შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ დამთმობ თუ კი გიყვარვარ?! (მეთოთხმეტე თავი)


10-02-2017, 16:37
ავტორი შარლატან
ნანახია 1 626

ლეო მაშინვე წამოდგა და შესახვედრად გაეშურა, წამიერათ ჩემთან გაჩერდა და მიჩურჩულა: არ გაბედო ახლა ადგომა და წასვლა ... მექანიკურად თამოსკენ გავიხედე სახეზე მასაც ჩემსავით ფერი არ ედო. შემდეგ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა და ალაგ ალაგ მესმოდა ადმიანების ხმები...
თვალები ნელა გავახილე, თავი საშინლად მტკიოდა ....კარის ხმა გავიგე ოთახში თამუნა შემოვიდა შეშინებული სახით
-ანუკი საყვარელო გაიღვიძე? ძალინ შეგვაშინე გული წაგივიდა და ორი დღეა გძინავს
-კი მაგრამ რა მომივიდა?(ძლივს ამოვილიღლუღე ლაპარაკიც მიჭირდა)
-საერთოდ არაფერი არ გახსოვს?
-მახსოვს შენი გაფითრებული სახე,მისი უსიცოცხლო თვალები და ხალხის ხმაური...
-ცოტახანი გაოგნებული იჯექი მერე კი გონება დაკარგე, ვერფრით მოგიყვანეთ აზრზე. ბიჭებმა სავადმყოფოში გაგაქანეს სტრესის ბრალიაო. დამამშვიდებელი გაგიკეთეს და გამოგიშვეს მას მერე გძინავს...
-თამო გთხოვ წამოდგომასი მომეხმარე უნდა ავდგე და წავიდე. ისედაც ძალინ შეგაწუხეთ და აგაფორიაქეთ.
-კაი რა ანუ არ რცხვენია რას იძახი.ახლა კი დამშვიდდი და დაისვენე ჯერ ისევ სუსუტად ხარ.
-რა ხდება თამუნა რატომ ნერვიულობ ხომ ყველაფერი რიგზეა?
-ეხლა რაღაცას გეტყვი და დამპირდიდ რომ არ ინერვიულებ.ნიკაა აქ შენი ნახვა უნდა და ლაპარაკი.მე და ლეოც აქ ვართ უბრალოდ დაილაპარაკეთ მგონი მოვიდა ამის დრო
-თქვენ რა სუმთლად შეიშალეთ? . . არ მინდა, არც მისი ნახვა და არც ლაპარაკი, გადაეცით დაგვიანდა..(ხმამაღლა ვყვიროდი.კარი გაიღო და მისმა ბაროტონმაც არ დაგვიანა)
დამშვიდი ანუკი, ვიცი ეს უფრო ადრე უნდა მექნა, მაგრამ ხომ გაგიგიs“ სჯობს გვიან ვიდრეარასდროს“ თამო დაგვტოვე გთხოვ.
ოთახში სამარისებული სიჩუმე გამეფდა ისმოდა ორივეს გახშირებული სუნთქვა.ჩემს უკან იდგა ვგრძნობდი,განძრევა არ შემეძლო, ხმა არ მემორჩილებოდა და აქედან გაქცევას ვლამობდი.სიჩუმე მან დარღვია :გუშინ ჩემი აქ მოსვლის მიზეი შენ იყავი ვიცოდი აქ დამხვდებოდი. ჩემი ახლანდელი საუბარი ბევრს არფერს შეცვლის მაგრამ გაჩუმება აღარ შემიძლია.ცოტაც ანუკი და უშენეობა საბოლოდ შემშლის. ეს არა პატიების თხოვნა მოდი ამას მწარე რეალობა დავარქვათ.რასაც ახლა მოისმენ ადვილი არ იქნება მაგრამ გთხოვ მომისმინო( მწარედ ამოიოხრა)
მე და თამთამ ერთმანეთი აეროპორტში მუშაობისა გავიცანით. ჩვენუ უშუალო უფროსი იყო.(მამამისი იყო იმ ავიახაზების მთავარი მეწილე)პირველივე დღიდან არ გამომპარვია მისი გამოხედვა. მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ არ მიქცია ჩემი ყურადღება მისმა ტანმა,ლამაზი საურველი და ამავდროულად მიუწვდომელი ქალის იმიჯ დატოვა. თუმცა მალევე გამოაშკარვა თავი და პირველი შეხედულება საერთოდ გაქრა.ჩემი ადგილი კარგად გავიაზრე და არც ერთ მის მომდევნო გამოწვევებს აღარ წამოვეგე. აშკარად ვაგრძნობინე უფროსებთან სხვანაირ საქმეს არ ვიჭერ მეთქი და აქედან დაიწყო ყველაფერი. (მაშინ შენ ჩემ ცხოვრებაში საერთოდ არ არსებობდი.) ბიჭების ყურადრებით განებივრებულმა ქალბატონმა ჩემი უარი ვერ აიტანა და დამემუქრა: ჩემთვის ჯერ არც ერთ მამრს არ უთქვია არაფერზე უარი ამას განანებო... მის ნათქვამზე გამეცინა და მალევე დავივიწყე. მერე სამსახურიც შევიცვალე და აღარ მქონდა არანაირი შეხება. ცოტახანში კი ჩემს გულს ერთი პატრა გოგო დაეპატრონა და სრულიად შემცვალა. ბაბნიკ, თავმომწონე, გოგოებისგან განებივრებულ ბიჭს ერთი ნახვით დამახვია თაბრუ.ჯერ არცკი გიცნობდი რომ უკვე ვგრძნობდი როგორი ჩემეული იყავი.ყველასა და ყველაფრის მიმართ დავკარგე ინტერესი იდე ფიქსათ მექეცი და მივხვდი რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა....
თათასთან შეხება იმ მუქარის მერე ღარ მქონია, გავიგე ერთ ერთ ჩვენ ოპერატორს ხვდებოდა და გამიხარდა.გახსოვს ალბათ ჩვენი კორპორატიული წვეულება სადაც ძალით წავედი. იქ შევხდით შემთხვევით დიდად არ მესიამოვნა მაგრამ ზრდილობს გამო მოვიკითხე. შენ წარმოიდგინე მაშინდელზე ბოდიშიც კი მომიხადა, არ მინდა ცუდი შთაბეჭდილება გქონდეს ჩემზეო.ბართან ვიჯექი ტელეფონი რომ ახმიანდა შენ მირეკავდი გარეთ გამოვედი მშვიდა რომ მელაპრაკა.უკან დაბრუნებულმა ბართან დატოვებული ვისკი მოვსვი მერე კი აღარაფერი მახსოვს. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თვალები გავახილე და ჩემს გვერდით ის იწვა. გველნაკბენივით წამოვხტი, ამ ხმაურზე მასაც გაეღვიძა მაშინ დავაფიქსირე რომ ორივეს ტანზე გვეცვა მე მხოლოდ შარვლის ღილები მქონდა შეხსნილი.აქ რა გვინდა მეთქი რო ვკიტხე თავი მოიკატუნა არფერი მახსოვს გარდა იმისა რომ ლიფტში ვნებიანათ მკოცნიდიო. ამაზე მთლად ავიჭერი მე არაფერი მახსოვს რეებს იგონებ არ გრცხვენია მეთქი? მან კი სიცილით მიპასუხა რა იყო ნიკუს ქალიშვილი კი არ ვარ შემოგეტენო, სიმთვრალეში ვის არ მოსვლიაო.
სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა არეულმა და განადგურებულმა და ეგრევე ლეოს მივაშურე. ყველაფერი მოვუყევი,არც შენთვის ვაპირებდი ამ ყველაფრის დამალვას, მაგრამ ლეომ გამაჩერა.კაი რა ნიკუშ ტყუილად ატკენ ამით ანუკისაც გულს...შანსი არა როგორი მთვრალიც არ უნდა ყოფილიყავი რამე მაინც დაგამახსოვრდებოდაო. თან ნუ გადამრევ ტანსაცმლიანი სექსი ვის გაოგიაო. მასთან ლაპარაკმა ცოტა დამამშვიდაა მერე კი ცოტახანი აღარ გხვდებოდი არ ვიცოდი როგორ უნდა გამესწორებინა თვალი თვალში. მერე დრო გავიდა და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდა არც მაშინ და არც მერე აღარ გამხსენებია მისი მუქარა. ამ ყველაფრის პიკი კი ჩვენი ნიშნობის საღამო იყო მამამისმა დარეკა: არ შეგარჩენ ჩემი შვილის აბუჩად აგდებას. ის ბავშვი შენია და ყველაფერზე აგებ პასუხსო. თავიდან ვერფერს მივხვდი მაგრამ როცა მითხრა ვინ იყო ყველაფერს მოეფინა ნათელი.ამ ყველაფერს კი გაგრძელება მამჩემის კაბინეტში ქონდა სადაც არა ერთ მუქარას ქონდა ადგილი გამაფრთხილა არავიში შეგეშალო, ან თათას მოიყვან ცოლად ან კიდე მაგ შენ საცოლეს სამუდამოდ გავქრობო... ამან გამახელა და ვუთხარი აბა გაბედე და თითი დაკარე მეთქი!ა მანდ მივხვდი რომ არ ხუმრობდა, საკუთარი შვილის კეთილდღობისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი...
მერე აღარაფერი არ იყო საშინელი შვიდი თვისა და უშენოდ გატრებული დღების გარდა. ვიცოდი მაშინვე ვგრძნობდი რომ ავანტურის მსხვერპლი ვიყავი თუმცა არაფრის გაკეთება არ შემეძლო. შენს აჩრდილათ ვიქეცი, რამდენჯერმე დავაპირე კიდეც მოსვლა მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა ბოლომდე ხელში მჭეროდა ჩემი სიმართლე... როცა ბავშვი გაჩნდა მაშინვე აეხადა ყველაფერს ფარდა, ხელში მეჭირა უკვა ამის უტყუარი დასტური დენემის ანალიზი. ამყად შევაღე კაბინეტის კარი და თვალებზე ავფარე თვით ყოვლი შემძლე მერეაბ ხურციას , რაც სიცილათაც არ ეყოო:შენ გონია ეს ფურცელი შეცვლის რამეს, მე მანამდეც ზუსტად ვიცოდი ვინ იყო მაგ ბავშვის ბიოლოგიური მამა.ჩემ შვილს შენ უყვარხარ და იმ ვიგინდარა ჯიბე გაფხეკილ მერაბს ვერ გავატანდი ცოლად ხალხის სამასხარაოდ ვერ გავიხდიდი თავს. ამან მთლად გამაგიჟა ოთხმა დაცვის წევრმა ძლივ გამომიყვანა იქიდან თუმცა მაინც მოვასწარი მისთვის მუშტის მოქნევა...სახლში მისული ეგრევე თათას მივარდი, ბოლო ხმაზე ვყვიროდი რაც კი რამ მომადგა ყველაფერს. მან ხომ მთელი ამ დროის მანძილზე იცოდა ეს ყველაფერი.რაში ვჭირდებოდი ვერ ვხვდებოდი ჩვენ მხოლოდ ქარალდის ნაგლეჯზე ვიყავით ცოლ-ქმარი.მარტალია წელიწად ნახევარი გავატარეთ ერთად მარა არანაირი შეხება არ მქონია... ამის მერე სახლიდან წამოვედი ერთი კვირის მერე კი თავად მან დამირეკა და განქორწინება შემომთავაზა. არც კი დავფიქრებულვარ ეგრევე დავთანხმდი.გუშინ გავაწერეთ ხელი და მისი თხოვნა იყო შენი ნახვა და შენთან ლაპარაკი. შეილება გაბრაზებულმა არ მოგისმინოს ამიტომ მე დაველაპარაკებიო. თუმცა ეს საუბარი არ შედგა და მიხარია კიდეც. ამის გაკეთება ჩემთვის ძალინ რთულია მაგრამ მინდა ეს ყველაფერი ჩემგან იცოდე. ამით მე არაფერს არ გთხოვ ან რაღა უფლება მაქვს. ეს არ არის არც პატიების თხოვნა უბრალოდ მწარე სიმართლეა აქ მოსამართლე შენ ხარ და ვერდიქტიც შენ უნდა გამოიტნო... სიტყვა ძლივს დასრულა ხმა აუკანკალდა ჩაიმუხლა და მაწარედ ატირდა.
ვუსმენდი მთელი ეს დრო და ცრემლები თავისით მოდიოდნენ. მის ყოველ სიტყვაში იგრძნობოდა ტკივილი და იმედგაცრუება. მისი ხმის ტემბრი კი ამბობდა , თუ რა რიგად ძნელი იყო ახლა ამ ყველაფერზე ჩემთან საუბარი. რამოდენიმეჯერ გავიფიქრე კიდეც მის შეჩერება, მინდოდა ხმამარლა მეყვირა შეწყვიტა ეს ლაპარაკი და უბრალოდ მომხვეოდა მაგრამ ვერ შევძელი... უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და საწოლიდან წამოვდექი . ნელა მივიახლოვდი და ჩავიმუხლე, უმალ ვიგრძენი მის თბილი ხელები წელზე და ავქვითინდი. ანუკი ანუკი აქ ხარ, ჩემთან ხარ ნაწყვეტ ნაწყვეტ ისმოდა მისი სიტყვები ოთახში....



№1  offline წევრი ♥love love♥

აუ რა კარგია. რამდენი ვიტირე. მალე დადე რაა.

 


№2  offline წევრი შარლატან

მადლობა რომ კითხულობ kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent