სადღაც შორს... მთებში თავი 20
სოფო გაოცებული იყო თამუნას გადაწყვეტილებით. მოულოდნელად მან შვებულება შეწყვიტა, საჩქაროდ დაემშვიდობა მეგობარს და უკან დაბრუნდა. მიზეზი კი იმით ახსნა რომ დიდხანს დაჰყო სამსახურის გარეშე. დროა დაბრუნებულიყო. -შენ რაღაცას მიმალავ და ვერ ვხვდები რას ან რატომ. გაკვირვებული იყო სოფო -არაფერს არ გიმალავ. არ მიცნობ?ხომ იცი რა უცნაური ვარ არაა. როდის რა წამომივლის თითონაც არ ვიცი. გპირდები როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ მაშინვე ჩამოვალ ხოლმე. -ხო სხვა რა გზა მაქვს. დაგელოდები, ხან მე ჩამოვალ და ასე. -ნუ დარდობ მეგობარო. გამხიარულდი, ნუ მოიწყინე. ახლა შენ მარტო აღარ ხარ. ახლა მე გყავარ. რეზიკო გყავს. დარწმუნებული ვარ იმ ბიჭს უკვე ძალიან უყვარხარ, ასე რომ ხედავ შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. არ გაქვს მოწყენის მიზეზი. -ვიცი თამო ვიცი. კარგი აბა შენ იცი. მშვიდობიანი მგზავრობა, როცა ჩახვალ დამირეკე აუცილებლად. ხომ იცი ვნერვიულებ . -დროებით სოოფ. მეგობრები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე თამუნა მანქანში ჩაჯდა და წამოვიდა. სოფო მანამდე უყურებდა თვალცრემლიანი სანამ თვალს არ მოეფრა. მერე სახლში შებრუნდა. მოწყენილი იყო. ამიტომ არც გახსნებია იმ დღეს რა ხდებოდა. ეზოში ჩამოჯდა და გარემოს ათვალიერებდა. ტელეფონის ზარის ხმაზე უცებ შეხტა და გამოერკვა ფიქრებიდან. -დილა მშვიდობისა ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში. ჩაესმა რეზოს მხიარული ხმა. -დილა მშვიდობისა. უხალისოდ უპასუხა მან. -რა ხდება?რა ხმა გაქვს? -არაფერია. მოწყენილი ვარ უბრალოდ,-პასუხს აარიდა თავი -აბა მითხარი ახლა. თორემ რა გამაძლებინებს სანამ შენთან მოვალ -ჩემთან მოდიხარ? -ხო. შენთვის სიუპრიზი მაქვს .არ იცი დღეს რა დღეა? -რა ხდება? -დღეს მარიამობის ბრწყინველ დღესასწაულია. გილოცავ ჩემო ლამაზო. მრავალს დაესწარი რა თქმა უნდა ჩემთან ერთად. დააყოლა მერე. -შენც ასევე ძვირფასო. -მოკლედ ახლა მოემზადე, შენთან ვიქნები მალე და იმედია მაშინ მაინც მეტყვი რატომ ხარ მოწყენილი. -რატომ და თამუნა წავიდა. სამსახურში დაბრუნდა მოულოდნელად -მერე რაა?ამაზე ნერვიულობ?ამის გამო მოიწყინე?ხომ იცი რომ ის დაბრუნდებოდა? -ხო მაგრამ ზოგადად ვეჩვევი ადმიანებს ძალიან და მერე მიჭირს მათთან გამომშვიდობება -ის არ წასულა შენგან. უბრალოდ ხშირად ვეღარ ნახავთ ერთმანეთს.მოკლედ ამდენს ახლა ნუ მალაპარაკებ, საჭესთან ვზივარ.თუ არ გინდა რომელიმე ხევში გადავვარდე მაშინ მიდი სწარაფად გამოეწყვე ლამაზად და მზად დამხვდი -კარგი რეზი, გელოდები, სოფომ ტელეფონი გათიშა და საძინებელში გავარდა. მთელი გარდერობი გადმოატრიალა და უცებ აღმოაჩინა რომ შესაბამისი თითქმის არაფერი ჰქონდა. ბოლოს გრძელი შიფონის ყვავილებიანი სარაფანი შეარჩია და ის გადაიცვა, თხელი მოსასხამი მოისხა და სწორედ ამ დროს რეზის მანქანის გაბმული სიგნალი მოისმა ეზოდან. სარკეში ბოლოჯერ შეათვალიეირა თავი, მზის სათვალეს და პატარა ჩანთას დასწვდა, რომელშიც ფოტოაპარატი ედო და მის შესახვედრად გავიდა. სწარფად ჩაირბინა კიბეები, მისკენ გაიქცა. ხელები გაშალა და კისერზე შემოხვია. ისე ძლიერად ჩაეხუტა თითქოს ვინემ წაართმევდა. -ნელა, ნელა თორემ ასე დმაახრჩობ,-გაეცინა ბიჭს და მანაც წელზე შემოხვია ხელები. მერე ლოყაზე აკოცა, ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა რამდენჯერმე. -რა ვქნა მომენატრე სამი დღეა არ მინახიხარ,- გადიკისკისა გოგომ. რეზო უფრო მეტად იბნეოდა მის სიცილზე დ აუფრო მეტად აღფრთოვანებული იყო ამით. სოფო უფრო და უფრო მეტად იხსნებოდა მასთან და მეტად თავდაჯერებული ხდებოდა. რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად გამოხატავდა სითბოს და გრძნობებს. მერე მიწაზე დასვა. მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში მიეხმარა. კარი მიხურა. მანქანს მეორე მხარეს შემოუარა და თვითონ საჭეს მიუჯდა. -სად მივდივართ?-ჰკითხა სოფომ -გერგეთზე ავიდეთ. ოღონდ ცოტა მანქანით გავიაროთ მერე კი ფეხით, თან გავისეირნებთ და ამ სილამაზით დავტკბებით. რეზომ თვალი მოავლო ირგვლივ გარემოს და გასაღები გადაატრიალა. მანქანის ძრავი აამუშავა. -ვაიმე მართლა?-სიხარულით შეჰყვირა სოფომ და თვალები გაუბრწყინდა.-ბოლო პერიოდში იქ არ ვყოფილვარ. იმდენი საქმეები მქონდა ვეღარ მოვიცალე. სოფო ისეთი ბედნიერი ჩანდა ენას არ აჩერებდა იმდენს ლაპარაკობდა. რეზო უსმენდა გაღიმებული და დროდადრო ჩაერთვებოდა ხოლმე. ისე გაიარეს თითქმის მთელი გზა რომ ვერ შეამჩნიეს. ბოლოს ბიჭმა მანქანა შეაჩერდა და ანიშნა რომ მოვედითო. სოფომ გახედა ამ სილამაზეს და გული სიამაყით აევსო რომ ეს სასწაული ადგილი საქართველოში მდებარეობდა. დიდებული სანახავი იყო მთის წვერზე აღმართული გერგეთის სამება. ირგვლივ აღმართული კავკასიონის მთები გარს შემორტყმულიყო. თითქოს მის დაცვას ცდილობენო. მთების ერთი ნაწილი უკვე დაეფარა თოვლს. რომელიც ნელ-ნელა სიმწვანეში გრძელდებოდა. ეს ნაირფეროვნება დ მიმზიდველი კომპოზიცია დიდებულ კომბინაციას ქმნიდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ზამთარი და ზაფხული. მთელი გზა ტყე იყო. მაგრამ რაც უფრო ზევით მიდიოდი მით უფრო მეჩხერდებოდა და ბოლოს როცა უკვე ბოლოდე ადიოდი ხის ნასახს ვეღარსად შეხვდებოდი. მხოლოდ დაბალი ბალახი ბიბინებდა ჯერ კიდევ მწვანედ და ამ უზარმაზარი გაშლილი მინდვრის შუაგულში მაღლობზე დიდბეულად აღმართულიყო ეკლესია. ეს შთამბეჭდავი იყო და გულგრილს ვერავის დატოვებდა. მცირედი გადახვევის შემდეგ ისევ რეზის და სოფოს დავუბრნდეთ, რომლებიც ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ბილიკს და ერთამენთის გვერდით ყოფნითაც ტკბებოდნენ და ბუნების ამ საოცრებითაც. რეზოს ცალი ხელი მისთვის კისრზე მოეხვია. მეორეთი კი ბერებისთვის წამოღებული პროდუქტები მიჰქონდა. -დაგეხმარები. შესთავაზა სოფომ.-მძიმე იქნება. -არა ჩემო სიხარულო, მძიმე არ არის. გაუცინა და შუბლზე აკოცა.სოფომ წელზე მხვია ხელი და უფრო მიეხუტა. -მართალი ხარ. მძიმე იცი რა არის?სწორად ცხოვრება. -ეს ძალიან რთულია, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ცოდვის სუნი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტრიალებს. როგორც არ უნდა ეცადო სადღაც მაინც ვუშვებთ შეცდომებს, -თან როგორც არ უნდა ვეცადოთ სინდისის ქეჯნას ვერსად გავექცევით, საკუთარ თავს ვიმეტებს იმისთვის რომ ვიტანჯოთ, თვითგვემას ვართ მიცემულები. ვერც ხორციელ ვნებებზე ვამბობთ უარს. საკუთარ თავებს სწორედ თვითონ ვაყენებთ ზიანს. ამასობაში უფალს ვშორდებით და გვავიწყდება რომ ის ყოველვის ჩვენთანაა, ის არასოდეს