შთაგონების წყარო (I ნაწილი)
წვიმის წვეთები ჩემს მუხლებზე დადებული ფურცლის დასველებას ნელ-ნელა იწყენებ, თუმცა მისი ხატვით ისეთი დაკავებული და გართული ვარ, რომ ამას პირველად ვერც ვამჩნევ. პალიტრაზე წითელი ფერი დომინანტობს, მის ტუჩებს მონდომებით ვაფერადებ და ვცდილობ კონტურს არ ავცდე და შემთხვევით კანიც არ გავაფერადო. შემდეგ მის თვალებს სხვანაირ ფორმას ვაძლევ და წითლის მაგივრად უკვე მუქი, მწვანეს გამოყენებას ვიწყებ. ყველაზე მეტად მომწონს მისი თვალები, ისეთი იდუმალი და ამოუცნობია, ალბათ მთელი დღეები რომ ვიჯდე და მხოლოდ მას ვუყურებდე მაინც ვერ მივხვდები, თუ რას ამბობენ და გულისხმობენ. ნორმალურად მისთვის არასდროს შემიხედავს, სულ წამიერად ვცდილობდი მისი სახის და სხეულის შესწავლას, არც კი ვიცი როგორი იქნება თვალი რომ გავუსწორო, არ მინდა ჩემს ნახატებშიც ზუსტად იდენტური ელიზაბეტის გამოყვანა, ალბათ ვერც შევძლებ ამის გაკეთებას, როგორც არ უნდა მოვინდომო. ვხვდები რომ ისეთი არ გამოვა, როგორიც მას ეკუთვნის, ვერავინ დახატავს მას ისეთს როგორიც ის სინამდვილეში არის, ყოველ შემთხვევაში მე ვერა. სხვისი თვალით რომ შეხედოთ დიდად არაფრით განსხვავავდება სხვებისგან, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილად განსაკუთრებულია. მისი ღიმილი, სიცილი და მოწყენილი სახეც კი მომწონს, როდესაც მას ვხატავ სულ სხვა გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემს მაგივრად სულ სხვა ადამიანი ამოძრავებდებს ხელებს და მის სახეს უბრალო, თეთრ ან სიძველისგან უკვე გაყვითლებულ და დაკუჭულ ფურცელზე გამოსახავდეს. მის ხატვას ვასრულებ, რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებ, შემდეგ კი სწრაფად ვხევ უკვე დასველებულ ფურცელს და იქვე, გრძელი სკამის გვერდზე მოთავსებულ ნაგავში ვყრი ნაწილებს. არასდროს გამოვა ისეთი, როგორიც მინდა, მისი სილამაზე ყოველთვის დაიკარგება ფურცელზე გადმოტანისას. არ ვიცი რა არის საჭირო იმისთვის რომ მისი პორტრეტი საბოლოოდ დავასრულო და უკვე სხვა რაღაც დავხატო, ისეთი რამ, რაც სხვებსსაც მოხიბილავს, ისევე როგორც მე. ის ჩემს გონებაში ცხოვრობს, უნებურად სულ მასზე ვფიქრობ, სხვანაირად არ შემიძლია. მისი მუქი, წაბლისფერი თმა, თხელი და ლამაზი ლავიწის ძვალი და ის საშინელი თვალები, რომლებიც რეალურად არც კი ვიცი ახლოდან როგორ გამოიყურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესი და ამოუცნობია. ახლაც ვუყურებ როგორ გამოდის დაწესებულებიდან, უბრალო, მოშვებული კაბა და მაღლები აცვია. თმები შეკრული და ზემოთ აწეული აქვს. მზერას სწრაფად ვაშორებ, სანამ აქეთ გამოიხედავს და თავს ხელებში ვრგავ. რატომ არის ასეთი განსაკუთრებული? უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა ეს კითხვა მაწუხებს, რა არის მასში ისეთი რაც ასე იქცევს ჩემს ყურადღებას და რატომ მინდა მხოლოდ მისი ხატვა? როდესაც თავს ოდნავ ზემოთ ვწევ ვხედავ თუ როგორ უახლოვდება ამ ტერიტორიას, ვფორიაქდებდი, ოფლი მასხამს. იმ სკამისგან, რომელზეც მე ვზივარ, ზუსტად რამდენიმე მეტრში ასეთივე გრძელი, უაზრო ფერის სკამი დგას და ზუსტად იქ ჯდება. წინ წიგნს იდებს და კითხვას ინტერესიანი სახით იწყებს, მონდომებით ჩასცქერის და წიგნის გარდა ყურადღებს არაფერს აქცევს. გაოგნებული ვუყურებ, წვიმს, არც ისე ძლიერად, მაგრამ მაინც დისკომფორტს მიქმნის ის კი მიუხედავად ამისა წიგნს კითხულობს. დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები, მისი სახე ისევ არ ჩანს, უბრალოდ მისი სხეული და გრძელი თმა, რომელიც, როცა ზურგში სწორდება მკერდამდე მაინც აქვს. მომწონს მისი დაშლილი კულულები, მისი სახის დანახვაც არ არის საჭირო იმისთვის რომ მიხვდეთ თუ როგორი საყვარელია. დიდი ხანი ვბჭობ, არ ვიცი, ღირს თუ არა მისვლა, ალბათ ასე უცბად ვიღაც უცნობი რომ თავზე დაადგება იფიქრებს რომ გიჟი ვარ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. მას მთელი დღეები ვერ ვიგდებ თავიდან, მე ის ადამიანი მჭირდება, რომელსაც არც კი ვაინტერესებს, რომელმაც რეალურად ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცის. ნელა ვუახლოვდები, მინდა, სანამ მასთან მივალ მაქამდე მაინც არ მივიქციო მისი ყურადღება, მაგრამ გეგმა მეშლება, რადგან ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე ცნობისმოყვარე მზერით ათვალიერებს არე-მარეს და ბოლოს მე მაშტერდება. პირველად ვუყურებ პირისპირ და ხმის ამოღების არანაირი სურვილი მიჩნდება, შემიძლია სულ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩუმად ვიჯდე და მას ვუყურო. მწვანე თვალები ახლოდან უფრო მუქი ყოფილა. ცხვირი იმაზე უფრო დიდი აქვს ვიდრე შორიდან ჩანდა, ტუჩები კი მართლაც ისეთი დაბერილი როგორც ყოველთვის. მინდა გავიღიმო, ყველაფერზე მეტად მინდა გაღიმება, მაგრამ ვერ ვიღიმი, რადგან ვიცი ასე სიტუაცის უფრო გავართულებ, რაც ნამდვილად არ მჭირდება. მათვალიერებს შემდეგ კი ისევ წიგნის კითხვას აგრძელებს. თავს ვხრი და შეუმჩნევლად მაინც ვიღიმი. სვლას ვაგრძელებ, ბოლოს კი მის გვერდით ვიკავებ ადგილს. იქამდე არ იხედება ჩემსკენ სანამ ხმას არ ვიწმინდავ. - ამ წვიმაში წიგნს რატომ კითხულობ? - ვეკითხები ისე თითქოს მხოლოდ ამის გასარკვევად მივუახლოვდი და ვცდილობ თავი სერიოზულ ადამიანად მოვაჩვენო. უაზროდ იღიმება, ყველაზე მეტად მეზიზღება ასეთი უმიზეზო ღიმილი, მაგრამ მის სახეს ესეც ისე უხდება, რომ ვცდილობ ეს აზრები თავიდან მოვიშორო. გულრწფელ სახეს მალევე ეშმაკური ცვლის. ისევ ღიმილის სურვილი მიჩნდება, ისევ და ისევ. - წვიმა მიყვარს, - ამბობს რამდენიმე წამში, - რა მნიშვნელობა აქვს სხვას? წიგნი დასველდება, მაგრამ არ გაფუჭდება, მისი გადაკითხვა ისევ შესაძლებელი იქნება, ამიტომ ვცდილობ სიამოვნება ბოლომდე მივიღო. ისევ წიგნს უყურებს, არ ვიცი მართლა კითხულობს თუ უბრალოდ ერთ სიტყვაზე აქვს თვალი გაშეშებული, ამიტომ, როდესაც ვგრძნობ რომ ზედმეტი ვარ ვდგები, რადგან სავარაუდოდ საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებს. ღია, ცისფერი ჯინსის უკანა ნაწილს ხელით ვიფერთხავ და თმებს ვიჩეჩავ, შემდეგ კი ისევ იმ სკამისკენ მივიწევ, სადაც პირველად ვიჯექი. - დარჩი, მაინც მარტო ყოფნა მომაბეზრებელია. - გაწონასწორებული ხმა მესმის უკნიდან, გაოგნებული ვტრიალდები მისკენ, ისევ ისეთი ღიმილით იყურება წინ და ამავდროულად მარჯვენა ფეხს ჰაერში აქანავებს. - უცხოებთან ყოფნის არ გეშინია? თან კითხვა სიმარტოვეში, სიწყნარეში უკეთესია. - ვეუბნები და თვალს ვუკრავ. იცინის, საშინლად მომწონს მისი სიცილი, ხმამაღალი და საყვარელი. - უცხოები ყოველთვის ადამიანის მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე საინტერესოები არიან, რადგან მათ შესახებ არაფერი იცი და ცნობისმოყვარეობა გკლავს. შენ კი ნორმალურ ბიჭს ჰგავხარ და სიამოვნებით გაგიცნობდი, თან აქამდე არავინ უკითხავს არაფერი ჩემს უცანურ ჩვევაზე, ალბათ ზედმეტი ყურადღება გამაღიზიანებელი იქნებოდა, მაგრამ არავის შეუმჩნევივარ და ეს რაღაც მომეტში საწყენიც არის, - ღრმად ისუნთქავს ჰაერს და აგრძელებს, - რაც შეეხება წიგნს, უკვე მეხუთედ ვკითხულობ, ამიტომ ცოტა ხნით შეჩერება პრობლემას არ წარმოადგენს. გულრწფელად მიღიმის და ხელს ისევ სკამზე დებს, მანიშნებს სად უნდა დავჯდე, ჩემს აზრს კი არც კითხულობს. მის ნებას მივყვები, ადგილს ვუბრუნდები და გვერდულად ვუყურებ. არაფერს ამბობს, უბრალოდ გვერდზე მიზის, ესეც კი საკმარისია, ესეც კი იმდენის მომცემია ჩემთვის რომ ყველაფერს მივცემ ეს ხვალაც, ზეგაც და სულ რომ განმეორდეს, ან უბრალოდ დრო რომ გაჩერდებს და სამუდამოდ აქ რომ გავიჭედოთ, ამ უაზრო, მაგრამ მაინც ლამაზ ბაღში. საოცარი იდეები მომდის, საშინლად მინდება, რომ ახლა სადმე ცარიელი ფურცელი ან ტილო გაჩნდეს, რომელზეც მის დახატვას ისე შევძლებ როგორ მინდა, მისი სახე ისეთი იქნება, როგორიც რეალობაში, მაგრამ ნახატის მნახველი და შემფასებელი სავარაუდოდ მაინც ვერ მიხვდება თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ტილოზე გამოსახული ადამიანი. - რას კითხულობ? - ვეკითხები შემდეგ, რადგან ვერ ვხვდები მასთან სხვაზე რაზე უნდა ვილაპარაკო, მიუხედავად იმისა რომ ამის სურვილი მაქვს, სწორი ნათქვამი იქნება თუ ვიტყვი რომ საკმაოდ უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, არაფრით არ ჰგავს იმ გოგოებს, რომლებთანაც ადრე ვყოფილვარ, არც იმათ ვისაც ვემეგობრები, უცნაური პასუხები და უცნაური ჩვევები აქვს. - წიგნს, - მპასუხობს დაუფიქრებლად და ჩემს თვალიერებას განაგრძობს, სანამ ვალდებული არ ვხვდები თავი ჩავღუნო და ჩავიცინო. ჩემს სიცილზე მისის სიცილის ხმაც მესმის და კმაყოფილს ისეთი რაღაცის გაკეთება მინდება, რაც მართლაც შემარცხვენს. თავს ვწევ და ახლა მე ვიწყებ მის თვალიერებას. ფეხი ფეხზე გადაუდია, წიგნი კი ჩანთაში შეუნახავს, როდის მოასწრო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია წიგნი მუხლებზე აღარ უდევს. - შენი სახელი მაინც მითხარი. - სიმართლე რომ ვთქვა მისი სახელი ვიცი, ისეთი დიდებული და ძველი სახელი ჰქვია, რომ ერთხელ გაგონების შემდეგ შეუძლებელია დაგავიწყდეს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ისიც იფიქრებს რომ ერთმანეთს პირველად ვხედავთ ცხოვრებაში. ხმას არ იღებს, უბრალოდ აქეთ-იქით აცეცებს მის დიდ თვალებს და საბოლოოდ გაჩერებაზე შეჩერებულ ავტორბუსზე აჩერებს. ფანჯრებზე გაკრული რეკლამის კითხვას ხმადაბლა იწყებს, თუმცა მაინც მესმის მისი ოდნავ ირონიული ხმა. საბოლოოდ მისკენ უფრო ახლოს ვიწევი, მანძილი ჩვენს შორის უფრო და უფრო მცირდება. - ჩემი სახელის ცოდნა რაში გჭირდება? - ხომ უნდა ვიცოდე ვის ველაპარაკები. - მაინც ვეღარ მნახავ, არ ჯობია უცნობებად დავრჩეთ? ასე ჩვენი საუბარი უფრო საინტერესო იქნება, მე არ ვიცი შენს შესახებ არაფერი, შენ არ იცი მე ვინ ვარ, რას წარმოვადგენ ან რას ვსაქმიანობ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, იმის შესაძლებლობა მექნება გელაპარაკო ისეთ რამეებზე, რასაც ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც კი ვერ ვეუბნები, რადგან შენ არ უნდა გაინტერესებდეს ჩემი ისტორიები, შენ უბრალოდ პატივისცემის ნიშნად უნდა მისმენდე. - წყანარად ამბობს ის, ისევ არ მიყურებს. ავტობუსი უკვე წასულია, მაგრამ ის მაინც იმ ადგილს აკვირდება. - არამგონია ასეთი ისტორიების განდომა უცნობებისთვის შეიძლებოდეს. - უცნობსაც გააჩნია, - სახეზე ღიმილი ეპარება. - თან ხანდახან უნდა გარისკო რომ ბედნიერი გახდე, რისკების არ მეშინია, პირიქით, თუნდაც ცუდი შედეგი გამოიღოს მაინც სასიამოვნო გრძნობას მიტოვებს. ადრენალინი, შიში იმის რომ რაღაც ცუდად წავა საოცრად სასიამოვნოა, განსაკუთრებით ჩემთვის, ბევრ რამეში მეხმარება. - მაგალითად? - შთაგონებაა, შთაგონების წყაროა, ის მომენტი, როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება. - ესე იგი ხელოვანი ხარ. - კმაყოფილი ისევ ვიღიმი. - საიდან მოიტანე? - ოდნავ უკან იწევა, მაგრამ ჩვენს შორის მანძილი მაინც ცოტაა. მიკვირს რატომ არ გარბის და სხვაგან რატომ არ მიდის, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, მაგრამ ის მაინც აქ არის, ჩემს წინ, უცნაური სახით ზის და ისიც ისევე ცდილობს ჩემს ამოცნობას, როგორც მე. - ინსპირაცია ყველაზე მეტად ჩვენ, ხელოვანებს გვჭირდება და რადგან მის მოლოდინში ხარ ხოლმე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. ისევ ჩუმად ზის, როგორც ჩანს ჩემთვის ისეთი არაფრის მოყოლას აპირებს, რასაც სხვებს ვერ უზიარებს, მგონი ზედმეტი ვილაპარაკე, მაგრამ მის გვერდით სიტყვები ეგრევე სწყდება ჩემს ბაგეებს. არასდროს მდომებია გოგო ასე ძალიან, მასში არის ის რაღაც, რაც ჯერ მეთვითონვე არ ვიცი რა არის და რას ნიშნავს, რა დანიშნულება აქვს. ეს მხიბლავს, მასში ეს ძალა მომწონს, ეს უცნაური ძალა, რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებ, მივატოვებ იმას რაც არ მაქვს. - როგორი მიხვედრილები ყოფილხართ მხატვრები. - ისევ ირონიით ამბობს. იმ სკამს უყურებს სადაც ცოტა ხნის წინ მე მარტო ვიჯექი, ვხვდები, რომ იქ პალიტრა დამრჩა. თავს ვაქნევ და სკამის საზურგეს ვეყუდები, პალიტრას აღებაზე არც კი ვფიქრობ, არ მინდა ასეთი კარგი მომენტი ჩემი წასვლით გავაფუჭო, ვხვდები, რომ შემდეგ, თავმოყვარეობის გამო ვეღარ დავუბრუნდები ჩემს ადგილს, რომელიც ჩემი არც არის. დარჩენილი დრო, სანამ დაურეკავენ და მარტო დამტოვებს ჩუმად ვსხედვართ, არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ ხანდახან გავხედავთ ერთმანეთს და შეუმჩნევლად ვიღიმით. ესეც ასე. ვცდილობდი, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი, მინდოდა რამდენიმე ნაწილი მაინც დამეწერა, რომ ორ დღეში ერთხელ დამედო, თუმცა როგორც ხედავთ ვერ მოვითმინე. როგორც ჩემი ახალი პერსონაჟი, გაბრიელი ამბობს: არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა... მაგრამ მაინც მომწონს ეს იდეა და რადგან ჩავებღაუჭე მაინც ვერ დავანებებ თავს, ამიტომ არ ვაპირებ თავის შეკავებას. ყველანაირად ვეცდები მალე დავდო შემდეგი, რადგან მეთვითონვე ძალიან მაინტერესებს თუ რა მომივლის თავში. ;დდ მადლობა რომ წაიკითხეთ და ცოტა დრო მიანც დამითმეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.