შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(12)


11-02-2017, 18:41
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 479

ის ღამე გავათენეთ...ფაქტობრივად არ გვიძინია და რას ვაკეთებდით? იჯდა ჩემ გვერდით შოკოლადის ნამცხვირთ და უსმენდა ჯერ გიორგის და ნინის ამბავს ნუ რაც ვიცოდი სულ მცირედს და მერე ცოტნეს და სოფიოს ამბავს.ბოლომდე მოყოლა ჩემი უფლება არ იყო და მხოლოდ მნიშვნელოვანი დეტალები ვუთხარი. ლამის იტირა სოფიოს გამო, ბავშის ფოტოები რომ ვაჩვენე ერთი საათი ტიტინებდა და ლამის ვიეჭვიანე გაბრიელზე. მერე თაი და დაჩი ვახსენე და ისიც მათქმევინა რომ ჩემი ძმაკაცი შეყვარებულია და ბოლოს ნახევარი ნამცხვარი რომ მიირთვა ჩამეხუტა.
დილაადრიან გავედით სახლიდან. ჩემები პირდაპირ ლოპოტაზე წავიდნენ მე კი მარიამთან ერთად მათ სახლში ვიყავი .უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები . ბაღსაც მალე დაასრულებდნენ
-ძალიან მომწონს ... ზაფხულში დასრულებული იქნება ხომ?
-ალბათ ..ზაფხულის ბოლოს ყველაფერი რომ დასრულდება ზუსტად ვიცი...შემდეგ რთველზე უკვე ჩამოსვლას შევძლებთ
-ძალიან მაგარია... შენი მოურავი როგორი სიმპატიურია... კახელი ვირი კი არა ნამდვილი მაჩოა - ნინი კისკისებდა და ყველაფერს ათვალიერებდა-არ გეწყინოს მაგრამ მე ჩემ მშობლიურ სვანეთს მაინც არაფერი მირჩევნია მესტია და უშგული ნამდვილი საოცრბაა..
-ყველაფერი არ გინახავს...
-ძალიან გთხოვ ახლა ნუ დაიწყებ მარიამ... ძალიან დამღალა მგზავრობამ. ექსკურსია სხვა დროს მოუწყვე ნინის- ნატამ შეაწყვეტინა და მათეს ჩაეხუტა- წავიდეთ რა გთხოვ... არ მინდა ამ ნანგრევებში
-დედა რა გჭირს? ამ ბოლო დროს ძალიან სუსტად ხარ
-დავიღალე... პატარა ხომ აღარ ვარ .
-წავალთ ჩვენ... თქვენ მოგვიანებით შემოგვიერთდდით
-ნახვამდის მამიკოოო - ნინიმ ხელი დაუქნია მიმავალ წყვილს და ჩვენ გამოგვხედა- აბა მაჩვენებთ ვენახებს?
-შენ მგონი ძალიან მოგეწონა ჩვენი ნიკო...თუმცა შენთვის ზედმეტად პატარაა
-რამდენი წლისაა რა მნიშვნელობა აქვს მარიამ? მთავარია პატარა არ ჰქონდეს
-გიჟი ხარ..
-ვიცი ..აი ისიც წავედი მე გავესაუბრები ნიკოს-ნინი წავიდა მე და მარიამი კი იქვე დავსხედით
-ვერაფერი გავიგე... აბა გიორგი მოსწონსო?
-შენგან განსხვავებით როცა ვინმე უბრალოდ მოსწონს ამბობს ... აუცილებელი ხომ არაა მხოლოდ ერთს აღიარებდეს
-აღიარება რა შუაშია...
-ნუ იბუტები რა...
-გაბუტულის რა მეტყობა
-წარბებს კრავ და ტუჩებს ბრიცავ..არადა არ მინდა აქ თავშეუკავებლობა გამოვავლინო
-შენ...ასე ნუ მიყურებ.არც გაბედო მოახლოება
-საღამოს სად გაიქცევი...
-წავიდეთ რა.. მეც დავიღალე.რთველზე ხომ დამპატიჟებ? საინტერესოაო ნიკომ ყურძნის დაწურვასაც გაყურებინებ თუ გინდაო
-ოჰ პატარა მეღვინეს გაგხდის ნინ- იცინის მარიამი და ორივენი მიდიან. მანქანაში ვსხდებით და სასტუმროსკენ მივიწევთ.
ოთახებში ვბინავდებით . მე ჩემებთან ახლოს ავიღე ნომერი და პირდაპირ სევუვარდი გიორგის , ვიცოდი მარტო იქნებოდა
-ჩემი პრინცი რას აკეთებსოო რასოოოო- როგორც კი კარი გააღო მაშინვე დავიწყე
-თხას ვკოდავ...-სრული სერიოზულობით მიცხადებს და კარში დგება. მე კი ხელს ვკრავ და ოთახსი შევდივარ
-მოგეხმარებიიი ...კაი შე ჩემა რა ამბავია აქ ყველაფერი ამოაყირავე?- იატაკზე მიმობნეულ ტანსაცმეს რომ ვხედავ სიცილი მიტყდება - ფისო ფისო გყავდა აქ?
-მობილური ვერ ვიპოვე... არადა მახსოვს ჩავდე .ხომ გელაპარაკე არა? მერე სად გაქრა ვერ გავიგე .სააბაზანოში ვიყავი გამოვედი და აღარ არის.
-სადმე გექნება დადებული სულელურ ადგილას
-ყველგან ვეზებე დაჟე სააბაზანოს კარადებშიც ,პირსახოცს რო ვიღებდი ხო არ დავაგდე-თქო ,მაგრამ არაა ტო გაქრა .არადა იმდენი რამე მაქვს იმ ტელეფონში...კოდი რომ მოხსნას ვინმემ დავიღუპები
-რა გაქვს ფისო ასეთი?
-არ მეცინება საერთოდ...მიმოწერები,ნომრები, ვიდეოებზე ხო არავერს ვამბობ ,ფოტოები ვახ ჩემი ჩანაწერები ტელეფონი მომაძებნინე დემეტრეეე- ბოლოს გაცოფებული ყვირის და არაფერი სჯობს მის ყურებას როგორ დარბის ოთახში და ყველაფერს ჰარში ისვრის. - შენც ხარ იმ ვიდეოებსში და ფოტოებში... დიდი ხნის მასალაა დემეტრე სხვათაშორის- უცებ ჩერდება და მეც ვიწყებ ძებნას
- არ მითხრა რომ ის ვიდეო არ წაგიშლია
-რა თქმა უნდა არ წამიშლია მაგას როგორ წავშლიდი
-მოგკლავ! ეგ რო ვინმემ ნახოს მოგკლავ
-მერე რას ასრულებდი წაგებულს
-რას მეუბნებოდი გახეულმა მთვრალმა ბოძზე იცეკვეო
-ისე მაგრად იცეკვე ფისო ...იმის მერე რომ გიყურებ ფეხზე დგომა მინდება
-რა გაცინებს ... სასაცილოდ გაქვს საქმე?
-აუუ ჩემი ტელეფონი- ისევ დაიწყო . მე კი უცებ გამახსენდა ერთი არსების არსებობა და ოთახიდან გავვარდი. სასტუმროს მეორე ნაწილში სულ ბოლო სართულზე ავედი და ქალბატონის კარზე დავაკაკუნე. როგორც კი საკეტის ხმა გავიგე ეგრევე შევვარდი და კარი მივხურე.
-დემეტრეე
-შენ გაქ ხო?- ისე შემომხედა იმ წამსვე მივხვდი რომ კოდიც მოხსნილი ჰქონდა, და ვიდეოებიც ნანახი ჰქონდ აუკვე- როგორ მოასწარი შენ რ აგეგმა გქონდა?
-სამი საათია აქ ვართ... ხელსაყრელ მომენტს არასდროს ვუშვებ ხელიდან. -თვალს მიკრავს და წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ ტრიალს იწყებს- ოოოოჰ გამტყიპე პატარავ..დამკაწრე ფისოოო... ცუდად ვარ - უცებ იწყებს სიცილს და კი არ იცინის ხარხარებს
-ჩემი ვიდეოს გარდა არაფერი გინახავს ?თანაც ეგ ყველაფერი მე არ მითქვამს ... მეც მაჩვენებ?
-გამორიცხულია! თუ გინდა შენი ვიდეო აღარავინ ნახოს ...
-როგორ აპირებ დაბრუნებას...არც იფიქრო რომ დაგეხმარები
-არც მიფიქრია... გიორგის გაცრუებას რა უნდა ისეა ახლა დაბნეული სადმე დავუგდებ და ეგაა.შენ მშვიდად იყავი
-გიჟი ხარ... საშინელი გოგო
-ვიციიი ...წადი ახლა მეც მინდა დასვენება შხაპი უნდა მივიღო მეეჭვება ჩემი ცქერა გწადდეს
-დაგტოვებ...მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქ რომ ჩემ საბრალო ძმას ვღალატობ
-გაერთე უბრალოდ
ნინის დავუჯერე და ისევ გიორგისთან დავბრუნდი
-სად იყავი
-გარეთ ვიკითხე მიმღებშ არ იციან...რომ ეპოვათ გვეტყოდნენ. იქნებ სადმე მინდორში დაგივარდა
-სასტუმროში ვიყავი რომ გელაპარაკე ! აქ არ არის ... აზრი არააქ .
-დამშვიდდი რა რაცაა ისაა... სხვები სად არიან
-ოთახებში. დაჩიმ და თაიმ ერთად აიღეს ნომერი...წარმოგიდგენია? ეს რას ნიშნავს?
-რას ნიშნავს ...
-ბიჭო? შენი აზრით დაჩი ,ჩვენი მეოცე საუკუნის გადმონაშთი ძმა თაის გვერდით დაწვებოდა უბრალო ამბავი რომ იყოს მათ შორის? საერთოდაც ვფიქრობ მალე კი არა ძალიან მალე იქნება ქორწილი
-უბრალოდ ისევ არ დაუჭერიათ ის კაცი და არ ტოვებს თაის... აქაც როგორ წამოვიდა მიკვირს
-რაღაც გეგმა აქვს ალბათ... რომ არ ტოვებს ეგ იასნია ,მაგრამ არ ვიცი რა
-გაბრიელს მოეწონა აქაურობა?
-არ ვიცი არაფერი.ისე დავიღალეთ ყველანი, გვეძნებოდა და ოთახებში წამოვედით. სადილზე შეხვედრაზე შევთანხმდით... შენი ქალბატონები აქ არიან? მათეს შვილი ჰყავსო რომ მითხარი მაგარი ნაშაა თუ
-თუ ...
-როგორ თუ ,ლამაზი არაა?
-ნაშად არ გამოგადგება ...
-მაგათ შორის მაგარ ნაშად მარტო ნატალია რატო მეჩვენება
-შენ რა იცი ...
-ფოტოებში ეგ უფრო მაგარ ვიდზე თუ არ იყოს მე მოვკვდე,...ქალი კი არა ცეცხლია. წადი ახლა შენ კიდე დავისვენებ მაინც..ჩემი მობილურიი ტოოო როგორ დავკარგე- ისევ აჯუჯღუნდა და ჩემი გარეთ გამოგდება დააპირა. თან ტანსაცმელს ალაგებდა- გადი ახლა წადი მიდი მოდი საქმე ნახე
-მარტო ვერ დაგტოვებ პრინცოოო მეშინია ვინმემ არ მოგიტაცოს ... შენ ხო აქედანაც ანათებ და სარკმელში რომელიმე კახელი გოგო არ შემოვარდეს ნაბადით
-დემეტრეე გაქრიიი
-აი აიი რა უმადური ხარ ..გამომიყენე და ახლა მაგდებ ხომ? მე ვიყავი მეამიტი შენ რომ გენდე...
-მოკლედ როგორ ზუსტად იცი სამაგიეროს გადახდა რა...როცა ნერვები არ მაქ რომ გაგაგიჟო.. მადროვე მოვიკრებ ძალებს და პირდაპირ შენს უფროსთან დავიწყებ ჭიკჭიკს
-აბა შენ იცი...დაარწმუნე რომ გეი ვარ
-ეჭვი არ შეგეპაროს.. მოემზადე-მიყურებს და იცინის. დარწმუნებული ვარ რომ ეჭვი შეეპარება...
დერეფანს მივუყვები , მისაღებსი გავდივარ რომ ლიფტით მაღლა ავიდე და სორიდან ვხედავ მიმავალ წყვილს ,მათში პირველი დაჩი ამოვიცანი და შემდეგ თაის იდენტიფიცირებაც მოვახდინე. თაი რაღაცაზე ებუზღუნებოდა და წელზე მოხვეულიხ ელის მოშორებას ცდილობდა, დაჩი კი მშვიდად დაჰყურებდა და უსმენდა მის ბუზღუნს. ბოლოს გაჩერდა თაი, ფეხის წვერებზე აიწია და ყურში რაღაც უთხრა , მგონი აკოცა კიდეც აი შემდეგ კი ჩვენი ბატონი გამომძიებელი მოშორდა გაშეშებული დარჩა და ორი წამი შორიდან უყურებდა წინ კუსკუსიტ მიმავალ თაიას. შემდეგ უცებ მიეჭრა თავისკენ შეაბრუნა და ისე დააცხრა ტუჩებზე ჩემი ორი თვალით რომ არ დამენახა ვერ დავიჯერებდი რომ ეს დაჩი იყო ასე საჯაროდ ,ასე გიჟივით რომ იქცეოდა თან ვის ? თავის მოსწავლეს და თავისზე ბევრად უმცროს ქალბატონს. ჩემი მზერის ღირსნი ნამდვილად აღარ იყვნენ ,არ იყო საჭიროება ამიტომ სწრაფად შევედი ლიფტში. რამდენიმე ადამიანი იდგა ჩემთან ერთად . ყველა ჩემ წინა სართულზე ჩამოვიდა და მხოლოდ მე დავრჩი იქ. კარის გაღება და მარიამის შემოსვლა ერთი იყო. გასვლა ვინ დამაცადა უცებ მიიხურა კარები და ჩემკენ წამოვიდა
-სად დადიხართ ბატონო დემეტრე როცა მე დაგეძებთ...
-როგორც ჩანს მიპოვეთ...როგორ მოახერხეთ?
-დაგინახეთ და ზუსტი გატვლები გავაკეთე თქვენს გამოსაჭერად
-მაშინებთ ქალბატონო მარიამ...რას მიპირებთ?
-არაფერს განსაკუთრებულს- მკოცნის და კარის გაღებისთანავე უკან ასვლის ღილაკს აჭერს-ვისეირნოთ ცოტა ხანს- ისევ კოცნას აგრძელებს სანამ ჩვენ სართულზე არ ავალთ. შემდგე კი ქრება...
ჩემს ოთახში შევდივარ და საწოლზე ვწვები. ცოტა დასვენება მეც არ მაწყენდა,მაგრამ ვინ მადროვა ამჯერად მე შემომივარდა ქარიშხალი ოთახში
-ჩემო შოკოლადოოო მომენატრე... - როგორც კი კარი გავაღე მაშინვე მომეხვია ლიზიკო და ლოყები დამიკოცნა- რომ წამომიყვანე აქ ..ამერიკის მოვლის შემდეგ დაღლილი და დაქანცული,სულიერად განადგურებული და თავად არ მნახულობ... შენი აზრით აქაური სილამაზის აღქმა შემიძლია იმ კოშმარული დღეებსი შემდეგ?
-რა მოხდა?
-მეკითხები კიდეც? ლუციფერმა ჯოჯოხეთი მომიწყო...თურმე იქ იმ წყეულ ამერიკაში ჰქონია თავისი სამფლობელო და ცეცხლის ალში დაგვწვა
-ვინ და ვინ
-მე და ჩემი ქალღმერთი... არადა ჯერ კიდევ მეგონა რომ მხოლოდ კაცები გიჟდბეოდით ქალის დანავხისას და ქალებს მარტივა დგადატანა შეგვეძლო გამოწვევის...თურმე სად ხარ შე გამოუცდელო სულელო ექიმო ქალო - მიდიოდა და ქოთქოტებდა მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი უკვე.უცებ შემობრუნდა სერიოზული გამომეტყველება კი დავკერე მაგრამ მიმიხვდა-შენ რა დამცინი? დამცინე ხომ რა გენაღვლებატ კაცებს..ყველა ერთნაირი უგულო და სადისტი ხართ. შენც ასე აწამებ ალბათ ქალებს ნუსხავ ,აგიჟებ,იწვევ და მერე ტოვებ ასე ანთებულს და აგიზგიზებულს..ა.რა წარმოიდგინე რა დღეში ვარ შენ რომ გიყვები..ახლა უნდა მრცხვენოდეს წესით ,მაგრამ სხვას ვის მოვუყვე მითხარი? ყველას ნიკოლოზი მოსწონს..ყველა ჩემს დაქალს შენ კი არ მოგწონს და მას არ გაამართლებ ხომ ასეა?
-დამშვიდდი ,დაჯექი, წვენი დალიე..თუ გინდა ყავას შევუკვეთავ და მომიყევი რა მოხდა იქ
-მოგიყვე? ხო? წვენი რას მიშველის რამე დამალევინე... ქალი ქალად აღარ ვითვლები წვენი მიშველის?
საგიჟეთია...ჩვეულებრივი საგიჟეთი ... ლიზა მოყოლას იწყებს..მართალია დეტალებს არ მიყვება მაგრამ მთავარ ამბებს მაინც იხსენებს ...
.......
ლიზა რამდენიმე წუთის დაგვაინებით მივიდა სამსახურში. წინა ღამის მორიგეობის გამო ისეთი გადაღლილი იყო ჩაეძინა და მაღვიძარამაც კი ვერ უშველა. ჩუმად მიიპარებოდა თავისი ოთახისკენ ,როცა ნიკოლოზი ვერსად შენიშნა, უკვე სამშვიდობოს ეგონა თავი კარი რომ გააღო . უკანსვლით შევიდა დერეფანს ათვალიერებდა ისევ ,უცებ მიხურა კარი და შუბლი მიაყრდნო
-გადავრჩი - ღრმად ამოისუნთქა ,მაგრამ უცებ იგრძნო ვიღაცის მოახლოება, ორი მძიმე ნაბიჯი, ნაცნობი სურნელით გაჟღენთილი ჟანგბადი და ცხელი სუნტქვა რომელიც ყელზე ქსოვილს უწვავდა მესამე ხარისხის დამწვრობა გარანტირებული რომ ჰქონდა აი ისეთი
-24 წუთი დაგვიანებისთვის სასჯელს იმსახურებ ელიზაბეტ - დაბინდული თვალებით ხედავს კარზე მიბჯენილ ხელს, სემდეგ მეორე მხარესაც იგივე და ხვდება რომ გასაქცევი არსად აქვს .მთელი ზურგი ეწვის, არ ეხება და სწორედ მაგიტომ იწვის სურვილით.იმდენად უნდა რომ მოეხვიოს და ეს ნატიფი თიტებიც მის მუცელზე გადაიჯაჭვონ რომ ტუჩები ეხსნება და სუნთქვა უღრმავდება - რა ხერხს მივმართო ელიზაბეტ? - უკვე მისი სახელიც , მის მიერ წარმოთქმული „ელიზაბეტ“ ადნობდა-ელიზაბეტ... რატომ არაფერს ამბობ? -გრზნობს როგორ ეხება ცხვირის წვერი ჩამოშლილ თმაზე სულ ოდნავ ირხევა თმისღერები მაგრამ მუხტია ძლიერი.
-მე ... ბატონო ნიკოლოზ იცით დაგვიანებისთვის სასჯელი ხელფასის დაქვითვაა თუ რა თქმა უნდა უზენაეს სასჯელს მიმართავთ...- საიდანღაც ძალას პოულობს , სხეული ისევ უთრთის მაგრამ სიტყვებს მაინც ამბობს. საუბარს ხომ ყოველთვის ახერხებს
-ნწ...ცდები ელიზაბეტ
-აბა გამაგდებთ დაგვიანების გამო? - ბედნიერება უფრო დაინახა ნიკოლოზმა მის ხმაში ვიდრე მწუხარება . უცებ მოხვია ხელები სხეულზე და კარს ამჯერად ზურგით მიაყუდა . მწვანე თვალები სულ ჩამუქებოდა
-მაგ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებ.. თუმცა დავფიქრდები.გააცნია როგორ მოიქცევი მომდევნო რამდენიმე დღე ფლორიდაში ყოფნისას
-ფლორი ... ფლორიდა ში? თვითონ მანდ? ეგ ეგ რაღაც გერევატ მგონი ეგეთი არაფერია ჩვენს ტერიტორიაზე,მართალია გეოგრაფიას დიდად ვერ ვფლობ ,მაგრამ საქართველოში ნამდვილად არ არის ეგ სადღაც შორეულ ოკეანის მიღმა ქვეყანაში უნდა იყოს სადაც წამოსვლას მე ვერ მოვახერხებ... -ლაპარაკობდა და თან ტუჩებს ისველებდა, მის სახეს,ტუჩებს თვალებს მზერას არ ასორებდა, და ღრმა ჩასუნტქვებს აკეთებდა . შიგადაშიგ სხეულზეც მოავლებდა მზერას და იმ ხელებზე ასე მსუბუქად რომ ეხებოდნენ წელზე და თეძოზე არადა ასე ძლიერ რომ წვავდნენ
-რაზე შევთანხმდით მე და შენ ,ელიზაბეტ?
-რა რაზე?
-აბა გაიხსენე
-„ჩემი ბრძანება განხილვას , გასაჩივრებას, განსჯას , გარჩევას არ ექვემდებარება „ რაღაც ასეთზე
-დროა შეასრულო ეგ შეთანხმება უბრალოდ სახლში დაბრუნდე ბარგი ჩაალაგო და ღამის ათ საათზე აეროპორტში გამოცხადდე... - ის ეუცებ გააღო კარი და საკუთარი კაბინეტში დატოვა გაოცბეული ლიზი რომ კიდე დიდხანს ვერ მოვიდა გონს. კარს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.იქ ისევ ნიკოლოზის სურნელს გრძნობდა
-რა სურნელი გაქვს ასეთი ლუციფერ...ესეც ცეცხლს აფრქვევს .ჯანდაბა ლიზა რა დროს ესაა...ამერიკაში მიდიხარ. იქ რა ჯანდაბა გინდა როცა აქ ამდენი საქმე გაქვს..ან დედა როგორ დავარწმუნო მომკლავს. ვაიმე ეკატერინე ? იმას რა ვუთხრა ბავშვი ...ჯანდაბა მეზიზღებიიი ! რომ არ წავიდე? მერე რას გააკეთებს? ჩემს დას სამსახურს წაართმევს? არა ამას დემეტრე არ დაუშვებს... არ წავიდე და დავანახო რომ მეშინია? უკან ვიხევ? ეგღა მაკლია ... არავითარ შემტხვევაში. ჩემი დროა... პირველად მივდივარ ამერიკაში..თან ფლორიდაში უნდა ჩავიდე სანაპირო ...ღმერთო რა კარგი იქნება . მის ნერვებსაც გავანადგურებ და დავისვენებ კიდეც. ყველაფერს დადებითად სეხედა ლიზა .... დადებითად დადებითად - ასე იმეორებდა და მიდოდა სახლისკენ.
საღამოს კი უკვე აეროპორტში იყო გულგახეთქილი და უკვა ფიქრობდა რომ ნიკოლოზმა რაღაც მოატყუა. იდგა ბილეთებით ხელში , ჩანტაზე მოჭერილი ხელი უკვე გაულურჯდა იმდენ ხანს ჰქონდა შეკრული და ირგვლივ აცეცებდა თვალებს
-წავედით! - მხოლოდ ეს გაიგო, შემდეგ ჩანთა გამოაცალეს ხელიდან . წელზე ხელი მოხვიეს , დაბუჟებულ თითებზეც შეეხნენ და ერთიანად გაუფართოვდა კაპილარები ისე დაიწყო სისხლმა მოძრაობა. ასე აღმოჩნდა თვითმფრინავში ნიკოლოზის გვერდით- ღვედი შეიკარი და ისუნთქე !
შეეცადა ბრძანების შესრულებას ,მაგრამ ხელები ვერ დაიმორჩილა,ღვედი ვერ შეიკრა .
-მოუხერხებელი ნუ ხარ!- უცებ გამოგლიჯა ხელიდან და თავად შეუკრა - ფრენის შიში გაქვს?- ჯერ კიდევ მის წინ ჰქონდა სახე -ელიზაბეტ
-არა... თუ მომშორდებით კარგი იქნება თავადაც შევძლებ როგორმე
რამდენიმე წუთში ჰაერში იყვნენ. ლიზამ ვერ მოისვენა ფანჯარასთან უნდოდა ჯდომა რომ ყველაფერი დაენახა , რამდენჯერმე გადაიწია ,მაგრამ ისე გამოხედა ყოველ ჯერზე ნიკოლოზმა ისევ გასწორება მოუხდა.
-ბოლოს და ბოლოს მოისვენებ?
-ფანჯარასთან მინდა ...
-დაჯექი და იცოდე ადგილიდან არ დაიძრე- წამოდგა და ადგილი გაუცვალა. კმაყოფილი მოთავსდდა და დიდიხანს არ მოუწყვეტია თვალი მოლივლივე ღრუბლებისთვის.
შემდეგ წვენი ითხოვა და სრულიად შემთხვევით ნიკოლოზს ხელი ჰკრა ,მას ხელში ყავა ეჭირა რომელიც პირდაპირ ბარძაყზე გადაესხა და ამოიგმინა
- მაპატიეთ...არ მინდოდა გეფიცებით შემთხვევით მომივიდა - სალფეტ უსმევდა ფეხზე და არ ჩერდებოდა სანამ მკლავში არ წვდა ნიკოლოზი და არ მოიშორა. თავისი სავარძლის საზურგეს მიაკრა და შეუბღვირა
-დამშვიდდი ყველა ჩვენ გვიყურებს- უცებ მიახალა და წამოდგა. საპირფარეშოსკენ წავიდა სწრაფად. რამდნეიმე წუთი თვალებდაჭყეტილი იჯდა ლიზი შემდეგ სიცილი აუტყდა . პირზე ხელი აიფარა და ფხუკუნებდა.
ნიკოლოზს ძვირადღირებული შარვალი მაინც დაულაქავდა ,მაგრამ დამწვრობისგან გადარჩა. სამაგიეროდ რამდენიმე საათი უფრო მეტად გაბრაზებული ჩანდა და ლიზას თითოეული მოქმედება მისი დაკვირვების ქვეს იყო. ქალბატონმა უამრავი რამ შეუკვეთა ყბა არ გაუჩერებია,რეალურად სიჩუმის უფრო ეშინოდა და მოწყენილობა უფრო აგიჟებდა ვიდრე ფრენა და აღარ იცოდა რა გაეკეთებია. ნიკოლოზის მდუმარება და მომაკვდინებელი მზერა საერთოდ ჭკუას აკარგვინებდა .ბოლოს ხელიდან პლანშეტი ააცალა და ფეხებს შორის მოიქცია
-ახლა რაღას გააკეთებთ ძალიან მაინტერესებს...
-შენ რას აკეთებ ...
-გაიძულებთ დამელაპარაკოთ
-სიჩუმის პანიკური შიში გაქვს ?
-ასეთი ირონიული ტონით ნუ მესაუბრებით ბატონო ნიკოლოზ !
-თორემ ?
-ამდენ საათიანი მგზავრობის შემდეგ ხომ შეიძლება ცოტა ხანს მაინც მელაპარაკოთ..ის მაინც მითხარით იქ რატომ მივდივართ.წესით საქმე არ გქონდათ ჯერ-ჯერობით ,მითუმეტეს მე არ გჭირდებით იქ ისედაც უამრავი თანაშემწე გყავთ,თმცა მე ჩემ ფუნქციას მაინც ვერ ვხვდები თქვენი სულელური სურვილების ასრულების გარდა არაფერს ვაკეთებ
-პლანშეტი დამიბრუნე...
-არ დაგიბრუნებთ - ამჯერად სავარძელზე დადო და ზემოდან დაადო მარჯვენა ბარძაყი. გამარჯვებას ზეიმობდა ნიკოლოზი მისკენ რომ გადაიხარა,თვალებში უყურებდა ხელი ფეხებს შორის შეუცურა და პლანშეტი ამოაძვრინა -რას აკეთებთ...
-აშკარად შენელებული რეაქციები გაქვს... ცუდია მხოლოდ ლაპარაკი რომ იცი ჩქარი
-ოხ როგორ... - უნდოდა ეთქვა ვერ გიტანთო მაგრამ მხოლოდ კბილები დააჭირა ერთმანეთს და მზერა მოაშორა.
-რა გინდა რომ გითხრა... -ამოიხვნეშა ნიკოლოზმა და პლანშეტი ფეხებზე დაიდო -გისმენ
-პირველ რიგში მაინტერესებს იქ რამდენ ხასნ დავრცებით... რატო მაინცადამაინც ფლორიდაში..თქვენი ოფისი რომ ნიუ-იორკშია და რა საქმეა ასეთი მეც რომ მოვდივარ თან ასეთი სასწრაფო
-ოფისში არ მივდივართ...საქმეც არ არის კომპანიასთან დაკავშირებული
-აბა მე რა მინდა
-გამახსენე ბოლოს რა საქმე დაგავალე რაც ჩემს კომპანიას ეხებოდა...რომელი მნიშვნელოვანი დოკუმენტი განდე
-მანდეთ? ნუთუ ამ სულელურ საქმეებს იმიტომ მავალებთ რომ ჩემი გამწარება კი არ გინდათ უბრალოდ არ მენდობით
-უნდა ვენდობოდე მომავალ ექიმს რომელიც კლინიკის ნაცვლად თანაშემწედ მუშაობს კომპანიაში ?
-თუ არ მენდობით და უმეცარი გგონივართ რატომ ვარ თქვენთან
-მარიამმა მთხოვა...
-მარიამმა? მე კი მითხრეს რომ თქვენ ითხოვეთ
-დემეტრეს ცრუ ინფორმატორია
-დემეტრეს ნუ ახსენებთ ..თანაც ის ინფორმატორი არ არის და საერთოდ...
-კიდევ თუ აუწევ ტონს ყველას გიჟი კამიკაძე ეგონები - ისევ მშიდი იყო ამირეჯიბი ! ისევ გასაგიჯებლად მშვიდი , ლიზამ მაშინ მოავლო მზერა სხვა მგზავრებს და უკან დაიხია,ისევ საზურგეს მიეყრდნო და მხოლოდ თავი შეაბრუნა მისკენ
-ვერ ვხვდები დემეტრეს რას ერჩით
-მგონი საქმესთან დაკავშირებით ვსაუბრობდით
-მე ხომ საქმის გაკეთება არ შემიძლია..რაღატომ ვისაუბრო იმაზე რასაც ვერ ვაკეთებ
-ჭორაობა მე არ შემიძლია...რადგან ვისაუბრეთ დავუბრუნდები ჩემ საქმეს
-ეს გგონიათ საუბარი? აშკარად არ გცოდნიათ მნიშვნელობა
-აშკარად გავიწყდება როგორ უნდა მელაპარაკო
-მომიტევეთ დიდო ხელმწიფევ..გთხოვთ თავის მოკვეთით ნუ დამსჯით
-რანაირი ხარ...
-რას ნიშნავს ეგ... ჩვეულებრივი ვარ
-არ ხარ ! არც გეშინია, არც გერიდება, არაფერი ჭრის ვერანაირი ძალით გაჩუმებ
-ასე ძალიან თუ არ მოგწონთ ჩემი ხმა გამიშვით სამსახურიდან
-არაფერი გესმის... მხოლოდ ლაპარაკობ და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ ექიმო... ეს პროფესია არ უნდა აგერჩია
-თქვენი საქმე არ არის!
-ბევრი რამ არ არის შენი საქმე მაგრამ ცხვირს ჰყოფ
-თქვენ ხომ ჩემსავით გრძელი ცხვირი არ გაქვთ...ასე რომ ნუ ერევით ჩემ გადაწყვეტილებაში . ძალიან მიხარია რომ ტქვენსავით შავად არ უყურებ სამყაროს და ცხოვრებით ტკბობა შემიძლია მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე თვეა თქვენი გაძლება მიწევს...და ისევ გაჩუმდით .. ვერ ვიტან ამ ბურუსს თქვენს თვალებში რომ ჩამოწვება ხოლმე და ვერ ვიგებ რატომ ხდება ასე
-ზედმეტად მეზღაპრე,მეოცნებე, რომანტიკოსი და
-და რა თავქარიანი ვარ? გიჟი? მხიარული ვარ და გიკვირს ხომ?
-გეყოფა !
-მართალია მეყოფა..თორემ ვატყობ ამერიკაში დარჩება ჩემი ცხედარი და ვეღარ მოვახერხებ ჩემი დის,მამის,დედის ,სიძის დისშვილის ჩემი საბუნას და მეგობრების ნახვას
-საბა ვინ არის ! ელიზაბეტ გამომხედე რომ გელაპარაკები
-გეყოფაო არ მითხარით? როგორ უცებ იცვლით გადაწყვეტილებებს
-არასდროს ვცვლი გადაწყვეტილებებს... მე რაც გკითხე
-არ მახსოვს რა მკითხეთ... რამე არის ისეთი რაც არ იცით? სადაც იმ გიჟ გაგაზე გაიგე და იქ მიპოვე იმის მერე რამის გარკვევა თუ არ შეგიძლიათ
-გაგა რადგან ახსენე ალბათ საბაც მსგავსი ავადმყოფია
-შეიძლება ასეც ითქვას...ლამაზი გოგონები ნამდვილად უყვარს,თუმცა ჩემ დეიდაშვილზე საუბარს არ ვაპირებ თქვენთან.საერთოდაც თქვენთან საუბარი შეუძლებელია..არ იცით და იმიტომ
-საუბარი არ ვიცი?
-ნუ გიკვირთ სიმართლეს როცა გეუბნებით...თქვენ საერთოდ ნორმალური ქცევაც არ იცით
-ღმერთო რა დავაშავე- ნიკოლოზმა ზურგშექცევით მჯდომ ლიზას გახედა და თავი უკან გადასწია.
შემდეგ ორივეს ეძინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ როცა თვითმფრინავმა რყევა დაიწყო. ლიზა შესინებული ჩააფრინდა ნიკოლოზის ხელს და არ უშვებდა
-ღმერთო ოღონდ ასე ნუ მომკლავ..მე ხო ახალგაზრდა ვარ,უცოდველი,>შენ მაინც ხო იცი როგორი უცოდველი ვარ ჩემ გიჟურ ქცევას და ზედმეტ სიცილს თუ არ ჩავთვლით ცოდვა არ მაქ ღმერთო და რატო გინდა მომკლა .თან ლუციფერთან ერთად...არა ვიცი ეს არ მოკვდება ბევრი სიცოცხლე ექნება ,მაგრამ მე? რატო ღმერტო უკანასკნელს ამის მწვანე თვალებს რატო უნდა ვხედავდე...ღმერთო ისე რატო მკლავ კაცის ალერსიც რო არ მაღირსე რა დავაშავე ასეთი ანგელოზები გაკლდა მანდ მე რო არ წაგეყვანე სრულიად უმწიკლო და ხელშეუხებელი? აღარ ვვარდებით? ღმერთო მადლობა ვიცოდი რო ჩემნაირი გიჟი ანგელოზი არ დაგჭირდებოდა მე აქ უფრო საჭირო ვარ - ისევ ზემოთ იხედებოდა და ლაპარაკობდა შეუსვენებლად. ნიკოლოზს ხელი ჰქონდა უკვე დაბუჭებული ,მაგრამ არ ახსოვდა მხოლოდ ლიზას საუბარს უსმენდა და მთელი გულით უნდოდა გაცინება. ეგეც დაავიწყდა და მხოლოდ მის გამომეტყველებას აკვირდებოდა . ემოციების საბადო იყო ელიზაბეტი , ის იყო რაც მას არ გააჩნდა თითქოს სულის ცარიელ ნაწილს უვსებდა და იმიტომ ვერ იშორებდა თავიდან.-უჰ გადავრჩით... ასე რატომ მიყურებ ლუცი? ვაიმე ხელი... ხელი გატკინე? მაპატიე არ მინდოდა უბრალოდ ზალიან გატკინე?- მკლავზე ხელს არ უშვებდა ,თიტებს დაატარებდა შემდეგ მტევანზე გადავითა ხელი მოუჭირა - დაგიბუჟდათ? სულ გაგლურჯებიათ ღმერთო რა სულელი ვარ
-დამშვიდდი...- ხელზე მეორე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა- არც ვვარდებოდით ,არც ხელი მტკივა .უბრალოდ დამშვიდდი
-კარგი... ახლა დროა მართლა შეგეშვათ თორემ ამერიკაში ჩასვლამდე მომკლავთ.მერე მართლა ვერ მიპვნიან- ხელი მისი ტორებიდან გამოძვრინა და თავის სავარძელში კომფორტულად მოკალათდდა.
ცდილობდა მისკენ არ გაეხედა,არადა მისი მზერა უკვე ზურგს წვავდა. თვალები დახუჭა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო. ვერ მოახერხა დამშვიდება, ის კი მზერას არადა არ აშორებდა.
-მეგონა განგებ აკეთებდი... შენ კი ნამდვილად ასეთი ემოციური ხარ . ბავშვივით ყველაფერზე ღელავ და დაუფიქრებლად ტიტინებ ,გულწრფელად
-არ ვიცოდი ჩემზე დაკვირვებებს თუ აწარმოებდით და ფიქრობდით... -ისე უთხრა ისევ არ გაუხედავს
-ვცდილობ გულწრფელი ვიყო ... ვცდილობ ნორმალურად მოვიქცე შენ კი
-ცუდად გამოგდით... ან სჯობს სხვა ვინმე იპოვოთ . ჩემთან არ გამოგივათ ვინმე ნეიტრალური უნდა იპოვოთ მე ზედმეტად ემოციური ვარ როგორც თქვით
-ჩემთან შედარებით ხომ?
-თქვენ ემოცია არ გაგაჩნიათ...მხოლოდ გაბრაზება იცით სხვა არაფერია თქვენში...მგონი ტკივილის გრძNობაც კი არ გაქვთ-პასუხი არ მიუღია ლიზის. უბრალოდ დაჟინებულ მზერას აღარ გრძNობდა . მისკენ გაიხედა - არ უარყოფთ ?
-დუმილი თანხმობას ნიშნავს უმრავლეს შემთხვევაში ...
-ნამდვილად ადამიანი ხართ? იქნებ ვამპირი... არა მზეზე არ ბრჭყვიალებთ . უცხოპლანეტელი? არც ეგ ზედმეტად ლამაზი ხართ. არა ლუციფერისთვისაც ლამაზი ხართ ,მაგრამ მაინც ეგ რჩება
-ზღაპრებისაც გჯერა ხომ ხედავ...
-თქვენ არასდროს გჯეროდათ? ბავშვობაში რომ გიყვებოდნენ ზღაპრებს . მე სულ მეშინოდა ბოროტი ურჩხულების ,დედინაცვლების და დევების თქვენ რისი გეშინოდათ ბავშვობაში
-არაფრის...
-არც ბავშვობაში? შეუძლებელია,მატყუებთ ხომ? ზღაპრებს რომ გიყვებოდნენ ღამით არ გეგონათ რომ რომელიმე ურჩხული მოგეპარებოდათ ? რა გაცინებთ...იცინით? - უცებ თქვა და მონუსხულმა შეხედა მომღიმარ ნიკოლოზს ,მაგრამ რომ გაიაზრა მას დასცინოდა მოიღუშა- რა ვთქვი სასაცილო..ბავშვობაში ყველას ეშინია რაღაცის.
-მაშინ ეშინიათ როცა რაიმე აქვთ დასაკარგი, როცა საყვარელია დამიანები ჰყავთ გვერდით და როცა სიცოცხლე უღირთ. როცა არავინ გყავს ვისზეც იდარდებ, ვისი ტკივილიც გატკენს და ვისთვისაც იცოცხლებ შეუძლებელია რამემ შეგაშინოს. ახლა კი ფანჯრიდან გაიხედე ...ლამაზი ხედი იქნება - ხელით ანიშნა და ლიზაც ინსტიქტურად დაჰყვა მის ნებას,თუმცა ხედზე ნამდვილად ვერ ფიქრობდა,მხოლოდ ნიკოლოზის სიტყვები ახსენდებოდა.
ისევ უაზროდ ,შუა გზაში გაწყდა მათი საუბარი.
ჩაფრენამდე აღარაფერი უთქვამთ.
ერთად ჩავიდნენ თვითმფრინავიდან. ლიზა რომ მიაბიჯებდა ფეხი აუცდა და ლამის ფრენით ჩაიარა კიბე. ნიკოლოზი რომ არა ნამდვილად წაიტეხდა ცვხირს. აეროპორტში მძღოლი დახვდა ბატონ ნიკოლოზს.
ლიზა ყველაფერს მონუსხული აკვრიდებოდა, ფოტოებს იღებდა და არ ჩუმდებოდა. ნიკოლოზი ვიღაცეებს ესაუბრებდოა მობილურით და განკარგულებებს აძლევდა. ბოლოს მიუბრუნდა ლიზას
-დღეს აქ დავრჩებით ხვალ გავფრინდებით ფლორიდაში
-მივფრინავთ? აქ სად ...სასტუმროში?
-არა ჩემს ბინაში...
-კარგით... როგორც იტყვით ,მაგრამ იქნებ მე სასტუმრო ...
-მოვედი უკვე... - უზარმაზარი ცათამრჯენის წინ გაჩერდა მანქანა . კარი მძროლმა გაუღო. ლიზა ძლივს გადავიდა მერ ეუყურებდა უზარმაზარ შენობას რომლის ბოლო სართულს ძლივს მიაწვდინა თვალი და მოეხვია კიდეც ხელი წელზე. ისევ ისე გათიშული შევიდა შენობაში , შემდეგ ლიფტში და ნიკოლოზს აეკრო როცა ლიფტი ნახევრად გაივსო. რამდენიმე წუთი ადიოდნენ, ვერც კი შეხედა რომელ სართულზე ავიდნენ, როგორც კი გაიღო კარი მაშინვე ბინაში აღმოჩნდნენ.
-მოსამსახურე არ მყავს... სამწუხაროდ თავად უნდა მიხედო ოთახს.ლიზა მისმენ?
-ესაა ბინა?
-ხო ... ეს იქნება შენი ოთახი - ერთ ერთ საძინებელში შევიდა და ლიზას ჩანთა იქ დადო . სააბაზანო იმ კარს მიღმაა... ჩემი ოთახი წინ არის ...დაისვენე
ლიზა უკვე მარტო იდგა ოთახში და ფანჯრიდან საოცარ ხედს აკვირდებოდა. შემდეგ უზარმაზარ საწოლზე დაეცა და გაუნძრევლად იწვა რამდენიმე წუთი. საშინელ დაღლილობას გრძნობდა. ძლივს აზიდა სხეული რომ ნიკოლოზთან გასულიყო, როცა გაახსენდა რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დედასთან დანარეკი გაფრინდა მისი ოთახისკენ
-ბატონო ნიკოლოზ ძალიან გთხოვთ მითხარით როგორ დავუკავშირდე დედაჩემს არ ვიცი ...აქ ხართ?- მის ოთახში იყო მაგრამ იქ არავინ დახვდა. შემდეგ სააბაზანოს კარი დაინახა ნახევრად ღია საიდანაც წყლის ხმა გამოდიოდა და ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯები .ის ის იყო უნდა შეეჭყიტა წინ რომ აესვეტა ნახევრად შიშველი აპოლონი და იქვე ჩამოდნა
-შენთვის არ უსწავლებიათ რომ სააბაზანოში შევარდნა უზრდელობაა?
-მე ...მე უბრალოდ- მის სხეულს მონუსხული აკვრიდებოდა და ლუღლუღებდა - ეს ...ესენი ნამდვილად თქვენია? - უცებ იკბინა ტუჩზე და როგორც იქნა მის სახესაც გაუსწორა მზერა ხელით კი პრესზე ანიშნა
-რაღაც გინდოდა...
-მინდოდა? რა მინდოდა ა ხო დარეკვა დედაჩემთან
-ჩავიცვამ თუ ნებას მომცემ და შემდეგ ...
-არაა იყავით ასე..არაა პრობლემა
-ხოო?
-ვაიმე რას ვამბობ..სულ გავგჟდი მგონი ასე რომ დარჩეთ ხომ შეიწირავთ ჩემ გაწამებულ გულს და დახურავთ ყველა სარქველს ... - უცებ შებრუნდა და კარისკენ წავიდა- მოგვიანებით შემოვალ..ან თქვენ გამოდით .მეც დასვენება მჭირდება აშკარად.მოგვიანებით დაველაპარაკები დედაჩემს არაუშავს- ასე ლაპარაკ-ლაპარაკით დატოვა ოთახი და თავის საძინებელში შევიდა . ჯერ აქეთ-იქით დადიოდა.მერე ჩანთა გახსნა ,საჭირო ნივთები ამოალაგა და სააბაზანოში შეიკეტა.
შხაპმა უფრო მოადუნა , საშინლად უნდოდა დაძინება. ამიტომ კაბის ჩაცმას პირსახოცის მოხვევა ამჯობინა და შემდეგ პიჟამას ჩაცმა. სწრაფად გავიდა ოთახში და პიჟამას ძებნა დაიწყო ,როგორც იქნა იპოვა სწრაფად ჩაიცვა და ის ის იყო საწოლში უნდა ჩაშვებულიყო თავით კარზე რომ დაუკაკუნა ნიკოლოზმა
-ელიზაბეტ... შეიძლება?
-კი ...დიახ შემოდით - სწრაფად მოიცვა თხელი ხალათი და ნიკოლოზიც გამოჩნდა . - შეგიძლია ესაუბრო ...-ტელეფონს აწოდებს და გადის. რამდენიმე წამში დედას ესაუბრებოდა და ოთახში დააბიჯებდა. შემდეგ მობილური დაუბრუნდა ნიკოლოზს და საძინებელში დაბრუნდა. დაღლილობამ იმოქმედა და მალევე ჩაეძინა.
მეორე დღეს ფლორიდაში გაფრინდნენ. ბატონ ნიკოლოზს იქ უკვე მანქანა დაახვედრეს ,ლიზა თვალებს ვერ უჯერებდა როცა ზღვის პირას სახლთან გააჩერა მანქანა . ისევ აჩვენა საძინებელი და დატოვა. ხედს უყურებდა და ტკბებოდა სანახაობით, ეზოში შორტით მოსიარულე ნიკოლოზი რომ დაინახა. ჯერ თავისუფალ სტილს, უბრალო ჯინსსა და მაისურს არ იყო შეჩვეული და ამ ფორმაში მისი ხილვა გულს უჩქარებდა. მისი განიერი მხრები , საოცარი მიხვრა მოხვლა ჭკუას აკარგვინებდა. მონუსხული ადევნებდა თვალს, წამში დაფარა მანძილი ზღვამდე და ისე დაიკარგა ტალღებში ლიზამ თვალი ვეღარ მოჰკრა. უცებ წამოიჭრა ფეხზე და მოაჯირს დაეყრდნო,როგორც იქნა შეამჩნია ტალღებს შორის როგორ მიაპობდა ძლიერი ხელებით ზღვას და ამოისუნთქა.
სახლის დათვალიერება დაიწყო, ყველაფერი მტვრიანი იყო, ავეჯი თეთრი ნაჭრებით დაფარული და ირგვლივ მხოლოდ წყლის ხმა ისმოდა . მილაგება დაიწყო , ავეჯი გაათავისუფლა , მტვრის საქმენდი იპოვა და საქმეს შეუდგა. თავისთვის ღიღინებდა წინ ნიკოლოზი რომ აესვეტა. სხეული სულ წვეტებით ჰქონდა დაფარული და ღრმად სუნტქავდა
-ააააა ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავთ...როგორ შემეშინდა ღმერთო.ვერ გამაფრთხილე?
-დამლაგებლის გამოძახებას ვაპირებდი...არ იყო საჭირო
-უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს... დღეს კი როგორც სჩანს ვისვენებთ
-გამოსულიყავი გარეთ თუ უსაქმოდ ყოფნა არ გინდოდა ...
-არ ვიცოდი აქ თუ მოვდიოდით ... არ მაქვს შესაფერისი სამოსი და კლასიკური სამოსით ვერ გავირუჯები ... არაუშავს მთავარია საქმე
-შეეშვი ამათ და მოემზადე..გავდივართ. ჩვეულებრივად ჩაიცვი უბრალოდ გავისეირნებთ
-კარგი ...
დაბნეული დააბოტებდა. უბრალო სარაფანა რომელიც იყო ის ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ნიკოლოზი ამჯერად ჯინსის შორტსა და ლურჯ მაისურში იყო ,მაისური ისე მკვეთრად აჩენდ ამის კუნთებს ერთი მსუყე ნერწყვი გადააგორა ლიზამ.
მანქანით მიდიოდნენ, ქალაქში გავიდა ყველაფერი ძალიან მოსწონდა ლიზას . ვერ გაიგო მაღაზიებში რატომ მიდიოდნენ სანამ თეთრეულის განყოფილების წინ არ შეჩერდა ნიკოლოზი და შიგნით არ შეაბიჯა
-არ მოდიხარ?
-აქ რა გვინდა?
-საცურაო კოსტიუმები და რაც დაგჭირდება...მე რა ვიცი ეგ შენ უკეთ არ იცი? მიდი აირჩიე აქ დაგელოდები
-კი მაგრამ მე... არ მინდა შეხვედრა
-საქმიანი შეხვედრა არ იქნება და მთელი დღე სახლიდან აპირებ ჩემს ყურებას?
-რა? როგორ ეს როგორ აქ დასასვენებლად წამოხვედით?
-მე ავარჩიო თუ შენ თავად მოახერხებ...ეს ლამაზია - ერთ-ერთ ბიკინს მოკიდა ხელი და ლიზას გახედა- აბა ...
-ხელი გაუშვით! თავად მივხედავ- გაბრაზებული დააბოტებდა და არცევდა რაღაცეებს. მერე სალაროსთან მივიდა და საკრედიტო ბარათი რომ ამოიღო გოგონამ უთხრა რომ თანხა უკვე გადახდილი იყო .ნიკოლოზი მაღაზიის კართან იდგა მობილურით ხელში და ვირაცას წერდა
-რა გეგმა გაქვთ ნიკოლოზ? იქ ვერ გადამრიეთ და გინდათ აქ გადამიყვანოთ ჭკუიდან?
-რა ხდება...
-მე მეკითხებით მაგას? აქ წამომიყვანეთ მოტყუებით ... ახლა კიდევ
-აანუ არაფერი..მაშინ ვისადილოთ .კარგი რესტორანი ვიცი - ზურგი აქცია და მშვიდად წავიდა გასასვლელისკენ.
-თქვენ..თქვენ ნამდვილი
-ლუციფერი ვარ?
-არა შენ ანგელოზი არასდროს იქნებოდი ...
-ეგეც მართალია... პირდაპირ ეშმაკად დავიბადე - მშვიდად უთხრა გაყინული გამომეტყველებით და მანქანის კარი გააღო. მთელი დღე ისე გავიდა არ ულაპარაკიათ.ლიზა გაბრაზებული დააბოტებდა, ნიკოლოზი მშვიდად დადიოდა და აშკარად ისვენებდა.
საღამოს სახლი ისეთი მილაგებული დახვდათ ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ლიზა პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა და საწოლზე დაემხო. დილამდე არ უნახავს ნიკოლოზი.
-ჩემ დასვენებას ნამდვილად ხელს უწყობ შენი სიჩუმით,მაგრამ მგონია რომ ცუდად ხარ
-და ძალიან ღელავ ალბათ!
-რა ხდება ელიზაბეტ?
-კაბინეტში დამხვდით, საოცარი ფორმით მაცნობეთ რომ მოვფრინავდით ამერიკაში, მეგონა საქმე გქონდათ და ასე სასწრაფოდ იმიტომ მოვდიოდით, შემდეგ გავიგე რომ თურმე მე საქმეს არ მანდობთ და ახლა აქ დასასვენებლად ხართ და მე ჩემ ფუნქციას ვერ ვხვდები. რა გინდათ თანაშემწესთან ერტად რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამთ თქვენს დასასვენებელ სახლში ზღვაზე
-უბრალოდ რომ გაიხადო და გაირუჯო ან გაცურო არ გიფიქრია?
-რა თქმა უნდა თქვენ სანამ საქმეზე არ გადახვალთ წინასწარ ვერაფერს გავიგებ ...
-რა საქმეზე უნდა გადავიდე ხომ ვერ მეტყვი რას ფიქრობ მაგ ლამაზ თავში
-ჩემ თავს შეეშვით და საერთოდ აღარ ვიცი რა ვიფიქრო უკვე
-ცოტა ხანს კიდევ თუ მოგისმენ ვატყობ მოძალადედ შემრაცხავ ,შემდეგ კი ნამდვილად მომინდება რამის დაშავება ასე რომ სჯობს გაგეცალო
-ყოველთვის ასე აკეტებთ...არასდროს მელაპარაკებით და მერე გიკვირთ რომ ვერ ვიგებ რა გინდათ...
-ვერასდროს გაიგებ...რადგან მეც არ ვიცი
ლიზა ბოლს უშვებდა ყურებიდან.
ბოლოს მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ფიქრს, უბრალოდ ჩაიცვა თავისი ახალი საცურაო კოსტიუმი აიღო მზისგან დამცავი კრემი სხვა საჭირო ნივთები და სანაპიროზე გავიდა.
წყალი თავიდან გრილი ეჩვენა ,მაგრამ ტემპერატურას მალე შეეჩვია და დიდხანს ცურავდა. ბოლოს ნაპირისკენ დაიძრა და ქვიაშაზე დაფენილ პირსახოცზე დაწვა. მზე უზარმაზარმა სილუეტმა რომ დაუჭრდილა სახე დამანჭა და თვალები გაახილა
-კიდევ დიდხანს თუ იწვები აქ მალე გოჭს დაემსგავსები
-რატომ წუხდებოდით კომპლიმენტებით..ვიცი რომ მიხდება ზაგარი... ეს ფერი და საერთოდ კარგად გამოვიყურები.
-ეგ ხომ ისედაც იცი /..მე რასაც ვერ ამჩნევ იმას გეუბნები
-ანუ მსუქანი ვარ გოჭივით?
-ანუ მალე დაიწვები ! ამ დროს აქ ყოფნა არ შეიძლება..მიმოიხედე ცარიელია სანაპირო . შემოდი სახლში სანამ მზის დარტყმა მიიღე
-რამდენი რამ მითხარით რა საოცრად იმოქმედა თქვენზე მზემ- უცებ წამოდგა,ყველაფერი აიღო და სახლისკენ გაემართა
ორი დღის შემდეგ, როცა უკვე მშვიდად იყო ლიზი ,სახლის კარი გაიღო და ნია შემოვიდა. მანდ დასრულდა ლიზას დუმილი და კარგი გოგოს როლის თამაში.
-სად ხარ ამდენ ხანს...
-გითხარი რომ ორ დღეში ჩამოვიდოდი- ნია ძალიან მშვიდად ხვდება გაბრაზებულ ნიკოლოზს ჩანტას დებს და ეხვევა.რაღაცას ეუბნება ისე რომ ლიზას არ ესმის და შემდეგ უყურებს ქალბატონს- გამარჯობა ლიზი
-გაგიმარჯოს- ისე უთხრა არც გატოკებულა. ფეხი ფეხზე გადაიდო და ტელევიზორს მიაშტერდა
-სტუმართმოყვარეობა... ქართველობა დაკარგეთ აქ?- ისევ ისეთი გაყინული გამომეტყველებით ხუმრობს და ნიკოლოზს უყურებს- აიტან ბარგს? მე ცოტა ხნით სანაპიროზე გავალ
-წამოვიდე?
-არა მარტო მინდა ყოფნა- ისევ კოცნის ლოყაზე და მიდის .
ნიკოლოზი ოთახს უმზადებს, ბარგსაც ალაგებს და შემდეგ ჩადის ქვემოთ.
-არ მეგონა მოსამსახურის როლსაც თუ ასრულებდით...როგორ დაიმსახურა არ მეტყვით?
-აზრი არ აქვს...შენ მაინც ვერ დაიმსახურებ იგივე გზით ამ პრივილეგიას
-საინტერესოა რას აკეთებს ის ისეთს რაც მე არ შემიძლია...
-დღეს საცურაოდ იყავი?
-თავიდან მიშორებთ? თუ გინდოდათ ნიაკოსთან მარტო დარჩენა გეთქვათ უბრალოდ- სწრაფად აიღო ნივთები და მთელი დღე დაბორიალებდა ქალაქში. გვიან ერთ-ერთ კლუბში შევიდა და რამდენიმე ჭიქა დალია. სახლში რომ სევიდა ნაბიჯებიც ერეოდა, მეორე სართულზე აპირებდა ასვლას ვიღაცამ რომ ააკრა კედელს
-სად დადიხარ!
-ლუციიი... ამ დროს რატომ გღვიძავს?
-მთვრალი ხარ?
-ხოო ... განა თქვენ საქმე გქონდათ ჩემთვის?
-როგორ იქცევი!
-მგონი აქ ვისვენებთ ხომ? თუ ამიკრძალეთ და მე არ მახსოვს...სად მიგყავართ არ მისმენთ? რატომაა ყველაფერი უკუღმა? ამოაბრუნეთ?- ნიკოლოზის მხარზე გადაკიდებული თვალებს ატრიალებდა და ლუღლუღებდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა საწოლზე რომ დააწვინა და ზემოდან დააცქერდა- აი გასწორდა...კარგად გხედავთ
-გაჩუმდი...
-მთვრალი ვარ და ახლა რა გამაჩუმებს. ფეხსაცმელს რატომ მხდით?
-ასე იძნებ ხოლმე?
-მე არ მეძინება... თქვენ წადით მე თავად მივხედავ თავს- წამოდგა უცებ და ისე შებარბაცდა უკან დავარდა- უფს მგონი ვერ შევძლებ ,მაგრამ არაუშავს დავიძნებ- უცებ ამოიბურტყუნა და თვალები დახუჭა.
დილით რომ გაიღვიძა თავი უსკდებოდა, საწოლში იწვა ჩვეულებრივი ფორმით და ძილი განაგრძო . უბრალოდ სემდეგ ამოუტივტივდა წინა ღამის კადრები და გაახსენდა რომ პიჟამა თვითონ არ ჩაუცვამს, არც გაუხდია ,არც დაწოლილა და საბანიც არ გადაუფარებია. უცებ დაიწყო კივილი ისე რომ ბალისიდან თავი არ აუწევია და ხელ ფეხს იქნევდა .
-რა ხდება...ელიზაბეტ-იმ წამსვე გაჩუმდა როგორც კი ნიკოლოზი დაადგა თავზე -ენა გადაყლაპე? რა გაყვირებდა
-მე რა მაყვირებდა? მე? თქვენ ..თქვენ ვინ მოგცათ უფლება ჩემთვის ტანსაცმლის გახდის და პიჟამას ჩაცმის...
-მას არ გაუხდია... მე გაგხადე და სხვათაშორის მძიმე ხარ- კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ნია უყურებდა და მშვიდა დურევდა კოვზს ყავის დიდ ფინჯანში...
-შენ...შენ?
-ვწუხვარ ,მაგრამ ნიკოლოზი არ შეგხებია. მთვრალ ქალებს არ სწყალობს
-სხვა თუ არაფერია გავალთ- ნიკოლოზმა უცებ ცაავლო ხელი ნიას გაიყვანა და კარი მიხურა ისე რომ არც მოუსმინა ლიზას.
ის კი დარცხვენილი ოთახიდანაც არ გადიოდა. საკუთარ თავს ილანძრავდა და ბუზღუნებდა.
-დიდხანს აპირებ ასე წოლას და მოთქმას? - კარი ფეხით გააღო ნიამ ,ხელში ლანგარი ეჭირა და პირდაპირ საწოლისკენ დაიძრა. ფეხებზე დაადო ლანგარი ლიზას და მის გვერდით გაწვა- ჭამე ჩემი მომზადებულია
-რა არსებები ხართ ...-რამდნეიმე წმაიანი უაზრო ცქრის შემდეგ თქვა და თვალებში ჩააჩერდა გოგოს
-როგორც ვიცი ადამიანები ...
-დარწმუნებული ხარ?
-100% -ით
-ასე ერთნაირები როგორ ხართ... ერთმანეთისთვის ხართ მგონი შექმნილები
- ნამდვილად ერთმანეთისთვის ვართ ... გემრიელად მიირთვი. შეგიძლია გამოხვიდე ნიკოლოზი სანაპიროზეა
-აქ დიდხანს დავრჩებით?
-მანამ სანამ მოინდომებს- მშვიდი იყო ისევ ნია.
ლიზა კი ისევ ბობოქრობდა.
ოთახი როგორც კი დატოვა მაშინვე სანაპიროზე წავიდა. სწორედ იმ ადგილას მოთავსდდა სადაც ბევრი ხალხი იყო და სანაპიროზე მყოფი ხალხის შეთვალიერება დაიწყო. იმდენი სიმპათიური ბიჭი დაინახა რამდენიმეს გაცნობაზე ნამდვილად არ იტყოდა უარს. ერთ-ერთს ადევნებდა თვალს წინ ნიკოლოზი რომ აესვეტა.მაშინვე მოარიდა მზერა
-წამომყევი !
-რუჯის მიღება მინდა... შემდეგ უნდა...
-ელიზაბეტ მეორედ გინდა გავიმეორო?
-არაა საჭირო - უცებ წამოვარდა ,ნივთები აიღო და წინ წავიდა
-არ მითქვამს სახლში მივდივართთქო - მკლავზე მისი თიტები რომ შემოეხვია წამსი შედგა. ეს ხმა აგიჟებდა და თავ-გზას ურევდა - ასე თუ გითიშავს გონებას ერთდროულად რამდენიმე ბიჭთან კეკლუცი ერთზე შეაჩერე არჩევანი ხოლმე
-თქვენ...
-სწრაფად იარე ... მანქანაში ჩაჯექი და დამელოდე ! - ისევ იმავე ტონით უთხრა და გაეცალა. დაპროგრამებულივით მივიდა მანქანამდე. თხელი სარაფანი რომელიც ხელში ჰქონდა ჩბღუჯული სწრაფად გადაიცვა და უკან დაჯდა. საჭესთან ქალბატონი ნია იჯდა ,როგორც კი დაჯდა მაშინვე გამოხედა და გაუცინა
-ქერა ლურჯთვალება მეც მომეწონა... - თვალი ჩაუკრა და ისევ წინ გაიხედა. მალე გამოჩნდა ნიკოლოზიც წინ დაჯდა ღვედი შეიკრა და ისე რომ არაფერი უთქვამს მანქანა გაფრინდა კი არ წავიდა. ლიზამ ძლივს შეიკრა ღვედი , გაოცებული უყურებდა კომფორტულად მოკალათებულ ნიას რომელიც საოცრად მართავდა მანქანას საცობში და ისე სწრაფად მიდიოდა თითქოს დევნა იყო. ვერც ის გაიგო სახლთან რატომ არ იყო მანქანა ...საერთოდ ვერაფერს ხვდებოდა და თან სიტყვასაც ვერ ამბობდა. რამდენჯერაც დააპირა იმდენჯერ ნიკოლოზის თვალების ბრიალი ახსენდებოდა და ჩუმდებოდა. ნია სარკიდან უყურებდა რაღაცას,შემდეგ ნიაზე გადმოიტანა მზერა დ აპირდაპირ მის თვალებს შეეჩეხა- პატარა ქალბატონო თავი დახარეთ თუ შეიძლება
-რა...
-სწრაფად ელიზაბეტ- ნიკოლოზის ხმა გაიგო ბოლოს და სავარძელზე გადაწვა უცებ ზუზუნის ხმა ,იარაღის გასროლა, მინების ჩამსხვრევა და ყველაფერი აირია. ვერაფერს იაზრებდა. მოკეცილი თავზე ხელებშემოხვეული იჯდა უკვე სავარძლის უკან და ზედ მინის ნამსხვრევები ეცემოდა. მანქანა ისევ მიქროდა აშკარად წრეზე ტრიალებდა ,ნიკოლოზის ხმა ესმოდა რომელიც ნიას ეუბნებოდა რომ უფრო სწრაფად წასულიყო უცებ გაახილა თვალები და დაინახა იარაღით ხელში ამირეჯიბი .შემდეგ ნიამ გასწია ხელი ფანჯრიდან და რამდენჯერმე მიყოლებით გაისროლა. როც ყელის ტკივილი იგრძნო შემდეგ მიხვდა რომ მტელი ამ ხნის განმავლობაში კიოდა, სმენაც კი დაეხშო.ისევ დახუჭა თვალები და მანამ არ გაუხელია სანამ ნიკოლოზის ხმა არ გაიგო. მის მკლავებში იყო მოქცეული ,ის კი შეშფოთებული ხმით სთხოვდა გამოფხიზლებას
-ჯანდაბა! ამის დედაც... მოვკლავ ჩემი ხელით მოვკლავ ნია
-დამშვიდდი უბრალოდ შოკშის ბრალია... რა დაგემართა
-არ ფხიზლდება
-შენ რომ გყავს ხელში ალბათ მაგიტომ - ნიას სიცილის ხმა და უფრო ძლიერად მოხვეული ხელები
-ხომ ხედავ რომ ისედაც გაღიზიანებული ვარ...
-კარგი რა დაგემართა დააწვინე საწოლზე და მივხედავ . როდიდან ასეთი ემოციურობა ნიკოლოზ?
-შეწყვიტე ჩემი დაცინვა და რამე გააკეთე...გამოფხიზლდეს დროზე და აჭიკჭიკდეს თორე ახლავე წავალ და იმ დედა მოტ... ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს- ერთდროულად მისი ყვირილი და ხელებიდან გათავისუფლება იგრძნო.რაღაც რბილზე დააწვინა და მისი ხელი თავის ტორში მოიქცია
-დამშვიდდი რომეოო ამ სიბერეში თავის დაკარგვა არ ღირს - ნიას მშვიდი, სიცილნარევი ხმა და საშინელი სუნი იგრძნო. რამაც საბოლოო გამოფხიზლება აიძულა, სახე დამანჭა და შემდეგ თვალებიც გაახილა. ნიკოლოზის ჩამუქებულ თვალებს წააწყდა და ისე უცებ მოხვდა მის მკერდზე აკრულ,სუნთქვა ისევ შეეკრა,ამჯერად მისმა სურნელმა გააბრუა
-მადლობა ღმერთს...თქვი რამე თორე გავაფრენ
-ხელს თუ გამიშვებ იქნებ შევძლო სუნტქვა და შოკიდან გამოსვლა! ეს რას ნიშნავდა ეს ყოველივე ...შენ ბიზნესმენი ხარ თუ განგსტერი. ნია...ნია რას აკეთებდა. ღმერთო რამე რომ მოგსვლოდა? ამ მაისურით და შორტით ისროდი ტყვიებს წამსვე მოგკლავდა რომელიმე რომ მოგხვედროდა ..>შენ ... მე აქ რატომ წამომიყვანე იმედი მაქვს ჩემნაირი სულელი ქალებით არ ვაჭრობ და ახლა სადმე არ უნდა გამომკეტო..ან ან რას აკეთებ . იცოდე მირჩევნია ახლავე მომკლა - საწოლის მეორე მხარეს გადაბობღდა მერე ძლივს დადგა იატაკზე და ათას სისულელეს იძახდა აკანკალებული სხეულით და შეშლილი ხმით . ნიკოლოზი ჯერ უყურებდა ისევ ისეტი გამომეტყველებით,შემდეგ ტუჩის კუთხეში შეეპარა ღიმილი და მშვიდად გადაწვა საწოლზე ხელი თავქვეშ ამოიდო და მშვიდად უსმენდა ლიზას - ღმერთო ჩემო ...შენ ,შენ ვინ ხარ საერთოდ არა კი ვიცოდი ასეტი არაამქვეყნიური მიმზიდველობით ,შარმით და თვალებით ნორმალური რომ არ იქნებოდი და ასე ამქვეყნიური ქმნილება რომ ვერ გამომაშტერებდა ,მაგრამ შენ ლუციფერიც აღარ ხარ უკვე .ის ის სად წავიდა - უცებ გაახსენდ ანია ,რომელიც უკვე გამქრალიყო. კარი მიხურული იყო.ირგვლივ არაფერი იყო,მხოლოდ უზარმაზარი საწოლი რომელზეც ბატონი მშვიდად იყო წამოგორებული.
-თუ დაასრულე მოდი აქ...- მშვიდად უთხრა და საწოლზე ხელი დაკრა
-არაა...არ მოვალ . ასეთი სულელიც არ ვარ ჩემი ნებით რომ მოგიწვე გვერდით
-აჰა ანუ შეიძლება მოძალადე ვიყო? ეგ წეხან არ გითქვამს. ახალია ქალებით მოვაჭრე ,ნარკოდილერი და მაფიოზი ნიკოლოზისთვის .სერიული მოძალადე ვარ შენი აზრით და ენაჭარტალა ექიმებს ვირჩევ მხოლოდ თუ რამე სხვა ნიშნით აგირჩიე - მისკენ მიდიოდა, ძალიან მშვიდი ნაბიჯებით, სერიოზული გამომეტყველებით .ლიზა კი უკან იხევდა და თვალებს აცეცებდა დამფრთხალი- ხომ იცი რომ ვერ გაიქცევი ტყუილად რატომ გარბიხარ... თუ არ გამიძალიანდები არ გატკენ - ისევ ეს გამყინავი ხმა და უკვე მის მკლავებში იყო მოქცეული. კედელზე აკრული ,თვალებგაფართოებული უყურებდა ნიკოლოზს რომელმაც ერთი ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრო ,მეორე კი თმაში შეუცურა ახლა თავსაც ვერ ამოძრავებდა ,მაგრამ ისე იყო გაყინული ერთ ადგილას არც უცდია თავის დახსნა. ნიკოლოზმა სახე უფრო ახლოს რომ მიუტანა თვალებიც დახუჭა და ლამის იქვე დადნა.-კარგი რა ასე უცებ მნებდები? მეგონა დამარტყამდი,გამთიშავდი, ხელებს დამიშენდი არც ფეხს დამარტყამ? ასე როგორ შეიძლება ექიმო? - ნიკოლოზის სიცილნარევი ხმა რომ გაიგო და ხელი უკვე ნიკაპზე უჭერდა სულ დაიბნა-თვალები მაინც გაახილე იქნებ ასე მაინც შემაჩერო ..თუ არც გინდა რომ გავჩერდე მე მოძალადე -უცებ გაჩუმდა და უფრო მოუჭირა წელზე ხელი- თვალები გაახილე ! -ისე უღრიალა ინსტიქტურად ჭყიტა თვალები .ერტ წამს უყურებდა მის მწვანე თვალებს რომლებიც ციმციმებდნენ შემდეგ სიცილი დაიწყო ბატონმა და ისე დაუწვრილდა თვალები ვერღარც კი დაინახავდი . იცინოდა და თანდათან შორდებოდა . ვეღარ სუნთქვადა მის წინ იდგა და ხარხარებდა - ღმერთო ჩემო...რა აზრები მოგდის..აღარ შემიძლია უკვე ასეთი სულელი როგორ ხარ ...ასეთი როგორ ხარ საერთოდ. რა საერთოდ ვერ ხვდები ვერაფერს? ფსიქოლოგიას ისე მაინც არ გასწავლიან? გავგჟდე შეიძლება- თან იცნოდა და თან ლაპარაკობდა.-ასე ნუ მიყურებ ! -უცებ დასრიოზულდა ისე თიტქოს წამის წინ არ იცინოდა - არც ნარკოდილერი ვარ, არც მაფიოზი , მითუმეტეს მოძალადე ! კიდევ ერთხელ გაივლებ მსგავს სისულელეს მაგ ლამაზ თავში და მერე შეიძლება მართლა დაგიშაო რამე... რაზეც ოცნებობ იმას არა ნამდვილად . - ისევ მიუახლოვდა უცებ აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა- ეს დალიე დამამშვიდებელია... დაგეძინება - წამლის შეკვრა აჩვენა- დარწმუნდი რომ სხვა რამე არ არის იქნებ ნარკოტიკს გაპარებ და რამე გაგაკეთებინო
-არ მინდა... - საბანში შეძვრა და დაიმალა. ისე უნდოდა ტირილი დაეწყო და მთელი დაგროვილი ემოცია ასე გადმოეცა.
-თეთრეულს ნუ დასვრი..მეც მანდ ვიძნებ- უცებ მოაშორა საბანი ფეხზე ხელი მოკიდა და მუხლზე დაიდო - არ დაიწყო ახლა... უბრალოდ ფეხსაცმელს გაგხდი -სწრაფად გაუთავისუფლა ტერფები და ისევდ ააფარა საბანი . -ახლა შეგიძლია დაიმალო და იტირო...- უთხრა და წავიდა. მისი გასვლა და ცრემლების წამოსვლა ერთი იყო. საბანს უჭერდა თითებს და სლუკუნებდა. ყველაფერი ერთად აწუხებდა, განცდილი შიში, გაურკვევლობა, არეულობა, სირცხვილი და ისევ სირცხვილი.
-ჰეი პატარავ... ნახე რა მოგიტანე?- საწოლზე დაეცა ვიღაც და საბანი ოდნავ ასწია- კი არის ეს საბანი თხელი ,მაგრამ არ გცხელა? გამოძვერი ლიზიკოო
-გადი აქედან
-როგორ მეუბნები მაგას..რომ მოგკლა არ გეშინია- მისკენ გადაიწია ნია და სიცილშეპარული ხმით უთხრა- მე ხომ განგსტერის თამაშემწე ვარ. მოიცა და მოძალადე თუ არის მე მისი ყოფილი მსხვერპლი არ გამოვდივარ? ექიმები ფანტაზიორები თუ იყვნენ არ ვიცოდი.შენ რარაც საოცრება ხარ- მშვიდად უთხრა და აშკარად დაღაც მოკბიჩა-ამოძვერი დროზე თორე სულ შევჭამ ამ სნიკერსს
-გითხრა?
-არა...მესმოდა იმხელა ხმაზე ყვიროდი ფანჯრები ზანზარებდნენ... აჰა გამომართვი- სალფეტკების შეკვრა მიაწოდა და შოკოლადების პარკიც შუაში ჩადო - დაივიწყებს არ ინერვიულო. უბრალოდ ეგეთი სისულელე მეტჯერ მართლა არ გაივლო გონებაში...თორე მერე ძალიან გაგიბრაზდება.
-ახლა არ ბრაზობს?
-ახლა უბრალოდ ნაწყენია ...
-ნაწყენი? ეგეც შეუძლია
-მართლა სულელი ხარ ? არა ამას უკვე სიბრმავე ჰქვია საერთოდ ვერ უყურებ?
-და რა რო ვუყურებ... მის ემოციას მგონი მარტო შენ ხედავ.ერთნაირებიხ ართ და იმიტომ
-ამდენს რომ ჭიკჭიკებ გეშინოდეს რა...
-ნუ დამცინი ...
-კარგი ხო აღარ დაგცინებ ..მორჩა მარა მოძალადე ნიკუშაზე მეც ბევრი ვიცინე .
-ნიაა
-მორჩა ვჩუმდები - ხელები მაღლა ასწია და ნუტელას ქილა გახსნა- ეს ჩემია არც კი გაბედო შეხება ახლა დამშვიდება მჭირდება ...
-ძალიან აღელვებული ჩანხარ... გეტყობა რომ ცოტა ხნის წინ შენს მოკვლას ცდილობდი და ვიღაცეებს ესროდი
-არც უნდა მეტყობოდეს... ძალიან მარტივი საქმე იყო იმ შტერებისგან თავის დახსნა...
შემდეგ ჩუმა დიყვნენ. შოკოლადმა უშველა , ნიას გვერდიტ ყოფნამაც და ბოლოს ისე თვითონ ალაპარაკდა
-სად არის?
-ვინ...
-ნიაა,მითხარი სად არის
-ჩემს ოთახში ...წევს. ახლა ალბათ სძინავს .გვერდითა საძინებელია - ბოლოს დააყოლა და წამოდგა.- მე ქვემოთ ვიქნები .მშვიდად დაიძინე აქ არაფერი გემუქრება
ისევ უცებ წავიდა. ლიზამ ვერ მოითმინა და მაინც შევიდა მეზობელ საძინებელში. ფრთხილად ,ფეხიწვერებზე მიაბიჯებდა საწოლისკენ. ნიკოლოზი ზურგზე იწვა ხელები მუცელზე ეწყო და მშვიდად სუნთქავდა. რომ მიუახლოვდა ისე უცებ გაახილა თვალები წამში შეხტა და უკან დაიხია
-აქ რა გინდა...
-მე ..მე უბრალოდ . ბოდიში -თავი დახარა და დასჯილი ბავშვივით თქვა. გაიგო როგორ წამოდგა ნიკოლოზი და გვერდი აუარა
-საძინებელში დაბრუნდი !
-მე მარტლა არ მიფიქრია რას ვამბობდი...უბრალოდ
-არ მიკვირს..შენ არასდროს ფიქრობ.ასე რომ საინტერესოს არაფერს მეუბნები და უბრალოდ გადი შენს ოთახში და დაიძინე -ფანჯარასთან ზურგშექცევით იდგა , მხოლოდ შორტი ეცვა და მისი დაჭიმული მხრები კარგად ჩანდა. ხელებით ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა და ღრმად სუნთქავდა
ლიზა თავდახრილი მიაბიჯებდა ოთახში,გასვლამდე კიდევ ერთხელ გახედა და წავიდა.
მთელი ღამე ვერ მოისვენა. იმაზეც კი ფიქრობდა რომ ნიკოლოზს ნიას გვერდით ეძინა. ვერ იგებდა რა ურთიერთობა ჰქონდა ამ ორს ვერც ახლა გაიგო,მაგრამ მაინც რარაცნაირად გრძNობდა თავს. ყველაზე გიჟად და სულელად შერაცხა თავი. საწოლიდან წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა. ნელა მოძრაობდა, ძლივს იპოვა სამზარეულო და მაცივრიდან წვენი გამოიღო. ჭიქის ძებნა არც დაუწყია პირდაპირ დალია და ისევ უკან დაბრუნდა.
-რას დააბოტებ მთვარეულივით ამ შუაღემით - ნიას ხმა გაიგო და უკან შებრუნდა. ქალბატონი საძინებლის კარზე იყო მიყრდნობილი მოკლე გამჭვირვალე პენუარი ეცვა
-მე უბრალოდ მწყუროდა და
-კარგი ... დაიძინე ლიზიკო ნუ ფიქრობ ამდენს- გაიცინა ნიამ .აშკარად მიხვდა რომ ლიზი მის ჩაცმულობას აკვირდებოდა. კარი უფრო ფართოდ გააღო ,წამით შეხედა ლიზამ მძინარე ნიკოლოზს და სუნთქვა შეეკრა.
მეორე დღეს კარი გაიღო და ჩანთით ხელში შევიდა ნიკოლოზი. ეგონა ეძინა ლიზას ამიტო უკან წამსვე გაბრუნდა.
მაშინვე წამოდგა და ტანსაცმელი აიღო. თავი მოიწესრიგა და ისევ საწოლზე დაწვა. დიდხანს იწვა გაუნძრევლად შემდეგ ისევ ნია შევიდა
-მძინარე მზეთუნახავს სალამი... ჩამო ვისაუზმოთ
-არ მინდა..
-ნიკოლოზმა ჩამოვიდესო თორე ამოგიტანდი ... წამოდი ნუ გააბრაზებ -თვალი ჩაუკრა და კარი გააღო უფრო ფართოდ
ლიზიკო მის გვერდით მიაბიჯებდა. ნიკა უკვე მაგიდასთან იჯდა . ისინიც დასხდნენ, ლიზასგან განსხვავებით ორივე მშვიდად მიირთმევდა. ლიზა კი თავის თეფშზე დაჰყურებდა და ჩანგალს ატრიალებდა, უცებ წვდა ხელში ნიკოლოზი და მოუჭირა
-შეწყვიტე !
-რა...
-ყველაფერი...
-რა საოცარი დიალოგია..წავეიდ მე - ნიკოლოზს აკოცა ლოყაზე და გავიდა .
-ჭამე თუ არ გინდა ჩემი ხელით გაჭამო
-არ მინდა...
-გინდა!
-შენ რა იცი მე რა მინდა
-ხმას ნუ უწევ...- მაგიდას ხელი დააყრდნო და ზემოდან დააცქერდა- გააკეთე რასაც გეუბნები მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ! და მოიქეცი ისე როგორც ადრე გაბრაზებული ვინც უნდ აიყსო ჩვენ შორის შენ აშკარად არ ხარ ! - უცებ მოშორდა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-არასდროს მაპატიებ?
-რაში გჭირდება ...
-ასე არ შემიძლია
-შეძლებ!
-რა უნდა მეფიქრა...
-არაფერი იმის გარდა რომ ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდოდა და თავს ვიცავდი ! -უცებ დაარტყა მაგიდას ხელი და დაიყვირა - ნუ ცდოლობ მოთმინება დამაკარგვინო გაჩუმდი და დაივიწყე!
-რატომ წამომიყვანე...
-არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა !
-ახლა რა იქნება... აქაც მოვლენ?
-არა !
-აქ დიდხანს დავრცებით?
-არა
-შეიძლება რომ კიდე სცადონ შენი მოკვლა?
-შენ არავინ შეგეხება...
-მე შენზე გკითხე
-არ მითხრა რომ ჩემი ბედი გადარდებს
-ნუ ხარ ცინიკოსი...
-ნუ სვამ ისეთ კითხევს რაზეც პასუხი ისედაც ნათელია
-რომ მოგკლან?
-მერე შენ რა
-მე... მე? არაფერი
მთელი დღის დიალოგი ეს იყო. შემდეგ ეზოში იყვნენ. ნია ელაპარაკებოდა, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით არა.ისე ზოგადად საუბრობდნენ.
რომ დარწმუნდა იქ არაფერი ემუქრებოდათ დამშვიდდა. სადღაც ტყისპირა სახლში იყვნენ და გადაწყვიტა სასეირნოდ წასულიყო. დილით ადრე გაეღვიძა ,მოწესრიგდა და პირდაპირ ტყეში შეაჭრა. დაბორიალებდა, უყურებდა უზარმაზარ ხეებს შორის სემოჭრილ სინათლეს და დააბოტებდა . შემდეგ ერთ დიდ ხესთან დაჯდა და ზურგით მიეყრდნო . საოცარი სიმშვიდე იყო არაფერზე ფიქრობდა იჯდა და სუფთა ჰაერს სუნთქავდა. ნაშუადღევს დაბრუნდა და როგორც კი შევიდა ეზოში მაშინვე მისკენ გაიქცა ნია
-მადლობა ღმერთს... სად იყავი ჩვენ ლამის გავგჟდით
-მე ტყეში გავისეირნე უბრალოდ და დრო გამეპარა...
-რატომ არ გვითხარი
-გეძინათ და ოთახში ვერ შემოვიდოდი
-რა გიშლიდა ხელს ... ღმერთო რანაირი ხარ რა....მართლა რანაირი ხარ - ნია გაეცალა და სადღაც დარეკა. ლიზა კი მშიდად ავიდა საძინებელში ,შხაპი მიიღო ,თხელი სარაფანი გადაიცვა და გამოვიდა. ოთახში შესვლა და კარის შემონგრევა ერთი იყო . ასეთ ნიკოლოზს პირველად ხედავდა. როგორც კი დაინახა გოგო მაშინვე მისკენ დაიძრა, ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი და მკლავებში ჩააფრინდა
-ახლა რა გავაკეთო მითხარი ! როგორ დაგსაჯო
-რატომ..მე რა დავაშავე
-მეკითხები კიდეც? - იღრიალა და კედელს მიარტყა მუჭი. ხელებს შორის ჰყავდ ამოქცეული ,ზურგით კი ცივ კედელს მიაკრა
-ვერ გავიგე რა გინდათ ბატონო ნიკოლოზ
-გოგო შენ მართლა სულელი ხარ თუ ასე აპირებ ჩემს გაგიჟებას? სად იყავი...რა გინდოდა ტყეში .ან რომ წახვედი რატომ არცერთს გვითხარი
-მაპატიეთ მაგრამ საძინებელში დილაადრიან ვერ შემოვედი არ მინდოდა თქვენთვის იდილეა დამერღვია ან საერთოდაც შიშლებს დაგდგომოდით თავზე მითუმეტეს ისეთი ხმები გამოდიოდა გუშინ თქვენი ოთახიდან. არ მინდოდა დილითაც ნიას კვნესის მოსმენა
-კვნესის? ანუ კვნესის მოსმენა არ გინდოდა და გაიქეცი
-არ გავქცეულვარ... უბრალოდ სასეირნოდ გავედი რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი და მომხდარი დამევიწყებინა . საერთოდ რატომ ხართ ასე ახლოს ისე საუბარი აღარ შეგვიზლია რამეს რომ არ შემაჯახოთ და ეს ტორები არ მომხვიოთ? ყრუ არ ვარ მშვენივრად მესმის
-გესმის .... ნამდვილად გესმის მაგრამ ვერაფერს იგებ .საერთოდ ვერაფერს ვერც დანახულს აღიქვამ სწორად ამიტომ ბრმაც ხარ და ყრუც
-ასე უცებ როგორ მშვიდდებით... -თვალები აატრიალა და უკვე მომღიმარ ნიკოლოზს მიაშტერდა. -წამის წინ მეგონა მომკლავდით...ახლა ასე რამ გაგამხიარულათ. „ბრმა და ყრუ“ რომ ვარ? თუ იმან რომ თქვენი კვნესის და ოხვრის ხმა მესმოდა...წესით უნდა გრცხვენოდეთ. გასაგებია რომ ასე მშვიდდებით და სიამოვნების მიღების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა,მაგრამ ისიც უნდ აგაითვალისწინოთ რომ მეზობლად სულიერია რომელსაც ძილი სჭირდება ...და თქვენ ისევ მიახლოვდებით. მე კი ეს ისევ არ მომწონს
-შენ კი ისევ საეჭვოდ ბევრს ლაპარაკობ...არადა წესით უკვე გაჩუმებული უნდა იყო- ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და თითები ხერხემალზე აასრიალა - საერთოდ არაფერს ამბობდე და მხოლოდ შენი გულისცემა უნდა მესმოდეს. რა ხდება? ისე გაბრაზდი სხვას რომ“ვაკვნესებდი“ აღარ ვმოქმედებ შენზე?
-თქვენ.. შენ კი მაგრამ მე
-აი აშკარად ისევ ვმოქმედებ ...საინტერესოა - უკვე ყელს მიუახლოვდა ტუჩებიც შეახო ბოლოს ლავიწზე და იქ გაჩერდა- რომ დავბრუნდებით საქართველოში კარდეოლოგთან მიგიყვან..>შენი გულისცემა აშკარად არითმიულია
-რას აკეთებთ...ასე როგორ შეიძლება
-არაფერს ვაკეთებ... -მეორე მხარესაც აკოცა და ისევ ცხვირის წვერიტ აუყვა ყელს ტუჩებს ოდნავ ახებდა კანს ,მაგრამ არ კოცნიდა
-რომ იცოდეთ როგორ ვერ გიტანთ... როგორ მეზიზღებით საშინელი ადამიანი ხართ და ლუციფერზე უარესი -ეს სიტყვები კი უკვე ცარიელ სივრცეს უთხრა რადგან ოთახში აღარავინ იყო.
რომ გამოფხიზლდა სწრაფად გავარდა ოთახიდან და სამზარეულოში მყოფ წყვილს სეუვარდა. ნია რარაცას ამზადებდა, ნიკოლოზი კი მაგიდასთან იჯდა ,სკამზე ფეხები ჰქონდა სემოწყობილი და წვენს მიირთმევდა
-საოცარი წყვილი ხართ პირდაპირ... ერთი ამზადებს მეორე ცქერით ტკბება
-უკაცრავად?- ნია შებრუნდა და წარბაწეულმა გახედა ლიზას
-ხო ნამდვილად არაჩვეულებრივი ხართ .პირდაპირ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები. ორი უემოციო, ორი ლოდი. უსიტყვოთ უგებთ ერთმანეთს ,მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს შენნაირი ქალი როგორ ეგუები იმ ფაქტს რომ ეს არსება, რომელიც კიდევ ვერ ხვდები ვინ არის,ჩემთან ატარებს დროს და მეთამაშება. საერთოდაც იმდენად მირევს თავ გზას რომ მალე ან ამას მოვკლავ ან ან არ ვიცი თავს ნამდვილად არ მოვიკლავ ამის გამო- ხელით ანიშნებდა ნიკოლოზისკენ.რომელიც ქვემოდან უყურებდა და ტუჩის კუთხე უკვე უთამასებდა. ნია კი იდგა კარადაზე მიყრდნობილი და უბრალოდ უსმენდა.
-ნიკოლოზ ამ გიჟს გოგოს შენი ნაშა ვგონივარ თუ მე მეჩვენება... - სრულიად მშვიდად გადახედა ნიკას ისე რომ ლიზისთვის არაფერ უთქვამს და დანა აიღო მაგიდიდან
-მისი ლოგიკა იმდენად მაღლა დგას ვერ ვწვდები...
-პატარა ქალბატონო... იცი ძალიან გამაბრაზე ! -ნია ლიზისკენ დაიძრა თან დანას ატრიალებდა ხელზე -პირველ რიგში იმიტომ რომ ასე მხიარულად მახარებ ამბავს ,რომლის მიხედვითაც გგონია რომ ჩემი კაცი შენ გეფლირტავება ,ჩემს თვალწინ. მეორე იმიტომ რომ ზემოთ ხსენებული კაცი ნიკოლოზი გგონია და მესამე იმიტომ რომ უკვე მერამდენე არარეალურ დასკვნას აკეთებ და ნიკოლოზი კი არა მე რომ ვბრაზდები ფაქტი სახეზე იქნება მალე
-არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო ნია ,მაგრამ შენი თუ არ არის ეს არსება ასე უბრალოდ მესმოდა წუხელ თქვენი ოთახიდან ის არამიწიერი ხმები?
-რა ხმები ნიკოლოზ? - ისევ შებრუნდა და ბიჭს დახედა
-მშვენივრად საუბრობდით მე რატომ მრევ ნია?
-თქვენ რა ორივე დამცინით? როგორ კითხულობთ რა ხმებიო
-სიზმარში რომ ნახულობენ როგორ აქვთ სექ.ი გამიგია ..მაგრამ კვნესის ხმა ჩაესმოდეს ქალს და თან სხვისი ეგ რარაც საოცრებაა უკვე
-თქვენ ჩემი გაგიჯება გინდათ და ყველაფერს აკეტებთ ამისთვის ხო? მგონი ცოდვებისთვის მიხდით და ყველა იმ ადამიანმა ერთად დაგიქირავათ ვისთვისაც კი ოდესმე ნერვები მომიშლია და ვინც გამიმწარებია... არადა ამდენიც არ მეგონა
-შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა
-მე რომ არავის არაფერს ვუხსნი დაგავიწყდა ?
-ა ხო რა თქმა უნდა ... ნიკოლოზეი არავის არაფერს უხსნის..თუმც აახსნა არ მჭირდება ნამდვილად არ მინდა ვიცოდე რატომ გამოსცემდი ისეთ ხმას
-მე არ გამოვცემდი და ვერც გეტყვი...
-ნია გთხოვ ნუ აგრძელებ ..უბრალოდ ამ არსებას უთხარი როცა მელაპარაკება ნუ მიახლოვდება და და...
-წუხელ რაღაც ფილმს უყურებდა ნია და ტელევიზორიდან ისმოდა ხმა - უცებ უთხრა ნიკოლოზმა და წამოდგა- დავიღალე უკვე ამდენი სისულელის მოსმენით. არადა უბრალოდ დასვენებას ვაპირებდი ორი კვირით ...ქალები ყოველთვის ყველაფერს აფუჭებთ.
-ნიკოლოზ...
-შენ რომ არ გგულისხმობ ხომ იცი ნია- გვერდი აუარა ლიზას და გაზქურა გამორთო.
-ახლა მართლა მოვიკლავ თავს...
-საოცარ ბრალდებებს უყენებ ისე ...ვეღარც ვითვლი უკვე რამდენი მოითმინა - ნიამ გაიცინა და სკამზე დასვა ლიზი- ნუ ღელავ. რადგან კიდევ სუნთქავ არაფერს დაგიშავებს...ან ერთობა შენი ჭიკჭიკით ან კიდევ ელოდება და ერთად გადაგიხდის
-ნუ აშინებ ნია! შენ კიდე ასე ნუ მიყურებ! ერთი რამე გევალება მხოლოდ ექიმო...იაზროვნე თან სწორად
-ხომ იცი რომ შენს გარსემო ვერავინ აზროვნებს თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელია-ნიამ თვალი ჩაუკრა და მაგიდაზე თეფშები დააწყო -აი გაჩუმდა ხომ ხედავ...შენს გარდა ვერავინ ახერხებს მგონი ამას.
-ძალიან სასაცილოა ... სრულიად საკვირველია რომ ვჩუმდები და მეშინია
-მე მხოლოდ იმას ვხედავ რომ ჩუმად ხარ...არ გეშინია და ნუ იტყუებ თავს
-ჭამის დროს მაინც გაჩუმდით
-როგორც შენ მიბრზანებ დიდო ნიკოლოზ
-თქვენ არა ?
-აჰ მომიტევეთ ....როგორც თქვენ მიბრძანებთ დიდო ნიკოლოზ
-საოცარია პირდაპირ თქვენი ყოველი საუბარი ...სულ მგონია რომ რომელიმე დაარტყამთ ,მაგრამ იმედებს მიცრუებთ
-პური და სანახაობა გიზიდავს ნია ?
-შხამს ჩემი მიმართულებით ნუ გაისვრი ძვირფასო თორემ მის მსგავსად ლოიალური არ ვიქნები...
-და ის ლოიალურია? მა სიტყვის მნიშვნელობა რომელიმემ იცით?
-აი ისევ დაიწყო!
-მგონი მალე წავალ ... იმაზე მალე ვიდრე ვგეგმავდი
-ისედაც ხვალ მიდიხარ ნია
-საღამოს ნაცვლად დილას წავალ...თორემ აღარ შემიძლია უკვე შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება
-და ახლა რა აქვს განსაკუთრებული ...რომ ვერ უყურებ
-რამხელა ცხვირი გაქ ლიზიკო ... ხომ ველაპარაკები ადამიანს. გაიგონე გაჩუმდი არ შეიძლება?
-ეგ ფუნქცია არ აქვს...
-ადამიანი ვარ სხვათაშორის და ფუნქცია რობოტივით არ ვასრულებ ...
-გინდოდა გეთქვა ჩემსავით?
-სწორად მიხვდი
-ახლა თუ არ დაიწყებ ვახშმობას და არ გაჩუმდები ვერც კი მიხვდები ისე დაგსჯი
-დიდი ხანია ველი მაგ დღეს მაგრამ უსედეგოდ-ნია ჩაერთო ისევ,მაგრამ მალევე გაჩუმდა ისე გახედა ნიკოლოზმა.
ლიზაც დუმდა, ძალიან სიოდა და უარს ნამდვილად ა რიტყოდა ვახშამზე.
მეორე დილას ნია აღარ დახვდა. სამაგიეროდ კარი იყო ჩაკეტილი. გაღება რომ სცადა ნაბიჯების ხმა გაიგო და წელს ზემოთ შიშველი აპოლონიც გამოეცხადა,
-რატომაა ჩაკეტილი...
-დღესაც რომ არ მომიხდეს შენ გამო დროის ხარჯვა...
-და დრო როდის დაგაკარგინეთ ბატონო?
-ამ წამსაც ვკარგავ დროს რომელიც ასე ძვირი ღირს
დილიდან რომ დაიწყეს საღამომდე ერთმანეთს კბენდნენ . ჩვეულებრივ მშვიდად ნიკოლოზი და ემოციურად ლიზი. როგორც ყოველთვის ფორმაში იყო და ენას არ აჩერებდა,მაგრამ მაინც ვერ გამოიყვანა მდგომაროებიდან ნიკოლოზი.
-აღარ შემიძლია უკვე... გნებდებით. მივდივარ ხვალვე და დაისვენეთ ... მე ისედაც არ ვიყავი აქ საჭირო და არ ვიცი რა გეგმით წამომიყვანეთ,მაგრამ ვიცი ვერ აასრულეთ მაინც
-ხელი გაუშვი მაგ ჩემოდანს...ჩემი ნებართვის გარეშე არსად წახვალ
-ოჰ დიდო ნიკოლოზ თქვენ რა ყვირით?
-ჩემი მწყობრიდან გამოყვანის სურვილი გკლავს ხომ? მიწვევ...
-ნუ მიახლოვდებით... მე მივდივარ
-მე კი გითხარი უკვე მაგაზე პასუხი...
-თქვენ არ გაქვთ უფლება! ნებართვას არ ვითხოვ. საერთოდ მივდივარ სამსახურიდან ...ახლა არარანაირი უფლება გაქვთ რამე მიბრძანოთ
-ძალიან კარგი არასამსახურეობრივ ბრძანებას გავცემ!
-დამცინით? თქვენ რა მართლა დამცინით? არანაირი უფლება გაქვთ არააა
-ისტერიკა გაქ ხედავ?
-ისტერიკა მაშინ მექნებოდა რომ ამეღო ეს ფუმფულა ბალიში და თქვენი უდიდებულესობისტვის პირდაპირ სახეზე ამეფარებინა - უცებ დაიხარა ბალიში ხელში აიღო და გაიცინა- თუმცა ხომ...ისტერიკა მაქვს - უცებ გააქანა მტელი ძალიტ და ნიკოლოზს ისე მოარტყა სექანდა. არ ელოდა მსგავს ქმედებას,მაგრამ გონს მოვიდა და ბალიში აიღო
-ასე ხომ? ანუ თავს მესხმი...
-როგორც გინდა ისე მიიღეთ..მე კი მეორე ბალიშიც მაქვს- ისიც ესროლა მაგრამ ამჯერად დაიჭირა და მისკენ დაიძრა. ლიზა საწოლზე ავიდა და უკანსვლა დაიწყო მერე გადახტა და ერთი ბალიში ისევ აიღო და ზურგში მოარტყა
-როგორ გიყვარს გაქცევა... გიყვარს მერე ჩემ მკლავებში რომ ექცევი ხომ? ძალიან მოგწონს
-ასე ნუ მიყურებთ... არ მოგცემ უფლებას ისევ მომიახლოვდე
-იმიტომ რომ კონტროლს კარგავ და მაგ ენას აღარ შეუძლია ჭიკჭიკი ხომ?
-რიტორიკულ შეკითხვად ვერ ჩავთვლი ... რას აკეთებ . ასე გაიხევა ...ბალიში - ნიკოლოზმაც რომ მოუქნია თავისი ბალიში უცებ იფეტქა ორივემ და ბუმბულები თოვლივით დაეშვა მაღლიდან. ორივეს თავზე ეყრებოდა. ლიზა ნიკოლოზს უყურებდა და კიოდა - რა გააკეთეთ ახლა ბალიში აღარ მექნება ... ისე ვერ დავიძინებ . როგორ ვერ გიტანთ. ღმერთო უკვე ვეღარ ვიტევ ისე მეზიზღები ...იმდენად რომ შემიძლია მოგკლა . მორჩა! აღარ შემიძლია თქვენი ატანა . საერთოდ რას ვამბობ... რატომ უნდა გაგამარჯვებონო და დაგამტკიცებინო რომ მაჯობე .ვიცი რომ ყველანაირად გაღიზიანებთ და უბრალოდ ჩემი ლაპარაკიც საკმარისია ... აი ახლაც ისე მიყურებ თითქოს ჩემი კოცნა გინდათ... რაღაც მუსიკა უნდა ჩაირთოს და პირდაპირ რომანტიკაა . ურცხული და მზეთუნახავი...მაგრამ თქვენ ჩვეულებრივი ურჩხული არ ხართ და არც მე ვარ მზეთუნახავი .და მაინც თქვენ ისევ ისე მიყურებთ
-ყოველთვის არასწორად აფასებ სიტუაციას- ჩურჩულით უთხრა ნიკოლოზმა და შემდეგ საოცრად ფაფუკი ბაგეების სეხება იგრძნო. მტელს სხეულზე ტაომ დააყარა, იდგა გახევებული .მისით მოცული და მთელს სხეულში საოცარი სურვილი ჰქონდა , სურვილი რომ აქამდე ბევრჯერ ნანატრი ტუჩები დაეკოცნა. უცებ გამოჩნდა გადარეული ელიზაბეტი, მკერდზე მიბჯენილი ხელები მაისურის საყელოზე გადაიტანა მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა. ახლა თავადაც უკოცნიდა მთელი გრძნობით და სურვილით ტუჩებს. კვნესაც კი ამოაყოლა როცა ქვედა ტუჩზე უკბინა და სანამ სუნტქვა ბოლომდე არ სეუწყდა მანამ არ მოშორდა.
-ახლაც რომ გაქრეთ ოთახიდან გეფიცებით ჯოჯოხეთს მოგიწყობ- უცებ უთხრა და ანთებულ თვალებში ჩახედა
-უეცარი გამოსხივებაა - ღიმილით უთხრა და ისევ აკოცა,შემდეგ ყელზე გადაინაცვლა. ხელებს უმისამართოდ დაატარებდა სხეულზე და თანდათან მიიწევდა საწოლისკენ. ლიზა წინააღმდეგობას არ უწევდა ,რადგან მისი შეხების სურვილი ჰქონდა. თითქოს რომ გაჩერებულიყო მოკვდებოდა...
საწოლზე ნახევრად შიშველი იწვა და ნიკოლოზის შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს. სრულიად გაბრუებული და გათიშული მხოლოდ მასზე ფიქრობდა.
შემდეგ ყველაფერი გაქრა...
თვალები რომ გაახილა პენუარი ეცვა და საწოლში იწვა.
ნიკოლოზის კვალიც არ იყო. თითქოს არც არაფერი ყოფილა.
სწრაფად ჩავიდა ქვემოთ. ნიკოლოზი არსად იყო, ეზოში დაინახა და იქეთ გაიქცა. ასე ფეხშიშველი მოკლე პენუარით მირბოდა მინდორზე
-მითხარი რომ არ მესიზმრა...
-კარგი პერანგია...მეგონა მხოლოდ დათუნიებიანი პიჯამა გქონდა.
-ნიკოლოზ...
-ბატონო ნიკოლოზ არა? ან თქვენო უდიდებულესობავ...დიდო ნიკოლოზ
-ნიკოლოზ გეყოფა ...
-შენ გეყოფა ნახევრად შიშველს სირბილი ჩემ ეზოში ! ცივი წყალი შეისხი და გამოფხიზლდები.მე ნამდვილად არ შემიძლია შენი სიზმრების ახსნა. მითუმეტეს ისეთი სახე გაქ კარგი არაფერი გესიზმრებოდა
-მე...
-არ დაიწყო ახლა! უბრალოდ მაცადე დილით ყავა მშვიდად დავლიო!
წავიდა..ასე გაბრუებული ავიდა ოთახში .
დიდხანს იდგა დუშის ქვეშ და ფიქრობდა. არაფეირ იყო რაც დაუმტკიცებდა რომ მართალი იყო. ლამის ჭკუიდან შეისალა. მთელი დღე გათიშული დააბიჯებდა და აკვრიდებოდა ნიკოლოზის ქცევებს, ის ისევ ისეთი იყო .
ბოლო დღეს კი ყველაფერი ჩვეულებრივ იყო..ბარგი აიღეს და საქართველოში გამოფრინდნენ. მხოლოდ მგზავრობა და მეტი არაფერი.
...........
ლიზამ მოყოლა რომ დაასრულა საწოლზე დაებერტყა და რაღაც ბგერები გამოუშვა ბალიშში თავცარგულმა
-არ მჯერა რომ ეს ყველაფერი მოგიყევი
-ორი სიტყვა თქვი სულ... ვიყავით ფლორიდაში იქ არაფერი ჰქონდა საქმე..დასასვენებლად იყ.შემდეგ ნია ჩამოვიდა , რამდენიმე დღეში ჩაგაგდო მანქანაში ცეცხლი გაგიხსნენ. ნია გიჟივით ატარებდა... არავის ვეტყვი ხომ იცი რა განერვიულებს. ნიკოლოზი კი მოაგვარებს მაგ პრობლემას შენ ნუ იდარდებ.რაც შეეხება კოცნას..რეალურიც რომ ყოფილიყო სულ იმას არ იძახდი როგორი სიმპათიურიაო? ერთი კოცნა რას ცვლის. თუ მეტი არ იყო რამე ...
-ასე ნუ მიყურებ... რომ წყდება მეხსიერება ჯერ კიდევ მეცვა...გვეცვა. ოოო შემეშვი რა...
-დამშვიდდი ლიზიკო ...ნიკოლოზს როგორ ნებდები?
-არ ვნებდები! უბრალოდ გეუბნები რომ გამაგიჟა. სანამ არ გადავრევ მანამ ვერ მოვისვენებ და დამეხმარე თორემ მოვკლავ. ახლა საერთოდ აქ არ უნდ აიყოს.მე მითხრა სახლში ვატარებ შაბათ-კვირასო. დარწმუნეული ვარ ჩემ გასაგიჟებლადაა აქ. თორემ ისე ვერ იტანს ნატალიას არ წამოვიდოდა აქ.
-რას აპირებ ჩემო გიჟო და გადარუელო?
-არ ვიცი...
-ექსპრომტად აჯობებს ნამდვილად...
-შენ რა გიხარია..რომ უყურებ ყველაფერს?
-ყველაფერს არ ვუყურებ ... არ მიზიდავს პორნოგრაფია ქალიშვილის და ლუციფერის მოქმედებით
-დამპალო ! გველაძუა... საზიზღარო
-გმადლობთ... გმადლობთ დიდი პატივია ამ სიყვებით რომ მადიდებთ
-დადიხარ და აკვრიდბეი ყველას ხო? ყოფ ყველას საქმეში მაგ ლამაზ ოდნავ კეხიან ცხვირს
-ჩემ ცხვირს შეეშვი თუ შეიძლება...თან საქმეში არ ვყოფ .ერთადერთი ქალის სხეულზე დავაცოცებ ხოლმე სხვაგან არსად
-გარყვნილო ...
-მე? ღმერთმანი ჩემზე წესიერი არსება არ დადის
-ღმერთო ჩემო ჯამბაზი
-აი მაგას არ გაპატიებ...ამხელა კაცს ჯამბაზს როგორ მიწოდებ ნუთუ არც კი გრცხვენია
-ღმერთო რა გიჟი ხარ ...გადარეული ნამდვილი გადარეული
-ჩემი შენ გითხარიო..ჩაიწიე ქალო რამხელა ხარ მეც მინდა დაწოლა
-სულ არ წევხარ/ ეგდე ცოტა ხანს ფეხზე და მადროვე.
-ანუ დიდი რო ხარ მაგას არ აპროტესტებ
-უბრალოდ გასაჩივრებაც არ ღირს იმდენად შხვართი ვარ რა
-ნწ ნწ ნწ როგორ აჩენდი ამ ქონებს სანაპიიროზე. მადლობა თქვი ნიკუშა თუ მოგიახლოვდა რა...ისე სხვა გზა არ ექნებოდა თორე ახლოს არ მოვიდოდა..უბრალოდ გვერდი ვერ აგიარა ალბათ
-ნუ ხარ საზიზღარი - ხელი მომარტყა და თვითონაც დაიწყო სიცილი.
მალე კარგ ხასიათზე დადგა და აჟღურტულდა. სხვებზე საუბრობდა და გეგმებს აწყობდა.ა ქედან ისე არ წავალ თაის და დაჩის ამბავი თუ დეტალებში არ გავიგეო და მერე წავიდა.


იმედი მაქვს მოგეწონებათ ... ველი შეფასებებს



№1 სტუმარი Mari

Vaime dzalian momwons da ra gavaketooo? Au nikolozs rame damarte da aaalaparake tore daichagra chemi liziko

 


№2 სტუმარი kati

kargad vixalise,velodebi momdevnos heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

საოცრად კარგად და საყვარლად წერ ♥ უბრალოდ სხვა.გმირებიც რომ გამოაჩინო კარგი იქნევა, ცოტნეს და სოფოს წყვილზეც მინდაა მეე

 


№4 სტუმარი Guest Everything

ველი შემდეეგს
ნიკოლოზზე ვბრაზდები რაც შეეხება ლიზას მეცოდება :დდდ <3

 


№5  offline წევრი crazy girl sofi

ატკბილო და თბილო ყველაზე მაგარი ხარ ისევე როგორც შენი ისტორიები აი ძაან საყვარლობაა ნიკოლოზის და ლიზას წყვილზე ვაბოდებ ისევე როგორც დანარჩენებზე ეს წყვილი ძალიან მაგარი იქნება ორი გადარეული ურჩხული და გიჯი გოგო ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად იმედია მალე დადებ heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes innocent

 


№6  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

ძალიან კარგი იყო ლიზიკო ისეთი საყვარელი და ამავე დროს გიჟია უამრავ ემოციას იტევს...ველოდები შემდეგ თავს

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას ძალიან მიყვარხართ/. ლიზას არ დავჩაგრავ ნამდვილად

 


№8 სტუმარი Guest Darina

Morchs vso nikolozi chemia ukonkurento var misadmi siyvarulshi vgijdebiiii me am personajze jer kidev emociebis qvesh var iseti magari tavi iyooo shen ki iseti magari gogo xar sul ise xlartav situaciebs sul vfiqrob neta kidev ra unda moifiqrosmetqi yoveltvis chems molodins acharbeb

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Lollipop :))
რამდენი ვიცინე ამ თავზე :დდდ
ნიკოლოზს რო მოსწონს და რო წაიყვანა განმარტებისთვის ეგ ცხადია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
ძაან მაგარი თავი იყო. ველი შემდეგს ❤

ხო მაგრამ ეს გოგო სულ ყველაფერს ურევს იმდენს ლაპარაკობს smile მიხარია რომ გაგამხიარულე

Guest Darina
Morchs vso nikolozi chemia ukonkurento var misadmi siyvarulshi vgijdebiiii me am personajze jer kidev emociebis qvesh var iseti magari tavi iyooo shen ki iseti magari gogo xar sul ise xlartav situaciebs sul vfiqrob neta kidev ra unda moifiqrosmetqi yoveltvis chems molodins acharbeb

მეც არ ვიცი რას ვწერ ხოლმე... ხანდახან მგონია რომ დავამთავრებ ორ თავში და მერე ოცს ვწერ და იმდენს ვბოდავ ხოლმე მეც მიკვირს laughing
მადლობა დიდი

 


№10 სტუმარი m_m

dges dadeb?❤❤❤❤

 


№11  offline წევრი aNuGi

ჩემი სასწაული ხარ შენ !
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12 სტუმარი Guest nasia

Vaimeeeee rogor gamixarda amatzec eom daweree♥♥♥♥♥ vegar vitmen ukve shemdeg tavamdee

 


№13 სტუმარი lalka

momewona ki da mixaria rom ar agvianeb weras. da sacodavi liza ra dgeshi agdebs luipera.davitanje da ushvele rame.

 


№14  offline წევრი taia21

ვაბოდებ ნიკოლოზზე <3 <3 შენზეც და შენს ისტორიებზეც. ნუ მიწამებს ლიზას ეს საზიზღარი ლუციფერი

 


№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ ცეცხლი ხარ ცეცხლი.დაგვწვი და დაგვდაგე რა.გამიხარდა ნიკოლოზის და ლიზის ამბავიც რომ დაწერე
--------------------
ლანა

 


№16  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ohooh ra cecxli dagvibto nikolozmaa vgijdebi am bichze da zogadad yvelaze vgijdebi amistoriashi

 


№17 სტუმარი ani

ძალიან კარგია იხარია რომ სხვა წყვილებიც წამოწიე წინ... იმედია ყველა წყვილზე დაწერ და მარიამი და დემეტრე ცოდახან მოიცდიან laughing

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას.
ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო <3 heart_eyes heart_eyes
კახეთში ყოფნის დროს ძირითადად სხვა წყვილებზე ვისაუბრებ შემდეგ კი ისევ მარიამი და დემეტრე წამოვლენ წინა პლანზე სულ რაღაც ორი თავი იქნება ასეთი და იმედი მაქვს ალე მოვახერხებ მობილიზებას და დავასრულებ ნორმალურად ,თუმა ჯერ კიდვე ბევრი რამ მაქვს იდეაში და არ ვიცი იმათ გარეშე დავწერ თუ იმათაც და დიდხანს გავაგრძელებ.
თუ მივხვდები რომ ეს გაწელილი ისორია უკვე კატასტროფულად მოსაბეზრებელია შევწყვეტ აუცილებლად
უყვარხართ ტქვენს მარიამს kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№19 სტუმარი anastasia

მომწონს ტქვენი ისტორიები ტანაც ყველა მაგარი ხარ და ყოველტვის გელოდები დიდი სიხარულიტ...

 


№20  offline მოდერი CeCe))

ვაიმე რა კარგი თავი იყო...
იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა :დდ
მომეწონა ნიკოლოზზე და ლიზაზეც,რომ დაწერე
მაგრამ მარიამი და დემტრეე დამაკლდა :)
სულ არ დაივიწყო ეგენიც,რა...
ძალიან მაგარი გოგო ხარ!

 


№21 სტუმარი ..

აუ ისე ლიზი ცოტას რო ეცდებოდეს და არ იმჩნევდეს ეჭვიანობას მერე ნიკოლოზი გაგიჟდებოდა ასეც სცადე რავიცი :D :D :D D :D :D :D

sameone crazy girl
უღრმესი მადლობა ყველას.
ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო <3 heart_eyes heart_eyes
კახეთში ყოფნის დროს ძირითადად სხვა წყვილებზე ვისაუბრებ შემდეგ კი ისევ მარიამი და დემეტრე წამოვლენ წინა პლანზე სულ რაღაც ორი თავი იქნება ასეთი და იმედი მაქვს ალე მოვახერხებ მობილიზებას და დავასრულებ ნორმალურად ,თუმა ჯერ კიდვე ბევრი რამ მაქვს იდეაში და არ ვიცი იმათ გარეშე დავწერ თუ იმათაც და დიდხანს გავაგრძელებ.
თუ მივხვდები რომ ეს გაწელილი ისორია უკვე კატასტროფულად მოსაბეზრებელია შევწყვეტ აუცილებლად
უყვარხართ ტქვენს მარიამს kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes

შენ ისეთი მაგარი იდეები გაქ ხოლმე ხო რო არვიცი.. ამიტომ ყველაფერი გვაჩვენე შენი იდეებიდან რაც ამ ისტორიისთვის გაქ.. მიყვარს შEნი ისტორიები ვგიჟდები მათზე და ეს გრძელი სიუჟეტები შენი სტილია და არ შეცვალო ეს heart_eyes წარმატებები

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

anastasia
მომწონს ტქვენი ისტორიები ტანაც ყველა მაგარი ხარ და ყოველტვის გელოდები დიდი სიხარულიტ...

..
აუ ისე ლიზი ცოტას რო ეცდებოდეს და არ იმჩნევდეს ეჭვიანობას მერე ნიკოლოზი გაგიჟდებოდა ასეც სცადე რავიცი :D :D :D D :D :D :D

sameone crazy girl
უღრმესი მადლობა ყველას.
ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო <3 heart_eyes heart_eyes
კახეთში ყოფნის დროს ძირითადად სხვა წყვილებზე ვისაუბრებ შემდეგ კი ისევ მარიამი და დემეტრე წამოვლენ წინა პლანზე სულ რაღაც ორი თავი იქნება ასეთი და იმედი მაქვს ალე მოვახერხებ მობილიზებას და დავასრულებ ნორმალურად ,თუმა ჯერ კიდვე ბევრი რამ მაქვს იდეაში და არ ვიცი იმათ გარეშე დავწერ თუ იმათაც და დიდხანს გავაგრძელებ.
თუ მივხვდები რომ ეს გაწელილი ისორია უკვე კატასტროფულად მოსაბეზრებელია შევწყვეტ აუცილებლად
უყვარხართ ტქვენს მარიამს kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes

შენ ისეთი მაგარი იდეები გაქ ხოლმე ხო რო არვიცი.. ამიტომ ყველაფერი გვაჩვენე შენი იდეებიდან რაც ამ ისტორიისთვის გაქ.. მიყვარს შEნი ისტორიები ვგიჟდები მათზე და ეს გრძელი სიუჟეტები შენი სტილია და არ შეცვალო ეს heart_eyes წარმატებები

მადლობა smile მიხარია რომ მოგწონს.

dreamer14
ვაიმე რა კარგი თავი იყო...
იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა :დდ
მომეწონა ნიკოლოზზე და ლიზაზეც,რომ დაწერე
მაგრამ მარიამი და დემტრეე დამაკლდა :)
სულ არ დაივიწყო ეგენიც,რა...
ძალიან მაგარი გოგო ხარ!

ერთი თავიც და შემდეგ ისევ მარიამს და დემეტრეს დავუბრუნდები smile მთავარი გმირები ისინი არიან და საერთოდ არ ვგეგმავდი სხვებზე გადასვლას უბრალოდ იმდენმა მთხოვა რომ თავისით მოვიდა მუზა smile

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

თუ გინდა მომკალი, კოცონზე დამწვი ან ცოცხლად გამატყავე....
ეს ლიზიკო ჩემი აღვირახსნილი გოგოა... ჩემი მეგრული აჯიკა, მჟავე კიტრი და პომიდვრის მწნილი გოგო...
გოგო პოზიტივი...
ქალი ენერგია....
ქალი დაცემა დამხობა და დაქცევა...
ჩემი ბიბო
უყვარხარ შენ პანტერაას გეჟოო
.
ჩემი ძეტკა

 


№24  offline წევრი კალლ აია

ლიზააააააააა

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

აი ჩემი კომენტარა დამხვდა..... წავიკითხეე.... ახლა მივხვდი თუ რა მუხტი ტრიალებდა ადრე ამ საიტზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent