შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 17 და 18 დასასრული)


12-02-2017, 00:16
ნანახია 3 133

მაშინ გამოჩნდა ლუკა მესხი როცა იმედი სულ დამეკარგა, რომ მას ოდესმე კიდევ ვნახავდი სადმე.. თუნდაც შემთხვევით! თან რა უცნაურად გამოჩნდა.. უბრალოდ სახლში დამადგა ქორწილამდე ორი კვირით ადრე.
რა უნდა მეფიქრა ამ დროს?! ასე მოულოდნელად? მეგონა სამუდამოდ გაქრა და აღარ დაბრუნდებოდა.
მის წინ უძრავად ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი.. ან რა უნდა გამეკეთებინა როცა სუნთქვის გარდა არაფერი შემეძლო. კარის სახელურს ვეყრდნობოდი და ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
ვერაფერს ვამბობდი! ან რა უნდა მეთქვა... რის თქმა შემეძლო ამ წუთას?! რამოდენიმე წუთი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ სიტყვის უთქმელად, მაგრამ ეს წუთები საუკუნეებად გაიწელა ჩემთვის. ყველაფერი ის რაც ლუკასთვის მქონდა აქამდე ნათქვამი, ჩვენი დიალოგები.. ყოველი წუთი რომელიც ერთად გვქონდა გატარებული ერთდროულად ამომიტივტივდა გონებაში და აღარ მშორდებოდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით ის კი რამოდენიმე წამში ერთხელ თავს დაბლა ხრიდა და თვალს მორიდებულად მარიდებდა.. ეს ყურადღებას მიფანტავდა და უფრო მიჭირდა ყველაფრის გაცნობიერება.
-ლუკა! -გაღებულ კარს თავი ფრთხილად მივადე და კიდევ ერთხელ ამოვღერღე.
-ნინა! -აკანკალებული ხმით მითხრა და თავი დამწუხრებული გამომეტყველებით ასწია
-შემოდი! -ვუთხარი დაბალი ტონით ჩემდაუნებურად მარჯვნივ გამოვიწიე რომ გამომეტარებინა და სახლში შემოსულიყო.
ზღურბლი ფრთხილად გადმოკვეთა და ნაბიჯი გადმოდგა. წამის მეასედში შემომხედა და მალევე ჩამოშორდა ჩემს ტერიტორიას. ტახტთან მივიდა და თითქოს დაჯდომა დააპირა მაგრამ შეჩერდა.
-შეიძლება?! -თავაზიანად მკითხა.
-დაჯექი! -სწრაფად ვუთხარი და სარკესთან მივედი. თმა მხრებზე გადავფანტე და მისგან შორს დავდექი.
-გთხოვ ყურადღებით მომისმინე. მინდა მშვიდად ვილაპარაკოთ! -მითხრა დარცხვენილად და თვალებში დაჟინებით, ფრთხილად მომაცქერდა.
-აა ანუ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს?! -ირონიულად ჩავიცინე და მის გვერდით, ტახტის მეორე კუთხეში დავჯექი.
-ყველაფერზე! -დაასკვნა და ჩემკენ შემოტრიალდა. მე კი მისთვის ერთხელაც არ შემიხედავს. ვერ ვბედავდი!
-რა ყველაფერზე ლუკა?!.. -შევეცადე მისთვის მესაყვედურა მაგრამ ვეღარ შევძელი.
-მთელ ექვს თვეზე! -მტკიცედ თქვა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო
-და ამ ექვსი თვის განმავლობაში რა არის მოსაყოლი როცა შენ არაფერი გეხება?! შენ აქ არ იყავი..
-ნინა აგიხსნი ყველაფერს.. -დაიწყო მან, მე კი შევაწყვეტინე.
-მაშინ ერთ შეკითხვაზე სრულყოფილად და დამაკმაყოფილებლად მიპასუხე. თუ არადა სჯობს ახლავე ადგე და წახვიდე! -მკაცრად და სწრაფად მივმართე მას.
-აგიხსნი! -თავის ნათქვამს ხმამაღალი ტონი შეაპარა..
-ჰოდა ამიხსენი! -ბალიში მუხლებზე დავიდე.
-დედის გარდაცვალება.. ღალატი.. შენ რომ გიღალატე! ყველაფერი ერთად მომაწვა. ვეღარ ვაზროვნებდი.. და ჩემთვის ეს იყო საუკეთესო ვარიანტი. არც სასმელი მშველოდა და არც წამლები..
-წამლები?! -გავიკვირვე მე -რა წამლები?!
-წამლებს ვსვამდი. ცუდად ვიყავი.. თავს ვერ ვაკონტროლებდი, ნერვიული შეტევები მქონდა.. სულ ცუდად ვიყავი და არ მინდოდა ამ მდგომარეობაში დაგენახე.. ვერც შენთან ვიყავი და ვერც შორს ვიჭერდი შენგან თავს..
-მე ხომ ყველანაირად გაგამხნევებდი ლუკა... ერთად შევძლებდით ყველაფერს.. ცხოვრებას გამოვასწორებდით და ახალს ბედნიერად დავიწყებდით. ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა!..
-მერჩივნა სხვა ქვეყანაში ვყოფილიყავი ვიდრე შენს გვერდით და შენც ჩემთან ერთად გეტანჯა. არ მინდოდა მთელი ცხოვრება ჩემს უშედეგო გამხნევებაში დაგეხარჯა..
თავი ხელებში ჩავრგე. ხელებით კი მუხლებს დავეყრდენი.
-ვთხოვდები! -ვთქვი და ხელი ისე დავდე ბალიშზე რომ ჩემი ბეჭედი დაენახა.
-ვიცი! ამიტომაც ჩამოვედი.. -თქვა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
-დვალზე ვთხოვდები! -ვეცადე უფრო დამეკონკრეტებინა ჩემი ნათქვამი.
-ეგეც ვიცი ნინა! -შეწუხებული გამომეტყველებით მომმართა. -რატომ აკეთებ ამას?! -თითქოს მსაყვედურობდა.
-იქნებ ესაა გამოსავალი.. -ოდნავ ჩავიღიმე და მას შევხედე.
ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და კიდევ ერთხელ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. ძლივს გავუძელი ცდუნებას რომ არ ჩავხუტებოდი..
-რანაირადაა გამოსავალი ნინა! -ბრაზნარევი და მაღალი ტონით მითხრა მან. -ჩემს გამწარებაშია გამოსავალი?! ამით მიხდი სამაგიეროს?! ხომ კარგად იცი რა უთანხმოებაც გვაკავშირებს ერთმანეთთან მე და აკო დვალს?! სპეციალურად აკეთებ? -გამომეტყველებას საწყალი ხმაც დააყოლა.
-ვიცი მაგრამ მე რომ არაფერ შუაში ვარ ეგეც ხომ ფაქტია? არ მინდა ამ უთანხმოებაში ვიყო ჩარეული.. და თქვენი ჩხუბის მიზეზი გავხდე! -მკაცრი ხმით ვუთხარი მას.
-დამიჯერე უკვე ხარ!
-რამეს აპირებ ლუკა?! -შეშინებული შევტრიალდი მისკენ.
-არ მინდა რომ მას გაყვე ცოლად! -მის თვალებს რომ შევხედე გავნადგურდი. თითქოს პატარა ბავშვივით ტირილს აპირებდა.
-ეს არც ვატოს უნდოდა. მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე გავაკეთე. ვუყვარვარ მე აკოს! -მოვიღუშე.
-ჰაჰ... დარწმუნებული ხარ რომ უყვარხარ?! -ჩემდაუნებურად ირონიულად ჩამეცინა. -გგონია გულწრფელად აკეთებს ყველაფერს? ფიქრობ მას ჩემი გამწარება არ აქვს განზრახული და ეს შურისძიება არაა?! -ჩემს წინ დადგა და ფრთხილად ჩაიმუხლა. თვალებში შემომცქეროდა მე კი აღელვებული ვუსმენდი.
-არც მიფიქრია ამ ყველაფერზე.. -შეწუხებული სახის დამალვას ვეცადე მაგრამ არ გამომდიოდა. თვალებზე ხელები ავიფარე რომ მას ასე არ დავენახე
-დაფიქრდი ნინა.. უბრალოდ დაფიქრდი! -იმედიანად შემომხედა და ნიკაპზე შემეხო. თავი ფრთხილად ამაწევინა.
-ლუკა! -ათრთოლებული ხმით მივმართე და მის შეხებაზე ცრემლები წამომივიდა. უფრო მომიახლოვდა და თვალებში მომაცქერდა. ცრემლები შემიშრო მან.
-არ გინდა ლუკა! -ვუთხარი როცა ჩემი ტუჩებისკენ წამოიწია.
-რატომ ნინა?! -თქვა და ისევ ტახტზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით.
-სხვისი ცოლი ვხდები! -ნაღვლიანად მივმართე და ბეჭედზე თვალით ვანიშნე.
მან კი უცბად თითიდან გამომაძრო ბეჭედი და მიმართულების განუსაზღვრელად ისროლა
-რას აკეთებ?! -დავუყვირე მას.
-იმას რომ ვერ დავუშვებ შენ ასე უბრალოდ დაგკარგო.. -დაიყვირა მანაც.
-დარჩენილიყავი მაშინ! -უფრო და უფრო ავუწიე ხმას.
-ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ნინა! -ჩვენი ლაპარაკი კამათში უფრო გადადიოდა. მაგრამ ამ კამათის გამწვავება ნამდვილად არ მინდოდა. პირიქით.. ყველაფერს ვამჯობინებდი აკოსთვის თანხმობა არ განმეცხადებინა და ამ ლაპარაკისთვის თავი ამერიდებინა. მინდოდა უბრალოდ ლუკას ჩავხუტებოდი და მთელი წარსული ისე დამევიწყებინა თითქოს არც არაფერი მომხდარა!..
-ნინა მისმინე! -ხელი ხელზე მომკიდა. -ჩვენ შეგვიძლია...
-ჩვენ შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ! -სწრაფად შევაწყვეტინე -კარგი მეგობრები! -დავამატე ბოლოს
-რაა?! -სუსტი ხმით შეიცხადა მან.
-ასე აჯობებს ლუკა! -გამამხნევებლად მივმართე და თითქოს ამით ყველა პრობლემა გადავჭერი. ეს ხომ ყველაზე სულელური ფრაზაა რომელსაც ყოველი შეყვარებული წყვილიდან ერთ-ერთი მაინც ამბობს და ამით შორდება მშვიდობიანად.
-მეგობრები?! -უკვირდა მესხს.
-ჰოო მეგობრები. -ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწრაფად მეპასუხა.
-კარგი.. როგორც გინდა. -სუსტი და ყალბი ღიმილით მიპასუხა და ფეხზე ადგა.
-მიდიხარ?! -დავუძახე მას.
-კი მივდივარ.. -თქვა და კარისკენ წავიდა.
-მაშინ... -თავს ვერ ვაბამდი სიტყვებს -მაშინ კარგად ლუკა! -თბილი ტონი გამოვიყენე
კარი გააღო და ზღურბლს გადააბიჯა. მე კი კართან დავდექი და გული ამიჩქარდა იმის მოლოდინში რომ ის წავიდოდა და ბოლო შანსიც სამუდამოდ დაიკარგებოდა.
-ერთ რამეს ბოლოჯერ გეტყვი და მართლა წავალ!.. -მითხრა და კარის სახელურს ხელი ჩასჭიდა
-გისმენ! -ყველანაირად ვეცადე სითბო გამომეხატა
-მიუხედავად იმისა რომ შენ სხვაზე თხოვდები, თანაც ჩემს მოსისხლე მტერზე.. მე ასეც მიყვარხარ! და სულ მეყვარები! -როცა ყურში ეს ორი ფრაზა ჩამესმა ცუდად გავხდი. თვალები ამეწვა ცრემლების შეკავების მცდელობისაგან.
-დროებით ნინა! -თქვა და კარი თავადვე გაიხურა.
სწრაფად მივეყრდენი მიხურულ კარებს, რომლის მიღმაც ლუკა იდგა. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. მინდოდა ენერგიისგან დავცლილიყავი მთელი გულით ამეტირა. ჩავსრიალდი და დაბლა დავეგდე. მერე რატომღაც თავი ისე ვიგრძენი თითქოს ეს მე არ ვიყავი. საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდით. ფეხზე უსწრაფესად წამოვდექი და კარის სახელური კინაღამ მოვტეხე იმდენად სწრაფად გამოვაღე.
-და მეგობრებზე მეტი?! -გავძახე ჩემს ეზოში მიმავალ მესხს.
-რა?! -არც შემოტრიალებულა ისე მკითხა.
-მეგობრებზე მეტი რომ ვიყოთ... -მტკიცედ ვლაპარაკობდი და არც ვნანობდი ჩემს ქმედებას. თითოეული სიტყვაც კი არ მინანია.. მისკენ ბავშვივით გავიქეცი და მის ზურგს უკან დავდექი. არც კი ვიცოდი ამ ყველაფერს როგორ ვაკეთებდი.. არადა მეგონა მთელი ენერგია მოსწყდა ჩემს სხეულს. მესხმა მხარს ქვემოდან გადმომხედა და ფრთხილად შემობრუნდა ჩემკენ.
-ლუკა! -თვალებში შევცქეროდი მას..
-ნინა! -ხმადაბლა წარმოთქვა და მთელი სხეულით მომეკრო. ის სითბო ვიგრძენი მისგან რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არავისგან მიგრძვნია! ვეხუტებოდი და არ ვშორდებოდი! არც შემეძლო რომ მოვშორებოდი. როგორც იქნა დადგა ეს დღე.. ლუკას სიყვარულით მოცული მზერა ისევ დავინახე! მის სურნელს ვგრძნობდი და უბრალოდ ვდნებოდი!
ლუკა
მთელი სხეულით ვეყრდნობოდი და ხელსაც არ ვუშვებდი. ისიც არ მაძლევდა ამის საშუალებას და მყარად მეხუტებოდა. ანდაც რატომ უნდა მოვშორებოდით ერთმანეთს?! ისედაც ხომ ძლივს დადგა ეს ნანატრი წუთები..
-აღარასოდეს მიგატოვებ! -ვუთხარი და კიდევ უფრო მივეკარი.
-დამპირდი! -ხელზე ხელი მომიჭირა.
-გპირდები! -მტკიცედ ვუთხარი ნინას.
-ძალიან მენატრებოდი..
-მეც რომ ვერ გავძელი შენს გარეშე იმიტომ წამოვედი. თანაც..
-კარგი კარგი ვხვდები! -სწრაფად გამაჩერა.
-ხომ მაპატიე?! -იმედიანად ვკითხე
-ყველანაირად! -ისე თქვა თითქოს თავის ნათქვამში ასი პროცენტით დარწმუნებული იყო
-ცოლადაც ხომ გამომყვები?! -მის თვალებს დაჟინებით მივაცქერდი.
-აუცილებლად! -თბილად მიპასუხა.
-იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?!
-მეშინია! -ფრთხილად ამომხედა და მისი შეშინებული თვალები რომ შევნიშნე თითქოს მთელ სხეულში სისხლი გამეყინა
-რისი ჩემო ანგელოზო?!
-დვალის! -თავი დახარა ნინამ.
-მისმინე! -მტკიცედ მივმართე მას -სანამ მე ცოცხალი ვარ შენ უსაფრთხოდ ხარ. მერწმუნე არასოდეს არაფერი გემუქრება როცა მე შენს გვერდით ვარ!
-მადლობა ლუკა! -კარგა ხანს ვუყურე შემდეგ ხელი ხელზე მოვკიდე, სახლში შევედით და ტახტზე დავსხედით.
-დვალზე რა უნდა ქნა?! -მოულოდნელად წამოვჭერი თემა და თითქოს მკაცრად ვკითხე.
მაშინვე ფეხზე წამოდგა და ფურცელზე რაღაც სწრაფად დაწერა. კონვერტში ჩემს ნასროლ ბეჭედთან ერთად ჩადო, რომელიც მაგიდასთან დავარდნილიყო.
-რას აკეთებ?! -ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი მისი ასეთი ქმედებებით.
-აი ამას.. -კონვერტი გამომიწოდა. -ხვალ დილით აკოს სახლთან დავტოვებთ. -კონვერტზე ეწერა "ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით! მაპატიე!"
-და პატიებას რატომ სთხოვ ნინა?! -ვუსაყვედურე.
-თავაზიანობის გამო.. -ჩაეცინა მას.
-და პირდაპირ რატომ არ მიხვალ და რატომ არ დაელაპარაკები?!
-არ მინდა ლუკა მას ამ თემაზე ველაპარაკო. უბრალოდ ამ 4 სიტყვითაც ყველაფერი გასაგებია ჩემი აზრით.. თანაც უკვე გაიგებდა შენი ჩამოსვლის ამბავს. ამით ისედაც ყველაფერი ნათელია.. ამიტომ აღარაა საჭირო პირისპირ საუბარი.
-რისი გეშინია ნინა?! -გვერდით მოვისვი და დაჟინებით ვკითხე
-არაფრის ლუკა. უბრალოდ მინდა მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საქმე.. -წაიბუზღუნა მან და თავი მხარზე დამადო.
-მაგიჟებ! -ჩემდაუნებურად ჩამეღიმა მის ქცევებზე.
-მიყვარხარ ლუკა.. -თბილად მომმართა მან.
-როგორი საყვარელი ხარ... მეც მიყვარხარ! -ცალი მხრით ჩავეხუტე.
ღამე მასთან დავრჩი. დილით კი 8 საათზე მანქანა დავქოქეთ და აკო დვალის სახლისკენ გავემართეთ.
ცოტა მოშორებით გავაჩერე და ეზოში ჩუმად შევედით.
კართან მიირბინა ნინამ და წერილი ზღურბლთან დადო.
-ახლავე მივალ. კარზე დავაკაკუნებ და პირისპირ დაველაპარაკები! -ვთქვი როცა ეზოდან გამოსვლა დავაპირეთ.
-არა გთხოვ! -სწრაფად შემაჩერა მან. -უბრალოდ წავიდეთ!... -თითქოს მემუდარებოდა.
-კარგი წავიდეთ ოღონდ დამპირდი რომ თუ რამე მოხდება აუცილებლად მეტყვი..
-გპირდები! -თქვა და უცბად მაკოცა. ამის შემდეგ ვატოს და ანის სახლისკენ წავედით.. თან მანქანაში წამიც არ გასულა ისე რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვეთქვას. რაც მთელი 6 თვის განმავლობაში არ გვილაპარაკია ახლა ვისაუბრეთ!
ნინა
-ნინა! -თვალები აუცრემლიანდა ანის როცა კარი გააღო და დაინახა რომ ლუკას ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული
-გეღირსათ?! -თქვა ვატომ და გადაგვეხვია.
-ჰო ძმაო.. ვილაპარაკეთ და შევრიგდით! -შუბლზე მაკოცა ლუკამ.
-მშვენიერია.. -ღიმილით თქვა მან.
-ცოლადაც კი მომყავს! -ლუკას ხმაში აშკარად იგრძნობოდა რომ უზომოდ ბედნიერი იყო.
-რაა? როდის? -გაიკვირვა ანიმ.
-ერთ კვირაში! -სწრაფად უპასუხა ლუკამ. ამ პასუხმა კი ძალიან გამაკვირვა რადგან ამ თემაზე სერიოზულად არც კი გვილაპარაკია.. თარიღის დანიშვნაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი
-ღმერთო ჩემო რა მაგარია! -სიხარულით აღსავსე ანი ჩამეხუტა.
-ასე მალე?! -ვატო ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ჩვენს ნათქვამს.
-სულაც არაა ადრე.. ვფიქრობ აქამდეც უნდა გვექორწინა. ისედაც ამდენი დრო დავკარგეთ..
-დარჩენილიყავი და ახლა უკვე ცოლ-ქმარნი ვიქნებოდით! -სიცილით გადავუჭერი სიტყვა
-დაა დვალი? -უკვე იმდენ შეკითხვას სვამდა ანი რომ სახეზე გაურკვევლობა ეტყობოდა
-რა დვალი! -გაბრაზება შეერია ლუკას ხმაში
-რას აპირებთ..
-ჩათვალეთ მოგვარებულია! -მტკიცედ და გვერდული ღიმილით თქვა.
-ლუკა მისმინე.. -მის გვერდით ჩამოჯდა და მისკენ წაიწია. ყურში ხმადაბლა უთხრა მაგრამ მაინც ყველაფერი გავიგეთ. -მაგასთან ასე ადვილად არ მოგვარდება. კარგად იცნობ და ხო იცი ისე არ გაჩერდება! ფრთხილად იყავი ძმაო..
-ვიცი ვიცი.. ნუ ღელავ არაფერი მოხდება. თუ არადა აქ არ ვართ მე და შენ?! -სიცილით თქვა მაგრამ ვფიქრობ ზედმეტად დარწმუნებული იყო და ამან შემაშინა.
-მეჯვარეები?!
-ჩემი მეჯვარე ანი იქნება და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ლუკა ვატოს მეჯვარე იყო მაშინ ვატო ვერ იქნება ლუკას მეჯვარე.. -სწრაფად ჩამოვაყალიბე და მესხს გავხედე.
-ბექა! -წამოიძახა მან. -ბექა იქნება ჩემი მეჯვარე..
-თავის ქორწილში სხვათაშორის ნაწყენი იყო შენ რომ არ ჩამოხვედი.. -ფრთხილად თქვა ვატომ.
-დღეს ვიყავი მისული. მასაც ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და სულ დაავიწყდა წყენა.. -გახარებით თქვა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
-დარბაზი ის იქნება რომელსაც ნინა შეარჩევს.. კაბაზე ანი და ნინა წავლენ. ჩვენ კი დანარჩენ საქმეებს მოვაგვარებთ!..
-დამერწმუნე.. ეს იქნება ქორწილი რომლის მსგავსიც ამ ქალაქში არ ყოფილა! -მტკიცედ თქვა ვატომ და ლუკას გადაეხვია.
-დარწმუნებული ვარ!
მეორე დღეს დედაჩემის სახლში გავიარეთ.. ლუკა მისთვის უნდა გამეცნო. ნუ რათქმაუნდა იცნობდა როგორც ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ ბიჭს, მაგრამ არ იცნობდა როგორც ჩემს საქმროს.
-ნინა შვილო როგორ მომენატრე! -კარის გაღებისთანავე თბილად შემომეგება ნანა და ცოტაარიყოს გაუკვირდა ჩემს გვერდით მდგარი ადამიანი რომ შეათვალიერა.
-გამარჯობა ქალბატონო ნანა! -თავაზიანად მიმართა ლუკამ
-შემოდით.. -ყველანაირად ცდილობდა დედაჩემი გაოცება დაემალა. მისაღებში მორიდებულად დავსხედით მე და მესხი ერთმანეთის გვერდიგვერდ
-რატომ არ გამაფრთხილე მოსვლას რომ აპირებდი? უფრო კარგად მოვემზადებოდი.. -დამწუხრებული სახე მიიღო მან და მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა დაგვიდო.
-არ იყო საჭირო დეე... ესეც საკმარისია! -ნაზად გავუღიმე
-გამაცანი შვილო! უხერხულია... -რამოდენიმე წამიანი უხერხული სიტუაციის შემდეგ თემა წამოჭრა დედამ..
-ეს ლუკა მესხია. -ფრთხილად დავიწყე -ჩემი საქმრო.. -ფრთხილად და იმედიანადვე დავამთავრე ჩემი სათქმელი. როცა მას ისე მოვიხსენიებდი, როგორც საქმროს მაჟრიალებდა. გაბედულად ვერ ვამბობდი მაგრამ ვცდილობდი სიხარული არ დამემალა. გული მიჩქარდებოდა ამ სიტყვის ხსენებაზე.. და საერთოდ ლუკას დანახვაზე..
-საქმრო?! -დედაჩემის გაფართოებული და გაოცებული თვალები შევნიშნე.
-ხო დედა.. დიდი ხანია ვიცნობ უკვე და ერთმანეთი გვიყვარს.. 6 დღეში ქორწილი გვაქვს..
-მერე ახლა უნდა მეუბნებოდე ამას?! -მისაყვედურა მან. -წარმოდგენაც კი არ მქონდა..
-ჩვენც გუშინწინ გადავწყვიტეთ.. -თბილად თქვა ლუკამ.
-ასე მგონია საერთოდ აღარ გიცნობ ნინა.. -სახე მოეღუშა დედას -შენ რომ ჩემთან აღარ ცხოვრობ ამის ბრალია.. აღარაფერი ვიცი შენს ცხოვრებაზე.
-არაუშავს დეე.. ხომ იცი ცუდს არაფერს გავაკეთებ -გავამხნევე ის.
-ამიტომაც მიყვარხარ.. -ხელი ხელზე მომკიდა.
-ჩემს ქორწილში რათქმაუნდა მოხვალ ხომ ასეა?! -იმედიანად ვკითხე მას.
-აბა რას ვიზამ... რას საქმიანობთ ლუკა?! -მიმართა მას. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცოდა ამ კითხვაზე პასუხი. ალბათ უნდოდა ჭორების დონეზე კი არა პირადად გაეცნო ის.
-ბიზნესი.. მე და მამაჩემი ერთად გვაქვს წამოწყებული..
-მშვენიერია. ისე ვწუხვარ დედაშენის გამო.. ასე თუ ისე ვიცოდი მასზე და მეწყინა ეს ამბავი რომ გავიგე.
-მადლობა ქალბატონო ნანა...
-მოკლედ იმედი მაქვს ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არაა და ნამდვილად იცით რომ დაქორწინება გსურთ..
-რათქმაუნდა! -მტკიცედ დაეთანხმა ლუკა.
-ჰოდა ბედნიერებას გისურვებთ.. ჩემს გოგონას შენ განდობ და დარმწუნებული ვარ კარგად გაუფრთხილდები.. -იმედიანად თქვა.
-დედა! -არ მიყვარდა ასეთი ბანალური საუბრები და სწრაფად შევაწყვეტინე.
-როგორც იქნა მოვესწარი შენს გათხოვებას!.. -გახარებას არ მალავდა ის.
-კარგი დეე ჩვენ წავალთ..
-დარჩენილიყავით ცოტახანიც.. -თქვა როცა უკვე კარისკენ მივდიოდით.
-მოსაგვარებელი გვაქვს რაღაც საქმეები. ხომ ხვდები ქორწილს რამდენი რამ სჭირდება.
-კარგი აბა დროებით! იცოდე აუცილებლად დამირეკავ ნინა.. -გამაფრთხილა მან. -ნახვამდის ლუკა.. სასიამოვნო იყო შენი პირადად გაცნობა.
-ნახვამდის ქალბატონო ნანა! -თბილად გაუღიმა და ხელზე ნაზად აკოცა.
-მიყვარხარ დე.. -გადავეხვიე და ზღურბლს გადმოვაბიჯეთ.
ეზოს გავცდით და მანქანით ჩემს სახლში წავედით. ერთი რამ ძალიან მიკვირდა და გაუგებრობაში ვიყავი. გუშინდელიდან მოყოლებული ჩემს ტელეფონზე არცერთი ზარი არ შემოსულა აკო დვალისგან. არც სმსები. დავიჯერო საერთოდ არაფერი გაკვირვებია?! უბრალოდ იმით ვიმშვიდებ თავს რომ მასთან კონტაქტი აღარ იყო საჭირო.
დადგა ის დღე რომელსაც მთელი კვირაა ველოდი.
20 ნოემბერი.. ჩემი ქორწილის დღე! მადლობელი ვარ რომ მე და ლუკა ისევ ერთად ვართ. არ ვიცი რამდენად მზად ვარ "ცოლი"-ს წოდებისთვის მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ მესხთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება ძალიან მინდა. აკოსგან არაფერი ისმოდა. ამდენი ხნის მერე ერთხელაც კი არ უცდია ჩემთან დაკავშირება.. მაეჭვებს ეს საქმე მაგრამ თუ სულაც არ დარეკავს მოხარული ვიქნები.
მე და ანიმ უკვე შევარჩიეთ საქორწინო კაბა.. ამჯერად ცხოვრებაში პირველად უბრალოებაზე უარი ვთქვი და ძვირფასი კაბა შევარჩიე. ყველას უკვირდა ეს და მათ შორის მეც.
სტუმრებიც დავპატიჟე. თანამშრომლები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები..
ყველანაირად ვცდილობ თავი უკეთ დავარწმუნო რომ ეს ყველაფერი ნაადრევი გადაწყვეტილება არაა.. ყველას უკვირდა ცოლად მესხს რომ მივყვებოდი რადგან აქამდე ნორმალურად არც არავინ იცოდა ერთად რომ ვიყავით. თან ყველაფერი ერთად დატრიალდა. გაკვირვებული სახეებით გვაშტერდებოდნენ ქუჩაში რადგან იცოდნენ დვალზე რომ ვაპირებდი დაქორწინებას. ეს გამომეტყველებები იმდენად მეზიზღებოდა უკვე რომ გარეთ გასვლა აღარ მინდოდა.
მართალია არავის ზიზღით მოცული თვალები არ დამინახავს მაგრამ გასაბრაზებლად გაკვირვებული მზერაც კი საკმარისი იყო ჩემთვის.
ჩემი ახლობლებიდან ყველა ძალიან გახარებული იყო. ვატოც და ანიც დიდ მზადებაში იყვნენ. ვამაყობ ლუკას მეგობრებით.. ყველა ასე ერთგულად რომ უდგას მხარში.
-ნინაა აბა რასშვებით?! -სწრაფად ვუპასუხე ტელეფონს როცა ახალგაზრდა გოგო მაკიაჟს მიკეთებდა.
-ვემზადებით თქვენ?! -თბილად ვუპასუხე ლუკას.
-ჩვენც.. რამე ხომ არ გჭირდება?! ხომ არ გინდა შემოვიარო..
-პატარძლის ნახვა ქორწილამდე არ შეიძლება! -ხმამაღლა თქვა ანიმ რომ ლუკას კარგად გაეგო.
-კარგი კარგი!.. -ჩაეცინა მას. -4 ზე გამოვივლით და აბა თქვენ იცით! -ტონზევე ეტყობოდა მესხს რომ უზომო ბედნიერებას გრძნობდა.
-კარგი შევეცდებით 4 მდე მზად ვიყოთ. მიყვარხარ! -თბილად მივმართე მას.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე! -მისი ასეთი ლაპარაკი ძალიან მახარებდა.. -ანგელოზო! -დაამატა ბოლოს.
-რა ლამაზი ხარ ნინა! -მომმართა ჩემს გვერდით მდგარმა დედამ, რომელიც ბედნიერად შემომცქეროდა.
-მადლობა დეე.. -ვუთხარი მას და მის თვალზე ცრემლი შევნიშნე.
-არა არა! დღეს ცრემლები არ გვინდა.. უბედნიერესი დღეა -შესძახა ანიმ.
-ვნერვიულობ.. -ვთქვი და შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა.
-რა განერვიულებს?! -მისაყვედურა ანიმ.
-რავიცი.. კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ხომ იცი პატარძლისთვის როგორი რთული მოსამზადებელია ეს დღე..
-ვიცი უკვე გამოცდილი მაქვს.. -ეშმაკურად ჩაიღიმა მან.
-ისე როგორ მიხარია შენ რომ დამთანხმდი მეჯვარეობაზე.. -ვთქვი და თვალები ისევ დავხუჭე რომ სტილისტისთვის ხელი არ შემეშალა
-და დარწმუნებული ხარ რომ გინდა შენი მეჯვარე 8 თვის ფეხმძიმე იყოს?! -დაჟინებით მკითხა მან.
-რათქმაუნდა. -მტკიცედ ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
-მამიდაშენიც დაპატიჟე ხო?! -ცალი წარბის აწევით მკითხა ნანამ.
-კიი დავპატიჟე დეე.. მართალია არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან მაგრამ ბოლოსდაბოლოს მამიდაა და მე მისი ძმიშვილი ვარ...
-იმედია ამ დღის მერე მაინც მოვა გონს და მიხვდება რომ ჩვენ ცუდად განწყობილნი არ ვართ მის მიმართ. -ჩაფიქრებულმა თქვა.
-კარგი ნუ ღელავ დედა -დავამშვიდე ის.
მამიდაჩემი თეა ჩოხელი უკვე 1 წელია რაც არ გვინახავს. სიმართლე რომ ვთქვა არც აქამდე ვნახულობდით ხშირად. თანაც ეს მისი ბრალია. ბოლოს სისულელეზე შევკამათდით. როგორც ჩანს დიდ ხანს უნდოდა იმის თქმა რომ მამაჩემი ჩვენს გამო გარდაიცვალა და თქვა კიდეც.. იმასაც არ ითვალისწინებს რომ მძიმე ავარია მოხდა და მეც კი ძლივს გადავრჩი. გათხოვილი არაა, შვილებიც არ ჰყავს და სულ მარტო ცხოვრობს. ყოველთვის ყველას ეჩხუბება და იმიტომაც ვერ გათხოვდა ალბათ. მე მაინც გამოვიჩინე "სიყვარული" რომელიც მის მიმართ გამაჩნდა და მოსაწვევი გავუგზავნე. ყველანაირად ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი და მისი კეთილგანწყობა მომეპოვებინა..
თეა და ნანა თავიდანვე კამათობდნენ ხოლმე. როცა მამამ დედა ცოლად მოიყვანა იმის მერე.
ვარცხნილობაც კარგი შევარჩიე მაგრამ ამაზე გამოვაცხადე რომ სადა მინდოდა ყოფილიყო. და ასეც მოხდა. ყოველ წამს საათს ვაშტერდებოდი. ალბათ იმიტომ რომ 4 საათს ველოდი. პრინციპში.. 4 საათს კი არა ლუკა მესხს ველოდი! მოვიდა კიდეც ეს დრო და კარზე ზარი გაისმა. მეც ყველანაირად მზად ვიყავი.
გული სწრაფად მიცემდა როცა ვაცნობიერებდი რომ ერთ საათში მე და ლუკა ეკლესიაში საკურთხეველთან ვიდგებოდით ერთმანეთის გვერდიგვერდ და პირობას დავდებდით რომ მთელ ცხოვრებას ერთად გავატარებდით.. ჭირსა თუ ლხინში! ბედნიერებასა თუ უბედურებაში!
-აი ჩვენი პატარძალიც.. -ბედნიერი შემოვიდა პირველად ვატო და გადამეხვია.
-ულამაზესი ხარ ნინა! -შემომეგება ბექაც.
-მადლობა ბიჭებო! -თბილად ვუპასუხე და როგორც იქნა ლუკაც შემოვიდა.
-ჩემო ანგელოზო! -ძლიერად ჩამეხუტა მესხი.
თავს ძლივს ვიკავებდი რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.
-ლუკა! -მეც მაგრად მოვხვიე ხელები.
-როგორ მომენატრე... გახსოვს თავიდან კარგად რომ გავიცანით ერთმანეთი.. აი მაშინ რომ გითხარი ცოლად უნდა მოგიყვანო მეთქი.. -მომხიბვლელი ღიმილით საუბრობდა ის. -აი მოვიდა კიდეც ეს დღე.. ძალიან ლამაზი ხარ! -ღიმილითვე დაამთავრა.
-შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურები... -შევათვალიერე და თვალში მკვეთრად მომხვდა მისი თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი.. მხედველობიდან არ გამომრჩენია მისი შავი ბაფთა საყელოზე და ფრთხილად გავუსწორე.
-აბა წავედით?! -იკითხა გახარებულმა ანიმ
-ერთი წუთით! -თქვა ლუკამ როცა ტექსტური შეტყობინების ხმამ გაიჟღერა და ტელეფონზე დაიხედა.
ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და უბრალოდ სარკესთან ვტრიალებდი.
-რა მოხდა?! -გაკვირვება შეეტყო ვატოს
-მალე მოვალ.. -სიჩუმემ დაისადგურა როცა ლუკამ ეს თქვა.
-სად მიდიხარ?! -ვკითხე ისე თითქოს ამის უფლებას არ ვაძლევდი.
-რამოდენიმე წუთში დავბრუნდები გპირდებით.. რაღაც საქმე გამომიჩნდა და მალე მოვალ.. -ნერვიულად თქვა
-ქორწილის დღეს რა საქმეა ისეთი რომ უნდა წახვიდე?! -გაოცებას ვერც ანი მალავდა
-მართლა მალე დავბრუნდები. უბრალოდ დამელოდეთ.. -თქვა და სახლიდან სწრაფად გავიდა. მე კი თვალებგაფართოებული და თითქოს შიშნარევი გამომეტყველებით გაშეშებული ვიდექი.
ლუკა
"სასწრაფოდ ნინას სახლთან ახლოს შენობა რომაა.. იმის უკან მოდი!" -აი ამ სმსის წაკითხვის შემდეგ მაშინვე გამოვედი სახლიდან. ნომრის დანახვისას გავშრი.. შეიძლება სახელის აღმნიშვნელი არაფერი ეწერა მაგრამ ეგრევე ვიცანი ვინც იყო. ეზოში ფრთხილად, ნელა და აუჩქარებლად მივდიოდი. ძალიან მეჩქარებოდა დანიშნულ ადგილას მისვლა მაგრამ მხოლოდ იმის გამო მივაბიჯებდი ნელა რომ ნინას არ დავენახე. არ მინდოდა ცუდზე ეფიქრა და ენერვიულა.
შენობას რომ მივუახლოვდი აქეთ-იქით გავიხედე და იქაურობა ფრთხილად შევათვალიერე. შემოვუარე და მოსახვევში შევედი. რომლის ბოლოშიც ის იდგა..
მისი სახის დანახვაზე მინდოდა საყელოში ვწვდომოდი და სახეში შემეფურთხებინა. ვგრძნობდი როგორი ზიზღით სავსე მზერა მქონდა. მთელი სხეული ამიკანკალდა ისე შემომიტია სიძულვილმა. ნელი სიარულით წავედი მისკენ.. ფეხს არავითარ შემთხვევაში არ ვუჩქარებდი. არც თუ ისე ვიწრო გზა იყო. ორივე მხრიდან აგურით ნაშენები კედლებით იყო შემოღობილი. კედლების მიღმა უამრავი ხე. საბედნიეროდ შენობას უკან ფანჯრები არ ჰქონდა და ვერავინ დაინახავდა ცოტახანში იქ მომხდარ სიტუაციას. არ ვიცი რის გაკეთებას ვაპირებდი მაგრამ ყველანაირ შემთხვევაში მზა ვიყავი ნინასთან სწრაფად დავბრუნებულიყავი..
-გამარჯობა ლუკა! -სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით მოსრისა როცა მას მივუახლოვდი. ნელა შემოტრიალდა და ირონიული ღიმილით მომესალმა. მასთან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით გავჩერდი და თვალებში დაჟინებით მივაჩერდი.
-გამარჯობა აკო!... -ხმადაბლა მაგრამ გარკვევით მივმართე მას, თანაც ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
-როგორ ხარ? რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს არა?! -უკვე ზღვარს სცდებოდა ჩემი სიბრაზე როცა მის სახეზე მკვეთრად გამოიხატებოდა ირონიით მოცული ღიმილი.
-საკმაოდ დიდი ხანია.. -სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი და ღრმად ვსუნთქავდი რომ თავი შემეკავებინა.
-რას ფიქრობ რა მოხდება ახლა?! -გულს მირევდა მისი ხმა და თითოეული წამიც კი როცა ის მედგა წინ.
-ვილაპარაკებთ.. -დავასკვენი და მყარად დავდექი.
-ქორწილი გაქვს არაა?! ცოლი მოგყავს ხომ?! -ჯიბეში ხელები ჩაიწყო და მე შემომხედა
-რა გინდა დვალო! მოკლედ მითხარი! მეჩქარება.. -ვეცადე ნინაზე ლაპარაკი არ გამეგრძელებინა და ეს საუბარი ჩხუბში არ გადასულიყო. პირველრიგში ქორწილის ჩაშლა არ მინდოდა და მეორე რიგში არ მინდოდა ნინას ენერვიულა.
-რა მინდაა?! შენ როგორ ფიქრობ?! -კითხვა შემომიბრუნა მან.
-მე საიდან უნდა ვიცოდე.. ამდენი დრო არ მაქვს...
-შურისძიება ლუკა! -თქვა და თვალები გადაატრიალა.
-ეგ ხომ ისედაც ნათელია.. შენი მთავარი მიზანი ესაა...
-აა ანუ გახსოვს რა და როგორ დაიწყო არაა?! -ყალბ ღიმილს არ იშორებდა გაყინული სახიდან.
-ყველაფერი.. -მტკიცედ ვუთხარი და თავზე ხელი გადავისვი.
-ძალიან კარგი.. პირველი სიყვარული უკვე წამართვი ახლა..
-არ გინდა დვალო! -სწრაფად შევაწყვეტინე.
-არ მინდაა?! არ მინდა არა?! -დაიყვირა მან. შემდეგ ხელები სახეზე აიფარა, თითქოს ნერვული შეტევა დაეწყო
-ამაზე უბრალოდ მშვიდად ვილაპარაკებთ და ისე მოვაგვ...
-მამაჩემის სიკვდილი... -შემაწყვეტინა. აგრძელებდა ამ დიალოგს.
-აკო! -ხელის აწევით ვუბრძანე რომ გაჩერებულიყო.
-მერე ნინაც წამართვი!!! -დამიყვირა ბოლო ხმაზე -
-პატარა ბავშვი არ ვარ ასე რომ ყვირი. ტონს დაუწიე! -მკაცრად და სწრაფად ვუთხარი და კედელს მივეყუდე. ამ მომენტში სულ არ მაღელვებდა დაისვრებოდა თუ არა ეს პიჯაკი. ახლა მხოლოდ ამ საუბრის მშვიდობიანად დასრულება მინდოდა
-და მე პატარა ბავშვი ვიყავი ასე რომ მომექეცი?!
-აკო შენც კარგად იცი რომ ჩემი ბრალი არაფერია!
-შენ რას ფიქრობ ჩემი და ნინას სიყვარულზე?! -ყალბი ღიმილი ისევ სახეზე მიიხატა რამაც შესაბამისად გამაღიზიანა.
-კარგად იცი ვინც უყვარს.. და არ გვინდა ახლა ნინაზე ლაპარაკი. დღეს ბედნიერი დღეა და გთხოვ გვაცადე ამ დღის ბედნიერადვე დასრულება!
-ეს ჩემი საქმე არაა... ჩემი მოვალეობა შენი განადგურებაა ლუკა!
-მოდი ახლა უბრალოდ დაფიქრდი. ყველაფერი გაანალიზე და გააცნობიერე... აქამდე როგორ ვერ მიხვდი რომ მე არაფერ შუაში ვარ. არაფერს გიმტკიცებ და არ გთხოვ! უბრალოდ მინდა შეიგნო. სხვათაშორის ჩვენ კიდევ შევძლევდით მეგობრობის გაგრძელებას რომ არა შენი უაზრო გამოხტომები! -სწრაფად ვუთხარი მე.
-არა ჩვენ ვეღარ ვიმეგობრებდით რადგან ცხოვრება გამინადგურე. ახლა ჩემი ჯერია!
-დამშვიდდი.. -მისი შეჩერება ვცადე როცა ხელი ჯიბიდან წაიღო. ქურთუკი გვერდით გადაწია და იარაღი შევნიშნე.
-ხმას ნუ იღებ და უბრალოდ მისმინე! -იარაღი არ ამოუღია თუმცა არც ხელი მოუშორებია მისთვის.
-გისმენ.. -ჩქარა ვუპასუხე.
-როგორც კი წახვედი საქართველოდან მაშინვე გავიგე ეს ამბავი. ისიც კარგად ვიცოდი ვინ იყო შენი შეყვარებული. მაშინვე მის წინ დავჯექი და გამოველაპარაკე.. გეცოდინება ალბათ..
-კიი ვიცი! -ჩავეჭერი საუბარში.
-ნუ მაწყვეტინებ! -მიბრძანა მან. -ისიც გეცოდინება რომ შენი გამწარების მიზნით ვეცადე მისთვის თავი შემეყვარებინა! იმდენად მინდოდა შენზე შური მეძია რომ მას ცოლობაც კი ვთხოვე. და ის ბეჭედი ვაჩუქე რომელიც ადრე ჩემი პირველი სიყვარულისთვის იყო განკუთვნილი, შენ რომ წამართვი! დამთანხმდა ნინა და ორ კვირაში დაქორწინებას ვაპირებდით. არ დაგიმალავ, სიმართლეს გეტყვი.. შემიყვარდა კიდეც.. ოღონდ ნუ გეგონება რომ ეს სიყვარული იმ შურისძიების წყურვილზე დიდი იყო. უბრალოდ შევეჩვიე მას. და შენ ისიც წამართვი! -თქვა და იქვე დიდ ქვის ლოდზე ჩამოჯდა.
-კარგად იცი რომ ნინას და მე თავიდანვე გვიყვარდა ერთმანეთი. ცოლობაზე იმიტომ კი არ დაგთანხმდა რომ უყვარდი.. ჩემზე იყო გამწარებული და ვერ აცნობიერებდა რა უნდოდა და რას აკეთებდა.. ხომ ნახე. როგორც კი ჩამოვედი მაშინვე შემირიგდა.. ამიტომ საბოლოოდ დაიმახსოვრე რომ მე შენთვის არავინ და არაფერი წამირთმევია. -მაღალი ტონი გამოვიყენე რომ მისთვის რამე გამეგებინებინა
-და თავად როგორ ფიქრობ ლუკა?! -დაჟინებით მომაცქერდა და ნერვიულად ჩაიცინა. -გეგონა ეს საქმე ასე ადვილად მოგვარდებოდა და დაწყნარდებოდა?! კართან რაღაც ფურცლის ნაგლეჯის დატოვებით ფიქრობ მე არაფერს მოვიმოქმედებდი? არც იფიქრო... პირიქით ახლა დაიწყო! მგონი დღესვე დამთავრდება! დაიმახსოვრე რაც არ უნდა მოხდეს მე იმას მაინც გავაკეთებ რაც აქამდე დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. არაფრის რომ არ შემეშინდება ალბათ ეგეც ძალიან კარგად იცი.. ასე თუ ისე ვმეგობრობდით ადრე და კარგად მიცნობ!
-იცი რაა დვალო?! -კედელს უფრო მყარად მივეყრდენი და ხელები გადავაჯვარედინე. -არარაობა ხარ! არაკაცი და ლაჩარი! -ზიზღით მოცული მზერა მისკენ წარვმართე.
მაშინვე ფეხზე წამოდგა და საყელოში მწვდა. ბაფთა ძირს მოისროლა და მუშტი სახეში დამარტყა. ტუჩები ერთმანეთზე მივუს-მოვუსვი. ისეთი გემოს შეგრძნება მქონდა თითქოს ჟანგიან ლითონს ვღეჭდი!
ხელი ტუჩთან მოვისვი და სისხლი შევნიშნე რამაც ძლიერ დამთრგუნა. არ მინდოდა ნინას ამ მდგომარეობაში ვენახე. ჩავთვალე რომ ჩემი ქორწილი უკვე ჩაიშალა მაგრამ მაინც ვცდილობდი ეს კომფლიქტი მალევე დამესრულებინა რომ მასთან წავსულიყავი.
დრო გამოვიყენე და იმდენად ძლიერად დავარტყი როგორც შემეძლო. დაეცა და თავი დაარტყა. არ მინდოდა ადამიანის სიკვდილში ბრალდებული ვყოფილიყავი და დაგდებულ დვალს მივუახლოვდი. მანაც რათქმაუნდა დრო იხელთა და მუცელში ფეხი ჩამარტყა.
-გაჩერდი! -დავუღრიალე მას.
-აქამდე გეფიქრა ამაზე! -თქვა და ფეხი ისევ მომიქნია. სახეზე მძიმედ მომხვდა. უხეშად გავსრიალდი ასფალტზე რითაც ჩემი პიჯაკის უკანა მხარე გაიცრიცა.
-ეს უკვე ძალიან კარგია. ამ ფორმაში ქორწილში ვერ მიხვალ... -ჭკუიდან შეშლილივით გადაიხარხარა მან. რაც სიტუაციას უკვე ამძიმებდა.
-დაწყნარდი.. -ხელით ვცადე მისი გაჩერება მაგრამ უშედეგოდ. კინაღამ ყბა მომტეხა.. გიჟივით იყო. მეც ვერაფერს ვახერხებდი.. წამის მეასედშიც კი როცა ვცდილობდი მისთვის დამერტყა ის ხელს მიბრუნებდა.
ზუსტად ვიცოდი, მთელი ძალა რომ გამომეყენებინა ჩემდაუნებურად მოვკლავდი..
რამოდენიმე წამში ერთმანეთის პირისპირ დაახლოებით 4 მეტრის დაშორებით ვიდექით. ჯიბეს ხელი სტაცა და შავი იარაღი სწრაფად ამოიღო...
ადგილზევე გავშეშდი და სუნთქვა შემეკრა.
ხელში ეჭირა და ატრიალებდა... ხან წინა მხრიდან შეატრიალა და ხან უკნიდან. დატენა და ჩემკენ მომართა.. უკვე სერიოზულად მეშინოდა იმის რაც აქ მოხდებოდა. ვფიქრობ რასაც ის აპირებდა გარდაუვალი იყო რადგან ჩემი მშველელი ირგვლივ არავინ ჩანდა.
-იცი ახლა რა მოხდება?! -კბილებში გამოსცრა დვალმა
-შენ რა აპირებ მესროლო? -შოკიდან ვერ გამოვდიოდი და წამებს ვითვლიდი.
-რათქმაუნდა.. -წარბი მაღლა აზიდა.
-და ჯოჯოხეთში რომ მოხვდები?! -რიტორიკული შეკითხვა დავუსვი თანაც ისე რომ ვიცოდი ამას აზრი არ ჰქონდა.
-ფაქტია... -ისეთი ტონიც მითხრა თითქოს ეს ისედაც აშკარა იყო.
-გთხოვ დაწყნარდი! -ჩემი ხმა შიშით იყო სავსე. არ მეგონა ოდესმე ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი. როცა მან ადრე დამჭრა ეს განზრახული არ ჰქონდა. ამიტომაც გადავრჩი. და ახლა?! ყველანაირად განსაზღვრული აქვს რა და როგორ უნდა ქნას. ამიტომ ყველაზე ცუდის მოლოდინში ვდგავარ ადამიანის პირდაპირ რომელსაც ჩემი მოკვლა ასე ძალიან უნდა...
-დაწყებულ საქმეს რომ აუცილებლად დავამთავრებ ეს ხომ ძალიან კარგად იცი! -ყალბი და გაყინული ღიმილი ყურებამდე გაეხა.
-გიღირს ეს?! -ვკითხე აკანკალებული ხმით.
-აშკარაა... -დაასკვნა მან.
-რად.. -ჩავაცივდი მას და ვეცადე ფსიქოლოგიურად მივდგომოდი. მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-შენს სიკვდილად! -სწრაფად მიპასუხა და თითი სასხლეტს მყარად მიადო. მძიმედ ჩავისუნთქე და ნერვიულად ხელი შუბლზე მოვისვი.
-როგორც გინდა! -როცა მივხვდი რომ ფსიქოლოგიურ მიმართებაში სპეციალისტი არ ვიყავი დავნებდი და დაველოდე მის საბოლოო ქმედებას რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი.
უცბად სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგე. ფრთხილად მივიხედე უკან და მოსახვევში შემოსულნი ვატო და ბექა დავინახე.
შიშმა უფრო შემიპყრო. მაგრამ გადარჩენის იმედი მაინც მომეცა.
ჩვენკენ გამოიქცნენ მაგრამ რატომ არ ვიცი.. რის გაკეთებას აპირებდნენ?! სიტუაციას მაინც ვერ გამოასწორებდნენ რადგან რაც მოსახდენი იყო აუცილებლად მოხდებოდა.
წამის მეასედში დვალისკენ შემობრუნება ვცადე და უცებ ჩემს სხეულში რაღაც ცივმა გაიარა.. თუმცა არ გაუვლია.. იქვე დარჩა! გულში. ვერ ვიგებდი სიცივეს ვყავდი შეპყრობილი თუ სიცხეს. გულში რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი რომელმაც სისხლის მიმოქცევა შემიწყვიტა. ნელნელა მთელ სხეულში ძალას ვკარგავდი. თითქოს ყველაფერს ენერგია სწყდებოდა. სული მეხუთებოდა და თვალები მეხუჭებოდა. ყველანაირად ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი და თუნდაც ბოლოჯერ მაინც ნინა დამენახა, ოღონდ არა ამ მდგომარეობაში!
საფეთქლის წილებიც ტკივილმა შეიპყრო.. ვეღარ ვიგებდი გონებას ვკარგავდი თუ არა. უბრალოდ დიდ სისუსტეს ვგრძნობდი. ეს ყველაფერი რამოდენიმე წამში მოხდა თუმცა ჩემთვის საუკუნესავით გაიწელა. მეგონა ამ წამებში ჩავრჩი და ვეღარ ვაღწევდი იქიდან. თავსაც ვერ ვატრიალებდი რომ ჩემკენ წამოსული ძმაკაცები დამენახა.
უემოციო გამომეტყველებით მივაცქერდი დვალს, რომელსაც იარაღი ხელიდან გაეშვა. იარაღთან ერთად დაეცა ჩემი სხეულიც. თვალები დამივიწროვდა. ვცდილობდი არ დამეხუჭა მაგრამ უშედეგოდ..
ხმასაც ვერ ვიღებდი. არ შემეძლო! ანდაც რომ შემძლებოდა რა უნდა მეთქვა?! შველას ვითხოვდი თუ დახმარებას?!
ისიც არ ვიცოდი როგორ გაიგეს ბექამ და ვატომ ჩემი ადგილსამყოფელი. მერე გამახსენდა რომ ტელეფონი სახლში დამრჩა და სავარაუდოდ დვალისგან მოსული სმს წაიკითხეს. მერე მათ სახლში რაღა გააჩერებდათ?!
ნინა
ბექას და ვატოს უკან ჩუმად გავყევით მე და ანი როცა ისინი სახლიდან გამოვიდნენ. კაბა იმდენად გრძელი იყო რომ სიარულში ხელს მიშლიდა. რამოდენიმეჯერ ფეხიც წამოვკარი მაგრამ წონასწორობას ვინარჩუნებდი. წაქცევა არ შემეძლო რადგან რაც იქ დამხვდებოდა იმ მოლოდინის მეშინოდა.
როგორც იქნა მოსახვევამდე ძლივს მივაღწიეთ. ფრთხილად გავიხედე ორ კედელს შუა და აკოს წინ დაგდებული სხეული თვალში ცუდად მომხვდა. შიშმა ამიტანა... ისიც დავინახე როგორ სწვდა ბექა დვალს. ვატო კი სხეულს ნერვიულად დასცქეროდა.
სანამ იმ კონკრეტულ ადგილამდე მივედი იმაზე ცუდად გავხდი ვიდრე იქ გავხდებოდი.
-ლუკა! -ბოლო ხმაზე აღმომხდა..
საქორწილო კაბაში ჩაცმული მისკენ გავემართე და მის სხეულთან მუხლებზე დაჩოქილი დავდექი
-ლუკა! -თეთრ პერანგს შევეხე რომელიც მარცხენა მხარეს სისხლით იყო გავსებული..
-სასწრაფო გამოძახებულია.. -ნერვიულად თქვა ვატომ და ლუკას გონზე მოყვანას ცდილობდა. მართალია გონზე იყო მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამას?!
-ნ.. ნინა!... -ლუკას ჩახლეჩილმა და დამძიმებულმა ხმამ დამთრგუნა. ცდილობდა გაღიმებოდა.. თვალებში ძლივს შემომცქეროდა და ცრემლები მოსდიოდა.. ეს უფრო და უფრო ცუდად მხდიდა. იმაზე მეტად ვიდრე ის იყო.
-არ დამტოვო რა ლუკა! -განწირული ხმით ვთქვი და გავიგონე პატრულის მანქანის ხმა. რომელსაც უკვე აღარაფრის აზრი არ ჰქონდა. დვალს ბექა იჭერდა მაგრამ ის არც ცდილობდა გაქცევას. გაშეშებული, უძრავად იდგა ერთ ადგილას და ჩვენ მოგვჩერებოდა.
ლუკას სხეულზე ჩემი ცრემლები ეცემოდა. ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა და მძიმედ ჩაისუნთქა.
-მეორედ მტოვებ ლუკა?! -დავუყვირე მას. როცა მის სახელს ვახსენებდი და მის თვალებს ვხედავდი გული მეკუმშემობდა.
-ლუკა ძალიან მიყვარხარ. გთხოვ ჩემთან დარჩი.. სასწრაფო მალე მოვა და აი ნახავ გადაგარჩენენ! შენ ჩემთან უნდა იყო. ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ დღეს ქორწილი გვაქვს?! საკურთხეველთან რომ ფიცი უნდა დაგვედო ისიც დაგავიწყდა?! სიკვდილს აპირებ?! ასე უბრალოდ?!!! ხომ მითხარი აღარასოდეს მიგატოვებო?! ხომ შემპირდი?! იმასაც ხომ დამპირდი რომ შენი სიცოცხლი ბოლომდე აღარაფერი მემუქრებოდა? ეხლა რაღა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?! და ასე აპირებ პირობის დარღვევას არა?! ხვალ ხომ მე შენი ცოლი უნდა მერქვას შენ კი ჩემი ქმარი.. უბრალოდ თვალები არ დახუჭო და ფხიზლად იყავი.. სასწრაფოც ძალიან მალე მოვა და შენც კარგად იქნები! -მტკიცედ და სწრაფად ველაპარაკებოდი და თან თვალებს ვისრესდი. სიმწრის ცრემლებს ვიშრობდი. -ჩვენი ბავშვი ლუკა?! იცი რომ ფეხმძიმედ ვარ?! არ იცი.. მეც გუშინ გავიგე და დღეს, ქორწილში ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამას?! ასე უბრალოდ გვტოვებ მე და ჩემს შვილს?! ახლა ხომ იცი.. ჰოდა დარჩი ჩვენთან და მოგვიფრთხილდი! -შეიძლება ფეხმძიმე ვიყავი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ მუცელი ძალიან მალე მომეშლებოდა.
-ძალიან მიყვარხარ ნინა! -სუსტი ხმით წარმოთქვა და თვალები დახუჭა. დახუჭა საბოლოოდ!
-ლუკა! -ჩემი ყვირილი აღარაფერს ცვლიდა რადგან მე მისი ნათქვამი "მიყვარხარ!" ყურში ბოლოჯერ ჩამესმა..
შიში! ტყუილი! სიყვარული! -აი რისი მეშინოდა მე...
-ძალიან მიყვარხარ ნინა! -სუსტი ხმით ვუთხარი და თვალები საბოლოოდ დავხუჭე. აღარც გული მიცემდა და ვეღარც ვსუნთქავდი.. სასწრაფოს მანქანის ხმაც არაფერს ცვლიდა რადგან მე უკვე გარდავიცვალე.
"ჩემო ნინა! ჩემო ანგელოზო! ჩემო სიცოცხლე, ულამაზესო!!! ჩემი შვილის დედავ.. შეიძლება გემშვიდობები მაგრამ შენ ნუ იღელვებ! უბრალოდ ცხოვრება განაგრძე და იყავი ბედნიერი ჩვენს შვილთან ერთად. ეს ალბათ ოდესმე უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. არაფრის შეგეშინდეს.. შეიძლება ჩემი ლაპარაკი არ გესმის და უბრალოდ ჩემს მკვდარ სხეულს ხედავ მაგრამ მე მთელი გულით მოგმართავ და ყველა ჩემი სიტყვა მუდამ გეცოდინება! პატიებას გთხოვ! დიდ ბოდიშს გიხდი.. თავი ასე ძალიან რომ შეგაყვარე და მერე ასე უბრალოდ დაგტოვე.. მეორედ გტოვებ მაგრამ ახლა სამუდამოდ. ვიცი ვეღარასოდეს დაინახავ ჩემს სახეს მაგრამ მუდამ გემახსოვრება.. ყოველთვის.. სადაც არ უნდა იყო! სიმართლეს ვიტყვი.. კარგია რომ ვერ მოვასწარით დაქორწინება რადგან არ მინდა ჩემს გამო დაქვრივდე! შეიძლება მე არ მეღირსა ბედნიერება მაგრამ შენ ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი უნდა იყო! არ მინდოდა ასე მომხდარიყო მაგრამ ყველაფერი კარგად ხომ არ მთავრდება არა?! გახსოვს ადრე გითხარი ჩვენ მაგარი წყვილი ვიქნებით მეთქი. ასეც იყო და ასეც გაგრძელდება სამუდამოდ! გინდ ვიყო ცოცხალი და გინდ არა. ფიზიკურად ცალცალკე მაგრამ სულიერად ერთად ვიცხოვრებთ. ზემოდან დაგყურებ ხოლმე და იქიდან გეტყვი რომ მიყვარხარ. თუმცა ეს არცაა საჭირო შენ ხომ ეს ისედაც ძალიან კარაგად იცი. გახსოვს რომ გიღალატე?! იმაზეც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო... შეიძლება შენგან შორს ვიყო, ძალიან შორს! სულ სხვაგან.. სხვა სამყაროში, მაგრამ მე ასეც მიყვარხარ!"
დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ! !
ავტორი: ნანიკო!
მ თ ვ ა რ ე ზ ე მ ო ხ ე ტ ი ა ლ ე!



№1 სტუმარი Guest Eka

აუუ მეწყინა,ასე ცუდად რატო დაამთავრეე :'(

 


№2  offline წევრი japara

Rato gamikete eeeesssss???? >_< >:O

 


№3 სტუმარი lile

Blaaa ratooooo? kargi raa asee cudat rato daasrulee dzalian ar monewona dasasruliii

 


№4  offline წევრი japara

სინამდვილეში ამდენი რატო იმის ნიშანია რო ძაან კარგად იყო ემოციები გადმოცემული და ამასთან პერსონაჟებიც შეგვაყვარე და მაგათი ისტორიაც. ბრავო!

 


№5  offline წევრი snoopy

ამეტირა... >_<

 


№6 სტუმარი Ups

Gavbrazdi da vitre bevri

 


№7 სტუმარი skira

am istorias ar mouxdeboda "happy and" da arc movelodi dzalian banaluri ikneboda sxvagvarad ro dagesrulebina ubralod ar megona tu amdens vitirebdi albat arasodes damavickdeba tu rogori shtabechdileba damitove da kvelaze magari esaa araushavs mere ra moxda kvela istoria "happy and" ver ikneba❤️❤️❤️❤️ me asec mikvarxar

 


ყველაფერი კარგად არ მთავრდება!

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან კარგი დასარული იყო. მე მივესალმები უარყოფით დასასრულს თუ ეს ისტორიას უფრო მეტ ხიბლს მისცემს. თვითონ ისტორია ძალიან კარგი იო. გელოდები შემდეგი ისტორიით. და ამ საიტზე წავიკითხე ერტი ფრაზა და ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაშI მემახსოვრება ამ დასასრულზე გამახსენდა
ყველაფერი რაც დასასრულისთვისაა განწირული მშვენიერია. მოდი დავტბეთ ცხოვრებით!!! ლუკას მაგივრადაც. ძაან მიყვარხარ!!! წარმატებები!!!

 


№10 სტუმარი kusa13

auu raa ras amatire amxela gogo haa :'( metqi exla mova saswrafotqo da gadaarchens ... kargia cudi dasasruli xibls adzlevs magram amati shexedvare romeli cudi dasasruli mogewoneba dzalian mewyina dzalian :'( shen rac shegexeba dzalian kargad wer da velodebi shemdeg arachveulebriv istorias romelic kargad dasruldeba <3 :( <3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent