შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავი II)


13-02-2017, 01:30
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 710

II
მის მშობლებს არ ესიამოვნათ ჩამოსვლისთანავე რომ წავიდა ნუკა სასეირნოდ,მაგრამ კარგად იცნობდნენ მის ხასაითს.იმდენად უყვარდა სიარული ,რომ სახლში იშვიათად ჩერდებოდა.მას იზიდავდა მუდმივი ცვლილებები,ნუკას შეეფერებოდა ადგილი, სადაც ახალგაზრდული სისხლი ჩქეფდა.ერთი სიტყვით რომ გითხრათ,ეს გოგო იყო სიცოცხლით სავსე,ყველაფერზე ოპტიმისტური ხედვა ჰქონდა,უყვარდა თავგადასავლები და სიახლეების გარეშე ცხოვრება მას ნაცრისფრად,უსიცოცხლოდ და დეპრესიულად მიაჩნდა.პატარაობიდანვე დამოუკიდებელი და ჯიუტი იყო.მისი მეამბოხე სული წესებს არასოდეს ემორჩლებოდა და სამართლიანობას მოითხოვდა ,როგორც თავისთვის,ისე სხვებისთვის.ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა.ჭკვიანი და გონებამახვილი იყო.შეიძლება მის ქარაფშუტულ საქციელში ეს არ გამოკვეთილიყო,მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა სად უნდა ყოფილიყო ქარაფშუტა და სად სერიოზული.აჩვენებდა სხვებს თავისი პიროვნების იმ ნაწილს, რომლის ჩვენებაც მას უნდოდა და საკუთარ მორალურ პრინციპებს ყველაფერზე მაღლა აყენებდა...
ამან საკმაოდ შორს წაგვიყვანა...საბოლოო ჯამში საკუთარ თავში დარწმუნებული,თამამი და სექსულაური გოგო დახვდა დაჩის,რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.პირველმა შთაბეჭდილებამ სასიამოვნოდ გააოცა ნუკა.მაღალი,მხარბეჭიანი,დაკუნთული,ოდნავ ცინიკური სახით და გარყვნილი გამოხედვით... ასეთი ბიჭები სულ იზიდავდა ნუკას,თვლიდა რომ „ცუდი“ ბიჭები მუდამ მიმზიდველები იყვნენ.ყველაფერთან ერთად დაჩი მოტოციკლთან იდგა და სიგარეტს აბოლებდა.ერთი დიდი სანახაობა იყო მათი შეხვედრა.ეფექტური გოგოც და ბიჭიც,რომლებმაც უცნაურად გაიცნეს და პირველივე შეხვედრით გააოცეს კიდეც ერთამნეთი.დაჩიმ აღტაცება ვერ დამალა.დროულად მოასწრო პირის დახურვა.. ნუკა რომ მიუახლოვდა,გადაკოცნა და უთხრა:
– -მოდი დრო აღარ დავკარგოთ,ჯერ გავისეირნოთ ბოლოს კი ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ მოგეწონება..შენნაირ გოგოს მოეწონება
– -ხოო არა ? და მაინც როგორს ?-ცოტა ირონიული ტონი გაურია ნუკამ
– -წყნარი,ნაზი, აი ყველაფერს რომ ვარდისფერი სათვალით უყურებენ..
– -ვაუ! და საიდან მოიტანე რომ მე მასეთი ვარ?
– -რა არაა?
– -გეტყობა რომ არ მიცნობ,დამიჯერე კიდევ გაგაკვირვებ..
– -ჩემზე მეტად ?
– -ჰაჰ...გამომცადე აბა
– -კარგი დავიწყოთ...შენი გამოსვლაა პრინცესავ-უთხრა დაჩიმ და ჩაფხუტი მიაწოდა
– -ხელი მომკიდე ,იცოდე შეგეშნდება...
– -შენ მოკიდე მყარად ხელი საჭე არ გაგექცეს და ჩემზე ნუ ნერვიულობ 15 წლიდან ვატარებდი მოტოს ,ასე რომ მაგით ვერ გამაკვირვებ ბიჭუნავ....
– -ასეთი ტემპერამენტიანი გოგოები რა მაგრად მევასება -გაიფიქრა დაჩიმ და ჩაეღიმა.
– -ხელის მოხვევას არ აპირებ ნუკა ?იცოდე მეორედ აღარ შემოგთავაზებ
– -თუ მასე წაიყვანე საქმე მაშინ...არა.. ჩემით ვიზამ რამეს
– -ნება შენია...
დაჩიმ რასაც ქვია მთელი თბილისი მოატარა,რაც უფრო მეტად იცნობდნენ ერთმანეთს მით უფრო მოსწონდათ.თუმცა არცერთი იყო სენტიმენტალური და ამ მოწონებას ერთმანეთთან შეჯიბრით და ირონიული საუბრით ამჟღავნებდნენ.
– -მოდი ახლა ბილიარდის სათამაშოდ წავიდეთ-შესთავაზა დაჩიმ,იმის გათვალისწინებით რომ საკმაოდ კარგი მოთამაშე იყო და უნდოდა ნუკაზე შთაბეჭდილების მოხდენა-გითამაშია ოდესმე ??
– -არაა..მაგრამ თუ მასწავლი იქნებ გამომივიდეს კიდეც..
ავიდნენ მეორე სართულზე. დაჩიმ დაუწყო წესების ახსნა და 5 ბურთი ზედიზედ ჩააგდო...
ჯერი ნუკაზე მიდგა.კომფორტისთვის თავისი პიჯაკი გაიხადა და გადაიხარა დასამიზნებლად.დაჩის ამ დროს მზერა ეპარებოდა მის შორტებზე,შორტებზე რა ეხლა.....სახეზე თავისი ირონიული ღიმილი აღებეჭდა.დაჩი უკნიდან მივიდა ,იმაზე ახლოს ვიდრე საჭირო იყო,გადახრილ ნუკას კიი-ს დაჭერაში ეხმარებოდა და უსწორებდა,თან თვალებში უყურებდა და ისე აგდებდა მიზანში,რომ ნუკასთვის თვალი არ მოუშორებია...პირველად არ გამოუვიდა,შემდეგ კი პროფესიონალური მასტერკლასი უჩვენა დაჩის,თან ბურთებს აგდებდა ისე რომ სამიზნეს არ უყურებდა ,თან კიდევ დაჩის მადრიდის ამბებს უყვებოდა.იგი პირდაღებული უყურებდა ნუკას და ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთზე :
– -თუ ასე თამაშობდი მასწავლებელი რაღად გინდოდა ?
– -მაინტერესებდა როგორ იცოდი და ერთ რამედ ღირდა შენი სახის დანახვა ...
– -ამ უპატიებელ შეცდომას მე ვიცი როგორც გამოისყიდი..
– -ჰაჰ...როგორ აბა?
– -მართლა გაინტერესებს ??
– -კი მაგრამ თუ კიდევ ეცდები ჩემს დაინტრიგებას მართლა უინტერესო გახდება-თქვა ნუკამ და უკან გარუნდა.დაჩიმ კი მკლავში ხელი ჩასჭიდა,დააბზრიალა აიყვანა ხელში, მაგიდაზე შესვა და აკოცა,ისე თითქოს წლებია სურვილი სტანჯავდა და სასურველს ახლა მიაღწია.ხან წელზე მოხვია ხელები,ხან კისერეზე. ნუკასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია...
– -ასე ცოტახანია გიცნობ მარა ჯერ არავინ არ მომწონებია ასე,რაღაცას მიშვები და ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებ..-თქვა ეს დაჩიმ და სახეზე ხელების სმა დაიწყო.მძიმედ სუნთქავდა და თავს ძლივს იკავებდა , რომ ისევ არ გაემეორებინა ეს ჟესტი.
– -მეც ზუსტად მასე ვგრძნობ და ეს ნორმალურია ??
– -ნორმალური რომ არ არის ზუსტად მაგიტომაა სასურველი და საინტერესო..
– -მე ვთვლი,რომ ცხოვრებაში მომენტით უნდა დატკბე ,იმიტომ რომ შეიძლება მეორედ ასეთი შანსი არც მოგვეცეს.. მიზიდავს შენნაირი ტიპები ,სიგიჟემდე...
– დაჩიმ ისეთი მზერა გააყოლა ნუკას,რომ ცოტაღა დააკლდა ორივეს იმავეს გასამეორებლადდა. ეს იყო დაჩის უნდა ეთქვა რაღაც ,რომ საუბარი შეაწყვეტინათ დრომ,მათი დრო ამოიწურა .ორივემ ჩაიცვა .ერთმანეთს შეჰხედეს ხელები ,ჩაჰკიდეს ერთმანეთს და ჩადიოდნენ კიბეებზე.ორივეს უცნაური გრძნობა ეუფლებოდა,მაგრამ მომენტით,დღევანდელი დღით ცხოვრობდნენ და არ აინტერესებდათ ხვალ რა მოხდებოდა.
– გასასვლელში მათ შეხვდათ ნუკას ნაცნობი,დათუნა გოგოსთან ერთად...
– სიცილ–კისკისით გამოსულ ნუკას,რომელსაც დაჩის ხელი ჰქონდა გადახვეული ღიმილი სახეზე შეახმა…

მეგობრებო,გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი ეპიზოდთან დაკავშირებით,იმედია მოგეწონათ <3
-Marizza



№1  offline წევრი ჭირვეული

ისტორიაზე ვერაფერს ვიტყვი,არ წამიკითხავს, თუმცა ის კი უნდა აღვნიშნო, სულ ცოტა ხნის წინ იდებოდა ამავე სათაურით ისტორია,ხოდა ასე მცირე დროის დაშორებით ამ სათაურის გამოყენება რამდენად გამართლებულია, არ ვიცი ...

 


№2  offline წევრი Marizza0512

Chirveuli
ისტორიაზე ვერაფერს ვიტყვი,არ წამიკითხავს, თუმცა ის კი უნდა აღვნიშნო, სულ ცოტა ხნის წინ იდებოდა ამავე სათაურით ისტორია,ხოდა ასე მცირე დროის დაშორებით ამ სათაურის გამოყენება რამდენად გამართლებულია, არ ვიცი ...
gasagebia ro dawerilia magram gushin davregistrirdi,warmodgenac ar mqonda tu hqonda vinmes ,roca vnaxe gviani iyo, mit umetes es motxroba didixnos win mqonda dawerili da sxvis gamo xom ar shevcvli? ;)

 


№3 სტუმარი ninijafaridze

პლაგიატიზმი და უბრალოდ ერთი და იგივე სათაურის არსებობა ერთმანეთში ნუ გერევათ

 


№4  offline წევრი ninijafaridze07

პლაგიატიზმი და უბრალოდ ერთი და იგივე სათაურის არსებობა ერთმანეთში ნუ გერევათ:/ მერე რა რო სათაური სხვას აქვს გამოყენებული მთავარია სხვადასხვა ისტორიაა. მე ძაან მომწონს მოთხრობა და ველოდები შემდეგ თაავს <3 <3

 


№5  offline წევრი Marizza0512

ninijafaridze07
პლაგიატიზმი და უბრალოდ ერთი და იგივე სათაურის არსებობა ერთმანეთში ნუ გერევათ:/ მერე რა რო სათაური სხვას აქვს გამოყენებული მთავარია სხვადასხვა ისტორიაა. მე ძაან მომწონს მოთხრობა და ველოდები შემდეგ თაავს <3 <3

didi madloba nini <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent