დღიური(თავი-8)
შეიძლება მიხვდა კიდეც,რომ არ ვიყავი ნაწყენი და ეს გაღიმება ახალი ურთიერთობის დაწყების ნიშანი შესაძლო ყოფილიყო. ელენე:ნამცხვარიც გასინჯეთ რა ,ჩვენ გამოვაცხეთ^^ სანდრო: კარგი,იმედია არ მოგვწამლავთ(გაიცინა). შემდეგ კი დაჩისთან გადავიდა.. დაჩი გასინჯე შენც,თუ რამეა ერთად მოგვივიდეს რამე(იხუმრა). დაჩი:გავსინჯავ სიამოვნებით,რადგან არ მგონია ცუდი ხელი ჰქონდეთ ასეთ გოგოებს. ელენე: აი,ხო ხედავ რა თქვა?! უთხრა სანდროს. ქეთა:მადლობა დაჩი კომპლიმენტისთვის. ცოტა ხნის შემდეგ,სანდრომ ელენეს შესთავაზა სახლის ეზოშივე გასვლა. გავიდნენ ორთავე და დავრჩით მე და დაჩი. თავიდან ვყოყმანობდით ორივე და ხმის ამოღებას თითქოს და ვერ ვბედავდით. ბოლოს კი ისევ მან ამოღერღა. დაჩი: ძალიან გემრიელი ნამცხვარი იყო,მართლა^^ ქეთა:მართლა მოგეწონა?^^ დაჩი:კი,მერე ჩამაწერინე რეცეპტი(იხუმრა). ქეთა:მადლობა. კარგი(გაიცინა),აუცილებლად! დაჩი: ჰოომ,დაგვტოვეს მარტო. ქეთა:ხოო(გაუღიმა დაჩის). დაჩი:არ გინდა ამ დღეებში სადმე გავისეირნოთ? ქეთა:დაუფიქრებლად ვუპასუხე. კი კიი,მინდა^^ დაჩი: გამახარე შენი პასუხით. ქეთა:დაჩი,დღეს დილით რაც მოხდა.. შექმნილი ინციდენტის შემდეგ რაც გითხარი დაივიწყე,გთხოვ. მაპატიე,ზედმეტები მომივიდა. დაჩი:ძალიან მაწყენინე. ქეთა:დაჩიი.. გამაწყვეტინა. დაჩი: რა გაპატიო? არაფერი გაქვს საპატიებელი. მე მაპატიე თუ ზედმეტები მომივიდა. ქეთა:დაჩიი,შენ.. დაჩი:ჩუუ.. არაფერი მითხრა. ახლოს მოიწია და ჩამეხუტა. ქეთა-(ჩამეხუტა და ვიგრძენი,რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა). ცოტახნის შემდეგ შემოვიდნენ ელენე და სანდრო. უფროსწორად შემოვარდა ელენე. ქეთა:რა ხდება? ელენე:ერთად ვართ,მოგვილოცეთ. ქეთა:ეე, რა მაგარია! გილოცავთ,ძაან გამიხარდა^^ დაჩი:გილოცავთ,გილოცავ ძმაო, მიმართა სანდროს. სანდრო:მადლობა,მადლობა(იცინოდა). უკვე ღამის 10 საათი იყო,მალე შემოგვაღამდა. ცოტახნით მე და ელენე გავედით სამზარეულოში პოპ-კორნის შემოსატანად და ვიფიქრეთ კარგი დრო იყო ტასოს ამბის გასაგებად.დავურეკეთ.. ელენე:ტასო,როგორ ხარ აბა? ტასო:ელენიკოო,კარგად ვარ! მაგრამ როგორ ხარ? ელენე:ხო,ვნერვიულობთ ქალბატონო. ტასო:ძალიან კარგ დროს ვატარებ,არ ინერვიულოთ^^ ელენე:რას შვრები აბა? ტასო: ეხლა ეშმაკის ბორბალზე ავდივართ^^ ელენე:მოიცა,მოიცა სად ხართ? ტასო:მაგას რომ ჩამოვალ მაშინ გეტყვით. ცოტას დაგაინტრიგებთ. ელენე:ხო ჩვენთანაც ორი დიდი და კარგი სიახლეა. ტასო:მართლა? რა მაგარია! აუ მომიყევი რა მალეეე.. ელენე:არაფერიც,რომ ჩამოხვალ მაშინ გეტყვით. აი ასე ქალბატონო(იცინის). ტასო:კარგი,ხოო. აუ მიდით რა,მითხარით. სერიოზულად ინტერესით ვკვდები(იცინის). ელენე:კარგი გვითხარი სად ხართ და გეტყვი. ტასო:ოო,არაა. კაი ხო,ხვალ დილით მანდ ვარ^^ მომენატრეთ იციი? უთქვენობა მაკლია. ელენე:ჩემი მეტიჩარა გოგო,ჩვენც გვაკლიხარ თან აქ ისეთები ხდებაა^^ ტასო:ვაიმეე! კარგით,ხოო. ლუკა მელოდება და გადმოგირეკავთ მერე,გკოცნით ორივეს! ელენე:კარგი სიხარულო^^ შემდეგ კი მეც ჩავეკითხე.. ქეთა:რაო ქალბატონმა ტასომ? ტასო:რაო და,ეშმაკის ბორბალზე ადიან. ამიტომ ვკითხე სად ხართთქო და რომ ჩამოვალ მაშინ მოგიყვებით ყველაფერსო. ქეთა: მე მეგონა აქვე მიდიოდნენ. ელენე:ხო,მეც. ალბათ ამიტომაც წაიყვანა მთელი დღით. ქეთა:ჰოო,აშკარად. კარგი გაიტანე პოპ-კორნი და კოკა-კოლა და ყავას გამოვიტან მე. გავედით ოთახში და სანდრომ ერთი იდეა მოგვაწოდა. გოგოებო თუ გინდათ კინოში წავიდეთ. მე და ელენემ გავხედეთ ერთმანეთს,ორივეს თვალებში იგრძნობოდა,რომ მოგვეწონა ეს იდეა. ელენე:რას იტყვი ქეთა?! მგონი,კარგი იდეაა არა? ქეთა:კი,რატომაც არა. წავიდეთ. ზედა სართულზე ავედით,ზემოდან თხლად შემოვიცვით და წავედით დაჩის მანქანით. გასვლისას სანდრო და ელენე რაღაცას ბუტბუტებდნენ,ბოლოს კი მაინც გამოშკარავდა რა ჩაიფიქრეს. დაჩი დაჯდა საჭესთან და მის გვერძე,წინ კი მე ჩამსვეს. თითქოს და მეუხერხულებოდა რატომღაც მის გვერძე დაჯდომა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა.. მე და დაჩი,სანდრო და ელენე. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა. მერჩივნა ელენესთან ერთად დავმჯდარიყავი,მაგრამ ელენე რას დაგაცდის. ჩასხდომისას წამოიყვირა,უკან მე ვჯდებიო. შემდეგ კი სანდროც აყვა,ელენეს გვერდით კი მე ვჯდებიო. მივედით დანიშნულ ადგილამდე და დავიწყეთ ფილმის არჩევა. ყველამ ერთხმად ავარჩიეთ რომანტიკული ჟანრის ფილმი „ A walk to remember “. ბიჭებმა პოპ-კორნი და კოკა-კოლები აიღეს და შევედით. გვერძე გავიხედე,ელენეს სანდროს მხრებზე ჩამოედო თავი და პოპ-კორნს გემრიელად მიირთმევდა. სანდროს კი ხელი გადაეხვია. აქაც,უხერხულ სიტუაციაში ავღმოვჩნდი. ისე რა საყვარლები არიან,ძალიან მიხარია ელენეს და სანდროს ამბავი,ჩემთვის ვფიქრობდი. დაჩი კი მომენტალურად ჩაერთვებოდა ხოლმე ჩემთან საუბრით. ჯობდა საერთოდ არ წამოვსულიყავი. ამ ფილმა საკუთარი თავი გამახსენა,ჩემი ავადმყოფობა,რომელიც ცოტახნით დავიწყებას მივეცი.. ფილმი გოგონაზეა,რომელიც აქამდე იკავებდა თავს ურთიერთობებისთვის, რაადგან სიმსივნე აღმოაჩნდაა. თუმცა გულს ხომ ვერ უბრძანებ შეყვარებას,მანაც შეიყვარა სკოლის პოპულარული ბიჭი,რომელიც ადრე სულ დასცინოდა. საბოლოოდ კი ერთმანეთი შეუყვარდათ,ისე როგორც არცერთს არავინ ესე ძალიან არავინ შეყვარებია. თუმცა,ვერ შეძლო ურთიერთობის გაგრძელება ამ გოგომ თავისი მდგომარეობის გამო და სიმართლე უთხრა. ამ ბიჭმა კი ეს გოგო ცოლად მოიყვანა,ვის აინტერესებდა! მას ხომ ჯერ ასე არავინ შეყვარებია. იმის და მიუხედავად,რომ ამ გოგომ თავისი ცხოვრება ხანმოკლედ დაასრულა,თუმცა მისთვის მასთან(იმ ბიჭთან)გატარებული ყოველი წამი მთელი ცხოვრების მანძილს გაუტოლდა. მე კი ვერ შევძელი ესე გაჩერება და დარბაზიდან გავედი ატირებული. დაჩი გამომყვა თან.. დაჩი:რა გჭირს ქეთა?! ქეთა:არაფერი,ემოციური ვარ და ფილმმა იმოქმედა ჩემზე. დაჩი: არა,მატყუებ. სხვა რამის გამო ტირიხარ! ქეთა:არაა,დაჩი გთხოვ რა. დაჩი:გაიღიმე მაშინ თუ არ მატყუებ. ქეთა:არ შემიძლია,ძალიან გთხოვ! დამტოვე მარტო. დაჩი:ქეთ,უნდა მითხრა რომ დაგეხმარო. ქეთა:დაჩი! გთხოვ.. ელენე მომმვარდა.. ელენე:ქეთ,სიხარულო რა გჭირს? ქეთა:არაფერი,ელე. ელენე:გულს ნუ მიხეთქავ მითხარი! ქეთა:არაფერი,უბრალოდ წავიდეთ რა სახლშიი.. ელენე:კარგი,ვეტყვი ბიჭებს. ჩავსხედით მანქანაში და კარის გაღებისას დაჩიმ შემაჩერა.. ხელი მაგრად ჩამავლო და გვერძე გამიყვანა. ელენე:ქეთა,არ შემოხვალ? დაჩი:ელენე,ორი წუთით მოგტაცებ ქეთას თავს(გაუღიმა). ელენე:კარგი ჰო. ქეთა:ხელი გამიშვი დაჩი! დაჩი:ახლა გაგიშვებ და ყურადღებით მომისმინე! -გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა.ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ.. შენ შემცვალე! ახლა ვხვდები - ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, შენ რომ გაგიცანი. მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი სამყარო, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ არაფერი შემოინახა! ჩვენი პირველი შეხვედრაც კი ნათლად მახსოვს! თვალებში შემომხედე და მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ,გაბედე ქეთა. ქეთა:მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ მეც იგივე გრძნობები მაქვს შენს მიმართ. ბედნიერი ვარ შენს გვერდით,უბრალოდ არ შემიძლია შენს გვერდით ყოფნა. დაჩი:რატომ?! ქეთა:ბოდიში,მაგრამ არ შემიძლია თქმა. შემდეგ კი სახლში შევედით,მე ჩემს ოთახში ავედი. დაჩიმ კი სანდრო გააფრთხილა,რომ ვერ დარჩებოდა და ისიც სახლის გზას დაადგა. სანდრო:რა მოხდა მათ შორის? ელენე:არ ვიცი,არაფერს მეუბნება ქეთა. სანდრო:კაი ელე,წავალ მეც. გვიანია და თან ქეთას სჭირდები. ელენე:კაი სანდრო,მადლობა დღევანდელი დღისთვის. სანდრო:მადლობა,შენ ამ საღამოსთვის. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი დღეს. ელენე:მარტო დღეს?(გაიხუმრა) სანდრო:არა! შენ ყოველთვის ლამაზი ხარ,უბრალოდ დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ! მიყვარხარ ელენიკო! ელენე:მეც ძალიან სანდრო! ელენემ სანდრო გააცილა და ამოვიდა ოთახში. გვერდით მომიჯდა,ცდილობდა გაეგო რა მჭირდა მაგრამ ამაო გამოდგა მისთვის. არ ვაპირებდი თქმას,ვერც ვეტყოდი.მათთვის ვერასდროს გავბედავდი ალბათ ამის თქმას. ელენე-რადგან არ გინდა საუბარი არ დაგაძალებ. თუ მოგინდება,ან დაგჭირდება ჩემი დახმარება ნებისმიერ დროს მოდი და მითხარი! არაფერი დამიმალო,გთხოვ ქეთუსია^^ მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ავიღე მობილური,ყურსასმენებთან ერთად და სიმღერები ჩავრთე. ვცდილობდი,როგორმე დავიწყებისთვის მიმეცა ჩემი ავადმყოფობის თემაც და დღევანდელი დღეც,რადგან ასე მოქცევას ვერ გავაგრძელებდი დარჩენილი დღეები. რამოდენიმე საათით ჩამეძინა,შემდეგ კი ტასო შემოვარდა ოთახში და გაგვაღვიძა. ელენე:ტასოო,უკვე დილაა? ტასო:არა,ჩამოვედი ადექით ეხლა რაა. ქეთა: საათს დავხედე,დილის 7 საათი იყო. ასე ადრე არ გვეგონა თუ ჩამოხვიდოდი. რატომ არ გვითხარი? მოდი ჩაგეხუტო. ტასო:ხო,არ გაგიხარდათ?(გაიხუმრა). ელენე:ვაიმე,ესეთი სისულელე ცხოვრებაში არ გითქვამს,მოდი მოგესიყვარულო(გაიცინა),რამდენი ხანია არ გვინახიხარ^^ ტასო:ოუფ,კარგით ხოო. არ დავიწყო? ქეთა:რა ამბიციებში ხარ,დაიწყე ჰა. ტასო: ხო და აი,როგორ იყო. გასვლისას კიდევ ერთხელ გამიკეთა კომპლიმენტი. ლუკა:ძალიან ლამაზი ხარ ტასუნა. ტასო:ვაიმე,მადლობა ლუკა^^ ტასო:სად მივდივართ? ლუკა:მენდობი? ტასო:კი,გენდობი. ლუკა:ჰო და,მენდე და გამომყევი.( ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავე,რადგან ვიცი ამ კითხვას დღეს კიდევ 20-ჯერ გამიმეორებ).გაიხუმრა. ტასო:არაფერიც(გაიღიმა). საერთოდაც არაფერს არ გკითხავ რაა. ლუკა:კარგი,ახლა ნუ მებუტები. ტასო:არ გებუტები! ლუკა:ტასუნა^^ 2 საათის შემდეგ.. ტასო: მოიცა არ მითხრა ეხლა,რომ თბილისში ვართ. ლუკა:კი თბილისში ვართ,მაგრამ ჩვენი დრევანდელი მარშუტი თბილისი არ გახლავთ ქალბატონო ტასო. ტასო:ვაიმე,თბილისი.. როგორ მომნატრებია^^ ლუკა:დამიჯერე,უფრო კარგ ადგილას მივდივართ. ტასო:კარგი ბატონო,გენდობი. 4საათის შემდეგ.. ტასო: ალი და ნინო? სერიოზულად?! ბათუმში რა გვინდა ლუკა? ლუკა:რაც გვინდა ცოტახანში გაიგებ. ტასო:აუ,კარგი რა მითხარი. ლუკა:ნუ წუწუნებ ტასო,სადაც ამდენი მოითმინე,ცოტაც გაუძელი ცნობისმოყვარეობას. ტასო:აუუფ რა!(მობუსხა ტუჩები). უკვე მოსაღამოვდა,დაბინავდნენ ლუკას ნათესავის სახლში,სადაც მხოლოდ მისი ბიძაშვილები იყვნენ(გიორგი და ანი).მათი შეხვედრა სასიამოვნო გამოდგა,შემდეგ კი ლუკამ აღარ დააყოვნა და ბულვარში გაიყვანა ტასო დასათვალიერებლად(თუმცა რამდენად ასე იყო ვერ გეტყვით,სულ სხვა რამ ჰქონდა სინამდვილეში ჩაფიქრებული). ლუკა:მოკლედ,ახლა ყურადღებით მომისმინე პატარა ქალბატონო და არ გამაწყვეტინო. ტასო:გისმენ^^ ლუკა: და რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?! ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი! ჩვენი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო,ჯერ კიდევ 16 წლის წინ და დღემდე ასე გრძელდება. უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ. შენ ჩემი მისია ხარ ამ ცხოვრებაში! ახლა კი მხოლოდ ერთს გეტყვი. კოცნით შაგხსნიდი საკინძეს, გულს მიგიკრავდი გულითა, კისერზე კისერ შაგხებდი, ყურში გეტყოდი თუ გინდა.. ჩემებურად მიყვარხარ,მაგრამ არავის მსგავსად! ტასო:ლუკააა.. ლუკა:უბრალოდ მითხარი რას გრძნობ,ზედმეტი სიტყვების გარეშე. ტასო: მეც მიყვარხარ! ბედნიერი ვარ,რომ შენ გაგიცანი! ლუკა:ყველაზე საყვარელი არსება ხარ შენ! ტასო:ლუკააა.. უბრალოდ გულში ჩაეკრა. ლუკა:ამით არ დამთავრებულა ეს დღე. ტასო:რაო? რას აპირებ? ლუკა: ჯიბიდან მცირე ზომის,ოთხკუთხედი,წითელი ბანტით შეკოპწილი სასაჩუქრე ყუთი ამოიღო და გაუხსნა. შიგნით კი ვერცხლის ბეჭედი იყო,რომელსაც თავზე პატარა გული ერთო. ტასოსთვის,ლუკას მიერ ნებისმიერი საჩუქარი მოსაწონი იქნებოდა,აზრი არ აქვს ეს რა იქნებოდა.. ის ხომ გულით ჩუქნიდა ტასოს,სხვა ყველაფერს უბრალოდ აზრი არ ქონდა. საღამოს კიდევ ერთ ადგილას წაიყვანა,მათი შემდეგი „სადგური“ ატრაქციონები იყო. ბამბის ნაყინი იყიდა ლუკამ და შემდეგ ეშმაკის ბორბალზე ავიდნენ საიდანაც მხოლოდ სილამაზე მოჩანდა. შემდეგ კი,მანქანებზე დაჯდნენ და ერთმანეთს შეეჯიბრნენ.ბოლოს მაინც ლუკამ მოიგო,თუმცა ვერაფერს იტყვით ტასოზე. ელენე:სულ ეს იყო? ტასო:არა,საღამოს თავის ბიძაშვილებთან ერთად გავატარეთ.კარტის თამაშით გავერთეთ,შემდეგ ქალაქობანა ვითამაშეთ და ცოტა ხანს წავუძინეთ. და ახლა აქ ვარ, თქვენს გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.