გვტოვებს. გვავიწყდება როგორ უნდა ჭეშმარიტი ქრისტიანივით მოქცევა. იცი ყველაზე მეტად აქ რამ გამაძლებინა? -რამ? -მე აქ სიმშვიდე მოვიპოვე. საკუთარი თავი ვიპოვე, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე. რომ შემიძლია ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი სოფო ვიყო როგორც აქ ჩამოსვლამდე. რომ ისეთივე წამატებული ვიყო სხვა პროფესიაში, როგორც მედიცინაში. აქ, სწორედ აქ მოვინანიე ცოდვები და აქ დავიწყე ახალი ცხოვრება. აქ დაიბადა ახალი სოფო. -აქ დაიბადა ახალი სოფო ჩემთვის.-გაეცინა რეზოს.-თვითონაც არ იცი რატომ მომიწევდა აქეთ გული. სულ ვეუბნებოდი მამაჩემს რომ იქაც ავაშენოთ ახალი სასტუმრო-თქო, დიდი ჯაფის გაწევა მომიწია ამისთვის მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე. როგორც ჩანს ტყუილად არა. მართალი ვიყავი. რეზომ პარკები მინდორში დააწყო და სოფოსკენ მიტრიალდა. -აქ სწორედ აქ.. ქალაქიდან შორს... სადღაც მთებში ვიპოვე ჩემი ცხოვრების აზრი.. აქ შენ გიპოვე... შენთვის ცხოვრებას დავთმობ, შენთვის ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდები. შენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ სოფო,- -მადლობა ყველაფრისთვის რეზი, მადლობა იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ. მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა თითოეული ბედნიერი წამისთვის და დღისთვის.რაც შენ მე მაჩუქე, მებედნიერები. დღეს შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ, მერე თვეების ან წლების შემდეგ, მაგრამ მე შენით დღეს ვარ ბედნიერი. ესეც საკმარისია. უთხრა სოფომ და ბიჭს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა. პასუხად მანაც გაუღიმა და ძლიერად მიიკრა მკერდზე. ავარიიდან მომდევნო რამდენიმე დღე თამუნა დათას გვერდით ატარებდა. თავიდან ისე სტუმრობდა როგორც მისი ახლობელი და გულშემატკივარი.ზრუნავდა მასზე, ცდილობდა გაემხიარულებინა. გვერდით მიუჯდებოდა და იმდენს ლაპარაკობდა რომ ბიჭს გულწრფელად უკვირდა როგორ არ იღლებაო. ერთ წამს არ ჩერდებოდა. ხანდახან ისეთ უაზრობას წამოისროდა დათას გულში ჩაეღიმებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა რომ არ ეწყენინებინა გოგოსთვის. მხოლოდ ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. რამდენიმე დღის უკან ერთმანეთს ძაღლი-და კატასავით ჭამდნენ ისე ჩხუბობდნენ, ახლა კი ყველაფერი პირიქით იყო,ყველაფერი შეიცვალა.მშვიდად საუბარი შეეძლოთ. გოგოს გულში უკვე თავისი დაარქვა, მისად დაიგულა, იცოდა რომ თამუნა მისი მომავალი იყო. გოგოს კი წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ გახდა სიტყვაძუნწი, ეს ტვინის შერყევას დააბრალა და გულწრფელად ამხნევებდა რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. სამსახურში მისი დაბუნება და შვებულების შეწყვეტა ძალიან გაუკვირდა უფროსსაც და თანამშრომლებსაც. მაგრამ ეს გაკვირვება ბოლომდე არ დასცალდათ მაშინვე მძიმე პაციენტი შემოიყვანეს და სასწარფოდ საოპერაციოში მოუხდა შესვლა. მთელი დღე იქ გაატარა. მხოლოდ საღამოს მოიცლა დათასთვის, რომელსაც ძალიან უკვირდა მისი მთელი დღით დაკარგვა. დერეფანში აპარატიდან ყავა ჩამოისხა და მძიმედ შეაღო პალატის კარი. გადაღლილი სახე ჰქონდა. დათას უბრალო ექიმი ეგონა მის გასასინჯად შემოსული და ჯერ უგულოდ შეხედა მაგრამ უცებ თველბი გაუფართოვდა თამუნა რომ ამოიცნო. საწოლში წამოჯდა და ხმადაბლ;ა წაუსტვინა -ვაუუუ. აღმოხდა უცებ -ვერ მიცანი?-ჩაეღიმა გოგოს -ვერა. ასეთ ფორმაში აქ რას აკეთებ? -შენს პირად ექიმად დავიწყე მუშაობა.- ჩაეცინა და მის საწოლზე შემოჯდა. ფეხები პატარა ბავშვივით შეათამაშა ჰაერში. -დაგიჯერე უცებ. -ჩაეღიმა დათას -მე აქ ვმუშაობ. დღეს სამსახურში დავბრუნდი და პირველი ოპერაციაც მოვასწარი უკვე. -აი თურმე რატომ ითხოვდი ჩემს აქ გადმოყვანას. -აქ კარგად მოგხედავენ, ყველა ჩემი ახლობელი და ნაცნობი ექიმია. -მომხედავენ თუ მომხედავ?-ჩამჭრელი კითხვა დაუსვა დათამ -ერთიც და მეორეც,- არ დაიბნა გოგო. -ხოდა მაშინ მოგიწევს ცივ ნიავს არ მიმაკარო. -როგორც იტყვით. -იქნებ ის მაინც მითხრა რა პროფესია გაქვს? თამუნა საწოლიდან ჩამოხტა. ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და დათას წინ გამოიჭიმა. -ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. თქვენს წინაშეა ახალგაზრდა და საკმაოდ წარმატებული ქირურგი, მედიცინის დოქტორი -თამარ აბაშიძე,-თავი დაუკრა და ოდნავ მოხახა მუხლები ისე თითქოს სცენაზე დგას და მაყურებელს ესალმებაო. დათას ხმამაღა გაეცინა მის ქცევაზე. - სასიმოვნოდ გაკვირვებული ვარ. ამდენი სად მოასწარი?თანაც დოქტორი? -რა ვიცი მოვასწარი ჩემი ცხოვრების თხუთმეტი წელი დამჭირდა ამისთვის და ისე მივაღწიე ოცდაათ წელს რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი. მერე გერმანიშიც წავედი სამი წელი იქ ვმუშაობდი.იქ მომანიჭეს დოქტორის წოდება. -არაღ ხუმრობ უკვე შენ. -რა მეხუმრუმრება უკვე შინაბერა ვარ.-გაეცინა თამუნას. -მაგას ვერ დავიჯერებ. ისე კარგად გამოიყურები ოცდაოორი წლის გოგოს გავხარ. ულამაზესი შინაბერა ხარ მაშინ. თან იმ დღეს საერთოდ არ გეტყობოდა, ისე კარგად იქნევდი მუშტბს -ის დღე არ გამახსენო. როგორ მცხვენია, მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო დაგემართა. -არაუშავს მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა, თან ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს ჩვენ შორის ყველაფერი შეიცვალა და გამოსწორდა. ბოლოსდაბოლოს მშვიდად საუბარი შეგვიძლია. -მართალი ხარ,- თავი დაუქნია თამუნამ და კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა. საუბარი რამდენიმე წამიანი გამოდგა. -მაპატიე უნდა წავიდე. ოპარაციაზე გამომიძახეს. -პირველივე დღეს არ გასვენებენ ხო? -ასეთია ჩვენი პროფესია. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ და დაგეგმავ. -მარტო მაგას არა. -კიდევ რას ვრ დაგეგმავ? -სიყვარულს.-უპასუხა დათამ და თვალი თვალში გაუყარა გოგოს, რომლიც დაიბნა და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა არ ვიცი როდის მოვიცლი მაგრამ მალე გინახულებო. სწრაფად გაიხურა კრი და დერეფანში გაუჩინარდა... დათა მარტო დარჩა. საკუთარ თავთან და ფიქრებთან ერთად. ძალიან იზიდავდა თამუნა. მართლაც და შესანიშნავი იყო. მერე რა რომ მათი ურთიერთობა ცუდად დაიწყო, ახლა ხომ გამოსწორდა. ახლა კარგად დაინახა მისი ნამდვილი სახე -მზრუნველი, კეთილი, თავაზიანი, მხიარული, თბილი, სულ არ გავდა იმ თამუნას იქ რომ იყო უხეში, უზრდელი და გატუტუცებული. ალბათ ამას იმიტომ აკთებდა და იმიტომ იქცეოდა ასე რომ არავინ ყვარებია და თავის დაცვის ასეთი ხერხი მოიფიქრა იმედგცარუებისგანო. ვერ მალავდა იმას რომ მისით ძალიან იყო გატაცებული, ძალინ მოსწონდა და აუცილებლად მისი გახდებოდა. არავის დაუთმობდა მის თავს.... არანაკლებ დაბნეული დადიოდა თამუნა. ძალიან მდსწონდა დათა, დანახვისთანავე მოეწონა. როგორ შეიძლებოდა მის ჭაობისფერ თვალებს გულგრილი დაეტოვებინე. განა არ შეხვედრია ცხოვრებაში ასეთ მსგავს მამაკაცებს ბევრი უნახავს, მაგრამ მაინცდამაინც მის მიმართ გაუჩნა ის გრძნობა, რაც სხვების მიმართ არ განუცდია. ვერასოდეს იტანდა მისნაირ ბიჭებს -ელეგენტურად ჩაცმულებს. ბოლო მოდაზე გამოწყობილებს, თავში რომ ჰქონდათ ავარდნილი. თმა ყოველთვის ლამაზად დავარცხნილი, იმდენი სუნამო ესხათ რომ ვერ იგებდი სუნამო ახვევდა გოგოებს თავბრუს თუ მათი ფული და სოციალური მდგომარეობა საზოგადოების მაღალ ფენაში რომ ეჭირათ.საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა რომ ჰქონდათ და ქალებს რომ სულელ არსებებად თვლიან. ასეთად მიჩნდა დათა, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე მოინუსხა მისით. მაშინვე გადაწყვიტა არ შევიმჩნევ და ამას ვაჩვენებ სეირს. აქეთ შემეხვეწება სიყვარულსო. მართალია ხვდებოდა ბიჭი არ იყო გულგრილი, მაგრამ ბედურება ის იყო რომ მასაც გაუჩნდა გრძნობები თუ ეს ბედნიერება იყო?ვეღარ ხვდებოდა უკვე. იმიტომ რომ დათა სულ სხვანაირი დაინახა , მიხვდა რომ სხვა იყო, ნიღაბს უკან გულჩვილი და საყვარელი სიუპრიზებით სავსე ბიჭი იმალებოდა. თუმცა კარგად ახსოვდა ის დღე როცა უთხრა მწარედ გეტკინებაო როცა ყველაფერს მიხვდებიო. დრო როცა მოვაო. სწორედ ახლა იყო დრო. სწორედ ახლა გააცნობიერა რომ მის მიმართ ღრმა გრძნობები გასჩენოდა....იჯდა საავადმყოფოს დერეფანში, ყავას სვავდა ისევ რომ როგორმე გამოფხიზლებულიყო და არ ჩასძინებოდა. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფი შემოეყვანათ. დილამდე კი დიდი დრო იყო დარჩენილი. საათი სამს უჩვენებდა. ისევ დათასკენ გაუწია გულმა. ფრხილად შეაღო კარი. დარწმუნებული იყო ეძინებოდა და ამიტომ ფრთხილობდა. შუქი არ ენთო. ამიტომ მისი სახე ვერ შეამჩნია. მასთან ახლოს მივიდა. სკამზე ჩამოჯდა. მისი ხელი ფრთხილად აიღო და თითებზე მიეფერა. -შენც არ გეძინება?-დაილაპარაკა ბიჭმა. გოგო შეკრთა. -მეგონა გეძინა.-თავი დახარა მან -ვერ ვიძინებ. -რამე გაწუხებს? -არა ისეთი არაფერი უბრალოდ უძილობა მჭირს. -რატომ?რამე პრობლემაა? -არა ისეთი არაფერია მოგვარდება.შენ რატომ არ იძინებ? -არ შეიძლება. ამაღამ მორიგე ექიმი ვარ.- - შე საწყალო.-გაეცინა დათას. -სულ ასეთ მძიმე გრაფიკში რომ მუშაობ იმიტომ არ გყავს რაც შეყვარებული და არც პირადი ცხოვრება არ გაქვს აწყყობილი. -არ გვინდა მტკივნეულ თემებზე საუბარი. სიმწრისგან ჩაეღიმა გოგოს. -კარგი ხმას არ ამოვიღებ. -მე რომ მეუბნები შენ ხომ გაქვს ბევრი თავისუფალი დრო?რატომ შენ არ გყავს არავინ.? -ნუ არ შევხვედრილვარ ეტყობა ჩემთვის შესაფერის ქალს.-გაეცინა დათას. -და როგორი თქვენი შესაფერისი ქალი თქვენო აღმატებულებავ? -ერთი წუთით მოიწიე, სთხოვა დათამ. გოგო ვერ მიხვდა რატომ უთხრა ეს და რატომ გადაიტანა საუბარი. ალბათ რამე აწუხებსო და მასთან ახლოს მივიდა. სახეზე დახედა. შუბლზე ხელი დაადო. სიცხე ხომ არ აქვსო. დათამ კისერში მოჰკიდა ხელი, თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად დააცხრა მის ტუჩებს. ისე კოცნიდა რომ თამუნაც აიყოლია. მერე უცებ შეწყვიტა და უთხა. -აი ასეთი როგორიც შენ ხარ. უჩურჩულა ყურში. გოგოს ბედნიერს ჩაეღიმა. -მოდი ჩემთან. დათა საწოლში მიიწია და ადგილი გაუნთავისუფლა. -რას აკეთებ?ეს არ შეიძლება. -გაჩუმდი და მომენდე. ნუგეშინია არ ვიკბინები და არც არაფერს ვაპრებ. მხოლოდ მინდა ჩაგეხუტო და შენი სურნელი შევიგრძნო. თამუნა მის გვერდით მოუხრხებლად მოეწყო. სწრაფადშეძვრა თხელი საბანის ქვეშ, მაგრამ თან დაბნეული იყო. დათამ ხელი გაშალა, მოხვია და მიიხუტა. გოგომ მკერდზე დაადო თავი და გაისუსა. მის გულიცემას გრძნობდა,გრძნობდა როგორ უცემდა გული. -ასე რატომ გიცემს გული. არითმია დაგემართება. გაიხუმრა ბოლოს. -შენს გამო ინფაქტი რომ არ დამემართა აქამდე არ გიკვირს??გასცა პასუხი და მის თმაში ჩარგო ცხვირი.-აქამდე სად იყავი.-ჩაიჩურჩულა მერე და უფრო ძლიერად მიიხუტა. ********************** ზაფხული მიიწურა. შემოდგომა დადგა. უკვე შეეტყო ნელ-ნელა ფოთლებს, შეფერადება იწყეს ნაირფერად. სოფოს საქმე მოემატა და ვეღარ იცლიდა ისე როგორც ადრე. დაკავებული იყო რეზოც. მითუმეტს რომ ბოლო პერიოდი დათა მის გვერდით არ იყო. გაკვირვებული იყო ბიჭის საქციელით. ასე უყურადღებოდ არასოდეს არ მოქცეულა. როცა საავადმყოფოდან გამოწერეს და დაბრუნდა მაშინ მოახსენა მეგობარს რატომ გაქრა ასე. რეზო გაუბრაზდა ასეთი რამე როგორ დამიმალეო და ხმას არ სცემდა რამდენიმე დღე. ბოლოს კი დათმო და შეურიგდა. -კარგი რაა. აბა იმას ხომ არ გეტყოდი ავარიაში მოვყევი და ტვინის შერყევით და დაჟეჯილობებით საავადმყოფოში ვწევარ-თქო. -აბა რა უნდა გექნა? როგორ უნდა მოქცეულიყავი?არ უნდა გეთქვა?იქნებ რა დაგჭირვებოდა? -გვერდით საიმედო მომვლელი მყავდა. ჩაეღიმა დათას. -რას გულისხმობ?იქნებ ყველაფერი მომიყვე? -რა უნდა მოგიყვე? -როგორ მოხდა ყველაფერი? -ოო კარგი რაა ნუ გამახსენებ ეხლა,- თავის არიდება სცადა დათამ.-წამოდი ისედაც დავაგვიანეთ სამსახურში. -ეგ ყველაფერი მოიცდის. მომიყევი. -მოკლედ მე და თამუნა სახლში ვბრუნდებოდითიმ დღეს როცა შენ დაგირეკე და მანქანში მართო დაგვტოვე, როგორც ყოვლვის ვიკამათეთ, ყურადღება გამეფანტა და ამოვყირავდით. -შენ ნორმალური ხარ საერთოდ?უყვირა რეზომ.-შენ თავს არ დარდობ კარგი, მაგრამ იმ გოგოს რას ერჩი?რატომ არ ეშვები შენც?რამე რომ მოსვლოდა სოფოსთვის თვალებში როგორ ჩამეხედა? -შენ მარტო სოფოზე ნერვიულობ და მასზე? ხმას აუწია მანაც-ჩემზე რატომ არ ნერვიულობ?რატომ ჩემზე არ დარდობ რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული. ჭკუიდან გადამიყვანა იმ გოგომ და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ? -რააა?თვალები გაუფართოვდა რეზოს და უკან დაიხია. დათამ სკამი გამოსწია და ჩამოჯდა. ისიც გვერდით დაუჯდა. ვერაფერს ამბობდა. -როგორ?ეს როგორ მოხდა ვერაფერს ვხვდები თქვენ ხომ სულ ჩხუბობდით... -ხო მაგრამ მოვახერხეთ. როგორც ჩანს შენ მართალი იყავი რომ მეუბნებოდი რომ შეგიყვარდება შეიცვლები და სხვანაირი გახდებიო. სხვანაირი კი არა ბედნიერი ვარ, როგორც იქნა ვიპოვე ქალი რომელიც ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ვერ ვუბედავ ჩემი გრძნობების შესახებ რამე ვუთხრა. -რატომ? -არ მინდა დავკარგო. -რატომ უნდა დაკარგო?იქნებ მასაც იგივე გრძნობა აქვს. უნდა უთხრა. -ხო მაგრამ არ ვიცი როგორ. შენ გამოცდილი კაცი ხარ იქნებ რამე მითხრა ან მირჩიო. -არ ვიცი მე რა უნდა გითხრა ან გირჩიო. მეც ვერ გამიბედავს პირისპირ ვუთხრა სოფოს ჩემი გრძნობები. მიუხედავად იმისა რომ ორივე კარგად ვხვდებით რასაც ვგრძნობთ.ეს შენ უნდა მოიფიქრო როგორ ან რანაირად გააკეთო. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე რეზოს გაეცინა. -არ მჯერა რომ შენ შეყვარებული ხარ. -ამ ქალებმა ჭკუიდან გადაგვიყვნეს მეც და შენც ძმაო. ახლა ვხვდები რასაც გულისხმობდი შეგიყვრდება და მერე მიხვდები ცხოვრების აზრი რაშიაო. ახლა მჯერა. -ეჰ დათა დათა, რადგან შენ გეშველა ახლა არარაფერს ვჩივი. მხარზე მეგობრულად დასცხო ხელი რეზომ.-ადექი წავიდეთ ეხლა ვიმუშაოთ და თან მოვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ ეგ საკითხი. -ისევ შენ თუ მიშველი. ამოიოხრა დათამ და რეზოს უკან აედევნა..... სოფოს თამუნა ენატრებოდა. მიუხედავად იმისა რომ ტელეფონით თითქმის ყოველდღე საუბრობდნენ, მაინც განიცდიდა უიმისობას. ენატრებოდა მეგობარი და მასთან ერთად ჩადენილი გიჟობები. სეირნობა და ოინები. ხშირად აღარ იხსენებდა წარსულს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა ის როგორ ედგა თამუნა გვერდით, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, როცა ყველამ ზურგი აქცია, როცა წასავლელი არსად ჰქონდა მაშინ ყველაზე მეტად ის დაეხმარა, დახმარების ხელი გაუწოდა. თავის სახლის კარი გაუღო და ყველას დაუპირისპირდა. მშობლებს ამაყად განუცხადა სოფო ჩემი მეგობარია. არ ვაპირებ გაჭირვების დროს მივატოვო ამიტომ ის აქ იცხოვრებს და ამაზე არ შემეკამათოთ, თორემ მეც დამკარგავთო. მათაც სხვა გზა არ დარჩენოდათ ისიც შვილად მიიღეეს და ისე უფრთხილდებოდნენ როგორც ალბათ თამუნას გაუფრთხილდებოდნენ. მას სემდეგ რაც სახლიდნ გამოუშვეს და შეუბრალებლადმოუხურეს კარი სიმშვიდე თამუნასთან ჰპოვა. ერიდებოდა მისი მშობლებლების და ცდილობდა ოთახიდან არ გამოსულიყო. იწვა და უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს. მხოლოდ ტიროდა, იმდენჯერ დაათვალერა ზაზას პროფილი ფეიბუქზე რომ სათვალავიც აერია. მეგობრებიდანაც წაშალა არა მხოლოდ თავისი ცხოვრებიდან. იხსენებდა წარსულს, მასთან გატარებულ პერიოდს.აგერ მერამდნედ კითხულობდა მათ მიმოწერას. ბიჭი ყოველ შეტყობინებაში თითქმის სიყვარულს ეფიცებოდა. როდის შეიცვალა და როდის გაცივდა ვერ აღმოაჩინა. -შენ კიდევ თავს იტანჯავ და ტირი?-კარში თამუნა იდგა. მან თავი დაუქნია. -ადექი სტუმარი გვყავს თავი მოიწესრიგე. -ვინ არის? -მე ვარ, შენი ნივთები მოგიტანე დაგჭირდება. თამუნას უკან გიო გამოჩნდა. ჩემოდანი შემოიტანა ოთახში და იატაკზე დადო. სოფო წამოხტა და ძმას მოეხვია. -როგორ იფიქრე რომ ჩემს ერთადერთ დას მივატოვებდი. -მამა გეჩხუბება რომ გაიგოს აქ ხარ. მოდი ჩამოჯექი. -მე გავალ, თქვენ ისაუბრეთ და მერე ერთად ვივახშმოთ. თამუნამ კარი გაიხურა და და-ძმა მარტო დატოვა. -მან არ იცის აქ რომ ვარ. არც ის იცის რომ ნივთები წამოგიღე. -გაიგებს და არ მინდა შენც გეჩხუბოს. -სოფო მე პატარა აღარ ვარ. ორ თვეში სკოლას ვამთავრებ. მერე მუშაობს დავიწყებ და იმ სახლიდან სულ წამოვალ. ერთად ვიცხოვროთ.შენს გვერდით ვიქნები. -გიო ამას ნუ ამბობ, შენ უნდა ისწავლო, უნივერსიტეტში ჩააბარო. კარიერა უნდა აიწყო. -შენ თუ ცუდად იქნები არ მინდა არც ეგეთი სწავლდა არც არაფერი.თან ხომ არ გავიწყდება მალე ბიძა უნდა გავხდე ჩემს დიშვილს ხომ უნდა ვასწავლო ყველაფერი. ეჭვი არ მეპარება რომ ბიჭი იქნება. მისი გამხნევება სცადა გიომ. -ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი გიო, ჯერ ძალიან პატარაა. და- ძმამ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა, ეს იყო იმის ნიშანი რომ დედმამიშვილების სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა და წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მერე გიო მუცელზე მიეფერა. -გამარჯობა პატარა, მე შენი ბიძა ვარ გიო. მინდა რომ მალე დაიბადო. ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი, ერთად ვიმხიარულოთ და ერთად გავიზაროთ, ერთად გავახაროთ დედიკო. ხო მას არ ვუთხრათ არ გაიგოს მე და შენ პირველად ერთად წავალთ ქალებში.. -გიოო. გაეცინა სოფოს გულიანად.-იცი ყველაზე მეტად რა მინდა ასწავლო ჩემს შვილს-ის თუ როგორ მოიქცეს კაცივით ცხოვრებაში და ქალებს არაკაცურად არ მოატყუოს. -შენ შვილს ეგ თვისება აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი ადამიანი და მას შენ ასწავლი. და-ძმა ერთამენთს ჩაეხუტა....: -აბა ახლა ადექით და წავიდეთ ვივახშმოთ.-კარი შემოაღო თამუნამ.-ხომ არ დაგავიწყდა რომ თავს უნდა გაუფრთხილდე და ორმაგად უნდა იკვებო ახლა. -არ მშია. დაიწუუნა სოფომ -აბა ადექი ეხლა. წამოაყენა გიომ, -შენ ჩემს დისშვილს ნუ აშიმშილებ. -ოო თქვენ რომ ადამიანს ჩააცივდებით. სოფო წამოდგა და ნებით გაჰყვა ორივეს... -ხო მართლა ხვალ გამოკვლელვებზე წავალთ და ერთად გავიგებთ როგორია ბავშვის მდგომარეობა. თქვა თამომ და სოფოს სკამი გამოუწია რომ დამჯდარიყო. -არ არის საჭირო. -ყველაფერი საჭიროა და ეს შენ არ გეწავლება. შენი პროფესიის გამო მაინც. უნდა იცოდე რა მნიშვნელოვანია ორსულობის ეს ეტაპი... -თამო მართალია მორჩა გადაწყდა ხვალ სამივე ერთად მივდივართ ექიმთან.-გადაწყვიტა გიომ და დის გვერდით დაიკავა ადგილი... მეორე დღეს ადრიანად მივიდნენ ექიმთან. გიოს ცოტა დააგვიანდა, ამიტომ პირდაირ სააავდმყოფოში შეხვდა მათ.. ექიმი სოფოს კოლეგა იყო, მეტიც მისი მასწავლებელი. გაუკვირდა პაციენტი რომ სოფო იყო მაგრამ არაფერი უკითხავს. პირადაპირ მოამზადა და გამოკველაზე შეიყვანა.ყვლაფერმა კარგად ჩაიარა. ბოლოს ეხოსკოპიის დრო დადგა. სოფოს უსიამოვნოდ გააჯრჟოლა შიშველ მუცელზე აპარატის შეხებაზე. გიო და თამუნა საპირისპირო მხარეს იდგნენ მის გვერდით და მისი ხელი ეჭირათ. მალე სიჩუმეში ბავშვის გულიცემის ხმა გაისმა. და ეკრანზე გამოისახა პატარა წერტილივით რომელიც რამდენიმე სანტიმეტრს მოიცავდა. -ეს თქვენი პატარაა. ანიშნა ექიმმა. ექვსი კვირის ორსული ხართ. ჯანმრთელი ბავშვი ჩანს. გულისცემაც ნორმალურია. სოფოს აქამდე უცნობი გრძნობა მოერია, მთელ სხეულში დაუარა ბედნიერების განცდა. მის სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა. მას ახლა ორი გული ჰქონდა. ახლა სრულად გააანალიზა რომ დედა გახდებოდა და ბედნიერმა შეხედა მეგობარს და ძმას. რომლეიბც მასზე არანაკლებად იყვნენ გახარებულები და ბედნიერი სახეებით შეჰყურებდნენ სოფოს...." " პს. დაგვოანების გამო ბოდიში. ამიტომ გთვაზობთ დიდ თავს :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.