შეშლილი, შეშლილი სამყარო (ნაწილი 1)
პროლოგი რამდენჯერ გყვარებიათ? უკაცრავად რამდენჯერ გიგრძვნიათ ის გრძნობა რომელსაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ? ერთხელ? ორჯერ? სამჯერ? თუ უფრო მეტჯერ? რა არის თქვენთვის სიყვარული? რასთან ასოცირდება? ან ზოგადად რა არის სიყვარული? ყველასთვის სხვადასხვანაირი გრძნობა, ყველასთვის სხვადასხვანაირი მნიშვნელობით. მაგრამ საბოლოოდ ჯამში სიყვარულს ყველასთვის ორი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულს ან ტკივილი მოაქვს, ან სიხარული. ის ან მოგკლავს ან გაგკურნავს. ის შენ აგატირებს ან გაგაცინებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ის ერთადერთი გრძნობაა რომელიც მთებსაც დაგაძვრევინებს. რა არის სიყვარული? სიყვარული გრძნობაა რომელიც გაგიჟებს, გივსებს სულში სიცარიელეს და ვარდისფერ სამყაროში გაცხოვრებს. სიყვარული ისაა რაც ყველაფერ სხვაზე უფრო ძლიერია. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა რომელსაც შენი წყვდიადიდან ამოყვანა შეუძლია. სიყვარული ერთადერთია რომელსაც ძალუმძს შენი თავი დაგიბრუნოს. ამიტომ უნდა გიყვარდეთ, გიყვარდეთ მთელი გულით. მნიშვნელობა არ აქვს რა სახის სიყვარული იქნება ეს, იქნება ოჯახური, ნათესაური, მეგობრული თუ რომანტიული სიყვარული. მთავარია გიყვარდეთ. ხოლო თუ ვინმე გკითხვათ რა არის სიყვარული, პასუხი მარტივია. სიყვარული სიყვრულია. მას სხვა ახსნა აღარ ჭირდება. ის გრძნობაა, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია. მაგრამ მთავარი ის კი არ არის თუ რა არის ის, მთავარი ის არის არსებობს თუ არა. სიყვარული კი არსებობს. სიყვარული სიყვარულია, გრძნობა რომელიც არსებობს. 1. სიბნელე. ერთადერთი რისი გარჩევაც შემიძლია სიბნელეა, სიბნელე და წყვდიადი, თითქოს მეც მისი ნაწილი ვიყო. მის თითოეულ ნაწილაკს ვგრძნობ მთელი სხეულით და მგონია რომ ცეცხლი მიკიდია. ვუყურებ სიცარიელეს და გრძნობებით ვივსები. მინდება რომ გავიქცე მაგრამ არ ვიცი სად, არავინ არ არის. არაფერი არ არის. ვერ ვინძრევი, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ბლანტი სითხე ვიყო. თითოეული მოძრაობა უამრავ ენერგიას მართმევს და მასუსტებს. ვგრძნობ თბილ ცრემლებს, რომლებიც ლოყებზე ჩამომდის, მე კი იმის ძალაც არ მაქვს ორმ ისინი მოვიწმინდო. -არის აქ ვინმე?! -შეწუხებული ხმით ვყვირივარ, მაგრამ პასუხად მხოლოდ ჩემი ექო მესმის, რომელიც უფრო მეტად მაშინებს. თავს ძალას ვატან და წინ ერთ ნაბიჯს ვდგამ თან ვლოცულობ რომ უსასრულობაში ვარდნა არ დავიწყო. როცა ჩემი ფეხი მყარ მასალას ედება და ვრწმუნდები რომ ჩავარდნა არ მემუქრება, უფრო გაბდულად ვაგრძელებ სიარულს. რაც უფრო წინ მივდივარ, მით უფრო მიადვილდება მოძრაობა, თითქოს იქ გრავიტაცია მაიძულებდა ერთ ადგილას ვყოფილიყავი მიჯაჭვული, აქ კი ნებას მაძლევს თავისუფლად ვიარო. -არის ვინმე?! -ვყვირივარ მაგრამ პასუხად ისევ ჩემი ექო ისმის. თვალებს ვახმხამებ, მაგრამ ასეთ წყვდიადში მაინც ვერაფერს ვერ ვარჩევ. იმის გაგებაც კი მიჭირს თვალები გახელილი მაქვს თუ არა. წინ მივდივარ და არ ვჩერდები. მივბივარ ისე სწრაფად რამდენადაც შემიძლია, მაგრამ ვგრძნობ რომ მალე ძალა გამომელევა. ვიცი რომ მალე დავნებდები. -ვინმე...გთხოვთ... -ვჩურჩულებ და მუხლებზე ვეცემი. ცრემლები სახეს მისველებენ და შემდეგ კი წყვდიადში იკარგებიან. -გთხოვთ. -მთელი სხეულით წყვდიადს ვეკვრი და ვტირივარ. მეშინია, ძალიან მეშინია. არ მინდა რომ აქ ვიყო ჩატოვებული, მინდა რომ უკან დავბრუნდე. მინდა რომ სახლში ვიყო. არ მინდა რომ აქ ვიყო და აქაურობას შევერწყო, თითქოს არც არასდროს არ მიარსებია. თვალებს შეშინებული ვახელ და საწოლიდან ვხტები. მთიანი სხეული ოფლით მაქვს გაჟღენთილი და ვკანკალებ. შეგრძნება იმდენად რეალური იყო რომ ახლაც მეშინია. შუქს ფრთხილდა ვანთებ და ვცდილობ თვალები სინათლეს შევაჩვიო. როცა ბაც ცისფერ შპალერს ვამჩნევ ვწყნარდები და ღრმად ვისუნთქავ. -უბრალოდ სიზმარი იყო. -ვიძახი ჩემთვის და ვცდილობ სუნთქვა და აჩქარებული გულის ცემა დავარეგულირო. როცა ვწყნარდები შუქს ვაქრობ და ისევ საწოლში ვბრუნდები, მაგრამ ვეღარ ვიძინებ. თვალებს ვხუჭავ თუ არა, ფიქრს იმ უცნაურ სიზმარზე ვიწყებ. სიზმარზე რომლიდანაც აზრი ვერ გამომაქვს. ნელ-ნელა დაღლილობა მაინც იმარჯვებს ჩემზე და თვალები მეხუჭება, გონებით კი ისევ სიზმრების განუსაზღვრელ სამყაროში გადავდივარ. თეთრი. გარშემო ყველაფერი თეთრია. დაბლა ვიხედები, მაგრამ ისევ მარტო დამაბრმავებელ სინათლეს ვხედავ, რომელიც მაიძულებს ყველაფერი თეთრად დავინახო. ისევ პანიკა მიპყრობს და ვცდილობ რომ დავმშვიდდე, მაგრამ უშედეგოდ. ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ მეშინია რომ ჩავვარდები და იქიდან ამოღწევას ვეღარ შევძლებ. მაგრამ საბედნიეროდ მყარ მასაზე ვიწყებ სიარულს. ნელა მივდივარ და თანდათან გონება მიბინდდება. ვგრძნობ რომ ვიღიმი და ვწყნარდები. მაგრამ ეს სიწყნარე ქარიშხლის წინ მყოფი სიმშვიდეა. პანიკის შემოტევა მიმეორდება და კანკალი მეწყება. ძირს ვეცემი და ფეხზე ვეღარ ვდგები. სისუსტე მივლის მთელ სხეულში და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ჩემ სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ. თითქოს მე მე აღარ ვარ. თვალებს სწრაფად ვახელ და ვჯდები. შუბლი დაცვარული მაქვს ოფლით და ისევ ვკანკალებ. ცრემლები სახეზე ნაკვალებს მიტოვებენ და სუნთქვას მიკრავენ. ეს სიზმარი წინაზე უარესი იყო, თითქოს უფრო დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი რომ სიბნელის მაგივრად სინათლეში ვიყავი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ სინათლე ასეთი შემზარავი იქნებოდა. ფანჯრიდან ვიყურები და გათენებას ვუყურებ. ტელეფონს ვიღებ და საათს დავყურებ, ჯერ მხოლოდ დილის ექვსი საათია, მაგრამ მაინც ვდგები და მზადებას ვიწყებ. ვიცი რომ ვერ შევძლებ ძილის შებრუნებას, ვიცი რომ ამას ვერ გავბედავ. საწოლიდან ვდგები და კარადასთან მივდივარ. ტანსცმელს სიფრთხილით ვარჩევ და ნაზად ვიღებ. ვიცმევ და სარკეში ვიყურები. გრძელი ბუნებრივად მუქი წითელი თმა აბურდული მაქვს, მწვანე თვალები კი დაღლილობისგან ანათებს. მუქი ჭაობისფერი მოკლე მკლავიანი მაიკა და შავი დახეული ჯინსები მაცვია. მაიკა ხაზს უსვამს მწვანე თვალეს და წითელ თმას. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ორი ფერი ერთმანეთთან კარგად მიდის. თმას ვივარცხნი და სკოლისთვი მზად ვარ. იმედია სიზმარზე უკეთესი დღე მექნება. *** როგორც კი სკოლის შენობის წინ ვჩერდები ღრმად ვისუნთქავ და ვემზადები. სურვილი მიჩნდება რომ გავიქცე და უკან აღარ მოვბრუნდე, მაგრამ თავის შეკავებას ვახერხევ და სკოლაში გაბედული ნაბიჯებით შევდივარ. მაგრამ როგორ კი ჰოლს ვცდები იმ წამსვე ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას. ხალხს ვესალმები და ვუღიმი, მაგრამ სინამდვილეში მათი დანახვაც კი არ მინდა. არა, ვერ ვიტყვი რომ ისინი მძულან, სიძულვილი ზედმეტად ძლიერი გრძნობაა, ვერც იმას ვიტყვი რომ მეზიზღებიან. მე ისინი უბრალოდ არ მანაღვლებენ. არ იფიქროთ რომ მათ გასაჭირში არ დავეხმარები, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მეზიზღება ყველასთან მეგობრულად ყოფნა, მაგრამ ვიცი რომ სხვა გზა არ არსებობს. რაც უფრო მეტ ადამიანს იცნობ, მით უფრო ადვილია ცხოვრება. ანდაც პირიქით. როგორც კი სკოლაში შევდივარ იმწამსვე გაღიმებული ელენა მეგებება. გრძელი, ოქროსფერი კულულები სახეზე აქვს ჩამოყრილი, და მათ შორის მისი ნეონისფერი ლურჯი თვალები ანათებს. ღიმილისგან სახე გაწელილი აქვს, მაგრამ მაინც ბედნიერად გამოიყურება. -როგორ ხარ? -მეკითხება მელოდიური, ენერგიული ხმით და იღიმის. -მეძინებაა. -ვიძახი და ვიღიმი. -შენ? -მეც. -იძახის და ჩემ გვერდით იწყებს სიარულს. -აუუ, იცი რა მოხდა? -მისკენ ვიხედები და ცალ წარბს მაღლა ვწევ ის კი მოყოლას იწყებს, მაგრამ მე არ ვუსმენ, უფრო სწორად ვერ ვუსმენ და ყურადღება მეფანტება. გარშემო ყველაფერს ვუყურებ, მაგრამ ამავე დროს არაფერს. მეძინება და ვიცი რომ სადაცაა გავითიშები. -აუუ დანიელი იყურება! -ყურში ჩურჩულით ჩამყვირის ელენა და დანიელისკენ მიმანიშნებს, რომლიც ჩვენკენ იყურება და იღიმის. -მგონი მოწონხაარ! -მეეჭვება. -სევდიანი ხმით ვპასუხობ. რაც თავი მახსოვს დანიელი მის მერე მომწონს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ არ შემეტყოს, ამიტომ მას ოდნავადაც არ ვექცევი განსხვავებულად. დანიელისკენ კიდევ ერთხელ ვიყურები და ჩემი ღია მწვანე თვალები მის რუხ თვალებს აწყდება. თვალს ვარიდებ და სხვა მხარეს ვიყურები, მაგრამ მზერა ისევ მის ნახშირივით შავ თმაზე და ფაიფურისფერ კანისკენ გამირბის. ალექსანდრია! -ელენასკენ თვალებგაფრთოებული ვიყურები როდესაც ჩემი სრული სახელი მესმის. -დორბლები მოგდის! -იძახის და იცინის. თავს ვაქნევ და თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -ალექს! -ჰოუპ? -ვეკითხები და მისკენ ვტრიალდები, თვალები უნათებს და იღიმის. -მოხდა რამე, ელეანორა? -გაჩერდი. -იძახის წუწუნა ხმით როცა მის სრულ სახელს ვახსენებ. -არ მომწონს ეგ სახელი. -იძახის და უკმაყოფილო სახით თავს აქნევს. -ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა უნდა მეთქვა. -მისკენ ვტრიალდები და ვუყურებ. -დაგხატე. -მანახე. -ვეუბნები და ვუღიმი, კლასსში შევდივართ და ჩვენ ადგილას კლასის ბოლოში ვჯდებით. ელენა ფურცლებს ალაგებს და ნახატის ძებნას იწყებს. -არ ვიცი რატომ ან როგორ. -იძახის ჩუმი ხმით. -უბრალოდ როცა ფურცელი ავიღე ეს წარმომიდგ თვალწინ და როცა ხატვა დავიწყე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს სხეული მე არ მემორჩილებოდა. ნახატს მიწვდის და სახეზე მაკვირდება, მე კი ნახატს ვაშტერდები. ცა მუქი ნაცრისფერია, სადაც მზის სხივიც კი არ ჩანს, მდელოს კი ისეთი ეფექტი აქვს თითქოს დამწვარი და გადაჯეგილი იყოს. შორს, ჰორიზონტზე კი შავი სილუეტები მოჩანს, წინ კი მე ვდგავარ. მუქი წითელი თმა ქართან ერთად შრიალებს, ტანზე გრძელი თეთრი პერანგი მაცვია, რომელიც ბოლოში ტალახით არის მოსვრილი, ფეხზე კი თეთრი, ტალახიანი ფეხსაცმელები მაცვია. თვალები დახუჭული მაქვს და ხელები ისე მაქვს გაშლილი თითქოს ვიღაცას ჩასახუტებლად ვეგებებოდე. თეთრ, ფერკმრთალ კანზე სისხლისფერი ცრემლები ჩამომდის და სახეზე წითელ ნაკვალევს მიტოვებენ. მთლიანი სახე საშინელი სევდით და ტკივილით არის მოცული. თითქოს სიკვდილისთვის ემზადებოდეს. -უცნაურია. -ერთადერთი ამის თქმას ვახერხებ და ისევ ნახატისკენ ვიყურები. -რამ მოგაფიქრა? -არ ვიცი. -მხრებს დამნაშავესავით იჩეჩავს ელენა. -მაგრამ ვიფიქრე რომ უნდა მეჩვენებინა. -მომწონს. -ვპასუხობ თბილი ხმით და ვცდილობ არ შევიმჩნიო თუ რამხელა ეფექტი იქონია ჩემზე. -მართლა მომწონს. -ვიძახი და ყურებამდე ვიღიმი, რაც ელენას აჯერებს ჩემს ნახევრად ტყუილს. *** დერეფანში დისორიენტირებულივით დავდივარ და უამრავ ადამიანს ვეჯახები. უძილობამ და სტრესმა თავისი გაიტანა და ძლივს დავდივარ, სხეულში კი საშინელ სისუსტეს ვგრძნობ. თვალებს ვახამხამებ და საპირფარეშოში შევდივარ. სარკის წინ ვდგები და სახეზე წყალს ვისხამ. სარკიდან ჩემი ანარეკლი მიყურებს. თვალების გარშემო უპეები ჩაშავებული მაქვს, სახე წაშლილი მაქვს და თვალებში შიში მიდგას. -კარგად ხარ? -ჩემთან ლილითი მოდის და მზრუნველი სახით მიყურებს. -წაშლილი სახე გაქვს, თითქოს მოჩვენება დაგენახოს. -თავს ვაქნევ და თბილად ვუღიმი. ლილითი ჩემი მეორე საუკეთესო მეგობარია და რადიკალურად განსხვავდება ელენასგან. გრძელ კარედ შეჭრილი სწორი შავი თმა, კუპრივით შავი თვალები, ხორბლისფერი კანი, და სისხლივით წითელი ტუჩები აქვს. -კარგად ვარ. -ვეუბნები და ვუღიმი. -უბრალოდ არ მძინებია და მაგის ბრალია.-ვიძახი და ვათქნარებ ისიც თავს მიქნევს და იღიმის. -წამო წავიდეთ, თორემ ელენა გააფრენს. ვიძახი და ლილითს საპირფარეშოდან ვათრევ. *** გარშემო არაფერია, არც წყვდიადი და არც სინათლე. უბრალოდ ნაცრისფერი. გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია. თითქოს წყვდიადი და ნათელი ერთმანეთს შეერწყა და ახალი ფერი წარმოქმნა, ფერი რომელიც მძიმეა. თვალებს ვახელ და ვხუჭავ, დაბლა ვიყურები და იმ ტანსაცმელს ვხედავ რითაც დღეს სკოლაში ვიყავი. შავი ჯინსები და ჭაობისფერი მაიკა. თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ, მაგრამ უშედეგოდ რადგან მაინც არაფერი არ იცვლება და ყველაფერი ისევ იგივედ არის დარჩენილი, მე ისევ ნაცრისფერ ფერში ვარ. ამ გრძნობას სხვანაირად ვერ ავხწერ. მე თვითონ მისი ნაწილი ვარ, როგორც ჩემი ნაწილია ხელი ან ფეხი, ან თუნდაც გული. -არის აქ ვინმე? -ვკითხულობ, მაგრამ როგორც ყოველთვის პასუხად მხოლოდ ჩემი საკუთარი ექო მეგებება. მაგრამ ექო უცნაურია, რაღაცნაირი, მძიმე, თითქოს აქ შემთხვევით მოხვდა. თითქოს რაღაცა უშლის წარმოქმნაში ხელს. თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები. ისევ კლასში ვარ და როგორც ეტყობა ჩემი ჩაძინება ვერც შეამჩნიეს. ტელეფონს ვიღებ და საათს ვუყურებ, მხოლოდ ერთი წუთია გასული. მაგრამ ეს ერთი წუთი ჩემთვის მთელ საუკუნეს უდრიდა, ის გრძნობა რომელსაც წეღან ვგრძნობდი ჩემი შესრუტვა და გადახარშვა უნდოდა. ელენასკენ ვიხედები, რომელიც გვერდზე მიზის და ისე იქცევა თითქოს არც არაფერი არ მომხდარიყოს. მაგრამ მისთვის არაფერი არ მომხდარა, მისთვის მე უბრალოდ თვალები დავხუჭე და გავახილე. მისი მხრების იქით ვიყურები და ვხედავ რომ რაღაცას ხატავს, მაგრამ გარჩევას ვერ ვახერხებ. დაფისკენ ვიყურები და ვცდილობ ვუკუვაგდო ის უცნაური შეგრძნება რის გამოც მუცელში პეპლები დაფრინავენ. რატომღაც ჩემთვის ამოუცნობი შეგრძნების გამო შიში მიპყრობს. რაღაცის მეშინია, მაგრამ ვიცი რომ ეს შიში სწორია. ვიცი რომ უნდა მეშინოდეს, მაგრამ რისი და რაც უფრო სწორია რატომ? რატომ უნდა მეშინოდეს იმის რაც არც კი ვიცი რა არის? თავს ვაქნევ და ვცდილობ გონებიდან ამოვყარო ყველა ის ფიქრი, რომელიც შიგნიდან მჭამს და მფატრავს. ვცდილობ გონებიდან გავდევნო ყველა ის ფიქრი რომელიც მაშინებს, ფიქრები რომლებიც არც კი ვიცი რომლებია. 2. დ ა ნ ი ე ლ ი ალექსანდრისკენ ვიყურები და ვაკვირდები. მისი გრძელი, მუქი წითელი თმა მხრებზე ნაზად აფენია, ტყისფერი მწვანე თვალები კი უელვარებს. მის დანახვაზე მეღიმება, მაგრამ ღიმილი მალევე მეყინება სახეზე. თვალების გარშემო უპეები ჩაშავებული აქვს, თვალებში კი დაღლილობა და შიში ეტყობა. სქელი ალუბლისფერი ტუჩები, დათხელებული და გახუნებული აქვს, მუდამ გასწორებული კი ახლო მხრებში მოხრილი დადის. -მოხდა რამე? -ანდრეა გვერდით მიჯდება და თვალს ჩემს მზერას აყოლებს. -რატომ აშტერდები ალექს? -მეკითხება და იღიმის. -არ ვაშტერდები. -ვიძახი გაბრაზებული ხმით და ანდრეასკენ ვიხედები. -უბრალოდ შეამჩნიე დღეს როგორ გამოიყურება? თითქოს რაღაც ჭირს. -დაღლილია ალბათ. -იძახის ხმადაბლა და თვითონაც იწყებს დაკვირდებას. -მაგრამ, ასეთი არასდროს არ მინახავს. -ამატებს ხმადაბლა. მე კი თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. -მეც დავიღალე. -ვიძახი და ისევ ალექსანდრიასკენ ვიხედები. -რა გვაქვს? -ისტორია, რა იყო? -ანდრეა წარბებს წევს და ისე მეკითხება, მე კი თავს ვაქნევ. *** წითელი. გარშემო ყველაფერი ცეცხლისფერი წითელია, ჩემ სხეულს დავყურებ და ვერვხედავ, თითქოს მე ამ ფერის ნაწილი ვიყო, უფრო სწორად ეს ფერი იყოს ჩემი ნაწილი. თანდათან ფერი მერკმრთალდება და ფორმებს იძენს. გარშემო ყველაფერი წითელია, ლავა, ცეცხლი, და საშინლად ცხელა, მაგრამ თითქოს ამ სიცხეს მე ვერ გვრძნობდე. მაგრამ ვგრძნობ ცეცხლი ნელ-ნელა როგორ მედება სხეულზე, მე კი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, სირბილსაც კი ვერ ვახერხებ. ერთ ადგილას ვარ მიჯაჭვული, ცეცხლი კი ჯოჯოხეთურად მწველია. -კარგად ხარ? -ანდრეას ჯანჯღარი მაღვიძებს და რეალობაში მაბრუნებს. საშინელი მწველი გრძნობა, რომელიც სიზმარში მოსვენებას არ მაძლევდა ახლა მთელ სხეულზე მაქვს მოდებული. -კი... რა იყო? -ვეკითხები და ვცდილობ ტკივილი დავაიგნორო. დაბლა ვიყურები, მაგრამ უცნაურს ვერაფერს ვერ ვხედავ, ისევ იგივე თეთრი მაისური და ლურჯი ჯინსები მაცვია. -არაფერი. -იძახის მაგრამ თვალებს მაინც არ მაშორებს. -დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ და არაფერი არ გჭირს? -კი. -ვიძახი გაღიზიანებული ხმით და თვალებს ვატრიალებ. -მოხდა ბოლოს და ბოლოს რამე? -არა. -იძახის ისევ და მასწავლებლისკენ იყურება, მაგრამ მაინც ვგრძნობ თვალის კუთხიდან როგორ მიმზერს. მე კი გაღიზიანებული თავს მერხზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება. *** დერეფანში ჩუმი ნაბიჯებით მივაბიჯებ, მაგრამ ხედვის არეალიდან მაინც არ ვუშვებ ალექსანდრიას. ვიცი რომ რაღაც ჭირს, მაგრამ რა ვერ ვხვდები. სახე წინანდელზზე უფრო გაფერკმრთალებული აქვს, და უფრო მეტი შიში იგრძნობა მის გამოხედვაში. -მოვალ მალე. -ვეუბნები ბიჭებს და ალექსანდრიასკენ მივდივარ. ჩემ დანახვაზე თვალები უდიდდება, მაგრამ მალევე იშორებს სახიდან გაკვირვებულ გამომეტყველებას, თითქოს არც არასდრპს არ ყოფილა. მომწონს მასში ეს თვისება, ის რომ არასდროს არ აძლევს თავის ემოციებს იმის უფლებას რომ სხვებმაც დაინახონ. -როგორ ხარ? -ვეკითხები და ვუღიმი, თვითონაც მიბრუნებს ღიმილს, მაგრამ ყალბს. აშკარად ეტყობა რომ კარგად არ არის. -კარგად შენ?-მატყუებს უტიფრად და თვალებში მიყურებს, მისი ხმიდან ან ახლანდელი გამოხედვიდან ვერც კი მიხვდები რომ ცუდად არის, ან რომ რამის ეშინია, უბრლაოდ იფიქრებ რომ ეძინება ან დაღლილია. -მეც. -ვეუბნები და თვალებში ვუყურებ, რომლებიც უემოციო აქვს. -დარწმუნებული ხარ? ცუდად გმოიყურები. -ვეუბნები მაგრამ ეტყობა რომ ამაზე აშკარად ღიზიანდება და თავს ძლივს იკავებს რომ რამე არ მითხრას. -მადლობა რომ ჩემი ღელავ, მაგრამ გარწმუნებ რომ უსაფუძვლოა. -მეუბნება ცივი, მაგრამ ზრდილობიანი ხმით. -და თუ მარტო იმის სათქმელად მოხვედი რომ ცუად გამოვიყურები, ტყუილად შეწუხდი რადგან ეგ ჩემითაც ვიცი. -მეუბნება და სწრაფად მშორდება. გაკვირვებული ვუყურებ მის სხეულს, რომელიც ბრბოში ნელ-ნელა უჩინარდება, ვხედავ როგო მიდის და გულში რაღაც მწყდება და მეწვება. ისეთი გრძნობა მაქვს რომ უნდა გავაჩერო, დავაკავო, დავიცვა და ვუთხრა რომ არაფერზე არ უნდა ინერვიულოს, რომ ყველაფერი კარგად ინება და რომ მისი შიში უსაფუძვლოა. მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, ამის უფლება უბრალოდ არ მაქვს. და მეორე არის ის რომ არ მინდა მოვატყუო. არ ვიცი რატომ მაგრამ ვიცი რომ მისი შიში უსაფუძვლო არ არის, ვიცი რომ ყველაფერი კარგად ვერ იქნება და ისიც ვიცი რომ მე მის ვერც გაცერებას მოვახერხებ და ვერც დაცვას. ალექსანდრია საბოლოოდ უჩინარდება ხალხში და მისი წითელი თმაც კი აღარ ჩანს. ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორ გავუშვი. ჩემ თავზე ვბრაზობ და გაკიდება მინდება, მაგრამ ვერ ვახერხებ. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მეტლახს ფეხებით მიმაწებეს და ვერ ვმოძრაობ. ერთადერთი რასაც ვახერხებ არის იმ მიმართულებით ყურება, რა იმართულებითაც ალექსანდრია წავიდა. 3. წყვდიადი. ყველაფერი წყვდიადშია მოქცეული და ყველა ვინც გარეთ არის დარჩენილი განწირულია. ვიცი ეს. ვცდილობ რომ ამას ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ ეს გრძნობა მე არ მასვენებს. წყვდიადში ვდგავარ და მისი ნაწილი ვხვდები, მაგრამ ის ვიცი, ზუსტად ვიცი რომ ხალხი ვერ გადარჩება თუ არ დაიმალებიან. მაგრამ მე გადავრჩები? მე ხომ უკვე ვარ წყვდიადის ნაწილი? თვალებს ვხუჭავ და ვახელ, მაგრამ არაფერი არ იცვლება, ისევ წყვდიადში ვარ. მაგრამ ეს წინასგან განსხვავებით ვიცი რომ ბოროტია, ვიცი რომ მას ჩემი მოკვლა და მოხრჩობა უნდა. როგორც კი ამას ვიაზრებ ყველაფერი ტრიალს იწყებს და ჟანგბადი მეცლება. სუნთქვა მეკვრის და მუხლებზე ვეცემი. მთელ სხეულში საშინელი ტკივილი მივლის, რომელიც მწვავს, ჰაერის უკმარისობაც თავისას შვება და ვგრძნობ რომ გონებას ნელ-ნელა ვკარგავ. გული მეკუმშება და წყვდიადშიც კი, სადაც არაფერი არ ჩანს, ყველაფერი ტრიალს იწყებს, მე კი ამ მორევის შუაში, თვალში ვარ გაჭედილი. ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს. სამყაროს აღთქმა მიჭირს, მაგრამ მე ხომ არც კი ვარ სამყაროში. გარშემო ვიყურები, მაგრამ ყველაფერი უცნაურია. სამყარო ბრუნავს, მაგრამ ამ დროს ერთ ადგილას დგას. სუნთქვა მიჭირს, მაგრამ ვიცი რომ ჟანგბადი ისევ აქ არის და არსად არ წასულა. ვიწვი. დამწვრობას ვგრძნობ მთელ სხეულში და ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს ცეცხლი მიკიდია. ხელის განძრევას ვცდილობ, მაგრამ უკანვე ვწევ საშინელი კივილით და დამწვარი ხელით. ვცდილობ რომ სადმე სინათლის პატარა ნაპერწკალი მაინც დავინახო, მაგრამ მხოლოდ ცივი სიბნელე მხვდება. სიბნელე, რომელიც ვენებში სისხლს მიყინავს. თვალები ცრემლებით მევსება და გზას დაბლა პოულობენ. კანკალს ვიწყებ, მაგრამ ეს სიტუაციას უფრო ართულებს. გრძნობა კი იმისი რომ შეიძლება მოხდეს უფრო მძაფრდება. მე მორევში ვარ, უფრო სწორად მორევის გულში, იქ სადაც ყველაფერი ვარდება, იქ სადაც ყველაზე საშიშია, იქ სადაც ალბათ აუცილებლად მოვკვდები. თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და გონზე მოვდივარ. ისევ კლასში ვარ და ლილითის გვერდით ვზივარ. ლილითი შეცბუნებული და ანერვიულებული სახით მიყურებს, თავისი გიშრისფერი თვალები მოჭუტული აქვს და ალუბლისფერი ტუჩები ოდნავ აქვს გაპობილი. ვიღიმი, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ყალბი ღიმილის მიღმა ხედავს, თავისი დიდი შავი თვალებით. თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ, უცნაური სიზმრები მაწუხებს და გრძნობა, შიში იმისი რომ მალე რაღაც ცუდი მოხდება არ მტოვებს. მაგრამ ვიცი რომ მართლა მასე იქნება, ამას ვგრძნობ, მთელი სხეულით ვგრძნობ. -კარგად ხარ? -მეკითხება ლილითი და ნერვიულად მიღიმის. -არ გირჩევნია სახლში წახვიდე? მართლა ცუდად გამოიყურები ალექს. -ვიცი. -თავს სუსტად ვუქნევ. -მაგრამ აზრი სახლში წასვლას? მალე დამთავრდება გაკვეთილები და მერე ისედაც მივდივარ. -ვპასუხობ და ვუღიმი. თავს მიქნევს და ისევ დაფისკენ იყურება მე კი ფიქრების სამყაროში ვიძირები. რატომ არის რომ ასეთი უცნაური სიზმრები მესიზმრება? იქნებ რამე საშინელებათა ფილმის ბრალია ან რამე მასეთის? იქნებ გადავიღალე? თავს ვაქნევ და გონებიდან ფიქრებს ვყრი. დასვენება მჭირდება. *** ელენას და ლილითის ლაპარაკს ვუსმენ, მაგრამ ლაპარაკში არ ვერთვები. -ალექს. -ელენას ხმა მაფიზლებს და მისკენ ვიყურები. -ნახატი განახო? -მეკითხება და თავს ვუქნევ. ელენას ნახატები ყოველთვის უცნაურია, მაგრამ ლამაზი და მიყვარს როცა მის შედევრს ვუყურებ და აზრის ამოცნობას ვცდილობ ან იმას თუ რამ შთააგონა. ნახატს მიწვდის და მელოდება. -უცანურია. -ვიძახი ხმადაბლა და ნახატს ვაკვირდები. ნახატზე მთლიანი ცა ლურჯია, მაგრამ რატომღაც მგონია რომ მაინც ცუდის მომასწავლებლად ლურჯია, მზე კაშკაშებს, მაგრამ ყალბად და შემპარავად. გარშემო ხეებზე ყვავილები ხარობს, მაგრამ თითქოს ამით ცუდის დამალვა უნდოდეთ. გარშემო ადამიანის უსახო სილუეტები ირევიან, შუაში კი მე ვარ. თვალები დახუჭული მაქვს და ხელები ჩამოყრილი, თითქოს რაღაცას ველოდები. გრძელი მუქი წითელი თმა მაღლა ცხენის კუდად მაქვს აწეული, ტანზე კი შავი ჯინსები, თეთრი მაიკა და ნაცრისფერი კედები მაცვია. სახეზე დაღლილობა მაქვს ასახული და მოტეხილი ვჩანავარ. ელენასკენ ვიყურები, რომელსაც ოქროსფერი კულულები სახეზე აქვს ჩამოყრილი, მაგრამ მათი ფარდაგის უკან მაინც მოჩანს მოელვარე ნაონისფერი თვალები. სახეზე ნერვიული ღიმილი აქვს აკრული და ჩემს ყოვე მოძრაობას აკვირდება. ის ყოველთვის ასეა როცა აფასებენ, თითქოს რაღაცის ეშინოდეს. -უცნაურია. -ვიძახი ამჯერად ხმამაღლა და ელენს სუნთქვა ეკვრება. -მომწონს, მართლა ძალიან მომწონს.-როცა ამას ვამბობ ელენა ეშვება და დუნდება, თითქოს უარესი უკვე მოიტოვა. -მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მე? -არ ვიცი. -მპასუხობს პირდაპირ და მიღიმის. -როცა ფურცელი ავიღე მომინდა რომ ეს დამეხატა, თავიდან ვერ ვიგდებდი, ხოლო როცა ხატვა დავიწყე სხეული თავისით მოძრაობდა, თითქოს მე არ მემორჩილებოდა. -მპასუხობს და თვალებს რამდენჯერმე ახამხამებს. -მაინც მომწონს. -ვიძახი და ვიცინი. -მართლა კაია. -ამატებს ლილითი და ნახატს აკვირდება. -თან ძალიამ კარგად გყავს ალექსი დახატული, თითქოს ამ სცენას უყურებდი და ისე ხატავდი. -ვუყურებდი კიდევაც. -იძახის ელენა ღიმილით. -ჩემს გონებაში. -თავს ვუქნევთ და ლაპარაკს ვაგრძელებთ. მაგრამ ფიქრებით დარწმუნებული ვარ სამივე ისევ იმ ნახატთან ვართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.