შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 2


9-02-2017, 22:38
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 744

მოთმინება არ მყოფნის ცხოვრებისთვის
სიორენ კირკეგორი[

პარასკევი იყო და უხასიათოდ იყო,რადგან შემდეგი 2 დღე სახლში უნდა ყოფილიყო და მას ვეღარ დაინახავდა.ახლა ეს 48 საათიც მთელ საუკუნეს გავდა.არც მისი სახელი იცოდა და არც გვარი,ამიტომ სოციალურ ქსელებში მისი მოძებნა შეუძლებელი იქნებოდა.
ცდილობდა ეს 2 დღე ისე გაეყვანა,რომ დროის ნელი გასვლა არ ეგრძნო,გვიანობამდე ეძინა,მასწავლებლებთან დადიოდა და მეგობრებს ნახულობდა.მთელი ღამე ფიქრობდა,რა მოეწონა მასში პირველივე დანახვისას,რატომ მოხიბლა,რატომ მიიზიდა ასე,მისი სახელიც კი არ იცოდა.ცდილობდა თავი აერიდებინა იმაზე ფიქრს,რომ მალე ახალი წელი მოვიდოდა,რამდენიმე კვირა კი მისი დანახვის გარეშე,სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.ფიქრს ვერ წყვეტდა იმაზე,თუ რითი მოიხიბლა ასე სწრაფად,მაგრამ ვერაფერი გაეგო,მთავარი იყო,რომ მან ასე მიიზიდა. კვირას,დილით მობილურის ხმამ გააღვიძა.უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ
-როგორ ხარ,მარიამ?-ბოხი ხმით უთხრა მამაკაცმა
-კარგად,რომელი ხართ?
-ირაკლი ვარ
ირაკლი მისი მამა იყო.მამა,რომელიც დედაზე ძალადობდა,შვილი მიატოვა,სხვა ოჯახი გაიჩინა და მხოლოდ ერთხელ,მის დაბადებისდღეზე ახსენდებოდა პირველი,უფროსი შვილი და მამა,რომელიც მთელი ბავშვობა ასე ძალიან აკლდა.
-შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ.გეძინა?
-კი - ცივად უპასუხა მარიმ,როგორც კი გაიგო,რომ მამამისი იყო
-როგორ მიდის სწავლის საქმეები?
-როდის აქეთია ჩემი სწავლის საქმეებს კითხულობ
-ჩემი შვილი ხარ და მაინტერესებს
-ეხლა ვარ შვილი არა? - ირონიული ღიმილით უპასუხა მარიმ,მისი ეს ირონია კი ხმაზე აშკარად იგრძნობოდა
-შენ სულ ჩემი შვილი იყავი
-ხო,აბა რა-ისევ იგივე ტონით უპასუხა
-როდის მოხვალ ჩემთან?
-და როდის დავდიოდი შენთან,ეხლა რომ მოვიდე?
-რატო მეუხეშები?
-აბა შენ როგორ უნდა გელაპარაკო?
-როგორც შვილმა მამას
-ეხლა გავხდით ნამდვილი მამა-შვილი არა?
-მწყინს ეგრე ლაპარაკი
-ისე,სულერთია ჩემთვის შენ რა გწყინს.შენთვისაც ხომ სულ ერთი ვარ
-არ ხარ სულ ერთი,რატო მელაპარაკები ეგრე
-როგორ არ ვარ სულ ერთი.სულ ერთი რომ არ ვიყო განა წელიწადში ერთხელ მომიკითხავდი,ისიც ჩემს დაბადების დღეზე.წლები ისე გადის,რომ შვილს არ ნახულობ და მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით მილოცავ ხოლმე,ისიც მხოლოდ სოციალურ ქსელზე მესიჯით შემოიფარგლები.კიდევ გიკვირს არა ესეთი ლაპარაკი?
-მე სულ მახსოვხარ,შენ არ გახსოვს მამა
-ღირსი ხარ,რომ მახსოვდე?
-მნახე რა და ვილაპარაკოთ
-არ მინდა
-გთხოვ,მნახე და ვილაპარაკოთ
- რამე გვაქვს სალაპარაკო?
-კი,მარიამ,გვაქვს სალაპარაკო
-არა ირაკლი,არაფერი არ გვაქვს,არ მინდა შენი ნახვა - ალბათ ნახავდა კიდეც,რომ არა დედამისი,რომელსაც მამამისი ასე ძალიან სძულს და შვილისგანაც იგივეს მოითხოვს,მიუხედავად იმისა,რომ შვილთან მიმართებაში ამ საკითხზე არასწორად ფიქრობს
-რატო მახვეწნინებ,უთხარი დედაშენს და დაგირეკავ და გნახავ
-კარგად
-კარგი,კარგად
რამოდენიმე წუთში ჩაიცვა და დედამისს მოახსენა ყველაფერი.რათქმაუნდა დედამ ნება არ დართო,რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა მარიამს.მთელი დღე მოულოდნელ ზარზე ფიქრობდა,გულიც კი მოულბა,თუმცა შემდეგ ის ტირილში გათენებული ღამეები გაახსენდა,მამა რომ ენატრებოდა,გაახსენდა ისიც,თუ როგორ ეჭვიანობდა მის ახალ ოჯახზე,უმცროს ნახევარ დაზე,რომელსაც ის სიყვარულიც ერგო,რაც წესით მარიამის უნდა ყოფილიყო,მას არ უცხოვრია მამის გარეშე,არც მონატრებია და არც მამის სითბო და ყურადღება მოჰკლებია,მარიამს კი ეს ყველაფერი ძალიან აკლდა.გახსენდებოდა ის მომენტებიც,როცა პატარაობისას მამას ეთამაშებოდა,ეს ბუნდოვანი მოგონებები კი დიდ ტკივილს აყენებდა,რომელსაც ტირილამდე მიყავდა.იხსენებდა იმასაც,თუ პატარა ბავში ბაღის კართან როგორ ელოდა მამის გამოჩენას,ხოლო იმის წარმოდგენა კი არ სურს,თუ რას იგრძნობდა ეს პატარა ბავშვი,ბაღის კარისკენ რომ ქონდა მიპყობილი მზერა,იმის მაგივრად,რომ სხვა ბავშვებთან ერთად ეთამაშა.სწორედ ამ ფსიქოლოგიურმა ტრავმამ გაუჩინა მოზარდობაში ზოგიერთი კომპლექსი,იმაზეც კი იყო დაკვირვებული,რომ მასზე ბევრად უფროსი,თითქმის მამის ხნის მამაკაცები იზიდავდა,ეს ფსიქოლოგიური მომენტი კი ნიშნავდა იმას,რომ მამის სითბოს მისი ხნის მამაკაცებში ეძებდა.არ იცოდა ამ ფენომენს რა ერქვა,სანამ ფროიდის ერთ-ერთი ფრაზა არ წაიკითხა მამისგან სითბოს მოკლებული გოგონას შესახებ,რომლის თანახმადაც ასეთი გოგონები ბევრად უფროს,მამის ტოლი კაცსაც კი მიყვებოდნენ ცოლად,სწორედ მაშინ ამოიცნო საკუთარი თავი და მაშინ გაიგო,რომ მხოლოდ მას არ სჭირდა ეს ,,უცნაურობა“.
იცოდა,რომ კვირას,ღამით ვერ დაიძინებდა გათენების მოლოდინში,ამიტომ საძილე აბები მიიღო,რომელსაც უძილობის დროს სვამდა ხოლმე და მალევე დაიძინა.უხაროდა ის,რომ ძილის დროს,დროის გასვლას ვერ იგრძნობდა.
მაღვიძარამ დარეკა თუ არა,მაშინვე გაახილა თვალები და 5 წუთით ისევ გააგრძელა ძილი.იცოდა,რომ დღეს მისი ნახვა გარდაუვალი იქნებოდა,ამიტომ დიდად აღარ ჩქარობდა სკოლაში სწრაფად წასვლას.უბრალოდ არჩევანის წინ იდგა,ადრე წასულიყო და მაშინ დაენახა,თუ დაეგვიანა,რადგან მანდატურს შემდეგ მისთვის შენიშვნა მიეცა.ბოლოს მაინც ადრე წასვლა ამჯობინა.
დილიდანვე ენერგიულად იყო,ამ მშვენიერი გრძნობის გამო.ამიტომ სკოლაშიც მალევე მივიდა.შენობას მიუახლოვდა თუ არა,თვალებით მაშინვე ,,მას“ დაუწყო ძებნა,გარეთ არ ჩანდა.შევიდა შენობაშიც და გული უსკდებოდა,თუმცა სკოლაშიც არ დაუნახავს.გაკვეთილი ისე დაიწყო,რომ მისთვის თვალიც არ მოუკრავს.ცოტას ნერვიულობდა და ზარის დარეკვას ელოდებოდა.დაირეკა თუ არა,გარეთ გავიდა და დერეფანში დაიწყო სიარული,თუმცა მაინც არ დაუნახავს.ფიზკულტურის გაკვეთილზე გადაწყვიტა გარეთ არ გასულიყო და კლასში დარჩენილიყო.როცა კლასი დაცარიელდა და გაკვეთილები დაიწყო,კლასში მარტო დარჩენილმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა.ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა.ცივი ქარი ქროდა,რაც ძალიან უყვარდა.ცივი ამინდი,წვიმა,თოვლი,ქარი მოსწონდა,რადგან მის შინაგანი,მელანქოლიურ სამყარო სწორედ ამის მსგავსი იყო.ესიამოვნა სახეზე მოხვედრილი სიცივის შეგრძნება.ფიქრებს მიეცა და ისევ უცნობზე ფიქრობდა.აღარ იცოდა რა ეფიქრა,სად წავიდა,როგორ გაქრა.როცა კლასელებს კითხა,არავინ არაფერი იცოდა.ცრემლებით აევსო თვალები,მის გულში სრული ქაოსი იყო,ვერ იგებდა,რატომ შეიძლებობა უცნობი ადმიანის გამო ტირილი,თუმცა ეს უცნობი ადამიანი მის გულში და სულში რაღაცა ღრმას შეეხო,ისეთს,რამაც თითქოს ის შინაგანად შეცვალა და გადატრიალება მოახდინა.კლასის კარები გაიღო,ისე,რომ მარიამს არც გაუგია
-რატომ ხარ კლასში მარტო,ან სიგარეტს რატომ ეწევი სკოლაში?
და უცებ მოულოდნელმა ხმამ შეაკრთო,შეაშინა,ადრენალინმა იმატა ბედნიერებისგან და გული აუჩქარა,როცა ,,ის“ დაინახა.



№1  offline მოდერი bla.ell

Saintereso iyooo sayvarelo❤❤veli shemdeg tavskissing_heart

 


№2  offline წევრი anonimiavtori

bla.ell
Saintereso iyooo sayvarelo❤❤veli shemdeg tavskissing_heart

უღრმესი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent