შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური(თავი-4)


7-02-2017, 16:52
ავტორი ninuca16
ნანახია 1 239

თავის მიტრიალებაც ვერ მოვასწარი,რომ ლუკამ ტასო დაპატიჟა საცეკვაოდ და რაღათქმაუნდა ტასოც დასთანხმდა. მე კი ბედნიერი სახით შევყურებდი ელენესა და ტასოს.მაგრამ ვინ დამაცადა..
- რას იტყვით,რომ დაგპატიჟოთ საცეკვაოდ?
- თანახმა ვიქნები))
-მე დაჩი მქვია,დაჩი მაისურაძე.17 წლის,თბილისში ვცხოვრობ.მყავს ჩემზე პატარა და რომელიც ნერვებს მიშლის გამუდმებით(გაიცინა).
-ოჰოო)) მე ქეთა ბურდული ვარ,16 წლის.მყავს ჩემზე ასაკით უფროსი ძმა და პატარა და. რომლებიც ასევე,მეც ნერვებს მიშლიან და სულ ვკამათობთ.
ელენე და ტასო მიცქეროდნენ და იცინოდნენ))) ამ დროს კი,თავბრუს ხვევა განმიმეორდა და დავეცი. თვალი რომ გავახილე,კი საავადმყოფოში ავღმოჩნდი.
სად ვარ? ვიკითხე მე.
ტასო:საავადმყოფოში ხარ ქეთ,როგორ ხარ?
ქეთა:თავბრუ მეხვევა,რა დამემართა?
ელენე:ცეკვის დროს,მოულოდნელად გული წაგივიდა. დაჩისთვის გითქვამს თავბრუ მეხვევაო,მერე კი გაითიშე.გონზე რომ ვერ მოხვედი,აქ წამოგიყვანეთ ეგრევე,ძალიან შეგვაშინე.
ქეთა:ჩემო გოგოებო,მადლობა რომ.. სიტყვა გამაწყვეტინა დაჩიმ,რომელმაც კარებზე დააკაკუნა და შემოვიდა.
უცებ წამოვჯექი და გავსწორდი,თმებზე ხელი გადავისვი,ტასო და ელენე კი ჩუმად იცინოდნენ ჩემს საქციელზე. აბა გაბუებული თმით ხომ არ შევხვდებოდი))) ეს,მაინც ყველა გოგოს ერთგვარი ჩვევაა.
დაჩი:როგორ გრძნობ თავს ქეთა?
ქეთა:მადლობა დაჩი,უკეთ ვარ.
ელენე:სხვათაშორის დაჩიმ მოგიყვანა საავადმყოფოში,მთელი გზა ხელში ეჭირე.
დაჩი:კარგი ელენე,არ არის საჭირო.
ქეთა:მართლა? მადლობა და ბოდიში რომ ასე გაგაწვალე.
დაჩი:კარგი რა, არ გრცხვენია ქეთა? რეებს იძახი,ჩემი მოვალეობაც ხომ ეგ იყო იმ წუთებში.
ელენე:კარგი დაგტოვებთ ჩვენ,გავალთ და ილაპარაკეთ.
გასვლისას კი თვალი ჩამიკრა ელენემ,მე კი შევუბღვირე თვალებით.მისთვის გასაგები იყო ჩემი მიმიკა.
ქეთა:ექიმი სად არის? არ უთქვამს როდის შემეძლება წასვლა?
დაჩი:დავუძახებ,მაქამდე კი მინდა გელაპარაკო.
ქეთა:გისმენ..
დაჩი:ძალიან გამეხარდა,რომ ასეთი გოგო გავიცანი და არ დაგიმალავ და მოვიხიბლე შენით.
ქეთა:ასეთი როგორი?
დაჩი:ასეთი ლამაზი და საყვარელი.
ქეთა:კარგი რა დაჩი.მადლობა კომპლიმენტისთვის.
დაჩი:გამეხარდებოდა თუ სხვა დროსაც ვნახავდით ერთმანეთს,თუ რათქმაუნდა შენ წინააღმდეგი არ ხარ.
ქეთა:ჩვენ ხომ დღეიდან მეგობრები ვართ,შეგვიძლია რომ ვიმეგობროთ.რატომაც არა))
დაჩის სახე შეეცვალა ოდნავ,მაგრამ არ შეიმჩნია ისე განაგრძნო საუბარი.მივხვდი საითაც უნდოდა საუბრის წარმართვა,ამიტომაც ვარჩიე რომ ეს მეთქვა.
დაჩი:ხო, მეგობრები ვართ,მაგრამ ვინ იცის იქნებ რა ხდება.
ქეთა:რა უნდა მოხდეს?(გავიცინე,ვითომ და არ ვიცოდი რა უნდა მომხდარიყო).
დაჩი:არაფერი,არაფერი.დაივიწყე,მითომ არც არაფერი მითქვამს.
ქეთა:მაშ,კარგი))
დაჩი:ექიმს დავუძახებ ახლა.
დაჩის გასვლისას,ელენე და ტასო შემოვარდნენ. აინტერესებდათ,რაზე ვილაპარაკეთ მე და დაჩიმ,მაგრამ ამ დროს ექიმი შემოვიდა და ელენეს და ტასოს ოთახიდან გასვლა სთხოვა.
გამარჯობა,ქეთა. მე შენი ექიმი ვარ,ირაკლი.
დიახ,გამარჯობა. რას მეტყვით აბა? როდის შევძლებ სახლში წასვლას?
ექიმი(ირაკლი):ვფიქრობ,ხშირად მოგიწევს ამიერიდან საავადმოყოფოში სტუმრობა,მაგრამ არ მინდა შეგაშინო.
ქეთა:რას გულისხმობთ?
ექიმი:ქეთა,ანალიზები აგიღეთ და თქვენი ჯანმრთელობის საქმე კარგად არ არის.
ქეთა:პირდაპირ მითხარით,ყველანაირი შემოვლითი გზების გარეშე.
ექიმი:სიმსივნე აღმოგაჩნდათ,გაგიმართლათ და პირველ სტადიაზე ხართ. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ქეთა.რაც შეეხება თქვენს გაწერას პალატიდან,შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ,მაგრამ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ თავი.ახლა კი დაგემშვიდობებით.
ეს იყო და ეს,შემდეგ კი გავიდა პალატიდან.
გოგოები კი მოუსვენრად იყვნენ,ქოთქოთებდნენ.მარტო არ მტოვებდნენ.ექიმის გასვლის შემდეგ შემოვარდნენ.
ელენე:ქეთ,რაო რა გითხრა ექიმმა?
ქეთა:არაფერი,ყველაფერი კარგად არის.
ელენე:მადლობა ღმერთს.
ტასო:რა კარგია^^ იცი დაჩიც აქაა და დადის,არ ჩერდება გოგო(იცინის),ერთ ადგილზე მოუსვენრად დაბოდიალობს.მერე ელენემ უთხრა დაჯექი თორემ თავბრუ დამეხვა უკვეო(იცინის) და დაჯდა მერე.
ელენე:ხო იცი რა ტიპიც ვარ(იცინის)
ქეთა:ვიცი ვიცი,არ გაგიჭირდებოდა))) ეგ ენა,რომ არ გქონდეს თაგვები წაგიღებდნენ)))))
ელენე:გინდა,დავუძახო დაჩის?
ქეთა:არა რა,არ მინდა არავის ნახვა. ჩვენებს ხომ არ დაურეკიათ?
ელენე:კი დარეკეს და ტასომ უთხრა,რომ მე და შენ მაღაზიაში გავედით.. ნამცხვარი უნდა გაგვეკეთებინა)))
ქეთა:კარგი,დავურეკავ მეც.
ტასო:გინდა გავიდეთ? დაისვენე ცოტახანს და ექიმმა რა თქვა როდის გწერენ?
ქეთა:დღესვე შემიძლია წასვლა.
ტასო:მაშინ ასე ვქნათ,ჯერ ადრეა ძალიან. რაც გაქვს ჩავალაგოთ ჩანთაში,მოგაწესრიგებთ და წაგიყვანთ სახლში.
ქეთა:ხო,ასე აჯობებს.მადლობა გოგოებო.
ელენე:ამას უყურე რაა. რა მადლობებს გვიხდი გოგო!
2 საათის შემდეგ,როცა მოვწესრიგდი სახლში წასასვლელად გავემზადე. შემოვიდნენ ოთახში ელენე,ტასო და დაჩი. ლუკა კი მანქანით უნდა მოსულიყო.
საწოლიდან წამოვდექი,ფეხზე დავდექი და უეცრად თავბრუ დამეხვა,ჩემს გვერძე კი დაჩი მდგარიყო და მის მკლავებში ჩავვარდი. რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია. ძალიან დავახლოვდით,ერთმა დღემ სრულიად ყველაფერი შეცვალა. თუმცა კარგი ბიჭები არიან,თანაც ზრდილობიანები .მანქანაში ჩავსხედით და სახლში მიგვიყვანეს.სახლში შემოვიპატიჟეთ,მაგრამ უარი გვითხრეს.
ელენე:იქნებ სახლში შემოსულიყავით,რაღაცით გაგიმასპინძლდებოდით ბიჭებო.
ლუკა:არა მადლობა გოგოებო,მაგრამ საქმე გვაქვს რაღაც და..
ქეთა:დიდი მადლობა ბიჭებო,როგორ შეწუხდით.
დაჩი:ქეთა,ეს შეწუხება არაა.პირიქით,მსიამოვნებს შენი დახმარება.
დავემშვიდობეთ და შემოვედით სახლში.
ტასომ ყავა შემოგვთავაზა და ის ნამხვარი,რომელიც მითომ მე და ელენეს უნდა გამოგვეცხო,ტასომ და ელენემ გააკეთეს ჩემთვის. ყავა გააკეთა ტასომ,მერე კი გვერძე დავიჯინეთ და დავუწყეთ გუშინდელი საღამოს ამბების გამოკითხვა.
ქეთა:აბა მოყევი ეხლა გუშინ რეები მოხდა,ლუკამ რა გელაპარაკა?!:)
ელენე:ვაიმე,ვკვდები მეც ინტერესით. შენს გარეშე არ მოვაყოლე:)
ტასო:ოხ,ისეთი არაფერი რა.
მე და ელენემ შევუბღვირეთ და შემდეგ ამოღერღა.
ტასო:ხო კარგი,მოგიყვებით მოკლედ გეტყვით ოღონდ.
ელენე:კარგი,ჯანდაბას ოღონდ შენ მოყევი.
ტასო: გამიხსენა,უფროსწორად იცოდა ვინც ვიყავი. მაღაზიაში კი სანდრო მოაგზავნა,თვითონ მოერიდა და აღარ მოვიდა. მერე კი,ჩამოვარდა საუბარი მაშინ რომ მიყვარდა,ბავშვური გატაცება რომ მქონდა:) და მკითხა,ახლა აღარ გიყვარვარო?
ელენე:ვაიმე,რა საყვარელია(იცინის),მერე რა უთხარი შენ?!
ტასო: ვუთხარი,რომ იმის მერე დიდი დრო გავიდა და ვერ მეყვარებოდა. შემდეგ კი მითხრა შანსი თუ იყო რომ ისევ შემყვარებოდა. ვუთხარი,რომ არ ვიცოდი. და არ ვიცოდი მომავალში რა მოხდებოდა,თუმცა შესაძლებელი იყო:) მან კი დღეისთვის გასეირნება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.
ელენე: და შენ ამბობ ამაზე ისეთი არაფერი მომხდარაო? (იცინის)
ქეთა: მოიცა და,რას აპირებ? ან საერთოდ რას გრძნობ მის მიმართ? მოგწონს ისევ?
ტასო: მგონი კი:) არ მეგონა ოდესმე თუ ისევ შევხვდებოდი,მაგრამ ყოველთვის მინდოდა,რომ ვენახე გამხდარი და ასეთი)))) მაშინდელისგან განსხვავებით,რომ აღარ ვიყავი ის პუტკუნა ტასუნა.
ელენე:მიხარია,ძალიან გამეხარდება თუ ერთად იქნებით(იცინის),მართალია ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი მაგრამ,დაქალი რის დაქალია რომ არ ჩააქსოვოს მაინც)))))
ქეთა:მიხარია შენს გამო ტასუნა,თან მართლა კარგი ბიჭია და წარმატებებს გისურვებ.
მართალია ჯერ ძალიან ადრე იყო,მილოცვები და ასეთი რაღაცეები,მაგრამ ეს დაქალის როლია ასე რომ ვთქვათ. თქვენც გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს და მისთვის მითუმეტეს რამდენს ნიშნავს.მეგობრებს შორის ყოველთვის ასე ხდება,უაზროდ გვიხარია რაღაც უმნიშვნელოც კი,მაგრამ ზუსტად ეს უმნიშვნელო რაღაცეები ჩვენ ძალიან გვაბედნიერებს.ერთმანეთისადმი სიყვარულის გრძნობა უფრო და უფრო იმატებს და უსაზღვრო ხდება ჩვენი სიყვარული.
თუმცა,ერთი რამ მაღელვებს.ჩემი ახლანდელი მდგომარეობა.არ მინდა მათ ვუთხრა და საერთოდ ვინმეს,რადგან ვიცი ალბათ მერე ძალიან მომიფრთხილდებიან და ზედმეტი ყურადღების ქვეშ მოვექცევი. თბილისში ჩასვლისას მივალ ექიმთან. არ მინდა ეს დედამ გაიგოს,ვიცი როგორ ინერვიულებს,თან მაშინ როდესაც ჩემთან ერთად არ არის.ამხელა გზაზეა წასული და ყოველი დილა მისთვის ნერვიულობით დაიწყება. ბებო,კი რომელიც აქამდე ასე ზრუნავდა წარმომიდგენია,ახლა კიდევ უფრო მეტად გამიფრთხილდება.
ესეც მეოთხე თავი,იმედია მოგეწონებათ^^



№1  offline წევრი anuki15

ვაიმეე ტასო და ლუკა heart_eyes heart_eyes ნეტა ერთად დარჩნენ blush მომწონს ძალიან ისტორიააა kissing_heart

 


№2  offline წევრი ninuca16

anuki15
ვაიმეე ტასო და ლუკა heart_eyes heart_eyes ნეტა ერთად დარჩნენ blush მომწონს ძალიან ისტორიააა kissing_heart

მადლობა ანუკიი heart_eyes იქნებ ერთადაც დარჩნენ grin innocent

 


№3 სტუმარი Guest ანა15

ოხ:დდ მალე დადე <33 რამაგარიაა

 


№4  offline წევრი ninuca16

[quote=Guest ანა15]ოხ:დდ მალე დადე <33 რამაგარიაა[/quoმადლობა ანა

Guest ანა15
ოხ:დდ მალე დადე <33 რამაგარიაა

მადლობა ანა,ხვალ დავდებ შემდეგ თავს heart_eyes innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent