შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ძვირფას მეგობარს...


14-05-2016, 18:02
ავტორი Gracioza))
ნანახია 2 996

ძვირფასო მადლენა

-ამ წერილს გწერ და თან ვემზადები მარადიული ძილისთვის,სიცოცხლის ბოლო წუთებსა და წამებში ვეცდები აგიხსნა ჩემი ყოველივე ჩადენილი,დიდი იმედი მაქვს გამიგებ და მაპატიებ...
ის დღე ძალზედ ჩვეულებრივად გათენდა,განსხვავებით სხვა დღეებისაგან...წინასწარ ვგრძნობ ხოლმე მოახლოებულ საფრთხეს,თუმცა იმ დღეს არაფერი მიგვრძნია და არც ცუდი სიზმარი მინახავს...მოკლედ,იმ დღეს ადელაიდას ქმედებები მომეჩვენა ცოტათი უცნაური,თუმცა ყურადღება არ გამიმახვილებია და ყოველივე ცუდ ამინდს მივაწერე,მას ისე არ უყვარდა წვიმა და ჭექა-ქუხილი...
დილით ჩვეულებსებრ ვისადილეთ,შემდეგ მე სასეირნოდ გავედი,ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს წვიმაში სეირნობა...სახლში სადღაც 2 საათი არ დავბრუნებულვარ,მისულმა კი პირდაპირ ჩემი ოთახისაკენ ავიღე გეზი,დაღლილს ცოტა დაძინება მინდოდა...როდესაც გავიღვიძე მისაღებ ოთახში გავედი,ადელაიდა იქ არ დამხვდა,ვიფიქრე ოთახში იყო და ეძინა,ამიტომ გადავწყვიტე არ შემეწუხებინა...
სადილობის დრო,რომ მოახლოვდა მხოლოდ მაშინ ავედი მის ოთახში,თუმცა არც იქ აღმოჩნდა ,მთელ სახლში,ეზოში ვეძებე და ვერ ვნახე...ბოლოს,არ ვიცი რატომ,თუმცა გულმა სარდაფამდე მიმიყვანა,ერთ პატარა,ბნელ ოთახში მიკუნტულიყო და ტიროდა,ვკითხე რა ხდებოდა,პასუხი კი არ გამცა,სურათი გამომიწოდა,სადაც შენ და შენი შვილი იყავით,თვალები ორივეს ამოჭრილი გქონდათ,მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა შენსა და რობის ურთიერთობაზე,თავიდან არაფერს ვეუბნებოდი,თუმცა ბოლოდ მაინც მოვყევი,არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე...
შემდეგ ზემოთ ავიყვანე,ცხელი ჩაი დავალევინე და დავაწვინე,მე კი ჩემს ოთახში გავედი,ნეტავ მარტო არ დამეტოვებინა...ახლა აგაპეც,რობიც და თვითონაც ცოცხლები იქნებოდნენ...იმედი მაქვს შენ მაინც მაპატიებ,რადგან მე ვერ შევძელი ჩემი თავისთვის პატიება...სულ რამდენიმე წუთში კი ადელაიდასთან გავემგზავრები და ვთხოვ ამიხსნას ყოველივე...თუმცა ამ ყველაფერში დამნაშავე მაინც მე ვარ,მაპატიე და მიყვარხარ...


ალექსანდრა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent