იძულებითი ქორწინება (10)
*წვეულებიდან 2 დღით ადრე* ჯერ 3 საათია და უკვე საშინლად დავიღალე. დილიდან დედასთან ერთად დავდივარ. ჯერ დედაჩემის კომპანიაში ვიყავი ჯონკუკის დაბადების დღისთვის, კაბის ზომების ასაღებად, მერე ფეხსაცმელების საყიდლად რომლითაც სხვათაშორის ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მალევე შევარჩიე, შევარჩიე რა შეარჩია... მაგრამ მართლაც რომ ულამაზესია, სულ თეთრი მაღალი წვრილი ქუსლით, საერთოდ არ ბზინავს, ულამასესია მართლა სადედოფლოა. ხო ამ დაბადებისდღისთვის დედაჩემმა გადაწყვიტა მე და ჯონკუკი ის გამოგვაწყოს, თითქოს მართლა ქორწილის დღეა, თავიდნ წესით რომელიმე საღამოს მშვრნიერი კაბა უნდა ჩამეცვა, მაგრამ ეს იდეა მალე ჩაესახა დედაჩემს და ახლა ორივემ ისე უნდა ჩავიცვათ როგორც ახალ დაქრწინებულებმა. ეს იდეა რა თქმა უნდა არც ერთს არ მოგვეწონა, მაგრამ ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი არის მშობლები დავაჯეროთ თითქოს მართლა გვინდა ეს ქორწილი და მართლა მოგვწონს ერთმანეთი. მათი ნდობა გვჭირდება. ფეხსაცმელებიდან მალევე გადავედით ძვირფასეულობაზე, მაგრამ დედაჩემის მოსაწონი ამხელა ქალაქში არაფერი მოიძებნა ამიტომ ეს საქმე გაჭიანურდა, ბოლოს მაინც ვერაფერი ნანახა და დანებდა, თან დააყოლა არაუშავს კიდევ გვაქვს ორი დღე რომ ვიშოვოთ რამეო. მოკლედ ამდენი წამების შემდეგ დედაჩემი მე მომეშვა და 3 საათზე დაბარებარებულ ჯონკუკზე გადავიდა, მე კი სახლში წამოვედი. ცოტა ხნიანი დასვენების შემდეგ კი კომპიუტერს მოვუჯექი, ცოტა რომ მიმეხედა ფონდისთვის, რამოდენიმე ახალი გადაწყვეტილებაც მივიღე, მაგალითად ბავშვებისთვის ახალი სათამაშოების ყიდვა და ძველების მოშორება. ის ის იყო უნდა გამეთიშა კომბიუტერი რომ წერილი მომივიდა მეილზე, კომპანიიდან. სწრაფად გავხსენი და გაბრაზებისკან კინაღამ ავფეთქდი. ფონდში ყოველ წლიურად 2 მილიონი ამერიკული დოლარი ირიცხება კომპანიიდან, უფრო სწორად თავიდან იყო ასე, ამ წლის დასაწყისში კომპანიის შეხვედრაზე გადაწყდა რომ ხარჯები დიდი იყო ამიტომ ამის შესამცირებლად, ფონდის ბიუჯეტი ყოველწრიულად 1,5 მილიონ დოლარზე ჩამოიტანეს, მე კი გავაპროტესტე მაგრამ აზრი არ ქონდა და დავნებდი. არ გეგონით რომ ეს ბევრია, ამ ფულით მთელი წლის განმავლობაში 40 ბავშვს ვუვლით, ვაჭმევთ და ვასმევთ და ვყიდულობს ყოველდღიურ საჭირო წამლებს რაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, ასევე თუ რომელიმე ბავშვს მიეცა საშვალება რომ გადარჩეს და ამისთვის მხოლოდ ოპერაციაა საჭირო პონდი ოპერაციის 90% იხდის, ამავდროულად კიდევ პერსონალს უნდა გადავუხადოთ ხელფასები და რა თქმა უნდა ბავშვებს შევუქმნათ კარგი პირობები მათ შორის სათამაშოებიც რომელიც უზომოდ ძვირი ჯდება. 1,5 დიარა 2 მილიონი დოლარი არ გვყოფნიდა ახლა კი მომსის წერილი რომ კიდევ 0,5 მილიონით შემცირდა ჩვენი ბიუჯეტი რაც არაფერში არ გვეყოფა. (ვინც არ იცის, კორეული ფულის ერთეულია ვონი, რასაც დოლართან შედარებით დაბალი კურსი აქვს) ახლა გამოდის რომ კომპანია მხოლოდ 1 მილიონს გადაიხდის ფონდში. მთელი დღის დაგროვილი გაბრაზედა, დაღლილობა, უზილობა და თავის ტკივილი ერთიანად გადაფარა მამაჩემის მოკვლის დაუოკებელმა სურვილმა, სწრაფად წამოვხტი, ჩაავიცვი შესაფერისად და კომპანიისკენ გავემართე, ჰანსოლთან ერთად, რადგან ბონსუ არ იყო სახში ჯონკუკს და დედაჩემს ახლდა. კომპანიაში შესულს ყველა თავის დახრით მომესალმა, მეც რაც ძალა მქონდა ვუღიმოდი ყველას და ვცდილობდი ბრაზი დამემალა. მამაჩემის კაბინეტთან მისულს, მაგიდასთან, კარის წინ მისი მდივანი არ დამხვდა, ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ შევსულიყავი, კარს მივუახლოვდი რომელიც ცოტათი ღია იყო. მამაჩემი დიდ ბორბლებიან სავარძელში იჯდა და ზურგი ექცია მდივნისთის, რომელიც გაქაფული ყვებოდა დღის განრიგს. ბიჭი შავი ფაილიდან რაღაცას კითხულობდა, ჯერ არ მივაქციე ყურადღება რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მერი საინტერესო რაღაც მომესმა და მეც დავიიწყე კართან მიყურადება რომ გამეგო საუბრის თემა -კომპანიის ბიუჯეტში ისევ აღდა ბალანსი, და აქციების ფასიც აიწია სერ- ამცნო მდივანმა და პასუხს ელოდა რომელის მიცემას მამაჩემი აშკარად არ ჩქარობდა. „ბიუჯეტი თუ ნორმაშია რაღას მომაკლო 0,5 მილიონი ფონდიდან?“ გავიფიქრე ჩემთვის და უფრო გავბრაზდი -გასაგებია, შეინარჩუნეთ ეგ რიცხვი და ასევე ყურადღება მიაქცით აქციონერებს, ვინმე აქციების გაყიდვას თუ გადაწყვეტს შემატყობინე- ისე გასცა პასუხი მდივანს რომ არც შეუწყვეტია სეულის მშვენიერი ხედის თვალიერება. -დიახ სერ- წამში ჩაინიშნა მდივანმა.- და რაც შეეხება „შინჰვას“ კომპანიას....- ხმის შესამჩნევი კანკალით და დაბალი ტონით თქვა ბიჭმა -რა არის?- სიმკაცრე შეეპარა მამაჩემს -ჩვენ კი გავაფრთხილეთ რომ ამ თვის ბოლომდე გადაეხადათ ვალი, მაგრამ გვთხოვენ უფრო მეტი დრო მივცეთ. -ეხ ეს ფულის ჭიები - ხმას აუწია მამაჩემმა, შემდეგ რამოდენიმე წუთით გაჩერდა და კვლავ გააგრძელა, -ამ ჯერად ერთი ჭკუა ასწავლეთ მაგ მათხოვარ ჯონშინს ( კომპანია „შინჰვას“ პრეზიდენტი), და მერე მაინც თუ არ გადაიხდის მაშინ მომაშორეთ გზიდან.- ბიჭი მთლიანად დაიძაბა, მეც გამოვშტერდი იმედია მოშორებაში იმას არ გულისხმობს რაც მე ვიფიქრე... -რა... რა ვქნათ სერ?- კანკალით იკითხა მდივანმან -რამოდეიმე ბიჭი შეკრიბე და უთხარი ერთი კარგად ცემონ ეს „ჩვენი“ პრეზიდენტი, უთხრან რომ 1 კვირას ვაძლევ რომ ვალი დაფაროს და თუ მერეც არ გადაიხდის უბრალოდ უთხარი რომ მოკლან- ძალიან ჩვეულებრივად უთხრა მამაჩემმა. ადგილზე გავიყინე... კარს მოვშორდი და დერეფანს გავუყევი ლიპტისკენ, ახლა მას ვერ დაველაპარაკებოდი, მართლა, თავში ყველაფერი მერეოდა, საკუთარი თავის შემრცხვა როგორ ვფიქრე რომ მამაჩემი დედაჩემზე რამეთი კარგი იყო... ღმერთო... ამ სიტვაციაში აღმოჩნდა რომ დედა უკეთესია... ბოლოს და ბოლოს მკვლელი მაინც არაა... იმედია... ჩემი და ჯონკუკის გეგმის ასრულება უკვე 4 წელია ჩემი ოცნებაა, მაგრამ თავს მამაჩემის გამო ვიკავებდი, მეგონა რომ ყველაფერის არასწორად ვაკეთებდი რადგან მიმაჩნდა რომ მამაჩემი კარგი პიროვნეა იყო, მაგრამ ახლა? ის... ის ჩვეულებრივი მკვლელია... ნეტა რამდენი ადამიანის მოკვლა აქვს დავალებული, ნეტა რამდენი ადამიანის სისხლია მის სულზე მიწერილი. ნეტა რამდენი უპატიებელი ცოდვაა მის ცოდვების წიგნაკში... ამ აზრებში ისე ვიყავავი ჩაფლული ვერც კი მივხვდი როდის ჩავედი 1 სართულზე ისე ვიყავი გათიშული, ხუთი წუთი ვიდექი მანქანის წინ და ჰანსოლის მიერ გაღებულ კარს დებილივით მივშტერებოდი. ის ვერ ხვდებოდა რატო ვიდექი ასე გაშტერებული, ჯერ მე შემხედა მერე მანქანაში შეიხედა რამე ხომ არ არისო, როცა ვერაფერი შეამჩნია ისევ მე მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ექნე. -ქალბატონო?- მე დავინახე რომ დაილაპარაკა, მაგრამ არაფერი გამიგია -ქალბატონო ჰეილი კარგათ ხართ?- ისევ მკითხა მაგრამ რეაგირება ნოლი. -მის ჰეილი?- აფორიაქდა დაცვა და პრთხილად შემეხო მხარზე რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. გამოუვიდა კიდევაც... -დიახ?- ისეთი სახე მივიღე თითქოს ახლახანს მკითხა რამე -კარგად ხართ?- გაიმეორა შეკითხვა. მე ისევ გავშეშდი, არ ვიცოდი რა მეპასუხა... როგორ შემეძლო მეთქვა რომ კარგად ვარ როცა ამ წუთას გავიგე რომ მამაჩემი.... მკვლელია. -კი- დაბალ ხმაზე ვუპასუხე, არც კი ვიცი როგორ უბრალოდ ვთქვი, ამის თქმა არასდროს მიჭირდა, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ამ კითხვას სულ „კით“ ვპასუხობ მიუხედავად იმისა რომ ეს ასე არ არის. მანქანაში ჩავჯექი და ახლა რაც გამახსენდა ეს ბონსუ იყო, ადგილზე შევხტი, გავპითრდი იმ აზრის გამო რამაც გამიარა თავში, მამაჩემმა მის მდივანს უთხრა რომ ბიჭები შეეგროვებინა... იმედია ამ ბიჭებში ჩემი ბონსუ არ გადის, დიახ ჩემი, ის არ შეიძლება იყოს იმ ადამიანების რიცხვში რომელიც ხალხს იმის გამო სცემს რომ უბრძანეს, ან ... ან კლავს ვინმეს... ტელეფონს დავტაცე ხელი და ბონსუს ნომერი მოვძებნე, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე წარწერებს ძვლივს გავარჩიე, დარეკვის ღილაკს დავაჭირე. ასე არასდროს არ გაწელიალა ეს რიტმული, გამაღიზიანებელი ზარი, რომელიც უარდელად, პაუზის შემდეგ მეორდებოდა და ყველა ჯერზე უფროდა უფრო მძაბავდა. ბონსუ არ იღებდა ტელეფონს, ამიტომ პირდაპირ ჯონკუკთან დავრეკე ვიცოდი რომ მასთან ერთად იყო. -გისმენ ჰეილი- მალევე მიპასუხა ჯონკუკმა -ბონსუ... ჯონკუკ ბონსუ მანდ არის ? -ვინ? ბონსუ? არ გამიკვირდა მეგონა ჩემს მოსაკითხად დარეკე- ცინიზმით სავსე ხმით მითხრა. ამის გამო უფრო მეტი ცემლი წამომივიდა -ჯონკუკ... -ხმა ჩამიწყდა ცრემლებისგან- მითხარი რომ ბონსუ მანდ არის გთხოვ.. -ჰეილი ტირი?- ხმა დაეძაბა მას- ჰეილი რა მოხდა -მანდ არის? - უკვე ვქვითინებდი -არა, არ არის აქ. ჩვენ ნახევარი საათის წინ დავამთავრეთ ჩვენი საქმე და მან მისის ჩანი წაიყვანა სახლში.- ამიხსნა ჯონკუკმა -ჯონკუკ....- ჰანსოლი დებლივით მიყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა -სად ხარ? -მამაჩემის კომპანიის წინ -არ წახვიდე მანდ იყავი მოგაკითხავ ახლავე- იყო პასუხი და ტელეფონი გამითიშა. მეც ჩამოვიღე ყურიდან ტელეფონი და ხელების სახეზე ავიფარე. სელელივით ვქვითინებდი, მაგრამ რატო მართლა არ ვიცი, იმის გამო რომ მამაჩემი მკვლელი იყო თუ იმის გამო რომ შესაძლებელია ამაში ბონსუ იყოს გარეული. ჯონკუკი ელვის სისწრაფით მოვიდა, მისი ახალი მოდელის BMW-თი. ვერც კი ვაცნობირებდი რას ვაკეთბდი. ჯონკუკმა კარი გამოაღოდა გადმოსვლაში მომეხარა, ხელი წელზე მომხვია რომ იქვე არ ჩავკევილიყავი, მერე რაღაც უთხრა ჰანსოლს, მერე კიდე მოხდა რაღაც და როცა აზრზე მოვედი უკვე გზაში ვიყავით, საღამო იყო, ჯონკუკის მანქანაში ვიჯექით მე მძღოლის გვერდით ღვედიც შეკრული მქონდა, ძალიან დიდ გზატკეცილს მივუყვებოდით, მხოლოდ მე და ჯონკუკი. ამდენი ხნის მანძილზე არც თვალი დამიხუჭავს, არც გული წამსვლია ან რამე მსგავსი, უბრალოდ გათიშული ვიყავი, ამ წუთას ბოლო ერთი საათის მოვლენები არ მახსოვს. მანქანა გაჩერდა, მაგრამ აზრზე არ ვარ სად ვართ, ისევ ისე ვზივარ როგორც აქამდე, ჯონკუკისგან სახე მაქვს არდებული და პანჯარაში ვიყურები, არ შემიძლია ვუთხრა რა მოხდა და არც თვალებში ჩახედვა არ შემიძლია. ვზივარ და შიგადაშიგ თვალზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიწმინდავ მერე კი ისევ საწყის მდგომარეობას ვუბრუნდები და ისევ ფანჯრის მიღმა ვიყურები სადაც ვერ ვხედავ ვერაფერს, ვხედავ მაგრა ტვინი არ აღითქვამს. -მოვედით- ჩაილაპარაკა ჯონკუკმა, მიუხედავად იმისა რომ თვალები ღია მქონდა და ვიყურებოდი, მაინც ვერ ვხედავდი. მხოლოს ჯონკუკის ხმამ გამომაფხიზლა, და დავინახე რომ ოკიანის ნაპირთან ვიყავით. ჯერ დავიბენი, ვერ მივხვდი აქ რა გვინდოდა. ჯონკუკს გავხედე რომელიც უკვე მიყურებდა. -არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე წყნარი ადგილი სადაც შეგიძლია რომ ყველაფრისგან გათავისუფლდე.- ისევ დაბალ ხმაზე თქვა და მანქანიდან გადავიდა. მეც გადავყევი, და მივხვდი რომ მართალი იყო. იმ მომენტში ძალიან მესიამოვნა ის ქარი რომელიც ოკეანეს მოჰქონდა ნაპირებისკენ. მზე ოკიანისკენ მიიწევდა და შიგნით გაუჩინარებას ლამობდა. ჯონკუკი ბილიკს ჩაუყვა რომელიც ქვიშიან ნაპირზე მიდიოდა, მეც გავეკიდე. წყლის და ხმელეთის გასაყარს მივუყვებით ორივე, ის ჩემზე წინ მიდის, მის სახეს ვერ ვხედავ ვერ ვხედავ რას გრძნობს, რა გამომეტყველება აქვს. ასე მოვდივართ, ორივე ფეხშიშველი, ცხელა მაგრამ ნაპირზე ზანტად მოსეირნე ტალღები გვაგრილებს, მზე ნელ ნელა მიიწევს ოკიანისკენ. -არ მეტყვი რა მოხდა?- მან დაარღვია სიჩუმე და დამიბრუნა ის აზრები რაც ამ მომენტმა ერთი წამით გამიქრო -დამიჯერი არ მოგინდება მომისმინო- თვალი მოვწყვიტე ჯონკუკის სილუეტს და დაბლა დავიხედე -მე შენ სულ მოგისმენ ჰეილი, თუ გინდა მომიყევი- ამჯერად უკვე მომიტრიალდა და მხრებზე დამადო ხელელბი. თავს ვერ ვწევდი, თვალებში ვერ ჩავხედავდი. -ოფისში ვიყავი... მამაჩემის ნახა მინდოდა რაღაც საქმე მქონდა ფონდთან დაკავშირებით.... სანამ შევიდოდი მისი და მდივნის ლაპარაკი მოვისმინე და მამაჩემმა უბრძანა ჯერ ეცემათ და მერე თუ ფულს არ დააბრუნებდა... მოეკლათ.... -ძვლივს დავამთავრე და ჯონკუკისკენ გავაპარე თვალი, მას ნერვიც კი არ შეტოკებია, ისე მომისმინა თითქოს რაიმე ზღაპარს ვუყვებოდი ცუდი დასასრულით. არ ვიცი ეს ემოცია რას მივაწერო, ერთადერთი რაც თავში მომივიდა პასუხად ის იყო რომ იცოდა. კითხვაც არ დავაყოვნე -იცოდი?- თვალებში ვუყურებდი არ ვიცი რა ძალით მაგრამ ვუყურებდი... მისი სახე კი მშვიდი იყო. -კი ვიცოდი -იყო პასუხი და მკერდზე ამიკრა, ამის გამო კი ჩუმი ტირილიდან ხმაურიანზე გადავედი. -რატო არ მითხარი?- ტირილით ვუთხარი და უფრო მივეკარი. -როგორ მეთქვა... -არ ვიცი რამენაირად- სიტყვებს ძვლივს გასაგებად ვამბობდი. -კარგი დამშვიდდი, როგორი გულუპყვილო ხარ- ხელები ზურგიდან ლოყებზე გადმოიტანა და ცერა თითებთ ცრელები მომწმინდა -ამდენი ფული, კარგი საქმით არ იშოვება ჰეილი.- ამიხსნა და ტუჩები შუბლზე მომაბჯინა. -შენ გგონია მამაჩემი არ არის ბინძურ საქმეებში, მაგიტომაც მძულს ყველაფერზე მეტად- ისევ ჩამებუტა და თავზე ხელს მისმევა დამშვიდების მიზნით. -მაგრამ, შენ გაგიმართლა... დედაშენი მაინც არ არის ასეთ საქმეში გარეული...- ახლა კი შეეპარა მას ხმაში სევდა. მე ერთიანად შევწყვიტე ტირილი და ჯონკუკს გავხედე რომელიც მიღიმოდა, მისის ჯოენზე ამას როგორ წარმოვიდგენდი... ღმერთო არ მჯერა, ის ისეთი საყვარელია... ჯონკუკმა თითქოს მიხვდა რაზეც ვპიქრობდი და გამოღიმა -ყველაფერი ისე არ არის შენ რომ გინდა ჩემო პატარა... -ეს იყო რაც ბოლოს მითხრა, მომშორდა და ოკიანის მხარეს ქვიშაზე დაჯდა, მეც მოვუჯექი, მან მხარზე ხელი გადამხვია მე კი უფრო პატარა გამოვჩდი მის ხელებში, უფრო გამხდარი და დაუცველი, მაგრად მივეკარი და მზის მდორე ჩასვენებას დავაკვირდი... ულამაზესი სანახავია როგორ ქრება, იკარგება უზარმაზარი მნათობი სფერო კუპრივით შავ სივრცეში, ჩაესვენება და არც ეშინია სიშავის იმიტომ რომ იცის, ამ სიშავის მიღმა განთიადი ელის, იცის რომ ბოლოს სინათლე გაიმარჯვებს და ამ წუთას ჯონკუკის ხელებში გახვეული მეც მზესავით მჯერა რომ ამ ცხოვრების შავი გვირაბის ბოლოს როელსაც 10 წლიდან გავდივარ, სადღაც ბოლო აქვს და ვიცი რომ ჯონკუკთან ერთად ამ ბოლოს მივაღწევ, ის ბოლოს სადაც განთიადია, იმ ბოლოს სადაც ყველაფერი კარგად იქნება... დღეს ისევ ჯონკუკის სახლში დავრჩი, რა თქმა უნდა არ წავიდოდი და რომც მდომოდა წასვლა არ გამიშვებდა, გამოვეწყვე ამ ჯერად ჩემს პენუარში, რომელიც ჯონკუკის გაფრთხილების მერე იმ ტანსაცმელთა სიაში მოყვა რომელიც ახლა ჯონკუკის სახლში მქონდა. რა თქმა უნდა ჯონკუკის ლოგინში ვიძინებდი და ალბათ მარტო რომ ვყოფილიყავი ოთახში ვერც დავიძინებდი. ოთახში შესულს ჯონკუკი უკვე საწოლში დამხვდა, საბანი წლამდე ქონდა გადაპარებული ხოლო ტანზე თეთრი მაიკა ეცვა. როცა დამინახა გაიცინა მისი საყვარელი სიცილით, მე კი გული შემიტოკდა, აქამდე თუ ძმასავით ვუყურებდი, ახლა სხვა რაღაც ვიგრძენი. -მოდი- დამიძახა და მის გვერდით ადგილას დაარტყა ხელი. მეც მივედი საბანში გავეხვიე და ჯონკუკისკენ სახით გადავბრუნდი. -დაიღალე ხომ დღეს ?-მკითხა რამოდენიმე წუთიანი დაკვირვების მერე. მე უბრალოდ თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად. ახლა მივხვდი რამდენად დაღლილი ვიყავი, ემოციებისგან გაცლილი. -მოდი ჩემთან -ხელები გაშალა და წამის მეთედში მის მკლავებში აღმოვჩნდი, ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო, ახლა სუნამო არ ესხა მაგრამ ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა გავბრუვდი -დაიძინე, ყველაფერ კარგად იქნება, ჩვენ შევძლებთ ამას- ჩამჩურჩულა და უკვე თითქმის ჩაძინებულს ღიმილი მომფინა სახეზე. ღამე ხმაურმა გამომაღვიძა. თვალები ნელა გავახილე და პირველად ჯონკუკის მხარეს გავიხედე. ლოგინში არ იყო, ძალიან ბნელოდა ოთახში მაგრამ მის არ ყოფნას მაინც ვგრძნობდი. ლოგინზე გადავიწი და პატარა ფანარი ავანთე და ნეტა არ მექნა. „სცენის“ ერთ მხარეს ბონსუ იდგა, ხელში იარაღი ეჭირა და რაღაცას უმიზნებდა, ამის დანახვაზე შევიკივლე და ბონსუს მზერას გავაყოლე თვალი. ლოგინის წინ ჯონკუკი იდგა ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და დაბნეული აცეცებდა თვალებს -ჰეილი არ გაინძრე- თქვა ჯონკუკმა ისე თითქოს არც არაფერი ხდებოდა. -მოკეტე- დაიღრიალა ბონსუმ. ამაზე შევხტი და ამღვრეული ობიექტივის გასწორება ცრემლების მოშორებით ვცადე. -ჯონკუკ- ძვლივს წარმოვთქვი და ნელ ნელა ადგომა დავაფირე -გაჩერდი და არ გაინძრე ჰეილი- ამჯერად დაიყვირა ჯონკუკმა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა. -ბონსუ-ახლა იარაღიანს მივმართე და ლამის ვქვითინებდი.-გთხოვ ნუ მაშინებთ, შეწყვიტეთ...- -როგორ გაბედე და მისტერ ჩანის წინააღმდეგ როგორ წახვედი- დაიყვირა ბონსუმ და იარაღი გადატენა. ამაზე უარესი ტირილი ამიტყდა. -ბონსუ... შეწყვიტე გთხოვ-მუდარით შევხედე ბონსუს რომელსაც ჩემი მზერა არ ანაღვლებდა, ისევ მომაკვდინებელი მზერით შეჰყურებდა ჯონკუკს. -უნდა მოგკლა- ჩვეულებრივი ტონით უთხრა ბონსუმ -ვიცი- იყო პასუხი და იარაღი გავარდა... ტყვია უდიდესი სიჩქარით გავარდა და.... წამოვხტი ისევ ლოგინზე ვიჯექი, სულ სველი, ოფლიანი, ინსტიქტურად გვერდით გავიხედე და ის აქ იყო, ჯონკუკი გაკვირვებული მიყურებდა, არ იცოდა რა ექნა. ასე ცხოვრებაში არ გამხარებია მისი დანახვა, დიდი სიძლიერით ჩავეხუტე და საერთოდ არ მანაღვლებდა რომ ოფლანი ვიყავი -კარგი დამშვიდდი, უბრალოდ სიზმარი იყო, აქ ვარ ყველაფერი კარგადაა- ამ ფრაზას იმეორებდა ჯონკუკი და მართლაც ვგრძნობდი შვებას. რამედენიმე წუთში მართლა დავიჯერე რომ სიზმარი იყო ყველაზე საშინელი სიზმარი რაც კი ოსესმე დამსიზმრებია. -ჰეი, პატარა დამშვიდდი?- ჩემი სახე ისევ ხელებში მოიქცია მან. მე უბრალოდ თავი დაუქნიე. -მაგიტომაც ხარ ჩემი პატარა გოგო- გამიცინა და ისევ ჩამეხუტა. ამჯერად უფრო მშვიდად მივეკარი და ბოლომდე ჩავისუნთქე მისი ყველაზე სხვანაერი და უკვე ძალიან საყვარელი სურნელი. -ჯონკუკ არ წახვიდე კარგი? -სად უნდა წავიდე ჰეილი? შენს გარეშე არსად არ წავალ... -მპირდები? -გპირდები ჩემო პატარა ქალბატონო. ********* დიდი ბოდიში ამდენს რომ გალოდინებთ :( ასევე შეცდომებისთვის ბოდიში :( იმედია მოგეწონებათ ^^ მადლობა ასევე კომენტარებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.