შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre staccato 2


25-12-2016, 20:05
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 3 949

საკუთარ ანარეკლს წუთების განმავლობაში კრიტიკულად ვსკვირდები და ყოველ დეტალს ვამოწმებ. ოქროსფერ, მხრებამდე სიგრძის ოდნავ დატალღულ თმას ვიშლი და ბოლოს და ბოლოს, სარკეში გამოსახული ორეული ჩემს მოწონებას იმსახურებს.
სანდროს კმაყოფილი ვპასუხობ, ფანჯრიდან ვიხედები და ვპირდები, რომ წამებში მასთან გავჩნდები. მობილურს ჩანთაში ვაგდებ და ოდნავ მაღალი, საოცრად კონფორტული ფეხსაცმლის ჩაცმას განგებ ვაჭიანურებ(არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებსაც ქალები გაუაზრებლად ვემორჩილებით). სახლიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ ვამოწმებ გარეგნობას და დედაჩემისთვის გამზადებულ შეტყობინებას გამოსაჩენ ადგილას ვდებ.
ძნელაძე მანქანის წინ დგას და ჩანს, მცდელობა არც მას დაუკლია_იდეალურად გამოიყურება. ცისფერი პერანგი აშკარად ძალიან უხდება ამავე ფერის თვალებსა და ნავარჯიშებ სხეულს.
_შეუდარებლად ხარ!_ჩურჩულით მეუბნება და ლოყაზე მკოცნის.
_შენც, როგორც ყოველთვის!_გულწრფელად ვპასუხობ და ავტომობილში ვჯდები.
ბარში მისვლამდე ნეიტრალურ თემებზე ვსაუბრობთ. სანდრო თავის ახალ გატაცებაზე მიყვება და მეც ინტერესით ვუსმენ. თურმე, უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენებაში ეხმარება ერთ-ერთ ორგანიზაციას და ბოლო მატჩიდან შემოსული თანხის სრულად გადარიცხვას გეგმავენ. ეჭვი მაინც არ მტოვებს, რომ უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს და საკუთარ თავზე ვბრაზდები _ ნეტა, როდის ვისწავლი, რომ სამყარო ჩემს ირგვლივ არ ტრიალებს?!
მღელვარება იმატებს, როცა დანიშნულების ადგილს ვაღწევთ. მოსაწვევების ჩვენება არ გვჭირდება, როგორც ჩანს, ჩემი პარტნიორი აქაურობის ხშირისტუმარია.
წელზე ხელს თითქმის შეუმჩნევლსდ მხვევს და ერთ-ერთი მაგიდისკენ მივყავარ, თან გზადაგზა ვიღაცებს ესალმება. შეუმჩნეველი არ მრჩება, რომ მათი უმრავლესობა შურით მაყოლებს თვალს და ვცდილობ, რაც შეიძლება თამამად გავიარო.
არც ისე დიდი, მაგრამ მყუდრო ბარია, მიკვირს, აქამდე რატომ ვერ აღმოვაჩინე. არც ისე ბევრი ადგილია თბილისში, სადაც კომფორტულ გარემოსთან ერთად ხარისხიანი მუსიკით გაგანებივრებენ.
_ალბათ, წუთშესვენება აქვთ!_სანდრო ამჩნევს, რომ ცარიელ სცენას ვაკვირდები._რას დალევ?
_რასაც შენ!_დაუფიქრებლად ვპასუხობ და ჩანთიდან ბლოკნოტსა და კალამს ვიღებ.
_შენ არც კი ხუმრობ!_ სიცილნარევი ტონით მეუბნება.
_პრობლემაა რამე?_ვალში არვრჩები და სწრაფად ვფურცლავ. სანამ გამოვლენ, იდეების ჩანიშვნა უნდა მოვასწრო.
ალბათ, ლაუნჯის აღწერით დავიწყებ და მკითხველს გავაცნობ, საიდან აიღო სტარტი იმ ბენდის კარიერამ, რომელიც დღეს საქართველოს ღირსების დასაცავად ემზადება. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სტანდარტული, ბანალიზმით გაჟღენთილი სტატიის დაწერას ვაპირებ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ამას ჩემს უფანტაზიობას ნუ დააბრალეთ და გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას.
_კი, კარგი გოგო ხარ და საკითხს სიღრმისეულად წარმოაჩენ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვისთვის წერ და თუკი მკითხველიდ 90% წინასწარ არაა თემის აზრზე, ჩათვალე, რომ ფუჭად ირჯები!_მახსენდება პირველი რჩევა, რომელიც თამარმა მომცა. ვცადე დამემტკიცებინა, რომ ჟურნალისტის დანიშნულება სწორედ სიახლის მიწოდებაა საზოგადოებისთვის, მაგრამ როცა დავრწმუნდი, კამათს აზრი არ ჰქონდა, გადავწყვიტე, საკუთარი აზრების ფრქვევა სამომავლოდ გადამედო და დროებით მხოლოდ ,,გამოცდილების'' დასაგროვებლად მემუშავა.
_გეწყინა?_სანდრო შემრიგებლურად მიღიმის და ისეთი მომხიბვლელია, შეუძლებელია, ოდნავადაც გაუბრაზდე.
_რომ არ გიცნობდე, ჯენტლმენობის განსახიერება მეგონებოდი, ძნელაძე._პირდაპირ ვეუბნები სასმელს ოდნავ ვწრუპავ.
_ანუ ახლა კი არ გგონივარ, ეჭვიც არ გეპარება, არა?
_რასაკვირველია, ეს ჩემს გამო გადადის ყოველი მეორე გოგო უნივერსიტეტიდან._ვერც კი ვხვდები, რომ ლამის ეჭვიანობის სცენას ვაწყობ.
_რა ჩემი ბრალია, ასე რომ ვიზიდავ ,,ყოველ მეორეს''?_ ჩემს ინტონაციას იმეორებს და ცხვირზე თითს მირტყამს.
_და შენც, როგორც ჯენტლმენი, გულს არ წყვეტ, არა?
_ვალდებული ვარ, ეს განვიხილო? _ხმა ოდნავ უმკაცრდება
_არა, რა თქმა უნდა._ვაცნობიერებ, რომ ზედმეტი მომდის და ყურადღება სასწრაფოდ ახლად გამოჩენილ მუსიკოსებზე გადამაქვს.
_არ ვიცი, ჭორებმა შენამდეც თუ მოაღწია, მაგრამ იცოდე, რომ მე თავს ყოველთვის ვიცავ, რამდენად გათიშულიც არ უნდა ვიყო! _ ვატყობ, რომ სუნთქვა უხშირდება.
_არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. _ხვდება, რომ ვატყუებ, მაგრამ რაკი ამჩნევს, რომ ეს თემა აღარ მაინტერესებს, საუბარს წყვეტს.
მომდევნო ნახევარი საათი შედარებით მშვიდ საუბარში გადის. ვცდილობ, სანდროს ავყვე და არ ვაგრძნობინო, რომ მხოლოდ აქ მოსასვლელად გამოვიყენე(რა თქმა უნდა, არც არის ასე), თუმცა თვალები მაინც ,,ჩემი ერთეულისკენ'' გამირბის. იმედი, რომ პირველი შთაბეჭდილების გავლის შემდეგ იმდენად აღარ მომეწონებოდა, უკვალოდ ქრება და ვგრძნობ, რომ მისი სრულყოფილება კიდევ უფრო მნუსხავს.
მომდევნო შესვენებაზე მუსიკოსები გვამჩნევენ(მე რა, სანდროს) და ჩვენი მაგიდისკენ მოდიან. მთელ ძალას ვიკრებ, რათა გულგრილი გამომეტყველება მივიღო.
_ეს ნატალია, რომ გეუბნებოდი!_ჩემს თავს აცნობს დრამერ დეიდაშვილს.
_გიგი!_ხელს ღიმილით მიწვდის და დაუფარავად მათვალიერებს._შენი გემოვნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ძმაო!_ძნელაძეს უბრუნდება.
,,ყოველთვის''? სულაც არ მომწონს რიგითი გატაცების ამპლუაში ყოფნა, მაგრამ არ ვიმჩნევ და მზერა დანარჩენებზე გადამაქვს.
_ეს ნიკაა, ეს ალექსი._ამჯერად გიგი იღებს გაცნობის ინიციატივას და ისინიც თავს მიქნევენ. _ნატალი ჩვენზე სტატიის დაწერას აპირებს და რამდენიმე კითხვის დასმა სურს.
_ამ მშვენიერებას უარს როგორ ვეტყვი!_ნიკა გვერდითა მაგიდიდან სკამს იღებს და ჩვენთან ჯდება.
_მე პას!_დადიანი საათზე იხედება და გულგრილი ხმით აცხადებს._იმედია, უჩემოდაც გაართმევთ თავს!_უფრო ბიჭებს ეუბნება, ვიდრე მე.
ვგრძნობ, რომ სისხლი სახეზე მაწვება. ცოტაც და ავფეთქდები. დავიჯერო, ვერ მიცნო? ყურადღების გადასატანად ბლოკნოტს ვფურცლავ და საქმიან იერს ვიღებ.
_არ არის პრობლემა, იმედია, რამე განსაკუთრებული არ გაქვთ მოსაყოლი, დანარჩენს კი ბიჭებსაც ვკითხავ!_რაც შემიძლია გულგრილი ხმით ვამბობ და ვცდილობ მივანიშნო, არ მაინტერესებ-მეთქი.
_ნატალი, ხომ?_აქ ყოფნის მანძილზე პირველად იხედება ჩემკენ._ახლა ძალიან მეჩქარება, მაგრამ თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, გიგის ჩემი მისამართი ჰკითხე, ხვალ სამ საათზე მგონი( ამ სიტყვას ხაზგასმით ნელა ამბობს), თავისუფალი ვარ.
_გასაგებია, კარგად! _,,სულერთიას'' გამომეტყველებით ვამბობ, გულის სიღრმეში კი კვლავ სალტოების კეთებას ვიწყებ. ეს აშკარა გამოწვევაა, ძალიან კარგადაც ვახსოვარ!
_აბა, ჰე!_ხელს გვიქნევს და გარდერობისკენ მიდის.
წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად მღელვარების ჩახშობას ვცდილობ და ინტერვიუზე. კონცენტრირდები. ბიჭები საკმაოდ სიტყვაძუნწი, მაგრამ საინტერესო რესპოდენტები არიან. ვგრძნობ, რომ წარმატებული სტატია გამოვა, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯგუფის სოლისტსაც ექნება რაიმე მოსაყოლი...
***
შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ამას აუცილებლად ვინანებ, მაგრამ რაკი უკვე დადიანის ბინასთან ვდგავარ, უკან დახევის უფლება აღარ მაქვს და ზარს ვრეკავ. იმის მიუხედავად, რომ მთელი გზა საშინლად ვნერვიულობდი, გული მაინც მწყდება, როცა მესამე მცდელობაც უშედეგოდ სრულდება. ადამიანებს ხომ ყოველთვის გვეჩქარება იმასთან შეხვედრა, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.
უკვე უკან გაბრუნებას ვაპირებ, როცა გასაღების ჩხაკუნი ისმის და კარი რომ იღება, ტუჩებს ვკბენ, რომ პირი არ დავაღო.
ლამის გული მიჩერდება_წელს ზემოთ შიშველი, სველთმიანი დადიანი ჯინსის შარვალზე ელვას იკრავს და გაოცებული მიყურებს. შამპუნის სასიამოვნო სუნი ცხვირში მიღიტინებს და ძლივს მახსენდება, რომ სუნთქვა საჭიროა.
_აჰ, შენ ხარ?_იცინის და ინტერესით მათვალიერებს. ესეც შენი ,,გამარჯობა''._უკვე აღარ გელოდი.
_მე...რომელი საათია?_მაჯაზე ვიხედები და ვამოწმებ, რომ სულ 12 წუთი დამაგვიანდა. როგორ აკადრეს ლოდინი მის უდიდებულესობას!
_არა უშავს, რთულია ფეხით სიარული!_სახიდან ირონიული ღიმილი არ სცილდება. ვითომ მიწისქვეშა გადასასვლელზე მინამიოკებს?_შემოდი._ბოლოს და ბოლოს ხვდება და გვერდზე იწევა.
მაქსიმალურად ვცდილობ, მის სხეულს თვალი მოვარიდო, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, რომ მხრებამდე ძლივს ვწვდები
არადა, ჩემი სიმაღლე ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა ხოლმე.
არც ის მრჩება შეუმჩნეველი, რომ კარის ჩაკეტვამდე სადარბაზოს ათვალიერებს. ნეტა ვის ელოდებოდა? იმედია, პაემანი არ ჩავუშალე.
არა, ვგრძნობ, რომ აქ მოსვლას აუცილებლად ვინანებ!



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აღფრთოვანებული ვარ ორი თავი ერთად წავიკითხე და იმდენად მომწონს, რაღაც განსხვავებულია, არაჩვეულებრივად გადმოსცემ ყველაფერს ისე რომ სულ რომა რ მინდოდეს მაინც ვჩნდები ისტორიაში და იმათთან ერთად ვგრძნობ ყველაფერს. აი მეც მომეწონა დადიანი უკვე და რა ვქნა? ნუ კაი ჯანდაბას მე სანდრო მაინც მყავდეს არ შეიძლება? ის ბიჭი ბოლოს მარტო რო დარჩეს ცოდო არ იქნება?
ვაი რამდენს ვლაქლაქებ ,ბოდიში. მოკლედ ემოციები რომ მეზალება ვუბერავ მერე .
ველი შემდეგ თავს იმედია მალე იქნება, ძალიან მინდა რომ მალე იყოს heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ მაგრად მომწონს. რაღაცა განსხვავებულია თითქოს თან მუსიკასთან კავშIრში როა მომწონს. ჯერჯერობით ბევრი არ ვიცი მაგრამ კარგი პერსონაჟები არიან ოღონდ კარგი განვითარება უნდათ! აბა შენ იცი დიდხანს არ მალოდინო და დიდი და გემრიელი ახალი თავი მოგვიმზადეე!!!!!!!!!!

 


№3 სტუმარი Mtvareula

Dzaaalian kargia. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent