თვალები (1 თავი)
ავტომობილი მიექანება ჟინვალ გესისკენ, მისი მგზავრები გადაღლილი სახით გადაჰყურებენ სიმწვანეში ჩაფლულ წყალს, ნუთუ შეიძლება ადამიანს ასეთი სილამაზის დანახვისას გული არ აუჩუყდეს?! თუმცა უცნაურია, მგზავრები თითქოს ვერც კი ამჩნევენ ბუნების ამ საოცრებას, მიკვირს და მაღიზიანებს მათი ინერტული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვაჟა-ფშაველა სწორედ ამ ბუნებამ შობა. ავტომობილში უკან მოხუცი მანდილოსანი ზის, ლამაზი, ქართული სილამაზის სახით, ალბათ სწორედ ასეთ ქალბატონებს აღწერდნენ მწერლები, როცა ამბობდნენ ბანოვანისა და დიდებულის შეხედულება აქვთო. თმები უკან ქონდა გადაწეული, მაღალი შუბლი და მკაცრი გამოხედვა, ყურადღებით თუ დააკვირდებოდი რამდენად ლამაზი სახეც ქონდა, იმდენად იდუმალი ნაღველიც ახლდა. ვუმზერდი და რატომღაც მის შემხედვარეს რიდი და მოწიწება მეუფლებოდა. ავტომობილმა ჟინვალთან გადაუხვია და ფშავის ხეობისკენ დაიძრა. ქალბატონმა ნაღვლიანი მზერით ჯერ მგზავრებს შეხედა, დიდხან ჩასცქეროდა წყალს, მზერა გადაიტანა მწვანით შემოსილი ტყისკენ და ისე ამოიოხრა თითქოს დიდი ნაღველი და დარდი გააყოლა. უცნაურია რა უნდა ასეთ მომხიბვლელ და ლამაზ ქალბატონს აქ, ამ ტყეში? ერთ - ერთ მივარდნილ სოფელთან მძღოლს ავტომობილის გაჩერება სთხოვა, მსუბუქი ტყავის შავი ჩანთა საბარგულიდან ამოაღებინა და სოფლის მიმართულებით წავიდა (თუმცა იქ სოფელი თუ იყო არც ვიცოდი). - იქ დასახლება არის?- ვკითხე მძღოლს, როცა მანდილოსანი ხეების ჩრდილში მიეფარა. - კი, აგარაკები აქვთ აშენებული, თუმცა ხალხი ნაკლებად დადის. - ამდენი წლებია ამ ხეობას ვსტუმრობ და მანდ თუ დასახლება იყო არც ვიცოდი. რატომღაც თვალებიდან იმ ასაკოვანი ქალბატონის სახე არ გამომდიოდა, თითქოს სადღაც ვნახე წლების წინ და ვერ იქნა და ვერ აღვიდგინე სად. - როცა დრო მექნება აუცილებლად უნდა მოვინახულო. რამოდენიმე დღეში კვლავ თბილისში ვბრუნდებოდი, ბედად მძღოლი იგივე შემხვდა და ჩემი პირობაც გამახსენდა. როცა აგარაკებისკენ გადასახვევს გავცდით რატომღაც იმ ლამაზი ქალბატონის ნახვა მომინდა. - გააჩერეთ ავტომობილი! - გავძახე მძღოლს, - აქ?! – გაოცებულმა მკითხა მან _ თქვენ ხომ თბილისში მობრძანდებოდით ბატონო დავით? - კი, მაგრამ აქ საქმე მაქვს და ეხლა გამახსენდა. მძღოლს არაფერი უთქვამს, ალბათ იფიქრა ამ ტყეში რა საქმე უნდა ჰქონდესო, მაგრამ კითხვისგან თავი შეიკავა, მეც რომ არ გადამეფიქრა რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი ავტომობილიდან და ტყისკენ მიმავალ გზას დავადექი. ტევრში შევედი, თუ არა ულამაზესი სანახაობა გადაიშალა თვალწინ, პატარა დასახლება თითქოს შუაგულ ტყეში ჩაძირულიყო, ამ ლამაზ ბუნებასთან ერთად დაიბადა და მისი ნაწილი გამხდარიყო. მივაბიჯებდი და წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მეპოვა ის იდუმალი ქალბატონი, უკვე სასაცილოდ მეჩვენებოდა ჩემი ახირება, თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი, ის რომ არა ამ სილამაზეს ხომ ვერც ვნახავდი?! ასე ვსეირნობდი და ბუნების მშვენიერებით ვტკბებოდი. არაგვზე დაკიდული ბეწვის ხიდი დავინახე და იქვე მდინარეში ბავშვები შევნიშნე, რომლებმაც შორიდანვე შემამჩნიერს და ინტერესით მაკვირდებოდნენ უცხო სტუმარს, მივუახლოვდი და მივესალმე. ერთ-ერთ ყველაზე მოზრდილს ვკითხე, ხომ არ იცნობდა ჩემს “იდუმალ ქალბატონს”, ბავშვი ყურადღებით დამაკვირდა, ალბათ ფიქრობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის პასუხი, რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ მითხრა: - თქვენ დეიდა თამარზე მეკითხებით, იგი ცოტა მოშორებით, სოფლის ბოლოში, მურყნიანებში ცხოვრობს. - გაიზარდე დიდი ბიჭი! ისე გამიხარდა ბავშვის ნათქვამი, რომ მაშინვე მითითებული მიმართულებით გავემართე, თუმცა არც დავფიქრებულვარ რას ვეტყოდი მას, რა მინდოდა ან რას ვეძებდი. მურყნიანებში მისვლას დიდი დრო არ დაჭირდა, ქალბატონი თამარი შორიდანვე შევამჩნიე, ეზოში დარგულ შავი ვარდებს რწყავდა, არა ეს ქალი აქაური არ იქნებოდა, ეზოსაც ეტყობოდა, პატრონის სიმკაცრე და აკურატულობა, ხეები ერთიმეორის გასწვრივ ისე იყო დარგული, თითქოს ხაზის სისწორეზე ჩაემწკრივებინოს გენერალს, სწორდიო დაუძახია და ასე გაჯგიმულები დაუტოვია სამხედროებივით, შესასვლელ გზაზე გვერდზე ყვავილები ქონდა ჩამწკრივებული, ძირითადად ვარდები (ან სად ნახა ასეთი ფერის?). - გამარჯობათ. - შორიდანვე მივესალმე ქალბატონს. ქალი წელში გაიმართა, შემომხედა: - გაგიმარჯოს! - მშრალად მიპასუხა და კვლავ ყვავილებს მიაჩერდა, თითქოს მაგრძნობინა რომ დაუპატიჟებელ სტუმართან სალაპარაკო არაფერი ქონდა. - შეიძლება შემოვიდე? - ვკითხე მე. ქალს გაოცება შეეტყო სახეზე: - კი ბატონო, მობრძანდით. - უტაქტობაში ნუ ჩამომართმევთ, აქაური ბრძანდებით? - არა, რამდენიმე დღით გამოვექეცი თბილისის სიცხეს. - ააა... გასაგებია..... - რა არის გასაგები?! - არაფერი... – დავიბენი მე, მართლაც რა იყო გასაგები?! - მე მწერალი დავით გამრეკელი გახლავართ... - გავეცანი მას - ბინის დაქირავება მინდოდა რამდენიმე დღით, ვინმეს ხომ ვერ მიმასწავლიდით? - რა გითხრათ, არა მგონია აქ ვინმე ოთახს ან სახლს აქირავებდეს, როგორც წესი ამ სოფელს ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა არც არავინ სტუმრობს. მარტო თქვენ ბრძანდებით, თუ გახლავთ ვინმე? - მხოლოდ მე,…… მოთხრობას ვწერ და განმარტოებულ ადგილს ვეძებ….. ქალბატონს გაეღიმა: - კეთილი, ბატონო დავით, და რას წერთ ამ მთებში თუ საიდუმლო არ არის ?! – მისმა ოდნავ ცინიკურმა ტონმა გამაღიზიანა. - ჩვენ Fფშავის ხეობას ვიკვლევთ, ხევსურეთში არქეოლოგიური გათხრებიც გვაქვს წამოწყებული. - საიდუმლოებების ამოხსნას ვერ დაგპირდებით, თუმცა შემიძლია ჩემთან ერთი ოთახი დაგითმოთ, ერთი პირობით, თუ ზედმეტი სიწყნარე არ მოგბეზრდებათ.… გამეღიმა: _ რას ბრძანებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, მე სწორედაც რომ წყნარ ადგილს ვეძებდი, მწერალს შეიძლება სიწყნარე აწუხებდეს? ამისთვის თქვენი სახლი ზედმიწევნით მისაღებია. ჩემი სახლის მეპატრონე, საკმაოდ სიტყვაძვირი ქალბატონი აღმოჩნდა, როგორც დამპირდა, ნამდვილად წყნარი გარემო გახლდათ გარშემო, მთელი დღის განმავლობაში თითქმის ვერ ვხედავდი, თუმცა ვამჩნევდი, რომ ყოველ დილით, ყვავილებისგან თაიგულს აკეთებდა და სადღაც მიდიოდა. რა უნდა მეკეთებინა? დავდიოდი და გარემოს ვათვალიერებდი, სოფელი ხალხმრავლობით არ გამოიჩეოდა. ალაგ-ალაგ თუ შეამჩნევდი შემთხვევით გამვლელს. ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს ტყის ნაპირს ავუყევი, საიდანაც ბილიკით სოფლის სასაფლაოსკენ გადავუხვიე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ჩემი სახლის მეპატრონე იქ დავინახე. ერთ-ერთ საფლავთან იჯდა და მიწას ჩასჩერებოდა, ახლოს მისვლა ვერ გავბედე, თუმცა ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ისე მაინტერესებდა ვინ იყო გარდაცვლილი და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.