ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (6)
ალექსანდრეს გასვლის შემდეგ სწრაფად ჩავიცვი შავი ლასინისმაგვარი შარვალი, შავი მაიკა და ბათინკები, აქ ყველას ასე ეცვა, სულ შავები. სველი თმა უბრალოდ ავიკეცე და კარისკენ წავედი, სადაც ალექსი შემეჩეხა, გაბრაზებული აღრ ჩანდა მაგრამ ისევ ისეთი მკაცრი იყო როგორც თავიდან -დიდი ხანია ალისა გელოდება, ისე მითხრა არც შემოუხედავს ჩემთვის -ხოდა ჩემ შებმას გერჩივნა ადრე გეთქვა, ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავიჯვარედინე. შევატყე რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მკლავში მწვდა და როგორც მივხვდი ალისასკენ წამათრია, -ველური (ჩემთვის ჩავიბურტყუნე) -გავიგონე, მომახალა პირდაპირ... რათქმაუნდა არც მე ჩამოვრჩი -სწორედ მაგიტომ ვთქვი რო გაგეგონა -ბევრს ნუ ლაპარაკობ, შემომიღრინა -ისე შენ ხოარ დაგეკითხო რა დოზით მივიღო ჟანგბადი? -მე თუ მკითხავ აფსუსია შენთვის საერთოდ ჟანგბადი, სჯობს არც ისუნთქო ამძიმებ დედამიწას... თვალებში მიყურებდა და ისე მეუბნებოდა, საშინლად მეტკინა გული მაგრამ ამას ხომარ დავანახებდი ამ უტაქტოს, რაც ენაზე მომადგა ის ვუთხარი მეც -გასაგებია რომ ჩემი წყალობით შესაძლებელია იმპოტენტი გახდე მაგრამ ხომ შეიძლება ეგ ბოღმა სხვაზე ამოანთხიო -მოვედით! ხელისკვრით შემაგდო ალისასთან.ღმერთო ნამდვილი მხეცია, გავიფიქრე ჩემთვის და ალისას მიერ მითითებულ ადგილას დავჯექი. ოთახი კაბინეტს გავდა, ორი კარადა იდგა და სავარაუდოდ ამ კარადებში ყველა ჩვენგანის პირადი საქმე იდო. ალისა მიუახლოვდა ამ კარადებიდან ერთ-ერთს და ლურჯი საქაღალდე გამოიღო -ვიქტორია ძვირფასო ეს შენი პირადი საქმეა, წინ დამიდო და გამიღიმა -და რა წერია აქ? -ყველაფერი შენს შესახებ, შეგიძლია გადახედო და თუ რამე გაუგებარია აგიხსნი, ისევ გამიღიმა -ჩემ თავზე გაუგებარი რაუნდა იყოს, ცოტა გაკვირვებულმა ვკითხე და საქაღალდე გადავშალე. ბოლომდე არც ვიყავი ჩასული ხელიდან გამომგლიჯა ალისამ საქაღალდე, ალბათ ისეთი განცვიფრებული სახე მქონდა რომ გადაწყვიტა თვითონ მოეყოლა ყველაფერი. -მოკლედ გატყობ დაბნეული ხარ ასე რომ თავად გეტყვი -დაბნეულობის მიზეზი ნამდვილად მაქვს. -ვიქტორია, შენი წარსული ცხოვრება უნდა დაივიწყო, აქ მოსვლის დღიდან შენ ყველაფერი დაკარგე, ოჯახი, მეგობრები, ნაცნობები, სახლი, სასწავლებელი, საერთოდ ყველაფერი. უფრო რომ არ დაიბნე შეძლებისდაგავარად გასაგებად აგიხსნი: ჩვენი კომპანია უპატრონო და უმიზნო ბავშვებს მფარველობს, მათ ვინც შენსავით ყველა დაკარგა და ამ სამაყაროში დაიკარგა, ჩვენ მათ ცხოვრების მიზანს და მიზეზს ვაძლევთ, შევასწავლით ყველა იმ საჭირო საშუალებას რაც გადარჩენაში ეხმარებათ. ყველაზე კარგი შემსწავლელები აქ რჩებიან და სხვადასხვა დავალებებზე ვგზავნით, ეს მათ პროფესიად იქცევა, აქ აქვტ ხელფასი,მუდმივი თავშესაფარი, მეგობრები, აქ ახალი ცხოვრება აქვთ მათ, აქ თავიდან იბადებიან. -არ ფიქრობთ რომ მე ძალით წამოყვანილი ვარ? უკვე ვეღარ მოვითმინე მათი ვითომდა მფარველური და კეთილი საქმის მოსმენა -შენი საკითხი სულ სხვაა, შენზე ნადირობაა გამოცხადებული გესმის? -რა ნადირობა? ცხოველი კიარ ვარ -არა რათქმაუნდა უბრალოდ ყველა ჩვენი კონკურენტი კომპანია შენ გეძებს, ჩვენ ისე მოვახერეთ რომ ციხეში გადაყვენის დღეს შენი სიკვდილის ინსცენირება მოვაწყეთმ შენს ყოფილ მეგობრებს და ძველ საახლობლოს მკვდარი ჰგონიხარ, არც პოლიცია გეძებს, არც ფედერალები, თუმცა ვერ გეტყვი რომ გაგიმართლა რადგან ისინი ვინც სენზე ნადირობენ არ მოისვენებენ სანამ არ გიპოვიან -რა მაქვს ასეთი რომ ყველა მე მეძებს? სრულიად შოკში მყოფმა ვუთხარი -ვიქტორია საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებ... -უფრო გასაგებად და პირდაპირ ვერ მეტყვით? ნერვები აღრ მყოფნიდა უკვე -შენი ტვინის უჯრედები საყვარელო -ჩვეულებრივი ტვინის უჯრედები მაქვს რა სისულელეებს მეუბნბეით? მობეზრებულად ვკითხე -სისულელე არ არის! შენნაირი ადამიანი მილიონში ერთხელ იბადება, ის რაც შენს ტვინს შეუძლია ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს... -სისულელეა ეს ყველაფერი სრული სისულელე, სიმწრის სიცილით ვუთხარი -ბედნიერი უნდა იყო ამის გამო, შენი ათვისების უნარი, სისწრაფე, სისხარტე, გონება და ემოციები ჯერ გაუკონტროლებელია, ამის მოგვარებაში ჩვენ დაგეხმარებით -რა გარანტია მაქვს რომ თქვენც ზუსტად იგივეს არ გამიკეთებთ რასაც ისინი აპირებენ ვინც მეძებენ? -არანაირი, მაგრამ დამიჯერე ჩვენს გულწრფელობაში თავად დარწმუნდები.. -იმედია მართლაც ასე იქნება... -კარგია ასეთი განწყობით რომ ხარ, მოკლედ არანაირი ვიკა არ იარსებებს, შენ ვიქტორია ხარ და მიდი ძვირფასო შენი ახალი მეგობრები გელიან... ისევ გამიღიმა და გამომაცილა, თუმცა სანამ გამოვიდოდი მაინც ვკითხე -მარტო სიარულის უფლება არ მაქვს? -ალექსანდრე შენი პირადი კონსტრუქტორია, ყველაზე მეტად მას ვენდობი და საუკეთესოა საუკეთესოტა შორის, სხვის ხელში ნამდვილად ვერ ჩაგაგდებ -და ამან რომ მოკლას თავისი ველურობით? -დამიჯერე შენ ყველაზე კარგად გექცევა, ახლა უკვე გაიცინა ალისამ და საბოლოოდ დავემშვიდობე. ................ დილით ისევ საშინელმა ზარის ხმამ გამაღვიძა, ექვსი საათი იყო, სწრაფად ავდექი ჩავიცვი და მოვწესრიგდი. ოთახიდან გასვლისას ალექსანდრე დამხვდა კართან, ზედაც არ შემომხედა ისე დაიწყო სიარული, მეც ფინიასავით უკან გავყევი, ვერ მოვითმინე და ლაპარაკი დავუწყე -ისე გამარჯობას რომ ამბობდე ერთი დადებითი მაინც გექნებოდა -სისხლიც დადებითი მაქვს, მივხვდი რომ გაეცინა -ვაა მაგარია, ჩავილაპარაკე ჩემთვის.. -უცბათ შემობრუნდა და გაჩერდა, თავი ვეღარ შევიკავე და ეგრევე შევასკდი, თავი მის ცხვირთან მქონდა და მის თბილ სუნთქვას შუბლზე ბგრძნობდი, არ მოგატყუებთ ძალიან მესიამოვნა -დიდხანს უნდა იდგე ასე? თავზე ცუსი სუნი გდის და შევწუხდი, ისეთი ხმით მითხრა რამის იქვე მოვკვდი სირცხვილისგან. უხეშად ვკარი ხელი და დაბღვერილმა ავხედე ქვემოდან -ველურო, ესღა მოვიფიქრე და ცოტაღა დამაკლდა რომ არ ავტირებულიყავი, დარწმუნებული ვარ შემატყო მაგრამ რეაქცია ნული, აქეთ მომახალა შენი ბრალია უტორმუზო რომ დადიხარო. როგორ მინდოდა თავი გამეჩეჩქვა გველივით, მაგრამ როგორ მოვერეოდი ამხელა მხეცს, სიმართლე გითხრათ სულაც არ იყო ბოდიბილდერების მსგავსად დაკუნთული, მაგრამ ისეთი აღნაგობა ჰქონდა ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მითუმეტეს ჩემნაირ ბატს. წვერი სულ ჰქონდა დაბალზე მოშვებული, მწვანე თვალები ჰქონდა და თმაც ჩვეულებრივზე ცოტა გრძელი, ასეთი სიპმატიური და ასეთი ცივი და უხეში ადამიანი პირველად ვნახე, ერთდროულად მოგინდებოდა მისის მოკვლაც და კოცნაც... ამასობაში სავარჯიშო დარბაზში შევედით -დღეს მე და შენ ერთად ვივარჯიშებთ მარტოები, მისის ხმაც კი რა მამაკაცური და ბოხი იყო, მემგონი ვაფრენ ნელნელა, რამ გამაგიჟა ნეტა. -მარტოები რატომ? -იმიტომ -რატო იმიტო? -იმიტო რო ასე საჭირო და ნუღა ტლიკინებ -არ მინდა შენთან ერთად ვარჯიში, მაინც გავაპროტესტე, კი ვიცოდი რომ აზრი არ ჰქონდა -შენ არავინ გეკითხება, ისევ უხეშად მომიგო, თან მიახლოვდებოდა და ხელზე რაღაც ნაჭრებს იხვევდა.-მიდი გამოიცვალე გასახდელი მარჯვნივაა... სავარჯიშო ტოპი მაიკა ჩავიცვი, შავი ვიწრო სპორტული შარვალი და ფეხზე სავარჯიშო ბოტასები, გასახდელიდან რომ გამოვედი შევატყე მასაც მოესწრო გამოცვლა, შავი უკლავო მაიკა ეცვა და შავი სპორტული შარვალი, ზემოდან კი კაპიშონიან სპორტულს იცვამდა. სწრაფად მომიახლოვდა და ხელები მომკიდა, მეგონა მოლბა და ასე ხელჩაკიდებულები მივალთ სავარჯიშო მოწყობილობებთანმეთქი მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ისეთივე ნაჭრების გადახვევა დამიწყო როგორებიც თვითონ ჰქონდა. -მეტკინა ცოტა ნელა, ამოვიკნავლე საცოდავად -გაუძლებ. -რომ იცოდე როგორ გაგილამაზებდი მაგ სიფათს, პირდაპირ ვუთხარი -ცდა ბედის მონახევრეა, თვალი ჩამიკრა და ხელით მიბიძგა დაკიდული მეშოკისკენ. მივედი და დავდექი დებილივით, ის კი გაშტერებული მიყურებდა. -რაა? ხელები ავწიე და გაიცებულმა ვკითხე -დაიწყე -რა დავიწყო? -მეშოკს მუშტები დაარტყი, -მირჩევნია მაგ სახეში გირტყა მუშტები, ხელოვნურად გავუღიმე. -ჯერ აქ და მერე ვნახოთ -პირდაპირ რომ დავიწყოთ? არ ვნებდებოდი -გამოუცდელი ლაწირაკი ხარ ჯერ, ასე რომ ნუღა მაკარგვინებ დროს. -გინდა დავამტკიცოთ რომ გამოუცდელი არ ვარ? -იცოდე მერე მეარ დამაბრალო, ირონიულად გაიცინა. ერთმანეთის პირისპირ დავდექით და საცხუბრად მოვემზადეთ, გულში ჩემ თავს ვლანძღავდი გრძელი ენის გამო, ღირსი ვიყავი რომ ცემით მოვეკალი, მოვინდომე მეც მხეცთან ბრძოლა, ახია ღირსი ხარ. მოულოდნელად გავსწორდი და მოჭუტული თვალებით ვუთხარი -ისაა, მოდი ჯერ მეშოკზე ვიმეცადინებ ხო? საწყალი თვალებით შევხედე. -ვიქტორია ნუ მაიმუნებ, ძალიან არ გატკენ, ბოროტულად გამიცინა -ნუ მე შენთვის გითხარი, თუ ეხლა ძალიან გინდა ნეკნების დამტვრევა კიბატონო, უდარდელად ავიჩეჩე მხრები და ისევ საბრძოლო პოზას დავუბრუნდი. ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარი რო ამიღო და დამახეთქა ამ ველურმა, ვერაფერს ვაკეთებდი, ისეთი სწრაფად მოძრაობდა, ვერც ვიცილებდი, ვიხვლანჯებოდი, ის კი იცინოდა ჩემ ქმედებებზე, ვაუ სიცილით როგორ უხდება, რა ჯანდაბაზე ფიქრობ ვიქტორია რამისაა მოგკლას. -ვაიმე მეტკინა, ისევ ამოვიკნავლე და გამიშვა ხელი,-მოდი თავიდან დავიწყოთ, ადგომისთამ=ნავე ვუთხარი, აარ ვიცი რა მეტაკა მაგრამ სანამ მისმენდა გიჟივით ვეცი, კისერი დაბლა დავაწევინე და მუხლი მთელი ძალით ამოვარტყი, მერე სწრაფად წელზე მომკიდა ხელი და მომიშორა -კარგი რა ფისო ეგეთებს არ ვართ, მითხრა ცოტა გაკვირვებულმა. მე შენ გაჩვენებ ფისოს გავიფიქრე და დავაცადე სანამ ის არ გადმოდგამდა იერიშისთვის პირველ ნაბიჯს, როგორც კი მკლავზე ხელი მომკიდა მაშინვე მის მოკიდულ ხელს ჩემი მოვკიდე, არ ვიცი რა ძალით მაგრამ მეორე ხელით კისერი დაბლა დავახრევინე და ზემოდან გადავახტი ისე რომ ის ამობრუნდა და მოწყვეტით დაეცა, თავზე დავადექი და ჩემი ქმედებით გახარებულმა ჩავძახე -აბა ფისო ხოარ გეტკ.... დამთავრება ვერ მოვასწარი ფეხებში ახლართვა ვიგრძენი და ზედ დავეცი, სწრაფადვე ქვეშ მომიქცია და ზემოდან დამაცქერდა, ძალიან ახლოს იყო ჩემთან, პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მგონი აღარც ვსუნთქავდი, აზრზე არ ვიყავი რას მოიმოქმედებდა მაგრამ მისი კოცნა ამ წამს ყველაფერზე მეტად მინდოდა, ხელები ზემოთ ამაწევინა და ერთი ხელით დამიჭირა, მეორე წელზე მომკიდა და ნელა ააყოლა ზურგამდე, მერე ისევ ქვემოთ ჩამოასრიალა და ფეხზე მომიჭირა, ქვედა ტუჩი კბილების ქვეშ მოვიქციე კვნესა რომ არ გაეგო, ის ფეხი, რომლზეც მისი ხელი მეხებოდა წელზე შემოვადე და გამომწვევად შევხედე, რომელი ნორმალური კაცი მოითმენდა ქალისგან ამ ქმედებას? მაგრამ ეს მგონი ან გეია ან მართლა იმპოტენტი, -ერთით ერთი ფისო, გააზრება ვერ მოვასწარი ისე სწრაფად წამოდგა და გასახდელში შევიდა, დამტოვა ასე გაოგნებული და გაქვავებული, ბრაზი მომერია მაგრამ მისი შეხება რომ მახსენდებოდა ჟრუანტელი მივლიდა, მაინც გამეცინა მის ქმედებაზე და წამოვდექი, მეც გასახდელში შევედი, შიშველი იყო წელსზემოთ -იქნება საცვლისამარა ვიდექი -დარწმუნებული ვარ ისეთი არაფერი გექნება რაც გამიკვირდება, არც კი ვიცი საიდან წამოვროშე ეს სისულელე, ბოთლით წყალი მოვიყუდე და დალევა დავიწყე. -შენი საქციელებიდან თუ ვიმსჯელებთ არ გამიკვირდება ბო*ი თუ იყავი აქ მოსვლამდე, უხეშად ჩაილაპარაკა, კინაღამ წყალი გადამცდა ამის გაგონებაზე, ჩემს პატიოსნებაში ეჭვს ვის შევატანინებ, ბიჭისთვის ნაკოცნიც კიარ მაქვს და ამან ბო*იო, აი აქ მართლა გადამეკეტა, წყლის ბოთლი ეგრევე სახეში ვესროლე - შენ ხოარ უბერავ? რა უფლებით გეპარება ეჭვი ჩემ პატიოსნებაში? ამიხსენი ვინ გგონივარ? რას ქვია ბო*ი? რადგან უხეშად მელაპარაკები გგონია მოვითმენ და თავზე დაგა*მევინებ? მიპასუხე მთელი ხმით ვუღრიალე და მის პასუხს დაველოდე, ყველაფერს მოველოდი მისგან ამ ქმედების გარდა, ველურივით მეცა და კედელზე ამაკრო, გაუგებრობში ვიყავი რა ჯანდაბას აკეთებდა, მთელი სხეულით მომეკრო და თუჩებზე მეცა, ველურივით მაგრამ მაინც ნაზად მკოცნიდა, ხელები კისერზე მოვხვიე და ავყევი, ხელები მენჯებზე მომკიდა და ოდნავ მომიჭირა მაგრამ კვნესა მაინც ვერ შევიკავე, ტუჩზე მიკბინა მაგრამ არ ჩერდებოდა მაინც, შეიძლებოდა გავგუდულიყავი მაგრამ ისეთი ნეტარება იყო მისი კოცნა რომ მზად ვიყავი ამისთვისაც, ვიღას ახსოვდა გაბრაზება, მთელი მონდომებით მკოცნიდა, მაინც იგრძნობოდა უხეშობა მის კოცნაში, მომწონდა კიდეც, ეს მეტად აღმაგზნებდა და ბგრძნობდი ისიც გიჟდებოდა, ჰაერში ამიტაცა, ფეხები წელზე შემომალაგებინა და იქვე მდგარ მაგიდაზე შემომსვა, მთელი სამყარო ჩემი მეგონა, ყველგან მეხებოდა და ყოველ მის შეხებაზე თავს ვკარგავდი, ნელნელა ვწყნარდებოდით , არ მინდოდა ჩემ ტუჩებს მოშორებულიყო მაგრამ ჰაერი მჭირდებოდა, ორივეს გახშირებული სუნთქვა ისმოდა გასახდელში, თავისი შუბლი ჩემ შუბლზე ჰქონდა მოდებული, მისი ხელები ისევ წელზე მელაგა, მე კი მის კისერზე, არაფერს ვამბობდით, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით -რატო მაგიჟებ? დაწყნარებულმა მკითხა -არ ვიცი -მართლა მაგიჟებ, მითხრა და ამჯერად უფრო ნაზად მაკოცა და კინაღამ დავდნი... .............. ბოდიში დაგვიანებისთვის და არ დაიშუროთ კრიტიკა, მადლობა ვინც კითხულობთ, ძალიან მახარებთ, მაინტერესებს როგორ გაგრძელებას ელოდებით? რა ელის ვიქტორიას თქვენი აზრით? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.