ცანკარაშვილის პირადი ნარკოტიკი (დასასრული)
1 თვე გავიდა. 1 თვე უიმისოდ უმესიჯოდ უმოკითხვოდ არცერთი როგორ ხარ ჩამოდი რა, ჩაგეხუტები და წავალ სად წავიდეთ მომენატრე მიყვარხარ მეც. ხო არაფერი, საერთოდ არაფერი არ ყოფილა თითქოს. იცოდა და ვიცოდი,რომ ვერ ვაპატიებდი. იცოდა რომ ვთქვი,დამპირდა და სიტყვას გადავიდა. იცოდა,რომ მორჩებოდა და თვითონვე დაუსვა ყველაფერს წერტილი. ყველაფერი კითხვისნიშანთან ერთად წერტილიც იყო. აი უბრალოდ ასე ?(.) მე ისევ მასწავლებლებში, ისევ კაპიშონში ჩამალული წიგნებთან და კედებთან ერთად. საბოლოოდ ვანდაც და უტაც ოფიციალურად გაეყარნენ ერთმანეთს. უტა კმაყოფილი იყო სახლში რომ ვიყავი სულ,მოწვა აღარ ვიყავი მასთან,აღარც მაკონტროლებდა როგორც ადრე, სულ ყველაფერი ისევ ისე იყო, ძველებურად, გარს ერთი რაღაცისა, მე ის ისევ მიყვარდა. რომ უნდა შემძულებოდა, ისევ შემიყვარდა სიმღერა რომაა ხომ იცით ? შენი მონატრება სხვა ფერიააა,ვიღაც ნატო ეომ მღერის. რადიოში, ტაქსიში მოვისმინე და გული ლამის ამერია ჯერ რიტმზე, ამ ქალის ხმაზე და მუსიკაზე. სიტყვები ? დამევასა,მოვიდა რა. ცანკაზე მესმოდა, აღარ ჩანს ქუჩებშიო, აქეთ-იქით დადის და მოგზაურობსო, რა მოგზაურობა რის მოგზაურობა ?! ვიცოდი, მიუხედავად ! მიუხედვად ყველაფრის ისევ ფანგისთან იყო:) *** ის დღე ალბათ ის დღე ისტორიას დარჩება. დარჩება იმიტომ რომ ბექა იყო ცანკარაშვილი და მორჩა. მაგით იწყებოდა და მთავრდებოდა,სხვა აახსნას ვერ უპოვიდით,არ კიარა ვერ! იმ დღეს ? იმ დღეს იყო ჯორჯიკიას სიკვდილი, მერე უტას დაკრძალვა და მათეს პანაშვიდი. იმ დღეს ? 6 საათზე ? დილის 6 საათზე ? ვინ იფიქრებდა,ტო ! მოკვდა, დაარტყა გულმა და მოკვდა აი ეგრე უბრალოდ დარტყმა იყო გულის და ტრომბიო თქვეს. მერე ? თავში უროს ჩარტყმა,გათიშვა და აღარ გამოღვიძება დაემართა უტას. იმ დღეს ? ვის არ ეცვა შავები,ეგ იკითხეთ. ვის არა:) იმ დღეს ? თბილისმა ჩაიცვა შავები,არ მოუხდა მაგრამ აიძულეს. ხო,მორჩა. ვანდამ მითხრა მოკვდაო,აღარ არისო ტიროდა, ჩემი ახალგაზრდობა თან წაიყოლაო, ვიღა დამირეკავს და მეტყვის,რომ თავის ძმაკაცს შევურიგდე,ვიღა დამირეკავს და მეტყვის,ყველაზე ჭიჭყინა ქალბატონი როგორ არისო,ვიღა დამირეკავს და მეტყვის ვალენტინობას მარიამს რა ვაჩუქოვო,ძმა მომიკვდა ძმაოო, ტიროდა, გაუჩერებლად. ეს არ იყო ვანდას ხასიათი,მე ხომ ვიცოდი და ვანდას ეტირა ? ასე ? ალბათ და კიარა,იმიტომ რომ ბექა იყო ცანკარაშვილი. წავედით,ნეტავ არ წავსულიყავით:) ლურჯი შესახედავაც კი ცივი იყო. იწვა და გვერდით ეწვინა მარიამი. ჭერს უყურებდნენ ორივე ერთი ქვითინებდა,მეორე ჩუმად იყო ერთი საუბრობდა, მეორე ჩუმად იყო ერთი ოცნებობდა,მეორე ჩუმად იყო. ძლივს, ძლივს გამოწიწკნეს მკვდარი ხელიდან მარიამს. აღარც დაგვლოდებია,აღარც უტირია, აღარც უკვნესია. უტას უთხრა ჩვენი გასაღები მომეციო, მისცა დ9ა გავარდა სახლიდან. გაყოლას აპირებდნენ,მამამ ამ დროს ამოიღო მხოლოდ ხმა, არ გაბედოთო. უტა ? იმ დღეს ? თევზის წერილები ხომ იცით ? თევზი იყო, ცრემლებით. და ბოლოს .(?) იჯდა, თავისთვის ეწეოდა. (?) გესმით ? ეწეოდა:) მერე აივანზე გავიდა,გავყევი. რაც ძალი და ღონე მქონდა ყველაფერი ერთბაშად მოვიკრიბე ერთ დიდ ბუშტში და ამოხეთქვას დავჯერდი. -იცი,მე, არც კი ვიცი რა უნდა გითხრა,ვწუხვარ მათე არანაირი პასუხი არცერთი ბგერა არცერთი ასო არცერთი სიტყვა თუ წინადადება არცერთი! -ვიცი,რომ არ გაქვს თავი ლაპარაკისა,მაგრამ უნდა დამელაპარაკო რომ შეძლო,მათე. ასე არ შეიძლება,ვიცი რასაც გრძნობ, მე ვწუხვარ, მართლა გიზიარებ,შენ და მარიამს გიზიარებთ,მე უბრალოდ... -წადი,ნია! გიშვებ,ნია! -რა ?! -კო-ც აღარ იქნება,მორჩა,გიშვებ! -ასე არ უნდა ხდებოდეს,მათე -შეიძლება არა, ახლა კი წადი! წამოვედი და მორჩა. მერე აღარც კითხვის ნიშანი ყოფილა, უბრალოდ წერტილი და მორჩა. მტკიოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი. მტკიოდა,მაგრამ თავს ვარიდებდი. მტკიოდა იმაზე ფიქრი და მიხვედრა,რომ მე მინდოდა ლონდონში მტკიოდა ის,რომ არანაირი იძულებითი წასვლა არ იყო,უბრალოდ ეს იყო გაქცევა. გაქცევა ? არა არც ეგ,უბრალოდ დავიწყების მცდელობები. *** დღეს 1 წელი სრულდება რაც ლონდონში ვარ,უკვე ანასთან ერთად. ტელეფონზე მირეკავენ,ანთებულ სენსორს ხელს ვუსვამ და ვპასუხობ. -გისმენთ -ბიგ მაკი გინდა თუ ჩიზი ვერ გავიგე,ნიუშ -ბექა, ჩიზიი არ მოგესმათ:) ქორწილის,მეჯვარე, ბექა ისიც ლონდონში ცხოვრობდა,მუშაობდა. დავვახლოვდით, ვგრძნობდი მოვწონდი ახალ წელსაც მითხრაა,ავუხსენი,ვუთხარი და ვერაფერი,მაინც სულ მეყვარებიო. საერთოდ არ ვიმჩნევდი მის საჩუქრებს და კომპლიმენტებს. ანა ვერ იტანდა,ეზიზღებოდა ბექა:) ხვალ ჩემი დაბადების დღეა ჩემი დაბადების დღე თბილისში ვბრუნდებოდი არანაირი გრძნობა ქალაქისადმი ქუჩა ? ვერა ? გამაკანკალა და გამცრა. მესალმებოდნენ პატარა,დიდი თუ მოხუცი იყო მერე ვანდა გაჩუმებული უტა და იცით რა მითხრა ? არასწორი ვყოფილვარო,ვერ მივხვდი და უბრალოდ ჩავეხუტე. საშინლად გამხდარი იყო,მაგრამ თითქოს როცა დავბრუნდი სხივი გაჩნდა მის თვალებში. ვანდამ დიდი ტორტი შეუკვეთა და სახლში დროზე მოთრევა მიბრძანა. ახლა მივდიოდი და სად ? ბექასთან,სასაფლაოზე:) თეთრი ვარდები იყო,ახალი მარიამმა გამასწრო:) ვიდექი და ვუყურებდი ვიდექი და ვერ ვგრძნობდი ვერც სიცივეს,სითბოს და ვერც ყინვას,ცეცხლს. ახლა,აი ახლა ზუსტად იმაზეც და ამაზეც -დიდხანს აღარ უნდა შემობრუნდე ? ვანდა მოგვკლავს გამაკანკალა გამცრა და გამატოკა შევბრუნდი და დამმართა -ვერ მყოფნი,კიდევ მინდაა! ნიაკოო! -მონატრებას მართლა სხვა ფერი აქვს. ___ ეს იყო დასასრული ვერ გამომდის დასასრულები,არც ეს ისტორია გამომივიდა:) მე პირადად არ მიყვარს ეს ისტორია,ისევ და ისევ თქვენთვის:))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.