ლექტორი (12)
- გავხსნა? - საწყლად ამოვიხავლე და გამომძიებელს შევხედე. - მე გავხსნი! - ხელი დაავლო ყუთს, ქაღალდი შემოახია და თავი ახადა. - რა არის? - ანჩო მოგვიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - ორი ცალი დისკი და ერთი წერილია - გაოცებულმა ამომხედა გამომძიებელმა და წერილი გამომიწოდა - წაიკითხე! ხელის კანკალით გავხსენი და მოზრდილ წერილს თვალი გადავავლე, ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე: “გამარჯობა დეა, როგორ ხარ? იმედი მაქვს მშვიდობით მიხვედი სახლში, იცი მთელი კვირა, რაც შენს გატაცებას ვგეგმავდი, ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, მინდოდა როგორმე გადამერჩინე მისი კლანჭებიდან, მაპატიებ ოდესმე? ჩემს არაკაცულ საქციელს, ისიც კი ზედმეტად მიმაჩნია რაც გავაკეთე. იცი, ძალიან რთულია, როდესაც გემუქრებიან დედის სიკვდილით. დედაჩემი სიმსივნეს ებრძოდა, 2 თვეში ფულს თუ ვერ ვიშოვიდი, ვერ გადამირჩენდნენ, ოპერაცია სასწრაფო არ იყო, მაგრამ აუცილებლად დასჭირდებოდა. როდესაც ნია გამოჩნდა და მითხრა რომ დამეხმარებოდა, მივხვდი რაღაც საშინელებას გეგმავდა, მაგრამ იმ წუთას ვხვდებოდი რომ დედას გადარჩენისთვის ყველაფერს გავიღებდი, ყველაფერს შევძლებდი. მთელი თვე დაგზდევდი დეა და შენი ცრემლიანი და შეშინებული თვალების დანახვა გულს მიკლავდა. ვხვდებოდი რომ იმაზე მეტს ვაშავებდი, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა. მერე, მერე გამომიცხადა რომ უნდა მომეტაცებინე და შენზე ძალა მეხმარა, რათა ფოტოები გადაეღო და დანიელისთვის სამუდამოდ აეხილა შენზე თვალები, წარმოდგენა უნდა შეცვლოდა იმისთვის რომ თვითონ მოეყვანა ცოლად. მოგიტაცე, ვაღიარებ რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ამით, მაგრამ მეც ხომ მაქვს რაღაც გამართლება? შენზე ძალა არ ვიხმარე, არ ჩავიდინე უზარმაზარი ცოდვა, რომელიც ახლა ორმაგად გამანადგურებდა. იცი, ალბათ უფალმა დამსაჯა იმით რომ დედა წაიყვანა თავისთან, ვერ შევძელი მისი გადარჩენა, არ მაპატია რომ მისი გადარჩენის სანაცვლოდ სხვა უნდა გამეხადა უბედური. ამაშიც დამნაშავე ვარ, დედას რომ ვერ შევუნარჩუნე სიცოცხლე ისიც ჩემი ბრალია, ყველაფერზე უნდა წავსულიყავი, ასეთი საქმის გარდა, მე შემეძლო სხვანაირადაც მეშოვა ფული, მაგრამ იოლი გზა ავირჩიე. იოლი გზა საკუთარი თავის განადგურების. მაპატიებ დეა? ოდესმე შეძლებ რომ უბრალო გამარჯობა მაინც მითხრა? უბრალოდ შემომხედო და სიძულვილი არ გქონდეს თვალებში, რომ ჩემს დანახვაზე ზიზღით არ დაიჭყანო და უარესად არ გამწირო?! მაპატიე დეა, იმისთვის რომ ოდნავ მაინც გამოვისყიდო ჩემი დანაშაული, პირველ და უზარმაზად ნაბიჯს ვდგამ. ყველაფერი ჩავიწერე, იმ ერთი თვის განმავლობაში რასაც მთხოვდა და როგორც მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა. მაპატიე დეა, მინდა რომ დანიელთან ბედნიერი იყო, რადგან შენ ამას ყველანაირად იმსახურებ, იმისთვის რომ მას შენს მიმართ ნდობა აღუდგეს, გიგზავნი ჩვენი “თანაცხოვრების” ვიდეოს, რომ მართლაც არაფერი მომხდარა და ყველაფერი ფარსი იყო. დეა, თუ ამას კითხულობ ესეიგი მე ძალიან შორს ვერ საქართველოდან და ჯერ კიდევ ვერ გაიგეს რომ ეს ყველაფერი გამოგიგზავნე. თორემ აუცილებლად გაანადგურებდნენ. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ! კეთილი სურვილებით, ლეო” *** ხელის კანკალით ვდებ წერილს და გამომძიებელს ვუყურებ. - შენ იცი, ამ ბიჭმა რამხელა რაღაც გაგიკეთა? ჩათვალე რომ მარტო ამ ინფორმაციით გაანადგურებ მას! - მსუბუქად მიღიმის და თავს აქნევს. - მართლა? მაშინ ახლავე! - არა! ახლავე არა - ფეხზე ვდგები და დისკს ვატრიალებ ხელში. - აბა როდის? - სანამ ხელს მოაწერენ, მეგობრები გააკეთებენ სიყვარულით სავსე ვიდეოს! - საშინელი ღიმილი დამთამაშებს სახეზე - მინდა მისთვის უბედნიერეს დღეს მივაყენო ის საშინელი დარტყმა, რისი წყალობითაც გამანადგურა! - მართალი ხარ - გიორგი დგება და თავს მიქნევს - თვითონ ღმერთის არ სწამს, ამიტომ ჯვარს არ დაიწერენ ზუსტად ვიცი, ადრეც ასე აპირებდა და ახლაც იგივეს იზამს. - ხო მაგრამ რაიცით რომ მოჰყავს? იქნებ უარს ამბობს? - გაკვირვებული მიმოდის ოთახში დიკო. - მოიყვანს! - გადაჭრით ვამბობ და ღრმად ვსუნთქავ - რამდენიმე საათში თუ არა, ხვალ უეჭველი გავა სიახლეებში მათი შეუღლების გადაწყვეტილება. - და რას აპირებ? - ცოტა გავერთოთ, ხომ შეიძლება? მაგალითად ხელის თხოვნაზე - წარბებს მაღლა ვწევ და ირონიულად ვიღიმი - ან, როდესაც სავახშმოდ გავლენ სადმე?! - ხელის თხოვნას ნამდვილად გრანდიოზულს მოითხოვს! - მეთანხმება ანჩო და თვალს მიკრავს. - მაშინ მაგ დროს გამოვიყენებ და IP მისამართლე უფრო ვრცელ ინფორმაციას მოვიპოვებ, თან მისი სატელეფონო საუბრებს მოვისმენ და ჩავიწერ, მგონი საკმაოდ დიდი და საინტერესო მასალა გამოვა! - მეც გეთანხმებით, შეგიძლიათ ნახევარი საათით ადრე შეატყობინოთ პოლიციას რომ მათი თვალით ნახონ ყველაფერი! - ეგეც მართალი, მანამდე თუ ვეტყვით უეჭველი ჩააწყობს, მოულოდნელად კი ვერაფერს ვერ იზამს - ალექსიც მყვება. - ხოო, შევთანხმდით ესეიგი! - ტაშს ვუკრავ და გამომძიებელიც ფეხზე დგება. - ჩემი წასვლის დროა, თუ რამე ახალი იქნება შემეხმიანეთ აუცილებლად, დეა 3 დღეში გამოგივლი ხუთ საათზე და მთლიან მასალას მოგაწოდებ კარგი? - კარგით, გაგაცილებთ - უკან მივყვები და თან ოთახისკენ ვიყურები ვინმე ხომ არ მოდის, ისე არიან ლაპარაკში გართულები არაფერი ესმით. - იცით, რაღაც მინდოდა მეთხოვა - ტუჩის წვალებით ვეუბნები და ნერვიულად ვიმტვრევ თითებს. - გისმენ, შვილო, მითხარი - კეთილი ღიმილით დამყურებს ზემოდან გამომძიებელი. - იცით, მათი მეგობარი მათე, არის ციხეში, ნიამ ჩასვა და თუ ამაზე რაიმეს გარკვევას შეძლებთ, რომ დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა, მართალია მალე მოიხდის სასჯელს, მაგრამ ნასამართლეობა ხო დარჩება, ბიზნესიც ჩამოართვეს.. მე კიდევ მინდა რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს! - თუ შეგიძლია, მათეზე სრული ინფორმაცია გადმომიგზავნეთ მეილზე და აუცილებლად ვეცდები რაიმეს გარკვევას! ორივე დისკი მიმაქვს, განვიხილავ კარგად და იმის მიხედვით გავალ რამდენიმე კვალზე, გამოიძიებას რომ ვერ ვატარებ ოფიციალურად, რთულია ყველაფერი ვნახო, განსაზღვრული უნდა მქონდეს თითოეული ნაბიჯი. - ძალიან დიდი მადლობა - ღიმილით ვემშვიდობები და ბავშვებთან ვბრუნდები. *** არ შევმცდარვარ, რამდენიმე საათში დაურეკეს გიორგის და ალექსს და ამცნეს დანიელის გადაწყვეტილების შესახებ, ვიცოდი ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც ნიას ჰქონდა დაგეგმილი, ამხელა გეგმის შემუშავება და განხორციელება ტყუილად ნამდვილად არ ჩაივლიდა. ირონიული ღიმილი ამითამაშდა სახეზე და უკვე იმ გეგმების დაწყობა დავიწყე, რომელიც მათ გამამწარებინებდა. - ხელს ხვალ თხოვსო, ჩქარობს გოგო, ქორწილი კი რამდენიმე დღეში იქნება! - ღრმად ოხრავს გიორგი და ალექსს უყურებს - უნდა წავიდეთ ჩვენ, მივეხმაროთ! - კარგით, მომწერეთ მისამართი სად თხოვს ხელს, მეც უნდა დავესწრო! - კარგი რძალო, მიყვარხარ - ორივემ შუბლზე მაკოცა, მაგრად გადამეხვიეს და სწრაფად დატოვეს სახლი. - რას აპირებ დეა? - მხარზე დამადო ანჩომ ხელი და იმედიანი თვალებით გადმომხედა. - მათ გამწარებას, დანიელს არ შევარჩენ ჩემში ეჭვი რომ შეიტანა და ეგ ძ*კნა რომ მოჰყავს ცოლად. - მასაც გაუგე დეა, იცი ახლა ვფიქრობდი, ადამიანს რომელიც მოძალადეა როგორ ექცევიან ციხეში? - გასაგებია, მაგრამ ჩემში ეჭვი არ უნდა შეეტანა, შეეძლო ეჩხუბა ყველაფერზე, მაგრამ ის არ უნდა დაებრალებინა რომ ლეოსთან ვიწექი! - გამწარებული კაცის სიტყვებს ნუ მიიტან გულთან რა.. არ გინდა, ყველაფერი არ გაართულო გთხოვ დეა - მეორე მხრიდან მომიჯდა დიკო და გამიღიმა. - მეტკინა, ძალიან! - მასაც ეტკინა, მარტო შენ ხომ არ გტკენია, ერთდროულად ორი იმედგაცრუება, ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა, მითუმეტეს თუ ამდენი ხანია მისგან ამხელა ზეწოლა აქვს. ეგ ქალი ვერ ხვდება რომ აუბედურებს დანიელს! - არ ვიცი, ვერ ვაპატიებ ალბათ! - შენი გადასაწყვეტია.. - კარგი, დავიძინოთ, ხვალ მძიმე დღეა! - ძალით გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი. გვიანამდე ვფიქრობდი გოგოების სიტყვებზე, ვცდილობდი სწორი გადაწყვეტილება მიმეღო, მარგამ გულიც და გონებაც საშინლად მეწინააღმდეგებოდა, ყველაფერი რომ გაირკვეოდა მერე? მერე რა იქნებოდა, შეძლებდა დანიელი ჩემს დაბრუნებას? მისი დანაშაულის გამოსყიდვას? ან იყო კი რაიმეს გამკეთებელი ჩემგამო? დრო მჭირდებოდა. ძლივს ჩამეძინა ფიქრებისგან ახლართულს და გადაღლილს. *** დილით 12 საათზე გამეღვიძა, ანჩო და დიკო რაღაცას ამზადებდნენ, გაოცებულმა გადავხედე ჩემს წინ გამზადებულ ტანსაცმელს და წარბაწევით გავხედე გოგოებს. - ეს უნდა ჩაიცვა, აი ეს დაიხურო რომ არ გამოჩნდე და კიდევ ქერა პარიკი მოგიტანე, კარგად გაგიკეთებ მაკიაჟს, წითელი ტუჩსაცხი და ეგ არის! - რომელზეო? - უემოციოდ ამოვილაპარაკე. - ექვსზე - კარგით, 4ზე დავიწყოთ მომზადება! - უფრო ადრე, შენ იქამდე უნდა მიხვიდე და დაიკავო ადგილი, მაგიდა უკვე დავჯავშნეთ! - თქვენ რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა? - გავუღიმე ორივეს და ძლიერად ჩავეხუტე. - ძალიან მიყვარხართ გოგოებო - ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა ანჩომ და გადაიკისკისა. - კარგით ხო მართლა, რა გვატირებს, წინ დიდი დღეა! - ხელები გავშალე და სამზარეულოში გავედი. მთელი დღე ვლაპარაკობდით, გეგმებს ვაწყობდი როგორ რა უნდა გამეკეთებინა, ბოლოს სარკესთან დამსვეს და დაიწყეს ჩემი “გადაკეთებაც”. საბოლოოდ შავ კლასიკურ კაბაში გამოწყობილი, მწვანეთვალება ქერა ქალბატონი მიმზერდა. მართალია მწვანე ლინზები ჩემს ნაცრისფერ თვალებს დიდად ვერ ფარავდნენ, მაგრამ მაინც საკმაოდ მომხიბვლელი იყო. თავზე უზარმაზარი შლაპა მომარგეს, ისე რომ მხოლოდ წითლად შეღებილი ტუჩები მიფარავდა. დაბლებზე ვიდექი, რადგან მაღლებზე კაკუნი არ შემეძლო. - რაღაც მაკლია ჰო? - ირონიული ღიმილით გადავულაპარაკე გოგოებს და კარადიდან ყუთი გამოვიღე. - ოღონდ ეგ არა, დეა! გაგიჟდი? - პირზე იფარებს ხელს დიკო და მოგუდულად იცინის. - რატომაც არა, თუ სიგიჟეა, სიგიჟე იყოს! - მხრები ავიჩეჩე და შარფი ამოვიღე ყუთიდან - ექსკლუზიურად დამზადებული შარფი დამეთანხმებით ამ საღამოს დახატავს, არა? - ვკისკისებ და მხრებზე ვიხვევ. - გიჟი ხარ, ინიციალები მაინც დაფარე! - სწრაფად მოდის ჩემკენ ანჩო და ღიმილით მისწორებს შარფს. - ხო, ასე ჯობია, იქნებ რა მოხდა და დაინახოს.. - თმებს ვისწორებ, კიდევ ერთხელ ვიხედები სარკეში და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ბინას. *** რესტორანში მისულს ჩვეული სიტუაცია მხვდება, ანჩოს მიერ მითითებულ სახელ და გვარს ვეუბნები იქვე მდგომ მენეჯერს და ისიც მაგიდასთან მაცილებს სწრაფად. თვალს ვავლებ იქაურობას, ნაცნობს ვერავის ვხედავ, ჩემი მაგიდა პირდაპირ უყურებს დაახლოებით ექვს კაცზე გაწყობილ მაგიდას. მეღიმება, რადგან დარწმუნებული ვარ ეს ჩვენი გრანდიოზული წყვილის მაგიდაა. ქუდს ვისწორებ და შარფში უფრო გემრიელად ვთავსდები. რამდენიმე წუთში კარები იღება და ერთი მეორის მიყოლებით შემოდიან ჯერ გიორგი, ალექსი, ანი და კატო, შემდეგ კი დანიელი და მისი საცოლეც შემოდის, შავი თმები მაღლა აქვს აწეული ამ გველაძუას, მისი გრძელი თითები დანიელის მკლავზე აქვს შემოხვეული და კიდეც უფრო გრძელი ფრჩხილებით, წითელი ლაქით რომ აქვს დაფარული, მთელი ძალით ჩაფრენილია მის პერანგზე. დანიელს ნატანჯი სახე უფრო აქვს ვიდრე ბედნიერი, ნეტა შეეგუა ბედს? საინტერესოა, ტუჩები მებრიცება მის დანახვაზე, ახლა ვხვდები რომ იმდენად არის გაბრაზება ჩემში გამჯდარი, ამის იქეთ ვერაფერზე ვფიქრობ. ადგილს იკავებენ, დანიელი არ უწევს სკამს და აშკარად გაბრაზებულია. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს, როგორ თხოვ დანიელ ხელს?! მშვიდად ვახშმობენ, ამას თუ სიმშვიდე ჰქვია, გიორგი და ალექსი ისეთი სახით იყურებიან, ის ისაა უნდა ეცენ და ყელი გამობრდღვნან. არა მე უარზე არ ვარ, მიდით ძმებო, ბარემ აქვე დაასრულეთ ჩემი წამოწყებული საქმე. დანიელი რაღაცას ანიშნებს კატოს, ისიც თავს უკრავს, დგება და ოფიციანტისკენ მიიწევს. ჰმმ, რა ხდება? ოფიციანტს რაღაცას ეუბნება და ისიც თავს უქნევს, შემდეგ ჩემკენ იყურება კატო, ღიმილი დასთამაშებს სახეზე, თვალს მიკრავს ყველასგან შეუმჩნევლად და მაგიდისკენ მიიწევს. გაოცებული ვუყურებ, ჩემკენ აღარ იხედება, რამდენიმე წუთში კი ნამცხვრით სავსე თეფშს უდებენ ნიას წინ. დანიელი ყალბი ღიმილით უყურებს, გასაგებია, ხელის თხოვნა ნამცხვარში ჩადებული ბეჭდით? ღმერთო, რა არარომანტიული და ბანალური ხარ დანიელ?! აღშფოთება მეტყობა სახეზე სავარაუდოდ, ოფიციანტი მიახლოვდება და მე ოდნავ განსხვავებულ ნამცხვარს მიდებს. გაოცებული ვუყურებ და პირი უნდა გავაღო რომ მასწრებს თქმას. - თავიდანვე შეკვეთილი იყო, ბოდიში რომ დავაგვიანე! - დამნაშავესავით მიყურებს, გასამხნევებლად ვუღიმი და ისიც მალე მშორდება. საინტერესოა დანიელ, რა რეაქცია ექნება ნიას, როდესაც ბეჭედს ნახავს, გაიცინებს, გაუხარდება და მისი დადგმული მასკარადი დიდად არ იმოქმედებს მასზე?! ირონიული ღიმილით ვჭამ მე და ბედნიერი სახით ნია. უეცრად რაღაც მრგვალს და უცნაურს ვგრძნობ პირში, მერე მეცინება, ოხ, კატო, კატო! სიცილით ვიქცევ კბილებს შორის ბეჭედს და დანიელის სახეს ვაკვირდები. ნია მთელ ნამცხვარს ჭამს, ის კიდევ დაბნეული, გაოცებული, შეშფოთებული და გაკვირვებული უყურებს, მომლოდინე თვალებით. რას ნახავს ნია? ვერაფერს! კბილებს შორის მოქცეულ ბეჭედს თითებს შორის ვიქცევ და არათითზე ვირგებ. რა ბანძი ბეჭედია, ეტყობა ჩემთვის რომ არ არჩევდა! მეცინება და ირონიული ღიმილით ვუყურებ დანიელს. გაგიჟებულია, ყბადაჭიმული იხსნის ჰალსტუხს და მაგიდაზე დებს. რა ჰგონია? რომ ნიამ ბეჭედი გადაყლაპა? ვაიმე! ახლა შეიძლება გავიშხლართო აქ სიცილისგან. ხელები უკანკალებს და ისევ მომლოდინე თვალებით უყურებს. ნია მშვიდად იწმინდავს ტუჩებს და ღიმილით შესცქერის დანიელს. გავიგუდები ახლა, კატო ჩუმად ფხუკურებს და დანიელს უბრიალებს თვალებს “არაფერი შეიმჩნიო”-ო. როგორ გავიცინო, არ ვიცი! - ნია კარგად ხარ? - შორიდანაც ვარჩევ მის სიტყვებს და ტუჩებზე ხელს ვიფარებ რომ სიცილი ჩავახშო. - კარგად ვარ, რა ხდება? - დაბნეული უყურებს ისიც. - არაფერი, შენ მგონი.. - თითს მისკენ იშვერს - გადაყლაპე ის.. ნამცხვრიდან… შემთხვევით… - ბლუყუნებს და ლამისაა გავსკდე შეკავებული სიცილისგან, სავარაუდოდ ვლურჯდები, შემდეგ ვმწვანდები და ბოლოს ვწითლდები. - რა გადავყლაპე დანიელ? - გაოცებული იყურება ნია. - ისა… - ბლუყუნებს ისევ დანიელი. - ნამცხვარი გადაყლაპე ნია, ნერვიულობს დანიელი და ელანდება რაღაცები - იცინის გიორგი და თვალს უკრავს. - გადავყლაპავდი, აბა რას ვიზამდი? - შეშფოთება ეტყობა მასაც სახეზე. - რავიცი, გვეგონა სახეზე აპირებდი წასმას - უდარდელი ხმით ეუბნება ალექსი და სკამზე უფრო მოხერხებულა ჯდება. - რათ მინდოდა სახეზე? - იკვირვებს და სახეზე ხელებს ისვამს. - აბა მაგ როჟის ყურება გიხუმრია? თან მთელი დღე - გიორგი ხარხარებს და ნია ფეხზე ხტება. - როგორ მიბედავ? - კბილებს შორის ცრის. - რას ამბობთ! როგორ გაგიბედეთ, თქვენო უქაჯესობავ და უბოროტესობავ - იცხადებს გიორგი და ფეხზე დგება - მე ვიცეკვებ თორემ, ამის სიავე არ გადამედოს! - სიცილით იშვერს ხელს მისკენ და ანის აყენებს. - ხომ იცი რომ გაგანადგურებ? - კივის ბოლო ხმაზე ნია, იქვე მჯდომი საზოგადოება მათ აშტერდება. - ფეხები მიკანკალებს! - ირონიული ღიმილით უგდებს გიორგი და მოედნისკენ მიდის. *** დანიელიც იწვევს ნიას და მის დაშვიდებას ცდილობს, ალექსი კი ჩემკენ მოდის და ხელს მიწვდის. შარფს სკამზე ვკიდებ, ქუდს ვიხდი და მასთან ერთად მივდივარ საცეკვაო მოედნისკენ. - თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა - სიცილით ვეუბნები და მუსიკას ვყვებით. - სხვა ვინმე კი არ არის ჩავარდნილი - სხარტად მიბრუნებს პასუხს და თვალს მიკრავს - ერთი ის ვერ გავიგე ბეჭედი სად გაქრა! - ხო ვერც მე - სიცილით ვისწორებ თმას ზუსტად იმ ხელით, რომელზეც მიკეთია. - დეა! კარგი რა - იცინის და თავს აქნევს - ეგ დანიელმა არ დაინახოს! - ახლა დაინახავს, პარების გაცვლის დრო რომ მოვა - ირონიულად ვიღიმი და წუთი არ არის გასული დანიელის მკლავებში რომ ვჩნდები. ხელს წელზე მხვევს და უცნაური სახით დამყურებს. მაკანკალებს და ყველა უჯრედს ცეცხლი ედება, მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევ. არაფერს ვეუბნები, მსუბუქად ვუღიმი და ბეჭდიან თითს მხარზე ვადებ. - ძალიან ლამაზი ხარ! - მეფლირტავება ეს ვირი?! განახებ მე შენ ლამაზს, დამაცადე. - თქვენზე იგივეს ვერ ვიტყოდი - ირონიულად ვუბრუნებ პასუხს და მარცხენა ხელზე მორგებულ ბეჭედს ვაწვალებ. - არადა, ჩემზე ყოველი მეორე გიჟდება! - მალევე მიბრუნებს პასუხს და დაჟინებით მიყურებს თვალებში. - ხო, საინტერესოა რა აგიჟებთ?! - ძალიან თუ გაინტერესებს, შემიძლია დაგანახო! - იცი დღეს ხელი მთხოვეს - ცხვირწინ ვუფრიალებ ხელს - არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან რომანტიულად კი გამოუვიდა! - თვალებში დაჟინებით ვაკვირდები, ვხედავ როგორ ეცვლება სახე და ფითრდება. - ჩემი ბეჭედი, მე მეგონა გადაყლაპა - ვინ? - ჩემმა საცოლემ - საცოლე გყავს თუ გველეშაპი? - რა შუაშია? - დაბნეული მიყურებს. - რავიცი აბა, საქმროს რომ ჩემზე ეფიქრა ამხელა თვლიან ბეჭედს გადავყლაპავდი, აშკარად არ უნდა ჰქონდეს კარგი წარმოდგენა! - მე უბრალოდ.. - ასეა, ცოლად მოგყავთ ის ვისაც არ იცნობთ და ტოვებთ იმას ვისაც საკუთარ თავზე კარგად იცნობთ - მაზოლზე ვაჭერ ფეხს და მასაც ტკივილისგან ეღრიცება სახე. - ხდება ხოლმე, გვღალატობენ ახლობელი ადამიანები! - ხდება ხოლმე, იდიოტებად ვასაღებთ თავს… - ხდება ხოლმე, სხვას ირჩევენ… - ხდება ხოლმე, ვლენჩდებით და ვჩლუნგდებით! - ხდება ხოლმე, გვეტკენენ და გვივლიან… - ხდება ხოლმე, მუსიკა მთავრდება! - ირონიულად ვუღიმი, მისი მკლავებიდან ვინთავისუფლებ თავს და ჩემი მაგიდისკენ მივდივარ. - - *** - ვისთან ცეკვავდი? - ნია გაბრაზებული მიდის მასთან, ჩემთან საკმაოდ ახლოს დგანან, ამიტომ მესმის მათი ხმა ასე თავისუფლად. - ქალთან - ვინ იყო ეგ ქალი, დეა არ გეყო, ახლა კიდევ ვიღაცას ეცეკვებოდი? - დიდი ამბავი ახლა - ჭკუიდან ნუ გადაგყავარ - ნუ გადადიხარ მერე - მხრებს უდარდელად იჩეჩს და ღიმილით უყურებს. გაავებული ნია სწრაფად ტოვებს დარბაზს და საჭირო ოთახის მხარეს მიდის. მეც ვდგები, იმ მხარისკენ მივდივარ მეც, ის ისაა დანიელს უნდა ჩავუარო რომ ვითომ ჩანთა მივარდება, ვიხრები, შარფს შეუმჩნევლად ვკრავ ხელს, ისე რომ მასზე ამოქარგული ინიციალები მის მხარეს მოხვდეს, ისიც იხრება ჩემთან ერთად მაგრამ მზერა უშეშდება და გაოცებული მათვალიერებს. - უკაცრავად! - დაბალ ხმაზე ვეუბნები და სწრაფად ვსწორდები, ქვემოდან არც ისე კარგად მხედავს, ხელები უკანკალებს და თვალები ინიციალებზე აქვს გაშტერებული, ვუღიმი, თავს ვუკრავ და სანამ აზრზე მოვა მანადე სწრაფად ვშორდები. - რა ქალია არა? - ალექსის კითხვა მაინც აღწევს ჩემამდე და თავს ვაქნევ ღიმილით. საჭირო ოთახში შევდივარ და ნიჟარაზე შეშლილი სახით დაყრდნობილ ნიას ვხედავ. - დაგეხმაროთ? - აფირისტული ღიმილით მივდივარ, ნელა წევს თავს და თვალებში მიყურებს. - შეგიძლიათ მაკიაჟი გამისწოროთ? - დაღლილი ხმით მეუბნება და კბილებს აღჭრიალებს გაბრაზებისგან, აშკარად ვერც მიცნო და ვერც ხვდება რას მავალებს. - რა თქმა უნდა! - ღიმილით ვეუბნები, ჩემი ჩანთიდან საჭირო კოსმეტიკას ვიღებ და იქვე ვაწყობ. გაუთვალისწინებელი “შურისძიებაც” ძალიან ტკბილი იქნება. - იცით რა, მენდეთ, ისე შეგღებავთ რომ თქვენს საქმროს თვალი დარჩეს თქვენზე! - ღიმილით ვეუბნები. - მართლა? - თვალები უბრწყინდება - ამ ვიზაჟისტებმა არაფერი იციან, დამამსგავსებენ საფრთხობელას! - “შენ ჩემს მერე ნახე” გულში ვამბობ და გარეგნულად მხოლოდ “თბილად” ვუღიმი. - დამპირდით რომ სარკეში არ ჩაიხედავთ და ისე გახვალთ თქვენს საყვარელ მამაკაცთან, რომ ვხედავ როგორი სითბოთი გიყურებთ გული სიყვარულით მევსება! - ვიღიმი და მხარზე ვუთათუნებ ხელს. - დიდი მადლობა! - იმედიანი თვალებით მიყურებს და სახეს ჩემკენ ატრიალებს. ხო მე რას ვუშვები? რთული გამოსაცნობია ვითომ? ეს ტუჩსაცხი ცხვირამდე ატანილი და ნიკაპამდე ჩამოტანილი უფრო მოუხდება, ასე, უფრო სექსუალურია, დღევანდელ თანამედროვე გოგოებს დავამსგავსე, დიდი ტუჩები რომ უნდათ და ირგვლივ ყველაფერს იხატავენ. თვალები ცოტა ჩამოვდღაპნოთ, ცოტა მუქი ტონალური, თმები ოდნავ აჩეჩილი და წინ გადმოყრილი. ღმერთო რა ლამაზი ხარ! პირდაპირ ისეთი, ჩემი გამწარების დღეს რომ იყავი! გულში ვილანძღები. - წამოდი - ხელს ვხვევ და დარბაზში გამყავს - პირდაპირ მიდი შენს საყვარელ მამაკაცთან და გაუღიმე! - ლოყაზე ვკოცნი და სწრაფი ნაბიჯებით ვეცლები. საინტერესოა დანიელის რეაქცია. ვუყურებ როგორ მიდის ყურებამდე გაღიმებული, საფრთხობელას დამსგავსებული ნია, დანიელისკენ და ვცდილობ ბოლო ხმაზე არ ვიხარხარო. დანიელს უახლოვდება და ჩვეული თვალების ფახულით უყურებს. დანიელი შეშინებული ხტება ფეხზე და ხელს სახეზე აყოლებს. - ეს რა არის? რა ქენი? - ხო ლამაზი ვარ? - სასწაული, მის მსოფლიო ხარ პირდაპირ - სიცილით ეუბნება გიორგი - ცოტა მეტი კოსმეტიკა და მის სამყაროსაც გაქაჩავ! - ვის ეღადავები? ჩემი სილამაზე ხელშეუხებელია! - ამაყად იღერებს ყელს და ფოტოგრაფიც აფიქსირებს. ასე როგორ უნდა გამოშტერდე ადამიანი რომ სრულიად უცხოს ენდო? ეტყობა, იმდენად მობეზრდა ეს უნდობლობა, ვინმეს ვენდობიო. ხოდა მე რომ გამიცრუა იმედი, ახლა საკუთარ თავზე გამოსცადოს. სიცილით ვაქნევ თავს, იქედან სწრაფად გამოვდივარ და პირდაპირ ტაქსში ვჯდები. *** - რაქენი? - ღიმილით მეგებებიან გოგოები და მეც ხელს სწრაფად ვწევ მაღლა. - გოგო ხელი მთხოვა, მისდაუნებურად! - ვკისკისებ და სწრაფად ვიძრობ პარიკს, იქვე ვიღებ რკინის ჯამს და ცეცხლს ვუკიდებ. - რას აკეთებ? - უნდა დავწვა ყველანაირი მტკიცებულება, ერთადერთი შარფი უნდა შევინახო, ამას ვერ შეველევი - ვიცინი და კაბასაც ვაგდებ ცეცხლში. - გაგიჟებულხარ, რანაირად გთხოვა ხელი? - როგორც ჩანს კატო გვეხმარება - ვიცინი და ნამწვავებს ურნაში ვყრი. - საიდან დაასკვენი? - სპეციალურად აურია ნამცხვრები! - კაიიი - გაიწელა ანჩო - ნამცხვარში ჩაუდო ბეჭედი? კაი რა, დანიელს ეგ არ ეკადრებოდა! - ცხვირს იბზუებს და მისაღებში გადის. - დანიელის სახე გენახა, ეგონა გადაყლაპა ბეჭედი და იმდენი ვიფხუკუნე, კინაღამ გავიგუდე - მეც გვერდით ვუჯდები და მაკიაჟს ვიშორებ. - გადაყლაპა? ვაიმე, არ შემიძლია - მუცლის ატკიებამდე ხარხარებს დიკო. - იდიოტია რა, ამხელა კაცი! - ცხვირს იბზუებს ისევ ანჩო. - გამოაშტერა დეას სიყვარულმა! - ხო გიჟს გავს, ვეცეკვე და გენახა მისი სახე, ჩემს თითებზე რომ დაინახა ბეჭედი - მოიცა უკან არ მოგთხოვა? - არა, რავიცი! - მხრები ავიჩეჩე - მოიცა, ხო არ მიცნო? - ნერვიულად ვისვამ თავზე ხელს - იქნებ მიცნო? - დანიელი კი არა პატრონი ვერ გიცნობდა, ისე გამოგაწყვეთ! - კარგით ხო, მერე ის გველაძუა დავამსგავსე საფრთხობელას! - ჰა, როგორ? - რავიცი, მეც გამიკვირდა, მენდო, ვუთხარი ისე გამოგაწყობ შენს საყვარელ მამაკაცს თვალი დარჩება შენზე მეთქი და კარგიო მითხრა! - გიჟი ხარ, როგორ გაბედე? - მაგიტომ გავანადგურე ყველაფერი! - ვიღიმი და საძინებლისკენ მივიწევ - დავიძინოთ თორემ ძალიან დავიღალე! *** ორი დღე გადაბმულად ვმუშაობ, ბატონი დიმიტრი ყოველდღე მიგზავნის ვიდეოებს, რასაც ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ ერთი მეორის მიყოლებით გამოვიდეს. ინტერნეტში გამუდმებით ნიას “გალამაზებული” ფოტო ტრიალებს. უცნაური სათაურებით. “როგორ ეპრანჭება ქალბატონი ნია ბატონ დანიელს” და ა.შ. იმდენი ვიცინეთ მე და გოგოებმა სულ გადაგვავიწყდა ასეთი მძიმე დღე რომ გველოდა წინ. დაღლილი ვესვენები სავარძელში და ვცდილობ როგორმე ძალები მოვიკრიბო საბოლოოდ შესაკრელად. თითოეულ ვიდეოში კარგად ჩანს ნიას ნამდვილი სახე და ეს მახარებს. ხელები მიკანკალებს, გული ისე გამალებით მიცემს რომ ასე მგონია მთელ კორპუსს ესმის. საბოლოოდ შეკრულ ვიდეოს ვუყურებთ, მე, გიორგი, ალექსი, ანჩო, დიკო და გამომძიებელიც. - საღოლ რძალო, რაც ვერავინ ვერ გააკეთა, შენ ერთ ვიდეოში გააერთიანე! - მთავარია ყველაფერი გამოვიდეს! უკვე ვნერვიულობ - ხელები მიოფლიანდება და სავარძელში ციებიანივით ვქანაობ, ვბორგავ, ვერ ვისნებენ. ერთიანად მიხურს მთელი სხეული, არ ვიცი ამ ყველაფერში გავიმარჯვებ, თუ დავმარცხდები, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დანიელმა მინდა სიმართლე იცოდეს. - რძალო, ერთი რამ მაინტერესებს - ინტერესიანი მზერით მიყურებს გიორგი. - გისმენ! - მშვიდად ვეუბნები და თვალს ძლივს ვუსწორებ. - აქ რატომ არ არის შენი და ლეოს ვიდეო? მხოლოდ მისი ლაპარაკი რატომ არის ნიასთან? - მე არ მინდოდა ყველას ენახა, მაგას შემდეგ ცალკე ანახებთ… როდესაც.. - მოიცა შენ თვალს რატომ ვერ მისწორებ? დეა რა ჩაიფიქრე? - გაიგებთ! - ცრემლიანი თვალებით ვეუბნები და ფეხზე ვდგები - უნდა მოვემზადო! იქ შევხვდებით, უკვე უთხარით რომ საჩუქარს უკეთებთ? - კი ვუთხარით და სანამ ხელს მოაწერენ იქამდე გავა.. - ძალიან კარგი, იქ ვიქნები ზუსტად 3ზე! - მშვიდად ვეუბნები და საძინებელში გავდივარ. - დეა, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? - სევდიანი ღიმილით მიყურებს ანჩო და მხარზე ხელს მიჭერს. - დარწმუნებული ვარ - შენ შეგიძლია.. - მე ასე გადავწყვიტე! მჭირდება დრო… - კარგი დეა, შენ როგორც გინდა - დიკო სკამზე მსვამს და ჩემს გადაპრანჭვას იწყებს. 1 საათში უკვე მზად ვარ, მშვიდად მივაბიჯებ დარბაზში, იგივე ჩაცმულობა, იგივე ქუდი მახურავს, განსხვავება მხოლოდ ის არის რომ პარიკი და ლინზები აღარ მიკეთია. მშვიდად შევდივარ ხალხით გადაჭედილ პატარა დარბაზში, დანიელი და ნია უკვე მონიტორს უყურებენ მომლოდინე თვალებით. მაინც როგორ უხდება ამ საზიზღარს სმოკინგი?! მათ უკან ვდგავარ, ზუსტად შუაში და ირონიული ღიმილით ვათამაშებ თითებს. ნია ღიმილით უყურებს ეკრანს და ელოდება მისთვის განკუთვნილ ვიდეოს. ელოდე, ელოდე.. ვიდეო ირთვება, თავიდან დანიელის და ნიას ფოტოებია, რომლებიც შეყვარებულის პირველ პერიოდშია გადაღებული. ნია დანიელის გაშეშებულ თითებს ეჭიდება და ბედნიერი იღიმის. ნელნელა მძაფრდება სიტუაცია. პირველი ვიდეო კატოსთან ერთად არის, როგორ უჯდება და აფრთხილებს თუ ვინ უნდა იყოს დანიელის საცოლე. როგორ ემუქრება, როგორ ამცირებს, როგორ ეუბნება რომ ის ერთადერთია და ვერავინ შეცვლის მას. მეცინება, ნიას თითები დანიელის ხელზე უშეშდება და შეშლილივით იყურება ირგვლივ. ჯერ სად ხარ საყვარელო, ყველაფერი ახლა იწყება. ალექსი და გიორგი აქეთ-იქედან უდგებიან და ხელს მხარზე ადებენ. არ აძლევენ განძრევის საშუალებას. მერე ლეო ჩანს, როგორ ეუბნება და პირდება რომ დედამის გადაარჩენს. მათი ყველა ლაპარაკი ისმის, ყველა მისი დავალება, ყველა მისი მუქარა, პირობა თუ დამცირება. ასე მგონია სიზმარში ვარ, მთელ ტანში მცრის სასიამოვნოდ, მინდა ისევე დაიტანჯოს, როგორც მე, როგორც მე არ შემარგო ჩემს საყვარელ მამაკაცთან ყოფნა. დანიელი ჩუმად ზის, დავჩახრილი. ჯერ სად ხარ, სახლში უკეთესი სიტუაცია დაგხვდება, პირდაპირ ნახავ ყველაფერს. ლეოს და ნიას ლაპარაკი საკმაოდ კარგად ისმის, უკვე ხალხი იწყებს ჩურჩულს, როგორ გეგმავენ ჩემს გატაცებას. შემდეგ ისმის ვიღაცასთან საუბარი, როგორ ატეხინებს ჩემს მეილს და როგორ აგზავნინებს იქედან სარჩელს. ღიმილით ვისმენ ყველაფერს, გული და მთელი სხეული კმაყოფილებისგან მითრთის. მეღიმება, უაზროდ მეღიმება. თვითკმაყოფილი ღიმილი დამთამაშებს სახეზე, მინდა განუწყვეტლივ ვაყურებინო ამ ვიდეოს და მისი გამომეტყველება დავაფიქსირო ყოველ ჯერზე. ნია ფეხზე დგება და კივის. - ეს ყველაფერი ტყუილია! ეს ყველაფერი ტყუილია! - დანიელი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებს, ხელებს ძლიერად მუშტავს მაგრამ ვეღარ ითმენს და ფეხზე ხტება. - ეს ყველაფერი არის ტყუილი? ეს ყველაფერი? - გამწარებული ცრის კბილებიდან და ვხედავ როგორ შემოდის დაუფარავად პოლიცია დარბაზში. - ხო, ტყუილია, შეუძლებელია, საიდან მოიტანეს! - თმებზე იკიდებს ხელს გამწარებული დადის იქეთ აქეთ. - საინტერესოა არა, საიდან მოვიტანე? - ქუდს ვიხდი და მის წინ ვდგები, გაავებული მიყურებს, ის ისაა კისერში უნდა მწვდეს რომ გიორგი და ალექსი აკავებენ. - მოიცა, ეს ყველაფერი არ არის! - მეორე ვიდეოს ვრთავ, სადაც ყველაფერი ჩანს რა როგორ გაუკეთა მათეს, როგორ აიღო ის ნარკოტიკი და ახლა ვისი წყალობითაც გადმოჰქონდა ისიც. გაავებული კივის, თმებს იგლიჯავს და ჩემკენ იწევს. - მოგკლავ! მოგკლავ! გეფიცები მოგკლავ არ შეგარჩენ! გამიშვით - ბიჭების ხელებს ეჯაჯგურება და ცდილობს ჩემკენ გამოიწიოს. მის თვალებში ახლა უფრო მეტი სიძულვილი და ზიზღი იკითხება. მეცინება. - დამშვიდდი ნია, დამშვიდდი! ან დაგამშვიდებენ - პოლიციელებს ვანიშნებ რომ აიყვანონ, ისინიც მშვიდად მიქნევენ თავს და ბორკილებს ადებენ. - ვერავინ ვერ გიშველის ნია, ვერავინ! - მასთან ძალიან ახლოს მივდივარ და ყბაზე ვუჭერ ხელს - დაიმახსოვრე, ერთხელ და სამუდამოდ, დანიელს არც უყვარხარ და არც არასდროს იქნება შენთან! - ხელს უხეშად ვუშვებ და მთელი ძალით ვურტყამ გაშლილ ხელს სახეში - შეიძლება მე ახლა სასტიკი ვარ, მაგრამ შენ გადამიყვანე ჭკუიდან, შენი ინტრიგებით, შენი ტყუილებით და შენი მახეებით! ყველაზე კარგი პერიოდი წამართვი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი წუთები ყველაზე უბედურად გადამიქციე და შენი ახირების წყალობით! დანიელს აიძულე რომ ცოლად მოეყვანე, თავს აჯერებდი რომ ოდნავ მაინც უყვარდი, სინამდვილეში კი ჩემზე კარგად იცოდი, მათეს ამბის მერე შენკენ არც გამოიხედებოდა! შენი ადგილი ზუსტად იქ არის, სადაც ახლა მიდიხარ! ამ საქმეს ვეღარ მიჩქმალავ, ვეღარ დაფარავ, რადგან უკვე პრესაში გავა ეს ყველაფერი და ყველა გაიგებს შენი ბავშვური და ლაღი სახის უკან, რა გაიძვერა არსებაც იმალება, აი ნახავ! უკან ვიხევ და მათაც სწრაფად გაჰყავთ დარბაზიდან. დანიელს ვუბრუნდები, მინდა მისი თვალები დავინახო, იმხელა სინანულია მათში, იმხელა ტკივილი, ვხედავ როგორი განადგურებული და გამწარებულია. გული მეკუმშება, ერთიანად ვცახცახებ და თითოეული უჯრედი მეწვის, მინდა მიდე და დავაწყნარო, მინდა ვუთხრა რომ დღეიდან მასთან ვიქნები მაგრამ არ შემიძლია, წყენას, სიამაყეს და ტკივილს ვერ ვახტები, ვერ ვპატიობ, დრო მჭირდება აუცილებლად. ბიჭებთან მივდივარ და მთელი ძალით ვეხვევი ორივეს. - რძალო, რა ჩაიფიქრე? - მომენატრებით ბიჭებო! - ვეფერები ორივეს და ცრემლიანი თვალებით კიდევ ერთხელ ვუყურებ ამჯერად თავჩახრილ დანიელს. თვალსაც რომ ვერ მისწორებს, ჩემში ორი დეა იბრძვის, ერთი, რომელსაც მასთან უნდა დარჩენა და მეორე, რომელიც ვერ პატიობს. სამწუხაროდ მეორე იმარჯვებს. მშვიდად ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ იქაურობას. *** ვგრძნობ როგორ ვიფლითები, მისი თვალები მელანდება ყველგან და ვიშლები, ვგრძნობ როგორ გავანადგურე რეალობით და ტკივილისგან ყველა უჯრედი მეწვის. ვერ ვაზროვნებ, გაუაზრებლად მცვივა ცრემლები, გაუაზრებლად ვიშორებ ყველაფერს და სწრაფად ავრბივარ კიბეებზე. მთელი მაკიაჟი ადღაბნილი მაქვს ერთმანეთს, ჩემს ტკივილს ვერც მაკიაჟი და ვერც ფარსი ღიმილი ვერ მალავს. გოგოები მეგებებიან, ორივეს მთელი ძალით ვეხუტები და ძლიერად ვკოცნი. - დიდი მადლობა გოგოებო, დიდი მადლობა გადაუხადე ბატონ დიმიტრის ამხელა თანადგომისთვის და დახმარებისთვის! ძალიან ძალიან მიყვარხართ! ჩემოდან ვავლებ ხელს და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გამოვდივარ, ისე რომ არცერთის პასუხს არ ველოდები. ნელნელა მივიწევ აეროპორტისკენ და ვერც ვიაზრებ რას ვაკეთებ, ახლა უკან მიმიწევს გული, ისევ მისი თვალებისკენ, მინდა ჩავეხუტო, დავამშვიდო და ვუთხრა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას, სიამაყე მთელი ძალით მედება სხეულზე და ყოველ მის ეჭვს მახსენებს. თანაც მთელი ძალით მიჭერს ხელებს და მგონია რომ სადაცაა დამახრჩობს. მტკივა, იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება რომ ადამიანს ტკიოდეს, შიგნიდან მღრღნის ყველაფერი, ის ყველაფერი რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში მოხდა, მის შარფს მთელი ძალით ვიხუტებ გულზე და ვცდილობ როგორმე გავექცე ამ ტკივილს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ ისევ მის მკლავებში ვარ, ისევ მისი სიყვარულით სავსე თვალებით დამყურებს, მაგრამ უცებ ციებიანივით ვახელ თვალებს, მისი სიყვარულით სავსე თვალებს სიძულვილი ანაცვლებს, გული მეფლიტება, ეს მოგონება შიგნიდან მკაწრავს და მშლის. ახლა… ახლა უბრალოდ… მე თვითმფრინავში ავდივარ, ის კი ალბათ ლეოს ვიდეოს უყურებს. მე ადგილს ვიკავებ, ის ალბათ ადგილს ვერ პოულობს ახლა. მე მის შარფს ვებღაუჭები, ის კი გაყრის საბუთებს დაჰყურებს. მტკივა, აუღწერლად და გადმოუცემლად მტკივა თითოეული მოძრაობა, თითოეული ამოსუნთქვა და მის გარეშე გატარებული წუთები. ცრემლიანი თვალებით ვუყურებ თბილისს, ვხედავ როგორ ვშორდები ნელნელა და იქ მივდივარ სადაც არავინ მელოდება, სადაც არავის ვჭირდები, სადაც არაფერია ნაცნობი. თვალებს ვხუჭავ, ეული ცრემლი მაინც პოულობს გზას და ჩემი ლოყიდან ნელნელა ცურდება, მწვავს, მაგრამ ჩუმად ვარ, მინდა ვიკივლო და ხმას არ ვიღებ, ვგრძნობ ნელნელა ვიშლები. “დაგელოდები…” ჰმმ, არ ვიცი როგორ დავასრულებ, ამიტომ არ მეჩხუბოთ, ვფიქრობ და ალბათ ცოტა უფრო დიდი დრო დამჭირდება შემდეგი თავის დასადებად, თუმცა ხვალ საღამოს არ გადავაცილებ გპირდებით <3 იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, ბოლო თავების წერა საერთოდ ყველაზე მეტად მიჭირს და რავიცი.. ძალიან აღარ გავწელე რაღაც მომენტები <3 ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის.. ჩემი სტიმული ხართ! ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.