შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი ( 24თავი)

11-02-2017, 14:44
ავტორი terooo
ნანახია 3 424

-მარიამ სად ხარ შვილო? იცი რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ? კარგად ხარ?- ნელიკოს ნანერვიულები ხმა ისმოდა.
-კი ნელიკო, ხომ იცი იაგოსთან ერთად ვარ, სადაც ვიყავით ეტყობა რომ ტელეფონი არ იჭერდა, ახლა კი სოფელს ვუახლოვდებით და ... - თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ აქამდე არ გამახსენდა ნელიკო. მაგრამ მან ხომ იცოდა რომ მე დღეს იაგოსთან ერთად ვიქნებოდი, ნეტავ რა მოხდა? იაგომ მანიშნა ტელეფონი მომეციო.
-ნათლი რა მოხდა?- მშვიდად და წყნარად კითხა, თან ხმოვანზე გადართო.
-აქ არ ვიცი რა ხდება, ორ დღეში დედაქალაქიდან დელეგაცია ჩამოდის და არეულობაა, ვიღაცამ მითხრა იაგომ და მარიამმა იჩხუბეს და იაგო გაიქცაო, მარიამი კი არავის დაგვინახავსო. შემეშინდა შვილო.
-ნათლი ხომ იცი რომ როდესაც რაღაც რიგზე არ არის ყოველთვის გაფრთხილებ, მითუმეტეს როდესაც საქმე მარიამს ეხება, აღარ ინერვიულო კარგი?
-კარგი შვილო, თავს გაუფრთხილდით.
-ნელიკო, იაგოს სადღაც მივყავარ, არ ვიცი სად, მაგრამ მითხრა გააფრთხილე დაგაგვიანდებაო, არ ინერვიულო კარგი? არ ვიცი სად მივდივარ და ამ სამყაროსთან კავშირი მექნება თუ არა.- ტელეფონი გამოვართვი და ღიმილით ვუთხარი.
-მალე დაგაბრუნოს სახლში, უცხო ხალხია სოფელში. თავს გაუფრთხილდით.
-მალე დავაბრუნებ, -ხმამაღლა თქვა იაგომ ისე რომ ნელიკოს გაეგონა, მერე კი ღიმილით დაამატა- იქნებ არც კი დავაბრუნო, რას იტყვი?
-სახლში დაბრუნდით მალე- თქვა და სწრაფად გათიშა ეტყობა ეჩქარებოდა.
-ნეტავ რაში დაჭირდათ ნელიკოს მოტყუება?
-არ მოატყუეს, დაინახეს რომ მე ვიკამათედ, ჯერ შენ დაჯექი მანქანაში მერე მე, მე დამინახეს, შენ ვერ.
-არ მჯერა, ასეთი დაუნდობლები და ბოროტები როგორ არიან?
-ასეთები არიან ადამიანები.
-და ახლა ვინ უნდა გამაცნო?- პირველად ვხედავდი მას ასეთს, ღიმილიანს, თავისუფალს, თვალებანთებულს და ნაინას მსგავსად ვარსკვლავებ ჩადგმულს.
-დამიჯერე დიდი ხანია ელოდება ამ დღეს, ვიცი დაუჯერებლად მოგეჩვენება რასაც მოგიყვები, მაგრამ სიმართლეა, ის დიდი ხანია რომ გელის, ელოდება როდის გაგიცნობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან სანამ შენ აქ ჩამოხვიდოდი.
-უკვე აღარაფერი გამაკვირვებს, არაფერი.. იმდენი უცნაური ამბავი მოვისმინე და ვნახე, უკვე ყველაფერს დავიჯერებ დამერწმუნე. -მეც გავუღიმე, მის ანთებულ თვალებს.- შენ მომიყვები თუ მისვლამდე უნდა მოვიცადო?
-მოგიყვები, რადგან დამიჯერე იქ ჩემი არსებობაც კი დაავიწყდებათ, შენც კი- გაოცებულმა რომ შევხედე, მან ღიმილით განაგრძო, - ხომ გეუბნები დიდი ხანია გელისთქო და აბა, მე ვის გავახსენდები? - არავის- თავადვე გასცა პასუხი კითხვას.
-შორს არის სადაც მივდივართ?
-იქ სადაც უკვე აღარავინ აღარ დარჩა- სინანულით გაჟღენთილი იყო მისი ხმა.
-მაშინ მომიყევი.- კომფორტულად მოვკალათდი, როგორადაც შესაძლებელი იყო მანქანის სავარძელზე, ნახევარი მხრით მისკენ მივბრუნდი და მოსასმენად მოვემზდე.
-ვრცლად მოგიყვე თუ მნიშვნელოვანით დავიწყო?- სახე ანთებულმა გამომხედა.
-ჯერ მნიშვნელოვანი- გავხედე მას და ღიმილიანი რომ მიყურებდა, მივხვდი რაზეც ფიქრობდა- მირჩევნია ვრცლად მომიყვე, ვგრძნობ რომ რაღაც კარგი და საინტერესო უნდა მომიყვე. ამიტომ ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის შემოვინახავ.
-ახლა სადაც მივდივართ, ჩემი საუკეთესო მეგობრის ბებიაა. ჩემი მეგობარი წლებია უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ძალიან ძალიან იშვიათად ჩამოდის, სხვა არავინ ყავს, მხოლოდ მე დავდივარ მასთან, ვცდილობ რომ მარტოობა არ იგრძნოს, ვეხმარები ზამთრის სანოვაგესთვის, რომ სათანადოდ მომზადებული შეხვდეს ზამთარს. ზამთარში გზები იკეტება და ხანდახან ორი თვეც კი გადის რომ ვერ მივდივარ, ამიტომ მზადებას აქედანვე ვიწყებთ, რა შეიძლება დაჭირდეს ჩემს მისვლამდე. მე უფრო მთვლის შვილიშვილად ვიდრე ზვიადს, როდესაც გაქცევა მინდება სულ აქ გამოვრბივარ მასთან, როდესაც პრობლემას ვერ ვწყვეტ მასთან მივდივარ და ის მეხმარება, ის ცემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეა, ოთხმოცს მიტანებულია მაგრამ საკმაოდ მხნედ გამოიყურება, ამბობს რომ ეს ჩემი დამსახურებაა, მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ, ისეთი ვარ როგორიც ადრე ბავშვობაში, უდარდელი და მხიარული, არ მაძლევს ფიქრის საშუალებას, ხანდახან მიჯავრდება კიდეც, არავინ იცის სად ვქრები ხოლმე, მე კი აქ ვისვენებ, ერთიანად, სულიერად და ხორციელად, ჩემთვის მასთან ყოფნა სრული ნეტარებაა.
ერთხელ, ალბათ შარშან ზაფხულში ან ცოტა ადრე, ასვლა დამაგვიანდა, მეგონა რომ რამე ჭირდებოდა და საშველად ვერ მივდიოდი, ვერ მოვახერხე საქმე დამეტოვებინა და წავსულიყავი, ორი კვირა გავიდა რაც არ მენახა ზაფხულში კი ვცდილობ კვირაში რამდენჯერმე მოვინახულო, ეს იცის და სულ მელის. როგორც იყო მოვახერხე და წავედი, გვიან მივედი, ის კი კართან მომეგება გელოდებოდიო და ცხელი ვახშამი დამახვედრა. როდესაც ვრჩები საღამოობით სულ წვნიანს მაჭმევს- ღიმილი მოეფინა სახეზე, თვალები კიდევ უფრო მეტად გაებადრა- მშიერი იქნები და წვნიანი აუცილებელიაო. დაპურება მაცადა, რაღაცნაირად სხვანაირად მიყურებდა, ელოდა როდის დავამთავრებდი ჭამას რომ მერე უცებ მოეყარა ყველაფერი, ეს წესია ვახშამი უხმოდ მიმდინარეობს, სიწყნარეში. თავად ბუხართან იჯდა და როგორც ყოველთვის ქსოვდა, თითებს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევო და როდესაც დაჯდებოდა, ხელში მუდამ საქსოვი ეჭირა. წვნიანის შემდეგ ჩაი და მის მიერ მომზადებული კარაქი, უარს ვერ კადრებ გაცხარდება და მეც დამჯერი ბავშვივით მის მიერ გამზადებულ ულუფას გემრიელად მივირთმევ, ასე გრძელდება ბავშვობიდან. იმ დღეს რაღაცნაირად მიყურებდა, ღიმილით ვგრძნობდი რომ ერთი სული ქონდა დაეწყო. ყოველ წამს ამოწმებდ ჩემს ულუფას, მოუსვენრობა ეტყობოდა.
-მადლობა გემრიელი იყო ყველაფერი როგორც ყოველთვის.- ვახშამს მოვრჩი და მანაც თითქოს შვებით ამოისუნთქაო.
-გელოდი, სად იყავი ამდენ ხანს, რატომ დაიკარგე, შენთვის ისეთი კარგი ამბავი მაქვს ვერც კი წარმოიდგენ,- ღიმილიანი სახით დამიჯდა წინ და თვლებში მიყურებდა, ასეთი ჩვევა აქვს, ვისაც ესაუბრება ყველას თვალებში უყურებს, შენს მსგავსად იქ ეძებს სიმართლეს. საქსოვი გადაედო და ხელები მაგიდაზე დაელაგებინა.
-საქმეები ბებო, გამოვექეცი ახლაც.
,,ჩემო ბიჭო დაიწყო მან- მე კი მოსასმენად მოვემზადე, ვგრძნობდი რომ რაღაც სასწაული უნდა მოეყოლა იაგოს, ვიცოდი რომ რაღაც ისეთს მეტყოდა დამაბნევდა, თან სასიამოვნოდ გამაოცებდა, დამავიწყდა სად ვიყავით და რა ვითარებაში - სიზმარი ვნახე, დაიწყო და მოლოდინის მზერა მომაპყრო, მე გამეღიმა, ის კი ისევ განაგრძობდა, სიზმარი ვნახე, შენთან ანგელოზი მოფრინავდა, დიდხანს გეძებდა, შენამდე არ უშვებდნენ, გზავნილი ქონდა შენთვის, ეშმაკები გზას უღობავდნენ და სიბნელეს მოეცვა ყველაფერი, ის შენ მხსნელად მოგევლინა, მერე შენ თავად გადაწყვიტე მოგეძებნა, ანგელოზამდე მისასვლელი გზა აგიბნიეს, მაგრამ შენ კი მაინც ჯიუტად მიიწევდი წინ რომ შენი ანგელოზი გეხსნა. თქვენ ერთმანეთისტვის იბრძოდით, ერთმანეთისა და გარშემომყოფებისთვის. მერე კი ყველაფერი განათდა და ყველგან ბედნიერებამ დაისადგურა. ის შენთან შორი გზიდან ჩამოვა, მას საფრთხე ელის, ბევრი შეეცდება მას რაღაც ავნოს და შენ უნდა დაიხსნაო“
-კი მაგრამ ბებია, შენ რა იცი რომ ჩამოვა? ან საიდან იცი რომ ჩემთვის მოდის და მე უნდა ვიხსნა?- შევეკითხე მე გაოცებულმა.
-რომ გეუბნები ესე იგი ვიცი?!- გამიღიმა და ისევ ქსოვა განაგრძო.
-სიზმრების გჯერა?- ვკითხე სრულად გაოგნებულმა და რეალურ დროს დავუბრუნდით.
-უკვე კი.
-და ახლა მასთან მივდივართ?
-ხო, წინა კვირას ვიყავი მასთან, სანამ მივესალმებოდი, მომიკითხავდა და ამბებს გამომკითხავდა პირდპირ მკითხა.
*მარტო ხარ? და ჩემს უკან გაიხედა, გზაც შეამოწმა, ვიღაცას აშკარად ელოდა.
*კი ბებო, როგორც ყოველთვის, ვინ უნდა მომეყვანა აბა?
*ვიცი რომ ახლოსაა, როდის უნდა გამაცნო? დიდი ხანია მის გაცნობს ველი, მეგონა ჩემს უთქმელად მომიყვანდი და გამაცნობდი.
-კარგი რა ბებო, როდის მერეა შენ მე ესე მსაყვედურობ?- არ ვიცოდი საიდან ქონდა ამ ქალს ესეთი ძალა, ხედვა თუ წინათგრძნობა, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, მაგრამ მან მარიამი სიზმრად ნახა როგორც ჩემი ანგელოზი.
-ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ.
-მგონი ძალიან გაგახარა ჩემმა მონათხრობმა.
-რა თქმა უნდა, აბა ის რომ სადღაც, შორეულ მთებში სიზმრად გნახულობს სრულიად უცხო ბებო, როდესაც ჩემზე წარმოდგენაც კი არ აქვს, ჩემს მომავალს ხედავს და ელოდება როდის გავიცნობ, არ უნდა მიხაროდეს?
-კიდევ ერთხელ გამაოცე. მეგონა არ დამიჯერებდი და სხვების მსგავსად ესეც მორიგი ლეგენდა გეგონებოდა.
-აქ მივხვდი რომ რასაც ხედავ, უსმენ უნდა დაიჯერო, განსაკუთრებით კი სიზმრების.- რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა ყოფილიყო მისი მონათხრობი მე მჯეროდა მისი.
ალბათ ორ საათზე მეტი ვიარეთ, ხეთა ხეივანი გავიარეთ, სიო უბერავდა, ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე, თვალდახუჭულს კი ნაზი სიო სახეს მიკოცნიდა, რაღაც იდუმალებას, ახალ თავგადასავალს მაუწყებდა, მერე უცებ ჩამობნელდა, ვერ გავერკვიე რა მოხდა, თითების შეხებამ გამომაცოცხლა, მშვიდად სუნთქვის შესაძლებლობა მომეცა, სიმშვიდე დამიბრუნა და სინათლე, ჩვენ ორ მათას შორის გავიარეთ, გინახავთ ოდესმე ორი ჯიხვი როგორ ბრძოლობს პირველობისთვის? როგორ? ერთმანეთისთვის შემოუჭდიათ რქები და დატეხვას ლამობენ, გამარჯვებისთვის იბრძვიან, დამარცხებულს კი თვალუწვდენელი ხევი ელოდები, სწორედ ასეთი სურათი დამიდგა თვალწინ, ორი ბუმბერაზი მთა ერთმანეთს შებმობდნენ და კარგი არაფრის მაუწყებელი იყო ეს ომი. მაგრამ დროთა განმავლობაში ზავი დაუდევთ და ადამიანებს იცავენ, ფარად ეფარებიან, ორი ბუმბერაზი მთა. გზა უფრო და უფრო უარესდებოდა, მანქანა კი უფრო მეტად ანელებდა სვლას, მისი თითები კი ისევ ჩემს თითებს ჩასჭიდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მთის გულში შევაბიჯეთ, ჰაერი საოცრება იყო, სადაც არ უნდა გაიხედო, სიმწვანე და თვალუწვდენელი ბუნებაა, აქა იქ ძველი ნასახლარი, ალბათ ბევრს სიმარტოვის შეგრძნება დარჩებოდა მე კი თავისუფლების... აუხდენელი თავისუფლების. ჯერ არ განცდილი ნეტარების, სიმშვიდისა და სისათუთის შეგრძნება.
-აქედან ფეხით უნდა წავიდეთ- მანქანა გააჩერა და ღიმილიანი სახით შემომხედა.
-როგორც იქნა, აღარ მეგონა თუ მანქანიდან გადასვლა ოდესმე მომიწევდა.
-ასე ძალიან გეჩქარება ჩემგან გაქცევა?- ღიმილით მკითხა, მე კი უბრალოდ გადავედი მანქანიდან, რა მაგარი იყო მიწასთან შეხება ნეტავ იცოდეთ, რა გრძნობა იყო, ასეთი სასიავნო ალბათ არც ის ბავშვობის წლები არ ყოფილა, სოფელში რომ ვატარებდი. უცხო მიწაზე რომელიც წამებში მშობლიურად მიიჩნიე.
-სიამოვნებით დავრჩებოდი აქ მთელი ცხოვრება- ვუთხარი და კიდევ ერთხელ ხარბად მოვათვალიერე გარემო.
-სიამოვებით დაგიტოვებდა ჩვენი მასპინძელი, მაგრამ მეეჭვება მარტომ გაგეძლო. - სევდიანი ღიმილით მითხრა.
-რატომ მარტო, მე აქ ცხოვრებას მარტო არ ვაპირებ.- საცალფეხო ბილიკს ავუყევით, ის წინ წავიდა, თუ ასვლა მიძნელდებოდა ხელს მჭიდებდა და ასვლაში მეხმარებოდა.
-აბა, ვისთან ერთად გეგმავ, ვის უნდა გაუნაწილო ეს ყველაფერი?- ღიმილით მოავლო თვალი მიდამოს და ხელი გამომიწოდა.
-შენ- ისე უცებ ვუთხარი გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, არ ვიცი რატომ ვუთხარი, მხოლოდ მაშინ დავუფიქრდი და გავიაზრე, როდესაც ღიმილი სახეზე შეეყინა და გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა, თვალებში ველური ცეცხლი გიზგიზებდა რომელიც მალე სწრაფად ჩააქრო, სახეზე კი ნერვიც არ გატოკებია, საერთოდ უტყვი სახე ჰქონდა.
-მარიამ ცუდად ხუმრობ.- კიდევ დამეხმარა ,,ბარიერის“ გადალახვაში და გზაზე გავედით, თუ ამას გზა ერქვა მაგრამ საცალფეხო ბილიკს ათასჯერ სჯობდა, ახლა მე და ის ერთმანეთის გვერდით მივაბიჯებდით და ხმას არც ერთი ვიღებდით.
-ხომ იცი რომ ბოროტად არასდროს არ ვხუმრობ?- დუმილი ისევ მე დავარღვიე და მალულად გავხედე, ისევ გაუტყდა ტუჩის კუთხე. მივხვდი რომ რაღაცაზე ფიქრობდა.
-მიკვირს როგორ შეგიძლია ჩემთან იხუმრო, თან ასეთ თემებზე და თან ისე რომ მე არ გამაბრაზო.
-ნელ-ნელა შეგაჩვიე, ჯერ შეგაპარე, მერე ღიად შემოვედი ბოლოს კი შეტევაზე გადმოვედი. ისე რომ გაბრაზებასაც კი ვერ ახერხებ.
-ოხ მარიამ.... -რაღაცის თქმას აპირებდა ისევ მაგრამ
-მალე მივალთ?- უცებ ვკითხე და ხმამაღლა იცინოდა, იმ წამს გიჟად შევრაცხე, ადამიანი რომელიც ძალიან ძალიან იშვიათად იცინის, ახლა ჩემს წინ დგას და ბოლო ხმაზე ხარხარებს, როგორ შეიძლება ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს? იმ წამს გამახსენდა, ის აქ ხომ ის არის ვინც სინამდვილეში, ნამდვილი პატარა ბავშვი, უფრო სწორად ,,ერთი დიდი ბავშვი“ რომელსაც ბავშვობაც კი წაართვეს.
-კი აი, ამ ბილიკს ავივლით და გამოჩნდება. - ხელი ჩამკიდა, უცებ წამიერად დავიბენი ახლა ამ წამს რატომ მოიმოქმედა ესე, არც დახმარება მწირდებოდა, ჩვეულებრი გზა, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა მისი ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება რომ ფიქრები ჯანდაბაში გავხიზნე. დაჭიმული სხეული მომიდუნდა და ერთგვარი შვება ვიგრძენი.
-თუ გზად გამოგვეგებება აქ ვრჩებით- სრულიად უემოციოდ მითხრა და თავი საპირისპირო მიმართულბით მიაბრუნა, რომ მისი სახის დანახვა ვერ შემძლებოდა- ეს ჩემი სურვილია.
-და თუ არ გამოგვეგება- ხელზე დავქაჩე რომ ჩემთვის მზერა გაესწორებინა.
-მაინც აქ ვრჩებით- სახეზე ღიმილი მოედო.
-შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ აქ უნდა დავრჩეთ.- მეც გამეცინა მის ბავშვურობაზე.- დიდი სიამოვნებით, მაგრამ რამდენიმე სურვილი გექნება ჩემთან, ალბათ სამი ან ხუთი.
-აშკარად მჩაგრავ.- გამიღიმა და გზას გახედა.- ხომ გითხარი გზაში შემოგვხვდებათქო- წინ გაიხედა ღიმილით და ბებო დაინახა, რომ არ მცოდნოდა რომ ოთხმოც მიღწეული იყო ასე არ ცავტვილიდი, უფრო მხნედ და ყოჩაღად გამოიყურებოდა, - ხომ გითხარი დაგვხვდებათქო.
ნაბიჯს ავუჩქარეთ, ალბათ ფეხით თითქმის ერთი კილომეტრი გამოვიარეთ არც თუ ისე კარგ გზაზე და დაღლა საერთოდ არ მიგრძვნია მის გვერდით. ღიმილით ამატარა დიდი აღმართი. ბებო გზად შემოგხვდა, არაფერი უთქვამს, გაჩერდა ჩვენც გავჩერდით, ის კი ხელს არ მიშვებდა, ვგრძნობდი როგორ მეწვოდა მისი ჩაკიდებული ხელი, როგორ მერიდებოდა ახლა ბებოსი, რომელმაც შეამჩნია და თბილად გაგვიღიმა.
-ამხახიდ ხოჩა თუალაშ (ახლოდან უფრო თვალლამაზია)- თქვა ბებომ და როგორც საყვარელ მონატრებულ შვილიშვილს ჩაიკრავ გულში სწორედ ისე ჩამეხუტა, მისმა სითბომ მივიწყებული ოჯახის სითბო გამახსენა და გული მეტკინა. ნაზად გამიშვა ხელი, და უცებ რაღაცის დანაკლისი ვიგრძენი, მივხვდი რამდენად დიდი იყო მისდამი ნდობა.
-მადლობა- მეც მოვხვიე წლებისგან დამძიმებულ მხრებზე ხელი, მეც მინდოდა მისი წილი სითბო და სიყვარული ბოლომდე შემეგრძნო.
-ხომ ვთქვი ჩემი არსებობაც დაავიწყდებათთქო.- ღიმილით დაგვყურებდა და მის თვალებში აქამდე არ ნახულ სითბოს, სიყვარულს და დიდ პატივისცემას ვხედავდი.
-როგორ გამხარეთ ბებო, როგორც იქნა ამოხვედით- ფრთხილად შემიშვა ბებომ ხელი და ახლა იაგო ჩაიხუტა გულში, ბებოს თვალში ცრემლი გაჩნდა, მივხვდი მონატრებული შვილიშვილი გაახსენდა და სევდა მოეძალა, წამში უკუაგდო და ორივეს შემოგვხედა.- მინდა მთელი ცხოვრება ერთად გხედავდეთ.
-ვიქნებით თინაჩკა, ვიქნებით- მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მას გავხედე ჩუმად და ღიმილით დაფარვოდა სახე. ის ტყუილად არავის არაფერს პირდებოდა, მაშინ გულის გულის სითბო ვიგრძენი და მივხვდი რომ მე აქედან წასვლით ცხოვრებას დავინგრევდი.

თინა ბებო შეუდარებელი ვახშმით გაგვიმასპინძლდა. ამბები მომიყვა, შესანიშნავი მოსაუბრე და მჭერმეტყველი. მაჩვენა როგორ ქსოვდა ზამთრის ცივ დღეებში ხალიჩებს რომ დრო მალე გასულიყო. მუდამ საქმიანობს რომ უმოქმედო არ გამხდარიყო. ამ სახლში მშობლიური სუნი ტრიალებდა, ისეთი როგორც სოფელში ბებოსთან.
დიდხანს შევყევით საუბარს, მერე ბებომ ოთახი მაჩვენა სადაც უნდა დამესვენა, მაგრამ ეჭვი მქონდა რომ არ დამჭირდებოდა, აქ ძილს არ ვაპირებდი, ასეთი შანსი ალბათ არასდროს მომეცემდა, მის მომღიმარ სახეს რომ შევხედე მივხვდი რომ ისიც იგივეს ფიქრობდა და ცეცხლს კიდევ ერთი მორი დაამატა.
თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, ჩუმად ვიცინოდით, თინა ბებო რომ არ გაგვეღვიძებინა, მან ჩემი გაოცება კიდევ ერთხელ მოხერხა, იმდენი რაამ მიმბო, მერე მე მისმენდა, ვუთხრი რომ მოსაყოლი არაფერი იყო და მაინც იმდენი კიტხვ დამისვა, მთელი ბავშვობა მომაყოლა.
გინახავთ როგორ ისრუტავს მთები ნისლს? როგორ თანდათან და ძალიან ნელა ამოდის მზის პირველი სხივი მთის ქიმზე? როგორ ათასფრად ბზინავს მთის კალთებზე ნამი? როგორ ერწყმის ერთმანეთს ნისლი, მდუმარე მთა და მზის სხივები. თითქოს ეს ყველაფერი შენელებული კადრი ხდება და მარტივია ეს ყველაფერი დაინახო, იმდენად იხუნძლები ემოციებისგან რომ გინდა ადგილს შეეზარდო, ისევ დაუღალავად, მოუბეზრებლად იყურო, ყველა მზის ამოსვლა, ყველა მზის ჩასვლა, ბედნიერება მოგანიჭოს ამ ყველაფერმა, რომ ნამდვილად ასეა, ბედნიერება მხოლოდ მთებშია. რომ აქ, ნამდვილად ცივილიზაციისგან ძალიან შორს, სადაც ტელეფოიც კი არ იჭერს, სადაც ელექტროენერგია წელიწადში მხოლოდ შვიდი თვე არის, სადაც მანქანების ხმა არც კი ისმის, ხვდები რომ აქ ნამდვილად ისვენებ, შენი სულისა და სხეულის ნაწილი ხდები ერთ მთლიანობად იქცევი, რომ ახლა სწორედ ამ წამს ხვდები რომ შენ ადამიანი ხარ, სუნთქავ იმიტომ რომ გიხარია.
,,მინდა აი, იქ მთის კალთებს შორის იმ ხეთა რიგში, მინდა ერთი პატარა ხის სახლი, რომელიც ხისა და მიწის სურნელით იქნება გაჟღენთილი, სადაც მხოლოდ ბედნიერება და სიყვარული იქნება, სადაც დავიმალები ყველაფრისგან, ის ჩემი თავშესაფარი იქნება, ზამთარში კი როდესაც ბევრს მოთოვს და თითქმის სახლი დაიფარება, მე ვიჯდები ბუხრის წინ სადაც ხმელი შეშა სასიამოვნოდ იტკაცუნებს და წავიკითხავ საინტერესო წიგნებს. ვიცი ყველაზე კარგად აქ ვიპოვი სანატრელ შვებას. მერე კი ალბათ მაშინ წამოვალ როდესაც ჩემში ახალი სიცოცხლე იქნება, რომ მოვარიდო ყველა ტკივილსა და სიბინძურეს, ჩემში მყოფნს მაინც ვასუნთქო სუფთა ჰაერი და გვერდით აუცილებლად მყავდეს ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მეყვარება. ვისაც ჩემი შვილი დაუძახებს მამას. ზუსტად ვიცი რომ არ ვიქნები ჭირვეული, მაგრამ ვიქნები ეგოისტი, ეგოისტი მის მიმართ, რადგან მე შემიყვარდა ნამდვილად შარშია, უნდა იყოს სულ ჩემს გვერდით და ჩემთან, არ გავუშვები ჩემი სურვილების, ახირებების დასაკმაყოფილებლად, რადგან ვიცი აუცილებლად მომენატრება და სურვილის შესრულებასაც აზრი აღარ ექნება. ვიცი ,,ჩვენიც“ გაიგებს და არ იქნება წუწუნა. არ მოუნდება ზამთარში მარწყვი და ნაყინი.“
-ლამაზი დილაა, მშვიდი და განსხვავებული, ასეთი დილა ბავშვობის შემდეგ არასოდეს მქონია- ფიქრები მისმა ხმამ დამირღვია, დილით, გამთენიისას ეზოში გავედით, მზის ამოსვლის სანახავად, ცოტა შემცივდა და მან თავისი ტბილი ჟაკეტი მომაფარა. მასაც გამოეცვალა, ეტყობა აქ ქონდა დატოვებული.- მგონი ფიქრები შეგაწყვეტინე.- არც კი მახსოვდა თუ ჩემს გვერდით იყო. - ვიცი რომ შენი ფიქრები განსხვავებული იქნება, შენს მსგავსად, შეგიძლია მითხრა, საიდუმლო გამანდო შენი ფიქრების?- მაცდურად გამიღიმა და თვალები მომანათა, მზის ანარეკლს ვხედავდი მასში, თითქოს სარკე იყო და ირეკლავდა, მერე საკუთარ თავსაც მოვკარი თვალი, პირველად იყო ის ასეთი, ასეთი მარტივი წასაკითხი, ასეთი სუფთაც კი, ასეთი გამჭირვალე.
-აი, იქ სახლი მინდა, მთის მესამე ფერდობზე- ჩუმად, თითქოს ჩურჩულით დავიწყე და თითი გავიშვირე, შემეშინდა ხმამაღლა რომ მეთქვა ეს გარემო გაქრებოდა, რომ ახლა მე სიზმარში ვიქნებოდი და გაღვიძებისთანავე გაქრებოდა ყველაფერი, მინდოდა სიზმრის ტყვე არ ვყოფილიყავი, რომ ეს ყველაფერი იმად დარჩენილიყო რაც ამ წამს, ბედნიერების დასაწყისად. მისი თითების შეხება რომ ვიგრძენი, თბილის და ცივის, დამიჯერეთ, ნამდვილად ასე იყო, ერთ დროულად სიცივესა და სითბოს ვგრძნობდი, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სიმშვიდე იყო გადამდები, ყველაზე დაცულად მის გვერდით ვგრძნობდი თავს.- ხის დიდი სახლი, რომელიც ხისა და მიწის სურნელით იქნება გაჟღენთილი, სადაც დავიმალები, სადაც მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად გავატარებ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, სადაც ყველაზე დიდი ბუხარი იქნება რომელშიც მუდამ ცეცხლი ენთება.- მასთან ჩემდაუნებურად ყველაზე მეტი ნდობა გამიჩნდა, ყველაზე ლამაზი ოცნება, ყველაზე ფაქიზი ფიქრი მას გავანდე, ეს ხომ მხოლოდ ჩემი იყო, მხოლოდ ჩემთვის იყო და აი, მისთვის ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, ახლა კი არ ვიცი ვინ იქნება ჩემს გვერდით უკვე არ ვიცი, ახლა ამ წამს გონება და გული ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, რომ ჩემი გული მე აღარ მეკუთნოდა, რომ მხოლოდ მე აღარ ვიყავი, რომ იმაზე უკეთ ვიცოდი ჩემი მომავალი, ჩემი ხვალინდელი დღე ვიდრე აქამდე, იმზე უკეთ და ნათლად ვხედავდი ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება გვქონდა გადასალახი, ჯერ კიდევ ბევრი ტკივილი იყო, ჯერ კიდევ ბევრი უპასუხო კითხვა და ბევრი ლეგენდა გასაცოცხლებელი, და თუ მე აქ დავრჩებოდი აუცილებლად უნდა მცოდნოდა ყველაფერი, სხვაგვარად ვერაფერს ვერ შევძლებდი, ვერ დავიცავდით ერთმანეთს.
-და ხომ იცი, იქ კომფორტი არ იქნება, ელემენტარული პირობებიც კი.
-ვიცი, განა არ მიფიქრია ამ ყველაფერზე? განა არ ვიცი რომ წყალი რომელიც ყველაზე მეტი მოიხმარება წყაროდან უნდა ვზიდო, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრშია, თუნდაც ასეულ? გგონია რომ ინტერნეტი და ტელევიზია თუ არ მექნება ისე ვერ გავძლებ, ძალიან ცდები. მე აქ ერთი ჩვეულებრივი მაცხოვრებელი ვიქნები და თუ კი დამჭირდება ცხვრებსაც კი დავუდგები მწყემსად.
-ძლიერი ხასიათი გაქვს, მაგრამ მგონია რომ ვერ შეძლებ, მონდომება ერთია შესაძლებლობა კი მეორე.
-დამიჯერე თუკი დამჭირდება, ზამთარში ქალაქამდე გზას თავად გავკვალავ, თუკი დამჭირდება ჩემი ხელით მოვიტან ყველაფერს და დამხმარეებსაც კი მოვეხმარები, მაქმიმალურის მისაღწევად ყოველთვის მზად ვარ.
-და ვისთვის გინდა ის სახლი?
-როდესაც რეალობისგან გაქცევა მომინდება, როდესაც ადამიანების დანახვა აღარ მენდომება, როდესაც საკუთარ თავს დავკარგავ და ვიცი როდესაც მის საძებნელად წავალ ვიპოვი კიდეც და იცი სად? აი, აქ.. ამ მთებში. იქ სადც არავის ეცოდინება რომ ვარ, სადაც ძებნას არავინ არასდროს დამიწყებს.
-ვის ეცოდინება ამ სახლის შესახებ?- ისევ აგრძელებდა კითხვების დასმას, უცნაური კი ის იყო რომ არც ერთხელ არ უცდია მშვიდი სახიდან ნიღაბი მოეხსნა, რადგან მივხვდი აქ მას ნიღბის ტარება ნამდვილად არ შეეძლო. ის იყო ვინც სინამდვილეში.
-ჯერ მხოლოდ მე, მერე მას- აქ გამეღიმა, მასაც შესამჩნევად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე, მერე პატარას და ალბათ არც ერთ ჩემს მეგობარს არ ვეტყვი- ამჯერად გაოცებულმა გამომხედა.
-შეგიძლია განმიმარტო?
-ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო იქნება, ნახე შენ დაუფარავად გიყვები ყველა ფიქრს, ისევე როგორც შენ მომიყევი, საუკეთესო მეგობარს არ ვეუბნები და შენ კი ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, ფიქრი და ოცნება გაგანდე, მაგრამ ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ არ შემიძლია ეს ყველფერი მათთვისაც გახდეს რეალური, განა არ მოინახულებენ სვანეთს? მაგრამ დამიჯერე, ვიცი ისე ვერ იგრძნობენ ამ ყველაფერს როგორც მე, მე კი მინდა ,,ჩვენი სახლი“ იყოს მხოლოდ ჩვენი და ის ინახავდეს მხოლოდ ,,ჩვენს’“ მოგონებებს.
-არ მიმაჩნია რომ ეგოისტი ხარ, არც ის რომ გინდა გქონდეს ყველასაგან გამორჩეული სახლი, ახლა მივხვდი შენ აქ რატომ ჩამოხვედი, აქ შენ შენი თავის საპოვნელად ჩამოხვედი და იპოვე კიდეც. დანარჩენი კი უკვე უმნიშვნელოა.
-ალბათ მართლი ხარ, დასასვენებლად თუ არ ჩამოვედი მისია უკვე შევასრულე, საკუთარი თავი ვიპოვე ალბათ ეს მინდოდა, ახლა კი წასვლის დროა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
არ ვიცი ჩემი ნათქვამი როგორ გაიგო, რა არ მოეწონა, ერთბაშად ჩაქრა, თვალები გაუშავდა, ღიმილი სახიდან გაუქრა, უცებ სულ სხვა ადამიანად გადაიქცა. შემეშინდა მისი დაკარგვის პირველად შემეშინდა, რომ მე მას დავთმობდი და ვეღარასოდეს ვიპოვიდი ბედნიერებას მის გარეშე. შემეშინდა რომ თუ კი ბედნიერებას ვიპოვი ის არ იქნებოდა სრულყოფილი და ისეთი როგორიც აქ ამ მთებში დაწყებული.
-წასვლის დროა, ნელიკო საკმაოდ შეშინებული იქნება, მეც საქმეები მაქვს, ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, - ფეხზე წამომდგა და მის თვალებში სულ ახალი ტკივილი და სევდა დავინახე, იმედგაუცრუება და ღრუბელი.
-ბებოს დავემშვიდობოთ და წავედით- მეც ფეხზე წამოვდექი, მასთან ძალიან ახლოს, ზედმეტადაც კი, მოსაცმელი დავუბრუნე, გავუწოდე.
-იყოს ჯერ გამოგადგება. გეცვას.- რატომ ვეღარ ვგრძნობდი მის ხმაში სითბოსა და სიხარულს, რატომ ჩაუქრა თვალები. ასე უცებ იმდენი კითხვა გამიჩნდა, ვერ გავიგე რა ეწყინა. საკმოდ გრილოდა და სწრაფად გავეხვიე მის მოსაცმელში, მაიც გაუტყდა ტუჩის კუთხე როდესაც ცხვირი საყელოში ჩავრგე და კაპიშონი დავიფარე, სახე კი მაინც უტყვი ჰქონდა, სწრაფად გაუქრა ის ღიმილიც კი, ისევ ის ცივი და შეუვალი იყო, როგორც მაშინ პირველ დღეს როდესაც გავიცანი.
ბებოს დავემშვიდობეთ. მითხრა რომ დამელოდებოდა რადგან ძალიან მალე დავბრუნდებოდი მასთან. იაგოს პატარა ჩანთა მიაწოდა, რომელშიც ჩემთვის პატარა საჩუქარი იდო, ისევ თბილად მომხვია წლებისგან დამძიმებული ხელები, შუბლზე მაკოცა დ პირჯვარი გადამსახა. მაქანამდე ისევ ხელჩაკიდებული ჩამიყვანა, ჯერ ისევ ნამიანი იყო და ფეხი მიცურავდა მწვანე ბალახზე. მანქანამდე რომ მივედით ხელი გამიშვა და თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდანო, მეტკინა მისი ეს სიმსუბუქე ყველაზე მეტად მეტკინა.
ნახევარი გზა ისე გავიარეთ არაფერი არ გვითქვამს, თავს ვიკლავდი ნეტავ რა ეწყინა? რა ვთქვი ასეთი, მტელი ცვენი დიალოგი გავიხსენე... ჩემი პასუხი...
,,ალბათ მართლი ხარ, დასასვენებლად თუ არ ჩამოვედი მისია უკვე შევასრულე, საკუთარი თავი ვიპოვე ალბათ ეს მინდოდა, ახლა კი წასვლის დროა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.“- აი რა ეწყინა... ,,ყველაფერი უმნიშვნელოა სხვა დანარჩენი“.
,,კარგია, პასუხი ვიპოვე, ახლა მთავარი ის არის როგორმე გამოვასწორო ჩემი ნათქვამი, ისე რომ დამიჯეროს, ისე რომ ეჭვი არ შეეპაროს ჩემს ნათქვამში“- საკუთარ თავთან მსჯელობა გავმართე. მალულად გავხედე და მის დაბღვერილ სახეზე გამეცინა, შეამჩნია და გამომხედა. თვალებში მიყურებდა ახლაც, იქ ეძებდა პასუხებს, მაგრამ ვერ იპოვა და მელოდებოდა როდის ვეტყოდი რამეს.
-ვიღაც ძალიან შეიჭრა ბავშვის როლში- ვუთხარი ისე რომ ღიმილი არ მომიშორებია სახიდან.
-უფრო კონკრეტულად?- დაბნეულობა დაეხატა სახეზე.
-დიდი ბავშვი ხართქო არ გჯერა, მე ბევრი რამე მოვისმინე და გადავხარშე, შენ ერთი სიტყვა ვერ გაიგე და ლამის ამხანჯლე აქ უმოქმედოდ, მზერით- დავუკონკრეტე, მისი არეული სახე რომ დავინახე.- შენ გგონია ვერ მივხვდი რომ გეწყინა ჩემი ნათქვამი, ,,სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა“, აი, ამ ფრაზის გამო გაბრაზდი. ამ სამყაროს გარდა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა ჩემთვის.- ბოლო ფრაზამ ღიმილი მოგვარა. დაძაბულობა მოიხსნა და მშვიდად მართავდა მანქანას.
ისევ ხეთა ხეივანი გავიარეთ, მთათა ჭიდილი უფრო მეტად მძაფრი მომეჩვენა, უფრო შემზარავი, მაგრამ ახლა აისმა სხვა თვალით დამანახა ყველაფერი, ნამიანი მწვანე მოლი, მზის სხივის დაცემისას რომ ათასფრად ბრწყინავდა. ძალიან ლამაზი სურათი იშლებოდა ჩემს თვალწინ, ახლა უფრო ლამაზი, მშვენიერი და ოდნავ საშიში იყო ეს ყველაფერი. მთები ნისლს დააეფარა, მზის სხივებს ჯერ მთამდე არ მიეღწიათ.
სოფელს რომ გავცდით, გზაჯვარედინზე მანქანა ვიღაც იდგა, აშკარად ჩვენ გველოდა რადგან იაგომ მანქანა გააჩერა მოსორებით, იმდენად რომ სახეს ვერ ვხედავდი.
-მანქანაში დამელოდე რაც არ უნდა მოხდეს- არც კი შემომხედა ისე მითხრა, მე კი მის პროფილს ვიკვლევდი, მისი სახის მიმიკების ცვალებადობა გულს მიკუმშავდა, თითებზე შეხება ვიგრძები, რომ დავიხედე მისი თითები ნაზად ეხებოდნენ ჩემს თითებს. ოდნავ მომიჭირა თითებზე- დაიმხსოვრე მანქანიდან არ გადმოხვიდე- ამჯერად შემომხედა, ჩემგან უხმო თანხმობა რომ მიიღო მანქანიდან გადავიდა.
ვხედავდი როგორ უჭირდა ყველა ნაბიჯის გადადგმა, ვერაფერი ვკითხე, ვერაფერი ვუთხარი, ისე უახლოვდებოდა თითქოს ეშაფოთზე ასასვლელად ამზადებდნენ. ბოლოს შევნიშნე როგორ ამოისუნთქა, როგორ მხნედ გრძნობდა თავს, როგორ მოეშვა ყოველგვარი დაძაბულობა და ისევ ის გახდა ვინც ჩემს გაცნობამდე იყო.
დამხდურმა ოდნავ შესამჩნევად დახარა თავი მისალმების ნიშნად იგივე ანიშნა იაგომაც. მხოლოდ ერთი წუთის მანზილზე საუბრობდნენ, უფრო სწორად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თითქოს სიტყვები გაცვალეს. უცებ შებრუნდაა და ის კაცი სადღაც გაუჩინარდა. ისე თითქოს იქ არც ყოფილა, ნელი მოზომილი ნაბიჯით მოდიოდა, ჩაფიქრებულიყო, რაც უფრო უახლოვდებოდა მანქანას მისი სახის ნაკვთები უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ფიქრებით ძალიან შორს იიყო, აქედან შორს, ალბათ წარსულში და იმ წამს მივხვდი რომ მე ეს სამყარო ბედნიერების უფლებას არ მომცემდა. ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა, მისი წილი ბენიერება უფრო მეტკინა ვიდრე ჩემი, მე გავუძლებდი, ის კი ამდენ ტკივილს ვეღარ გადაიტანდა, რაღაც უნდა ყოფილიყო, რაღაც გამოსავალი, რაღაც გზა.
უხმოდ მიუჯდა საჭეს, ვგრძნობდი რომ რაღაცის თქმას აპირებდა, უნდოდა ეთქვა მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდა, სიტყვები ყელში ეჩხირებოდა და ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა. ისევ ჩემი თითები მოიქცია თითებში. ისევ ნაზად ეფერებოდა.
-შვებას მგვრი- ტკივილით იყო ყველა მისი სიტყვა გაჯერებული, ყველა სიტყვა გულს უშანთავდა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით, ან რა უნდა გვეთქვა? ეს სიჩუმე ყვებოდა ყველაფერს.
არ ვიცი, სახლადე როგორ მივედით, არ ის ვიცი ეძოსი როგორ არმოვჩნდი, მხოლოდ გამოსავლის ძიებით ვიყავი დაკავებული, მხოლოდ რაღაც იმედს ვეზებდი რომ უკიდურესობაში არ გადავარდნილიყავი.
ნელიკოს ეზოში ვიდექით, ის ჩემს წინ ზედმეტად ახლოს იდგა, მისი გულის ცემაც კი მესმოდა. ერთ ნაბიჯში დაფარა მანძილი ჩვენს შორის და მე მის მკლავებში აღმოვჩნდი. მთლიანად მის სხეულში ჩავიკარგე, ის ასე ახლოს ჩემთან არასოდეს ყოფილა, არასოდეს შევხებივართ, იმდენად გავითიშე რომ შეგრძნების უნარიც კი დავკარგე. რამდენიმე წამი ვიდექით ასე... მერე ... მერე კი... შუბლზე მაკოცა... თითქოს მეტხოვებოდაო..
-შეგეხმიანები, მაგრამ ხვალამდე ვერ გნახავ. -კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში და წავიდა.
-თავს გაუფრთხილდი.
-უკვე ვუფრთხილდები- მითხრა და წავიდა. ისევ მის ჟაკეტში ვიყავი გამოხვეული როდესაც გონს მოვეგე და ფეხ ატრევიტ შევედი სახლში.

***
როგორი იდუმალია ირგვივ ყველა და ყველაფერი, ამ სამყაროში სადაც თითქმის ყველას სისხლში აქვს გასვლირი ხელები, ღამე კი მშვიდი უშფოთველი ძილით სძინათ როგორც პატარა ბავშვს, ლამაზად და ბაგეზე ღიმილით.
როგორ მეშინია, განა ჩემს გამო? არა იმ ადამიანების დაკარვის რომლებიც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანნი გახდნენ ჩემთვის, ვიცი რომ მათი დაკარგვა გამანადგურებს, ვიცი რომ ვეღარ ავდგები, ვეღარ შევძლებ სწორად ვიარო, რომ ის ვაკეთო რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვიცოდი ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებდი, მას უნდა ეცოცხლა, ტელეფონი ავიღე და ცხოვრებაში მეორედ მის ნომერზე დავრეკე, ახლაც როგორც მაშინ ყოველგვარი კითხვის გარეშე თხოვნაზე დამთანხმდა და ტელეფონი გამითიშა.
დრო ზუსტად გავთვალე, მაშინ წავიდოდი აქედან როცა არავინ ელოდა ამ ყველაფერს, ვიცი ვატკენდი, მაგრამ ამ ყველაფერს მის გამო ვაკეთებდი. რამდენიმე საათი და ყველაზე საყვარელ ადგილს დავემშვიდობებოდი, ალბათ სამუდამოდაც კი.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, ნელიკო დაღლილი იყო და დაგვიანებული ვახშმის შემდეგ დასაძინებლად წავიდა. ხვალ ყველას მძიმე დღე ჰქონდა, თეთნულდის ყველაზე დიდი ტრასის გახსნა იყო და სერიოზულად ემზადებოდნენ. დელეგაცია უკვე ჩამოსული იყო უცხო მანქანის გამოჩენა არავის გაუკვირდებოდა. ჩემი ნივთები მოვაგროვე და ისე მივალაგე ოთახი თითქოს აქ არავის უცხოვრია, ვიცი ნელიკოს გავანაწყენებდი მაგრამ არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. წერილი დავწერე სადაც ბოდიშს ვუხდიდი და მადლობებს, რომ ჩემს გამო მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი. მაგიდაზე დავდე თანხასთან ერთად და სახლი დავტოვე. ვიგრძენი რომ ჩემს ცხოვრებას ახლა ამ ეზოში ვტოვებდი და ბედნიერი არასოდეს ვიქნებოდი. გულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ხელი მაგრად მივიჭირე რომ ოდნავ მაინც მეგრძნო შვება. კიდევ ერთხელ მოვავლე უკვე საყვერელ ეზოს და რკინის დიდი კარი ფრთხილად დავხურე.
შეტყობინება მომივიდა, ის უკვე ადგილზე იყო.
მე... მე კი .... სვანეთს ვტოვებდი...

................
დილა მშვიდობისა... მიხარია რომ კითხულობთ და იტანთ ჩემს უაზრო დაგვიანებებს.. ვამთავრებ უკვე და ძალიან ვნერვიულობ... მადლობა რომ კითხულობთ...

№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი... რას ელოდებით დასასრულს... შემდეგ თავში მთავრრდება

№2 სტუმარი nini

imedia am dgeebsshi dadeb :-) velodebi karg dadasruls mariami da iagoo :-)

№3  offline აქტიური მკითხველი terooo

nini
imedia am dgeebsshi dadeb :-) velodebi karg dadasruls mariami da iagoo :-)

მეც იმედი მაქვს და ამ დღEებშI დავდებ.. აღარ მინდა გავწელო.. ვიცი ელოდებით ჰეპი ენდს მაგრამ ვწუხვარ შეიძლება იმედები გაგიცრუვდეთ

№4 სტუმარი druncha0

am motxribia aktiuri mkitxveli var da dzalian momcons❤ vimedovnebbb bednieriu dasasruli ekneba da mariams da iagos ar gaaubedureb ❤ happy end upro gasaocari ikneba da plius nainas chamosvlac. imedia male dadeb

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

druncha0
am motxribia aktiuri mkitxveli var da dzalian momcons❤ vimedovnebbb bednieriu dasasruli ekneba da mariams da iagos ar gaaubedureb ❤ happy end upro gasaocari ikneba da plius nainas chamosvlac. imedia male dadeb

მადლობა რომ კითხულობ და მითუმეტეს თუ აქტიური მკითხველიც ხარ... შევეცდები დსასრული აღარ დავაგვიანო... დრო აღარ მაქვს დავჯდე და ვწერო...
შევეცდები მკიტხველს იმედი არ გავუცრუო

№6 სტუმარი Nacka

Vaime shoki ar mimagebio da cudad ar daamtavro Torre shens Tavs ver gamcicknis xelidanz dato

№7  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ჩემი ტერო დაბრუნდააა heart_eyes
დავიწყე კითხვა და დარწმუნებული ვარ მოლოდინი არ გამიცრუვდება და შეუდარებელი იქნება heart_eyes kissing_heart

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Vaime shoki ar mimagebio da cudad ar daamtavro Torre shens Tavs ver gamcicknis xelidanz dato

ვაიმე ეს იყო მუქარააა? მე უფრო მძაფრს ველოდიიი

ონლაინ გოგონა
ჩემი ტერო დაბრუნდააა heart_eyes
დავიწყე კითხვა და დარწმუნებული ვარ მოლოდინი არ გამიცრუვდება და შეუდარებელი იქნება heart_eyes kissing_heart

მადლობა ჩემო გოგონა... იმედი მაქვს რომ იმედს არ გაგიცრუებთ...

№9  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

terooo
Nacka
Vaime shoki ar mimagebio da cudad ar daamtavro Torre shens Tavs ver gamcicknis xelidanz dato

ვაიმე ეს იყო მუქარააა? მე უფრო მძაფრს ველოდიიი

ონლაინ გოგონა
ჩემი ტერო დაბრუნდააა heart_eyes
დავიწყე კითხვა და დარწმუნებული ვარ მოლოდინი არ გამიცრუვდება და შეუდარებელი იქნება heart_eyes kissing_heart

მადლობა ჩემო გოგონა... იმედი მაქვს რომ იმედს არ გაგიცრუებთ...

ხომ ვთქვი მოლოდინი არ გამიცრუვდება მეთქიი heart_eyes არ ვიცი შემდეგში რას უნდა ველოდო მაგრამ რაც არ უნდა დაწერო დარწმუნებული ვარ ორიგინალურად გამოგივა kissing_heart
საოცრება ხარ ტეროოო heart_eyes

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენად ვნერვიულობ დასსრულზე რომ ხანდახან მგონია სიტყვებს ვერ მოვაბამ თავს და წინადადებასაც კი ვერ დავწერ... როგორ მახარებს შენი კომენტარები და ის ფაქტი რომ ასე ერთგულად კითხულობ და მელი...
მადლობა ... და იმედი მაქვს მოლოდინს დაგიფასებ

№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ტეროოოო რას მერჩოდი ჰა? disappointed ეს რა იყო.ცუდად არ დაამთავრო რა,მთელი ისტორიის განმავლობაში მათი წყვილის მოლოდინში ვარ,იმდენად ძლიერი და თბილი არის ვერ ავღწერ.რაღაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ და კარგად დაასრულე რა unamused ბოლოს როგორ მატირე არ შეგეცოდეთ sob sob გამიხარდი მართლა.ეს ისტორია უსასრულოდ რომ გააგრძელო არასდროს მომბეზრება მისი კითხვა და არც ლოდინი kissing_heart heart_eyes
--------------------
ლანა

№12  offline აქტიური მკითხველი terooo

La-Na

ვაიმე როგორ გამახარე... მე კიდე მეგონა რომ ემოციები დამაკლდა და რაღაც გამომრჩა არ იყო სრულყოფილი...
იმდენად ვნერვიულობ აღარ მინდა მგონი წერა ...
მადლობა რომ კითხულობ და ემოციებს მიზიარებ

№13 სტუმარი Guest თაკო

ველოდები დასასრულს მთელი გულით, არ დააგვიანო იცოდე! blush და ვიცი ბანალურია, მაგრამ გულს უხარია ჰეფი ენდი wink

№14  offline წევრი ucnobi_18

ძალიან კარგიაა და ჰეფი ენდით დაასრულეე გთხოვვ❤

№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest თაკო
ველოდები დასასრულს მთელი გულით, არ დააგვიანო იცოდე! blush და ვიცი ბანალურია, მაგრამ გულს უხარია ჰეფი ენდი wink

მადლობა ველოდები მეც თქვენს შეფასებას

ucnobi_18
ძალიან კარგიაა და ჰეფი ენდით დაასრულეე გთხოვვ❤

ვიცი ვიცი ვიცი...
შევეცდები შევეცდები

№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

terooo
La-Na
ტეროოოო რას მერჩოდი ჰა? disappointed ეს რა იყო.ცუდად არ დაამთავრო რა,მთელი ისტორიის განმავლობაში მათი წყვილის მოლოდინში ვარ,იმდენად ძლიერი და თბილი არის ვერ ავღწერ.რაღაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ და კარგად დაასრულე რა unamused ბოლოს როგორ მატირე არ შეგეცოდეთ sob sob გამიხარდი მართლა.ეს ისტორია უსასრულოდ რომ გააგრძელო არასდროს მომბეზრება მისი კითხვა და არც ლოდინი kissing_heart heart_eyes

ვაიმე როგორ გამახარე... მე კიდე მეგონა რომ ემოციები დამაკლდა და რაღაც გამომრჩა არ იყო სრულყოფილი...
იმდენად ვნერვიულობ აღარ მინდა მგონი წერა ...
მადლობა რომ კითხულობ და ემოციებს მიზიარებ

მომეჩვენა ალბათ რაც წავიკითხე,რა ემოცია აკლდა მეხუმრები?სუპერ იყო რა.სიტყვები არ მყოფნის
--------------------
ლანა

№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ჰოო... რაღაც დამაკლდა.. რაღაც გამომრჩა

№18 სტუმარი Guest თიკო

პირველი თავიდან ვკითხულობ ამ ისტორიას..ძალიან მომწონს..იაგო და მარიამი მემგონი იმსახურებენ ბედნიერებას,მითუმეტეს იაგო რაც მან გადაიტანა იმ ყველაფრის შემდეგ....

№19 სტუმარი Eto

Es iseti mdzime istoriaa. Upro agar chirdeba ... memgoni haapy end mouxdeba a imedebsac tu ar gagvicrueb mkitxvels kargs izam.. isedac amdeni rame gadaitanes da upro nu daamdzimeb situacias

№20  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest თიკო
პირველი თავიდან ვკითხულობ ამ ისტორიას..ძალიან მომწონს..იაგო და მარიამი მემგონი იმსახურებენ ბედნიერებას,მითუმეტეს იაგო რაც მან გადაიტანა იმ ყველაფრის შემდეგ....

ვიცი ყველა იმსახურებს ბედნიერებას...
მათ შორის ეს წყვილიც. მაგრამ ცხოვრება ხომ არ გვაძლევს ბედნიერების საშუალებას?
მაგრამ შევეცდები იმედი არ გაგიცრუვდეთ..

Eto
Es iseti mdzime istoriaa. Upro agar chirdeba ... memgoni haapy end mouxdeba a imedebsac tu ar gagvicrueb mkitxvels kargs izam.. isedac amdeni rame gadaitanes da upro nu daamdzimeb situacias

ვიცი რომ მძიმე დასასრული უფრო დაამძიმებს ამ ისტორიას ... გეფიცები ენდს ვერ დაგპირდები მაგრამ რაღაც მაგდაგვარს შევეცდები

№21  offline წევრი ლილიანი

ახლა ავტირდები და ტბას დავაყენებ ცრემლების რატო წავიდა აუ იაგო როგორ ეტკინება ჩემი თეთნულდი და უშბაა როგორ მიყვარს ეს ორიი ძალიან შეესაბამებიან ამ მთებს თან ძალიან იმედი მაქ დაბრუნდება აჰ არ ვიცი რა ძალიან მიყვარს ეს ისტორია ერთი სული მქონდა როდის დადებდი ძაან გამიხარდა მაგარი ხარ და გთხოვ ამათ ნუ დააშორებ ძალიან ცუდი ისტორია გამოვა არც ის გინდა ძაან ბანალურობა უბრალოდ ისე დაამთავრე რომ გამახარო აი ისე როგორც ამ ისტორიას შეეფერება ა საიტზე ისტორიების ნაწილი უკვე ცუდად მთავრდება და რაც წავიკითხე ყველას ცუდი დასასრული ქონდა არ გინდა რა ჯობია ისე დაამთავრო როგორც ამ წყვილს შეეფერება იმმედი მაქ გათვალისწინებ ჩემ რჩევას ძალიან მიყვარხარ და მიყვარს ეს ისტორია არ მინდა დასასრულზე ვიტირო ჯობია ბედდნიერმა ვიტირო აბა წარმატებებიი

№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ლილიანი

მადლობა მადლობა მადლობა არ ვიცი რამდენი მადლობა უნდა გადავუხადო. ისე რომ ეს მართლაც გამოვხატო. ისეთი ბედნიერი ვარ ყოველ თავზე შენი კომენტარი დაუღალავად რომ მხვდება.
აი გპირდები ისე დავამთავრებ იმედს არ გაგიცრუებ

№23 სტუმარი Mariami

Magrad gamitydeba amdeni "tanjvis"mere iago kide roar iyos benieri da mariamic ase ubralod adges da wavides. Ar qna da eseni euertmanetot ar datovo. Happy and -I gvinda chven !♥♥♥ iagos da mariamis happy and.

№24  offline წევრი ლილიანი

აიი ძაან მაგარი ხარ ტეროო ძაან გამახარე შენი კომენტარით აბა შენ იცი გელოდები წარმატებები heart_eyes

№25  offline აქტიური მკითხველი terooo

Mariami
Magrad gamitydeba amdeni "tanjvis"mere iago kide roar iyos benieri da mariamic ase ubralod adges da wavides. Ar qna da eseni euertmanetot ar datovo. Happy and -I gvinda chven !♥♥♥ iagos da mariamis happy and.

ვფიქრობ რომ იმედს არ გაგიცრუებთ

ლილიანი
terooo
ლილიანი
ახლა ავტირდები და ტბას დავაყენებ ცრემლების რატო წავიდა აუ იაგო როგორ ეტკინება ჩემი თეთნულდი და უშბაა როგორ მიყვარს ეს ორიი ძალიან შეესაბამებიან ამ მთებს თან ძალიან იმედი მაქ დაბრუნდება აჰ არ ვიცი რა ძალიან მიყვარს ეს ისტორია ერთი სული მქონდა როდის დადებდი ძაან გამიხარდა მაგარი ხარ და გთხოვ ამათ ნუ დააშორებ ძალიან ცუდი ისტორია გამოვა არც ის გინდა ძაან ბანალურობა უბრალოდ ისე დაამთავრე რომ გამახარო აი ისე როგორც ამ ისტორიას შეეფერება ა საიტზე ისტორიების ნაწილი უკვე ცუდად მთავრდება და რაც წავიკითხე ყველას ცუდი დასასრული ქონდა არ გინდა რა ჯობია ისე დაამთავრო როგორც ამ წყვილს შეეფერება იმმედი მაქ გათვალისწინებ ჩემ რჩევას ძალიან მიყვარხარ და მიყვარს ეს ისტორია არ მინდა დასასრულზე ვიტირო ჯობია ბედდნიერმა ვიტირო აბა წარმატებებიი

მადლობა მადლობა მადლობა არ ვიცი რამდენი მადლობა უნდა გადავუხადო. ისე რომ ეს მართლაც გამოვხატო. ისეთი ბედნიერი ვარ ყოველ თავზე შენი კომენტარი დაუღალავად რომ მხვდება.
აი გპირდები ისე დავამთავრებ იმედს არ გაგიცრუებ

აიი ძაან მაგარი ხარ ტეროო ძაან გამახარე შენი კომენტარით აბა შენ იცი გელოდები წარმატებები heart_eyes

მადლობა ჩემო საყვარელო

№26  offline წევრი oshxareli

ძალიან მაგარი ისტორიაა შენც ასევე ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ცუდად დასრულების უფლება არ გაქვა რადგან თინა ბებოს სიზმარი უნდა ახდეს ☺️

№27  offline აქტიური მკითხველი terooo

oshxareli
ძალიან მაგარი ისტორიაა შენც ასევე ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ცუდად დასრულების უფლება არ გაქვა რადგან თინა ბებოს სიზმარი უნდა ახდეს ☺️

მადლობა...
ნამდვილად არ მაქვს ცუდად დასრულების უფლება...
თინა ბებო კი ყველაფერს გავიგე ბს

№28  offline წევრი ლილიანი

ტეროო ახალ თავს როდის დადებ?

№29  offline აქტიური მკითხველი terooo

ლილიანი
ტეროო ახალ თავს როდის დადებ?

ჩემო თბილო... ძალიან რთული დრო მიდგას... ძალიან მინდა რომ მალე გაგახაროთ მაგრამ ვერ გპირდებით როდის. უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მიფუჩეჩება არ მინდა.
მადლობა შენ ჩემო საყვარელო გოგო

№30  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ტეროო როდის დადებ ახალ თავს??? pensive

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent