ნუ დამთმობ თუ კი გიყვარვარ?! (მეთორმეტე თავი)
ანუკი:გქონიათ ცხოვრებასი მომენტი, როცა გინდა ხმამაღლა იყვირო და ხმა არ გაქვს, როცა გინდა რომ იტირო, მაგრამ ცრემლი დაშრა... როცა შენს ირგვლივ მხოლოდ ბედნიერება, შენ კიყველანაირი შეგრძნება დაკარგული, გამოფიტული, უსიცოცხლო სხეულით დაიარები და სადღაც შორს მოსჩანს იმედის პატარა სხივი. რამდენჯერ დამთენებია ფიქრებში ერთი წლის მანძილზე: ნეტრა რას აკეთებს, ბედნიერია? მასაც ასე ძალინ სტკივა? ვენატრები? ისევ ვუყვარვარ? როგორია ნეტა მამობა? . . ყოველივე ამის პასუხი კი არის დუმილი . . . ვუყურებ თითზე შენს მიერ გაკეთებულ ბეჭედს და ილუზიებსი ვხატავ ჩვენს არ შემდგარ მომავალს.ლამაზ დიდ სახლს, სადაც ბედნიერება და სიყვარულია. ამ სახლს ჯერ მხოლოდ ორი ფანჯარა აქვს და ერთი კარი.ფანჯრები მატულობს კარი იზრდება, ბედნიერაბა ორმაგდება,სამაგდება... სიყავრული უსასრულოა ულევი....აღარც სახლია მყუდრო უკვე ხმაურიანია ... მივუყვები ქუჩას ჩაწითლებული თვალებით.წყვილების დანახვისას შენ მახსენდები, ჩემეული ხალისიანი ცისფერი თვალებით, მე რომ მიყვარდა ასე ძალინ.ისეთი არ ბოლო საღამოს რომ გქონდა, სხივ ჩამქრალი, უიმედო. ყველგან, ყველაფერში შენ ხარ მაგრამ, მაინც მარტო ვარ ...თავიდან ვბრაზდებოდი შენს არ მოსვლაზე, არ ახსნაზე, გაქრობაზე, დუმილზე...ახლა აღარ შევეჩვიე,ბევრ რამეს მივხვდი, გავიაზრე...ვიცი შენი დუმილის და უთქმელობის მიზეზი ის პატრა ხელებია, გაუზრებლად რომ გკიდებს ხელზე ხელს და ხვდები რისთვის ღირს სიცოცხლე ... ნელა რომ ახელს სათუთ პატრა თვალებს, გაშტერდება ვერ გხედავს და მაინც შენ გიყურებს... ამიტომ , ამიტომ აღარ ვბრაზდები. მე მის მიტოვებას არ გაპატიებდი უჩემობა გაპატიე ... ნეტა რა იგრძენი პირველად რომ ხელში აიყვანე, თავისი ცისფერი თვალები რომ შემოგანათა? .. მინდა იბედნიერო, მინდა გაიცინო,მინდა ისევ გიყვარდეს თუნდაც სხვა. მე ეს უფრო მაბედნიერებს ... „ნუ დამთმობ თუ კი გიყვარვარ“ წვიმს მე ისევ მივიყვები ჩვენ საყვარაელ აღმაღთს, უკვე მერამდენედ უშენოთ და იმედით ... ნიკა: უიმედო , უფერო, უხალისო, დღები.გაუჩერებელი ტკივილი ... მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი, შენზე მოგონებები...ვიცი ახლა შენც როგორ გტკივა... დღეს ჩვენი ნიშნობის დღეა. ყველაზე ბედნიერი და ყველაზე ცუდი მოგონება ჩემს მეხსიერებაში. 1 წლის წინ მოუთმენლად ველოდი ამ დღის დადგომას, ყველასი და ყველაფრის წინაშე რომ დამერქმია ჩემი...ერთმა ზარმა შეცვალა ყველაფერი წამებში, ნეტა საერთოდ არ მეპასუხა. შირად გხედავ როგორი უფერო და უსიცოცხლო ხარ. შენი ღიმილი და ხალისიანი თავალები მაბედნიერებდა ყველაზე მეტად. შენი ერთი გაცინება სამყაროს აფერადებდა, ალბათ აღარ იცინი. მაპტიე ჩემი სიმთვრალეში ჩასდენილი უპატიებელი მაპატიე, ის ცრემლებიც მაპტიე ყოველ ღამე ბალიშს რომ გისველებს, თუ კი ვარ ამის ღირსი . . . ვერ მოვედი, ვერ გავბედე, უბრალოდ არ შემეძლო. რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა ამეხსნა, ამ ყველაფერს დუმილი ვარჩიე და გავქრი.ასე ლაჩრები იქცევიან... როგორ გთხოვო პატიება იმაზე, რაც არ ჩამიდენია, უბრალოდ გარემოების მსხვერპლი ვარ. ალბათ მოვა დროდა ყველაფერს მოეფინება ნათელი. გახსოვს რამდენჯერ გვილაპრაკია ჩვენს მომავალზე, ახალ სიცოცხლეზე პირველად რომ აიყვან ხელში და იმ წუთიდანვე გრძნობ როგორი შენეულია... მე მისი ხელში აყვანისას ეს არ მიგრძვნია, არც მისი პატრა ხელის შეხებას არ გამოუწვევია ის ელექტროდები... ხშირად ვუყურებ როგორ სძინავს მშვიდი უშფოთველი ძილით და ვერაფერს ვგრძნობ... ვიცი ყველაზე მეტად შენ ამ სიცივეს ვერ მაპტიებ ახლა ქა რომ იყო, დამტუქსავდი მას ხომ არაფერში მიუძღვის ბრალიო. უემოციო, უგულო მოსარულე სხეული ვარ შენს გარეშე. არ შემიძლია ვერ შევიყვარე... მე მხოლოდ შენში გაჩენილი და გამოჩენილი მომანიჭებს იმ ჩვენეულ ბედნიერებას... იქნებ სწორედ ამ პტარა უსუსურ არსებას ვადანაშაულებ, უშენობაში... ამ ფიქრებში ღამდება უკვე მერამდენე ღამე... გაზაფხულის შხაპუნა წვიმის ხმა მესმის და მახსენდება შენი ბედნიერი სახე წვიმაში... შენი სხეული სითბო მაკლია და გავიყინე... ვიცი ახლა შენ ჩემზე მეტად გცივა უჩვენობა ...“უიმედობას იმედი მოაქვს და რა ცუდია როცა პირიქით ხდება.“ ნუ დამთმობ თუ კი გიყვარვარ... ხშირად გხედავ ჩვენს ქვაფენილზე, უბრალოდ მინდა მოვიდე და ჩაგეხუტო , მაგრამ არ შემიძლია. ისევ მინდა ვიგრძნი შენი პატრა ნაზი ხელი ჩემსაში და ახლიდან დავიწყოთ ბედნიერების ახალი ტალღა. ანუკი ეს ის იმედია ბოლოს რომ კვდება .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.