ასეც ხდება ხოლმე (მეორე თავი)
სახლში მისული, მაშინვე ოთახში ავედი და გემრიელად გამოვიძინებდი, ჩემი ძმის ღრიალს, რომ არ წამოვეგდე დაფეთებული ფეხზე.. -იოანე რამე მოხდა? მთქნარებით გავედი ვაჟბატონის ოთახში. თვალები მაშინვე გამიფართოვდა ჩალურჯებული, რომ დამხვდა საწოლზე გაწოლილი .. თან ყინულს იდებდა და ბოლო ხმაზე იგინებოდა .. ამას უკვე მიჩვეული ვიყავით ოჯახი, ის ხო უბნის თავი იყო .. როცა დამინახა გინება შეწყვიტა. -ნიდა ეხა არ დაიწყო შენი თავი არ მაქვს, ისედაც დედამ წაიღო ტვინი .. -ვინ მიგილამაზა ცხვირპირი ? სიცილით ვკითხე -ის უფრო გალამაზებულია, დამერწმუნე .. გაიჯგიმა -ნუ ეხა შენს სისასტიკეში, არასდროს მეპარებოდა ეჭვი.. ჩემი „გასიმპატიურებული“ ძმა თავის ოთახში დავტოვე . ჩემს ოთახში შევლასლასდი და ძილი გავაგძელე .. მთელი დღეები უაზროდ გადიოდა.. შუალედური გამოცდებისთვის ვემზადებოდი , რათა პირველი კურსი ნორმალური ქულებით დამეხურა, ამ გამოცდის ქულები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო , მაგრამ იყო ყველაზე საშინელი საგანი , მათემატიკა სადაც არც თუ სახარბიელოდ მქონდა საქმე ..იმ რვაფეხა ლექტორის გამო, აუდიტორიაშიც ვერ შევდიოდი შიშით . ლექტორის შეცვლა მხოლოდ მეორე სემესტრში იყო შესაძლებელი, მეც სხვა გზა არ მქონდა და ვაკლავდი ჩემთვის საძულველ საგანს თავს .. ერთი და იგივე ხდებოდა სასწავლებელშიც და ოჯახშიც .. ჩემი 21 წლის ძმა უბნის საქმეების გარჩევით იყო დაკავებული .. დედა ბიოლოგიაში ამზადებდა აბიტურიენტებს.. მამა კი ურეკში ჩვენს სასტუმროს უძღვებოდა.. მე ტურიზმის სფეროს ვსწავლობდი. ისტორიის ლექციაზე შევედი, ლექტორს მივესალმე და ჯგუფელის გვერდით დავიკავე ადგილი .. ლექციის პირველი საათი უკვე სრულდებოდა, კარი იმ იდიოტმა ,რომ შემოაღო გაღიმებული, გაცისკროვნებული სახით თითქოს ჯეკპოტი მოეგოს. თეთრი მაისური , შავი ქურთუკი და შავი შარვალი ეცვა ჩაჩაჩული , ეტყობა ამან ქამრის არსებობის შესახებ არაფერი არ იცის, გავიფიქრე ჩემთვის.... უკან კიდევ ერთი ბიჭი მოყვებოდა .. ლექტორს მიესალმა და ჩემს წინ მოთავსდა, ის ბიჭიც გვერდით მიუჯდა .. ლუკა წამო რა კაფეტერიაში ავიდეთ და ქვიზის დროს ჩამოვიდეთ .. გადაულაპარაკა თავისმა მეგობარმა ქალების ხამს ნუ ,როგორც გავიგე ლუკას .. მაშინვე დატოვეს აუდიტორია და არც ქვიზის დროს შემოსულან .. უნივერსიტეტიდან გავდიოდი იმ ორს, რომ მოვკარი თვალი .. სიგარეტს ეწეოდნენ გოგოებთან ერთად და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ .. ამრეზით შევხედე სიგარეტით ხელში მომღიმარს და გზა გავაგძელე .. შუალედური გამოცდები, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. ბევრი ნერვიულობის, კონსპექტების წერაში და სწავლაში გათენებული ღამეების მიუხედავად, წარმატებით ჩავაბარე შუალედურები. უნივერსიტეტში სწავლა ჩვეულებრივ გაგძელდა , მეც თითქმის ყოველ დღე უნიში ვატარებდი.. ორი კვირა გავიდა ფინალურებიდან ,იმ ვაჟბატონს თვალი ვერც უნიში და ვერც, ისტორიის ლექციაზე ვერ მოვკარი .. შაბათი დღე იყო.. ისტორიის ლექცია უკვე მთავდებოდა კარი ლუკამ, რომ შემოაღო თავის ძმაკაცთან ერთად.. მხარზე გადასაკიდი ჩანთა იღლიაში ამოედო, მარჯვენა ხელი წელზე ქონდა მიდებული და კოჭლობით მოიწევდა ჩემსკენ .. ჩემს წინ მდგარი სკამი გამოწია . -ბექა მოდი მომეხმარე ბიჭო .. გადაულაპარაკა თავის ძმაკაცს .. ჩანთა მაგიდაზე დადო, ერთი ხელით ბექას დაეყრდნო, მეორე ხელით მაგიდას და ძლივს ძლიობით დაჯდა . ყველა გაოცებული აკვირდებოდა მათ მოქმედებას . - რა სიყვარულის გამოხატვაა აქ ? რა ხდება ? გაკაპასდა ლექტორი . ლუკამ თვალები გადაატრიალა . - წელი მაქვს გაშეშებული .. სახის მანჭვით თქვა და ლექტორის მიერ ირონიული ნათქვამი დააიგნორა ..ბექამ ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი ..რამდენიმე წამის შემდეგ ლექტორს მიმართა -ქალბატონო ქრისტინე ,მაგარი დარხევა მაქვს თქვენთან და პრეზენტაცია, ხომ არის თქვენთან ქულა, რომ ამოვქაჩო? - არ იარო შვილო ლექციაზე და ქულა თვითონ დაიწერება .. - ცუდად ვიყავი და ვერ მოვახერხე მოსვლა ..ამ შუალედურში მიღებულმა 4მა ქულამ ,ხო გამიფუჭა საქმე რა . - ორითვია წინ, იარე და დაწერე ქვიზე. მათი დიალოგიც ამით დასრულდა .. ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის შესახებ დამიწერეთ და თავისუფლები ხართ, თქვა ლექტორმა და თავისი ადგილი დაიკავა .. ბექა გადმოჯდა გაღიმებული სახით ჩემთან ..ქვიზი დავწერე და აუდიტორია, ნოესთან და ნიასთან ერთად უნდა დამეტოვებინა ლუკას ხმა, რომ მომესმა .. -ბიჭო რას მირბიხარ მოდი აქ ამაყენე .. შეუღრინა ბექას . -აუ რა შემიჭამე ტვინი ტო . აბუზღუნდა ძმაკაცი ამათ საცოდაობაზე გულიანად გამეცინებოდა ეხა მარტო, რომ ვყოფილიყავი . მეტროში ვიდექით და ველოდებოდით, როდის მოვიდოდა ვაგონი .. ნოე ანეგდოტს ყვებოდა და სიცილისგან ვიგუდებოდი , თვალი ხეიბარ ლუკას და მის ყავარჯენ ბექას, რომ მოვკარი .. ჩვენთან მოვიდნენ და გვერდით დადგნენ .. რამდენიმე წამში, მეტროც მოვიდა და ყველა შევლაგდით .. აი სიცილი მაშინ უნდა გენახათ .. ბექამ ლუკა სკამზე, რომ დასვა და მზრუნველი შეყვარებულივით რო კითხა- ხომ არ გტკივაო ? ლუკას გაბრაზებულ სახეს, რომ გადააწყდა მოსცილდა და გვერდით დამიდგა . მე ვითომაც აქ არაფერი ზედ არ ვუყურებდი ჩემს წინ მჯდომს , მხოლოდ მაშინ შევხედე ფეხი , რომ დამაბიჯა .. ტუჩების მოძრაობით მანიშნა ბოდიშიო და თვალი ჩამიკრა .. თვალები გადავატრიალე და გაბრაზებულმა ნაოშნიკი ყურში გავირჭე .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.