შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (7)


12-02-2017, 21:42
ავტორი MariamG
ნანახია 2 449

***

მაქსიმე დაძაბული მისჩერებოდა შეშინებულ ანეტას. ქალმა მზერა ქეთისკენ გააპარა, თვალებით ემადლიერებოდა. ქეთის ხელისგულიდან სისხლი სდიოდა, მეორე ხელი მაგრად მიეჭირა ჭრილობაზე.
-ლალე! -დაიყვირა. წამიც არ იყო გასული, დარბაზის კარი გოგონამ შემოაღო და სისხლიანი ქეთის დანახვაზე, ერთიანად დაფრთხა.
-ქალბატონო, ეს რა დაგემართათ?
-არაფერია, ლალე. ლარნაკი გამიტყდა. ეს მოწმინდე, ქალბატონი ქვევით ჩაიყვანე. ჩვენც მალე ჩამოვალთ. -გაწბილებულ ახალგაზრდა კაცს ახედა. როგორც ჩანდა, ეთანხმებოდა. ანეტა ლალეს მიჰყვა. ცოტა ხანში, დარბაზის მოასუფთავეს. მაქსიმემ ქეთი საძინებელში შეიყვანა, რომელიღაც თაროდან პირველადი დახმარების ყუთი გადმოიღო და საწოლზე საჭირო ნივთები გაშალა. ეტყობოდა, არ ესიამოვნა რომ ქეთიმ მისი სახელი გაიგო, თუმცა ამის შესახებ არაფერს იკითხავდა. ქეთის ჭრილობა დაუმუშავა, ხელი გადაუხვია და ნივთები ისევ შეინახა. არ გაჰკვირვებია კაცის ყურადღება, ის ხომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე ანეტასგან სარგებელი მიეღო.
-ასე ვერაფერს მიაღწევთ. -თქვა მან. მაქსიმე შემობრუნდა, ნაკვთები დასჭიმვოდა.
-რას გულისხმობ?
-ყვირილით, ძალადობის მცდელობით, დამცირებით... მე ვეცადე, კარგ კაცად წარმომეჩინეთ, თუმცა ამაში ხელი შემიშალეთ. თუ ანეტა იფიქრებს,რომ ასე ადვილად ფეთქებადი ხართ, სუსტ წერტილს გიპოვნით და დაგარტყამთ. -ქეთი წამოდგა. მაგიდაზე დადებული გამაყუჩებელი დალია. ტკივილს არასასიამოვნოდ გაებუჟებინა მთლიანი ხელი. ერთად გავიდნენ საძინებლიდან. ქეთი შეჩერდა.
-მეგის ოთახში ვერ დავიძინებ.
-ვიცი. შენთვის საჭირო ნივთებს ჩემს ოთახში გადაიტანენ. -უდარდელად უთხრა მამაკაცმა და ქეთისთან ერთად, დარბაზი დატოვა. პირველად ათვალიერებდა ქეთი ამ სახლის სხვა ოთახებს. კიბის მარჯვენა ნაწილში, დერეფნის ბოლოს, უზარმაზარი, გრანდიოზული მისაღები იყო. ბორდოსფერში ჩაძირული, ნახევრად განათებული ოთახი. კედლებზე ხელით შესრულებული ნახატები ჩამოეკიდათ, ჩუქურთმებით მორთული ოთახი საოცარ, მდიდრულ იერს ატარებდა. ქეთის ესიამოვნა. თვალიერება არ უნდა დაეწყო, თორემ ეჭვებს გააჩენდა. ანეტა შუაგულში, დივანზე იჯდა, სახე დაელაგებინა და დამშვიდებული უყურებდა მომავალ წყვილს. ქეთი და მაქსიმე მის პირდაპირ, გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ. ქეთიმ ინსტიქტურად, ხელი მამაკაცის ფეხზე გადაასრიალა, ინანა კიდეც, ვიდრე მაქსიმე საკუთარ ხელს შეაგებებდა და ძლიერად ჩაჰკიდებდა. თავს დაცულად გრძნობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ.
-აბა, ანეტა, იტყვი აქ რა გესაქმება? -მაქსიმეს ხმაში ცოტაოდენი სიყალბე ერია, ქეთის ასე მოეჩვენა. დაძაბულმა ახედა უემოციოდ მჯდომ მამაკაცს და მერე, მზერა ერთიანად გაყინულ ანეტაზე გადაიტანა. ქალი ქეთის უყურებდა, სწავლობდა, აკვირდებოდა. რაღაცნაირი, სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ქეთისთვის არც ეს იყო საკმარისი და გრძნობდა, რომ არც მეგისთვის იქნებოდა.
-ჩემს შვილთან შეხვედრა მინდოდა, მისი გაცნობა. -მოჩვენებითი ღიმილით დააჯილდოვა ახალგაზრდა კაცი და ხელი ქეთის მიმართულებით გაიშვირა. გოგონა გაშრა. ახლა რომ ეთხოვა რაიმე, ალბათ აქედან გაიქცეოდა, ამდენი აღარ შეეძლო. სხვის დედას უყურებდა და სხვა შვილის ნაცვლად, თვითონ წყვეტდა რა იქნებოდა. იქნებ, მეგის დედასთან ყოფნა მოენდომებინა, იქნებ მას ეს ურთიერთობა სურდა?
-მეგი. -გაისმა ქალის ხმა. ქეთი სხვა კუთხეს მიაშტერდა, არ სურდა ამ სახელის წარმოთქმისას, თვითონ გამოპასუხებოდა. შორიდან ალბათ, მართლა ჰგავდა დაბნეულ ქალიშვილს, რომელსაც დედა ოცდაშვიდი წლის შემდეგ ეცხადებოდა, მაგრამ შინაგანად უბრალოდ ტყდებოდა. საზიზღარი გრძნობდა სწიწკნიდა, თითქოს მისი ფსიქიკაც მეგისას ემსგავსებოდა.
-ჩემს შვილთან მინდა საუბარი. -ცრემლებმომდგარმა ამოხედა მაქსიმეს. ეტყობოდა, კაცი ისევ შეკამათებას აპირებდა, მაგრამ ქეთიმ აკანკალებული ხელი მკერდზე მიადო, შეაჩერა და დამფრთხალი მზერით ახედა.
-არაუშავს, გავიგოთ რა უნდა და შეგვეშვება. -ანეტას გასაგონად თქვა ქეთიმ. მართალია მაქსიმეს სახეზე არაფერი ემჩნეოდა, თუმცა მის თვალებს შეეტყო, რომ კმაყოფილი იყო. ქეთის საქციელი ასე თუ ისე, მოსწონდა. მამაკაცი წამოდგა, აუხსნელად მტრული მზერა ესროლა ანეტას და ოთახიდან გავიდა. ერთ ხანს იჯდა ქეთი, სხვა მხარეს მიშტერებული, არც კი ცდილობდა მეგის დედისთვის შეეხედა. სავარაუდო საუბრის დაწყების გადადება ისე უნდოდა, როგორც არასდროს. შინაგანი მდგომარეობით, პიკზე იყო. კიდევ კარგი, ფიზიკურად არ ეტყობოდა როგორი უსუსური, დამფრთხალი იყო იმ დროს.
-აქ რომ მოვდიოდი, ათასჯერ წარმოგიდგინე. -გაისმა ქალის ხმა და ქეთის, ერთიანად შეუწყდა სუნთქვა. ყელში მყესები დაწყვეტამდე დაეჭიმა, თვალი გაუშტერდა და გაქვავდა.
-როცა ბოლოს გნახე, წითური თქმა გქონდა, გრძელი. თითქოს, მე მგავდი.
-შეცდი. -ათას ნაწილად დაშლილი ხმა აღმოხდა ქეთის. -მე შენ არ გგავარ. -თითქოს გულში ძლიერად დაჭრესო, სისხლის ყოველ წვეთს შეიგრძნობდა ქეთი. საოცარი შიში, ტკივილი გამოხატვოდა. ვერ იჯერებდა, რომ ახლახანს სხვის დედას მიეკედლა, სხვისი სხეული გახდა.
-ალბათ ასეც აჯობებს, რომ არ მგავხარ.
-აქ რისთვის ჩამოხვედი? -სასწრაფოდ შეცვალა ქეთიმ თემა და მზერა ანეტაზე გადაიტანა. ერთ წამში, ეს დიდებული ქალი ჩამობერებულიყო.
-ვიფიქრე, დრო იყო.
-ეს არ გიფიქრია. -თავი გააქნია ქეთიმ და გულრწფელი ირონიით გაიცინა. -შვილის გაზრდას ვერ შეესწარი, გაზრდილი და ჩამოყალიბებული რად გინდა, თუ აპირებ რაიმეში გამომიყენო? -ქეთიმ იგრძნო, მისდა საუბედუროდ, რაღაცით, მაქსიმეს ინტერესებს იცავდა. ქალმა თავი გადააქნია.
-არა, მეგი. ადამიანს თავისი საქმე ყოველთვის თან დაჰყვება, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, თუმცა ამჯერად შვილთან ჩამოვედი. დროთა განმავლობაში გბეზრდება მარტოობა, სიყალბე და როგორი მწარეც არ უნდა იყოს, რეალობას შენივე სურვილით ეჯახები. -ქეთის შეებრალა ანეტა. როგორი უსუსური და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი იყო. თუმცა არ ეთანხმებოდა.
-ძალიან ბედნიერი ვიყავი შენ რომ დაიბადე. -ანეტა იმ თემას მიადგა, ქეთის საერთოდ რომ არ სურდა მოესმინა. -იმ წამს ვიგრძენი დედობა. ვიცი, ახლა ფიქრობ, ასე რომ ყოფილიყო, არ გამწირავდიო. შეიძლება ასეა. ძალიან მიყვარდი. დაბადების წამებამდეც უსაზღვროდ შემიყვარდი და როცა პირველად ხელში აგიყვანე, შენდამი სიყვარული უფრო გამიძლიერდა. ვიცოდი რასაც გავაკეთებდი, ამიტომ ის დღეები შენს საწოლთან გავატარე, გთხოვდი, დამმსგავსებოდი, მაგრამ შენ ჩემგან ესეც არ გსურვებია. -კიდევ ერთხელ აათვალიერა ანეტამ ქეთი. გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო. რა თქმა უნდა, არ სჯეროდა მისი. ფიქრობდა, რომ როცა ქალი დედობას ნამდვილად გრძნობს, ის ყველაზე ძლიერი ხდება სამყაროში და რაც არ უნდა მოხდეს, დედა შვილისთვის გადაულახავ ბარიერად რჩება. ანეტა ყალბი იყო, მისი ნიღაბი კი იმდენად უბრალო, რომ ადვილად იმსხვრეოდა.
-მეგი, შანსი მომეცი გაგიცნო. -შეევედრა ქალი. ქეთის აღარ სურდა მისი აღიარებების მოსმენა, რომელიც საბედნიეროდ, სიყალბის გამო გულზე ვერ ხვდებოდა. მხოლოდ თანაგრძნობას გრძნობდა მეგის მიმართ. ალბათ, ეს ყველაფერი რომ მოესმინა, უზომოდ იმედგაცრუებული იქნებოდა. გულწრფელად ეტკინა რომ მეგის ცხოვრებამ ასეთი დედა შეახვედრა და ისეთ ქალს, როგორიც ქეთის დედა იყო, დააშორა.
-რა გინდა, რომ იცოდე?
-ყველაფერი. მაგალითად, რატომ შეიცვალე, რატომ აღარ ჰგავხარ შენს თავს. -ქალს გაეღიმა. ქეთის ვერ გაეგო რა მოემიზეზებინა და საპასუხოდ, წარბი ასწია.
-თმა შევიღებე. -ანეტას გაეცინა.
-ამას ვხედავ მეგი, მაგრამ მე შენი მდგომარეობა მაღელვებს. რა დაემართა შენს ფსიქიკას? რატომ გახდი ასეთი უკონტროლო? -ქეთიმ სასწრაფოდ გადაიტანა მზერა სხვა მხარეს. რატომღაც გრძნობდა, რომ ეს თემა მხოლოდ მეგის აღარ ეხებოდა. ქეთიც არანაკლებად არეული იყო, ემოციები მასაც ღალატობდა.
-არაჩვეულებრივად ვარ. -იცრუა და მთელი ის დარდი, ტკივილი და განცდილი საშინელებები, გონების პატარა თაროზე შემოაწყო, კარგად რომ დასდებოდათ მტვერი.
-ქმარი ცუდად ხომ არ გექცევა? მითხარი, თუ ისაა შენი აშლილობის მიზეზი, წამში გავანადგურებ! -ქეთიმ თავი ძლივს შეიკავა, რაიმე არ ეთქვა. ესე იგი, ანეტას მიზეზი სურდა, რომ მერე „წამში გაენადგურებინა“ მაქსიმე. ქეთის საოცარი სურვილი გაუჩნდა, ქალისთვის ყველაფერი ეთქვა. საკუთარ თავს არ ჩარევდა, მეგის ცხოვრებას უამბობდა და სრულიად საკმარისი აღმოჩნდებოდა, მაქსიმე მართლაც გაექროთ მისი ცხოვრებიდან, მერე აღარც მეგის როლში ყოფნა მოუწევდა და ძველ ცხოვრებასაც დაიბრუნებდა. წარმოიდგინა სასოწარკვეთილი მაქსიმეს სახე, როდესაც იმპერია თავზე დაენგრეოდა, პირამიდებად დაწყობილი გეგმები საძირკველს გაიგდებდა და ჩამოიშლებოდა. წარმოიდგინა ამ ადგილის მტვრად ქცევა, მაქსიმესგან თავისუფლება და სულისშემკვრელი სიმშვიდე დაეუფლა. პირი გააღო, აუცილებლად უნდა ეთქვა ყველაფერი, უნდა ეთქვა, რომ მეგის ქმარი საშიში ბოროტმოქმედი, მოღალატე, მატყუარა და ფლიდი იყო, თუმცა სიტყვა ვერ ამოთქვა, ენა ვერ მოიბრუნა სათქმელად, მხოლოდ ხმამაღლა დახველება მოახერხა. ქალმა აშკარად შეამჩნია ქეთის სახეზე დაძაბულობა, თითქოს რაღაც უკან გადააგორაო, ქეთი წამოწითლდა და მაგიდაზე შემოდებულ წყლის ჭიქას დასწვდა, ბოლომდე ჩაცალა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ გაჩუმდა. რატომ არ უღალატა მაქსიმეს და მის გეგმებს. რა სასიამოვნო იქნებოდა, როცა ანეტა გაიგებდა, რომ ეს სპექტაკლი მის გასანადგურებლად დაიდგა და მერე, თვითონ გააქრობდა მაქსიმეს. მაგრამ არა, ქეთი მათ არ ჰგავდა. ქეთის არ შეეძლო ადამიანების გაწირვა, თუნდაც ეს მაქსიმე ყოფილიყო, თუნდაც მასზე უკეთესი ან უარესი. რაც არ უნდა მომხდარიყო, მთელი მსოფლიოც რომ მას გადასდგომოდა, სადღაც, შორს, დედამისი ელოდა და მის გამო, აუცილებლად იცრუებდა, კიდევ ათასჯერ. არ დაიღლებოდა მაქსიმეს დახმარებით, თუკი ეს ყველაფერი იმ ტკივილს აარიდებდა, რომლის გაფიქრებაც კი ზარავდა.
-მაქსიმე ძალიან კარგი ადამიანია. -თქვა და ყელი ისე გამოუშრა, ჩაახველა. -ძალიან კარგია, ძალიან. -თავისდა უნებურად, გაიმეორა. თვალი კარისკენ გააპარა. მაქსიმე კედელს მხრით მიყრდნობილი იდგა, ჯერ კიდევ იკითხებოდა მის თვალებში კმაყოფილება. ანეტა კი, გაწბილებული შეჰყურებდა მათკენ მომავალ მამაკაცს, ეტყობოდა, სხვანაირ პასუხს ელოდა. მაქსიმე ქეთის მიუახლოვდა, ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე ხელი ნაზად გადაუსვა, მიიხუტა და ლოყაზე აკოცა. ძალიან, ძალიან ნაზად. ქეთი აფართხალდა, თვალებგაფართოებული მიეხუტა მამაკაცს და მისმა შეხებამ, დენდარტყმულივით წამოაგდო ადგილიდან, ლოყები შეუწითლდა და საზიზღარი გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. ვერ წარმოიდგენდა, თუ ესეც საჭირო გახდებოდა, მაქსიმეს შეხება მოუწევდა. ახალგაზრდა კაცს დაუსხლტა, გვერდით გადაჯდა და ნერვიულობის დასაფარად, გაიღიმა. როგორ სძულდა იმ დროს მაქსიმე. მათ წინ მჯდომმა ანეტამ უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩი.
-რა დრო გასულა, ძალიან მეძინება. -ქეთიმ მაქსიმეს ახედა, კაცმა თავი დაუქნია და დაეთანხმა.
-შენს ოთახს რუსიკო გაჩვენებს. -მოვალეობისთვის ორი სიტყვა მიაგდო მაქსიმემ და ქეთის ხელი ჩაჰკიდა, თითები მის თითებში ახლართა და ოთახიდან დინჯად გავიდა . ქეთი ფართხალებდა, თითებს არ აჩერებდა, როგორმე დასხლტომოდა და მერე აჩვენებდა სითავხედეს. როგორმე დარბაზამდე ასე უნდა მისულიყო, აუცილებლად უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ არ შეეძლო, საკუთარ მოქმედებებს ვერ ეწინააღმდეგებოდა. დღეს ხომ ბევრჯერ შეეხო მაქსიმეს ხელს? მაგრამ მაინც იყო რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევდა.

დარბაზში უსიტყვოდ შევიდნენ. კარი გადაკეტა თუ არა მაქსიმემ, ქეთის ხელი შეუშვა. გოგონას ბრაზისგან ლოყები ასწითლებოდა.
-რა ჯანდაბას აკეთებთ? -შეუღრინა კაცს. მაქსიმემ ინტერესით სავსე მზერით გამოხედა.
-რას ვაკეთებ?
-რატომ იქცევით ისე, თითქოს მართლაც ერთი ოჯახი ვიყოთ? როდის გქონიათ მეგისთან ასეთი ურთიერთობა, ჩემთან რომ მოინდომეთ?
-შენთან არა, ახლა მეგი ხარ. -მკვახედ მიაძახა ახალგაზრდა კაცმა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. ქეთის თვალები შუბლზე აუვიდა.
-რა უნდა ანეტას თქვენგან?
-შენი საქმე არაა, ენა ჩაიგდე. -გამოსცრა მამაკაცმა და მაჯაზე შებმული საათის მოხსნა დაიწყო. ქეთის სახეში სისხლი მოაწვა, მამაკაცის სითავხედეს ვერ იჯერებდა.
-ბედავთ და მაჩუმებთ, არა? ხომ არ შეგახსენოთ, დღეს ვინ დაგეხმარათ თქვენი გაფუჭებულის გამოსწორებაში?
-გაჩუმდი, ან გასწავლი სიჩუმეს.
-როგორ, გამარტყამ? -არ ჩერდებოდა ქეთი. განგებ იწვევდა მამაკაცს. მაქსიმეს ნაკვთები ერთიანად დაეჭიმა, ქეთისკენ დაიძრა, მკლავში ხელი სტაცა და სხეულზე აიკრა, მეორე ხელი წელზე ძლიერად მოხვია და ხერხემლის მალებს შორის, ძლიერად დააჭირა. ქეთიმ ამოიკვნესა, ტკივილისგან თვალები დახუჭა, მამაკაცის სახეს იმდენად ახლოს გრძნობდა, პირის გაღების და ისე სუნთქვისაც კი ეშინოდა. მაქსიმე უფრო და უფრო ძლიერად აჭერდა თითებს, ქეთი ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა, ტკივილისგან გამწარებულმა ისე მოჰკიდა, თითქოს შველოდა რამეს. თვალები გაჭირვებით გაახილა და პირდაპირ, ცხვირწინ მომზირალ ახალგაზრდა კაცის სახეს გაუსწორა. ცხვირის წვერით ოდნავ ეხებოდნენ. მამაკაცს თვალებში უაზრო ბრაზი და ზიზღი გამოხატვოდა. მკლავზე დადებული ხელით, ქეთის ხორცი ისე შემოაბრუნა, თითქოს ქსოვილის ნაჭერი ყოფილიყო. ქეთიმ ხმამაღლა წამოიყვირა, ვეღარ მოითმინა და ამოიგმინა, თვალები ცრემლებით გაევსო და მთელი სახე მარილიანი სითხით დაუსველდა.
-გაჩერდით! -დამსხვრეული ხმით ევედრებოდა ქეთი. მაქსიმე უფრო და უფრო უჭერდა ცალ ხელს, მეორე ხელი მკლავს მოაშორა, ქეთიმ ამოისუნთქა, მკლავზე დაბუჟებას გრძნობდა, აუტანელი ტკივილი უვლიდა სხეულში. ახალგაზრდა კაცმა ხელი სახეზე მოჰკიდა, ორივე ლოყაზე მოუჭირა, ქეთის ლამის ყბები დაემტვრა, ენა ვეღარ მოაბრუნა. უშედეგოდ ზმუოდა, რაღაცას სთხოვდა ბატონს, მას კი არ ესმოდა. კაცმა ქეთი აიტაცა, საძინებლის კარი შეგლიჯა, ქეთი საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა. ოთახი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაბნელებულიყო, მცირეოდენი შუქი იღვრებოდა ოთახის ერთ კუთხეში დანთებული ყვითელი ნათურიდან და დეკორაციული ბუხრიდან. ქეთიმ წამოიყვირა, წარმოდგენა არ ჰქონდა რაც აპირებდა მის ზემოდან მოქცეული მამაკაცი, რომელსაც ცხოველური ჟინი გამოხატვოდა მთელს სახეზე.
მაქსიმე კაბის ბოლოებს დასწვდა, ძლიერად გაქაჩა და დამაყრუებელი, საზიზღარი ხმით, მუხლიდან მუცლამდე გახია კაბა. ქეთი თვალებს არ უჯერებდა, ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა, მაქსიმემ ცალ ხელში მოიქცია ქეთის ორივე ხელი, მაჯებში მაგრად მოუჭირა და მკლავი, პირზე ძლიერად მიაბჯინა, თავს ზემოთ დაუჭირა, ისე ძლიერად აწვებოდა, ქეთიმ საკუთარ დალურჯებულ, სისხლჩაქცეულ მხარს კბილებით ძლიერად მოუჭირა, იკბინა, სიმწრის ცრემლები ყელამდე ჩასვლოდა. მაქსიმემ მეორე ხელით კაბის დარჩენილი ნაწილი გადახია, ბორდოსფერი ქსოვილი ორად გაიშალა საწოლზე. ნახევრად შიშველი ქეთის ზემოდან მოქცეულიყო მაქსიმე და გოგონას ყვირილს აიგნორებდა. მერე დაიხარა, ცრემლებით დასველებულ ყელზე სველი ტუჩები მიაკრო, თავისუფალი ხელით ორივე ფეხი გააშლევინა და შუაში მოექცა, ქეთის ისტერიულ ტირილს არაფრად აგდებდა, ხელს დაასრიალებდა მის მუცელსა და ნატკენ წელზე. რამდენიმე სველი კოცნა დაუტოვა ყელზე, მერე გაიმართა, ქეთის ტრუსი გახია, ძლიერად გამოქაჩა და გააძრო. ქეთიმ თვალები დახუჭა, ამდენის ატანა აღარ შეეძლო, მამაკაცთან უძლური იყო და ის მოხდებოდა, რასაც ელოდა... მაგრამ არაფერი მომხდარა. მაქსიმემ ხელი შეუშვა ქეთის, წამოდგა და ტრუსი მიაგდო.
-შენნაირებისთვის, გარტყმა ძალიან უბრალო სასჯელია. -მუხის მძიმე კარი ხმაურით გაიხურა და გაუჩინარდა.

***
მას შემდეგ, ერთი საათი გასულიყო. ქეთი ისევ ისე იწვა, შემოხეული კაბა ეცვა და მის გვერდით, გაგლეჯილი ტრუსი ეგდო. მისთვის ცნობილი ვერც ერთი გრძნობდა ვერ აღწერდა იმას, რასაც გრძნობდა. სამაგიერო გადაუხადა. არადა, არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე ცდილობდა დახმარებოდა, შეცდომა არსად დაეშვა და მაინც, მაქსიმემ მის მოქმედებაში რაღაც დაიჭირა, რაც არ მოეწონა, რისთვისაც მწარედ აზღვევინა. ქეთის ერჩივნა ეცემათ, ვიდრე ის მომხდარიყო, რაც მაქსიმემ გააკეთა. სირცხვილს, დამცირებას, ღირსების შელახვას გრძნობდა. ღირსების, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა, რომლის შელახვასაც არავის აპატიებდა. ინატრა, ისევ ის მომენტი ჩავარდნოდა, ანეტასთვის ყველაფერი მოეყოლა და მშვიდად ეყურებინა მაქსიმეზე შურისძიებისთვის. არ აპატიებდა, მწარედ აზღვევინებდა ამ ყველაფრისთვის.
სხეულს ვერ იმორჩილებდა. ყველა ნაწილი სტკიოდა, განსაკუთრებით - ხერხემალი. დარწმუნებული იყო, საზიზღარი სანახავი იქნებოდა. შიშისგან კანკალებდა, თრთოდა. თვალებიდან ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა. ძალიან ახლოს იყო მის ფსიქიკასთან სიგიჟე, ძალიან ახლოს იყო მისთვის სისუსტე. აღარ შეეძლო. მცდელობებმა დაღალა. იდაყვებს დაეყრდნო და ძლივს წამოდგა, სხეულიდან ნაფლეთები მოიშორა და ხელში მაგრად დამალა ტრუს. ცალი ხელიდან, ჭრილობიდან სისხლს გამოეჟონა. წაბარბაცდა, როცა საწოლიდან გამოძვრა და ხელი წელზე იტაცა. საძინებლის კარი შიგნიდან გადაკეტა, სააბაზანოსკენ წავიდა და კარი გაჭირვებით შეაღო. სიბნელის შემდეგ, სააბაზანოს სითეთრემ თვალი მოსჭრა. დიდი სარკის წინ დადგა. საკუთარ თავს უყურებდა. თვალები ტირილისგან დასიებოდა, ჩაწითლებოდა. გამხდარი, ფერმკრთალი და დაუძლურებული იყო. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ დაცლილიყო ემოციებისგან. თვალები ძლიერად დახუჭა და ლიფის შესაკრავი შეიხსნა, მხრებიდან გადაასრიალა და ტრუსთან ერთად, სანაგვე ყუთში ჩააგდო. ამ დღისგან აღარაფერი უნდოდა. თმაში ხელები შეიცურა, ტირილისგან ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და კიდევ ერთხელ შეხედა საკუთარ თავს. მკლავები დალურჯებოდა, უკან, წელზე კი მაქსიმესგან დარჩენილი სიწითლეები გასჩენოდა, სავარაუდოდ, ისინიც ჩალურჯდებოდნენ. წყალი მოუშვა, ძალიან, ძალიან ცხელი და შიგნით ჩაწვა. მუხლები აიკეცა, წყალი ნელ-ნელა ივსებოდა. თმა დაისველა და ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო. დიდ ხანს მიშტერებოდა თეთრ კედელს, მერე ვეღარ მოითმინა, ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა და ისტერიულად ატირდა. მთელი სხეულით, გრძნობით ტიროდა. თითქოს საბოლოო ტირილი იყო, ყველაფერს აყოლებდა, ყველა განცდას და გრძნობას. ასეთი დამცირებული, ასეთი გამტყდარი, ასე ნაწილებად დაშლილი არასდროს ყოფილა. სხვისი ცხოვრებით აცხოვრებდნენ და საკუთარს მაინც უნგრევდნენ. მთელი არსებით გრძნობდა გადატრიალებას. მასში ძველებური აღარაფერი დარჩენილიყო.
წყალი მხრებამდე სწვდებოდა, კანი გასწითლებოდა ცხელი წყლისგან. გადაიწია, გადაკეტა. ტირილისგან დაღლილს ნერვიული სლოკინი დაეწყო, მთლიანად გადაწვა და წყალში ბოლომდე ჩაიძირა, ცხვირიც წყლის ქვეშ დამალა, ვეღარ სუნთქავდა და მაინც, ასე უფრო მარტივი იყო, ვიდრე წყლის ზემოთ სუნთქვა. თვალები გაახილა, ამღვრეულ ზედაპირს ქვემოდან უყურებდა. ძალიან, ძალიან სიამოვნებდა სიჩუმე. საკუთარი ხმაც აღარ ესმოდა. ერთადერთი, რაც ანათებდა, ზემოთ მოქცეული თეთრი ნათურა იყო. სითეთრე. სიგიჟის ფერი. ისეთ სისუსტეს გრძნობდა, ითიშებოდა. და მაინც, არ სურდა თავის აწევა. დაიღალა, ძალა გამოეცალა. „ვითომ იმის ღალატი, რასაც შენად ვეღარ აღიქვამ, - ღალატია?“ გაახსენდა მაქსიმეს ნათქვამი სიტყვები და თვალები გაახილა. „ღალატია“ ამოტივტივდა მისივე ნათქვამი. და ისიც მოღალატე იქნებოდა, თუ დაასრულებდა. ქეთიმ ხელები აქეთ-იქით, ზედაპირზე შემოაწყო და მთელი სხეულით აიწია. ხმამაღლა დაახველა, ახლაღა იგრძნო უჟანგბადობით გამოწვეული ტკივილი, ფილტვები აეწვა, ცხვირში შესული წყალი ერთიანად გადმოეღვარა, გადაიწია, სააბაზანოში საზიზღარი სიცხე ჩამომდგარიყო, ორთქლი ყველაფერს ფარავდა, აღარაფერი ჩანდა. ხელი კედელზე გადაასრიალა, რბილი ქსოვილი ჩამოგლიჯა და მიიფარა. მჭიდროდ შემოიხვია ტანზე, კედელზე ორთქლის გამწოვის ჩამრთველს დაუწყო ძებნა. კართან იყო. გადაკეტილი კარი გააღო, ჩამრთველი გადასწია და სააბაზანოდან გავიდა.
თითქოს წუთის წინ, თვითონ არ ყოფილიყო მოგუდული წყალში. ბუხართან ჩაიმუხლა, საკეტი გადასწია და მოგიზგიზე ცეცხლმაც, უფრო აიწია. დათბა. ხელით თმა გაიწურა, პირსახოცი ხელებზე და ყელზე გადაისვა, სველი ადგილები შეიმშრალა. ცოტა ხანს ასე იჯდა, ძილი ერეოდა. არც ფიქრი უნდოდა და არც სხვა რაიმე. წამოდგა, კარადას მიადგა და გამოაღო. მისი ტანსაცმელი მართლაც ისე დაეკიდათ, თითქოს ისინი ყოველთვის აქ იყვნენ. თავისუფალი მაისური და ნაჭრის შარვალი გადმოიღო, ამოიცვა და ბუხრის წინ ჩამოჯდა.
თვითმკვლელობა ადვილია - დაასკვნა ქეთიმ და თვალი ცეცხლს გაუშტერა. ადვილია მიზეზი მოგცენ, შესასრულებლადაც ძალიან მარტივია, მაგრამ მიზეზის პოვნაა რთული,რაც ხელს შეგიშლის. ქეთი მოგიზხგიზე ცეცხლში საკუთარ თავს ხედავდა, წლების წინანდელს. უდარდელს. უფრო სწორად, ძალიან უკმაყოფილოს, როცა სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ახლა ის ყველაფერი ისე ენატრებოდა, ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ისევ, დილით სავსე ავტობუსით მგზავრობა შესძლებოდა, ისევ ეპოვნა ჩანთაში „შემთხვევით“ ჩადებული სადილი, ისევ მისულიყო სახლში დაღლილი და ჩაი დაელია. რომ შესძლებოდა, აუცილებლად ამოხევდა მისი ცხოვრებიდან ამ ფურცლებს. უბრალოდ იტყოდა, დიდი პაუზა მქონდაო და გააგრძელებდა. დასრულებულიყო და პირობას დადებდა, ამაზე აღარ ისაუბრებოდა. პირველად, შეკვრა რომ მიაჩეჩეს, საკუთარი თავი გაახსენდა. მაშინ ისე ეგონა, თითქოს ცუდი ამბის დასასრულს თვითონ წერდა. ახლა ასე კი არ ეგონა, ასე იყო. ქეთი წერდა, მაგრამ მას კარნახობდნენ. ამ ცუდ ამბავს, სადაც ის უბრალოდ პაიკი იყო, სადაც მსხვერპლად ეწირებოდა, სხვა ავტორი ჰყავდა. ქეთი მიხვდა, ნაბოდვარია, რომ ამბობენ, რისი სურვილიც გაქვს და ძლიერ გწამს, ვერ დაკარგავო. ყველაზე მეტად, ასეთი ფიქრები ნადგურდებიან. იფერფლებიან, მერე თავზე გეყრებიან და გფარავენ. არ უნდოდა დაეკარგა საკუთარი თავი და მაინც, ბოლომდე მიჰყვა. საკუთარი თავი გამოსცადა, უნდოდა გაეგო რა შეეძლო და ხელში სინანული შერჩა. ქეთის ყველაზე და ყველაფერზე მეტად, საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.
ნეტავ, მეგი რას იტყოდა ახლა?
მართალი იყო მაქსიმე. არაფერს ცვლის ადამიანი, ის მხოლოდ საკუთარ თავს ეკითხება, როგორ მოახერხა ამდენი რამ გაეფუჭებინა.
ქეთი იჯდა, ფეხები მოეკეცა, ადგილზე ირწეოდა, თვალები ცეცხლისთვის გაეშტერებინა და რაღაცნაირად, შეცვლილიყო. ქეთიმ იცოდა, ადამიანი, რომელიც მოითმენს, ყველაფერს დაეპატრონება. მაქსიმეს აზღვევინებდა, ყველაფერს ანანებდა, აუცილებლად.
იჯდა, ფიქრობდა, მთელი არსებით ცდილობდა ტკივილის დაიგნორებას და იცოდა, რომ კედელს იქით, მაქსიმე კუთვნილ სავარძელში იჯდა, ცალ ხელში ვისკით უჩვეულოდ სავსე ჭიქა ეჭირა, თვალი ცეცხლისთვის გაეშტერებინა და მეორე ხელს ნერვიულად უსვამდა სავარძლის ზედაპირს. სიჩუმის შემდეგ, მწარე სითხეს მთლიანად ცლიდა და ახლით ავსებდა.
სიკვდილი რომ გამოძებნო, მარტივია. რომ იცოცხლო, ძალიან რთული.

უჩვეულო ღამე ჩამომდგარიყო. მთვარეც ციდან გაპარულიყო, ვარსკვლავებიც აღარ სწყალობდნენ ცას. გამეფებულ სიმშვიდეს, ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი არღვევდა.
წვიმდა.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ერთადერთი ვინც გალანძღვას იმსახურებს მაქსიმეა. შენ რა შუაში ხარ :დდ
ძალიან ემოციური თავი იყო.
ანეტასი რატომღაც არ მჯერა. ხო, ასაკში შესულ ხალხს ყველაფერი უტკბებათ და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ეპატიებათ. მაგრამ ეს ქალი არ მომწონს.
მაინტერესებს ახლა რას იზამს ქეთი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ის მთავარი მიზეზი მაინტერესებს, რამაც მაქსიმე ასეთი გახადა.
ისე მიდის ყველაფერი, როგორც უნდა წავიდეს. ძალიქნ ძალიან კარგია ^_^

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
ერთადერთი ვინც გალანძღვას იმსახურებს მაქსიმეა. შენ რა შუაში ხარ :დდ
ძალიან ემოციური თავი იყო.
ანეტასი რატომღაც არ მჯერა. ხო, ასაკში შესულ ხალხს ყველაფერი უტკბებათ და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ეპატიებათ. მაგრამ ეს ქალი არ მომწონს.
მაინტერესებს ახლა რას იზამს ქეთი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ის მთავარი მიზეზი მაინტერესებს, რამაც მაქსიმე ასეთი გახადა.
ისე მიდის ყველაფერი, როგორც უნდა წავიდეს. ძალიქნ ძალიან კარგია ^_^

ვიცოდი, შენ რომ გამიგებდი :დ ეჰ, ამ ქაოსს რაიმე თუ დაალაგებს, ჩემი თავის მადლობელი დავრჩები. აქ ყველა რაღაცას მალავს, ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო.
ვნახოთ რა იქნება.
მიხარია რომ ყველაფერი ადგილზეა ^^

 


№3 სტუმარი Guest გრაფინია

ქეთის საპასუხო დარტყმა მაინტერესებსს ;)))

 


№4  offline მოდერი chica sol

არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი, მაქსიმესკენ გული რომ მომიბრუნდეს, მართლა არ ვიცი. ვერ ვიტან...
ანეტას სიყალბეც არანაკლებ აუტანელია. რაღაცას მალავს ეს ორი და საშინლამ მაინტერესებს რას.
მოუთმენლად გელოდები მარ❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მაქსიმეზე მართლაც ძალიან გავბრაზდი. არ ვიცი ასეთი რა მიზეზი აქვს მხეცად, რომ იქცა, მაგრამ ქეთისთან დამნაშავეა. ქალი ეხმარება და ეს კიდევ ამცირებს.
რაც შეეხება ანეტას, მძულს ასეტი ქალები. პატარა შვილი არ ინდომა და ახლა გაზრდილი მოინდომა.ასე მგონია მეგის მეშვეობით მაქსიმეს დამორჩილება უმდა ანეტას, ან ფული, უბრალო მიზეზი უნდა როგორც თვითონ თქვა.
საინტერესოა სადამდე გასტანს მაქსიმეს სისაძაგლე.

 


№6 სტუმარი Guest ლიკა

კარგი ისტორიაა, მაგრამ რას ვერ ვხვდები თუ იცი... ახლახან დავამთავრე მშვიდი ქარიშხალი და რატომღაც მომეჩვენა რომ ბევრ რამეში მსგავსია... ბატონი, სახელი არ ვიცოდით, ეს თეთრი პერანგი და ახლა საცვლის გახევის სცენა... იმედია იქედან არ გაქვს აღებული. ისე კარგია, მომეწონა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent