მორჩილება– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ. – ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე. – როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს? – სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია. ერიხ მარია რემარკი. აკანკალებული,გაყინული ხელებით გააღო სახლის კარი.განერვუილებულმა შიგნიდან ჩაკეტა კარი და სწრაფადვე მოვიდა გონზე.სველი ტილო აიღო,კარი გააღო და სისხლიანი სახელური გაწმინდა,ისევ სახლში შევიდა.აბაზანა გაავსო,ტანსაცმელი გაიხადა და წყალში ჩაყვინთა.როდესაც წყალში ბოლომდე ჩაყურყუმალავდება,მოდიან ხილვები,ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან უკვე მომხდარი და გადატანილი ამბები,პატარ-პატარა ცოდვები,რომელთაც მსუბუქი სინდისის ქენჯნა სდევთ თან.ფეხზე წამოდგა,სწრაფად დაიბანა და ჩამოირეცხა უდიდესი,წითელი ცოდვა.დაასრულა თუ არა ბანაობა,სწრაფად ჩაიცვა ახალი ტანსაცმელი,ყავის დალევას შეუდგა,სიგარეტი გააბოლა და მშვიდად დაელოდა პოლიციის სირენის ხმის გაგონებას,რომელიც მალე მის სახლს მიადგებოდა. მორჩილება საათმა შვიდზე დარეკა. მარიამის საძინებელ ოთახში შეწყვეტილი სიზმრისა და ადრიანი დილის სუნი იდგა. თეთრ ბალიშისპირს მკრთალად აჩნდა მისი სახის მრგვალი მოხაზულობა. ერთხანს საწოლზე ჩამომჯდარი აყურადებდა დილის სიჩუმეს, მერე თმა შუაზე გახლეჩილი ძილის მსგავსად გადაიყო და კეფაზე აიკრა.ლოგინიდან ადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა.ისაუზმა და წასასვლელად გაემზადა. როგორც ყოველთვის,სკოლაში ისევ დააგვიანა.შევიდა შენობაში და ნელი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.მოსახვევს მიუახლოვდა,თავი დაბლა ქონდა ჩარგული და თავისთვის ფიქრობდა,როცა იმავე მოსახვევში რაღაცას შეასკდა.თავი ასწია და მისთვის უცნობი,საშუალი სიმაღლის,ჩასხმული ჭაღარა კაცი,ახალი მანდატური შერჩა ხელში. -უი,ბოდიში - უთხრა მანდატურმა მარიმ უკმაყოფილო სახით შეხედა,არაფერი უპასუხა და კლასში შევიდა.ცოტა ხანს მომხდარზე ფიქრობდა,შემდეგ გაკვეთილებზე გადაერთო,რამდენიმე დასვენებაზე დერეფანში გაიარა,არ იცოდა რატომ,მაგრამ კიდევ ერთხელ უნდოდა მისთვის შეეხედა,უფროსწორად უკმაყოფილო სახით შეეხედ და ეს გამოუვიდა კიდეც.ერთფეროვანი დღეები გადიოდა,არაფერი იცვლებოდა,ყველაფერი უაზრობა გახდა,არა იმის გამო,რომ 17 წლის იყო და გარდატეხის ასაკი ქონდა,არამედ იმიტომ,რომ მისი ცხოვრება ყოველთვის ასეთი უაზრო და უინტერესო იყო. ისევ ჩვეულებრივი დღე იყო სკოლაში.გაკვეთილზე დაგვიანების გამო გაკვეთილიდან გამოუშვეს და დაცარიელებულ დერეფანში დაიწყო სიარული.უაზრო ფიქრები აწუხებდა,თუ ისევ ის ახალი ,,ტიპი“ შეხვდებოდა,წინასწარ მოამზადა პასუხი,მაგრამ არ უნდოდა ეფიქრა,რომ ცუდი მოსწავლე და ამის გამო დერეფანში ყურყუტი უწევდა,პირიქით,კარგი მოსწავლე იყო,მაგრამ რას იფიქრებდა ის ტიპი,შემთხვევით რომ შეხვედროდა.მარიმ უაზრობებზე ფიქრი შეწყვიდა და ფანჯარასთან დადგა.იმედი ქონდა,რომ გამოივლიდა,თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ.ალბათ კეთილმა მზერამ და სიმპატიურმა სახემ მოხიბლა.ფიქრებს მიეცა,როცა უცებ მას მოკრა თვალი,გულმა გამალებით დაუწყო ცემა და დაელოდა,როდის მივიდოდა მისკენ. -რატომ არ ხარ გაკვეთილზე?-კითხა მანდატურმა -დავაგვიანე და მასწავლებელმა გამომიშვა-რომელი კლასია შენი? -მე-12 -კარგი,აქ დამიცადე მანდატური კლასისკენ გაერმართა,მარიამს კი გულში უხაროდა და მადლობელიც კი იყო მასწავლებლის.ცოტა ხნის შემდეგ კლასიდან მანდატური გამოვიდა და ზარიც ამ დროს დაირეკა.მანდატური მიუახალოვდა: -ჩემს კაბინეტთან მიდი და მოვალ მეც მალე - სერიოზული ტონით უთხრა მარი უთქმელად დაიძრა ადგილიდან და მანდატურის კაბინეტთან დადგა.რამოდენიმე წუთში კაბინეტისკენ მომავალი მანდატური დაინახა და სწორედ ამ დროს ზარიც დაირეკა,რამაც კიდევ ერთხელ გაახარა მარი.მანდატურმა კარი გააღო და ჯერ გოგონა შეიშვა,მარიამიც გაუნძრევლად დადგა. -ყოველ გაკვეთილზე აგვიანებ დუმილი -ყოველ დილით აგვიანებ და სხვა მასწავლებლებსაც ქონიათ პრეტენზია.შორს ცხოვრობ? -ახლოს ვცხოვრობ -აბა რა გიშლის ხელს ადრე მოსვლაში? -არაფერი -ხოდა თუ არაფერი,უფრო ადრე მოდი ხოლმე,რომ აღარ გეჩხუბონ - ღიმილით უთხრა მანდატურმა მარიამმა თავი დაუქნია -შენი სახელი და გვარი მითხარი? -მარი ათანელიშვილი -ხომ გაგე მარი? - თბილად უთხრა და სახელი და გვარი ჩაიწერა -გავიგე - ოდნავ ღიმილით უპასუხა მარიამმაც -ეხლა წადი,გაკვეთილი დაიწყო ერთი წამის განმავლობაში გოგონა გაუნძრევლად იდგა,რაღაც აკავებდა,თუმცა არ იცოდა რა.უბრალოდ იქ უნდოდა ყოფნა,გაუცნობიერებელი მიზეზით.არა გაკვეთილის გაცდენის სურვილის გამო,რაც ყველა მოსწავლეს უნდა,არამედ იმ ოთახში არსებული რაღაც ნაზის გამო,რაღაც სითბოს გამო,რაც აკავებდა და წასვლის სურვილს უკარგავდა.წარმოიდგინა ისიც,თუ როგორ სწრაფად აკოცა.იმის გამო,რომ წესიერად არც კი იცნობდა,ეს შედარებით ადვილი ეჩვენებოდა,ხოლო თუ კარგად გაიცნობდა,ეს შეუძლებელი გახდებოდა სირცხვილის გამო.თუმცა მაინც არ იცის რატომ გაუჩნდა ეს სურვილი,რატომ არ უნდა ოთახის დატოვება.ამ ფიქრებმა მთელ ერთი წამში გაუელვა,შემდეგ სწრაფად დაიძრა ადგილიდან და ოთახიდან გავიდა.დერეფანში გასულმა,ენერგიის და ადრენალინის საშინელი მოზღვავება იგრძნო.თავის თავს გამოუტყდა,რომ პირველივე დანახვისას მოეწონა სკოლაში რამდნეჯერმე ნანახი,,მოზარდისთვის შეუფერებელი,ზრდასრული მამაკაცი,რომელზეც არაფერი იცის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.