შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 11


10-02-2017, 16:19
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 3 765

_ესე იგი, შენ და ბატონი ძნელაძე ერთად ხართ?_ლევანი ჩემი ნახევარსაათიანი მონოლოგის თავისებურ რეზიუმეს აკეთებს. ვხვდები, რომ მასთან საუბარი საშინლად მომნატრებია. იმდენი რამ მოხდა მასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომ ასე მგონია, ერთი თვე კი არა, საუკუნე გავიდა. ?
_არა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით. ეს ,,ბატონი ძნელაძე'' რა იყო?_ლოყაზე სიცილით ვჩქმეტ.
_ოჰო, უკვე ვიცავთ კიდეც? გეგონება, მე ვეძახდი. არ მჯერა, მშვენიერო, შეყვარებული ხარ?
_არ ვარ...არა._წარბებს წევს და მახსენდება, რომ ორმაგი უარყოფა, როგორც წესი, ეჭვებს ამძაფრებს._არ ვიცი, ეს...ჩახლართულია._ვნებდები და დამნაშავის სახით ვუყურებ.
_მაგრამ რაღაც შეიცვალა არა? და ,,რაღაცაში'' უბრალო რაიმეს არ ვგულისხმობ.
_ჰო, რაღაც მნიშვნელოვანი და არ ვიცი, ამას რა სახელი ჰქვია. არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო. მომწონს, ძალიან მომწონს, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მეშინია, ზედმეტად არ მივეჯაჭვო.
–პირდაპირ თქვი, რომ გგონია, თუ შეგიყვარდება, შენდამი ინტერესი გაუქრება._ჩემი წყალობით საკმაო წარმოდგენა აქვს სანდროს ,,რეპუტაციაზე''.
_ჰო, ეგეც არის, მაგრამ..._მობილურის ზარი მაწყვეტინებს.
_ის მომღერალი?_იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრე მხოლოდ გაკვრით ვახსენე, შეუმჩნეველი არ დარჩენია. თავს სწრაფად ვუქნევ და ღილაკს ვაჭერ.
_რას შვრები, სკიტერ?_ხმის ამოღებას არ მაცდის.
_რამდენჯერ გითხარი, ეგრე ნუ მეძახი–მეთქი.
_მაპატიეთ, ტლიკინა.
_დილიდან კარგ ხასიათზე ვართ?
_შენი წყალობით. ბევრი ენერგია კი წამართვა იმ გოგომ, მაგრამ.
_დეტალების გარეშე, გთხოვთ._ფხუკუნს ვიწყებ._ვიცი, რომ კარგი გემოვნება მაქვს.
_დღეს რა გეგმები გაქვს?
_მეგობარს ვხვდები და უნივერსიტეტში ვაპირებ წასვლას, მერე მოვიფიქრებ...მოიცა, რამე შეხვედრა ხომ არაა დაგეგმილი?_ამ ბოლო დროს იმდენ რამეზე მიწევს ფიქრი, თავგზაარეული დავდივარ.
_არა, დამშვიდდი. საღამოს ვუკრავთ ჩვენ და რამდენიმე ბენდი. წესით მოგეწონება, უთხარი შენს ბიჭს.
_,,ჩემი ბიჭი'' არ არის._ყოველთვის მაღიზიანებდა ეს სიტყვა.
_როგორც იტყვი, მოკლედ, საღამომდე?
_ვნახოთ, ალბათ. დროებით._ვთიშავ და ლევანის გამომეტყველებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ კიდევ რაღაცები მაქვს ასახსნელი.
_არ თქვა ახლა, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვსო. ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ._ღიმილს ვერ ვიკავებ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ლევანი ელენეს ბიჭური ვერსიაა, ზოგჯერ მგონია, წინასწარ შეთანხმებულად მელაპარაკებიან, იმდენად ემთხვევა მათი მოსაზრებები ერთმანეთს.
_ალექსთან უკვე ყველაფერი მარტივადაა. თავიდან არც ისე კარგად აგვეწყო ურთიერთობა, მაგრამ ,,გადატვირთვის პოლიტიკამ'' კარგად იმუშავა და სიმშვიდემ დაისადგურა. შეიძლება ითქვას, დავმეგობრდით კიდეც...ასე ნუ მიყურებ.
_როგორ?
_,,ვის ატყუებ'' სახით.
_მგონი შენ თვითონ ფიქრობ ასე. აბა ის სტატია რა გამოხტომა იყო?
_კარგი, სიმპატიურია, ღმერთო ჩემო, ხანდახან მგონია, რომ სრულყოფილია, თან ისეთი ხმა აქვს...მაგრამ მის ხასიათთან შედარებით ეს მეათეხარისხოვანია. გუშინ კლუბში ვიყავით ერთად და ყველა გოგო ,,დაკერა'', ვიზეც ვანიშნე, არადა იმის მაგივრად, რომ მეეჭვიანა, აღფრთოვანებული ვიყავი და მივხვდი, რომ მისი მშურს. ზუსტად ისეთია, როგორიც მე მინდა ვიყო_თავდაჯერებული, ამაყი, გაბედული, უშუალო. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ახერხებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. იცი, გვანცას როგორ ეძმაკაცება?
_მე მგონი, დროა ვიეჭვიანო, არა?_თვალებს სასაცილოდ აწვრილებს._რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობ.
_შენ ვერავინ შეგცვლის, ჩემო სიცოცხლე!_ზედმეტად ხმამაღლა გამომდის და ახლო მაგიდებიდან ყველა ჩვენკენ იხედება.
_ვიცი, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო მშვენიერო!_ისიც არ მრჩება. ყურადღების გადასატანად წვენის დალევას ვიწყებ, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და ხველება მიტყდება._ასეთი მგრძნობიარე მყავს._ხალხს ,,ამშვიდებს'' და ზურგზე ხელს მირტყამს.
_გეყოფა!_თვალებს ვუტრიალებ, როგორც კი გაჩერებას ვახერხებ. სულაც არ მინდა, ჩემნაირი ცნობისმოყვარეების(კარგი, გულწრფელები ვიყოთ,ჭორიკნების) ინტერესის ობიექტად ვიქცე._შენზე მომიყევი, თორემ მალე ენაზე ბოლი ამივა.
_Auf uns!_პასუხის ნაცვლად ამბობს და ლუდს სწრაფად სვამს. ამას რომ საუბარი არ უნდა, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა.
_უსამართლობაა!_აღშფოთებას ვერ ვმალავ._მე ამდენ რაღაცას გიყვები და შენ...
_რაც ვიცოდი, უკვე მოგიყევი და როგორც კი სიახლე იქნება, გაიგებ...ვერ ვიტან, ასე რომ მიყურებ.
_კარგი!_თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ._თამარი რას შვრება?
_ჩხუბობს, მბრძანებლობს და არის. პირველი კვირა ძალიან აგრესიული იყო, თანდათან დამშვიდდა. არ ეხმიანები?
_პირველი რადიოეთერი რომ მქონდა, ეგეც გავაფრთხილე, თუმცა შეფასება არ გაუკეთებია. ვფიქრობდი, ჯერ კიდევ გაბრაზებულია–მეთქი, მაგრამ ,,ევროვიზიის დღიურების'' შემდეგ თვითონ დამირეკა და შენიშვნებით დაიწყო მაგრამ ბოლოს მითხრა, შენით ვამაყობო.
_აუ, სასწაული ტიპია რა. ჩვენი ,,ეშმაკი ატარებს ავთანდილს''._მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა ეს ფრაზა წამომცდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა თანამშრომლებში. თამარის ყურამდეც მალევე მიაღწია, მადლობა ღმერთს, ავტორის ვინაობის გარეშე.
_აუ, მომენატრა, გამოვალ ერთ დღეს. გავიქეცი ახლა, თორემ ისედაც კვირაში ერთხელ დავდივარ ლექციებზე, გვანცა სახლიდან გამაგდებს.
_რას ვიზამთ, დაკავებული ქალბატონი ხართ!_ხელს სასაცილოდ შლის და ოფიციანტს იხმობს._რომელზე გაქვს?
_პირველზე.
_ჯერ ადრეა, მოვასწრებთ, დამშვიდდი.
ლევანს უნივერსიტეტთან მივყავარ და თბილად ვემშვიდობები. ეზოში შესვლისთანავე სანდროს ვხედავ რამდენიმე ბიჭთან ერთად მასთან მივდივარ. ყველას ვესალმები და ლოყაზე ვკოცნი, ვიცი, რომ გვიყურებენ და არ მინდა, უსაქმურებს ჭორაობის საბაბი მივცე.
რაკი საერთო ლექცია გვაქვს, შენობაში ერთად შევდივართ, მაგრამ აუდიტორიასთან რამდენიმე წუთით მტოვებს და მის საუკეთესო მეგობართან ვიწყებ საუბარს. თორნიკე ის ადამიანია, რომელთანა ც არასოდეს მოიწყენ. მასთან ლაპარაკი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. ახლაც, რაღაცას მიყვება და სიცილით ვკვდები, მაგრამ ვამჩნევ, რომ სახე უცებ ეცვლება.
_რა მოხდა?_მისი მზერის მიმართულებით ვიხედები და ყბა მივარდება._ეს ფარულავაა?
_მგონი._შეცვლილი ხმით ამბობს. ნინას გაოცებული ვაჩერდები და ასე მგონია, ჩემს წინ სხვა პიროვნება დგას. საშინლად გამხდარია, სახე სრულიად ჩაცვენილი აქვს და ადამიანის ნაცვლად ლანდს ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.
ოდნავ მიხარია, რომ თეონა მის გვერდით დგას და სხვა ,,დაქალებივით'' გასაჭირში მყოფი ნაგავში მოსასროლად არ გაიმეტა. ვცდილობ, თვალი ავარიდო, მაგრამ თვითონ აშკრად ჩვენ გვიყურებს და გვიახლოვდება. რა ჯანდაბა უნდა?
_ყურადრღებას ნუ მიაქცევ._მაფრთხილებს თორნიკე და დაძაბული ხელს მიჭერს.
_გამარჯობა!_სიძულვილით გვიცინის. ვცდილობ, გავიხსენო, რა დავუშავე, მაგრამ არაფერი მაგონდება. როგორც წესი, ჩვენი ურთიერთობა მაქსიმუმ მისალმებით შემოიფარგლებოდა, თუკი საერთო კომპანიაში მოვხვდებოდით.
_გაგიმარჯოს, როგორ ხარ?_ძალით ვუღიმი.
_არაჩვეულებრივად, არ მეტყობა? შენზეც გავიგე, კარგად არისო. ზოგ–ზოგიერთებიც გაგიბედნიერებია._ნეტა, რას გულისხმობს? ჰო, რა თქმა უნდა, სანდროს, ახლა ვხვდები, რაც ,,დავუშავე''.
_ხო, არა მიშავს.
_კარგად იქნები, სანამ თავისას მიიღებენ და დაგადებენ._ვერ ვხვდები, რა უნდა ვუპასუო და თორნიკესკენ გაოცებული ვიყურები, ეს უკანასკნელიც მხრებს იჩეჩავს._ისე, უფრო ჭკვიანი მეგონე, მაგრამ ჯერ მაინც პატარა გოგო ხარ, მალე ისწავლი ჭკუას.
_შენი რჩევა რომ დამჭირდება, აუცილებლად მოგმართავ, მაგრამ როგორც ვიცი, არ მითხოვია და არც მგონია, რამეში გამომადგეს._მოთმინების ფიალა მევსება და პირდაპირ ვახლი.
_ჩემში სიბრალულის მეტს არაფერს იწვევ. იმის მაგივრად, რომ იმ შვილზე ფიქრობდე, რომლის დაცვაც შენი სისულელეების გამო ვერ შეძელი, ბოღმას სხვებზე ანთხევ. ჩემი ბრალი არაა, მამამისის ვინაობა რომ ვერ დაადგინე.
_გეყოფა, ნატალი!_თორნიკეს ხმა მაჩერებს და ვხვდები, მთელი დერეფანი ჩვენ გვიყურებს.
ვიცი, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა უკვე გვიანია. არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სწორი შეფასება მოსთხოვო და მტკივნეულ ადგილას ფეხი დააბიჯო, მასზე გაცილებით უარესად თვითონ ვიქცევი. ჩემდა გასაოცრად, ფარულავა აღარაფერს მეუბნება და ამის გამო კიდევ უფრო მძულს საკუთარი თავი.
საპირფარეშოდან ახლახანს დაბრუნებულ სანდროს ვამჩნევ, რომელიც ხან ერთს გვიყურებს გაოცებული, ხან მეორეს, მერე კი ხმაამოუღებლად ხელს მკიდებს და აუდიტორიაში, ფაქტობრივად , მაგდებს.
_დაგვტოვეთ...გთხოვთ!_ისეთი ტონით ამბობს, შეწინააღმდეგებას აზრი აშკარად არ აქვს და იქ მყოფი ორადორი გოგო სწრაფად გადის. სანამ კარს კეტავს, კედელს ვეყრდნობი და სიმშვიდის მოკრებას ვცდილობ. ახლა რომ ტირილი ამიტყდეს, თავს მოვიკლავ.
_რა გითხრა, ასეთი სახე რომ გაქვს?_წამში მიახლოვდება და ლოყებზე ხელებს მიჭერს._ხმას არ ვიღებ, ასე მგონია, სიტყვებს ცრემლებიც აუცილებლად წამოყვება._ნატალი!_მკაცრად წარმოთქვამს და ვგრძნობ, სუნთქვა როგორ უხშირდება.
_ახალი არაფერი_ძლივს ვამბობ.
_შენი აზრით, ერთი წამითაც რომ შემპარვოდა ეჭვი, ბავშვის მოშორების ნებას მივცემდი?
_ვხვდები, როგორ ტკენს ჩემი უნდობლობა.
_არა._გულწრფელად ვპასუხობ.
_კიდევ კარგი, აბა რა ხდება?
_არ ვიცი, ვნერვიულობ, რომ...
_რომ რიგითი გატაცება იქნები?_ჩემს მაგივრად ასრულებს.
_ჰო.
_აი თურმე რა._დამშვიდებული იღიმის და შუბლზე მკოცნის._შენს თავს იმ ბო**ბს ნუ ადარებ. ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში იგრძენი, რომ ვინმეს ყურადღებას ვაქცევ?
_ერთად ყოფნის?_ჩემს გარდა მგონი ყველა ამას ასკვნის. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირიდან სასიამოვნო მოსასმენია, ეს ოფიციალური სტატუსი მაინც მაშინებს.
_რა ვიცი, არა? თუ შეამჩნიე, მეგობრებს არ ვეზასავები ხოლმე.
_ნინასაც ,,ეზასავებოდი'', ლანასაც, კიდე...
_ახლა ნამდვილი ეჭვიანი ცოლივით იქცევი._ცხვირზე თითს სიცილით მირტყამს.
_იოცნებე._ხელს ვაშვებინებ და კარის გასაღებად მივდივარ._არ გვინდა ეს ოფიციალურობა და ვალდებულებები, რა. ამას არც ერთი არ ვართ მიჩვეული.
_როგორც გინდა._მხრებს იჩეჩავს._ფრთხილად იყავი, დარწმუნებული ვარ, კართან ჭორიკნების რიგი დგას._ჩემს აზრებს კითხულობს, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ მხვდება. ალბათ, თორნიკემ იზრუნა.



№1  offline წევრი Suicide_Blonde

როგორც კი მოვახერხე, დაგიბრუნდით.
ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს. მესმის, რომ გაინტერესებთ ნატალის ,,არჩევანი''(ჯერ–ჯერობით არც დგას ასეთის წინაშე, მაგრამ მაინც), თუმცა არ მინდა, რეალობას ავცდე. ნამდვილ ცხოვრებაში არც ისე ადვილია იმის მიხვედრა, ვინაა ,,მთავარი გმირი'' და დაბნეულობა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. მე პირადად წლები დამჭირდა, ჩემს პირველ და ერთადერთ სიყვარულთან ურთიერთობა რომ გამეოფიციალურებინა. დღემდე მგონია, რომ სტატუსის მინიჭება გამარტივების ნაცვლად ყველაფერს ართულებს და ჯობია, გაურკვევლობაში იყო, ვიდრე რაღაცებს არასწორი სახელი დაარქვა. ნატალისი კი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამე არ მომწონს, ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მესმის. სანდრო გასაგებია, მაგრამ ალექსანდრე სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ამ თავამდე, არ დაგავიწყდეთ.
მადლობა, რომ კითხულობთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ყველა პერსონაჟის შესახებ. <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუფ კარგი თავი იყოოო!!!!!!!!!!!!!!!!

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ახლა მივხვდი, რას ნიშნავდა სანდროს კომენტარი თავს ყოველთვის ვიცავ გათიშულიც რომ ვიყოო . როგორც ჩანს, ისტორიის ჩონჩხი გონებაში სრულად გაქვს აწყობილი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევ წინ.მეც მოგყვები

 


№4  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან კარგი იყო... ველი შემდეგს, ძალიან არ დაიგვიანო რაა
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№5  offline წევრი Suicide_Blonde

Chirveuli
ახლა მივხვდი, რას ნიშნავდა სანდროს კომენტარი თავს ყოველთვის ვიცავ გათიშულიც რომ ვიყოო . როგორც ჩანს, ისტორიის ჩონჩხი გონებაში სრულად გაქვს აწყობილი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევ წინ.მეც მოგყვები

რა თქმა უნდა, დაახლოებით ვიცი, რაც მოხდება რამდენიმე თავში, მაგრამ წერისას შეიძლება სულ სხვა რამე მომაფიქრდეს. მოკლედ, კლავიატურაა ჩემი შთაგონება :D მიხარია, რომ დეტალებს უკვირდები დაა გახსოვს <3
Ekka
უუჰ...ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე

Mari-Mariami.16
ძალიან კარგი იყო... ველი შემდეგს, ძალიან არ დაიგვიანო რაა

nawkas12345
აუფ კარგი თავი იყოოო!!!!!!!!!!!!!!!!

დიდი მადლობა ყველას ^_^

 


№6 სტუმარი Guest თათა

ძალიან მომწონს და იქნებ მალე დადო ;(((((( ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent