შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრიელ ლიპარტელიანი! (8)


12-02-2017, 15:03
ავტორი Sad Writer
ნანახია 2 623

გაბრიელ ლიპარტელიანი! (8)

თავი 8

ლაზარე დადეშქელიანი, მაღალი, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, გაბრიელის სულის ნაწილი,
ავალიანების მამიდაშვილი და ,,მკვდრეთით ამდგარი''... რამდენი ინტრიგაა მათ ცხოვრებაში, როდის დაესმება წერტილი ყველაფერს...
ღმერთო შენ გადმოხედე ამ ოჯახს... დილით ჩვეული რუტინით იწყება... ლამაზი , ქერათმიანი, შიშველი გოგონას სხეული თეთრ ზეწარს ამშვენებს, თვით სიმკაცრის განსახიერება ბატონი ლაზარე ფინჯანი ყავით გარემოს ათვალიერებს... უეცრად ნაზი ხელები მის შიშველ ტანს ეხება, თუმცა რეაქცია ნული...
-შენი სამუშაოსი მანდ დევს შეგიძლია აიღო და აქედან გაქრე,
ერთი ამოსუნთქვით მიაყოლა სიტყვები ერთმანეთს და სიგარა გააბოლა... მისი მკაცრი ხმა სახლის კედლებს მიეხეთქა და სულისშემძვრელი ექო გამოსცა..
-კი მაგრამ, ჩვენ ხომ ასე კარგად გავერთეთ..გოგონას თვალებში ცრემლები ჩაუდგა, ეტყობა დიდიხანია გამოჭერაზე მუშაობს...
-მისმინე ძვირფასო, შენ ჩემთვის ერთი ღამის გასართობი იყავი, შენი მოვალეობა შეასრულე, ეხლა კი აქედან აახვიე... მკაცრმა და საშინლად ბოხმა ხმამ დაიგვირგვინა, გოგონამაც ხელი მოჰხვია წინა დღის დაფლეთილ ტანსაცმელს , თავის ფულს და იქედან აორთქლდა... უკმაყოფილოდ ამოფრუტუნა ლაზარემ...
-რა სულელები არიან ეს ქალები... ყავის ჭიქა თეთრ კედელს მიალეწა და სახლი დატოვა... იმ ადგილას მიდიოდა, სადაც თავს თავისუფლად გრძნობდა, მეხუთე ავენიუს ქუჩაც გადაკვეთა და ნაცნობი მეგობრის სახლის კარები შეაღო...
-თომა ჯაჭვლიანო, გაიღვიძე ლამაზო დუბაი გველოდება... მხოლოდ გაბროსთან და თომასთან ნახავ აცანცარებულ ლაზარეს...
-ვახ ჩემი მიკადრე?! ბო*ი შვილი ვიყო!
-აბა რა თომანიუს, დუბაი, მაგარი ნაშები და ბევრი ფული გველოდება..
-რა მხიარულებას აკლდება გაბრო? თომამ წყენით ჩაილაპარაკა...
-მალე ერთად ვიქნებით თომანიუს...
-ბარგი ჩაალაგე ლაზარე?
-მოსამსახურემ ჩამილაგა...
-ამ საღამოს მივემგზავრებით გემით ხომ...
-კი თომანიუს კი...
ბიჭები კიდე დიდხანს შემორჩნენ თომას სახლში, დალიეს, მოწიეს, წარსულის ყველაზე დიდი ტკივილი გიახსენეს, მათი ძველი ცხოვრება და ახლანდელი, ვინ არიან ისინი?! ამერიკაში ერთ-ერთი უმდიდრესი ახალგაზრდები, თუმცა საქართველოს ფესვები მაინც იგრძნობა მათ სისხლში, ეხმარებიან გაჭირვებულებს, და შემოსავლის ნახევარზე მეტს მათ დახმარებას უძღვნიან... ნამდვილი ვაჟკაცები არიან, მერე რა რომ მათი აწმყო ბუნდოვანია, მერე რა რომ მათი წარსული არ არსებობს, მერე რა რომ მომავალი არ აქვთ, მათ ერთმანეთი ჰყავთ... კიდე დიდხანს გაგრძელდებოდა მათი საუბარი რომ არა დაცვის წევრის ზარი..
-გისმენთ...
-ბატონო 15 წუთში გემზე იყავით თქვენ და ბატონი ლაზარე, დღეს დუბაიში მიდიხართ არ დაგავიწყდეთ... ოფიციალურმა ხმამ მათი მარშუტი აცნობა ... ლაზარემ ყურმილი დაკიდა და მეგობარს ამცნო რატომაც დაურეკეს , ფეხზე წამოიმართა და გასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც
ტელეფონმა კვლავ დარეკა...
-მოვდივართ მაიკლ.. ინგლისურად ჩასძახა ტელეფონს ,თუმცა ყურმილს იქით ქართულმა , მონატებულმა ხმამ გაიჟღერა
-ლაზარე?
რა მოხდა მის სულში?? ყველაფერი ერთიანად აიმღვრა, ემოციებმა გასაქანი ნახეს და ლაზარე შინაგანად დაანგრიეს, მონატრება, დარდი, სინდისის ქენჯნა, დანაშაულის შეგრძნება, ყველაფერმა ერთად გაიღვიძა მის სულში..
-ლაზარე რა ხდება რა სახე გაქვს... თომა კითხვებს სვამდა, თუმცა ხმის გაღების საშუალებაც არ ჰქონდა მას.. კიდევ გაიმეორა ყურმილმა იგივე...
-ლაზარე ცოცხალი ხარ?
-ვაჩე.. ხმის კანკალით ძლივს წარმოთქვა დიდი ხნის უთქმელი სიტყვები...
-საქართველოში ჩამოფრინდი ახლავე დაჯავშნე ბილეთები.. ერთხელ უკვე გაგიშვით, მაგრამ მეორედ აღარ, არ მაინტერესებს რა ხდება ან რამე თუ გქონდა დაგეგმილი ყველაფერკ გადადე და მშობლიურ მხარეში ჩამოდი სალაპარაკო გვაქვს...
სანამ რამდენიმე სიტყვას იტყოდა ტელეფონს იქეთ ხმა აღარ ისმოდა...
-თომა გეგმემი შეიცვალა საქართველოში მივფრინავთ...
-ბიჭო მკვდრის ფერი გადევს სახეზე რა მოხდა ის მაინც თქვი ვინ გელაპარაკა ან ამდენი წლის მერე საქართველოში რატომ ვბრუნდებით... ლაზარე... ნერვიულობისგან უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა...
-ვაჩემ, ვაჩემ დამირეკა , იციან რომ ცოცხალი ვარ., რა მოხდა ასეთი , ვგრძნობ რომ ყველაფერი იციან...
-ჯანდაბა გაბრო არ იტყოდა მაგას, იმ საღამოს ვინ იყო კიდევ შენთან ერთად, ვიღაცამ დაგვინახა...ხომ ვამბობდი...
-მაგაზე ფიქრის თავი არ მაქვს სასწრაფოდ დაჯავშნე ბილეთები თომა ამ საღამოსვე მივფრინავთ... დუბაიში მაიკლი გავაგზავნოთ...
-კარგი ლაზარე წავედი მოვაგვარე ყველაფერი, შენ ნივთები ჩააწყვე და მშობლიური მიწისაკენ ჰერი ჰერი....


* * *
კიდევ ერთი ჩახლართული ამბავი როდის გვეღირსება დალაგება... 03:00 საათზე თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში დაჯდა... გრძელი და დამღლელი გზის მიუხედავად თომაც და ლაზარეც ენერგიით სავსენი იყვნენ... აერიპორტში გაბრიელი დახვდათ...
-ჩემო ძმაო როგორ მომენატრე... სამი სულის ნაწილი, ერთმანეთის გულები ერთმანეთს გადაეხვივნენ და კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე , რომ არა თბილისის ჟურნალისტები...
-ავახვიეთ აქედან თორე არ გვაწყობს ჯერ ლაზარეს სიცოცხლის შესახებ ვინმემ რამე გაიგოს და სასწრაფოდ მანქნაში ჩაჯდნენ...
-გაბრო ვიცით რომ შენ მათ სიმართლეს არ ეტყოდი, რა მოხდა?! თომას ეს კითხვა მთელი გზა აინტერესებდა და სანატრელი წამიც დაუდგა...გაბრომ ყველაფერი მოკლედ უამბო მათ...
-შე სიკვდილს ებრძოდი აქ და მე ამ დროს ნაშას ვ*ყნავდი?! მაგისთვის მიიღებ ლიპარტელიანო გაცხარდა ლაზარე და მეგობარს ნაწყენი თვალებით შეხედა..
-ხომ იცი რომ არ მჩვეია მსგავს თემებზე ხმამაღლა საუბარი.. გაბრობ სიცილით თქვა დაძაბულობის განსამუხტად...
-აზრე ხართ მკვდრეთით აღმსდგარი ლაზარე რომ წარსდგება ორი გვარის წინაშე, პროსტა რა ღადავია თომამ მხიარულების მარცვალი ჩააგდო მეგობრების საუბარში...
-ლაზარე მაღალქუსლიანების ჩაცმა არ დაგავიწყდეს ფისუნია... მიაუუუ
სამი ზრდასრული მამაკაცის სიცილი ისმოდა მანქნის სალოში, ასეთი ლაღი ბოლოს როდის იყვნენ აღარ ახსოვთ, თუმცა ცხოვრებაში ადამიანმა პრობლემების მიუხედავად უნდა შეიქმნა ის გარემო სადაც ბედნოერი ხარ, და კომფორტულად გრძნობ თავს, დაეცემი?! ადექი და გააგრძელე ცხოვრებაა... ისინიც ასე ცდილობდნენ უამრავი პრობლემის მოგვარებას... ამ სიცილში გაბროს სახლსაც მიადგნენ... და სამი მამაკაცი მისაღებში შეხორხოცდა...
-მოკლედ ხვალ ყველა
ავალიანებთან ვიკრიბებით...გაბრომ სერიოზული ტონით დაიწყო საუბარი...
-ყველა იქ იქნება?! ლაზარეს თვალებში მონატრების სხივმა გაიელვა...
-ჰმ! ლიპარტელიანები და ავალიანები ერთ ჭერ-ქვეშ? ვგრძნობ რომ გულახდილი საუბარი გველის... თომა მეტისმეტად ჩაფიქრდაა..
-მეც მასე მგონია, ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა და ალბათ დასრულდება ეს უაზრო სისხლის ღვრა და მტრობა, მამაჩემიც თავის დიდი ხნის მეგობარს შეურიგდება და კვლავ ერთად ვიქნებით, მაგრამ რაღაც არ მგონია ყველაფერი ასე კარგად განვითარდეს...გაბრომ ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა...
-ჰოო ნამდვილად ... რაც არ უნდა იყოს შენ ლილე გიყვარს.. თომამ მხიარულ ნოტს წამოიძახა...
-ამ ნაბო*არმა რა იცის ლურჯი თვალები ლაზარეს მიანათა..
-რა ვიტყუებით თუ რაა ლაზოც თომას აჰყვა...
-ღმერთო რატო მარგუნე ძმებად ეს ორი დარეხვილი...
გვიანობამდე შემორჩნენ, სვამდნენ , ეწეოდნენ, გაბოს ლილესთან გატარებული დღეების შესახებაც მოაყოლეს... ავალიანის და მისის ტექსასური სროლის ამბის ჩათვლით, მოკლედ ნამდვილი პროფილი გამოვიდა ასათიანის გარეშე... ყველა გრძნობდა როგორი დაძაბული დღე ელოდათ... რამდენი ცრემლი იქნებოდა იმ საღამოს, გატეხილი გული და უამრავი პრობლებლემაც მალე გადაიჭრებოდა, იმ საღამოს ლაზარეს გემის აფეთქების შესახებ აცნობეს, საუბედუროდ მაიკლი დაიღუპა, მიხვდა რომ მის ადგილზე თვითონ უნდა ყოფილიყო და თავი დამნაშავედ იგრძნო... საშინელი დარტყმა იყო მისთვის, თუმცა ხვდებოდა ყველაფერი მოწყობილი რომ იყო და შესაძლო ვარიანტსაც განიხილავდნენ სამი ნასვამი ადამიანი მთვარის შუქზე და ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა.... ეხლა მხოლოდ მოქმედების დრო დადგა.....

* * *
საშინლად ნერვიულობდნენ, გაურკვეველი ზარები და მხოლოდ იგივე ტექსტი ... ,, ავალიანების სახლში, საღამოს შვიდ საათზე''
ყველას შეტყობინება მსგავსი ტექსტის მოდიდა... აძგერებული გული და ცუდის ნიშანი, ყველამ იცოდა ეს საღამო მათ ცხოვრებას საგრძნობლად რომ შეცვლიდა... ანერვუულებული სხეულები და უფლის განგებას წინ ვერაფერი აღუდგება, სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს, ყველანაირი სიყვარული, მთვარია რწფელი და ნამდვილი იყოს...
-დამისხი გაბრო ასე არ მინერვიულია ქალთან რომ პირველად ვწვებოდი... ყველას ნერვული სიცილი აუტყდა... მრგვალი მაგიდის გარშემო თომა, ლაზარე და გაბრიელი ვისკის შეექცეოდნენ და მათ რამდენიმეწლიანი საიდუმლო ყველასთვის უნდა ეთქვათ, ასეთი ძნელი არაფერი ყოფილა...
-დროა ეს გავაკეთოთ! გაბრიელმა ერთი ჭიქა კიდევ გადაკრა და კარის მიმართულებით წავიდა, ლაზარემაც და მათემაც იგივე გაიმეორა და ისინიც მას გაჰყვნენ... უსაშველოდ გაწეილი გზა... ოფლით დაცვარული სამი სხეული, მანქნას მაღალი სიჩქარით მიაქროლებდნენ ავალიანების რეზიდენციისკენ... აქამდე ეს ორი გვარი ერთ ჭერ-ქვეშ წარმოუდგენელი იყო, ახლა მეტიც გავოცდებით კიდევაც... ყველა თავი მოეყარა სახლში, დაბურული მინები, გაძლიერებული დაცვა, ჩამქვრალი შუქები და განათებული მხოლოდ ერთი ოთახი... ხალხი თამაშის მთავარ წევრებს ელოდებოდნენ, რომ სახელად ,, გულახდილი საღამო'' დაწყილიყო... დემეტრე ლიპარტელიანი , თავის მეუღლე ქეთევან დევდარიანთან ერთად ტყავის სავარძელში მოთავსებულიყო... მასპინძლები: კონსტანტუნე ლიპარტელიანი უმშვენიერეს მეუღლესთან, ნინო გვარლიანთან ერთად მათ მოპირდაპირე მხარეს იჯდა... და ერთმანეთს გაურკვეველი თვალებით მიშტერებოდნენ... ოთახში ჩამოშვებული ჭაღი მათ სახეებზე გაურკვეველ სინათლის სხივებს ხატავდა. რიჩი და ვაჩე კიბის დასაწყისთან იდგნენ და ვისკის წრუპავდნენ... დამიანი, დანიელი როლიათან იდგნენ დაძაბული სახეებით... მაშო და ლიკუნა მოკრძალებულად ისხდნენ როიალის სკამზე , სანდრო და ბაჩო უზარმაზარი დარაბიდან ლამპიონებით განათებულ ეზოს გაჰყურებდნენ... წვეულების მთავარ მონაწილეს ელოდა სუყველა... ოთახში დაკიდებულმა ბრიტანულმა საათის ისრებმა შვიდს დაჰკრეს და კარზე ზარის ხმაც გაისმა... მოსამსახურე გოგონამ კარები გააღო და სამი, ბრგე, მხრებში გაშლილი მამაკაცი , რომელთა სახეს ჩრდილი ფარავდა ოთახში ერთდროულად შემოვიდა, დაძაბული ჰაერი ფილტვებში ვეღარ ჩადიოდა, თითქოს დრო გაჩერდა, სუნთქვა შეეკრათ და წარსულის ტკივილმა წამით ყველას სახეზე გაიელვა, და მათი ემოციებიც დაატყვევა... ყველას შოკირებული სახე გქონდა, აბა რა იქნებოდა მკვდრეთით ამდგარ კაცს უყურებდნენ... გაოცებულნი იყვნენ, ცოტა დაბნეულნიც...მიუხედავად ამისა, მონატრებულ ნათესავს და ოჯახის წევრს სიყვარულით შეხვდნენ... ბევრი ცრემლიც ჰღვარეს და საყვედურებითაც აავსეს... დაბოლოოდ საუბრის დაწყება ოჯახის მასპინძელმა ითავა, როდესაც ხვევნა-კოცნას მორჩნენ...
-დავიწყოთ თუ ველოდებით კიდე ვინმეს , ვინც ეს საუბარი უნდა მოსიმინოს: ვფიქრობ, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი.. არ მეთანხმებით?! შეკრებილ საზოგადოებას გადაჰხედა და კვლავ ლაზარეს შეხედა..
-ვფიქრობ რომ არა , სჯობს დავიწყოთ, მოსაყოლიც მართლაც რომ ბევრია... ხმა ჩაიწმინდა ლაზარემ და მოემზადა მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ეტაპის გასახსენებლად.. რომ უეცრად კარები გაიღო და თეთრ გრძელ კაბაში ჩაცმული მამიდაშვილი, ლილე დაინახა...
-უჩემოდ აპირებდით რაიმეს?! და საყვარელ მამიდაშვილს ტკიპასავით მიეწება... არავინ ელოდა მის აქ გამოჩენას... შეცვლილი თვალები, მომატებული ხუთი კილო ყველას თვალში მოხვდა... და მზეზე ოქროსფრად გარუჯული, მბზინავი კანიც არ გამოჰპარვიათ თვალებიდან... გაბრომ ტკივილი იგრძნო, იგრძნო რამხელა მონატრებას გრძნობდა ამ ერთი ციდა გოგოს მიმართ, წამით სუნთქვა შეეკვრა, უნდა იქ, ყველას თვალწინ ეს სხეული ხელში აეტაცა და სათითაოდ დაეკოცნა სხეულის ყველა ნაწილი, მის შიგნით მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, გარეგნულად კი უგრძნობი ქვა იყო... მისი სურნელი იგრძნო, მისი ყველაფერი იგრძნო, აი რა აკლდა მას სრული ბედნიერებისთვის, ეხლა გასროლილ ტყვიასაც კი აღუდგებოდა წინ, რომ ცოდნოდა რომ სიკვდილის წინ საყვარელი ქალის თვალებს დაინახავდა... ლილემ წამიერად შეხედა გაბროს ტკივილიან თვალებს და ინანა ასეთი დარტყმა რომ მიაყენა მას, მისი თვალები ყველაფერს ამბობდნენ, ცრემლები თვალებში ჩაუდგა თუმცა ყველასთვის შეუმჩნევლად მოიწმინდა და საპირისპირო მხარეს გაიხედა... მოკლედ რომ ვთქვათ ლილეც ჩაკოცნეს, ჩაეკონენ მოიკითხეს , წყენაც გავლილი იყო, საღამო კი ისევ მძაფრმა ჰაერმა დაიპრყრო, ნისლივით ფრთხილად შემოიჭრა ოთახში დაძაბულობის სურნელი და ყველა გაიყურსა... ოთახში მხოლოდ ლაზარეს, შიგა და შიგ ნარევი ნევიული ხმა ისმოდა, რომელიც ცხოვრების ცრემლიან ნაწილს კვლავინდებური ტკივილით იხსენებდა და ცრემლებით ყვებოდა...
-რადგან ყველა შევიკრიბეთ და ვფიქრობ რომ არცერთი ოჯახის წევრი აღარ გვაკლია მაშინ დავიწყებ.... მინდა გითხრათ რომ მე გაბერიელი, და თომა სამი განუყრელი სულის ნაწილი ვართ... როდესაც ამ ორ გვარს შორის განხეთქილება მოხდა მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მოგეხსენებათ და ბავშვები მიმბაძველები არიან, მეც მინდოდა ისეთი ურთიერთობა მქონოდა, როგორიც ბიძიას და დემეტრეს ჰქონდა... და ვოცნებობდი რომ ეს ნატვრა ოდესმე ამხმდომოდა... ერთ საღამოს როდესაც სახლში ვბრუნდებოდი , სვანეთში ჩემი სახლის კარი ღია იყო, და დედაჩემი და ვიღაც ორი კაცი რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ, ჰო ბიძია შენი სათაყვანებელი და... მაშინ პატარა ვიყავი და არ მივაქციე ყურადღება მათი საუბრის ტექსტს თუმცა ნათლად გავიგე ის რომ დედაჩემს დემეტრე უყვარდა, მაგრამ შენს გამო ვერ უტყდებოდა სიყვარულში, მაშინ ბატონი დემეტრე დიდი ხნის შეყვარებული იყო ქეთევანზე და ოჯახის დანგრევა სურდა ქალმა რომელმაც გამაჩინა... იმდენად პატარა ვიყავი რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციე , მითუმეტეს იმ ფონზე რომ მამაჩემმა დედაჩემი ჯერ დააორსულა,
შემდევ კი მიატოვა... გაინტერესებთ ხო ვინ იყო იმ ორ კაცთაგანი?! ბატონი ნოდარი და ვახტანგი ბრძანდებიან, დიახ თქვენი ბიზნეს პარტნიორები.. ნოდარს დედაჩემი უყვარდა , ვახტანგს კი მხოლოდ ფული სურდა. გეგმა კი ასეთი იყო შენ და დემეტრე ერთმანეთს უნდა წაჰკიდებოდით , დედას ავალიანების ქონებიდან წილი ეკუთვნოდა ცოტას დემტრეს ქონებიდან მიიღებდა თუ ყველაფერი გამოუვიდოდა და სამივე მხარე მოგებულში დარჩებოდა , დედა თავის სიყვარულთან, დემეტრესთან იქნებოდა, ხოლო ნოდარი დედაჩემს შეირთავდა ცოლად, მაშ შემდეგ რაც დემეტრეს დააშლრებდა..... მაგრამ თქვენი მეგობრობა იმდენად მყარი და ძლიერი იყო, რამდენიმე წელი დასჭირდა ამ გემის შესრულებას... ნოდარს ჩემი ტოლა ვაჟი ჰყავდა ზეზვა ერქვა... ხელიდან წასული იყო... დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, როგორც მიხვდით ბიძია შენ ანკესს წამოეგე დაიჯერე რომ შენს დას შენი საუკეთესო მეგობარი აბავდა ამ დროს კი დემტრე ქეთევანის სიყვარულით იყო დაბრმავებული... გაგახსენდათ ალბათ მიზეზი ჩხუბის საკუთარი დის ვითომ შეცდენა ვერ აპატიე დემტრეს ამ დროს შენი საკუთარი და ნუ დედაჩემი ნოდართან იწვა... თქვენ საბოოლოდ გაიყარეთ და ამდენი წლის ურთიერთობაც დაინგრა, დედაჩემი დემეტრეს სიყვარულს გადაჰყვა რადგან მისგან არანაირი გრძნობა არ წამოსულა და იმდენად დიდი იყო დემეტრეს და ქეთევანის სიყვარული ქალმაც კი ვერ დაანგრია... ამიტომ დედა დაიღუპა, ნოდარმა კი საკუთარი მაზოხისტური სიყვარული ვერ მოინელა და თქვენზე შურისძიება დაიწყო, ამასობაში გავიზარდე ცხოვრება გრძელდებოდა, მაგრამ იმ საბედისწერო ღამემ რომელმაც ჩემიც , გაბოსი და თომას ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა... აი რა მოხდა იმ ღამეს ნოდარის ვაჟი, ზეზვა იმ ბარში იყო რომელშიც ჩვენ დავლიეთ, რაღაც შელპარაკება მოხდა და ჩხუბი ატყდა ჩვენ გამშველებლის როლში ვიყავით სამივე საბოლოოდ ეს დანა მე მომხვდა და ჩემი სისხლით შეიღება ხოლო შემდეგ გაბროს ხელში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და ,რასაკვირველია, მისი ანაბეჭდებიც დარჩა... სინამდვილეში კი ზეზვა გარდაიცვალა გაბო მკვლელად მონათლეთ მე კი მკვდრად, რადგან იმდენად ბნელოდა ვერ გაარჩიეთ სხეულები, ... ყველაფრის ახსნა გვინდოდა მაგრამ გადავწყვიტეთ აქედან წავსულიყავით დარჩენილიყო ყველაფერი ისე როგორც ფიქრობდით... ახლა კი მოსაკლავად ნოდარის და ვახტანგის ხალხი დაგვზდევს არც საკუთრი შვილის სისხლს და არც დედაჩემის სისხლს არ შეგვარჩენს არცერთ გვარს... ის ქალი დედაჩემი დიდხანია აღარ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება... სწორედ ამიტომ დავმალეთ სიმართლე, რადგან არცერთი თქვენგანი არ გვინდა დაზარალდეს, ყველა სიგიჟემდე გვიყვარხართ, თუმცა იმ ღამით იყო ადამიანი რომელმაც ჩვენ დაგვინახა და დღემდე ყველაფერი იცოდა. რადგან ვაჩე იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა ვფიქრობ რომ რიჩი შენ ყველაფერი დაინახე და საქართველოდან შენ გვეხმარებოდი... ყველამ მას შეხედა და მსუბუქი თავის დაკვრით ანიშნა რომ სიმართლე იყო..... როდესაც ლაზარემ საუბარი დაასრულა ელექტრო მაგნიტური ველივით იყო იქაურობა... ქაოსურად მოძრავი აზრები, ქეთევანი მწარე რეალობას ქვითინებდა, ლიპარტელიანის და ავალიანის თვალში ცრემლის გროვევბმა გაიელვეს და დიდი ხნის მეგობრები პატარა ბიჭებივით ერთმანეთს გადაეხვივნენ და ყველას დასანახად ატირდნენ...
-ეხლა კი დროა დიდი ხნის წინ დანგრეული ურთიერთობა კვლავ აღსდგეს და კრივე მათგანი სათანადოდ დაისაჯოს ამდენი ტკივილის მოყენებისთვის,.. თითქოს ჰაერი შემსუბუქდა, თითქოს სუნთქვა შესაძლებელი გახდა მოსმენილმა ამბავმა ყველაზე იმოქმედა... შოკის მომგვრელი იყო ამდენწლიანი უაზრო ცრემლი და სისხლის ღვრა, რომ აღარ იარსებებდა... ყველა ბედნიერი იყო... ლილემ მორცხვი, მაგრამ თან მტკიცე ხმით დაიწყო საუბარი
-რადგან ეს საღამო გულახდილობის დროა მეც მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა, რადგან ყველა აქ ვართ..
რამდენიმე თვის წინ სვანეთში ვიყავი, და ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდი, სიგიჟემდე მიყვარს , მისით ვსუნთქავ, მისი არსებობა მაბედნიერებს ის მაბედნჯერებს რომ ის სუნთქავს,მოკლედ უამბო ლილემ მისი და გაბრიელის ერთად გატარებული დღების შესახებ..-მოკლედ მინდა ვთქვა რომ მე გაბრიელ ლიპარტელიანი მიყვარს, დედა, მამა , ხმა ჩაიწმინდა, ძალები მოიკრიბა, და მცირეხნიანი პაუზიზს შემდეგ შოკირებულ ხალხს მტკიცე ხმით განუცხადა -ბავშვს რომელსაც მუცლით ვატარებ გაბრიელ ლიპარტელიანის შვილის!!!



იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი მთელი ჩემი გრძნობები ჩავდე, ჰო კიდევ დღეიდან ყოველდღე დავდებ თავებს დანაშაულის გამოსასყიდად... თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან... მიყვარხართ..



№1 სტუმარი Tako

Kargi roa magas tkma arunda.agar gvalodino xolmee ra ogoondd

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მომწონს ეს მოთხრობა. თავიდან არ ვკითხულობდი მაგრამ მერე 7 თავი ერთად წავიკითხე და მე რო კითხვა დავიწყე მაინცდამაინც მაშIნ გაჩერდი:DDDდ ხოდა შენანიშნავი მოთხრობა და ვეი შემდეგს მოუთბენლად!!!

 


№3  offline მოდერი bibo

მომწონს ეს წყვილი გაბრიელი და ლილე რა კამფეტები არიან უფ მარწყვის გუნდა ჯემები heart_eyes kissing_heart ეს ლაზარეც მომეწონა ჩვენში დარჩეს დააა მალე მალე დადე ნუშო ვგიჟდები მე შენზე პაწიავ

 


№4  offline წევრი Mariammmo

არ არსებოობბბს :O ძლიიივს <3 რამდენი ხანი ველოდებოდიი <3
მალე მალე მალე დადე რა შემდეგი <3
მიყვარს !!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მაგარი ხარ.როგორ გამახარე.გამიხარსა სიმართლე რომ გაირკვა და ისევ ერთად იქნებიან.სიმართლე გითხრა ემოციური თავია
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი DevilGirl

ვაიმე....დაიწყოოოო რა მაგარია <3 აუ ოღონდ გაბრიელი ცუდად არ მოექცეს და მკაცრად და რაც გინდა ის ქენი. არ უარყოს ბავშვი ან ლილეს სიყვარული თორემ უკანასკნელი კაცივით მოიქცევა. ველოდები შემდეგს საყვარელო <3

 


№7  offline წევრი ღიმილაკი❤

ძლივს დალაგდა მგონი ყველაფერი <3 ჩემი ლილე და გაბრო ^^ ძაან მაგარიწყვილია და იმედია ყველაფერი კარგად იქნება :* ესე აღარ დააგვიანო დადება რაა ^^ მალე დადეხოლმე თუ მოახერხებ ^^ ძაანმაგარიხარ და ესმოთხრობაც ძაანმაგარია

 


№8  offline წევრი Sad Writer

nawkas12345
ძაან მომწონს ეს მოთხრობა. თავიდან არ ვკითხულობდი მაგრამ მერე 7 თავი ერთად წავიკითხე და მე რო კითხვა დავიწყე მაინცდამაინც მაშIნ გაჩერდი:DDDდ ხოდა შენანიშნავი მოთხრობა და ვეი შემდეგს მოუთბენლად!!!

Bodishi piradad shen chemk sayvarelo exla agar shevwyvitav shegidzlia datkbe, imedi maqvs rom imedebs ar gagicrueb

bibo
მომწონს ეს წყვილი გაბრიელი და ლილე რა კამფეტები არიან უფ მარწყვის გუნდა ჯემები heart_eyes kissing_heart ეს ლაზარეც მომეწონა ჩვენში დარჩეს დააა მალე მალე დადე ნუშო ვგიჟდები მე შენზე პაწიავ

Mariammmo
არ არსებოობბბს :O ძლიიივს <3 რამდენი ხანი ველოდებოდიი <3
მალე მალე მალე დადე რა შემდეგი <3
მიყვარს !!!!

Hopeless
ვაიმე....დაიწყოოოო რა მაგარია <3 აუ ოღონდ გაბრიელი ცუდად არ მოექცეს და მკაცრად და რაც გინდა ის ქენი. არ უარყოს ბავშვი ან ლილეს სიყვარული თორემ უკანასკნელი კაცივით მოიქცევა. ველოდები შემდეგს საყვარელო <3

ღიმილაკი❤
ძლივს დალაგდა მგონი ყველაფერი <3 ჩემი ლილე და გაბრო ^^ ძაან მაგარიწყვილია და იმედია ყველაფერი კარგად იქნება :* ესე აღარ დააგვიანო დადება რაა ^^ მალე დადეხოლმე თუ მოახერხებ ^^ ძაანმაგარიხარ და ესმოთხრობაც ძაანმაგარია

მაპატიეთ აქამდე არ მომეცა საშუალება თქვენა თბილ და სასიამოვნო კომენტარებისთვის მელასუხა მაგრამ ახლა შვეცდები ჩემი ემოციები გადმოჰცეთ: პირველ რიგში ბედნიერი ვარ რომ თქვენნაირი მკითხველი მყავს და ვამაყობ რომ გვერდით მიდგახართ, ასე მადლობა რომ არ იშურებთ თქვენს აზრს და მეც მხარებთ თქვენი დადებითი შეფასებით მიყვარხართ და ვფიქრობ ამისტორიასაც ასეთი სიყვარუკით დავასეულებთ ერთად... :-* :-* :-* :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent