შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (დასასრული)


13-02-2017, 00:10
ავტორი aNuGi
ნანახია 6 690

მაღალი სხეული მხრებში მოხრილი, განადგურებული სახით შევიდა სახლში და იგრძნო როგორ შემოეხვია მთელი ძალით სიმარტოვის სურნელი, დეას კისკისი აღარსად ისმოდა, არც მისი სურნელი ტრიალებდა სახლში. თითქოს ყველაფერი, ერთი ხელის მოსმით იყო გამქრალი, მის გასაგიჟებლად, ჭკუიდან გადასაყვანად..
არ ახსოვს ასეთი დეა, მის მოგონებებში მხოლოდ თბილი, მოსიყვარულე, დაბნეული დეა ცოცხლობს..
ტკივილისგან უფრო პატარავდება, უფრო იხრება და მკლავებზე თითებს იტარებს, თითქოს ცდილობს მისი შეხების გახსენებას, მათ შორის მომწყვდეული დეას გახსენებას და შეგრძნებას.
მძიმედ მიდის სავარძლისკენ და მოწყვეტით ეშვება, თავს უკან ხრის და თვალებს ხუჭავს..
უეცრად მთელი ოთახი ნათდება, ფეხდაფეხ მოყვებიან გიორგი და ალექსი.
მხარზე ხელს ადებენ და როგორც დეამ დაუბარა, ისე რთავენ ვიდეოს.
ყველაფერი ნათელია,
ყველაფერი იმაზე კარგად ჩანს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა!
მათი ლაპარაკი პირდაპირ გულში ატანს, პირდაპირ ისრებივით ესობა გულზე, გრძნობს რომ უკვე სისხლიც აღარ მოსდის, იმდენად გაყინული და გათიშულია. მის წინ მთელი სიმართლეა, ის სიმართლეა, რომელზეც თვალის გასწორება არ უნდოდა, რომლის აღიარების უფლებასაც სიამაყე და იმედგაცრუება არ აძლევდა.
ახლა კი..
ახლა ყველაფერი შეიცვალა, თვალებჩაწითლებული ვეღარ ითვლის უკვე მერამდენედ ახვევს ვიდეოს და ერთი და იგივე მომენტს მიშტერებია.
გრძნობს როგორ ესერება სხეული შიგნიდან, როგორ იშლება, როგორ აწამებს რაღაც, ღრღნის და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
უზარმაზარი ბურთი აქვს გაჩხერილი კისერში და ვერ სუნთქავს, ასე ჰგონია ის უკანასკნელი ჰაერიც წაართვეს რითაც ცდილობდა ესუნთქა, ეცოცხლა და ეარსება.
ძალაგამოცლილი თიშავს ტელევიზორს და იქვე აგდებს პულტს.
ძლივს ითრევს ტანს, ხელებმომუშტული დგება და ბიჭებს აშტერდება.
ისინი, თავს ხრიან, თვალებსაც ვერ უსწორებენ, ვერ უძლებენ ძმის სასოწარკვეთილ თვალებს.
- სად არის? - ბგერებს ძლივს უყრის თავს და ხავის.
- წავიდა… - პირდაპირ კვეთს ჰაერს სიტყვა და გულს უკუმშავს.
- წავიდა..
უფრო თავისთვის ბურტყუნებს და კიბეებზე ადის, ლასლასით შედის ოთახში და კარებს ზურგს უკან იხურავს.
- წავიდა ხო? წავიდა.. - განუწყვეტლივ იმეორებს ერთი და იგივეს და კარადიდან მის დარჩენილ ნივთებს იღებს - წავიდა, დამტოვა და წავიდა! ვერ მაპატია, არ მაპატია, არ მაპატია - საწოლზე აფენს მის ნივთებს და ზემოდან წვება, თითოეულს იხუტებს გულში და მთელი ძალით ისრუტავს მათ სურნელს.
- წავიდა, სად წავიდა?! - თავისთვის ლუღლუღებს და ცდილობს მისგან დარჩენილი მცირე ნაწილები მაინც შეაგროვოს, როგორმე რომ ამოისუნთქოს, როგორმე რომ მოიშოროს გულიდან უდიდესი ლოდი. ტკივილი შიგნიდან მთელი ძალით ჭამს და ანადგურებს, ვეღარ გრძნობს სხეულს, მთელი სხეული დაბუჟებული და დამწვარი აქვს, შიგნიდან ყველა უჯრედი იწვის, შველას ითხოვს, მაგრამ დეას ნატიფი თითები არსად ჩანს, მისი შეხება და ეს ყველაფერი გაქრებოდა.. ეს ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და ისევ დაისადგურებდა მასში სიმშვიდე.
- მაგრამ ის ხომ წავიდა? - ღრიალებს და ყველაფერს ისვრის, რასაც კი წვდება იქედან ყველაფერს ქვემოთ ანარცხებს და მისი მტვრევისგან სიამოვნებას ღებულობს, თითქოს მას ატანს ტკივილს.
მერე უცებ თვალებს ფართოდ ახელს, დამძიმებულ სხეულს ითრევს და სახეს ხელებში რგავს.
- არა, უნდა მოვიმოქმედო რამე, უნდა შემოვირიგო, ასე ვერ გავჩერდები, ვერ გავძლებ, ვერ ვიარსებებ მის გარეშე, მაგრამ რა გავაკეთო? როგორ?! - განუწყვეტლივ ბუტბუტებს, სახეზე ხელებს ისვამს და დაბნეული იყურება აქეთ იქეთ.
- ვიპოვი, ვიპოვი და აუცილებლად შემოვირიგებ!

***

დეა

ჩავედი.
რა უცნაურია ირგვლივ ყველაფერი, ვგრძნობ რომ სხვა სამყაროში ვარ, სხვა უნივერსიტეტში, სხვა კურსელებთან. “სხვას” ამ შემთხვევაში სულ სხვანაირ დანიშნულებას ვანიჭებ, ყველაფერი უცხო და მიუღებელია ირგვლივ.
ჩვეული და ნაცნობი არავინ და არაფერია.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო უცხოვდება ეს ყველაფერი, მათი ცივი დამოკიდებულება, ყველაფერს ფარავს, იმედები მიცრუვდება, სიმშვიდეს ვერ ვპოულობ.
ერთი კვირაა აქ ვარ, ერთი კვირაა ვცდილობ როგორმე არ გამექცეს თვალი, ყური, სხეული ახალი ამბების მოსასმენად. არ მინდა მასზე ვიცოდე რამე, მაგრამ ვგრძნობ როგორ მჭამს ინტერესი და მიბიძგებს ნახვისკენ.
დაბნეული მოვაბიჯებ ვარშავას ქუჩებში და ისიც კი არ მაინტერესებს რომ ასეთ ლამაზ ადგილზე ვარ, შემიძლია უამრავი რამ ვნახო, სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში გადავიდე ტურებით, მე კიდევ მოვაბიჯებ და დანიელს მივსტირი მთელი გულით.
უეცრად ვიღაც მხარს მკრავს და ხელიდან ყველა წიგნი მივარდება.
- უკაცრავად! - ჩურჩულით მეუბნება ქართულად და გაოცებისგან შუბლზე ამდის თვალები, ვცდილობ მისი სახე დავინახო მაგრამ უზარმაზარი კაპიშონი ხელს მიშლის ამაში.
- ვინ ხარ? - ვცდილობ ნორმალურად გავიგონო მისი ხმა, მაგრამ პასუხგაუცემლად მივლის გვერდს და გზას აგრძელებს. რამდენიმე წუთი დაბნეული ვდგავარ, ჩემს წიგნებს დავყურებ, შემდეგ იქეთ ვიხედები საითაც წავიდა და უკან მივსდევ, მკლავში ვაფრინდები და ჩემკენ ვატრიალებ.
- უკაცრავად? - მეუბნება ინგლისურად და ქერა ბიჭი გაოცებული დამყურებს ზემოდან.
- თქვენ, ქართულად, ხომ დამელაპარაკეთ? - ქართულად ვუბერავ ჩემსას და მას გაოცებისგან უფრო უფართოვდება თვალები.
- გეშლებათ
- რა მეშლება ახლა არ გამკარი მხარი? - ხელების ქნევით ვუხსნი სიტუაციას, მაგრამ ვერ იგებს.
- გიცნობთ? - დაბნეული იყურება აქეთ იქეთ.
- უკაცრავად, შემეშალა! - ვბლუყუნებ დარცხვენილი და აქეთ იქეთ ვიყურები, შორს, ძალიან შორს კარგად ვარჩევ კაპიშონ ჩამოფარებულ სილუეტს, რომელსაც სახე ჩვენკენ აქვს შემოტრიალებული და ზუსტად ვიცი რომ გვიყურებს.
მინდა რომ მასთან მივიდე, მაგრამ რაღაც მთელი ძალით მეკიდება სხეულზე და ვერ ვდგამ ნაბიჯს, მეშინია რომ იმედი დამემსხვრევა, რომ არ აღმოჩნდება ის ვინც ასე მინდა რომ იყოს.
ცივად ვბრუნდები და ჩემი ბინისკენ მივიწევ გულაჩუყებული.

***

გაავებული ავდივარ კიბეებზე, ეს უაზრო შემთხვევაღა მაკლდა, თან ქართველის, ან საიდან მიხვდა რომ ქართველი ვარ?! სახეზე მაწერია დავიჯერო?
ხელის კანკალით ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ, ვმშვიდდები, არ მინდა ნერვებს ავყვე, ამ ბოლო დროს ისედაც ზედმეტად ნერვიული გავხდი.
მძიმედ ვეშვები სავარძელში და ვცდილობ როგორმე აჩქარებული გული დავიწყნარო.
გავგიჟდები მალე!
გამაგიჟებს უ-დანიელობა!
საძინებლისკენ მივიწევ რომ გამოვიცვალო, უეცრად დარეკილი ზარი რომ მაშინებს და მსუბუქად ვკივი.
რა ჯანდაბაა! ჯერ ის ბიჭი, ახლა ეს ზარი, ვინ ცდილობს ჩემს ჭკუიდან შეშლას? ან ვინ გაიგო რომ აქ ვარ?! ეს თუ ნიაა ისევ და იმ ციხიდანაც მომაგნო, ჩემი ხელით დავახრჩობ!
კბილების ღჭრიალით ვაღებ კარებს და მოულოდნელობისგან ვცბები.
კარებში არავინ არ დგას, ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებ და ბოლოს ქვემოთ ვიყურები.
ქვემოთ ერთი ვარდი დევს. თვალების ტრიალით ვბრუნდები და ის ისაა სახლში უნდა შემოვიდე რომ ვშეშდები.
ვარდი?
მოიცა, რა ვარდი, ეს ვინ გამომიგზავნა? ვბრუნდები, ვიხრები და ვარდს თითებს შორის ვიქცევ.
ემოციები ერთმანეთს ცვლიან ჩემს სხეულში, შიში, სიხარული, ბედნიერება, გაბრაზება, სიყვარული..
არ ვიცი რა ვიფიქრო, ან ღირს კი მივაწერო ეს ყველაფერი დანიელს?!
არა, სისულელეა, ის ამას არ გააკეთებდა.
ისევ სავარძელს ვუახლოვდები, ვარდს მაგიდაზე ვდებ და მასთან ახლოს ვჯდები, ისეთი სახით ვაკვირდები, ვინმემ რომ დამინახოს ეგონება ბომბს ვუყურებ და ველოდები როდის აფეთქდება.
ჯერ უკმაყოფილოდ დავყურებ,
მაგრამ მაინც მეპარება ტუჩის კუთხეში ღიმილი.
- დანიელ! - ვბუტბუტებ და ვარდს ისევ თითებს შორის ვიქცევ - ნუთუ ჩამოხვედი? - თვალები მიბრწყინდება და ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს.
- არა! არა! - შუბლს ვკრავ და ისევ თავის ადგილას ვაბრუნებ - ვაზაში ჩავდებ, არა რატო დალპეს, იქნებ დანიელისგან არ არის?! საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ვეღარც ვითვლიდი მერამდენე კრუგს ვურტყამ სახლს.
ბოლო დავიღალე, ღრმად ამოვისუნთქე და ვარდი ვაზაში მოვათავსე.
აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.
არა აშკარად გავაფრინე, უ-დანიელოდ, ძალიან ცუდად ვარ!
სისულელეებს ვხედავ და მელანდება!
საშინლად მჭირდება მისი სურნელის შეგრძნება, ახლა ამ წუთას.
დაბლა ვიყურები და ვცდილობ იქაურობა მოვათვალიერო, მზე ჩადის და ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა იშლება, ის დღე მახსენდება, ყაზბეგში ერთად რომ ვუყურებთ მზის ამოსვლას და მთელი სხეული მიცახცახებს.
სიგარეტს აივანზე ვწვავ და ქვემოთ ვიხედები რომ გადავაგდო.
უეცრად კაპიშონიანს ვხედავ,
გაოცებული ვეჭიდები მოაჯირს და მთელი სხეული უარესად მიკანკალებს.
ცალ ხელს წევს და ვგრძნობ რომ ეს მომენტი უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში, ფრთხილად მიქნევს ისე რომ ზემოთ არც იხედება.
- პედოფილ! - ვერც კი ვხვდები ისე წყდება ბგერები ტუჩებს და გაავებული ვიწევ უკან, სწრაფად ვაღებ კარს და კიბეებზე ჩავრბივარ.
- პედოფილ! პედოფილ! - ვყვირი გაავებული და აქეთ იქეთ შეშლილივით დავრბივარ.
გაქრა, ისე თითქოს არც ყოფილა.
- სად წავიდა? - საკუთარ თავს ველაპარაკები, წინ და უკან მიმოვდივარ გაავებული, მაგიჟებს, დანიელი არ მაკლდა, ახლა პედოფილი მაგიჟებს!
ყურებჩამოყრილი ავდივარ კიბეებზე და კარებს მძიმედ ვხურავ ზურგს უკან.
აღარ შემიძლია ამდენი, კომპიუტერს ვრთავ და სიახლეებში შევდივარ.
მათე?!
მათე!
არ არსებობს, სიხარულისგან ვკივი!
ყველანაირი ბრალდება მოუხსნეს, ბიზნესი დაუბრუნეს და საქვეყნოდ მოახდევინეს ნიას ბოდიში!
ეს ხომ.. ეს!
ბედნიერება მთელ ტანში ვრცელდება და თვალები ცრემლებით მევსება. ვტირი, სიხარულისგან ვტირი, კატო ბედნიერი იქნება საყვარელი მამაკაცის მკლავებში, როგორც იქნა ეღირსებათ სიმშვიდე.
ღრმად ვსუნთქავ, ლეპტოპს ვხურავ ისე რომ დანიელის სიახლეებს არ ვამოწმებ, ვარდს ხელში ვიღებ და საძინებელში გავდივარ.


***

1 წელი არც ისე პატარა დროა არა?!
უ-დანიელოდ.
პედოფილთან ერთად.
ყოველდღე ჩემს კარებთან დატოვებული თითო ვარდი, სიტყვების, ემოციების და ნახვის გარეშე.
უბრალოდ ერთი ვარდი,
რომელიც მისგან ყველაფერს იტევს.
თუმცა, დანიელი რომ ყოფილიყო, ახლა ათმაგად ბედნიერი ვიქნებოდი.
მის სახეს ვერ ვხედავ, ვერც მის თითებს, საერთოდ უცნობი და მიუღწეველია ჩემთვის.
ასე, ძალიან ძალიან გვიან სიგარეტს რომ ვეწევი, მაშინ გამოჩნდება და უბრალოდ მიქნევს ხელთათმანიან ხელს.
ვგრძნობ რომ ვეჩვევი, მისი ვარდის გარეშე უკვე დღე ღიმილით არ იწყება.
ტკივილი ნელნელა ყუჩდება და გულის სიღრმეში ვმალავ, მონატრება იკავებს მის ადგილს, მისი სურნელის შეგრძნების სურვილი მკლავს და მშლის ერთიანად.
ერთი წელი,
ზუსტად 365 დღე უშენოდ, დანიელ!
ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვივა.
არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში, არაფერი ხდება ახალი.
წინ კი არა ვგრძნობ რომ უკან მივდივარ,
ისევ მას ვუბრუნდები, ვხედავ რომ ყველა გზა მასთან მიმიყვანს!
დღეს ბოლო დღეა ჩემი ვარშავაში ყოფნის,
სასაცილოა! იყო აქ და არ ნახო არცერთი ადგილი, უნივერსიტეტი-სახლი, სახლი-უნივერსიტეტი. ეს იყო მთელი ჩემი “მოგზაურობა” და დასვენება.
რა თქმა უნდა ჩემს განუყრელ მეგობარ ფიქრებთან ერთად, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ირეოდნენ თავში და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდნენ.
არაფერი გამიგია მასზე, საერთოდ არაფერი!
სიამაყე მაინც მთელი ძალით მიჭერდა და მაგიჟებდა!
მინდოდა და თან არ მინდოდა, თუმცა ვხვდებოდი, რაც დრო გადიოდა უარესად ვექცეოდი მონატრების მარწუხებში და უკვე დაბრუნებამდე საათებს ვითვლიდი.

***

365 დღის შემდეგ ჩამოვედი,
ისევ ჩემს სამშობლოში ვარ,
ასე მგონია ფილტვები პირველად მეხსნება ამდენი ხნის შემდეგ და ლაღად ვსუნთქავ, თითქოს ყველანაირი ლოდი ვარდება მხრებიდან, თავისუფალი ვარ!
ახლა ერთი ჟანგბადით ვსუნთქავთ და ამ ეტაპზე ესეც საკმარისია ჩემთვის!
ანჩო და დიკო მთელი ძალით მეხვევიან, დემნაც აქაა, სურპრიზს მეგონა იქეთ ვუკეთებდი, ამათმა კი აქეთ გამიკეთეს.
ორივეს ვუკოცნი ლოყებს და მათ აჟიტირებულ სახეებზე მეღიმება.
პირველად ვიღიმი ასე გულწრფელად,
ვხვდები რომ მათი ტიტინი მომნატრებია..
მშვიდად შევდივართ ანჩოს ბინაში და ეგრევე უსიამოვნო მოგონება იჩენს თავს..
ბოლოს აქ განადგურებულმა შემოვვარდი, ისევ დანიელის თვალები გამახსენდა და რაღაცამ ისე ძლიერ მომიჭირა გულზე ხელი რომ გავქვავდი ტკივილისგან.
- დეა, გესმის? - დიკო სახეზე მისვამს ხელებს და შეშფოთებული მიყურებს.
- მესმის დიკო, მესმის! - თავს ვაქნევ უარყოფითი ფიქრების გასაგდებად და ბინაში შევდივარ.
- დეა, იცი მე.. - თითებს იმტვრევს ანჩო.
- რა ხდება პირდაპირ მითხარი..
- ახალი წელი მოდის და… ვიფიქრეთ..
- რა ხდება! - ტონი მიმკაცრდება და ისე ვუყურებ გოგოებს ვატყობ რომ უარესად ფრთხებიან.
- აუ ეგრე ნუ გვიყურებ თორემ უარესად გვეშინია შენი რეაქციის - იკრიჭება ანჩო და ჩემს წინ ჯდება.
- კარგით, გოგოები აბა მითხარით რა ხდება? - თვალების ფახულით ვეკითხები და ვიღიმი.
- ახალ წელს არის მასკარადი, ანუ ნიღბები უნდა გვეკეთოს, კაბები უნდა ჩავიცვათ, უნივერსიტეტი აწყობს და შენც ხომ წამოხვალ? - უცებ მაყრიან და სანამ გადავხარშავ უკვე გეგმებსაც აწყობენ როგორ კაბას ჩამაცვამენ.
- მოიცადეთ! მოიცადეთ! მე რა მინდა?
- გინდა, შენ ხომ ჩვენთან ბრუნდები უნივერსიტეტში? ხოდა წამო რა… - ყელს იწელავს ორივე. უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს და ბოლოს დანებების ნიშნად ვწევ ხელს.
- წამოვალ, თუ მიპასუხებთ ერთ კითხვაზე…
- არ იქნება, ის არ იქნება! - ორივე იძახის და მომლოდინე თვალებით მაშტერდებიან.
უხმოდ ვუქნევ თავს და თვალს ვუკრავ ორივეს.
- თქვენი ვარ, როგორც გინდათ ისე გამომაწყვეთ!

***

“მიდიხარ?” ტელეფონზე მომდის წერილი და ღიმილით დავყურებ წარწერას. “პედოფილი”
“მივდივარ!”
“არ გეშინია რომ შეხვდები?”
“არა, არ მეშინია!”
“ვნახოთ”
“რა უნდა ვნახოთ?”
“გეშინია თუ არა…” 
“მადლობა ვარდებისთვის…” 
“სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, არა?:)” 
“ალბათ მართალი ხარ, მაგითაც მაბედნიერებდი” 
“კიდევ ბევრჯერ გაგაბედნიერებ, გპირდები”

***

ანჩო და დიკო ისე დამტრიალებენ თავს რომ ლამის არის გული წამივიდეს.
- გოგოებო, რას მიკეთებთ? - მეცინება მათ შემხედვარე, ისე მონდომებით მაწყობენ - მათხოვებთ?
- ჩუ! იჯექი მანდ, ჩუმად!
- კარგით გოგოებო რა! - ცხვირს ვიბზუებ და ფეხზე ვდგები.
- მოიცა რა, თმა დაგიმაგრო ნორმალურად! - ბუზღუნებს დიკო და ძალით მსვამს სკამზე.
- დეა რას აპირებ? - მოულოდნელად იწყებს ანჩო საუბარს.
- რაზე მეკითხები? - თავს ვიშტერებ მე.
- დანიელზე, არ აპირებ შეურიგდე?
- ვაიმე, მთელი წელი იმდენი იწვალა ჩემს შემოსარიგებლად რომ გავგიჟდი.. სულ ჩემს სახლთან იდგა და მეხვეწებოდა..
- კარგი რა დეა, შენც დააშავე ისიც შეცდა, ხომ ხვდები.. რა აზრი აქვს ამ ბუტიაობას, ხომ ვხედავთ რომ გიყვარს..
- მას არ ვუყვარვარ ისე, რომ ჩემს გამო იბრძოლოს დიკო! გვეყო ამაზე საუბარი, ხასიათის გაფუჭება არ მინდა - თავს ვაქნევ და ისევ ვდგები ფეხზე, სარკესთან მივდივარ და გაოცებული ვაშტერდები ჩემთავს.
- ეს, მაინც ნიღაბს ვიკეთებ და რათ მინდა ამხელა მაკიაჟი?
- რავიცი, მაინც, რომ მოიხსნი მერე? - მხრებს იჩეჩავს უდარდელად ანჩო და კაბას მიდებს საწოლზე.
- რაა.. ეს? ამას არ ჩავიცვამ, ჯერ ერთი გამომწვევი წითელია და მეორე რამხელაზე მარჯვენა ფეხზე ჩახსნილი?
- ნუ მეკომპლექსები და ჩაიცვი დროზე! - მიბრიალებს თვალებს ანჩო და თვითონ ჯდება სარკესთან.
ბუზღუნით ვემზადები და სარკის წინ ვტრიალებ, იმხელაზეა ეს კაბა ჩახსნილი რომ გამუდმებით უნდა ვქაჩო ქვემოთ.
- ბოლო შტრიხიც და ეგაა - კისკისებს დიკო და შავ ნიღაბს მიკეთებს სახეზე, რომელიც მთლიანად მფარავს და მხოლოდ თვალები მიჩანს.
- ოუ, ძეტკა, რა სექსუალური ხარ! - იკრიჭება და თვითონაც ირგებენ ნიღბებს.
- წავედით!

***

დარბაზი ზედმეტად ლამაზად არის მორთული, ღიმილით მივიწევ წინ, თუმცა მეეჭვება ვინმე ხედავდეს ჩემს ღიმილს.
ფერები ერთმანეთში ირევა, უმეტესობას შავი კაბა აცვია და თითქმის ყველას ბოლომდე აქვს დაფარული სახე.
ერთად დგანან კურსელები და კისკისებენ, ზოგი სვამს და თავიანთ სტიქიაშიაა, ზოგი კი ცეკვავს.
მაგიდასთან ვდგებით დემნა რომ გვიახლოვდება.
- ოუ, დემნა! როგორ ხარ? - ლოყაზე კოცნის ანჩო და ჩემკენ აპარებს თვალს.
- კარგად, თქვენ გოგოებო? ეს ვინ არის? - თვალს მისწორებს და იღიმის.
- ასეა, ასე მიდიხარ და გივიწყებენ! - ვიცინი და შამპანიურს მაღლა ვწევ - გაგიმარჯოს დემნა!
- დეა? არ მჯერა! რამდენი ხანია არ.. არ მინახიხარ - ენა ებმევა და ძლიერად მხვევს ხელებს.
- მეც მომენატრე!
- გოგოებო, გაიგეთ დღეს რომ შეჯიბრებაა?
- რა შეჯიბრება? - ეგრევე ინტერესდება ანჩო.
- რა და, აი იქ ორი ყუთი რომ დგას, ერთიდან გოგოები ამოვიღებთ, მეორედან ბიჭები და ვიცეკვებთ! საუკეთესო წყვილი კი დედოფლად და მეფედ დასახელდება!
- მაგარია! - მხოლოდ ამით შემოვიფარგლები და იქ მყოფ საზოგადოებას ვაკვირდები.
კურსელებს ვესალმები და მათთან ერთად ვსაუბრობ, ქერა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, ვიღაცას ელოდება, ახალი ჩიტი ჰყავს გამოჭერილი, რომელსაც გამუდმებით უნდა ეპრანჭოს. თვალებს ვატრიალებ და ჭორიკანასთან ვაგრძელებ საუბარს, იმდენი რამე მომხდარა ჩემი არ ყოფნის განმავლობაში რომ ენას არ აჩერებს და მთელი უნივერსიტეტის ამბები ისე ვიცი, მგონია რომ არც ვყოფილვარ სხვაგან ეს დრო.
უეცრად მკლავში მავლებს ვიღაც ხელს და მოფარებულში გავყავარ!
- რა ხდებაა?
- დემნა ვარ!
- რაიყო დემნა მოხდა რამე?
- შენს დაქალს დაემშვიდობები თუ პირდაპირ წავიყვანო?
- სად მიგყავს? - დაბნეული ვუყურებ, ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
- ვიტაცებ..
- რა.. რამ გადაგრია, ისე არ მოგყვება?
- მუღამზე ვარ, ყველაფერი მზად მაქვს! 1 კვირაში ჩამოვალთ! - სწრაფად მეხვევა, დიკოს ავლებს ხელს და გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე მიჰყავს გასასვლელისკენ.
სიცილით ვაქნევ თავს და წამყვანს ვუსმენ, ყუთში ბოლო ფურცელი რჩება, მშვიდად ვიღებ და ნომერს ვუყურებ.
9?
ჰმ, ვნახოთ აბა ვინ არის ჩემი პარტნიორი.
ირგვლივ ყველა წყვილდება, მაგრამ ჩემი პარტნიორი არ ჩანს.
აქეთ იქეთ ვიყურები და ის ისაა უნდა დავჯდე რომ ვიღაც ხელს მავლებს და პირდაპირ შუაგულ სცენაზე გავყავარ.
ვშეშდები, ეს თითები.. შეუძლებელია, ტანში ელექტრონები მივლის და კანკალი მივარდება, ეს.. თითები, სურნელი, მეჩვენება, ვერ დავიჯერებ. თვალებს გაოცებული ვაფახულებ და ღრმად ვსუნთქავ.
ხელს წელზე მხვევს, ჩემს ხელს იღებს და მხარზე იდებს, მეორეთი კი ჩემს თითებს ამწყვდევს მის თითებში და მისი სიმხურვალით მთლიანად მწვავს.
აბა არ იქნებაო?!
მთელი ძალით გაკივის გონება და ისე ვიწვი რომ ლამის გული წამივიდეს.
მთელი ტანით ირხევა, უნებურად მივყვები და გულმკერდით ვეკვრი, მისგან საოცარი სითბო მოდის, პირდაპირ კანში ატანს და უჯრედებს ედება. ვბედნიერდები, თითქოს ვიშლები და ახლიდან ვიბადები, ყოველი მისი შეხება მაცოცხლებს, სუნთქვის საშუალებას მაძლევს და მაგიჟებს. საყვარელი სურნელით ვივსებ ფილტვებს და მხრიდან თითებს კისერზე ვატარებ, ვგრძნობ როგორ უმძიმდება სუნთქვა, წელზე მოხვეული ხელი ეჭიმება და იმდენად ახლოს მიკრავს რომ სუნთქვა მეკვრის, ჩემგან განსხვავებით მხოლოდ თვალები აქვს დაფარული და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილს ნათლად ვხედავ, მის ღიმილზე მეც მეღიმება, ასე მგონია სიზმარში ვარ, საოცარ სიზმარში.
ტუჩები მხრისკენ მიაქვს, მოსალოდნელი შეხებისგან წინასწარ ვიფერფლები და თვალებს ვლულავ, მისი ტუჩები, მისი ფაფუკი და ტკბილი ტუჩები მხოლოდ წამიერად ეხებიან მხარს და საოცარი შეგრძნება მივლის იმ ადგილას. ტუჩებს მხრიდან კისერზე დააცოცებს და ჩემს დახორკლილ კანზე მსუბუქად იცინის.
უეცრად სწრაფად მატრიალებს და ზურგიდან მეკვრის, მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მედება და იმდენად მიჩქარდება პულსაცია რომ ასე მგონია მთელ დარბაზში მხოლოდ ჩემი გულისცემა ისმის.
ჩემთან ერთად მოძრაობს, ტანს უნებურად ვაყოლებ, მუცელზე დადებულ ჩემს ხელს მისას ახებს და მეორეს გაშლილ მკლავზე მაყოლებს, ვკრთები, ტუჩებს გაუაზრებლად ვიჭამ და ვგრძნობ როგორი სიჩქარით მოძრაობს სისხლი ვენებში.
ნაბიჯი წინ,
ნაბიჯი უკან,
ნაბიჯი გვერდით,
რამდენჯერმე მატრიალებს და ხელზე მეჭიდება, მისი თითებიდან წამოსული ელექტრონები ჩემს თითებს ედებიან და მთელ სხეულში გადიან. ისევ სწრაფად მატრიალებს ხელზე და მის მკლავებში ვჩნდები, ახლა უკვე დაუფარავად უთრთის ღიმილი სახეზე, მის ყოველ ამოსუნთქვას ვითვლი და არ მინდა ოდესმე ეს მუსიკა დამთავრდეს.
უეცრად ოდნავ იხრება, ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს და მუხლს ქვემოთ მდებს ხელს, ფეხს მის წელზე მახვევინებს, მთელი ტანით უკან ვიხრები, თითებით ჯერ ჩემს წელს ეფერება, შემდეგ კი მორიგ სველ კოცნას მიტოვებს გულმკერდზე და ვგრძნობ როგორ მერთმევა ძალა, თითებს რომ აყოლებს შიშველ ფეხს.
ვეღარ ვუძლებ!
ეს არის ვნება, სიყვარული, სიგიჟე, ბრაზი, იმედგაცრუება, იმედი, ყველაფერი ერთად, ერთი ემოცია მეორეს ცვლის, მეორე მესამეს და ისევ ვეშვები ემოციებში რომ ვერც ვაზროვნებ, მისი მხრებიდან კისერზე, კისრიდან მხარზე დავაცურებ თითებს გაუაზრებლად და უფრო ძლიერად ვეკვრი მის სხეულს, მთელი ძალით ვისუნთქავ მის სურნელს და ჭკუიდან გადავდივარ!
ასე მგონია ჰაერი აღარ არის საკმარისი, უფრო და უფრო მერთმევა აზროვნების უნარი და გონება მებინდება. ვგრძნობ როგორ დაატარებს თითებს ხერხემალზე, უცებ ორივე ხელით მეჭიდება წელზე, დედამიწას ვწყდები და სადღაც ვიკარგები, თითებს გაუაზრებლად ვხვევ კისერზე და მხოლოდ მის სხეულზე დაყრდნობილი ასე მგონია ღრუბლებში დავფარფატებ. კეფაზე თითებით ვეფერები და ვცდილობ როგორმე დავწყნარდე. იღიმის, ისევ იმ არაამქვეყნიური ღიმილით იღიმის და მუხლზე მაწვენს.
ემოციებისგან თვალები ცრემლებით მევსება, ვგრძნობ როგორ მიიკვლევენ გზას ლოყებზე და გული მეკუმშება მონატრებისგან.
მუსიკა მთავრდება და მქუხარე აპლოდისმენტები ისმის, ჯერ კიდევ მის კისერზე მაქვს ხელები მოხვეული და არაფრის დიდებით არ ვუშვებ, თვითონაც არ მიშვებს და მზერას არ მარიდებს, მისი ღიმილი სადღაც გამქრალია და სევდაჩამდგარი თვალებით მიყურებს.
მის მზერას ვერ ვუძლებ, თვალს ვარიდებ და კისრიდან ნელნელა ვიღებ ხელს.
ვსწორდები და ვგრძნობ როგორ ეხება ჩვენი მხრები ერთმანეთს, ვცახცახებ, ისიც თრთის და ჯიუტად იყურება პირდაპირ.

***

- შეგიძლიათ ერთმანეთს მოხსნათ ნიღბები - წამყვანი აჟიტირებული და მხიარული ხმით გაკივის.
ადგილიდან ვერ ვიძვრი,
გაქვავებული ვარ!
მის პროფილს ვაკვირდები და ვცდილობ მონატრება როგორმე ჩავიხშო.
მერე, ორივე ერდროულად ვბრუნდებით ერთმანეთისკენ, აკანკალებულ თითებს ვახებთ ერთმანეთის სახეებს და ნიღაბს ერთდროულად ვხსნით.
ორივეს გვეკვრება სუნთქვა და არა მარტო ჩვენ, ვგრძნობ როგორი გაყინულია დარბაზი, როგორი თვალებით გვიყურებენ, თითქოს ჩვენგან ელიან პირველ ნაბიჯს.
ჰაერის ნაკადს ფრთხილად ვუშვებ ფილტვებიდან, თვალებში ვუყურებ და ენას ვერ ვაბრუნებ პირში რომ სიტყვა მაინც ვთქვა.
ბევრად უფრო მიჭირს, ბევრად უფრო მეტ ემოციას ვგრძნობ, უფრო მეტად ვგიჟდები, ვაფრენ, მიყვარს და მჭირდება..
ვცდილობ მისგან წამოსული სითბო თითოეულ უჯრედში შევინახო და ის მონატრება ავინაზღაურო, რომელიც ასე მჭამდა შიგნიდან. ის ცარიელი უჯრედები შევივსო, რომლის დაცარიელებაც უ-დანიელობამ გამოიწვია.
აღარც წამყვანის სიტყვები მესმის, აღარც ირგვლივ მყოფი საზოგადოების, ვუყურებ მის თვალებს და ვიკარგები მის ემოციებში.

***

არც კი ვიცი სად ვპოულობ გამბედაობას რომ შემოვბრუნდე, მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად, ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ცვივა თვალებიდან, თავს აღარ ვიკავებ და გარეთ გასული მთელი ხმით ვღრიალებ.
რატომ მიყვარს ასე არაადამიანურად?!
რატომ მჭირდება!
ვგრძნობ როგორ მომყვება ფეხდაფეხ..
- დეა! - პასუხს არ ვცემ, მკლავში მავლებს ხელს და მისკენ მატრიალებს - დეა გთხოვ!
- მე მითხრეს რომ აქ არ იქნებოდი! - ჩაწითლებული თვალებით ვუყურებ და ვცდილობ მის მხურვალე თითებს როგორმე ჩემი მკლავი გამოვგლიჯო.
- არც არავინ იცოდა რომ მოვიდოდი!
- დანიელ გამიშვი!
- არ გაგიშვებ, აღარასდროს გაგიშვებ, გესმის? - გულში მიკრავს და მთელი ძალით მიჭერს ხელებს, ვბრუვდები და მის სურნელში ვიკარგები.
- დანიელ გეყოფა!
- არ მეყოფა დეა, არ მეყოფა, არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, ვეღარ გავძლებ გესმის? აღარ შემიძლია ასე ახლოს იყო და ასე შორს ჩემგან! გთხოვ დეა, მაპატიე, გთხოვ!
- არა! - ხელს ვკრავ და სწრაფი ნაბიჯებით მოვდივარ.
მანქანაში ვჯდები და საოცარი სიჩქარით ვწყვეტ მანქანას ადგილიდან.

***

ადრენალინის შეგრძნება ოდნავ მამშვიდებს, გრძნობებს გასაქანს ვაძლევ და საოცარი სიჩქარით მივდივარ. არავინ და არაფერი მაინტერესებს ირგვლივ, არაფერს ვგრძნობ მისი მკლავების გარდა და რაც უფრო გავრბივარ, მით უფრო ვიკარგები მათში.
საჭეზე ძლიერად ვურტყამ ხელს და მთელ ხმაზე ვღრიალებ!
რატომ არ შემიძლია რომ მასთან ვიყო?! რატომ არ შემიძლია რომ ვაპატიო, რა ჯანდაბაა! რა მჭირდება იმისთვის რომ მასთან ვიყო?!
აღარ მინდა ამდენი ტკივილი! აღარ მინდა, ისევ ისე? ისევ ისე კი არა ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს, ათასჯერ უფრო მეტად ვგიჟდები და ვგრძნობ როგორ იზრდება ეს გრძნობა ჩემში.
სიამაყე, საშინელი სიამაყე!
არ მინდა, არ მინდა რომ ასე იყოს!
თავს ვაქნევ და სწრაფად ვაჩერებ ჩემს ბინასთან მანქანას.
ისე მომენატრა აქაურობა, ამ ადგილის შეგრძნობა, მინდა ისევ იმ კუთხეებს შევეხო, სადაც მკოცნიდა, სადაც მის მკლავებში ვიყავი.
მანქანიდან გადავდივარ და სადარბაზოსკენ მივიწევ.
გაოცებისგან თვალები მიფართოვდება ნაცნობ სილუეტს რომ ვხედავ.
- ლეო? აქ რას აკეთებ? - ღიმილით ვუახლოვდები, მის დახრილ თვალებზე უფრო მეღიმება.
- მე.. მინდოდა მენახე, სანამ წავიდოდი საერთოდ საქართველოდან… - ლუღლუღებს და დამნაშავე ბავშვივით მიყურებს ქვემოდან.
- და რატომ მიდიხარ?
- იქ სამუშაო გამოჩნდა და ჩემთვის უკეთესია აქაურობას რომ მოვშორდე, მინდოდა ბოდიში მომეხადა, ამჯერად პირადად, ჩემი ბრალია ყველა შენი ტკივილი, ყველა შენი უბედურება, მაპატიე კარგი? ძალიან მინდა ბედნიერი იყო დანიელთან ერთად..
- ვეცდები რომ ბედნიერი ვიყო, მთავარია შენ არ იგრძნო თავი დამნაშავედ ლეო, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, იმაზე კარგი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია და არასდროს დაკარგო ეს ყველაფერი რაც გაგაჩნია! - მხარზე ვადებ ხელს და რაც შემიძლია თბილად ვუღიმი - შენ რომ არა, დღემდე ვერ დავსჯიდით ნიას და ვერც დანიელი მიხვდებოდა დანაშაულს.
- იცი, დანიელი დამნაშავე არის, მაგრამ ნაწილობრივ, ახლა რომ ვფიქრობ, როგორ დამემხო თავზე ყველაფერი, როდესაც დედა გარდამეცვალა, მსგავსი რამ რომ დამმართნოდა მეც დავიჯერებდი ალბათ, მართალია ნდობა ყველაზე პირველია ურთიერთობაში, მაგრამ მომენტსაც ხომ გააჩნია.. ვცდებით ადამიანები, ვტკენთ საყვარელ ადამიანს, ვიმეტებთ იმ ტკივილისთვის რასაც არ იმსახურებენ, მაგრამ.. სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა ამ დედამიწაზე, თქვენი სიყვარული დაუსრულებელია, ამდენმა ტკივილმაც ვერ შეარყია მთელი ამ დროის განმავლობაში და მსურს რომ მეც ისე შემიყვაროს მან, როგორც შენ გიყვარს დანიელი, არც მეტი არც ნაკლები და იმედი მაქვს შევძლებ ისეთ სიყვარულს, როგორიც დანიელს შეუძლია! - ისეთი ემოციით ლაპარაკობდა, ისეთი გრძნობით რომ ვერ გავუძელი არ გამღიმებოდა, იმდენად ნათელი და გადაშლილი იყო იმ წამს ლეო, საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი მაჩო სადღაც გამქრალიყო, მისგან მხოლოდ გულწრფელი და ლაღი ადამიანი იყო დარჩენილი.
გამიღიმა, გაუბედავად გადამეხვია, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში
- მე გპატიობ ლეო, მთელი გულით გპატიობ! - მივაძახე სანამ წავიდოდა, კიდევ ერთხელ გამიღიმა, ამჯერად მთელი გულით და წავიდა.
ასე მეგონა უზარმაზარი ლოდი მომეხსნა მხრებიდან, მის ნახვას არ ველოდი, მაგრამ მოულოდნელმა ნახვამ ისე გამახარა რომ მთელი სხეული ამევსო ბედნიერებით. იმედი მაქვს შევძელი და ოდნავ მაინც შევუმსუბუქე ის დანაშაულის გრძნობა, რითაც თავს ისჯიდა და საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა ბედნიერება შეეგრძნო, თუ ვინმეს ბედნეირება გამახარებს, ეს ლეო იქნება, რადგან მაშინ მივხვდები რომ საკუთარ თავს აპატია და შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება.

***

სახლში შესვლისთანავე ვიხდი პალტოს, მის შარფს ვიხვევ და აივანზე გავდივარ.
ვიხსენებ იმ დღეს სულ პირველად რომ ვნახე სკოლაში და სახეზე ღიმილი მეფინება. შორიდან მიყვარდა, ვეტრფოდი, ვიძიებდი მასზე ინფორმაციას, მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი, გამოუცდელი, ჩამოუყალიბებელი გოგო, რომელმაც ისიც არ იცოდა სად უნდა ჩაებარებინა, მერე, ღამე გვიან დაბრუნებულზე გამომყვა, ისე თბილად მექცეოდა, ბიჭებისგან რომ გადავერჩინე.. მისი შარფი გაუაზრებლად დამიტოვა და რამდენი ხანი გამყვა მისი სიმხურვალე ლოყაზე რომ შევეხე ვინ იცის.
სიგარეტს მოვუკიდე და შარფი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.
“დაბრუნდი”
“დავბრუნდი”
“როგორი საღამო იყო?” 
“ემოციური, ზედმეტად ემოციური” ღრმად ვოხრავ და უფრო ღრმა ნაპასს ვარტყამ.
“ნახე?” 
“ვნახე”
“არ აპირებ შეურიგდე?” 
“არ ვიცი”
“გიყვარს?”
“სიგიჟემდე”
“მეტი ვერა?” 
“რა გჭირს პედოფილ?”
“არ ვიცი”
ტელეფონი რეკავს და პასუხის მიწერას ვეღარ ვასწრებ.
- რძალუკ შენ საქართველოში ხარ და ჩვენ რა პონტში არ გვნახულობ? - მესმის გიორგის მხიარული ხმა და მეც მეღიმება.
- რამდენიმე დღეა რაც ჩამოსული ვარ გიუშ, რას შვები?
- რავი ტო, ცოლი მომყავს, ალექსი აგერ ზის და თავის სიყვარულს წერს, გადარია იმ გოგომ და დარბის წინ და უკან! - ხარხარებს და დარწმუნებული ვარ ალექსი შუბლშეკრული აჩერდება.
- ცოლი მოგყავს? მოარჯულე?
- მოვარჯულე ვინ, ანი? აქეთ მომარჯულა! - უკმაყოფილოდ ზუზუნებს და მეცინება.
- მათე და კატო?
- თაფლობისთვეში არიან, ისვენებენ!
- მიხარია, მართლა! - გულწრფელად ვეუბნები და ცრემლები მადგება თვალებზე.
- რძალო არ იტირო თორემ იმ შენს კლდეს ისეთ ჩავუჩაჩქუნებ თავში რომ საკუთარი თავი დაავიწყდება!
- გადარეული ხარ რა! როდის მოგყავს?
- ხვალ, ხელი უნდა ვთხოვო, ქორწილში გაიჩითები რა მალე ხო ხვდებიი, სვეცკი ხარ უკვე
- როდის არ ვიყავი?
- სანამ დანიელი მოგიყვანდა რძალუკ, აი შენთავს გეფიცები მართლა მაგრად მეშინოდა რომ დანიელისნაირი არ ყოფილიყავი, ისეთი უგულოა ზოგჯერ მეც მეშინია მისი!
- ხო არ აღმოვჩნდი მერე რა გინდა?
- რომ არ აღმოჩნდი ეგაა ზუსტად მაგარი, მერე მთელი თვე დავზდევდი რა ჩაუყარე რატომ გამოგყვა, დააშინე ხო უეჭველი მეთქი და იმიტომ მიბღვერდა სულ!
- ოხ, გიორგი
- ისე შარფის დატოვებას აპირებ? დაგებრუნებინა იქნებ!
- რა? შენ საიდან იცი?
- მე ყველაფერი ვიცი FBI ნომერ პირველები ვართ, კაი ხო ვაღიარებ შემთხვევით გავიგეთ!
- საიდან?
- მისმა სიყვამ უთხრა!
- ვინაა მისი სიყვა ჩემზე რომ იცის რაღაცები?
- ანჩო - კოცნის იმიტაციას აკეთებს და ისე უცებ მითიშავს ვერც კი ვიაზრებ რა მითხრა.
რა?! შეუძლებელია, როგორ, რანაირად! მოვკლავ ანჩოს როგორ არ მითხრა არაფერი!
ხვალ გავუსწორდები!
“სად დამეკარგე?”
“გიორგის ველაპარაკებოდი”
“რომ გაცივდე?” 
“მხედავ?” 
“დეა, დანიელი აღარ გიყვარს?”
“მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს!”
“იყვირე!”
“არა!”
“იყვირე, დეა, იყვირე!”
დაპროგრამებულივით ვდგები და მოაჯირს ვეყრდნობი, არ ვიცი რას ვაკეთებ, ვერ ვიაზრებ როგორ ვიქცევი, მაგრამ მინდა როგორმე ამ გრძნობას გასაქანი მივცე.
გაუაზრებლად ვშლი ხელებს და მთელ ხმაზე ვყვირივარ.
- მიყვარხარ დანიელ! - ქარი თმებს მიფრიალებს და ხელებგაშლილი საოცარ თავისუფლებას ვგრძნობ, ვხედავ როგორ ვიცლები ემოციებისგან და სიამოვნებისგან მეღიმება.
- მეც მიყვარხარ დეა! - მოულოდნელად ისმის და თვალებს გაოცებული ვახელ, ჩემს წინ, ზუსტად აივანზე დგას დანიელი, ღიმილით მიყურებს და ტელეფონს ხელში ათამაშებს. შავი კაპიშონი ოდნავ უფარავს თავს და თვალებითაც კი იცინის.
ვხვდები,
ახლა ყველაფერს ვხვდები.
თავბრუ მესხმის და ვგრძნობ როგორ ვეშვები ემოციებისგან ძალაგამოცლილი.
- შენ… - ვლუღლუღებ და მისკენ ვიშვერ თითს - შენ პედოფილი.. შეუძლებელია! - თავს ვაქნევ და ამით უფრო საკუთარ თავს ვაჯერებ.
- დანიელ! - ახლაღა ვიაზრებ რომ მთელი წელი ჩემთან იყო, ჩემს გვერდით, მისი გამოგზავნილი ვარდები, მისი ყურადღება, შორიდან ყურება და დაცვა ამით საკუთარ თავს სჯიდა, ჩემთან ისე ახლოს იყო და თან ასე შორს. ახლაღა გავიაზრე მისი სიტყვები “ვეღარ გავძლებ გესმის? აღარ შემიძლია ასე ახლოს იყო და ასე შორს ჩემგან!”, კადრები ერთი მეორის მიყოლებით ცვლიან ერთმანეთს, ემოციებით მავსებენ და მაგიჟებენ.
უეცრად ფეხზე ვხტები, კარებს ვგლიჯავ და მთელი ძალით ჩავრბივარ ქვევით.
სადარბაზოსთან დგას.
ისევ იღიმის, კაპიშონი ჩამოფარებული აქვს და ქვემოდან მიყურებს.
ნელა მივდივარ, ცახცახით ვახებ მის კაპიშონს ხელს და თავზე ვუწევ.
- დანიელ!
- მაპატიე - ტუჩებზე ვაფარებ ხელს, შემდეგ თითებს ტუჩებით ვცვლი და მთელი ძალით ვეხვევი.
- მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ დეა! - ლუღლუღებს ჩემს კისერში და ღრმად ისუნთქავს ჩემს სურნელს. - მიყვარხარ, მაპატიე გეხვეწები, მჭირდები, არ მიმატოვო! - მთელი სხეულით კანკალებს და უფრო და უფრო ძლიერ მიჭერს ხელებს.
ხელს ვწევ და შარფს მასაც ვახურავ მხრებზე.
ახლა ორივე იმ სითბოში ვართ გახვეული, რასაც სიყვარული და საოცარი მონატრება ჰქვია.
გადამეტებული ემოციებისგან მთელ სახეს, კისერს, მხრებს ვუკოცნი და ვგრძნობ როგორ ვგიჟდები სიყვარულისგან.

***

3 წლის შემდეგ.


- დეა სად ხარ?
- ოთახში ვარ დანიელ! რა ხდება? - ღიმილით გავდივარ და ტუჩებში ვკოცნი მთელი გრძნობით.
- მომენატრეე! - ტუჩებმოუშორებლად ლუღლუღებს და ძლიერად მაკრავს კედელზე.
- ფრთხილად დანიელ! - ვბუზღუნებ და მკლავებიდან ვუძვრები.
- ახლა არა, ოღონდ ახლა არა! - ჩემკენ მოიწევს და ისევ მაქცევს მკლავებს შორის.
- დანიელ, მისმინე იცი…
- არაფერიც არ ვიცი ახლა იმის გარდა რომ შენი ტუჩების დაგემოვნება მინდა!
- ბავშვს ხო არ შევაწუხებთ ახლა? მოითმინე - თვალებში ვუყურებ და სიცილს როგორღაც ვიკავებ მის გამომეტყველებაზე.
- რა ბავშვი, რა მოიფიქრე ახლა.. მოიცა რა ბავშვი? რანაირად უნდა შევაწუხო? - დაბნეული მიყურებს, მეც ვუყურებ და ვხედავ როგორ უბრწყინდება თვალები - შენ რა.. აქ… რა - ლუღლუღებს და მთელი ძალით მიკრავს გულში - მიყვარხარ, დეა, მიყვარხარ!
- მეც ძალიან, ნიკუშა გყავს ბაღიდან გამოსაყვანი - ტუჩებზე ვკოცნი მოწყვეტით და ღიმილით ვაცილებ.
- მართლა ორსულად ხარ? - მიბრუნდება სანამ კარებს მივხურავ.
- შენი აზრით? - ღიმილით ვუყურებ და თვალებს ვუჟუჟუნებ.
- აუუ, მიყვარხარ! - კარებში შემოდის და ხელში მიტაცებს - აუ, ჩემი ბედნიერება ხარ, დეა! მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ - ვკისკისებ და ისიც სწრაფად მსვამს.
- რამე ხომ არ გატკინე დეა? - შეშფოთებული მიყურებს.
- არა, წადი ნიკუშა მოიყვანე და საღამოს ლექციები გაქვს არ დაგავიწყდეს - ვკოცნი და კარებს ვხურავ.

***

- რძალუუკ! - ღიმილით ლაგდებიან გიორგი, ანი, ალექსი და ანჩო სახლში.
- გიჟები მოვიდნენ! - ვიცინი და ყველას სათითაოდ ვეხვევი.
- აუ რძალუკ ისე მშია გახმა კუჭი და ჩამოვდნი ეს სიმპატიური სასწაული ბიჭი! - ბუზღუნებს გიორგი და სამზარეულოში შედის.
- დაჯექი და ჭამე, შენ ხარ ორსულად თუ მე? რამდენს ჭამ ღმერთო ჩემო! - უკვე გაბერილი ანი ბუზღუნებს და თვითონაც ჭამს ხაჭაპურს.
- არაფერი ეშველებათ - ჩუმად მეუბნება ალექსი და ხელს მხვევს - სად არის შენი კლდე ქმარი
- ნიკუშა უნდა მოიყვანოს - ვუღიმი და კიდევ ერთი კერძით მივიწევ მაგიდისკენ.
- ჩემი პატარა დავტოვეთ ბებოსთან, დღეს უნდა ამოვთვრე და მეორეზე დავიწყოთ მუშაობა!
- არ გაგიგოს ანჩომ თორემ წაგაცლის თავს - ჩუმად ვფხუკურებთ - დიკო და დემნა სადაა?
- გზაში არიან, კატო და მათეც მოვა მალე - თვალს მიკრავს და ანჩოსკენ მიიწევს.
- შენ გგონია ვერ გავიგე? - თვალებს აწვრილებს ანჩო, კარებზე ზარია და იქეთკენ მივდივარ.
კიდევ ოთხი გიჟი მოვიდა, მიყოლებით შემოდიან მათე, კატო, დიკო და დემნა.
ყველას ვეხვევი და მხოლოდ დანიელიღა გვრჩება.
- სად არის გოგო შენი ქმარი? - იცინის მათე და გულში მიკრავს.
- მოვა მალე, ნიკუშას არ უშვებენ ეტყობა!
- მოვედიით! - ყვირის მამა-შვილი და ოთახში შემოდის, ნიკუშას ულამაზესი ვარდები უკავია ხელში და ჩემკენ მოიწევს.
- ეს რა არის დე?
- ეს ჩენ, პატალა თოჯინას ლო მცუქნი მაგიტომ - მეკრიჭება და ლოყებაწითლებული ხრის თავს.
- ჩემი სიცოცხლე - ლოყებს ვუკოცნი და მაგრად ვიკრავ გულში.
- მოიცადე, რძალუკ, ახლა ამ ბავშვმა რაც თქვა მომესმა ხო? - პირგამოტენილი გიორგი ძლივს ლუღლუღებს და ჩემკენ მოიწევს - არ მითხრა როოომ! ივაჟკაცე ბიჭოო? ჩემიი ცუღლუტაა, ჩემი ვაჟკაციი - მასხარაობას იწყებს გიორგი და ხარხარებს
- გენაცალე ბიწო მე შენ, როგორი ყოჩაღი ხარ! - ყვება ალექსიც და ყველა ერთად ვიცინით.
- გიორგი! ალექს! - დანიელი იბღვირება და უხერხულად იცინის.
- კარგით ხო, რაიყოთ, მივულოცოთ - ალექსი მოდის ჩემკენ და მთელი ძალით მიკრავს გულში. ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ყველა სათითაოდ მეხვევა.
სუფრასთან ვზივართ, ბედნიერები, სიხარულით სავსე სახეებით და ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებით.
მე და შენ,
ჩვენ,
სიყვარული და ძალიან ძალიან ბევრი ბედნიერება ამდენი ტკივილის შემდეგ!
- მიყვარხარ პედოფილ - მის თითებში ვხლართავ თითებს და გულზე ვადებ თავს, ისევ სასიამოვნოდ ედება ელექტრონები სხეულს და ბედნიერებით ვივსები.
- მიყვარხარ ლაწირაკო! - იცინის და მთელი ძალით მხვევს მის თბილ მკლავებს.

არ ვიცი გამომივიდა თუ არა, საერთოდ დასასრული ნაკლებად გამომდის ხოლმე, იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ! რაც ყველაზე ცუდია გადახედვა ვერ მოვასწარი და თანაც ისე მემუქრებოდით :დ <3
ძალიან ვღელავ მართლა, თითოეული თქვენგანის კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია!
არ ვიცი ვინ როგორ დასასრულს ელოდა, მაგრამ მე პირადად ცუდი დასასრული არ მიყვარს და ვერიდები, მითუმეტეს, როდესაც ამდენი ცუდი მოხდა მათ ცხოვრებაში!
ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..
ჩემი სტიმული იყავით მთელი ეს დრო, თქვენი კომენტარები მაძლიერებდა და მაბედნიერებდა!
მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი amelia95

მადლობა კარგიი გოგო ხარ რო დადე heart_eyes როგორ ველოდებოდი, დარწმუნებულიი ვარ ძან კმაყოფილი დავრჩეებიიიი relaxed დავიწყე კითხვა

 


№2  offline წევრი aNuGi

amelia95
მადლობა კარგიი გოგო ხარ რო დადე heart_eyes როგორ ველოდებოდი, დარწმუნებულიი ვარ ძან კმაყოფილი დავრჩეებიიიი relaxed დავიწყე კითხვა

გამიზიარე თბილო შთაბეჭდილებები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი TeddyBear

იდეალური დასასრული იყო ჩემთვის !
ძალიან მოვიხიბლე ამ ისტორიით. ძალიან შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი, განსაკუთრებით კი ის ორი გიჟი ალექსი და გიორგი :დდ
ყველა ემოცია იყო ამ თავში, ტკივილი, ბედნიერება, ვნება, სიყვარული...
არ ვიცი მართლა არაჩვეულებრივი დასასრული ჰქონდა.
იმ მომენტზე რომ ცეკვავდნენ მე მივლიდა ჟრუანტელი ხიხ ^^
არ ვიცი რა ვთქვა...
უსიტყვოდ ვითავისებ იმ გრძნობებს რომელიც ამ ნაწარმოებისგან მივიღე ^^
ყოჩაღ! უნიჭირესი გოგო მყავხარ მე შენ ანუკ და მიყვარხარ ძალიან! ❤
ეს ისტორია იმ ჩემთვის საყვარელ ისტორიებს შეემატა რომელსაც რამდენჯერმე წავიკითხავ ^^ ❤

 


№4  offline წევრი mimimimo

სასწაული იყო.
ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
სიტყვები არ მყოფნის.
ლეოზე ველოდები შემდეგ ისტორიას.
წარმატებები!

 


№5 სტუმარი Ana

Bravo gavgijdi yochag shesanishavia

 


№6 სტუმარი Guest amelia95

სიტყვები არ მყოფნის, შენს სხვა ისტორიებსაც უნდა გადავხედო, აშკარად ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. მომწონს როგორ აღწერ სიტუაციებს და როგორ გადმოცემ პერსონაჟების ემოციებს. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ისტორიაზე, გავგიჟდი ისე მომეწონა kissing_heart

 


№7  offline წევრი davinna

vaime es raiko..ertdroulad vtirodi da vigimodi.ara giji rovikavi vicodi magram amdoneze ara:D umagresi gogo xar shen.kvela sheni istoria dzlieria,emociuri da rac mtavaria saintereso. kidev ertxel gimeoreb saswaulixaar. imdenad sworad iko gamoculi grdznobebi ,rom jer kidev michirs gaazreba rom es ubralos istoria iko. ar dagvekargo icode,velodebi shens axal istorias. Love you

 


№8  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ამდენი ჯერ არაფერზე მიტირია მგონიი heart_eyes საოცრება იყოო, სასწაულიიიიიიი heart_eyes ზღვა ემოციებია ჩემშიი heart_eyes

 


№9  offline წევრი An_Gel

აქაც უნდა დავწერო,რომ სასწაული იყო და საოცარი!
სიყვარულის ზეიმი - ერთი სიტყვით.
დანიელმა იმდენჯერ მოუხადა დეას ბოდიში და იმდენად გულწრფელად,რომ სხვანაირი ფინალი არც შეიძლებოდა <3
მომენატრებიან - ლაწირაკი და პედოფილი <3

 


№10  offline წევრი D-I-A-N-A

ძალიან ლამაზი ისტორიაა <3 დასასრული კი ძალიან მაგარი იყო <3 დეა და დამიანე იმსახურებენ ბედნიერებას როგორც ამ მოთხრობსი სხვა დანარჩენი წყვილები <3 იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით <3 წარმატებები <3

 


№11  offline წევრი Mariammmo

არ იცი როგორ გამოგივიდა? სასწაულად კარგად გამოგივიდა რა დამაძინებს ეხლა ისე გავბედბიერდი გეგონება ნამდვილი ამბავი გავიგე <3
დიდი უნამუსობა კი იქნება ამის თქმა, მაგრამ მაინც გეტყვი მალე დადე რაა ახალი გასაბედბიერებელი ისტორია <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ისე გემუქრებოდით ნია მონაგონია.

ნუ რაღათქმაუნდა მე ძაან მომეწონა ეს მოთხრობა. შენანიშნავი სიუჟეტი ქონდა. დასასრულიც ნუ მე მომოწნს ვისაც არ აკმაყოფილებს რაც უნდა ის ქნას, თუმცა მე არ მეგულება ადამიანი რომელასაც პედოფილის და ლაწირაკის ბედნიერება არ გაეხარდებათ. ასე რომ გელი შემდეგი მოთხრობით შენი ერთჰულ მკითხველი დიდხანს არ მალოდინო გამტყდება მაგარი:დდ

 


№13 სტუმარი Guest madona

ძალიან ლამაზი , საყვარელი ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად გამახსენდება ლექტორის დანახვაზე დარწმუნებული ვარ ☺️

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

გამოგივიდს ნამდვილად კღგი გოგო ხარ.საინტერესო და ემოციური ისტორია იყო.

 


№15  offline წევრი ჭირვეული

მანდამაინც ის თავები გამოვტოვე ისტორიის, სადაც ახსნილი იყო დასაწყისი რა კავშირშია ამ სიუჟეტთან?? არადა ვიფიქრე, ბოლო თავში იქნებოდა რაღაც მინიშნება და დიდი ინტერესით ჩავიკითხე კიდეც((((

 


№16  offline წევრი An-El

უფ ასეთ გემრიელ დასასრულს ველოდიიი :) :* კაი გოგო ხარ დამმუხტე თბილი ემოციებით გემრიელად დამეძინება :) ველი ახალ ისტორიიიას,შესვენების უფლებას გაძლეეევ :D

 


№17  offline წევრი taia21

კარგად დამეძინება<3

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari iyoo rogor gamaxare saswauli gogo xar

 


№19  offline წევრი meocnebe_

აამ.. საოცრება რომ ხარ არმითქვამს ჯერ ჰომ? ვაიმე გავბედნიერდი ^_^ შოკი ხარ <3 უსაყვარლესი უთბილესი აი არვიცი სიტყვები არმყოფნის.. გაღიმებული წავიკითხე ეს თავი განსაკუთრებით <3 მახარებს შენი არსებობა საყვარელო :*

 


№20  offline წევრი ლილიანი

აუუჰ ძაან მაგარი იყოო ვიცოდი რომ პედოფილი დანიელი იყო მაგრამ მაინც ვყოყმანოობდი ძაან მაგარი იყო რაა აი ძაან მაგარი მაგარი დასასრულით ყოჩაღ მიყვარს მე ჰეფი ენდებიი მაგარი ხაარ

 


№21  offline წევრი Keepcalmtbilisi

მაგარი გოგო ხარ!! ძალიან მომეწონა

 


№22 სტუმარი A

აუ შოკი იყო იმდენად მაგარია სიტყვები არ მყოფნის..... შენ ამბობ დასასრული არ გამომდის ხოლმე კარგიო მარა ვინ დაიკვეხნის რომ მას ყოველთვის ყველაფერი გამოსდის?? ნათქვამია მჯობნის მჯობნი არ დაილევაო. შეილება სხვამ სხვაზე უკეთ გააკეთოს რამე მაგრამ ეს დასასრული ზუსტად ისაა რაც ამ ისტორიას ჭირდება. წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი.....

 


№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე საყვარელო ახლა აქ რომ მყავდე ისე ჩაგეხუტებოდი,გაგგუდავდი.ზუსტად ისეთი დასასრული იყო,როგორსაც ველოდი,არა უკეთესი.საოცრება და სასწაული ხარ.სიტყვები არ მყოფნის ისე გამახარე და გამაოცე.მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით ხო?
--------------------
ლანა

 


№24 სტუმარი გვანცა))

უჰუ შენ რა კარგი ხარ
როგორ მიყვარს ეს ისტორიაა
უმაგრესი და უმხიარულესი პერსონაჟებია,
აი ძალიან კარგი იყოო ❤
წარამატებებიი

 


№25  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვერც კი წამოიდგენთ როგორ ვნერვიულობდი ამ თავზე და როგორ მეშინოდა რომ არ გამმივიდოდა <3
თქვენ მე გამაბედნიერეთ <3
ძალიან ძალიან მიყვარხართ!
უღრმესი მადლობა <3
ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ <3
მართლა არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ჩემი ემოციები heart_eyes
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე ცჰემი მაგარი გოგო ხარ სჰენ..
ვგიჯდები ამ ისტორიაზე
ვგიჟდები შენზე
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო

 


№27  offline მოდერი bibo

ანოუკი შენ რა სასწაული და საოცრება ხარ იცი უკვე კარგა ხანია მაგრა რა ვქნა კიდევ ერთხელ უნდა გითხრა რო არამქვეყნიური ხარ შენო პატარავ :* ისეთი იყო ისეთი საოცარი არამქვეყნიური ორიგინალური და რა გითხრა უკვე ვგრძნობ სიტყვები მელევა და უჟანგბადობა მერევა ჰაერზე მეტი ხარ შენ ტკბილო და ლამაზთვალება გოგონავ :* ჩემი ტკბილი თბილი ხალისიანი და ფენოვანო ხაჭაპუროვ :****მიყვარს შენეული ისტორიები ტკბილი თბილი ხალისიანი და ჰაეროვანი რომელსაც შენი ხელი და გული ემჩნევა :*ვგიჟდები ჩემო მარწყვის ჯემო და ალუჩის კურკავ მე შენზე მაოცნებებ მაფერადებ მასხავ ფრთებს და მაფრენ ცაში ჩემო ნიბლია გოგოვვვ :*****კარგზე კარგი ხარ ხო იციი სხვანაირ დასასრულს ვერც ვინატრებდი ვგიჟდები მე შენზე ჩემო გულის ძგიდრ და სულის ნეტარო :* ჩემი ბადაგი ხარ შენო მათრობელა სურნელოვანი და უბრალოდ ტკბილიი :***როგორც მანდარინზე ისე ვგიჟდები მე შენზე :*****იმედია მალე მალე დაბრუნდები და შენ ლომკაში არ ჩავარდები თავრა გაგტყიპავ იცოდე ჩემო ნიბლია და ღაბუა გოგოვვვ ამ გულს გაისაძლისად და არამქვეყნიურად უყვარხარ ჩემო სამეგრელოს სიამყევ პაწაწაინა :*ვაფენ მე შენი პაწო ხელებით და დიდი გულით დაწერილ ისტორიაზე უბრალოდ მაგიჟრბ პატარავ

 


№28  offline წევრი OnlyGirl

ყველა ერთად წავიკითხე და იმდენი ემოცია აირია ერთმანეთში <3
სითბოთი და ბედნიერებით ავივსე <3
ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო <3

 


№29 სტუმარი Marikuna

უმაგრესიააა

 


№30  offline წევრი marikuna987

ძალიან მაგარი მოთხრობაა❤❤დღეიდან აქტიური მკითხველი ვიქნები შენი მოთხრობების ❤❤❤იმედია შემდეგ მოთხრობას მალე დაიწყებ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent