგაზრდები, ყველა თავ-თავის კარავში შევიდა, ბევრი ვიწრიალე ლოგინში, მაგრამ ვერაფრით დავიძინე, ბოლოს წამოვდექი და გარეთ გავედი. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუმზერდი, ჩაფერფლილი ნაღვერდალი გავაღვივე და ცეცხლი ავანთე. მეც იქვე ჩამოვჯექი, და ვუმზერდი წითლად მოლივლივე ცეცხლის ალს.
- დანთებული ცეცხლი დავინახე და მივხვდი, შენ იქნებოდი. – თავზე დამადგა გიორგი. არ მესიამოვნა მისი მოსვლა. მაგრამ აღარაფერი მითქვამს. - ნაწყენი ხარ?
- არა. ვერ დავიძინე და გარეთ გამოვედი. მიყვარს ღამით ვარსკვლავების ყურება.
- მეც რომ შენთან ერთად ვიყო შეიძლება?
- როგორც გინდა. - მხრები ავიჩეჩე მე. კარგახანს ვიჯექით ჩუმად, ხმას არცერთი არ ვიღებდით. თითქოს სიჩუმის დარღვევის გვეშინოდა,
- აქ სადღაც სიმინდის ტაროები უნდა მქონდეს, შევწვათ არ გინდა? –მკითხა უცებ მე.
- რატომაც არა. – გამეღიმა მე.
მან მართლაც მოჩხრიკა იქვე დაწყობილ პარკები და ერთ-ერთი მათგანიდან რამდენიმე ტარო ამოაძრო, მალე გავასუფთავეთ და ნაღვერდალზე დავაწყვეთ, ახლაც მახსოვს შემწვარი სიმინდის სუნი, ისეთი არომატი დატრიალდა ჰაერში, რომ არ გშიებოდა ძალით მოგინდებოდა ჭამა. ოღონდ არ გველაპარაკა და ორივენი საგულდაგულოდ ვატრიალებდით სიმინდს ცეცხლში.
- მარილსაც ახლავე ვიპოვი. – წამოვდექი მე – ოღონდ ჩემს სიმინდს მიმიხედე არ დამეწვას.
- კარგი მიგიხედავ. – კმაყოფილმა გამიღიმა მან. დიდხანს ძებნა არ დამჭირდა, მარილიც მალე ვიპოვე. ისეთი გაფაციცებით ვამზადებდით სიმინდს, გეგონებოდა პატარა ბავშვები ვიყავით, მშვენივრად გავხალისდით.
- აუფ, აუფ ცხელია... ხელები დამწვა. – იძახდა გიორგი.
- აიღე თეფში - გავუწოდე მე.
- რას ამბობ, ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდის თეფშით ჭამა არ შეიძლება, იცინოდა ის.
- რატომ სიმინდს ეწყინება?
- არა ეგზოტიკას დაუკარგავს. – თვალი ჩამიკრა მან. გამეღიმა.
- იყოს შენებურად, დაიწვი მაშინ ხელები და მიირთვი ეგზოტიკურად. – ცინიზმი გავურიე ხმაში.
- ბევრი ვიფიქრე ჩვენზე. - მითხრა მან მოულოდნელად – რაღაცა ვერ აეწყო ჩვენს შორის, სულ ვჩხუბობთ, მოდი მე აღარ შეგაწუხებ ჩემი სიყვარულით, დავზავდეთ, თუ გინდა უბრალოდ ვიმეგობროთ... ოღონდ ერთი კი იცოდე, რომ ჩემზე მეტად არც არავის ეყვარები.
- მეთამაშები?! – გავცხარდი მე.
- მე?!
- ხო, შენ?! თუ გგონია დებილი ვარ და ვერაფერს ვხედავ? გართობა გინდა? გაერთე! დროის ტარება გინდა? გაატარე! ოღონდაც მე მომეშვი! – თუ კი რამე ბოღმა მქონდა დაგროვილი ერთბაშად ამოვხეთქე და მივხვდი, რომ გულზე მომეშვა. - რა ნამუსით მეუბნები, რომ ყველაზე მეტად შენ გეყვარები?! უცნაური სიყვარული იცი. ან ვინ გავალებს გიყვარდე, მეგობრობით ისედაც ხომ ვმეგობრობთ, შენთვის სიყვარული არ მითხოვია, შენვე მეჩიჩინები გაუთავებლად და საპირისპიროს კი აკეთებ მუდმივად.
- ვერ ვხვდები რატომ ბრაზობ?! – ჩემი გაცხარება ეუცხოვა მას.
- არ ვბრაზდები! - ხმაში აშკარად გაღიზიანება შემერია - შენ ჩემთან კი არა, აი იქ შუა კარავში უნდა იყო!. _ თავით თიკოს კარვისკენ ვაჩვენა –მას უფრო გაუხარდება შენი ნახვა. – ფეხზე წამოვდექი და ჩემი კარვისკენ დავაპირე წასვლა.
- ისე ცხარობ თითქოს რამე მმართებს შენი. – ხელით გამაჩერა მან. ამან საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდა.
- ჩემი მართლაც არაფერი გმართებს, სხვათაშორის არც მე ვარ ვალდებული შენი ტუტუცური სიტყვები ვისმინო. იმედია ისიამოვნეთ ბუნებაში ალერსით. ნუ ჩაიშხამებ სასიამოვნო საღამოს. უბრალოდ ვეღარ ვიგებ, მე რატომღა მელაპარაკები სიყვარულზე, რა აზრი აქვს? - ისეთი ღვარძლით წარმოვთქვი ეს სიტყვები, რომ საკუთარი ხმა მეუცხოვა.
- ეჭვიანობისგან გიჟდები, ხო?! – ცინიკურად მკითხა მან.
- არა, არ ვგიჟდები, უბრალოდ სურვილი არ მაქვს, ისე ვიქცეოდე, თითქოს ვერაფერს ვხედავ და არც ის მინდა იფიქრო, რომ ვერაფერს ვამჩნევ. ღმერთმა ერთმანეთი სიკეთეში მოგახმაროთ, მე კი თავი დამანებე.
- არ გამოგივა რასაც ფიქრობ!- რატომღაც მის ნათქვამში მუქარამ გაიჟღერა.
- მე არც ასე ვფიქრობ და არც ისე! უბრალოდ არ მინდა ჩემი დაქალის “საყვარელი” სიყვარულზე მესაუბრებოდეს, როცა საერთოდ არ იცის სიყვარული რა არის.
- ზედმეტად ართულებ ყველაფერს!
- კი არ ვართულებ, თავის სახელს ვარქმევ, ორი კურდღლის მდგომარეობაში არ მინდა ყოფნა, და არც ვიქნები, შენც ძალიან გთხოვ ჩამოყალიბდი რა გინდა და ისე იმოქმედე.
- მიყვარხარ და ვერ დამიშლი ამ სიყვარულს!.
- უცნაური სიყვარული გაქვს!... - ირონიულად გამეცინა – დილით ერთ დაქალთან ბალახებში იგორავებ და მეორეს ტაროებს შეუწვავ!.. არაჩვეულებრივია, კაცი ვარო უნდა თქვა, ოღონდ ჩემთან ეგ არ გამოგივა, გინდა ასე იყო? იყავი!. ნამდვილად არ მინდა ვინმესთვის სათადარიგო ვარიანტად მოვიაზრებოდე. ჩემს შეყვარებულად არ გთვლი, სხვათაშორის აღარც თაყვანისმცემლად, თუმცა არ უარვყოფ ნამდვილად მჯეროდა, რომ თუ არ გიყვარდი, მოგწონდი მაინც. მაგრამ შენ არც მოწონება იცი რა არის და არც სიყვარული. გიკრძალავ ჩემთან სიყვარულზე საუბარს, სხვათაშორის სხვებთანაც ნუ ამბობ, თითქოს გიყვარვარ!. არ მომწონს და არც მინდა, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს დაქალთან ერთობა, მე სიყვარულს მეფიცებოდეს. ჩემთვის შენ მოკვდი, როგორც კაცი არც არსებობდი და დღეიდან არც იარსებებ!. რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობას არ დაგამადლი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მაქსიმალურად ვეცდები დისტანცია დავიცვა შეთან, რაც შეიძლება შორს ვიყო!!!. - ამით მასთან საუბარი დავასრულე. მეორე დღეს ისე ვიქცეოდი თითქოს არც არაფერი მომხდარა, მათ ვერ ვამჩნევდი, სრულ იგნორს ვუცხადებდი. ვერც ვხედავდი და არც მესმოდა მათი საუბარი. გიორგიმ რამდენიმეჯერ სცადა დაკონტაქტება, მაგრამ მე არ დაველაპარაკე. ვითომ ვერც ვხედავდი. გავიბუტე, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, გიორგიზე, თიკოზე და საერთოდ ყველაზე. ვეღარ გავიგე რა მინდოდა. დავიბენი. უკან იმ დღესვე დავბრუნდით, გიორგი დაემშვიდობა ბიჭებს და მალევე წავიდა. იმ საღამოს აღარც მოვიდა, უმისობა არც შემიმჩნევია, ჩავთვალე რომ ასეც უნდა ყოფილიყო და საერთოდაც თუ არ მოვიდოდა უფრო მერჩია, უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. სამაგიეროდ მოუსვენრობას თიკოს ვამჩნევდი, სულ გზისკენ ეჭირა თვალი, მეღიმებოდა როცა მის მოწყენილ მზერას ვხედავდი. “საცოდავს” ალბათ შეუყვარდა კიდეც.
- ღირსია! - ვფიქრობდი მე - როცა დაქალის თაყვანისმცემელთან იჭერ საქმეს უარესის ღირსიც ხარ!.. – ამ ამბავზე ისე დავიბოღმე, რაღაცნაირად გავბოროტდი, მე თვითონ მიკვირდა ჩენგან ასეთი ქცევა, ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ მეტკინებოდა გული. თითქმის ერთი კვირა გავიდა და გიორგი არ ჩანდა, თბილი ღამე იყო, აბაზანა მივიღე და ხალათითა და თავზე ტილო შემოხვეული აივანზე ავედი, სადაც საქანელა გვქონდა დადგმული. იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა, რომ იქვე წამოვწექი, არაგვის ხეობა ხელის გულივით მოჩანდა ჩვენი აივნიდან, მიყვარდა ღამით წყლის ყურება, ცაზე ვარსკვლავები უხვად იყო მიმოფანტული, ციალებდნენ და მათი ლივლივი წყალზეც მოქმედებდა. სახლში ყველას ეძინა, ისეთი ჩუმი ღამე იყო, ტყიდან ალაგ-ალაგ დამფრთხალი ნადირის ხმას თუ გაიგებდი მხოლოდ. ვიჯექი, ვუმზერდი არაგვს და ვფიქრობდი. ისეთი ნაღველი მომაწვა, რომ ცრემლებიც წამომივიდა. შემეცოდა ჩემი თავი, ნელ-ნელა ფიქრებმა ისე შემიყოლია, რომ ნერვები ვეღარ დავიოკე და ამდენი ხნის დაგროვილი ბოღმა ერთბაშად გადმოვაფრქვიე. ვტიროდი, ისეთი გულამომჯდარი ვტიროდი, რომ ვერაფრით ვჩერდებოდი. ახლა მეღიმება ამ დღის გახსენებაზე, ახალგაზრდა როცა ხარ ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვავ, ყოველი ტკივილი სერიოზულ იარას ტოვებს, მეც მარტო ვიყავი და მთლიანად ვიცლებოდი ემოციებისგან.
- რატომ ტირი, მოხდა რამე?! – მომესმა გიორგის შეშფოთებული ხმა. შევკრთი მოულოდნელობისაგან, ყველაზე მეტად სწორედ მისი ნახვა არ მინდოდა ახლა, თითქოს საკუთარ უსუსურობაზე წამასწრეს. მას ავხედე, თვალები ისეთი ამღვრეული ქონდა, მივხვდი რომ ნასვამი იყო. – მოხდა რამე?! - კვლავ შეშფოთებული მეკითხებოდა.
- არაფერი...- სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები – აქ როგორ მოხვდი?! ნასვამი ხარ?! – დავაყარე კითხვები, რომ როგორმე ყურადღება სხვა თემაზე გადამეტანა.
- - ჰო, ცოტა დავლიეთ ბიჭებმა.
- ცოტა?- ეჭვი შემეპარა, რადგან ასეთი ნასვამი არასოდეს მენახა, როგორც წესი ბიჭებთან ქეიფი დიდად არ ეტყობოდა ხოლმე.
თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
- ძალიან მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა. ამიტომ ცოტა დავლიე, გამბედაობისთვის... – გაიცინა მან.
- მე კი დაძინებას ვაპირებდი. – წამოვდექი და სახლში შესვლა დავაპირე.
- ძალიან გთხოვ, ნუ შეხვალ. იყავი ცოტა ხანს. დედას გეფიცები არ შეგაწუხებ, უბრალოდ შენთან ერთად ვიქნები! - ეს სიტყვები ისეთი მუდარით მითხრა, რომ გამეღიმა.
ისევ საქანელაზე ჩამოვჯექი, გიორგიც გვერდზე მომიჯდა.
- მაგარი ღამეა, არა?- მკითხა მე.
- კი, მაგარი. მიყვარს ღამით ვარსვლავების ყურება.
- მეც. ბევრჯერ მიმზერია ღამით ცისთვის, მიმზერია და მიოცნებია...
- გინდა ყავა აგიდუღო? მოგიხდება ნასვამს. – იგი მე მაკვირდებოდა, თითქოს ეხამუშა ჩემი მოულოდნელი მზრუნველობა.
- კი, მინდა.
სამზარეულოდან ყავის მადურაღა, ყავა და საშაქრე გამოვიტანე, იქვე აივანზე პატარა გაზის ბალონი გვედგა და იქ ვადუღებდი.
- მეგონა ნაწყენი იყავი, რომ აღარ გამოჩნდი. – დუმილი დავარღვიე მე.
- მე კი მეგონა, შენ იქნებოდი ნაწყენი და აღარ მოვედი.
გამეღიმა – ნაწყენი?! არა, რაც არის, არის. ბევრი ვიფიქრე ჩვენზე, თითქმის სულ ვჩხუბობთ, მოდი დროებით დავზავდეთ. – შევთავაზე და ყავის ფინჯანი მივაწოდე.
- კარგი, მაშინ ამ ცხელი ყავით, ჩვენს დაზავებას გაუმარჯოს! – გაიცინა მან.
- გაუმარჯოს! - გამეღიმა მეც.
იმ საღამოს არ გვიჩხუბია. კარგახანს ვსაუბრობდით, სხვადასხვა თემებზე, თითქმის ყველაფერზე სიყვარულის გარდა, ამ საკითხს ორივენი ვერიდებოდით. არ გვინდოდა ისეთ თემას შევხებოდით, რომ ჩვენი იდილია დაგვერღვია, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ის ღამე ჩვენს შორის ზავის დასაწყისად იქცა, ამ დღიდან მოყოლებული აღარ გვიჩხუბია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ აღარც სიყვარული გვიხსენებია რომელიმეს. თანდათან გულითად მეგობრებს უფრო ვემსგავსებოდით, ვიდრე შეყვარებულებს.
ასეთი ურთიერთობა უფრო მისაღები გახდა, რადგან ჩვენს შორის დაძაბულობა გაქრა. ერთად ვაფასებდით გოგოებს, ბიჭებს, თითქოს ძმაკაცები ვიყავით. ასეთი დაზავების დროს ერთმანეთის საკმაოდ ბევრი დადებითი თვისებები აღმოვაჩინეთ, ისეთი რომელსაც მანამდე, ჩხუბში გართულები ვერ ვამჩნევდით, თურმე არც ისეთი კაპასა ვყოფილვარ, როგორც ვჩანდი. ჩვენი დროებითი ზავით ყველა კმაყოფილი იყო, როგორც იქნა დასრულდა მუდმივი კინკლაობა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ამ ამბით უკმაყოფილო ადამიანი მაინც გვყავდა, ეს თიკო იყო. მისი გაღიზიანება დღითი Dდღე მატულობდა, თუ გიორგის ჩემთან მოსულს დაინახავდა, ცდილობდა თვითონაც ახლოს ყოფილიყო, ან მაშინვე მოირბენდა და თვითონაც ერთვებოდა საუბარში. მის ეჭვიანობაზე მეღიმებოდა, ვცდილობდი ძალიან არ გამომეწვია, არ გამეღიზიანებინა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მისი სიბრაზე მართობდა და მახალისებდა. გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც.
პეტრე-პავლობის დღესასწაული ახლოვდებოდა, ფშავში დიდი პატივისცემით ეპყრობიან ამ დღესასწაულს, სოფელში საგანგებო სამზადისი იწყებოდა, იყვნენ ცხენების მოძიებასა და საკლავის მზადებაში, ზემოთ მთებში ძველი ეკლესია იყო, მთელი სოფელი ირაზმებოდა და მიდიოდა “ხატში” დღესასწაულის აღსანიშნავად, ეწყობოდა დოღი და იყო დიდი ხალისი და გართობა. მე არ ვიყავი ნამყოფი “ხატში”, გიორგი შემოგვიჩნდა, წამოდითო და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავეთანხმეთ. 11 ივლისს სისხამ-დილით უკვე მზად ვიყავით, ადრე გვინდოდა წასვლა, რომ გზაში სიცხეს არ შევეწუხებინეთ, ღამისთევას გვინდოდა დავსწრებოდით. ვინაიდან კარგი ცხენოსანი არ ვიყავი, კლდეებში მარტოს ცხენის მართვა არ მანდეს, წინ გიორგი მიმიძღვოდა, მთელი გზა ვიცინოდით, გავიხსენეთ პირველად როგორ დამსვა ცხენზე. მართალია ვცდილობდი, ჩემი შიში არ გამომემჟღავნებია, მაგრამ მისთვის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რა თქმა უნდა ეს მაშინ არ მითხრა, სამაგიეროდ ახლა გულიანად ვიცინოდით ამის გახსენებაზე,
- ნეტა მაშინ შენი გადიდებული თვალები გენახა, თან გულადი გოგოს როლში რომ იყავი შესული. –იცინოდა ის.
- რა ვქნა, შიშისა და სისუსტის გამოხატვა არ მიყვარს.
- ვიცი, მაგას დიდი ხანია მივხვდი. თუმცა ზოგჯერ ჩემთან მაინც თუ იტყვი, რო გეშინია არც მაგით დაშავდება რამე, არ გაგამჟღავნებ.
- კარგი, მაშინ მხოლოდ შენ გეტყვი ხოლმე.
სალოცავი ფრიალო კლდეზე იყო გამოკიდებული, ხალხი წვრილ ნაკადად მიუყვებოდა ბილიკებს და ოღრო - ჩოღრო გზას ნელ-ნელა მიიკვლევდნენ. მლოცველები მოედინებოდა ხევსურეთიდან და ფშავიდან. ძირითადად ცხენებით ან ჯორებით, ნაწილი ურმებითაც კი.
- აი იქ უნდა ავიდეთ. – ხელით მანიშნა მთის წვერზე ოდნავ წერტილივით პატარა ეკლესიაზე.
- შორს ყოფილა!.... - გამიკვირდა მე. თითქმის მთელი დღე გზაში ვიყავით. ისე დავიღალე სიარულის თავი აღარ მქონდა, ტკივილისაგან კუნთები მეწვოდა. – „რა მინდოდა, რა მომარბენინებდა, ვფიქრობდი მე, დავრჩენილიყავი სახლში ჩემთვის“.
- აი, ნახავ როცა მივალთ, მოგეწონება! _ თითქოს ჩემი ფიქრრები გაიგოო, ისე მიპასუხა გიორგიმ. უნებლიედ შემრცხვა ჩემი სულმოკლეობის გამო.
- დარწმუნებული ვარ მაგარი იქნება.
- კი, მოგეწონება, ძალიან დაიღალე? – მკითხა მან და ისეთი სახით გამომხედა, რომ გამეღიმა.
- არც ისე.
- თვალებზე გეტყობა, რომ დაიღალე. მე კი ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული ვარ, რომ დაღლასაც ვერ ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვა ამ Mმთებს ფეხითაც მოვივლიდი.
- ასე ძალიან გიყვარს ეს მხარე?! – გამიკვირდა მე.
- მიყვარს. მაგრამ სიყვარულის გამო არ ვარ ასე, უფროს წორედ მხარის სიყვარულის გამო. შენთან ყოფნა მიხარია....
მხიარულად გამეცინა: – აღარ გააგრძელო, კარგა ხანია არ გვიჩხუბია და მაინდამაინც დღეს ნუ ვიკამათებთ.
- არა. - შეკრთა ის – შემთხვევით წამომცდა.
- უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად დაღლისა მეც კმაყოფილი ვარ. ბავშვობიდან მესმოდა, რომ აქ სალოცავი იყო, მე კი ნამყოფიც არ ვიყავი.
როგორც იქნა შებინდებისას სალოცავამდეც ავედით. ხალხს ალაგ-ალაგ კოცონი დაენთო, ადრე მისულები უკვე დაბანაკებულიყვნენ, სალოცავის ადგილზე ალბათ დიდი კომპლექსი იქნებოდა, ახლა კი მხოლოდ ერთი პატარა ეკლესია დარჩენილიყო.
- ჯერ-ჯერობით ყველა ასე ცალ-ცალკე დგავს კარავს, საღამოს, როცა ღამისთევა იწყება, სუფრასაც ერთს, მთლიანს შლიან, და ყველა ერთმანეთს ეცნობა. - გადმომილაპარაკა გიორგიმ.
სანამ ბიჭები კარავს დგამდნენ, ჩვენ სუფრას ვამზადებდით. გიორგიმ თავისი მეგობრებიც ნახა, ხევსური ძმადნაფიცები არიანო, ბევრი მისი ბრძოლის მეგობარიც აღმოჩნდა. ყველა გვეფერებოდა და გვკოცნიდა, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. საქართველო იმაზე პატარაა ვიდრე ჩვენ გვგონია, კარგად თუ დაუკვირდები, სრულიად უცხო ადამინი შეიძლება ძალიან ახლობელი გამოდგეს, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სულ რამოდენიმე საათში თითქმის ყველა ყველას ვიცნობდით, ყველას ყველა უყვარდა და ძმობას ეფიცებოდნენ.
კოცონზე დიდი ქვაბით ხინკალი იხარშებოდა, არაყიც (ჭაჭაც) ბევრი ქონდათ მომარაგებული, სადღაც ლუდსაც ხარშავდნენ. დიდი გრძელი სუფრა უკვე მომზადებული ქონდათ, სადღაც დოლისა და ფანდურის ხმაც ისმოდა, თავი თითქმის 18-19 საუკუნეში მეგონა. ასეთი რამ მხოლოდ ძველ ისტორიულ ფილმებში მენახა, აღარ მახსოვდა დაღლა, კი არ დავდიოდი დავფრინავდი. ყველა მღეროდა და ერთობოდა. თანდათან სასმელმა თავისი ქნა. ალკოჰოლმა უფრო აამჩატა და აამსუბუქა სიტუაცია. ვინ ვის ეხვეოდა ვეღარ გაიგებდი. საერთოდ არ მიყვარდა ნასვამ ხალხში ყოფნა, ჩვენი სამეგობრო მთლიან სუფრას გამოეყო და ცალკე დავჯექით. გოგოები ვხუმრობდით და ვიცინოდით. გიორგი მართალია ჩვენ არ გამოგვყვა, მაგრამ ვხედავდი სუფრიდან ცალი თვალით როგორ გამოგვხედავდა ხოლმე, გაგვიღიმებდა და ბიჭებთან საუბარს აგრძელებდა. მალე სუფრა ნახევრად აალაგეს და საცეკვაო ადგილი გამოყვეს, დოლისა და ფანდურის ხმაზე რამდენიმე კარგი მოცეკვავეც გამოჩნდა, ხანჯლურს, მთიულურს ისე კოხტად ცეკვავდნენ რომ მოვიხიბლე. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა.
- წამოდი, ვიცეკვოთ!...
- არა, მე არ ვცეკვავ. – ვიუარე მე.
- წამოდი!- ჯიუტად მეუბნებოდა ის.
- მე არ ვცეკვავ. – უარზე ვიყავი, მაგრამ მოცეკვავე თავს არ მანებებდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ გიორგი ჩვენთან გაჩნდა.
- არ გესმის?! დაანებე თავი.
კაცის ჩარევა მოცეკვავეს არ მოეწონა.
– შენ ვინ გეკითხებაო - აპილპილდა ის. თითქოს ამას ელოდებოდნენო, უცებ ჩვენმა ბიჭებმა გიორგისთან მოიყარეს თავი, მოცეკვავესაც გამოუჩნდნენ მეგობრები და ატყდა ჩხუბი.
- გაჩერდით, გეხვეწებით, გაჩერდით! – ვიძახდით გოგოები, იყო ერთი კივილ-წივილი, მაგრამ მოჩხუბრებს არაფერი ესმოდათ. დანახვა ვერც მოვასწარით, რომ საიდანღაც ხანჯალმა იელვა. მისი ლაპლაპა პირი ერთხელ კი დავინახე და ქალის კივილიც მომესმა:
- დაიჭრა, ვიღაც დაჭრეს.

მეექვსე თავი
შეძახილზე დაშოშმინდნენ, გაჩუმდნენ. ყველანი თავ-თავის მოჩხუბრებს ამოწმებდნენ, ვინ იყო დაჭრილი.
- არაფერია, ნუ გეშინიათ, ყველანი კარგად ვართ!.... – გავიგონე სიბნელეში გიორგის ხმა.
აქეთ-იქიდან ქალების ქოქოლა გვესმოდა მოჩხუბრებს რომ ლანძღავდნენ. შეგროვებულ ბრბოში ბიჭებმა ნელ-ნელა გამოიკვლიეს გზა, კახას წარბი ქონდა გატეხილი და სახე სისხლით მოსვროდა, გიორგის არაფერი ემჩნეოდა სახეზე, მაგრამ სამაგიეროდ მკლავს იჭერდა ხელით, მისი სახე არ მომეწონა, მივხვდი, რომ ცდილობდა ტკივილი შეეკავებინა, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ხელზე სისხლმა გამოჟონა.
- რა გჭირს?.
- არაფერი, ნუ გეშინია... ზედმეტ ალიაქოთს ნუ ატეხავ!.. – ჩუმად მიჩურჩულა და ხელით გვერდზე გამიყვანა.
კახას წარბი მოვწმინდე, იარა არ იყო საშიში, სამაგიეროდ გიორგის ქონდა საკმაოდ ღრმა ჭრილობა ხელზე. ეტყობა ხანჯალი დაუსვეს კუნთზე, ჭრილობა საკმაოდ დიდი და ღრმა იყო.
- რა ჯანდაბა ვქნა? - ვწუხდი მე. იარას არყით ვწმენდდი. იმდენად შემზარა ამ ამბავმა, რომ შოკი მქონდა. თან სულს ვუბერავდი, რომ ძალიან არ დასწვოდა, ხელები მიკანკალებდა.
- ძალიან გტკივა?! - შეწუხებული ვეკითხებოდი მას.
- არა! პირიქით. – ხელზე ხელი მომიჭირა და ტუჩებთან მიიტანა საკოცნელად – ძლივს შენს ზრუნვას ვეღირსე. მე მგონი ამაზე ბედნიერი დღე არც მქონია!.
- რა სისულელეს ამბობ! – გამეღიმა მე – ასე უხერხულად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, თან მიზეზიც მე გავხდი... – ცრემლები მომადგა თვალებზე.
- არ იტირო, გაჩერდი!..... – ლოყით ხელზე მეფერებოდა - ბედნიერი ვარ ჩემთან რომ ხარ, შენს გამო სიცოცხლესაც დავთმობ, ეს ნაკაწრი არაფერია!..
მე სახელდახელოდ სუფთა ნაჭერი ვიპოვე და სახვევს ვახვევდი. მას ავხედე. მიღიმოდა. რამდენიმე წამით ჩვენი სახეები თითქმის ერთმანეთს მიუახლოვდა, გაფაციცებული სახვევს ვკრავდი, მაგრამ მისი მხურვალე სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. მოულოდნელად, თავისუფალი ხელით მისკენ მიმიზიდა, ვცდილობდი გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ის მძაფრად მიკრავდა გულში.
- გამიშვი, გთხოვ.! – ვემუდარებოდი მე. გაეღიმა და მკერდში ძლიერად მიმიკრა. მისი ცხელი ტუჩებით სახეს მიკოცნიდა, ისე ცხარედ და მხურვალედ მკოცნიდა, რომ სუნთქვა შემეკრა, რაც უფრო ვცდილობდი, მისი ალერსისგან თავის დახსნას უფრო მაგრად მიჭერდა ხელს.
- შენს გარეშე არ შემიძლია ცხოვრება! არ გაგიშვებ და არც არასოდეს გაგიშვებ! – მისი სიტყვები ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა. თანდათან ვგრძნობდი, რომ მის ალერსს ვნებდებოდი. წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი. საკუთარმა უსუსურობამ შემაძრწუნა.
- გაჩერდი! გესმის გაჩერდი! – სადღაც გულის-სიღრმიდან ამომხდა. ეტყობა ჟინით გახელებულს ჩემი შეშინებული ხმა ჩაესმა. გაჩერდა, ალერსი შეწყვიტა ოღონდ ხელი მაინც არ გაუშვია ჩემთვის. ისე ვყავდი გულში ჩაკრული თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და უფრო ძლიერად ჩავეხუტე.
- ტირი?! - ცრემლიან თვალებში ჩამხედა მან. სახეზე შიში აღებეჭდა. ხმა არ ამომიღია, აღარც გაქვევა მიცდია, ასე ვიყავით ჩახუტებული და ვტიროდი. ჩემი ცრემლები მკერდს უსველებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. უფრო და უფრო ძლიერად მიკრავდა გულში, ვგრძნობდი, მხრებზე დადებული მისი ხელები როგორ თრთოდნენ. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით ჩახუტებულები, ალბათ რამდენი წუთს, მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. მალე სანახევროდ შეხვეული ჭრილობიდან სისხლმა გამოჟონა.
- მოიცადე, შეხვევა დავასრულო. – მისი ალერსისგან თავი დავიხსენი და ჩემი საქმე გავაგრძელე. გადახვევა სწრაფად დავასრულე. ჭუჭყიანი სახვევები წამოვკრიფე და ის იყო უნდა გავცლოდი, რომ კვლავ ხელით გამაჩერა.
- თამრო, დედას გაფიცებ, ხომ გიყვარვარ?!
ვიგრძენი როგორ გავწითლდი, ეს ჩვევა ხომ ვერ მოვიშორე, პატარა ბავშვივით ვწითლდებოდი, როცა მცხვენოდა.
- არა, არ მიყვარხარ და ამიტომ გივლი ასე გულმოდგინედ! – გავიღიმე მე.
არ დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე: - დედას გაფიცებ, მართლა?!
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სწრაფად გავეცალე. ვხედავდი, როგორ გარბოდა გახარებული კახასთან, ალბათ ამ ამბავს უყვებოდა, კახა გადაეხვია და მხარზე ხელს ურტყავდა მილოცვის ნიშნად.
ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა, აღარ ვკინკლაობდით, აღარც ვჩხუბობდით. გიორგი ისე მევლებოდა თავს თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, ხელისგულზე სატარებელი. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი. სადაც მე ვიყავი, იქ მისთვის აღარავინ არსებობდა, ამაზე ძალიან ვხალისობდი და ვერთობოდი. მთავარია რაიმე მეთხოვა და დასრულებული არ მქონდა, რომ მაშინვე მისრულებდა, მანებივრებდა, ჩვენი ურთიერთობის ასეთი რადიკალური ცვლილება, რათქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. თიკოს მწარე კომენტარებიც მესმოდა ზოგჯერ.
- “რაღაც ძალიან დაუტკბით ერთმანეთს!”- ირონიულად აღნიშნავდა ხოლმე. მართალია მისი აზრი ნაკლებად მაინტერესებდა, მაინც არ მსიამოვნებდა.
ასე იყო თუ ისე, ჩვენს ერთად ყოფნას მამაჩემიც კი აღარ აპროტესტებდა, ერთხელ საუბარში ისიც კი მითხრა:
- იმდენად ლამაზი წყვილი ხართ, რომ სხვა შენს გვერდით ვეღარც წარმომედგინაო. – მის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და ძალიან გამიხარდა. არ ველოდი გიორგის ასე თუ მიიღებდა.

აგვისტოს ბოლოს თბილისში დავბრუნდი, სწავლა სექტემბერში მეწყებოდა და დიდი სამზადისი მქონდა. გიორგი პერიოდულად მირეკავდა, უმისობა ძალიან მიჭირდა, დღე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთისთვის რამე არ მიგვეწერა.
ერთხელ ტელეფონმა დარეკა სახლში, ყურმილი რომ ავიღე გიორგი შემრჩა. ძალიან გამიხარდა მისი ხმის გაგება.
- ამ საღამოს უნდა გნახო, გეცლება?! –მითხრა ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ.
- რა თქმა უნდა.
- ლექციების შემდეგ მოგაკითხავ და გავისეირნოთ. სექტემბრის თბილი დღე იყო, გიორგის მოლოდინში დავფრინავდი, მეჩვენებოდა, რომ დრო ნელა გადიოდა. ლექციებზე კი ვიყავი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არ ვიყავი, არაფერი არ მესმოდა.
ლექციები დავამთავრე, თუ არა გამოვედი. გიორგი უნივერსიტეტის II კორპუსის შესასვლელთან მელოდებოდა, ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, რუსთაველამდე ფეხით გავლა გადავწყვიტეთ, შემოდგომის თბილი საღამო იდგა. ჩვენ ხელკავ-გამოდებულები მივდიოდით. გამვლელები ყურადღებას გვაქცევდნენ, - რა მაგარი წყვილია! –ვიღაცის ხმა დაგვეწია.
- ძალიან მომენატრე! - ჩუმად ვუჩურჩულე მე და ლოყით მკლავზე მივეხუტე.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს გამზადებული, იმედია მოგეწონება. – მითხრა მან და ლოყაზე ნაზად მომეფერა.
- მართლა?!
- თუ გცალია ტაქსით წავიდეთ, რაღაც მინდა გაჩვენო. – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ალბათ 15-20 წუთი ვიმგზავრეთ და მალე დოლიძეზე მივედით. ერთ-ერთ კორპუსთან გიორგიმ ტაქსს გაჩერება სთხოვა.
- სად მივდივართ? – ვკითხე მე.
- სულ ცოტახანს მოითმინე და ახლავე გაჩვენებ. – სახეზე აშკარად კმაყოფილება ეტყობოდა, ვერაფრით ვერ მივხვდი ასე რა ახარებდა. კიბეებს ფეხით ავუყევით (მაშინ სამწუხაროდ ლიფტები არ მუშაობდა) და ერთ-ერთ ბინასთან გავჩერდით. ხმას არ ვიღებდი და ველოდი შემდეგ მის მოქმედებას. ჩემსდა გასაკვირად ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარები გახსნა.
- ჯერჯერობით ბოლომდე რემონტი არ მაქვს დასრულებული, მაგრამ იმედია მაინც მოგეწონება!.
ძნელია იმ ემოციის გამოხატვა მე რომ მქონდა. ვეღარ მივხვდი რა გამეკეთებინა. სიხარულისგან ვკანკალებდი, თვალებში ისე დამიბნელდა, რომ ვეღარ აღვიქვავდი რას ვუყურებდი. გიორგი რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მესმოდა.
- მოიცადე ერთი წუთით, როდის იყიდე? ან რემონტი როდის დაიწყე? რატომ არაფერი მითხარი?
- ერთი თვეა აქ ვარ, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა და გამეხარებინე. ხომ მოგწონს? – მეკითხებოდა მე.

ჩემთვის ეს ბინა ყველაფერი იყო, სასახლეც, ვილაც... ეს ჩვენი ერთად ყოფნისთვის კეთდებოდა, სადაც ჩვენი სახლი, ოჯახი უნდა ყოფილიყო. ამ წუთში არც ოთახების რაოდენობა მაინტერესებდა და არც ის დასრულებული იყო თუ არა რემონტი. მე უკვე ბედნიერი ვიყავი.
ამ დღიდან ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ჩვენ ჩვენს ბუდეს ვაწყობდით, ვიშენებდით, გიორგი მუშებს ადგა თავზე, უფრო სწორი ნათქვამი იქნეოდა თუ ვიტყოდი, რომ მათთან ერთად მუშაობდა. მე ვსწავლობდი და როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდებოდა, მასთან გავრბოდი, ვერ ვიტყვი რომ რამეში ვეხმარებოდი, უფრო ალბათ ვაცდენდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი, რაც მთავარია ერთად ვიყავით. საღამოობით ხან ჩვენთან გამოდიოდა სტუმრად, ხან დავსეირნობდით, არ არსებობდა ალბათ ქუჩა სადაც ფეხით ნამყოფები არ ვიყავით. ჩემები იმდენად მიეჩვიენ, რომ თუ საღამოს არ გამოჩნდებოდა დედა ნერვიულობდა: - რამე ხომ არ უჭირს? რატომ არ ჩანსო. ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ ვიყავით, მაგრამ ყველა ოჯახად გვთვლიდა. თითქმის სულ ერთად ვიყავით.
- რას ელოდებით? ბარემ გაყევი და რემონტის დასრულებამდე ჩვენთან იცხოვრეთ! – გვითხრა ერთხელ მამაჩემმა.
- რაღა დარჩა, სადაც ამდენი ბარემ დამთავრებამდეც დავიცდით... და მერე ყველაფერი ახალი გვექნება, ბინაც და ოჯახიც!
- და ქმარიც! - გაიცინა გიორგიმ.
- თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მემგონი ტყუილად ჭიმავთ... მაინც ერთად ხართ და ბარემ სახელიც დაარქვით!- ჩაერია კახა.
- მოვლენებს წინ უსწრებ!- გავუღიმე მე და თვალი ჩავუკარი გიორგის, როცა დავინახე, რომ დათანხმებას აპირებდა. – სულ შეყვარებული ხომ არ გვერქმევა, ცოტაც დაგვაცადე და ოჯახიც გავხდებით!
- შენ რა გენაღვლება! - ამოიოხრა გიორგიმ.

ნელ-ნელა ბინისთვის პირველადი საჭიროების ნივთებს ვაგროვებდით, ნაწილი ჩემმა მშობლებმა მოგვცეს, ნაწილი – გიორგის. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძვირფასი იყო, მაგრამ რაც ჩვენს პატარა ოჯახს ეყოფოდა თითქმის ყველაფერი გვქონდა. საძინებელი ოთახი მოვაწყვეთ თუ არა, გიორგიმ გამომიცხადა აქ ცხოვრება უკვე შეგვიძლიაო, მეღიმებოდა მის სიტყვებზე, მეც მინდოდა ოჯახის შექმნა. უკვე ქორწილის დღეც დანიშნული გვქონდა, დავამთავრებდი თუ არა სახელმწიფო გამოცდებს, ერთ კვირაში ჯვარს დავიწერდით და ერთად სადმე დასასვენებლადაც წავიდოდით. მაშინ ისეთი არეული დრო იყო, ქორწილის გადახდა არც შეგვეძლო და არც არავის ქონდა ამის განწყობა. ჩვენს გარშემო თითქმის ყოველდღე ვიღაცა იღუპებოდა, ამიტომ მხოლოდ ახლო წრეში, ჩვენს უახლოეს მეგობრებში გვინდოდა აღგვენიშნა. ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვიყავით, ხალხმრავლობა ისედაც არ გვიყვარდა. ჩვენი პატარა ოჯახის შესაქმნელად ფაქტიურად მზად ვიყავით.

სახელმწიფო გამოცდა ასე დღის ოთხი საათისთვის დასრულდა, წარმატებით ჩავაბარე და გახარებული გიორგისთან წავედი. რადგან ლიფტი არ მუშაობდა, კიბეები სირბილით ავირბინე და კარებზე ზარი დავრეკე. ვიცოდი გიორგი სახლში მელოდებოდა და მინდოდა გამეხარებინა. ერთი სული მქონდა კარს როდის გამიღებდა და როდის ჩავეხუტებოდი. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ კარებიც გახსნა.
- ჩავაბარე! - გახარებული, გაბრწყინებული სახით ვახარე.
მას ნაღვლიანად გაეღიმა და არაფერი მითხრა, მეხამუშა მისი სიჩუმე. სახეზეც დაღვრემილი მეჩვენა.
- შემოდი! - შემიპატიჟა სახლში. მისაღებ ოთახში შევედი, გამიკვირდა როცა სავარძელში თიკო დავინახე დასკუპებული. ღიმილით მიმზერდა, უცნაური კმაყოფილება ეწერა სახეზე, არ მესიამოვნა მისი დანახვა, მით უმეტეს მისი გამომეტყველება.
- თიკო?! აქ როგორ მოხვდი?- გამიკვირდა მე.
- გიორგი უკეთესად აგიხსნის. – რატომღაც ცინიკურად მიპასუხა მან. ის ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. რამდენიმე წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ორივეს მივჩერებოდი და ველოდებოდი რომელი მეტყოდა ამ უცნაური სტუმრობის მიზეზს. თუმცა ორივენი დუმდნენ. გიორგის თავი დაეხარა, პირდაპირ ვერ მიყურებდა, ვხედავდი როგორ უკანკალებდა ხელები. თავი ხელებში ჩარგო. თიკო კმაყოფილი მიყურებდა, თითქოს სიამოვნებდა ჩემი დაბნეული სახის ყურება. უცებ სიბრაზე მომერია: – იქნებ ამიხსნა რა ხდება?! – მივმართე მას.
- რა გითხრა, ჩემო ძვირფასო! არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, როცა ქალი და კაცი ერთმანეთთან არიან მაშინ ეს ნორმალური ამბავიცაა!- ირონიული ღიმილით აღნიშნა მან – მე და გიორგი ბავშვს ველოდებით !!!!
მისი სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო. მოულოდნელობისგან გავშრი, ვერაფერი მოვიფიქრე, შევბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი ჩამოვჯექი. ახლაღა შევამჩნიე მისი ოდნავ გაბერილი მუცელი. სიმწრის ცრემლები მომაწვა, მაგრამ სიამაყემ მძლია და შევიკავე, არ მინდოდა თიკოს ჩემი ცრემლები ენახა, იმ წუთში ისეთი გამწარებული ვიყავი, ხმამაღლა ღრიალი ყველაფერს მერჩია, მაგრამ სიამაყემ აქაც შემახსენა თავი, თავმოყვარეობა დამეხმარა წონასწორობის შენარჩუნებაში. უხმოდ წამოვდექი და სახლი დავტოვე.

მეშვიდე თავი
- თამრო! თამრო! – მესმოდა გიორგი ხმა. კიბეებზე სირბილით დავეშვი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან – თამრო, არ დამტოვო! გეხვეწები! – მესმოდა უკან დადევნებული გიორგის ხმა. გავჩერდი, მისკენ შევბრუნდი - არ დამტოვო! - მეხვეწებოდა იგი, არაფერი მითქვამს, ერთხელ კიდევ, ამჯერად საბოლოოდ შევავლე თვალი მის სახეს, ტკივილი, სიმწარე, ყველაფერი ერთად ჩანდა მის თვალებში.
- დამივიწყე და აღარასოდეს მნახო! შენ უკვე ცოლიც გყავს და შვილიც!!!!!!!!!!! – მთელი ხმით ვიყვირე და გავიქეცი. აღარ გამომკიდებია. თავჩაქინდრული იდგა ქუჩაში.
ძნელია იმ ემოციისა და ტკივილის გადმოცემა რაც იმ დღეებში გადავიტანე, ყველა მძულდა, ჩემი ოჯახის წევრები ცდილობდნენ დავემშვიდებინე, კახა ყველაზე მეტად აქტიურობდა: - თიკოს ნუ უჯერებო! - მეჩიჩინებოდა. რამდენიმეჯერ გიორგიც მოვიდა, მაგრამ მისი დანახვაც კი არ მინდოდა. ახლოს აღარ ვიკარებდი. ყველაფერი მაღიზიანებდა რაც მის თავს მახსენებდა, მაგრამ უარესი კიდევ უფრო წინ მქონდა, რამდენიმე კვირაში აღმოვაჩინე, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ორსულადაც ვიყავი. ამ ამბავმა თავზარი დამცა, რა უნდა მექნა? ბავშვის მოცილება არც კი მიფიქრია, მაგრამ მარტოხელა დედობაც ძალიან მაშინებდა. ეს ამბავი ჩემებისთვის არ დამიმალია. მამაჩემი გადაირია, მაძალებდა გიორგის დაელაპარაკე და შეურგიდიო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.
- თუ გიორგის გააგებინებთ, ცოლად მაინც არ გავყვებიო და სახლიდანაც წავალ მეთქი - დავემუქრე.
ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მიხვდნენ, რომ მუქარას მართლა შევასრულებდი და თავი დამანებეს. მალე გიორგის და თიკოს დაქორწინების ამბავიც გავიგე, ვერ ვიტყვი გამიკვირდა მეთქი, შეიძლება ითქვას, რომ გიორგისთან დაშორებით, მე როგორც შევძელი ხელი შევუწყე რომ ეს ქორწინება შემდგარიყო. ბედის ირონიით თიკო გიორგის ცოლი იყო და მე მარტოხელა დედობიისთვის ვემზადებოდი. დედაჩემი დარდით აღარ იყო, ამას რას მოვესწარიო, ტიროდა საწყალი.
როგორც გავიგე, გიორგი მისი მეუღლით სოფელში ცხოვრობდა. თბილისის ბინა დაეკეტა და იქ წასულიყო. ჩემები რამდენიმეჯერ ჩავიდნენ სოფელში, მაგრამ მე არ გავყევი, არ მინდოდა შემთხვევით გიორგის ან თიკოს შევხვედროდი.
უკვე საკმაოდ დიდი მუცელი მქონდა, 7-8 თვის ორსული ვიქნებოდი, როცა ჩვენთან კახა მოვიდა, მამაჩამთან რაღაცაზე დიდხანს სუბრობდნენ.
- უბედურია! თავს დაიღუპავს! ფსიქიატრიულში უპირებენ დაწვენას! - მესმოდა კახას სიტყვები. ვისზე საუბრობდნენ ვერ გავიგე, რადგან ოთახში შევედი თუ არა გაჩუმდნენ.
- რა ხდება? ვიკითხე, რადგან მივხვდი, რომ საუბარი მე მეხებოდა.
- არაფერი ! – სიტყვა ბანზე ამიგდო კახამ.
- ფსიქიტრიულში ვის აწვენენ? – ჩევეძიე მე.
- არავის.
- უთხარი რაც ხდება! იქნება გონს მოეგოს! - გაცხარდა მამაჩემი. მისი სიტყვები გულში მომხვდა.
- რამე დავაშავე ?!
- არაფერი! - კიდევ უფრო გაცხარდა იგი - თავსაც იღუპავ და სხვასაც ღუპავ! ან შენს თავს რას ერჩი და ან მაგ ბავშვს!
- ვერ ვხვდები, რა ხდება?
- არაფერი, სოფელში უნდა წავიდეთ და შენც უნდა წამოხვიდე.
- გადაირიეთ?! ამხელა მუცლით სად უნდა წამოვიდე?! ან იქ რა დამრჩენია?!
- არ მაინტერესებს! - გაცხარდა მამაჩემი - სულ რომ გზაში იმშობიარო მაინც წამოხვალ!
დავას აზრი აღარ ქონდა, მამაჩემი ასეთი გაცხარებული და გაჯიუტებული არასდროს მენახა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ვფიქრობდი, რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ ასე ნაჩქარევად წამომიყვანეს სახლიდან.
სოფელში ჩასულს სახლში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა დამხვდა, დედა სამზარეულოში ტრიალებდა და საქეიფო სუფრას შლიდნენ.
- რა ხდება? –ვიკითხე მე – რამე გამომრჩა? მამა ისეთი გაცხარებული იყო მეგონა, მეორედ მოსვლა დაიწყო. თქვენ კი თურმე საქეიფოდ ემზადებით?
- არაფერი, ვიცოდით რომ არ წამოხვიდოდი, და ამიტომ დაგაძალეთ, სულ ხომ არ უნდა მოიძულო საკუთარი სახლი?! – დედას ისეთი სახე ქონდა, მივხვდი რომ რაღაცას მატყუებდა, მაგრამ აღარ ჩავეძიე. როდემდე დამალავდა? ადრე თუ გვიან მაინც ხომ გამოჩნდებოდა ყველაფერი. კახას რამდენიმე მისი მეგობარიც ყავდა წამოყვანილი, ბიჭები საქეიფო სამზადისში იყვნან.
- გიორგისაც დავუძახოთ! - ზუსტად ვერ გავიგე რომლის აზრი იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად კახას არ გაუპროტესტებია და დაეთანხმა მოპატიჟებას. საოცრად გავღიზიანდი, მაგრამ ჩემი სიბრაზე თითქოს ვერავინ შენიშნა. გაბუტული ჩემ ოთახში ავედი და ჩავიკეტე, თუმცა ფანჯრიდან ყველაფერს თვალს ვადევნებდი.
ცოტა ხანში კარებთან ვიღაც ჭაღარა მამაკაცი მოვიდა, გრძელი დაუვარცხნელი თმებით (ალბათ რამდენიმე თვის დაუბანელიც), - სოფლის ლოთიღა გვაკლდა!- უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ამ მოხუცმა, “ბომჟმა” ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმით _ კახაო! - დაიძახა.
გავშრი, გავოგნდი, შეუძლებელი იყო ეს მოხუცი ლოთი გიორგი ყოფილიყო, რამდენიმე თვეში ადამიანის ასეთი შეცვლა პირველად ვნახე. გიორგი სულ გათეთრებულიყო, მაგრამ გათეთრებას კიდევ ყურადღებას არ მივაცქცევდი, ახლანდელ გიორგის არაფერი კავშირი არ ქონდა ჩემს გიორგისთან, მისგან მხოლოდ ლურჯი თვალები და ხმაღა დარჩენილიყო. ხელები მთლად უკანკალებდა, ეტყობა ფეხზე დგომაც უჭირდა, მისკენ მიმავალმა კახამ თვალები ჩემი ფანჯრებისკენ გამოაპარა, მივხვდი ჩემი აქ წამოყვანის მიზეზს, სურდათ რომ გიორგი ასეთ მდგომარეობაში მენახა, როგორი სისასტიკე იყო მათი მხრიდან ჩემთან ასეთი მოპყრობა, ასე როგორ გამიმეტეს?! თვალებიდან ცრემლები ღვარად მომდიოდა, სად იყო ჩემი გიორგი?! ნუთუ აღარ არსებობდა?! გიორგი კახას ჩაეხუტა, მთვრალი რაღაცას უხსნიდა და შემდეგ ისევ ბარბაცით წავიდა. დავინახე, იქვე ახლოს ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და როგორც მხრების კანკალით მივხვდი, ატირდა. გული შემეკუმშა, მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა არ შემეძლო, ვერ მოვითმინე და დაბლა ჩავედი - სად მიდიხარ? – მკითხა დედამ.
- რადგან აქ ჩამომიყვანეთ, მოხდეს რაც მოსახდენია! - მისთვის არ შემიხედავს ისე მივაძახე და ჭიშკრისკენ გავემართე. გარეთ გასულმა დავინახე, როგორ იწვა მიწაზე გიორგი, იქვე კუთხეში დიდი ხის კუნძი იყო და მას ეყუდებოდა, წონასწორობის შესაკავებლად. კახა იქვე ახლომახლოს გაჩერდა.
- ნასვამია და აგრესია არ გამოხატოსო!
- ვერ გავიგე, აგრესიულიცაა?!
- ასე ამბობენ... - მაგრამ მე მისთვის არ მომისმენია, გიორგის მივუახლოვდი, დაბინდული უაზრო თვალებით შემომხედა, დიდხანს მიყურებდა ასე, შემდეგ თითქოს მიცნო, უაზრო გამოხედვაში გაოცება და სიხარული გამოესახა.
- მეჩვენები?!- უაზრო ღიმილით მკითხა მე. მის წინ ჩავიცუცქე, ცოტა კი გამიჭირდა მუცლით დახრა. სახეზე მივეფერე – გიორგი! ჩემო გიორგი! - უაზრო თვალებით მომჩერებოდა.
- სულ ვამბობდი, როცა ვსვამ თამროს ვხედავ მეთქი, არ მიჯერებდნენ, არადა რა მაგარია.... აი აქ ხარ. ცოტა მოგიმატია? მაგარია... ორსულად ხარ! გიხდება! მაგრამ ცოლად რომ არ გამომყევი ორსულად როგორ ხარ?!
გამეცინა მის შენიშვნაზე: - გგონია მხოლოდ გათხოვილი ქალები ორსულდებიან?!
- ჩემი თამრო! – მიღიმოდა იგი და გულში მიკრავდა. – კიდევ მეტყვიან არ დალიოო, გამოვხიზლდები და ისევ გაქრები. –ტიროდა იგი, გული მეწურებოდა მისი საცოდაობის ყურებით.
- ადექი გიორგი, ძირს ნუ ზიხარ! წამოდი სახლში შევიდეთ! ცოტას დაიძინებ, მე არსად არ გავქრები, შენთან ვიქნები. არ დაგტოვებ, დანარჩენი რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ.
- მერე?! მერე არ იქნება, მერე შენ წახვალ... მე კი ეს არ მინდა, დავიღალე მარტოობით და უშენობით! დავიღალე, და მომწყინდა, ეს უნამუსო სიკვდილიც აღარ მოდის, არადა რამდენჯერ ვცადე....- მან დასერილი მაჯები დამანახა, გამაჟრჟოლა მისი იარების დანახვაზე, ვენებზე სქელი მოვარდისფრო ნაიარევები მეტყველებდა, რომ სულ რამოდენიმე თვის მიყენებული იქნებოდა.
- გადაირიე?! ეს რამ გაგაკეთებინა?! მერე მე რას მიპირებდი? უშენოდ მე რა უნდა მექნა?
- უჩემოდ? შენ ხომ დამტოვე, მიმატოვე! ოჯახის შექმნაში დამეხმარე! - ცინიკურად იცინოდა იგი.
- წამოდი, ჩვენთან შევიდეთ! – ვეხვეწებოდი მე – შემოდი და მომიყევი ყველაფერი.
- შემოვიდე?! იქ რა მინდა? ვისთან შემოვიდე?!- ხმაში ყოყმანი შეერია.
- წამოდი, შევიდეთ, გამოფხიზლდები და მერე ვილაპარაკოთ! – დაყოლიებაში მომეხმარა კახაც. მას წინააღმდეგობა აღარ გაუწია და გიორგი ბარბაც-ბარბაცით სახლში შემოგვყვა.
ძნელია იმის აღწერა, თუ რა ძალისხმევა დაგვჭირდა გიორგის ოთახში შესაყვანად, მომენტებში გვეურჩებოდა, ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, თითქოს ვერ გვცნობდა, შემდეგ გონება უნათდებოდა, დრო და დრო წონასწორობას კარგავდა, რის ვაი-ვაგლახით ავიყვანეთ კიბეებზე და ლოგინზე დავსვით. ჩემი მშობლები არაფერს ამბობდნენ, თუმცა დედაჩემს სახეზე ეტყობოდა, რომ დიდად კმაყოფილი არ იყო გიორგის იქ ყოფნით.
- რაც დათესა, იმას იმკის! – ჩამესმა მისი ირონიული კომენტარი.
- ხმას დაუწიე! – გავიგონე მამაჩემის ხმა.
- შვილს ამ ლოთს როგორ უგდებ ისევ ხელში?– მესმოდა დედაჩემის სიტყვები.
აღარაფერი მითქვამს, გიორგი ძალიან მეცოდებოდა, ჩემს წინ სრულიად უცხო ადამიანი იყო, ტანჯვისა და დარდისაგან მოტეხილი და ნაადრევად დაბერებული.
- თამრო, რა კარგია სიმთვრალე. – მეუბნებოდა ის - ჩემთან ხარ, მე არ გამოვფხიზლდები და ჩემთან დარჩები, ხომ დარჩები?!
- კი, დავრჩები. – ვეთანხმებოდი მე. ჩემი ხელი გულში ქონდა ჩახუტებული, და უფროდაუფრო მიჭერდა, ხელს არ მიშვებდა, თითქოს ეშინოდა არ წავსულიყავი. როგორც იქნა დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ ჩაეძინა, თუმცა ჩემთვის ხელი მაინც არ გაუშვია. ვიჯექი და შევცქეროდი მის სახეს, ზოგჯერ ღიმილი უნათებდა სახეს, ზოგჯერ კი შუბლი ეჭმუხნებოდა, ძილში ბორგავდა, ტრიალებდა. კახა გვერდიდან არ მშორდებოდა, ჩემთან ერთად იჯდა და ორივენი ჩუმად შევყურებდით.
- ამის შემდეგ რა ვქნათ? – ჩურჩულით ვკითხე მე – დილით გამოფხიზლდება და რეალობასაც დაუბრუნდება, რას ფიქრობ? აზრი ქონდა ჩვენს დღევანდელ ჩამოსვლას?
კახამ გაოცებულმა შემომხედა: - ამას მე მეკითხები? – ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კითხვითაც კი დიდი შეურაცყოფა მივაყენე - გიორგის დახმარება ჭირდება!.. ეს თვითმკვლელობაა. არ გეცოდება?!
- მერე მე რა შემიძლია? ვინ ვარ მისთვის? არავინ... – ამოვიოხრე და ცრემლების დასამალად თავი დავხარე.
- თანადგომა. – ისე მითხრა, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს - როცა დაინახავს რომ მასთან ხარ, ისევ დაუბრუნდება სიცოცხლის ხალისი, სმასაც თავს დაანებეს და ისევ ჩვენი გიორგი იქნება... – ეს სიტყვები ისეთი აღტკინებით წარმოსთქვა, რომ გამეღიმა.
- მის ცოლ-შვილს რა პასუხს გასცემ?! – გამიკვირდა მე.
- ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და პასუხს კიდევ ჩემგან ელიან?! – გაცხარდა კახა.
- მივხვდი მასთან კამათს აზრი არ ქონდა და გავჩუმდი. – ახლა, რომ გიორგი მიატოვო, საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებ! რა მნიშვნელობა აქვს ვისი ქმარია?! სხვა თუ არაფერი, შენი მომავალი შვილის მამაც ხომ არის?!... – მეუბნებოდა იგი.
ჩუმად ვიყავი, მივჩერებოდი გიორგის სმისგან შეშუპებულ სახეს და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, დამნაშავეს ვეძებდი და ვერავის ვპოულობდი, გონება მეუბნებოდა, რომ გიორგისთან არანაირი შეხება არ უნდა მქონოდა, მისი ცოლ-შვილისთვის უნდა დამეთმო. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ მოვიქეცი, უნდა წავსულიყავი და მისთვის ცხოვრების საშუალება მიმეცა, თვითონ გადაეწყიტა რა ექნა მომავალში. გული კი ამის ნებას არ მაძლევდა.
- უშენოდ იღუპება, კვდება! - მეუბნებოდა კახა. სამწუხაროდ მისი სიტყვების დამამტკიცებელი საბუთიც წინ იყო. ბორგავდა, ცქმუტავდა, ნერვიულად კანკალებდა. – დაივიწყე, რომ ცოლი ყავს, დაივიწყე მისი შვილიც და თქვენ ორზე იფიქრე, თქვენ ორზე და იმ ბავშვზე, მუცლით რომ ატარებ, მასაც ხომ აქვს უფლება ყავდეს მამა?! მამა მაინც გადაურჩინე შენს შვილს. დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება! – მეუბნებოდა გული და მეც გულის ხმას მივყვებოდი, ხომ შეიძლებოდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მეც ვყოფილიყავი ეგოისტი და მხოლოდ ჩემს თავსა და ჩემს შვილზე მეფიქრა. კახას აღარ ვუსმენდი, თუმცა ისიც იგივეს მეუბნებოდა, რასაც ვფიქრობდი.
- კარგი ნუ ღელავ! - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. ამ მდგომარეობაში გიორგის მაინც ვერ დავტოვებ. თიკოს თუ არ მოეწონება ეს ამბავი, ეგეც ნაკლებად მაინტერესებს. დანარჩენი მერე ვნახოთ, გიორგი რომ განიკურნება. არა მგონია, ჩემმა “დედა ტერეზობამ” დიდი შედეგი გამოიღოს!...
კახა გახარებული მეთანხმებოდა: - ნახავ თუ არ გამოიღებს, აი ნახავ... გიორგი ძლიერია, როცა დაინახავს, რომ ისევ გვერდში უდგეხარ, თვითონვე მოინდომებს და დაძლევს ამ ყველაფერს, ვიცი... მჯერა, რომ ასე იქნება...
გიორგი ჩვენთან დავიტოვეთ, ის ღამე იყო ნერვიულობის, შფოთვის, სულიერი ტანჯვით აღსავსე, ტკივილით დატვირთული ემოციებით. ჩემს წინ ვიღაც უცნობი ადამიანი იწვა, გიორგის ხმით. ჭაღარა თმითა და შეშუპებული სახით. ვუმზერდი მას და ვფიქრობდი: - მეც ასე შევიცვალე? თითქოს გიორგის შემხედვარე ნათლად ვხედავდი იმ სიმძიმეს რაც ჩვენ გადაგვხდა. უაზრო თვალებით მომჩერებოდა, აშკარად ვერ მხედავდა, მიმზერდა, მაგრამ ვერ მამჩნევდა, მისი მზერით ვხვდებოდი, რომ ვერ მხედავდა, თითქოს ჩემს ადგილზე სიცარიელე იყო. უაზრო გამომეტყველებით მისჩერებოდა კედლებს, ეს სიმთვრალე აღარ იყო, ამდენ ხანში წესით უნდა გამოფხიზლებულიყო, აქ უკვე სხვა სახის პრობლემები ჩანდა.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ რამეს არ დაუშავებს? – შეშფოთებული ეკითხებოდა დედა მამას – ძალიან მეცოდება, მაგრამ ჩემი შვილი უფრო მაფიქრებს, მის მდგომარეობაში ამდენი ნერვიულობა საშიშია, გიორგის თამარის დახმარება კი არა, ფსიქოლოგი ან საერთოდაც ფსიქიატრი უფრო ჭირდება.
- სამწუხაროდ იძულებული ვარ დაგეთანხმო. - ეუბნება მამა.
- მისი პატრონი რას ფიქრობს? ვერ ამჩნევენ რა დღეშია?!
- მისი პატრონი? მისი პატრონი შენი შვილია და წინ უზის! - ირონიულად აღნიშნავს მამა.
სამზარეულოში შევდივარ და ისინიც ჩუმდებიან. მაგიდასთან ვჯდები, თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ვფიქრობ. თავი მისკდება, ვატყობ ცოტაც და შეიძლება გრძნობა დავკარგო. მშობლების შეშინება არ მინდა, მაგრამ წამოდგომისაც მეშინია. ვაიდა დავვარდე?
- კარგად ხარ? - თითქოს შორიდან მესმის კახას ხმა, ვიღაც ცივ წყალს მაწვდის, ალბათ დედა. წყალი მსიამოვნებს, ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან. გარედან ქალის ხმა მესმის. დედა ელაპარაკება.
- თქვენიც მესმის. - თითქმის ემუდარება ქალი - მეც შემიცოდეთ. ჩემი შვილია. მისი საცოდაობით ვიწვი. სთხოვეთ, მუხლის ჩოქზე დავუდგები, ოღონდაც აპატიოს, გადამირჩინოს.
- თქვენ თქვენ შვილზე ფიქრობთ, მე კი ჩემი მადარდებს. ადამიანს აღარ გავს. ფეხზე ძლივს დგას. რომ მცოდნოდა აქ რა ელოდა, არაფრით წამოვიყვანდი.
მძიმედ ვდგები. ნელ-ნელა კახას დახმარებით მეც გარეთ გავდივარ. გიორგის დედას და იქვე შორიახლოს თიკასაც ვხედავ ჩვილი ბავშვით ხელში. რაღაცნაირი დაბეჩავებული მეჩვენება. სოფლის ქალს დამსგავსებია. იმ პრანჭიკელა თავის თავში დარწმუნებული თიკასგან აღარაფერია დარჩენილი. პატარას ვუმზერ. თითქოს ამდენი უცხოს დანახვის ეშინია და დედას ეკვრის.
- შვილო თამარ. - აცრემლებული მეხვევა ქალი - ხომ ხედავ რა დღეშია ჩემი გიორგი. გემუდარები, გეხვეწები რამე იღონე. ეგ ასე დიდხანს ვერ იცოცხლებს. ვერ იქნება. სვამდა, ძალიან ბერს სვამდა, თითქმის არ ფხიზლდებოდა. რამდენიმეჯერ ექიმებმა ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. გადასხმებით, სისხლის წმენდით ძლივს აფხიზლებდნენ. ახლა კი დალევაც აღარ ჭირდება, თითქოს თავისი სამყარო შექმნა და იქ ჩაიკეტა.
- მესმის რასაც ამბობთ. ვნახე მისი მდგომარეობა, მაგრამ მე რით გიშველოთ?! - გამიკვირდა მე- მას ხომ ოჯახი ყავს. ცოლი-შვილი, თქვენ. მე ვინ ვარ? გული მეწვის ასე რომ ვხედავ. მაგრამ....
- ჩემზე ნაწყენი, მასზე იყრი ჯავრს?! - ირონიულად მეკითხება თიკა.
- ვხედავ მწარე ენა მაინც შეგრჩა! - ცხარობს კახა.
- ჩემთან სახლში როგორ გაბედე მოსვლა? - ღიზიანდება დედაც.
- გაჩერდით! გაჩუმდით! - დასუსტებული, მაგრამ მტკიცე ხმით ვაჩერებ მე - ოჯახი თქვენ ხართ. კლინიკაში რომც დავაწვინოთ, მაინც თქვენი თანხმობები დამჭირდება. ჩვენ ჩვენი ვცადოთ. იქნებ გამოგვივიდეს რამე... დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.
- გიორგი თუ მდგომარებოდან გამოვა, მე თქვენს შორის აღარ ჩავდგები. - ყრუდ მეუბნება თიკა.
- აღარ კი არა, ვეღარ ... - უსწორებს კახა.
- კახა გაჩერდი!
სიმართლე გითხრათ ყველაზე ნაკლებად სწორედ მათი კინკლაობის მოსმენა მინდოდა, კახას ხელი ჩავჭიდე წონასწორობის შესანარჩუნებლად, ვატყობდი, რომ ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა:
- სახლში შესვლაში დამეხმარე. არ მინდა ამ ადამიანის ნახვა, არ მაინტერესებს. რაც უნდა ის გააკეთოს და ისე მოიქცეს. სადაც უნდა იქ წავიდეს, ოღონდ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს.
ის თუ რა დიალოგი იყო ჩვენს შორის ნაკლებად საინტერესოა, იმ დღეს გიორგი ჩვენთან დავტოვეთ, მეორე დღეს კი დედამისის თანხლებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადავიყვანეთ.
მერვე თავი
ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკაში იშვიათად მივდიოდი, ძირითადად ავადმყოფს კახა ნახულობდა. ექიმების თქმით: მან ძლიერი დეპრესიის ფონზე, ილუზიური სამყარო შექმნა, რომლის დატოვებაც არ სურდა. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გამოდგა. აკვირდებოდნენ, როგორც ამბობდნენ, უიმედო მდგომარეობა არ იყო. ავადმყოფი ნელ-ნელა ექვემდებარებოდა მკურნალობის კურსს. ვიმშობიარე. გოგონა შემეძინა. ბავშვი ჯანმრთელი და ძლიერი იყო. მთლიანად მასზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული.
გიორგის საავადმყოფოში დაწვენიდან ორიოდე თვეში თიკამ განქორწინება მოახერხა. ბავშვი გიორგის დედას დაუტოვა და თვითონ საზღვარგარეთ წავიდა, „სამუშაოდ“. სადაც მისი „დაუღალავი შრომა“ საბოლოოდ მეორე ქორწინებით დასრულდა. ვერც ვამტყუნებდი, ცდილობდა მისი ცხოვრება მოეწყო, თუმცა ბავშვი მეცოდებოდა, ფაქტიურად არც დედა ყავდა და არც მამა. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი და ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ზოგჯერ ვფიქრობდი ვინ ვიყავი ამ ბავშვისთვის? დედინაცვალი? ვერ ვიტანდი ამ სიტყვას, გული მერეოდა. მაგრამ მის ბედნიერ სახეს როცა ვხედავდი, ეჭვები მიქრებოდა და ვხვდებოდი, რომ თავი არ უნდა დამეზოგა და მისთვის ის სითბო უნდა მიმეცა რასაც მშობლები, განსაკუთრებით კი მამა ვერ აძლევდა.
თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა, გიორგის ფსიქიატრიულში დაწვენიდან. როგორც აღვნიშნე თავიდან ორსულობის გამო იშვიათად მივდიოდი კლინიკაში, შემდეგ კი როცა გიორგის ცნობიერება დაუბრუნდა, თვითონვე თქვა უარი, ჩემს სტუმრობაზე, მიზეზად კი ის თქვა: - თითქოს არ უნდოდა იმ მდგომარეობაში მენახა. თუმცა მე ამას მხოლოდ მიზეზად ვთვლიდი, ეჭვი მქონდა, რომ დიდად ჩემი ნახვაც არ უნდოდა. ყველაფერი მისი გადასაწყვეტი იყო. ისედაც ვატყობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც მოკვდა, თითქოს სხვა ადამიანი მედგა წინ. აქ ფიზიკური ცვლილება არაფერ შუაში იყო, თუ არ ჩავთვლიდით ჭაღარას, მკურნალობის შედეგად სახე დაუწყნარდა და თითქმის იგივე გიორგი იყო, იმდენად ბევრი წყენა დაგვიგროვდა ერთმანეთის მიმართ, ყველა გრძნობა გადაფარა. ალბათ პატიებასაც თავისი დრო უნდოდა. თავს ბოღმიან ადამინად არ ვთვლიდი, ვერც ავადმყოფს ჩავუდგებოდი ჯიბრში, მაგრამ მაინც მიჭირდა, შიგნიდან მიშლიდა ღარაც ხელს, რომ პირველი ნაბიჯი გადამედგა. დავყევი მის სურვილს, ჩემი საზოგადოებით აღარ ვაწუხებდი.
როგორც იქნა კლინიკიდან გამოწერეს, ეს ამბავი ისევ კახასგან გავიგე, თვითონ გიორგი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ჩამწყდა გულში, კიდევ ერთხელ ვიტირე, ეტყობა დასასრულიც მოვიდა. ამდენი ტანჯვისა და წამების დასასრული მაინც ჩვენი დაშორება გამოდგა. მამაჩემიც კი რომელიც აქამდე ჩვენს ერთად ყოფნას ქადაგებდა, გაჩუმდა. აღარაფერს მეუბნებოდა.

კლინიკიდან გამოსვლიდან ალბათ 2-3 თვე იქნებოდა გასული, როცა გიორგიმ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ბავშვი დედაჩემს დავუტოვე და ვერის პარკში შევხვდით. ერთმანეთს დიდხანს ვუმზედით, ალბათ, თბილ შეხვედრას ველოდი, ის კი მხოლოდ მიმზერდა და მაკვირდებოდა, თითქოს ჩემს სახეს იმახსოვრებდა.
- მოგხდენია დედობა. - კარგა ხნის დუმილის შემდეგ მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა.
გულში კიდევ ერთხელ მეტკინა, გაოცებულმა შევხედე.
- მხოლოდ ამას მეტყვი? - თავი დახარა, ხმა არ ამოუღია - ბავშვის ნახვა არ გინდა? არ გაინტერესებს როგორია? - ხმა გამებზარა და მივხვდი ცოტაც და ავტირდებოდი.
თვალებში მიმზერდა, ტკივილით, წყენით. მაგრამ ამ წუთში მე მეტად მტკიოდა და ვიცი ამას თვითონაც ხვდებოდა.
- მაინტერესებს. - ყრუდ მითხრა მან - ბავშვს გვარი უნდა მივცე, არ მინდა მარტოხელა დედა გერქვას!.
- მოწყალებასავით ჟღერს.
- შეიძლება. მაგრამ ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ, იმედია ოდესმე...
- ოდესმე?! - გამიკვირდა მე - ფიქრობ მთელი ცხოვრება დაგელოდები? - ირონია გავურიე ხმაში.
- ვერ დაგავალდებულებ, თუმცა იმედი მაქვს... - ისე მითხრა თითქოს სხვას ელაპარაკებოდა, სივრცეში. - საზღვარგარეთ მინდა წასვლა, ცოტახანს აქაურობას უნდა მოვშორდე, დავივიწყო...
- როგორც გინდა. - ყრუდ დავეთანხმე, თუმცა მინდოდა მეყვირა, მეთხოვა არ წასულიყო, არ დავეტოვე, მაგრამ ვერ შევძელი, სათქმელი სიტყვები ყელში გამეჩხირა. ცხემლებმა და მოწოლილმა ბოღმამ ჩემი ხმა ჩაახშო. თავი დავხარე, არ მინდოდა ჩემი ტკივილი გამემჟღავნებინა, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მარტო ვყოფილიყავი და საშუალება მქონოდა ჩუმად მეტირა, მაგრამ... იქნებ უკეთესიც იყო, თავმოყვარეობა და სიამაყე უფლებას არ მაძლევდა ჩემი ტკივილი მეჩვენებინა.
- თამრო! - მისი შეხება ვიგრძენი ხელზე - მაპატიე გთხოვ, შენც დაგტანჯე და თავიც დავიტანჯე. მაგრამ ასე ჯობია. წავალ, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ყველაფერი ნოლიდან უნდა დავიწყო. აქ ერთი ლოთისა და შეშლილის იარლიყით ვერ ვიცხოვრებ. არც შენ გჭირდები ასეთი. იმედია ოდესმე...
უკვე მერამდენედ ამბობდა „ოდესმეს“, უკვე მერამდენედ... ვხვდებოდი, რომ გადაწყვეტილებას მაინც არ შეიცვლიდა და მეც ისევ და ისევ ვეთანხმებოდი:
- როგორც გინდა! - თუმცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ოდესმე არასოდეს დადგებოდა. უცებ თავი საოცრად სასოწარკვეთილად ვიგრძენი - არ წახვიდე, გთხოვ! - ვემუდარებოდი მას - არ დამტოვო! არ დაგვტოვო! - ვტიროდი და მას აღარ ვუმზერდი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, გულში ჩამიკრა. მთხოვდა დავწყნარებულიყავი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი, ვეღარ ვჩერდებოდი, რაც უფრო მეფერებოდა გული უფრო მიჩუყდებოდა. საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, ყველასთან ძლიერი ვიყავი, გიორგისთან კი უსუსური და სუსტი ვჩანდი. სახეს მიკოცნიდა, ხელებს, მე კი მასთან ჩახუტების გარდა აღარაფერი მინდოდა. მტკიოდა და ვიცოდი, რომ ჩემი ტკივილის შველა მხოლოდ მას შეეძლო, მხოლოდ მას. და თუ წავიდოდა?! მაშინ რა მეშველებოდა?! ვინ მომეფერებოდა?! ის რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არ ვუსმენდი, არ მინდოდა გამეგო. თავს ვიტყუებდი?! მერედა როგორ. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მაინც წავიდოდა, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ხმა არ უნდა ამომეღო, მაგრამ ვერ შევძელი. ისე მტკიოდა როგორც მაშინ როცა მიღალატა და თიკას ორსულობის შესახებ გავიგე. დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. ხმას აღარ ვიღებდით, უბრალოდ ვიჯექით. მოსაღამოვდა და შემცივდა, მაგრამ წასვლა მაინც არ მინდოდა, მას ვერ ვთმობდი, პანიკურად მეშინოდა განშორების. გიორგი მიხვდა და მისი ქურთუკი მომახურა, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქვე და ისე ამოვიოხრე, თითქოს გულიც ამოვაყოლე. ამით დასრულდა ყველაფერი, აზრი აღარ ქონდა წინააღმდეგობას. ზუსტად ვიცოდი, რომ წავიდოდა, აღარ ვტიროდი, თითქოს ისტერიკამ გამიარა, უკვე თავმოყვარეობაც შემახსენა თავი, აღარ უნდა მეხვეწნა. აზრი არ ქონდა.
- არ მინდა იფიქრო, რომ ჩემთვის იოლია, მეც მიჭირს, მაგრამ ასე უნდა მოვიქცე. ცხოვრებაში რაღაცას უნდა მივაღწიო.
- აღარ გინდა ამდენი ახსნა!. - გავაჩუმე მე.
- თამარ, წასვლამდე მინდა ოფიციალურად ხელი მოვაწეროთ და ბავშვს მამობა მივცე!
გამეღიმა: - დანაშაულის შემსუბუქება გსურს? ასეთი ქორწინება არ მჭირდება!
- არ მინდა რამე მოგაკლდეთ! - მეუბნება ის და სახეში არ მიყურებს.
- მამობის მიცემა თუ გინდა, მიეცი...
ამ სიტყვებით დავშორდით.

შემდეგი შეხვედრა საპასპორტოში გვქონდა, აღარ ვდაობდით, არც ვლაპარაკობდით, აზრი აღარ ქონდა, ბავშვი მოინახულა და დაგვემშვიდობა. ძალიან მალე, ალბათ ერთ თვეში საზღვარგარეთ წავიდა, თავიდან ხშირად რეკავდა, ვიგებდი რომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, არალეგალი იყო და მუდმივად მალვა უწევდა.
თანდათან ზარები შეამცირა. ბოლოს როგორც გავიგე გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა, ეგ იყო და ეგ. მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ მქონდა, ერთად - ერთი რაც მის არსებობას მახსენებდა ყოველი თვის ბოლოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა იყო, სავარაუდოდ მისი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, რადგან ჩარიცხული თანხის რაოდენობამაც ნელ-ნელა საგრძნობლად მოიმატა. ალბათ მოიწყო ცხოვრება, თავიდან მტკივნეულად განვიცდიდი მის ასეთ ქცევას, შემდეგ შევეჩვიე და თანდათან იმ ქალების კატეგორიას დავემსგავსე, კაცი მხოლოდ ფინანსური დახმარებისთვის რომ ჭირდებათ. ამ საკითხზე როგორც კი დავფიქრდებოდი, გული დარდით მევსებოდა, ამიტომ თითქოს თავდაცვაზე გადავედი, ტკივილი რომ არ მოეყენებინა, გიორგიზე ფიქრი საერთოდ შევწყვიტე.
- ანუ, წავიდა და წავიდა?! აღარ შერიგდით? - გამიკვირდა მე.
- გიორგის წასვლით ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. მივხვდი, რომ თავი ჩემით უნდა გამეტანა. ჩემი გოგონა მყავდა გასაზრდელი, მამა ვირტუალურად არსებობდა, იცნობდა „სკაიპით“. - ცუდად ნუ ჩამომართმევთ, არ მინდა იმის თქმა, რომ ბავშვზე არ ზრუნავდა, დაპირებისამებ იმდენ თანხას აგზავნიდა, რომ არაფერი გვაკლდა, მაგრამ... სამწუხაროდ, მე ეს არ მყოფნიდა.

სოფელში ჩასულმა გიორგის დედა და თიკასთან შეძენილი ვაჟი ვნახე. ლამაზი ბავშვი იყო, ჩემს გოგონაზე რამდენიმე თვით დიდი. დამფრთხალი თვალებით მიყურებდა. ძალიან შემეცოდა. ბებიას არ შორდებოდა. გიორგის ფსიქიატრიულში დაწვენის შემდეგ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვს სათამაშოები მივაწოდე.
- მოდი, ჩემთან! ნუ გეშინია! - უნდობლად მიმზერდა, ვერ გადაეწყვიტა მოსულიყო თუ არა. - ეს მამიკომ გამოგიგზავნა! - ვეუბნებოდი მე. თვალებში სიხარული შევამჩნიე, ბებიას შეხედა, შემდეგ მე. მაგრამ მოსვლა მაინც ვერ გაბედა.
- ჩემს მამას იცნობ?! - უნდობლად მეკითხებოდა გიგა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემთან მოსვლა აღარ დამიძალებია. სათამაშოები სკამზე დავალაგე.
- მიდი, დეიდა თამართან! - ხელით ჩემსკენ უბიძგა ბებიამ, თუმცა ბავშვი უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა კალთაზე.
- ყველაფერს დრო უნდა, ნუ დააძალებთ! - ვთხოვე მე, როცა მისი შიში დავინახე. ქალს თვალები ცრემლებით აევსო.
- მთელ დღეს ჩემთან ატარებს. მისთვის დედაც მე ვარ და მამაც. ამიტომაცაა ასე გაველურებული. უჭირს უცხო ხალხთან კონტაქტი. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან.
- გიორგი რეკავს ხოლმე?
- გიორგი?! - მისთვის მტკივნეული იყო ამ საკითხზე საუბარი - არ რეკავს. არც მეხმიანება. წავიდა და წავიდა. გულიდან მეც ამომირეცხა და ეს საცოდავი ბავშვიც.
- ფინანსურადაც არ გეხმარებათ?! - გამიკვირდა მე.
- არა! წასვლისას გამომიცხადა, ამის გამო ცხოვრება დამენგრაო. - ბავშვს დახედა მან - მასთან არაფერი მაკავშირებსო. და ჩემი იმედი ნურც გექნებათო. თითქოს მეც არ ვარსებობ. ჩემზეც კი გაბრაზდა. თიკას დედასთან გაგზავნე და იმათ მიხედონო. ვერ ვქენი. არ შემეძლო. - მხრები უკანკალებდა ქალს.
- თიკას ოჯახი ნახულობს მაინც?
- არა, რა მონახულება! - მწარედ გაეცინა მას. - ეს საცოდავი მათთვისაც სირცხვილისა და შეცდომის ნაყოფია. თითქოს ყველასთვის ზედმეტი გამოდგა.
ჩავიმუხლე, ბავშვისკენ დავიხარე. შიში ცნობისმოყვარეობამ შეცვალა. დიდი თაფლისფერი თვალებით მიმზერდა. რაც უფრო დიდხანს მიყურებდა, ნელ-ნელა გამომეტყველებაც ეცვლებოდა. ცრემლებით აევსო თვალები, მოულოდნელად ბებიას ხელი გაუშვა და ძლიერად ჩამეხუტა. მისი პატარა ხელებით კისერზე მეხვეოდა. ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა. თითქოს სითბოს ეძებდა. გულში ჩავიკარი. ვამშვიდებდი. ვეფერებოდი. ძნელია იმის თქმა ასე რამდენ ხანს ვიყავით.
- არ წახვიდე, არ დამტოვო! - სლუკუნებდა გიგა.
უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. საკუთარი თავი გამახსენდა, როცა გიორგის ვეხვეწებოდი არ წასულიყო. ბავშვი შემეცოდა. მეც ასე გამოვიყურებოდი ალბათ... რა უნდა მექნა? ან თქვენ რას იზავდით ჩემს ადგილზე? - მკითხა ქალბატონმა თამარმა. - დედა ვიყავი. ჩემი შვილი ქვეყანას მერჩივნა. რას ვიზავდი ჩემი შვილი ასეთ დღეში რომ აღმოჩენილიყო? პირველი რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ გიგა უნდა წამომეყვანა. გიორგის გამოგზავნილი დახმარება მეყოფოდა იმისთვის, რომ ორი კი არა ათი ბავშვი გამეზარდა. მეც ვმუშაობდი. ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილი მარტო არ იქნებოდა, მას მხარს ძმა გაუმაგრებდა. ეს აზრი სწრაფად მომივიდა თავში და დღემდე ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ არ გადავიფიქრე.

დოლიძის ბინის გასაღები წასვლისას გიორგიმ მე დამიტოვა.
- ბავშვთან ერთად იქ თუ იცხოვრებ გამიხარდებაო! - თავიდან მისი სიტყვები სერიოზულად არ აღმიქვამს, მაგრამ ამ ჯერად თავს უფლება მივეცი მიუხედავად ჩემი მშობლების წინააღმდეგობისა, ამ ბინაში გადავსულიყავი, გიორგის დედაც ჩამოვიდა და გიგასთან და ჩემს გოგონასთან ერთად ვცხოვრობდით.
თავიდან გიორგიმ გააპროტესტა, გაბრაზდა: - გიგა რატომ წაიყვანე, შენთვის არავინ არააო...
მაგრამ მისი აზრი არ მაინტერესებდა. ამ ბავშვში ჩემ თავს ვხედავდი, მანაც თითქოს ჩემში ხსნა დაინახა, გვერდიდან არ მშორდებოდა, თვალებში შემომყურებდა, თუ რაღაცას სწორად ვერ აკეთებდა, ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა. მეც ნელ-ნელა შეცოდება სიყვარულში გადამეზარდა. ვერ ვიტანდი ვინმე საყვედურს თუ ეუბნებოდა, შენიშვნაც კი არ უნდა მიეცათ.
- ზედმეტად ანებივრებ! საკუთარ შვილსაც კი არ ექცევი ასე! - ზოგჯერ მსუბუქად მსაყვედურობდა დედა.
მეცინებოდა, განა შეიძლებოდა რომ სიყვარული ზედმეტი ყოფილიყო?! მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა იყო, მისთვის სიმართლე არ დამიმალავს, გიგამ ყოველთვის იცოდა მისი დედა თიკა რომ იყო, თუმცა ბავშვი ხედავდა ჩემს დამოკიდებულებას, თვითონაც სიყვარულით და სითბოთი მპასუხობდა. ჩემი გოგონა განსაკუთრებულად უყვარდა, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო.
დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემი შვილისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება სწორედ იმ დღეს მივიღე, როცა ძმა არ დავუკარგე. გიგა ყოველვის მხარში ედგა, ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ნაწილობრივ მამის ფუნქციასაც ასრულებდა, ის იყო მისი მეგობარი, ძმაკაცი, ყველაზე ერთგული და ყველაზე შემწყნარებელი... ანალოგიური დამოკიდებულება ქონდა ჩემს გოგონასაც. მეც კმაყოფილი ვიყავი, მათი ერთობა ყველაფრის კომპენსაციას გულისხმობდა.
გიორგის აღიზიანებდა როცა გიგას მის შვილად მოვიხსენიებდი, არ სიამოვნებდა მისი ხსენება, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემს თავთან ვიყავი მართალი, სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა.
დღეს დღეობით გიგა ცნობილი პლასტიკური ქირურგია. მისი წარმატებები მსიამოვნებს და მიხარია. როგორც კი სახელი გაითქვა ყველა სიამაყით აღნიშნავდა, რამხელა წვლილი ქონდათ შეტანილი მის აღზრდაში. უცებ გამოჩნდა თიკაც, როგორც „გულშემატკივარი„ და „მრავალნატანჯი დედა“. - ირონიით აღნიშნა ქალბატონმა თამარმა - წინააღმდეგი არ ვიყავი მისი გამოჩენის, ან რა უფლება მქონდა რამე მეთქვა?! თუმცა გულის სიღრმეში მაინც მეწყინა. რატომღაც როცა მისი შვილი ქუჩის ჩხუბში დაჭრილი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა, დედას არ მოუკითხავს. როცა ხულიგნობისა და რესტორანში დებოშისთვის დააკავეს, არც მაშინ გახსენებია დედა რომ იყო და შვილს მისი თანადგომა ჭირდებოდა. სამაგიეროდ როგორც კი პირველი სტატია დაიბეჭდა გიგას მიღწევებთან დაკავშირებით მაშინვე ეკრანებზე გამოჩნდა თიკაც და ინტერვიუებს აძლევდა, შვილის გადასარჩენას და აღსაზრდელად როგორ მოუწია საბერძნეთში წასვლა, რათა მისთვის საარსებო წყარო გამოენახა. ჩემი გრძნობების შესახებ არასოდეს მითქვამს ხმამაღლა. რაც მთავარია სიმართლე გიგამ იცოდა, რა აუცილებელი იყო მთელი იმ სიბინძურის ამოფრქვევა რაც მის გარშემო ტრიალებდა?! მარტივად აღსაზრდელი ბავშვი ნამდვილად არ იყო, თუმცა ღმერთის წყალობით ეგეც გადავლახეთ, ალბათ ის ქუჩის ეტაპიც უნდა გაევლო, რომ საბოლოოდ სწორი მიმართულებით წავსულიყავით.

გიორგისთან განშორებამ დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. ადამიანების ნდობა დავკარგე.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო, თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდი, მაგრამ მათთვის უარის სათქმელ მიზეზს ყოველთვის ვპოულობდი. მათ ქცევაში ან ანგარებას ვხედავდი, ან გართობის სურვილს. მიჭირდა მათი გრძნობების სერიოზულობის დაჯერება. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ჯიუტად რომ ცდილობდნენ თავისი პოზიციების დაცვას.

ერთ-ერთი იყო ჩემი მეგობრის მამიდაშვილი. ურთიერთობები მარტივად გამომდიოდა, ერთმანეთთან მეგობრულად ვიყავით. ყოველ შემთხვევაში მე ლევანში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი. ეს იყო ადამიანი, რომელიც მუდამ ხუმრობდა, ზედმეტად გამხდარი და მაღალი, დიდი ღია თაფლიფერ-მოცისფერო თვალებით. მასთან სერიოზულად ყოფნა შეუძლებელი იყო, მხიარულად ვსაუბრობდით ნებისმიერ თემებზე, მათთან ოჯახის წევრივით ვიყავი, ხან ჩემი მეგობარი რჩებოდა ჩემთან, ხან მე... მარიამთან სტუმრობა თავისთავად ლევანთან შეხვედრასაც გულისხმობდა.
აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლება ჩემთან მიმართებაში რამე გრძნობები ქონოდა გარდა მეგობრობისა. ჩემს თაყვანისმცემლებს ერთად განვიხილავდით, ვაფასებდით, ვიწუნებდით... შეიძლება პატარა კომპლიმენტი ხუმრობით ეთქვა, ან ვინმესთან საუბარში ვეხსენებინე, მე ამას მეგობრულ ჟესტად ვთვლიდი და მეცინებოდა. ერთხელ საკმაოდ შეშფოთებული მიყვებოდა: - ჩემმა მეგობრებმა შენი სურათი ნახეს, ერთად რომ გვაქვს გადაღებული, მარიამის დაბადების დღეზე.
- მერე? - ვეკითხები მე.
- ისე მოეწონე, გამოაცხადა ეს გოგო ცოლად უნდა მოვიყვანოო... - იცინის ის.
- რაღა მიჭირს! - ვიცინივარ მეც.
- ამ საუბარში მამუკა ჩაერთო! – (ლევანის მეორე მეგობარია) - რა ცოლად უნდა მოიყვანო, ეგ გოგო მე მომწონს და მე გამომყვებაო! ძლივს დავაშოშმინე! - ხარხარებდა ლევანი - ბოლოს გამოვაცხადე თქვენ ვერ დაგითხმობთ, ცოლად მე მომყავსთქო!
მისი სიტყვები მე და მარიამმა როგორც ყოველთვის ხუმრობად ჩავთვალეთ, სერიოზულად არ აღგვიქვამს. წლების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ეს მისი მხრიდან სიყვარულის ახსნა ყოფილა. ჩემი და ლევანის განსხვავებული, ზედმეტად მეგობრული ურთიერთობის თაობაზე შემთხვევით ვინმე თუ გაიხუმრებდა, სიცილით ეტყოდა: - თამარი მიყვარსო! -თუმცა ამ სიტყვებს ისევ მოსწრებულ ხუმრობად ვთვლიდი.
ზოგჯერ გჭირდება გვერდში მდგომი ერთგული ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს მხარში ამოგიდგება, გაგიგებს, დაგეხმარება. ლევანმა იცოდა ჩემი და გიორგის ისტორია, იცოდა ჩემი განცდების შესახებ. მე მისთვის არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი იყო.
გიორგისგან ბავშვს ველოდებოდი, როცა მარიამმა გახარებულმა მითხრა: - ლევანმა კახეთში ღვინის ქარხნის დირექტორად დაიწყო მუშაობაო.
გამიხარდა მისი წინსვლა. ობლობაში გაზრდილი ბიჭისთვის ეს კარგი შანსი იყო. თვითონაც კმაყოფილი და ბედნიერი გახლდათ. ამას მოყვა ბაკურიანში სასტუმროების ქსელის ხელმძღვანელობაც. ასე რეგიონიდან-რეგიონში გადადიოდა, მის ამბებს მარიამისგან ვიგებდი. ერთად-ერთი ვინც ლევანის მეგობრობაში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხედავდა დედაჩამი იყო. ან იქნებ მარიამიც ხვდებოდა და დარწმუნებული ჩემს გულგრილობაში, არაფერს ამბობდა. ასე იყო თუ ისე, თითქმის 4 წელი ისე გავიდა, რომ ლევანი ნანახი არ მყავდა. ჩვენი შეხვედრა მარიამის ქორწილში შედგა. სამსახურიდან თითქმის ორი თვით საზღვარგარეთ ვიყავი მივლინებით წასული. ამიტომ მარიამი ბოლო პერიოდში ნანახი არ მყავდა, სწორედ ამ ორ თვეში მოასწრო მისი „ოცნების პრინცის“ პოვნა და ისე მხურვალედ შეყვარება, რომ გათხოვებაზეც დათანხმდა. სასიძოს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი და ძალიან მაინტერესებდა მისი გაცნობა.
სუფთა ტრადიციული ქართული ქორწილი ტარდებოდა. ვეებერთელა სუფრითა და უამრავი ნათესავებით, რომლის ნახევარსაც კი შეიძლება არ იცნობდე. მაგრამ მაინც უნდა დაპატიჟო, რადგან როცა გაიგებენ, რომ ქალიშვილი გაათხოვე, აუცილებლად ეწყინებათ. ამას ვერასოდეს ვიგებდი, რა არის ამაში საწყენი?! ამიტომაც მე ვითვლებოდი ადამიანად რომელიც ტრადიციებს „პატივს არ ვცემდი“. ქორწილში ჩვენს საერთო მეგობართან ერთად მივედი. მარიამს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, მილოცვისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ჩვენთვის ადგილის ძებნაც დაიწყეს. უცხოდ რომ არ გვეგრძნო თავი მარიამის ბიძაშვილ - მამიდაშვილებთან დაგვსვეს, გამიხარდა მისი გადაწყვეტილება. ყველას ვიცნობდი და ერთმანეთთან ვმეგობრობდით. მათ შორის რა თქმა უნდა ლევანიც იყო. ფაქტიურად არ ვჩუმდებოდით. გოგონების ნაწილი ადრე გათხოვდნენ, მეუღლეებითა და ბავშვებით იყვნენ მოსული. წარმოიდგინეთ ჩვენი ემოციები. სალაპარაკო თემა ბავშვობაშიც არ გველეოდა, მით უმეტეს ამდენი წლების შემდეგ. მამაკაცები მორიდებით გადმოგვხედავდნენ და „ცოტა წყნარადო“ გვთხოვდნენ. მათ შენიშვნას სულ რაღაც ორი წუთით ვითვალისწინებდით. შემდეგ ისევ ჩვენს სტიქიაში ვიყავით.
- სანამ შენ მოხვიდოდი, სრული წესრიგი გვქონდა, შემოხვედი და ქალები აგვიბუნტე! - მსუბუქად მისაყვედურა ლევანმა.
- არ გრცხვენია? მამაკაცები ერთობოდით და მანდილოსნებს ჩაგრავდით?! - იხტიბარი არ გავიტეხე მე.
- ყურადღებას ნუ აქცევ! - იცინის ნინო, მარიამის და - ბოღმით კვდება მას რომ არ უთმობ დროს. აღარ იცის რა თქვას.
- რადგან შენ იტყვი! - ვითომ იბუტება ლევანი.
- ეს გოგონა ვინ არის? - ვინტერესდები ჩემთვის უცნობი ქალიშვილით. ლევანს რომ უზის გვერდით.
- ლევანის საცოლეა! ყოველ შემთხვევაში ჩვენს ასე გაგვაცნო! - ეშმაკურად იღიმება ნინო- თუ რა თქმა უნდა შენი ნახვის შემდეგ არ გადაიფიქრებს!
მის ირონიულ კომენტარს ყურადღებას არ ვაქცევ და სტუმარს ყურადღებით ვაკვირდები.
- „ლევანის საცოლე? საინტერესოა...“ - ვფიქრობ და მიკვირს, რით მოხიბლა ამ ერთი შეხედვით საკმაოდ უბრალო და ცოტა არ იყოს ვულგარულმა ქალმა. ქერად შეღებილი, საღებავით დამწვარი თმითა და ტუჩებს ზემოთ წასმული წითელი პომადით. ალბათ სქელი ტუჩები უნდოდა გამოსჩენოდა. თუმცა ჩემი აზრით ამით პირიქით, იმას უფრო უსვამდა ხაზს ზედა ტუჩი ქვედასთან შედარებით აშკარად წვრილი რომ ქონდა. საკმაოდ კარგად ვიყავი აღზრდილი იმითვის რომ ჩემი ემოციები მომეთოკა და არ გამომეჩინა იმედგაცრუება, რაც ამ გოგონას ნახვით გამიჩნდა. არ იფიქროთ, რომ ვეჭვიანობდი და ამიტომ არ მომეწონა. არა, მე ასეთი განცდა არ მქონდა. ადრეც აღვნიშნე, რომ ლევანში ძმას ვხედავდი, ვიდრე თაყვანისმცემელს. ამ შემთხვევაშიც ალბათ უფრო „ავი მულის“ პოზიციაში აღმოვჩნდი. თუმცა დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ის გოგონა მისი შესაფერისი არ იყო. იმ პერიოდში რაც ლევანი არ მენახა, წონაში მოემატა. ავადმყოფურად გამხდარი აღარ იყო. რომ შეხედავდი გესიამოვნებოდა. შუა ხნის სიმპატიური მამაკაცი იყო.
- ეტყობა გემოვნებაში უჭირს! - გავიფიქრე ჩემთვის.
- რაზე ფიქრობ? - მკითხა უცებ მან.
- არაფერზე, მოსალოცად გქონიათ საქმე. ნინომ მითხრა და ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი! - ხელოვნური მხიარულებით ვულოცავ - ესე იგი შემდეგი თქვენი ქორწილია?
- ამაზე საუბარი ნაადრევია! - რატომღაც იაზვა ტონით მპასუხობს გოგონა.
- მე თამარი ვარ! - მის უხეშობას არ ვიმჩნევ, კვლავ ღიმილით ვუმზერ.
- არ დამღუპოთ! ახლა თქვენ არ დაიწყოთ საუბარი, თორემ გავიქცევი! შენ და ნინო ხომ ვერ გაგაჩუმეთ, ახლა იაც რომ შემოგემატოთ! - ვითომ შეშფოთდა ლევანი.
- ნუ ღელავ ძვირფასო, მე არ ჩავერთვები! - დამჯერი ბავშვივით პასუხობს ის. ისეთი ტონით თქვა ეს სიტყვები, რომ დაკონტაქტების სურვილი აღარც გამჩენია.
- რატომ გეუხეშება?! - გაუკვირდა ნინოს- რამე ეწყინა?
მხრები ავიჩეჩე: - ცხოვრებაში პირველად ვხედავ, რა უნდა წყენოდა?
მისკენ აღარც გამიხედავს, ნინოს ვესაუბრებოდი და ვიცინოდით. ცოტა ხანში თორნიკე (მარიამის ძმა) მოვიდა.
- რომ არ მეცეკვო, მარიამი მომკლავს, ყურადღებას არ აქცევო... - თვალი ჩამიკრა მან - არ გამაბანძო, უარი არ მითხრა იცოდე.
- შეიძლება შენისთანა კავალრისთვის უარის თქმა? - ღიმილით ვდგები და საცეკვაო მოედნისკენ მივდივართ. თორნიკე ასე ათი წლის იქნებოდა როცა პირველად ვნახე, ახლა კი უკვე 25 წლის, მაღალი, ახოვანი ვაჟკაცი იყო. თითქმის ერთი თავით ჩემზე მაღალი. სახე ყოველვის უღიმოდა. ჩემთვის ისევ ის პატარა თორნიკე იყო.
- ერთი გოგონა უნდა განახო! - ჩუმად მეუბნება ის - შენი აზრი მაინტერესებს. ოღონდ იცოდე ისეთი სახე არ მიიღო ლევანს რომ ულოცავდი. სიმართლე მითხარი!
- ლევანს მოვატყუე? - მეღიმება მე.
- გეყოფა, კარგად გიცნობ, მშვენივრად მივხვდი, ია რომ არ მოგეწონა.
- რა მნიშვნელობა აქვს? რაც მთავარია ლევანს მოსწონს. პატარა ბიჭი არ არის რომ ვერ ხვდებოდეს, ვის გვერდში უნდა ყოფნა.
თორნიკემ წარბი აწია, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა. მაგრამ გადაიფიქრა.
- კარგი, რაც არის, არის. იცოდე მე სიმართლეს მეტყვი!
- კარგი, აბა რას ვიზავ. იმედია შენი მამიდაშვილისგან განსხვავებით უკეთესი გემოვნება გექნება. - მაინც გავკენწლე ლევანს.
- წარმომიდგენია როგორი ცუდი სიდედრი იქნები! - იცინის თორნიკე.
- სიდედრობამდე კიდევ დიდი დროა!
- ვითომ? - თვალებმოწკუტული მიმზერს ის - როგორც გავიგე ძალიან ლამაზი გოგონა გყავს.
- ეგეთები არ იყოს! - ვკაპასდები მე, მართალია ჩემი გოგონა ჯერ-ჯერობით პატარაა, მაგრამ მისი გათხოვების თემა უკვე მტკივნეულია, თორნიკე ატყობს ჩემს გაცხარებას და სიცილის ბჟირდება.
- წარმომიდგენია წინ რა მელოდება! - ამოიოხრა მან და ჩვენთან ახლოს მოცეკვავე ცისფერ მოკლე კაბაში გაპრანჭულ საკმაოდ ლამაზ გოგონას გახედა. რომელმაც შეამჩნია მისი ყურადღება, თავი მორცხვად დახარა და ოდნავ გაწითლდა. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- ეგ ბავშვია?
- ბავშვი?! - შეიცხადა მან - ოცი წლისაა.
გამეღიმა: - ოცის თუ არის ძალიან დიდი ყოფილა - ვცდილობ მის სიბრაზეზე არ გამეცინოს, მაგრამ არ გამომდის.
- მე სერიოზულად გეკითხები, შენ კი... - წყენას ვერ მალავს ის.
- დედას გეფიცები, მომეწონა, მართლა მაგარი „ბავშვია“.
- აი, ისევ! - კიდევ ცხარობს ის. გამეცინა. როცა მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი „ბავშვი“ აღიზიანებდა.
- მაპატიე! - ვსერიოზულდები - არ მინდოდა შენი გაბრაზება, ჩემთვის შენც ხომ „ბავშვი“ ხარ!
- კარგი, რა! - საბოლოოდ წაუხდა განწყობა. უკვე აღარ ვცეკვავდით, შევამჩნიე გარშემო მყოფებმა, როგორ შემოგვხედეს წყვილებში გაჩხერილებს.
- ნუ ბრაზდები! - ჩუმად ვეუბნები - ჩემს შვილებზე მივეჩვიე, სულ სიტყვა „ბავშვებს“ ვხმარობ.
წარბი აწია და ეჭვით შემომხედა: - მართლა ასე ფიქრობ, თუ შენც ჩემებივით, პატარები ხართო მეტყვი?
- მაგას როგორ გეტყვი, როცა შენზე ბევრად პატარას უკვე შვილი მყავდა? - თმებს ვუჩეჩავ, ისე როგორც ბავშვობაში - კარგი ხარ და მიხარია ასეთი გოგონა რომ გიყვარს.
- ჯიგარი ხარ! - გახარებული მაბზრიალებს თორნიკე.
- დამსვი, სირცხვილია! - ვიცინივარ მე - მიდი ახლა იმ ბავშვთან, ნუ ანერვიულებ. მაგრად ჩასჭიდე ხელი და არასოდეს გაუშვა! - თვალი ჩავუკარი და დასაჯდომად გავემართე.
- მეგონა ორ წუთს მეც დამითმობდი! - მომესმა ლევანის ხმა. შევბრუნდი. ღიმილით ჩემი მიმართულებით მოემართებოდა - ყველასთან ხუმრობ, ერთობი. ჩემთვის კი ორი წუთიც გენანება?! - მსუბუქად მსაყვედურობს ის.
- ვინმემ რომ მოისმინოს, მართალი ეგონება! - ღიმილით ვეხუტები მეგობარს. ვალსს უკრავენ და ჩვენც ნელი მოძრაობით ვყვებით მელოდიას.
- რომ იცოდე როგორ მომენატრე! - ჩურჩულით მეუბნება ის. ხმაში ჩუმი ვნება ვიგრძენი. რაც ცოტა არ იყოს მეხამუშა. ვიგრძენი როგორ ძლიერად ჩამიკრა მკერდში, დავიძაბე. მისი სიახლოვე არ მესიამოვნა. სახეში შევხედე, საკმაოდ ნასვამი ჩანდა, თვალები უციმციმებდა.
- რატომ მიყურებ? - ჩემი მზერა არ ესიამოვნა - ამდენი ხანია არ მინახიხარ. გამიხარდა! - თითქოს ბოდიში მოიხადა - შენთან ცეკვა მინდოდა! ბედისწერაა, რომ დღეს ჩემთან დაგსვეს!
მხიარულად გამეცინა: - ბედისწერა? - გაოცება ვერ დავმალე - თქვენ გარდა არავის ვიცნობ და შენი აზრით სხვაგან დავჯდებოდი?
- არა, ეს ბედისწერაა. ჩემი და შენი შეხვედრა შემთხვევით არ მომხდარა, ეს დღესაც გამოჩნდა...
მისი ხმა მაღიზიანებდა, არც საუბრის მანერა მომწონდა და არც ზედმეტი მიხუტება.
- ასეთ სიტყვებს არ უნდა მეუბნებოდე და არც ასე უნდა ცეკვავდე!
- გეხვეწები თამრო! - საკოცნელად დაიხარა ის. ჟინიანი, ვნებიანი თვალებით მიმზერდა. უკან გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ის ხელს არ მიშვებდა. ცოტაც და ჩვენს შორის დაძაბულობას სხვებიც შეამჩნევდნენ.
- გაჩერდი! - სიბრაზით ვცახცახებდი - ზედმეტი მოგდის. ხელი გამიშვი!
- ვითომ? რით ვარ შენთვის მიუღებელი? - გაღიზიანდა ისიც - ამდენი წლები ვითმენ, ამდენი წლები გითმენ!
სიბღაზემ ტვინში ამასხა, ვცახცახებდი: - რას ქვია მითმენ, მაგიდასთან საცოლე გელოდება და შენ ამ დროს მე მეტორღიალები?!
- გემუდარები! თამრო, მაგიჟებ, მახელებ, რომ იცოდე როგორ ძლიერ მინდა....
- გაჩერდი, ზედმეტი მოგდის! - კბილებში გამოვცარი მე - მშველელს დავუწყე ძებნა, რადგან მივხვდი, რომ მთვრალი ლევანის დაშოშმინება გამიჭირდებოდა.

მეცხრე თავი
მეფე-დედოფლის მაგიდასთან მჯდომმა მარიამმა ეტყობა დაინახა ჩემი სასოწარკვეთილი თვალები, წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა:
- იმედია დედოფალს ცეკვაზე უარს არ მეტყვი! - ღიმილით უთხრა მან. შვებით ამოვისუნთქე, როგორც იქნა მისი მკლავებიდან გავთავისუფლდი.
მაგიდასთან ვიჯექი და წასვლაზე ვფიქრობდი. თავზე ისევ თორნიკე დამადგა.
- ლევანს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა? - იცინის ის.
- დათვრა და შინაური და გარეული ერთმანეთში აურია!
- მართლა გჯერა რასაც ამბობ?
- როგორ არ მჯერა, საცოლე ყავს, რომ არ უყვარდეს, ხომ...
- მორჩი! - უხეშად შემაწყვეტინა მან - მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ ფანატურად უყვარდი და ვერ გიმხელდა.
- გათხოვილი ვარ! - მკაცრად ვამბობ - თუ რავიცი რაც მქვია! - თვალები ცრემლებით მევსება გიორგის გახსენებაზე - თუ გათხოვილი არა, ორი შვილის დედა. ორის თუ არა ერთის მაინც... - ავირიე საკუთარ აზრებში.
- კიდევ ჩემზე ამბობ ბავშვი ხარო?! - ღიმილით მიყურებდა ის - ჩამოყალიბდი და ზუსტად გადაწყვიტე, უარის სათქმელი მიზეზი.
ამოვიოხრე: - ჩემი წასვლის დრო ყოფილა! - წამოვდექი, როცა დავინახე, რომ ლევანმა და მარიამმა ცეკვა დაასრულეს.
- არც გაბედო! მარიამი გაგიჟდება...
ისეთი მუდარით მიმზერდა, რომ ისევ აბეზარი ლევანის ატანა გადავწყვიტე. ეს ერთი დღე როგორმე ავიტან, შემდეგ სადღა ვნახავ? როგორც აქამდე არ შევხვედრივარ, ისე მომავალშიც აღარ ვნახავ, მაგრამ ლევანს სასმელი უფრო ეკიდებოდა და შესაბამისად მისი მომეტებული ყურადღებაც სულ უფრო მომაბეზრებელი ხდებოდა. აშკარად ვხედავდი, მისი საცოლის დაძაბულ მზერას. ვგრძნობდი დანარჩენი სუფრის წევრებიც როგორ ხალისობდნენ ლევანის ცანცარზე.
- თითქოს წლები არც გასულა! - ირონიით აღნიშნავს ნინო - მგონი უფრო გაგიჟდა შენზე. მისი თანმხლების შემდეგ არც მიკვირს. შენს გვერდზე სულ გაქრა. ვეღარავინ ამჩნევს!
- მეგონა ვბერდებოდი, თუმცა შენი მამიდაშვილის შემხედვარე, ვფიქრობ ცუდ ფორმაში არ ვყოფილვარ! - ხუმრობას ვცდილობ მეც.
ამ დროს იაკომ ვითომ შემთხვევით წვენის ჭიქას გაჰკრა ხელი, საბედნიეროდ სწრაფად გამოწევა მოვასწარი. წვენი ჩვენს შორის მჯდომ ლევანს დაესხა.
- უკაცრავად! - თითქოს შეშფოთდა ის - ხომ არ დაგსვარეთ?
- არა! - ირონიულად მეღიმება - ლევანმა მიიღო ფორთოხლის აბაზანა.
- ჯანდაბა! - დუდღუნებდა ის და ცდილობდა შარვლისა და პიჯაკის გაწმენდას.
- თუ საცოლეს არ ეცეკვები, ცოტა ხანში ბაჟეს ნიღაბსაც მიიღებ! - სარკასტულად ვეუბნები მას.
- შენთან ცეკვა მირჩევნია!
- არა! ჩვენ ჩვენი პარტია უკვე შევასრულეთ!
- კარგი, რა თამრო!
- დავიღალე, მორჩი. ჩვენი ამბავი არ იყო და არც არასოდეს იქნება. ეგ შენც იცი. ჩემზე დრო არ უნდა დაკარგო. ირგვლივ ქვეყანა ახალგაზრდა და ლამაზი გოგონაა.
- ამას სერიოზულად მეუბნები? - თითქოს არ სჯერა მას - შენზე ლამაზს თუ იპოვი მეც მაჩვენე, კარგი? - ადრე ამ სიტყვებს ხუმრობად ჩავთვლიდი და მხიარულად გავიცინებდი. ამჯერად კი თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.
- მორჩი, ლევან! ერთმანეთთან ურთიერთობა გვსიამოვნებდა, გვიხაროდა. გთხოვ, ყველაფერს ნუ გააფუჭებ.
- კი, მაგრამ...
- არ მაინტერესებს! - უხეშად შევაწყვეტინე - საკუთარ თავს პატივი ეცი და საცოლეს მიხედე. არ მინდა შენს გამო უხერხულად ვიგრძნო თავი.
- შენთვის გრძნობების გამოხატვა უხერხულობას ნიშნავს? - ღიზიანდება ის - ფრიგიდული ხარ? - მკითხა უცებ.
ისტერიული სიცილი წამსკდა. ასეთი უაზრო კითხვა ჩემთვის აქამდე არავის დაუსვამს.
- გაგიჟდი?!
- ბოდიში, დამავიწყდა, შენ ხომ ერთგულებას გიორგის უნახავ! - ღვარძლიანად მეუბნება ის.
- არ მეგონა ასეთი ბოღმიანი თუ იყავი. ასე რამ გაგაბოროტა?! - გამიკვირდა მე. აღარ მაინტერესებდა ჩვენს საუბარს ვინმე გაიგონებდა თუ არა. თვითონ თუ არ აღელვებდა მე მით უმეტეს - რა გინდა ჩემგან იქნებ ამიხსნა?
- მართლა ვერაფერს ხვდები? წლების განმავლობაში ველოდი იქნებ მიმხვდარიყავი, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, ავადმყოფურად. მეგონა დაგივიწყე და გულიდან ამოგიღე, მაგრამ დღეს რომ დაგინახე მივხვდი როგორ მომენატრე.
- ბოდიში მქონია მოსახდელი ქორწილში მოსვლის გამო! - ირონიულად აღვნიშნავ.
ტკივილით სავსე მზერით შემომხედა, როცა დაინახა, რომ მისმა სიტყვებმა შესაბამისი რეაქცია არ გამოიწვია, სიბრაზე ისევ მოერია.
- ერთობი ჩემი გრძნობებით! გინდა გამომიყენო და მომისროლო?!
- რით გიყენებ? - ამჯერად მეც გავბრაზდი.
- ჩემი გრძნობებით ერთობი! - ჯიუტად იგივეს იმეორებდა ის.
- დავიღალე ახსნით. მე და შენ მხოლოდ მეგობრები ვართ. ასე იყო და მეგონა ასე დარჩა. თურმე შევმცდარვარ.
- მეგობრები?! - ისე შეიცხადა თითქოს არარეალური რაღაც ვახსენე.
- მორჩი, ლევან, საკმარისია! - წამოვდექი და აივანზე მყოფ ნინოსთან გავედი.
- მოხდა რამე? - თავით ლევანზე მანიშნა მან.
- არაფერი, უგონოდ მთვრალია და მე ვგონივარ საცოლე!
- მართლა? - გაუკვირდა მას- თვითონაც აქ მოდის, სულ გააგიჟებს მაგ გოგოს! - ნინო გახალისდა, მივხვდი სიამოვნებდა „მომავალი სარძლოს“ გაბრაზება.
- აქ ხართ? - ისე გვკითხა ლევანმა თითქოს არ იცოდა იქ რომ ვიყავით.
- დაგვცხა და ჰაერზე გამოვედით! - თბილად გაუღიმა ნინომ - რაღაც შემცივდა, ხომ არ შევიდეთ?! - ეშმაკურად მკითხა მან.
- შენ შედი თუ გინდა. შენ კი დარჩი. არ გაიყინები ნუ გეშინია! - ირონიულად აღნიშნა მან. ნინომ ერთი კი შემომხედა კითხვა ნარევი თვალებით და შევიდა. ჯანდაბას აივნიდან ხომ არ გადავხტები? არადა კარებში თვითონ იყო გაჩხერილი.
- ჩემი გეშინია?
- არა, არ ვიცოდი ასეთი უთავმოყვარეო თუ იყავი!
- მართალი ხარ! - ისე უცებ დამეთანხმა, რომ გამიკვირდა - თავმოყვარეობა რომ მქონოდა ამას უფრო ადრე ვიზავდი. - ჩემსკენ მოიწია მან. ინსტიქტურად უკან დავიხიე და აივნის მოაჯირს მივეყუდე. მისი ვნებისგან ამღვრეული თვალები რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო.
- „რა ჯანდაბა ვქნა? როგორ მოვიშორო?“ - სულ რამდენიმე წამში გამიელვა ან ფეხს ამოვარტყამ, ან ვიყვირებ მეთქი, მაგრამ შიშისგან თუ დაბნეულობისგან ადგილზე გავშეშდი. ხმა ყელში გამეჩხირა და ვერაფერი მოვახერხე. სწორედ ამ დროს კარებზე შიგნიდან თორნიკემ მოგვიკაკუნა.
- ჩვენც მიგვიღებთ, თუ აივანი მხოლოდ თქვენ ორს გეკუთვნით? - ყურებამდე იკრიჭებოდა ის.
- მადლობა ღმერთს! - შვებით ამოვისუნთქე მე.
- გვერდიდან აღარ მომშორდე! - ჩუმად გადმომილაპარაკა - ნინომ მითხრა ზედმეტად აწუხებსო და აქეთ წამოვედით!

თორნიკემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩვენთვის შეყვარებულის გაცნობა უნდოდა, მისი მადლიერი ვიყავი, გვერდიდან მართლა არ მოვშორებივარ. როგორც კი ლევანი საცეკვაოდ მიმიწვევდა, მაშინვე თორნიკეს ვკიდებდი ხელს. მასთან უნდა ვიცეკვო მეთქი. ისიც სიცილით მომყვებოდა.
- ოღონდ დღეს მიხსენი და გპირდები, ამიერიდან სადაც ლევანთან ერთად ჩემი ფეხი აღარ იქნება. რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა.
- ძნელია ალბათ ამდენი წლები გრძნობების მალვა. ყველაფერი ერთ დღეს ამოაფრქვია.
- გგონია მე ვიწვევდი? რამით იმედი მივეცი?
თორნიკეს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ რომ დაინახა რამდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, გაჩუმდა.
- ვფიქრობ ხვდებოდი და რადგან საწინააღმდეგოს არაფერს ეუბნებოდი, ნაწილობრივ იმედსაც აძლევდი.
- კარგი რა... რა იმედს ვაძლევდი, ვერ ხედავ საცოლეც კი ყავს. - ვიუარე მე.
- ასეთი საცოლეები ბევრი ეყოლება, ეგ არაფერს ნიშნავს. ფაქტია შენს დანახვაზე თვალზე ლიბრი ეკვრის. ვეღარავის და ვერაფერს ხედავს. ცოტას თუ არ გაუღიმებ, ამაღამ მომკლავს! - სიცილით ჩვენკენ მტრულად მომზირალ ლევანზე მანიშნა.
- ერთი ღიმილი კიდევ ახალი იმედი იქნება. - ამოვიოხრე მე.
- გიორგის დაბრუნების იმედი გაქვს? - მოულოდნელად მკითხა მან.
თვალები ცრემლებით ამევსო. გული შემეკუმშა.
- ამდენი წლების შემდეგ არა მგონია დაბრუნდეს. არც მე ვაპირებ მასთან წასვლას. პრინციპში ეს არც არასოდეს უთხოვია, მაგრამ მაინც სხვას ვერ ვიღებ. ალბათ ესეც ავადმყოფობაა..
- არ მინდოდა გული გტკენოდა. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ შენ და ლევანი ცუდი წყვილი არ იქნებოდით. უყვარხარ, შეიძლება ისე არ გიყვარს, როგორც გიორგი, მაგრამ მთლად ბოლომდე გულგრილი არც შენ ჩანდი.
- მართლა?! - გამიკვირდა მე.
- კი, ჩვენ ასე გვეგონა. - უხერხულად შეიშმუშნა ის - ლევანსაც სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან გიორგის დაგავიწყებდა.
- გიორგის დავიწყება რომ შემძლებოდა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. - ტკივილით ვუპასუხე მე. - ის ავადმყოფობასავითაა, ჩემი ტკივილია, შეუხორცებელ, ღია ჭრილობად დამრჩა.
- ლევანი მოდის ჩვენთან. იქნებ ეცეკვო? - შემეხვეწა თორნიკე- თუ არ გინდა, მოვიმიზეზებ რამეს.
- არა, იყოს, არა მგონია, ისევ სიყვარულზე ილაპარაკოს.
- შეიძლება? - დაძაბული ხმით იკითხა მან. თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ხმა არ ამომიღია ისე დავაწყვე ხელები მხრებზე. წრეზე ვმოძრაობდით. ორივენი ჩუმად ვიყავით. მხოლოდ მუსიკას ვუსმენდით.
- იცანი? - მკითხა მან.
- რა? - ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
- ამ მელოდიაზე მე და შენ ყოველთვის ვცეკვავდით. ეს ჩვენი მელოდია იყო. - გაღიზიანდა ის.
- მართლა? არ ვიცოდი, თუ ჩვენი სიმღერაც გვქონდა! - გულწრფელად გამიკვირდა მე.
- ეს პატარა ეშმაკობა იყო ჩემი მხრიდან. ასე შენთან ახლო ყოფნას, ჩახუტებას ვახერხებდი. მეგონა ეს შენთვისაც რაღაცას ნიშნავდა. - ტკივილით მითხრა მან.
- მაპატიე, ლევან. დედას გეფიცები არ ვიცოდი, მართლა ვერ ვხვდებოდი, თუ ამხელა ტკივილს გაყენებდი. - გულწრფელად შემეცოდა.
- გაჩუმდი! შენი შეცოდება არ მჭირდება! მოწყალება არ მჭირდება. გამომწვევად ჩაცმა გიყვარდა.
- გამომწვევად? - გამიკვირდა მე.
- ხო, სულ რომ გრძელი სამოსი გცმოდა შენზე მაინც სხვანაირად ჩანდა. მე რომ მომწონდი ამიტომ მეჩვენებოდა ასე? მაგრამ არა. - საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა - მე ვხედავდი სხვა მამაკაცების გამოხედვას. ეს დღესაც ვიგრძენი და დავინახე. გავლისას ყველა თავს აბრუნებს. ქალები შურით გიმზერენ. შენ კი ამის დანახვა არ გსურს. - მან ძლიერად მიმიკრა გულში - მინდა გიგრძნო. შენი სხეულის სითბო ვიგრძნო. თუნდაც სულ ორი წუთით. სანამ ეს სიმღერა დასრულდება, ვიფიქრო რომ ჩემი ხარ და ჩემი მოკარებისგან შენც ისევე გივლის ჟრუანტელი როგორც მე.
მის ტკივილით სავსე დიდ თაფლისფერ თვალებს ვუმზერდი. გულში ძლიერად მიკრავდა. ვხვდებოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ რატომღაც მისგან გაქცევას აღარ ვცდილობდი.
- მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. უიმედოდ, მაგრამ მაინც თავდავიწყებით. - ჩუმად ჩურჩულებდა ის. ვნებისგან ხმა ჩაეხანწა, ვიგრძენი ცხელი ტუჩებით როგორ მიკოცნიდა თითებს. მე კი ძალა აღარ მყოფნიდა გასაქცევად.
- გაჩერდი ლევან, შემდეგ ინანებ!. - მუდარით ვეუბნებოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მისი შეჩერება გამიჭირდებოდა. უკვე შეუძლებელი იყო. ჩემ თავზე ვბრაზდები. ამდენის თქმის უფლება როგორ მივეცი? ჩემი ხელი თითებში ქონდა მოქცეული. მიუხედავად იმისა რომ მუსიკოსები გაჩერდნენ, ხელს მაინც არ მიშვებდა. მოცეკვავე წყვილები მაგიდებისკენ დაიძრნენ. ჩვენ კი ასე სულელებივით ვიდექით.
- სირცხვილია, დავჯდეთ. ყველა ჩვენ გვიყურებს.
- ხელი, რომ გაგიშვა გამექცევი! - ჯიუტი ხმით მეუბნებოდა ის.
- ასე ხომ არ ვიქნებით? დავჯდეთ! - მისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ სიბრაზის ახალი შეტევა დაეწყო - წამოდი, დავჯდეთ! - თბილად ვეუბნები, ეჭვით შემომხედა. ხელი არ გამიშვა, ჩვენი მაგიდისკენ ისე წამიყვანა.
- იქნებ ხელი გამიშვა? - ჩუმად ვუჩურჩულე როცა დავჯექით. გაბრაზებულმა წარბი აწია - მომშივდა! - საპატიო მიზეზი ვიპოვე უცებ. გაეცინა და ხელი როგორც იქნა გამიშვა - ჩემი საქმე ცუდადაა, ისე ჯიქურ მიტევს, ცოტაც და წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ!
- ისე მაგ მათხოჯს შენი რძლობა მირჩევნია! - ეშმაკურად იცინის ნინო.
- შენ რა გიჭირს. ზოგი მე მკითხე. კიდევ კარგი მანქანით ვარ და სახლში გაცილებას არ მომინდომებს.
- მამიდაშვილი არ დამიწუნო იცოდე! - იცინის ის.
- როცა გამოფხიზლდება აღარც ვემახსოვრები! - თავს ვიიმედებ.
- კი, როგორ არა! - იცინის ნინო - ტორტი უნდა დაჭრან, ფრთხილად იყავი, სახის ნიღბად არ გამიყენოს იმ ქაჯმა. - თავით ვითომ საცოლეზე მანიშნა ნინომ. სიცილით ერთმანეთს მივასკდით. თითქოს ისევ ბავშვები ვართ. ყველაფერზე სულელებივით გვეცინებოდა.

იმედები, რომ ლევანის გამოფხიზლებით ყველაფერი დასრულდებოდა არ გამართლდა. მარიამის ქორწილი მხოლოდ დასაწყისი იყო. მისი გრძნობების შემოტევა თურმე ჯერ კიდევ წინ მელოდა. მეორე დღეს სამსახურში მისულმა ჩემი ფეისბუქის გვერდი გავხსენი თუ არა, მეგობრობის მოთხოვნით ლევანი შემოხტა. დილიდან მის განწყობაზე არ ვიყავი და მოთხოვნა „გადავდევი“. თუმცა არც „იგნორი“ გამიკეთებია, რა იცი რა ხდება?! - გავიფიქრე, იმედი მქონდა, რომ ჩემი წუთიერი სისუსტეები მომავალში სანანაბელი არ გამიხდებოდა. სკაიპში გიორგი ანათებდა. კარგა ხანია მასთან არ მილაპარაკია. გიგას წამოყვანის შემდეგ, რაღაც პერიოდი, ჩვენი ურთიერთობა ძალიან ფორმალური გახდა. გაცივდა. თითქოს ჩემზე ბრაზობდა. მის დანაშაულს ვერ იაზრებდა, თუ შეგნებულად არ უნდოდა გააზრება ვერ ვიგებდი. ამ წუთში ძალიან მომინდა მისი ხმის გაგონება. ლევანი კვლავ ჯიუტად აგზავნიდა მეგობრობის თხოვნას. მე კი კვლავ გიოს სკაიპს მივჩერებოდი.
- მანდ ხარ? - მივწერე მე.
- მოხდა რამე? - რამდენიმე წუთში მივიღე მისი პასუხიც.
- არა, უბრალოდ... - ალბათ, ჩემი მინაწერი ეუცხოვა. როგორც წესი თუ საქმე არ მქონდა არ ვწერდი.
- მშვიდობა გაქვს? - გაისმა მისი ხმა მიკროფონში, ჩამეღიმა.
- „ვიდეო ზარი არ ჩართო. ალბათ მარტო არ არის!“ - დავასკვენი მე. მხოლოდ ახლა გავიაზრე. რომ დროის ცვლილების გამო მასთან ღამე იყო. ალბათ ეძინა და გავაღვიძე.
- არაფერია. კი, მშვიდობა მაქვს! - ჩუმად ვუპასუხე, საკუთარი ეჭვები იმდენად მტკივნეული იყო, ცოტაც და ავტირდებოდი - ალბათ გეძინა. მაპატიე. დროის ცვლა სულ დამავიწყდა.
- არაფერია, არ მეძინა! - მისი ხალისიანი, ოდნავ შეშფოთებული ხმა მამშვიდებდა. - მაინც არ ამბობ რა მოხდა? - უკვე მერამდენედ მეკითხებოდა.
- შენი ხმის გაგონება მომინდა! - მოწყენილმა ვუპასუხე.
- ხმის?! - მან ვიდეო თვალი ჩართო და მისი გამოსახულებაც დავინახე. წელს ზემოთ შიშველი იყო, ჩანდა არეული ლოგინიც. საბედნიეროდ მარტო იყო. ჩემი ეჭვები არ გამართლდა და შვებით ამოვისუბთქე - მოწყენილი ჩანხარ! - კამერას ხელი დაადო და მივხვდი, ჩემს გამოსახულებას მოეფერა.
- მოწყენილი არა, უფრო დაღლილი!
- რამ დაგღალა? - ინტერესით მეკითხება ის.
- გუშინ მარიამის ქორწილი იყო...
- ოოო, მოგიწყვიათ დაქალებს ფართი. - ხელოვნურად მხიარული ხმით მეუბნება ის. ვგრძნობ, უნდა კიდევ რაღაც მკითხოს, თუმცა ჩუმადაა. ყურადღებით მაკვირდება. უნდა დაუსმელი კითხვის პასუხი ჩემს სახეზე ამოიკითხოს, არ ვიცი იქ რას ხედავს. ან რისი დანახვა სურს. მე კი ამ დროს საოცრად მტკივა. გული მეწურება. თითქოს წვეთავს ტკივილი გულიდან და სისხლად ვიცლები - იქ მოხდა რამე? - დუმილს არღვევს ის.
- არა, სევდა შემომაწვა და შენი ხმის გაგონება მომინდა! - ხვდება სიმართლეს რომ ვმალავ.
- მაპატიე, შენთან რომ არ ვარ! - ჩუმად, მოგუდული ხმით მეუბნება ის. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ვტირი. ოღონდ ზუსტად ვერ ვხვდები რა მატირებს, მონატრება თუ სასოწარკვეთილება? - კარგად ხარ? - ისიც აღელდა იქ, იტალიაში.
- გადამივლის, მაპატიე, ვერ ვიყავი ხასიათზე და შეგაშინე! - ვცდილობ გავიღიმო, თუმცა არ გამომდის - ქორწილის ბრალია, ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. - ხუმრობას ვცდილობ.
- ბავშვები როგორ არიან? გაბრაზებენ? - თემას ცვლის ის.
- კარგად რა უჭირთ. დადიან სკოლაში, ცელქობენ. გიგა შენ გგავს. - ადრე გიგას ხსენების უფლებას არ მაძლევდა, ამ ბოლო დროს ხმას აღარ იღებდა. ათას სისულელეს ვუყვებოდი. რაც გამახსენდებოდა, ერთი ამბიდან მეორეზე ვხტებოდი. ის კი მისმენდა.
- ყველაფერი თქვი, გარდა იმისა რაც გაწუხებდა. - მსუბუქად მისაყვედურა ბოლოს - თუ ასე იდეალურადაა საქმე, ასეთი წარმატებული ხარ, რატომ არ ამბობ რა გტკივა? - ვიდეო თვალში მის სახეს დავაკვირდი, მიუხედავად ჭაღარისა ისევ ის გიორგი იყო მე რომ მიყვარდა. ვუმზერდი და ჩუმად ვიყავი, რა მეთქვა? რომ უზომოდ მენატრებოდა? რომ ტკივილამდე მინდოდა ახლა მის გვერდით ყოფნა? მინდოდა ეს სიტყვები მეთქვა, მაგრამ ჩუმად ვიყავი, ცრემლები ისევ ურჩად მოდიოდნენ თვალებიდან. არც ის მეუბნებოდა რამეს. ჩუმად მიმზერდა. ამ წუთას ყველაზე მეტად მასთან ყოფნა მსურდა. ერთი სიტყვაც რომ დასცდენოდა, ყველაფერს მივატოვებდი, ალბათ შვილსაც კი და მასთან გავიქცეოდი, მაგრამ ის ჯიუტად დუმდა. იქნებ უნდოდა კიდეც ჩემთვის თქმა?! მაგრამ მაინც არაფერი მითხრა. მიყურებდა მისი ლურჯი თვალებით და ჩემს გამოსახულებას ეფერებოდა. ბრაზი მომერია, თავმოყვარეობამ შემახსენა, რომ მიმატოვა და ამ ტკივილისთვის გამიმეტა. გავღიზიანდი, ალბათ ნორმალური არ ვიყავი, ყველაფერზე ვბრაზობდი, განსაკუთრებით კი საკუთარ თავზე, რომ დავურეკე და ცდუნებას ვერ გავუძელი. ალბათ, იგრძნო ჩემი ხასიათის ცვლილება:
- მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს მინდა ეს გახსოვდეს.
- ბოდიში, რომ შეგაწუხე! - კბილებში გამოვცარი.
- დაგირეკო?..... -აღარ დაასრულა მან. ისეთი სახე ქონდა, მივხვდი ფიქრობდა, ცუდად ვიყავი.
- კარგად ვარ! - გამეცინა მე, როცა გავიაზრე, რომ „გიჟი“ ვეგონე - უბრალოდ დეპრესიის შეტევა მქონდა. მეგონა შენი ხმის გაგონება მიშველიდა... - ესიამოვნა ჩემი სიტყვები.
- მერე გიშველა?! - ალბათ უნდოდა ისევ რამე სასიამოვნო მეთქვა. გამეღიმა. მისი გახარება ძალიან იოლი იყო. ყოველთვის მცირედი ყოფნიდა - გამიხარდა რომ დამირეკე, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ეს სიხარული რამდენიმე თვესაც კი გამყვება! - ხალისიანი, ბედნიერი ხმით მეუბნება ის.
აღაფერი მითქვამს. არ მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება. ლევანთან დაკავშირებით ხმაც არ ამომიღია. ვხედავდი ჩემი ზარით როგორი ბედნიერი იყო. ასეთ ემოციას სხვა ადამიანებში ვერ ვამჩნევდი. სამწუხაროდ ვერც ლევანში. ჩემთვის რთული იქნებოდა გიორგისთვის განკუთვნილი ადგილის სხვისთვის დათმობა. ჩვენ ორს შორის იყო ისეთი რაღაც რაც ალოგიკური იყო. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ერთად არ ვიყავით, წლები გადიოდა და მაინც ერთმანეთს არ ვეშვებოდით, არ ვუშვებდით. რა უნდა მექნა იმ არეულ ლოგინში ქალი რომ ყოფილიყო?! ამის გაფიქრებაზეც კი გამაცია. შემდეგ გამეღიმა. არ იფიქროთ, თითქოს მჯეროდა, რომ ეს წლები ქალის გარეშე იქნებოდა. უბრალოდ ამის დანახვა არ მინდოდა.
- კარგი, გიო, წავედი, მადლობა რომ მომისმინე! - სწრაფად დავემშვიდობე და კამერა გამოვრთე. პატარა წითელი გული გამომიგზავნა და თვითონაც გათიშა. ეს იყო და ეს, ალბათ გიორგისგან მეტი სითბოს გამოვლენის იმედი არც უნდა მქონოდა.

მეათე თავი
- რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? - კვლავ ვფიქრობდი მე - წლები-წლებს მისდევს. ჩვენ კი ასე ვირტუალურად ვკონტაქტობთ. ეს საუბარი მშვიდ და წყნარ ვითარებაში დავასრულეთ. ალბათ ჩემი დეპრესიული განწყობის გამო. სხვა დროს როგორც წესი რაღაცაზე ვდაობდით, ვკამათობდით. შემდეგ გიორგი იბუტებოდა და რამდენიმე თვით იკარგებოდა.
ვცდილობდი ბავშვებს კარგი განათლება მიეღოთ. საუკეთესო სკოლაში ევლოთ. ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში კერძო სკოლები იქმნებოდა. გიორგი საკმარისზე მეტ თანხას მიგზავნიდა, ამიტომ არც მე მენანებოდა ამ თანხის ბავშვებში დაბანდება. მათი შემდგომი წარმატებებით, თუ ვიმსჯელებთ ეს „ინვესტიცია“ ნამდვილად საუკეთესო გამოდგა. საბოლოოდ მოწყინდა გიორგისაც მუდამ კამათი და ჯიჯღინი. ის მაინც შორს იყო, გადაწყვეტილებებს საქართველოში მე ვიღებდი. სასაცილოც კი იყო, იქიდან რაიმე ბრძანების გაცემა. ერთად-ერთი ის შეეძლო, რომ ჩემთვის ფინანსური დახმარება შეეწყვიტა. თუმცა იცოდა, რომ მეც კარგი შემოსავალი მქონდა და თუ მოვინდომებდი არც ბავშვების სწავლის თანხის გადახდა გამიჭირდებოდა. უბრალოდ ჩემი სურვილი იყო, ბავშვებს სცოდნოდათ, რომ მათ განათლებაზე მამა ზრუნავდა. ამიტომ, გიორგი წესით მადლიერიც უნდა ყოფილიყო, შვილების ცხოვრებაში ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა?!
- არ მინდა რამე გაკლდეთ! - მითხრა ერთხელ მან.
- მთავარი მაკლია! - ოდნავ ირონიით აღვნიშნე - რომ დამხმარებოდი არ იქნებოდა ცუდი! - ეშმაკურად ვიღიმებოდი. ამ საკითხს წაუყრუებდა ხოლმე, ვითომ ჩემი სიტყვები არც ესმოდა - ვბერდებით! - სიცილით ვეუბნები მე.
- მაგით რისი თქმა გსურს? - გაუკვირდა მას - ჯერ მხოლოდ ორმოცდახუთი წლის ვარ, სიბერემდე ბევრი მაკლია! - ოდნავ ცერად იღიმება ვიდეო თვალში.
- მე ოცდათხუთმეტის. წლები გარბის. ადრე ამ ასაკის ქალი ბებია მეგონა...
- ეგ როდის? თხუთმეტის როცა იყავი?- ვითომ მისი ირონია არ მესმის პასუხს არ ვცემ.
- ბავშვები უკვე დიდები არიან. სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეიძლება ოჯახებიც შექმნან. - სახე დაუსერიოზულდა. აღარ მაიმუნობდა - მეშინია, ჩემმა შვილმაც ივიგე რომ გადაიტანოს, ვერ გავუძლებ!
- საკუთარ ცხოვრებაში რა არ მოგწონს? - კვლავ ეშმაკურად იღიმება, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მეცინება.
- ჩემს ცხოვრებას კაცის თვალით უმზერ, მე კი .. - გავჩუმდი.
- ვინმე გამოჩნდა? - გაფითრდა ის და ხმა აუკანკალდა. თავი დახარა. ალბათ, მისი ემოციები რომ არ დამენახა - ამის თქმას ცდილობ?
გამეღიმა: - ვიღაც ყოველთვის არის! - თავი აწია და თვალებში შემომხედა, ეჭვიანობდა, მაგრამ ხმა არ მოუღია.
- შენი გადასაწყვეტია, ვერაფერს გეტყვი! - გაღიზიანებული მეუბნება ის.
- დავიჯერო შენს ცხოვრებაში არავინ არის? - გამიკვირდა მე.
- კი, მაგრამ...
- მაგრამ, შენ კაცი ხარ! ასე ხსნი ხომ?
- არაფერს ვამბობ, ეგ შენი გადასაწყვეტია, ჩემით როგორ გითხრა სხვასთან წადი მეთქი? - ტკივილმა ხმა გაუბზარა.
- მაგისთვის შენი ნებართვა არ მჭიდება! - გამეცინა მე- სხვა სიტყვების მოსმენა მსურდა...
- სხვა სიტყვების?! -გაუკვირდა მას.
- ველოდი, მეტყოდი, ჩემთან წამოდიო! - ისეთმა სასოწარკვეთილმა ვუთხარი, რომ სიცილი აუტყდა. ძალიან გამხიარულდა. მე კი გული დამწყდა. ისე მეტკინა, კინაღამ ავტირდი. ჩემი სიტყვები სასაცილოდაც არ ყოფნიდა, მიხვდა რომ მეწყინა, მაგრამ მაინც არაფერი მითხრა.
- ეგ დროც მოვა! - იცინის ის. თავი ძალიან შეურაცყოფილად ვიგრძენი.
- შენი საქმის შენ იცი, ელოდე მაგ დროს, მე კი ჩემს ცხოვრებას ავიწყობ! - დავემუქრე მე.
- მაგით რისი თქმა გსურს? - მივხვდა რომ გავბრაზდი.
- არაფრის, მე ჩემს გზას ვნახავ, სულელი ვიყავი აქამდეც რომ გელოდებოდი!.
- ისევ ჩხუბს იწყებ?!
- არა, უბრალოდ გეუბნები, შენთვის „ეგ დროც რომ მოვა“, ძალიან გვიანი არ იყოს. სანამ ახალგაზრდა ვარ მაშინ მჭირდები! - საბოლოოდ გავყიდე საკუთარი თავი, არ მესიამოვნა ჩემი გრძნობები რომ გავამჟღავნე, მაგრამ უკან დასახევი მაინც აღარ მქონდა.
- ამით ამბობ, რომ შენს ცხოვრებაში არავინაა? - გაოცდა ის. მისმა კითხვამ გამაღიზიანა. სიბრაზისგან ცრემლები წამომცვივდა. ისეთი გაოცებული მიმზერდა, თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთა - ამდენი წლების შემდეგ არ მეგონა...
- მორჩი! - ვუყვირე მე - დიდი ხანია ევროპულად აზროვნება დაიწყე?
- ევროპულად? ეგ რა შუაშია! - გაცხარდა ისიც - უბრალოდ მეგონა ვინმე გყავდა. საქართველოში რაც ხდება მეც ვიგებ, შენ კი ტრადიციების მიმდევარი დიდად არც ადრე ყოფილხარ!
- მაგით რისი თქმა გსურს? რადგან შენთან ქორწინების გარეშე ვიყავი, ტრადიციული არ ვარ? - ასეთი დამცირებული არასოდეს ვყოფილვარ. სხვას რაც უნდა ის ეფიქრა. გიორგისგან კი ასეთ დამცირებას ვერ ავიტანდი.
- თამრო, მომისმინე, არ მინდა ჩემი ნათქვამი გეწყინოს. ჩემთვის მაგ საკითხზე ფიქრი მტკივნეული იყო. შენს გვერდით ვინმე რომ დამენახა, ალბათ იმ დღესვე მოვკვდებოდი. მაგრამ ვერც იმას გეტყვი, რომ მთელი ცხოვრება მელოდე მეთქი. ჩემი ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი. როგორც იქნა ფეხზე დავდექი. ჯერჯერობით, სანამ მყარად არ მოვიკიდებ ფეხს, სანამ უსაფრთხოდ არ ვიქნები, შენი ადგილი აქ არ იქნება. არც შენი და არც ჩვენი შვილის, შვილების! - უცებ შეასწორა ნათქვამი, როცა დაინახა, რომ შესწორებას ვაპირებდი.
- როგორც გინდა ისე მოიქეცი! ილუზიებით ცხოვრებას, ალბათ ასე სჯობია. ის მაინც ვიცი, რომ შენთვის ზედმეტი ვარ. შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ ყოფილა....
- შენ ისე იგებ როგორც გსურს. ასე არ მითქვამს.
- სწორედ ის გავიგე, რაც მითხარი, საკმარისია... როგორც ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი. ჩემზე დარდობდი და ამიტომაც ხარ ასე შორს. იყავი იმათთან ვინც შენთვის ასე ძვირფასია.
- აი, ისევ იბუტები, მე კი მხოლოდ სიმართლე გითხარი. - გაოცებული მიყურებს ის.
თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა: - სულელი ვარ, უთავმოყვარეო! - ვბრაზდები მე- ამდენი წლების შემდეგაც კი ვერ ვისწავლე ჭკუა! შეიძლება სულ სიყვარულს ვიხვეწებოდე? კარგი, ამიერიდან აღარ შეგაწუხებ. მეგობრებივით ვიყოთ! - ირონიულად აღვნიშნავ მე.
- მაგაში რას გულისხმობ?
- არაფერს, დაგირეკავ ხოლმე და მოგიკითხავ. მოგიყვები ჩვენს ამბებს, შენც ანალოგიურად, როგორც აქამდე. იქნებ ჩემს მეგობარ მამაკაცებზეც მოგიყვე ხოლმე. მამაკაცის ფსიქოლოგიას ჩემზე უკეთესად იცნობ, რჩევებსაც მომცემ, არც მე დაგზარდები, ქალებთან დაკავშირებით!
- მეგობარი მამაკაცების ეტაპს თუ გამოტოვებ, მადლობელი ვიქნები! - კბილებში გამოცრა ნერვიულად მან.
- აბა, როგორ მოვიქცე? - გამეცინა მე, როგორც იქნა გავაბრაზე.
- მაზოხისტი ხარ? - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან - ჩემი წამება მოგწონს? იმიტომ მირეკავ, რომ ეჭვიანობისგან გამაგიჟო?
- არა, მაგიტომ არა! მინდა ვხედავდე, რომ მიუხედავად ამდენი წლებისა ისევ ღელავ ჩემზე, ისევ გინდა ჩემთან...
- ამას თქმა ჭირდება? - გაოცდა ის - ამდენი წლების შემდეგ შენით ვერ ხვდები რა დღეში ვარ? იმის გააზრებაც კი, რომ შეიძლება ვინმესთან წახვიდე მაგიჟებს. მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა. შენ ვერაფერს გაიძულებ! ეს სიტყვები გინდოდა მოგესმინა?! - ისეთი გაცხარებული და გაბრაზებული იყო, რომ სიცილი ვერ შევიკავე. მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი - არანორმალური ხარ! - მეჩხუბებოდა ის - მწამლავ და ეს სიამოვნებას განიჭებს.
- მაპატიე. - სიცილისგან მომდგარ ცრემლებს ვიწმენდდი - უბრალოდ მე ვეჭვიანობდი, რა ვიცი რაღაცამ მომიარა, მაინტერესებდა შენც ასე იყავი თუ არა.
ისეთი სახით მაკვირდებოდა, მივხვდი ფიქრობდა, ალბათ ხუმრობსო: - ამით შვებას ნახულობ, თუ გეცოდინება, რომ ყოველ ქალში შენს სახეს ვხედავ, ძილში შენ გეძახი, შვებას მოგცემს?!
თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა: - ძალიან დიდს! - ყრუდ ვუპასუხე.
- მე თუ ჩემით მიგატოვე, წამოვედი აქ და ახალი ცხოვრება დავიწყე, ახალ მეგობრებსა და ახალ საყვარლებთან, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში შენი ადგილი ვერავის დავუთმე, ეგ ეგოიზმი არ არის, განა შენთან მიმართებით უკანასკნელი ნაძირალა არ ვარ? თუ მიხარია იმის მოსმენა, რომ მარტო ხარ და შენს ცხოვრებაში არავინაა, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვაპირებ იქ ყოფნას, ეგ ბოროტება არაა?! - მის სახეზე ტკივილს ვხედავ.
- იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ შენი სიტყვების მოსმენა მსიამოვნებს! - მეღიმება მე - ნუ ფიქრობ თითქოს ამის გამო რამეზე აუარს ვიტყვი, ვნახოთ რა მოხდება.
- მაგით რისი თქმა გსურს?! - ვიგრძენი ეჭვმა როგორ დაუბინდა გონება.
- არაფრის, მეცოდინება შენი აზრი და თუ ჩემს ცხოვრებაში, ვინმე სერიოზული გამოჩნდება, აღარ დაგელოდები!
მართალია ტკივილისგან სახე მოეღრიცა, მაგრამ პასუხი მაინც „სწორი“ გამცა:
- მასე უნდა მოიქცე, მე არ უნდა მელოდო!
- კარგი, იყოს შენებურად! - დავეთანხმე მე, თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი, დიდი რამე ცოტას თუ იეჭვიანებდა. იცოდეს, რომ მეც ქალი ვარ და როგორც ამბობდნენ არც თუ უშნო, ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე, თუ პრაქტიკულად არა, ვირტუალურად მაინც.

- გამარჯობა თამარ! - მწერს ლევანი facebook-ში.
- გაგიმარჯოს!
- ჩემი გეშინია, თუ მეჩვენება?
- მეშინია?! - გამიკვირდა - საიდან დაასკვენი?
- რამდენიმეჯერ მეგობრობის თხოვნა გამოვგზავნე და „იგნორი“ გამიკეთე! - გამეცინა, მისი გზავნილები აღარც მახსოვდა.
- იგნორი შიშს ნიშნავს?!
- თავს მარიდებ?- არ ჩერდება ის.
- არა. - მისი ტონი უკვე მაღიზიანებს.
- გამოგიგზავნი მოთხოვნას და დამეთანხმე. - ვხვდები, რომ თუ „დასტურს“ არ დავაჭერ მთელი დღე ვერ მოვიშორებ.
- მიდი, გამოგზავნე! - ჯანდაბას იყოს მეგობრებში, რას დამიშავებს?
ფინანსური სამსახურის მიერ გამოგზავნილ ანგარიშს ვათვალიერებ. ამდენი შეჯამებით თავი ამტკივდა, კომპიუტერში წარა-მარა მესენჯერი ანათებს. ლევანი რაღაცას მწერს. მე კი არ მცალია. წლის ანგარიშია შესამოწმებელი და მომავალი წლისთვის ბიუჯეტი შესადგენი.
- ერთი ჭიქა ყავა არ მაწყენდა! - ვფიქრობ და მდივანთან ვრეკავ - ეკო, ძვირფასო თუ არ შეწუხდები, იქნებ ყავა შემომიტანო?
- ახლავე, ქალბატონო თამარ, თქვენთან სტუმარია! - მეუბნება ის.
- შეხვედრა დანიშნული გვქონდა? - გამიკვირდა და ჩემს მაგიდაზე დაწყობილ ქაღალდების დასტას დავხედე - ხომ გთხოვე არავინ დაგებარებინა?
- ჩაწერილი არ იყო. - თავს იმართლებს მდივანი - ამბობს ახლობელი ვარო.
ასეთი გამოხტომების ატანა არ მქონდა. მით უმეტეს, როცა სერიოზულ საქმეს ვაკეთებდი.
- შემოდი ორი წუთით ჩემთან! - მდივანი დამნაშავე ბავშვივით მიმზერს - დღეს ვინც არ უნდა მოვიდეს არავისთვის არ ვარ! - მკაცრი ხმით ვეუბნები მე.
- მესმის, მაგრამ მიმღებიდან ხომ ვერ გავაგდებ? დაველოდებიო თქვა და ზის.
- ვინაა ასეთი „ნაგლი“?!- გამიკვირდა - ხვალისთვის დაიბარე!
- დღესვე უნდა ვნახოო - კომპიუტერში კამერა ჩავრთე და მიმღებს დავხედე. მოსაცდელში ლევანი იყო წამოსკუპებული, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. მისი გამოგზავნილი მესიჯები წავიკითხე:
- შენთან რომ მოვიდე შეიძლება? - ასე ორი საათის წინ მოუწერია.
- დუმილი თანხმობის ნიშანია?! - თხუთმეტ წუთში.
- ოქეი, მოვდივარ! -ნახევარი საათის წინ.
- აქ დიდხანს უნდა ვიჯდე? - ბოლო.
გავბრაზდი. თავხედი, შეიძლება სამსახურში ასე მიადგე ადამიანს?
- ესღა მაკლდა, ეს ბიჭი გინდა მთვრალი იყოს და გინდა ფხიზელი! - სიბრაზისგან მაცახცახებდა.
- რა ვქნა, თამარ! დედას გეფიცები ვეცადე, მაგრამ არ დამიჯერა! - ისევ ბოდიშს მიხდის მდივანი.
- კარგი, რაც არის არის, უთხარი შემოვიდეს. ჩემი ყავაც მომიტანე, ყავის გარეშე მაგის გაძლება გამიჭირდება! - ხუმრობას ვცდილობ მე. ლევანი კმაყოფილი, გაბღენძილი სახით შემოვიდა.
- აი, მესმის. - უცერემონიოდ ათვალიერებდა ჩემს კაბინეტს - ქალებს თავის დაფასება რომ გიყვართ ვიცოდი. ოღონდ არ მეგონა, ამდენ ხანს თუ უნდა მეცადა.
- დღეს მიღება არ მაქვს! - ცივად მოვუჭერი და ჩემს წინ მდგომ სკამზე მივუთითე. მაგიდაზე იმდენი გაშლილი საქაღალდე მედო, წესით თვითონაც უნდა მიმხვდარიყო უდროო დროს რომ მოვიდა, თუმცა ის ან ვერაფერს ხვდებოდა ან შეგნებულად არ იმჩნევდა.
- მესიჯებზე არ მპასუხობ, ტელეფონს არ იღებ. მეგობრობში მბლოკავ.
- უკვე აღარ. - სარკაზმით ვპასუხობ.
- მართალია უკვე აღარ! შენი ნახვა შეუძლებელია, თუ წინასწარ არ ჩაეწერე, ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა ხარ?! - მის კითხვაში ცინიკურ დამოკიდებულებას ვგრძნობ.
- მეგონა კახეთში იყავი. - ვცდილობ საუბრის თემა შევცვალო - შენ ხომ იქ მუშაობ?
- გუშინ ჩამოვედი რამდენიმე დღით. შენი ნახვა მსურდა.
ბოლო სიტყვებს წავუყრუე: - როგორ მიდის საქმე, ბიზნესი ვითარდება?
- არ ვემდური, იმედი მაქვს უკეთესადაც განვითარდება. მხოლოდ სასტუმროებისა და ღვინის ბიზნესი არ მაკმაყოფილებს. საბანკო სისტემაშიც მინდა ვცადო ბედი. - ჩემს წინ საკმაოდ ამბიციური ადამიანი იჯდა - თუ შენი კაბინეტით ვიმსჯელებ, ამ სფეროში ნამდვილად ღირს ფეხის მოკიდება.
- საკუთარი ინვესტიციით აპირებ, თუ გყავს შერჩეული ჯგუფი?!
- არა, ინვესტორი სხვა იქნება, ალბათ უცხოელი ...
- შენ წარმომადგენლობას მიეჩვიე?! - მსუბუქად გავკენწლე.
- საკუთარი ფულის ხარჯვას სხვისი არ ჯობია? -ირონიით აღნიშნავს ის.
- ალბათ, ოღონდ არ დაგავიწყდეს, მოგებასაც სხვა რომ იღებს, მუდმივად შემსრულებლობა კარგი არ იქნება, ჩემს სიტყვებზე ისე გაეცინა, თითქოს დიდი სისულელე ვთქვი.
- ყველაფერში სარგებლის მიღებას ნიჭი უნდა! - თვალი ჩამიკრა. გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. გული დამწყდა. იმ მხიარული ლევანისგან ერთი ამბიციური და ხარბი ადამიანი დარჩენილიყო.
- წარმატებას გისურვებ! - ირონიით ვეუბნები, თუმცა ვხედავ, იმდენადაა საკუთარი ხიბლით შეპყრობილი, რომ ჩემს ტონს ვერ ამჩნევს - დღეს ცოტა მძიმე დღე მაქვს. იქნებ მითხრა მოსვლით რატომ შეწუხდი?
- მეგონა გაგიხარდებოდა! - ეშმაკური, მაცდური ღიმილით მეუბნება, მე ისევ გულისრევის შეგრძნება მიჩნდება.
- საკუთარი თავი ასეთი მაგარი გგონია?! - გულწრფელად გამიკვირდა. ჩემი სიტყვები არ მოეწონა, თუმცა არაფერი უთქვამს. მივხვდი ტაქტიკას ცვლიდა. უხეში და ამპარტავანი ლევანი უცებ თბილ და მხიარულ ბიჭად იქცა.
- მომენატრე. შენი ნახვა მინდოდა. მარიამის ქორწილის შემდეგ თავიდან ვერ ამოგიგდე! ეტყობა უდროო დროს მოვედი! - ვითომ მაშინ შეამჩნია გაშლილი საბუთები - არ გინდა დაისვენო? სადმე გავისეირნოთ!
- არა, არ შემიძლია, საქმე მაქვს, ვერ მოვიცლი! - უარზე ვარ.
- საღამოს?! - არ ნებდება ლევანი - წამოდი, სადმე ვისადილოთ. სასიამოვნო მუსიკას მოვუსმინოთ.
როცა გავიაზრე მასთან ერთად მუსიკის მოსმენას შეიძლება ცეკვაც მოჰყოლოდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე ხისტად ვურთხარი:
- არ შემიძლია, სახლში ადრე უნდა მივიდე.
ეშმაკურად ჩაეღიმა: - მიზეზს ეძებ, რომ არ დამთანხმდე? ჩემი გეშინია? თუ იმის, რომ ჩემს ხიბლს ვერ გაუძლებ? - ეშმაკური თვალებით მიმზერს და იღიმება.
- თავი ძალიან მაგარი გგონია? - გამიკვირდა მე.
- გეხვეწები, რა! - მემუდარება ის - ყველაფერს ცუდად იგებ. უბრალოდ შენ რომ გხედავ. თითქოს ბავშვობაშიც ვბრუნდები, ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა, პატარა! - წაიღიღინა მან - გეხვეწები, ერთი სადილი რა არის? - მთხოვდა ის, როცა ხედავდა რომ ვყოყმანობდი.
- თუ დამტოვებ და მომცემ საშუალებას ვიმუშაო, რვა საათისთვის გავთავისუფლდები... - ვეუბნები მე.
- ძალიან კარგი. საღამოს მოგაკითხავ.
- იცოდე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე! - ვაფრთხილებ მე.
მხიარულად გაიცინა: - გეუბნები, ჩემი გეშინია! - მისი სიცილის ხმა შემოსასვლელიდანაც კი მესმოდა. უცნაური განცდა მიჩნდებოდა მის შემხედვარეს, რაღაც მიზიდავდა. თან მაღიზიანებდა. მომენტებში ისევ ძველი, მხიარული ბიჭი იყო, ხოლო მომენტებში საკუთარ ამბიციებში აღზევებული, კარიერაზე გაგიჟებული ტიპი.
- იქნებ არ ღირდა დათანხმება? - ვფიქრობდი მე - რაც არის, არის. იქნებ ნელ-ნელა როგორმე დაწყნარდეს. ერთი სადილი არაფერს ნიშნავს.

რა თქა უნდა, საღამოს დროულად მოვიდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს მხოლოდ მეგობრულ სადილზე მეპატიჟებოდა. ასეთი დამოკიდებულება რა თქმა უნდა მაწყობდა. იმედი მქონდა შემდგომი ურთიერთობაც ასეთ ფორმატში გაგრძელდებოდა. ცოტა არ იყოს, მთელი დღე ციფრებში ყურებით დაღლილიც ვიყავი. სახლში წასვლისა და ძილის გარდა არაფერი მინდოდა.
სანაპიროზე სასიამოვნო რესტორანი შეარჩია. ძველ სტილში გაწყობილი, ძველი თბილისის ფოტოებით. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. წკაპ-წკუპ.... წკაპ-წკუპ.... ტკაცუნობდა შეშა, სითბომ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში.
- მოგწონს? - მკითხა მან.
- სასიამოვნო გარემოა!
მიკიტნების ფორმაში გამოწყობილები ოფიციანტები დარბიან.
- ბუხარი და შავი ღვინო ... - ჩავილაპარაკე.
- შავი ღვინოც იქნება. არც ეგაა პრობლემა! - იცინის ის. არაფერი მითქვამს. ბავშვობაში გადავერთე. გიორგისთან ერთად სოფელში, ჩემ სახლში ბუხარი და მაყვლის ღვინო, ცრემლები მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე - მოხდა რამე? - შეშფოთებული მეკითხებოდა ლევანი.
- არა, რაღაც გამახსენდა.
- იცი, დღეს ვიჯექი და მეც ბავშვობას ვიხსენებდი. - მხიარულად მეუბნება ის.
- მართლა?
- მარიამთან გატარებული დღეები გამახსენდა, როგორ გელოდებოდი, ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდი. რაღაცნაირი იყავი...
- როგორი? - დამაინტერესდა მე.
- შენს ირგვლივ ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. ცოცხალი იყავი, ადამიანს სიცოცხლეს ანდომებდი. იმდენად დადებით ემოციებს აფრქვევდი. როგორი უბედურიც არ უნდა ვყოფილიყავი, მაინც კარგ ხასიათზე ვდგებოდი.
მისმა ნათქვამმა გულწრფელად გამაოცა. ვერც კი ვიფიქრებდი სხვისი თვალით, ასეთი ბედნიერი თუ ვჩანდი. ალბათ მიხვდა, რომ არ ველოდი ასეთ სიტყვებს, თითქოს თვითონვე მიპასუხა: - ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ იყო, ყველანი აღნიშნავდნენ, ბიჭებიც და გოგოებიც.
- თქვენთან მოსვლა მიყვარდა, თითქოს ჩემ ოჯახში ვიყავი. ეს იყო ადგილი, სადაც თამაში არ მჭირდებოდა. ის ვიყავი, რაც ყოველთვის, სამწუხაროა... - ამოვიოხრე მე.
- რა არის სამწუხარო?
- შევიცვალეთ! ისეთი ხალისიანი აღარ ვარ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი. ასე მგონია სხვა ვარ, შენც შეცვლილხარ. ადრე უფრო სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა. - მსუბუქად გავკენწლე მას.
თითქოს არ გაუგონია ჩემი სიტყვები. ყოველ შემთხვევაში არ შეიმჩნია: - ამ ასაკში ყველაფერს ლამაზ ფერებში ხედავ. ცხოვრება გემარტივება.
- ვითომ? - გამიკვირდა მე - არა მგონია ჩვენი ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი - არა. თუმცა წუწუნი არასოდეს მიყვარდა.
- ჩემთვის სამაგალითო იყავი, ვსწავლობდი ცხოვრებისთვის ბრძოლას. ისე, რომ მისგან მაქსიმალურად დიდი სიამოვნებაც მიმეღო. შენში იყო რაღაც ისეთი რაც ადამიანს აცდუნებდა. თავს აკარგვინებდა. ის დღე გახსოვს, მარიამთან თქვენმა სამეგობრომ „ფეშენ“ ჩვენება რომ მოაწყვეთ?
- კი, მახსოვს. - სიცილი ამიტყდა ამბის გახსენებისგან. შავი ღვინო ნელ-ნელა მოქმედებდა და აღარც ლევანთან საუბარი მაღიზიანებდა. ამ ამბის ხსენებაზე, თითქოს ისევ ოცი წლის გოგო გავხდი.
- მარიამთან მოხვედით. მაიმუნობდით, იცინოდით. ცოტა დალიეთ კიდეც. შემომიჩნდი, მითხარი ამ გოგოებიდან ვინ მოგწონს და გაგირიგებო. რას გეტყოდი? ვერაფერი გიპასუხე. გეხვეწებოდი: თავი დამანებე მეთქი. მაიმუნობაში მარიამმაც დაგიჭირა მხარი. უცებ თავში დაგარტყა, მოდი ჩვენება გავმრთოთ. ვნახოთ ლევანს ვინ მოეწონებაო. მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ არ მომეშვი, ჟიურიში შენ უნდა დაჯდეო. გახსოვს? - ღიმილით მეკითხებოდა ის.
- მახსოვს! -სიცილისგან ცრემლები მომდიოდა თვალებიდან - როგორ არ ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით გათქმევინეთ რომელი მოგწონდა. არადა რა გოგოები იყვნენ? - ეშმაკურად ვუმზერ მე.
- არ უარვყოფ. ლამაზი გოგონები იყვნენ. - მეთანხმება ისიც.
ცუდი ჩვევა მქონდა, სასმელს როცა ვსვამდი, სიცილს ვიწყებდი. ვატყობდი, რომ ამ შემთხვევაშიც ასე ვიყავი. დაღლილობა მომეხსნა. თავს მსუბუქად და ხალისიანად ვგრძნობდი.
- შენი ღიმილი განსაკუთრებით მიყვარდა, როცა იცინოდი, თვალები გიციმციმებდა ხოლმე. ახლაც ასე ხარ! - დაშაქრული ხმით მეუბნება. ღიმილი სახეზე შემეყინა.
- ღიმილი ყველას უხდება, უჟმური ადამიანი არავის უყვარს.
- თამარ! - სახეზე მოუნდა მომფერებოდა, უკან გავიწიე.
- სასიამოვნო საღამოა, ჩაშხამება არ გინდა! - კბილებში გამოვცარი.
- ჩემთან ყოფნა არ გსიამოვნებს? - თითქოს შეურაწყოფა მივაყენე, ნაწყენი ტონით მკითხა მან.
- შენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - დაძაბული სახით მიმზერს ის - მიზიდავ, ისე როგორც კაცს შეიძლება იზიდავდეს ქალი. იმ ცანცარა, ცუნდრუკა გოგოებს ვერ ვუყურებდი, იმდებად გამორჩეული იყავი. დაქალება უფრო მოგხდენია. მარიამის ქორწილის შემდეგ თავიდან ვერ გიგდებ...

ვისმენდი რასაც მეუბნებოდა, მაგრამ... ალბათ უნდა გამხარებოდა მისი სიტყვების მოსმენა. მე კი რატომღაც არ მსიამოვნებდა, ვუმზერდი და ვფიქრობდი, რა იყო მიზეზი. რა მაფრთხობდა. ის, რომ არ მიყვარდა ვიცოდი, დიდ სიყვარულს ვერც მისგან ვხედავდი. არ ტყუოდა. ალბათ ვიზიდავდი, რატომაც არა?! ლამაზი ვიყავი და ამის გასაცნობიერებლად მისი სიტყვები არ მჭიდებოდა. ბრმა არ ვიყავი, ვხედავდი უცხო მამაკაცების მზერას, თუმცა არც ის იყო ფიზიკურად ცუდი. მაშინ რა არ მომწონდა?! ამას ზუსტად ვერ გეტყოდით, მაგრამ იყო ისეთი რაღაცა, რაც მაფრთხობდა. მის შეხებაზეც კი უსიამოვნოდ მბურძგლავდა. ის კი პირიქით. უფრო და უფრო ახლოს ცდილობდა მოსვლას.
- წასვლის დროა! - ავჩქარდი მე, ირონიულად ჩაეღიმა.
- კარგი, წავიდეთ! თანხას გადავიხდი და წაგიყვან.
მასთან ავტომობილშიც არ მინდოდა მარტო დარჩენა.
- ტაქსით წავიდეთ, ავტომობილი აქ დატოვე, ხვალ ფხიზელი წაიყვან!. - მინდა ცოტა ეშმაკობა გამოვიყენო.
ხმამაღლა გააეცინა: - მთვრალი გგონივარ, ფიქრობ ღვინო მალაპარაკებს? ნუ გეშინია, ძალადობას არ ვაპირებ! - ირონიულად მეუბნება ის.
ჩემი აზრების შემრცხვა. ალბათ მე ვაფორმებდი და მეჩვენებოდა. სახლში მშვიდად მიმიყვანა. აღარაფერი უთქვამს, ორივენი ჩუმად ვიჯექით. მხოლოდ დამშვიდობებისას დაარღვია დუმილი:
- არ ვიცი რა იქნება და როგორ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ბავშვობიდან მიყვარდი, თავდავიწყებით, უგონოდ, შენ კი ამას ვერასოდეს ამჩნევდი, შენთვის მხოლოდ გიორგი არსებობდა, ახლაც ის დგას ლანდივით ჩვენს შორის...
- გიორგი არაფერ შუაშია. არ მიყვარდი, როგორც კაცს არ გიყურებდი, ჩემთვის ძმასავით იყავი...
- გაჩუმდი, გთხოვ! ჩემთვის შხამივით ხარ. ნარკოტიკი, შენი ეშხით მაბრუებდი. მაგიჟებდი და ახლოს არ მიშვებდი. დღემდე ასე ხარ... - მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა, რომ შემეცოდა, ინსტიქტურად მისკენ დავიხარე.
- ლევან მე არ ... - სიტყვის დასრულება არ მაცალა, ისე მიმიზიდა, ტუჩებში მკოცნიდა. გავღიზიანდი, გავბრაზდი. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, როგორც კი ხელი გამიშვა, ჩემი მოქნეული სილაც მოხვდა სახეში. ირონიულად გაეღიმა.
- მოვა დრო და ჩოქვით შემეხვეწები, რომ მიყვარდე! - უხეშად გამოცრა მან - იცოდე, შენს ცხოვრებაში თუ არ ვიქნები, არც სხვა იქნება. ასე უკაცოდ დაბერდები...
მისი მუქარა სერიოზულად არ მივიღე, ირონიულად გამეცინა:
- შენთან ყოფნას, უკაცოდ დარჩენა ჯობს!. - მივაძახე და მანქანიდან გადმოვედი. კარები ძლიერად მივაჯახუნე და სადარბაზოში შევედი. რაღაცას მეძახდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა. ვცახცახებდი, სიბრაზისგან ცრემლები მომდიოდა.
მეთერთმეტე თავი

ყველაზე გაბრაზებული ვიყავი, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. ასეთ არარაობასთან რომ მიწევდა ურთიერთობა. თუმცა მომენტებში ისევ ეჭვი მიპყრობდა. ადამიანი მაგრძნობინებდა რომ მოვწონდი. არც იმ ასაკში ვიყავი, რომ ჩემთან სექსის სურვილი შეურაწყოფად ჩამეთვალა. მაგრამ მაინც თავს ასე ვგრძნობდი. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიღალატეს, ფეხქვეშ გამთელეს და ჩემში სრულიად სხვა ადამიანი დაინახეს. ისეთი მე რომ არ მსურდა ვყოფილიყავი. არ მინდა იმის თქმა, თითქოს ჩემში მხოლოდ ტრფობის საგანი უნდა აღმოეჩინა. შორით კვდომაზე არც მქონდა პრეტენზია. თუმცა არც ის მინდოდა ფულით გაბერილი ტიკინასთვის სექსუალური ფანტაზიების წყარო ვყოფილიყავი. ამის წარმოდგენაზეც კი გული მერეოდა. არადა ზუსტად ვხედავდი, რომ ლევანს ამხელა სითამამეს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა აძლევდა.
ოთახში ვიწექი და კვლავ მასზე ვბრაზობდი. იმაზე, თუ რამდენად ბევრი ადამიანი ფიქრობდა მასავით. მახსენდებოდა წლების წინანდელი ბიჭი და ახლანდელი „ფულის ტომარა“. რამხელა სხვაობა იყო ამ ორ პიროვნებას შორის. ვადარებდი ერთმანეთს და ვხვდებოდი, რომ მე ის უფულო, მაგრამ მხიარული ლევანი უფრო მომწონდა, ვიდრე ეს თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული, უხეში ადამიანი, რომელიც ქალს და ლოგინს აშკარად ერთმანეთში ურევდა. ან იქნებ მხოლოდ მე მხედავდა ასეთ ჭრილში? ამის გაფიქრებაზე ორმაგად შემზიზღა.

სკაიპში გიორგიმ ამოყო თავი.
- გამარჯობა! - მწერდა ის. ისე ვიყავი გაბრაზებული მივხვდი, არც მასთან მსურდა საუბარი. - მისი ბრალია ამ დღეში რომ ვარ. დამტოვა ვიღაც ვიგინდარების ამარა! - ორმაგად დავიბოღმე - სახლში არ ხარ? - ჯიურად მწერდა ის - რატომ არ მპასუხობ? - ვიდეო ზარიც გამოუშვა, შემდეგ ტელეფონზეც რეკავდა. მაინც არ ვუპასუხე. - ცოტა ინერვიულოს, არაფერი უშავს. მინდოდა მისთვისავ ისევე მეტკინა, როგორც მე მტკიოდა. უცებ გამეცინა. თუ ლევანზე ვბრაზობ, გიორგიმ რაღა დამიშავა? რადგან თვითონ აღარ დარეკა, ვიდეო ზარით მე გადავრეკე.
- როგორც იქნა გამოჩნდი! - გავიგონე მისი ხმა და ვიგრძენი, რომ სიბრაზემ გადამიარა - გვიან მოხვედი?
- არა, მესმოდა ზარის ხმა, მაგრამ ვერ გიპასუხე.
- თუ არ გეცალა, მოგეწერა. მოვკვდი ნერვიულობით! - მსაყვედურობს ის. მისი სიტყვები მსიამოვნებს ე.ი ღელავს.
- ნერვიულობდი? - ეშმაკური ხმით ვეკითხები. მიხვდა, რომ კმაყოფილი ვარ და უფრო გაღიზიანდა.
- რადგან მაიმუნობის ხასიათზე ხარ, კარგად ყოფილხარ. კარგი, წავედი მაშინ. - გაბრაზებული ხმით მეუბნება ის.
- მხოლოდ ის გაინტერესებდა სახლში ვიყავი თუ არა? - გამიკვირდა მე.
- არა, მაგრამ შეხვედრა მაქვს დანიშნული და მეჩქარება. - მპასუხობს ის. მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ, რომ გენერალურადაა გამოპრანჭული ძვირფას პიჯაკსა და შავ პერანგში.
- ვის ხვდები? - ვეჭვიანობ მე- ქალია თუ კაცი?
- ეგ ნომერი ჩემთვის გქონდა გამოყოფილი და ახლა თვითონ მეკითხები? - მხიარულად იცინის ის და თვალებს ეშმაკურად წკუტავს.
- კითხვაზე მაინც არ მპასუხობ!
- თუ შეხვედრა წარმატებული იქნება, შემდეგ მოგიყვები! - მპირდება ის.
- ქალია თუ კაცი? - არ ვეშვები მე.
- ეგ იმის სასჯელი იყოს ზარზე რომ არ მიპასუხე. - ისევ ხუმრობს ის.
დღევანდელი საღამოს შემდეგ რაღა მეთქმოდა? მაგრამ მაინც ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი. ნეტა რას იზავდა თუ გაიგებდა მამაკაცს რომ ვხვდებოდი?! მაგრამ არ მინდოდა მისთვის საღამოს ჩაშხამება.
- სხვა დროს მოვუყვები! - გავიფიქრე მე.
- წარმატებულ დღეს გისურვებ, როცა დაბრუნდები შემომეხმიანე, დაგელოდები!
- კარგი! -იცინის ის - თუ კარგი ქალი იქნება, გაგაგებინებ!
- აუცილებლად! - მეცინება მეც.
განა სისულელე არაა თავი მოვიტყუო, რომ მის ცხოვრებაში არავინაა? ნეტა როგორია? ლამაზია? ჩემზე ახალგაზრდა? ცოტაც და ავტირდები, სულელი ვარ, ამდენი წლების შემდეგაც კი....

ლავანისგან მესიჯი მომდის: - თუ ზედმეტი მომივიდა, მაპატიე! შენი წყენინება არ მინდოდა!
პასუხი არ მიმიწერია. ტელეფონი შორს მოვისროლე. ვიცოდი გიორგი გვიან აღარ დარეკავდა, ამიტომ მეც მშვიდად დავიძინე. დილით მისი მესიჯი დამხვდა: -„ ყველაფერი კარგად იყო. შეხვედრა წარმატებით ჩატარდა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. მინდოდა პირველს შენ გაგეგო!. - საათს დავხედე „ალბათ ძინავს, საღამოს დაველაპარაკები“.
ისედაც დადებით განწყობაზე მყოფი მესიჯმა უფრო გამახალისა. ამინდიც კარგი იყო. მზე სასიამოვნოდ ანათებდა. ზამთარში ნათელი დღეები ხომ ისედაც იშვიათადაა.

ბავშვები სკოლაში გავისტუმრე და მეც სამსახურში წავედი. ალბათ არ მითქვამს, მე ერთ-ერთ ბანკში ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობ. იმდენად დადებით განწყობაზე ვიყავი, რომ დღეს რაც არ უნდა დაევალებინათ, ნებისმიერ საქმეს სიხარულით დავთანხმდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, უფლება რომ მოეცათ მთებსაც გადავდგამდი.
– „ბავშვები არდადაგებზე მთაში უნდა წავიყვანო, თოვლი არ გვაწყენს!“- ვგეგმავდი მე. შვებულებიდან რამდენიმე კვირა მქონდა დარჩენილი და საშობაო არდადაგებს ველოდებოდი. მიყვარდა ოჯახთან ერთად დასვენება. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი რელაქსაციის საშუალება იყო. სამსახურში ადრე მივედი, მდივანი არ ჩანდა. ყავა ჩემით ავიდუღე და წინა დღეს დარჩენილი საბუთების მოწესრიგება დავასრულე.
შუა დღისთვის თათბირი იყო დანიშნული. მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა განგვესაზღვრა. ასევე საუბრობდნენ, რომ ადმინისტრაციაში დამფუძნებლები ცვლილებებს გეგმავდნენ. სავარაუდოდ დირექტორთა საბჭოს წევრთა ახალ კანდიდატურებს დღეს წარმოგვიდგენდნენ. თანამშრომლები ნერვიულობდნენ, ახალი მმართველის მოსვლა მათ შეცვლასაც გამოიწვევდა. მიმდინარე მოვლენები ნაკლებად მაღელვებდა, როგორც წესი ჩემი თანამდებობა არ ხიბლავთ, მიუხედავად დიდი ანაზღაურებისა, პასუხისმგებლობაც დიდი მქონდა. ერთ პატარა შეცდომას, შეიძლებოდა სავალალო შედეგები მოყოლოდა. ამიტომ მოსალოდნელ ცვლილებებს ნაკლები ენთუზიაზმით ველოდი.

თათბირი როგორც ყოველთვის დროულად დაიწყო. იყო მთელი წლის ნაშრომის, მომავალი საკრედიტო პოზიციის შეჯამება. გადაწყდა ახალი წლიდან სესხები შედარებით შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით შეგვეთავაზებინა მომხმარებელთათვის. განსაკუთრებული სასაჩუქრე პაკეტები გამოიყო მუდმივი კლიენტებისთვის. დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტიც, რომელიც წინა წლებთან შედარებით, სულ ცოტა ორჯერ დიდი იყო. კრებაზევე აღინიშნა დიდი მოწიწებით, რომ დამფუძნებლები განსაკუთრებით მადლობლები იყვნენ ჩემი რგოლის მუშაობით. აქვე უნდა აითქვას, რომ ბანკის დამფუძნებლები უცხოური კომპანიები იყვნენ. როგორც საქართველოში რეგისტრირებული მრავალი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების იურიდიული მისამართები მათაც ობშერულ ქვეყნებში ქონდათ, ამიტომ მათი ზუსტი ვინაობა ჩვენთვის უცნობი იყო. თუმცა ამით არც არასოდეს დავინტერესებულვართ. რაც მთავარია სამუშაო ადგილები გვქონდა. იყო მაღალი ხეფასები და ვაკეთებდით სასარგებლო საქმეს. ჩვენი ბანკი ბაზარზე სულ რაღაც ხუთი წელია არსებობდა და უკვე მისი სახელი ქონდა დამკვიდრებული.
თათბირმა აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. ყველანი კმაყოფილები ვიყავით. ბევრი რამ ითქვა წარსულზე და უფრო მეტი მომავალ გეგმებზე. სწორედ ამ დროს განაცხადეს, რომ ცვლილებები იგეგმებოდა დირექტორთა საბჭოშიც. ახალი იდეების განსახორციელებლად ახალი, ჯანსაღი ძალები იყო საჭირო. დირექტორთა საბჭოს წევრების ვინაობა დაზუსტებული არ იყო. თუმცა მომავალი თავმჯდომარის ვინაობა უკვე იცოდნენ, ეს იყო ბატონი ლევან ქარდავა. ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე გამაცია. დიახ. არც მეტი და არც ნაკლები, ბატონი ლევანი ჩემი უფროსი ხდებოდა. გამართლებაც ამას ერქვა.
ლევანი გაბღენძილი, სერიოზული სახით იდგა და მილოცვებს იღებდა. შეძლებისდაგვარად შორს ვიდექი. რომ არ დავენახე. ვხედავდი თვალებს როგორ აცეცებდა, ალბათ მეძებდა. საკონფერენციო დარბაზიდან გამოვიპარე.
- რა უნდა ვქნა? - სასოწარკვეთილი ვფიქრობდი - ჩემი სამსახურიდან წასვლა გარდაუვალი იყო. შეძლებისდაგვარად სწრაფად ახალი ადგილი უნდა მომეძებნა. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მის გაბღენძილ და ქედმაღალ გამოხტომებს ვერ მოვითმენდი. მიუხედავად იმისა, რომ მიმტკიცებდა მიყვარხარო. არც მისი გრძნობების მჯეროდა დიდად, მას ან როგორც ქალი მოვწონდი, ან ჩემი ცოდნის გამოყენება სურდა, ან ორივე ერთად. მე კი ამის დიდი სურვილი არ მქონდა, „ნეტა დამფუძნებლების ტვინში ჩამახედა, ასეთ ამბიციურ ადამიანს ხელში ამხელა ძალაუფლება რომ ჩაუგდეს“.


რადგან მე არ მივულოცე დაწინაურება, იმ საღამოს თვითონ იკადრა მოსვლა: - როგორ მოგეწონა თათბირი? - ირონიულად მკითხა მან.
- ძალიან, ალბათ აღფრთოვანებული ხარ შენი წინსვლით. შეგეძლო გუშინ გეთქვა, ბარემ სუფრა გაშლილი გქონდა და აღვნიშნავდით... - გესლით ვუპასუხე მე.
- არ მინდოდა დღევანდელი სიამოვნების ჩაშხამება! თუმცა გუშინ რომ ჭკვიანურად მოქცეულიყავი, დღეს ყველაზე მცირე დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი მაინც იქნებოდი.
- რას იზამ. ასეთი ჭკვიანი არ ვარ! საკუთარი პოზიციაც მაკმაყოფილებს.
- შენს ადგილზე დავფიქრდებოდი. არც ახლაა გვიან, ჯერ წევრები არ დაგვისახელებია.
- კანდიდატებს თუ იმის მიხედვით არჩევ, ვინ როგორია ლოგინში, ავშენებულვართ!
- გააჩნია, ვის რისი ნიჭი ექნება! - ცინიკურად აღნიშნავს ის - ვიღაც ფინანსებშია კარგი, ვიღაც ლოგინში, ორივე ერთად კი საუკეთესოა. შენზე ამბობენ ორივე კარგად გამოსდისო...
მისი ბინძური სიტყვებისთვის კომენტარი არ გამიკეთებია: - შენდა სამწუხაროდ მაგას ვერასოდეს გაიგებ!
- რატომ?
- მეც პატარა სიურპრიზს გაგიკეთებ!
- წასვლაზე არც კი იფიქრო! - გაცხარდა ის, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან დაგბლოკავ, ჩემს იქით გზა არ გექნება...
- ნუ მემუქრები! - ტონს ავუწიე მეც - თუ ზედმეტად შემაწუხებ, იცოდე ისე წავალ არც კი დავფიქრდები. შეიძლება მუშაობა არც დავიწყო, მაგრამ მერწმუნე ამით ბევრიც არაფერი დამაკლდება. როგორმე თავს გავიტან. კარგად დაფიქრდი, ჩემი წასვლით შენ უფრო არ იზარალო. უტვინო არ ხარ! ერთი ღამის სიამოვნების გამო კარიერას სასწორზე არ დააყენებ. იკითხე რას ვაკეთებ და რა მოვალეობები მაკისრია. შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე. იმ ტოტს ნუ მოიჭრი, რომელზეც ზიხარ!
ლევანი სულელი არ იყო, უცებ მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი. ალბათ მეტნაკლებად ჩემი ხასიათიც იცოდა და ხვდებოდა, რომ მუქარის შესრულებაც შემეძლო. შანტაჟი არ მიყვარდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად წამადგა.
- კარგი, იყოს შენებურად! - უხალისოდ დამეთანხმა - დავზავდეთ, დავივიწყოთ რაც აქამდე იყო და დავიწყოთ ახლიდან. მე უფროსი ვიქნები, შენ კი თანახმშრომელი...
- კარგი, ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდეთ. დავიცვათ სუბორდიაცია და დაშვებულ ზღვარს ნუ გადავალთ! ხელი გავუწოდე ზავის ნიშნად.
მას გაეღიმა: - კარგი, თანახმა ვარ! - ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი სიფხიზლე არ უნდა დამეკარგა. მასთან მოდუნება არ ღირდა.
მეთორმეტე თავი

მარიამის გათხოვების შემდეგ სამეგობროს შეკრება აღარ გვქონდა. რამდენიმეჯერ დამირეკა - იქნებ გამოიაროო! - მაგრამ ლევანზე იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, მისვლისგან თავი შევიკავე. ვიცოდი ჩემს უარყოფით ემოციებს ვერ დავმალავდი, მარიამს კი მამიდაშვილის ლანძღვა არ მოეწონებოდა. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და წასვლა გადავწყვიტე. ბოლოსდაბოლოს ლევანის გამო მეგობარს ხომ არ დავკარგავდი?
- დიდს არაფერს გვეგმავ. ჩვენ ვიქნებით ოჯახის წევრები, გაგისწორდება, გამოიარე!
მარიამის მეუღლე ავლაბარში კერძო ბინაში ცხოვრობდა. სარდაფში ბუხარი გიზგიზებდა, ახალ სიძეს ბაბუა მხატვარი ყოლია. ეტყობა ქეიფი უყვარდა. დიდი დარბაზი ხის ჩუქურთმებით იყო გაწყობილი. დიდი ხის მაგიდა და რამდენიმე ხის მორისგან გაკეთებული სკამი. ბუხართან დაყრილი პუფები... ისეთი მყურდო გარემო სუფევდა, რომ წასვლა აღარ მოგინდებოდა.
მართლაც მხოლოდ ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, სასიამოვნო საღამო იყო. თორნიკე, ნინო, თორნიკეს აწ უკვე უფიციალური შეყვარებული, რომლის შეფასებაშიც არ შევმცდარვარ: ძალიან თბილი და უშუალო გოგონა გამოდგა. სუფრასთან ჯდომა მოგვბეზრდა და ნელ-ნელა ყველამ ბუხართან გადავინაცვლეთ. გარედან ავტომობილის სიგნალის ხმა ისმოდა. გვიანი სტუმარი ლევანი გამოდგა. არ მესიამოვნა მისი გამოჩენა, თუმცა მე ვინ მეკითხებოდა?!
- როგორ მიდის თქვენი ურთიერთობა? - მეკითხებოდა ნინო. ჩვენ პუფებზე ვიჯექით. მამაკაცები სუფრას მიუბრუნდნენ. მარიამი დიასახლისობდა.
- თითქოს დავზავდით. სრული იდილიისთვის, ისიც კმარა ჩემი უფროსი რომ გახდა! - ირონიულად აღვნიშნავ.
- ეგ ამბავი მეც გავიგე, ჭკუაზე არ იყო ისე უხაროდა...
- რა თქმა უნდა გაუხარდებოდა. ეს მისთვის სერიოზული ტრამპლინია... - დავეთანხმე მეც.
- შენ რას ფირობ მაგის შესახებ? წესით უფრო უნდა დაახლოვდეთ! -საუბარში ერთვება მარიამიც.
- არ გეწყინოს, მაგრამ შენ რასაც ფიქრობ წარმოუდგენელია. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით!
- ვითომ?! რამე გაწყენინა?! - უკვირს მარიამს.
- არა, ხომ არის ისე როცა თავიდანვე იცი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. არც კი უნდა სცადო. იქამდეც თუ მივედით, რომ ყველაფერზე არ ვკამათობთ ეგეც საქმეა.
- დაქორწინება გადაწყვიტეთ? - ლევანის სიტყვებს მოვკარით ყური. რომელიც თორნიკეს მოძღვრავდა - ვერ ვიგებ რატომ ჩქარობ, თუ არ იქორწინეთ ისე არ გაძლევს?! - იმდენად უტიფარი იყო, ხვდებოდა მისი საუბარი რომ გვესმოდა და ხმასაც კი არ დაუწია.
- ეგ რა შუაშია?! -აღშფოთდა თორნიკე - მიყვარს და ოჯახის შექმნა მინდა.
ლევანმა ხმამაღლა გაიცინა: - დღეს გიყვარს, მოგწონს, მასზე გიჟდები, ეგ ეიფორია რამდენიმე დღეში გადაგივლის. შეიძლება ითქვას პირველივე ღამეს.
- პატარა ბავშვი არ ვარ სიყვარული და ვნება ვერ გავარჩიო! - გაბრაზდა თორნიკე.
- მაინც ვერ ვხვდები სიყვარულს მაინცდამაინც ოჯახთან რატომ აიგივებთ? - არ ნებდებოდა ლევანი.
- აბა, შენ რასთან აიგივებ, კარიერასთან?
- თუნდაც...
- უსმენ რას ამბობს? - გაოგნებული ეკითხებოდა ნინო მარიამს - თუ სწორად მიგიხვდით საყვარელი ქალი გასართობად კარგია, ხოლო თუ პასუხისმგებლობაზე დადგა საქმე, მაშინ სარგებელიც უნდა მიიღო?!
- ვერ ვიგებ, იმისთვს რომ ორმა ადამინმა ერთმანეთთან ყოფნით ისიამოვნონ. ქორწინების მოწმობა რატომ ჭირდებათ?
- ქორწინების მოწმობა უპასუხისმგებლო ადამიანებს ვერ დააკავებს, თუ ვერ ხვდები სხვაობას სიყვარულს, ოჯახსა და გართობას შორის, სალაპარაკოც აღარაფერი გქონიათ! - ჩავერთე მეც კამათში.
- შენიც ვერ გავიგე. - მომიბრუნდა ლევანი - თუ ქორწინებას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდი, გიორგისთან რატომ ცხოვრობდი ქორწინების გარეშე? - მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მეტკინა, მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- აქ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და არა ფარატინა ქაღალდზე. - გაცხარდა მარიამიც, როცა მიხვდა, რომ ლევანის ნათქვამმა სიტყვებმა გული მატკინა - იმისთვის რომ ადამიანზე ან მის ცხოვრებაზე იმსჯელო ცოტა უფრო ღრმად უნდა იცნობდე მას. მხოლოდ ბუტაფორიულად და ზედაპირულად არ უნდა შეხედო მის ცხოვრებას!
- ბოდიშით, ქალბატონებო. ჩემი სიტყვებით შეურაწყოფა თუ მოგაყენეთ! - ირონიულად აღნიშნა ლევანმა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ მისი ტონი მე მეხებოდა.
- ოჯახის არსი სულ სხვაა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მხოლოდ მოწმობით არ უნდა განისაზღვრებოდეს. თუმცა ჩემის აზრით, თუ ორი ადამიანი ერთმანეთთან კომფორტულად გრძნობს თავს. ის ქორწინებაშიც ბედნიერი იქნება და ამის გარეშეც. საზოგადოება ორ ადამიანს თუ წყვილად აღიქვამს. მათ არავინ უმოწმებს ქორწინების მოწობა აქვთ თუ არა, თუმცა ბევრი ოჯახს ქმნის და წყვილი მაინც ვერ ხდება... - ვერთვები მე.
- როცა ამას შენისთანა გამოცდილი ადამიანი გვეუბნება, ალბათ უნდა დაგეთანხმოთ! - კვლავ იაზვობს ის.
- აღარ მიკვირს, რატომ ვერ აეწყო თქვენი ურთიერთობა, მასთან საუბარი შეუძლებელია... - აღშფოთდა ნინო.
- გამოდის, ჩვენ სულელები ვყოფილვართ, რადგან ოჯახი შევქმენით? - ცხარდება მარიამი.
- არა, ქალები არა. უბრალოდ გიყვართ მამაკაცების მარწუხებში მოქცევა. ანუ საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდ ფასს ადებთ. რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს მამაკაცმაც? თუ ქალი ცდილობს რომ ქორწინებიდან სარგებელი მიიღოს, რატომ არ გვეპატიება იგივე ჩვენც?
- უკვე შეცდომას უშვებ, ყველა ქალი ოჯახს არ ქმნის, ზოგი საყვარლისგან მეტ სარგებელს ნახულობს, ვიდრე ქმრისან! - გაგვეცინა მარიამის ცინიკურ კომენტარზე - ასე, რომ დარწმუნებული ნუ იქნები, რომ სუსტ სქესს თქვენზე მეტად გვჭირდება ქორწინება!
- შეგეშალა, ლევანი ისეთი ბიჭია, მისი ცოლობისთვის ქალები ერთმანეთს წეწავენ --- - არ ჩამორჩა დას ნინოც.
ლევანი მიხვდა, რომ უმცირესობაში აღმოჩნდა: - კარგად მომზადებულხართ პაექრობისთვის! - ირონიულად გამომხედა მე.
- ზოგიერთ ადამიანს სიმართლის აღიარება არ უყვარს. თუ ქალი არ უწვება, გონია მისგან ცოლად მოყვანას ელის, ამ დროს კი პრობლემა სულ სხვა რამეშია. - აღნიშნა თორნიკემ.
- მაინც? - არ ნებდება ლევანი.
- პასუხი უბრალო და ძალიან მარტივია. ქალს არ მოსწონხარ! - ვიცინივართ ჩვენ.
- არა! ქალია კომპლექსიანი! - არ ჩუმდება ლევანი.
- მერე უკომპლექსოების მეტი რა არის? რაღა გოიმს მიადექი? - ინტრესით ვეკითხები მე.
- არ მეგონა ასეთი თუ იყავი.
- ახლა ხომ იცი, რატომ არ მეშვები? - ისევ ვეკითხები მე. ყველანი გაჩუმდნენ და ჩვენ გვიმზერდნენ.
- ვცდილობ დაგეხმარო კომპლექსების მოხსნაში!
- ამაზრზენი ხარ! - ვეღარ მოვითმინე- არაფერი წმინდა და ღირებული არ გაგაჩნია. თვითონ ხარ კომპლექსიანი და საკუთარ თავს უმტკიცებ რაღაცას. ოღონდ ვერ გავიგეთ რას.. - რაც ვითმინე უცებ ამოვხეთქე ერთბაშად.
- ჩემი ნათქვამი შენ არ გეხებოდა. ასე რატომ გაცხარდი? - ირონიით მეკითხება ის.
- იმის მაგივრად გიხაროდეს, როცა შენს ირგვლივ ხალხი ბედნიერია. ცდილობენ ოჯახი შექმნან და ყველაფერი სწორად გააკეთონ, შენი ვითომ „პროგრესული“ იდეებით აბოლებ და აგიჟებ?!
- პრობლემაც სწორედ ეგაა. ცდილობენ ისე მოიქცნენ, როგორც შენისთანები უთითებენ. იმას კი არ ფიქრონებ ჭირდებათ კი ასეთი „სწორი“ საქციელი. იქნებ ცხოვრება იმაზე უფრო მარტივია ვიდრე თვითონ ფიქრობენ. იქნებ ჯობია საკუთარ გრძნობებზე იფიქრონ ცოტა მეტი და შემდეგ დანარჩენ საზოგადოებაზე?
- აუცილებლად! მიბაძეთ პროგრესულად მოაზროვნე, თანამედროვე ნათესავებს და მოეშვით კომპლექსიანსა და გოიმ საზოგადოებას! ლოზუნგად გამოგვადგება. უნდა ამოვბეჭდო და მაგიდასთან გავიკრა! - ცინიკურად ვაცხადებ მე.
- შენთვის ეგეც მიღწევა იქნება!
- რა გჭირთ?! იმისთვის მოხვედით, რომ ერთმენეთს ეკამათოთ? - გაბრაზდა მარიამი.
- არც კი მიფიქრია. უბრალოდ შენს დაქალს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე! - არ ჩუმდება ლევანი.
- წადი შენი!.... - ვეღარ ვითმენ მე.
- რა ჯანდაბა ხდება, თქვენ შორის? - გაოგნებული გვიმზერს ნინო.
- არაფერი! უკაცრავად ბიჭებთან და არ დავუწექი, ეს ვერ მოინელა და კიდევ მე მეძახის კომპლექსიანსა და გოიმს!
- როგორ ლაპარაკობ დაფიქრდი! - აშკარად მემუქრება ის.
- აქაც სამსახურში ხომ არ გგონია თავი?! როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები! საერთოდ არ ვარ ვალდებული გისმინო და შენი ირონიული კომენტარები ვითმინო. ამაზრზენი ხარ, როცა ამტკიცებ, რომ თითქოს ქალები ცდილობენ გათხოვდნენ და ამიტომ ცდოლობენ კაცთან დაწოლას. სასაცილო ხარ. იქნებ პრობლემა შენშია? ამაზე არ დაფიქრებულხარ?!
- რას მიწუნებ, ამიხსენი! - გაბრაზდა ის.
- ფულით გაზულუქებული ტომარა ხარ, საკუთარ ამბიციებში დაკარგული, ქედმაღალი და ამპარტავანი.. - არ დავიხიე უკან.
- ოღონდ ამას რატომღაც მხოლოდ შენ ხვდები, ხომ? ყველას მოვწონვარ, ოღონდ შენი ყურადღება ვერა და ვერ დავიმსახურე, იქნებ შენშია პრობლემა?! იქნებ შენ ვერ ამჩნევ საკუთარ ქედმაღლობას?!
- იყოს შენებურად. სამტკიცებელი არაფერი მაქვს. არც შენთან და არც სხვასთან. ჩემი კომპლექსები მაკმაყოფილებს და საერთოდ არ მიშლის ხელს.
- ეს შენ გინდა ასე ჩანდეს. არადა ერთი საცოდავი ქალი ხარ!
გამეცინა: - საკუთარ თავს რომ მიხედო ჯობია. - ლევანს გავერიდე და ოთახიდან გავედი.
- ასე რამ გადარია? - მეკითხებოდა მარიამი.
- რა ვიცი რამ-- პარანოია შეპყრობილივითაა. ყველა ქალი გონია და მოუნდება თუ არა მაშინვე ლოგინში უნდა ჩაუწვეს. თან ეს უდიდეს პატივადაც უნდა ჩათვალო.. - ისევ გაბრაზებული ვარ მე.
- არ ვიცოდი ასეთი დაძაბული ურთიერთობა თუ გქონდათ!.
- მილიონჯერ მაინც ვუთხარი, რომ არ მომწონს, როგორც მამაკაცი არ მაინტერესებს. ამას რომ ვეუბნები თურმე კომპლექსიანი ვარ. ნორმალურია მისი საქციელი?! - ვეკითხები მე - ერთხელ რომ ეტყვი ადამიანი, ხომ შეიძლება მოგეშვას? არა... ჯიქურ მიტევს, თან მშხამავს და მშხამავს. შეუძლებელია მასთან ნორმალური ერთიერთობა. თითქოს დაბოღმილია და საკუთარი უპირატესობის გამოჩენს ცდილობს.
- ანუ რომანტიულობის ეტაპიდან კამათის რეჟიმში გადახვედით? - ეშმაკურად ეღიმება მას.
- გაჩერდი, გთხოვ. ჩახვეული აქვს და სხვისი აზრის მოსმენაც არ უნდა. ასეთი ადამიანის გაძლება არ შემიძლია.
- იქნე ასე გიორგის გამო ხარ?
- ამ შემთხვევაში გიორგი არაფერ შუაშია. იმდენი უარყოფითი თვისებები გამოავლინა, რომ ამას ვერ ავიტან. მის თვალში ქალს ფასი არ აქვს. გონია, იმისთვის უნდა ვიარსებო რომ მხოლოდ მას მივანიჭო ბედნიერება. ეს ნორმალური მიდგომაა? შენ გენდომებოდა ასეთ ადამინათან ურთიერთობა?
- ასეთი არ იყო. დედას გეფიცები შოკი მაქვს, ასე მგონია სხვა ადამიანზე ლაპარაკობ.
- მეც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სრულიად სხვა ადამიანია, რომელსაც არ ვიცნობდი. სიმართლე გითხრა ამ ყველაფრის გამო სამსახურიდან წამოსვლაზეც კი ვფიქრობ.
- გაგიჟდი? საკუთარ კარიერაზე უარი როგორ უნდა თქვა?
- სხვა გზა აღარ მრჩება. მისი გაძლება შეუძლებელია. არ მინდა ჩვენს შორის არსებული დაძაბულობა სამსახურშიც შესამჩნევი გახდეს. რაც ალბათ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან სავარაუდოდ მაინც ყველაფერს მიხვდებიან. დიდი არჩევანიც არ მაქვს. - მოწყენილმა ვუპასუხე - შენ არ ინერვიულო იქნებ ასე უკეთესიც იყოს. რაღაც პერიოდი დასვენება ცუდიც არაა.
- შეიძლება, მაგრამ შენს ადგილზე მაინც ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონიდი. ბოლოს და ბოლოს ლევანიც რომ დარწმუნდება მის გრძნობებს მომავალი არ აქვს, დაშოშმინდება და გაჩერდება.
- ღმერთმა ქნას. თუმცა მე დიდი იმედი არ მაქვს.
შეგვცივდა და ოთახში შევბრუნდით, ლევანი ისევ საუბრობდა, ახალ სამუშაო ადგილს აქებდა.
- იმედი მაქვს, ზოგიერთები პირად წყენას ყურადღებას არ მიაქცევენ და სამსახურში მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს კარგად შეასრულებენ.
კომენტარის გაკეთება არ მინდოდა, გოგონებში ჩავჯექი. იქვე დადებული გიტარა ავიღე და დაკვრა დავიწყე. თავიდან ხმადაბლა ვმღეროდით, შემდეგ კი ეშხში შევედით, ძლიერად და ვნებიანად ისმოდა ჩემი ხმა.
- როგორ მიყვარს შენი სიმღერის მოსმენა! - მეხუტებოდა მარიამი - შენი და გიორგის დუეტები როცა მახსენდება ტანში ჟრუანტელი მივლის. - ცრემლები ერევა ნინოს.
- კარგი დრო იყო... - ვეთანხმები მეც.
- რა თქმა უნდა, ის ხომ გმირი გყავდა. ყველაზე უშეცდომო, ზღაპრის დადებითი პერსონაჟი. მის ფონზე ჩვენ ამბიციურები და ფულზე მონადირეები ვართ. ხომ თამარ?! - ირონიულად მეკითხება ლევანი.
- გიორგის დადებითი გმირობა არასოდეს მიმტკიცებია! უნაკლო არავინაა - ავირიე მე - თუმცა მგონია, თუ ადამიანი გიყვარს რაღაც პერიოდი მის უარყოფით მხარეს ვერ ამჩნევ. ან ბევრად იმაზე უკეთესი გგონია, ვიდრე სინამდვილეშია. როგორც წესი უცხო თვალი ყოველთვის სხვა მხრიდან გხედავს და ამბავსაც სხვაგვარად აღიქვამს. გიორგი თავის ნაკლიანად მიყვარდა და მიყვარს.
- ნუთუ? - არ მეშვებოდა ის - განა პირველმა შენ არ მიატოვე?
ძველი ამბების გახსენებაზე გული დარდით ამევსო.
- ჩემთვის ტკივილის მოყენება გსიამოვნებს?
- არა, არც კი მიფიქრია. უბრალოდ მაინტერესებდა! - ირონიულად აღნიშნა მან.
- ოდესმე ვინმე გყვარებია? - კითხა ლევანს თორნიკეს შეყვარებულმა.
- კი, წლების წინ.
- მერე რით დასრულდა შენი სიყვარული? ალბათ ტრაგიკულად!
- არა. - ლევანს გაეცინა -ის ქვეყანას მერჩია, მასზე ლამაზი არავინ მეგულებოდა. პრინციპში დღემდე ასე ვფიქრობ. ოღონდ მას არ ვჭირდებოდი, წლების შემდეგ მივხვდი, რომ მისთვის ზედმეტი ვიყავი... - მართალია ამას საკმაოდ უდარდელი ხმით ამბობდა, მაგრამ ყველა მივხვდით, რომ ტკივილს მალავდა.
- იცოდა როგორ გიყვარდა? - ჩაეკითხა ნინო.
- ხომ გითხარით, მისთვის ზედმეტი ვიყავი. ჩემში კაცს ვერ ხედავდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრა. - ლევანი მე მიმზერდა.
- ესე იგი მისი უარის გამო, ყველა ქალი ერთ ქვაბში უნდა მოხარშო? მოქცეულიყავი სწორად და იქნებ შეყვარებოდი კიდევაც! - კბილებში გამოვცარი მე - საკუთარი უსუსურობის აღიარების ნაცვლად, ჯავრს ჩემზე იყრი?! რა ჩემი ბრალია თუ არ მიყვარხარ?
- ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე? გგონია ახლაც ისე ძლიერად მიყვარხარ? მაშინ მეც პატარა ვიყავი, რომანტიზმის მჯეროდა. მხოლოდ ამდენი წლების შემდეგ მივხვდი, რომ თქვენზე ამბიციური არსებები არ არსებობენ. კაცში თუ გამორჩენას ვერ ხედავთ, ზედაც არ უყურებეთ!
- ეს ახლა ყველა აქ მყოფს შეურაწყოფას, რომ გვაყენებს ვერ ხვდება?! - გაბრაზდა ნინო.
- რა თქმა უნდა, თქვენც მის მხარეს იქნებით, თამარ წამებული.... ლევანი კი ბოროტი და ღვარძლიანი... - ის გაბრაზებული წამოხტა და წავიდა. ჩვენც დაგვეკარგა ქეიფის ხალისი, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მალევე დავიშალეთ.

სახლში მისულს გიორგის მესიჯი დამხვდა: - „ამ ბოლო დროს აღარაფერს მწერ, ჩემთვის ვეღარ იცლი? თუ უკეთესი მსმენელი გამოჩნდა?“ - ბოლო სიტყვებს რა თქმა უნდა ღიმილიც მოაყოლა.
- „რაღაც პატარა პრობლემები მაქვს, ვცდილობ ჩემით მოვაგვარო, ამიტომ ვერ მოვიცალე დასარეკად“.
- „პრობლემები?!“
- „სერიოზული არაფერი“.
ალბათ ვერ მოისვენა და ვიდეო ზარითაც დარეკა: - არ მომწონხარ რაღაც, პატარა პრობლემაში რას გულისხმობ? მე შემიძლია დახმარება?
გამეცინა: - შენ ყველაზე ნაკლებად. - ყურადღებით მაკვირდებოდა: - ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ერთი კარგი მეგობარი მჭირდება! - ნაღვლიანად ვეუბნები მე.
- ანუ უკვე მეგობრებში აღარ გავდივარ? - ეწყინა გიორგის.
- შენ ცოტა მეტიც ხარ, მაგრამ ამ საკითხში მაინც ვერ დამეხმარები.
- მომიყევი რა გჭირს, იქნებ...
- რჩევა მჭირდება, კახას მოვინახულებ! - თუმცა მაშინვე გადავიფიქრე მისთვის რამის გაზიარება, იგივე გიორგისთვის თქმას ნიშნავდა. ისიც მიხვდა რომ ვყოყმანობდი.
- მიდი, მიდი, მითხარი რა გჭირს? ამდენი წლების შემდეგ არ მეგონა, თუ რამეს ვერ მეტყოდი. - ნაწყენი მეუბნებოდა ის.
- არა, ეგ რა შუაშია? არის საკითხები რომელსაც კაცთან ვერ გაარჩევ!
- მორჩი გეხვეწები. ვინმე გამოჩნდა და ვერ მეუბნები, თუ რა გჭირს? - უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი არეულ-დარეული პასუხები აღიზიანებდა.
- თითქმის!
- თითქმის რას ნიშნავს? - უფრო გაღიზიანდა ის. ხმაში ეჭვის ტონიც შეერია.
- ის გამოჩნდა, უფრო სწორედ უნდა რომ გამოჩნდეს, მე კი არ მომწონს.
- ანუ? - ვერ მიხვდა რისი თქმა მსურდა.
- წლებია ვიცნობ. ვმეგობრობდით, უცებ გაირკვა, რომ ვუყვარდი. მე ამის არ მჯერა, თუმცა თვითონ ასე ამტკიცებს.
- მერე?
- მე იგივე გრძნობით არ ვპასუხობ. ამის გაგება კი არ სურს.
- რას ქვია არ სურს? ეგ გიჟი ხომ არაა, მე მაგის... - უწმაწურად იგინებოდა ის - კახას ვერ უთხარი? თუ რაღაცას ვერ იგებს, უცებ გაარკვევდა.
გამეცინა: - პატარა ბავშვივით ხარ! თხუთმეტი წლის გოგო ხომ არ ვარ, მცველი რომ მჭირდებოდეს? ჩემით ვუხსნი, რომ არც მომწონს და არც მიყვარს, მაგრამ...
- მაგრამ, რა? - ვხედავ რომ ცოფებს ყრის სიბრაზისგან და ვცდილობ თემა შევცვალო, ვინანე ამ საკითხზე საუბარი რომ დავიწყე.
- მართლა, გიო, ჩემს ცხოვრებაში ვინმე რომ გამოჩნდეს, რას იზამ? - ეშმაკური ტონი შევურიე ხმაში. კამერიდან დაძაბულმა შემომხედა.
- რას ვიზამ? ვერც ვერაფერს! - ტკივილით შემომხედა მან - რამე შემიძლია გითხრა? შენ შენი ცხოვრება უნდა გქონდეს.
- კარგი, გასაგებია. - ვიცინივარ მე- ეგ გონების პასუხი უკვე მოვისმინე, გულით? გულით რას ფიქრობ?
- გულით? - ეშმაკურად ეცინება მასაც - გულით რასაც ვფიქრობ მაგის ხმამაღლა თქმა არ შემიძლია. რადგან არასწორია და ეგოისტურია.
მე კი რატომღაც მისი ეგოიზმით უკვე ბედნიერი ვიყავი. ალბათ, მართლაც იყო რაღაც არაჯანსაღი ჩვენს შორის.
- შენს ცხოვრებაში სხვა ქალები არიან? - ამჯერად მე ვკითხულობ.
- რომ გითხრა არაო, დამიჯერებ?!
- ზოგჯერ ტყუილი უფრო იოლი მოსასმენია! - ტკივილით ვეუბნები მას.
- ალბათ! თუმცა შენ ყოველთვის უკეთესად მხედავდი, ვიდრე სინამდვილეში ვარ!
ლევანის სიტყვები გამახსენდა: - ის შენთვის დადებითი გმირიაო, რომ მისაყვედურა.
- არ ვნანობ, ასეთად რომ გხედავ! - გულწრფელად ვაღიარე მე.
გაეღიმა: - მადლობელი ვარ, ეგ ბევრჯერ დამეხმარა. საკუთარი თავის მიმართ რწმენა გამიჩნდა. ის როგორია?
- ვინ? - ვერ მივხვდი მე.
- ახალი პრინცი! - თბილად მეკითხება ის.
- პრინცობამდე ვერ მივიდა, ბაყაყად დარჩა. - გიორგი ხმამაღლა იცინოდა.
- ცოტა რომ მოგეთმინა, იქნებ გადაქცეულიყო?
- არა! - ცივ უარზე ვარ მე.
- თავიდან ჩემზეც ასე ფიქრობდი, გახსოვს?
- კი მახსოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც ასეა. რაღაცნაირია, ამბიციური, სულ ცდილობს თავისი უპირატესობა მიჩვენოს.
- მაინც?
- რა ვიცი ყველაფერში უნდა მისი აზრი გავითვალისწინო.
- მერე ეგ ცუდია? - ჩამეძია გიორგი.
- როცა ადამიანი მოგწონს ცუდი არაა, მისგან კი მაღიზიანებს. არ მსიამოვნებს. ყველაფერზე თავისი მოსაზრება აქვს, სიყვარულზე, ოჯახზე, საყვარლებზე. მე ამას ვერ დავეთანხმები, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ.
გიორგიმ აღარაფერი მითხრა, ერთმანეთს ჩუმად ვუმზერდით.
- საშობაოდ რას გეგმავ? - მკითხა მოულოდნელად.
- არც არაფერს, შვებულებაში მინდოდა გასვლა, თუ მანამდე სამსახურიდან არ წამოვედი.
- სამსახურიდან? - მივხვდი, რომ ზედმეტი წამომცდა, მაგრამ აზრი აღარ ქონდა დამალვას.
- ჰო, თუ ეს აბეზარი თაყვანისმცემელი ვერ დავაშოშმინე, იძულებული ვიქნები წამოვიდე!
- სისულელეა! არავის გამო არ დასთმო სამსახური! მაგ ტიპს ჩვენ დავაშოშმინებთ! - მისი ნათქვამი არასერიოზულად აღვიქვი და გამეცინა.
- კარგი, შენ მაგაზე ნუ იფიქრებ! დიდი პრობლემა არ არის, როგორმე მოვრიგდებით! საშობაოდ რას მეკითხებოდი?
- რას აპირებ მეთქი?
- პატარა არდედეგები მინდა მოვიწყო. - ის მიმზერდა, თითქოს ფიქრობდა ეთქვა თუ არა.
- რაზე ფიქრობ? - ვინტერესდები მე.
- თუ დამეთანხმები.. - გულმა მოუთმენლად დამიწყო ძგერა - იტალიაში მინდა რამდენიმე დღით წასვლა. იქნებ შენც?... - ეჭვით მეკითხებოდა ის. მე კი სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი.
- მეხუმრები? მაგაზე უარს როგორ გეტყვი! - იმდენად გამიხარდა, რომ აღარც მიფიქრია, ოდნავ მაინც მეცადა საკუთარი გრძნობების მოთოკვა. პრინციპში რა აზრი ქონდა? მე მიხაროდა და სულაც არ ვაპირებდი თვალთმაქცობას.
- არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა, თორემ აქამდე გთხოვდი წამოსვლას. - იცინოდა გიორგი. - მოკლედ ვიზასა და სხვა დოკუმენტებზე მე ვიზრუნებ. ბილეთებსა და სასტუმროს ხარჯებსაც თავისთავად მე დავფარავ.
- არა, რა სისულელეა. - ვიუარე მე.
- მორჩი, ერთხელ მაინც მაცადე ჩემით მოქმედება. ისე როგორც მე მინდა.
- კარგი, კარგი! - უცებ დავეთანხმე შეშინებული, არ გადაეფიქრა. ამდენი წლების შემდეგ როგორც იქნა ვნახავდი. ეიფორიაში ვიყავი. ისე მიხაროდა თითქმის დავფრინავდი.
- სულელი გოგო ხარ! - იცინოდა გიორგი, მე ბედნიერი ვიყავი და სხვა არაფერი მაინტერესებდა - კარგი, წავედი. საქმეს მივხედავ. აბა შენ იცი. ვიზისთვის თუ რამე დამჭირდება დავრეკავ!
- კარგი, დაველოდები შენს ზარს.


მეცამეტე თავი
- უთავმოყვარეო ხარ! - მსაყვედურობდა დედა - ამდენი წლებია კაცმა მიგატოვა, შენ კი... ერთი თითი დაგიქნია და თავქუდმოგლეჯილი მირბიხარ მაშინვე. მხოლოდ ფულის მოცემაა კაცის მოვალეობა? - შფოთავდა ის, მაგრამ მე მაინც იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ მისი სიტყვები იავნანად მესმოდა.

მეორე დღეს სამსახურში ცოტა გვიან მივედი. უნდა ვაღიარო, რომ ლევანის უფროსად მოსვლის შემდეგ დილაობით ვაგვიანებდი. თითქოს ვცდილობდი გამომეწვია, თუმცა ის ხმას არ იღებდა. ისე დადიოდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. მეც რა მენაღვლებოდა?! დღესაც სწორედ ასე მოვიქეცი. ჰოლში შესვლისას სამდივნოში იაკო დავინახე.
- ბატონი ლევანი არ გახლავთ ქალბატონო! - მოთმინებით, მაგრამ ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით ეუბნება მდივანი.
- როდის მოვა? - ბრაზდება ქალი.
- არ ვიცით, ქალბატონო, ბატონი ლევანი არ გვიბარებს ხოლმე.
გაბრაზებული იაკო შემობრუნდა და ლიფტთან მდგომი დამინახა.
- თამარ?! -აშკარად არ ელოდა ჩემს დანახვას, გაოცება უცებ ზიზღმა შეცვალა- აქ რას აკეთებ? - თითქმის კანკალებდა ის.
- მე?! აქ ვმუშაობ, არ იცოდი? - გამიკვირდა მე.
- მე სულელს კი მიკვირდა რატომ დაიკარგა ლევანი! - ირონიულად მეუბნებოდა ის. მისი უაზრო, ეჭვიანი სცენების თავი არ მქონდა.
- რაღაც გეშლება! - მკაცრი ხმით ვეუბნები მას.
- რა თქმა უნდა! იმ დაწყევლილი ქორწილის შემდეგ ტვინი ისე აურიე, მე ზედაც აღარ მიყურებს.
- თვითონ მაინც გჯერა შენი სიტყვების? - გამიკვირდა მე. ვხედავდი უკვე სხვა თანამშრომლების ყურადღებასაც ვიპყრობდით და საკმაოდ უხერხულად ვიგრძენი თავი.
- გინდა თქვა, რომ მეჩვენება?! - გაკაპასდა ის - ლევანს თავი დაანებე, გესმის? შე გათახსირებულო ქალო! - ეს ისეთი ტონით მითხრა, რომ სიცილი ვეღარ შევიკავე. თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლევანიც.
- ნუ ნერვიულობ! აი მოვიდა შენი პრინციც და იმედია დაგამშვიდებს! - სიცილით ვუთხარი და ლიფტში შევედი. გიორგისთან წინა დღის საუბრის შემდეგ ისეთ კარგ განწყობაზე ვიყავი, რომ იაკოს არასერიოზული გამოხტომების გამო ნერვებს ვერ მოვიშლიდი. კაბინეტში შევედი და ჩემთვის ყავის მზადება დავიწყე. თან მაგიდაზე დაწყობილ კორესპონდენციას ვათვალიერებდი.
- დილა მშვიდობის! - მალევე გამოჩნდა ლევანიც. ისეთი სახე ქონდა თითქოს წინა დღეს ჩვენ არც კი გვეკამათა.
- გაგიმარჯოს. ასე უცებ გაისტუმრე სტუმარი? - ცინიკურად ვეკითხები მას.
- ეჭვიანობ? - ფარული კმაყოფილებით კითხულობს ის. მხირულად გამეცინა.
- არდე გითხარი რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?! ის გოგო მეცოდება. ეტყობა მართლა ძვირფასი იყავი მისთვის.
- მე ყველასთვის ძვირფასი ვარ, შენთვისაც. უბრალოდ ამის აღიარება არ გსურს.
- „თვითდაჯერებული იდიოტი“- ვფიქრობ მე- რა თქმა უნდა, თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ შენ სამყაროს ცენტრი ხარ და მსოფლიო შენს გარშემო ბრუნავს... - ვიცინავ მე- არ გეწყინოს, მაგრამ შენს ადგილზე იაკოს მოვუფრთხილდებოდი. ტყუილად გულს არ ვატკენდი.
- ცოლად უნდა მოვიყვანო! - გამომწვევად მეუბნება ის.
- მშვენიერია, ბედნიერებას გისურვებთ! - ჩემი კმაყოფილი ტონით გაღიზიანდა.
- არ მოგწყინდა მაიმუნობა? როდემდე აპირებ სიჯიუტეს? - მეკითხება ის.
-შენ რეალობის დაჯერება არ გინდა და რა ვქნა? რადგან აქ ხარ, წინასწარ გაცნობებ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან შვებულებაში მინდა გასვლა.
- რომ არ დაგეთანხმო? - ირონიულად მეკითხება ის.
- თანხმობა არც მითხოვია! უნდა გავიდე! - ჯიუტად ვეუბნები მას.
- მოვიფიქრებ! - მკვახედ მეუბნება - სადმე მიდიხარ?
- არა, დღეების დაკარგვა არ მინდა! - მივხვდი, რომ გიორგისთან წავლას თუ ვახსენებდი ეცდებოდა ჩემთვის პრობლემები შეექმნა. იმდენად ბოღმა ადამიანი იყო. მასთან არც ჩხუბის სირვილი მქონდა და არც კამათის.
- რაღაც ზედმეტად კარგ განწყობაზე ხარ, მოხდა რამე? - ინტერესდება ის.
- არა. არაფერი. რა უნდა მომხდარიყო...
- სახე გიბრწყინავს, თითქოს დაფრინავ... - ინტერესით მაკვირდება ის.
- მერე ეგ ცუდია?! დღეს ზედმეტ პრობლემებზე ფიქრი არ მინდა. რა ვქნა? ცოტა „ავარა“ განწყობა მაქვს. - სულელურად მეღიმება.
- არა, პირიქით. ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახიხარ. თურმე ღიმილიც შეგძლებია. - მივხვდი, რომ ჩემდა სამწუხაროდ სიმართლეს მეუბნებოდა. თურმე როგორი მცირედი მჭირდებოდა, რომ თავი ცოცხალ ადამიანად მეგრძნო. ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ერთი სახელი, გიორგი ერქვა. ეგ იყო და ეგ. ვუმზერდი ლევანს და მისი ცინიზმიც კი აღარ მიშლიდა ნერვებს. ამის გააზრებაზე გამეღიმა: - იმედი მაქვს, უფრო ბედნიერადაც ვიგრძნობ თავს.
- არ მიმხელ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდა...
- ჩემთვის ძალიან კარგი და სასიხარულო, ოღონდ ბოდიში, შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისთვისაც ამ სიხარულის გაზიარება მინდა.. - მივაშხამე მე.
- სამწუხაროა! - კბილებში გამოცრა და ოთახიდან გავიდა.
ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასე აჟიტირებული და გახარებული? გიორგი ხომ არ მოდიოდა, მე მივდიოდი მასთან სულ რაღაც 14 დღით. გრძელი ათი წლის შემდეგ... ან რა გარანტია მქონდა, რომ შერიგებას შემომთავაზებდა? რა ვიცოდი მის შესახებ? საკუთარ გამოსახულებას შევხედე. ამ ათი წლის განმავლობაში მეც ხომ შევიცვალე? რომ არ მოვეწონო? ცუდი ფიქრები სწრაფადვე მოვიშორე, ჩემთვის ხომ ეს ორი კვირაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შობამდე უკვე დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა. გიორგის სახელით იურისტი დამიკავშირდა. პასპორტის ასლი და ფოტოები მომთხოვეს ვიზის მოსამზადებლად. ყველაფერს ისინი აგვარებდნენ. ცოტა არ იყოს მეხამუშა, როგორც წესი ჩემს დოკუმენტებს მე ვაწესრიგებდი. მიჩვეული არ ვიყავი ჩემი პრობლემების სხვისგან მოგვარებას. თუმცა უნდა ვაღიარო, სასიამოვნო ყოფილა, როცა ყველაფერს სხვა გიგვარებს. ვიზა, პასპორტი და ბილეთები ორივე მიმართულებით დაზღვეული ფოსტით მივიღე. ლუფთჰანზას ბილეთები რეისით: თბილისი-რომი-თბილისი. ესეც ასე, მე მხოლოდ ის მჭირდებოდა, რომ აეროპორტში დროულად მივსულიყავი.
- აეროპორტში დამხვდები? - ვეკითხები გიორგის.
- დაგხვდებიან, ნუ ნერვიულობ! - ეცინება მას.
- შენ არა? - ცოტა არ იყოს მეწყინა.
- მოვლენებს წინ ნუ უსწრებ! - თვალს მიკრავს ის. მე კი მოვლენების გასწრება კი არა, უკვე მის მკლავებში ყოფნა მსურს. იურისტები, მძღოლი, ბილეთები ბიზნეს კლასში. საინტერესოა კიდევ რა მელოდა?! კარგა ხანია ვამჩნევდი გიორგის ცვლილებებს. შეიცვალა მოქმედება, საუბარი, ტანსაცმლის ხარისხი, ჩაცმის სტილი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ბრენდებს იცვამდა. ძვირფასი საათები. ტელეფონები. თვითონ არაფერს ამბობდა და მეც ზედმეტი კითხვებით არ ვაწუხებდი. თუმცა როცა ჩემთან მიმართებაში ასე მოქმედებდა, მეხამუშებოდა. საიდან ქონდა ამხელა სახსრები? თუ ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა და მისი წვალებით ნაშოვნ თანხას არ ზოგავდა?! გული მეტკინა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ცდილობდა ჩემთვის ზღაპრული სამყარო შეექმნა. რას არ ვფიქრობდი, თუმცა სიმართლესთან თურმე საოცრად შორს ვიყავი. ეს კიდევ ერთი შოკის მომგვრელი სიახლე იყო.

აეროპორტში, როგორც გამაფრთხილა დამხვდნენ, მძღოლი და სასიამოვნო, ასე ოცდახუთ წლამდე ასაკის თარჯიმანი. ისე მიმიღეს როგორც განსაკუთრებულ, ყველაზე ძვირფას სტუმარს ხვდებიან ხოლმე. ქალაქში პატარა კრუიზის შემდეგ სასტუმროშიც მივედით. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მომსახურებაც სათანადო აღმოჩნდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა თანმხლებმა გოგონამ ვიპ. კლიენეტებისთვის განკუთვნილ აპარტამენტებში მიმაცილა.
- ქალბატონო თამარ თქვენ მოისვენეთ, თუ რამე დაგჭირდეთ ეს ჩემი ნომერია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მძღოლიც თქვენს განკარგულებაშია, ბატონი გიორგიც მოგვიანებით გესტუმრებათ.
- დიდი მადლობა ყურადღებისთვის! - ვემშვიდობები მას - აქ საყურყუტოტ ჩამომიყვანა? თვითონ დახვედრაც კი არ იკადრა! - მეწყინა მე.
ჰოლში შავი ვარდების ულამაზესი თაიგული იდგა, წარწერით: - მგზავრობით დაღლილი იქნები, მოისვენე. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ! გიორგი!
ბარათი იქვე დავდევი და აპარტამენტების თვალიერება დავიწყე. ოთხ ოთახიანი ლუქსი იყო. სრული კომფორტით მოწყობილი, ძირითადად თეთრ და ღია ნაცრისფერ ტონებში. გიორგის რჩევას მივყევი, ცხელი აბაზანის შემდეგ, მოვწესრიგდი და მხოლოდ შემდეგღა გამახსენდა, რომ მშიოდა.
- ეთქვა მაინც მოსვლის დრო! - თარჯიმანთან დავრეკე.
- გისმენთ ქალბატონო თამარ!
- ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ! ცოტა არ იყოს მომშივდა, როგორც ვხვდები ბატონი გიორგი არ ჩქარობს მოსვლას, თუ არ შეგაწუხებთ იქნებ სადმე გაგვევლო?!
- როგორ გეკადრებათ, დიდი სიამოვნებით! სასტუმროში არაჩვეულებრივი რესტორანია. ნახევარ საათში ჰოლში დაგელოდებით, თუ რა თქმა უნდა, თქვენ ქალაქში სეირნობა არ გსურთ?!
- არა, სადილობა აქვე მირჩევნია! - ვაღიარე მე - ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ, ექსკურსია შემდეგისთვის დავგეგმოთ!
- კარგით ქალბატონო თამარ! - ხალისიანად მეთანხმება თარჯიმანი.
შავი შანელის მუხლამდე კაბაში გამოწყობილ ჰოლში თარჯიმანს შევხვდი. ცნობისმოყვარე მზერით ვხვდებოდი, რომ ცუდად არ გამოვიყურებოდი. როგორც წესი არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებდა. გიორგის დაგვიანების გამო ცოტა ნაწყენი ვიყავი. ახლა მარტო, რომ ვყოფილიყავი ალბათ გულიანად ვიტირებდი. ეს უცნობი გოგონა კი მშვენივრად მატანინებდა ყურადღებას. სახელად სოფი ერქვა. ასაკში არ შევმცდარვარ ოცდაოთხი წლის გამოდგა.
- ბატონი გიორგი რომ არ შემხვედროდა არ ვიცი რა მეშველებოდა. აქ ქართველები საუკეთესო შემთხვევაში ძიძებად ან მომვლელებად მუშაობენ.
- ცუდ ვარიანტში? - ვინტერესდები მე.
- ცუდ ვარიანტში პანელზე ხვდებიან, შემდეგ ან ციხეში ან დეპორტაცია. ბატონმა გიორგიმ თავისთან ამიყვანა. საბუთების მოწერიგებაშიც დამეხმარა. იგი საუკეთესო უფროსია.
- თქვენს გარდა კიდევ მუშაობენ ქართველები?! - დავინტერესდი მე.
- ჩვენი ამბავი ხომ იცით, ამხელა კომპანიაში ყველა ეროვნების ხალხს ნახავთ. თუმცა თუ ბატონი გიორგი იგებს, რომ რომელიმე ქართველს მასთან მუშაობა სურს, უპირატესობას მათ ანიჭებს. - გოგონა ისეთი აღტაცებით საუბრობდა გიორგიზე, რომ მესიამოვნა. - თუმცა უნდა გაგიმხილოთ, როცა ქართველები ღალატობენ ამას ორმაგად მტკივნეულად განიცდის! - ნაღვლიანად მეუბნება ის.
- ღალატში რას გულისხმობ?
- ჩვენი ხალხის ამბავი ხომ იცით, თუ ადამიანს ოდნავ საშუალება აქვს ავალდებულებენ დაეხმაროს. ბატონი გიორგი ყოველთვის კარგ ხელფასს უნიშნავს, მნიშვნელობა არ აქვს უბრალო მუშაა თუ გენერალური დირექტორი. ამას კი ისე თვლიან თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს. ავიწყდებათ ვინ იყვნენ და რად იქცნენ!
- მუშები, დირექტორები? - გამიკვირდა მე - რას საქმიანობთ, რა სახის ბიზნესი გაქვთ?!
- რა ვიცი! - დაბნეული სოფი იცინის - ეგ თქვენ უფრო გეცოდინებათ! მისი ზუსტი საქმიანობის სფეროს თქმა ძალიან რთულია! თუმცა უცნაურია, რომელ საქმესაც კი მოკიდა ხელი ყველგან დიდი წარმატება ხვდა წილად.
- „ასე კარგად საიდან იცნობდა? მისი განცდების შესახებ რიგით თანამშრომელს უყვებოდა?!„ - თითქოს მიხვდა რასაც ვფიქრობდი, ისე მითხრა:
- მამა არ მყავს, არასოდეს მინახავს, ერთი წლის ვიყავი როცა დედაჩემი მიატოვა. ბატონმა გიორგიმ მისი ადგილი დაიკავა.
შემრცხვა ჩემი აზრების: - „წლებია გიორგი არ მინახავს. შეიძლება ითქვას ჩემთვის უცნობ ადამიანს ვნახულობ! - ჩემს ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. გული დამწყდა, ეს უცნობი გოგონა ჩემზე უკეთესად იცნობდა. მისი ცხოვრების წვრილმანებიც კი იცოდა, მე?! ვინ ვიყავი მე? რა ვიცოდი? არაფერი! წარმოდგენაც კი არ მქონდა მის წარმატებებზე, რატომ არაფერს მეუბნებოდა?! ეგონა მეწყინებოდა, არ გამიხარდებოდა? ესე იგი არც თუ ისე ძვირფასად მთვლიდა, რომ მისი მიღწევები და სიხარული გაეზიარებინა. პრინციპში არც მე ვეკითხებოდი დიდად, ახლა ღა გავიაზრე, რომ მასთან საუბრისას ძირითადად ჩემს პრობლემებზე ვსაუბრობდით ხოლმე. მის ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა“.
- რა არის აქ საინტერესო? ხომ იცი როგორც ვცხოვრობ, როგორც ყველა ქართველი. - მოკლედ მიჭრიდა ის, თუმცა სულელი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვერ მივმხვდარიყავი მისი საქმე უფროდაუფრო კარგად რომ მიდიოდა. ადრეც აღვნიშნე, რომ ჩაცმიდან დაწყებული, ბინის ინტერიერით დასრულებული ყველაფერი ძვირფასი ქონდა. მაგრამ თვითონ მაინც დუმდა. ამის გააზრებაზე ცრემლები მომადგა. ეს გოგონა აშკარად აფანატებდა უფროსზე. ალბათ, მიხვდა ჩემი განწყობის ცვლილებას და გაჩუმდა.
- დაგღალეთ? - ღიმილით მკითხა მან.
- არა, თქვენი მოსმენა მსიამოვნებს, უბრალოდ ცოტა გული ამიჩუყდა. მიხარია გიორგი ასე რომ გიყვართ!
- ბატონ გიორგის აქ მისტერ ჯორჯო აბანდონატოს სახელით იცნობენ. ბედნიერი ქალი ბრძანდებით, დარწმუნებული ვარ თქვენი ბევრს შურს!- ისე გულწრფელად მითხრა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- ბედნიერი? თქვენ ხომ ჩვენს შესახებ არაფერი იცით!
- არც არის საჭირო! მისი მზერაც კი საკმარისია, ამას რომ მიხვდე. მის გვერდით ბევრი ქალი მდგარა, მაგრამ არ მინახავს ვინმესთვის ასე თბილად და ასე გრძნობით ემზიროს! - სოფიმ ღიმილით შემოსასვლელისკენ გაიხედა, მეც მივბრუნდი, გიორგი იდგა. ხაკისფერ ვილვეტის პიჯაკში და ჯინსებში გამოწყობილი, უკან გადავარცხნილი თმით. მისი ლურჯი ზღვისფერი თვალებით ჩვენ გვიმზერდა. უფრო სწორედ მე, მის დანახვაზე კინაღამ გული გამიჩერდა. ვერ აღვწერ ემოციას მე რომ მქონდა. ამდენ ხანს შეკავებული ცრემლები თავისით მოდიოდნენ. ვეღარ ვჩერდებოდი, ღმერთს მადლობა შევწირე რომ ვიჯექი. ის ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. ოდნავ გვერდულად იღიმებოდა.
- დაგტოვებთ! - ღიმილით თავი დაუკრა სოფიმ. გიორგიმაც ოდნავ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. სოფი ჩუმად თავის დაკვრით დამემშვიდობა და წავიდა. გიორგი წინ მეჯდა, ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლები ისევ ასე უაზროდ მოდიოდა. არა და რას არ ვფიქრობდი. ათასჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი ჩვენი შეხვედრა. ხან ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს, ხან ვეხუტებოდი. ახლა კი ასე დამუნჯებული ვუმზერდი და ხმას ვერ ვიღებდი.
- მაპატიე, რომ დავიგვიანე! - მეუბნებოდა მისი ოდნავ ხინწიანი ხმით. ჩემი ხელები ხელებში ქონდა მოქცეული - მინდოდა ყველაფერი დამესრულებინა, რომ ეს დღეები მხოლოდ შენ დაგითმო! - პერანგის მანჟეტებიდან ძველი მოშუშებული ჭრილობები დავინახე ვენებზე. წარსულის გახსენებაზე გამაჟრჟოლა.
- რომ იცოდე როგორ მომენატრე! - სახეზე მეფერებოდა ის. ტუჩებით ხელისგულებს ვუკოცნიდი. ოდნავ, მორიდებით. ისე რომ გარშემომყოფებს არ შეემჩნიათ. ვინანე: - „რა მინდოდა ამ ოხერ რესტორანში? დავლოდებოდი ნომერში“. - იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, სათქმელი. არ მინდოდა ამის სკაიპში ან ტელეფონში თქმა. აქ ჩემთან უნდა ყოფილიყავი, ჩემს გვერდით. თვალებში რომ ჩამეხედა, ჩემს თაფლისფერ თვალებში. - გულში ჩამიკრა მან, სუნთქვა შემეკრა. მისი არომატი ღრმად შევისუნთქე. თურმე რა მაკლდა ეს წლები, ძლივს როგორც იქნა ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ. მის თბილ მკერდს ვეკვროდი და აღარ მახსოვდა აღარავინ და არაფერი. ალბათ ამ გრძნობას ეძახიან აფექტს. ყოველ შემთხვევაში ჩემზე ნორმალური არ ითქმოდა. ყველაფერი ერთად მჭირდა: ისტერიკა, სიხარული. გიორგი ღიმილით მაკვირდებოდა. ვგრძნობდი. არც ის იყო ნაკლებ დღეში. უცებ გავიაზრე, რომ თმა აჩეჩილი მქონდა. ალბათ ტირილისგან თვალებიც დამიწითლდა. ის კი ისეთი აღტაცებით მიმზერდა, რომ თავი უხერხულადაც კი გირძენი და გავწითლდი. მიმზერდა, ისე როგორც ფრესკას შესცქერიან, თითქოს ქალი კი არა ღვთაება, არაბუნებრივი არსება ვიყავი. ეს არ იყო ვნებიანი შემოხედვა, ეს იყო სიყვარული, თაყვანცემა. ახლა მივხვდი რა მაკლდა ეს წლები. მინდოდა მხოლოდ ასეთი სიყვარული. მისთვის მე ყველაფერი ვიყავი. ამას არ ჭირდებოდა სიტყვები, მისი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო და შემრცხვა, რატომ არ ვიყავი ისეთი იდეალური გიორგი რომ მხედავდა?! ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ვუყვარდი. მას არ აღელვებდა რამდენი წელი გავიდა, შევიცვალე თუ არა! ისეთივე აღტაცებით მომჩერებოდა როგორც მაშინ პირველად, თხუთმეტი წლის გოგონა როცა გამიცნო.
- მეშინოდა, გაგეცინება რომ გითხრა რის! - ეღიმება თვითონ.
- გეშინოდა?! - გამიკვირდა მე.
- სულ მეშინოდა, რომ წლების განმავლობაში ვინმე შეგიყვარდებოდა და ...
- და, რა?
- ასე გრძნობით აღარ შემომხედავდი, შენი თაფლისფერი თვალებით მე აღარ შემომხედავდი! - ტკივილით მეუბნებოდა ის - ახლა კი ბედნიერი ვარ, უბედნიერესიც.
- შენ არ მეჩიჩინებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ვინმე?!
- კი გეუბნებოდი! - მეთანხმება ის - ოღონდ გონებით. ეგ რომ მომხდარიყო, ალბათ იმ დღეს მართლაც მოვკვდებოდი!! - მოწყენილი მიღიმის ის.
- ეგოისტო! - ვეუბნები, თუმცა მისი ნათქვამი არ მწყინს, პირიქით მიხარია - ის ქალები შენს ცხოვრებაში რომ იყვნენ? - ეჭვიანი ხმით ვეუბნები მე.
- რა ვქნა? ალბათ დამნაშავე ვარ ... - ეშმაკურად ეცინება მას.
- ალბათ? - ღიმილით წარბი ავწიე მეც.
- ალბათ! - იცინის ის - წამოდი ვიცეკვოთ. - მეპატიჟება და მეც სიხარულით ვეთანხმები. გულში მიკრავს და მელოდიას ნელი რხევით ვყვებით. ძლიერად ვეხუტები, მისი სითბო მსიამოვნებს. მისი ძლიერი მკლავები მეხვევა. თმებს მიჩეჩავს, სახეზე მეფერება.
- რომ გთხოვო, დამიბრუნდები? მაპატიებ? - ჩუმად მიჩურჩულა მან. გამეღიმა. ის დღე გამახსენდა, ვერის პარკში რომ ვეხვეწებოდი არ წასულიყო. ვუმზერდი მას, მის სახეზე იმ ტკივილის კვალს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მისი ჭაღარა განვლილ ტკივილს მახსენებდა.
- რატომ არაფერს მეუბნები?! ძალიან დავიგვიანე? - ეჭვი გაკრთა ხმაში.
- არა! - გამეცინა მე, მის გარდა ჩემს ცხოვრებაში ხომ ისედაც ვერავინ იქნებოდა? მიყვარდა და ახლა ვხვდებოდი, რომ ამდენი ტკივილის შედეგად სიყვარული უფრო გაზრდილიყო - მე ხომ უკვე დავბრუნდი? სადღა მთხოვ დაბრუნებას? - ვეკითხები მას.
თვითონაც ეცინება: - ეგეც მართალია, ისედაც ჩემთან ხარ! - ძლიერად მიკრავს - უკვე ჩემთან ხარ! სულ მინდოდა მეთხოვა, ჩამოსვლა და მეშინოდა, მეშინოდა, რომ უარს მეტყოდი, არ მაპატიებდი....
- ჩვენ ხომ ყოველთვის ვსაუბრობდით! - გამიკვირდა მე.
- კი, ვსაუბრობდით, მაგრამ... ყოველ დარეკვაზე გისმენდი და ველოდი, რომ მეტყოდი: - აბა შენ იცი, გიორგი, სულ კარგად იყავიო! - გამაჯავრა მან ხმაში - მეშინოდა... რომ მითხარი ვიღაცას მოვწონვარო, ეჭვისგან კინაღამ გავგიჟდი, როგორც იქნა გავბედე თქმა.
- რას წარმოვიდგენდი, ლევანის გამოჩენა თუ მიშველიდა. ადრე მაინც მომეფიქრებინა ასეთი რამ! - მეცინება მე.
- სულელო! - ღიმილით, სიყვარულით, ვნებით მეუბნება ის და ჩემს ტუჩებს ეძებს საკოცნელად.
ვგრძნობდი, რომ თავს ვკარგავდი. იმის გააზრებაც კი არ მინდოდა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღით გაგრძელდებოდა. ან იქნებ ჩვენს გრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებდა მოსალოდნელი განშორება, კიდევ უფრო გვიზიდავდა ერთმანეთისკენ. ეს იყო გრძნობებისა და ვნებების ჭიდილი, რესტორნიდან ჩემს ნომერში დასრულებული ერთი დიდი გრძელი ღამე. ემოციებით, გრძნობებით, ერთმანეთის სიყვარულით მთვრალები ვიყავით. ვინმეს სასმელი რომ შემოეთავაზებინა ვერც დავლევდი. ისედაც არაფხიზელ მხდომარეობაში გახლდით.
გიორგის მშვიდად ეძინა. მე მის დაჩეხილ მაჯებს ვაკვირდებოდი და ნაზად ვეფერებოდი. მკლავზე პეტრე-პავლობას მიყენებული იარა ისევ ემჩნეოდა, რამდენი ტკივილი გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ამდენი წლების შემდეგ კი ისევ ერთად ვართ. სასტუმროში, ძვირფას ნომერში. ნეტა ოდესმე თუ ვიფიქრებდით ამას?! ყოველ შემთხვევაში მაშინ, თხუთმეტი წლის ასაკში ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ცრემლები მომადგა.
- ტირიხარ? - მესმის გიორგის შეშფოთებული ხმა.
- რაღაც სისულელეზე ვფიქრობდი და თავი ვეღარ შევიკავე.
- ახლა ფიქრობდი?! - გაუკვირდა მას - ამ ღამით? ეგ უკვე შეურაწყოფაა. -იცინის ის ეშმაკურად.
- არა, ჩვენზე ვფიქრობდი, წარსულზე. - მეღიმება მე.
- მოდი ჩემთან! - გულში მიკრავს ის - ნუ ფიქრობ. დატოვე წარსული წარსულში, ჩვენ მომავალი გველოდება, ულამაზესი, უმაგრესი.. - მკოცნის ის- აი, ნახავ თუ არა! გჯერა? მითხარი რომ გჯერა!
- კი, მჯერა! - სიცილით ვეთანხმები და ძლიერად ვეხუტები - მიყვარხარ! - ჩუმად, ნახევრად ძილში ვდუდუნებ.
- სულელი გოგო! - შორიდან მესმის კმაყოფილი სიცილი - სუ... ლე...ლი...

დილით გაღვიძებულს ბავშვების მესიჯები მხვდება: - „დე, გავიღვიძეთ, სკოლაში წავედით, გაკოცეთ!“
ამას მეორე მესიჯიც მოყვა: - „დედა დაგავიწყდა? რადგან არ რეკავ, ესე იგი კარგად ხარ! როცა გეცლება შემომეხმიანე, უკვე მომენატრე! „
- რაო, დილიდანვე გიტევენ? - საკოცნელად კისერში მიძვრება გიორგი.
- დილის ანგარიში ჩავიბარე! ხომ უნდა ვიცოდე რა ხდება ოჯახში?
- და რა ხდება?! - ეშმაკურად იცინის ის.
- ბავშვები სკოლაში, დედა კი... - ვნებიანად ვეხუტები მას.
ჩემს მესიჯებზე ხალისობდა, თუმცა თავისი ტელეფონი ჩართო თუ არა მესიჯების კორიანტელიც წამოვიდა. სანამ თავს ვიწესრიგებდი ის საჭირო ზარებს ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყვებში: იტალია, გერმანია, საფრანგეთი.
- დაგიპყრია მთელი ევროპა! - მეღიმება მე.
- არა მარტო! ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო. ოღონდ მომშივდა, ხომ არ ვისაუზმოთ? ჩავიდეთ რესტორანში?
- იქნებ ნომერში ჯობდა? ხელს არავინ შევგიშლის.
- კარგი იყოს შენებურად. ოღონდ უნდა დავრეკო. სოფი, როგორ ხარ? დილიდან მშვიდობაა?... თუ დაგჭირდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამირეკეთ! შენს იმედზე ვარ, თარიღი? კი, გუშინ მომწერა მეილზე. არ დაგავიწყდეს მოსაწვევების გაგზავნა. ყველა კომპანიის დირექტორები და საბჭოს წევრები... წესით ხუთი დღე საკმარისია. ადგილი?! აქვე, რომში...
- როგორც ვხედავ დიდ ამბებში ხარ. არაფრის მოყოლა არ აგსურს? - ვეკითხები მე.
- მაინც რა გაინტერესებს? მკითხე და .....
- მე ყველაფერი მაინტერესებს.
- არ მინდოდა ტელეფონში ან სკაიპში მოყოლა. თავიდან ყველაფერი სწრაფი კვების წერტილით დავიწყე, ხინკალს ვამზადებდი, უცნაურია ხომ? დიდი მოწონება დაიმსახურა. აქაური საკვებიც მივამატე, პიცა და სხვა... იმხელა გამოხმაურება მოყვა, რომ რამდენიმე წერტილიც დავამატე. ამ საქმიანობით ნელ-ნელა მეგობრები შევიძინე. მენდობოდნენ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ საქმეში ცუდი პარტნიორი ნამდვილად არ ვარ! მეგობრობისა და ერთგულების ფასიც ვიცი. რადგან საკვებმა ამხელა წარმატება მოიტანა გადავწყვიტე ბედი სასმელშიც მეცადა. წამოვიწყე როგორც გაზიანი, ასევე ალკოჰოლური სასმელის როგორც ექსპორტი, ისე იმპორტიც. აქედან გამიჩნდა აზრი, რომ საქართველოში ღვინის წარმოებაც დამეწყო და შეიქმნა კახეთში ღვინის ქარხანა.
გაოცებისგან დავმუნჯდი.
- საქართველოში? საქართველოშიც გაქვს ბიზნესი?
- ეს საქმე ასე ორი წლის წინ წამოვიწყე. საქმის დაწყება, წარმატება - წარუმატებლობის გათვლა ყველგან იოლია. ბიზნესი იმაზე მატრივად აეწყო მე რომ მეგონა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ვინტერესდები მეც.
- თურმე სადაც დიდი ფული ტრიალებს, ღალატი და ორპირობაც მეტია. ბიზნესის აწყობაში ბევრი ისეთი ადამიანი დამეხმარა, ვისი იმედიც არ მქონდა. თუმცა სწორედ ისინი მღალატობდნენ, მე რომ ყველაზე მეტად ვენდობოდი. მინდოდა შენთვის მეთქვა საქართველოში ჩემს წამოწყებაზე. მაგრამ გადავიფიქრე. ვიცოდი, რომ ამით ნაწილობრივ იმედი გაგიჩნდებოდა, იქნებ დაბრუნდესო. არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა. არავინ იცოდა ქართველი რომ ვიყავი. აქ ჯორჯო აბანდონატოს სახელითა და გვარით მიცნობენ. ეს გვარი ფიქტიური ქორწინებისას, მეუღლისგან მივიღე. მოქალაქეობის მისაღებად. რა აუცილებელი იყო ქარხანაში ცოდნოდათ ვინ ვიყავი? კვებას და სასმელს დასვენებაც უხდება. იდეაში სასტუმროების ქსელის შექმნაც მომინდა. მხარში ებრაელი ბიზნესმენები ამომიდგნენ. ცუდი ქსელი არ შევქმენით. შეგიძლია ჩათვალო, რომ ახლა საკუთარ სახლში იმყოფები. სასტუმროების ქსელი მოიცავდა მთლიან გასართობ კომპლექტსებს, კაზინოებსა და რესტორნებს. – „ყურებს არ ვუჯერებდი, როგორ შეეძლო ასეთი ინფორმაციის დამალვა, ან როგორ მოითმინა“?- მთავარი არ მითქვამს, ორიოდე თვის წინ საქართველოში ბანკი შევიძინე.
- ბანკი? ბანკი რად გინდოდა?
- რა ვიცი, რატომაც არა? შენგან ვიცოდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა. თანამშრომლები კმაყოფილები იყვნენ, მეც მომინდა სულ პატარა საჩუქარი გამეკეთებინა!
- შეუძლებელია! - უცებ გავიაზრე რისი თქმა სურდა - ის ახალი მეპატრონე, ყველასთვის უცნობი, ოფშერებში რეგისტრირებული?
- კი, ის უცნობი დამფუძნებელი! - ღიმილით მეთანხმება ის.
უცებ გავბრაზდი: - ის დეგენერატი ლევანი როგორღა იპოვე?
- დეგენერატი?! ეგ ადამიანი წლობით მართავდა ჩემს ბიზნესს. ვიფიქრე უკვე გამოცდილი კადრი იყო და ბანკში გამოდგებოდა... - ეტყობა ჩემი გაბრაზებული რეაქცია, რომ დაინახა მაშინღა დაფიქრდა - ლევანი? ის ლევანია? - კითხვით შემომხედა მან.
- უკეთესი კადრი ვერ შეარჩიე? - მაშინვე ლევანის ნათქვამი გამახსენდა, სხვისი ფულის ხარჯვა იოლიაო რომ მიმტკიცებდა. - ცინიკოსი და საოცრად ხარბი ადამიანია...
- ტყიულად ბრაზობ. ერთად-ერთი წარუმატებელი საქმე სწორედ ბანკი გამოდგა, გადავწყვიტე ბანკი მოვიშორო.
- რატომ? ეგ ვინ გითხრა? - გაოცება ვერ დავმალე მე.
- ლევანის ბოლო ანგარიშით ასე ჩანს. თურმე ზარალზე ვართ გასული.
ირონიულად გამეცინა: - ეგ დასკვნა მისი ანგარიშით გააკეთე? გადამოწმება სცადე?
- მას ვენდობი. ამდენი წლებია ერთგულად შრომობს.
- ალბათ! - ირონიას არ ვმალავ მე - სხვა საქმეში ალბათ დიდი უნარებიც გააჩნია, ტურიზმი, გართობა, მშვენიერია, მაგრამ საბანკო ურთიერთობებში? ჩემთვის ძალიან უცნაური და გაუგებარია შენი გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრა ცოტა გულდასაწყვეტიც.
- გულდასაწყვეტი? რატომ? სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ეს საქმე გამოვიდოდა არც არაფერი გითხარი, თუმცა ახლა ვაღიარებ რომ ჩემი სფერო არ არის. მით უმეტეს ზარალს არ ვიღებ, რა ფასშიც შევიძინე იმ ფასშივე ვყიდი.
- მყიდველი ვინ არის?
- არ ვიცი, ჯერ ეგ ინფორმაცია არ მიმიღია. ლევანმა მოიძია დაინტერესებული მხარე. შენთვის არ მითქვამს. 5 დღეში დიდ შეხვედრას ვგეგმავ ჩემი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ისიც უნდა ჩამოვიდეს. შეხვედრა აქ იგეგმება. იმედია შენც დამაფასებ! - საკოცნელად იხრება ის - ლევანმა იცის რომ სრული ინფორმაცია უნდა მომაწოდოს.
- არ ვიცი, რატომ მიიღე გაყიდვის გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შეცდომაში შეგიყვანეს. ბანკი წამგებიანი ნამდვილად არ არის. პირიქით ჩვენ კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ, მოგებაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ დიდი გვქონდა.
- შენგან კარგი სარეკლამო აგენტი დადგებოდა! - - ღიმილით მეუბნება ის, თუმცა ვხვდები, რომ ჩემი ნათქვამის არ სჯერა.
- სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი! - გავღიზიანდი მე - ჩემი ნათქვამის დამტკიცება შემიძლია და ნებისმიერ დროს მოვახერხებ. ოდესმე დაინტერესებულხარ მე რა მოვალეობები მაკისრია მაგ ბანკში? კარგი იქნებოდა გეკითხა, მაშინ ასეთი ეჭვით აღარ შემომხედავდი.
- სისულელეა. შენი როლის შესახებ ყველაფერი ვიცი. ეგ ჯერ კიდევ ძველი დირექტორთა საბჭოს წევრებისგან ვიცოდი. შენი საქმე კარგად გამოგდის. ვიცი რომ ძლიერი სპეციალისტი ხარ! ამიტომაც მინდოდა პარტნიორად შემოსვლა. შენთვის სიურპრიზს ვამზადებდი, მაგრამ...
- ვაღიარებ, სიურპრიზი მართლად გამოგივიდა, მშვენიერი დაბანდება გაქვს. მაგრამ ნუ გაყიდი, ლევანი ჩამოაშორე საქმეს. ისეთი პიროვნება აარჩიე ვინც ფინანსებში ძლიერია და მას ენდე. არ ვამბობ, რომ ლევანმა საქმე არ იცის, მაგარამ ეგ ადამიანი საკუთარ ეგოს იქით არ იყურება, იყოს ღვინის ბიზნესში, სასტუმროებშიც, ოღონდ ბანკში არა...
- ასე ვერ იტან?
- ვიცოდი, რომ ყველაფერს პირადულში გადაიტანდი. - მეწყინა მე - საქმე საქმეა და პირადი ცხოვრება პირადი. მე გრძნობები და საქმე ერთმანეთში არ მერევა. მოითხოვე ჩემი ყოველ წლიური ფინანსური ანგარიში და ჩემს სიმართლეში იოლად დარწმუნდები.
- გადაწყვეტილება სწორედ მაგ ანგარიშის ნახვის შემდეგ მივიღე. - გიორგი იქვე მდგომ მაგიდასთან მივიდა და დიდი შავი საქაღალდე ამოიღო. ზამბარით აკინძული ანგარიში მომაწოდა. გაოცება ვერ დავმალე, როცა ჩემს ანგარიშში სხვა ციფრები ამოვიკითხე. ყურადღებით ვათვალიერებდი მოცემულ თანხებს.
- მშვენივრად უთამაშიათ! ...
-ანუ?!
- კომპიუტერი მჭირდება! - ჩანთიდან პატარა ნეთბუკი ამოვიღე, სამგზავროდ ყველაზე კომფორტული ეს ბუქი იყო. საბედნიეროდ ანგარიშის ელექტრონული ვერსია ჩიპზე მქონდა ჩაწერილი და გავხსენი:
- ეს არის ჩემი წლის შემაჯამებელი ანგარიში. რომელ ექსპერტსაც გინდა გადაუგზავნე, თუ გინდა აუდიტი ჩაატარე. ჩემს მითითებულ ნებისმიერ ციფრზე პასუხს ვაგებ, ხოლო ეს შეკვრა შეგიძლია ნაგვის ურნაში მოისროლო, ეს ჩემი ანგარიში არ არის! - ზიზღით მოვისროლე აკინძული საქაღალდე.

მეთოთხმეტე თავი
გიორგი ყურადღებით კითხულობდა ანგარიშს. ვხვდებოდი, ცდილობდა სიბრაზე დაემალა, მაგრამ ემოციის კონტროლი უჭირდა.
- ლევანმა ეს ანგარიში ნახა? - მოგუდული ხმით მკითხა მან.
- კი.
- ის შეხვედრაზე იქნება, შენთან სათხოვარი მექნება, არაფერი შეიმჩნიო. - მეუბნება გიორგი.
- თუ ჩემი იქ ყოფნაც გინდა, მგონია ვერ მიხვდება სიმართლე რომ იცი?!
არაფერი მიპასუხა თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
- მისგან არ ველოდი. მართლა ვენდობოდი. არა უშავს. ის არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. გამიმართლა შენ რომ მყევხარ. - გულში მიკრავს ის.
- თუ არ გინდა მიხვდეს სიმართლე რომ იცი, უკეთესი არ იქნება, მე მაგ შეხვედრაზე თუ არ ვიქნები?
- წლებია ველოდებოდი, როდის შევძლებდი შენს დაბრუნებას. ერთი სული მქონდა ოჯახის სახე მიგვეღო, ჩემთან იცხოვრებ?
- შენთან? - დავიბენი მე - სად, აქ?
- რა ვიცი, სადაც გინდა, ხან აქ, ხან სხვაგან. მთავარია ერთად ვიყოთ. ჩვენ და ბავშვები.. - თვალები ეშმაკურად ქონდა მოწკუტული და ჩამს რეაქციას აკვირდებოდა.
- როგორ არ მინდა! - გამიხარდა მე.
- მაშინ ამ შეხვედრაზე ყოფნა მოგიწევს! დროა გაიცნონ ჯორჯო აბადონატოს მეუღლე. თამარა აბანდონატო. კარგად ჟღერს ხომ?
- რა თქმა უნდა ! - სიცილით ვეხუტები მე.
- დროა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, მთავარია ვიცოდე, რომ ჩემთან ხარ და ჩემი ხარ!
ჩვენ ბევრს ვსეირნობდით ფეხით, სად არ ვიყავით, ხან კინოში, ხან ქუჩის კაფეებში, ხან მაღაზიებში. თავისუფლები ვიყავით. არ გვაწუხებდა არავინ და არაფერი, ბავშვებს დროის სხვაობის გამო ნაკლებად ვესაუბრებოდი. ძირითადად მესიჯებს ვწერდით ერთმანეთს. ახალი საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, რომ “გიორგის დაგეგმილ წვეულებაზე დედოფალივით ვყოფილიყავი“, მეცინებოდა ამას რომ მეუბნებოდა.
- ანუ ასე სპორტულად ჩაცმული დედოფალს არ ვგევარ?
- კი, მაგრამ მინდა ყველამ გნახოს როგორი ლამაზიც ხარ, შენით აღფრთოვანებულები უნდა იყვნენ. მინდა მიხვდნენ რამდენად განსხვავებული და გამორჩეული ხარ...
- ეს შენ ფიქრობ ასე! - ვეუბნები და ვწითლდები. მისი სიტყვები მსიამოვნებს. ყოველთვის მიკვირდა რატომ ხდებოდა ასე, ის ჩემში განსაკურებულ თვისებებს ხედავდა - როგორ ახერხებ ამას?- ვეკითხები მე.
თვალებზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა: - ძალიან როცა მომენატრებოდი, თვალებს ვხუჭავდი და შენს თვალებს ვიხსენებდი. ეგ უკვე საკმარისი იყო. თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი. წარმოვიდგენდი, თითქოს ჩემთან იყავი, ერთად, შენი თვალები მეხმარებოდნენ. არ ვაჭარბებ. ეს წლები ჩემთან იყავი. გვერდში მედექი, ვშიშობდი და ჩემს სიხარულს გიზიარებდი. შენგან შორს ყოფნის მონატრებას მიქარვებდა. ტკივილს აყუჩებდა. ასე რომ ჩემთვის თილიმასავით ხარ. თითქოს ერთად ვიყავით, ყოველთვის...
გული სიხარულით მითრთის, მიხარია იმის გააზრება, რომ წლების შემდეგაც კი ისევ ისეთივე ძვირფასი ვარ მისთვის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ახლა უფრო აძლევდა თავს უფლებას საკუთარი გრძნობები გამოეხატა. ადრე თითქოს ერთმანეთს რაღაცას ვუმტკიცებდით, საკუთარი გრძნობების გამოხატვის გვეშინოდა. უაზრო თავმოყვარეობას ამოფარებული კი ერთმანეთს უფრო მეც ტკივილს ვაყენებდით.
პერიოდულად სოფი თუ შემოირბენდა ხოლმე სასტუმროში. ეს იყო და ეს, მიიღებდა ინსტრუქტაჟს გიორგისთან და სწრაფადვე გვტოვებდა. წვეულების დღეც მოვიდა. ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი. მაინტერესებდა გიორგის შექმნილი იმპერიის ხილვა. ლევანთან შეხვედრაც გარდაუვალი იყო. მისი სიტყვები ისევ ყურში მედგა: - სხვისი ფულის ხარჯვა ჯობია... შენს ადგილზე ჭკვიანურად მოვიქცეოდი და იქნებ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრიც გავმხდარიყავი. ბანკეტი საღამოს ცხრა საათისთვის იყო დაგეგმილი. სტუმრებმა ჩამოსვლა წინა დღით დაიწყეს. გიორგის ტელეფონი დილიდანვე არ ჩერდებოდა.
- ბოდიში, დღეს უნდა დაგტოვო, დილიდან შეხვედრები მაქვს დანიშნული... - მაკოცა მან - საღამოს პირდაპირ ბანკეტზე შევხვდეთ.
- კარგი! - ვეთანხმები მეც - სოფისთან ერთად მოვალ.
გოგონა დილიდანვე უნდა მოსულიყო. ქალის ასეთი დღისთვის მომზადება ერთი დიდი რიტუალია. პედიკური, მანიკური, სახე, თმები... სოფი ძალიან თბილი და მხიარული გოგონა იყო, მასთან ერთად დროც უფრო სწრაფად გადიოდა. მინი სალონი ჩვენს ნომერშივე მოვაწყვეთ. არმანის შავი გრძელი საღამოს კაბა, უკან ღრმა დეკოლტით პატრონს მელოდებოდა.
- ქალბატონო თამარ, სიტყვები არ მყოფნის! - თვალებგაფართოებული მეუბნება, თავადაც ძვირფას, ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი სოფო. მეცინება, ქალისგან გულწრფელი კომპლიმენტი ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია.
- აბა, სოფი.. - ვათვალიერებ მის მოკაზმულობას. უდავოდ ლამაზი გოგონაა, მისი თვალების ფერი და კაბა ერთმანეთს საოცრად ერწყმის. თმები გვერდზე აქვს ჩამოყრილი ლოკნებად. ყელი ბროლივით თეთრი. ჩემი ნიაკო წარმოვიდგინე მის ასაკში. გული ამიჩუყდა. შვილის გახსენებაზე. იუველირის მიერ დღევანდელი დღისთვის მოტანილ სამკაულებში ცირკონების, ზურმუხტებით გაწყობილი კოლიე შევარჩიე და ყელზე გავუკეთე.
- ახლა იდეალურია.
სოფის ცრემლები აწვება: - ქალბატონო თამარ, მე ვერ ... ვერ გავიკეთებ.
- არ ატირდე! - მკაცრად ღიმილით ვეუბნები- ეს ის მცირედია, რაც გიორგის შეუძლია გაგიკეთოს. მით უმეტეს რომ ეს ჩემი საჩუქარია.
- გთხოვთ, მე... - გოგონა აშკარად დააბნია ჩემმა ჟესტმა - ამ სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი.
- ამის გამო ნუ მაწყენინებ, გთხოვ... შენი ერთგულებით უკვე გადახდილი გაქვს. - მხიარულად ვეუბნები, ჩემთვისაც სადა ყელსაბამს ვირჩევ და ბანკეტისთვის მზად ვართ.

სასტუმროს ვეებერთელა ჰოლი ხალხითაა სავსე. დრესკოდი მკაცრად დაცულია. მამაკაცები სმოკინგებში, ქალბატონები საღამოს კაბებში.
გიორგის შორიდანვე ვამჩნევ. რამოდენიმე ალბათ, გერმანული წარმოშობის მამაკაცს დაძაბული სახით უსმენს. ჩვენი მისვლა არც მას გამოპარვია. ოდნავ თავის დახრით მოგვესალმა. ახლოს არ მივედით: - როცა საჭიროდ ჩათვლის, თვითონვე მოვა! - გავიფიქრე მე.
მიმტანს შამპანური გამოვართვით და ნელ-ნელა ვწრუპავდით.
- ეს საფრანგეთში ჩვენი ფილიალის ხელმძღვანელია... - მანიშნებს სოფი - ეს ბატონები -გერმანიის. - გიორგისთან მოსაუბრეებზე ამბობს ის. - აი, ფინელებიც ჩამოსულან. რაღაც საქართველო არ ჩანს!
დარბაზს ყურადღებით ვათვალიერებთ. ლევანს რამდენიმე ჩვენი ბანკის ხელმძღვანელი პირის თანხლებით გიორგისთან ახლოს ვამჩნევ.
- რა თქმა უნდა! ჩრდილში ხომ არ გაჩერდება? სადაც უფროსია იქვე ახლოს უნდა იყოს! - გამეცინა მე. გიორგიმ საუბარი დაასრულა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა.
- ხომ არ მოიწყინეთ? - ღიმილით გვეკითხება ის - ისეთი ლამაზები ხართ! სოფი მეშინია ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი. - მისი სამკაული მხედველობიდან არ გამორჩენია. თუმცა არაფერი უკითხავს.
- ულამაზესი ხარ! - ჩუმად მიჩურჩულა მან. ჩვენ აქეთ-იქიდან ამოვუდექით.
- როგორ იქცევით ჯორჯ, არ გრცხვენიათ? - სიცილით ეკითხება ასე სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი ჭაღარა შერეული წვერითა და საოცრად მკვირცხლი თვალებით - მთელი საღამოა გიმზერთ, ორი ყველაზე ლამაზი ქალბატონის თანმხლებად? - ეშმაკურად იცინის ის.
- დევიდ, მეგობარო! - თბილად ეხვევა გიორგი - მოხარული ვარ, რომ დამაფასეთ თქვენი სტუმრობით. ნება მომეცით წარგიდგინოთ ჩემი დამხმარე სოფი! ეს კი ჩემი სიამაყეა, ჩემი მეუღლე თამარი!
- მეუღლე?! - გაოცებას ვერ მალავს სტუმარი - მოხარული ვარ! - თბილად მიღიმის ის - საზიზღარი კაცი ხარ. ყველაზე ლამაზი ქალი - მეუღლე! - ისევ ოხუნჯობს ის - თქვენზე ბევრი მსმენია, მიხარია აქ რომ ბრძანდებით! - სერიოზულად მეუბნება ის.
- სასიამოვნოა თქვენი მოსმენა! - ღიმილით ვეუბნები მეც. ვგრძნობ სტუმრების ცნობისმოყვარე მზერას. ზოგადად მორცხვი არ ვარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამდენი ყურადღება მაინც არ მსიამოვნებს. უცებ თითქოს სტატუსი მომემატა. მათ მზერაში პირფერობა გაჩნდა. რაც საკმაოდ მაღიზიანებს. ერთად - ერთი ვისთანაც დღევანდელი ჩემი მდგომარეობა უპირატესობის შეგძნებას მმატებს ლევანია. უნდა ვაღიარო ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ვხედავ როგორ ცდილობს თვალი ამარიდოს. თუმცა ამის საშუალებას მე არ ვაძლევ. ვუახლოვდებით მე და გიორგი. ცინიკური ღიმილით ვუმზერ.
- ლევან. ალბათ იცნობთ ჩემს მეუღლეს?! - ჩემი მორიდებულობა ერთბაშად გაქრა. ამჯერად მისი დამცირება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ისე იქცევა თითქოს ეს-ესაა დამინახა. მისი უხეშობა და თავში აწეული მანერები უცებ შეიცვალა. მეღიმება.
- რა თქმა უნდა ვიცნობთ. - მისმაგივრად რაც შეიძლება თბილად ვამბობ მე - ლევანს ყოველთვის სასიამოვნო და სასარგებლო რჩევები ქონდა ჩემს კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. - ცინიკური ტონი მაქვს. არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გააჟრჟოლა.
- მაინც რას ურჩევდი? - ლევანს ეკითხება გიორგი. აირია. თითქოს ვერ გადაწყვიტა რა ეთქვა. შემეცოდა, როგორ ცოტა ყოფნიდა სახის დასაკარგად. თითქოს დაპატარავდა, მხრებში მოიხარა.
- მთავაზობდა დირექტორთა საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. - ღიმილით შეძლებისდაგვარად თბილად ისევ მე ვპასუხობ. სახე აუჭარხლდა.
- უარი რატომ თქვი?
- მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა! - სიცილი ვერ შევიკავე მისი აჭარხლებული სახის შემხედვარემ, შემეცოდა ისე ნერვიულობდა, უფრო მეტი შხამის ამოფრქვევისგან თავი შევიკავე.
- ალბათ მიხვდი, ბანკის გასხვისება გადავიფიქრე!. - მკაცრად უთხრა გიორგიმ - თამართან საუბარი საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი საკითხები სხვა თვალით დავინახე. - გიორგი ლევანს თვალებში უმზერდა - იმედია მომავალში კარგად ითანამშრომლებთ!. - ოდნავ სარკასტულად ეუბნება ის- ქალი ბოსის კომპლექსი ხომ არ გაქვს?!
- ლევანს დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ერთად მუშაობას, თუმცა უნდა ვაღიარო, მისი ბანკში მუშაობა საცოდაობაა. მას მეტი პოტენციალი აქვს...
ლევანი ხვდება, რომ გამოსავალი არ რჩება და ჩემს წამოწყებულ წინადადებას თვითონვე ასრულებს: - მეც ასე მგონია, მე თანამდებობიდან გადადგომა მსურდა და განცხადება უკვე დაწერილიც მაქვს.
- რას ამბობთ? - ვითომ გაოცდა გიორგი - არ მეგონა ამ გადაწყვეტილებას ჩემთან შეთანხმების გარეშე თუ მიიღებდი. თუმცა თქვენ უკეთესად იცით! - თითქოს დანანებით ეთანხმება ის.
მე გულში ვზეიმობდი. რა უნდა მდომოდა მეტი? გვერდით საყვარელი მამაკაცი მედგა და ამ ულამაზესი საღამოს დედოფალი ვიყავი. ჩვენ ვცეკვავდით, წრეზე ვმოზღაობდით, და ვეღარ ვხვდებოდი, ცეკვისგან მესხმოდა თავბრუ, თუ გიორგის სიახლოვისგან. ფრთები მქონდა შესხმული, და ზუსტად ვიცოდი, რომ იმ საღამოს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
- და რა იყო, შემდგომ? - მოლოდინით ვეკითხები მოგონებებით გაბრწყინებულ ქალბატონ თამარს.
- ჩვენი ურთიერთობა ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ქორწინებით დასრულდა. ბევრს ვმოგზაურობდით. როგორც იქნა ბავშვებმა საკუთარი მამა გაიცნეს. სამწუხაროდ ჩვენი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. წარსულში მისმა არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა, თავი წლების შემდეგ იჩინა, არ ავამდმყოფობდა. როცა მისი სნეულების შესახებ შევიტყვეთ, დაავადება უკვე გამწვავებული იყო და დახმარება ვეღარ შევძელით.. ბოლო წუთამდე მასთან ვიყავი. არ მოვშორებივარ. აგონიაში მყოფი, მეძახდა, იქვე ვიყავი თუმცა ვხვდებოდი, რომ ვერ მამჩნევდა. - მოვდივარ. შენთან მოვდივარ. თვალები, შენი თვალები მეძახიან. ზედმეტად ლამაზი თვალები გაქვს. - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ის ცეროზით გარდაიცვალა- თამარმა ცრემლები მოიწმინდა. - მამის ბიზნესს ბავშვები ხელმძღვანელობენ, მყავს შვილის-შვილები, და ერთი პატარა შვილთაშვილიც, სახელად გიორგი. ალბათ, უფრო რომანტიულ დასასრულს ელოდით?. - ნაღვლიანი ღიმილით მკითხა მან.
არაფერი მითქვამს. ვოცნებობდი რომ წლების შემდეგ მეც ასე ვყვარებოდი ვინმეს.

დასასრული

2015 წლის 01 მაისი



№1 სტუმარი Guest nita

ai mesmis sikvaruli. ra magaria. dzalian momecona. ert erti favoriti istoria gaxda chemi. madloba shen amistvis :-*

 


№2  offline წევრი nestanuka13

ეს რა თბილი და გემრიელი ისტორია იყო მაგრამ ბოლოში დამასევდიანა :(

 


№3 სტუმარი Guest salome

სასწაული იყო! ბრავო.

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

წაკითხული მქონდა, მაგრამ ისეთივე სიამოვნებით წავიკითხე როგორც პირველად.უნიჭიერესი და უმაგრესი გოგო ხარ შენ . ასეთი ისტორიები წიგნათ უნდა იბეჭდებოდეს რომ არასოდეს დაგვავიწყდეს.

 


№5  offline წევრი Mariamch

ეს ის ისტორია, რომელსაც მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერაც წავიკითხავ...
ჩემს ფავორიტ რომანებში ესეც ერთ-ერთ ადგილს დაიკავებს..
საოცრად წერ ანა...

 


№6 სტუმარი maniaki var

https://youtu.be/IWj_7X_7WcI

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მიყვარს ეს ისტორია.ყველაფერი ისე ლამაზად გაქვს აღწერილი.სასწაული ხარ

ძალიან მიყვარს ეს ისტორია.ყველაფერი ისე ლამაზად გაქვს აღწერილი.სასწაული ხარ.
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი ucnobi

megobrebo sheiqmna android jgufi romelic gawevrianeba sheudzlia yvela momxarebels jgufs yavs mxolod 146 wevri gtxovt shexvidet jgufshi da damimatot wevrebi didi madloba:)
https://m.facebook.com/groups/264606383884222?ref=bookmarks

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest nita
ai mesmis sikvaruli. ra magaria. dzalian momecona. ert erti favoriti istoria gaxda chemi. madloba shen amistvis :-*

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

nestanuka13
ეს რა თბილი და გემრიელი ისტორია იყო მაგრამ ბოლოში დამასევდიანა :(


სამწუხაროდ ამ ისტორიის დასასრული სხვაგვარი ვერც იქნებოდა disappointed_relieved

Guest salome
სასწაული იყო! ბრავო.

გავწითლდი, დიდი მადლობა kissing_heart

lalita
წაკითხული მქონდა, მაგრამ ისეთივე სიამოვნებით წავიკითხე როგორც პირველად.უნიჭიერესი და უმაგრესი გოგო ხარ შენ . ასეთი ისტორიები წიგნათ უნდა იბეჭდებოდეს რომ არასოდეს დაგვავიწყდეს.

სევდა შემომაწვა, ერთი ადამიანი ზედმეტად მომენატრა და ამ ისტორიის განახლება გადავწყვიტე relaxed შენ კი დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის. არ ვიცი, ვის როგორ, თუმცა ჩემს ისტორიებში ყველაზე საყვარელი მაინც ეს ისტორიაა kissing_heart

Mariamch
ეს ის ისტორია, რომელსაც მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერაც წავიკითხავ...
ჩემს ფავორიტ რომანებში ესეც ერთ-ერთ ადგილს დაიკავებს..
საოცრად წერ ანა...

დიდი მადლობა, დრო რომ დამითმე, სასიამოვნოა იმის გაგება, თუ განმეორებით წაკითხვის სურვილიც გაგიჩნდება kissing_heart heart_eyes

La-Na
ძალიან მიყვარს ეს ისტორია.ყველაფერი ისე ლამაზად გაქვს აღწერილი.სასწაული ხარ

ძალიან მიყვარს ეს ისტორია.ყველაფერი ისე ლამაზად გაქვს აღწერილი.სასწაული ხარ.

ეს ისტორია მეც ძალიან მიყვარს, ზედმეტად ჩემია smile kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ მიყვარს ეს ისტორია...
გიორგი ცემი მოუშუშებელი ტკივილია, ვერ გადავიტანე გიორგის ტკივილი...
სიყვარულის საოცარი ისტორიაა... საოცარი გრძნობები და ემოციები არის გადმოცემული... ძალიან მიყვარს და არ ვიცი ეს როგორ გამოვხატო...

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
როგორ მიყვარს ეს ისტორია...
გიორგი ცემი მოუშუშებელი ტკივილია, ვერ გადავიტანე გიორგის ტკივილი...
სიყვარულის საოცარი ისტორიაა... საოცარი გრძნობები და ემოციები არის გადმოცემული... ძალიან მიყვარს და არ ვიცი ეს როგორ გამოვხატო...


ჩემო საყვარელო, როგორ მიხარია ამ სიტყვების კითხვა არ იცი, იმიტომ კი არა, რომ ისტორიაა განსაკუთრებული, უბრალოდ ეგ პერსონაჟი მეც დღემდე მტკივა, რა თქმა უნდა მიხარია მკითხველშიც მსგავს ემოციებს რომ იწვევს, ორმაგად კი ის მიხარია, შენისთანა მკითხველს რომ მოსწონს kissing_closed_eyes kissing_heart

 


№12  offline წევრი nestanuka13

არ მქონდა წაკითხული ეს ისტორია ეხლა წავიკითხე და მე ზოგადად ცუდი დასასრულის სასტიკი წინააღმდეგი ვარ ხოლმე ))) თუმცა ჩემი აზრით მაინც შეიძლებოდა კარგას დასრულება ამდენი წლიანი განშორების და ტანჯვის შემდეგ რავიცი

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
არ მქონდა წაკითხული ეს ისტორია ეხლა წავიკითხე და მე ზოგადად ცუდი დასასრულის სასტიკი წინააღმდეგი ვარ ხოლმე ))) თუმცა ჩემი აზრით მაინც შეიძლებოდა კარგას დასრულება ამდენი წლიანი განშორების და ტანჯვის შემდეგ რავიცი


ალბათ შეიძლებოდა, არ უარვყოფ smile უბრალოდ როცა ამ ისტორიაში გამოყენებული მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის ცხოვრება სამწუხაროდ ასე დასრულდა

 


№14 სტუმარი Ana

რა ვქნა გიორგისნაირი კაცების არც სიყვარული მწამს და არც სხვა რამ.
დატანჯა თამარი.
რა ვიცი, რა ვიცი.

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Ana
რა ვქნა გიორგისნაირი კაცების არც სიყვარული მწამს და არც სხვა რამ.
დატანჯა თამარი.
რა ვიცი, რა ვიცი.

ასეთი კაცების არც მე მწამს, თუმცა არსებობენ smile

 


№16  offline წევრი triniti

Vaime es ra iyo shokirebuli var xxx mas ver vigeb makankalebs da titqos damewva guliii.am saitze mgoni aseti zlieri gulshichamwvdomi da emociuri araferi wamikitxavs.chemtvis giorgis siyvaruli ragac araamqveyniuria warmoudgeneli originaluri da ubralod sheuzlebeli tumca dasawyisshive chanda rom es gamorcheuli da umagresi iqnebodaa.ubralod sityvebi ar myofnis am yvelafris gadmodacemad rasac vgrznobdi .aseti mesmis da mwams siyvarulii.imagresi xar aseti magari araferi eamikitxavs aq.ase gaagrzele .

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

triniti
Vaime es ra iyo shokirebuli var xxx mas ver vigeb makankalebs da titqos damewva guliii.am saitze mgoni aseti zlieri gulshichamwvdomi da emociuri araferi wamikitxavs.chemtvis giorgis siyvaruli ragac araamqveyniuria warmoudgeneli originaluri da ubralod sheuzlebeli tumca dasawyisshive chanda rom es gamorcheuli da umagresi iqnebodaa.ubralod sityvebi ar myofnis am yvelafris gadmodacemad rasac vgrznobdi .aseti mesmis da mwams siyvarulii.imagresi xar aseti magari araferi eamikitxavs aq.ase gaagrzele .

როგორ გამახარეთ თქვენი სიტყვებით ვერც კი წარმოიდგენთ. kissing_heart ეს ისტორია ჩემთვის ზედმეტად მტკივნეული და ძვირფასია, ორმაგად მიხარია როცა მკითხველსაც მოგწონთ kissing_heart

 


№18  offline წევრი მაია120

ლამაზად წერთ, სასიამოვნოა კითხვა, სიუჟეტი ამაღელვებელი და განცდებით დატვირთული იყო... ცოტა ბედნიერი დღეების აღწერა დამაკლდა, იმდენად ვიგრძენი განშორება,რომ ერთად ყოფნის დეტალები, შვილებთან შეხვედრა , ოჯახური ცხოვრება უფრო გამაბედნიერებდა. თუმცა უდავოდ ლამაზი ისტორიაა, გმადლობ!
--------------------
წერწერა

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მაია120
ლამაზად წერთ, სასიამოვნოა კითხვა, სიუჟეტი ამაღელვებელი და განცდებით დატვირთული იყო... ცოტა ბედნიერი დღეების აღწერა დამაკლდა, იმდენად ვიგრძენი განშორება,რომ ერთად ყოფნის დეტალები, შვილებთან შეხვედრა , ოჯახური ცხოვრება უფრო გამაბედნიერებდა. თუმცა უდავოდ ლამაზი ისტორიაა, გმადლობ!

ძალიან მიხარია ძველი ისტორიებისადმი თქვენი ინეტერესი, დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის kissing_heart რაც შეეხება ბედნიერ დღეებს, ამ ისტორიას საფუძვლად რეალური ამბავი უდევს, რომელიც ბევრად უფრო სევდიანი გახლდათ, ვიდრე ჩემგან აღწერილი. უბრალოდ უფრო მეტად ვერც შევალამაზებდი და ვერც შევცვლიდი. ჩემთვის დღემდე მტკივნეული თემაა და მიხარია თქვენც რომ მოგწონთ.

 


№20 სტუმარი victoriaemma

სესხი! სესხი! სესხი !!!
ეძებთ რეპუტაციას და აკრედიტებულ კერძო სასესხო კომპანიას, რომელიც სესხებს სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალებას აძლევს. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის სესხს ძალიან სწრაფი და მარტივი გზა, პირადი სესხი, მანქანის სესხი, მთავარი სესხი, სტუდენტური სესხი, ბიზნეს სესხი, საინვესტიციო სესხი, ვალის კონსოლიდაცია და სხვა. ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე უარყავი? გჭირდებათ კონსოლიდაცია სესხი ან იპოთეკა? ძებნა აღარ არის, როგორც ჩვენ აქ ვართ, რათა ყველა თქვენი ფინანსური პრობლემები წარსულის. 2% -იანი თანხით ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ ინდივიდუალურ და ბიზნესს სესხების სახით. საჭირო არ არის სოციალური უსაფრთხოების ნომერი და საკრედიტო შემოწმება არ არის საჭირო 100% გარანტირებული. მე მინდა გამოვიყენო ეს საშუალება იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ საიმედო და ბენეფიციარ დახმარებას ვუწევთ და მოხარული ვიქნებით სესხის შემოთავაზებაზე.
ასე რომ მოგვწერეთ დღეს: ([email protected]) ახლა სესხის მისაღებად.

 


№21 სტუმარი Guest ელენა

ძვირფასო სესხის მიმღები

თქვენ რაიმე ფინანსური სირთულეები ხართ? გნებავთ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი? ეს საკრედიტო კომპანია შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში ერთადერთ მიზნებთან ერთად, რათა დაეხმაროს ღარიბებს და ადამიანებს ფინანსური სირთულეები. თუ გსურთ მიმართოთ სესხს, დაუბრუნდით ჩვენს დეტალებს ელ.ფოსტით: [email protected]

სახელი:
სესხის თანხა საჭიროა:
სესხის ხანგრძლივობა:
მობილურის ნომერი:

მადლობა და ღმერთმა დალოცოს
დარწმუნება
ელენა

 


№22 სტუმარი DR MAXWELL

თირკმლის ყიდვა გსურთ თუ გსურთ თქვენი თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას, რომ თქვენი თირკმლის ფული გაყიდოთ ფინანსური რღვევის გამო და არ იცით რა უნდა გააკეთოთ, შემდეგ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ გთავაზობთ თირკმელზედა ჯამში 500000 დოლარს. მე მქვია ექიმი MAXWELL ვარ ნევროლოგი BILL ROTH HOSPITAL. ჩვენი საავადმყოფო სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ასევე გვაქვს საქმე თირკმელების ყიდვასა და გადანერგვაში, შესაბამის დონორთან. Ჩვენ ვართ
მდებარეობს ინდოეთში, აშშ, მალაიზია, სინგაპური. იაპონიაში

თუ გაინტერესებთ თირკმლის გაყიდვა ან ყიდვა, გთხოვთ ნუ დააყოვნებთ
დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით და ელ.ფოსტით.
ელ.ფოსტა: [email protected]
Whats აპის ნომერი: +33751490980

Საუკეთესო სურვილებით
ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲘ
DR MAXWELL

 


№23  offline წევრი Crazy dreamer

გენიალური იყო.
გავოცდი.
არ ვიცი რა ვთქვა.
არაჩვეულებრივი ხართ.
ღმერთო რამდენი ვიტირე.
და მაინც სიყვარულს სიკვდილი ვერ მოერევა.

 


№24  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Crazy dreamer
გენიალური იყო.
გავოცდი.
არ ვიცი რა ვთქვა.
არაჩვეულებრივი ხართ.
ღმერთო რამდენი ვიტირე.
და მაინც სიყვარულს სიკვდილი ვერ მოერევა.

გეთანხმები ვერც ერევა

 


№25 სტუმარი ლამარა

ძალიან მომეწონა და საერთოდ, სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ყველა ნაწარმოებს. ყველა დიდი ინტერესით იკითხება. ზოგი მეტისმეტად სევდიანიც კია. ერთი შენიშვნა მაქვს, გნებავთ, თხოვნად ჩამითვალეთ, სასურველია სტილისტურად უფრო დახვეწოთ.

 


№26 სტუმარი DR UMAR

ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ნაღდი ფულით ფინანსური კრიზისის გამო და არ იცით რა გააკეთოთ? დაგვიკავშირდით დღესვე და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას თქვენი თირკმლისთვის.

ფოსტა: [email protected]
WhatsApp: +31 684911709
ტელეგრამა: +31 684911709
Viber: +31 684911709

მე მქვია ექიმი UMAR მე ვარ ნეფროლოგი UMAR კლინიკაში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ასევე ვმკურნალობთ
თირკმელების შეძენა და გადანერგვა
შესაბამისი დონორი.
ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, საფრანგეთში, ნიგერიაში, შეერთებულ შტატებში, მალაიზიაში, დუბაიში, ქუვეითში
ყურადღებით
DR UMAR

ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ნაღდი ფულით ფინანსური კრიზისის გამო და არ იცით რა გააკეთოთ? დაგვიკავშირდით დღესვე და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას თქვენი თირკმლისთვის.

ფოსტა: [email protected]
WhatsApp: +31 684911709
ტელეგრამა: +31 684911709
Viber: +31 684911709

მე მქვია ექიმი UMAR მე ვარ ნეფროლოგი UMAR კლინიკაში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ასევე ვმკურნალობთ
თირკმელების შეძენა და გადანერგვა
შესაბამისი დონორი.
ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, საფრანგეთში, ნიგერიაში, შეერთებულ შტატებში, მალაიზიაში, დუბაიში, ქუვეითში
ყურადღებით
DR UMAR

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent